Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. Серебряный шекель, отчеканенный в 66 году нашей эры, продан с аукциона в Нью-Йорке за рекордную цену в 1,1 миллиона долларов. На одной стороне шекеля изображена ритуальная чаша, на другой - гранатовое дерево и надпись "Святой Иерусалим". До нашего времени дошли всего две такие монеты. lenta.ru
  2. ФИФА проведет проверку матча отборочного чемпионата мира по футболу между Бахрейном и Индонезией. Эта встреча, состоявшаяся 29 февраля, закончилась победой Бахрейна со счетом 10:0, причем судья удалил вратаря сборной Индонезии на второй минуте игры и назначил в ворота индонезийцев четыре пенальти. lenta.ru
  3. http://rustavi2.com/news_photos/03_12/60220.jpg პრეზიდენტი, დღეს, რუსიტაშვილების რვა სულიანი ოჯახის სტუმარი იყო. მიხეილ სააკაშვილი მათ გორის რაიონის სოფელ ბერბუკში ესტუმრა. ქვეყნის პირველი პირი რუსიტაშვილებს იმ ინიციატივებზე ესაუბრა, რომელიც მან პარლამენტში გაახმაურა. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მხრიდან მრავალშვილიანი ოჯახების თანადგომაზე, სადაზღვევო სისტემაზე, ახალ საპენსიო პაკეტზე, საგაზაფხულო და ენერგოვაუჩერებზე, ფერმერულ ცენტრებზე და გადამზადების პროგრამებზე. საუბრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ოჯახის კარ-მიდამო და სიმინდის მოსავალი დაათვალიერა. View the full article
  4. http://rustavi2.com/news_photos/03_12/60220.jpg პრეზიდენტი დღეს რუსიტაშვილების რვასულიანი ოჯახის სტუმარი იყო. მიხეილ სააკაშვილი მათ გორის რაიონის სოფელ ბერბუკში ესტუმრა. ქვეყნის პირველი პირი რუსიტაშვილებს იმ ინიციატივებზე ესაუბრა, რომელიც მან პარლამენტში გაახმაურა. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მხრიდან მრავალშვილიანი ოჯახების თანადგომაზე, სადაზღვევო სისტემაზე, ახალ საპენსიო პაკეტზე, საგაზაფხულო და ენერგოვაუჩერებზე, ფერმერულ ცენტრებზე და გადამზადების პროგრამებზე. საუბრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ოჯახის კარ-მიდამო და სიმინდის მოსავალი დაათვალიერა. View the full article
  5. 10 მარტს, 10:30 საათზე, პარლამენტის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პაატა დავითაია ბრიფინგს გამართავს. თემა: ‘ე.წ საპარლამენტო არჩევნები აფხაზეთში’. 10 მარტს, 12.00 საათზე, ‘ქრისტიან–დემოკრატების’ ლიდერები, გიორგი თარგამაძე და ჯაბა სამუშია მცირე ბიზნესში ფიქსირებული გადასახადის შემოღებაზე ისაუბრებენ. მის.: მეტრო ‘ახმეტელი’, სავაჭრო ცენტრი ‘მარიამი’, სილამაზის სალონი. 10 მარტს, 13:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის ‘ღია კარის დღეს’ გამართავს. მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. #29, სამედიცინო უნივერსიტეტის III კორპ. III სართ. წითელი დარბაზი. 10 მარტს, 14.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სკოლამდელი განათლების საკითხებზე ფორუმი გაიმართება. მის.: გ. წერეთლის #2, G106 – ე აუდიტორია. 10 მარტს, 14:00 საათზე, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში გამოფენა ‘მუსლიმი ქართველები’ გაიხსნება. 10 მარტს, 14:00 საათზე, საზოგადოებრივი მოძრაობა ‘ქართული ოცნების’ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი მიხეილ მესხი ქალაქის მთავარ პროკურატურას მისდამი ზეწოლის ფაქტებზე რეაგირების მოთხოვნით მიმართავს. 10 მარტს, 14:00 საათზე, სოსო ქიმერიძის გარდაცვალების საქმის ობიექტური გამოძიების მოთხოვნით, რამდენიმე პოლიტიკური პარტია საქართველოს პარლამენტთან აქციას გამართავს. 10 მარტს, 19:00 საათზე, ‘ნატახტარის’ ორგანიზებით, ლუდის ბარებში: ‘ანგარი’ და ‘სკარლეტ სეილს’, საქართველოს ნაკრების ევროპის ერთა თასის მეოთხე შერკინების ერთობლივი ჩვენება გაიმართება. მის: შავთელის ქ. #20; ლესელიძის ქ. #25. 10 მარტს, 21:00 საათზე, ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში, მაია დარსმელიძის კონცერტი გაიმართება. იხილეთ epn.ge
  6. ნინო ნატროშვილის ბლოგი სრული ტექსტი liberali.ge
