Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. В вечерний час пик 2 февраля пробки на дорогах Москвы впервые с начала 2012 года достигли показателя в 10 баллов из 10 возможных. Протяженность заторов достигает десятков километров. Образованию пробок способствовал сильный снегопад, который начался в ночь на четверг и продолжался в течение дня. lenta.ru
  2. გარემოს დაცვის მინისტრმა, გოგა ხაჩიძემ ”მწვანე ალტერნატივის” თავმჯდომარეს, მანანა ქოჩლაძეს, “Facebook”-ის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე სამინისტროში სამუშაო ადგილი შესთავაზა. მინისტრის შეთავაზება ერთ-ერთ დისკუსიას მოყვა. გარემოს დაცვის სამინისტროს გვერდი Facebook-ზე რამდენიმე დღეა შეიქმნა და შექმნის დღიდან ”მწვანე ალტერნატივა” აქტიურადაა ჩაბმული დისკუსიაში და მწვავე შეკითხვებს სვამს. ერთ-ერთ ასეთ დისკუსიას მოყვა გოგა ხაჩიძის შემოთავაზებაც: ”ქ-ნო მანანა, ხომ არ გექნებოდათ სურვილი, სამინისტროში გემუშავათ? მზად ვარ, განვიხილოთ პირობები. ბევრი რამის გაკეთებას შეძლებდა თქვენნაირი გულანთებული გარემოსდამცველი. მერე რა, რომ დაბალი შემოსავალი და მეტი პასუხისმგებლობა გექნებათ. გაიჭირვეთ ცოტა გარემოსთვის, მერე კი მშვიდად დაწერეთ მემუარები, ჩათვალეთ, რომ ოფიციალური შემოთავაზებაა, კეთილი სურვილებით”. ”მწვანე ალტერნატივის” თავმჯდომარემ "ნეტგაზეთთან" საუბრისას აღნიშნა, რომ გოგა ხაჩიძის მსგავსი მინისტრის პირობებში მუშაობას არ ისურვებდა: ”გოგა ხაჩიძის მსგავს მინისტრებთან მუშაობას ნამდვილად არ ვისურვებდი, მე ვერ ავუხსნი მინისტრს, რას ნიშნავს გარემოს დაცვა,”- ამბობს ქოჩლაძე. მინისტრის შეთავაზებაში ხელფასზე აპელირებას კი ”მწვანე ალტერნატივის” თავმჯდომარე ასე პასუხობს: ”ბევრად ნაკლები შემოსავალი მაქვს, ვიდრე გოგა ხაჩიძეს. მის ხელფასს პრემიის გარეშეც კი ვერ ვეწევი, არა მგონია, ჩემი 900 ევრო სალაპარაკო იყოს, როცა მინისტრის წლიური შემოსავალი 144 000 ლარია”. სრული ინფო(netgazeti.ge)
  3. Бесплатные такси, которые будут подвозить участников от метро, в этой цепочке оказались из-за того, что среди участников митинга - профсоюз таксистов. В СМИ идут информационные баталии: сгоняют ли чиновники сотрудников организаций, или нет. Уже получается, что митинг будет не столько "за Путина", сколько "против оранжевой угрозы". newsru
  4. აფხაზური ხელმძღვანელობა განიხილავს ოკუპირებული რეგიონის საზღვაო პორტების განვითარების საკითხს, რომლის აკვატორიაც საქართველოს მთავრობის მიერ ცურვისათვის დახურულია. პორტების საკითხი აფხაზმა ”პრეზიდენტმა” ალექსანდრე ანქვაბმა 1 თებერვალს განიხილა ”აფხაზეთის საზღვაო სანაოსნოს” უფროსთან ზაურ არძინბასთან ერთად.”Апсныпресс” - ის ცნობით, განიხილებოდა რუსეთის პორტებთან საბორნო გადაზიდვების განხორციელების შესაძლებლობები, რაც გაამარტივებდა ტვირთების ბრუნვას და მდ. ფსოუს სახმელეთო - სასაზღვრო გადასასვლელ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  5. აფხაზური ხელმძღვანელობა განიხილავს ოკუპირებული რეგიონის საზღვაო პორტების განვითარების საკითხს, რომლის აკვატორიაც საქართველოს მთავრობის მიერ ცურვისათვის დახურულია. პორტების საკითხი აფხაზმა "პრეზიდენტმა" ალექსანდრე ანქვაბმა 1 თებერვალს განიხილა "აფხაზეთის საზღვაო სანაოსნოს" უფროსთან ზაურ არძინბასთან ერთად."Апсныпресс" - ის ცნობით, განიხილებოდა რუსეთის პორტებთან საბორნო გადაზიდვების განხორციელების შესაძლებლობები, რაც გაამარტივებდა ტვირთების ბრუნვას და მდ. ფსოუს სახმელეთო - სასაზღვრო გადასასვლ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  6. Генеральная прокуратура Киргизии не намерена привлекать бывших членов "временного правительства" (структуры, которая управляла Киргизией после апрельского переворота 2010 года) к ответственности в связи с погромами и убийствами, произошедшими вскоре после "революции" на юге страны. lenta.ru
