planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://rustavi2.com/news_photos/02_12/60013.jpgსაქართველოში ვიზიტით იმყოფება ავღანეთის ჰელმანდის პროვინციის გუბერნატორის მთავარი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში. აბდულ ალი შამსი დღეს თავდაცვის ეროვნულ აკადემიას ეწვია. ავღანელი სტუმარი სამხედრო მოსამსახურეებს და აკადემიის მსმენელებს შეხვდა. მან მადლობა გადაუხადა ქართველ სამხედროებს ავღანელი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში გაწეული დახმარებისთვის. აბდულ ალი შამსმა ისაუბრა საქართველოს მიერ აისაფის მისიაში მონაწილეობის მნიშვნელობასა და ჰელმანდის პროვინციაში არსებულ ვითარებაზე. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/02_12/60012.jpgმკაცრი ზამთრის გამო, მოსახლეობა დამატებით ენერგოვაუჩერებს მიიღებს. მიხეილ სააკაშვილმა დაავალა მთავრობას, თანხები გამოყოს ბიუჯეტიდან, რომ, დენის გაუთვალისწინებელი 20-30 პროცენტით გაზრდილი ხარჯის გამო, სოცილურად დაუცველი მოსახლეობა შესაბამისი ვაუჩერებით უზრუნველყონ. ინიციატივა პრეზიდენტმა ბათუმში ბერიძეების ოჯახში გააჟღერა. მიხეილ სააკაშვილი დღეს ოჯახის მოულოდნელი სტუმარი იყო. ოჯახის ერთ-ერთი წევრი, 11 წლის გიორგი, აპლასტიური ანემიით არის დაავადებული. ის ოჯახმა საკუთარი სახსრებით იტალიაში წაიყვანა სამკურნალოდ. ოჯახი სოციალურად დაუცველთა სიაში იყო, არსებული 42 ქულიდან მათი ქულები 61-მდე გაიზარდა, რის გამოც ოჯახს ყველანაირი სოციალური დახმარება მოეხსნა და ბავშვიც ვერ მოხვდა ჯანდაცვის ვერც ერთ პროგრამაში. პრეზიდენტი დაინტერესდა, რა კრიტერიუმებით ამიღეს ოჯახი სოციალურად დაუცველთა სიიდან და უფრო მოქნილი სისტემის აუცილებლობაზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილი ოჯახს დახმარებას დაჰპირდა, რადგან მოზარდს მკურნალობის სისტემატური კურსის გავლა სჭირდება. View the full article
-
სახელმწიფო კანცელარიის მთავრობის სხდომათა დარბაზში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია საქართველოში სტუმრად მყოფ ჩერქეზულ დიასპორას ხვდება. ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებიან ჩერქეზული კულტურის ცენტრის დაფუძნებასთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ, 16 თებერვალს საზეიმოდ გაიხსნა. სტუმრებს შორის არიან საზღვარგარეთ არსებული სხვადასხვა ჩერქეზული დიასპორების წარმომადგენლები, ცნობილი მეცნიერ-კავკასიოლოგები, კულტურის მოღვაწეები თურქეთიდან, იორდანიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან. სტუმრების უმრავლესობა რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი (ადიღელი) ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის მოწყობის თაობაზე გამოცხადებული კონკურსის კომისიის წევრები არიან. კონკურსი მემორიალზე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გამოაცხადა. ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლები უშუალოდ გაეცნობიან კონკურსში გამარჯვებული ყაბარდო–ბალყარელი მოქანდაკის, ჰუსეინ კოჩესოკოვის ძეგლზე მუშაობის პროცესს. შეგახსენებთ, რომ მემორიალი, რომელიც რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი (ადიღელი) ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას მიეძღვნება, საქართველოს შავიზღვისპირეთის ქალაქ ანაკლიაში განთავსდება, იქ, სადაც მე–19 საუკუნეში სამშობლოდან იძულებით აყრილმა, ოსმალოთა იმპერიაში მიმავალმა ჩერქეზული (ადიღური) მოსახლეობის არაერთმა ტალღამ გაიარა. იხილეთ epn.ge
-
