Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. თინათინ ხიდაშელმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა კონგერსსა და სენატში კონგრესმენებთან მარკ… ლინკი მედიანიუსზე
  2. /get_img?ImageId=6183 “ვენეციის კომისიის” მდი­ვნ­ის, თო­მას მარ­კერ­ტის 26 იანვრის განცხადებას განსხვავებული შეფასებები მოჰყვა ქართულ მედიაში. ერთი ნაწილის მტკიცებით, ვენეციის კომისიის მდივნის ფრაზა დაამახინჯეს და მისი არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინეს. 26 იანვარს გაკეთებულ კომენტარში, რომელიც საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში ცვლილების თაობაზე კომისიის მდივანი შემდეგს აღნიშნავს: "ვენეციის კომისიას არ უნახავს უკანასკნელი ცვლილებების პროექტი. ჩვენ განვიხილეთ კანონპროექტი დეკემბერში და ჩვენი მოსაზრებები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოვთქვით. თუმცა მოგვიანებით ისეთ ვერსიას ეყარა კენჭი, რომელშიც შევიდა, ჩვენი აზრით, არსებითად განსხვავებული ცვლილებები და ახალ კანონში სახეზეა მთელი რიგი დამატებითი აკრძალვები,"- ნათქვამია 26 იანვრით დათარიღებულ “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციაში. ამ კომენტარის ვიდეოვერსიაც არსებობს და თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ მარკერტი გამოსვლაში სიტყვა აკრძალვას არ ხმარობს, როგორც ეს ნიუსშია მითითებული. ის იყენებს შეზღუდვას. ასევე, ვიდეოს ბოლოს საკანონმდებლო ცვლილებების კომენტირებისას მარკერტი ამბობს: "ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი შე­საძ­ლოა გა­მარ­თლე­ბუ­ლი იყოს, ვი­ნა­ი­დან ძა­ლი­ან ბევ­რმა ფულ­მა შე­საძ­ლოა პო­ლი­ტი­კა და­ა­ზა­რა­ლოს". ჟურნალ “ლიბერალის” შეკითხვის ავტორ ნინო ჟიჟილაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის გენერალური მდივნის, თომას მარკერტის პირველ და მეორე განცხადებას შორის განსხვავება არ არის და პირადად ის ამ ფაქტით აღშფოთებული არც ყოფილა, როგორც ეს შემდეგ გაავრცელეს. “არსებობს ბოლო კომენტარი დაწერილი სახით. მეორე დღეს ჩაწერილი ინტერვიუს ვიზუალური ვერსია არ მინახავს. ერთი ვიცი, რომ ვენეციის კომისიამ არ დამიდასტურა ჩემს პირად წყაროებზე დაყრდნობით, რომ ისინი რაიმეზე აღშფოთებულები იყვნენ. რადგანაც აღშფოთებული რომ ყოფილიყო, დამატებით კომენტარში ის ამ აღშფოთებას აუცილებლად გამოხატავდა,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ჟიჟილაშვილმა. 27 იანვრის კომენტარში, როგორც ეს იმავე სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა, მარკერტი აღნიშნავს და აზუსტებს, “მჯერა, რომ ჩემი კომენტარი იყო უფრო ზოგადი - კანონში შევიდა დამატებით ცვლილებები ვენეციაში ჩვენი დისკუსიის შემდეგ და ეს ცვლილებები ეხება ფინანსურ ასპექტებს, პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას, მაგრამ ვენეციის კომისიას ოფიციალურად ეს ცვლილებები არ შეუსწავლია და, შესაბამისად, მე არ შემიძლია კომენტარი გავაკეთო იმაზე, რაც არ შეგვისწავლია,” – აღნიშნა მარკერტმა. ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი არ არის დარწმუნებული, რომ გონივრული იქნებოდა ვენეციის კომისიისათვის იმ კანონის ხელახალი გადახედვა, რომელიც უკვე დამტკიცებულია. რაც შეეხება სიტყვას "შეზღუდვა", კომისიის მდივანი აღნიშნავს, “მე ასევე დავამატე (გუშინდელი ინტერვიუს დროს) წინადადება, რომ ეს შეიძლება იყოს როგორც კარგი, ასევე ცუდი. ასე რომ, ეს სიტყვა "შეზღუდვა" - არ უნდა იქნას გაგებული, როგორც ნეგატიური, თუ ვიგულისხმებთ პოლიტიკური პარტიების შეზღუდვას, ეს ნეგატიურია, მაგრამ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შეზღუდვა შეიძლება იყოს დადებითიც,” – განაცხადა თომას მარკერტმა. ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილის განცხადებით, რომელიც აღნიშნულ პერიოდში იქ იმყოფებოდა, აღნიშნავს, რომ მარკერტს ჰქონდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს მისი კომენტარი არასწორად გავრცელდა, ხოლო საიდან ჰქონდა ეს ინფორმაცია, ამას ვერ აკონკრეტებს. “მე როგორც ვიცი, მარკერტს ჰქონდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მისი კომენტარი არასწორად გავრცელდა. საიდან ჰქონდა ეს ინფორმაცია, ვერ გეტყვით. თუმცა, რაც თვითონ, ვენეციის კომისიის პირველმა მდივანმა უკვე მოგვიანებით განაცხადში დაადასტურა, აღმოჩნდა, რომ რაც მე პირველი პრესკონფერენციის დროს ჩემს კითხვაზე პასუხად მივიღე, აბსოლუტურად იდენტური იყო იმის, რაც ბოლო განცხადებისას