Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. საქართველოში აშშ-ს ელჩი ჯონ ბასი “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების” შესახებ კანონში შესულ იმ ცვლილებებს გამოეხმაურა, რომელიც დაფინანსების რეგულაციებს… ლინკი მედიანიუსზე
  2. По неофициальным данным, HTC примет участие в запущенной Sony программе PlayStation Certified. На смартфонах и планшетах тайваньского производителя можно будет запускать игры от консолей PlayStation первого поколения. Ожидают, что о нововведении HTC сообщит в конце февраля. lenta.ru
  3. Еще неделю назад появление политического шоу на музыкальном канале объясняли интересом молодежи, но теперь гендиректор резко передумал: оказывается, это неинтересно. У Собчак другие данные. Она обиделась, в шутку хочет "учиться делать бутылки с зажигательной смесью", но всерьез готова искать новую площадку, ожидая при этом трудности. newsru
  4. Руководство телеканала MTV объяснило снятие с эфира шоу "Госдеп с Собчак". Как отмечается в пресс-релизе канала, решение приостановить съемки "Госдепа" было принято для уточнения формата программы и позиционирования канала. О закрытии шоу его ведущая Ксения Собчак сообщила днем 14 февраля. lenta.ru
  5. გასული თვეების განმავლობაში ტელეკომპანია “მაესტროს” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში დასკვნას გამოაქვეყნებს. როგორც… ლინკი მედიანიუსზე
  6. “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს 2012 წლის 13 თებერვალს ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში ისრაელის საელჩოს კუთვნილი ავტომანქანის აფეთქებას,… ლინკი მედიანიუსზე
  7. /get_img?ImageId=6347 საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ დღეს, 14 თებერვალს, გამოქვეყნებული კვლევის - "ელექტორატის პროფილის“ დიდი ნაწილი დემოკრატიულ ღირებულებებს შეეხება. კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკვეთილი ორი ძირითადი პოლიტიკური ძალის–ნაციონალური მოძრაობისა და ბიძინა ივანიშვილის გუნდის– მხარდამჭერებმა დემოკრატიის შესახებ კითხვებზე პასუხის დროს განსხვავებული შედეგები აჩვენეს. იმის მიუხედავად, რომ დემოკრატიას მმართველობის უკეთეს ფორმად ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა 80.9% და ივანიშვილის გუნდის 69.4% მიიჩნევს, დემოკრატიის ღირებულებების შესახებ პასუხებმა საპირისპირო შედეგი აჩვენა. კითხვაზე, რა უფრო მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ, ქვეყნის პრეზიდენტი უსმენდეს და აკეთდებდეს იმას, რასაც ხალხი მოითხოვს, თუ იმას, რაც მისი აზრით წარმატებას მოუტანს ქყვეყანას, მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა ეს ხალხს, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭეთა 60.6% პირველ მოსაზრებას ეთანხმება. ამავე მოსაზრებას ივანიშვილის გუნდის მხარდამჭერთა 79.5% ემხრობა. „ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას ხალხის მონაწილება არ არის აუცილებელი და გადაწყვეტილებების მიღება რამდენიმე სანდო და მცოდნე ლიდერის ხელშია“ - ნაციონალური მოძრაობის 53.1%, ხოლო ივანიშვილი გუნდის მხარდამჭერთა 33.3% ეთანხმება. „ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ ნებისმიერ ინდივიდსა და ორგანიზაციას აქვს უფლება, მოაწყოს სახელმწიფოს ნებისმიერი ინიციატივის საწინააღმდეგო აქცია?