В Москве нашли повесившейся 12-летнюю школьницу. В Элисте повесилась 10-летняя девочка. В Петербурге 13-летняя школьница сбросилась с восьмого этажа. В Красноярском крае 15-летний подросток повесился в школе-интернате. Кроме того, в Москве пыталась уйти из жизни подруга школьницы, покончившей с собой накануне. Власти, наконец, зашевелились. newsru
-
http://rustavi2.com/news_photos/02_12/60011.jpgმიხეილ სააკაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანისა და თურქეთის ეკონომიკის მინისტრებს შეხვდა. პრეზიდენტთან შესახვედრად ისინი სასტუმრო "რედისონში" ვერა ქობალიასთან გამართული ორმხრივი შეხვედრებისა და ბიზნესფორუმის დასრულების შემდეგ გაემგზავრნენ. შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ითქვა, რომ სამმა ქვეყანამ თანამშრომლობის სამაგალითო მოდელი შექმნა. შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თურქეთი არის საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი, ხოლო აზერბაიჯანი-ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი და ამ ქვეყნიდან ბოლო წლებში 800 მილიონი დოლარზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა საქართველოში. "ამით უამრავი სამუშაო ადგილი შეიქმნა. უამრავ ადამიანს გაემართა ხელი. ჩვენი მეგობრობის სიმბოლოა ახალი რკინიგზა, რომელიც წელს პრატიკულად დასრულდება და რომელიც აზერბაიჯანს და საქართველოს თურქეთის გავლით შეართებს ევროპის რკინიგზასთან. თურქეთი ხდება ჩვენთვის ფანჯარა ევროპაში. ჩვენ იზოლირებულები ვიყავით სახმელეთო კომუნიკაციებით ევროპისგან. ეს რკინიგზა მართლა გარღვევაა ჩვენი რეგიონისთვის ევროპის მიმართულებით," - განაცხადა სააკაშვილმა. "ჩვენ სარფი გავაფართოვეთ. თურქეთის მხრიდანაც გაფართოვდება საბაჟო, რომ რიგები არ იყოს. რაც შეეხება აზერბაიჯანს, იზრდება არა მარტო სავაჭრო ბრუნვა, არამედ აზერბაჯანელი ტურისტების რაოდენობა. ეს ხელს უწყობს როგორც ტურიზმის, ასევე ხალხთა შორის ურთიერთობების განვითარებას. აზერბაიჯანის მეშვეობით, ძირითადად დასრულდება გაზიფიკაცია საქართველოში. ამ ცივ ზამთარში დავინახეთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ეკონომიკურ თანამშრომლობას. იმ პირობებში, როცა ევროპას გაზით მომარაგებაში შექმნა პრობლემა, საქართველოს საერთოდ არ შეხებია პრობლემა აზერბაიჯანის დახმარებით," - განაცხადა მან. თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა ზაფერ ჩაღლანმა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან თურქი მეზღვაურების გათავისუფლებისთვის და თურქეთში მომხდარი მიწისძვრის დროს აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. "ძალიან მნიშვნელოვანი თქვენი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს პირადობებით მიმოსვლას ჩვენ ქვეყნებს შორის. ასევე მნიშვნელოვანია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება," - განაცხადა მინისტრმა. აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის თქმით, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა მრავალმხრივია როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო პროექტებშიც. შაჰინ მუსტაფაევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი-საქართველო და თურქეთი ევროპას ენერგორესურსებით უზრუნველყოფს და სატრანზიტო პოტენციალი ჯეროვნად უნდა იქნას გამოყენებული. View the full article
-