მოვისმინე,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ჟიჟილაშვილმა. კითხვაზე, თვითონ თუ მიეცა შესაძლებლობა, 27–ში ეს შენიშვნები პირადად მისგან მოესმინა და ვისი საშუალებით შეიტყო მარკერტმა ის, რომ მისი კომენტარის არასწორი ინტერპრეტირება მოხდა, ჟიჟილაშვილი აღნიშნავს: “27 იანვარს პრესკონფერენცია არ გამართულა. ამ დღეს ერთადერთმა ჟურნალისტმა ჩაწერა ინტერვიუ, იქაურმა ელჩმა შეუთანხმა მას და თუ არ ვცდები, “პრაიმ–თაიმის” ჟურნალისტმა ქეთი ხატიაშვილმა ჩაწერა ჟურნალ “ტაბულა”–სთვის. ელჩთან შეთანხმდნენ საელჩოს დონეზე და ჩვენ, როდესაც მე და კიდევ იქ მყოფ ქართველ ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძესთან ერთად გამოვთქვი სურვილი ამ პრესკონფერენციაზე დასწრების, ეს არ აღმოჩნდა პრესკონფერენცია, ეს იყო ერთადერთი ჟურნალისტისთვის შეთანხმებული ინტერვიუ,” – აღნიშნავს ჟიჟილაშვილი. გაზეთ "პრაიმ თაიმის" ჟურნალისტი ქეთი ხატიაშვილი კი უარყოფს იმ ფაქტს, რომ 27–ში პრესკონფერენცია დაგეგმილი იყო მარკერტთან და აღნიშნავს, რომ კომენტარი მან ჩაწერა არა "ტაბულასთვის", არამედ "ინტერპრესნიუსისთვის", ამავე სააგენტოს რედაქტორთან შეთანხმებით. "ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს პრესკონფერენცია უნდა ყოფილიყო, არ არსებობდა. არანაირი შეთანხმება ელჩთან ამ შეხვედრისთვის არ ყოფილა. უბრალოდ, "ინტერპრესნიუსს" მოუწია ინფორმაციის სრული სახით გავრცელება, რომელიც 26 იანვარს მოკლე ვარიანტით გავრცელდა. "ინტერპრესნიუსი" თვითონ იყო დაინტერესებული იმით, რომ ეს კომენტარი მე ჩამეწერა," – განუცხადა "ნეტგაზეთს" ხატიაშვილმა. 26 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებლობას სააგენტო “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი დიანა ტრაპაიძე იღებს და “ნეტგაზეთთან” კატეგორიულად უარყოფს მისადმი თომას მარკერტის ან წარმომადგენლის პრეტენზიას მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე. “მე ვარ ავტორი იმ ინფორმაციისა, რომელიც გამოვაგზავნე რედაქციაში 26 იანვარს მარკერტის ბრიფინგის შემდეგ, დანარჩენზე არ მსურს საუბარი. ფაქტია, რომ სტრასბურგში ჩემთან პრეტენზიით არც თომას მარკერტის პრესმდივანი და არც ევროსაბჭოს პრესსამსახურის არც ერთი თანამშრომელი არ მოსულა,” – აღნიშნვს ტრაპაიძე. რაც შეეხება სიტყვა “აკრძალვას”, ნინო ჟიჟილაშვილი ამ შენიშვნას იღებს, თუმცა დასძენს, რომ მას სტატიაში ეს სიტყვა არ გამოუყენებია. “ბოლო კომენტარში მარკერტმა თქვა ის, რისი თქმაც მას უნდოდა და რაც თქვა პირველ კომენტარში. განმარტა რაღაცეები, რაც მნიშვნელოვანი იყო ყველაზე მეტად და მას არ უთქვამს, რომ ვინმემ იქ რაიმე არასწორად გააკეთა. აბსურდზე ვსაუბრობთ, ვიდეოჩანაწერი არსებობს პირველი კითხვა–პასუხის,” – აღნიშნა ჟიჟილაშვილმა. რა თქვა რეალურად და დაზუსტებით მარკერტმა 26–27 იანვარს, გამოქვეყნდა საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ოფიციალურ ვებ-გვერდზე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. გამოქვეყნებულ ოფიციალურ ინფორმაციაში კი ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ვენეციის კომისიას ჯერ არ შეუსწავლია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები, რომლიც პოლიტიკური პარტიების დაფინანსების დამატებით შეზღუდვებს ეხება. “ქართველ ჟურნალისტთა მიერ დასმული შეკითხვების პასუხად ვენეციის კომისიის მდივანმა, ტომას მერკერტმა აღნიშნა, რომ ტექსტი მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებების კანონის შესახებ, რომელიც მიღებული იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ, შეიცავდა რიგ მნიშვნელოვან ცვლილებებს იმ ტექსტთან შედარებით, რომელიც გაგზავნილი იყო ვენეციის კომისიაში. ეს ცვლილებები მოიცავს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ დამატებით შეზღუდვებს. ბატონმა მერკერტმა ვერ შეძლო პოზიტიურად ან ნეგატიურად შეეფასებინა ეს ცვლილებები, რადგან ამისათვის საჭირო იქნებოდა მიღებული ტექსტის საფუძვლიანი შესწავლა ვენეციის კომისიის მიერ, რაც არ მომხდარა,” – გაცხადებულია საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ოფიციალურ ვებ–გვერდზე. სრული ინფო(netgazeti.ge)
  3. ,,განახლებული საქართველოსთვის“ ლიდერები მთელი კვირის განმავლობაში მართავდნენ შეხვედრებს მხარდამჭერებთან გურიასა და სამეგრელოში. გაიხსნა ლანჩხუთისა და ხობის პარტიის… ლინკი მედიანიუსზე
