planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ავტორი ნანა ფაჟავა 17:06 08.02.2012 „მე გახლავართ სერგო ჩაჩიბაია, ყოფილი პოლიციისა და უშიშროების პოლკოვნიკი. ვარ ირაკლი ალასანიას პარტიის წევრი. მაქვს ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აპირებენ ჩემს დაკავებას. მინდა მოგახსენოთ, რომ სახლში გამაჩნია ოთხი ერთეული დარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი. „ჩზ-ს (cz)“ სისტემის პისტოლეტი, „ხოლერის“ სისტემის რევოლვერი, კარაბინი და „სკს“ სისტემის კარაბინი. ამ სისტემის არც საბრზოლო და არც სანადირო ვაზნები ოჯახში არ გამაჩნია. ასევე არ გამაჩნია რაიმე სახის ფეთქებადი ნივთიერება. არ ვარ ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებელი, გადამზიდველი ან შემნახველი.“-ეს სერგო ჩაჩიბაიას იმ ვიდეომიმართვის შინაარსია, რომელიც 25 მარტამდე, მის დაკავებამდე 7 თვით ადრე მისსავე ბინაში ჟურნალისტმა ილია ჩაჩიბაიამ სამოყვარულო ვიდეოკამერით ჩაწერა. http://4.bp.blogspot.com/-WvShb6VItJs/T3CvrMbBqUI/AAAAAAAAGdM/Gv_0jR8ck30/s200/sergo%2Bchachibaia.jpgილია ჩაჩიბაია: „სერგო ჩაჩიბაიამ მთხოვა მასთან სახლში მივსულიყავი. აღელვებული იყო, ირაკლი ალასანიას „თავისუფალ დემოკრატებში“ გავწევრიანდი და ჩემზე ზეწოლები დაიწყესო. როგორც გაირკვა ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები და მაღალჩინოსნები მას აფრთხილებდნენ, თუ ოპოზიციურ საქმიანობას არ შეეშვები დაგიჭერთო, ისიც უთქვამთ იარაღს ან ნარკოტიკს ჩაგიგდებთ ან მიზეზის მოფიქრება არ გაგვიჭირდებაო. სერგო შიშობდა, რომ მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია საკმაოდ რეალური იყო. მთხოვა, მე ახლო ხანებში აუცილებლად დამაკავებენ და ეს ჩანაწერი შენ სათანადოდ უნდა შეინახო და მაშინ გამოაჩინო, როდესაც საჭირო იქნებაო. აღარავის აღარ ვენდობი და შენი იმედი მაქვსო. დავიღალე ამდენი ზეწოლით, შენც ფრთხილად იყავი, არ არის გამორიცხული შენც შეგამთხვიონ რამეო. მე მრავალი წელი ვიმუშავე ძალოვან უწყებაში და ამათ ტაქტიკას კარგად ვიცნობო. რასაც მე ვებრძოდი სწორედ იმას აკეთებენ სააკაშვილის პოლიციაშიო. ეს მიმართვა სერგოს სახლში ჩავწერეთ, საღამო იყო. ეტყობოდა, რომ ძალიან ნერვიულობდა. იმ დღეს რამდენჯერმე დამირეკა, ჩემთან გამოდი, სასწრაფო საქმე მაქვსო. გვიანობამდე ვერ მოვახერხე მასთან მისვლა. მისი ოჯახის წევრებიც არ იყვნენ სახლში. პოლიტიკაზე საუბრობდა და გულისტკივილს გამოთქვამდა იმის გამო, რაც საქართველოში ხდება.“ ოჯახზე განხორციელებულ ზეწოლასა და შანტაჟზე საუბრობს სერგო ჩაჩიბაიას მეუღლე მაია ქანთარიაც. ის ამბობს, რომ მეუღლე ხშირად არ ამხელდა ისეთი მუქარის ფაქტებს, რომელიც მოხუცი მამის, მეუღლისა და ვაჟიშვილის შეშფოთებას გამოიწვევდა. „ყოველდღიურად ვგრძნობდით ტერორს და ეს დიდი ხანია გრძელდება. სერგო ცდილობდა ზედმეტად არ გვენერვიულა და თავი უსაფრთხოდ გვეგრძნო, მაგრამ არ გამოსდიოდა. ჩვენ ყველანი ვგრძნობდით დიდ საფრთხეს, რაც შეიძლებოდა ისევ დაპატიმრებით დასრულებულიყო და ჩვენ ამისათვის ფაქტობრივად ვემზადებოდით. ბოლო პერიოდში პოლიციის თვალთვალი ჩვენს მიმართ გახშირდა. სერგოს დაკავების დღეს კი ჩვენს სახლთან პოლიცია განსაკუთრებით პატრულირებდა. რამდენდენჯერმე სახლთან გაჩერებული საპატრულო ეკიპაჟიც შევნიშნე. ვგრძნობდი, რომ სერგოს მიმართ სერიოზული პროვოკაცია მზადდებოდა და ასეც მოხდა.“-აცხადებს მაია ქანთარია. სერგო ჩაჩიბაია ამ დროისათვის კვლავ ზუგდიდის პოლიციის წინასწარი პატიმრობის საკანში რჩება. მის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შერჩევის საკითხზე რაიონულ სასამართლოში ხვალ იმსჯელებენ. იმ შემთხვევაში, თუ სერგო ჩაჩიბაიას მიმართ წაყენებული ბრალდება, პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობა დამტკიცდა, მას 3 წლიანი პატიმრობა ემუქრება. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
ავტორი დაჩი კვიკვინია 17:06 26.03.2012 რამდენიმე დღის წინ ბათუმის 25-ე არხის ახალმა დირექტორმა გია სურმანიძემ ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ცალკეული, ე.წ. ლიბერალური მიმართულების არასამთავრობო ორგანიზაციები მას „ობიექტივის“ გადაცემების შეჩერების რჩევით მიმართვენ. http://3.bp.blogspot.com/-XBWIQY0JbFI/T3Br2XeX-CI/AAAAAAAAGdA/B9RY7y0VPrg/s200/obieqtivi.jpgციტატა: presage.tv :" ჩვენი ინფორმაციით, ე.წ. ლიბერალური ღირებულებების მქონე ადამიანები და არასამთავრობო ორგანიზაციები გია სურმანიძისგან, როგორც „ტვ25“-ის გენერალური დირექტორისგან მოითხოვენ, რომ მათ არხზე შეწყდეს „ობიექტივის“ გადაცემების ტრანსლირება. presage.tv-სთან საუბრისას გია სურმანიძემ ეს ინფორმაცია დაადასტურა - „ამგვარ მოთხოვნაზე მხოლოდ პირად საუბრებში აღნიშნავენ, მაგრამ ასევე, არიან ადამიანები, რომლებსაც „ობიექტივის“ გადაცემები ძალიან მოსწონთ და კმაყოფილებას გამოხატავენ“. ჩვენი წყაროების ცნობით, ამ ე.წ. ლიბერალურ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორისაა ცალკეული ამერიკული ფონდების მხრიდან დაფინანსებული მედია–საშუალებები. მაგალითისთვის, გაზეთი „ბათუმელები“ და “ნეტგაზეთი“, ასევე, დონორების მიერ დაფინანსებული ჯგუფები, რომლებიც აჭარის რეგიონში თითქოსდა რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის თემატიკით არიან დაკავებულნი. ცნობილი ფაქტია, რომ ამ ორგანიზაციებს აჭარის რეგიონში სოლიდური დაფინანსების წყარო აქვთ და ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, რომ „ობიექტივის“ გადაცემების საწინააღმდეგო კამპანია ფონდების სამეთვალყურეო საბჭოებში მოკალათებული ე.წ. ექსპერტების მიერ იმართება. ამ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ ცოტა ხნის წინ „მოდერატორმა“ ზვიად ქორიძემ მედია–კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელს ირმა ინაშვილს ბათუმის 25–ე არხის თვითრეგულაციის ორგანოში ( ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევის მოტივით) უჩივლა. სხდომა, რომელსაც სამი მხარე ( „ობიექტივი“, ბათუმის 25–ე არხი და მოქალაქე ზვიად ქორიძე) უნდა დაესწროს, 2012 წლის 1 აპრილსაა დანიშნული. მანამდე მოქალაქე ზვიად ქორიძემ ( ამ სტატუსით აქვს ქორიძეს საჩივარი შეტანილი) უარი განაცხადა ბათუმის 25–ე არხის შემოთავაზებაზე ,– მიეღო მონაწილეობა დებატებში ირმა ინაშვილთან ერთად. ჩვენი ინფორმაციით, 25–ე არხი ამ წინადადებით კიდევ ერთხელ მიმართავს ზვიად ქორიძესა და ირმა ინაშვილს. 1 აპრილს განვითარებული პროცესების შესახებ დეტალურად გაცნობებთ, მაგრამ მანამდე შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბათუმის 25–ე არხის დირექტორი მერაბ მერკვილაძე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის მოტივით, თანამდებობიდან გადადგა. მერკვილაძემ სოციალურ ქსელში „ფეისბუქი“, ერთ–ერთ კომენტარში აღნიშნა, რომ მას ხშირად ექმნებოდა პრობლემები „ობიექტივის“ გადაცემების გამო. მიუხედავად იმისა, რომ მერაბ მერკვილაძეს არ დაუკონკრეტებია, ვისგან ექმნებოდა ეს პრობლემები, ცნობილია, რომ „ობიექტივის“ საწინააღმდეგო პოლიტიკას ე.