planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
Сложная политическая обстановка в США и слабость, по крайней мере, внешняя, двух кандидатов в президенты от Республиканской партии приводит к тому, что в настоящий момент Европа ошибочно оценивает перспективы ноябрьских выборов. До такой степени ошибочно, что в Старом Свете рассматривают лишь версию переизбрания Обамы.
-
Мы не использовали Россию. Она служила определенным контекстом внутренней дискуссии в НАТО. С польской точки зрения на это стоит смотреть так. Те, кто негативно относился к созданию отдельных планов защиты для новых стран-членов, охотно разыгрывали российскую карту – в Москве, Вашингтоне, Берлине и Париже, и только в последнюю очередь в Польше.
-
Двое музыкантов группы Надежда Толоконникова и Мария Алехина находятся в изоляторе временного содержания. Судебные слушания назначены на 24 апреля. В ответ девушки объявили голодовку. Как считают на сайте группы, «нынешние обвинения являются частью кампании травли и очевидного политического заказа, которые, как всем уже видно, никакого отношения к религии не имеют».
-
14 მარტს, 09:00 საათზე, სასტუმრო ‘თბილისი მარიოტში’ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ბრიჯიტ ბრინკი გახსნის ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ ქართველი ბიზნესმენებისათვის ორგანიზებულ ორდღიან კონფერენციას ‘ბიზნესის წარმოება შეერთებულ შტატებთან’. 14 მარტს, 11.00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დადებული მემორანდუმის განახლებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. 14 მარტს, 12:30 საათზე, ‘ახალი მემარჯვენეების’ ცენტრალურ ოფისში პარტიის ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი, ლევან კალანდაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ‘ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო მედიაციის სამსახურის მომსახურება ფასიანი ხდება’. მის: ჟ. კალანდაძის ქ. #3. საკონტაქტო პირი რუსუდან გურჩიანი – 599 55 29 49. 14 მარტს, 12.00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია სამოქალაქო განვითარებისათვის ოფისში საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: ‘იურისტებისგან დაკომპლექტებული მობილური ჯგუფების შექმნის ინიციატივა, რომელსაც საფუძვლად დაედო ბოლო დროს საქართველოს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის უწყების საფუძველზე მოქალაქეების დაბარება და განმარტების მოთხოვნა’. მის: მაზნიაშვილის ქ. #23 (ვორონცოვი) საკონტაქტო პირები: კახა კახიშვილი, ირინა ფუტკარაძე – 2 359524. 14 მარტს, 12:00 საათზე, ‘თავისუფალი საქართველოს’ ოფისში, პარტიისთავმჯდომარე, კახა კუკავა და პოლიტიკური მდივანი თენგიზ ომანიძე ბრიფინგს გამართავენ და საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით კონკრეტულ ინიციატივებს წარადგენენ. მის: ფალიაშვილის ქ. #33 ა. 14 მარტს, 12.00 საათზე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გიორგი ვაშაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, რამაზ ნიკოლაიშვილი და პრეზიდენტის რწმუნებული ქვემო ქართლში, დავით კირკიტაძე სოფელ სართიჭალაში სოფლის განვითარების ცენტრის პროექტის პრეზენტაციას გამართავენ. 14 მარტს, 12:00 საათზე, ‘პრაიმ ტაიმის’ პრესკლუბში სტუმრად იქნება მოძრაობა ‘თეთრების’ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი. თემა: ‘მიმდინარე პოლიტიკა’. 14 მარტს 13:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინ სტუდენტების აქცია გაიმართება. 14 მარტს, 14.00 საათზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ვიცე პრემიერ-მინისტრი, გიორგი ბარამიძე და ლიტვის ელჩი საქართველოში, იონას პასლაუსკასი ეწვევიან. მის: გმირ კურსანტთა ქ. #1. 14 თებერვალს, 15:00 საათზე, ‘ილიაუნი ბიზნეს რევიუს’ მიერ მომზადებული კვლევის ‘საქართველოს ყველაზე წარმატებული 50 კომპანია’ შედეგების პრეზენტაცია გაიმართება. მის: გ. წერეთლის 2, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის №106 საკონფერენციო დარბაზი. 14 მარტს, 17:00 საათზე, თეატრ-სტუდიაში ‘სახლი თეატრში’ მსახიობ ნინო ხომასურიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება. მის: გლდანი, #39-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია. 13 მარტს,17:30 საათზე, იუსტიციის სამინისტროს ევროკომისიის ექსპერტთა დელეგაცია ეწვევა. მის: გორგასლის ქ. #24 ა (იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა). 14 მარტს, 20:00 საათზე, საქართველოს პარლამენტრის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში, ნინო ანანიაშვილის სასცენო კოსტუმების გამოფენა გაიხსნება. იხილეთ epn.ge