  4. საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე "ნეტგაზეთის" მიერ გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება, რომელშიც ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივის" თავმჯდომარემ, მანანა ქოჩლაძემ მინისტრის მიერ მისთვის ფეისბუქის მეშვეობით სამინისტროში დასაქმების თაობაზე შეთავაზებას უპასუხა. ხაჩიძის გაღიზიანება ქოჩლაძის კომენტარს მოჰყვა ხელფასთან დაკავშირებით, სადაც მან განაცხადა: ”ბევრად ნაკლები შემოსავალი მაქვს, ვიდრე გოგა ხაჩიძეს. მის ხელფასს პრემიის გარეშეც კი ვერ ვეწევი, არა მგონია, ჩემი 900 ევრო სალაპარაკო იყოს, როცა მინისტრის წლიური შემოსავალი 144 000 ლარია”. ამის შემდეგ მინისტრმა ფეისბუქის გვერდზე მანანა ქოჩლაძე მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ინფორმაცია მისი ხელფასისა და პრემიის შესახებ საჯაროა. "ნეტგაზეთი" ამ საკითხებთან დაკავშირებით გარემოს დაცვის მინისტრს გოგა ხაჩიძეს ესაუბრა: </p>/get_img?ImageId=6184 ბატონო გოგა, ინფორმაცია თქვენზე დარიცხული ხელფასისა და პრემიების თაობაზე 2011 წლის მანძილზე, არ არის ჩვენთვის, სამწუხაროდ, საჯარო და ხელმისაწვდომი და ეს ინფორმაცია მას შემდეგ გახდება საჯარო, რაც თქვენ ახალ დეკლარაციას შეავსებთ.მე შემიძლია გითხრათ ჩემი ხელფასი: 2011 წლის მონაცემებით, ჩემი დარიცხული ხელფასი არის 42 480 ლარი, დარიცხული პრემია - 36 340 ლარი, ჯამში, ეს არის დარიცხული 80 820 ლარი, საშემოსავლო დაქვითვის შემდეგ კი, ჯამში, ხელზე აღებული მაქვს ხელფასიც და პრემიაც - 64 656 ლარი და არა 144 ათასი ლარი. მე მგონია, რომ ქალბატონმა მანანამ დაუფიქრებლად და უპასუხისმგებლოდ გაავრცელა ეს ინფორმაცია, ვერ დავიჯერებ ასეთ ავანტიურაზე შეგნებულად წასულიყო. ამის შემდეგ გადაიფიქრეთ მისი მიწვევა სამინისტროში? არა, რატომ? რამდენიმე საკითხია, რაც ქალბატონ მანანას ძალიან აინტერესებს და აქტიურობს. შეიძლება, რომ მისი ენერგია და ცოდნა გამოვიყენოთ, მაგალითად, ნარჩენების მართვის სამმართველოში დიდი სიამოვნებით მივიღებდით. კიდევ ერთი საკითხი, ქალბატონმა მანანამ თქვა, რომ ისეთ მინისტრთან ვერ იმუშავებს, ვისაც ჭირდება ახსნა - რა არის გარემოს დაცვა, ამ პრეტენზიას იზიარებთ? რამდენჯერმე მაქვს მოსმენილი ქალბატონი მანანას და სხვების კომენტარები იმავე ორგანიზაციიდან. ცდილობენ ამ კუთხით არა მხოლოდ სამინისტროს, არამედ ჩემს წარმოჩენას, მაგალითად, ”მინისტრს თუ გონია, რომ გარემოს დაცვა ხეების დარგვაა ან ნაგვის შეგროვება”, ”წავიდეს დაუკრას”... ძალიან სასაცილოები ჩანან და გვანან ბრძენ ზუბალამებს, რომლებიც გამოქვაბულში სხედან და თვლიან, რომ სიბრძნეები უნდა აფრქვიონ. ასე მარტივადაც არ არის. თუ პასუხისმგებლობა უნდა, მობრძანდეს და იმუშაოს, სამინისტროში აიღოს დაბალი ხელფასი, თუ ჩვენი ხელფასები მოსწონს და შემოტრფის, რაღაცა ნორმალურ სამსახურს გამოვუძებნით, აიღოს ხელფასი, იმუშოს და პასუხისმგებლობა აიღოს. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციას შეუძლია შეიტანოს წვლილი კონკრეტული საკითხის მოგვარებაში... რა თქმა უნდა, შეუძლია. ძალიან მოსაბეზრებელია, ასე, მიწიდან მოწყვეტილი, ცაში ავარდნილი მწვანე აზრების ფრქვევა, არანაიარად არ ვღებულობ ამ შენიშვნას, მწვანე მორალზე ნუ დამელაპარაკებიან, ნებისმიერი მათგანი მაგ ორგანიზაციიდან. გარემოს დაცვის სამინისტროს ფეისბუქის გვერდზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ შეიქმნა და სადაც გაჩაღდა თქვენ შორის აქტიური დისკუსია, რამდენიმე შენიშვნა დაიწერა. არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ კონკრეტული პროექტების გასაჯაროებას და პასუხები არ ჩანს, იგივე, თუნდაც, ფოთის აეროპორტთან დაკავშირებით, თუ აპირებს სამინისტრო აღნიშნული საკითხების გასაჯაროებას? გასაჯაროებაზე და გრიფით საიდუმლოებაზე არ არის ლაპარაკი. არის შეკითხვები, შეიძლება ეს ჟურნალისტისთვის, ჩვეულებრივი მკითხველისთვის პირდაპირ მიღებულ ინფორმაციად ჩანდეს, მაგრამ რეალურად არის კითხვები, რომელსაც ფეისბუქის გვერდზე და ამ ფორმით ვერ გასცემ პასუხებს და უნივერსალური არ არის ეს გვერდი. სხვა ფორმით თუ აპირებთ ინფორმაციის გაცემას და თანამშრომლობას? ამისთვის არსებობს სხვა ფორმით ურთიერთობა, სამინისტროში მობრძანდნენ, რამდენიმე კითხვაა იქ, რომელსაც შესაძლოა დაჭირდეს 3-4 ადამიანის მომსახურება რამდენიმე საათით, რომ მიიღოს სრულფასოვანი ადეკვატური და დასაბუთებული პასუხი, ვიღაც შემოვიდა, ზოგადსაკაცობრიო შეკითხვა დასვა და პასუხის გასაცემად მთელი სამინისტრო ვამუშაო, ეს არ იქნება მართებული, ფეისბუქის გვერდს თავისი ფუნქცია აქვს. თუმცა ეს ადამიანები, როგორც თვითონ წერენ, ამ ინფორმაციას საჯარო ინფორმაციის სახითაც ითხოვდნენ, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს. არის