planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
Такое суждение от известной группы, которая была создана после массовых протестов против фальсификаций парламентских выборов в декабре, точно наложит тень на победу Путина и подольет масла в огонь новым митингам, которых ожидают на этих выходных, несмотря на то что боее опытная ассоциация «Голос» назвала последние выборы более чистыми, чем декабрьские.
-
Все прошло согласно традиционному российскому порядку, свойственному кремлевской «демократии». Выборы Путина на очередной срок состоялись уже год назад в тайных московских кабинетах. Выбор сделала группа современных бояр, а российскому народу внушили, что нужно принять участие в выборах. В реальности состоялись не выборы, а «голосование», голосовали же не сознательные граждане, а население.
-
პენტაგრამა.პენტაგრამა წესიერი ხუთკუთხედია, სადაც თითოეული არათანაბრად გაყოფილი მონაკვეთი შემდეგი ფორმულით შეეფარდება ერთმანეთს a:x=x:b ანუ მონაკვეთის დიდი ნაწილის შეფარდება მთელთან, ტოლია მცირე ნაწილის შეფარდებისა დიდ ნაწილთან ჯამი ნებისმიერი პროპორციის შემთხვევაში უდრის 0,618-ს პენტაგრამის ეს თვისება პითაგორას მოსწავლემ ჰოპასოს მეტაპონტელმა აღმოაჩინა და “ოქროს კვეთა” უწოდა. თუმცა თავად სიმბოლო გაცილებით ძველია. ანტიკურ საბერძნეთში ის ბედნიერების, ჯანმრთელობის, სიმტკიცის სიმბოლოდ ითვლებოდა. პითაგორელები კი საკუთარი კავშირის ... View ucnauri.com
-
მოსეს ხიდი მდებარეობს ნიდერლანდებში. მიუხედავად იმისა, რომ ხიდი წყლის ქვემოთაა, იგი დიდი გამძლეობით გამოირჩევა, თავისი აგებულების გამო მისი შორიდან დანახვა შეუძლებელია…იხილეთ ფოტოები… View ucnauri.com
-
netgazeti - რატომ უნდა აღვნიშნოთ 8 მარტი [Video]
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
არის თუ არ მნიშვნელოვანი 8 მარტის აღნიშვნა? რამდენად სწორად ესმის საზოგადოებას 8 მარტის მნიშვნელობა და რა გამოწვევებია საზოგადოების წინაშე ქალთა უფლებების დაცვის კუთხით? - ამ და სხვა საკითხებზე "ნეტგაზეთი" გენდერის სპეციალისტს, ეკატერინე აღდგომელაშვილს ესაუბრა: არის თუ არ მნიშვნელოვანი 8 მარტის აღნიშვნა და რატომ? ჩემთვის, როგორც ფემინისტისათვის, რაღა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ დღის აღნიშვნა. 8 მარტი ქალთა უფლებებისათვის ბრძოლის, ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეა. თავისთავად ის ფაქტი, რომ ჩვენთან 8 მარტის მნიშვნელობა დაცლილია თავისი პირვანდელი აზრისაგან, მხოლოდ საბჭოთა გამოცდილებისა და კონტექსტის დამსახურება არაა. როგორც ხშირ–ხშირად გვახსენებენ ხოლმე, საქართველო „ტრადიციული ქვეყანაა“. დავამატებდი – პატრიარქალური კულტურის მქონე ქვეყანა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, „ტრადიციულ ქართულ ფასეულობებთან“, „ფესვებთან“ დაბრუნების სურვილი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ 70 წლით კი არა, მინიმუმ საუკუნით მაინც უკან დაგვაბრუნა. ყოველ შემთხვევაში, XIX საუკუნის ბოლოს ქართველი ფემინისტებს უკვე მოლეული ჰქონდათ ამ საკითხებზე ოპონენტებთან კამათი. თქვენი აზრით, ქართულ საზოგადოებას სწორად ესმის ამ დღის მნიშვნელობა? ის, რომ დღეს მხოლოდ ქალთა ორგანიზაციები და ცალკეული აქტივისტები ცდილობენ სხვადასხვა აქციებითა და ღონისძიებებით საზოგადოების ყურადღება მიაპყრონ ქალთა საკითხებსა და ამასთან დაკავშირებულ პრობლემებს ქვეყანაში, მხოლოდ იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენთან ქალთა და გნებავთ, ადამიანთა უფლებები რაღაც განყენებულ, ქაღალდზე ჩამოწერილ დებულებებად აღიქმება – ადამიანების უმეტესობა არ აცნობიერებს, არ იაზრებს მას, როგორც უშუალოდ მასთან დაკავშირებულ უფლებებსა და პრინციპებს. ასეთ საზოგადოებაში სულაც არაა გასაკვირი, რომ კულტურამ ისევე დაამახინჯოს უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხების მნიშვნელობა, როგორც მოდა „ჭამს“ ხოლმე ჩაცმულობით გამოხატულ პროტესტს. რატომ არსებობს გარკვეული ნეგატიური დამოკიდებულება 8 მარტის მიმართ? საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ევროპაში მიმდინარე ქალთა მოძრაობიდან ასე ერთი ხელის მოსმით მოკვეთამ, ერთი მხრივ, დაგვაშორა იმ საერთო სივრცეს, მეორე მხრივ, „ზემოდან ნაბოძებმა თანასწორობამ“, ასევე, მზა პროდუქტის სახით მოგვაწოდა ქალის ახალი, საბჭოური იმიჯები – „კრესტიანკა“, „კოლხოზნიცა“, მაგრამ ფაქტია, რომ ეს იმიჯები დღემდე ცოცხლობს და ქალთა უფლებებისათვის ბრძოლა მაინცადამაინც ქალის გამამაკაცურებისათვის ბრძოლა ჰგონია ბევრს. ფემინისტის ყველაზე გავრცელებული იმიჯიც ხომ სწორედ ასეთია ჩვენში. რა შეიცვალა ქალთა უფლებების კუთხით და დღეს რა გამოწვევები დგას საზოგადოების წინაშე? 1990–ანი წლების შემდეგ, შეცვლით, რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა, უფრო დეკლარირების დონეზე. რეალობა და სტატისტიკა კი სხვა რამეს გვიჩვენებს ქვეყანაში სიღარიბის ფემინიზაციიდან დაწყებული, პოლიტიკაში ჩართული ქალების რაოდენობით დამთავრებული. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია –დღეს სწორედ იმის შეხსენება გვიწევს საზოგადოებისათვის, რომ წელიწადში ერთხელ მორთმეული ყვავილები და გიტარაზე დამღერებული „უშენოდ ყოფნას არა აქვს ფასზე“ მეტად ქალს თვითრეალიზაციისათვის საჭირო სივრცე და რესურსებზე თანასწორი ხელმისაწვდომობა სჭირდება. სრული ინფო(netgazeti.ge) -
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/spiegel1.jpg ბენიამინ ბიდერი საქართველოს პრეზიდენტი ამაყობს თავისი შეიარაღებული ძალების პირველი ადგილობრივი წარმოების ახალი რეაქტიული საარტილერიო სისტემით. იგი იმდენად ამაყია, რომ ეს სიახლე უმალ გამოაქვეყნა საკუთარ ფეისბუკის გვერდზე. ქსელში შეიარაღების დემონსტრირება დაუძინებელი მტრის, რუსეთის წინააღმდეგ მიმართული აშკარა განაცხადი იყო. მიხეილ სააკაშვილი თანამედროვე ტექნოლოგიების დიდი მოტრფიალეა. რამდენიმე თვეა, რაც საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერის“ მეშვეობით მოკლე შეტყობინებებს აგზავნის მთელს მსოფლიოში – იგი ფეისბუკზეც ძალზედ აქტიურია. პოლიტიკოსმა სოციალური ქსელი ახლა იმისათვის გამოიყენა, რომ რუსეთისთვის, რომელთანაც კავკასიურ სახელმწიფოს 2008 წელს ომი ჰქონდა, თავისი ძლიერი მხარეები ეჩვენებინა. სააკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა იარაღის ახალი სისტემის ვიდეო ჩანაწერი: რუსული „კატიუშას“, იგივე “სტალინის ორღანად” წოდებული, საარტილერიო