  7. ბოლო წლებში თბილისის მერიის, გარემოს დაცვის სამინისტროს თუ საპატრიარქოს ინიციატივით არაერთი გამწვანების აქცია გაიმართა. გამწვანების აქციები ჩატარდა როგორც თბილისში, ასევე, მის შემოგარენში. ნეტგაზეთმა ეს ტერიტორიები მოინახულა, დარგული ხეების უმეტესობა ან აღარ არსებობს, ან მძიმე მდგომარეობაშია და როგორც მეტყევე ზაზა შავლიშვილი აცხადებს, მათი გადარჩენის შანსები მცირეა. ერთ–ერთი ასეთი აქცია ორბელიანის (ყოფილი კოლემურნეობის) მოედანზე, პოლონეთის დაღუპული პრეზიდენტის ხსოვნას მიეძღვნა. გარემოს დაცვის მინისტრმა 2010 წლის 11 აპრილს ბავშვებთან ერთად თოჯინების სახელმწიფო მუზეუმის პირდაპირ რამდენიმე ათეული ძირი ნაძვი დარგო, თუმცა დღეს ამ ტერიტორიაზე ვერც ერთ ხეს ვეღარ შეხვდებით. როგორც თოჯინების მუზეუმის ადმინისტრაციამ განაცხადა, სავარაუდოდ, ნაძვები იმის გამო გახმა, რომ მათ მოვლაზე არავინ ზრუნავდა: “თუმცა ეს ტერიტორია მუზეუმს არ ეკუთვნის, შესაბამისად, ჩვენ მათი მოვლა არ გვევალებოდა და არც არაფერი გაგვიკეთებია იმისთვის, რომ ხეები შეგვენარჩუნებინა”, – განაცხადეს მუზეუმის ადმინისტრაციაში. იგივე მდგომარეობაა გლდანის მე–6 მიკრორაიონში მდებარე #107 ბაგა–ბაღშიც, ბაღის ტერიტორიაზე გამწვანების აქცია 2009 წლის 10 ნოემბერს მოეწყო, გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ასანიძე მაშინ აცხადებდა, რომ “ახალი ხე ახალი სიცოცხლეა და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისთვის”, თუმცა, ისევე როგორც კოლმეურნეობის მოედანზე, #107 ბაგა–ბაღის ეზო დღეს ცარიელია და იქ მხოლოდ რამდენიმე გაცილებით ადრე დარგული ხე დგას. ცოტათი განსხვავებული სიტუაცია დაგვხვდა გლდანის ყოფილ ნაგავსაყრელზე, ნაგავსაყრელის გაუქმების შემდეგ აქ ქალაქის მერმა გამწვანების აქცია სტუდენტებთან ერთად მოაწყო. ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ნაძვები, ფიჭვები და სხვა ჯიშის ხეები დაახლოებით 2 ჰექტარ ტერიტორიაზე დარგეს. მას შემდეგ 4 თვე გავიდა, ამჟამად ნერგების უმეტესობა გამხმარია, სარები კი წაქცეული, თუმცა, როგორც მეტყევე ზაზა შავლიშლიშვილი ამბობს, გარკვეული ღონისძიებების გატარების შედეგად ხეების გადარჩენა შესაძლებელია. ზაზა შავლიაშვილი თვლის, რომ გამწვანების აქციების წარუმატებლობა შესაძლოა რამდენიმე მიზეზით იყოს გამოწვეული: “ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგს, თუ სად დაირგება ხე და ასევე იმას, თუ რა ჯიშისაა ნარგავი. არის ხეები, რომლებიც, რამდენჯერაც გინდა დარგოთ, თბილისში მაინც არ გაიხარებს, მაგალითად, სოჭი. ამიტომ არ შეიძლება წინასწარი კარგი დაგეგმვის გარეშე გამწვანების აქცია მოეწყოს”, – აცხადებს ზაზა შავლიაშვილი. მისი თქმით, თუ ამ კუთხით შევხედავთ, გლდანის ყოფილი ნაგავსაყრელის ტერიტორია არც თუ ისე კარგად არის შერჩეული: “ეს არის მზის გული, აქ დარგულ ხეს გაცილებით მეტი მორწყვა დასჭირდება, ნიადაგი აქ გამომშრალია და ამას ერთი შეხედვითაც მიხვდება ადამიანი, რადგან გარშემო ხეები ძირითადად არ ხარობს”. თუმცა, როგორც ზაზა შავლიაშვილი ამბობს, გარეუბნების გამწვანებისას წყლის ნაკლებობის გარდა, საფრთხეს წარმოადგენენ ცხოველებიც. მისი თქმით, თუკი ტერიტორია კარგად არ არის შემოღობილი, ცხოველებმა ის რამდენიმე საათში შეიძლება გაანადგურონ: “მე არ მაქვს ლაპარაკი ცხოველების ჯოგზე, ორ სულ ძროხასაც კი შეუძლია ახლად დარგული ნერგები გაანადგუროს”, – აღნიშნა შავლიაშვილმა, – “გლდანის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე კი საქონელი ძალიან ბევრია, რადგან ამ ტერიტორიაზე კერძო დასახლებებში მცხოვრები ადამიანები, ძირითადად, მათი საშუალებით ირჩენენ თავს.” დედაქალაქის გამწვანების პრიორიტეტების, პროგრამებისა და გეგმების შემუშავება ქალაქ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს ევალება. როგორც მერიის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის მოვალეობაშია “ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებული შემოსასვლელების, შემოგარენის, სანაპიროების, მწვანე საფარის, ბაღების, პარკების, სკვერების, მოედნების, გაზონების, ფერდობებისა და ყვავილნარებისთვის სარწყავ-სამელიორაციო სისტემების დაგეგმარება და მშენებლობა; არსებული სარწყავი ქსელების შესწავლა, მოწესრიგება და რეაბილიტაცია; ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენის ღონისძიებებში მონაწილეობა; ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებული გაზონების, ფერდობებისა და ყვავილნარების მოვლა-პატრონობა” და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუკი ზემოთაღნიშნული აქციები არაეფექტურად განხორციელდება, ზაზა შავლიაშვილის თქმით, გამწვანებას არანაირი აზრი არ აქვს. მსგავსი აქციები კი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. “მაგალითად, თუკი ნაძვს და ფიჭვს ავიღებთ, ერთ ჰექტარზე დაახლოებით 3 000 – 3 300 ძირის დარგვა ხდება” , – აცხადებს ზაზა შავლიაშვილი, ამჟამად კი ბაზარზე ერთი ძირი ნერგის ფასი, ჯიშიდან გამომდინარე 1–დან 10 ლარამდე მერყეობს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  8. გიორგი გოგუას ბლოგი სრული ტექსტი liberali.ge
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/x_56c64943-300x225.jpgაშშ-ის საზღვაო ქვეითები და საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები მონაწილეობას მიიღებენ ერთობლივ სამხედრო წვრთნაში, Agile Spirit 2012, რომელიც 10-24 მარტს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე გაიმართება. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” აშშ-ს საელჩოდან აცნობეს. საელჩოს ცნობით, წვრთნაში ჩართული იქნება შავი ზღვის მე-12 როტაციული ძალების 300-ზე მეტი საზღვაო ქვეითი. შავი ზღვის როტაციული ძალების ბაზა რუმინეთის ქალაქ კონსტანტაშია განთავსებული. ერთობლივი წვრთნის მიზანია, გააღრმავოს თავსებადობა ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის, დაეხმაროს მათ საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების ერთმანეთისათვის გაზიარებაში ამბოხებულთა საწინააღმდეგო და სამშვიდობო ოპერაციების წარმოებისას. წვრთნა აგრეთვე ითვალისწინებს მცირერიცხოვანი სამხედრო დანაყოფების ტაქტიკის, ესკორტირებისა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფის ტექნიკის დახვეწას. Agile Spirit ყოველწლიური სამხედრო წვრთნაა. ის აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ერთ-ერთი კომპონენტია. ორი ქვეყნის სამხედრო თანამშრომლობა მოიცავს აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადების პროგრამასაც. ამ პროგრამით საქართველოს შეიარაღებული ძალები ავღანეთის საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისათვის ემზადებიან. შავი ზღვის მე-12 როტაციული ძალები აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის შემადგენელი ნაწილია. ის როტაციის პრინციპით, მსახურობს შავ ზღვაზე, ბალკანეთსა და კავკასიის რეგიონში, თანამშრომლობს პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებთან და ეხმარება მათ სამხედრო შესაძლებლობების განვითარებაში, ხელს უწყობს სტაბილურობის გამტკიცებას მთელ რეგიონში და ავითარებს მტკიცე პარტნიორობას აღმოსავლეთი ევროპის 19 სახელმწიფოსთან. დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ შავი ზღვის მე-12 როტაციული ძალების ფეისბუქის გვერდს მისამართზე იხილეთ epn.ge
  10. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო "საერთაშორისო-გამჭვირვალება - საქართველო" ქიმერიძის გარდაცვალების შესახებ სრული ტექსტი liberali.ge
  11. </p> /get_img?ImageId=6658<p>დღეს, 9 მარტს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მე–13 სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე სამი საკითხი განიხილეს. კერძოდ, კარდაკარის აქციაში მონაწილე რეგისტრატორთა მომზადების, კარდაკარის დროს ამა თუ იმ პოლიტიკური ორგანიზაციის სასარგებლოდ აგიტაციის აკრძალვისა და ასევე, თითოეული კომისიის წევრის ჩართულობის საკითხი საარჩევნო კომისიის რეგიონულ წარმომადგენლობებში. ყველა რეგისტრატორი უნდა დაექვემდებაროს შესაბამის სწავლებას, ანუ ტრენინგს. 