წ. ბათუმელი ლიბერალები ახორციელებდნენ და დღესაც ახორცელებენ. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა,– რატომ? ამ კითხვაზე ერთადერთი პასუხი არსებობს: აჭარის რეგიონში მედია–კავშირ „ობიექტივის“ გადაცემები ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. „ობიექტივმა“, რომლის ფორმატიც ითვალისწინებს ყველა სატელეფონო და სკაიპ–ზარის ეთერში შეყვანას, აჭარის რეგიონის მოსახლეობის სამოქალაქო აქტივობა შესამჩნევად გაზარდა. ეს „პატარა დეტალი“ ყურადღების ცენრტიდან არ გამოჰპარვიათ იმ ე.წ. ლიბერალური მიმართულების არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აჭარაში სიტუაციის გასაკონტროლებლად დონორებისაგან კოლოსალური მოცულობის საგრანტო დაფინანსებას იღებენ. უნდა ითქვას, რომ ამ ორგანიზაციების დიდი ნაწილი სინამდვილეში ბათუმში აზიზის სახელობის მეჩეთის მშენებლობის მომხრეა და ეწინააღმდეგება ყველა იმ მშვიდობიან, სამოქალაქო აქტივობას, რაც აზიზის სახელობის მეჩეთის თემაზე იგეგმება, ან მომავალში დაიგეგმება. „ობიექტივმა“ აქაც „არასასურველი როლი“ შეასრულა ე.წ. ლიბერალური მიმართულების არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის. „ობიექტივის“ გადაცემებში სისტემატურად მონაწილეობენ როგორც მართლმადიდებლური, ისე მუსულმანური მრევლის წარმომადგენლები, რომლებიც აზიზის სახელობის მეჩეთის აშენებას ეწინააღმდეგებიან. „ობიექტივის“ გადაცემებმა აჩვენა, რომ აჭარაში არ არსებობს რელიგიური დაპირისპირების არც ერთი ნიშანი. არც ნიშანი და არც სულისკვეთება, ანუ პრობლემა ხელოვნურადაა შექმნილი და სწორედ ამ მიზნით აფინანსებენ ცალკეულ „ენ–ჯე–ო“–ებს მსხვილი დონორები. მოკლედ, პრინციპი მარტივია: „ როცა არაა გაზაფხული, შენ უნდა შექმნა“, „როცა არ არსებობს პრობლემა, შენ უნდა შექმნა“. ერთი სიტყვით, უახლოეს ხანში „ობიექტივის“ ირგვლივ მოვლენები საინტერესოდ განვითარდება. გამორიცხული არაა, ეს პროცესი იმ ე.წ. ექსპერტების მხილების ღერძად იქცეს, რომლებიც უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველა ცნობილი ფონდის სამეთვალყურეო საბჭოებში სხედან და ქვეყანას ზიანს აყენებენ. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
http://zvigena.files.wordpress.com/2012/03/geo-u17-2012.jpg?w=700დღეს თბილისში 17–წლამდელების ელიტრაუნდის გათამაშება დაიწყო საქართველო ესპანეთის მატჩით. შეხვედრის საყურებლად მიხეილ მესხზე ოთხ–ხუთი ათასამდე კაცი შეიკრიბა. თამაში ხეირიანად დაწყებულიც კი არ იყო, მსაჯმა ჩვენს სასარგებლოდ საკმაოდ საეჭვო თერთმეტმეტრიანი დანიშნა – მეტოქის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი მცველს აუხტა და ხელზე გაკრა. ასეთ რამეზე პენალტი აღარ ინიშნება. საჩუქარი შევირგეთ და მეორე წუთზე ანგარიშში დავწინაურდით. უპირატესობა ესპანეთმა იგდო, ორჯერ საშუალო დისტანციიდან ცადეს საჯარიმოს გამოყენება – პირველად მეკარემ იყოჩაღა, მეორე ჯერზე სტუმრებს სიზუსტემ უმტყუვნა. თხუტმეტი–ოცი წუთის მერეღა მოვახერხეთ ბურთის მოხელთება, მეტოქეს პრესინგიც დავუწესეთ და ეს მონაკვეთი ყველაზე აზრიანი ფეხბურთიც ვითამაშეთ. მაგრამ კლასი თავისას შვებოდა და ტაიმის ბოლო ისევ ესპანელების იყო. იყო მომენტი, როცა საჯარიმოში შესულ მეტოქეს გატანა მართებდა, მაგრამ ბურთი კარს მცირედით ააცილა. ტაიმიც ასე მიიწურა. შესვენების შემდეგ ასპროცენტიანი გასატანი მომენტი შევქმენით – ჩვენებური სამ–ოთხ მეტოქეს დაუსხლტდა და ერთი–ერთზე გასული მეკარეს ვეღარ მოერია. მერე კი ისევ ესპანეთი მოგვაწვა, რამოდენიმე ნახევარმომენტი შეგვიქმნეს, ტაიმის მესამოცე წუთზე კი კუთხურიდან თავით გაგვიტანეს და ანგარიშიც გააყაიმეს. მერე იყო მეკარის გმირობა – როცა ათიოდე მეტრიდან დარტყმული სასწაულ ნახტომში მოიგერია. დაღლილობისგან ჩვენები ძლივსღა დალასლასებდნენ. ორი მოთამაშე ისედაც ტრამვის ფონზე შეიცვალა და როცა უკვე ლიმიტი ამოწურული გვქონდა, რიგი ფეხბუთელი ჟესტით შეცვლას თხოვდა მწვრთნელს (?!). როგორც იქნა შეხვედრა მიილია, ფრით ჩვენები უფრო გახარებულები ჩანდნენ. არც გაემტყუვნებათ – მოწინააღმდეგე უძლიერესი ესპანეთი გვყავდა. ხოდა ამ ძლიერი მეტოქის ფონზე კარგად გამოჩნდა, რომ ტაქტიკურ განათლებაში მოვიკოჭლებთ, ფიზიკურად მხოლოდ სამოცი წუთი გვეყო ჯანი. ჩანდა მოთამაშეების ხასიათის პრობლემაც, ერთმანეთს ეკამათებოდნენ და ხანაც სრულიად უადგილო ყვითლებს იღებდნენ. მოკლედ სამუშაო ძაან ბევრია, რომ ამ ნაკადიდად რამოდენიმე ერთეული მაინც დადგეს დაღვინებული ფეხბურთელი. http://zvigena.files.wordpress.com/2012/03/spn-u17-2012.jpg?w=700გამოვარჩევდი მეკარის კარგ თამაშს, უდაოდ კარგი რეაქციის პატრონია. მცველ დვალს – ვინც დასწრებაზე მშვენივრად თამაშობდა და ბევრჯერ გადაგვარჩინა რიგ უსიამოვნებებს. ასევე შემტევ ჯიქიას – პირველ ტაიმში საკმაოდ კარგად იჭერდა ბურთს და მეტოქის მცველებსაც ანერვიულებდა. ტექნიკაც მშვენიერი აჩვენა და ბურთსაც იშვიათად კარგავდა. მაგრამ მერე ისიც დაიღალა. არ მგონია ჯგუფიდან გასვლა მოვახერხოთ, მაგრამ ამ ასაკში მთავარი სწორი თამაშის სწავლაა. წინ კი კიდევ ორი რთული მატჩი გველის ინგლის–უკრაინასთან. http://feeds.wordpress.com/1.0/comments/zvigena.wordpress.com/474/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/zvigena.wordpress.com/474/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/zvigena.wordpress.com/474/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/zvigena.wordpress.com/474/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/zvigena.wordpress.com/474/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/zvigena.wordpress.com/474/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/zvigena.wordpress.com/474/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=zvigena.wordpress.com&blog=6944496&post=474&subd=zvigena&ref=&feed=1 სრულად ზვიგენას ბლოგი
-
ავტორი დაჩი კვიკვინია 17:06 26.03.2012 2012 წლის 31 მარტს, დღის 2 საათზე ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მიზანია თურქეთ–საქართველოს შორის დადებული, თუ დასადებად გამზადებული, გასაიდუმლოებული ხელშეკრულების გასაჯაროების მოთხოვნა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ხელისუფლება ბათუმში, საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლი მამულიშვილების საფლავზე სულთან აზიზის სახელობის მეჩეთის ასაგებად მზადყოფნას გამოხატავს. http://4.bp.blogspot.com/-1NG8tUV1nYg/T3BJxgeTuhI/AAAAAAAAGco/ZjBqYLzskpg/s200/get_img.jpgსაზოგადოება მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადოს დამყრობელი სულთანის სახელობის მეჩეთის მშენებლობაზე. გავრცელდება სპეციალური მიმართვა ხელისუფლებისადმი, რომლის წარმომდგენლებსაც გადაწყვეტილების შესაცვლელად დროის კონკრეტული მონაკვეთი მიეცემა. ბათუმში 31 მარტია აქციის გამართვის ინიციატორი წინააღმდეგობის მოძრაობაა. უკანასკნელი თვეების მანძილზე აზიზის სახელობის მეჩეთის თემას სისტემატურად აშუქებს მედია–კავშირი „ობიექტივი“. „ობიექტივის“ გადაცემებში დიდია აჭარის რეგიონის მოსახლეობის ჩართულობა, რომლებიც ღია ეთერში აზიზის სახელობის მეჩეთის მშენებლობას აპროტესტებენ. სწორედ ბათუმისა და აჭარის რეგიონის სხვა ქალაქების მოსახლეობის მოთხოვნით, გადაწყდა 2012 წლის 31 მარტს, ბათუმში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ორგანიზება, რომელშიც წინასწარი ინფორმაცით ათასობით მოქალაქე მიიღებს მონაწილეობას. საგულისხმოა ფაქტი, რომ მედია–კავშირ „ობიექტივის“ გადაცემებში, რომელიც ბათუმის 25–ე არხზე მაუწყებლობს, მონაწილეობენ როგორც მართლმადიდებელი, ისე მუსულმანური მრველის წარმომადგენლები. გასულ კვირას პირდაპირი ეთერით საზოგადოებას საქართველოს მუსლიმთა მუფთიმ ჯემალ პაქსაძემაც მიმართა, რომელმაც ხაზი გაუსვა ქართული სახელმწიფოებრიობის ფარგლებში ქრისტიანი და მაჰმადიანი ქართველების დიდი ერთობისა და თანამოაზრეობის მნიშვნელობას. ჩვენი ინფორმაციით, 31 მარტის აქციის დაწყებამდე გმირულად დაღუპული მამულიშვილების საფლავთან მიტროპოლიტ დიმიტრის კურთხევით, პანაშვიდს გადაიხდიან აჭარის ეპარქიის მღვდელმსახურები, ხოლო პანაშვიდის დასრულებისთანავე საპროტესტო აქცია დაიწყება. ერთ კვირაზე მეტია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მიმდინარეობს გამოკითხვა აზიზის სახელობის მეჩეთის მშენებლობის თემაზე, გამოკითხულთა უმრავლესობა ამ მშენებლობის წინააღმდეგია. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
ავტორი ნინო ჩიჩუა 14:06 26.03.2012 გუშინ, ზუგდიდში "თავისუფალი დემოკრატების" რეგიონული ორგანიზაციის ერთ–ერთი ლიდერი სერგო ჩაჩიბაია დააკავეს. http://4.bp.blogspot.com/-VrPrHRhQ9cM/T3BKbqWX6SI/AAAAAAAAGc0/PjbAOzQnNZY/s200/181745_141452369250760_100001579945338_257151_1033268_n.jpg "სერგო ჩაჩიბაია ჩვენი პარტიის ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის წევრია. ის რამდენიმე საათის წინ დააკავეს. იგი პირადი თავისი საქმეებით იყო დაკავებული, როდესაც მას უცნობი ადამიანი მივარდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. იქვე, "შემთხვევით" საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი აღმოჩნდა, რომელთაც სერგო ჩაჩიბაია დააკავეს. ჩვენ ამ დრომდე არ ვიცით, რა ბრალს უწყენებენ ან სად იმყოფება დაკავებული, ვინაიდან ის ზუდგიდის პოლიციის არც ერთ განყოფილებაში არ არის. მას კონსტიტუციურად მინიჭებული დაცვის უფლება არ აძლევა. ეს არის პროვოკაცია. როგორც ჩანს, ხელისუფლებას უკვე სტკივა ის ქმედებები, რასაც ჩვენი კოალიცია ახორციელებს და ასეთი მეთოდებით ცდილობენ, გვებძოლონ", - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა. "თავისუფალი დემოკრატები" სერგო ჩაჩიბაიას ადგილსამყოფელის გახმაურებასა და მისი პოლიტიკური ნიშნით დევნის შეწყვეტას მოითხოვენ. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
Ряд наиболее активных оппозиционеров принял участие в съемках "НТВшников" (ВИДЕО) и остался разочарован: "Те, кто советовал не ходить, оказался прав". Журналисты устроили "балаган" и вырезали много интересного. "А когда показали ролик о том, что нас ждет полная ж***, если ВВ уйдет, все дружно встали и ушли", - рассказывает участник. Но через 20 минут вернулись. newsru
-
В рамках саммита по ядерной безопасности в Сеуле президенты России и США достигли взаимопонимания по проблеме военной программы КНДР, но остались при своем по ЕвроПРО. Обама заявил, что готов к серьезному сокращению ядерных запасов - чтобы дочери росли в безопасности. Медведев: "Последние 3 года - лучшие за 10 лет в отношениях РФ и США". newsru
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png მოლი კორსო მის ხილვას, ოფიციალური სტუმრის რანგში, აშშ-საქართველოს ერთობლივ სამხედრო წვრთნებზე, ალბათ, ყველაზე ნაკლებად მოელოდნენ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის იქ იყო. 20 მარტს, იმ ელჩებს, დიპლომატებსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ოფიცრებს შორის, ვინც აშშ-ს საზვაო ქვეითებისა და ქართული ჯარის ერთობლივ წვრთნებს ადევნებდა თვალს, თბილისში ირანის საელჩოს ერთ-ერთი სამხედრო ატაშეც იყო. 2012 წლის ყოველწლიური წვრთნების სტუმართა სია (Agile Spirit-ის) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გამოცდა იყო – და მართლაც ქართველები ხომ ცნობილნი არიან თავისი სტუმართმოყვარეობით უცხოელთა მიმართ. ქვეყნის ”ღია კარის პოლიტიკა” ირანთან ასევე კარგადაა ცნობილი. მაგრამ კარგად არის ცნობილი ის ფაქტიც, რომ საქართველოს სურს ვაშიგტონს ასიამოვნოს. აშშ კი დიდი ხანია ამტკიცებს, რომ ირანი აქტიურად მუშაობს ავღანეთში ნატოს ოპერაციების საბოტირებისთვის. თეირანი ამ ბრალდებას უარყოფს. 17 მარტს, გენერალმა მასუდ ჯაზაერიმ, ირანის გაერთიანებული შტაბის მეთაურის მოადგილემ, ავღანელებს მოუწოდა ”წინააღმდეგობის ჯგუფები” შექმნან და ”ამერიკის ინტერესებს დაარტყან”, იუწყებოდა Associated Press-ი. ჰოდა ასეთ ფონზე, თქვენ შეიძლება გეფიქრათ, რომ აშშ-საქართველოს სამხედრო წვრთნებზე, რომლებიც ავღანეთისთვისაა გამიზნული, ირანელი სამხედროს დასწრება უხერხულ სიტუაციას შექმნიდა. მაგრამ აშშ-ს ელჩმა, ჯონ ბასმა, რომელიც ესწრებოდა წვრთნებს, უარი უთხრა EurasiaNet.org-ს იმის კომენტირებაზე, მისცა თუ არა შეშფოთების მიზეზი სტუმართა ნუსხაში ირანელი ატაშეს შეყვანამ. რადგან თბილისში არსებობს თეირანის მიერ აკრედიტებული დელეგაცია, ირანის შეყვანა სტუმართა სიაში ”დიპლომატიური პროტოკოლის სტანდარტია,” განაცხადა მან. მაგრამ ქართული სუფრის პროტოკოლით, ყველაფერი საპატიო სტუმრის სიამოვნებისთვის უნდა კეთდებოდეს (ამ შემთხვევაში, ასეთი სტუმარი აშშ არის); შეიძლება რომ ამ წარმოდგენის მაყურებელთა რიგებში ირანის ჩართვა წინასწარგანზრახული ტაქტიკა ყოფილიყო? საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა გაიმეორა, რომ ირანის საელჩოს მოწვევა სამხედრო წვრთნაზე დასასწრებად სტანდრატული პროცედურა იყო, ამიტომ არ შეუძლია იმის თქმა, იყო თუ არა ეს საკითხი დებატების საგანი. რაც შეეხება ირანის ატაშეს, მან, როგორც ჩანს, დრო კარგად გამოიყენა. მისი იმ კოლეგებისგან განსხვავებით, რომლებიც ნატოს წევრი-ქვეყნებიდან იყვნენ, ფაუერ ფოინთში მომზადებული 8 წუთიანი პრეზენტაციის დროს, რომელიც სამხედრო ტრანსპორტის ვიდეოკადრებსაც შეიცავდა, ის გაცხარებით ინიშნავდა რაღაცას – რამაც გაართო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთი ჩინოვნკი. წვრთნის ცოცხალი ეპიზოდები ამბოხისა და ტერორისტების შეპყრობის მეთოდებს წარმოადგენდა. ქართული ჯარი ძირითადად ავღანეთის სამხრეთ პროვინციაში, ჰელმანდშია დისლოცირებული, ირანელებს კი ბრალს იმაში სდებენ, რომ მეამბოხე თალიბებს უჭერს აქ მხარს. თბილისმა ავღანეთის ნატოს საერთაშორისო მისიაში 1,685 სამხედროს გაგზავნის ვალდებულება აიღო და მალე ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის მისი მისია ყველაზე დიდი იქნება. თბილისში აშშ-ს საელჩოს ცნობით, ავღანეთისთვის სამხედრო წვრთნებში ხარჯის უდიდეს ნაწილს პენტაგონი იხდის. 2012 წელს $14,4 მილიონი დაიხარჯება საქართველოს ტერიტორიაზე მათ წვრთნაში და $1.9 მილიონი ქართველი სამხედროების მოსამზადებლად ამერიკულ სამხედრო აკადემიებში. ორიგინალი ორიგინალი
