Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/shashkin1-300x199.jpg2010 წლიდან ორგანიზაცია PH International საქართველოში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას ახორციელებს. პროექტი, რომლის მიზანია სასკოლო სამოქალაქო განათლების ხარისხის ამაღლება და დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და USAID-ის დაფინანსებით ხორციელდება. პროგრამა 500-ამდე სკოლაში ხორციელდებოდა. აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხრიდან გაზრდილი ფინანსური მხარდაჭერის შედეგად, შესაძლებელი გახდა პროექტში დამატებით 260 სკოლის ჩართვა. ახლა პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლების 30%-ს ფარავს. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიის დირექტორმა სტივენ ჰეიკინმა ხელი მოაწერეს მემორანდუმში ცვლილებას სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მიმართ გაზრდილი მხარდაჭერის შესახებ. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დირექტორმა მარინა უშვერიძემ ღონისძიების ფარგლებში, აუდიტორიას პროგრამის შედეგები გააცნო, ხოლო სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრმა მოსწავლეებმა საკუთარი საქმიანობა წარმოადგინეს. იხილეთ epn.ge
  2. http://saqinform.ge/images/stories/analitics/9-MARTI.jpgთბილისი, 9 მარტი, საქინფორმი. დღეს1956 წლის 9 მარტს თბილისში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენების 56 წელი შესრულდა. სკკპ XX ყრილობაზე (1956 )კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის – ნიკიტა ხრუშჩოვის, მოხსენებამ სტალინის პიროვნების კულტის შესახებ საბჭოთა კავშირის მილიონობით მოქალაქე შეაშფოთა. განსაკუთრებული რეაქცია ხრუშჩოვის გამოსვლას საქართველოში მოჰყვა, სადაც მისი საპროგრამო სიტყვა ქართველი ერის შეურაცხყოფად აღიქვეს. ამ შემთხვევას თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები მოჰყვა.<span style="font-size: 10pt;" />ქართველმა სტუდენტებმა თბილისის ქუჩებში სტალინის პორტრეტებით მოაწყვეს მსვლელობა. 7 მარტს დემონსტრანტებს მოსწავლეებიც შეუერთდნენ. საქინფორმი
  3. <span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/meCet.jpgთბილისი, 9 მარტი, საქინფორმი. საქართველო თურქეთთან აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას ხელს მოაწერს. ეს განცხადება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, ეს საკითხი ოშკის ფიზიკურად გადარჩენაზეა მიბმული. მისი განმარტებით, აზიზიეს მეჩეთი აშენდება იქ, სადაც ადგილობრივი ხელისუფლება გადაწყვეტს. საქინფორმი
  4. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/tugushi2.jpg“საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დაამტკიცოს საქმიანობათა ნუსხა, სადაც მაღალია აივ ინფიცირებულ/შიდსით დაავადებულ პირთან კონტაქტში მყოფი პირის დაინფიცირების რისკი. Aმის შესახებ “ექსპრესნიუსს” სახალხო დამცველის ოფისიდან აცნობეს. “„აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–10 მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, დაუშვებელია აივ ინფიცირებულის/შიდსით დაავადებულის სამუშაოდან დათხოვნა ან მისთვის სამუშაოზე მიღების უარის თქმა მხოლოდ აივ დადებითი სტატუსის გამო, გარდა იმ საქმიანობებისა, სადაც არსებობს მასთან კონტაქტში მყოფი პირის დაინფიცირების მაღალი რისკი. ამ საქმიანობათა ნუსხას ამავე კანონის მეორე პუნქტის მიხედვით ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. „აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–12 მუხლში