planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
Клиент Twitter копирует контакт-листы владельцев смартфонов и отсылает их на удаленный сервер, где они хранятся 18 месяцев, подтвердили представители сервиса. Это происходит, когда пользователь нажимает в программе кнопку "Поиск друзей". При этом Twitter не уведомляет пользователя об операции переноса. lenta.ru
-
На мартовском моторшоу в Женеве компания Lotus пообещала "сорвать крышу". Вероятно, в Женеве дебютирует версия спорткара Lotus Evora со складывающимся мягким верхом. По предварительной информации, механизм складывания крыши будет унифицирован с будущей открытой модификацией суперкара Esprit. lenta.ru
-
16 თებერვალს, 10.00 საათზე, სასტუმრო `რედისონ ბლუ ივერიაში’ საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრების ოფიციალური შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია. 16 თებერვალი, 11:00 საათზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო, ნოტარიუსთა პალატა და ეროვნული არქივი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ. მის: ქ. რუსთავი, იუსტიციის სახლი საკონტაქტო პირი ნანა – 593 33 18 18; ეკა – 577 61 33 53, გიორგი – 577 61 55 85 16 თებერვალს, 12:00 საათზე, სასტუმრო ‘ქორთიარდ მარიოტის’ წვეულებათა დარბაზში მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების პეტიციაზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. 16 თებერვალს, 12:00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ჩერქეზული კულტურის ცენტრი დაფუძნდება. მის: სანაპიროს ქ. #4 16 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება. კომიტეტის სათათბირო ოთახი #239 16 თებერვალს, 13:00 საათზე, ‘ლეიბორისტული პარტიის’ ოფისში სოსო შატბერაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ‘საგანგებო მიმართვა დიპლომატიურ კორპუსს’. 16 თებერვალს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება. კომიტეტის სათათბირო ოთახი (#648) 16 თებერვალს, 14:00 საათზე, პოლიტიკურიპარტია ‘სალომე ზურაბიშვილი –საქართველოს გზის’ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე მამუკა ბალიაშვილი პარტიის ოფისში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ‘მედიის მდგომარეობა საქართველოში’. მის: ვ. ბარნოვის ქ. #60 16 თებერვალს, 14:00 საათზე, ‘თავისუფალი საქართველოს’ თავმჯდომარე კახა კუკავა და პარტიის სხვა წარმომადგენლები გლდანში შეხვედრას გამართავენ. თემა: ‘#33 პოლიკლინიკის დახურვა’. მის: გლდანი, VII მ/რ 16 თებერვალს, 14:00 საათზე, ‘პრაიმ ტაიმის’ პრესკლუბში სტუმრად იქნება ‘დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს’ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. 16 თებერვალს, 15:00 საათზე, ‘თავისუფალი საქართველოს’ წარმომადგენლები ავჭალაში № 27 და № 29 პოლიკლინიკის თანამშრომლებს შეხვდებიან. 16 თებერვალს, 15:00 საათზე, კიკვიძის ბაღის ცენტრალურ შესასვლელთნ, ‘გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფისა’ და ‘ეკოლოგიური სამართლის ცენტრის’ ორგანიზებით, კიკვიძის ბაღის გაჩეხვისა და მის ტერიტორიაზე პოლიციის შენობის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართება. 16 თებერვალს, 15:00 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ფრიდონ თოდუა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე საექთნო განათლების სისტემის სრულყოფის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავენ. ჯანდაცვის კომიტეტის სათათბირო ოთახი 16 თებერვალს, 16:00 საათზე, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში სხდომა გაიმართება. მის: დ. აღმაშენებლის ხეივანი, 13 კმ 16 თებერვალს, 17:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გაერთიანებული სხდომა გაიმართება. პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი 16 თებერვალს, 19.00 საათზე, თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრში სპექტაკლის ‘წერილები ღმერთს’ განხილვა გაიმართება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/gexeba-300x2101.jpgარასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მედიაში მომუშავე პირები და საზოგადოების წევრები ხვალ, 12 საათზე „ქორთიარდ მერიოტში“ პეტიციას მოაწერენ ხელს. პეტიცია ღიაა ხელმოწერებისათვის არასამთავრობო ორგანიზაციების, მედია საშუალებების წარმომადგენლების, ექსპერტებისა და რიგითი მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ გამოხატავენ არცერთი პოლიტიკური სუბიექტის ინტერესს. სურვილის შემთხვევაში, ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ იმ ორგანიზაციებსაც, რომლებიც ხელს არ აწერენ აღნიშნულ პეტიციას. არჩევნების თემაზე მომუშავე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წამოიწყეს კამპანია „ეს შენ გეხება”, რომლის ფარგლებშიც ისინი მოითხოვენ დღეს მოქმედ საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მოამზადეს პეტიცია, ექსპერტებმა კი საკანონმდებლო წინადადების პაკეტი, რომელსაც კამპანიის მონაწილეები ფართო საზოგადოებას ა.წ. 16 თებერვალს, ხოლო საქართველოს პარლამენტს 17 თებერვალს წარუდგენენ. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საკანონმდებლო წინადადებების პაკეტის გაცნობისა და პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვების ცერემონია გაიმართება ა.წ. 16 თებერვალს (ხუთშაბათს), 12:00 საათზე, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტის წვეულებათა დარბაზში. იხილეთ epn.ge
-
http://rustavi2.com/news_photos/02_12/59995.jpgდიმიტრი შაშკინმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა გამართა. განათლების მინისტრი, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის, მოადგილეს განათლებისა და კულტურის დარგში - ანა სტოკს - შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს და რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ სიახლეებს. განსაკუთრებული აქცენტები პროგრამაზე ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” გაკეთდა, რომელიც გასულ წელს დაინერგა და, მეორე წელია, წარმატებით ხორციელდება. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/15022012623-225x300.jpgბათუმში დიდი სამამულო ომის დროს გარდაცვლილთა საპატივსაცემოდ აგებულ ობელისკს ანგრევენ და მის ნაცვლად საბაგიროს აგებას გეგმავენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ „ლეიბორისტული პარტიის“ აჭარის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მირიან ბერაძემ განუცხდა, აღნიშნული ობელისკის დანგრევა უკვე დაიწყეს. „1941-45 წლებში დიდი სამამულო ომის დროს გარდაცვლილთა საპატივსაცემოდ აგებულ ობელისკს ანგრევენ, რათა ააგონ საბაგირო მთაზე ასასვლელად, რადაგან იქ თურქული სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს,“- განაცხდა ბერაძემ. მისი თქმით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საბაგიროს აგება შესაზლოა მიზეზი იყოს და ობელისკის ადგილზე სინამდვილეში მეჩეთის აშენება იგეგმება. „საბაგირო დიდი ხანის აშენებული უნდა ყოფილიყო. ამ ყველაფერს საეჭვოდ დაემთხვა ობელისკის დანგრევა. მით უფრო, რომ ობელისკის გვერდით არის თავისუფალი ადგილი, სადაც საბაგირო თავისუფლად განთავსდება. სწორედ ეს იწვევს ეჭვს, რომ ამ ადგილას მეჩეთის აგებას გეგმავენ“- განაცხდა ბერაძემ. იხილეთ epn.ge
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 20:06 15.02.2012 საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებს შორის მიმდინარე მოლაპარაკების სამართლებრივ და მორალურ მხარეს ქართველი იურისტები უარყოფითად აფასებენ და აცხადებენ, რომ ესაა საზოგადოებისა და საქართველოს ეკლესიის ზურგს უკან, კონსტიტუციის უგულებელყოფით მიმდინარე პროცესი. http://4.bp.blogspot.com/-B39ZE1g4_So/TzvhnfhBioI/AAAAAAAAGNk/b9yI9kA6m2M/s200/tea%2Bculukiani.jpgკითხვებზე - რამდენად შესაბამისობაშია კანონთან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული პასუხი და მაქვს თუ არა ადმინისტრაციული წესით გასაჩივრების საფუძველი? მივმართე საერთაშორისო სამართლის სპეციალისტს თეა წულუკიანს, რომელიც ამავდროულად “თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილეა და ადვოკატ მამუკა ნოზაძეს. შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში 30 იანვარს შემდეგი კითხვები ჩავაბარე: 1.რა ეტაპზეა თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ - მოეწერა თუ არა ხელი ხელშეკრულებას? თუ მოეწერა, მაშინ, გთხოვთ მაცნობოთ, როდის და ვინ მოაწერა ხელი; 2.შეიცვალა თუ არა ხელშეკრულების პირობები? ხელისუფლების წევრების (ნიკა ვაჩეიშვილი, ნინო კალანდაძე) მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებების მიხედვით, თურქეთის ტერიტორიაზე 4 ქართული ძეგლის აღდგენის სანაცვლოდ საქართველოში 3 მუსულმანური ძეგლის რესტავრაცია და ბათუმში 1 მეჩეთის აშენება იყო გათვალისწინებული. 