Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ქართულ-თურქულ-აზერბაიჯანული ბიზნეს ფორუმი სასტუმრო "რედისონში" ამ წუთებში მიმდინარეობს. ფორუმს სამივე ქვეყნის ეკონომიკის მინისტრები - ვერა ქობალია, ზაფერ ჩაღლაიანი და შაჰინ მუსტაფაევი ესწრებიან. ფორუმში სამივე ქვეყნის 100-მდე კომპანია მონაწილეობს. ამ დროისთვის ცნობილი გახდა, რომ "საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა" ფორუმის ფარგლებში გააფორმა ურთიერთგაგების მემორანდუმი თურქულ კომპანია "მამსან გრუპ"-თან, რომელიც გულისხმობს გარდაბანში თბოელექტროსადგურის მშენებლობას. თბოელექტროსადგურის სიმძლავრე იქნება 160 მეგავატი და ის 1 მლრდ 200 მილიონ კილოვატსაათ ენერგიას გამოიუმუშავებს. "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" ხელმძღვანელის ნათია თურნავას თქმით, ინვესტიციის სავარაუდო მოცულობა 100 მილიონი დოლარი იქნება. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ მხარეები დაიწყებენ აღნიშნული პროექტის დეტალებზე მუშაობას. სრული ინფო(netgazeti.ge)
  2. </p>/get_img?ImageId=6372 მიმდინარე წლის პირველი მარტიდან მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება გამომცდელების გარეშე, კომპიუტერული სისტემით მოხდება.ცვლილების შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა რუსთავში გამართულ ბრიფინგზე თავად ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ აქამდე მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარება იყო კომპიუტერული პროგრამით შესაძლებელი, პირველი მარტიდან პრაქტიკულ ნაწილშიც იგეგმება ცვლილება."საგამოცდო მოედანზე დამონტაჟდა სპეციალური სენსორები, რომლებიც გამოცდის ჩაბარების მიმდინარეობას გააკონტროლებს. გარდა ამისა, გამოცდის პროცედურები ჩაიწერება და მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება კომპიუტერის მეშვეობით,"-განაცხადა ვანო მერაბიშვილმა. მისივე განმარტებით, გამოცდაზე გამსვლელს, აღნიშნული კომპიუტერული პროგრამა მცირე და უმნიშვნელო შეცდომებსაც პატიობს. მინისტრის თქმით, საქართველო სამხრეთ კორეის შემდეგ პირველი ქვეყნაა, სადაც მსგავსი საგამოცდო პროცედურა დაინერგა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/xarati.jpeg“ახალი თაობა – ახალი ინიციატივის” მოთხოვნას, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ვადების შეცვლასთან დაკავშირებით, ცესკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი გამოეხმაურა. როგორც ხარატიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ცენტრალური საარჩევნო კომისია ყოველთვის მზად არის, არჩევნები კანონით დადგენილ ვადებში ჩაატაროს. „სამუშაო გეგმის მიხედვით, კომისია არჩევნების ოქტომბერში ჩატარებისთვის ემზარება, მაგრამ თუკი კანონით იქნება გათვალისწინებული ვადამდელი არჩევნები, კომისია ამისთვისაც მზადაა,“- განაცხდა ხარატიშვილმა და დასძინა, რომ “ახალი თაობა – ახალი ინიციატივის” მოთხოვნის შეფასება მის კომპეტენციას სცილდება. ხარატიშვილის განცხადებით, აღნიშნული საკითხის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივაა და თუ “ახალი თაობა – ახალი ინიციატივა” საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს წარადგენს, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, ცესკო იმის შესაბამისად იმოქმედებს. არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალი თაობა – ახალი ინიციატივას“ ხელმძღვანელმა, მიხეილ დევდარიანმა კი განმარტა, რომ სარჩელის შეტანის მოტივი კონსტიტუციით დადგენილი ვადების დარღვევაა. კერძოდ, არჩევნების შემოდგომაზე ჩატარების შემთხვევაში მოქმედ პარლამენტს მუშაობის ვადა 4 წლის ნაცვლად 4 წელი და 6 თვე გამოსდის, ხოლო მოქმედ პრეზიდენტს 5 წლის ნაცვლად, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით, პოსტზე ყოფნა 5 წლით და 10 თვით განმავლობაში მოუწევს. იხილეთ epn.ge