საკითხები, მტკვრის შემობრუნებისა არ იყოს, როცა იქმნება, ასე ვთქვათ, თემა. შეიძლება არ იქმნებოდეს, მაგრამ განვითარებას იგონებს ვიღაცა და შემდეგ თავისივე მოგონილ განვითარებაზე სხვადასხვა ვარიაციებს გვთავაზობს და ბევრი შეკითხვა არის ზუსტად ასეთი სახის, რომ ეს არის ასე და არა ასე. მოგონილ საკითხზე, როგორც ფაქტზე, ისე მსჯელობენ. ასეთი საკითხებისთვის არსებობს სამინისტრო და სამინისტროში ძალიან ბევრი თანამშრომელი, რომ გასცეს პასუხი. ფეისბუქზე საჯილდაო ქვასავით აგორაოს ვიღაცამ საკითხი, ეს მიუღებელია. ამ გვერდს აქვს თავის დატვირთვა, ჩვენს ოფიციალურ გვერდს აქვს თავის დატვირთვა, პირად და ოფიციალურ ურთიერთობებს სამინისტროში –თავის დატვირთვა, მე ასე მესმის. სრული ინფო(netgazeti.ge)
  5. /get_img?ImageId=6185 გენეტიკა, მშობელთა ასაკი, მშობლის სხვადასხვა დაავადება, გარკვეული მედიკამენტების მიღება, ნიკოტინის, ალკოჰოლის მოხმარება, - ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რომელიც ახალშობილების თანდაყოლილი ანომალიების მიზეზი შეიძლება გახდეს. „გასული საუკუნის 50-60-ან წლებში, როდესაც ახალშობილთა ნაწილი, ხელის ან ფეხის გარეშე იბადებოდა, მიზეზი ჩასახვის საწინააღმდეგო ერთ-ერთი მედიკამენტი აღმოჩნდა,“ - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორი. თანდაყოლილი ანომალიების მიზეზებზე და პრევენციის საკითხებზე დღეს, 3 თებერვალს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში თანდაყოლილი ანომალიების საკითხზე შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემით, თანდაყოლილი ანომალიები მთელ მსოფლიოში ბავშვთა სიკვდილობის წამყვანი მიზეზია. 33 ახალშობილიდან თანდაყოლილი ანომალიით, დაახლოებით, ერთი ბავშვი იბადება. მაკა მშვილდაძე, დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ექსპერტი, პედიატრი და ნეონატოლოგი, აღნიშნავს, რომ აღნიშნული ციფრები საგანგაშო მთელი მსოფლიოსთვისაა. „ყოველი 5 გარადაცვლილი ახალშობილიდან ერთი სწორედ თანდაყოლილი მანკით იღუპება,“ - ამბობს ნეონატოლოგი. ნეონატოლოგები აღნიშნავენ, რომ საქართველოში ყველაზე უფრო ხშირად გავრცელებული გულის თანდაყოლილი ანომალიებია. საერთო სტატისტიკით კი, დაახლოებით, 100 ბავშვიდან ერთი - გულის თანდაყოლილი ანომალიით იბადება. „მნიშვნელოვანია ის, რომ ზოგიერთი გულის თანდაყოლილი ანომალია არის ძალიან კრიტიკული და დაუყოვნებლივ ჩარევას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან მალე შესაძლოა ის სიკვდილით დამთავრდეს,“ - განმარტავს მაკა მშვილდაძე. თანდაყოლილი ანომალიები ახალშობილებისა და ადრეული ასაკის ბავშვებში არა მხოლოდ სიკვდილობას იწვევს, - ასეთ დროს ბავშვებს კოგნიტური ანუ გონებრივი ან ფიზიკური განვითარების შეფერხება უვითარდებათ. რაც შეეხება მიზეზებს, სპეციალისტების განმარტებით, ეს არის გენეტიკური პათოლოგია, გარემო ფაქტორების ზემოქმედება, სხვადასხვა წამლის მიღება, ორსულობის დროს ცხოვრების არაჯანსაღი წესი, ალკოჰოლის, თამბაქოს მიღება. თითოეული მათგანი კი, სხვადასხვა სახის თანდაყოლილ ანომალიას იწვევს, რომელიც შესაძლებელია ბავშვში მოგვიანებით ეტაპზე გამოვლინდეს. პრევენცია ექიმები განმარტავენ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარების თანდაყოლილი ანომალიები, რომლის პრევენცია შესაძლებელია. „რეპროდუქციული ასაკის ნებისმიერმა ქალბატონმა, რომელიც გეგმავს ორსულობას, ორსულობამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე მაინც უნდა მიიღოს ფოლის მჟავა. ეს არის ვიტამინი, რომელიც ახდენს პრევენციას ცენტრალური ნერვული სისტემის თანდაყოლილი ანომალიის. ეს დადგენილია სამეცნიერო გამოკვლევებითაც, - ამ მედიკამენტის მიღების შემდეგ, დაახლოებით, 31%-ით შემცირდა ნერვული სისტემის ანომალიები," - ამბობს ნეონატოლოგი, მაკა მშვილდაძე. ანომალიის განვითარების ერთ-ერთ რისკ ფაქტორად, ექიმები გვიან ორსულობას ასახელებენ. თუმცა, აქვე აღნიშნავენ, რომ ქრომოსომული პათოლოგია, როგორც დედის, ასევე მამის ასაკს უკავშირდება. ასეთ დროს, მედიკოსთა განმარტებით თანდაყოლილ ანომალიათა შორის ხშირია დაუნის სინდრომის განვითარების რისკები. „ყველაფრის პრევენცია არ არის შესაძლებელი, რა თქმა უნდა, თუმცა, სახელმწიფო გარკვეულ გენეტიკურად თანდაყოლილი ანომალიების სკრინინგს ახორციელებს,“ - ამბობს ნატა ავალიანი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი. თუმცა, დღესდღეობით, საქართველოში ძვირადღირებული სკრინინგით, სახელმწიფო მხოლოდ ორსულთა 30%-ს უზრუნველყოფს. „ჩვენი რეკომენდაციაა, სკრინინგმა მოიცვას დანარჩენი 