  7. Малайзийская нефтяная компания Petronas намерена пересмотреть условия партнерства с командой Формулы-1 Mercedes AMG. В данный момент топливный гигант обеспечивает 70 процентов спонсорского бюджета гоночного коллектива, инвестируя по 40 миллионов евро каждый год. Petronas хотел бы уменьшить свою долю до 60 или 50 процентов. lenta.ru
  8. В городе Конаково Тверской области вынесен приговор шестерым болельщикам "Спартака", напавшим на автобус с болельщиками "Зенита". Подсудимым были назначены условные сроки наказания, так как они полностью признали вину и возместили причиненный ущерб. Они провели под арестом четыре месяца и были освобождены в зале суда. lenta.ru
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/380251-300x225.jpgყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის წინ ხვალ საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ჯგუფის წევრები აქციას გამართავენ. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” ქართული ოცნების პრესცენტრიდან აცნობეს. ზურაბ ჟვანია დაიღუპა 2005 წლის 3 თებერვალს გაურკვეველ ვითარებაში (ოფიციალური ცნობით: გასათბობი მოწყობილობიდან გაჟონილი მომწამვლელი ნახშირჟანგის აირით ?!). დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. ნიშანდობლივია უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ ზურაბ ჟვანიას დაკრძალვის დღეს სამების საკათედრო ტაძარში წარმოთქმული სიტყვები: ,,ბატონი ზურაბ ჟვანია იყო ის ადამიანი, რომელიც გამოირჩეოდა თავისი დიდი ინტელექტით მაგრამ, ამავე დროს, დიდი რწმენით. ის იყო მუდამ პირველი, პირველი აზროვნებაში, პირველი სიკეთეში, სიკეთის კეთებაში და აი, დღესაც ბატონი ზურაბ ჟვანია არის პირველი ამ ახლად აშენებულ ტაძარში, ის პირველი დაესვენა აქ, ამ წმინდა ტაძარში, ალბათ ესეც არის ნიშანი ღვთისა, რომ იგი ახლოსაა უფალთან.” ზურაბ ჟვანიას დარჩა მეუღლე ნინო ქადაგიძე და სამი შვილი: ლიზა, ბუსა და ანა. ზურაბ ჟვანიას სახელის უკვდავსაყოფად 2006 წლის 9 დეკემბერს, ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეს, საქართველოს პარლამენტის შენობაში, პრეზიდენტის ფლიგელში ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიუსტი გაიხსნა. ბიუსტი შესრულებულია ბრინჯაოში, მისი ავტორია მოქანდაკე გიორგი ჭანკოტაძე. იხილეთ epn.ge
  10. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე პროფესიული კოლეჯის ”იკაროსისა” და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ დამსაქმებელთა ფორუმს დაესწრო, რომელშიც კერძო ბიზნესის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და კოლეჯის ბიზნეს პარტნიორები მონაწილეობდნენ. ფორუმზე პროფესიული კოლეჯის ”იკაროსი” ფაკულტეტებისა და პროფესიული განათლების სტრატეგიის პრეზენტაცია წარმოდგინეს. ასევე კოლეჯის ხელმძღვანელობამ სტუმრებს ის გეგმები გააცნეს, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, დასაქმებაზე ორიენტირებული პროფესიული სწავლების განვითარების მიზნით, სამომავლოდ შეიმუშავეს. დამსაქმებელთა ფორუმში 50-მდე ცნობილი და წარმატებული