  4. აფხაზურმა მხარემ ქართველების პასპორტიზაციის ახალი ხერხი აღმოაჩინა. – მეთერთმეტე კლასელებს სკოლის დამთავრებისთანავე აფხაზური პასპორტის აღება მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ატესტატს ვერ მიიღებენ."აფხაზები პასპორტების ასაღებად იძულების სხვადასხვა ფორმებს მიმართავენ. მასწავლებლებს ხელფასების არ-მიცემით ემუქრებოდნენ, პენსიონერებს კი - პენსიების. მოსწავლეებს ადრე თითის ანაბეჭდის ასაღებად გალში უწევდათ წასვლა, ახლა ოჩამჩირეში უნდა ჩავიდნენ, რაც გარკვეულ საფრთხეებთან და თანხასთანაა დაკავში... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  5. გალის რაიონის კომისარიატის უფროსის მოადგილე ბესიკ კირთაძე დაბალი ზონის სოფლებში რეიდს ატარებს იმ ახალგაზრდების გამოსავლენად, რომელთაც "სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის" საბაბით შემდგომში ფულს გამოსძალავს. როგორც იტყობინებიან გალიდან, მიუხედავად იმისა, რომ "სამხედრო სავალდებული სამსახურში" გაწვევის დრო ბევრ ახალგაზრდას გაუვიდა, კირთაძე მათ დაკავებას განაგრძობს."მიუხედავად იმისა, რომ გაწვევის დრო გაზაფხულამდე დასრულდა, დე ფაქტო კომისარიატი ახალგაზრდების დევნას აგრძელებს. დღეს რამდენი... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/bregaze.jpgრა ხდება ქართულ პოლიტიკაში, როგორ შეძლებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ხელისუფლების შეცვლას, რამდენად მოახერხებს იგი გააერთიანოს სხვადასხვა პოლიტიკური ორიენტაციის პარტიები თუ სუბიექტები და რამდენადაა შესაძლებელი ბიძინა ივანიშვილი საერთო სახალხო ეროვნული ლიდერად იქცეს, ამ და სხვა საკითხებზე „ექსპრესნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაციის „ჰელსინკის ჯგუფის” ერთ-ერთ ლიდერს სანდრო ბრეგაძეს ესაუბრა. - ბატონო სანდრო, ბიძინა ივანიშვილმა ქართულ საზოგადოებას პოლიტიკური პარტიის ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საინიციატივო ჯგუფის წევრები წარუდგინა, როგორ შეაფასებდით ამ ჯგუფს? -ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრები პატიოსანი და თავისი საქმის მცოდნე ადამიანები არიან, ხოლო რაც შეეხება მათლიანად გუნდს, მათი მუშაობის შედეგები მომავალში გამოჩნდება. მე ამ გუნდში უფრო მეტ ახალ სახეებს ველოდი, თუმცა უნდა ითქვას, რომ უახლოეს მომავალში მათ უნდა დაამტკიცონ თავისი შესაძლებლობი. - როგორ ფიქრობთ ბიძინა იავანიშვილი შეძლებს ყველა პოლიტიკური ძალის გაერთიანებას და ამ გაერთიანების ბოლომდე შენარჩუნებას? - მე შემიძლია გითხრათ, რომ გაზაფხულზე იგეგმება დიდი ეროვნული ყრილობა, სადაც გამოცხადდება ის დიდი ეროვნული პოლიტიკური გუნდი, რომელიც გააკეთებს სერიოზულ განაცხადს ქართულ პოლიტიკაში და ის მიიღებს მონაწილეობას ამ ხელისუფლების დემონტაჟში. ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს ორგანიზაცია დიდ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობად გარდაიქმნება და მასში ჰელსინკის ჯგუფი, როგორც არასამთავრობო ორანიზაცია, ულებადაცვის სფეროში იმუშავებს. ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობის გარეშე ამ მახინჯი სისტემის დემონტაჟი შეუძლებელია. - შეგიძლიათ დაასახელოთ ის პოლიტიკური პარტიები, რომელთან ერთადაც აპირებთ მომავალში ბრძოლის გაგრძელებას? - ჩვენ გავერთიანდებით ყველა იმ ძალასთან, ვინც იზიარებს იმ ფუძემდებლურ პრინციპებს, რომელსაც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ემყარება და იზიარებს ილია ჭავჭავაძის, მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას იდეოლოგიას. რაც შეეხება დიდ კოალიციას, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილი არა ორი-სამი პარტიის, არამედ საერთო ეროვნული ლიდერი იქნება და თუ ივანიშვილი ამას მოახერხებს, ეს ქვეყანას კარგ შედეგს მოუტანს. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სახელწოდების ქვეშ კი თავს მოიყრის ყველა ის მცირე თუ დიდი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფები, რომელებიც ამა თუ იმ ძალას მიეკუთვნებიან. ეს იქნება ქართული პოლიტიკური სპექტრის ავანგარდი, რომელიც საკმაოდ სერიოზულ შედეგებს დადებს. - როგორ ფიქრობთ ეს პოლიტიკური გაერთიანება დაამარცხებს დღევანდელ ხელისუფლებას და შეძლებს უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში? - ვფიქრობ, მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ერის ერთობას შეუძლია ამ ხელისუფლების შეცვლა. ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ცალკე აღებული ხელისუფლების შეცვლას ვერ მოახეხებს. ძალა ერთობაშია და თუ ერთიანი ძალისხმევა არ იქნება ხელისუფლების შეცვლა გაჭირდება. - რამდენად შეძლებს ბიძინა ივანიშვილი ეროვნულ ლიდერად იქცეს? - ბიძინა ივანიშვილის მთავარი მისია უნდა იყოს ერთი რამ – თუ იგი არის პოლიტიკური ლიდერი, მან უნდა შეძლოს განსხვავებული ხედვისა თუ მრწამსის მქონე ძალები გააერთიანოს, რადგან აქ მთავარია მიზანი და არა პროცესი. ჩვენ თუ გვინდა ნამდვილი ეროვნული, დემოკრატიული ქვეყნის ჩამოყალიბება, მაშინ ხელი უნდა შევუწყოთ ფართო და მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრის ჩამოყალიბებას. საბოლოოდ კი, საქართველოს მოსახლეობამ უნდა გააკეთოს არჩევანი. - თქვენ აღნიშნეთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა უნდა შეძლოს განსხვავებული პოლიტიკური ძალების გაერთიენება, როგორ ფიქრობთ რამდენად შეძლებს ის ამას? - ვფიქრობ, რომ უნდა შეძლოს და შეძლებს თუ არა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად იქნება ის ნამდვილი ეროვნული სახალხო ლიდერი. თუ მან ეს მოახერხა, ის აუცილებლად შეძლებს თავის გარშემო შემოიკრიბოს განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის მქონე ძალები. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ივანიშვილს აქვს ამის პოტენციალი მისი პიროვნებიდან გამომდინარე. - რაც შეეხება ჰელსინკის ჯგუფს, როგორც ცნობილია ეს ორგანიზაცია ახლა იკრებს ძალებს, რას უნდა ელოდოს საზოგადოება ამ ჯგუფისაგან? - ჰელსინკის ჯგუფი აქტიურად იწყებს მუშაობას. ჩვენ ბოლომდე ჩამოვაყალიბეთ სტრუქტურა. ორგანიზაციის შემადგენლობა საგრძნობლად გაიზარდა და რამდენიმე ათას მიაღწია. ადამიანის უფლებადაცვის სფეროში უკვე აქტიურადაა დაწყებული მუშაობა, ამუშავებულია კონტაქტები უცხოეთში არსებულ ამგვარ ორგანიზაციებთან, ხოლო რაც შეეხება პოლიტიკურ აქტივობას, როგორც მოგახსენეთ, ჩვენ იმ დიდ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ. ხათუნა გრიგალაშვილი იხილეთ epn.ge
  7. რუსი ოკუპანტები ქართველებს გალის რაიონიდან გასახლებით ემუქრებიან. როგორც "ივერონს" გალის რაიონის მოსახლეობამ განუცხადა, რუსი სამხედროების საქციელი დღითიდღე აუტანელი ხდება."განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა გალის რაიონის მაღალი ზონის სოფლებში, მოსახლეობას ყოველ დღე აკავებენ და აგდებულად ექცევიან. გვეუბნებიან, იმ მდგომარეობამდე მიგიყვანთ, თქვენი ფეხით დატოვებთ აქაურობას, არც ქართველები და არც აფხაზები არაფერში გვჭირდებაო", - განუცხადა "ივერონს" გალის რაიონში მცხოვრებმა.შეგახსენებთ, რომ რუ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  8. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. საეკლესიო ტრადიციის თანახმად, ქრისტიანობა საქართველოში I საუკუნის 50-70-იან წლებში მოციქულებმა _ ანდრია პირველწოდებულმა, სიმონ კანანელმა და მატათამ იქადაგეს. მატათა მოციქული საქართველოში, ზღვისპირა ციხე-ქალაქ აფსაროსში (ამჟ. გონიო) გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს, ხოლო სიმონ კანანელი ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, ჯიქეთში აღესრულა და ციხე-ქალაქ ნიკოფსიაში მიუჩინეს განსასვენებელი.