სისტემის ქართული ვერსია. ამ იარაღის განსაკუთრებული ნიშანი ის არის, რომ ის პირველი ქართული ნაწარმია. რუსეთს შეეძლო შეშფოთებით ედევნებინა თვალი სოციალურ ქსელში ამაყად ატვირთული ახალი მიღწევისათვის. მსგავსი მოდელის რუსული შეიარაღების სისტემებით საქართველომ 2008 წლის აგვისტოში ცეცხლი გაუხსნა სეპატარისტული სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალს. ამის შემდეგ რუსეთი სამხრეთ ოსეთის მხარდასაჭერად ჩაერთო კონფლიქტში, დაამარცხა საქართველო და გაანადგურა ქართული ტანკებისა და საარტილერიო სისტემების დიდი ნაწილი. ჯერ საკუთარი მანქანები – ახლა საკუთარი მექანიკური საარტილერიო სისტემა სააკაშვილი ცდილობს საზღვარგარეთიდან მძიმე შეიარაღების შევსებას. 2011 წელს მან ირიბად სთხოვა აშშ-ს ჰაერ- და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების მიწოდება. მას შემდეგ, რაც ევროკავშირის საგამოძიებო კომისიამ გამოიტანა დასკვნა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში პირველი ტყვია საქართველომ გაისროლა, საზღვარგარეთი იარაღის მიწოდებისგან თავს იკავებს, რათა საქართველოს შეიარაღებით არ გააღვივონ სამხრეთ ოსეთის ჯერ კიდევ ჩაუცხრელი კონფლიქტი. თუმცა სააკაშვილმა შეიარაღების სხვა გზა იპოვა, რასაც ფეისბუკის ფოტოებამდე საზღვარგარეთი საერთოდ არ აქცვდა ყურადღებას: პატარა საქართველო, სადაც ინდუსტრიის არც ერთ მნიშვნელოვანი სფერო არ არის განვითარებული, ახლა თვითონ ქმნის საკუთარ იარაღს. თებერვლის ბოლოს 4,5 მილიონიანი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი პრეზენტაციას უკეთებს დაჯავშნულ ქვეითთა საბრძოლო მანქანას – “ლაზიკა”. 2011 წელს ჯარმა სამამულო წარმოების ათობით ჯავშანმანქანა “დიდგორი” შეიძინა. ავტომანქანები ამერიკული ფორდის Pick-Up-Trucks-ის ბაზაზეა შექმნილი. “მეტი აღარავის იმედი არ უნდა გქონდეს” საკუთარი განვითარებით საქართველოს სურს უცხოური პარტნიორებისგან მეტად დამოუკიდებელი გახდეს. 2008 წლის შემდეგ “იარაღის შეძენასთან დაკავშირებით პრობლემები არსებობდა”, განაცხადა სააკაშვილმა ახალი საარტილერიო სისტემის წარდგენისას. საქართველო “მიხვდა, რომ საკუთარი თავის გარდა არავისი იმედი არ უნდა ჰქონდეს”. ეს მწარე მინიშნება როგორც სჩანს ისრაელის მისამართით გაკეთდა გაკეთებული. საქართველომ წლების წინ ისრაელელი მწარმოებლის ელბიტის 40 უპილოტო საფრენი აპარატი “Hermes” შეიძინა. ახლახანს ჰაკერების მიერ გამოქვეყნებული ამერიკული სპეცსამსახურების აჩრდილად წოდებული უსაფრთხოების კომპანია Stratfor-ის ელექტრონული მიმოწერა იმის ვარაუდის შესაძლებლობას იძლევა, რომ ისრაელმა 2008 წელს რუსებს უპილოტო საფრენი აპარატების კოდები გადასცა, რისთვისაც მოსკოვისგან მიიღო ინფორმაცია რუსული მოდელის ირანული რაკეტების შესახებ. პრეზიდენტი „ტვიტერის“ მეშვეობით მუდმივად აქვეყნებდა მწარე გამონათქვამებს თავისი მოსისხლე მტრის, რუსეთის შესახებ. “მე ვოცნებობ სტაბილურ და ძლიერ რუსეთზე, რომელიც დარწმუნებული იქნება თავის სიძლიერეში”, დაწერა სახელმწიფოს მეთაურმა ვლადიმერ პუტინის არჩევნების შემდეგ. ორიგინალი ორიგინალი
-