3.თუ ხელშეკრულების პირობები შეცვლილია, მაშინ, გთხოვთ, მაცნობოთ მასში შეტანილი ცვლილებების შესახებ“. აი, ამ კითხვებზე საგარეო სამინისტროს საჯარო ინფორმაცის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა, ირაკლი ქოიავამ მიპასუხა: “საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში არსებული თურქული კულტურული უძრავი ქონებისა და თურქეთის რესპუბლიკაში არსებული ქართული კულტურული უძრავი ქონების აღდგენის შესახებ“ ოქმი დღეის მდგომარეობით გაფორმებული არ არის. აღნიშნული ოქმის პროექტზე მხარეთა პოზიციების შეჯერების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები. რაც შეეხება ოქმის პირობებს, გაცნობებთ, რომ საერთაშორისო ხელშეკრულების შინაარსი მის ოფიციალურად გაფორმებამდე არ ექვემდებარება გასაჯაროებას. “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7-ე მუხლის მე-3-ე პუნქტის “ა“ ქვეპუნქტისა და “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის N42 ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის 4.1 და 4.1.1 პუქტებიდან გამომდინარე. ამასთანავე გაცნობებთ, რომ “საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, საერთაშორისო ხელშეკრულების გამოქვეყნება შესაძლებელია მისი ძალაში შესვლის შემდეგ“. მაშ, ასე - კითხვაზე, რამდენად შესაბამისობაშია კანონთან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული პასუხი? თეა წულუკიანის პასუხი ასეთია: “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს ინფორმაციათა კატეგორიას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებად შეიძლება იქნეს მიჩნეული. საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილის მიხედვით, საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებული ოქმი და მისი პირობები სახელმწიფო საიდუმლოებაა, ამ კანონის მე-7-ე მუხლის მე-3-ე “ა“ ქვეპუნქტის თანახმად. არადა, ამ ქვეპუნქტის დებულება ეხება იმ ინფორმაციას, რომელიც საგარეო ურთიერთობათა სფეროს განეკუთვნება, ეხება საგარეო პოლიტიკასა და საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებს და მათი წინასწარი გამჟღავნება ზიანს მოუტანს სახელმწიფო ინტერესებს. ამ მუხლის საფუძველზე საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებული ოქმის სრული გასაიდუმლოება აბსურდია, რადგან ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ არის გამოცხადებული ის ფაქტი, რომ საზოგადოებამ იცოდეს მისი სახელით რა დათმობებზე წავიდა ხელისუფლება თურქეთთან მოლაპარაკებებში და შეიძლებოდა თუ არა, რომ მოლაპარაკებები თავიდანვე სხვა მიმართულებით წასულიყო, მოგვეთხოვა უფრო მეტი, ვიდრე მივიღეთ და ვიცოდეთ სხვა თუ არაფერი, რა მივიღეთ კონკრეტულად - თურქეთის ფულით დაფინანსებული მეჩეთი საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც თურქეთის საკუთრება იქნება? მეჩეთი თუ კულტურული ცენტრი? თუ მეჩეთია, იქნება თუ არა მოქმედი? როგორი კონსტრუქცია იქნება? ვინ უნდა იყოს არქიტექტორი - ქართველი თუ თურქი და ა.შ... გარდა ამისა, ხელისუფლებას ავიწყდება, რომ საკუთარი ხალხის ზურგს უკან გამართული მოლაპარაკების ხანა წარსულს ჩაბარდა და დემოკრატიული საზოგადოებები ამგვარი მოლაპარაკებების ხერხს არ მიმართავენ, საზოგადოებრივი კრიტიკის თავიდან ასაცილებლად“. იმაზე, მაქვს თუ არა იმის საფუძველი, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული პასუხი ადმინისტრაციული წესით გავასაჩივრო, ადვოკატი მამუკა ნოზაძე ამბობს, რომ გასაჩივრების სამართლებრივ საფუძველს საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლი მაძლევს, რომელშიც აღნიშნულია: “საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას“. მამუკა ნოზაძე: “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული პასუხი დაუსაბუთებელი და უკანონოა, იმის გამო, რომ საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის თანახმად, ნებისმიერ პირს უფლება აქვს მიიღოს ის ინფორმაცია, რომელიც მისი ინტერესის სფეროში შედის, რომელიც ეხება პირადად მას, ან რომელიც წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის სფეროს. კონკრეტულ შემთხვევაში ის საკითხი, რასაც თქვენ ითხოვთ, ეხება ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას და ამავდროულად, წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის საგანს. ამ შემთხვევაში, საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ შეიძლება დამალოს ეს ინფორმაცია და აპელირება გააკეთოს საქართველოს კანონით “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ და “საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით, ვინაიდან ეს კანონები არის მიმდინარე, ჩვეულებრივი კანონები და მათზე იერარქიულად უფრო მაღლა დგას საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამ ფარული გარიგების საფუძველზე თურქეთთან საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ხელშეკრულების გაფორმებას ცდილობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ მოლაპარაკების დეტალები დაფარული და გასაიდუმლოებული არ იქნებოდა. ამასთან, 9 თებერვალს საპატრიარქოს მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ ზემოხსენებული მოლაპარაკების პროცესში საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს ეკლესიისთვის აზრი არ უკითხავს, რაც არის 2002 წელს სვეტიცხოველში სახელმწიფოსა და საქართველოს ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების უხეში დარღვევა. კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად, სახელმწიფო და ეკლესია ერთობლივად ზრუნავენ ისტორიულ-კულტურული ფასეულობების მქონე საეკლესიო ნაგებობების მოვლა-პატრონობისთვის“. საგარეო საქმეთა სამინისტროდან 14 თებერვალს მიღებულ პასუხს ადმინისტრაციული წესით ხვალ, 16 თებერვალს გავასაჩივრებ. აქვე მადლობას ვუხდი ადვოკატ მამუკა ნოზაძეს, რომელიც საჩივრის მომზადებაში მეხმარება. "ობიექტივი" http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
Билли Боб Торнтон выступит в качестве режиссера и автора сценария фильма "And Then We Drove" ("И тогда мы поехали"). Картина позиционируется как роуд-муви, причем на ее создание Торнтона вдохновили в том числе взаимоотношения с Анджелиной Джоли. Продюсировать новую ленту будет компания Александра Роднянского AR Films. lenta.ru
-
http://rustavi2.com/news_photos/02_12/59994.jpgპარლამენტის თავმჯდომარე, დღეს, ზესტაფონის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა ცენტრალურ ბაღში გაიმართა. დავით ბაქრაძემ ადგილობრივებს მთავრობის 2012 წლის გეგმები გააცნო. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, იგეგმება რეგიონის სოფლებში გზების დაგება, სკოლების რეაბილიტაცია, წყლის სისტემის გამოცვლა, რის შემდეგაც უკვე რაიონს 24-საათაიანი წყალმომარაგება ექნება. დავით ბაქრაძემ სადაზღვევო სისტემაზეც ილაპარაკა და განმარტა, რომ შეიქმნება სპეციალური სამსახური, რომელიც კომპანიების მუშაობას გააკონტროლებს. დღესვე, პარლამენტის თავმჯდომარე ზესტაფონში საციგურაო მოედნის მშენებლობის დაწყებას დაესწრო. View the full article
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 17:06 08.02.2012 თურქეთ-საქართველოს სახელმწიფოებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს, რომელიც ითვალისწინებს თურქეთის ტერიტორიაზე ოშკისა და იშხანის აღდგენის სანაცვლოდ ბათუმში “აზიზიეს მეჩეთის“ აშენებასა და ახალციხის რაბათის კომპლექსის ტერიტორიაზე “აჰმედიეს მეჩეთის“ რესტავრაციას, გრიფით საიდუმლო ადევს. http://4.bp.blogspot.com/-Rj288CT8WFI/TzvgjONKP0I/AAAAAAAAGNY/hgpJ2cNmLLE/s200/63574_179485522070157_100000261328287_571562_125180_n.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გარკვეული კითხვებით წერილობით მივმართე, რომელზეც დღეს მივიღე წერილობითი პასუხი. საგარეოდან მიღებულ პასუხს უცვლელად გთავაზობთ, მაგრამ მანამდე უპრიანია წაიკითხოთ ის კითხვები, რომელი სამინისტროში 30 იანვარს ჩავაბარე: “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37, 38 და 40 მუხლების თანახმად, გთხოვთ, მაცნობოთ: -რა ეტაპზეა თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ - მოეწერა თუ არა ხელი ხელშეკრულებას? თუ მოეწერა, მაშინ, გთხოვთ მაცნობოთ, როდის და ვინ მოაწერა ხელი; - შეიცვალა თუ არა ხელშეკრულების პირობები? ხელისუფლების წევრების (ნიკა ვაჩეიშვილი, ნინო კალანდაძე) მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებების მიხედვით, თურქეთის ტერიტორიაზე 4 ქართული ძეგლის აღდგენის სანაცვლოდ საქართველოში სამი მუსულმანური ძეგლის რესტავრაცია და ბათუმში ერთი მეჩეთის აშენება იყო გათვალისწინებული. - თუ ხელშეკრულების პირობები