-
გიორგი გოგუას ბლოგი სრული ტექსტი liberali.ge
-
/get_img?ImageId=6456 საქართველოს პატრიარქი ვლადიმერ პუტინს რუსეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს: "თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო! მიიღეთ ჩვენი მილოცვა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მაღალ თანამდებობაზე თქვენს არჩევასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, თქვენი დიდი გამოცდილება ხელს შეუწყობს მშვიდობისა და კეთილდღეობის განმტკიცებას თქვენს სახელმწიფოში. რუსები და ქართველები - ერთმორწმუნე ერებია, რაც გვაახლოვებს, მაგრამ ვერც საქართველო და ვერც ჩვენი ეკლესია ვერასდროს შეეგუება ჩვენი სამშობლოს წიაღიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოწყვეტას. თუმცა, ვფიქრობთ, ყველა სირთულის მიუხედავად, რუსეთსა და საქართველოს შორის სავსებით შესაძლებელია კეთილი ურთიერთობების აღდგენა, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი იზეიმებს ისტორიული სამართლიანობა. დარწმუნებულნი ვართ, რომ ადრე თუ გვიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამყარდება, მაგრამ კარგი იქნება, რომ ეს თქვენი მმართველობის პერიოდში მოხდეს. გისურვებთ ჯანმრთელობას, თქვენს ქვეყანას კი - შემდგომ აყვავებას", - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს ილია მეორე აწერს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
/get_img?ImageId=6714 ბოლო სამი დღეა, რაც კონტროლის პალატის წარმომადგენლები “ქართული ოცნების” აქტივისტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგიონებში კითხავენ. დაკითხვა გამგეობებისა და მუნიციპალიტეტის შენობებში მიმდინარეობს. პარალელურად გამგეობის შენობებთან მობილიზებულია პოლიცია, რომლებიც დასაკითხავ ოთახში არავის უშვებენ. უწყება, რომელიც “ქართული ოცნების” აქტივისტებს დაურიგდათ და ურიგდებათ დაკითხვაზე დაბარების შესატყობინებლად, ერთი შინარსისაა და მასში შემდეგია აღნიშნული: “საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინასური მონიტორინგის სამსახურში პოლიტიკური სუბიექტების მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, რასთან დაკავშირებითაც დაბარებული ხართ ახსნა–განმარტების მისაცემად.” ხელს კი აღნიშნულ უწყებას საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ამირანაშვილი აწერს. დასაკითხად დაბარებული ადამიანები არიან ისინი, ვინც ბოლო თვეების მანძილზე „ქართული ოცნების“ გაზეთებს არიგებდნენ და აგროვებდნენ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის მხარდამჭერ ხელმოწერებს. "ქართული ოცნების" აქტივისტები დაკითხეს ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ბათუმში, ხელვაჩაურში, ქობულეთში, ქუთაისში, გორში, საგარეჯოში, ზუგდიდში. როგორ და რა ფორმით კითხავს კონტროლის პალატა “ქართული ოცნების” აქტივისტებს? ერთ–ერთი დაკითხულის, ლანჩხუთის რესპუბლიკური პარტიის წევრის ლილი ებრალიძის განცხადებით, ხუთსაათიანი დაკითხვა “ქართული ოცნების” გაზეთების დარიგებას და ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკვშირებული ხელმოწერების შეგროვებას შეეხო. “თავიდანვე, როდესაც იქ ავედი, გამჩხრიკეს. იყო მობილიზებული პოლიცია კონტროლის პალატის წარმომადგენლებთან ერთად. დაკითხვის თემა შეეხო ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებულ ხელმოწერებს, ასევე, “ქართული ოცნების” გაზეთის დარიგებას. იყო კითხვები, ვინ არიგებდა და როდის ამ გაზეთებს. მეკითხებოდნენ, ოფისში ძირითადად რამდენი კაცი დადიოდა დღიურად, ვისთვის დადიოდნენ, ვის დაჰქონდა და ავრცელებდა გაზეთებს ჩვენ გარდა, რამდენი გაზეთი მოდიოდა და ვის მოჰქონდა. რამდენს იღებთ თანხას ამ გაზეთების დარიგებაში,” – აღნიშნა ებრალიძემ. “რესპუბლიკური პარტიის” ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ნატო ქათამაძის განცხადებით, საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილის, გიორგი ამირანაშვილის ხელმოწერით უწყება ქუთაისში თოთხმეტმა ადამიანმა მიიღო, მათგან 13 “რესპუბლიკური პარტიის” აქტივისტია, ხოლო 1 - იმ სახლის მეპატრონე, ვისგანაც “ქართულმა ოცნებამ” საოფისე ფართი იქირავა ქუთაისში. “არც ერთ მათგანს, რომლებიც არიან დაბარებულები კონტროლი პალატაში, არანაირი შემოწირულობა არ გაუკეთებია პოლიტიკური პარტიის ანგარიშზე. უფრო მეტიც, ისინი არ არიან პარტიის აქტიური წევრები. დაბარებულთაგან 2 თბილისის ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტია, რომლებსაც მხოლოდ ის “დანაშაული” აქვთ, რომ 2011 წლის შემოდგომაზე მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკურ თამაშებში “ახალგაზრდა რესპუბლიკელების” სახელით და 9:2 დაამარცხეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გუნდი,” - აცხადებს