planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://rustavi2.com/news_photos/03_12/60287.jpg საქართველოში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის მატების ფონზე დანაშაულის ხვედრითი წილი მცირდება. ამ თემაზე 2011 წლის სპეციალური ანგარიში შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა და ელჩებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნო. სტატისტიკური მონაცემები ეხება, როგორც ტურისტების მიმართ, აგრეთვე ტურისტების მიერ ჩადენილ კანონდარღვევებს. სტატისტიკის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა, მათთან დაკავშირებული დანაშაულის რაოდენობა შემცირდა. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/malazonia.jpg ‘’დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის თავმჯდომარე დავით მალაზონიამ დღეს სასტუმრო “ვერე პალასში” გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა”, რომ მოძრაობა “სახალხო კრებას” შეუერთდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩამოყალიბების დღიდან “სახალხო კრებასთან” აქტიურად თანამშრომლობდნენ. მისივე თქმით, სწორედ საზოგადოების წარმომადგენელთა და პოლიტიკოსთა ეროვნული იდეოლოგიისა და დემოკრატიული ფასეულობების მატარებელი ზეპარტიული ორგანო მოახერხებს ქვეყნის კრიტიკული რეალობის შეცვლას, რომელიც მმართველმა ავტოკრატულმა რეჟიმმა საკუთარი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით შექმნა. ‘’მინდა, ყველა დევნილს, მოსახლეობასა და არასამთავრობო და პოლიტიკურ ორგანიზაციებს თხოვნით მივმართო, რომ გავერთიანდეთ”, – განაცხად მალაზონიამ. იხილეთ epn.ge
-
ამ პოსტში იხილავთ მსოფლიოს 12 საუკეთესო ტაძარს, რომელთა დიდი ნაწილი აზიაში მდებარეობს…1) Tiger’s Nest Monasteryმონასტერი აშენდა 1692 წელს . მას ხანძარი გაუჩნდა და რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 1998 წელს. ტურისტებისთვის ამ ადგილის დათვალიერება შეზღუდულია2) Wat Rong Khunმდებარეობს ტაილანდში, ეს ერთადერთი თეთრი შენობაა ბუდისტურ ტაძრებს შორის, ტაძარი ამჟამადაც დამუშავების პროცესშია3) prambanan4) Shwedagon Pagodaეს ... View ucnauri.com
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/preview.php_1-300x224.jpgჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამ ეტაპზე საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს, თუმცა პრობლემებზე “თვალის დახუჭვას” არ აპირებს. ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ანდრია ურუშაძის დაწყებული რეფორმა მან უნდა გააგრძელოს. “რაიმე სერიოზული ძვრების დაწყება გამართლებულად არ მიმაჩნია”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამ წუთებში საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება. იხილეთ epn.ge
-
Не удивительно, что такие эксцентричные деятели как Фриман готовы выступать на спонсируемом Кремлем телеканале. Поражает то, что многие нормальные, не сумасшедшие американские эксперты и журналисты регулярно появляются в эфире RT в качестве аналитиков. Приглашая гостей из уважаемых организаций RT умело использует желание американских либералов покритиковать внешнюю политику США.
