planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/09fc89fe6ece-300x233.jpgსაქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ოფიციალურად ადასტურებს, რომ საქართველო და აზერბაიჯანი გამოხატავენ ერთობლივ სურვილს, უმასპინძლონ ფეხბურთში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატს. ამის შესახებ ინფორმაციას სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით,ეს საკითხი 6 მარტს, საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ბაქოში გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე შეათანხმეს. ამჟამად მიმდინარეობს საქართველოსა და აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციებს შორის მოლაპარაკება, რათა მათ 21 მარტს სტამბულში გასამართ „უეფას” კონგრესზე ამ საკითხთან დაკავშირებით ორივე ქვეყნის მზაობა დაადასტურონ. კონგრესზე ოფიციალური განაცხადების შეტანის ვადების დაზუსტებასთან ერთად, ამ სურვილს ორივე ქვეყანა „უეფას” უკვე ოფიციალური განაცხადით დაუდასტურებს. სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო უარყოფს რამდენიმე ინტერნეტ-გამოცემის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანული მხარე არ არის თანახმა 2020 წელს საქართველოსთან ერთად უმასპინძლოს ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში. იხილეთ epn.ge
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/fosta-deklaracia.jpgთბილისი, 9 მარტი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, საქართველოში მოქმედმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი და მიმართეს ნატოს სარდლობას, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:<span style="font-size: 10pt;" />„გაუმართლებლად მიგვაჩნია ავღანეთში ნატოს „ISAF“-ის სამხედრო მისიაში ქართული საჯარისო ნაწილების მონაწილეობა და, მითუმეტეს, შემადგენლობის გაზრდა, რადგანაც საქართველო არ წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრს და, შესაბამისად, არანაირი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება არ გააჩნია, მონაწილეობა მიიღოს ამგვარ სამხედრო მისიებში. ასევე, ავღანურ მისიაში ჩვენი ქვეყნის საჯარისო ნაწილების მონაწილეობა საქართველოს ხელისუფლებისათვის წარმოადგენს სპეკულაციის საგანს და გამოყენებულია ალიანსის წევრი სახელმწიფოებისაგან პირადი მხარდაჭერისათვის, რათა ადგილზე შენარჩუნებულ იქნეს ავტორიტარული მმართველობა, რაც მოსახლეობაში დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციას იწვევს. საქინფორმი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png მოლი კორსო 3 მარტს, საქართველომ საკუთარი წარმოების და დიზაინის საარტილერიო სისტემა გამოსცადა. დაგეგმა რა ეს ცდები რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეს, თბილისი თითქოს საკუთარი მოსისხლე მტრის – კრემლის ვლადიმერ პუტინის მიმართულებით ისვრის. ცდები თავდაცვითი საწარმოო სიმძლავრეების გაზრდის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. თებერვლის ბოლოს საქართველომ 14 ტონიანი ქვეითი საბრძოლო მანქანის „ლაზიკას“ პრეზენტაცია გამართა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავად გაატარა ჯავშანმანქანა და ახალ ტექნიკას უმაღლესი შეფასება მისცა, განაცხადა რა, რომ ეს მოვლენა „განვითარების ახალ ეტაპზე“ გადასვლის მაუწყებელია, როდესაც შეიარაღების საერთაშორისო ბაზრებზე საქართველო მყიდველის სტატუსიდან მიმწოდებლის კატეგორიაში გადაინაცვლებს. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დღიდან, თბილისი საკუთარი თავდაცვითუნარიანობის განმტკიცებითაა დაკავებული. ბევრი ანალიტიკოსის აზრით, სამხედრო წარმოების განვითარება საქართველოში დიდად ვერ განამტკიცებს საქართველოს პოზიციებს პოტენციური კონფლიქტის შემთხვევაში ისეთ ზესახელმწიფოსთან, როგორიც რუსეთია. ასე, რომ საკუთარი სამხედრო ტექნიკის წარმოება მათი აზრით, დიდწილად ეროვნული სიამაყის საკითხია. „საქართველოს მთავრობა ცდილობს ერის შემართების გაზრდას და თითქოს ამბობს: „შეხედეთ, ეს ჩვენი შექმნილია!“, – აღნიშნავს საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი. „ჩვენ გავთვალეთ ამ მხრივ ჩვენი შესაძლებლობები და შესანიშნავია, რომ საკუთარ ტექნიკას ვაწარმოებთ“. რონდელის თქმით, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოს მაღალი რანგის ჩინოვნიკებთან, სამხედრო ტექნიკის წარმოების აწყობა ქვეყანის შიგნით, საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე იმ „ერთგვარი ბლოკადის“ გვერდის ავლის საშუალებაა, რომელიც არაოფოციალურად მოქმედებს 2008 წლის შემდეგ. ოფიციალური ვაშინგტონიც და თბილისიც უარყოფენ შეიარაღების მიწოდებაზე ემბარგოს არსებობას. ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ სამამულო თავდაცვითი წარმოების შექმნა აუცილებელი პასუხია ნაციონალურ უსაფრთხოებაზე, რადგან რუსეთისგან საფრთხე დღესაც მოდის. „რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიაში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შეიარაღების საუკეთესო სახეობათა კონცენტრირებას ახდენს. თანამედროვე ვერტმფრენები, ტანკები“, – ხაზგასმით აღნიშნავს ალექსანდრე რონდელი. „რას უნდა განიცდიდეს ამ დროს საქართველო?“. დღესდღეობით, თავის სამხედრო პროექტებში მთავრობა აქცენტს უპილოტო მფრინავ აპარატებზე და ჯავშანტექნიკაზე აკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი სხვა სახის შეიარაღებას, მათ შორის ავტომატურ იარაღსაც ახსენებს. ახალი პროდუქციის დამუშავებასთან დაკავშირებულ შესაძლო ხარჯებზე და წარმოების გეგმებზე ღია ინფორმაცია არ არსებობს. უცნობია ისიც, თუ რა ფინანსურ რესურსებს მიმართავს სახელმწიფო თავდაცვითი წარმოების პროექტებზე. ზოგიერთი ანალიტიკოსის ვერსიით, სხვაგან ყიდვის ნაცვლად, ტექნიკის საკუთარი ერთეულების წარმოების შექმნის გადაწყვეტილებისკენ საქართველოს აშშ-ს მხრიდან ტექნიკურმა ხელშეწყობამ უბიძგა. ასეთ ვარაუდებს დამატებითი საფუძველი იმან შეუქმნა, რომ 22 თებერვალს თბილისს აშშ-ს თავდაცვის მინისტრის თანაშემწის მოადგილე სელესტა ვოლანდერი სტუმრობდა. ამ სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის, აშშ-ს საელჩომ თბილისში არ უპასუხა ჩვენს თხოვნას, კომენტარი მოეცა აშშ-საქართველოს თავდაცვითი თანამშრომლობის საკითხზე. სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, რომელიც ადრე ამერიკავკასიაში ბრიტანეთის სამხედრო ატაშედ მუშაობდა, „ლაზიკა“ შეიარაღების უახლესი სახეობა არ არის და „პასუხობს ისეთი პატარა ქვეყნის შესაძლებლობებს, როგორიც საქართველოა“. ჯავშანმანქანა, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებულ სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ს ბაზაზე შეიქმნა, 14,5 მმ კალიბრის ჯავშანსაწინააღმდეგო ნაღმტყორცნებისგან დაცვას უზრუნველყოფს. მანქანა აღჭურვილია 23 მმ კალიბრის ავტომატური იარაღით და 7,62 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევით. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით შარშანწინ მაისში გამართულ სამხედრო აღლუმზე მთავრობამ ქართული ჯავშანმანქანა „დიდგორი – 1“ და „დიდგორი – 2“ წარმოადგინა. მანქანა ქართული არმიისთვის სერიოზულ მობილურობას უზრუნველყოფს, რითაც იმ პრობლემას წყვეტს, რომლის წინაშეც ქართული ჯარი 2008 წლის ომის დროს აღმოჩნდა. მაგრამ ლონდონის კონფლიქტოლოგიის და ანალიზის დამოუკიდებელი ცენტრის დირექტორის კრისტოფერ ლენგტონის აზრით, ამას ვერ დავარქმევთ „ძვრას სამხედრო პოტენციალში“. „ლაზიკას“ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს ქვეყნის შიგნით და ავითარებს ქართული ქვეითი ჯარის შესაძლებლობებს“, – ვარაუდობს იგი. სამხედრო მოქმედებების დროს კი, ის „ვერ შეძლებს ჩრდილოეთიდან ძალის დიდხანს შეკავებას“. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ხარჯებთან დაკავშირებული ღია ინფრომაციის შესწავლა აჩენს ვარაუდს, რომ საქართველოში საკუთარი სამხედრო წარმოების დაწყების იდეა გუშინ არ გაჩნდა. როგორც ეს საბიუჯეტო ინფორმაციიდან ჩანს, მართალია 2010 და 2011 წლებს შორის პერიოდში საქართველოს საერთო სამხედრო ბიუჯეტი შემცირდა (2010 წლის 728 მილიონი ლარიდან (443 მილიონი დოლარი) 2011 წლის – 711 მილიონ ლარამდე (432 მილიონი დოლარი)), თუმცა იმავე პერიოდში სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებზე გამოყოფილი ხარჯი დაახლოებით ოთხჯერ გაიზარდა (2010 წლის 4,02 მილიონი ლარიდან (დაახლოებით 2,42 მილიონი დოლარი), 2011 წლის 18,6 მილიონ ლარამდე (11,18 მილიონი დოლარი)). ამ სამეცნიერო-კვლევით და ტექნოლოგიურ სამუშაოებთან დაკავშირებული 2012 წლის ბიუჯეტი ჯერ არ გამოქვეყნებულა. 2012 წლის სამხედრო ბიუჯეტი 675 მილიონი ლარია (410 მილიონი დოლარი). უპილოტო თვითმფრინავების წარმოების პროექტი საქართველოში, როგორც ჩანს, შემდგომი სპეკულიაციების საფუძველი გახდება ისეთ თემაზე, როგორიცაა პენტაგონის მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებასთან დაკავშირებულ გეგმებში.პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავდმჯდომარე გივი თარგმაძემ ამ თვეში, სააგენტო „პირველ“-თან ინტერვიუში, უპილოტო თვითმფრინავების მშნებლობასთან დაკავშირებული გეგმები პირველად ახსენა იმ მრავალტანჯული კონტრაქტის შემდეგ, რომელიც საქართველოს Elbit -ის უპილოტო საფრენი აპარატების ისრაელურ მწარმოებელთან ჰქონდა. გივი თარგამაძესთან კომენტარის მისაღებად დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა. არსებობს ვარაუდი, რომ უპილოტო თვითმფრინავების წარმოება საბჭოთა პერიოდის თბილისის ავიამშენებელი ქარხნის ბაზაზე იგეგმება, ქარხნის, რომლის რენაციონალიზებაც 2010 წელს მოხდა. კერძო მესაკუთრის პირობებში, ქარხანა მსუბუქ თვითმფრინავებს აწარმოებდა ისეთი მასალების ბაზაზე, რომელიც უპილოტო თვითმფრინავების წარმოებისთვის გამოყენებულ მასალებს გავს, ამბობს სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი. ქარხანა, რომელიც 2008 წელს რუსეთმა დაბომბა, ერთ დროს სუ-25-ის ტიპის გამანადგურებლებს უშვებდა. „ამ ქარხანაში ათასობით თვითმფრინავი აშენდა… ასე რომ, მათ არ შეექმნებათ პრობლემა უპილოტო თვითმფრინავების წარმოებაზე“, – ამბობს იგი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელსაც დღეს ქარხანა ეკუთვნის, უპილოტო თვითმფრინავებთან და სხვა წარმოებულ ტექნიკასთან დაკავშირებით ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ შეკითხვებს არ უპასუხა. ორიგინალი ორიგინალი
