Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. <img src = "img/multimedia/a8174.gif" > გაიგე, რას გიმზადებენ ვარსკვლავები 16 მარტს... droni.ge
  2. დიდი მხედართმთავარი, ალექსანდრე მაკედონელი ისტორიაში ისტორიაში ჯადოსნის სახელითაც შევიდა. საიდუმლო ცოდნა მას მამამ გადასცა.ცნობილია რომ ალექსანდრეს მამა იყო ფილიპე II, მეტსახელად ბარბაროსი, მაგრამ ალექსანდრეს თანამედროვეებს ამის თაობაზე სხვა მოსაზრება ჰქონდათ. დიდი მხედართმთავრის დედას – ოლიმპიადასაც თავისი კანონიერი მეუღლისთვის არასდროს უწოდებია ალექსანდრეს მშობელი. ამბობდა, შვილი ღვთისგან ჩამესახაო. ის გულისხმობდა საყვარელ მამაკაცს, ... View ucnauri.com
  3. Вот данные исследования Guardian-Mixmag по употреблению наркотиков. В общем и целом у всех довольно высокий уровень удовлетворенности своей жизнью. Они не чувствуют, что употребление наркотиков определяет их жизнь и не видят в этом проблемы. Отвечая на вопрос, употребление каких веществ они хотели бы сократить, большая часть респондентов ответила: табак, затем следовал героин и крэк.
  4. Существует, однако, определенная группа людей, на которую сокращение государственных расходов не распространяется. Кто же это такие? Матери-одиночки? Ветераны? Пожилые люди или инвалиды? Вовсе нет. Помимо (ясное дело) правящих кругов, к привилегированной группе относятся не кто иной, как большевики.
  5. კონტროლის პალატის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდის წევრები ანაზღაურებას ფიზიკური პირის, ბიძინა ივანიშილის პირადი ანგარიშიდან იღებენ და არა - ორგანიზაციიდან. "დაფინანსების აღნიშნული სქემა წინააღმდეგობაშია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და წარმოადგენს სამართალდარღვევას", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური ავრცელებს. კონტროლის პალატა აქვეყნებს ააიპ „ქართული ოცნების“ მიერ მონიტორინგის სამსახურში წადგენილ ერთ-ერთ ფინანსურ დოკუმენტს, რომელშიც მითითებულია ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის წევრებისთვის გადარიცხული თანხები: ყველაზე მეტი თანხა, 95 ათას ლარზე მეტი, გადარიცხულია ერეკლე ტრიპოლსკის ანგარიშზე. 12 500 ლარია გადარიცხული ივანიშვილის გუნდის თითოეულ ლიდერ წევრზე, მათ შორის არიან: არჩილ კბილაშვილი, ალექსანდრე ბარამიძე, გიორგი გეგეჭკორი, გიორგი ვოლსკი, ვასილ ჯანიკაშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი, ზურაბ ბიგვავა, თედო ჯაფარიძე, ირაკლი სესიაშვილი, რატი ამაღლობელი და შალვა თადუმაძე. 25 ათასი ლარი აქვს მიღებული ზაზა ფირალიშვილს, 21 ათას ლარზე მეტი - ნოდარ ხადურს. 6000 ლარზე მეტი აქვთ მიღებული ალექსი პეტრიაშვილს, დავით ზურაბიშვილს, ელისო ჩაფიძეს, თეა წულუკიანს, მაია ფანჯიკიძეს. დაფინანსების საერთო ოდენობა შეადგენს 406 000 ლარს. კონტროლის პალატის ინფორმაციით, მათ მიერ აღმოჩენილი სამართალდარღვევის ფაქტზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ტარდება შესაბამისი ადმინისტრაციული პროცედურები. სრული ინფო(netgazeti.ge)
  6. ucnauri.com-ზე მინდა შემოგთავაზოთ პერიოდული სტატიების კრებული “ციხე-სიმაგრეები”. პირველ ნაწილში ორ ციხე-სიმაგრეს მიმოვიხილავ – ბრანისა და მალბორგის.ბრანიბრანი – ციხე-სიმაგრე რუმინეთში, ბრაშოვიდან 30 კმ-ში, მუნტენიისა და ტრანსილვანიის საზღვარზე. ციხე-სიმაგრე XIV საუკუნის ბოლოს აშენდა ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ, მათივე სახსრებითა და ძალისხმევით. ამის გამო ისინი რამდენიმე წელიწადი განთავისუფლდნენ სახელმწიფო გადასახადისგან. 1622-1627 წლებში ბრანის ციხეს ... View ucnauri.com
  7. გიორგი კიკონიშვილის ბლოგი სრული ტექსტი liberali.ge
  8. http://rustavi2.com/news_photos/03_12/60278.jpg ახალი სამედიცინო ცენტრით დღეიდან წნორის მოსახლეობას ისარგებლებს. 35-საწოლიანი თანამედროვე კლინიკა სადაზღვევო კომპანია "არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ" ააშენა. აქ 4 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო. კლინიკა თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი. საავადმყოფო მრავალპროფილურია. მოქალაქეებს ყველა სახის სამედიცინო მომსახურებას მაღალკვალიფიციური ექიმები გაუწევენ. კლინიკაში 100 ადამიანია დასაქმებული. საავადმყოფო დღეს პრეზიდენტმა დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივებსაც შეხვდა და სიტყვითაც მიმართა. ქვეყნის პირველმა პირმა რამდენიმე ახალ ინიციატივაზე ისაუბრა. პრეზიდენტი სოფლის მეურნეობის განვითარებასაც შეეხო და წნორელებს ის ინიციატივაც გააცნო, რომელიც უახლოეს მომავალში შევა ძალაში. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართული პროდუქცია დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდება. მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ახალ კლინიკაში მედპერსონალს შეხვდა. პრეზიდენტმა ის დროც გაიხსენა, როდესაც ექიმები ძველ შენობაში მუშაობდნენ. ახალაშენებული კლინიკა მრავალპროფილურია. აქ ყველა სამედიცინო კაბინეტი ფუნქციონირებს, მათ შორის სტომატოლოგიურიც. სახელმწიფო გეგმის მიეხდვით, 2013 წლამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით, 150 ახალი საავადმყოფო იმუშავებს. დღესვე მიხეილ სააკაშვილმა მედპერსონალს მინისტრობის ახალი კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი წარუდგინა. საავადმყოფოს გახსნას ესწრებოდა ანდრია ურუშაძეც, რომლსაც პრეზიდენტმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. View the full article
  9. http://rustavi2.com/news_photos/03_12/60280.jpg 48 წლის მამაკაცი ემსხვერპლა აფეთქებას გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში. უბედური შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ხუხუტაშვილების ოჯახში გაზი აფეთქდა. აფეთქებას გადაურჩა პაატა ხუხუტაშვილის დედა, რომელიც სხეულის მძიმე დაზიანებებით დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ სახლის კედლის ჩამონგრევა გამოიწვია. შემთხვევის დროს ჩაიკეტა დეფორმირებული შესასვლელი კარი და დაშავებული ქალბატონის გამოყვანა ჩამონგრეული კედლიდან მოხერხდა. View the full article
  10. http://rustavi2.com/news_photos/03_12/60279.jpg ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო სწავლება მიმდინარეობს. წვრთნაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედროებთან ერთად, შავი ზღვის მე-12 როტაციული ძალების 300-ზე მეტი საზღვაო ქვეითი მონაწილეობს. წვრთნა ითვალისწინებს მცირერიცხოვანი სამხედრო დანაყოფების ტაქტიკის, ესკორტიერებისა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების უვნებელყოფის ტექნიკის დახვეწას. სწავლება ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. View the full article
  11. "საქართველოს კონტროლის პალატიდან საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის რაიონულ სამმართველოებში გადაიგზავნა მასალები, საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცესში განმარტების მისაცემად დაბარებული ცალკეული პირების გამოუცხადებლობისა და, შესაბამისად, ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული მასალების საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართულის კოდექსის 3482 -ე მუხლით დაწყებულია გამოძიება, რომლის ფარგლებში ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი პირების დაკითხვა მოწმის სახით", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ქობულეთში, ფოთსა და კასპში დღეს რამდენიმე მოქალაქე გამოძახებული იქნა პოლიციის ადგილობრივ სამმართველოებში. პოლიციამ ის ადამიანები გამოიძახა, რომლებმაც 11 მარტს მიიღეს კონტროლის პალატის უწყებები და რომლითაც ისინი ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს ადგილობრივი გამგეობების შენობაში. თუმცა რამდენიმე მათგანმა კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსს, ნათია მოგელაძეს მიმართა წერილობით, რომ განემარტათ მათთვის, თუ რა საქმის მასალების მიხედვით იყვნენ ისინი დაბარებულები ახსნა-განმარტების მისაცემად. მოგელაძისგან მათ პასუხი არ მიუღიათ, დღეს კი რამდენიმე მათგანი პოლიციაში დაიბარეს მოწმის სტატუსით დასაკითხად. სრული ინფო(netgazeti.ge)