-
დღეს საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ “ახალგაზრდები სამართლიანობისთვის – საქართველო”, რომელიც მძიმე და უკურნებელი სენით დაავადებული პატიმრების უფლებებს იცავს, ათი საზოგადოებრივი ორგანიზაციის სახელით, ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების ერთობლივ, მუდმივმოქმედ კომისიას რეკომენდაციებით მიმართა. “რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია იმისთვის, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების მექანიზმი ამუშავდეს”, – ნათქვამია ორგანიზაციების ოფიციალურ განცხადებაში. რეკომენდაციები კომისიის მუშაობის რამდენიმე ასპექტს ეხება, მათ შორის, კანონით დადგენილი მოთხოვნების კომისიის მიერ შეუსრულებლობას, კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებს და კომისიის მუშაობის გამჭვირვალობას. “ახალგაზრდები სამართლიანობისათვის – საქართველოს” ადვოკატი ნინო ბოლქვაძე აცხადებს, რომ კომისია თავის ფუნქციებს არ ასრულებს: “კომისია საერთოდ არ მუშაობს, ვინაიდან ჩვენ გვაქვს უამრავი შემთხვევა, როდესაც 6 თვეზე მეტი ვადაა გასული მას შემდეგ, რაც პატიმარმა მიმართვა გააკეთა და მისი შუამდგომლობა ჯერ კიდევ არ არის განხილული. რა დატვირთვითაც გინდა მუშაობდეს კომისია, შეუძლებელია, რომ ამ ვადაში, ვერ მოესწროს შუამდგომლობის განხილვა”, – აცხადებს ნინო ბოლქვაძე. მისივე განმარტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით შუამდგომლობის განხილვის ვადა 1 თვით განისაზღვრება, უკიდურეს შემთხვევაში კი, ეს პროცესი 3 თვეს გრძელდება. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, კომისიის მუშაობა არანაირ ვადაში არ ჯდება. 2012 წლის 8 თებერვალს კომისიას შუამდგომლობით მომაკვდავმა პატიმარმა, ზაზა გიგაურმა მიმართა, პატიმარი 2012 წლის 14 თებერვალს ისე გარდაიცვალა, რომ მისი საქმე განხილული არ ყოფილა. 2011 წლის სექტემბერში ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების ერთობლივ, მუდმივმოქმედ კომისიას მსჯავრდებულმა პ.ჩ–ძემ მიმართა, მის მიერ შუამდგომლობის მოთხოვნიდან 6 თვეზე მეტია გასული, თუმცა პასუხი ჯერაც არ მიუღია. ნინო ბოლქვაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომისია არ ამოქმედდება, კონკრეტული პატიმრების სახელით ისინი სასამართლოს მიმართავენ: “სასამართლო მათ აუცილებლად დაავალდებულებს შუამდგომლობის განხილვას, რადგან ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს უფლება, რომ არ განიხილოს და უგულვებელყოს ამ მოქალაქეების შუამდგომლობა”. ორგანიზაციებმა რეკომენდაციების პაკეტი შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში დატოვეს: 1. ისეთი ავადმყოფი პატიმრების, რომელთა დაავადებამ მიაღწია ან უახლოვდება ტერმინალურ სტადიას, სასჯელის მოხდისგან განთავისუფლების შუამდგომლობები განიხილებოდეს დაჩქარებული წესით, შუამდგომლობის წარდგენიდან 48 საათში, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში კომისია უნდა იცავდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მიღებისთვის განსაზღვრულ ვადებს. 2. სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის გადასაწყვეტად გამართულ კომისიის სხდომებში, პატიმრის თანხმობით, დამკვირვებლის სტატუსით უნდა მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები. 3. კომისიის რომელიმე წევრს უნდა დაეკისროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქცია. 4. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ანგარიშები და სხვა საჯარო დოკუმენტები ხელმისაწვდომი უნდა გახდეს საზოგადოებისთვის. 5. თანამშრომლობისა და კოორდინირებული მოქმედების მიზნით პერიოდულად უნდა ტარდებოდეს კომისიის წევრებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა. ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რეკომენდაციებში საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციის ხაზგასმა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ისინი კომისიის წევრებთან დაკავშირებას ვერც ტელეფონით და ვერც ელექტრონული ფოსტით ვერ ახერხებენ: “ჩვენ გვაქვს კომისიის რამდენიმე წევრის ტელეფონის ნომრები, მათ შორის, დავით ასათიანის და ეკა ადამიას, მაგრამ მათთან დაკავშირება შეუძლებელია, რადგან ჩვენ ზარებს არ პასუხობენ”, – განაცხადეს ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მათივე თქმით, იმის გამო, რომ კომისიას წლიური ანგარიში ვებ–გვერდზე არ უდევს, თებერვლის თვეში წერილობითი მიმართვა გაგზავნეს, თუმცა პასუხი არც ამ წერილზე ჩანს. დღევანდელ რეკომენდაციებს ხელს, “ახალგაზრდები სამართლიანობისთვის – საქართველოს” გარდა, შემდეგი ორგანიზაციები აწერენ: “ადამიანის უფლებათა ინსტიტუტი”, “ციხის საერთაშორისო რეფორმა”, “საზოგადოებრივი დამცველი”, “ადამიანის უფლებათა ცენტრი”, “სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი”, “თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია”, ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის”, კავშირი “ქალების ინიციატივა თანასწორობისთვის და “კანონი ხალხისთვის”. ორგანიზაციების ნაწილმა პატიმართა უფლებების დაცვას რამდენიმე პრესკონფერენცია ადრეც მიუძღვნა, თუმცა, როგორც აცხადებენ სამინისტროების მხრიდან მათ არავინ დაკავშირებიათ. ბრალდებებზე საპასუხო კომენტარის მისაღებად სამინისტროების წარმომადგენლებთან და კომისიის წევრებთან დაკავშირება ვერც ნეტგაზეთმა მოახერხა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://rustavi2.com/news_photos/03_12/60288.jpg რუსი ოპოზიციონერები ბრძოლის ტაქტიკას ცვლიან. საორგანიზაციო კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ აქციების მოწყობას მოსკოვის მერიასთან აღარ შეათანხმებს. მიზეზი სასამართლო გადაწყვეტილებები გახდა. აქციებში მონაწილეობის გამო, გუშინ მემარცხენე ფრონტის ლიდერს სერგეი უდალცოვს 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ცნობილ ბლოგერს ალექსეი ნავალნის კი ფულადი ჯარიმა დააკისრეს. პარალელურად, კრემლის ოპონენტები საპროტესტო აქციის გამართვას 5 მაისამდე აღარ გეგმავდნენ. თუმცა გადაწყვეტილება ენ-ტე-ვეს ეთერში გასული სიუჟეტის გამო შეცვალეს, სადაც ავტორები ოპოზიციის ლიდერებს მიტინგში მონაწილეობის მისაღებად ხალხის მოქრთამვაში ადანაშაულებდნენ. ბლოგერებმა კი გაარკვიეს, რომ სიუჟეტისთვის მსგავსი სცენები თავად ენ-ტე-ვეს მიერ იყო დადგმული. ამ ფილმის ეთერში გასვლის შემდეგ ოპოზიციამ ენ-ტე-ვეს წინააღმდეგ აქცია დაგეგმა, რომელიც ხვალ პუშკინის მოედანზე გაიმართება. View the full article
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/ucx-1-geo.jpgულიანოვსკის ტვირთგადასაცლელი პუნქტის გავლით შესაძლოა, არა მხოლოდ ნატოს ტვირთი, არამედ სამხედრო მოსამსახურეებიც გადაადგილდნენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სახელმწიფო დუმაში გამოსვლისას განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ტრანზიტის შესახებ შეთანხმების პროექტი მოიცავს არა მარტო ტექნიკას, არამედ პერსონალსაც, რომელიც ავღანეთში გაეროს უშიშროების საბჭოს ეგიდით იმყოფება. საქინფორმი
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/12/rkinigza.jpgStandard&Poor’s-მა შპს „საქართველოს რკინიგზის“ საკრედიტო რეიტინგი ზრდა ქვეყნის მაკროეკონომიკური და კომპანიის ფინანსური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესების შედეგად მოხდა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის ეკონომიკის წარმატებას, რადგანაც შპს „საქართველოს რკინიგზა“ სახელმწიფოს წილის მფლობელობაში არსებული კომპანიაა და მისი წარმატება განიხილება, როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების თანმდევი. იგი ერთადერთი სახელმწიფო წილის მფლობელი კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში ხვდება, განაცხადა გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი გაგნიძემ. დღეისათვის კომპანიის სასესხო ვალდებულებები შემოიფარგლება 250 მილიონი აშშ დოლარით, რაც კომპანიის მიერ 2010 წელს წარმატებით განთავსებული ევროობლიგაციებით არის წარმოდგენილი. მიმდინარე შედეგებიდან და კომპანიის არსებული ფულადი სახსრების მოცულობიდან გამომდინარე, შპს “საქართველოს რკინიგზა’’ საკუთარი სახსრებით ახორციელებს ორი სტრატეგიული პროექტის (თბილისის შემოვლითი რკინიგზისა და მოდერნიზაციის – „სწრაფი რკინიგზის“) მშენებლობას და მათი დასრულებისათვის ვერ ხედავს დამატებითი სესხების საჭიროებას. იხილეთ epn.ge