-
14:57 25.03.2012 „ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო. http://1.bp.blogspot.com/-nPAc0teqxVk/T275s4nVbmI/AAAAAAAAGbw/KzCWON4AmGQ/s200/ilia%2Bchachibaia.jpgროგორც „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში ჩაჩიბაიამ აღნიშნა, მოსწავლეები სკოლებიდან ყვითელი ავტობუსებით გამოჰყავდათ, იარაღს ურიგებდნენ და სამხედრო წვრთნებს უტარებდნენ. „სამეგრელოში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის თაობაზე ინფორმაცია ჯერ კიდევ სამი თვის წინ გავავრცელე. ამ თემაზე ბევრს ვწერდი, მაგრამ ყურადღება არავის მიუქცევია. განგაში მხოლოდ მას შემდეგ ატეხეს, როცა ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ განაცხადა. სამწუხაროდ, დღეს განგაშის ატეხვა დაგვიანებულია, რადგან სამხედრო ფორმირებები უკვე შექმნილია. საზოგადოებამ და ოპოზიციამ რეგიონებში მცხოვრები ხალხის მოსმენა უნდა ისწავლოს“, – აღნიშნა ილია ჩაჩიბაიამ და დასძინა, რომ გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავსებული. „ზუგდიდში თითქმის ყველა ქუჩაზე მსგავსი შტაბია გახსნილი. სააკაშვილი ხედავს, რომ პროცესები მის საწინააღმდეგოდ ვითარდება. მისი გეგმა ასეთია: როცა ხალხის პროტესტი პიკს მიაღწევს და მის ჩამოშორებას შეეცდებიან, თავს სამეგრელოს შეაფარებს. პრეზიდენტის სავარძლის დასაბრუნებლად სამოქალაქო ომს წამოიწყებს. უკანონო ბანდფორმირებებს სწორედ ამ მიზნით ქმნის. ის ყველაფერზეა წამსვლელი“, – განაცხადა ილია ჩაჩიბაიამ. "ობიექტივი" http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png ჯოშუა კუცერა ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა საქართველოსთან ერთობლივი წრთვნები გამართეს, რაც, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, სკანდალის ხასიათს იძენს: რუსეთი წრთვნებს „პროვოკაციას“ უწოდებს. ცხრადღიან სამხედრო სწავლებებში, რომელიც ოთხშაბათს დასრულდა, აშშ-ს 350 საზღვაო ქვეითი ჯარისკაცი და 400 ქართველი სამხედრო მონაწილეობდა. აშშ-ს კონტიგენტს რუმინეთში დისლოცირებული შავი ზღვის როტაციული ძალების დანაყოფი წარმოადგენდა. წრთვნების მიზანი საქართველოს საზღვაო ძალებთან სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცება და ქართული კონტიგენტის ავღანეთისთვის მომზადება იყო. ფრაგმენტი აშშ-ს სამხედრო ქვეითი კორპუსის პრეს-რელიზიდან: „მსგავსი ამოცანების შესრულებას ჩვენ ოდნავ განსხვავებულად ვუდგებით, მაგრამ ყველა ჩვენგანი სწავლობს და გამოცდილებას იძენს, ასე რომ მსგავსი ერთობლივი წრთვნები ცალსახად სასარგებლოა“, – განაცხადა მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის 26 წლის სერჟანტმა ბესიკ გაბეშვილმა. „მე ქვეითებთან მსგავს წრთვნებში უკვე მესამედ ვმონაწილეობ და ეს ჩვენ ყველას გვახარებს, რადგან გამოცდილება, რომელსაც ვიძენთ გვეხმარება იმაში, რომ მომავალში ერთობლივი საქმიანობისთვის მოვემზადოთ“. წრთვნების მეოთხე დღეს საზღვაო ქვეითებმა და ქართველმა ჯარისკაცებმა სროლის სწავლებებში შეისვენეს, იარაღის და აღჭურვილობის ტექნიკური მომსახურების, ჰიგიენის ასპექტებით დაკავდნენ და წრთვნების მეორე ნაწილისთვის დაიწყეს მზადება. შემდეგი სამი დღე მათ ძებნის და დაცვის უნარების, ასევე თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფის მეთოდების შემუშავებას და საზღვაო ქვეითი კურპუსის პროგრამით Marine Corps Martial Arts Program მუშაობას მიუძღვნეს“. ერთი შეხედვით უწყინარი ინფორმაციაა, მაგრამ არა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისთვის (ციტატა Civil.ge-ს სტატიიდან): „მე შევხვდი [აშშ-ს სახელმწიფო მდივანს] ჰილარი კლინტონს (ნიუ-ორკში 12 მარტს), მის წინაშე დავაყენე მეორე სერიოზული საკითხი: დაიწყო და მიმდინარეობს აშშ-ს და საქართველოს სამხედრო წრთვნები“, განაცხადა ლავროვმა, „წრთვნების არსი – აჯანყების ჩახშობაა. ეს ყველაფერი ცოტა პროვოკაციულად გამოიყურება“. რუსეთის საგარეოპოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა გესლიანად აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აზვიადებს იანვარში პრეზიდენტ ობამასთან მისი შეხვედრის მნიშვნელობას. ამ შეხვედრის შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სამხედრო ურთიერთობა ამ ორ სახელმწიფოს შორის „ახალ საფეხურზე“ გადავიდა: „ის (სააკაშვილი) არც თუ დიდი ხნის წინ (იანვრის ბოლოს) ვაშინგტონში იყო, ობამასთან მოლაპარაკების შემდეგ გამოვიდა და თქვა, რომ აშშ სრულად აღადგენს ჩვენთან (საქართველოსთან) სამხედრო თანამშრომლობას და ნატოში სვლის პროცესს. ჩვენ გადავამოწმეთ ეს ამერიკელებთან და აღმოჩნდა, რომ (სააკაშვილს) გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს იმაზე, რაც მოისმინა (პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრაზე)“, – განაცხადა ლავროვმა. სააკაშვილმა კი კვირას წრთვნების ჩატარების ადგილი მოინახულა და განაცხადა: „შეიარაღებული ძალების მომზადების თვალსაზრისით ბოლო წლებში ჩვენ სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ. ჩვენ სერიოზულ წინსვლას მივაღწიეთ თავდაცვითი ინფრასტრუქტურის განმტკიცების მხრივ“. „ჩვენ გვექნება ტერიტორიული თავდაცვის ძალიან კარგი სისტემა, მაქსიმალურად მიახლოებული ისეთ სისტემასთან, როგორიც შვეიცარელებს, შვედებს აქვთ; ერთი სიტყვით, ჩვენ ევროპული გამოცდილების საუკეთესო მაგალითებს გავიზიარებთ“, – განაცხადა სააკაშვილმა. „ჩვენ გავითვალისწინეთ წინა წლების მწარე გამოცდილება, ამიტომ, ყოველგვარი ხმაურის, ტრაბახის და „პიარის“ გარეშე განვაგრძობთ ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარებას“, – დასძინა მან. და მართლაც, ვინ დაიჯერებს იმას, რომ საქართველო „პიარით“ არის დაინტერესებული? დაივიწყეთ! წრთვნები შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებული კიდევ ერთი სკანდალის ფონზე მიმდინარეობდა, კერძოდ ოპოზიციონერი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერმა განაცხადა, რომ სააკაშვილი შეიარაღებულ ფორმირებებს ქმნის იმისთვის, რომ ისინი პოლიტიკურ ოპონენტებს მიუქსიოს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მსგავსს ბრალდებებს „სულელეური ბოდვა“ უწოდა და საქმეში აშშ-ს ელჩი ჯონ ბასიც კი ჩაერთო, აღნიშნა რა, რომ მსგავსი განცხადებები, რომელიც ფაქტებით გამყარებული არ არის, „შემაშფოთებელია“. აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია RT-მა, რომელიც ჩვეულებრივ უმალ იწყებს შეთქმულების თეორიების შეთხზვას აშშ-ს და სააკაშვილის მონაწილეობით, ამჯერად ეს ორი მოვლენა ერთმანეთს არ დაუკავშირა. არადა ხომ სულაც არ არის რთული იმის ვარაუდი, რომ სააკაშვილი აშშ-სგან სამხედრო გარანტიების მიღება სურს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს? გინდათ ფსონები