/get_img?ImageId=6384 შექმნის თუ არა ეკოლოგიურ საფრთხეს ქვანახშირზე მომუშავე ახალი თბოელექტროსადგური საქართველოში? დღეს, 16 თებერვალს "საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა" თურქულ კომპანია "მამსან გრუპ"-თან გააფორმა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც გარდაბანში თბოელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული თბოელექტროსადგური ტყიბულის ქვანახშირზე იმუშავებს, რაც გარემოს დამცველთა განმარტებით, ეკოლოგიურ საფრთხეებს გამოიწვევს. „ქვანახშირის წვისას გამოიყოფა დიდი ატმოსფეროს დამაბინძურებელი აირები, მათ შორის ნახშირორჟანგი, გოგირდისა და სხვადასხვა აზოტის ოქსიდები. გარდა ამისა, გამოიყოფა სხვადსახვა ოდენობით ტოქსიკური ნივთიერებები, მძიმე მეტალები, რომელიც ზრდის ე.წ. მჟავა წვიმების ალბათობას. ამასთან, ნახშირბადის წვისას გამოიყოფა ე.წ. მყარი ნაწილაკები, რაც განსაკუთრებით საშიშია ადამიანის ორგანიზმისთვის. ამჟამად მსოფლიოში მიღებულია, რომ უნდა მოხდეს ქვანახშირის არსებული სადგურების გადაიარაღება, რათა მათ გამოყონ ნაკლები სათბური გაზი და ტოქსიკური ნივთიერებები. დაწესებულია საკმაოდ მკაცრი სტანდარტები როგორც აშშ-ში, ისე - ევროკავშირში. ამასთან, ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა გრინფისი და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი, მოითხოვენ მოხდეს ქვანახშირის სადგურების გადასვლა ბუნებრივ აირზე და არ მოხდეს ახალი სადგურების აშენება. მოხდეს მათი ჩანაცვლება ქარით, მზით და ა.შ."-ამბობს ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" წარმომადგენელი მანანა ქოჩლაძე. გარდა ამისა, გარემოს დამცველთა განმარტებებით, ქვანახშირის ელექტროსადგურები მიიჩნევა ერთ-ერთ მთავარ კონტრიბუტორად გლობალური დათბობის პროცესისა. "ნათელია, რომ თეს-ის მშენებლობა, ერთის მხრივ, არ ესადაგება საქართველოს ენერგოპოლიტიკის მიმართულებებს, ხოლო მეორეს მხრივ, მკვეთრად ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ გაერო-ს კლიმატის ცვლილების შესახებ კონვენციის მხარეთა წინაშე აღებულ ვალდებულებებს და ასევე, საფრთხეს უქმნის საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმის წარმატებულ განხორციელებას," - ნათქვამია ასოციაცია მწვანე ალტერნატივას, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაციის და ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის “ქ. ტყიბულში 300 მვტ სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის” შენიშვნებში. საქართველოს მწვანეთა მოძრაობის დედამიწის მეგობრობის თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ „ყველაზე დიდი უპირატესობა თბოელექტროსადგურებში ენიჭება ბუნებრივ აირს, ვინაიდან წვიდან გამომდინარე ნაკლებ ემისიას აფრქვევს ჰაერში. საერთოდ კი, უსაფრთხოების თვალსაზრისით, რიგითობა ასეთია: ჰელიო, ჰიდრო, თბო და ატომური ელექტროსადგურები. რაც შეეხება თბოელექტროსადგურებს, ბუნებრივ აირზე და ნავთობპროდუქტებზე მომუშავე თბოელექტროსადგური ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურზე ნაკლებ უსაფრთხოა,"-ამბობს ჩხობაძე. გარდა ამისა, ჩხობაძე განმარტავს, რომ ტყიბულის ქვანახშირი დიდი ნაცრიანობით გამოირჩევა. "დიდი რაოდენობით დარჩება ნაცარი. რა უნდა ვუყოთ ამ დიდი რაოდენობის ნაცარს? ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებლად დათვლილი უნდა იყოს, სად წავა ნარჩენი, რა ტიპის გამონაბოლქვს გამოუშვებს, რა ფილტრები დაიდგმება. ყოველივე ამის შემდეგ, უფრო კონკრეტულად იქნება შესაძლებელი საფრთხეებზე ვისაუბროთ," - ამბობს ჩხობაძე. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიური და კლიმატის ცვლილების სამმართველოს უფროსი, გრიგოლ ლაზრიევიც აღნიშნავს, რომ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში თბოელექტროსადგურების შემცირების ტენდენციაა, თუმცა აქვე ამბობს, რომ „ქვანახშირი არის ჩვენი საკუთარი ნედლეული, სხვა ნედლეული სამწუხაროდ არ გაგვაჩნია, იძულებულები ვართ ენერგოუსაფრთხოების გაზრდის მიზნით ავაშენოთ საბაზისო ელექტროსადგურები, ვინაიდან ბუნებრივი აირი და ნავთობპროდუქტები არ გაგვაჩნია და მხოლოდ ნახშირი გვაქვს. რაც შეეხება კონკრეტულად ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობას, გარემოზე ზემოქმედების შეფასება იქნება აუცილებლად, რომელიც აჩვენებს, იქნება თუ არა ეკოლოგიური საფრთხეები." ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2007 წელს დამტკიცდა ევროკავშირის კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკული პოლიტიკა, რომლის თანახმად, ევროკავშირი იღებს ვალდებულებას შეამციროს ემისიები 20%-ით 2020 წლამდე. რაც შეეხება საქართველოს, 2009 წელს საქართველო შეუერთდა “კოპენჰაგენის აკორდს”, ხოლო 2010 წლის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა მე-16 კონფერენციის მაღალი დონის შეხვედრაზე გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „საქართველო უნდა გახდეს კარბონ– ნეიტრალური ქვეყანა“, რაც ეწინააღმდეგება, ქვეყანაში ახალი თბოელექტროსადგურების მშენებლობებს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/saakashvili422432.jpgსაქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის დამატებითი ენერგოვაუჩერების დარიგების ინიციატივით გამოვიდა. მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას დაავალა, რომ თანხები გამოყონ ბიუჯეტიდან, რომ მკაცრი ზამთრის გამო დენის გაუთვალისწინებელი, 20-30%-ით გაზრდილი ხარჯების გამო სოციალურად დაუცველი მოსახლეობა შესაბამისი ვაუჩერებით უზრუნველყონ. პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული ინიციატივა მას შემდეგ წამოიჭრა, რაც მკაცრი ზამთრის გამო მოსახლეობას დენის გაუთვალისწინებული, 20-30%-ით გაზრდილი ხარჯები მიადგა. აღნიშნული განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში, ბერიძეების ოჯახში სტუმრობისას გააკეთა. იხილეთ epn.ge
-
Иран находится в стадии переговоров с российскими экспортерами о ввозе зерна. Все сделки будут осуществляться в рублях для того, чтобы обойти экономические санкции, введенные в отношении Ирана странами ЕС и США. Кроме того, Иран рассматривает возможность импорта культур через третьи страны. lenta.ru
-
Команда Формулы-1 HRT подтвердила, что не приедет на вторую тестовую сессию. Ближайшими заездами испанского коллектива станут мартовские испытания в Барселоне. Пилот HRT Педро де ла Роса признался, что тесты в Хересе на старой машине не помогли работе над новым болидом - гонщик даже назвал состоявшиеся заезды нерелевантными. lenta.ru
-
Белорусский президент создал комиссию, которая проверит итоги национального конкурса "Еврофест". Победу в нем одержала Алена Ланская. Она представит республику на международном конкурсе песни "Евровидение-2012" в Баку. Однако зрители и остальные участники отборочного тура с итогами голосования не согласились. lenta.ru
-
Власти Италии призвали туристов на остров Джильо, у побережья которого 14 января затонул круизный лайнер "Коста Конкордиа". По словам главы местного туристического департамента, поездка на Джильо, на скалах у берега которого по-прежнему лежит затонувший теплоход, должна стать для туристов "проявлением любви". lenta.ru
-
Банк Москвы купил 52,16 процента акций РНКБ, который уже находился под его контролем. Ранее деловые СМИ писали, что акции РНКБ, принадлежащие должникам Банка Москвы, могут перейти финорганизации в качестве платы за кредиты. Кроме того, "ВТБ24" якобы планирует развивать на базе РНКБ экспресс-кредитование. lenta.ru
-
