Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://rustavi2.com/news_photos/02_12/59990.jpg`ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო`- ასე ერქმევა პოლიტიკურ პარტიას, რომლის საინიციატივო ჯგუფი ბიძინა ივანიშვილმა დღეს წარადგინა. ივანიშვილი აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარე და საარჩევნო სიის პირველი ნომერი თავად იქნება, მისი მეუღლე კი პოლიტიკაში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა ვერ აღიდგინა. `ქართულ ოცნებაში` გამართულ პრეზენტაციას მომავალი პარტიის სახეებიც ესწრებოდნენ. მათი უმრავლესობა საზოგადეობისთვის სხვადასხვა პოლიტიკური აქტივობით უკვე კარგად ნაცნობია. მათ შორის, ვინც დღეს ივანიშვილმა წარადგინა, მისი საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი; ივანიშვილის ოჯახის ადვოკატი არჩილ კბილაშვილი და ქართული ოცნების იურიდიული ჯგუფის წევრი, ყოფილი სოციალისტი ზაქარია ქუცნაშვილი არიან. ასევე ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერი და ირაკლი ალასანიას ცოლის და - მაია ფანჯიკიძე და ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრი ირაკლი სესიაშვილი. `ქართულ ოცნებაში` ნოდარ ხადურიც გაწევრიანდა, წარსულში ზურაბ ნოღაიდელის მოადგილე და შემდგომში ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრი. ივანიშვილთან იქნება გოგა ხაინდრავას ყოფილი მოადგილე გია ვოლსკიც; ასევე შევარდნაძის მთავრობის რამდენიმე სახე: თედო ჯაფარიძე, რომელიც ბოლო პერიოდში `ქართული ოცნების` საზოგადოებრივ ორგანიზაციაში საგარეო ჯგუფს ხელმძღვანელობდა, ივანე კიღურაძე, რომელიც 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მოგვიანებით, ქართული აკადემიის წევრი იყო. სულ ბიძინა ივანიშვილმა დღეს საინიციატივო ჯგუფის 18 წევრი წარადგინა, აქედან სამი - კახა კალაძე, ამერიკაში მყოფი ნუგზარ დავითაშვილი და ბადრი პატარკაციშვილის ყოფილი თანაპარტიელი ლერი ხაბელოვი, დღევანდელ პრეზენტაციას არ ესწრებოდნენ. პატარკაციშვილის ყოფილი თანაგუნდლებიდან "ქართულ ოცნებაში" ბიზნესმენი გოგლა ჟვანიაც გაწევრიანდა. საინიციატივო ჯგუფში ასევე არიან უფლებადამცველები მანანა კობახიძე და თენგიზ ავდალიანი, და გაზეთ `რეზონანსის` უკვე ყოფილი ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე. View the full article
  2. 1. თხუნელას ერთი ღამეში შეუძლია გათხაროს 90 მეტრიანი ტუნელი.2. ყველაზე კარგი მყვინთავი ფრინველებში არის გაგარა.. მას შეუძლია წყალში 80 მეტრზე ჩაყვინთვა.3. ყველაზე დიდი თევზი, რომელიც ანკესით დაიჭირეს იყო თეთრი ზვიგენი. ის იწონიდა 1208 კგს და იყო 5.13 მეტრის სიგრძის. ის დაიჭირეს ავსტრალიის სამხრეთ სანაპიროზე.4. იმისათვის რომ არწივმა ფრენის დროს შეინარჩუნოს ... View ucnauri.com
  3. Mozilla Firefox-ს აქვს ბევრი დამალული შესაძლებლობები მის “about:” გვერდებში. თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ ყოველ კონკრეტულ გვერდზე ამისათვის კი მისამართების ველში უნდა ჩაწეროთ about: და კონკრეტული გვერდის სახელი ამ გვერდების სახელების გაგება შესაძლებელია About:About მისამართიდან.About:AboutAbout:About გვერდი არის Mozilla Firefox-ის About გვერდების საწყისი. თქვენ შეგიძლიათ დაკლიკოთ ნებისმიერ ლინკს და გამოიკვლიოთ მისი ფუნქციები.About:MozillaAbout:mozilla ... View ucnauri.com
  4. http://rustavi2.com/news_photos/02_12/59992.jpgსურსათის ეროვნული სააგენტო კახეთის რეგიონში ცოფის საწინააღმდეგო იძულებით ვაქცინაციას ატარებს. ლაგოდეხის სოფელ ჩადუნიანსა და გურჯაანის სოფელ გურჯაანში გამოვლენილი ცოფის შემთხვევების გამო, გურჯაანისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აიცრება 750 სული მსხვილფეხა პირუტყვი, ასევე ძაღლი და კატა. ვაქცინაცია სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის `ეპიზოოტიის საწინააღმდეგო ღონისძიების`ფარგლებში ხორციელდება. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, პროფილაქტიკის მიზნით გეგმურად ჩაატაროს შინაური ცხოველების ვაქცინაცია. View the full article
  5. По словам недовольных политиков, за последние два месяца им было выделено всего 7-9% эфирного времени, тогда как Владимиру Путину достается 67%. «Про нас все смонтировали – день и ночь по всем каналам: мы уроды полные, а Путин – бог, царь и бог. И все выходят: это наш бог, это наше святилище, ну, зачем над нами издеваться?» - возмущается Жириновский.
  6. В России в два раза больше браков заканчиваются разводами, чем в Германии. В целом по стране ситуация мрачная: в 2010 году на 1000 жителей пришлось 4,5 разводов, что в два раза больше, чем в Германии. Эксперты говорят о том, что «российской семье как институту общества угрожает опасность».
  7. ცხინვალის ოპოზიციამ სავადმყოფოში მწოლიარე ალა ჯიოევას ფოტოსურათთან ერთად სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა, რომლებიც ადგილობრივი სამართალდამცავების მხრიდან 9 თებერვალს ცხინვალში დაგეგმილი "ინაუგურაციის" წინ შტაბში შეჭრის დროს ე.წ. "არჩეული პრეზიდენტის" ცემის ფაქტს ნათლად ადასტურებენ.ექსპერტ ვ.გ. მამიევის ხელმოწერით მიმდინარე წლის 10 თებერვალს გაცემული დასკვნის თანახმად, ჯიოევას მარჯვენა დუნდულზე აღენიშნება 3 ლაქა და 11 სისხლჩაქცევა, მარცხენა ბეჭის შიდა ზედაპირზე, კისრ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  8. http://saqinform.ge/images/stories/banners2/is8.jpgუკვე მეოერე დღეა რაც საქინფორმის რედაქციას არ მიეწოდება ელექტროენერგია. როგორც გვეუბნებიან: "კაბელის დაზიანებაა" საქინფორმის რედაქცია ხვალე გააგრძელებს მუშაობას.{jcomments off} საქინფორმი
  9. Региональное движение "Реальный выбор", присоединившееся к Лиге избирателей, получило две записи - как утверждается, сделанных на заседании выборного штаба ЕР. На них слышны голоса, похожие на голоса мэра Владивостока и главы местного путинского штаба: "Наших надо поощрить, а не наши пусть дома сидят". newsru
  10. Если Владимир Путин или Виктор Орбан устали от нападок западной прессы, им стоит немного прокатиться по Греции. Преисполненные горя греки нашли себе идеальную цель для гнева: Ангелу Меркель. Все это чем-то напоминает куклу, в которую втыкают иголки: над канцлером Германии издеваются, как только могут.
  11. Еврокомиссия заявляет о невозможности гарантировать поставки нефти в Греции, если Иран прекратит экспорт. Кроме того, предстоит еще выполнить множество технических формальностей между Грецией и так называемой «Тройкой» - Еврокомиссией, Международным валютным фондом и Европейским Центробанком.
  12. Китайские фермеры и рабочие из Северной Кореи получили возможность участвовать в экономическом освоении Курил. Это один из результатов политики российских властей по привлечению иностранного капитала и инвестиций на острова Курильской гряды. В Японии следят за этим особенно внимательно, поскольку территориальный спор до сих пор остается открытым.