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/arasamtawroebi7-300x199.jpgკამპანია ‘’ეს შენ გეხება’’ წევრმა ორგანიზაციებმა მიხეილ სააკაშვილის, გრიგოლ ვაშაძისა და დავით ბაქრაძის სახელზე მიმართვა შეიტანეს. როგორც საერთაშორისო გამჭვირვალეობა-საქართველოს“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ნინო ახალისკაცმა “ექსპრესნიუსს” განაცხადა, მათი უმთავრესი მიზანია საქართველოს მთავრობამ უმოკლეს ვადაში წინასაარჩევნო ვითარების მონიტორინგის მიზნით,საქართველოში ეუთოს სადამკვირვებლო მისია მოიწვიოს. „საქართველოს მთავრობამ წინასაარჩევნო ვითარების მონიტორინგის მიზნით, უმოკლეს ვადაში საქართველოში მოიწვიოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს კვალიფიციურ და მიუკერძოებელ მონიტორინგს არა მხოლოდ ორთვიან წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ მთელი საარჩევნო წლის მანძილზე“,-განაცხადა ხალისკაცმა. „საიას“ თავმჯდომარეს,თამარ ჩუგოშვილს მიაჩნია, რომ წინა საარჩევნო პროცესი აქტიურ ფაზაშია შესული,ამიტომ მნიშვნელოვანია ეუთოს სადამკვირვებლო მისია მთელი წლით ჩამოვიდეს. მიმართვა,რომესაც 82-მა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა მოაწერეს ხელი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში,საგარეო საქმეთა სამინისტროში და პარლამენტში შეიტანეს. კამპანია ‘’ეს შენ გეხება’’ წევრი ორგანიზაციები მომავალში იურიდიულ კომიტეტთან შეხვედრას გეგმავენ, სადაც კომიტეტს სააჩევნო კანონში შესატან ცვლილებებს შეთავაზებენ. იხილეთ epn.ge
-
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გამდლისწყაროს მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც მათ თბილისი–სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის რეაბილიტაციის შედეგად წარმოექმნათ, 15 მაისამდე უნდა მოგვარდეს. ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთს” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მიაწოდეს. “ნეტგაზეთმა” დაახლოებით ერთი თვის წინ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ავტომაგისტრალის მშენებლობის შედეგად გამადლისწყაროს მოსახლეობა საკარმიდამო ნაკვეთებამდე მისვლას ვეღარ ახერხებდა, რის გამოც უკვე ორი წელია გამდლისწყაროელები მოსავლის გარეშე არიან დარჩენილები. სოფლის ერთ-ერთმა მკვიდრმა და დაზარალებულმა ციური თათრიშვილმა საავტომობილო გზების დეტარტამენტს პრობლემის მოგვარების თხოვნით გასული წლის სექტემბერში მიმართა. დეპარტამენტიდან გამოგზავნილ წერილობითი პასუხში ნათქვამი იყო, რომ ავტომაგისტრალის პარარელურად ადგილობრივი მნიშვნელობის გზის მშენებლობაა გათვალისწინებული, რაც მნიშვნელოვნად გააადვილებდა ნაკვეთებამდე გადაადგილებას. სხვა დეტალური ინფორმაცია პასუხში არ ეწერა, შესაბამისად, ადგილობრივებს დღემდე არ აქვთ ინფორმაცია, როდის დაიწყება ახალი გზის მშენებლობა და მოაგვარებს თუ არა ეს გზა მათ პრობლემებს. შეკითხვით, თუ რა ღონისძიებების გატარებას გეგმავს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გამდლისწყაროელების პრობლემის მოსაგვარებლად და როდის, “ნეტგაზეთმა” ჯერ კიდევ ზემოთ აღნიშნული სტატიის მომზადების პროცესში