70%-იც, რომელიც თბილისში და ბათუმში არ იმყოფება,“ - ამბობს ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრის პერინატალური დეპარტამენტის მთავარი მეანი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ზაზა სინაურიძე. ოფიციალური მონაცემით, საქართველოში სკრინიგის პროგრამამ 2007 წლიდან 2011 წლამდე 8918 ორსული მოიცვა და სკრინინგში მონაწილეობის მიღების მსურველთა რიცხვი, ექიმების თქმით, მუდმივად იმატებს. სკრინინგის შედეგად 15 შემთხვევაში კი, დაუნის სინდრომის ანომალია დაფიქსირდა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  6. Японское дизайн-бюро анонсировало наушники-"вкладыши", которые умеют отличать левое ухо от правого и соответствующим образом распределять аудиоканалы. Для этого в один из вкладышей встроен датчик расстояния. Если одну пару наушников используют два человека, каналы совмещаются. lenta.ru
  7. Москва не готова поддержать обновленный проект резолюции Совбеза ООН по Сирии, который был смягчен из-за возражений российской стороны. Об этом заявил замглавы МИД РФ Геннадий Гатилов. Дипломат признал, что некоторые претензии России в проекте учтены, но содержание текста все еще вызывает у Москвы недоверие. lenta.ru
  8. /get_img?ImageId=6180 მიმდინარე წლის იანვრის წყლის გადასახადის ქვითარი თბილისის მოსახლეობის ნაწილმა გაზრდილი სულადობის მაჩვენებლით მიიღო. იმის გამო, რომ კომუნალური გადასახადები ერთიანი ქვითრით იხდება, ელექტროენერგიის გათიშვის შიშით, აბონენტებს ხელოვნურად გაზრდილი წყლის გადასახადის გადახდა მოუხდათ. პრობლემები, წყლის გადასახადების დაანგარიშებასთან დაკავშირებით მას შემდეგ გაჩნდა, რაც წყლის გამანაწილებელ კომპანიას, "ჯორჯიან უოთერ ანდ ფაუერს" სამოქალაქო რეესტრის საგენტოს მოქალაქეთა რეგისტრაციის ბაზა გადაეცა. ქალბატონი ელენე კვარაცხელია უმუშევარია და მარტო ცხოვრობს, თუმცა 24 იანვარს მოსულ ქვითარზე ამოიკითხა, რომ მის სახლში რეგისტრირებული ყოფილა კიდევ 8 ადამიანი. ამათგან ერთი - სახლის ყოფილი მესაკუთრეა, დანარჩენები კი მისთვის სრულიად უცნობი პირები არიან. ქალბატონმა ელენემ 2, 40 ლარის ნაცვლად (რასაც აქამდე იხდიდა), 21, 60 ლარი გადაიხადა. მან სამოქალაქო რეესტრის სამსახურს სასწრაფოდ მოახსნევინა რეგისტრაციიდან ის 8 ადამიანი, მაგრამ იძულებული იყო წყლის გადასახადი 21,60 ლარი გადაეხადა, რადგან 3 თებერვალს ელექტროენერგია გაეთიშებოდა. ქალბატონ ელენეს წარმოდგენა არ აქვს, ეს თანხა უკან როგორ დაიბრუნოს. მისთვის სამართლებრივი მომსახურება ძვირია და უპერსპექტივო. "იგივე მდგომარეობაშია ასეულობით ათასი ჩვენი თანამოქალაქე", - ნათქვამია პეტიციაში, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ონლაინ რეჟიმში უერთებიან ხელმოწერებით. ამავე პეტიციაში, სახელწოდებით "არა უსამართლო წყლის გადასახადს" - ვკითხულობთ: "ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ იძულებული ვართ, გადავიხადოთ წყლის გადასახადი, არარსებული ადამიანების ნაცვლად, მხოლოდ იმიტომ, რომ სამოქალაქო რეესტრმა და შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა მონაცემების გადამოწმებას გადასახადის დაკისრება ამჯობინეს. ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი არც წყლის ხარისხზე, არც მრიცხველების დამონტაჟებასა და ირონიაა, მაგრამ არც წყლის მუდმივ მოწოდებაზე გრძნობს პასუხისმგებლობას. თუმცა, ამ სარეგისტრაციო აურზაურის შედეგად, მილიონობით ლარს მიითვისებს ჩვენ მიერ გადახდილი უსამართლო გადასახადის ხარჯზე." „ნეტგაზეთის“ კითხვას, დაუბრუნდება თუ არა ზედმეტად გადახდილი თანხები იმ აბონენტებს, რომლებსაც თანხა სამოქალაქო რეესტრის მიერ კომპანისთვის მოწოდებული სიის შედეგად ზედმეტად დაერიცხათ, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტი ასე პასუხობს: „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 496-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მომსახურების გამწევი კომპანიები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზების მუდმივი ჰარმონიზაცია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემთა ბაზასთან. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თბილისში წყალმომარაგება-წყალინარების გადასახადის ამოღების წესი შეიცვალა – ფიქსირებული დარიცხვა კვლავინდებურად სულადობის მიხედვით ხორციელდება. აბონენტები ყოველთვიურად იღებენ ქვითარს ფიქსირებული სულადობრივი გადასახადით, რაც კვლავინდებურად 3,15 ლარს შეადგენს 1 სულ მოსახლეზე, წყლის გრაფიკით მიწოდების შემთხვევაში კი - 2,4 ლარს 1 სულზე." "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ აბონენტი (ოჯახი) არ ეთანხმება თავის მისამართზე რეგისტრირებულ სულთა რაოდენობას, მან აუცილებლად უნდა მიმართოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის რაიონულ სამსახურს და მოახდინოს მისამართზე რეგისტრირებული კონკრეტული პირის (ან პირთა) რეგისტრაციიდან მოხსნა: "კორექტირებულ ინფორმაციას სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მომსახურების გამწევ კომპანიასაც მიაწვდის, რომელიც, თავის მხრივ, სულადობასთან დაკავშირებით, შესაბამის შესწორებას შეიტანს აბონენტის ქვითარში, რაც იმას ნიშნავს, რომ აბონენტი გათავისუფლდება, ასე ვთქვათ, ზედმეტად დარიცხული გადასახადის დაფარვისაგან." სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი მამუკა სამხარაძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზები წყლის კომპანიებს (ჯორჯიან უოთერ ანდ ფაუერსა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას) 1 იანვრიდან გადაეცა, თუმცა შეტყობინება მოსახლეობამ, მისისვე თქმით, რამოდენიმე თვით ადრე მიიღო. მამუკა სამხარაძე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ გადაგზავნილი სიების გამო მოქალაქეებს პრობლემები შეექმნა: „ზოგ შემთხვევაში მოქალაქეებს მიუვიდათ უფრო მეტი გადასახადი, შესაბამისად, იმ ადამიანებზე, რომლებიც კონკრეტულ მისამართებზე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემთა ბაზაში იყვნენ რეგისტრირებული. ახალი მესაკუთრეები ხსნიან რეგისტრაციიდან ძველ მესაკუთრეებს.“ აბონენტთა სიებში არსებულ ცდომილებაზე პასუხისმგებლობა არც ერთ უწყებას არ სურს. მამუკა სამხარაძე ამბობს, რომ ეს არ არის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შეცდომა, რადგან კონკრეტულ მისამართებზე მოქალაქეები რეგისტრირებულნი იყვნენ ისე, რომ ფაქტობრივად იქ აღარ ცხოვრობდნენ: „ამ მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნულ მისამართზე აღარ ცხოვრობენ, კანონმდებლობა ავალდებულებთ, რომ რეგისტრაცია ახალ მისამართზე გაიარონ. ის პირები, რომლებზეც ჩვენ ახლა მოვხსენით რეგისტრაციიდან, ისევ ძველ მისამართებზე რეგისტრირდებოდნენ. წყლის გამანაწილებელი კომპანია, როგორ ანგარიშობდა სულადობას, ამ საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“. სრული ინფო(netgazeti.ge)
  9. დღეს ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” საგამოფენო დარბაზში სამშენებლო კომპანია “ცენტრ–პოინტის” მშენებლობების შედეგად დაზარალებული მოსახლეობა შეიკრიბა, მათ ფოტოები გამოფინეს, რომელზეც, როგორც თავად ამბობენ, “ცენტრ–პოინტის” უკანონო ქმედებებია გამოსახული. /get_img?ImageId=6179 ფოტოებზე, რომელიც დარბაზში იყო წარმოდგენილი, ერთმანეთის გვერდით “ცენტრ–პოინტის” მფლობელების სახლები და ის დაუმთავრებელი შენობები იყო გამოსახული, რომელშიც დაზარალებულ მოქალაქეებს უნდა ეცხოვრათ. იმ ადამიანებმა, ვინც სამშენებლო კომპანიისგან კუთვნილი ბინა ვერ მიიღო, არასამთავრობო ორგანიზაცია “დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაცია” ჩამოაყალიბეს. მათი გადახდილი თანხა 4 მილიონამდე ადის, საიდანაც “ცენტრ–პოინტმა” მხოლოდ 900 ათასის ბინები ააშენა. “ეს არის აქცია–გამოფენა, ჩვენ გამოვთქვამთ პროტესტს, სურათებზე აღბეჭდილია, ერთის მხრივ, რუსუდან კერვალიშვილის და რჩეულიშვილის ოჯახის ქონება და მეორეს მხრივ ის ქონება, რომელიც მათ ჩვენგან მიითვისეს. ხალხმა უნდა დაინახოს სად ცხოვრობენ თვითონ და რისთვის გვწირავენ ჩვენ”, – აცხადებს თემურ ფიფია, რომელსაც კუთვნილი ფართი 2010 წელს უნდა ჩაბარებოდა, თუმცა ბინა დღემდე ასაშენებელია. დაზარალებულია ელენე ფავლელიშვილიც: “სად არ მივედით და პასუხს არავინ გვაძლევს, არც კომპანიები და არც მერია, მე ბინა 2007 წელს უნდა მიმეღო, თანხას სანამ ბოლომდე დავფარავდით, ერთი დღეც რომ დაგვგვიანებოდა, მაშინვე რეკავდნენ და გვაჩქარებდნენ, ამის გამო მანქანაც კი გავყიდეთ. ახლა “ცენტრ–პოინტის” მაგივრად “დექსუსია” და მათი წარმომადგენლები უსინდისოდ გვთხოვენ კვადრატულ მეტრზე 100 დოლარის დამატებას იმ ბინის დასაბრუნებლად, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ჩვენ უნდა გვეკუთვნოდეს”. აქცია–გამოფენას ესწრებოდა “კონსერვატიული პარტიის” წევრი ლაშა ჩხარტიშვილიც. მისი თქმით, “დექსუსის” მხრიდან დამატებითი თანხის მოთხოვნა უკანონობაა: “ელიტური კორუფცია რომ ყვავის, ეს ყველამ იცის, ვინც თავს არ იბრმავებს. ძალიან მძიმე მაგალითია ელიტური