აღნიშნულია, რომ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს უნდა შეემუშავებინა და დაემტკიცებინა ამ კანონის ამოქმედებისათვის საჭირო შესაბამისი სამართლებრივი აქტები”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღეისათვის, ქვეყანაში ფაქტობრივად არ არის იდენტიფიცირებული ასეთ საქმიანობათა ნუსხა, რაც იწვევს „აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–10 მუხლით გარანტირებული დისკრიმინაციის აკრძალვის არ არსებობას აივ ინფიცირებულის/შიდსით დაავადებულის სამუშაოდან დათხოვნისას ან მისთვის სამუშაოზე მიღების უარის თქმის შემთხვევაში. შესაბამისად, კანონის მე–10 მუხლი არ არის ქმედითი. ამავდროულად, ამ ნუსხის არ არსებობა არღვევს კანონის მე–12 მუხლსაც, ვინაიდან კანონის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს უნდა შეემუშავებინა და დაემტკიცებინა ამ კანონის ამოქმედებისათვის საჭირო შესაბამისი სამართლებრივი აქტები. იხილეთ epn.ge
  5. http://saqinform.ge/images/stories/analitics/NATO.jpgთბილისი, 9 მარტი, საქინფორმი. ნატოს მიერ გავრცელებულიპრესრელიზის მიხედვით, ბრიუსელში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა, თუ როგორ უნდა გაფართოვდეს საქართველოს პარტნიორობა და კავშირი ალიანსთან. ნატო-საქართველოს კომისია მთავარი მექანიზმია, რომლის ფარგლებშიც ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, მათ შორის, საქართველოს წლიურ ეროვნულ პროგრამაში დასახული რეფორმების განხორციელება განიხილება. ამ პროგრამას ალიანსი ყოველწლიურად განიხილავს.<span style="font-size: 10pt;" />სხდომაზე საქართველოს წარმოადგენდა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია. საქინფორმი
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/9-mart.jpg1956 წლის 9 მარტს საბჭოთა ხელისუფლებამ ასობით ქართველი, მათ შორის სტუდენტები და მოსწავლეები დახვრიტა. XX ყრილობაზე პიროვნების კულტის მავნე შედეგების თაობაზე ნიკიტა ხრუშჩოვის მოხსენება მოხსენება სტალინის მოღვაწეობის კრიტიკას წარმოადგენდა. მალე ამ კრიტიკამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა და ქართველი ერის შეურაცხყოფაში გადაიზარდა. ხაზი ესმებოდა იმას, რომ სტალინი ქართველი იყო, თუმცა ცხადია, სტალინის ქართველობას ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, სტალინის კრიტიკას განსაკუთრებით მწვავე რეაქცია საქართველოში მოჰყვა. მღელვარება 1956 წლის 5 მარტს, დაიწყო. განსაკუთრებით აქტიური იყო სტუდენტი და მოსწავლე ახალგაზრდობა, ახალგაზრდობის ერთი ნაწილი საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნითაც გამოდიოდა. მალე მღელვარება გორს, თელავს, ქუთაისს, ბათუმსა და სხვა ქალაქებსაც მოედო და საყოველთაო ხასიათი მიიღო. თბილისი მღელვარების მთავარი კერა. ქალაქის ცენტრალური და სანაპირო ქუჩები დემონსტრანტებითა და მანიფესტანტებით დაიფარა. მღელვარება სულ უფრო ძლიერდებოდა და კულმინაციას 9 მარტს მიღწია, როცა დემონსტრანტებმა მიიღეს დადგენილება ხრუშჩოვის გადაყენებისა და ახალი ხელისუფლების შექმნის შესახებ. მიტინგის მონაწილეთა ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა, დაეკავებინათ კავშირგაბმულობის სახლი და იქიდან რადიოთი გადაეცათ თავიანთი მოწოდებები საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქების მოსახლეობისათვის, მაგრამ იქ მისულ მომიტინგეებს წინ აღუდგნენ. საბჭოთა კავშირის ხელმძღავანელობამ საკითხის მშვიდობიან მოგვარებას სისხლისღვრა არჩია და მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყვანა წითელი