მიმართა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. პასუხი სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ მივიღეთ: “თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის კმ55-კმ80 მონაკვეთის რეკონსტრუქციის ფარლებში, კონტრაქტორს - ერთობლივ საწარმო “ნიუ ენერჯი - ალ ჰამრა-ზიმო“-სა და ზედამხედველ - შპს „ნიველტ ინჟინერია”-ს 2011 წლის 21 დეკემბრის #05-04/5196 წერილით მიეცა დავალება, დაგეგმოს, ხელსაყრელი პირობების დადგომისთანავე დაიწყოს და 2012 წლის 15 მაისამდე უზრუნველყოს კასპის რაიონის სოფელ გამდლისწყაროს ტერიტორიაზე მდებარე ე.წ. „ხორხების“ მიწის ნაკვეთებამდე მისასვლელი საველე გზისა და სარწყავი არხის მოწყობა,” - ნათქვამია სამინისტროდან მიღებულ პასუხში, რომელსაც ხელს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნუგზარ გასვიანი აწერს. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი გამდლისწყარო თბილისიდან ოციოდე კილომეტრში, ზედ ავტომაგისტრალთან მდებარეობს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
Журналистские организации Таджикистана потребовали, чтобы в республике был восстановлен доступ к Facebook и нескольким информационным сайтам (tjknews.com, maxala.org, centrasia.ru и zvezda.ru), заблокированный неделю назад. Авторы совместного заявления считают, что такие меры вредят международному имиджу страны. lenta.ru
-
დღეს, 9 მარტს, კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრი პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თბილისში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართეს სახელწოდებით ”მე ვარ თავისუფალი მოქალაქე.” ”ჩვენ დღეს ვმართავთ აქციას სახელწოდებით ”მე ვარ თავისუფალი მოქალაქე”. ეს არის გზავნილი ვანო მერაბიშვილისთვის, რომ ჩვენ ვართ თავისუფალი მოქალაქეები და ჩვენი არჩევანია ამ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა დემოკრატიული ხელისუფლებით. თქვენ იცით, რომ მუდმივი ძალადობა ხორციელდება ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მიმართ. ჩვენ წერილს გადავცემთ ვანო მერაბიშვილს ამ ფაქტთან დაკავშირებით,” - განუცხადა ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ”ქართული ოცნების” წარმომადგენელმა სულხან ღლონტმა. მისივე თქმით, ეს არის აქცია ქვეყანაში არსებული ძალადობის წინააღმდეგ. აქცია დაახლეობით 30 წუთი გაგრძელდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა თავიანთი მიმართვა ვანო მერაბიშვილისადმი შსს-ს კანცლარიას ჩააბარეს. ”ჩემი წერილის მიზანი არ არის შეგახსენოთ, რომ კონსტიტუციის სული არის მოქალაქეების თავისუფლებისა და უფლებების დაცვა, არც ის, რომ თქვენ მიერ ”რეფორმირებული” სამინისტრო ხელმეორედ საჭიროებს რეფორმას სრული პოლიტიზირების გამო, არც ის, რომ გახმაურებული მკვლელობები საქართველოში ჯერ კიდევ გაუხსნელია,” - წერია შს მინისტრ ვანო მერაბიშვილისადმი გაგზავნილ მიმართვაში, რომელსაც აქციის მონაწილეები ხელს ინდივიდუალურად აწერდნენ. წერილის ავტორების თქმით, მათი წერილის მიზანია, ახალგაზრდებმა შსს-ს შეახსენონ, რომ თავად არიან იმ თაობის წარმომადგენლები, რომლებიც დემოკრატიას კარგად იცნობენ და რომლებიც მზად არიან საკუთარი თავისუფლების დასაცავად. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