ნატო ქათამაძე. ორსაათიანი დაკითხვიდან გამოსული 19 წლის სტუდენტი, ქუთაისელი თეონა ფხაკაძე იხსენებს იმ დეტალებს, რაც მას დაკითხვისას დაუსვეს (ის ქუთაისში ირაკლი აბაშიძის #22-ში, კონტროლის პალატაში დაიბარეს). “ჯერ მისვამდნენ კითხვებს, ვარ თუ არა პარტიის წევრი, ვუთხარი, რომ არ ვარ წევრი და ვკითხე, რის მიხედვით ამირჩიეს და გამომიგზავნეს უწყება, რაზეც მითხრეს, რომ ასეთი პასუხი, რომ ცალსახად ამის გამო ამირჩიეს, არ ყოფილა. შემდეგ დამისვეს კითხვები პოლიტიკური თამაშებიდან, როგორ მოხვდი, ვინ დაგირეკა, თუ დაგერიცხათ ფული, თუ შემოგთავაზეს, რომ გამხდარიყავით პარტიის წევრი. მკითხეს, რამდენჯერ ვიყავი “რესპუბლიკური პარტიის” ოფისში ნამყოფი, “ქართული ოცნების” ოფისში თუ იყავითო, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობაზე ხელმოწერები თუ შეაგროვეო”, - უთხრა “ნეტგაზეთს” თეონა ფხაკაძემ. რესპუბლიკური პარტიის" წევრი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან კობა ბექტაშვილი ამბობს, რომ მან კონტროლის პალატას ახსნა-განმარტება წერილობით ჩააბარა. "მითხრეს, ასეა საჭიროო და მეც დავწერე. არაფერი მაქვს დასამალი. დეკემბრის თვეში ვმუშაობდი ხელმოწერებზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენას შეეხება. ამ სამუშაოსთვის კი ხელშეკრულების საფუძველზე გადამიხადეს. ერთი ხელმოწერა ღირდა 50 თეთრი, მე ბევრი არ შემიგროვებია, ამიტომ 80 ლარი გადამიხადეს", – განაცხადა ბექტაშვილმა. კონტროლის პალატამ გუშინდელი მონაცემებით 10 ადამიანი ქობულეთშიც დაკითხა. “რესპუბლიკური პარტიის” ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის კომიტეტის წევრი მაია ღურწკაია ზუგდიდის გამგეობის შენობის მეოთხე სართულზე ორი საათის მანძილზე აძლევდა ახსნა-განმარტებას კონტროლის პალატის წარმომადგენლებს: “მკითხეს, რამდენი ავიღე ხელფასი, რამდენი ხელმოწერა შევაგროვე დეკემბერის თვეში ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინა ხვედელიძის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით, რამდენი გადამიხადეს ამაში, რა ტიპის აგიტაციას ვეწეოდი და რას ვპირდებოდი იმ ადამიანებს, ვინც აწერდა ხელს, რა შემოსავალი მაქვს ოჯახში, სად მუშაობს დედაჩემი, ჩემი ძმა და ა.შ.” - ეს ის შეკითხვებია, რაზეც, როგორც მაია ღურწკაია ამბობს, კონტროლის პალატის წარმომადგენლების ითხოვდნენ მისგან პასუხებს. დაკითხვისას კონტროლის პალატის წარმომადგენლების მხრიდან მუქარის ფაქტებიც დაფიქსირდა. ერთ–ერთი დაკითხულის, ლილი ებრალიძის განცხადებით, ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო კონტროლის პალატის წარმომადგენლების მხრიდან 5 საათის განმავლობაში. “დაჭერითაც დამემუქრნენ. ასეთი რამ მითხრეს– “პაგონებიანი მოვა და ისინი დაგელაპარაკებიანო, მე ვუთხარი, მცემენ და ისე დამელაპარაკებიან, არაო, უფრო სხვა თანამედროვე მეთოდები არსებობსო,” – ასე განმიცხადა კონტროლის პალატის წარმომადგენელმა, ვინმე კახა საჯაიამ,” – განაცხადა ებრალიძემ. დაშინების მცდელობისა და ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს რესპუბლიკური პარტიის საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის წევრი, მუბარიზ მამედოვი, რომელიც საგარეჯოს რაიონის გამგეობაში სამსაათიან დაკითხვაზე იმყოფებოდა. “ჩემს დაშინებას ცდილობდნენ, მითხრეს, შენ წახვალ ციხეში და შენი შვილები უპატრონოდ დარჩებიან, შენ კი ციხეში მოგკლავენო. ხელი მოგვიწერე ოქმზეო. ვუთხარი, რომ არ მოვაწერდი ხელს. ოქმი მომეცით, ჩემს ადვოკატს ვაჩვენებ– მეთქი. არა, არ ვატანთ ოქმებსო. მაშინ მე აღარ ვაპირებ– მეთქი კამათს. საბოლოოდ, ოქმს არ მოვაწერე მაინც," - აცხადებს ნეტგაზეთთან საუბარში მუბარიზ მამედოვი. კონტროლის პალატის თანამშრომლების მიერ რეგიონებში კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლების დაკითხვასთან დაკავშირებით კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა კომენტარი გააკეთა. როგორც მან “პალიტრა ტივი”–სთან კომენტარში აღნიშნა, "რეგიონებში ხდება ინფორმაციის შემოწმება და შეგროვება, შემდეგ მათი შედარება იმ დეკლარაციებთან, რომლებიც თავიანთი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად პოლიტიკურ პარტიებს კონტროლის პალატაში აქვთ წარმოდგენილი", - აღნიშნა ბეჟაშვილმა. რამდენად სწორი ფორმით მიმდინარეობს რეგიონებში პიროვნებების დაბარება, დაკითხვის პროცესი, კონტროლის პალატა ჯერ–ჯერობით ამ საკითხზე დამატებით კომენტარს არ აკეთებს. არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, (იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რაც მედიასაშუალებებით ვრცელდება) იკვეთება კანონის აშკარა დარღვევა და კონტროლის პალატის მხრიდან ფუნქციების გადაჭარბება. “ჩვენი წარმომადგენლები ადგილზე ეცნობოდნენ და ეცნობიან სიტუააციას. მათზე და მედიის ინფორმაციებზე დაყრდნობით ვიცი, რომ დილით მთელი რიგი პრობლემები იყო ადვოკატების დაშვებასთან დაკავშირებით, რაც, რა თქმა უნდა, კანონის დარღვევაა. იმიტომ, რომ სრული უფლება აქვს ადამიანს, რომ დაკითხვა ჩატარდეს ადვოკატის თანდასწრებით. გარდა ამისა, თვითონ დაკითხვის ფორმაც იყო საკმაოდ დამაშინებელი. წერილებიც იმგვარად იყო შედგენილი, რომ გაურკვევლობას ქმნიდა. არ იყო ოფიციალური. არც რეგისტრაციის ნომერი იყო მინიშნებული, არც თარიღი. ცალკეულ შემთხვევებში არ იყო მითითებული, რომელ ქალაქში იბარებდნენ, რის გამოც ხალხი გაურკვევლობაში იყო”, – აღნიშნავს “ნეტგაზეთთან” ლომჯარია. მისი შეფასებით, ძალიან დამთრგუნველი გარემოა შექმნილი დაკითხვისთვის. “პოლიციის წარმომადგენლები არიან იქ და აკონტროლებენ, ძალიან დამთრგუნველი გარემოა. იქიდან გამომდინარე, რამდენადაც ვიცით, ასეთი გარემოს შექმნა ნამდვილად არ იყო საჭირო. უფრო მშვიდ ვითარებაში უნდა წასულიყო და ადამიანების დაშინება რომ არ მომხდარიყო, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა,” – მიიჩნევს ლომჯარია. კითხვაზე, ხომ არ გასცდა კონტროლის პალატა საკუთარ უფლებამოსილებას, ლომჯარიას შეფასებით, ეს სახეზეა. “ფორმა არის მიუღებელი. შეიძლება კონტროლის პალატას აინტერესებდეს პიროვნებისგან, იღებს თუ არა ის ვინმე პირისგან დაფინანსებას. თუმცა შეიძლება, რომ ის მოხალისეობრივ ნიადაგზე აკეთებდა ამას, რაც დასაშვებია. ზოგიერთი შეკითხვის ფორმა, რამდენი ხელმოწერა შეაგროვეთ, კონტროლის პალატის არანაირ კომპეტენციაში არ შედის. ეს ორგანო უნდა ინტერესდებოდეს მხოლოდ ფულადი ტრანსაქციებით, აიღეს თუ არა მათ ხელფასი, ფულადი დახმარება და ა.შ. და არა ის, ვინ რამდენი ხელმოწერა შეაგროვა და ვინ ავრცელებდა გაზეთებს,” – განაცხადა ლომჯარიამ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ თითოეული ადამიანი უნდა იყოს ინფორმირებული იმ ფაქტის შესახებ, რის თაობაზედაც ხდება მათი დაბარება ახსნა - განმარტების ჩამოსართმევად. უფრო მეტიც, თითოეული ადამიანი უნდა სარგებლობდეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული დაცვის უფლებით. პროცესი უნდა იყოს საჯარო და ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. ხელისუფლების პოზიტიური ვალდებულებაა, მისცეს თითოეულ მოქალაქეს დაცული უფლების რეალიზების საშუალება. საია მოუწოდებს საქართველოს კონტროლის პალატას, ობიექტურობის და საჯაროონის პრინციპებზე დაყრდნობით უზრუნველყოს თოთოეული მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვა. ამავე თემაზე: როგორ კითხავს კონტროლის პალატა “ქართული ოცნების” წევრებს ფოთელების ნაწილი კონტროლის პალატაში არ გამოცხადდება ღურწკაია: კონტროლის პალატასთან გასაუბრებამდე გამჩხრიკეს [Audio] ქუთაისელი "რესპუბლიკელები" ახსნა-განმარტებებს აძლევენ კონტროლის პალატაში როგორ კითხავს კონტროლის პალატა “ქართული ოცნების” წევრებს რა განმარტებები მოსთხოვეს "ქართული ოცნების" აქტივისტებს აჭარაში რას ეკითხებიან კონტროლის პალატაში დაბარებულ მოქალაქეებს ქუთაისში [Audio] მუბარიზ მამედოვი: "ქვეყნიდან გაგდებით მაშინებდნენ" საია კონტროლის პალატას დაკითხვაზე მოქალაქეების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს სრული ინფო(netgazeti.ge)
-
14 მარტს 14 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს არტ-კაფეში გაიმართება T. BLUES MOB - ბენდის პრეს-კონფერენცია, ბერლინში დაგეგმილ კონკურსთან დაკავშირებით. “EUROPEAN BLUES CHALLENGE 2012 – THE BANDS”– ეს კონკურსი სამდღიანია და 15, 16 და 17 მარტს გაიმართება. გამარჯვებულს ჟიურის წევრები გამოავლენენ. კონკურსში 20 ქვეყანა, მათ შორის საქართველო მიიღებს მონაწილეობას. საღამოს 64 პროდიუსერი დაესწრება. T. BLUEშ MOB – ბენდი თბილისიდან, რომელიც უკრავს ბლუზის საკუთარ, უკომპრომისო ვერსიას, დაფუძნებულს როკის, ჯაზის & სოულის ელემენტებზე. ბენდის რეპერტუარი მოიცავს სტანდარტების მათეულ, ორიგინალურ ვერსიებს; ნაკლებად ცნობილი, ტრადიციული ბლუზის სიმღერებს; და რაც მთავარია, საკუთარ კომპოზიციებს, რომლებსაც ასრულებს მაღალ იმპროვიზაციულ და ენერგიულ სტილში. იხილეთ epn.ge
-
У жителя Москвы неизвестные похитили пакет с шестью миллионами рублей. Грабители разбили стекло в машине предпринимателя и, угрожая оружием, забрали пакет с деньгами. Инцидент произошел на юго-западе Москвы около дома номер 12 по улице Гримау. С места происшествия скрылся автомобиль "Мицубиси Аутландер". lenta.ru