შეცვლილია, მაშინ, გთხოვთ, მაცნობოთ მასში შეტანილი ცვლილებების შესახებ“. საქართველოს საგარეო სამინისტროდან 14 თებერვალს ჩემს კითხვებზე მიპასუხა საჯარო ინფორმაცის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა, ირაკლი ქოიავამ: “თქვენი ამა წლის 30 იანვრის განცხადების პასუხად გაცნობებთ რომ “საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში არსებული თურქული კულტურული უძრავი ქონებისა და თურქეთის რესპუბლიკაში არსებული ქართული კულტურული უძრავი ქონების აღდგენის შესახებ“ ოქმი დღეის მდგომარეობით გაფორმებული არ არის. აღნიშნული ოქმის პროექტზე მხარეთა პოზიციების შეჯერების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები. რაც შეეხება ოქმის პირობებს, გაცნობებთ, რომ საერთაშორისო ხელშეკრულების შინაარსი მის ოფიციალურად გაფორმებამდე არ ექვემდებარება გასაჯაროებას. “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7-ე მუხლის მე-3-ე პუნქტის “ა“ ქვეპუნქტისა და “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის N42 ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის 4.1 და 4.1.1 პუქტებიდან გამომდინარე. ამასთანავე გაცნობებთ, რომ “საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, საერთაშორისო ხელშეკრულების გამოქვეყნება შესაძლებელია მისი ძალაში შესვლის შემდეგ“. საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული პასუხი დღესვე გადავუგზავნე იურისტებსა და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებს. ხვალისთვის ველოდები მათ პასუხს და თუ გაირკა, რომ თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულების გასაიდუმლოება არ შეესაბამება კანონმდებლობას, ამ საკითხს ადმინისტრაციული საჩივრით გავასაჩივრებ და თუ მაინც ვერ მივიღებ პასუხს კითხვებზე, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს, საქალაქო სასამართლოში სარჩელს შევიტან. "ობიექტივი" http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
</p>/get_img?ImageId=1470 პოლიტოლოგ გია ნოდიას უჭირს შეაფასოს, რამდენად ეფექტური იქნება ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის საინიციატივო ჯგუფის პოლიტიკური მოღვაწეობა. მისივე თქმით, ძირითადი შთაბეჭდილება არის ის, რომ ამ ხალხს ერთმანეთთან არაფერი აკავშირებთ, გარდა იმისა, რომ ისინი ივანიშვილმა შეარჩია. “აქ არიან ადამიანები, რომლებიც საზოგადოებისთვის მეტნაკლებად ცნობილნი არიან, მაგრამ ძირითადი შთაბეჭდილება არის ის, რომ ამ ხალხს ერთმანეთთან არაფერი აკავშირებთ, გარდა იმისა, რომ ისინი ივანიშვილმა შეარჩია, ანუ რამდენად შეუძლიათ მათ იყვნენ გუნდი, ეს სრულიად გაურკვეველია, მაგრამ ფაქტია, რომ ესენი არიან ერთი ადამიანის მიერ შერჩეული პირები, რომლის მისეული შეფასების კრიტერიუმი არ არსებობს,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ნოდიამ. ნოდია საინიციატივო ჯგუფთან დაკავშირებით ორ შეკითხვას გამოყოფს: რა არის პარტიის მიმართულება, ერთის მხრივ, და მეორე - რამდენად ქმედითუნარიანი იქნება ის, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია. “არც ერთ ამ შეკითხვაზე ამ ადამიანების ჩამონათვალი პასუხს არ სცემს. ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვით. ერთი მხრივ, გასაგებია, იყო კომენტარები, რომ ახალი სახეები უნდა საზოგადოებას და ა.შ და ამიტომ ეს კარგია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არანაირი დამოუკიდებელი პოლიტიკური მოქმედების უნარები მათ არ გამოუვლენიათ ჯერჯერობით. შესაბამისად, კითხვის ნიშანია - რამდენად ქმედუნარიანი იქნებიან ისინი, როგორც პარტია. პრობლემა არის ისიც, რომ მათი იდეა რაში მდგომარეობს, ეს არ არის ცნობილი. გასაგებია, რომ ამბობენ, ეს მთავრობა უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით. მაგრამ სხვა იდეა ჯერჯერობით არ გავრცელებულა,” – აღნიშნა ნოდიამ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 20:06 15.02.2012 ილგარ მამედ-ზადემ გასული წლის 15 სექტემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რვა ადამიანის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. მამედ-ზადეს სხეულის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით გამოძიება დაიწყო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა. ეს ინფორმაცია ილგარ მამედ-ზადეს უფლებების დამცველმა, ადვოკატმა თედო კობახიძემ მომაწოდა. http://1.bp.blogspot.com/-thGrKOfKZTQ/TzvfDBoPaxI/AAAAAAAAGNM/1MflRiOojzs/s200/patimari.jpgშეგახსენებთ, რომ 