დავდოთ იმაზე, რომ ადრე თუ გვიან კრემლი მსგავსს განცხადებას გააკეთებს? ორიგინალი ორიგინალი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/bbc_logo.jpg საქართველოს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რეგიონის ამომრჩევლები კვირას არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას და ბოლო ხუთი თვის განმავლობაში მესამედ შეეცდებიან პრეზიდენტის არჩევას. ნოემბერში არჩევნების ორმა რაუნდმა გამარჯვება მოუტანა ალა ჯიოევას – იმ დროს მოქმედი პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის დიდი ხნის ოპონენტს რუსეთის მხარდაჭერილი, თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში. რეგიონის უმაღლესმა სასამართლომ, რომლის თავმჯდომარეც კოკოითის მოკავშირეა, შედეგები არ სცნო, რასაც საპროტესტო აქციები და პოლიციასთან ჯიოევას მხარდამჭერთა შეტაკება მოჰყვა. ამჯერად ველი გაცილებით ბუნდოვანია, რადგან ყველა კანდიდატი, რომელიც კოკოითის და რუსეთს ემიჯნება, მკაფიო სიმპათიას არ ავლენს. პრო-რუსი კოკოითი რეგიონს პრეზიდენტის რანგში 2011 წლიდან მართავს, მაგრამ ოპოზიცია და ყოფილი სპონსორები მას ნეპოტიზმსა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთის დახმარების ცუდ მართვაში ადანაშაულებენ. ის დეკემებრში გადადგა, მაგრამ მის მოკავშირეებს დღემდე უზარმაზარი გავლენა აქვთ პარლამენტსა და სასამართლოზე. ვინ არიან კანდიდატები? ნოემბრის არჩევნებში, პირველ რაუნდში 17 კანდიდატი მონაწილეობდა, მაგრამ ამჯერად საარჩევნო კომისიამ 22 აპლიკანტიდან მხოლოდ ოთხი კანდიდატი დაარეგისტრირა. ოთხივე რუსეთს უჭერს მხარს და საქართველოსთან თანამშრომლობის ნებისმიერ ფორმას გამორიცხავს. დიმიტრი მედოევი 2002 წლიდან მოსკოვში სამხრეთ ოსეთის ელჩია. მართალია ის მთავრობის ნაწილია, თუცა ამტკიცებს, რომ პარლამენტს დაითხოვს იმისთვის, რომ შეაჩეროს კოკოითის მხრიდან ძალაუფლების დაბრუნების მცდელობა და მოსახლეობას ჰპირდება, რომ რუსული დახმარების მიზნობრივ ხარჯვაზე მკაცრ კონტროლს დააწესებს. ლეონიდ თიბილოვი 1992-1998 წლებში სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტს ხელმძღვანელობდა, მოგვიანებით კი პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე და ქართულ-ოსური სამშვიდობო კომისიის თანა-თავმჯდომარე იყო. მას ჯამბულატ თედეევი უჭერს მხარს, კოკოითის ცნობილი ოპონენტი, რომელიც ნოემბრის არჩევნებში ალა ჯიოევას მხარდამჭერი იყო. რუსი მიმომხილველების აზრით, ის საუკეთესო კანდიდატია მათ შორის, ვინც ქ-ნი ჯიოევას მხარდამჭერთა ხმებს მოიპოვებს. დავით სანაკოევი 2004 წლიდან სამხრეთ ოსეთის ომბუცმენი და ადამიანის უფლებების დამცველია. ის 1976 წელს დაიაბადა და ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატია. პოლიტიკური ანალიტიკოსი დინა ალბოროვა ამბობს, რომ მისი ახალგაზრდა ასაკი ის აქტივია, რომლითაც მას შეუძლია თავი „ახალი აზროვნების ადამიანად“ წარმოაჩინოს. სტანისლავ ქოჩიევი ვეტერანი კომინუსტური პარტიის ლიდერია, რომელიც 1999-2004 წლებში პარლამენტის სპიკერი იყო და 2001 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კოკითის შემდეგ მეორე ადგილს იკავებდა. ახლახანს მან ინსულტი გადაიტანა. ვინ არის ლიდერი? ოსი, რუსი და ქართველი ანალიტიკოსები ვერ ახერხებენ მკაფიო ფავორიტის დასახელებას, თუმცა ბ-ნ ქოჩიევს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ყველაზე მცირე შანსი აქვს. ჯიოევას პოზიცია დეკემბერში ჯიოევა და ხელისუფლება შეთანხმდნენ, რომ პრეზიდენტი კოკოითი და მისი ორი მთავარი მოკავშირე, მათ შორის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე ათსამაზ ბიჩენოვი, გადადგებოდნენ და ის დათანხმდებოდა ხელახლა ახალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. მართალია კოკოითი გადადგა, მაგრამ დანარჩენი ორი დარჩა. ჯიოევა არჩევნებზე არ დაუშვეს და მან თავი პრეზიდენტად გამოაცხადა. ის მასობრივი საპროტესტო აქციები, რომელიც უმალ დაიწყო ჯიოევას მხარდასაჭერად, რეგიონს დესტაბილიზაციას უქადდა, თუმცა საბოლოო ჯამში მარცხით დასრულდა. ჯიოევას მოკავშირეებმა მისი საქმე მიატოვეს, და 10 თებერვალს დაგეგმილი პრეზიდენტის ინაუგურაცია პოლიციამ დაარბია, რის შემდეგაც ჯიოევა საავადმყოფოში მოხვდა და განაცხადა, რომ მას თავს დაესხნენ. ის უარს აცხადებს რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერაზე მიმდინარე არჩევნებში. რუსეთის პოზიცია რუსეთი სამხრეთ ოსეთის სეპარატისტების ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო პატრონია, მხარი დაუჭირა რა მათ საქართველოს წინააღმდეგ 1990-იანი წლების დასაწყისში და 2008 წლის ხანმოკლე ომში. 2008 წელს რუსეთმა სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა და მკაფიოდ დაუჭირა მხარი ანატოლი ბიბილოვს 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ალა ჯიოევასთან დამარცხდა არჩევნების მეორე ტურში. ამჯერად რუსეთი ღიად არცერთ კანდიდატს მხარს არ უჭერს. ზოგიერთი რუსი მიმომხილველი ფიქრობს, რომ ნოემბრის მარცხმა და საკუთარმა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებმა, რუსეთს ამ არჩევნებში ფრთხილი მოქმედებისკენ უბიძგა. ქართველი ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ოთხივე კანდიდატი მტკიცედ პრო-რუსია და შესაბამისად რუსეთს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. სამხრეთ ოსეთის პრო-ქართული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თბილისში დიმიტრი სანაკოევი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფავორიტი მედოევია. საქართველოს პოზიცია საქართველო, ისევე როგორც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, თუ არ ჩავთვლით რუსეთის რამდენიმე მოკავშირეს, სამხრეთ ოსეთს საქართველოს ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს, რომელიც რუსეთს უკანონოდ აქვს ოკუპირებული. თბილისი გმობს ამ ტერიტორიაზე და ანალოგიურ აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონში ჩატარებულ ყველა არჩევნებს, რადგან მათ რუსეთის „მარიონეტი ოკუპაციური რეჟიმები“ ატარებენ, რომლებიც არ აძლევენ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ეთნიკურ ქართველებს და სხვა დევნილებს, რომლებიც ამ ტერიტორიებიდან 1991-1993 წლების და 2008 წლის კონფლიქტების დროს გამოაძევეს. საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის შეფასებით, 3 000 ზე ოდნავ ნაკლები ეთნიკური ქართველი რჩება დღეს სამხრეთ ოსეთში იმ 17 500-დან, რომელიც არსებული ინფორმაციით ცხოვრობდა იქ 2008 წელს, და გაურკვეველია დარეგისტრირებულები არიან თუ არა ისინი ამომრჩევლებად. მოსალოდნელია თუ არა საპროტესტო აქციები ამჯერად? დღეს საარჩევნო რბოლა არ არის ისეთი პოლარიზებული, როგორიც 2011 წლის ნოემბერში იყო, როდესაც კოკოითის მომხრე და მოწინააღმდეგე კანდიდატები ერთმანეთს საზოგადოების ძლიერი უკმაყოფილების ატმოსფეროში უპირისპირდებოდნენ. არჩევნების შედეგების ანულირება და შემდეგ ოპოზიციის და პარლამენტის შეთანხმების კრახი სწრაფი საპროტესტო ტალღის კატალიზატორი გახდა. საეჭვოა, ნაკლებად სადაო არჩევნებს მოსახლეობის ისეთივე სწრაფი განრისხება მოჰყვეს. ორიგინალი ორიგინალი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png ჯოშუა კუცერა შეერთებული შტატებისთვის საქართველოს ნატოში მისი გაწევრიანებისთვის „ლაკმუსის ქაღალდი“ მოახლოებული არჩევნებია, განაცხადა ამერიკის სავარაუდო მომდევნო ელჩმა თბილისში. რიჩარდ ნორლანდი, როგორც ელჩობის კანდიდატი, ოთხშაბათს მისი კანდიდატურის წარდგენასთან დაკაშირებულ მოსმენაზე სენატში იმყოფებოდა და Civil.ge-ს ცნობით, ფრაზა „ლაკმუსის ქაღალდი“ ორჯერ გამოიყენა: „საქართველოს ინტერესების და მისი ნატო-ში მისწრაფების გათვალისწინებით, ასევე ამ მისწრაფებისადმი ჩვენი მხარდაჭერის გათვალისწინებით, ის, თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები, იქნება მნიშვნელოვანი ლაკმუსის ქაღალდი. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით პროცესს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს არჩევნები ნატოს სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება“. „ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდებიან იმას, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები, რათა დაადგინონ შეესაბამება თუ არა ის იმ კრიტერიუმებს, რომელთა შესრულებას ნატოს წევრი ქვეყნისგან ელიან”, განაცხადა ნორლანდმა… ვფიქრობ, საქართველოს ოფიციალური პირები უკვე იწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ მათ აკვირდებიან, რომ ხდება მონიტორინგი და რომ ეს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე ლაკმუსის ქაღალდია“, თქვა ნორლანდმა. მან საკმაოდ მკაცრად ისაუბრა თბილისში პოლიტიკური თავისუფლებების მხრივ არსებულ სიტუაციაზე: „არსებობს ცნობები ოპოზიციური კანდიდატების დევნის შესახებ, რაც ჩვენ ძალიან გვაშფოთებს“, თქვა ნორლანდმა. მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფო აუდიტორული სააგენტოს „კონტროლის პალატის როლი პარტიების ფინანსებთან მიმართებაში დიდ შეშფოთებას იწვევს საქართველოშიც და საერთაშორისო თანამეგობრობაშიც“. „ჩვენი დიპლომატიური მისია [თბილისში] საქართველოს ხელისუფლებასთან საჯაროდაც და კერძო საუბრებშიც აღნიშნავს ამ წუხილების შესახებ და [საქართველოში ელჩად] დამტკიცების შემთხვევაში, ჩემი ამოცანა იქნება, რომ ძალიან ყურადღებით დავაკვირდე საქართველოს მიერ იმ პრინციპების დაცვას, რომლებსაც ჩვენ ასე ვაფასებთ. ეს ჩემი მისიის მთავარი პრიორიტეტი იქნება. ამერიკის შეერთებული შტატები უკვე ხარჯავს მილიონობით დოლარს, რათა დაეხმაროს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, კანონის უზენაესობის და დემოკრატიის ხელშეწყობას და ჩვენ ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ პროცესს, რათა დავრწმუნდეთ, რომ იმ შედეგებს ვიღებთ, რისი მიღწევაც გვსურს“, განაცხადა ნორლანდმა. ნორლანდმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო ერთგვარ ჯილდოს მიიღებს ნატოს მოახლოებულ სამიტზე: მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ „სერიოზული ძალისხმევა“ გაიღო რათა ჩიკაგოში ნატოს მოახლოებულ არჩევნებზე „ხაზი გაუსვას საქართველოს პროგრესს ამ სფეროში და მუშაობს მოკავშირეებთან, რომ მიაღწიოს კონსენსუსს, ინტეგრაციის გზაზე შემდგომი ნაბიჯების გადადგმისთვის“. ის, რაც მან თითქოს არ თქვა, არის ის, რომ სამართლიანი არჩევნები აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა ნატოში გაწევრიანებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სამართლიანი არჩევნები დაეხმარება აშშ-ს უფრო აქტიურად დაეხმაროს საქართველოს ნატოში გაწევრიანების საქმეში, ალიანსის ბევრი ევროპელი მოკავშირე მაინც სიფრთხილით მიუდგება საქართველოს შესაძლო წევრობას ორგანიზაციაში. თუმცა, უდაოა, რომ ნორლანდის გზავნილს თბილისში კარგად და მკაფიოდ გაიგებენ. მოქმედმა ელჩმა საჯაროდ გააკრიტიკა მთვარობის მოპყრობა ოპოზციისადმი გასულ კვირაში, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თავისუფალი არჩევნები და ნატოს წევრობა (მიხეილ სააკაშვილის სანუკვარი მიზანი) ერთმანეთს საჯაროდ დაუკავშირეს. საინტერესოა, შეიცვლება თუ არა ამ გაფრთხილების შედეგად მთავრობის ქცევა. ორიგინალი ორიგინალი
-
Выступая на конференции по евроатлантической безопасности президент жестко высказался о "проводниках демократии" и "лазейках" в Совбезе. Нужно слушать друг друга, тогда все можно решить, уверен Медведев. Но не в случае ПРО - тут нужны письменные гарантии: "Что сказано - улетучивается, что написано - остается". newsru
-
Главная проблема - Сирия. Вместе с тем, отметил Майкл Макфол, сближение позиций США и России по другой острой проблеме - связанной с ядерными притязаниями Ирана - идет намного быстрее. А вот система ПРО - это вовсе не фундаментальная проблема, уверен посол. Рогозин из Москвы соглашается: нашим ракетам ПРО нипочем. newsru
-
Павел Ипатов сложил полномочия по собственному желанию, утверждают в Кремле, не уточняя, что стало причиной такого желания. Впрочем, слухи о том, что под чиновника "копают", появились в СМИ еще в феврале. Врио главы Саратовской области назначен председатель облдумы. А в Приморье тем временем "потеряли" экс-губернатора. newsru
-
Как рассказал прокурор Парижа Франсуа Моленс, Мухаммед Мера сам сообщил, где находится сумка с видеокамерой. Полицейские посмотрели записи - они пугающе подробны. Про расстрел детей у еврейской школы даже не говорят, однако человек, видевший запись камеры на здании, сообщил: террорист хладнокровно стрелял малышам в головы. newsru
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png მოლი კორსო მიუხედავად იმისა, რომ ნატოს ზოგიერთი წევრი ავღანეთში ალიანსის მიერ მისიის გაგრძელების საკითხს ნეგატიურად აღიქვამს, საქართველო ძველებურად განუხრელად იცავს აღებულ ვალდებულებას და მალე კოალიციაში ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის სამხედრო კონტიგენტის მოცულობით ლიდერი გახდება. და მართალია ავღანეთში ქართული კონტიგენტის ყოფნაზე პრეზიდენტ სააკაშვილი აქტიურად საუბრობს, თუმცა თბილისი დიდად არ ცდილობს ქვეყნის შიგნით ამ საკითხზე საჯარო დისკუსებში ჩართვას. ზოგიერთი ექსპერტის თქმით, მსგავსი დუმილი მთავრობის მხრიდან საბოლოო ჯამში შესაძლოა ნეგატიურად აისახოს ქვეყნის ნატოში გაწევრიანების ძალისხმევაზე. პრეზიდენტი სააკაშვილი მუდმივად თანხმდებოდა იმ ქართველი სამხედროების კონტიგენტის გაზრდას, რომლებსაც ავღანეთში უსაფრთხოების მხარდაჭერის საერთაშორისო ძალების (ISAF) შემადგენლობაში მონაწილეობისთვის აგზავნიან. მეტიც, ამ ყველაფრის გარდა, სააკაშვილმა პირობა დადო, რომ ბოლო წუთამდე ნატოს გვერდით იქნება. საქართველოს სამხედრო კონტიგენტის ყოფნა ავღანეთში დიდწილად ასახავს თბილისის თავგანწირულ შემართებას გახდეს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი. 2013 წლისთვის