40 ტრენერია საჭირო იმისათვის, რომ მოხდეს ქვეყნის მასშტაბით 11 000 რეგისტრატორის დატრენინგება. მემორანდუმს გააფორმებს ცესკო-ს სწავლების ცენტრთან და სწორედ ეს ცენტრი დაატრენინგებს ყველა რეგისტრატორს. ხოლო ტრენერთა კვალიფიკაციის ამაღლებას უზრუნველყოფს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია (IFES); ტრენინგების ჩატარების ადგილი იქნება რაიონული ცენტრები; თუკი ტრენერს ექნება შენიშვნა რომელიმე რეგისტრატორთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ის ვერ გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალებას, კომისიის გადაწყვეტილებით, აღნიშნული რეგისტრატორი კარდაკარის პროექტში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მასთან კომისია ხელშეკრულებას გაწყვეტს. ტრეინინგი ორკვირიანი იქნება. როგორც დღევანდელ სხდომზე ითქვა, კვირისთვის მოხდება იმ პირთა, რეგისტრატორთა მონაცემების შეჯერება, რომლებიც ოფიციალურად მიიღებენ მონაწილეობას ტრენინგში. სხდომაზე ასევე დიდი ყურადღება დაეთმო იმ ფორმის შემუშავებას, რომელიც მოახდენს რეგისტრატორების მხრიდან კარდაკარის დროს ამა თუ იმ პოლიტიკური ორგანიზაციის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ აგიტაციის აკრძალვას. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თამვჯდომარის მამუკა კაციტაძის განცხადებით, კომისიამ საკუთარი გადაწყვეტილებით უნდა განიხილოს და აკრძალოს ყველა ტიპის აგიტაცია. “მინდა გითხრათ, რომ ამ გადაწყვეტილების დარღვევა გახდება საფუძველი კონკრეტულ რეგისტრატორთან სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის. ანუ ჩვენ შევწყვეტთ კონკრეტულ რეგისტრატორთან თანამშრომლობას, თუკი დადასტურდება, რომ მან კარდაკარის აქციის დროს გასწია, ან შეეცადა გაეწია აგიტაცია ამა თუ იმ პოლიტიკური ორგანიზაციის სასარგებლოდ. შესაბამისად, ყველა ჭორი და მითქმა–მოთქმა, რომ ეს იქნება გამოყენებული ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მიერ სააგიტაციოდ, ჩვენ ამას ოფიციალური გადაწყვეტილების საფუძველზე ვკრძალავთ. ამასთან დაკავშირებით გვექნება ჩვენეული მონიტორინგი, მაგრამ მთავარი მაკონტროლებელი ამაში უნდა იყოს ჩვენი ამომრჩეველი, ჩვენი მოქალაქე, რომელმაც უნდა იცოდეს, რომ რეგისტრატორის მხრიდან პოლიტიკური რეკლამის, აგიტაციის გაწევა კარდაკარის აქციის დროს არის მკაცრად აკძალული,” – აღნიშნა კაციტაძემ. თუმცა, რა ფორმით მოხდება დაკვირვება კარდაკარის აქციაში მონაწილე რეგისტრატორებზე, კაციტაძე წინასწარ არ განმარტავს, იმ მოტივით, რომ შემდეგ შეიძლება მათ (კარდაკარის აქციაში მონაწილე რეგისტრატორებმა) ეს სათავისოდ გამოიყენონ. სხდომაზე აღნიშნულის პრევენციის ერთ–ერთ მაგალითად რეგისტრანტთა წყვილებში მოძრაობა დასახელდა. ამავდროულად, დიდი ყურადღება დაეთმო კომისიის 21 წევრის ჩართულობას რეგიონულ წარმომადგენლობებში. კაციტაძის განმარტებით, კომისიის მიზანია, აწარმოოს ერთგვარი მონიტორინგი რეგიონული წარმომადგენლების მუშაობაში, თუ რამდენად არის მათი მუშაობა შესაბამისი დებულებასთან და გადაწყვეტილებასთან, ასევე, პერიოდული ინფორმაცია მიაწოდოს კომისიას ამ მონიტორინგის საფუძველზე. რაც შეეხება ამომრჩეველთა ერთიან სიებს, “ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, როდის განთავსდება საიტზე ამომრჩეველთა სია, კაციტაძე ზუსტ თარიღს ვერ აკონკრეტებს და აღნიშნავს, რომ სანამ სახელმწიფო უწყებებიდან მიღებული სიების დაზუსტება არ მოხდება, სიები საიტზე ვერ დაიდება. ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების სახელმწიფო კომისია პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე 15 ნოემბერს შეიქმნა. კომისიას 21 ადამიანი წარმოადგენს: 7 "ნაციონალი", 7 ოპოზიციონერი და 7 არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი. კომისიამ გადამოწმებული სიები ცესკოს 2012 წლის პირველ ივლისამდე უნდა წარუდგინოს, ხოლო პირველი აგვისტოსთვის უკვე დაიდება საბოლოო სია. საარჩევნო სიების დაზუსტების კომისიამ პირველი სხდომა 17 ნოემბერს გამართა. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ბიუჯეტი თებერვლიდან აგვისტომდე 4 მილიონ 700 ათასი ლარით განისაზღვრა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  12. “ეს არის კონფლიქტის გაღვივების პოლიტიკა”, - ასე შეაფასა იერუსალიმის პატრიარქმა, თეოფილე III-მ ქართული მხარის მიერ ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება ინტერნეტ პორტალ “იზრუსთან” საუბრისას. ექსკლუზიურ ინტერვიუში იერუსალიმის პატრიარქი აღნიშნავს, რომ მისთვის ქართული მხარის პოზიცია მაშინ გახდა ცნობილი, რაც ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორში განცხადება გააკეთა. “მე წარმოდგენა არ მაქვს, რაზე საუბრობენ სააკაშვილი, კალანდაძე და რურუა”, - განაცხადა პატრიარქმა. მისივე თქმით, ისრაელის ხელისუფლებას, რომელსაც საპატრიარქოსთან ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს, მიწის სხვისთვის გადაცემა საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე არასოდეს განუხორციელებია, ასე არც ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით მოიქცეოდა, რადგან, პატრიარქის თქმით, “ხელისუფლებაც გაკვირვებული იყო ამ განცხადებებით”. ინტერვიუში თეოფილე III ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს პატრიარქის ვიზიტისას ისრაელში, რომელიც ისრაელის მხარის მიწვევით იმყოფებოდა, სიტყვაც კი არ ყოფილა ნახსენები ჯვრის მონასტრის გადაცემასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, მონასტრის შესახებ საუბარი არ ყოფილა არც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის დროს. საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, “საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის ისრაელში ვიზიტისას ჯვრის მონასტრის გადმოცემის საკითხი ოფიციალურად დაისვა” –განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ 5 მარტს გამართულ ყოველკვირეულ ბრიფინგზე. მინისტრის მოადგილემ მაშინ გაუგებრობად შეაფასა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჯვრის მონასტერის გადმოცემაზე ისრაელის საგარეო საქმეთა უწყება ინფორმაციას არ ფლობდა. იმის შესახებ, რომ იერუსალიმის მონასტრის დაბრუნებაზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს, მიხეილ სააკაშვილმა 25 თებერვალს გორში, თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მოლაპარაკებები დაადასტურა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამაც, თუმცა განაცხადა, რომ რეზულტატის უსაფრთხოების მიზნით ჯგუფის წევრების ვინაობა გასაიდუმლოებული დარჩებოდა. მოლაპარაკებების შესახებ საქმის კურსში არ ყოფილა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორეც, იერუსალიმში ვიზიტის შემდეგ მისმა მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა ნეტგაზეთთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით არ უსაუბრიათ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  13. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/beselia-300x1991.jpgეკა ბესელიას განცხადებით, მასსა და ბიძინა ივანიშვილის კოალიციას შრის არავითრი კონფლიქტი არ არის. ამის შესახებ განცხადება, ადვოკატმა ეკატერინე ბესელიამ რადიო “პალიტრის” ეთერში გადაცემა “პროვოკატორში” საუბრისას გააკეთა. ბესელია კოალიციის ირგვლივ ადამიანთა წრის გაფართოებით ხსნის იმ ფაქტს , რომ ამჟამად ისე აქტიური აღარ არის, როგორიც ის პოლიტიკაში ივანიშვილის გამოჩენის პირველ ხანებში იყო. “არავითარი კონფლიქტი არ არსებობს. რაც შეეხება იმას, რატომ არ ვარ ისეთი აქტიური, როგორიც მაშინ, როცა ბატონ ბიძინასთან ერთად ამ პროცესში ჩავერთე, ეს იმიტომ, რომ თავიდან ცოტანი ვიყავით. მოგვიანებით ადამიანების სიმრავლე და ფუნქციების გადანაწილება ჩემი აქტიურობის მასშტაბზე აისახა”, – განაცხადა გადაცემა “პროვოკატორში” სტუმრობისას. მისივე თქმით, მისი პასიურობის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ “ორი-სამი მედიასაშუალების გარდა, მისთვის სხვა მედიასივრცე დახურულია”. “სად უნდა გამოვჩნდე, როცა “მაესტროს”, “პალიტრის” და “ობიექტივის” გარდა არსად მიწვევენ?! სხვა მედიასივრცე დახურულია. ასე რომ, ჩემზე ჭორები, მითები და ლეგენდები ვრცელდება და ყურს ნუ დაუგდებთ”, – აღნიშნა ბესელიამ. იხილეთ epn.ge