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/image0011.jpg14 მარტს, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბრიჯიტ ბრინკი გახსნის ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ ქართველი ბიზნესმენებისათვის ორგანიზებულ ორდღიან კონფერენციას ბიზნესის განვითარებისა და ფრენჩაიზინგის თემაზე. კონფერენცია, რომელიც გამიზნულია 30 ბიზნეს-ლიდერის, სამთავრობო ორგანიზაციისა და ბიზნეს-ასოციაციის წარმომადგენლისათვის, 14-15 მარტს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გაიმართება. კონფერენცია, სახელწოდებით “ბიზნესის წარმოება შეერთებულ შტატებთან”, მიზნად ისახავს ქართველი ბიზნესმენებისათვის იმ ცოდნის გაზიარებას, რომელიც მათ ამერიკულ კომპანიებთან სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების განვითარებაში დაეხმარება. აღნიშნული კონფერენცია ნაწილია იმ ფართომასშტაბიანი მხარდაჭერისა, რასაც აშშ საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის ახორციელებს. კონფერენცია ესადაგება პრეზიდენტ ობამასა და პრეზიდენტ სააკაშვილის შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების თემაზე მაღალი დონის დიალოგის გამართვის შესახებ. იხილეთ epn.ge
-
Британские статистики включили в список для расчета инфляции планшетные компьютеры и молодежную литературу в связи с их растущей популярностью. В корзину подсчета индексов потребительских и розничных цен включаются самые распространенные товары и услуги, на которые тратят деньги домохозяйства. lenta.ru
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/qartuliocnebalogo1-300x19311.jpgდღეს დმანისში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ რეგიონული ოფისი გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სოზარ სუბარი, კახა შარტავა და თამაზ ავდალიანი. პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისი დმანისში 9 აპრილის ქ. N 67 მდებარეობს. იხილეთ epn.ge
-
/get_img?ImageId=6723 გაიოზ ქინქლაძე კონტროლის პალატის უწყება ფოთში 20-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მათი ნაწილი ახსნა-განმარტების მიცემას არ აპირებს კონკრეტული მოთხოვნების შესრულებამდე: „მზად ვარ, გამოვცხადდე და მოგაწოდოთ ჩემთვის ცნობილი ნებისმიერი ინფორმაცია. ამისათვის კი საჭიროა წინასწარ მაცნობოთ, თუ რა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შეიძლება ვიყო პასუხისგებაში მიცემული და გადმომცეთ ჩემი ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემის დამადასტურებელი სამართალდარღვევის ოქმი, თანდართული საქმის მასალებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შევძლებ სრულფასოვნად ვისარგებლო ჩემი კანონიერი უფლებებით“, - ამ შინაარსის განცხადება, “ქართული ოცნების” ფოთელი აქტივისტების თქმით, საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ნათია მოგელაძის სახელზე უკვე შეტანილია. კონტროლის პალატაში მისვლას არ გეგმავენ თამაზ სოსელია და მისი მეუღლე, რომლებსაც უწყება მიუვიდათ. იგი არც ერთი პარტიის წარმომადგენელი არაა: „არ მივსულვარ და არც ვაპირებ მისვლას, რადგან მე გასარკვევი არაფერი მაქვს. შემიძლია პირდაპირ ვაღიარო, რომ ინიციატივა გამოვიჩინე და დავარიგე 8000 გაზეთი. დღეს დემოკრატიულ შუქურაზე ხომ დგას საქართველო?! მე ივანიშვილის მიმართულებას და ხედვას ვეთანხმები და ვალდებულებად ჩავთვალე თავი, რომ დამერიგებინა გაზეთი,“ - ამბობს ის. პარტიის წევრი არც თამარ ჟვანიაა, რომელმაც ახსნა-განმარტება უკვე მისცა კონტროლის პალატას ფოთის მერიის შენობაში: „არ ვარ “რესპუბლიკური პარტიის” წევრი, ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე. მეც მომივიდა უწყება. დაკითხვაზე მკითხეს, თუ რატომ მივედი ამ პარტიაში, რატომ გავაკეთე ეს საქმე. მე ჩემი აზრი დავაფიქსირე, თუ როგორ ვარიგებდით გაზეთებს და როგორ ვაგროვებდით ხელმოწერებს. მკითხეს, ზეწოლას ხომ არ ჰქონდა ჩვენი მხრიდან ადგილი მოქალაქეებზე? მე კი ვუპასუხე, რომ არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, თუ ადამიანებს არ სურდათ ხელმოწერა, ჩვენ მათ არაფერს ვაიძულებდით. ძირითადად გვეკითხებოდნენ, თუ რამდენი ხმა მოვაგროვეთ და რამდენი გადაგვიხადეს ამისთვის. აინტერესებდათ, რატომ მოვხვდი იმ პარტიაში, რომელსაც აფინანსებს რუსეთი. მე ნამდვილად არ ვიცი, ვისგან და საიდან შემოდის ფინანსები. მე ჩემი დავალება შევასრულე და ავიღე ანაზღაურებაც. ეს იყო ჩემი ოჯახისთვის საარსებო თანხა. არსად არ ვმუშაობ. არავის არ აქვს უფლება, რომ ჩემზე ზეწოლა მოახდინონ. სანამ დაკითხვაზე შევიდოდი, მანამდე თმის ღერიდან დაწყებული ყველაფერი შეგვიმოწმეს, პირადი ნივთებიც შეამოწმეს, საყურეც კი ჩამომხსნეს. ყველანაირი მეტალი ჩამოგვართვეს. ფეხზეც კი გაგვახდევინეს. ძალიან მძიმე პირობებში გაგვატარეს,“ - ამბობს თამარ ჟვანია. „ეს არის დაშინება იმ ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრებისა, რომლებიც ჩართული არიან პოლიტიკურ საქმიანობაში, ან აპირებენ ჩართვას. ძირითადად ეს უწყებები მიუვიდა იმ ადამიანებს, რომლებიც არიგებენ გაზეთებს და აგროვებდნენ ხელმოწერებს ივანიშვილისა და მისი მეუღლის მოქალაქეობის აღდგენაზე. უწყება, ამავდროულად, მიუვიდათ ისეთ ადამიანებს, რომლებიც არ არიან ამ პროცესებში ჩართულნი. მაგალითად, ჩემი ოჯახის წევრებს. ეს არის დაშინება ქართული საზოგადოების. საინტერესოა ის ფაქტიც, უწყებაში აღნიშნული არაა კონკრეტული ფაქტი ან კანონის მუხლი, რომლის საფუძველზეც მათ განმარტებებს სთხოვენ. უწყებას არ აწერია კონტროლის პალატის მისამართი, ხოლო თავად უწყება არ არის დაბეჭდილი კონტროლის პალატის ბლანკზე, არ არის მითითებული რეგისტრაციის ნომერი და რეგისტრაციაში გატარების თარიღი,“ - აცხადებს “რესპუბლიკური პარტიის” ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გაიოზ ქინქლაძე. კონტროლის პალატის წარმომადგენლები ფოთში “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულ პირებს ადგილობრივი მერიის შენობაში იბარებენ ახსნა-განმარტებების მისაცემად. ფოთის მერიის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი მაკა ზარანდია კითხვას - თუ რატომ ან ვისი მითითებით იბარებენ კონტროლის პალატის წარმომადგენლები მოქალაქეებს, არ პასუხობს. ჩვენთან არაოფიციალურ საუბარში კი ამბობს, რომ „დავალება მივიღეთ და არ ვიცი, რატომ დაკითხავენ. ჩვენ კონტროლის პალატის კომპეტენციებში ვერ ჩავერევით“. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
სტატია იერუსალიმის შესახებ ჩემი წიგნიდან “ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია”იერუსალიმი – უძველესი ქანაანური ქალაქი, ისრაელის დედაქალაქი. ქალაქი იერუსალიმი პირველად ძვ.წ XIX_XVIII საუკუნის ეგვიპტურ დოკუმენტებში გხვდება ურუსალიმის სახელით, შემდეგ კი ელ-ამარნის ძვ.წ XIV საუკუნის ეგვიპტურ წარწერებში. იერუსალიმი ნახსენებია ძვ.წ VIII საუკუნის ასურულ ანალებშიც. ძველი ბერძნები იერუსალიმს იეროსალიმს უწოდებდნენ, როგორც წმინდა ქალაქს (იეროს _ ... View ucnauri.com
-
არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” გამოეხმაურა რეგიონებში კონტროლის პალატის წარმომადგენლების მიერ ოპოზიციური პარტიების წევრებისა და აქტივისტების დაკითხვას. “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ თითოეული ადამიანი უნდა იყოს ინფორმირებული იმ ფაქტის შესახებ, რის თაობაზედაც ხდება მათი დაბარება ახსნა - განმარტების ჩამოსართმევად. უფრო მეტიც, თითოეული ადამიანი უნდა სარგებლობდეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული დაცვის უფლებით. პროცესი უნდა იყოს საჯარო და ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. ხელისუფლების პოზიტიური ვალდებულებაა, მისცეს თითოეულ მოქალაქეს დაცული უფლების რეალიზების საშუალება. "საია" მოუწოდებს საქართველოს კონტროლის პალატას, ობიექტურობის და საჯაროობის პრინციპებზე დაყრდნობით უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვა,” – ნათქვამია “საიას” განცხადებაში. "საიას" ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ წუთებში ახსნა-განმარტების ჩამორთმევა მიმდინარეობს ბათუმშიც, მოქალაქეები დაბარებულნი არიან ქუთაისშიც. ამ წუთებშიც გრძელდება მოქალაქეთათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა ჩოხატაურში მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში, სადაც საიას ადვოკატები წარმოადგენენ რამდენიმე პირის ინტერესს. ადვოკატების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხდება დაბარებული პირების პირადი შემოწმება უსაფრთხოების მიზნით, რომელსაც, საიას ადვოკატების განცხადებით, რიგ შემთხვევებში, შეურაცხმყოფელი ფორმა აქვს. კონტროლის პალატის წარმომადგენლები ახსნა-განმარტების ჩამორთმევის დროს ინტერესდებიან რამდენიმე საკითხით: არის თუ არა მოქალაქე რომელიმე პარტიის წევრი, ავრცელებს თუ არა „ქართული ოცნების“ გაზეთებს, აგროვებდა თუ არა ხელმოწერებს ბიძინა ივანიშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით და, შესაბამისად, იღებდა თუ არა ანაზღაურებას აღნიშნული საქმიანობისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ კითხვების დასმა დაბარებული პირებისთვის მიმდინარეობს რამდენიმე საათის განმავლობაში, რაც მოქალაქეების მხრიდან დამთრგუნველად აღიქმება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქტიურადაა ჩართული აღნიშნულ პროცესებშიც და ახორციელებს მომმართველებისათვის უფასო სამართლებრივი დამხარების გაწევას. ყველა პირს, ვინც ჩათვლის, რომ ესაჭიროება სამართლებრივი დახმარება, შეუძლია მიმართოს ორგანიზაციის როგორც თბილისის, ასევე რეგიონულ ოფისებს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