კორუფციისა ის, რაც ამ ადამიანებს დაემართათ. დღეს 6000–ზე მეტი ადამიანი კორუფციული პირამიდის მსხვერპლია. მე ვფიქრობ, ამ ბრძოლას აზრი აქვს, რადგან არჩევნების წინა პერიოდში მათ შეიძლება მოუწიოთ დათმობებზე წასვლა, თუმცა “დექსუსისგან” დამატებითი თანხის მოთხოვნა სრული უკანონობაა”. გამოფენაზე მარშალ გელოვანის ქუჩაზე მდებარე “ავეჯის სახლის” წარმომადგენლებიც იყვნენ მისული. კომპანია “ცენტრ–პოინტმა” "ავეჯის სახლისგან" 130 000 დოლარი ისესხა, რომელიც უკან არ დაუბრუნებია, ახლა კი კომპანიას თანხის სანაცვლოდ მიწას სთავაზობენ, რომელიც გაცილებით ნაკლები ღირს. აქცია–გამოფენა სტუდია “მონიტორის” საგამოძიებო ფილმით დასრულდა, რომელიც “ცენტრ–პოინტის” მესვეურების თაღლითურ სქემას შეეხებოდა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  10. Двое солдат, в возрасте 22 и 23 лет, погибли с интервалом в несколько месяцев во время физических упражнений на одной военной базе на юго-востоке США. Причиной смерти стали сердечные приступы. В их крови был обнаружен диметиламиламин (DMAA) - родственное эфедрину и амфетамину вещество, входящее в состав этих добавок. lenta.ru
  11. http://rustavi2.com/news_photos/02_12/59892.jpgუახლოეს დღეებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 27 მსჯავრდებული დატოვებს. ამ სიაში არ არიან არასრულწლოვნები. პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭოების სხდომების შედეგები სპეციალურ ბრიფინგზე შეაჯამეს. სამმა საბჭომ განცხადების მორიგი ნაკადის განხილვა რამდენიმე დღის წინ დაასრულა. სხდომებზე რამდენიმე ასეული მსჯავრდებულის საქმეზე იმსჯელეს. View the full article
  12. Оргкомитет митинга на Поклонной горе в Москве составил резолюцию, в которой назвал провокацией заявления гражданских активистов, выступающих против нарушений на выборах. Организаторы митинга полагают, что заявления этих активистов о нелегитимности избранной Госдумы "призваны обрушить страну в хаос". lenta.ru
  13. 19:29 03.02.2012 მედიაგაერთიანებაში „სოლიდარობა მედიის თავისუფლებისათვის“ 31 მედიასაშუალება გაერთიანდა. წევრმა კომპანიებმა მემორანდუმზე ხელი 1 თებერვალს მოაწერეს. http://4.bp.blogspot.com/-5bL8N5pQIlc/Tyv9KiRU0vI/AAAAAAAAGIQ/sfuZ5JxPoyQ/s200/mediagaertianeba.jpgორგანიზაციის წევრი მედიაორგანიზაციები არიან: “ალია ჰოლდინგი“, „რეზონანსი“, „ობიექტივი“, „მედია პალიტრა“, რადიო კომპანია „საქართველოს ხმა“, ტელეკომპანია „საქართველოს ხმა“, გაზეთი „ვერსია“, ინტერნეტ გამოცემა „presage.tv“, ჟურნალი „ღია ბოქლომი“, გაზეთი „ბანკები და ფინანსები“, „messenger”-ი, რადიო “მაესტრო“, ტელეკომპანია „მაესტრო“, მედია კორპორაცია „ასავალ-დასავალი“, გაზეთი „ბორჯომი“, ჟურნალი „ქვაკუთხედი“, გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ („გლობალ.ტვ“), „საქართველო და მსოფლიო“, საინფორმაციო სააგენტო „ივერიონი“, ჟურნალი „ ბიზნესი და კანონმდებლობა“, გაზეთი „დღეს და ხვალ“ , სააგენტო „თბილისი“ „სტუდია GNS“, ტელერადიო კომპანია „თრიალეთი“. საინფორმაციო სააგენტო „პირველი“, შპს „იგრიკა“ („მეცხრე არხი“), გაზეთი „რუსთავის ამბები“, გაზეთი „ლანჩხუთი პლუსი“, გაზეთი „გურია ნიუსი“ და გაზეთი „ქართული სიტყვა“. მედიაგაერთიანებაში შესვლა მომდევნო დღეებში შესაძლებელი იქნება მხოლოდ ორგანიზაციის ყველა წევრის თანხმობის შემთვევაში. „მთავარი ამოცანაა უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა და ერთმანეთის დაცვა“, - თქვა ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა, რომლის ინიციატივითაც შეიქმნა აღნიშნული მედიაორგანიზაცია. „იმედი მაქვს, რომ აღმოგვაჩნდება სოლიდარობის გრძნობა და იმ საკითხებს მივაქცევთ ყურადღებას, რაც მემორანდუმშია ჩამოთვილი. პირველ რიგში ვიქნებით სოლიდარულები ყველას მიმართ, მოგვწონს თუ არა მისი პროდუქტი და ვეთანხმებით თუ არა მის სარედაქციო პოლიტიკას“, - უთხრა Media.Ge-ს ია მამალაძემ, „გურია ნიუსის“ გამომცემელმა. მედიაგაერთიანება 2012 წლის იანვარში ჩამოყალიბდა. მემორანდუმის თანახმად წევრ მედიასაშუალებებზე ხელისუფლების ზეწოლის შემთხვევაში, ყველამ ერთობლივად უნდა იმოქმედოს „როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე“. მედიაგაერთიანების წევრმა მედიასაშუალებებმა საინფრომაციო კამპანია, მშვიდობიანი მანიფესტაციები, მიტინგები, საქველმოქმედო და სხვა ტიპის აქციები უნდა განახორციელონ, დაამყარონ კომუნიკაცია საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებთან, „დაგეგმონ და განახორციელონ მოქმედებები ევროსტრუქტურებში, უფლებათადაცვით და ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციებში“. media.ge http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