  13. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/sjxzblhpakzmdwxwsqvi-300x2251.jpg2012 წლის იანვარში სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა მონიტორინგი განახორციელა ზუგდიდისა და ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. როგორც “ექსპრესნიუსს” სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, აღნიშნული დაწესებულებების ლიკვიდაციის რეკომენდაციით სახალხო დამცველმა მთავრობას ჯერ კიდევ 2009 წელს მიმართა. დაწესებულებებში არსებული პირობებიდან გამომდინარე შეუძლებელია იქ განთავსებული პატიმრებისთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა. არსებული მდგომარეობა ასევე არ იძლევა დაწესებულებებში მღრღნელებისა და პარაზიტების განადგურების საშუალებას. მონიტორინგის დროს ბათუმის #3 დაწესებულებაში, რომლის ლიმიტიც არის 557, განთავსებული იყო 564 პატიმარი, ხოლო ზუგდიდის #4 დაწესებულებაში განთავსებული იყო 342 პატიმარი, მაშინ, როდესაც დაწესებულების ლიმიტი შეადგენს 305–ს. აქედან გამომდინარე, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებს ემატება გადატვირთულობაც, რაც კიდევ უფრო ამძიმებს პატიმრების ყოფას. მონიტორინგი მიმდინარეობდა ზამთრის განსაკუთრებით ცივ პერიოდში. ზუგდიდის და ბათუმის დაწესებულებებში არ არის დამონტაჟებული ცენტრალური გათბობის სისტემა, საკნების გათბობა ხდება ელექტროქურების მეშვეობით, რაც არასაკმარისია – მონიტორინგის დროს საკნებში იყო სიცივე. ზოგიერთ საკანში ელექტროქურა საერთოდ არ ჰქონდათ, ვინაიდან, პატიმრების თქმით, ადმინისტრაცია არ უზრუნველყოფს გათბობის საშუალების მიწოდებას. ასევე შეუძლებელია ამანათით გამათბობლის მიღება. პატიმართა განცხადებით, მაღაზიაში შეძენილი ქურები უხარისხოა და რამდენიმე კვირაში იწვება. განსაკუთრებით აუტანელი სიცივე იყო ბათუმის #3 დაწესებულების ქალთა განყოფილებაში, რომელიც ორ საკანს მოიცავს. ერთ–ერთი საკანი შედგება სამი ოთახისგან, თუმცა პატიმრებს ჰქონდათ ერთი ელექტროღუმელი და მორიგეობით ათბობდნენ ოთახებს, ხოლო მეორე შემთხვევაში, 38 კვ.მ. საკნის გასათბობად გამოიყენებოდა ერთი ელექტროღუმელი, რომელსაც ერთი ფაზა გადამწვარი ჰქონდა. პატიმრების გადმოცემით, ზუგდიდში საკნებს წყალი მიეწოდება დღეში სამჯერ, სხვადასხვა ხანგრძლივობით, მაქსიმუმ 3 საათით, ხოლო ბათუმში – დღეში ერთი საათით. ბათუმის #3 დაწესებულებაში მონიტორინგის ჯგუფმა მოინახულა უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ზოგიერთ მათგანს არ ჰქონდა არც გადასაფარებელი, არც თეთრეული და არც კოვზი და თეფში. მათი თქმით, ადმინისტრაციამ ვერ უზრუნველყო აღნიშნული ნივთების მიწოდება. ორივე დაწესებულებაში პატიმრები აღნიშნავენ, რომ მათთან მოპყრობა გაუმჯობესებულია და რაიმე მნიშვნელოვან პრეტენზიას თანამშრომელთა მიმართ არ გამოთქვამენ. მიუხედავად აღნიშნულისა, მონიტორინგის ჯგუფისთვის ზუგდიდის #4 დაწესებულებაში შესამჩნევი იყო პატიმართა დაძაბულობა საკნის კარის გაღების დროს – ყველა მათგანი სასწრაფოდ ზურგზე ხელებდაწყობილი დგებოდა ფანჯარასთან. მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობის კოდექსით პატიმრებისათვის დადგენილია არანაკლებ 1 საათი გასეირნების უფლება, ზუგდიდის #4 დაწესებულებაში გასეირნება 30–40 წუთს მოიცავს, ხოლო ბათუმის #3 დაწესებულებაში – 10–15 წუთს. შაბათ–კვირას პატიმრები სასეირნოდ საერთოდ არ გაყავთ. პრობლემურია პაემნების ხანგრძლივობაც. კანონით დადგენილია, რომ ხანმოკლე პაემანი ეწყობა 1-დან 2 საათამდე ვადით, თუმცა ბათუმის #3 დაწესებულებაში, მსჯავრდებულთა გადმოცემით, პაემანის უფლებით სარგებლობენ 15–20 წუთი, ხოლო ზუგდიდში – 25–30 წუთი. სატელეფონო კავშირის უფლება კანონით დადგენილი ვადით უზრუნველყოფილია მხოლოდ ზუგდიდის #4 დაწესებულებაში, ხოლო ბათუმის #3 დაწესებულებაში, ისევე, როგორც წინა წლებში, არ არის სატელეფონო ხაზი და არც ტელეფონის აპარატებია დამონტაჟებული, შესაბამისად, პატიმრები, უკვე რამდენიმე წელია, ვერ სარგებლობენ კანონით მინიჭებული სატელეფონო საუბრის უფლებით, რაც არაერთხელ გამხდარა სახალხო დამცველის ყურადღების საგანი, თუმცა დღემდე პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდა. იხილეთ epn.ge
  14. მსოფლიო საპატრიარქო და კონსტანტინეპოლის პატრიარქი ვარფოლომეი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთს საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიად მიიჩნევს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საპატრიარქოში აცნობეს თბილისში მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტის შემდეგ.დელეგაციის წევრებმა ეს პოზიცია დააფიქსირეს 14 თებერვალს საღამოს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან შეხვედრაზე, რომელსაც ასევე გააჩნია ბიჭვინთის (პიცუნდის)და ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  15. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/effd986180b9830b4851d78f424be21d.jpgყინვისგან დაზიანებული ორი მაგისტრალური წყალდენიდან ერთ-ერთი უკვე აღდგენილია. როგორც “ექსპრესნიუსს” კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან” აცნობეს, არაგვის ხეობაში, ძლიერი ყინვისგან ავარიულად დაზიანებული 1400 მმ-იანი ორი წყალდენიდან ერთ-ერთის – მე-7 წყალდენის რეაბილიტაცია გუშინ 21:00 საათისთვის დასრულდა, 23:00 საათიდან კი, წყალმომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღუდგა: მთაწმინდა-კრწანისის რაიონს, ნუცუბიძის ფერდობებს, ვაჟა-ფშაველას კვარტლებსა და ბაგებს. “იმის მიუხედავად, რომ წიწამურში, მაგისტრალური წყალდენების დაზიანებული მონაკვეთები რთულად მისადგომ ადგილას მდებარეობს, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ბრიგადები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. დაზიანების ადგილზე მობილიზებულია კომპანიის მძიმე და სპეც-ტექნიკა”, – აცხადებენ კომპანიაში. მათივე ინფორმაციით, ამჟამად, დასრულების სტადიაშია ავარიულად დაზიანებული მე-6 წყალდენის რეაბილიტაცია, რის შესაბამისადაც, დღეს, 14:00 საათიდან წყალმომარაგება ეტაპობრივად აღუდგება: სოფელ გლდანს, “კონიაკისა” და გლდანულას დასახლებებს, სარაჯიშვილის, ჩიქვანაიას, ანდრონიკაშვილის, რევოლუციის, ბიჭვინთისა და მათ მიმდებარე ქუჩებს, გლდანის მასივის IIIა, V, VI, VII, VIII მ/რაიონებსა და თემქის III მ/რაიონს, ასევე ზაჰესში ”საქჰიდრომშენის” საცხოვრებელ კორპუსებსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის საპატიმროს. არაგვის ხეობაში, კერძოდ კი წიწამურში გამავალი ფოლადის 1400 მმ-იანი მე-6 და მე-7 მაგისტრალური წყალდენები ძლიერმა ყინვამ გუშინ, 14 თებერვალს დააზიანა. იხილეთ epn.ge
