Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. В своей статье о суматохе среди российских диссидентов, вызванной серией документальных фильмов о Путине, России и Западе, Люк Хардинг намекает, что меня использовал Кремль через его американскую пиар-фирму Ketchum для того, чтобы оказывать влияние на создателей фильма, чтобы удостовериться в том, чтобы материал был «пропутинским».
  2. http://saqinform.ge/images/stories/analitics/MO-RF-protiv.jpgთბილისი, 3 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოსთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგია. ეს განცხადება რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანატოლი ანტონოვმა გააკეთა. <span style="font-size: 10pt;" />რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განცხადება ვაშინგტონში ქართულ-ამერიკული სამიტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას გააკეთა, რომელზეც გადაწყდა, რომ საქართველოში ამერიკული იარაღის მიწოდება უნდა განახლდეს. საქინფორმი
  3. В охране публичных мероприятий в Москве 4 февраля примут участие 9 тысяч сотрудников полиции. Полицейские "будут обеспечивать безопасность строго по периметру проводимых мероприятий". На 4 февраля в столице запланировано четыре митинга и одно шествие. В связи с проведением акций перекроют несколько дорог. lenta.ru
  4. არასამთავრობო ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში დღეს, 3 თებერვალს, მობილური კომპანიების წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. ორგანიზაცია მარეგულირებლისგან მობილური კომპანიების დასჯას და აბონენტებისთვის ”112”–ის მომსახურების გამო ჩამოჭრილი 20 თეთრის დაბარუნებას ითხოვს. რამდნეიმე დღის წინ, მთავრობის #489 დადგენილების მიხედვით, მობილური და ფიქსირებული ტელეფონების აბონენტებს ”112”–ის მომსახურების საფასური ჩამოეჭრათ. ფიზიკურ პირებს ჩამოეჭრათ 20 თეთრი, იურიდიულ პირებს კი –50 თეთრი. ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” აღმასრულებელი დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი ”ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ ის თანხები, რომლებიც სატელეფონო კომპანიების აბონონტებს ეჭრება #489 დადგენილების საფუძველზე, არის შეუსაბამო ამავე დადგენილებასთან. ”გასაგებია, რომ დადგენილებაში წერია, ჩამოგვეჭრება ”112”–ის სერვისის საფასური, მაგრამ ჩვენი პრეტენზია მდგომაროებს იმაში, რომ ჩვენ არ გვისარგებლია ამ სერვისით - ჩვენ არ გვიყიდია ”112”–ის მომსახურება. შესაბამისად, ეს თანხები უპირობოდ არ უნდა გვეჭრებოდეს,”- ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი. არასამთავრობო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ მთავრობის დადგენილებაში არ არის მკაფიოდ ასახული, ტელეფონიდან რა შემთხვევაში ეჭრებათ საფასური ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, #489 დადგენილებაში წერია, რომ ეს არის ”112”–ის მომსახურების საფასური. მას მიაჩნია, რომ მთავრობის დადგენილების აღნიშნული ბუნდოვანი ნაწილი სატელეფონო კომპანიებმა სათავისოდ გამოიყენეს. ”ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ უნდა მოახდინოს რეაგირება ამ საკითხზე. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ჩამოჭრილი თანხა - 20 თეთრი– უკან დაგვიბრუნდეს, ასევე, შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროთ სატელეფონო კომპანიებს. დღეს დაგვირეკავენ და გვეტყვიან საქმის განხილვის საკითხებს. ჩვენ შეგვეძლო, პირდაპირ მიგვემართა სასამართლოსთვის. რადგან საქართველოში არსებობს ასეთი სტრუქტურა, მივმართეთ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას და დაველოდებით, რა პასუხს გაგვცემს. ამის შესაბამისად გადავწყვეტთ სასამართლოში ჩივილის,” - უთხრა ”ნეტგაზეთს” ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” აღმასრულებელმა დირექტორმა. ”112” არის შსს-ს მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ”112”–ში გაერთიანებულია: სასწრაფო დახმარების, პოლიციის, სახანძრო და სამაშველო სამსახურის გამოძახების სერვისები. მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ტელეფონის მფლობელ ფიზიკურ პირს, რომელიც თვეში 5 ლარს დახარჯავს სატელეფონო მომსახურებისთვის, ანგარიშიდან 20 თეთრი ჩამოეჭრება. იურიდიული პირებისთვის გადასახადი თვეში 50 თეთრია. სრული ინფო(netgazeti.ge)
  5. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით მოძრაობა ”ქართული ოცნების” ახალგაზრდულმა ფრთამ პარლამენტის წინ 10– წუთიანი მდუმარე აქცია გამართა.აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე კვლავაც გამოუძიებელია და ბევრ შეკითხვას პასუხის გაცემა ჭირდება.როგორც "ნეტგაზეთს" აქციის ორგანიზატორებმა განუცხადეს, დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ინფორმირებული იყვნენ ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებიც, თუმცა არც მეუღლე ნინო ქადაგიძე-ჟვანია და არც ძმა გოგა ჟვანია აქციაზე არ მისულან. სრული ინფო(netgazeti.ge)
  6. რუსმა სამხედროებმა აფხაზეთში, სოფელ საკენში, სამხედრო ბაზის მშენებლობა დაასრულეს. ამის შესახებ იტყობინება სააგენტო "ივერონი" ადგილობრივ მცხოვრებლებზე დაყრდნობით.მათივე თქმით, 5 სართულიანი კეთილმოწყობილი კორპუსები უკვე მზადაა სამხედროების მისაღებად.კიდევ ერთი სამხედრო ბაზა, რომელიც კოდორის ხეობაში რუსი სამხედროებისთვის შემოდგომაზე აიგო, სოფელ გენწვისშია განთავსებული.რაც შეეხება საგუშაგოებს, ადგილობრივების ინფორმაციით, რუს სამხედროებს ისინი ხეობის ოთხ სოფელში - საკენში, გენწვისში, ომ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  7. <span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/georgian-flag2.jpgთბილისი, 3 თებერვალი, საქინფორმი. მკითხველის არაერთგზის თხოვნით, საქინფორმი გთავაზობთ იმ პოლიტიკური ორგანიზაციების, მათი ლიდერებისა და ხელმძღვანელების ჩამონათვალს, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობენ. კერძოდ, ჩამონათვალში შეყვანილია ის პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად არიან ჩართული: საქინფორმი
  8. <span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/petreusiiii-mishaa.jpgთბილისი, 3 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს, გენერალ დევიდ პეტრეუსს შეხვდა. საქინფორმი
  9. http://saqinform.ge/images/stories/analitics/gelbaxiani-dabruneba.jpgთბილისი, 3 თებერვალი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, ამაწინათ პრესის საშუალებით ყოფილმა დეპუტატმა, პოლიტიკურ დევნილობაში მყოფმა ვალერი გელბახიანმა ქართველ საზოგადოებას მიმართა თხოვნით, დაუდგეს თავდებში, რათა საქართველოში ჩამოსვლა და ავადმყოფი დედის მონახულება შეძლოს. <span style="font-size: 10pt;" />როგორც საქინფორმს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს, პარტია უერთდება გელბახიანის მოთხოვნას. საქინფორმი
  10. До недавнего времени понятие бездомности было чуждо Греции. Оно представляло собой нечто, что греки обсуждали после посещения других европейских городов, где картины спящих на улицах людей повергали их в шок. Однако с момента начала экономического кризиса в 2009 году жители Афин уже успели привыкнуть к тому, что их земляки живут на городских тротуарах.