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/ucx-posol-sSA.jpg„სოციალურ ქსელებში გავრცელებული კონტროლის პალატასთან დაკავშირებული ელჩ ჯონ ბასის კომენტარი ნამდვილად მას ეკუთვნის“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოში განაცხადეს.<span style="font-size: 10pt;" />„კომენტარი ეკუთვნის ბატონ ელჩს და ეს არის მისი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. იმისათვის, რომ არ მოხდეს ტექსტის დამახინჯებული გავრცელება, გაწვდით მის თარგმანსაც“, – განუცხადეს „ჯი-ეიჩ-ენს“ საელჩოში. საქინფორმი
-
Правозащитники опубликовали запись разговоров в кабинете начальника УВД Казани Кадырова, в том числе с главой МВД республики Сафаровым. Последний, ранее признавший, что кражи не было, теперь якобы требует "закрепить дело". Потом Кадыров говорит с матерью другого погибшего: "Вопрос риторический, почему у нас в отделах убивают людей". newsru
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/borjgali.jpgრუსეთის რაგბის ნაკრები 2007 წლის შემდეგ, საქართველოში პირველად ჩამოვიდა. საქართველოს რაგბის კავშირი გულშემატკივრებს რუსეთ-საქართველოს მატჩის წინ სპეციალური თხოვნით მიმართავს და განმარტავენ, რომ აუცილებელია, ყველა ქართველი გულშემატკივარი მეტოქის მიმართ იყოს კორექტული, არ შეურაცხყონ ისინი და არ დაარღვიონ ის დაუწერელი კანონები, რომლებიც რაგბის სამყაროში არსებობს. რაგბის კავშირის წარმომადგენლები, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები აცხადებენ, რომ არ სურთ, მატჩს პოლიტიკური ხასიათი მიეცეს და ეს გულშემატკივრის დამოკიდებულებაზე აისახოს. ევროპის ერთა თასის გათამაშების შეხვედრა საქართველოსა და რუსეთის ეროვნულ გუნდებს შორის ხვალ, 15:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, გუნდების შეხვედრები ნეიტრალურ მოედნებზე იმართებოდა. იხილეთ epn.ge
-
http://rustavi2.com/news_photos/03_12/60289.jpg `თავისუფალი დემოკრატების` ლიდერმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. ირაკლი ალასანიამ თანაპარტიელებთან ერთად 1992 წლის 16 მარტს აფხაზეთში განხორციელებული საომარი მოქმედებებისას დაღუპული მეომრები გაიხსენა. `ეს არის დღე, როდესაც ვიხსენებთ ამ გმირობას, ამ ბრძოლაში ქართველების გამარჯვებას და რაც მთავარია, ვიხსენებთ იმ გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ქვეყნის ერთიანობას, ქვეყნის დაცვას, ჩვენი შვილების მომავალს,`- განაცხადა ალასანიამ. View the full article
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/chiaberashvili.jpgთბილისი, 16 მარტი, საქინფორმი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილიალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ანდრია ურუშაძე ზურაბ ჭიაბერაშვილმა შეცვალა. აღნიშნული სამთავრობო ცვლილება მინისტრმა ნიკა გილაურმა მასმედიას მთავრობის სხდომის დაწყებამდე სპეციალურ ბრიფინგზე გააცნო. მან ანდრია ურუშაძეს განვლილი წელიწად-ნახევრის განმავლობაში გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს პერიოდი ჯანდაცვის რეფორმების გატარების მხრივ წარმატებული იყო.<span style="font-size: 10pt;" />მისი თქმით, უკვე გახსნილია თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი 90 საავადმყოფო უახლოესი ერთი წლის განმავლობაში კიდევ 60 სამედიცინო ობიექტი აშენდება. საქინფორმი
-
К сожалению, эта дата из тихого и достойного дня памяти жертв войны, главные мероприятия которого проходят в Лестенском мемориале, превратилась в демонстрацию различных персон и движений в центре Риги у Памятника свободы. По-человечески трагичный характер этого дня почти полностью подавил политический эксгибиционизм.