  14. В Москве с начала 2012 года более 200 пострадавших от холода обратились за медицинской помощью. 73 из них поступили в медучреждения с общим переохлаждением, пятеро скончались. Еще 131 человек, в том числе 10 детей, получили медпомощь по поводу отморожений. lenta.ru
  15. http://rustavi2.com/news_photos/02_12/59891.jpgთურქეთის სანაპიროსთან ტვირთმზიდის კატასტროფის ადგილზე სამძებრო სამუშაოები განახლდა. მას შემდეგ, რაც მაშველებმა ოპერაციის დროს ფსკერზე ჩაძირული გემი იპოვეს, ადგილზე უკვე მყვინთავებმა დაიწყეს მუშაობა. სპეციალისტები უკვე წყალქვეშ, ჩაძირული ტვირთმზიდის კორპუსში იმყოფებიან. ჯერჯერობით, კვლავ უცნობია დაკარგულ მეზღვაურთა ბედი. მყვინთავები ქართველ მექანიკოსს - მურმან დარსაძესაც - ეძებენ. ბორტზე სულ ეკიპაჟის 11 წევრი იმყოფებოდა. ტვირთმზიდ ”ვერას” ჩაძირვის მიზეზი, სავარაუდოდ, ძლიერი შტორმი გახდა. View the full article
  16. Смертность от малярии в мире может быть вдвое выше, чем по данным ВОЗ. Об этом свительствуют результаты компьютернного моделирования, которое основано на показателях смертности за последние 30 лет. Пик смертности от малярии пришелся на 2004 год, что связано с ростом популяции в зоне риска. Вскоре в Африке были предприняты масштабные антималярийные меры. lenta.ru
  17. В Skype 5.8 для Windows появилась поддержка видеозвонков в разрешении Full HD - при условии наличия у пользователя подходящей веб-камеры и скоростного подключения к интернету. В число других нововведений вошли функция Push-to-Talk и возможность напрямую позвонить пользователям Facebook. lenta.ru
  18. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესის ილია მეორე თბილისში ხვალ, სავარაუდოდ, 21.00… ლინკი მედიანიუსზე
  19. Акции компании "Полюс Золото" по итогам торгов 3 февраля подорожали более чем на 35 процентов. Кроме того, активность торгов по акция "Полюс Золота" выросла приблизительно в 100 раз - если в обычные дни по ним проходят сделки на 7-13 миллионов рублей, то 3 февраля ценными бумагами наторговали на 919 миллионов. lenta.ru
  20. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/70835200jioeva-300x246.jpgე.წ სამხრეთ ოსეთის განათლების ყოფილმა მინისტრმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ალა ჯიოევამ 25 მარტს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე საპრეზიდენტო კანდიდატებს საკუთარი კანდიდატურების მოხსნა და ჯიოევას სახელმწიფოს კანონიერად არჩეულ მეთაურად აღიარებისკენ მოუწოდა. „25 მარტის არალეგიტიმურ არჩევნებში მონაწილეობით თქვენ სამართლიანობისა და კანონიერების ცნებებს ხელყოფთ“,– განაცხადა ჯიოევამ. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ კანდიდატები კანონმორჩილ და პატიოსან ადამიანებად თვლიან თავს, მაშინ მათ ჯიოევა საკუთარ პრეზიდენტად უნდა აღიარონ. მიმართვაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერი ძალოვან სტრუქტურების მხრიდან ძლიერ ზეწოლას განიცდის და უტიფარი ცილისწამების მსხვერპლია. „გარდა ამისა ალა ჯიოევას ფიზიკური განადგურების საფრთხე ემუქრება იმ ხელისუფლების მხრიდან რომელიც სამხრეთ ოსეთში ძალაუფლების უზურპაციას ეწევა“,– ნათქვამია მიმართვაში. ჯიოევამ ასაევე აღნიშნა, რომ ყველა ვინც მის ინაუგურაციას ხელს შეუშლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა. იხილეთ epn.ge
  21. საქართველოში ოფიცილური ვიზიტით რუსეთის ხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოსა და ბეჭდვური მედიის ჟურნალსტებისა და ტურისტული ოპერატორების 16-კაციანი დელეგაცია იმყოფება. … ლინკი მედიანიუსზე
  22. საპარლამენტო ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისათვის” საგაზაფხულო სესიაზე საარჩევნო კოდექსსა და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონებთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ინიციატივებით… ლინკი მედიანიუსზე
  23. საბერძნეთის დედაქალაქ ათენში დაკავებულ ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტს, ლაშა შუშანაშვილს საქართველოში ექსტრადიცია არ სურს. მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...