Обнародован доклад Верховной контрольной палаты о катастрофе самолета президента. Он не должен был приземляться в аэропорту "Смоленск-Северный". Помешала рассогласованность в ведомствах. Газета L'Espresso утверждает, что между авиакатастрофой и загадочной смертью бывшего полковника СВР Сергея Третьякова, перешедшего на сторону США, есть связь. newsru
-
В Карабудахкентском районе Дагестана в окрестностях села Губден неизвестные обстреляли из автоматического оружия вертолет погрануправления, когда экипаж выполнял плановый облет территории. Экипаж не пострадал, а сам вертолет получил ряд механических повреждений. Летчики смогли передать местонахождение стрелявших. lenta.ru
-
13-летний подросток погиб и по меньшей 235 человек пострадали, отравившись химической краской на празднике в индийском городе Мумбаи. Пострадавшие оказались в основном детьми в возрасте от восьми до десяти лет. По предварительным данным, дети нашли подозрительные мешки рядом со свалкой в трущобах Мумбаи. lenta.ru
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/turcia-uprastila.jpgთბილისი, 9 მარტი, საქინფორმი. თურქულმა მხარემ დასაქმების სურვილის მქონე უცხოელებისთვის მუშაობის ნებართვის გაცემის პირობები და პროცედურები გაამარტივა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, გამარტივება მოხდა თურქეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის N2011/2306 დადგენილების ძალაში შესვლის პარალელურად, რომლის თანახმად, უცხოელებს, უფლება აქვთ, იმყოფებოდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე არაუმეტეს 90 დღის ვადით.<span style="font-size: 10pt;" />საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საელჩოს მიერ ქვეყნის შესაბამის უწყებებთან გამართული კონსულტაციების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, შეღავათები ვრცელდება მხოლოდ იმ უცხოელებზე, რომლებსაც სურვილი აქვთ, დასაქმდნენ ოჯახებში მოსამსახურედ, დამლაგებლად, ბავშვების, მოხუცების ან ავადმყოფების მომვლელად. საქინფორმი
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/nabludateli.jpgთბილისი, 9 მარტი, საქინფორმი. აფხაზეთის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას მონიტორინგს 40-მდე საერთაშორისო დამკვირვებელი გაუწევს. ამის შესახებ „კავკაზსკი უზელი“ იუწყება. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საკუთარ წარმომადგენლებს აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ნიკარაგუა, ვენესუელა და ტუვალუ გაგზავნიან.<span style="font-size: 10pt;" />აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნებს „წარმომადგენლობის არმქონე ერების და ხალხების ორგანიზაციაც“ დააკვირდება. ეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც ოკუპირებულ ან სადავო ტერიტორიებზე მცხოვრები ერების დაცვაა. საქინფორმი
-