“ - აღნიშნულს ეთანხმება ნაციონალური მოძრაობის 40.1% და ივანიშვილის მხარდამჭერთა 55%. „ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად იმისა, თუ როგორი მრწამსი აქვს, უნდა ჰქონდეს საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა?“- ეთანხმება ნაციონალური მოძრაობის 82.5% და ივანიშვილის გუნდის მხარდამჭერთა 86.6%. „ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ ხელისუფლებამ კანონი უნდა დარღვიოს ზოგჯერ იმისთვის, რომ ბოროტმოქმედი დააკავოს?“ - ეთანხმება ნაციონალური მოძრაობის 59.4% და ივანიშვილის გუნდის მხარდამჭერთა - 44.3 %. საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ გამოკითხვა ჩატარდა 2011 წლის ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე საქართველოს ყველა რეგიონში. შერჩევა ჩატარდა შემთხვევითი მეთოდის მეშვეობით. გამოიკითხნენ 18-24 წლის, 40-50 წლისა და 60-70 წლის მოქალაქეები პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით, სულ 1058 ადამიანი. კითხვარი შედგებოდა 102 შეკითხვისგან. პროექტი განხორციელდა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით. სრული ინფო(netgazeti.ge)
  8. /get_img?ImageId=6346 “დროებით შედი, მერე ისევ გამოდი, იმაზე მეტი ყინვები, რაც უკვე იყო, აღარ იქნება. იმას გავუძელი, მით უმეტეს, ეს სამი–ოთხი დღეა მზიანი დღეებია, არ მცივა, საჭმელიც მაქვს, რაში მჭირდება დროებითი თავშესაფარი? არ ვიყინები, თითები მოსაჭრელი არ მაქვს, არც ხელები, არც ფეხები, დროებითი არაფერი მინდა,”– ამბობს ჟუჟუნა გოცაძე, რომელიც 4 წელია ვერის პარკში შვილთან ერთად ცხოვრობს. ზამთრის ყინვებს ნაცნობისგან ნაჩუქარი “დუბლიონკით” უმკლავდება, აქვს ლეიბი და საბანი, რომელსაც ღამით ჭადრაკის სასახლის წინ შლის, დღის მანძილზე კი თავისი გუდა–ნაბადი ერთი სკამის ირგვლივ აქვს თავმოყრილი. საჭმელს მოწყალებით მიღებული ფულით ყიდულობს, ასევე, ახლოს არსებულ კაფე–რესტორნებში იცნობენ და მისთვის არაერთხელ მიუტანიათ ცხელი სადილი. ქალბატონმა ჟუჟუნამ მერიის ინიციატივის შესახებ უსახლკაროებისთვის დრობითი თავშესაფრის გამოყოფის თაობაზე დღეს შეიტყო გამვლელებისგან და იმ ადამიანებისგან, ვისთანაც ბოლო 4 წლის მანძილზე ურთიერთობა აქვს. იგი 60 წლისაა, ჯერჯერობით არც პენსიას და არც სოციალურ დახმარებას იღებს. სოციალურად დაუცველის დახმარების მიღება სცადა, თუმცა, როგორც თავადვე ამბობს, კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა: “როგორც მითხრეს, არ მეკუთვნოდა სოციალური დახმარება იმიტომ, რომ ვერ ვაკმაყოფილებდი სოციალურად დაუცველის სტანდარტებს, ბინა უნდა გქონდესო, ბინა რომ მქონოდა, მაგათი დახმარება რაში დამჭირდებოდა?!” ჟუჟუნა გოცაძეს 2 შვილი ჰყავს - 35 წლის და 32 წლის– ქუჩაში მასთან ერთად უმცროსი ბიჭი ცხოვრობს, თუმცა ამ ბოლო დროს მეგობართან, რომელიც ერთ–ერთ ოფისში დარაჯად მუშაობს, ათევს ღამეს. უფროსი შვილი კი ციხიდან ფსიქიატრიულში გადაიყვანეს. “ის შედარებით კარგადაა, გასათევიც აქვს, ჭამაც, მოვლაც”. ქალბატონი ჟუჟუნა ქუჩაში 4 წლის წინ დარჩა, როცა ბინა გაყიდეს, მეუღლე მოსკოვში წავიდა, თანხის ნაწილი წაიღო და იქ გარდაიცვალა. თავად ფილოლოგია, თუმცა არასდროს უმუშავია. სახელმწიფო თავშესაფარში მისვლა არ უცდია: “მე ჩემი შვილებით უნდა წავიდე, სადაც წავალ, იქ რომ მივიდე, გამოდის, რომ ჩემს შვილებს უნდა დავემშვიდობო და ვუთხრა, რომ მე კარგად ვარ, ყველაფერი მაქვს. ასე არ შემიძლია, ჩვენ ოჯახი ვართ”. სრული ინფო(netgazeti.ge)
  9. Председатель совета директоров Вятка-банка Григорий Гусельников сообщил о проверках в финорганизации. Во все отделения кредитной организации пришли сотрудники Центробанка России, которые заинтересовались счетами нескольких компаний, в том числе фонда, созданного Никитой Белых, и юридической компании Навального. lenta.ru