http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/policiis-shenoba1-150x150.jpgსოლომონ ქიმერიძის საქმის ობიექტურად გამოძიება კიდევ ერთხელ მოითხოვნის მიზნით, ხაშურის პოლიციის ადმინისტრაციული შენობის წინ რიგითმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს. დღევანდელი აქცია სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საშუალებით დაიგეგმა და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ მხოლოდ ხაშურის პოლიციის უფროსის გათავისუფლება გამოსავალი არ არის და ასეთი შესაძლო შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია ობიექტური გამოძიების ჩატარება. დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნები პოლიციისა და პროკურატურის მიმართ ისმოდა. ჟურანლისტი შორენა შავარდაშვილი ერთ ერთია იმათთაგან, რომელიც პოლიციის შენობის წინ გამართულ აქციას შეუერთდა. იგი მიიჩნევს, რომ შესაბამისმა სტრუქტურებმა მომხდარი სრულყოფილად უნდა გამოიძიონ და დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. შორენა შავერდაშვილი : ფაქტია რომ ადამიანი შენობაში შევდიდა საღსალამათი. მას არ ჰქონდა არანაირი სტატუსი, მათ შორის არც ეჭვმიტანილის და არც მოწმის. ხუთი საათის შემდეგ ის ფაქტობრივად გამოასვენეს შენობიდან. ოფიციალური ვერსია კი ძალიან არასარწმუნოა. უნდა დადგეს დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი. აქციის მონაწილეები თანხმდებიან, რომ ქიმერიძის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია დიდ ეჭვებს ბადებს. მათე მაყაშვილი: მე ვარ ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე, რომელსაც ძალიან შესტკივა გული იმ ფაქტზე, რაც დაფიქსირდა ამ შენობაში. აგერ ის მაგიური კიბეები რომელიც როგორც აღმოჩნდა არაა უსაფრთხო ადამიანებისათვის. ეს არ უნდა ხდებოდეს არცერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, რომელსაც დემოკრატიულობის პრეტენზია აქვს. ვფიქრობ, რომ არის თითოეული ჩვენგანის ვალი, რომ მოვითხოვოთ სამართლიანობის აღდგენა. ვინც ხუჭავს უსამართლობაზე თვალს, იგი მისი მონაწილე ხდება. პოლიციის ადმინისტრაციულ შენობასთან გამართულ აქციას პარტია “თავისუფალი დემოკრატების“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებიც შეუერთდნენ. როგორც პოლიტიკური მოძრაობის წარმომადგენლები ამბობენ, არავის სჯერა იმის, რომ სოლომონ ქიმერიძე უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. ზაალ რცხილაძე: „ სარწმუნო არაა შინაგან საქმეთა სამინისტროს არცერთი განცხადება. მთელი ამ ხნის განმავლობაში პოლიციის მხრიდან ტერორი იყო გარდაცვლილის ოჯახზე. უნდა დაისაჯონ დამნაშავეები აუცილებლად. ობიექტური გამოძიება თუ არ ჩატარდა, ეს კიდევ ერთი სირცხვილი იქნება“ ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა წესით ორ კვირაში უნდა გახდეს ცნობილი. ოფიციალურ პირებს ექსპერტების წინასწარი შედეგების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. ნოდარ სხირტლაძე (გორი) opinion.ge argumenti.ge
-