  11. Приятно удивившая многих гласность на федеральных телеканалах оказалась кратковременной: Первый и НТВ тут же выпустили в эфир фильмы во славу главного кандидата в президенты России. Оценка известных лиц: "полный бред" и "шизофрения" на почве страха растерять опору власти. newsru
  12. ავტორი ნინო მიქიაშვილი 15:23 03.02.2012 საქართველოს კულტურის მინისტრის, ნიკა რურუას მიერ გაკეთებულ განცხადებას, უახლოეს მომავალში ბათუმში ე.წ. აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით პასუხობს საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ემსახურე საქართველოს“ თავმჯდომარე მურმან დუმბაძე. http://1.bp.blogspot.com/-Sodn5H5eC4A/TyvDdufpK2I/AAAAAAAAGH4/3WXhDCjqUkw/s200/murman%2BdumbaZe.jpgსანამ მასთან ჩაწერილ ინტერვიუს გაეცნობით, გთხოვთ, წაიკითხოთ საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსთან“ ნიკა რურუას მიერ გაკეთებული განცხადება - “იმისთვის, რომ ოშკი და იშხანი დანგრევას გადავარჩინოთ, თურქეთის მხარესთან შეთანხმება აუცილებელია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ძეგლი ქართულია, ამჟამად სწორედ თურქეთში მდებარეობს. ოშკის რესტავრაცია არასდროს განხორციელებულა და ამიტომაც ის კიდევ ერთ დიდთოვლობას ვეღარ გაუძლებს“. რურუას განმარტებით, ქართული მონასტრების რესტავრაციის სანაცვლოდ თურქული მხარე აჭარაში, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამოყოფილ ნებისმიერ ადგილზე “აზიზიეს მეჩეთის“ მშენებლობას ითხოვს, რომელსაც თავადვე დააფინანსებს და “ახმედიეს მეჩეთის“ რესტავრაციაში ჩართვის სურვილს გამოთქვამს - "ესაა აუცილებელი პირობა, რომ ოშკი და იშხანი გადავარჩინოთ. ამაზე მე დავთანხმდი. უახლოეს მომავალში მემორანდუმს მოვაწერთ ხელს და რესტავრაციაც დაიწყება". საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ემსახურე საქართველოს“ თავმჯდომარის, მურმან დუმბაძის პასუხები ჩემს კითხვებზე ასეთი შინაარსისაა: ბატონო მურმან, როგორ აფასებთ ნიკა რურუას განცხადებას? მურმან დუმბაძე: კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის უაზრო განცხადებას გავეცანი. იგი ამბობს, რომ ოშკის რესტავრაცია არასდროს მომხდარა და დიდთოვლობა დაანგრევსო. პირდაპირ “უმაღლესი” არგუმენტია, ოშკის გადასარჩენად. ოთხთა ეკლესიის რესტავრაციაც არასდროს ჩატარებულა, არც ხანძთის; იმათაც დიდთოვლობა ანგრევს. მაინტერესებს - რატომ ამოიღეს განზრახულობათა ოქმიდან ეს ეკლესიები?! მაშინ, როცა თითქმის 5 წელია გვეუბნებიან, რომ უნდა გადავარჩინოთ იშხანი, ოშკი, ხანძთა და ოთხთა ეკლესიები. პირობა შეცვალეს, მაგრამ მთავარი უცვლელი დარჩა - თურქეთმა მის უკიდურეს ჩრდილო–აღმოსავლეთში, ანუ აჭარაში, კერძოდ ბათუმში XIX საუკუნე მონიშნა - სულთან აბდულ აზიზიეს სახელობის მეჩეთის აშენება განიზრახა; თურქეთი საქართველოს ლაჩარი ხელისუფლების ხელმოწერითა და დადასტურებით რელიგიურ გეოგრაფიას აფართოებს. თურქეთის