2011 წლის 15 სექტემბერს მსჯავრდებულ ილგარ მამედ–ზადეს, რუსთავის N17 საპატიმრო დაწესებულების დირექტორი ლაშა ბრეგვაძე და მისი მოადგილე, დავით ბუხრაშვილი, ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შესახებაც ჩვენთვის ცნობილი გახდა უშუალოდ მამედ–ზადეს მიერ სახალხო დამცველის სახელზე დაწერილი 4–გვერდიანი განცხადება–საჩივრიდან. მამედ–ზადეს ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ზემოხსენებულ საპატიმრო დაწესებულებაში აურ–ზაური მოჰყვა – 21 სექტემბერს პატიმრებმა ის ეგრეთ წოდებული მაყურებლები სცემეს, რომლებმაც დაწერეს, რომ მამედ–ზადემ 15 სექტემბერს თვითდაზიანებები მიიყენა. საპატიმრო დაწესებულებაში მომხდარი არეულობის შესახებ ინფორმაცია 22 სექტემბერს, გელა ნიკოლაიშვილისგან შევიტყვეთ. მან აღნიშნა ისიც, რომ ის პატიმრები, რომლებმაც “მაყურებლები“ სცემეს, არეულობის შემდეგ სხვადასხვა საპყრობილეებში გადაანაწილეს. ადვოკატ თედო კობახიძის განმარტებით, მსჯავრდებულ ილგარ მამედ-ზადეს რეჟიმიც დაუმძიმეს და 2012 წლის 4 იანვარს რუსთავის N17 საპატიმრო დაწესებულებიდან რუსთავის N6 საპყრობილეში გადაიყვანეს - “რა გახდა მისთვის რეჟიმის დამძიმების მიზეზი, ამის შესახებ ინფორმაცია დავით მარგებაძისგან წერილობით გამოვითხოვე და ახლა პასუხს ველოდები“. იმათ შორის, ვის წინააღმდეგაც მამედ-ზადემ ჩვენება მისცა, არის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გაგა მკურნალიძე; ასევე რუსთავის N17 საპატიმრო დაწესებულების დირექტორი, ლაშა ბრეგვაძე, მისი მოადგილეები: ავთანდილ კენკებაშვილი და დავით ბუხრაშვილი; რეჟიმის უფროსი ბადრი ფანქველაშვილი , დაწესებულების იმჟამინდელი მთავარი ექიმი და სახალხო დამცველის წარმომადგენელი ოთარ კვაჭაძე. “ამასთან, ახლა გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ გასული წლის 17 სექტემბერს ლაშა ბრეგვაძეს მიუმართავს სასჯალაღსრულების საგამოძიებო დეპარტამენტის თავმჯდომარისთვის, გიორგი გვარჯალაძისთვის, რომ თითქოს მამედ-ზადემ სხეულზე დაზიანებები განზრახ მიიყენა. ახლა საქმეს იძიებს ამავე დეპარტამენტის გამომძიებელი, ვასილ გოგიშვილი. სანამ მამედ-ზადე ჩვენებას მისცემდა, გოგიშვილმა მას ასეთი რამ შესთავაზა - “თუ დაწერა, რომ თვითდაზიანებები მიიყენე, საქმეს შევწყვეტთო“. მამედ-ზადემ მოითხოვა ჩემი თანდასწრებით დაეკითხათ და თებერვლის დასაწყისში ასეც მოხდა“, - ამბობს თედო კობახიძე. მისივე აზრით, სასჯალაღსრულების საგამოძიებო დეპარტამენტის გამოძიებული საქმე არ იქნება ქმედითი, ჯეროვანი და ობიექტური, რადგან მამედ-ზადეს ჩვენება უშუალოდ ამ უწყების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აქვს მიცემული. “ამიტომ, პროკურატურას კიდევ ერთხელ მივმართავ, რომ მათ დაიწყონ გამოძიება. დღეს ილგარ მამედ-ზადემ სახალხო დამცევლს გიორგი ტუღუშს წერილი გაუგზავნა, რომელშიც იგი სახალხო დამცველისგან ითხოვს გასული წლის სექტემბერში მის მიერ დაწერილი განცხადებები და ახსნა-განმარტებები გახდეს საჯარო და შესაბამისი მსვლელობა მიეცეს. ამავე წერილში მამედ-ზადე აღნიშნავს, რომ მას აქვს უშაულოდ გიორგი ტუღუშის იმედი, რომელსაც სთხოვს პატიმრის სანახავად გაგზავნოს ისეთი თანამშრომელი, რომელიც ვითარებას რეალურად ასახავს“, - აღნიშნა თედო კობახიძემ. აქვე შეგახსენებთ, რომ გასული წლის 27 სექტემბერს მოვამზადე და გამოვაქვეყნე წერილი სათაურით - ილგარ მამედ–ზადე მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვას ითხოვს. ამ წერილში აღნიშნული იყო და მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ 15 სექტემბრის ინცინდენტის დეტალების შესახებ მსჯავრდებულმა 16-ში სახალხო დამცველს განცხადება-საჩივარი გაუგზავნა, მაგრამ შემდეგ თავადვე მოითხოვა ამ ახსნა-განმარტებას შემდგომი მსვლელობა არ მისცემოდა, რაც 27 სექტემბერს თედო კობახიძისადმი მიწერილ წერილში ასე ახსნა: “16 სექტემბრის განცხადებას, რაც შეეხება (ვინაიდან მაქვს ინფორმაცია, რომ აღნიშნულ განცხადებას თუ მივცემ მსვლელობას, შეიძლება ჩემს ოჯახს შეექმნას საფრთხე), ამ ეტაპზე არ ვაპირებ აღნიშნულ განცხადებას მივცე შემდგომი რეაგირება... მინდა აცნობოთ ქვეყნის პირველ პირს და ყველა შესაბამის უწყებას, რომ დაიცვან ჩემი ოჯახის უსაფრთხოება და ასევე უზრუნველყონ ჩემი უსაფრთხოებაც“. რა შინაარსის განცხადებას გაავრცელებს სახალხო დამცველის ოფისი, ჩვენთვის მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მათთან