არმიის ნაწილები და სამხედრო ტექნიკა. რუსთაველის გამზირსა და მტკვრის სანაპიროზე ათობით ახალგაზრდა დახოცეს, ასობით დაჭრეს და დაასახიჩრეს. ქუჩები სისხლით მოირწყა. საბჭოთა აპარატმა ამ ბარბაროსობის შემდეგაც საშინელი სისასტიკე გამოიჩინა: დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი დამალა, ოჯახებს მიცვალებულების დამარხვის უფლება არ მისცა, სისხლიანი აქტი მთლიანად გაამართლა, ქართველებს ნაციონალიზმი და შოვინიზმი დასწამა, მთელი პასუხისმგებლობა დემონსტრანტებს დააკისრა და დაიწყო დაპატიმრებები. უშიშროების კომიტეტში არსებული მონაცემებით პირველი შეტევის დროს ცეცხლსასროლი იარაღით დაიღუპა 22 კაცი, შემდეგ მიემატა კიდევ 5. დაიჭრა რამდენიმე ათეული. 9 და 10 მარტს საბჭოთა არმიის ჯარების ქვედანაყოფების მიერ, რომლებიც ახდენდნენ პატრულირებას ქალაქში წერიგის დასამყარებლად, დაკავებულ იქნა 300 კაცამდე. ხოლო შემდეგი 12 დღის განმავლობაში სახელმწიფო უშიშროების ორგანოების მიერ დასაკავებლად წარმოებდა გამოძიება, რის შედეგად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიესცეს 39 კაცი. 1956 წლის სისხლიანი დღეების განმავლობაში სულ დაპატიმრებულ იქნა 375 კაცი, მათ შორის: სკკპ წევრი – 34, ალკკ წევრი - 165, უპარტიო – 142. დახოცილთა და დაზარალებულთა რიცხვი დღემდე უცნობია. იხილეთ epn.ge
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/Leon_Panetta_03-300x292.gifიმ შემთხვევაში, თუ აშშ ირანზე იერიშს განახორციელებს, ის ბევრად ძლიერი იქნება იმ იერიშზე, რომელსაც ისრაელი გეგმავს. ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ განაცხადა. “იმ შემთხვევაში თუ ისრაელი ირანზე საჰაერო დარტყმას გადაწყვეტს, ამას რა თქმა, ეფექტი ექნება. თუმცა, ისიც არის ნათელი, რომ თუ აშშ ამაზე წავა, ეფექტი გაცილებით მეტი ექნება”,- განაცხადა პანეტამ. თავის მხრივ, აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის გერბერტ კარლაილის მოხსენებაში დასახელებულია “სუპერიარაღი” – უძლიერესი ბომბი, რომელიც მიწისქვეშა ბუნკერების დასანგრევად არის განკუთვნილი და რომლის წონა 13.5 ტონაა. კარლაილის განცხადებით, რომ ეს ბომბა აშშ საჰაერო ძალებმა მხლოდ გასულ წელს მიიღეს და ის განკუთვნილია იმ ქვეყნებზე იერიშისთვის, რომლებიც საკუთარ ბირთვულ ობიექტებს მიწისქვეშ მალავენ. “ჩვენ ვაგრძელებთ მის სრულყოფას. თუ საჭირო იქნება, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ”, – განაცხადა სარდალმა. ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშის მიტანის აუცილებლობაში აშშ-სა და ისრაელის პოზიციები განსხვავდება. აშშ თვლის, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციები დაწესება არის საკმარისი, ხოლო ისრაელს სამხედრო ძალის გამოყენება სურს. იხილეთ epn.ge
  8. 1956 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან 56 წელი გავიდა. 9 მარტის ტრაგედიას დღეს თბილისში იხსენებენ. ქართველი დეპუტატების განცხადებით, რუსეთს დღესაც ისეთივე მეთოდები და იმპერიალისტური პოლიტიკა აქვს, როგორც წლების წინ.ცნობისთვის, 1956 წლის 9 მარტის ღამეს საბჭოთა არმიამ თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, რასაც უამრავი ადამიანი ემსხვერპლა.დაღუპულთა ზუსტი რიცხვი დღემდე უცნობია. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, გარდაცვლილთა რაოდენობა 100-დან 1000-მდე მერყეობს.1956 წელ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  9. http://rustavi2.com/news_photos/03_12/60217.jpg კანადაში მცხოვრები მახნიაშვილების ოჯახი ექსპერტიზის პასუხს ელოდება. პოლიციელებმა ტორონტოს ხევში ქალის ნეშტს მიაგნეს. არ არის გამორიცხული, რომ ეს სამი წლის წინ გაუჩინარებული მარიამ მახნიაშვილი იყოს. შემთხვევის ადგილზე ნეშტთან ერთად ნაპოვნია ტანსაცმლის ფრაგმენტებიც. მომხდარის შემდეგ პოლიცია მარიამის დედას, ლელა ტაბიძეს დაუკავშირდა, რომლის განცხადებითაც, მას ნამდვილად შეატყობინეს, რომ ხევში უცნობი ქალის ჩონჩხი იპოვეს, თუმცა სამართალდამცველებს მისთვის სხვა დეტალები არ უთქვამთ. მარიამ მახნიაშვილი 2009 წლის სექტემბერში გაუჩინარდა. გოგონა სამი თვის ჩასული იყო ტორონტოში და ერთ დღეს კოლეჯიდან სახლში აღარ დაბრუნდა. გაუჩინარებიდან ერთ თვეში პოლიციელებმა მხოლოდ მის ზურგჩანთას მიაგნეს, თავად გოგონას ბედი კი ამ დრომდე უცნობია. View the full article
  10. http://saqinform.ge/images/stories/analitics/forbes.jpgთბილისი, 9 მარტი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილს ჟურნალ „Forbes“-ის მიერ გამოქვეყნებული მსოფლიოს მილიარდერების სიაში 153-ე ადგილი უკავია, მისი ქონება კი 6,4 მილიარდ აშშ დოლარად აშეფასდა.<span style="font-size: 10pt;" />ივანიშვილის ქონება შარშანდელ ანალოგიურ სიაში 5,5 მილიარდ აშშ დოლარად იყო შეფასებული. საქინფორმი
  11. მოსკოვში 7 მარტს სხვადასხვა რეგიონების ადამიანის უფლებათა დამცველებმა ჩაატარეს კონფერენცია დევიზით "კმარა კავკასიელების ხოცვა-ჟლეტვა". კონფერენციამ განიხილა არჩევნების ფალსიფიკაციის პრობლემები, ადამიანთა გატაცებისა და ციხეებში მყოფი კავკასიელების მდგომარეობის საკითხები. ინგუში ადამიანის უფლებათა დამცველი მაგომედ ხაზბიევის თქმით 18 თებერვალს ინგუშეთის რესპუბლიკის მეთაურმა ოფიციალური განცხადებით დაადანაშაულა სპეცსამსახურები ადამიანების გატაცებაში და პირობა დადო რომ აღმოფხვრიდა ამ დანაშაულს- თუმც... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  12. 2015 წლისთვის გაგრაში ახალი საზღვაო კურორტის შექმნას აპირებენ. როგორც "აფსნიპრესს" შპს "გაგრა პარკ მარინას" გენერალურმა დირექტორმა გლებ პლეტნიოვმა განუცხადა, კურორტი, რომელიც სასტუმროებს, აკვაპარკს, გამაჯანსაღებელ ცენტრსა და სპორტსმენთა პროფესიონალური წვრთნისთვის საჭირო ნაგებობებს მოიცავს, 100 ათას კვადრატულ მეტრზე გადაიჭიმება.მისივე თქმით, მშენებლობა "გაგრა პარკ მარინასგან" 25 წლიანი იჯარით აღებულ 40 ჰა ფართობზე იგეგმება.პროექტის საინვესტიციო მოცულობა 7-10 მილიარდ რუსულ რუბლს შეადგენს... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  13. http://rustavi2.com/news_photos/03_12/60219.jpg ზურაბ პოლოლიკაშვილმა თბილისის `დინამოს` ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა. ზურაბ პოლოლიკაშვილი საფეხბურთო კლუბში 2011 წლიდან მუშაობს. 2011 წლის მარტში ის `დინამოს` გენერალურ დირექტორად დაინიშნა. მისი ინიციატივით, გუნდმა რამდენიმე ესპანელი ფეხბურთელი დაიმატა. პოლოლიკაშვილის სახელს უკავშირდება ესპანელი მწვრთნელის ალექს გარსიას ჩამოყვანაც, რომელმაც კლუბი დაახლოებით ერთი თვის წინ დატოვა. რამდენიმე კვირის წინ ზურაბ პოლოლიკაშვილი გენერალური დირექტორის ნაცვლად, `დინამოს` ვიცე-პრეზიდენტი გახდა. View the full article