ულტიმატუმმა იმუშავა - ლაჩარ საქართველოს მთავრობას უთხრა: “გინდა გადავარჩინო სამონასტრო კომპლექსი, უფრო ზუსტად, აყუდებული კედელი, ქვის ხროვა (თურქეთისთვის ოშკი და ყველა ქართული ეკლესია იყო და არის ქვის ხროვა, აყუდებული კედელი), ბათუმში, რომელიც იყო ჩემი და დაიბრუნე რუსით, უკან უნდა მომცე, ის ჩემია და ჩემი იქნება. ახლა ხომ რუსთან არ ხარ?! ამიტომ, როგორც მე მსურს ისე უნდა მოიქცე. ამისთვის საჭიროა, რომ ოსმალეთის იმპერიის სულთნის, აბდულ აზიზიეს სახელობის მეჩეთი დავდგაო“. ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ღირსება არ ჰქონია და არც ექნება; გამომდინარე აქედან, არც საამისო ინტერესი. სამაგიეროდ, ინტერესი აქვს თურქეთის სახელმწიფოს, რომელიც რეგიონალური ლიდერის როლს კისრულობს. საბჭოთა კავშირის დარღვევის შემდეგ, თურქეთი ოსმალეთის ძლიერების ხანაზე ფიქრობს; ყოველ შემთხვევაში, აჭარასთან მიმართებაში ამას ღიად გამოხატავენ. ჩრდილოეთიდან რუსეთი, სამხრეთ–დასავლეთიდან თურქეთი - ასე ანაწილებს ლაჩარი “მშობლიური“ მთავრობა საკუთარ ტერიტორიებს. პოლიტიკის განსაზღვრაში მოსახლეობას რელიგიაზე არანაკლები ფაქტორი ენიჭება. ბათუმში, გვიან საღამოს თუ გაივლით, განსაკუთრებით ძველ ბათუმში, აშკარად იგრძნობთ, რომ თურქეთს კულტურული გეოგრაფიაც გაუფართოებია, ჩვენ კი გვძინავს! რწმენა, მოსახლეობის რაოდენობა, საკუთარი მთავრობის სილაჩრე, ჯამურად იმას იძლევა, რაც კვიპროსში მოხდა. ამაზე ასე დეტალურად იმიტომ ვსაუბრობ, რომ აქაური ვარ და ამას ხედავს ჩემი თვალები, ამას ხედავს მთელი ბათუმი და აჭარა. საფრთხე რეალურია! თურქეთი, რომ პარტნიორი ქვეყანა იყოს, ასეთ თავხედობას როგორ შემოგთავაზებდა - “გინდა თუ არ გინდა, ჩემთან არსებულის გადასარჩენის სანაცვლოდ შენთან ახალი ამიშენეო?!“ თან, ოსმალური იმპერიის სულთნის სახელობისა; იმ სულთნისა, რომლის წინაპარმა და მანაც აჭარა წაართვა საქართველოს. შემოგთავაზა იმიტომ, რომ მიხვდა - რურუას სხვა არგუმენტი, გარდა იმისა, რომ თურმე ოშკს ზამთარი დაანგრევს, არ აქვს. კულტურის მინისტრის უგუნურ პასუხებს აღიარებაც დაემატა - ძეგლი თურმე ქართულია და ის ამჟამად თურქეთში მდებარეობს. თუ ძეგლი ქართულია, მაშინ სვეტიცხოვლის შეთანხმებაში, ე.წ. კონსტიტუციურ შეთანხმებაში, რომ წერია კულტურულ–ისტორიული ღირებულებების მქონე ტაძრების აღდგენა–რესტავრაციების საქმე ეკლესიას უნდა შეუთანხმოთო, რატომ არ უთანხმებს მთავრობა ეკლესიას ამ საკითხს?! მაგრამ ეს ის მთავრობაა, რომელიც სხვისი მთავრობის გამოჩენაზე მუცელზე ხოხავს და საკუთარ ხალხს მიტინგზე ხოცავს. ერთი სიტყვით შინ მამალია, გარეთ დედალი! როგორია აჭარაში მოქმედი პოლიტიკური ძალების ლიდერთა დამოკიდებულება, ამ საკითხთან დაკავშირებით - გქონდათ თუ არა მათთან საუბარი? -დიახ, პოლიტიკური პარტიების ადგილობრივ ხელმძღვანელებთან საუბარი მქონდა და მაქვს. ყველა ერთ ჭკუაზეა; არიან გამონაკლისებიც, განსაკუთრებით ისინი, ვისაც საკუთარი არაფერი ჰქონიათ და დედაქალაქიდან თითის დაქნევით