იურისტები უფლებამოსილების გადაჭარბებად და “პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ” კანონის დარღვევად მიიჩნევენ კონტროლის პალატის მიერ ფიზიკური პირების პირადი შემოსავლების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას. კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 7 მარტს გაავრცელა განცხადება, რომელიც ფიზიკური პირების მიერ პოლიტიკური სუბიექტებისთვის ანგარიშებზე შემოწირულობების განხორციელებას ეხება. ფიზიკურ პირთა ახსნა-განმარტებების გასაჯაროების მიზეზად კონტროლის პალატამ შემდეგი მიზეზი დაასახელა: “პოლიტიკური სუბიქტების ანგარიშებზე შემოწირულობების სახით თანხის გადარიცხვის თაობაზე კონკრეტული ფიზიკური პირების მიერ მედიით გავრცელებული განცხადებები არ ემთხვევა რეალობას, საჯაროს ვხდით მათ მიერ საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის სამსახურისთვის მიცემული ახსნა-განმარტებებიდან ამონარიდებს,” – ნათქვამია კონტროლის პალატის 7 მარტს გავრცელებულ განცხადებაში. გამოქვეყნებულ განცხადებებში საუბარია “ქართული ოცნებისა” და ნინო ბურჯანაძის პარტია “დემოკრატიულ მოძრაობა –”ერთიანი საქართველოსთვის” ფიზიკური პირების მიერ თანხის შეწირვაზე, ასევე ფიზიკური პირების თვიური შემოსავლების, ხელფასებისა და დანაზოგების შესახებ. კონტროლის პალატის თქმით, ეს იმის გასარკვევად მოხდა, ჰქონდათ თუ არა აღნიშნულ პირებს იმდენი შემოსავალი, რომ გარკვეული პოლიტიკური სუბიექტებისთვის ათიათასობით ლარის შემოწირულობა გადაერიცხათ. “90-იანი წლების შემდეგ ოფიციალურად არსად ვმუშაობ. ვარ შპს-ს დირექტორი, მაქვს მცირე შემოსავალი, თვეში მოგება მრჩება დაახლოებით 300-400 ლარი. იჯარით მაქვს აღებული მცირე ფართი სადაც ვვაჭრობ საყოფაცხოვრებო წვრილმანი ნივთებით. თანხას 1390 ლარს ბიძინა ივანიშვილისგან დაახლოებით ორ წელზე მეტია რაც ვიღებთ. სამწუხაროდ ქველმოქმედება არასოდეს განმიხორციელებია, რადგან ამის მატერიალური საშუალება სამწუხაროდ არ მქონდა. რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციისათვის ან კონკრეტული გაჭირვებული ადამიანისთვის თანხა არასოდეს შემიწირავს, გარდა ბოლო პერიოდისა როდესაც „ქართულ ოცნებას“ შევწირე 5000 ლარი. ჩემთვის ცნობილი გახდა , რომ „ქართულ ოცნებას“ ჭირდებოდა თანხები, მე გადავწყვიტე ჩემი დანაზოგი თანხა 5000 ლარი შემეწირა „ქართული ოცნებისათვის“, მოგახსენებთ 5000 ლარი შევწირე და დავიტოვე მხოლოდ საარსებო თანხა. ამ 5000 ლარს ვაგროვებდი წლების განმავლობაში. ეს იყო ჩემო ოჯახის დანაზოგი. დღეის მდგომარეობით რაიმე სახის დანაზოგი ბანკში არ მაქვს, მაქვს დანაზოგი მხოლოდ მცირე თანხა ოჯახური საჭიროებისამებრ 1000 ლარის ოდენობით,” – ფიზიური პირის, თამაშა ჩიტაიას ახსნა-განმარტების ეს მონაკვეთი კონტროლის პალატამ საკუთარ ვებგევრდზე საჯაროდ გამოაქვეყნა. “ქართული ოცნების” საინიციატივო ჯგუფის წევრი, ადვოკატი ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ კონტროლის პალატის მიერ ინფორმაციის გასაჯაროება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც უკავშირდება პირის მიერ პარტიისთვის შეწირულ თანხებს და არა მის პირად შემოსავლებს. “ვინ ვისგან რა შემოსავალსა და რა სახის პრემიას იღებს, ეს არ არის ქალბატონ მოგელაძის გასარჩევი. მხოლოდ იმ ნაწილში უნდა მოხდეს კონტროლის პალატის მიერ ინფორმაციის გასაჯაროება და ჩარევა, რომელიც უკავშირდება პირის მიერ პარტიისთვის შეწირულ თანხებს და არა როგორც ამ შემთხვევაში მოხდა, როდესაც გამოქვეყნდა ფიზიკური პირების შემოსავლებისა და დანაზოგების შესახებ,” – განუცხადა ”ნეტგაზეთს” ზაქარია ქუცნაშვილმა. “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტის, ლელა