  14. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/vashadze321.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სამუშაო ვიზიტით ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში იმყოფება. ქაიროში ვაშაძე ეგვიპტის პარლამენტის სპიკერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა,სადაც რეგიონულ საკითხებსა და ორი ქვეყნის უწყებებს შორის აქტიურ თანამშრომლობაზე იმსჯელეს. ვიზიტის ფარგლებში, ვაშაძემ ასევე შეხვედრები ვაჭრობისა და მრეწველობისა და საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის მინისტრებთან გამართა. მხარეებმა ეგვიპტესა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, ინვესტიციების თემაზე, ინფრასტრუქტურული პროექტების ერთობლივად განხორციელებასა და ერთობლივი საწარმოების შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ პროცესებს შემოდგომაზე დაგეგმილი საქართველო-ეგვიპტის ეკონომიკური კომისიის სხდომა ხელს შუწყობს. იხილეთ epn.ge
  15. პენტაგონი მზადაა ირანის ბირთვული ობიექტების გასანადგურებლად "სუპერ-იარაღი" გამოიყენოს. ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ლეონ პანეტამ განაცხადა. მისი სიტყვებით, ეს დარტყმა ისრაელის მოსალოდნელ დარტყმებზე გაცილებით უფრო ძლიერი იქნება.პანეტამ ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული იარაღი, რომელიც სპეციალურად ღრმად მიწის ქვევით დამალული ბირთვული ობიექტების გასანადგურებლად შეიქმნა, აშშ-ს საჰაერო ძალების შეიარაღებაზე გასულ წელს იქნა აღებული.როგორც პანეტამ აღნიშნა, ღრმადშეღწევადობის ბომბის სრულყ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  16. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/images6.jpeg ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე დღეს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხზე ახალ სტრატეგიას წარადგენს. ამის შესახებ ანდრია ურუშაძემ, 7 მარტს პარლამენტის ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში 16 წლის განმავლობაში საქართველოში დიაბეტის გართულებებით არც ერთი ბავშვი არ დაღუპულა. ურუშაძის განცხადებით, ეს იმით არის განპირობებული, რომ სახელმწიფომ ამ კატეგორიის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მიმართ პოლიტიკა გააუმჯობესა. მისივე თქმით, უნარშეზღუდული ბავშვების შობადობის მაჩვენებელიც ყოველწლიურად მცირდება, რაც ძირითადად მშობიარობის დროს მიღებული ტრავმებით იყო განაპირობებული. ამას კი მინისტრი სამშობიაროებში მედპერსონალის კვალიფიკაციისა და მომსახურების გაუმჯობესებას უკავშირებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნავს, საქართველოში სახელმწიფო ზრუნვის გარეშე არც ერთი ბავშვი არ დარჩება. იხილეთ epn.ge
  17. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/hilari_klinton-300x235.jpgაშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები იმაზე მკაცრია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჰილარი კლინტონმა ლიბიის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “ჩვენ გაერთიანებული ვართ ირანზე ზეწოლის სურვილში, რათა მისი იძულება მოხდეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრისა და პლუს გერმანიის ფორმატში”, – განაცხადა კლინტონმა. კლინტონმა ხაზი გაუსვა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით დიპლომატიური საშუალებები ამოწურული ჯერ კიდევ არ არის. როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, საერთაშორისო საზოგადოება გაერთიანებულია იმ მოსაზრების ირგვლივ, რომ არ დაუშვას ირანის მიერ სამხედრო ბირთვული პოტენციალის შექმა. იხილეთ epn.ge
  18. По мнению Дениса Билунова, представителя демократического оппозиционного движения «Солидарность», которое он основал вместе с шахматистом Гарри Каспаровым в 2008 году, не «протесты на площадях свалят Путина. Нужно подождать, пока его система развалится сама собой. Но, может быть, это случится не завтра».