ვითომ აქ პარტიობენ. რას ფიქრობენ, როგორი პოზიცია აქვთ ბათუმში მცხოვრებ მსახიობებს, მწერლებს, მხატვრებს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, ამ საკითხთან დაკავშირებით? -პრაქტიკულად, ბათუმი ამ საქმეში ერთგვაროვანია. ამ დღეებში შეხვედრა მქონდა უამრავ ადამიანთან, მწერალთა კავშირიდან, უნივერსიტეტიდან, მხატვართა კავშირიდან. ცხადია, ყველას საკუთარი ღირსების შეურაცხყოფად მიაჩნიათ, დამპყრობელი აბდულა აზიზიეს სახელობის ოკუპაციის მეჩეთ–მუზეუმის თუ მეჩეთის დადგმა. აქაური მოსახლეობა არანაკლებ შეწუხებულია დედაქალაქის ინტელიგენციის წაყრუებით. მწერალსა და მეცნიერს, შოთა ზოიძეს წერილი აქვს გამოსაქვეყნებლად გამზადებული. რამდენადაც ვიცი, ის წერს - ერთადერთი ადამიანი, ვისაც აჭარასთან მიმართებაში სწორი პოზიცია ეჭირა, ილია ჭავჭავაძე იყოო. ანუ ის ნაწყენია დღევანდელი თბილისის ინტელიგენციის წაყრუებული პოზიციის გამო. არის თუ არა თქვენთვის ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების სათავეში მყოფთა პოზიცია, ბათუმელი “ნაციონალების“ დამოკიდებულება, “აზიზიეს მეჩეთის“ აშენებასთან დაკავშირებით? -შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 23 მარტს, ბათუმში ამ საკითხზე მიტინგი გაიმართა. იმ მიტინგზე საკრებულოს “ნაციონალი“ წევრებიც იყვნენ მოსულები - საკრებულოს თავმჯდომარე ბადრი ქაჯაია და საკრებულოს წევრი კავაზაშვილი. იმ დღიდან ამ ადამიანებს ქუჩაში თვალს, რომ მოვკრავ, რწმენა მემატება. “ნაციონალების“ უმეტესობის პოზიცია უარყოფითია, თუმცა სასწორზე ღირსება და შიში დევს. სამწუხაროდ, “ნაციონალების“ სასწორი ამ უკანასკნელისკენ იხრება. სწორედ ესაა ქართველთა გარკვეული ნაწილის ნაკლი, თორემ ასეთ ლაჩარ ხელისუფლებას, განსაკუთრებით 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ, ვინმე გააჩერებდა და დააცლიდა ქვეყნის ასეთ ნგრევას და დაშლას?! რას ფიქრობენ ქართველი მუსულმანები თურქეთის მიერ ბათუმში მეჩეთის აშენებაზე? -მუსლიმები ამბობდნენ და ამბობენ - “ჩვენ არ გვჭირდება თურქის მიერ აშენებული მეჩეთი, ჩვენ თავადაც ავაშენებთო“. რაც შეეხება მუფთის პოზიციას, ის აბსოლუტურად ადეკვატურია - კაცი ამბობს, მეჩეთის აშენება თურქის გარეშე ჩვენ თვითონაც შეგვიძლიაო. აჭარაში არსებული ყველა მეჩეთი ქართველების მიერ, ქართველთა ხელით, ქართული ორნამენტებითაა აშენებული. ამიტომ, მუფთის აზრი, რომ მეჩეთს უნდა ჰქონდეს ქართული არქიტექტურა, სწორედ ამ ისტორიული ფაქტითაა განსაზღვრული. როგორ აფასებთ თბილისში მოქმედი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხრიდან სიჩუმეს, მეჩეთის შესაძლო აშენებასთან დაკავშირებით? -ვინც ამბობდა, “აზიზიეს მეჩეთი“ ხელს არ მიშლისო, იმ პარტიასა თუ პარტიებს საზოგადოებამ განაჩენი გამოუტანა. ამ განაჩენს მე ვკითხულობ სოციოლოგიურ კვლევებში და ამას კიდევ უფრო ვიგრძნობთ მოახლოებულ არჩევნებზე, ბიულეტინების დათვლისას. რას აპირებთ, გაქვთ თუ არა რაიმე