მივა მამედ-ზადეს გაგზავნილი წერილი. მანამდე კიდევ ერთხელ გთავაზობთ 2011 წლის 16 სექტემბერს, სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის სახელზე დაწერილი განცხადება-საჩივრის შინაარსს, რომლის შემდგომ მსვლელობაზე პატიმარმა უარი თქვა: “2008 წლის აგვისტოდან სასჯელს ვიხდი რუსთავის N17 დაწესებულებაში. მოგახსენებთ, რომ სასჯელის მოხდის დაწყების დღიდან დღემდე რაიმე დარღვევა არ ჩამიდენია და ვემორჩილები ციხის შინაგანაწესს, რაც კანონით არის განსაზღვრული. ამა წლის 15 სექტემბერს შემხვდა ციხის უფროსი, ლაშა ბრეგვაძე და მითხრა – “რატომ ეკითხები სახელს ჩემს ახალ თანამშრომელსო“, რაზედაც მე მას ვუპასუხე, რომ შემხვდა ახალი თანამშრომელი და მინდოდა სახელი მცოდნოდა, იქიდან გამომდინარე, რომ ზრდილობის ამბავია, ადამიანს მიმართო მისი სახელით, რაზედაც ბატონმა ლაშამ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მომმართა. მე ციხის უფროსს ვუთხარი რომ ტყუილად შეურაცმხყოფდა და ვთხოვე, რომ არ მოეყენებინა შეურაცხყოფა. ლაშა ბრეგვაძემ ჩემი თხოვნის და სამართლიანი მიმართვის (არ გამოეყენებინა შეურაცხყოფა) შემდეგ კვლავ გააგრძელა ჩემი დამცირება და ამიყვანა თავის ოთახში, სადაც შესვლისთანავე მოიხსნა საათი, სათვალე და უსაფრთხოების სამსახურის დაახლოებით 6–7 თანამშრომელთან ერთად დამიწყო უმოწყალოდ ცემა. მე ვთხოვდი შეეწყვიტათ ჩემი ცემა. თუმცა, ციხის ადმინისტრაციის 7–8 თანამშრომლებიდან ნაწილი მიჭერდა, რომ არ გავნძრეულიყავი, ხოლო დანარჩენები, ციხის უფროსის ჩათვლით, აგრძელებდნენ ჩემს ფიზიკურ შეურაცხყოფას. აქვე გეტყვით – ცემის დროს ციხის უფროსი მეუბნებოდა, რომ პატიმრებს არ თვლის ადამიანებად და განაგრძობდა ჩემს ცემას. აქვე აღვნიშნავ, რომ ციხის უფროსს ვეუბნებოდი, რომ ვარ პროგნოზულად მძიმე ავადმყოფი და სრულიად ადვილი შესაძლებელი იყო ლეტალური შედეგით დამთავრებულიყო ჩემი ცემა, რისი გაგონებაც მას არ სურდა. ბოლოს, როგორც იქნა ოთახში შემოვიდა სხვა თანამშრომელი, რომელიც არ იღებდა ჩემს ცემაში მონაწილეობას. შემთხვევით შეესწრო აღნიშნულ ფაქტს და მისი დახმარებით გამოსვლა შევძელი ციხის უფროსის ოთახიდან. თუმცა, დერეფანში გამოჰყვა ლაშა ბრეგვაძე, ჩემს გინებას განაგრძობდა და მეუბნებოდა – “ახლა სადაც გინდა იქ მიჩივლე, არ მაინტერესებს“ და ისევ იგინებოდა, ამბობდა, რომ “ვერაფერს დავაკლებდი“. ამის შემდეგ ჩამიყვანეს “კარცერში“, სადაც გავხდი ცუდად. დაახლოებით ნახევარსაათიანი მოთხოვნის შემდეგ მომიყვანეს ექიმი, რომელმაც გამსინჯა და ვინაიდან მქონდა მაღალი წნევა, 180–100–ზე, სახეზე ცემისაგან ვიყავი გასიებული, ტუჩები მქონდა დახეთქილი, თავბრუ მეხვეოდა და მქონდა გულისრევის შეგრძნება, გამიკეთა ნემსები. მე ვთხოვე მას დაეფიქსირებინა დაზიანებები ჩემს სხეულზე, რაც ვიზუალურად კარგად ჩანდა. აქვე აღნიშნავ, რომ ექიმთან ერთად შემოსული იყო “დეპეენკას“ ოფიცერი, “სმენის“ უფროსი სოსო, რომელიც ასევე იღებდა ჩემს ცემაში მონაწილეობას და ეუბნებოდა ექიმს, რომ დაეფიქსირებინა არა ცემა, არამედ ის, რომ თითქოს თავი მივარტყი საწოლს. ამის შემდეგ მოვითხოვე სოციალური მუშაკის მოსვლა, რომელსაც ვუთხარი, რომ ვაცხადებდი შიმშილობას, რადგან ვიყავი ნაცემი და ვითხოვდი სახალხო დამცველთან და ადვოკატთან შეხვედრას. ეს ყოველივე, სოციალურ მუშაკთან საუბარი ხდება 15 სექტემბერს, შუადღეზე, დაახლოებით 15 საათზე. ამის შემდეგ ჩემთან “კარცერში“ ჩამოდის დავით ბუხრაშვილი, ციხის უფროსის მოადგილე და მეუბნება, ტყუილა ნუ ჩივიხარ, მაინც არაფერი არ გამოგივა და ამასთანავე დაგიმატებთ სასჯელს, წინააღმდეგობის გაწევაზე, ან უკანონო ნივთის შენახვაზე, რასაც ძალიან ადვილად ჩაგიდებთ და მოწმეებსაც ასევე ადვილად მოვნახავთო. მე არ გავეცი დავით ბუხრაშვილს პასუხი, ველოდებოდი ადვოკატის და სახალხო დამცველის აპარატიდან ვინმეს შემოსვლას, რათა დამხმარებოდნენ, არ მიეცათ საშუალება დავეჩაგრე ციხის ადმინისტრაციის ხალხს, რადგან მართლა არაფერი დამიშავებია. დღეის მდგომარეობით, მინიმუმ ჩემს ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე, ციხის ადმინისტრაციის მხრიდან. აღნიშნულ განცხადებას ვატან ჩემს ადვოკატს, თედო კობახიძეს და ასევე, მას ვთხოვ, რომ გაახმაუროს აღნიშნული ფაქტი, მისცეს შესაბამისი მსვლელობა და აღნიშნული განცხადება, საჩივრის ასლები მიაწოდოს მისი შეხედულისამებრ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მასმედიას. ბატონო გიორგი, ვინაიდან შეიძლება ჩემს ფიზიკურ, არა მხოლოდ დაზიანებას, არამედ ლიკვიდაციასაც ჰქონდეს ადგილი, გთხოვთ, თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღეთ ყველა ზომა, რათა დაცულ იქნეს ჩემი ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლება. იმედი მაქვს თქვენი გულისხმიერების და კანონის უზენაესობის. გთხოვთ, აცნობოთ პარლამენტს აღნიშნული ფაქტის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში მიმართოთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N17 დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების (მინიმუმ) ფაქტებზე“. "ობიექტივი" http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