  12. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გუიდო ვესტერველე სასტუმრო "რედისონში" ქართული ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით უსუფაშვილი, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი რაკლი ალასანია, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წევრი მაგდა ანიკაშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, საია-ს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი და პოლიტოლოგი გია ნოდია. შეხვედრის დასრულების შემდეგ ვესტერველეს პრესისთვის კომენტარი არ გაუკეთებია. დავით უსუფაშვილის თქმით, მათ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია კონტროლის პალატის მიერ საქართველოს რეგიონებში მოქალაქეების დაკითხვის თაობაზე: "ასევე განხილვის მთავარი თემა იყო ქვეყანაში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები. გერმანიის მხრიდან დიდია ინტერესი საქართველოში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების გამართვის შესახებ. მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოში ეუთოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოვლინებას. შესაბამის ფინანსური მხარდაჭერისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა ეს არ მოხდება, თუ საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში არ გააგზავნის სპეციალურ მოწვევას ეუთოს სადამკვირვებლო მისიის სახელზე," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. პოლიტოლოგ გია ნოდიას თქმით, შეხვედრის დროს განხილული იქნა ბოლო დროს საქართველოში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები: "კერძოდ, ის, რომ ქვეყანა გადადის საპარლამენტო მოდელზე. მე, როგორც ექსპერტმა, ამ საკითზე მას კომპეტენტური ინფორმაცია მივაწოდე," - განაცხადა ნოდიამ. "ჩვენ მიერ დაყენებული იყო ქვეყაანში კორუფციული ვითარების შესახებ, მათ მივაწოდეთ ბოლო დროს ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯები და ის პრობლემები, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს ამ კუთხით ქვეყანაში," - განაცხადა ეკა გიგაურმა. ოპოზციასთან შეხვედრამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. მოგვიანებით კი თავის ქართველ კოლეგასთან ერთად ბრიფინგი გამართა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  13. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს წნორში ახლად გახსნილი სამედიცინო ცენტრის მედპერსონალთან შეხვედრისას ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე განხორციელებული საკადრო… ლინკი მედიანიუსზე
  14. გამოიცა `თავისუფლების დღიურების~ მეექვსე წიგნი. მისი პრეზენტაცია თბილისში, კაფე „Stelce სახლში“ გაიმართა. პროექტის ავტორია რადიო „თავისუფლების“ ქართული… ლინკი მედიანიუსზე
  15. “ახლა მივიღეთ გადაწყვეტილება, პარლამენტში შევიდეთ ინიციატივით, რომ გლეხის მიერ წარმოებული პროდუქცია თავიდან ბოლომდე, ანუ მაღაზიის დახლამდე მთლიანად… ლინკი მედიანიუსზე
  16. ისრაელის საგარეო ურთიერთბის პრეს–სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ჯვრის მონასტრის გადაცემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების თაობაზე ისრაელის ხელისუფლებას აცნობა და ეს არ ყოფილა უკვე არსებული მოლაპარაკებების გაგრძელება. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო პორტალი “იზრუსი” ავრცელებს. სააგენტოსთან საუბრისას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, იგალ პალმორმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები დაიწყება არა ისრაელთან, არამედ იერუსალიმის საპატრიარქოს ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან: “ისრაელი მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს, ჩვენ უბრალოდ საქმის კურსში ჩაგვაყენეს, ეს ხომ ჩვენი საკუთრება არ არის”, – განაცხადა პალმორმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მონასტერთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ ოფიციალურად მიაწოდა მათ ინფორმაცია. დავით ბაქრაძე ისრაელში 12 მარტს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თავის კოლეგას, ქნესეთის სპიკერ რეუვენ რივლინს, ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს და საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ავიგდორ ლიბერმანს შეხვდა. დავით ბაქრაძემ შეხვედრების შემდეგ განაცხადა, რომ ძირითადი მოლაპარაკებები იერუსალიმის საპატრიარქოსთან გაიმართება, თუმცა ისრაელის სახელმწიფოს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია: “ამ სახელმწიფოს მთავრობის პოზიციას ბევრი რამის გადაწყვეტა შეუძლია როგორც პოზიტიურად, ისე - ნეგატიურად, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ისრაელის მთავრობა იყოს ინფორმირებული და მხარს უჭერდეს ამ პროცესს, სწორედ ამ თემებზე ვისაუბრეთ. მე მგონი, მინისტრის მხრიდან რეაქცია იყო ძალიან დადებითი და მან აღნიშნა, რომ საკუთარი კომპეტენციის და მანდატის ფარგლებში მზად იქნება დაგვეხმაროს, რომ მოძებნილი იქნას ყველა მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილება”,– აღნიშნა ბაქრაძემ შეგახსენებთ, ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 25 თებერვალს განაცხადა, ისრაელის პატრიარქი და ხელისუფლება კი ბაქრაძის ვიზიტამდე რაიმე სახის მოლაპარაკების არსებობას უარყოფს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  17. ჯეოსელი 15 წლის იუბილეს დღეს საღამოს გრანდიოზული კონცერტითა და „იასამნისფერი შოუთი“ აღნიშნავს. ჯეოსელის იუბილესთან დაკავშირებით დღეს საქართველოს… ლინკი მედიანიუსზე