”ქართული პარტიის” გენერალურ მდივანს ირაკლი დოლაბერიძეს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები ორი თვეა, ქვეყნიდან გასვლის უფლებას არ აძლევენ და მიზეზსაც არ უხსნიან. საქმეში საქართველოს სახალხო დამცველიც ჩაერთო, თუმცა ინფორმაცია ვერც მან მოიპვა. ირაკლი დოლაბერიძე 11 მარტს, გამთენიისას, სტამბულის გავლით პარიზში ”ქართული პარტიის” ლიდერთან, ირაკლი ოქრუაშვილთან კონსულტაციების გავლის მიზნით მიემგზავრებოდა. როგორც მან ”ნეტგაზეთს” განუცხადა, მას აქვს საფრანგეთის გრძელვადიანი ვიზა, თუმცა საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ მას საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა პასპორტი უკან დაუბრუნეს და განუცხადეს, რომ მისი სახელი და გვარი იმ პირთა ბაზაში იყო შეყვანილი, ვისაც ქვეყნის დატოვება აკრძალული აქვს. მსგავსი ფაქტი ირაკლი დოლაბერიძეს 2012 წლის 6 იანვარსაც შეემთხვა. მესაზღვრეებმა ”ქრთული პარტიიის” გენერალურ მდივანს იანვარშიც ანალოგიური მიზეზი დაუსახელეს. ირაკლი დოლაბერიძე ამბობს, რომ ის არ არის მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში, არ არის პრობაციონერი და არ არსებობს კანონით გათვალისწინებული არანაირი ღონისძიება, რის საფუძველზეც შეიძლება მას შეეზღუდოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული გადაადგილების უფლება. დოლაბერიძემ ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ 6 იანვრის შემდეგ, დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში მას უცნობი პირები დაბურულმინებიანი ავტომობილებით 24 საათის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. პოლიტიკოსმა არ იცის, კონკრეტულად ვინ იყვნენ ეს ადამიანები და წარმოადგენდნენ თუ არა რომელიმე სამართალდამცავ უწყებას. პოლიტიკური საქმიანობის გარდა, ირაკლი დოლაბერიძე კარატეს ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი და საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია, ასევე არის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. როგორც თავად ამბობს, მას ხშირად უწევს საერთაშორისო ტურნირებსა და ჩემპიონატებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ გამგზავრება. იმის გასარკვევად, თუ რის საფუძველზე ეკრძალება ქვეყნიდან გასვლა, ირაკლი დოლაბერიძემ “ქართული პარტიისა” და კარატეს ეროვნული ფედერაციის სახელით არაერთხელ მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა იანვრიდან დღემდე პასუხი არ მიუღია. ”ქართული პარტიის” პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ლია კამლაძის თქმით, ის ყოველდღე რეკავს შსს-ში, თუმცა, უშედეგოდ. როგორც მას სამინისტროს დაბალი რგოლის თანამშრომლებმა განუცხადეს, ”ქართული პარტიის” განცხადება შსს-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, შოთა ხიზანიშვილს დაეწერა. ”ნეტგაზეთი” დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეეცადა დაკავშირებოდა შოთა ხიზანიშვილს. პირველ ჯერზე შსს-ს ადმინსიტრაციის უფროსმა განგვიცხადა, რომ ირაკლი დოლაბერიძის პრობლემის შესახებ აქამდე არაფერი სმენია და ეს ჩვენგან ”პირველად გაიგო”, თუმცა საქმის გარკვევას დაგვპირდა. ამის შემდეგ ხიზანიშვილმა ”ნეტგაზეთის” სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მას მოგვიანებით სხვა ნომრიდან დავუკავშირდით, რაზეც დაუყვონებლივ გვიპასუხა, თუმცა კვლავ საქმის გარკვევას დაგვპირდა და მომდევნო ზარებს არც ამჯერად უპასუხა. ”ქართული პარტიის” გენერალური მდივნისთვის შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით შსს-სგან პასუხი ვერც საქართველოს სახალხო დამცველმა მიიღო. ომბუდსმენის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო ერემაშვილმა ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ „ქართული პარტიის“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი დოლაბერიძემ ომბუდსმენს მიმდინარე წლის 9 იანვარს მიმართა და შეატყობინა, რომ ქვეყნიდან გასვლის უფლებას უზღუდავდნენ. ირაკლი დოლაბერიძემ სახალხო დამცველის ოფისს განმეორებით 11 იანვარსაც მიმართა და აღნიშნა, რომ მას უთვალთავლებდნენ. საქართველოს სახალხო დამცველმა 2012 წლის 20 იანვარსა და 9 თებერვალს მიმართა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და გამოითხოვა ინფორმაცია აღნიშნული დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ირაკლი დოლაბერიძის გადაადგილების შეზღუდვის საფუძვლების შესახებ. ომბუდსმენმა ასევე 2012 წლის 8 თებერვალსა და 2 მარტს მიმართა საქართველოს შს სამინისტროს ადმინისტრაციას, საიდანაც გამოითხოვა ინფორმაცია შს სამინისტროში ირაკლი დოლაბერიძის 2012 წლის 6 იანვრის #3/01 განცხადების შესწავლის შედეგების თაობაზე და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ირაკლი დოლაბერიძის გადაადგილების შეზღუდვის საფუძვლების შესახებ. რაც შეეხება ირაკლი დოლაბერიძის მეორე განცხადებას (ვიზუალურ კონტროლთან დაკავშირებით), 2012 წლის 8 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ირაკლი დოლაბერიძის განცხადების ასლი შემდგომი რეაგირებისთვის გადაუგზავნა საქართველოს მთავარ პროკურორს. აღნიშნულ წერილზე საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ომბუდსმენის ოფისმა გამოითხოვა 2012 წლის 12 მარტს. მიუხედავად ამისა, არც ერთ წერილეზე საქართველოს სახალხო დამცველის ოფისს პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. ,,ქართული პარტია“ საჯაროდ მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ითხოვს დასაბუთებულ პასუხს, თუ რატომ ეზღუდება პარტიის გენერალურ მდივანს გადაადგილების უფლება. “ქართული პარტია” უახლოეს დღეებში შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანს სარჩელს ირაკლი დოლაბერიძისთვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ირაკლი დოლაბერიძე მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი არის ,,ქართული პარტიის“ მიმართ ზეწოლის მორიგი ფაქტი. მისი თქმით, იანვარში მასზე განხორციელებული თავლთვალისა და ქვეყნიდან არგაშვების მიზანი დაშინება და პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. არასამთავრობო ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” იურისტი, ნიკოლოზ ლეგაშვილი განმარტავს, რომ მოქალაქის ქვეყნიდან გაუსვლელობას, პირველ რიგში, განსაზღვრავს სასამართლო. როცა პირის მიმართ მიმდინარეობს სასამართლო, მას ეზღუდება ქვეყნის დატოვების უფლება. ასევე, ეს უფლება ეზღუდება გამომძიებლის დასაბუთებული დადგენილების საფუძველზე სისხლის სამართლის გამოძიებისას გაუსვლელობის ხელწერილზე ხელმოწერით და აღკვეთი ღონისძიების შეფარდებისას. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
აფხაზეთის სახელმწიფო ეროვნული კაპელა ევროპულ ტურნეს იწყებს,რომელიც ფესტივალ ‘’ჩვენებურების’’ ფარგლებში განხორციელდება. როგორც გახდა ცნობილი, გიული ალასანიას ინიციატივითა და აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით კაპელა საერთაშორისო ფესტივალ ‘’ჩვენებურებში’’ მიიღებს მონაწილეობას. კაპელა მიწვეულია საერთაშორისო კონკურს “მონსერატის ოქროს ხმებზეც”. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სოლო კონცერტები როგორც ევროპელი მსმენელისთვის, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის. ფესტივალი 13- დან 25 მარტის ჩათვლით საფრანგეთში, ესპანეთსა და შვეიცარიაში გაიმართება. იხილეთ epn.ge
-
„Speak Up in Georgia“ პროგრამაახალგაზრდებისთვის.პროგრამის პრეზენტაცია სპორტისადაახალგაზრდობისსაქმეთამინისტრმავლადიმერვარძელაშვილმაგახსნა. როგორც გახად ცნობილი, „Speak Up in Georgia” არისსაგანმანათლებლოპროგრამა, რომელიცმიზნადისახავსრეგიონებშიმცხოვრებიახალგაზრდობისპრაქტიკულიინგლისურიენისადალიდერულიუნარ-ჩვევებისგანვითარებას, რომელიცგაგრძელდება 2012 წლისაგვისტოსთვისბოლომდე. პროექტისფარგლებშიჩატარდება 16 სესია, ახალგაზრდებისათვისსაინტერესოთემატიკაზე (საჯაროგამოსვლები, პრეზენტაციისმოწყობა, PR-მენეჯმენტიდასხვასაკითხები). პროგრამაშიმონაწილეობაარისუფასო. მინისტრის თქმით პროგრამაში, მონაწილეობისმიღებაშეუძლებათ 17-26 წლამდეახალგაზრდებს, რომლებიცინგლისურენასსაშუალოდონეზეფლობენ. პროგრამასაქართველოს 8 ქალაქში – თელავში, მცხეთაში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, რუსთავში, გორსადაბორჯომშიტარდებადამასში 1000 ახალგაზრდაჩაერთვება. დამატებითი იმფორმაციისთვის პროგრამაშიმონაწილეობისმსურველებმაუნდამიმართონქალაქისმუნიციპალიტეტსანშეავსონონლაინსარეგისტრაციოფორმავებ-საიტზე www.speakup.ge. იხილეთ epn.ge
-
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის თავმჯდომარე მენაშენეთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვედა.სადაც საჯარო რეესტრისა და კომპანიების წარმომადგენლები ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები, იმსჯელეს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე. სოსო წიქარიშვილი განაცხადა,რომ „უძრავი ქონების ბაზრის განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქონების რეგისტრაციების რაოდენობა. სახელმწიფოს მხრიდან ამ პროცესის ხელშეწყობა, მისი მხარდაჭერა მოქნილ კანონმდებლობაში, რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებაში გამოიხატა. ამას ადასტურებს ისიც, რომ უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებული რეფორმების შედეგად საქართველო მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზეა’’. საჯარო რეესტრის თამჯდომარიმ აღნიშნა, მიუხედავად დარჩენილი პრობლემური საკითხებისა,მათი მოგვარება და გადაჭრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დეველოპერული კომპანიების საქმიანობისთვის. იხილეთ epn.ge