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/kontr-palata123.jpgთბილისი, 16 მარტი, საქინფორმი. კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ივანიშვილის კუთვნილი შპს „ელიტა ბურჯი“ დააჯარიმა. როგორც კონტროლის პალატის განცხადებაშია ნათქვამი, ჯარიმა უკანონო შემოწირულობის – 150 000 აშშ დოლარის, ათმაგ ოდენობას შეადგენს. <span style="font-size: 10pt;" /> კონტროლის პალატის ინფორმაციით, პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა შპს „ელიტა ბურჯის“ მიერ მოძრაობა „ქართული ოცნებისათვის“ ბრენდირებული მაისურების დამზადების კანონიერება შეისწავლა და დაადგინა, რომ „ელიტა ბურჯმა“ პოლიტიკური სუბიექტის სასარგებლოდ 150 000 აშშ დოლარის (250 000 ლარის) უკანონო შემოწირულობა განახორციელა. საქინფორმი
-
Итак, многие оказались за решеткой в один день, что может показаться наступлением реакции после избрания Путина президентом. Режим опять взял свое после того, как после первых протестов был вынужден немного отступить. В Кремле захлопнулась последняя дверь, когда оппозиционеры, приглашенные Медведевым для участия в выработке нового закона о партиях, ушли, утверждая, что все их предложения для облегчения законного участия оппозиционных партий в политической жизни были заблокированы.
-
http://rustavi2.com/news_photos/03_12/60286.jpg საქართველოს ლეიბორისტული პარტია 16 მარტის საქართველოს დაკარგული ტერიტორიების დღედ გამოცხადების ინიციატივით გამოდის. პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ამ თემაზე ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ლეიბორისტები პროექტს პარლამენტში შეიტანენ განსახილველად. `1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთმა და თურქეთმა ერთობლივად განახორციელეს აგრესია და საქართველო გაიყვეს. დაშლის პროცესი სააკაშვილის დანაშაულებრივმა პოლიტიკამ დააგვირგვინა, რის შედეგადაც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დავკარგეთ. დღეს პარლამენტში შეგვაქვს დადგენილების პროექტი, 16 მარტის დაკარგული ტერიტორიების დღედ გამოცხადებაზე, რადგან სამშობლო იკარგება მაშინ, როდესაც ის მეხსიერებიდან იშლება. თაობებს უნდა ახსოვდეთ, რისთვის იბრძოლონ,`- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. View the full article
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/SSS.jpgთბილისი, 16 მარტი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კონტროლის პალატის მიერ დაბარებული პირების გამოუცხადებლობაზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.<span style="font-size: 10pt;" />„საქართველოს კონტროლის პალატიდან საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის რაიონულ სამმართველოებში გადაიგზავნა მასალები, საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცესში განმარტების მისაცემად დაბარებული ცალკეული პირების გამოუცხადებლობისა და, შესაბამისად, ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შესახებ. საქინფორმი
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/fosta-gvasalia.jpgთბილისი, 16 მარტი, საქინფორმი. როგორც პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ საქინფორმს ატყობინებს, პარტიის რეგიონული ხელმძღვანელი ლაშა გვასალია ეხმაურება „presa.ge“-ზე გამოქვეყნებულ მასალას, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:<span style="font-size: 10pt;" />„ნამდვილად გაგვაოგნა „პრესა.ჯი“-ზე გამოქვეყნებულმა ჟურნალისტ შორენა გოგოლაძის „ნააზრევმა“ – „მინდია გულუა ბიძინას დესპანია „პუწინთან“. მსგავსი არაკომპეტენტურობის, პრიმიტივიზმისა და სიცრუის კასკადი ხელს უწყობს საზოგადოების დეზინფორმაციას და არასწორად მიმართავს მათ წარმოდგენებს როგორ ადამიანების, ისე საზოგადოებასთან მიმართებაში. უპირველესი დანიშნულება მასმედიისა გახლავთ მოსახლეობის სწორად ინფორმირება და არა ისეთი სიბინძურეების თხზვა, როგორც ეს ამ შემთხვევაში გააკეთა ქალბატონმა შორენამ. საქინფორმი