  10. /get_img?ImageId=6342 სამომავლოდ მნიშვნელოვან კერძო და სახელმწიფო დაწესებულებების ინფორმაციულ უსაფრთხოებას თუ პრობლემები შეექმნება, მის მოგვარებაზე სახელმწიფო იზრუნებს. ხარვეზის აღმოფხვრისას კი მისთვის ხელმისაწვდომი იქნება კომპიუტერულ სისტემაში დაცული ინფორმაცია. საქართველოს პარლამენტის ურმავლესობის წევრებმა აღნიშნული საკითხის დასარეგულირებლად პარლამენტში წარმოადგინეს კანონპროექტი ”ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ.” კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო იზრუნებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებების ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვაზ­ე. დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე კი, შესაძლოა, სახელმწიფოს მიეცეს უფლება კერძო კომპანიების კომპიუტერულ სისტემებში დაცულ ინფორმაციაზე მიუწვდებოდეს ხელი. პარლამენტარების - კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი პარლამენტში გასულ კვირას დარეგისტრირდა, თუმცა, პირველი მოსმენა ჯერ არ გამართულა. სპეციალისტთა ნაწილი კანონპროექტს ”ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” ბუნდოვანს და გაურკვეველს უწოდებს და მიიჩნევს, რომ თუ მას ამჟამინდელი ფორმით მიიღებენ, კერძო ორგანიზაციების კომპიუტერულ სისტემებში დაცული მრავალი სახის ინფორმაცია ხელისუფლებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. კანონპროექტის მიხედვით, უნდა შეიქმნას ერთიანი სისტემა, რომლის საშუალებითაც ქვეყანა ერთობლივი ძალებით გაუმკლავდება კიბერსაფრთხეებს. კანონპროექტი ”ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” ამკვიდრებს ახალ ტერმინებსაც, როგორიცაა ”კრიტიკული ინფრასტრუქტურა”. ის გულისმხობს იურიდიული პირების, სახელმწიფო ორგანოებისა და საქმიანობის სფეროების ერთობლიობას, რომლის ინფორმაციული სისტემის ”უყწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვის ან/და ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის”. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტი ვალდებულია, იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ ”მონაცემთა გაცვლის სააგენტოს” წარუდგინოს მიღებული ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა, ისევე როგორც მასში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება. ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შექმნა კი სავალდებულო ხდება. გარდა ამისა, კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტები ვაკლდებულნი იქნებიან შექმნან ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცრის პოსტი, სადაც მომუშავე ადამიანი ვალდებული იქნება უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებაზე. კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების უფლება მხოლოდ ”მონაცემთა გაცვლის სააგენტოს” ექნება და ამ მომსახურების საფასური კონტრაქტით იქნება შეთანხმებული. კანონპროექტში ასევე წერია, რომ ნებისმიერ კიბერ-საფრთხეზე რეაგირების პასუხისმგებლობა ეკისრება იუსტიციის სამინსიტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ”სწრაფი რეაგირების ჯგუფს”. სწრაფი რეაგირების ჯგუფს კი უფლება აქვს, მოითხოვოს წვდომა კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტის ინფორმაციულ აქტივზე, ინფორმაციულ სისტემაზე, თუ ამგვარი წვდომა აუცილებელია მიმდინარე ან მომხდარ კომპიუტერულ ინციდენტზე სათანადო რეაგირებისათვის. კანონპროექტის მიზანი ავტორები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტმა ”ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” ხელი უდნა შეუწყოს ინფორმაციული უსაფრთხოების ეფექტურ დაცვას, რა მიზნითაც კანონპროექტი ადგენს ინფორმაციული უსაფრთხოების ძირითად სტანდარტებს და კიბერ–უსაფრთხოების განხორციელების სამართლებრივ და ინსტიტუციურ საფუძვლებს. კანონპროექტი ადგენს საჯრო და კერძო სექტორის უფლება-მოვალეობებს ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის სფეროში, ასევე განსაზღვრავს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელების სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებს, როგორიცაა კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტთა წრის დადგენა, ასევე აუდიტის, აქტივების ინვენტარიზაციის, ინფორმაციის კლასიფიცირების და სხვა ვალდებულებათა მონიტორინგის სისტემის შექმნა. კანონპროექტის ავტორების მოსაზრებით, ტექნოლოგიებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებასა და სახელმწიფოს მიერ მისი მოვალეობის განხორციელების პროცესში. თანამედროვე ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება კი დღითიდღე იზრდება. - ”აქედან გამომდინარე, არსებული სისტემების შეფერხებამ ან მათმა კომპრომეტირებამ შესაძლებელია მნიშვნელოვანი, ზოგიერთ შემთხვევაში კი გამოუსწორებელი, პოლიტიკურ-ეკონომიკური ზიანი მიაყენოს ქვეყანას, რისი ყველაზე ნათელი მაგალითი გახლდათ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული მასშტაბური კიბერ-შეტევა,” - წერენ კანონპროექტის განმარტებით ბარათში ავტორი პარლამენტარები. მიზანი - დიადი, კანონპროექტი - ბუნდოვანი სპეციალისტთა გარკვეული ჯგუფი მიიჩნევს, რომ კანონპროექტს ”ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” ”დიადი მიზნები აქვს,” თუმცა ძალიან ბუნდოვანი და გაურკვევლია, რომელიც გარკვეულ რისკებს აჩენს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი თამარ კორძაია ამბობს, რომ კანონპროექტში პირველ რიგში, გაურკვეველია ტერმინოლგია - კონფიდენციალური ინფორმაცია, შეზღუდული ინფორმაცია, არაკლასიფიცირებული ინფორმაცია. ”კანონპროექტის მესამე მუხლის მეხუთე პუნქტში წერია, რომ კანონის ეს დებულებები გავლენას არ ახდენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ იმ ნორმათა მოქმედებაზე, რომელიც არეგულირებს ინფორმაციის თავისუფლებას, პერსონალური მონაცემების დაცვას, პირადი და კომერციული საიდუმლოს დაცვას. საქართველოს კონსტიტუცია იცნობს ასეთ რაღაცას, რომ ინფორმაცია შეიძლება იყოს სახელმწიფო, კომერციული, ან პერსონალური საიდუმლო. გაურკვეველი რჩება, თვითონ ეს კანონი კონსტიტუციით დაცულ რომელ საიდუმლო ინფორმაციას იცავს. თვითონ ეს ინფორმაციული უსაფრთხოება რომელ კატეგორიას მიეკუთვნება - კომერციულს, სახელმწიფოს, თუ პირადს, ანუ ეს საკითხი ბუნდოვანია,” - ამბობს თამარ კორძაია. იურისტის მოსაზრებით, ეს არის ”ძალიან საშიში შესაძლებლობა” სახელმწიფოს მხრიდან, ჩაერიოს კერძო იურიდიული პირის საქმიანობაში. თამარ კორძაია ამბობს, რომ საკუთარი ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვა კერძო პირის ინტერესებში შედის და სახელმწიფო ამაში არ უნდა ერეოდეს. მისი აზრით, ამ კანონში ძალიან მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რატომ ერევა კერძო ბიზნესის ინტერესებში და რატომ მიაჩნია, რომ თუნდაც საბანკო სისტემის უსაფრთხოების დაცვაზე თვითონ უკეთ იზრუნებს, ვიდრე თავად ბანკები. მითუმეტეს, რომ ბანკს შეიძლება მილიონობით ზიანი მიადგეს