კომპანიების, ტურისტული სააგენტოების, რესტორნებისა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ანალოგიური ღონისძიებები ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვინაიდან, კოლეჯები ვაუჩერული დაფინანსების მოდელზე გადადიან და სტუდენტების მოზიდვის მიზნით, ისინი დასაქმებაზე ორიენტირებული პროფესიების სწავლებასა და დამსაქმებელთა დაინტერესებაზე არიან ორიენტირებულები. პროფესიულ კოლეჯში ,,იკაროსი’’ 600-მდე პროფესიული სტუდენტი ტურიზმისა და მომსახურების სფეროში სხვადასხვა პროფესიას ეუფლება. ამ პროფესიებზე დიდია მოთხოვნა და შესაბამისად, კოლეჯის კურსდამთავრებულებსაც დასაქმების მეტი შესაძლებლობა აქვთ. ამაზე ის ფაქტიც მეტყევლებს, რომ კოლეჯის საქმიანობითა და მომზადებული კადრებით ფორუმში მონაწილე ბიზნეს სექტორის ბევრი წარმომადგენელი დაინტერესდა, მათ კოლეჯთან მომავალი თანამშრომლობისთვის მზადყოფნაც უკვე დაადასტურეს. იხილეთ epn.ge
  11. Глава высшего совета партии "Единая Россия" Борис Грызлов объяснил, почему на муниципальных выборах в Москве от партии не выдвинут ни один человек. По словам Грызлова, политики-единоросы принимают участие в выборах как самовыдвиженцы, что он охарактеризовал как "народные праймериз". lenta.ru
  12. Выделенную полосу для движения автобусов-полуэкспрессов, которые будут курсировать от Митино до Белорусского вокзала, откроют в субботу, 4 февраля. Маршрут автобуса пройдет по Пятницкому и Волоколамскому шоссе,а также по Ленинградскому проспекту. На этом участке будет работать десять штраф-камер. lenta.ru
  13. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თინათინ ხიდაშელი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც შეხვედრები გამართა აშშ -ს სახელმწიფო… ლინკი მედიანიუსზე
  14. მსჯავრდებულთა განათლების ხელშეწყობის მიზნით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. შეთანხმების… ლინკი მედიანიუსზე
  15. დიდთოვლობამ და ძლიერმა ყინვამ ევროპაში სერიოზული პრობლემები შექმნა. სულ ევროპის მასშტაბით, უამინდობის გამო 80 ადამიანია დაღუპული. რეკორდულად… ლინკი მედიანიუსზე
  16. საქართველოს მასშტაბით 35 296 აბონენტს, ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. “ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი… ლინკი მედიანიუსზე
  17. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატებს არჩევნების წინ გამოცდების ჩაბარება მოუწევთ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ბელა პლიევამ ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა და გამოცდების ჩატარების წესზე ისაუბრა. კანდიდატები სპეციალურ კომისიას, რომელიც უნივერსიტეტის პედაგოგებით არის დაკომპლექტებული, გამოცდას რუსულ და ოსურ ენებში ჩააბარებენ. ორივე ენაზე მათ უნდა დაწერონ კარნახი, წაიკითხონ ტექსტი და 5-წუთიანი სიტყვით უნდა გამოვიდნენ, ამის შემდეგ გადაწყვეტს კომისია, დაუშვებს თუ არა კანდიდატს არჩევნებზე. ჟურნალისტები იმითაც დაინტერესდნენ, რა მოხდება, თუ კანდიდატი ერთ ენაში წარმატებით ჩააბარებს გამოცდას, ხოლო მეორე ენაში ჩაიჭრება. პლიევას თქმით, ამ შემთხვევაშიც კომისია მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. 