გეგმა? -საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ემსახურე საქართველოს“ და არა მარტო ჩვენ, ამ საქმეს ბოლომდე მიყვებით. მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ ხელისუფლება, რომელიც სხვა სახელმწიფოს ულტიმატებზე მიწაზე ფორთხვას, ხელისუფლება, რომელიც საკუთარი მოსახლეობის ნების წინააღმდეგ მიდის, ხელისუფლება, რომელიც ეწევა კოლაბორაციონისტულ საქმიანობას, გაცნობიერებულად და ნებაყოფლობით საკუთარი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მუშაობს, ვინც შეგნებულად შადიმანობს, ისტორია განაჩენს გამოუტანს. ფრანგებმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მილიონ შადიმანზე მეტი დაკითხეს და ბევრ მათგანს, რაც უყვეს, ვიცით. ხელისუფლება შეიცვლება და დღევანდელ შადიმანებს ჩვენც დავკითხავთ. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
  13. http://liberali.ge/sites/default/files/elf.jpgLinks to http://www.elf.ge. liberali.ge
  14. Возможно, Азербайджанская Республика скоро будет носить другое имя, если местные парламентарии вынесут на референдум вопрос о переименовании этой богатой нефтью и газом страны в Республику Северный Азербайджан.
  15. http://saqinform.ge/images/stories/analitics/pogoda3.jpgთბილისი, 3 თებერვალი, საქინფორმი. წუხელ თბილისში ყველაზე ცივი ღამე დაფიქსირდა. სინოპტიკოსების ცნობით, ტემპერატურამ მიაღწია მინუს 8 გრადუსს. <span style="font-size: 10pt;" />საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კვლავ თოვლიანი ამინდია, თბილისში კი შესაძლებელია ღამით კიდევ უფრო აცივება – მინუს 10 გრადუსამდე. საქინფორმი
  16. http://rustavi2.com/news_photos/02_12/59889.jpg`რესპუბლიკური პარტია` კახა კუკავას ბრალდებას პასუხობს. `თავისუფალი საქართველოს` ლიდერმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რეალურად, სწორედ` რესპუბლიკელები` იღებენ გადაწყვეტილებას, თუ რომელი პოლიტიკური ძალა გაერთიანდება ალიანსში ბიძინა ივანიშვილთან. პრესკლუბ `პრაიმ ტაიმში` გამართულ პრესკონფერენციაზე დავით უსუფაშვილმა ეს ინფორმაცია უარყო და განმარტა, რომ `ქართული ოცნების` ლიდერი ბიძინა ივანიშვილი `რესპუბლიკელებთან` მხოლოდ კონსულტაციებს მართავს, საბოლოო გადაწყვეტილებებს კი ის თავად იღებს. `კახა კუკავას კოალიაციაში შემოსვლის საკითხი კოალიციის შიგნით არ დაუსვამს არც ერთ სუბიექტს და არ კუკავა გვინახავს იქ მოსული - მიმიღეთო. შესაბამისად, განცხადებები, რომ ვინმემ რამე დაბლოკა, არის სიცრუე. გაერთიანებაზე და ერთობაზე ყველაზე მეტს საუბრობს ის ხალხი, რომელიც თვითონ ვერ თავსდება რაიმე ერთობაში, მათ შორის საკუთარ პარტიაში,`- განაცხადა უსუფასვილმა. View the full article
  17. Если в Москве и Петербурге десятки тысяч людей выступают против Путина и его авторитарной системы, то в российской глубинке все выглядит иначе. Жители одной из сибирских деревень полностью поддерживают премьера страны.