  14. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/saqstati_big1-300x169.jpgწინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2011 წლის IV კვარტალში 337 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 58 პროცენტით აღემატება 2010 წლის შესაბამისი პერიოდის დაზუსტებულ მაჩვენებელს, ხოლო მიმდინარე წლის III კვარტალზე 27 პროცენტით მეტია. “საქსტატის” ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2011 წლის IV კვარტალში დაფიქსირდა. 2011 წლის IV კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნაკადებმა 436 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილმა 2011 წლის IV კვარტალში 91 პროცენტი შეადგინა. პროცენტულ სტრუქტურას განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით გვიჩვენებს სექტორული დიაგრამა #4, რომლის მიხედვით პირველ ადგილზე ნიდერლანდები იმყოფება 23 პროცენტით, მეორეზე – საერთაშორისო ორგანიზაციები 15 პროცენტით, მომდევნო პოზიციებს ლუქსემბურგი და აშშ იკავებენ 10-10 პროცენტით. 2011 წლის IV კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 79 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. იხილეთ epn.ge
  15. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/200906185841-300x199.jpgქალთა პარტიის რიგით მესამე ყრილობაზე ახალ თავმჯდომარედ ხათუნა მაჭავარიანი აირჩიეს, ყოფილი თავჯდომარე გუგული მაღრაძე კი საპატიო თავმჯდომარედ დატოვეს. ყრილობა გუგული მაღრაძემ გახსნა. მან ისაუბრა პარტიის საქმიანობის მიზნებზე ასევე პოლიტიკასა და სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღებაში ქალთა როლზე და მნიშვნელობაზე ისაუბრა. „მეტი ქალი უნდა იყოს ჩაბმული პოლიტიკაში, მთავრობაში, ამ კუთხით ჩვენს ქვეყანაში ვითარება უარესდება“, – განაცხადა მაღრაძემ. მისივე თქმით, აუცილებელია უმაღლესი სასწავლებლების მეტი დაფინანსება, ბიზნესის სახელმწიფოს მიერ ნაწილობრივ კონტროლის აუცილებლობა და ანტიმონოპოლიური კანონის მიღება. „ქალთა პარტია“ 2008 წელს შეიქმნა. ეს პარტიის მიერ ჩატარებული რიგით მესამე ყრილობაა, ბოლოს გუგული მაღრაძემ პარტიის წევრებს მისი გადადგომის ნებართვა თხოვა და ხმების უმრავლესობით ხათუნა მაჭავარიანი აირჩიეს. იხილეთ epn.ge
  16. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/smDo2CURAiOdFsybhosS0Tl72eJkfbmt4.jpegროგორც პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა აღნიშნა, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნების საკითხზე თავის დროზე ბიზნესმენი ბარდი პატარკაციშვილი მუშაობდა. ამის შესახებ მაჭავარიანმა ჟურნალისტებს იერუსალიმის პატრიარქის თეოფილე მესამის ინტერვიუს იმ ნაწილის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნების თაობაზე პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებამდე მათ შუამავლების მეშვეობით ქართველმა ბიზნესმენებმა მიმართეს. მისივე თქმით,ბადრი პატარკაციშვილამდე ამ საქმით ბევრი სხვა ბიზნესმენი იყო დაკავებული. როგორც პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, ხელისუფლების მიზანია ყველა ეს ძეგლი საუბრუნდეს საქართველოს. “ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის ისტორიული ძეგლი და ფასეულობა, რომელიც საქართველოს ისტორიას, ქართულ კულტურასა და ჩვენს რელიგიას – მართლმადიდებლურ ეკლესიას უკავშირდება. ხელისუფლების მიზანია, ყველა ეს ძეგლი საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იყოს და თუ საშუალება არსებობს, დაუბრუნდეს საქართველოს” – განუცხადა ჟურნალისტებს მაჭავარიანმა. მიხეილ მაჭავარიანი არ აკონკრეტებს რა ფორმატში მუშაობს ქართულ მხარე და ვისთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, საქმის წარმატებით დასრულების მოტივაციით. იხილეთ epn.ge
  17. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/424440_364241753606212_2606-300x243.jpgსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოფელ ბერბუკში რუსიტაშვილების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილი ოჯახის პრობლემებით დაინტერესდა და ახალ ინიციატივებზე ისაუბრა. იგი იმ პროგრამებს შეეხო, რომლებიც 18 წლამდე მოზარდებისა და პენსიონერების ჯანმრთელობის დაზღვევას ითვალისწინებს და პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების საკითხებს მოიცავს. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების აუცილებლობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ საგაზაფხულო სამუშაოებისთვის გლეხებს ყველა პირობა უნდა ჰქონდეს შექმნილი. იხილეთ epn.ge