მოციქულთა ქადაგებას საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  9. Проект закона о новом порядке выборов депутатов предлагает пропорциональную систему по 225 округам, где будут конкурировать партийные списки кандидатов. Про одномандатников в документе все-таки речь не идет, хотя многие ожидали их возвращения. Судя по всему, за основу взят "сурковский" вариант, который не понравился даже единороссам. newsru
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/download-9.jpgპრეზიდენტმა პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე სამი კანდიდატურა წარუდგინა. პრეზიდენტისდ მიერ პარლამენტში წარდგენილნი არიან – ნიკოლოზ ნარსია, ნატალია დვალი და ლევან ნიჟარაძე. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე აღნიშნული კანდიდატურებიდან ერთ-ერთს პარლამენტი, უახლოეს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს. ლევან ნიჟარაძე 1981 წელს დაიბადა. იგი 2005 წლიდან 2011 წლის აგვისტომდე შპს “ლოგოს” პროექტის მენეჯერად მუშაობდა. ნიკოლოზ ნარსია 1979 წელ დაიბადა. იგი 2008-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს თავდაცის სამინისტროს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის სამაშველო სამსახურში, ხოლო ნატალია დვალი, 1978 წელს არის დაბადებული და 2010 წლიდან დღემდე არასამთავრობო ორგანიზანია New Vision Georgia-ს წევრია, ასევე 2005 წლიდან დღემდე “ბრიტანული სახლის” დირექტორი, ხოლო 2011 წლიდან დღემდე, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო ინიციატივის” დამფუძნებელი და წევრი. იხილეთ epn.ge
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/download-7.jpgსაქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა კიევის საერთაშორისო ტურნირი ბრწყინვალედ დაიწყო. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კიევის საერთაშორისო ტურნირზე მედლები ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა და სამში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ქართველები ავიდნენ. ჩემპიონის ტიტული ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (55 კგ), დავით მარსაგიშვილმა (84 კგ) და დავით მოძმანაშვილმა (120 კგ) მოიპოვეს. სამივემ ხუთ-ხუთ შეხვედრაში იმარჯვა. უმსუბუქეს წონაში საქართველოს სახელით ბესიკ გუჩაშვილმაც იჭიდავა, მაგრა პირველსავე წრეში ხინჩეგაშვილთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ბრინჯაოს მედლამდე ორი მოგება დააკლდა. 66 კილოგრამში მოჭიდავე ზურაბ იაკობაშვილი კი ტურნირს საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშა. დღესკი, ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ სამ წონაში: 60, 74 და 96 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით მალხაზ ზარქუა (60 კგ), დავით ხუციშვილი (74 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (96 კგ) იჭიდავებენ. იხილეთ epn.ge
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/download-6.jpgსაქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, შეისწავლოს მოქალაქე შორენა კუხიანიძის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება და მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.</p>როგორც “ექსპრესნიუსს” სახალხო დამცველის ოფისიდან აცნობეს, 2011 წლის 9 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მოქალაქე შორენა კუხიანიძემ, რომელიც მიიჩნევდა რომ დაირღვა მისი შრომის უფლება. სახალხო დამცველმა გამოითხოვა და შეისწავლა საქმის ამსახველი სრული დოკუმენტაცია. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 5 ნოემბრის ბრძანებით, მოქალაქე შ. კუხიანიძე გათავისუფლდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან. გათავისუფლება გამოწვეული იყო სამინისტროს ცენტრალურ აპარატში განხორციელებული რეორგანიზაციით. შ. კუხიანიძეს სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოში არსებული სამი უფროსი სპეციალისტის შტატით გათვალისწინებული თანამდებობებიდან ეკავა ერთ–ერთი. შესაბამისად, ის, თუ რატომ მოხდა 3 უფროსი სპეციალისტიდან შორენა კუხიანიძის თანამდებობიდან გათავისუფლება და რის საფუძველზე მიენიჭა დანარჩენ 2 სპეციალისტს უპირატესობა, უნდა ყოფილიყო დასაბუთებული ყველა შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების მითითებით, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემისას. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებული იყო, ობიექტურად შეეფასებინა შორენა კუხიანიძის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობისა და პირადული თვისების დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. საქმის მასალების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ანუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას დარღვეული იყო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები რაც წარმოშობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–601 მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველს. იხილეთ epn.ge
  13. http://rustavi2.com/news_photos/02_12/59999.jpgრუსეთის შეიარაღებული შტაბის უფროსი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა საჭიროების შემთხვევაში ბირთვული იარაღი გამოიყენოს. რადიო `ეხო მოსკვის` ეთერში საუბრისას ნიკოლაი მაკაროვმა ისეთი ქვეყნები ახსენა, რომლებთანაც, მისი მტკიცებით, ბირთვული იარაღის გამოყენება საჭიროებას არ წარმოადგენს და ასეთი, მაკაროვის თქმით, `რუსეთის მეზობელი რამდენიმე არასტაბილური ქვეყანაა`. `სამწუხაროდ, არსებობს საშიშროება გარკვეული არასტაბილური ქვეყნების მხრიდან, სადაც ჩვენ არ ვაპირებთ ბირთვული იარაღის გამოყენებას. საჭიროა უბრალოდ, მომზადებული, მძლავრი, მობილური შეიარაღებული ძალები, რომლებიც რუსეთის საზღვრებში წარმოქმნილ ნებისმიერ კონფლიქტურ სიტუაციას გადაჭრიან და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ,`- განაცხადა მაკაროვმა. მან ქვეყნის სამხედრო რეფორმებზე საუბრისას ყურადღება შეაჩერა ავიაციის მოდერნიზაციაზე და რუსეთის მიერ ახალი წყალქვეშა ნავების შესყიდვაზეც. View the full article
  14. საქართველოში აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს ავღანეთის ჰელმანდის პროვინციის გუბერნატორის, გულაბ მანგალის უსაფრთხოების საკითხებში მთავარი მრჩეველი, აბდულ ალი შამსი ეწვია. აბდულ ალი შამსი დღეს გორში, საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის მსმენელებს შეხვდება, ხოლო 17 თებერვალს, ნატო-ს საინფორმაციო ცენტრში სტუდენტებთან გამართავს შეხვედრას. სტუდენტებთან შეხვედრისას, აბდულ ალი შამსი ისაუბრებს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველოს როლსა და ჰელმანდის პროვინციაში შექმნილ ვითარებაზე, აგრეთვე უპასუხებს შეკითხვებს. აბდულ ალი შამსი ჰელმანდის პროვინციის გუბერნატორის მრჩევლად ავღანეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2007 წლის მარტში დანიშნა. გუბერნატორ მანგალთან ერთად, ის აქტიურადაა ჩართული ჰელმანდის პროვინციაში მიმდინარე უსაფრთხოების ოპერაციაში. აბდულ ალი შამსის მოვალეობაა, საზოგადოების ფართო ფენებსა და რელიგიის მსახურებთან ურთიერთობა, მეამბოხე მებრძოლების შემორიგება, აგრეთვე პირობების მომზადება, რათა საერთაშორისო სამშვიდობო ძალებმა ჰელმანდის პროვინციის მართვა ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებს გადააბარონ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  15. </p>/get_img?ImageId=6369 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გაკეთებულ სპეციალურ საზოგადოებრივ მისაღებში ვიზიტორებს საზოგადოებრივი კონსულტანტები მოემსახურებიან, ამის შესახებ ინფორმაციას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკთხთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტრო კონსულტანტების შერჩევას იწყებს. მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის თქმით, “სამინისტრო გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეარჩევს კვალიფიციურ კადრებს, რომლებიც შემდგომ დაწესებულებების საზოგადოებრივ მისაღებებში ვიზიტორებს მოემსახურებიან.” სასჯელაღსრულების სამინისტროს ოფიციალური ვებ–გვერდის ინფორმაციით, შერჩევის შემდეგ კონსულტანტები სპეციალური მომზადების პროგრამას გაივლიან. საზოგადოებრივ მისაღებში, რომელიც გლდანის #8 და #18 დაწესებულებებთან უკვე მოქმედებს გამარტივებულია მსჯავრდებულთან პაემანზე წინასწარ რეგისტრაცია, განცხადების ჩაბარება და საჭირო ინფორმაციის მიღება. დამატებითი სერვისის სახით ვიზიტორებისათვის საბანკო სერვისი, უფასო ინტერნეტი, საბავშვო კუთხე, უფასო იურიდიული კონსულტაცია და საინფორმაციო დაფაა გათვალისწინებული. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით “2012 წლის 10 პრიორიტეტული მიმართულების ფარგლებში საზოგადოებრივი მისაღები, ეტაპობრივად, სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებასთან ამოქმედდება.” სრული ინფო(netgazeti.ge)
  16. რუსმა ოკუპანტებმა კოდორის ხეობაში, გულრიფშის რაიონის სოფელ საკენში საბრძოლო მასალების სამალავი აღმოაჩინეს.მისივე ცნობით, "14 თებერვალს გატარებული ღონისძიებების შედეგად სოფელ საკენში აღმოჩენილია სამალავი, რომელშიც მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევის, სნაიპერული იარაღის ტყვიები, ასევე სხვა იარაღის ტყვიაწამალია ნაპოვნი".აღმოჩენილი საბრძოლო მასალები აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს გადაეცათ.გარდა ამისა, მისივე ცნობით, გალის რაიონში აღმოჩენილია "გაზელის" მარკის ავტომობ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  17. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/download-51.jpgსაქართველოში ყველაზე დიდი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობა იწყება. როგორც ჟურნალისტებს სასტუმრო “რედისონში” საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორმა ნათია თურნავამ განუცხადა, 160 მეგავატი სიმძლავრის ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურს ინდუსტრიული ჯგუფი თურქულ კომპანია “მიმსამ გრუპთან” ერთად აშენებს. „თბოელექტროსადგურის მშენებლობა გარდაბანში უახლოეს პერიოდში დაიწყება და ის ტყიბულში მოპოვებულ ნახშირზე იმუშავებს. აღნიშნული თბოელექტროსადგური წელიწადში 1 მილიარდ კვ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რომელიც განკუთვნილი იქნება როგორც შიდა მოხმარებისთვის, ასევე საექსპორტოდ,“- განაცხდა თურნავამ. მისი თქმით, ამ მასშტაბის ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგური საქართველოში არასდროს ყოფილა. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორის ინფორმაციით, ინვესტიციების ოდენობა 100 მილიონ დოლარზე მეტი იქნება და მშენებლობაზე 300 ადამიანი დასაქმდება, ხოლო აშენების შემდეგ დამატებით 100 სამუშაო ადგილი შეიქმნება. საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფსა და “მიმსან გრუპს” შორის ხელშეკრულება სასტუმრო “რედისონში” მიმდინარე შეხვედრებისას გაფორმდა. იხილეთ epn.ge