25 მარტის განმეორებითი არჩევნების დანიშვნისთანავე გაცხადდა, რომ გამოცდის ჩატარება ერთ მიზანს ემსახურებოდა: როგორმე შეემცირებინათ პრეზიდენტობის კანდიდატების დიდი რაოდენობა. პლიევამ კიდევ ერთი სიახლის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კანდიდატების საინიციატივო ჯგუფების შეკრებაზე ცენტრალური კომისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ და იმ ჯგუფის შეხვედრას, რომელსაც 100 კაცზე ნაკლები ესწრებოდა, რეგისტრაციაზე უარს ეუბნებოდნენ. „დასაწყისში, როცა ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ გამოცდა იქნებოდა სახელმწიფო ენებში, როგორღაც თავშეკავებულად მიუდგნენ ამ საკითხს და ჩვენც ვფიქრობდით, რომ პრეზიდენტობის მსურველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, განცხადებები შემოდის და მსურველი საკმარისზე მეტია. მე ვფიქრობ, რომ მსურველთა რაოდენობა უფრო მეტი იქნებოდა, ჩვენ რომ არ დავსწრებოდით და არ მოგვეთხოვა 100 კაცის და უფრო მეტის დასწრება საინიციატივო ჯგუფების დასარეგისტრირებლად,“ –განუცხადა ბელა პლიევამ ჟურნალისტებს. მიუხედავად ბარიერებისა, ამ დროისთვის კომისიაში საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაცია მიმდინარეობს. რეგისტრაცია 9 თებერვალს დასრულდება, შესაბამისი დოკუმენტაციის შემდეგ კი უკვე უკვე კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყება, რასაც გამოცდების ჩატარება მოჰყვება. კოალიცია დევნილთა უფლებებისთვის თავმჯდომარე ზურაბ ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ გამოცდების შემოღებით დე ფაქტო ხელისუფლებას უფრო იმის დეკლარირება უნდოდა, რომ პატრიოტულ სახელმწიფოს აშენებენ. მისი აზრით, ეს ყველაფერი ფორმალობაა და აზრს კარგავს, რადგან, როგორც ცნობილია, დე ფაქტო ხელისუფლების დიდ ნაწილს რუსეთიდან ჩამოყვანილი მოხელეები შეადგენენ და მაშინ გამოცდები ოსურ ენაში მთავრობის წევრებსაც უნდა ჩაუტარონ. „იქ ოსურ ენაზე აღარაფერი არ წარმოებს, ჩინოვნიკების ნახევარი რუსები არიან, ასე რომ, მარტო პრეზიდენტობის კანდიდატებს კი არა, ჩაუტარონ ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს ოსურ ენაზე ასეთი გამოცდა და მაშინ გამოჩნდება, ეს სახელმწიფო რამდენად "ეროვნულია". საქართველოშიც ხდება, რუსეთში და სხვა ქვეყნებშიც, რომ არჩევნებზე ათობით კანდიდატი დაიყრება და მათი განათლება მათ წარმდგენებს არასოდეს ადარდებთ, ასეთ კანდიდატებს სხვა ფუნქცია აქვთ. ძირითად კანდიდატებს კი ყოველთვის შეუძლიათ კარნახით ტექსტის წერა და ელემენტარული ენის ცოდნის გამოცდის ჩაბარება,“ - ამბობს "ნეტგაზეთთან" საუბარში ზურაბ ბენდიანიშვილი. დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში განაცხადი 30-მდე პირმა შეიტანა, მაგრამ საბოლოოდ 17 კანდიდატის დარეგისტრირება მოხდა. ბევრ მათგანს საერთოდ მეტყველების დეფიციტი რომ ჰქონდა, ეს ადგილობრივი ტელევიზიით გამართული დებატების დროსაც გამოჩნდა. გარდა ამისა, ის კანდიდატები, ვინც პირველ ტურში ხმების 5 პროცენტამდე მიიღო, ისევ ცდილობს განმეორეებით არჩევნებში კენჭისყრას. ეს ცხინვალელების გაკვირვებას იწვევს. ექპსერტების აზრით კი, ასეთი კანდიდატების მისია ის არის, რომ ხმების 50 პროცენტზე მეტი პირველივე ტურში ვერავინ მოაგროვოს და მეორე ტურში გაირკვეს პრეზიდენტის ვინაობა. ამდენად, რაც მეტი კანდიდატი იქნება, ხმებიც მეტად გაიყოფა. ამჟამად კომისიაში 10 კანდიდატის საინიციატივო ჯგუფი უკვე დარეგისტრირებულია, რეგისტრაცია კიდევ ერთ კვირას გაგრძელდება, მოსალოდნელია, რომ ბოლო კვირაში კიდევ არაერთი პირი განაცხადებს არჩევნებში მონაწილეობის სურვილს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  18. /get_img?ImageId=6162 სოფო ნიკოლაშვილი პოლიციელის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარებისთვის დაპატიმრებულ სოფო ნიკოლაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ადვოკატის