თუ სისტემას არ დაიცავს. ”ამ ნაწილში მეტი დასაბუთება სჭირდება სახელმწიფოს, სხვა მხრივ ეს ჰგავს იმას, რომ სახელმწიფოს სურს ჩაერიოს კერძო სექტორის საქმიანობაში და ფლობდეს ინფრომაციას კერძო სექტორის კომპიუტერულ სისტემებში დაცულ ინფორმაციაზე. ქვეყანა იყოს დაცული - მიზანი მისაღებია, მაგრამ ამის მიღწევის გზები ძალიან გაურკვეველია, გარდა ამისა, ამ ყველაფერში ჩაერევა უშიშროების საბჭო, რომელიც დაადგენს უსაფრთხოების კრიტერიუმებს და მერე ამ კრიტერიუმებს დაამტკიცებს პრეზიდენტი,” - განუცხადა ”ნეტგაზეთს” თამარ კორძაიამ. კანონპროეტში არსბეულ ხარვეზებზე, ასევე, საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” იურისტი დიმიტრი ხაჩიძე. მისი თქმით, კანონპროექტის მეორე მუხლში წერია, რომ ”კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტად” სახელმწიფო უწყების გარდა შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი იურიდიული პირი, რომელთა ნუსხასაც განსაზღვრავს პრეზიდენტი კანონის მიღებიდან ექვს თვეში. ”მე მგონი, პირიქით იქნებოდა კარგი, ჯერ განგვესაზღვრა ვის ვიცავთ და რას ვიცავთ და კანონიც იმ პირების უშუალო მონაწილეობით მიგვეღო, ვისაც შეეხებოდა,”- უთხრა ”ნეტგაზეთს” დიმიტრი ხაჩიძემ. იურისტის მოსაზრებით, სახელმწიფო სტრუქტურამ [ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინსიტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტომ] უნდა დაიცვას თავისი ინფრომაცია, მაგრამ როცა ის ერევა კერძო სტრუქტურის უსაფრთხოების დაცვაში, აქ განსხვავებული რეგულაციებია საჭირო. დიმიტრი ხაჩიძე ასევე ამბობს, რომ კანონში ”ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” აუცილებლად უნდა ჩაიწეროს, რომ სახელმწიფომ ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვისას მიღებული კომერციული თუ პირადი საიდუმლო ინფორმაცია, არავის წინააღმდეგ არ გამოიყენოს, რაც კანონპროექტის ამჟამინდელ ვერსიაში არ არის. იურისტ თამარ კორძაიას კანონპროექტის ერთ-ერთ ნაკლად ისიც მიაჩნია, რომ იურიდიული პირისთვის კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტის სტატუსის მინიჭების პრეროგატივა პრეზიდენტს შესაბამისი ბრძანების გამოცემით მიეცემა და ეს თავად კანონში არ იქნება ჩაწერილი. ”გამოდის, რომ ეს შეიძლება ნებისმიერ იურიდიულ პირზე გავრცელდეს, რომელიც თავისი საქმიანობისას იყენებს კომპიუტერულ ტექნოლოგიებს,”- მიიჩნევს თამარ კორძაია. კანონპროექტში არსებული უზუზუსტობები ინტერნეტ-ტექნოლოგიების სპეციალისტი კონსტანტინ სტალინსკი ამბობს, რომ კანონპროექტში ”ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” არის მნიშვნელოვანი ტერმინოლოგიური შეცდომები და გარკვეულ საკითხთა შესახებ ინფორმაცია არასწორადაა წარმოდგენილი. სტალინსკის თქმით, ტერმინი არაკლასიფიცირებული ინფორმაცია არასწორი თარგმნის შედეგად მიღებული ტერმინია. ”Classified information – ნიშნავს "საიდუმლო ინფორმაციას". ზოგადად, ინფორმაციის კლასაიფიცირება არ შედის დაცვის სფეროში. მაგალითად, რომელიმე გამოცემის გარკვეული N სტატიისთვის X კატეგორიის მინიჭება ნიშნავს კლასიფიცირებას. ამას საერთო არაფერი აქვს Classified information-თან,” - ამბობს კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი. კონსტანტინ სტალინსკის შეფასებით, სახელმწიფო უწყება [მონაცემთა გაცვლის სააგენტო] არ უნდა აწარმოებდეს კერძო იურიდიული პირის ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტს. მისი თქმით, საზღვარგარეთ ამას კერძო კომპანიები მრავალი წელია უკეთ ართმევენ თავს და ხარისხიანი აუდიტის გამოცდილება საერთაშორისო