http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/FF499383--150x150.jpgცივილიზებული საზოგადოებისათვის მიუღებელი „ბინძური შანტაჟის მცდელობა“ უწოდა “რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპის” პრეზიდენტმა სტივენ კორნმა ამ რადიოს აზერბაიჯანული სამსახურის ბაქოს ბიუროს თანამშრომლის ხადიჯა ისმაილოვას წინააღმდეგ განხორციელებულ მუქარას. ისმაილოვამ, რომელიც ცნობილია კორუფციის მამხილებელი ჟურნალისტური გამოძიებებით, მიიღო ფოტოსურათებით სავსე საფოსტო გზავნილი, რომელშიც მას ემუქრებიან, რომ გამოაქვეყნებენ მის ინტიმურ ფოტოებს. „გონს მოდი, კახპავ, თორემ სახალხოდ გამოგაჭენებთ“, – ასეთი წარწერა ჰქონდა საფოსტო გზავნილს, რომელიც სავსე იყო ინტიმური ფოტოსურათებით. დამშანტაჟებლებმა ფოტოები ხადიჯა ისმაილოვას სახლში დამონტაჟებული ფარული კამერით გადაიღეს და იმედი აქვთ, რომ მათი გამოქვეყნების მუქარით დააშინებენ ჟურნალისტს, რომლის საგამოძიებო რეპორტაჟებმა ფარდა ახადა იმ კორუფციულ სქემებს, რომლებშიც უშუალოდ მონაწილეობენ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახის წევრები. თუმცა ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგა უკანდახევას არ აპირებს და საჯაროდ აცხადებს, რომ ყველანაირ შანტაჟის კამპანიას მტკიცედ და შეუვალად დაუპირისპირდება: „გუშინ მე საჯაროდ და მკაფიოდ განვაცხადე, რომ ეს შანტაჟი მე ვერ გამაჩერებს. და არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ცილს დამწამებენ, არა აქვს მნიშვნელობა, რა სიბინძურეს გაავრცელებენ ჩემზე, – ეს მე ვერ გამაჩერებს. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩემი პოზიციის სიმართლეში.“ მათ მოკლეს ელმარ ჰუსეინოვი და გააჩერეს იგი. მათ დაშინებით, მოქრთამვითა და შანტაჟის გზით აიძულეს ბევრი სხვა ჟურნალისტი შეეწყვიტათ საქმიანობა … ხადიჯა ისმაილოვა როგორც ზემოთ ითქვა, ცივილიზებული საზოგადოებისათვის მიუღებელი „ბინძური შანტაჟის მცდელობა“ უწოდა რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპის პრეზიდენტმა სტივენ კორნმა ამ რადიოს აზერბაიჯანული სამსახურის ბაქოს ბიუროს თანამშრომლის ხადიჯა ისმაილოვას წინააღმდეგ განხორციელებულ მუქარას. ხადიჯა ისმაილოვა რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის სტაჟიანი თანამშრომელია. 2008-2010 წლებში იგი სათავეში ედგა ჩვენი რადიოს ბაქოს ბიუროს. ამჟამად რადიო თავისუფლების ბაქოს ბიუროში ხადიჯა ისმაილოვა უძღვება პოპულარულ საავტორო პროგრამას “სამუშაოს შემდეგ”. გარდა ამისა, ხადიჯა ისმაილოვა წარმატებით მოღვაწეობს საგამოძიებო ჟურნალისტიკის სფეროში და მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო იმ რეპორტაჟებისათვის, რომლებმაც ფარდა ახადა კორუფციას აზერბაიჯანში და, მათ შორის, სააშკარაოზე გამოიტანა პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის წევრების ფინანსური მდგომარეობა. განვაგრძო ჩემი საქმიანობა, ეს არის ყველაზე საუკეთესო პასუხის ჩემ მიმართ განხორციელებულ შანტაჟის მცდელობაზე, – განაცხადა ხადიჯა ისმაილოვამ ჩვენს რადიოსთან საუბარში. „მათ მოკლეს ელმარ ჰუსეინოვი და გააჩერეს იგი. მათ დაშინებით, მოქრთამვითა და შანტაჟის გზით აიძულეს ბევრი სხვა ჟურნალისტი შეეწყვიტათ საქმიანობა. ჟურნალისტების დაშინების პრაქტიკა უნდა შეწყდეს. და როდესაც ისინი შეიგნებენ, რომ დაშინებით, შანტაჟითა და მოკვლით შეუძლებელია ჟურნალისტების გაჩუმება, როდესაც, ყოველივე ამის მიუხედავად, არავინ გაჩუმდება, მაშინ ისინი დაინახავენ ამ ყველაფრის უსარგებლობას და შეწყვეტენ ამის კეთებას. და მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მცირე, რისი გაკეთებაც შემიძლია, არის ის, რომ გავაგრძელო ჩემი საქმიანობა და პასუხი გავცე მათ.“ 7 მარტის მუქარის წერილამდე ხადიჯა ისმაილოვა არაერთხელ დაიბარეს დაკითხვაზე პოლიციაში, ხოლო სამთავრობო მედიამ მის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კაპმანია გააჩაღა. “რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპის” პრეზიდენტმა სტივენ კორნმა განაცხადა, რომ „ამაყობს ხადიჯა ისმაილოვას საქმიანობით“ და პირობას დებს, რომ მომავალ კვირაში, ბაქოში ვიზიტისას, აზერბაიჯანის ხელისუფლების წევრებთან შეხვედრაზე დააყენებს ჟურნალისტის წინააღმდეგ შანტაჟის გამოყენების საკითხს. რადიო “თავისუფლება” ავტორი კობა ლიკლიკაძე argumenti.ge