  18. http://saqinform.ge/images/stories/analitics/jvania-zura-7weli.jpgთბილისი, 3 თებერვალი, საქინფორმი. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთა პარლამენტის შენობის წინ აქციის გამართვას გეგმავს. <span style="font-size: 10pt;" />როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაციით, იგი გასათბობი მოწყობილობიდან გაჟონილი მომწამვლელი ნახშირჟანგის აირს ემსხვერპლა, თუმცა საზოგადოების დიდ ნაწილს მისი დაღუპვის ამ ვერსიის დღემდე არ სჯერა. ითვლება, რომ მისი გარდაცვალების ფაქტი დღემდე ბურუსით არის მოცული. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ იგი „მოიშორეს“. საქინფორმი
  19. http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpgრუსი ჟურნალისტები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებულ რეფორმებს გაეცნენ - ხუთდღიანი ვიზიტი სტუმრებმა ვანო მერაბიშვილთან შეხვედრით დაიწყეს, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა. ამ წუთებში კი 20 რუსი ჟურნალისტი რუსთავში იმყოფება და მომსახურების სააგენტოსა და იუსტიციის სახლის მუშაობის პრინციპებს ეცნობა. სტუმრებს შორის არიან სხვადასხვა რუსული სააგენტოსა და ინტერნეტგამოცემის კორესპონდენტები. View the full article
  20. გალის რაიონში აფხაზური ე.წ. პასპორტების მისაღებად განაცხადის მიღება ერთი თვეა შეწყდა.როგორც სააგენტო "ივერონს" გალის რაიონიდან აცნობეს, აღნიშნულის მიზეზად შესაბამის ორგანოებში მომუშავე თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება."პასპორტების გაცემა შეფერხებით მიმდინარეობს. ხალხს საათობით უწევს რიგში დგომა და შესაძლოა, იმ დღეს ვერც მიიღონ. ეს იმ ხალხს ეხება, ვისაც საბუთები უკვე ჩაბარებული აქვთ, ახალი განაცხადების მიღება კი ერთი თვეა შეჩერებულია. მიზეზად კი შესაბამის სამსახურებში თ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  21. http://rustavi2.com/news_photos/02_12/59890.jpgზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 7 წელი გავიდა. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრები და მეგობრები დიდუბის პანთეონში მის საფლავთან შეიკრიბნენ. მის მოსახსენიებლად პანაშვიდიც გადაიხადეს. ზურაბ ჟვანია 2005 წელს ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირის ნამწვის შედეგად გარდაცვლილი იპოვეს. View the full article
  22. აფხაზმა მებაჟეებმა მარიონეტული რეჟიმის ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს მდინარე ენგურთან ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტების მოწყობის თაობაზე ახალი წინადადებები წარუდგინეს. სააგენტო აფსნიპრესის ცნობით, საბაჟო სამმართველოს ხელმძღვანელმა ლავრენტი მიქვაბიამ საბაჟო სტრუქტურების შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა, რომ "საზღვარზე დაახლოებით 80 კილომეტრზე, ახალი პუნქტების სავარაუდო ადგილები მონიშნულია. პრეზიდენტის მიერ ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, მებაჟეები მზად არიან შეუდგნენ სამუშაოს". დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  23. Михаил Прохоров, которого до недавнего времени считали одним из близких сторонников режима Владимира Путина, отметает все сомнения насчет истинности его новой политической программы. «Во власти нужны профессионалы. Нужно иметь опыт активной жизни», - подчеркнул он, тем самым бросив камень в огород других кандидатов в президенты, а также лидеров раздробленной и неопытной оппозиции.
×
×
  • შექმენი...