  18. /get_img?ImageId=6370 დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი, პარიზის შემდეგ მეორე ქალაქია, სადაც სტუდენტებისთვის ყველაზე კომფორტული ცხოვრების პირობებია შექმნილი. კომპანია Quacquarelli Symonds (QS)-ის მიერ ჩატარებული კვლევის შესაბამისად, სტუდენტებისთვის ლონდონი ცხოვრების დონით, უნივერსიტეტების რეპუტაციითა და სხვა მაჩვენებლებით არ ჩამორჩება პირველ ადგილზე გასულ პარიზს, თუმცა განსხვავება მათ შორის სწავლის საფასურში მაინც არის. სწავლის ღირებულება ლონდონში ევროკავშირის ქვეყნის სტუდენტისთვის, მკვლევარების მონაცემებით, წელიწადში, დაახლოებით, 20 ათასი ფუნტი სტერლინგია (დაახლოებით, 30 ათასი აშშ დოლარი), პარიზის ანალოგიური მაჩვენებელი კი 1000 ფუნტს არ აღემატება. რეიტინგი, სადაც ჩამოთვლილია 50 ყველაზე კომფორტული ადგილები სტუდენტებისთვის, ქალაქების (250 ათასზე მეტი მაცხოვრებლითა და ორზე მეტი საერთაშორისო სტანდარტის სასწავლებლით) შესწავლის შემდეგ შედგა. ყველაზე კომფორტული ქალაქების ნუსხას, პარიზისა და ლონდონის შემდეგ, ბოსტონი (აშშ), მელბურნი (ავსტრალია), ვენა (ავსტრია), სიდნეი (ავსტრალია), ციურიხი (შვეიცარია), ბერლინი (გერმანია), დუბლინი (ირლანდია) და მონრეალი (კანადა) ავსებს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  19. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/TLG-16.5.12-300x199.jpgპროგრამის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში საქართველოში უცხოელ პედაგოგთა ჩამოსვლა გრძელდება. დღეს თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უცხოელი პედაგოგების მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა. მოხალისეები არიან დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ავსტრალიიდან. მოხალისე პედაგოგთა ახალი ჯგუფი ტრადიციულ ტრენინგს გაივლის და აჭარის, გურიის, იმერეთის, კახეთისა და სამეგრელოს საჯარო სკოლებში გადანაწილდება. პროექტის ფარგლებში ჩამოსული უცხოელი მასწავლებლები სპეციალურად ამ პროგრამისთვის არიან შერჩეულნი, მათ აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია, საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება და დიდი სურვილი, ჩაერთონ ანალოგიურ ქართულ პროექტში. პროექტი ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ უკვე მეორე წელია წარმატებით ხორციელდება. ინგლისურენოვანი მოხალისე პედაგოგები ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად მთელი საქართველოს მასშტაბით მოსწავლეებს ინგლისურს გაძლიერებულად ასწავლიან. წლის ბოლომდე საქართველოში 1500 მოხალისე პედაგოგის ჩამოყვანა იგეგმება. იხილეთ epn.ge
  20. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/images-14.jpgსასტუმრო “რედისონში” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიასა და თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, თურქეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრების შემდეგ, ვერა ქობალია თურქეთისა და აზერბაიჯანის მინისტრებთან ერთად ბიზნეს ფორუმს გახსნის. ბიზნეს-ფორუმის დასრულების შემდეგ კი დაგეგმილია მინისტრების ერთობლივი ბრიფინგი. ოფიციალურ პირებთან ერთად, საქართველოში ჩამოსულები არიან თურქი და აზერბაიჯანელი ბიზნესმენები, რომლებიც სოფლის მეურნეობის, სამშენებლო, მსუბუქი მრეწველობისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლები არიან. ბიზნესმენების მიზანია, საქართველოში ბიზნეს პარტნიორების მოძიება და საქმიანი ურთიერთობების დამყარება. იხილეთ epn.ge
  21. http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpgავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც ახალციხის რაიონის სოფელ ნაოხრებიში მოხდა, მურადიანების ოჯახი პრაქტიკულად საცხოვრებელი სახლის გარეშე დატოვა. გზაზე მომავალი ირანის სახელმწიფო სანომრე ნიშნებით მოძრავი ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლის ეზოში შევარდა და სახლს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა შენობა მნიშვნელოვნად არის დაზიანებული. მძღოლის თქმით, ტრაილერი მას მოყინულ გზაზე მოუცურდა. View the full article