  19. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/pololikashvili-dinamo-300x263.jpgზურაბ პოლოლიკაშვილი თბილისის “დინამოს” ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას ამის შესახებ სპორტული გაზეთი “ლელო” ავრცელებს. “ლელოსთან” საუბარში პოლოლიკაშვილმა თანამდებობის დატოვების მიზეზები არ დაასახელა და არც ის უთქვამს კლუბში სხვა სტატუსით დარჩება თუ “დინამოსთან” მუშაობას საერთოდ შეწყვეტს. ზურაბ პოლოლიკაშვილი საფეხბურთო კლუბში 2011 წლიდან მუშაობს. 2011 წლის მარტში ის “დინამოს” გენერალურ დირექტორად დაინიშნა. მისი ინიციატივით გუნდმა რამდენიმე ესპანელი ფეხბურთელი დაიმატა. რამდენიმე კვირის წინ ზურაბ პოლოლიკაშვილი გენერალური დირექტორის ნაცვლად, “დინამოს” ვიცე-პრეზიდენტი გახდა. საფეხბურთო კლუბში მისვლამდე, 2009-2010 წლებში ზურაბ პოლოლიკაშვილი საქართველოს ეკონომიკის მინისტრი იყო. 2006-2009 წლებში კი, ესპანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მუშაობდა. იხილეთ epn.ge
  20. В Австрии лишь в последний момент сорвалось проведение международной конференции «Халифат – модель государства будущего». Однако, как утверждают организаторы, обсуждение перспектив всемирного исламского халифата всё-таки состоится в одном из пригородов Вены в рамках закрытого мероприятия.
  21. Ангелу Меркель раньше считали примером политика, который ни за что не сможет добраться до самых высот: невыразительное лицо, нелепая стрижка и тоскливый гардероб. Вроде никаких шансов. А она смогла, преодолев стереотипы.
  22. Со второй попытки ансамбль бабушек из удмуртского села Бураново завоевал право представлять Россию на международном конкурсе песни «Евровидение».
  23. /get_img?ImageId=6653 გაზიანი სასმელების მსოფლიოში ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანიები – Сoca-Cola და PepsiСo ცვლიან საკუთარი პროდუცქციის შემადგენლობას, რათა სასმელის ბოთლზე კიბოს გამოწვევის შესახებ გამაფრთხილებელი წარწერის დატანა არ დაჭირდეთ. კომპანიებმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ–ში კალიფორნიის შტატმა კანცეროგენული ნივთიერებების ნუსხაში საღებავი მეტილიმიდაზოლი შეიტანა. ეს ნივთიერება აღშნიშნულ სასმელებში გამოიყენება. ერთ–ერთმა სამეცნიერო კვლევამ, რომელიც თაგვებზე და ვირთხებზე ჩატარდა, მეტილიმიდაზოლისა და კიბოს გამოწვევას შორის კავშირი აჩვენა. თუმცაჯერჯერობით არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ეს კავშირი ადამიანებშიც ვლინდება. Сoca-Cola და PepsiСo მტკიცებით, ახალი რეცეპტი მთელ აშშ–ში იქნება გამოყენებული, რაც მათ გაყიდვებს კიდევ უფრო გაზრდის. მსოფლიოში გაზიანი სასმელების ბაზრის 90 % –ს სწორედ Сoca-Cola და PepsiСo იკავებს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  24. http://rustavi2.com/news_photos/03_12/60214.jpg თურქეთში საუკუნის ძარცვაში ეჭვმიტანილები შესაძლოა ქართველები იყვნენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ეჭვმიტანილები თურქეთის ქალაქ ორდუში დააკავეს და მათ ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრიდან მილიონი ლირის ღირებულების ოქრო მოიპარეს. სავაჭრო ცენტრში მძარცველებმა 8-მეტრიანი გვირაბით შეაღწიეს, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში მეზობელი შენობის საპირფარეშოდან გათხარეს. გვირაბის მეშვეობით მძარცველები ოქროს საცავებში ისე შევიდნენ, რომ დაცვის სამსახურს არაფერი შეუმჩნევია. სიგნალიზაციის ამუშავების დროს ისინი შემთხვევის ადგილიდან უკვე შორს იყვნენ. თურქული პრესა წერს, რომ სამართალდამცველები გვირაბში ნაპოვნი ქართული წარმოების სიგარეტის ნამწვავების გამო ვარაუდობენ, რომ მძარცველები საქართველოს მოქალაქეები არიან. View the full article
  25. Московская полиция согласилась расследовать обвинения в применении силы и спецсредств в отношении корреспондента радиостанции «Коммерсантъ FM», но только в том случае, если полицейский избил девушку до полусмерти.
×
×
  • შექმენი...