  16. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/401189_375953402434183_100000585787-300x168.jpgდღეს დილით, გამთენიისას პრესა.გე.ტვ–ს და “ობიექტივის” ჟურნალისტი გოჩა ჯელია გარდაიცვალა. გოჩა ჯელიას ექიმებმა, რამდენიმე კვირის წინ, მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. იგი ონკოლოგიურ საავადმყოფოში მკურნალობდა. გოჩა ჯელია მუშაობდა presa.ge–ში იქიდან წამოსვლის შემდეგ presage.tv-ში და მედიაკავშირ “ობიექტივში”. ახალი ამბების სააგენტო “ექსპრესნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს კოლეგის გარდაცვალების გამო. იხილეთ epn.ge
  17. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/bidzina10-300x199.jpgბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას წარუდგინა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საინიციატივო ჯგუფი. ავდალიანი თამაზი – ადვოკატი, უფლებადამცველი დავითაშვილი ნუგზარი – მეცნიერი (ატლანტა, აშშ) ვოლსკი გიორგი – დიპლომატი კალაძე კახი – ფეხბურთელი კბილაშვილი არჩილი – ადვოკატი კიღურაძე ივანე – მეცნიერი, აკადემიკოსი კობახიძე მანანა – უფლებადამცველი ოდიშარია გურამი – მწერალი ჟვანია გიორგი – ბიზნესმენი სესიაშვილი ირაკლი – უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ფანჯიკიძე მაია – დიპლომატი, პროფესორი ქუცნაშვილი ზაქარია – იურისტი, უფლებადამცველი ღარიბაშვილი ირაკლი – საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელი ჩაფიძე ელისო – ჟურნალისტი ჭანკვეტაძე ნინელი – მსახიობი ხაბელოვი ლერი – ოლიმპიური ჩემპიონი, მოჭიდავე ხადური ნოდარი – ეკონომისტი, პროფესორი ჯაფარიძე თედო – დიპლომატი იხილეთ epn.ge
  18. /get_img?ImageId=6354 ბიძინა ივანიშვილმა დღეს პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საინიციატივო ჯგუფი წარადგინა. ჯგუფის წევრები არიან:ადვოკატი თამაზ ავალიანი, მეცნიერი ნუგზარ დავითაშვილი, დიპლომატი გიორგი ვოლსკი, ფეხბურთელი კახი კალაძე, ადვოკატი არჩილ კბილაშვილი, მეცნიერი ივანე კიღურაძე, უფლებადამცველი მანანა კობახიძე, მწერალი გურამ ოდიშარია, ბიზნესმენი გიორგი ჟვანია, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი, დიპლომატი მაია ფანჯიკიძე, იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელი ირაკლი ღარიბაშვილი, ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე, მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი, ეკონომისტი ნოდარ ხადური, დიპლომატი თედო ჯაფარიძე. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს მუშაობა რეგიონებში "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფების დაკომპლექტების მიზნით. სრული ინფო(netgazeti.ge)
  19. სამსახურის კაფეტერიაში ჩაი ღირს 1 ლარი. ანუ ყოველ დღე რომ დავლიო, თვეში 30 ლარი ჩკა! ჰოდა, ამას წინათ პაპუნამ მიყიდა ლიპტონის earl grey-ს 9 ლარიანი ყუთი, რომელშიც 100 ცალი პაკეტია! მთელი 100 ცალი!!! http://sweet.ge/wp-content/uploads/2012/02/earl-grey-630x472.jpg ახლა ჩაის დალევისას სინდისი აღარ მქენჯნის. ხანდახან დღეში 2–ჯერაც კი ვსვამ ♥ ამდენი ჩაი რომ კაფეტერიაში დამელია, დამეხარჯებოდა – 100 ლარი. გამოდის, რომ დავზოგე – 91 ლარი. 91 ლარად შემიძლია ვიყიდო ახალი ფეხსაცმელი ან მივამატო ჩემს ვადიან ანაბარს. http://sweet.ge/wp-content/uploads/2012/02/Fuck_Yea.png http://feeds.feedburner.com/~r/sweetrealityblog/~4/5f_7O7AHQJA ეწვიეთsweet.ge