კომპანიებსაც აქვთ. კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტის თქმით, წარმოდგენილი კანონპროექტი წარმოქმნის მრავალ კითხვაას. მაგალითად, ”რა უფლება-მოვალეობები ენიჭება მონაცემთა გაცვლის სააგენტოს? ექნება თუ არა მას უფლება მოითხოვოს კერძო კომპანიის სერვერებზე დაცული ინფორმაცია [მონაცემთა ბაზები]? კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის წაშლა უნდა შეუთანხმო თუ არა მონაცემთა გაცვლის სააგენტოს? ასევე ამ სააგენტოს მომსახურება კიბერსაფრთხის აღმოფხვრისას იქნება თუ არა ფასიანი და ა.შ.” კანონპროექტის ავტორები განმარტებით ბარათში წერენ, რომ აღნიშნული პროექტის მიღება და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სამართლებრივიდ რეგულირება ქვეყანას დაიცავს ისეთი კიბერსაფრთხეებიდან, როგორიც ქვეყანამ გადაიტანა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. კონსტანტინ სტალინსკის თქმით, საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში, გარდა საიტების გატეხვისა, მასობრივად იყო გამოყენებული DDoS attack. ასეთი ტიპის კიბერთავდასხმა გულისხმობს ვებგვერდზე 2-3 მილიონი IP მისამართის ხელოვნურ შესვლას, თითქოსდა ინფორმაციის მისაღებად. შედეგად ვერც სერვერი და ვერც ხაზის გამტარუნარიანობა ვერ უძლებს და ”ითიშება”. სპეციალისტის შეფასებით, მსგავსი ტიპის შეტევების პრევენცია წინასწარ შეუძლებელია, მითუმეტეს, პარლამენტში ამჟამად წარმოდგენილ კანონპროექტში გათვალსიწინებული ქმედებებით. /get_img?ImageId=6343 კანონპროექტი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ სრული ინფო(netgazeti.ge)
  11. ბიძინა ივანიშვილის იურისტთა ჯგუფი სამოქალაქო რეესტრს კანონდარღვევაში ადანაშაულებს. “ქართული ოცნების” ლიდერის პრესსამდივნოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის… ლინკი მედიანიუსზე
  12. Американский авианосец "Авраам Линкольн" в сопровождении эсминца и крейсера прошел через Ормузский пролив из Персидского залива в Аравийское море. Некоторое время за группой американских кораблей с расстояния в три километра следил иранский патрульный катер. На радарах также были замечены иранский БПЛА и вертолет. lenta.ru
  13. </p>/get_img?ImageId=6341 გოკა გაბაშვილი კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრი გოკა გაბაშვილი თურქეთსა და საქართველოს შორის შეთანხმებას კულტურული ძეგლების აღდგენასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს. "რაც შეეხება, საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, ჩვენ ვაფასებთ თურქეთის პოზიციას, რომ საშუალება მიეცემათ ქართველ სპეციალისტებს, აღადგინონ ოშკი და იშხანი. არის მზაობა გავაგრძელოთ საუბარი სხვა ძეგლებზე: იქნება ეს ხანძთა, იქნება ეს ოთხთა, ეს არის ჩვენი ისტორიული მისია და ვალდებულება. ჩვენ ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” გაბაშვილმა. მან ასევე აღნისნა, რომ საქართველო სხვა ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას არ არჩევს კონფესიური ნიშნით. “რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე ძეგლების აღდგენას, არსებული მეჩეთის მოვლას ახალციხეში და აზიზიეს მეჩეთის რეკონსტრუქციას, ესეც არის ჩვენი ერთ–ერთი ვალდებულება იმიტომ, რომ ჩვენ კულტურულ მემკვიდრეობას არ ვარჩევთ კონფესიური ნიშნით,” – განაცხადა გაბაშვილმა. ის, ასევე, გამოეხმაურა დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას განცხადებას ამ საკითხთან დაკავშირებით და მას სრულიად უპასუხისმგებლო უწოდა. “ყველამ მოვისმინეთ ბატონ ბაღათურიას უპასუხისმგებლო განცხადებები თურქეთის მხრიდან საქართველოს მტრობაზე, ექსპანსიასა და საქართველოს ჩაგვრის სურვილზე, რაც სრული აბსურდია. თურქეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანა და მრავალი თვალსაზრისით ჩვენი მჭიდრო პარტნიორია,” – აღნიშნა გაბაშვილმა. დღეს საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრმა და "ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ საპარლამენტო სხდომაზე აღნიშნა, რომ ბათუმში აზიზეის მეჩეთი თურქეთის ბატონობის სიმბოლო იყო. "ბათუმში აზიზიეს მეჩეთი თურქეთის ბატონობის სიმბოლო იყო. დღეს რის სიმბოლოდ შენდება ის?! – თურქებმა პოლიტიკურ-ეკონომიკური და იდეოლოგიური ექსპანსია განახორციელეს?! თურქები აჭარაში ყველა ბიზნესს ფლობენ და ველი, რომ აჭარაში მეჩეთებს მედრესები მოჰყვება" - განაცხადა ბაღათურიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას და იქვე დასძინა, რომ "ქვეყანაში უკვე 150 მეჩეთია". დეპუტატი ჯონდი ბაღათურია ასევე მიიჩნევს, რომ აჭარაში მეჩეთების მშენებლობას მედრესების მშენებლობაც მოჰყვება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  14. Полиция задержала участников несогласованной акции протеста у здания Центризбиркома РФ в Большом Черкасском переулке. В акции протеста принимали участие около 20 человек, которые выкрикивали лозунги и разбрасывали листовки. По данным полиции, некоторые участники митинга оказали сопротивление при задержании. lenta.ru
  15. Похороны певицы Уитни Хьюстон пройдут в субботу, 18 февраля. Певица будет похоронена в баптистской церкви "Нью-Хоуп" в Ньюарке, штат Нью-Джерси. В хоре этой церкви Хьюстон пела ребенком. Уитни Хьюстон умерла 11 февраля в Лос-Анджелесе. Причины смерти до сих пор не названы. lenta.ru
  16. საქრათველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. ხვალ იგი ზესტაფონს ეწვევა. ბაქრაძე მოსახლეობას შეხვდება და… ლინკი მედიანიუსზე
  17. В США стали известны лауреаты премии Vilcek, которая вручается одноименным фондом гражданам иностранного происхождения за вклад в развитие американских культуры и науки. Одним из лауреатов премии в 2012 году стал танцовщик Михаил Барышников, которого назвали величайшим артистом его поколения. lenta.ru
  18. Франция по итогам прошлого года побила собственный рекорд по экспорту вина и другого алкоголя. Зарубежные продажи спиртных напитков принесли экспортерам 10,1 миллиарда евро. Рост объема экспорта на 10 процентов в большей степени обусловлен увеличением продаж на 30 процентов в странах Азиатско-Тихоокеанского региона. lenta.ru
  19. США за пять лет планируют сэкономить пять миллиардов долларов за счет реструктуризации или закрытия программ закупки и разработки военной техники. Так, 1,4 миллиарда долларов планируется сэкономить на досрочном завершении закупки 1471 среднего боевого автомобиля, а 1,2 миллиарда - на отказе от разведсамолета Boeing. lenta.ru
  20. ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების” წევრი ლევან ვეფხვაძე სახელისუფლებო გუნდს ეკლესიის იგნორირებაში ადანაშაულებს. როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ეკლესიის… ლინკი მედიანიუსზე
  21. Предвыборные списки партий стали «бестселлерами» политической повестки Армении. Чем ближе выборы в парламент, тем цены на включение в пропорциональный список поднимаются.