Интернет-продюсер и бывший депутат Госдумы от "Единой России" Константин Рыков намерен потребовать опровержения от СМИ, которые опубликовали статьи о его связи с хакерскими атаками на LiveJournal. В этих статьях цитировался пост медиаменеджера SUP Антона Носика, которому Рыков также пригрозил судом. lenta.ru
-
Госфининспекция Украины назвала причину срыва контракта по поставке БТРов в Ирак. Глава ведомства Петр Андреев, заявил, что деньги, выделенные на доработку машин, были использованы не по назначению: направлены в некий банк. Этим банком, по словам Андреева, руководил сын директора Харьковского КБ имени Морозова. lenta.ru
-
http://rustavi2.com/news_photos/02_12/59993.jpgოკუპირებულ აფხაზეთში რუსმა სამხედროებმა მცირეწლოვან ბავშვს სცემეს. მეათეკლასელ მამუკა ფიფიას ოკუპანტებმა სასკოლო ჩანთაში ქართული სახელმძღვანელო აღმოუჩინეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბიჭს ხელი აქვს მოტეხილი და მრავლობითი დაჟეჟილობები აღენიშნება. მე-10 კლასელი მამუკა ფიფია ამ დრომდე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რჩება. მოზარდთან მშობლები დაკავშირებას ვერ ახერხებენ. მამუკა ფიფიას ოჯახის წევრების თქმით, მათი შვილი რუსმა სამხედროებმა იმ დროს გააჩერეს, როცა სკოლაში მიდიოდა. ინციდენტი გალის რაიონის სოფელ თაგილონში დღის პირველ ნახევარში მოხდა. მოზარდი ამ დროისთვის თაგილონის სკოლის დირექტორის ოჯახში იმყოფება და ექიმების მეთვაყურეობის ქვეშ მკურნალობს. მამუკა ფიფიას ცემის ფაქტი ოჯახმა ტელეფონით შეიტყო. ფიფიას მშობლები სოფელ შამგონაში, საოკუპაციო საზღვართან 300 მეტრში, ცხოვრობენ. ცნობილია, ისიც რომ მოზარდი ოკუპანტებს 3 საათის განმავლობაში რუსების სამხედრო შტაბში ჰყავდათ გადაყვანილი. რუსი ოკუპანტების მიერ მამუკა ფიფიას ცემის შემდეგ, ქართული მხარე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის გახშირების ფაქტებზე საუბრობს. ოფიციალური თბილისი საერთაშორისო საზოგადოებას აფხაზეთსა და ცხინვალი რეგიონში მსგავსი ფაქტების აღკვეთასა და მათზე დროულ რეაგირებას სთხოვს. View the full article
-
Британское агентство по борьбе с организованной преступностью (SOCA) закрыло музыкальный блог RnBExclusive.com. SOCA сообщает, что люди, работавшие над сайтом, были арестованы по обвинению в мошенничестве, так как музыка на сайте была в основном нелегальной. Пользователям ресурса организация угрожает тюрьмой. lenta.ru
-
Ученые из США связали риск инсульта с наличием вредных выбросов в воздухе. По данным исследования, наибольший риск наблюдался в течение 12-14 часов после выявления токсичных веществ и ассоциировался с уровнем диоксида азота. Другое исследование выявило связь загрязнения воздуха со скоростью снижения умственных способностей у пожилых женщин. lenta.ru
-
Министерство культуры РФ выделит "Союзмультфильму" субсидию, размер которой составляет около 60 миллионов рублей. Об этом рассказал директор студии, режиссер, художник и продюсер Николай Маковский. Выделенные средства студия потратит на приобретение необходимой техники и создание дополнительных рабочих мест. lenta.ru
-
lenta.ru- РИА Новости запустило портал о Москве
planetanews posted a topic in რუსულენოვანი სიახლეები
Агентство "РИА Новости" запустило информационный городской портал "В Москве". На сайте будут представлены городские новости, информация о пробках, афиша с интернет-кассой, а также база данных с адресами государственных учреждений города. Контент будет обновляться как редакторами РИА, так и пользователями сайта. lenta.ru