ტალიურის განცხადებით, კონტროლის პალატა კანონის თანახმად უფლებამოსილია, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვოს ინფორმაცია, როგორც ფიზიკური პირებისაგან პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისათვის და პარტიებისთვის გადაცემული ქონების, ასევე პირიქით, პარტიასთან დაკავშირებული პირებიდან მიღებული ქონების წარმომავლობის შესახებ. ლელა ტალიურის თქმით, კონტროლის პალატის მიერ ახსნა განმარტებიდან პირად შემოსავალთან დაკავშირებული ამონარიდების საჯაროდ გამოქვეყნება, არის ჩარევა კონტროლის პალატის მხრიდან. ”თუმცა, ამ შემთხვევაში განმსაზღვრელია კონტროლის პალატის ლეგიტიმური, კანონიერი მიზანი. რა მიზანს ემსახურებოდა ამ ინფორმაციების გასაჯაროება,. განსაკუთრებით მათი დანაზოგის, თვიური შემოსავლის შესახებ?. ტვირთი დასაბუთებისა, რომ ჩარევა კანონიერ, ლეგიტიმურ მიზანს ისახავდა, მთლიანად აკისრია კონტროლის პალატას,” – უთხრა ლელა ტალიურმა ”ნეტგაზეთს.” საია-ს იურისტის შეფასებით, კანონში “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კონტროლის პალატას ცალსახად არ უწერია, რომ პირადი საიდუმლოება უნდა დაიცვას, მაგრამ თუ გავეცნობით სხვა სტანდარტებს, რა სტანდარტებსაც იყენებს კონტროლის პალატა, მაგალითად, როდესაც აუდიტორულ საქმიანობას ახორციელებს, ამ შემთხვევაში მას ცალსახად უწერია, რომ უნდა დაიცვას კანონით დადგენილი ყველა საიდუმლოება. ”ქართული ოცნების”იურისტთა ჯგუფის წევრის, სანდრო ბარამიძის შეფასებით, კონტროლის პალატამ უნდა დაასაბუთოს, რა მიზანს ემსახურებოდა ფიზიკურ პირთა პირადი შემოსავლების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება. “ვიცით რომ კონტროლის პალატას ჰქონდა უფლება, რომ საჭიროების შემთხვევაში ინფორმაცია გამოეთხოვა პირისაგან, მაგრამ მისი განსაჯაროვება რა მიზანს ემსახურებოდა, ეს უნდა გვითხრას კონტროლის პალატამ. აქვე, პირველ რიგში, მინდა ვკითხო კონტროლის პალატას, ჰკითხა თუ არა პირებს, სურდათ თუ არა პირადი ინფორმაციის(მათი შემოსავლების) გასაჯაროება. ხოლო, თუ ეს კონტროლის პალატამ არ მოითხოვა, ცხადია, ამით დაარღვია პირის უფლება პირადი ინფორმაციის დაცვის შესახებ,” – განუცხადა ”ნეტგაზეთს” ადვოკატმა სანდრო ბარამიძემ. მან დასძინა, რომ როცა ინფორმაცია საჯაროდ ქვეყნდება, ის სრული სახით უნდა გამოქვეყნდეს და არ შეიძლება მისი გამოქვეყნება ისე, როგორც ეს კონტროლის პალატას მიაჩნია. ”ნეტგაზეთი” შეეცადა დაკავშირებოდა იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა პირადი შემოსავლების შესახებ ინფორმაცია კონტროლის პალატამ გაასაჯაროვა, თუმცა, ჯერჯერობით, მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ასევე ვერ მოხერხდა კონტროლის პალატასთან დაკავშირება მათგან დამატებითი განმარტებების მოსაპოვებლად. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
Изрядная часть предвыборной риторики Путина отдавала национализмом и империализмом в стиле XIX века. Однако проблемы России – это проблемы XXI века. Дурное управление и слабая законность создают дискомфорт для граждан и отпугивают внутренние и внешние инвестиции,отношения с Западом остаются трудными, а растущая мощь Китая представляет собой настоящий вызов.