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/FOSTA-GULUA.jpgთბილისი, 9 მარტი, საქინფორმი. როგორც პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ საქინფორმს ატყობინებს, მიმდინარე წლის 7 მარტს მოსკოვში გაიმართა შეხვედრა რუსეთის ახლად არჩეულ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციის – „საქართველოსთვის“, თავმჯდომარეს, საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიის – „განახლებული საქართველოსთვის“ – მთავარ მრჩეველს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში მინდია გულუას შორის. საქინფორმი
-
http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg ქართული ენის სახლი გაიხსნა კახეთში, სოფელ იორმურღანლოში. აქ აზერბაიჯანულ ენაზე მოსაუბრე პედაგოგები სახელმწიფო ენას შეისწავლიან, შემდეგ კი ადგილობრივ საჯარო სკოლებში გაკვეთილებს ქართულ ენაზე ჩაატარებენ. სახლი პარლამენტის თავმჯდომარემ და განათლების მინისტრმა გახსნეს. დღესვე დავით ბაქრაძემ და დიმიტრი შაშკინმა საგარეჯოს რაიონში ორი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობას ჩაუყარეს საფუძველი. მშენებლობა ახალი სასწავლო წლისთვის უნდა დასრულდეს. View the full article
-
Владелец "Армавиа" Михаил Багдасаров сообщил, что в ближайшее время компания может объявить о банкротстве. Об этом он сказал на встрече с журналистами. По словам Багдасарова, компания находится в сложной ситуации из-за высоких (по его мнению) цен на обслуживание в ереванском аэропорту "Звартноц". lenta.ru
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/analitikc-new.jpgკრემლში ვლადიმირ პუტინის დაბრუნებასთან დაკავშირებით მთელს მსოფლიოში ცდილობენ გარკვევას, თუ როგორი იქნება რუსეთის საშინაო და, განსაკუთრებით, საგარეო პოლიტიკა მაშინ, როდესაც რუსეთმა, ბოლოს და ბოლოს, გამოავლინა იმის ნიშნები, რომ უბრუნდება დამოუკიდებელი კურსის გატარებას საერთაშორისო ურთიერთობების საკვანძო საკითხებთან მიმართებაში. ამ ვარაუდის საფუძველს სირიის პრობლემასთან დაკავშირებით გამოხატული მტკიცე პოზიცია იძლევა. ბევრს აშინებს რუსეთის მიერ ძველი გავლენისა და ძალის დაბრუნება, ხოლო პუტინი სწორედ ასეთი შესაძლებლობის რეალიზაციასთან ასოცირდება. გასაკვირი არ არის, რომ საქართველოშიც ხალხს ძალზე აინტერესებს, რა მოხდება რუსეთში და როგორი იქნება „ახალი“ პუტინის პოლიტიკა საქართველოს მიმართ.<span style="font-size: 10pt;" />ევრაზიის ინსტიტუტმა ჩამოაყალიბა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი კითხვა, რომლებიც გაფანტული სახით საზოგადოებაში ისმება, მათ შორის გათვალისწინებულია ჩვენი თანამშრომლებისთვის კერძო საუბრებში დასმული შეკითხვები. ჩვენ შევეცადეთ, წინასწარი პასუხები გაგვეცა ამ შეკითხვებზე და ბუნებრივია, რომ ამ და სხვა შეკითხვების ანალიზს დროდადრო მივუბრუნდებით ხოლმე, რადგან მათ აქვთ გრძელვადიანი ხასიათი და ერთ ჯერზე ვერ იქნებიან ამოწურულნი. საქინფორმი