თქმით, ნიკოლაშვილს გამოძიებისთვის დეტალური ჩვენება არ მიუცია, თუმცა ის, თავს დამნაშავედ მხოლოდ ნაწილობრივ ცნობს. ადვოკატმა მაგული ღვალაძემ ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ სოფო ნიკოლაშვილი მხოლოდ იარაღის უკანანო ტარების ფაქტს აღიარებს და ამბობს, რომ მას პოლიციელის - გიორგი სიბაშვილის მკვლელობა წინასწარ განზრახული არ ჰქონდა. ბრალდებულის მტკცებით, მან იარაღი სიბაშვილის შეშინების მიზნით იმიტომ ამოიღო, რომ შეეშინდა, პოლიციელს მასზე ძალა არ ეხამარა. ”ბავშვმა იარაღი ჩანთიდან ამოიღო შესაშინებლად, გაუპატიურება უნდოდა მისი. მან ხელი უტაცა იარაღზე. ამათ უნდათ, ბრალი წაუყენონ განზრახ მკვლელობის მუხლით. ეს განზრახ მკვლელობა რომ ყოფილიყო, მაშინ ჩანთიდან ესროდა. იარაღი სეიფიდან მე მომპარა,” - განუცხადა ”ნეტგაზეთს” სოფო ნიკოლაშვილის მამამ, დავით ნიკოლაშვილმა. სოფო ნიკოლაშვილის ადვოკატი მაგული ღვალაძე ამბობს, რომ საქმის დეტალებზე - თუ რატომ მოიპარა სოფომ მამამისის იარაღი, რატომ ჰქონდა თან გიორგი სიბაშვილთან შეხვედრისას და რა ურთიერთობა აკავშირებდა მასთან - სოფო ნიკოლაშვილი მოგვიანებით, გამოძიებისთვის დეტალური ჩვენების მიცემისას ისაუბრებს. ღვალაძის თქმით, ნიკოლაშვილი ამჟამად სტრესულ მდგომარეობაში იმყოფება და მას დეტალური ჩვენების მიცემა არ შეუძლია. დაკავებულ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108 და 236 მუხლების(მკვლელობის მცდელობა, იარაღის უკანონო ტარება) მიხედვით წაუყენეს. მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების საკითხზე თელავის რაიონული სასამართლო ხვალ, 3 თებერვალს იმსჯელებს. აღნიშნული ინციდენტი 31 იანვარს, გურჯაანში მოხდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრი წერს, რომ ”სამართალდამცავების ცნობით, სოფო ნიკოლაშვილი შეეცადა გიორგი სიბაშვილისთვის მამამისის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, თუმცა სიბაშვილმა მას იარაღი წაართვა. პოლიციაში აცხადებენ, რომ სოფო ნიკოლაშვილს გიორგი სიბაშვილი უყვარდა.” გიორგი სიბაშვილისა და სოფო ნიკოლაშვილს შორის მეგობრული ურთიერთობას უარყოფს დაკავებულის მამა დავით ნიკოლაშვილი. მისი თქმით, რადგან სოფო ჟურნალისტი იყო, გიორგის ისევე იცნობდა, როგორც კახეთში მომუშავე ძალოვანი უწყების სხვა თანამშრომლებს. დავით ნიკოლაშვილი მომხდარს თავის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. როგორც ის აცხადებს, წლების წინ ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო, ახლა კი ”ქართული ოცნების” საქმიანობაშია ჩართული. დავით ნიკოლაშვილი მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს და მიიჩნევს, რომ ”ყველაზე სუსტ ადგილზე” დაარტყეს. დაკავებულს დადებითად აფასებს გაზეთ ”კახეთის ხმის” რედაქტორი მაია მამულაშვილი. მისი თქმით, სოფო ნიკოლაშვილი გაზეთში 2011 წლის აგვისტომდე მუშაობდა, შემდეგ კი სასწავლებლად თბილისში გადავიდა და სამსახურიც მიატოვა, თუმცა რედაქციის თანამშრომლებთან ბოლო დრომდე ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა. მაია მამულაშვილს მომხდარის მიზეზებზე საუბარი უჭირს. რადიო ”ჰერეთის” ინფორმაციით, 21 წლის გიორგი სიბაშვილი, რომლის მკვლელობის მცდელობისთვისაც სოფო ნიკოლაშვილი დააკავეს, შს სამინისტროს კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომელია, მისი მამა, გოჩა სიბაშვილი კი გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილეა. გარდა ამისა, გიორგი სიბაშვილი, კახეთის ვიცე-გუბერნატორის, გიორგი სიბაშვილის ძმის შვილია. სრული ინფო(netgazeti.ge)
×
×
  • შექმენი...