Московский банк реконструкции и развития, который принадлежит АФК "Система", официально стал МТС-банком. При этом на сайте МБРР о ребрендинге ничего не сказано. АФК "Система" также не выпускала пресс-релиза о смене названия своего банка. Слухи о смене названия МБРР начали циркулировать еще в сентябре. lenta.ru
-
Ученые из США выяснили, что жестокое обращение с детьми повышает риск развития у них депрессии и посттравматического стрессового расстройства в молодом возрасте. По данным исследования, эти психические заболевания вдвое чаще развивались у молодых людей, переживших жестокое обращение, чем среди тех, кто в детстве был окружен заботой. lenta.ru
-
Компания Bentley приняла решение продолжить совершенствование своего двенадцатицилиндрового агрегата с двойным наддувом. Инженеры британского производителя считают, что моторы W12 можно сделать мощнее, экологичнее и экономичнее за счет оснащения теми же технологиями, которые используются в новом восьмицилиндровом моторе марки. lenta.ru
-
Группа книгоиздателей добилась закрытия сайта Library.nu и файлового хостинга ifile.it. По словам правообладателйе, ifile.it хранил, а Library.nu ссылался на более чем 400 тысяч экземпляров пиратских книг. Ранее Library.it, хранивший большое количество научной литературы, был известен как Gigapedia. lenta.ru
-
Грузия разорвала дипломатические отношения с островной республикой Тувалу. Соответствующий указ подписал грузинский президент Михаил Саакашвили. Разрыв отношений последовал за решением руководства Тувалу признать независимость Абхазии и Южной Осетии (это решение было принято несколько месяцев назад). lenta.ru
-
ალბათ გეგონებათ რომ ეს ფოტოშოპია , მაგრამ იხილეთ ვიდეო და შემდეგ დარწმუნდით რომ ეს ის არაა რასაც თქვენ ფიქრობდით :D:D. View ucnauri.com
-
</p>/get_img?ImageId=6382 "ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალი თაობა – ახალი ინიციატივის” განცხადებაში ხელისუფლების კვალს ხედავს და აღნიშნავს, რომ არჩევნების მაისში ჩატარებით (მოულედნელობის ეფექტით) ხელისუფლება ეცდება ძალაუფლების მითვისებას. “ეს ხელისუფლების მიერ შემოგდებული ხრიკია. ამ მანიპულაციებით ისინი აპირებენ ძალაუფლების მითვისებას. მოულოდნელობის ეფექტს, რომელიც არავინ არ იცის, მეორედ მოსვლასავით როდის იქნება, იყენებს ყოველთვის ხელისუფლება იმისათვის, რათა საკუთარი მავნე ზრახვები განახორციელოს. რა თქმა უნდა, ყოველთვის მზად უნდა იყოს პოლიტიკური პარტია არჩევნებისათვის, მაგრამ, ბუნებრივია, ეს მოულოდნელობა უკვე აპრიორი წაგებულ მდგომარეობაში გაყენებს პოლიტიკურ პარტიას,” – აღნიშნავს გუგავა და აქვე დასძენს, რომ “ჯერ ე.წ “ვარდების რევოლუციის” გადატრიალების შემდეგ არც ერთი არჩევნები თავის ვადაში არ ჩატარებულა.” გუგავა ამ ორგანიზაციას ხელისუფლების ზრახვების გამტარებლად მიიჩნევს. “ეს ორგანიზაცია დაფუძნებულია ამერიკული ორგანიზაცია IRI-ის მიერ და მისი მთავარი დონორი სწორედ IRI და USAID–ია. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მათი გადაწყვეტილება სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით დღევანდელ ხელისუფლებასთან და ამერიკელ პირებთან იქნებოდა შეთანხმებული, როდესაც ამ საკითხს განიხილავდნენ. მეორე არის ის, რომ სამართლებრივად აბსოლუტურად შეუსაბამოა, ვერ შეიტანს და ვერ განიხილავს ამ საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო და მესამე– გამოსჭვივის ხელისუფლების სურვილიდან, მოულოდნელობის ეფექტით ჩატარდეს ქვეყანაში არჩევნები,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” გუგავამ. სრული ინფო(netgazeti.ge)