  20. 12:14 15.02.2012 2011 წლის პირველი ორი კვარტლის განმავლობაში, ყველაზე დიდი ოდენობით პრემიას სამეგრელო-ზემო სვანეთის მაშინდელი გუბერნატორი ზაზა გოროზია იღებდა. ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ავრცელებს. http://3.bp.blogspot.com/-iCfNki1kD7Y/TztpM_uyiQI/AAAAAAAAGNA/QaJXbkvOgpE/s200/zaza%2Bgorozia%2B%2528boqlomi.blogspot.com%2529.gifსაჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ყოფილი გუბერნატორის პრემიების 2 კვარტლის ჯამმა 2011 წელს 22 125 ლარი შეადგინა. სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორის გარდა, 2011 წლის ორ კვარტალში პრემიებს რეგულარულად იღებდნენ გურიის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორები. თითოეულმა მათგანმა 6 თვეში 17 700 ლარის წახალისება მიიღო. შედარებით მოკრძალებულია ამავე პერიოდში რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორის, ოთარ სირაძის მიერ პრემიის სახით მიღებული თანხა, რომელმაც 11 800 ლარი შეადგინა. IDFI-ის მოთხოვნები აღნიშნული საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უპასუხოდ დატოვეს იმერეთის, მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის გუბერნატორების ადმინისტრაციებმა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი პროექტს "საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა" ახორციელებს, რომლის ვებგვერდზეც სახელმწიფო უწყებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციები ქვეყნდება. "ინტერპრესნიუსი" http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
  21. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/aqcia1-300x200.jpghttp://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/aqcia2-300x200.jpghttp://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/aqcia3-300x200.jpgლაღიძის ქუჩაზე მდებარე 193 საჯარო სკოლის, მოსწავლეების მშობლებსა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო რაც, მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს და ლაღიძის ქუჩა გადაკეტეს. ისინი 193 საჯარო სკოლის რომელიც მანმადე ლოგოპედიური სკოლა იყო, დახურვას აპროტესტებენ. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენიმე წუთს გაგრძელდა. როგორც აქციის წევრები ამბობენ, მათი აქციის მიზეზი სკოლის დახურვა და მისი 203 სკოლასთან შეერთებაა, მოსწავლეთა მშობლები აცხადებენ, რომ 203 საჯარო სკოლა სმენადაქვეითებულიბავშვთა სკოლაა, ხოლო აქციის მონაწილე ბავშვების კი ლოგოპეტიური პრობლემები აწუხებთ. მშობლები სახელმწიფოს კერძოდ კი განათლების სამინისტროს მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე საუბრობენ. როგორც ერთ ერთმა მშობელმა “ექსპრესნიუსს” განუცხადა, ამ უამინდობის პირობებში ძნელია მათთვის სასწავლო პროცესაისი შეწყვეტა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ ბავშვები წლის ბოლომდე დატოვონ სკოლაში. შეგახსენებთ, რომ 193 საჯარო სკოლა 2005 წლამდე ლოგოპედიური სკოლა იყო, 2012 წლის 16 იანვარს აგანათლების სამინისტროდან მოვიდა ბრძანება, რის საფუძველზეც 193 საჯარო სკოლა 203საჯარო სკოლას 2012 წლის 20 იანვრამდე უნდა შეუერთდეს. იხილეთ epn.ge