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/fosta-saxalxoooo.jpgთბილისი, 16 მარტი, საქინფორმი. როგორც „სახალხო კრების“ პრესსამსახურმა საქინფორმს აცნობა, „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭო განცხადებას ავრცელებს, რომლის ტექსტსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:<span style="font-size: 10pt;" />„ვაცნობიერებთ რა, რომ ქვეყანაში ყოველდღიურად ძლიერდება ავტოკრატიული რეჟიმი, რაც შეუძლებელს ხდის რეალურად თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, „სახალხო კრება“ ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ხელისუფლება არ შეცვლის საარჩევნო გარემოს, ვინაიდან სწორედ თავისუფალი და დემოკრატიული საარჩევნო გარემოა უპირველესი საფრთხე ნებისმიერი ავტოკრატი და დიქტატორი მმართველისათვის. ამიტომ აუცილებელია, წარიმართოს სერიოზული პოლიტიკური ბრძოლა თავისუფალი საარჩევნო და დემოკრატიული გარემოს მოსაპოვებლად. საქინფორმი
-
Российская экономика после нестабильных 90-х годов значительно выросла. В период с 1999 по 2008 год ее рост составлял в среднем 7%, и это были самые высокие показатели среди всех остальных стран с развивающейся экономикой, за исключением Китая. В настоящее время доход на душу населения в России составляет 10 500 долларов, что примерно соответствуют уровню Бразилии.
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/nino.jpeg1993 წლის 16 მარტს სოხუმში შტურმის დროს დაღუპული გმირები მათი ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარდა პოლიტიკოსებმაც გაიხსენეს. „ძალიან მძიმე და მტკივნეულია გუშინდელი და დღევანდელი დღე ყოველი ქართველისთვის, რადგან ბევრი ახალგაზრდა შეეწირა ამ ბრძოლებს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდები ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შესაძლებელია, რთული თუმცა შესაძლებელი. ეს ერთადერთი სწორი გზაა საქართველოს ერთიანობისა და დემოკრატიისთვის,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. „დღევანდელი დღე ისევ და ისევ გვახსენებს, აფხაზეთის ამბებს, როდესაც ჩვენმა ბიჭებმა კიდევ ერთხელ დაიცვეს თავისი საზღვრები და განდევნეს მტერი. 16 მარტს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შემოტევა იყო. მათ გმირულად იბრძოლეს, გმირულად დაიცვეს საკუთარი მიწა. ყოველ 16 მარტს ჩვენ ვიხსენიებთ ჩვენს მიცვალებულებს, არა მხოლოდ 16 მარტს არამედ აფხაზეთის და სამაჩალოს, და საერთოდ საქართველოს მთლინობისთვის ვინც თავი დადო,“ – აღნიშნა საინფორმაციო სააგენტო “ექსპრესნიუსთან” საუბრისას არქიმანდრიტმა ისააკმა, რომელიც გმირთა მოედანზე აფხაზეთის ომის დროს დაღუპულებს პატივი მიაგო. „ჩვენ დაღუპულ ძმებს, ვეტერანები არ ვივიწყებთ, შეუძლებელია მათი დავიწყება, რადგან ყველაზე ლამაზი, ყველაზე ძვირფასი წლები შეწირეს სამშობლოს, საქართველოს ერთიანობას. დარწმუნებული ვარ, რომ ვიდრე ჩვენ ვიქნებით და საქართველოს ისტორია იარსებებს, ისინი ცოცხლები იქნებიან,“ – აღნიშნა ზურაბ შამუგიამ აფხაზეთის ომის დროს, მესამე ბრიგადის, პირველი ბატალიონის მეთაურმა. იხილეთ epn.ge