  18. http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/arasamtawroebi6-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით ბაქრაძეს; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ გრიგოლ ვაშაძეს. საქართველოს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენელთა მ ი მ ა რ თ ვ ა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების წინაშე მდგარი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა უზრუნველყოს ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR), ევროსაბჭოს რეკომენდაციების შესრულება და არჩევნების საერთაშორისო სტანადარტებით ჩატარება. ქართული არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები ვეთანხმებით 28 თებერვალს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში გამოსვლისას გამოთქმულ პოზიციას, წინასაარჩევნო ვითარების მონიტორინგისათვის საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევის აუცილებლობის თაობაზე და მოგმართავთ წინადადებით, უმოკლეს ვადაში საქართველოში მოიწვიოთ ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს კვალიფიციურ და მიუკერძოებელ მონიტორინგს არა მხოლოდ ორთვიან წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ მთელი საარჩევნო წლის განმავლობაში. თარიღი: 2 მარტი, 2012წ ხელმომწერი ორგანიზაციები: ორგანიზაცია ხელმომწერი სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)ნინო ლომჯარია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოეკა გიგაური ფონდი ”ღია საზოგადოება საქართველო”ქეთი ხუციშვილი სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრიკოტე კანდელაკი კოალიცია ”არჩევნის თავისუფლებისათვის”ირაკლი მელაშვილი ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტი (IDFI)გიორგი კლდიაშვილი კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრიგიორგი ხუციშვილი სტუდია ”მონიტორი”ნინო ზურიაშვილი სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტიია ანთაძე ჟურნალი ”ლიბერალი”შორენა შავერდაშვილი ლიბერალური აკადემია თბილისიქეთი ციხელაშვილი გაზეთი ”The Messenger”ზაზა გაჩეჩილაძე ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის კოორდინატორი საქართველოშიალექსანდრე რუსეცკი კავშირი ”21-ე საუკუნე”პაატა გაჩეჩილაძე გაზეთი ”გურია ნიუსი”გიორგი სიხარულიძე „მრავალეროვანი საქართველო“არნოლდ სტეფანიანი სამოქალაქო განათლების რესურც-ცენტრი საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციაია მამალაძე საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრითეონა აქუბარდია საზოგადოებრივი დამცველიირინა ფუტკარაძე სტუდია ”რე“მამუკა ყუფარაძე ადამიანის უფლებათა პრიორიტეტილია მუხაშავრია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდიზაალ ანჯაფარიძე კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტითემურ თორდინავა სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრივლადიმერ ბოჟაძე ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი”ნაზი ჯანეზაშვილი ასოციაცია ”საზოგადოება განვითარებისათვის”ლილი როსტიაშვილი ადამიანის უფლებათა ცენტრიალეკო ცქიტიშვილი ასოციაცია ”ქალი და ბიზნესი”ნინო ელიზბარაშვილი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)ნინო ევგენიძე ასოციაცია ”მწვანე ალტერნატივა”მანანა ქოჩლაძე საქართველოს მედია კლუბითამარ გურჩიანი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)თამარ ჩუგოშვილი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიათამარ კორძაია საინფორმაციო სააგენტო ”პირველი”ნათია რუხაძე საინფორმაციო სააგენტო ”ივერიონი”ლევან სულაშვილი ასოციაცია და რადიო ”მწვანე ტალღა”მაკა ჯახუა ფონდი ”ტასო”თამთა თათარაშვილი ტელეკომპანია ”კავკასია”ნინო ჯანგირაშვილი საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრიკახა კახიშვილი ახალი თაობა – ახალი ინიციატივა (nGnI)ქეთევან ჩაჩავა კავშირი ”სამოქალაქო საზოგადოება – ევროპული არჩევანი”ზვიად გელაშვილი Presage.tvგიორგი იაკობაშვილი გაზეთი ”რეზონანსი”ლაშა ტუღუში საქართველოს მედია კლუბიმაგდა პოპიაშვილი იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციაიულია ხარაშვილი „ალია ჰოლდინგი“დიმიტრი ტიკარაძე საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციაგიორგი ბოკერია ინტერნეტგაზეთი „ტრიბუნა“მადლენა მაჭარაშვილი „თავისუფლების ცენტრი“ეკა რატიშვილი ტელეკომპანია „მაესტრო“მამუკა ღლონტი ჰოლდინგი „პალიტრა მედია“დაჩი გრძელიშვილი ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსი“ირაკლი მანაგაძე გაზეთი „ახალი თაობა“შორენა მარსაგიშვილი გაზეთი „ვერსია“მაია ფურცელაძე სტუდია „GNS“ნანა ლეჟავა საინფორმაციო პორტალი „opinion.ge“ირაკლი კორძაია ინტერნეტგამოცემა „არგუმენტი.გე“ირაკლი მანაგაძე ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრიდავით ლოსაბერიძე საერთაშორისო საზოგადოება ”კივიტას გეორგიკა”გიორგი მესხიძე სათემო ორგანიზაცია ”ლელი პირველი”ნანა ნერსეზაშვილი გურჯაანი TVლევან ალექსიშვილი გორის საინფორმაციო ცენტრიმიხეილ ჩიტაძე „გაზეთი „აჭარა პ.ს.“ჯემალ მეგრელაძე ორგანიზაცია ”თემი და თვითმმართველობა”დავით ჩხიკვაძე გაზეთი `p.S (ქუთაისი)გულიზა გუბელაძე გაზეთი `სამხრეთის კარიბჭე”ლელა ინასარიძე ორგანიზაცია ”პოსტ-ალიონი”ზაალ მამალაძე გაზეთი ”ბორჯომი”ვალერიან ლომიძე „ახალი გაზეთი“ია ბობოხიძე გაზეთი „ალიონი“ნუგზარ ასათიანი გაზეთი „რუსთავის ამბები“ზაზა ნაკაშიძე გაზეთი „ლანჩხუთი პლუსი“ქეთევან ნაკაშიძე კახეთის საინფორმაციო ცენტრიგელა მთივლიშვილი <p> მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრიმანანა ვარდიაშვილი გაზეთი „ბათუმელები“ეთერ თურაძე ევროპული ინტეგრაციის ფორუმისოსო ცისკარიშვილი „თავისუფალი გაზეთი“ თამარ ლეფსვერიძე ასოციაცია „მედია და საზოგადოებალაშა ზარგინავა გაზეთი „სპექტრი“მაია ყალაბეგაშვილი სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირონათია გიგიაძე ინტერნეტგამოცემა „TSPRESS“ელისო ჯანაშია argumenti.ge
  19. თურქულმა მხარემ დასაქმების სურვილის მქონე უცხოელებისთვის მუშაობის ნებართვის გაცემის პირობები და პროცედურები გაამარტივა, _ ამის შესახებ ინფორმაციას … ლინკი მედიანიუსზე
  20. დღეს თბილისში, სასტუმრო “ვერე პალასში” გამართულ ყრილობაზე “ქალთა პარტიის” თავმჯდომარედ ფილოლოგი ხათუნა მაჭავარიანი აირჩიეს. პარტიის ახალი… ლინკი მედიანიუსზე
  21. ოკუპირებულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ადმინისტრაციულ საზღვარზე მოძრაობა მნიშვნელოვნად შეზღუდულია. როგორც ,,მედიანიუსს” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის… ლინკი მედიანიუსზე
  22. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების სცენარი საოკუპაციო ძალების მიერ არის დაწერილი.… ლინკი მედიანიუსზე
  23. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ რეგიონის სოფლების სამედიცინო დაწესებულებებისთვის მედიკამენტების გაცემა დაიწყო. ჯანდაცვის მიზნობრივი პროგრამის, “სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო… ლინკი მედიანიუსზე
  24. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/db8.jpg2020 წელს საქართველოსთან ერთად ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობას ოფიციალური ბაქო არ განიხილავს. ამის შესახებ აზერბაიჯანის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე კენულ ნურულაევამ განაცხადა. ინფორმაციას აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ. ნურულაევას განცხადებით, აზერბაიჯანი მხოლოდ ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის განაცხადზეა ფოკუსირებული. მან ასევე უარყო საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ჩატარებაზე საერთო განაცხადის შეტანის შესაძლებლობა. “ეს უფრო საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სურვილია, რომ ევროპის ჩემპიონატი აზერბაიჯანთან ერთად ჩაატაროს. მან მხოლოდ სურვილი გაახმიანა, ხოლო სახელმწიფო დონეზე ამის ოფიციალური დასტური არ არსებობს. ამასთანავე, აზერბაიჯანს ჯერ არაფერი გადაუწყვეტია” – განაცხადა ნურულაევამ როგორც ორგკომიტეტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, აზერბაიჯანის მხარე ევრო-2020-ის ჩატარებაზე საქართველოსთან ერთად განაცხადის შეტანას არ ფიქრობს. იხილეთ epn.ge
×
×
  • შექმენი...