  22. ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები – ფილიპ ლეფორი (ევროკავშირი), ანტი ტურუნენი (გაერო) და პადრიგ მერფი (ეუთო), მიიღებენ მონაწილეობას "ქართულ აფხაზური კონფლიქტის მიზეზების, მისი ისტორიისა და მშვიდობის მიღწევის პერსპექტივებისადმი" მიძღვნილ სემინარში, იტყობინება "აფსნიპრესი". სემინარი ჩატარდება ბიჭვინთაში 15 თებერვალს."ჩვენ არ ველოდებით, რომ ჩვენი პარტნიორები და კოლეგები გაიზიარებენ ჩვენს ხედვას. ასე რომ გვეფიქრა, საკმაოდ დიდი მიამიტობა იქნებოდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ დარ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  23. http://rustavi2.com/news_photos/02_12/59986.jpgყინვის გამო წუხელ თბილისის საავადმყოფოებში 32 პაციენტი მოათავსეს. მათგან 30-ს მოტეხილობა აქვს. ორი მამაკაცი კი რეგიონებიდან მოყინულობის დიაგნოზით ჩამოიყვანეს. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის განცხადებით, სხვადასხვა სირთულისა და კატეგორიის მოტეხილობები მოქალაქეებმა ყინულზე დაცემით მიიღეს. მოყინულობით ჰოსპიტალიზებული მამაკაცები კი ხარაგაულიდან და ჩუმათელეთიდან არიან, მათი მდგომარეობა მძიმეა. წელს კლინიკაში სხეულის მოყინვითა და გადაციებით სულ 12 პაციენტია მოთავსებული. ოფიციალური ინფორმაციით, მათგან 2 გარდაიცვალა. ეს შემთხვევები რამდენიმე კვირის წინ მოხდა. ბოლო დღეების განმავლობაში კი დედაქალაქში სხეულის მოყინვის არც ერთი შემთხვევა აღარ ყოფილა. მერიის მიერ გახსნილი თავშესაფრებით უკვე 20-მდე მოქალაქე სარგებლობს. აქ მათ სითბოში ღამის გათევასთან ერთად, უფასო საკვებსაც სთავაზობენ. განსაკუთრებით ბევრი ადამიანი თავშესაფრებში წუხელ მივიდა და ისინი ფაქტობრივად გადაურჩნენ მოყინვას. მერიის კიდევ ერთი პროგრამა ყინულზე დაცემით მიღებული ტრავმების მკურნალობის დაფინანსებასაც გულისხმობს. View the full article
  24. აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა შეაჩერა საემიგრაციო სამსახურის საქმიანობა. როგორც იტყობინება აფხაზური მედია, ასეთი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა "აფხაზეთში მოქმედი ბევრი დამსაქმებლის, რომელნიც საქმიანობისათვის უცხოელ მოქალაქეებს იწვევენ, მიმართვის გამო, რომელშიც საუბარია საემიგრაციო სამსახურის თანამშრომელთა მხრიდან ჩადენილ დარღვევებზე".ამავე განკარგულებით ანქვაბმა დაავალა კომისიის შექმნა, რომელმაც უნდა შეამოწმოს აღნიშნული სამსახურის საკადრო ერთეულები. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  25. /get_img?ImageId=6353 სახალხო დამცველის მონიტორინგის სამსახურის შესფასებით, ზუგდიდისა და ბათუმის ციხეებში არსებული პირობებიდან გამომდინარე, შეუძლებელია, იქ განთავსებული პატიმრებისთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა. არსებული მდგომარეობა ასევე არ იძლევა დაწესებულებებში მღრღნელებისა და პარაზიტების განადგურების საშუალებას. მონიტორინგის შედეგები ომბუდსმენის ოფისმა დღეს, 15 თებერვალს გამოაქვეყნა. ომბუდსმენის პრესსამსახურის ცნობით, 2012 წლის იანვარში სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა მონიტორინგი განახორციელა ზუგდიდისა და ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ომბუდსმენის შეფასებით, დაწესებულებებში არსებული პირობებიდან გამომდინარე შეუძლებელია იქ განთავსებული პატიმრებისთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა. არსებული მდგომარეობა ასევე არ იძლევა დაწესებულებებში