  18. სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის საპრეზიდენტო პროგრამა “ღიმილიანი საქართველო” მაისის ან ივნისის თვიდან დაიწყება. ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ… ლინკი მედიანიუსზე
  19. “ის ხალხი, ვინც წლების განმავლობაში საქართველოს ძარცვავდა და ვინც ახლა ისევ ერთად არის შეკრებილი, რომ როგორმე ხელისუფლება,… ლინკი მედიანიუსზე
  20. პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” საინიციატივო ჯგუფის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა “ქართული ოცნების” ანგარიშზე შემოწირულობის სახით სოლიდური… ლინკი მედიანიუსზე
  21. საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭს სამშაბათის დაგეგმილ რიგგარეშე სხდომაზე უყრის. ეს გადაწყვეტილება ბიუროს დღეს… ლინკი მედიანიუსზე
  22. პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ნინო ბურჯანაძისა და კახა კუკავასადმი დამოკიდებულება უარყოფითი… ლინკი მედიანიუსზე
  23. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის გუიდო ვესტერველეს განცხადებით, გერმანია საქართველოსა და ნატოს პარტნიორობის გაღრმავებას მხარს უჭერს. როგორც… ლინკი მედიანიუსზე
  24. დღეს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დამოუკიდებელი სტუდენტების აქცია გაიმართა. სტუდენტები თვითმმართველობის წევრების მიერ ორი სტუდენტის ცემის ფაქტს აპროტესტებდნენ. გუშინ თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სტუდენტური ბლოგის დამფუძნებლის, თორნიკე უსტარაშვილის მეგობრები– გიორგი კოპალეიშვილი და ზვიად მამფორია ცემეს. როგორც "ნეტგაზეთს" უსტარაშვილის მეგობრებმა განუცხადეს, ისინი „სტუდენტურ ბლოგზე“ გამოქვეყნებული თვითმმართველობის მამხილებელი ინფორმაციის გამო სცემეს. ზვიად მამფორია ამჟამად ღუდუშაურის საავადმყოფოშია მოტავსებული, მას ტვინის შერყევის გამო 10-დღიანი წოლითი რეჟიმი აქვს დანიშნული. თორნიკე უსტარაშვილმა პატრული გამოიძახა, რის შემდეგაც საქმეში სამართალდამცველები ჩაერთნენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა, რის მიხედვითაც, შსს მხოლოდ გამაფრთხილებელი ოქმის შედგენით შემოიფარგლა: "შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაითვალისწინა რა ჩხუბში მონაწილეთა ასაკი, უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც შემოიფარგლა ახალგაზრდებისთვის გამამრთხილებელი ოქმის შედგენით. აღნიშნული ოქმით სტუდენტებს პოლიციამ მოუწოდა კანონიერებისა და მართლწესრიგისკენ და გააფრთხილა ისინი, რომ ზემოაღნიშნული ფაქტის განმეორების შემთხვევაში პოლიცია მიმართავს კანონით გათვალისწინებულ უფრო მკაცრ ზომებს," - ასე გამოეხმაურა საქართველოს შინაგან სამინისტრო თბილისის სახელმწიფო უნივერსიოტეტში სტუდენტების ცემის ფაქტს. დღევანდელ აქციაზე სტუდენტები მოითხოვდნენ, რომ უნივერიტეტის მხრიდან ადეკვატური ზომები მოჰყვეს აღნიშნულ ფაქტს და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რომელთაც სტუდენტები ცემეს, შეუწყდეთ სტუდენტის სტატუსი. ამ მოთხოვნით ისინი უნივერსიტეტის რექტორთან, ალექსანდრე კვიტაშვილთან შეხვედრას მოითხოვდნენ. აქციის წარმომადგნლებმა უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, დაცვის წინააღმდეგობის მიუხედავად, შესვლა შეძლეს. რამდენიმე წუთში აქციაზე შეკრებილ სტუდენტებთან ალექსანდრე კვიტაშვილი გამოვიდა, რომელმაც ბოდიში მოუხადა სტუდენტებს და პირობა დადო, რომ აღნიშნულ ფაქტს აუცილებლად მოყვება უნივერსიტეტის მხრიდან ადეკვატური პასუხი: „როდესაც ზუსტად მეცოდინება, ვინ არის დამნაშავე, ის ზომები, რაც უნივერსიტეტის კოდექსითაა განსაზღვრული, აუცილებლად გატარდება, იქნება ეს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა, თუ გარიცხვა. ეს არ იქნება ისეთი შემთხვევა, რომელიც უბრალოდ ჩაივლის“. სრული ინფო(netgazeti.ge)
×
×
  • შექმენი...