საქართველო ავღანეთში თავისი კონტიგენტის რიცხოვნების 1685 სამხედრომდე გაზრდას გეგმავს – და ეს რიცხვი არ გამოპარვია როგორც უმაღლეს სამხედრო სარდლობას ვაშინგტონში, ასევე არც ნატოს შტაბ-ბინას ბრიუსელში. არსებული ინფორმაციით, ამ მომენტისთვის განაღმვითი სამუშაოებით, გზების დაცვითა და ბოევიკებთან ბრძოლით ავღანეთის სამხრეთში, ჰელმანდის პროვინციაში 940 ქართველი სამხედროა დაკავებული. გაზრდილი კონტიგენტის გაგზავნა ავღანეთში უკვე მარტის ბოლოსთვის იგეგმება. ისეთ მზადყოფნას, როგორსაც საქართველო ავლენს შეუერთდეს მისიას „ყოველგვარი დათქმების გარეშე“ (უფრო ზუსტად ქართველმა სამხედროებმა მონაწილეობა მიიღონ ნებისმიერ აუცილებელ ოპერაციებში) „ვერ შეხვდებით ჩვენი მოკავშირეების უმრავლესობაშიც კი“, აცხადებს ნატოს ოფიცერი ამიერკავკასიაში უილიამ ლაჰიუ. საქართველოს წვლილი, ამ ქვეყანას შეერთებული შტატებისა და მთელი ალიანსისთვის „ძალიან ფასეულ“ პარტნიორად აქცევს, დასძენს იგი. აშშ-ს სამხედრო ატაშე თბილისში, პოლკოვნიკი ჯეფ ჰარტმანი ამ აზრს იზიარებს. „ჩემი აზრით, ეს ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საჭიროების დემონსტრირებას ახდენს – სამხედრო ძლიერების გაზრდის შესაძლებლობას, საკუთარი საზღვრების მიღმა ექსპედიციური სამხედრო მოქმედებების წარმოებისთვის ქვეითი ბატალიონების შექმნის შესაძლებლობას“. საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის კამპანიაში, რასაც ნატოს სარდლობა ძალიან აფასებს, ფაქტიურად შეუმჩნეველი ხდება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის ქვეყნის შიგნით. დებატები საქართველოს როლზე ამ ომში დიდწილად არ იმართება, ამბობს ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა, რომელიც სამხედრო თემებზე მუშაობს. ინფორმაცია სამხედრო მოქმედებებში მოკლულ ან დაჭრილ სამხედროებზე იშვიათად ქვეყნდება. მაგალითად, ფაქტობრივად არაფერია ცნობილი იმ 15 სამხედროზე, რომელიც ავღანეთში დაიღუპა მას შემდეგ, რაც 2004 წელს საქართველოს მისიას შეუერთდა. „ამ ბიჭებმა, ამ სამხედროებმა, უზარმაზარი წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საქმეში… მაგრამ სიტყვაც არავის უთქვამს. ვფიქრობ, ეს არასწორი პოლიტიკაა, რადგან ადამიანებს უნდა ავუხსნათ, რას ვაკეთებთ ავღანეთში“, – ამბობს ჟურნალისტი. ვაშინგტონის Freedom House-მა მედიის თავისუფლებაზე 2011 წლის ანგარიშში, საქართველო „ნახევრად თავისუფალი“ ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა. თუკი არსებობს რაიმე წინააღმდეგობა საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხზე, ის ძალიან უმნიშვნელოა. რადგან, მაგალითად 2010 წელს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 2089 რესპონდენტიდან ავღანეთში სამხედრო კონტიგენტის გაგზავნა მხოლოდ 4%-მა გააპროტესტა. ამ ნაბიჯისადმი მაღალი მხარდაჭერა გიორგი ცხვიტავას აკვირვებს „რატომ არ აწვდის მთავრობა მოსახლეობას, საკუთარ მოქალაქეებს, შესაბამისს ინფორმაციას“. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მთელი თვის განმავლობაში არ უპასუხა EurasiaNet.org -ის თხოვნას ინტერვიუზე საქართველოს მონაწილეობის შესახებ ISAF-ის მუშაობაში. ამ კვირაში, პროსამთავრობო ყოველკვირეული ჟურნალის „ტაბულა“-ს გარეკნზე კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის ფოტო გამოქვეყნდა, მაგრამ ამ ინტერვიუში ის ავღანეთში მისიის საქმიანობის დეტალებს არ განიხილავს. „ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის დემონსტრირება, რომ არსებობს არამხოლოდ პრობლემა, არამედ ამ პრობლემის გადაწყვეტის შესაძლებლობაც, და ამ მისიაში საქართველო სწორედ ამას აკეთებს“, – განაცხადა მან. საქართველოს ავღანეთის სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობაზე დებატების არ არსებობა ყურადღებას ამახვილებს იმ დაბრკოლებებზე, რაც ნატოში გაწევრიანებაზე თბილისის განაცხადს უკავშირდება, აცხადებს კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის დოცენტი ლინკოლნ მიტჩელი. „როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ცოცხალი დისკუსია საზოგადოებაში ისეთ საკითხებზე, როგორიცაა უნდა გაწევრიანდეს თუ არა საქართველო ნატოში და საჭიროა თუ არა საქართველომ მხარი დაუჭიროს სამხედრო მოქმედებებს ავღანეთში… იმაზე მეტად შეუწყობდა ხელს ამ ქვეყანას ნატოში გაწევრიანების საქმეში, ვიდრე მედიის ასეთი ჩახშობა და სამხედრო კონტიგენტის გაგზავნა“, – აღნიშნავს იგი. ოპოზიციის ორ ლიდერს – ერთი ციდა პარტიის „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერ კახა კუკავას და ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილს – სურთ კამპანიის შემობრუნება საქართველოს ნატოში გაწევრიანების გეგმის და ავღანეთში ყოფნის წინააღმდეგ, მაგრამ ჯერ-ჯერობით მათი მცდელობა საქართველოს მედიასივრცეში ისეთივეა, როგორც ზღვაში წვეთი. როგორც ჩანს, სააკაშვილი მიდრეკილია იმისკენ, რომ ყველა, ვინც ეჭქვეშ აყენებს საქართველოს როლს ISAF-ის მუშაობაში, არაპატრიოტულ ძალებად მონათლოს. „ყველა, ვინც საუბრობს ქართული კონტიგენტის ავღანეთიდან გამოყვანაზე და იმავდროულად თავს ნატოს და ევროკავშირის მხარდამჭერს უწოდებს, სინამდვილეში პუტინის [რუსეთის პრემიერ-მინისტრის] და რუსეთის ლაქიაა“, – განაცხადა მან თავის გამოსვლაში 26 თებერვალს. „თუკი ჩვენ გვსურს გვქონდეს სახელმწიფო, მაშინ არმიაც უნდა გვყავდეს. ხოლო არმია თუ გვინდა, მონაწილეობა უნდა მივიღოთ საერთაშორისო სამხედრო მისიებში, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ეს“, – დასძინა სააკაშვილმა. ნატოს ოფიცერმა ლაჰიუმ აღნიშნა, რომ იგი მუშაობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან ავღანეთის მისიაში მუშაობაზე მოსახლეობის ინფორმირების საკითხთან დაკავშირებით, თუმცა დეტალებზე არ ისაუბრა. „რთულია ყველაფრის ერთდროულად კეთება, ხოლო გაუმჭვირვალობა საბჭოთა მემკვიდრეობაა“, – აღნიშნა მან. საბოლოო ჯამში არც ქართული კონტიგენტის მოცულობა ISAF-ში და არც ის, რომ არ არსებობს ამ საკითხის განხილვის სურვილი, არ გახდება საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადისთვის განმსაზღვრელი ფაქტორი, აცხადებს ჯონ ჩიკი, ვაშინგტონში ეროვნული სამხედრო კოლეჯის პროფესორი და აშშ-ს თავდაცვის მინისტრის ევრაზიის და შავიზღვის რეგიონის პოლიტიკის საკითხებში ყოფილი დირექტორი. „ეს უფრო დაკავშირებულია ნატოს შიდა საკითხებთან და ყველა სახელმწიფოს მეთაურის დასარწმუნებლად ხელსაყრელი მომენტის არჩევასთან“, – ამბობს იგი. „თავად საქართველოს ეს დიდად არ ეხება“. ორიგინალი ორიგინალი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/07/economist.jpg არჩევნების გამყალბებლები სულ უფრო გაქნილები ხდებიან, მაგრამ უფრო დიდი წუხილის საბაბი ბინძური პოლიტიკა ხდება. ეს ჩრდილოეთ კორეის მუშათა პარტიისთვის კიდევ ერთი მშვენიერი დღე იყო. 2011 წლის 24 ივლისს, მუსიკისა და დაფდაფების ფონზე, განსვენებულმა კიმ ჩენ ირმა დიდ ბრბოში გაიკვლია გზა, რათა ქვეყნის ადგილობრივ არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. ისევე