მღრღნელებისა და პარაზიტების განადგურების საშუალებას. სახალხო დამცველის ინფრომაციით, მონიტორინგის დროს ბათუმის #3 დაწესებულებაში, რომლის ლიმიტიც არის 557, განთავსებული იყო 564 პატიმარი, ხოლო ზუგდიდის #4 დაწესებულებაში განთავსებული იყო 342 პატიმარი, მაშინ, როდესაც დაწესებულების ლიმიტი შეადგენს 305–ს. აქედან გამომდინარე, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებს ემატება გადატვირთულობაც, რაც კიდევ უფრო ამძიმებს პატიმრების ყოფას. ”მონიტორინგი მიმდინარეობდა ზამთრის განსაკუთრებით ცივ პერიოდში. ზუგდიდის და ბათუმის დაწესებულებებში არ არის დამონტაჟებული ცენტრალური გათბობის სისტემა, საკნების გათბობა ხდება ელექტროქურების მეშვეობით, რაც არასაკმარისია – მონიტორინგის დროს საკნებში იყო სიცივე. ზოგიერთ საკანში ელექტროქურა საერთოდ არ ჰქონდათ, ვინაიდან, პატიმრების თქმით, ადმინისტრაცია არ უზრუნველყოფს გათბობის საშუალების მიწოდებას. ასევე შეუძლებელია ამანათით გამათბობლის მიღება. პატიმართა განცხადებით, მაღაზიაში შეძენილი ქურები უხარისხოა და რამდენიმე კვირაში იწვება. განსაკუთრებით აუტანელი სიცივე იყო ბათუმის #3 დაწესებულების ქალთა განყოფილებაში, რომელიც ორ საკანს მოიცავს. ერთ–ერთი საკანი შედგება სამი ოთახისგან, თუმცა პატიმრებს ჰქონდათ ერთი ელექტროღუმელი და მორიგეობით ათბობდნენ ოთახებს, ხოლო მეორე შემთხვევაში, 38 კვ.მ. საკნის გასათბობად გამოიყენებოდა ერთი ელექტროღუმელი, რომელსაც ერთი ფაზა გადამწვარი ჰქონდა. პატიმრების გადმოცემით, ზუგდიდში საკნებს წყალი მიეწოდება დღეში სამჯერ, სხვადასხვა ხანგრძლივობით, მაქსიმუმ 3 საათით, ხოლო ბათუმში – დღეში ერთი საათით,” - წერია ომბუდსმენის ოფისის განცხადებაში. მონიტორინგის ჯგუფმა ბათუმის #3 დაწესებულებაში მოინახულა უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ზოგიერთ მათგანს არ ჰქონდა არც გადასაფარებელი, არც თეთრეული და არც კოვზი და თეფში. მათი თქმით, ადმინისტრაციამ ვერ უზრუნველყო აღნიშნული ნივთების მიწოდება. ორივე დაწესებულებაში პატიმრები სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან აღნიშნავენ, რომ მათთან მოპყრობა გაუმჯობესებულია და რაიმე მნიშვნელოვან პრეტენზიას თანამშრომელთა მიმართ არ გამოთქვამენ. მიუხედავად აღნიშნულისა, მონიტორინგის ჯგუფისთვის ზუგდიდის #4 დაწესებულებაში შესამჩნევი იყო პატიმართა დაძაბულობა საკნის კარის გაღების დროს – ყველა მათგანი სასწრაფოდ ზურგზე ხელებდაწყობილი დგებოდა ფანჯარასთან. სახალხო დამცველის ცნობით, ზუგდიდისა და ბათუმის ციხეებში შეზღუდულია გასეირნებისა და ხანმოკლე პაემნების ხანგრძლივობა. გარდა ამისა, სატელეფონო კავშირის უფლება კანონით დადგენილი ვადით უზრუნველყოფილია მხოლოდ ზუგდიდის #4 დაწესებულებაში, ხოლო ბათუმის #3 დაწესებულებაში, ისევე, როგორც წინა წლებში, არ არის სატელეფონო ხაზი და არც ტელეფონის აპარატებია დამონტაჟებული, შესაბამისად, პატიმრები, უკვე რამდენიმე წელია, ვერ სარგებლობენ კანონით მინიჭებული სატელეფონო საუბრის უფლებით. ომბუდსმენის ოფისის ცნობით, ეს არაერთხელ გამხდარა სახალხო დამცველის ყურადღების საგანი, თუმცა დღემდე პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდა. ომბუდსმენმა რუსთავისა და ბათუმის ციხეების ლიკვიდაციის რეკომენდაციით ხელისუფლებას ჯერ კიდევ 2009 წელს მიმართა. სრული ინფო(netgazeti.ge)
×
×
  • შექმენი...