-
/get_img?ImageId=6651 ფოტო - მწვანე ტალღა სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ბავშვისა და ქალის უფლებების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ანა არგანაშვილი ნეტგაზეთთან ქალთა უფლებების დარღვევის ტენდენციაზე და იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც ქალებისთვის დღეს ყველაზე აქტუალურია. რა შემთხვევებში ირღვევა ქალთა უფლებები საქართველოში ყველაზე ხშირად? სახალხო დამცველის აპარატში მომართვებიდან გამომდინარე, ყველაზე ხშირად ქალთა მიმართ ძალადობა იკვეთება. თუმცა, მთელი რიგი ძალადობები მაინც შეუმჩნეველი რჩება და ძალიან რთულია მოსაკვლევად. მაგალითად ფსიქოლოგიური და ეცმოციური ძალადობა. ასეთი ძალადობის მსხვერპლმა მოწმისა და არასაკმარისი მტკიცებულებების გამო,შეიძლება ვერ დაიცვას საკუთარი უფლებები. როგორია ქალთა უფლებათა დარღვევის სიხშირის ტენდენცია? ერთ-რთი ტენდენცია არის ის, რომ მომართვიანობა გაიზარდა.ადრე მთლიანად დამალული იყო ქალთა უფლებათა დარღვევების ფაქტები და ამას არავინ აღიარებდა. თუმცა, ეს არც უფლებათა დარღვევის კლების და არც ზრდის ტენდენციას არ გვიჩვენებს. უბრალოდ, საზოგადოებაში დიკუსია დაიწყო. დისკუსია კი, გარკვეულწილდ შეიძლება პრევენციად ჩაითვალოს. როდესაც გაცნობიერებულია ადმიანის უფლებათა რა დარღვევების საფრთხის წინაშე ვდგავართ, დიალოდი საზოგადოებაში, მომავალში ხელი შეუწყოს ამ საფრთხეების შემცირებას. როგორ იცავს ქალთა უფლებს საქართველოს კანონმდებლობა? 2006 წელს საკმაოდ მნიშვნელოვანი კანონი იყო მიღებული, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ, თუმცა სახალხო დამცველის რეკომენდაციაა, რომ ეფექტურად მოხდეს კანონის აღსრულება, რომ მსხვერპლმა რეალურად მიიღოს ყველა ის დახმარება, რაც კანონით არის გათვალისწინბული და შეზღდული რესურსის გამო რაიმე სერვისზე უარი არ ეთქვას. მას შემდეგ, რაც ქალი გადადგამს ნაბიჯს და სამართალდამცავებს უფლებათა დარღვევის შესახებ შეატყობინებს, ფაქტი სათანადო ყურადღებით უნდა იქნას მოკვლეული და განხორციელდეს ადეკვატური რეაგირება. . ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამრთლომ მრავალი შემთხვევა განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო იმის თაობაზე, რომ ქალის მიმართ ძალადობაზე სამართალდამცავების ინფორმირება სრული სერიოზულობით უნდა იქნას აღქმული აღნიშნული უწყების მიერ; ვინაიდან სამართალდამცავების მიერ არასათანადო ყურადღებისა და არასაკმარისი ძალისხმევის გატარების შემთხვევაში, შესაძლებელია ეს ძალადობა ძალიან ცუდი შედეგებით დასრულდეს გენდერული უთანასწორობის ერთ-ერთ საკითხად შეიძლება ჩაითვლოს ისიც, რომ დღეს საქართველოში ძალიან ცოტა ქალია გადაწყვეტილების მიმღები. ძალიან ცოტა ქალია წარმოდგენილი პარლამენტში, ძალიან ცოტა ქალია ლიდერი. რა თქმა უნდა, მათთვის ცალსახად უარი არავის უთქვამს, რომ ამა თუ იმ თანამდებობებზე ვერ დაინიშნებოდნენ, მაგრამ როდესაც ქალს არ აქვს შესაძლებლობა შეუთავსოს ერთმანეთს განათალება, განვითარება, კარიერა და შვილის აღზრდა, რა თქმა უნდა, ეს უკვე დისკრიმინაციაა. ძალიან ხშირად ქალის დასაქმება პირდაპირ არის დაკავშირებული იმაზე, მოახერხებს თუ არა მხარდამჭერის პოვნას, ვინც მას დაეხმარება ბავშვის აღზრდაში. შესაბამისად, ისეთი სერვისის არსებობა, სადაც გათვალისწინებული იქნება ბავშვთა აღზრდაში მხარდაჭერა, ცალსახად ვერ უწყობს ხელს ქალს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია მოახდინოს და თანასწორობა მოიპოვოს. ამიტომ ქალი, რომელიც არის დასაქმებული და გადაწყვეტს ოჯახი შემქნას, მას ყველა პირობა უნდა შეექმნას რომ შესაძლებლობების რეალიზაცია გააგრძელოს. მას არ უნდა ჰქონდეს არჩევანი გასაკეთებელი განათლებას, კარიერასა და ოჯახს შორის. პირადი და პროფესიული განვითარება შესაძლებელია და ხშირად სასურველია შეთავსებული იყოს.