  22. თბილისის მერიის ინიციატივით მოწყობილ თავშესაფრებში წუხელ მხოლოდ ოთხმა ადამიანმა გაათია ღამე. ხუთი თავშესაფარი უფასო სასადილოების ბაზაზე მერიამ გუშინ გახსნა და ისინი ყინვების დასრულებამდე იფუნქციონირებენ. ცხელი სადილი და ღამის გასათევი პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე უფასო სასადილოში სამმა ადამიანმა, ხოლო ვაკე–საბურთალოს რაიონის მუნიციპალიტეტში ერთმა ადამიანმა ითხოვა. როგორც გამგეობებში აცხადებენ, საინფორმაციო განცხადება სასადილოს ტერიტორიაზე გამოკრული არ არის და ინფორმაცია უსახლკაროებამდე პრესის საშუალებით უნდა მივიდეს. 58 წლის მანანა კარაპეტიანი უკვე ცხრა წელია უსახლკაროდაა დარჩენილი და თავს მოწყალებით ირჩენს. ამბობს, რომ თავშესაფრების თაობაზე ინფორმაცია არ გააჩნია: "არაფერი გამიგია თავშესაფრის შესახებ, ისედაც ვინ მიმიღებს? - ჩემი თავის მოვლა და სიარულიც კი არ შემიძლია. არანაირ დახმარებას არ ვიღებ, საპენსიო ასაკიც არ მაქვს. ამ დილას კანკალი ამივარდა სიცივისგან, მერე გოგოებმა შემიყვანეს მაღაზიაში და იქ ვიჯექი. "კათარზისში" მზარეული ჩემი ნაცნობია და მითხრა, რომ იქ მე არავინ მიმიღებს, ჩემი თავის მოვლა არ შემიძლია და არანაირი საბუთი არ მაქვს". უსახლკაროების ინფორმირების თვალსაზრისით სხვადასხვა გამგეობაში განსხვავებული მდგომარეობაა. “წუხელ ჩვენთვის არავის მოუმართავს, ინფორმაცია მერიისა და ტელევიზიების საშუალებით გავრცელდა, განცხადება არ გვაქვს გამოკრული და არანაირი დამატებითი ღონისძიებები არ ტარდება”, – განაცხადეს დიდუბე–ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში. ვაკე–საბურთალოს გამგეობის ინფორმაციით კი, მათი თანამშრომლები პატრულთან ერთად დადიან და უსახლკაროებს დახმარებას სთავაზობენ. მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ საქმეში ყველა მუნიციპალიტეტი ჩართულია და ის ოთხი ადამიანიც, რომლებმაც ღამე თავშესაფარში გაათიეს მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა ქუჩიდან მიიყვანეს. მერია მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მსგავსი შემთხვევის აღმოჩენის შემთხვევაში მერიის ცხელ ხაზზე დარეკონ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  23. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ძლიერი მტერი ჰყავს, რომელსაც ქვეყნის დიდი ნაწილი ოკუპირებული… ლინკი მედიანიუსზე
  24. Премьер-министр Китая Вэнь Цзябао пообещал увеличить участие своей страны в разрешении долгового кризиса в еврозоне. Об этом он заявил в ходе переговоров с лидерами Евросоюза в Пекине. По словам Вэня, Китай хочет, чтобы ЕС - крупнейший торговый партнер КНР - "сохранял стабильность и процветание". lenta.ru
  25. Президент Украины Виктор Янукович сменил секретаря Совета национальной безопасности и обороны страны. Вместо Раисы Богатыревой Совбез, согласно президентскому указу, теперь возглавляет Андрей Клюев, ранее занимавший пост первого вице-премьера в правительстве страны. Богатырева, в свою очередь, назначена министром здравоохранения. lenta.ru
×
×
  • შექმენი...