როგორც ყველა დანარჩენმა, მანაც ხმა მმართველ პარტიას მისცა. პარტიის 28, 116 კანდიდატიდან ყველამ გაიმარჯვა არჩევნებში, რომელშიც მოსახლეობის 99,97 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა და რომელშიც ამ კანდიდატებს კონკურენტები არ ჰყავდათ. მართალია ასეთი ექსტრემალური სიტუაციები მხოლოდ ორიოდე შემორჩენილი პროლეტარული სამოთხეებით ამოიწურება, მაგრამ არჩევნების უხეში გაყალბების ფაქტები როდი ჩაბარდა წარსულს. ბელორუსმა ავტოკრატმა მმართველმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ საჯაროდაც კი აღიარა, რომ 2006 წლის არჩევნებში შედეგების შემცირების განკარგულება გასცა, რათა თავი აერიდებინა ისეთი დიდი უმრავლესობით გამარჯვებისთვის, რომელიც უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებდა. Freedom House-მა იმ 70 ქვეყანას შორის, სადაც 2012 წელს არჩევნები უნდა ჩატარდეს, მხოლოდ 40 შეიყვანა სრული ”საარჩევნო დემოკრატიების” კატეგორიაში. მაგრამ ტექნოლოგიები და გარე დამკვირვებლების დასწრება ართულებს არჩევნების გაყალბების საქმეს და გაქნილი პოლიტიკოსებისგან უფრო ბეჯით და ჭკვიანურ მუშაობას მოითხოვს. მანიპულატორების უმეტესობა საარჩევნო დღეს გაყალბების უხეში საარჩევნო მეთოდებისგან ძირითადად თავს იკავებენ, ამბობს სარა ბირჩი, ექსესის უნივერსიტეტის თანამშრომელი. მან შეადარა 1995 – 2006 წწ ჩატარებული 136 არჩევნების დამკვირვებელთა ანგარიშები და აღმოაჩინა, რომ სულ უფრო ხშირად მიმართავენ საარჩევნო კანონის შეცვლის ტაქტიკას, როგორც ოპოზიციური კანდიდატების შეკავების, ან საარჩევნო ოლქებით მანიპულირების მეთოდს (gerrymandering). (მაგალითად ცნობილი მუსიკოსი იუსუ ნ’დური, რომელსაც სენეგალში 26 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებში სურდა მონაწილეობა, საარჩევნო სიიიდან ტექნიკური მიზეზებით ამოიღეს). ასევეა გავრცელებული ამომრჩეველთა რეალურ გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა – ხშირად ამას ახერხებენ ხმების მოსყიდვით, საარჩევნო კამპანიაში სახელმწიფო რესურსებისა და მიკერძოებული მედიის გამოყენებით. ასეთი ფანდების აღმოჩენა უფრო რთულია და ნაკლებად აღაშფოთებს მასებს. აქტიური პოზიციის მქონე ამომრჩეველმა შეიძლება მობილური ტელეფონით გადაიღოს დარღვევები საარჩევნო უბანში, მაგრამ ამას ვერ მოახერხებს კამპანიის დაფინანსების დარღვევებთან დაკავშირებით. ”ადამიანები მიკერძოებული მედიის გასაპროტესტებლად იშვიათად მართავენ ქუჩის საპროტესტო აქციებს”, ამბობს ბირჩი. ზოგჯერ გაყალბებას არაკომპეტენტურობით ნიღბავენ. იუდიტ კელიმ დიუკის უნივერსიტეტიდან დაამუშავა ამერიკის მთავრობის ანგარიშები 1980-2004 წ.წ. ჩატარებული 1,000-ზე მეტი არჩევნების შესახებ. თაღლითობის ყველაზე თვალში საცემი ფორმები აღნუსხული იყო საშუალოდ, შემთხვევათა დაახლოებით 40 პროცენტში, მაგრამ საჩივრების რაოდენობა ყველაზე მეტად მატულობდა საარჩევნო ადმინისტრაციების ქმედებებთან დაკავშირებით. საარჩევნო ბიულეტენების სიმცირე, ფრაგმენტული საარჩევნო სიები და გრძელი რიგები საარჩევნო უბნებთან ზუსტად ისევე ამახინჯებს არჩევნების შედეგებს, როგორც დამწვარი საარჩევნო ყუთები და ქრთამი. მაგრამ დამკვირვებლები თავს იკავებენ მკაცრი საყვედურებისგან, როდესაც ზღვარი არეულობასა და კორუფციას შორის ბუნდოვანია. არჩევნების დაახლოებით 80 პროცენტს გარკვეული რაოდენობის საერთაშორისო დამკვირვებელი მაინც აკვირდება. 1989 წელს ეს მაჩვენებელი სულ 30 პროცენტს შეადგენდა, ამბობს სიუზან ჰაიდი იელის უნივერსიტეტიდან. ადგილობრივი დამკვირვებლებიც სულ უფრო მრავალრიცხოვანნი ხდებიან და უფრო დახელოვნებულები. ადგილობრივ დამკვირვებლებს უფრო აქვთ საშუალება იმისა, რომ წინაარჩევნო მანიპულაციები აღნუსხონ, ვიდრე უცხოეთიდან ჩამოსულ პატარა ჯგუფებს. და რაც უფრო მეტია დამკვირვებელი არჩევნების დღეს (განსაკუთრებით ისინი, ვინც თან მობილურ ტელეფონებსა და ბლოკნოტებს დაატარებს) უფრო მეტია გაყალბების დადგენის ყოვლისმომცველი მეთოდების გამოყენების შესაძლებლობა. მათ შორისაა ”სწრაფი დათვლა” – ეფექტური მეთოდი, რომელიც ინტენსიურ რესურსებს მოითხოვს. ამ მეთოდით შეიძლება შეადარო საარჩევნო უბნებში გამოცხადებული შედეგები და საარჩევნო ხელისუფლების მიერ ცენტრალიზებულად დათვლილი მონაცემები. თვალახვეული დამკვირვებლები ახლა უკვე თავად მეთვალყურეები იქცნენ საარჩევნო გაყალბების სამიზნებაად. ისინი შეიძლება დააშინონ, მოუწყონ საბოტაჟი (მაგალითად რუსეთში მათ კარი აუჭედეს) ან მანიპულაციის ობიექტად აქციონ. 2007 წელს ყაზახეთის საელჩო ვაშინგტონში ცდილობდა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მისიაში, საერთაშორისო სადამკვირვებლო სტრუქტურაში, მათდამი კეთილგანწყობილი დამკვირვებლები შეეყვანა. კიდევ ერთი ფანდია ერთზე მეტი მისიის მოწვევა დაკვირვებისთვის. დამკვირვებლები დროის მესამედს უთანხმოებაში ატარებენ, ამბობს კელი და ზოგიერთი მისია მუდმივად უფრო დამთმობია, ვიდრე სხვები. რუსეთი, კენია და ზიმბაბვე ამ უთანხმობებს მუდმივად იყენებს. დამკვირვებლები დსთ-დან (უსარგებლო პოსტ-საბჭოთა ორგანიზაციიდან, რომელიც მინსკში მდებარეობს) ყოველთვის ადასტურებენ იმ არჩევნების შედეგებს, რომლებსაც ჰგმობენ ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტები – ასე მოხდა უკრანაშიც და ბელორუსშიც. ყველაზე სანდო ორგანიზაციებმა შეიძლება ბოიკოტი გამოუცხადონ ყველაზე ცუდად ორგანიზებულ არჩევნებს, მაგრამ ასეთი დისტანცირება ცოტას ნიშნავს, თუ ნაკლებად ავტორიტეული ჯგუფები არჩევნებს მაინც ესწრებიან. დამკვირვებლები, რომელთაც არ სურთ ან არ შეუძლიათ დაყოვნება საარჩევნო უბნებზე გაყალბების აღმოსაჩენად სულ უფრო ხშირად მიმართავენ სტატისტიკურ მეთოდებს. პრინციპი, რომელსაც ახლა ბენფოლდის კანონის სახელით იცნობენ (თუმცა ის თვითნასწავლმა სიმონ ნიუქომბმა აღმოაჩინა) აჩვენებს, რომ რიცხვთა ბუნებრივ ნაკრებს, ისეთს, მაგალითად, როგორიცაა საარჩევნო უბანზე დათვლილი შედეგები, ყოველთვის გამოარჩევს კონკრეტული თავისებურება – გამოგონილი რიცხვები თითქმის არასდროს მოდის შესაბამისობაში ერთმანეთთან. შესაძლოა შეშფოთებულმა გამყალბებლებმა კონტრზომების მისაღებად მეგობრულად განწყობილ მათემატიკოსებს მიმართონ. მაშინ, როდესაც არსებობს გაყალბების ამდენი დახვეწილი მეთოდი, უცნაურად ჩანს ის ფაქტი, რომ უხეში მეთოდები ასე ინარჩუნებენ პოპულარობას. შესაძლოა არჩევნების გაყალბება ცუდად მართული პოლიტიკური სისტემისათვის ისეთი განუყოფელი თვისებაა, რომ კორუმპირებული ადგილობრივი ჩინოვნიკები ინსტინქტურად უბრუნდებიან იმ მავნე თანამდებობრივ პრაქტიკას, რომელიც მათთვის ბუნებრივია. ან იქნებ, რადგან ჭკვიანურმა მიდგომებმა შეიძლება კარგად ვერ იმუშაოს, საარჩევნო ყუთების გავსებას ბიულეტენებით, ისინი დამცავ მექანიზმად მიიჩნევენ. პოლიტიკოსები ყალბი დემოკრატიის ქვეყნებიდან რეალური დემოკრატიის ქვეყნების ლიდერებისგან სწავლობენ იმას, რაც ამ უკანსკნელთათვის კარგა ხანია ცნობილია – თქვენ შეგიძლიათ მოატყუოთ მხოლოდ ხალხის ნაწილი და ისიც მხოლოდ ხანდახან. ორიგინალი ორიგინალი