მოვიყვანოთ ძალიან კონკრეტული მაგალითი, ქალს მშობიარობის შემდეგ შეიძლება დაემართოს პოსტ-პარტუმ დეპრესია, ამავე დროს, მან უნდა იზურნოს შვილზეც, დაუბრუნდეს სამუშაოს და გაუძლოს ძალიან ბევრ გამოწვევას. ქალის მხარდაჭერა მშობიარობის შემდეგ, თითქოს ნიუანსია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. მსოფლიოში ძალიან ბევრ ქვეყანაში ეს მხარდაჭერის სერვისები არსებობს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
Украинские феминистки из группы FEMEN были задержаны полицией в Стамбуле в ходе уличной акции по случаю 8 марта. На лица и тела девушек были нанесены бутафорские следы побоев и ожогов. Задачей акции FEMEN было привлечь внимание к многочисленным случаям насилия, которому подвергаются женщины в мусульманских странах. lenta.ru
-
Что меня раздражает больше всего, так это наше высокомерная убежденность в превосходстве нашей собственной «демократической» модели в сравнении с автократическим, централизованным правлением Путина. Неужели мы действительно верим в то, что наша демократия заслуживает таких похвал? Мне кажется, что она порождает слабое, конфликтное и коррумпированное правительство.
-
Тогда как Карлос Слим со своими 69 миллиардами долларов смог сохранить титул самого богатого человека в мире уже третий год подряд, боги богатства не были столь же благосклонны к остальным сверхсостоятельным людям. Из пяти самых очевидных неудачников в этом году четверо - миллиардеры из стран БРИКС, в частности из России и Индии.
-
http://rustavi2.com/news_photos/03_12/60209.jpg თბილისელ მანდილოსნებს 8 მარტს პრეზიდენტმა მიულოცა. პრეზიდტი ცერცვაძეების ოჯახს ესუტმრა. მიხიელ სააკაშვილი ოჯახის წვრებს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გახმოვანებულ ინიციტივებზე ესაუბრა, რომელიც პროფესიულ გადამზადებას და განათლების 1000-ლარიან ვაუჩერს ეხებოდა. ვარკეთილიდან ქვეყნის პირველი პირი სამსახურში მეტროთი დაბრუნდა, გზად კი მიხეილ სააკაშვილმა ქალბატონებს 8 მარტი ვარდებით მიულოცა. "ზოგი ამბობს, რომ 8 მარტი არ უნდა ვიზეიმოთ, რადგან კლარა ცეტკინის მოგონილი კომუნისტური დღესასწაულია, მაგრამ ჩემი აზრით, ყოველი დღე ქალთა დღე უნდა იყოს ისედაც, ამიტომ გილოცავთ ქალბატონებო! გისურვებთ ბედნიერებას, კარგ განწყობას და იმას, რომ ყოველი ახალი დღე წინაზე უკეთესი იყოს. როგორც პრეზიდენტი, წელიწადის 365 დღეს, საქართველოს ტერიტორიაზე, ვაცხადებ ქალთა დღესასწაულად და მოვუწოდებ კაცებს, გავუფრთხილდეთ საქართველოს ამ უკეთეს ნაწილს!", - აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში. დღესვე მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გაჩნდა წარწერა: ”პრეზიდენტის ახალი ბრძანებულებით, დღეიდან დიდი ჯარიმები წესდება ქალების გაბრაზებისათვის და ასევე შემოდის მატერიალური და მორალური წახალისება მათი სათანადო დაფასებისა და მაქსიმალური ხელშეწყობისათვის” View the full article
-
Президент Франции Николя Саркози пообещал уйти из публичной политики в случае поражения на грядущих выборах. Главным соперником действующего главы государства на грядущих президентских выборах является кандидат от Социалистической партии Франсуа Олланд, по последним данным социологов, опережающий Саркози. lenta.ru