  22. http://rustavi2.com/news_photos/02_12/60000.jpgავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც ახალციხის რაიონის სოფელ ნაოხრებიში მოხდა, მურადიანების ოჯახი პრაქტიკულად საცხოვრებელი სახლის გარეშე დატოვა. გზაზე მომავალი ირანის სახელმწიფო სანომრე ნიშნებით მოძრავი ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლის ეზოში შევარდა და სახლს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა შენობა მნიშვნელოვნად არის დაზიანებული. მძღოლის თქმით, ტრაილერი მას მოყინულ გზაზე მოუცურდა. View the full article
  23. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/epn-tovli-300x2002.jpgმთელი ქვეყნის მასშტაბით დღეს ამინდი გაუარესდება და თვის ბოლომდე ცვალებადი ამინდი შენარჩუნდება. სინოპტიკოსების ვარაუდით, საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექიანი და თოვლიანი ამინდი იქნება. ტემპერატურა დაიწევს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. მცირე თოვაა ნავარაუდევი დედაქალაქშიც. მაღალმთიან რაიონებში კი, მოსალოდნელია ქარბუქი. 20-21 თებერვალს ისევ გამოიდარებს, თუმცა თვის ბოლომდე კვლავ არამდგრადი ამინდები იქნება. იხილეთ epn.ge
  24. http://rustavi2.com/news_photos/02_12/59998.jpgსიცივისგან თბილისში კიდევ ორი ადამიანი მოიყინა. სხეულის ძლიერი გადაციებით ერთი პაციენტი რეფერალური საავადმყოფოს დამწვრობის ცენტრში, მეორე კი მეხუთე კლინიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მოყინვებთან ერთად ქალაქში იმატა მოტეხილობის შემთხვევებმაც. ბოლო 24 საათის განმავლობაში მხოლოდ ერთ კლინიკას ოცმა ადამიანმა მიმართა. აქედან 2 პაციენტი ამჯერადაც სტაციონარში რჩება. დანარჩენ პაციენტებს პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და ისინი მკურნალობას უკვე სახლებში გაივლიან. თბილისის მერია უამინდობისგან დაზარალებულების მკურნალობის ხარჯებს საკუთარი ფონდიდან დაუფარავს. მოქმედებს თავშესაფრებიც. თოვლს კი თბილისში დღეს ისევ ელოდებიან. დასავლეთ საქართველოში ნალექი უმეტესად წვიმის სახით იქნება, თუმცა მთაში მოთოვს. დღესვე ქვეყნის აღმოსავალეთით ყინვებია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსამდე დაეცემა. სინოპტიკოსების თქმით, ამინდი რამდნემე დღე უცვლელი იქნება. რაც შეეხება გზებზე ვითარებაც - მთელი ქვეყნის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. View the full article
  25. http://rustavi2.com/news_photos/02_12/59998.jpgსიცივისგან თბილისში კიდევ ორი ადამიანი მოიყინა. სხეულის ძლიერი გადაციებით ერთი პაციენტი რეფერალური საავადმყოფოს დამწვრობის ცენტრში, მეორე კი მეხუთე კლინიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მოყინვებთან ერთად ქალაქში იმატა მოტეხილობის შემთხვევებმაც. ბოლო 24 საათის განმავლობაში მხოლოდ ერთ კლინიკას ოცმა ადამიანმა მიმართა. აქედან 2 პაციენტი ამჯერადაც სტაციონარში რჩება. დანარჩენ პაციენტებს პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და ისინი მკურნალობას უკვე სახლებში გაივლიან. თბილისის მერია უამინდობისგან დაზარალებულების მკურნალობის ხარჯებს საკუთარი ფონდიდან დაუფარავს. მოქმედებს თავშესაფრებიც. თოვლს კი თბილისში დღეს ისევ ელოდებიან. დასავლეთ საქართველოში ნალექი უმეტესად წვიმის სახით იქნება, თუმცა მთაში მოთოვს. დღესვე ქვეყნის აღმოსავალეთით ყინვებია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსამდე დაეცემა. სინოპტიკოსების თქმით, ამინდი რამდნემე დღე უცვლელი იქნება. რაც შეეხება ვითარებას გზებზე - მთელი ქვეყნის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. View the full article
×
×
  • შექმენი...