planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png ჯოშუა კუცერა ერთი კვირის წინ, საქართველომ ადგილობრივი წარმოების ახალი უპილოტო თვითმფრინავის ჩვენება მოაწყო – საკუთარი თავდაცვითი წარმოების შექმნისკენ გადადგმული სიმბოლური ნაბიჯი. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მიხეილ სააკაშვილს კიდევ უფრო გრანდიოზული გეგმები აქვს ქვეყნის სამხედრო-საწარმოო კომპლექსთან დაკავშირებით, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის და ასევე ისეთი უპილოტო საფრენი აპარატების შექმნა (მომავალი წლისთვის), რომელიც შეიარაღების გადატანას შეძლებს. ვებ-გვერდ Civil.ge-ს ცნობით, საკუთარი გეგმების შესახებ, სააკაშვილმა თბილისში, სახელმწიფო სამხედრო საწარმოში ისაუბრა: „მე დარწმუნებული ვარ, რომ კარგად ვიმუშავებთ, ავაწყობთ ანტისაჰაერო სისტემას“, – განაცხადა სააკაშვილმა. „გუშინ, როდესაც უპილოტო თვითმფრინავის გამოცდას ვესწრებოდით, ზოგიერთები ფიქრობდნენ, რომ ეს სათამაშოა… მაგრამ აბა მიბრძანდით და თუ შეძლებთ იყიდეთ ასეთი „სათამაშო“, რომელსაც ჰაერში ყოფნა 8 საათის განმავლობაში შეუძლია, აღჭურვილია კამერებით, რომლებსაც ღამით კადრების გადაღება შეუძლია“. „მომავალი წლიდან გვექნება [საფრენი აპარატების] იგივე ანალოგია, ოღონდ მას შეეძლება იარაღის გადატანა უკვე ბევრად უფრო შორ მანძილზე და ბევრად უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ძველი რუსული „შტურმავიკები“, – განაცხადა სააკაშვილმა“. პრეზიდენტის თქმით, რომელმაც საქართველოსთვის მისაბაძ მაგალითად, სინგაპურის სამხედრო წარმოების განვითარების მოდელი მოიყვანა, ქვეყანა უკვე აწარმოებს „სერიოზულ მოლაპარაკებებს“ ისეთი ჯავშანმანქანების ექსპორტთან დაკავშირებით, როგორებიცაა „დიდგორი“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“. იმავე გამოსვლაში, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო, ყველაფერთან ერთად, თავის თავდაცვითუნარიანობას განამტკიცებს არამხოლოდ შეიარაღების, არამედ ნაბაყოფლობითი სარეზერვო სისტემის შექმნის გზით, რომლის რიცხვი ამ ზაფხულში 70 ათასიდან მომავალ წელს 150 ათასამდე გაიზრდება . ციტატა Civil.ge-დან: “ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა სოფელს ეყოლება რაზმი თავდაცვისათვის და ეს მშვიდობისთვის ყველაზე მყარი გარანტიაა“, – განაცხადა მან და იქვე მოიყვანა ფაშისტური გერმანიის მაგალითი, რომელმაც „უარი თქვა შვეიცარიაში შესვლაზე იმიტომ, რომ შვეიცარია ერთადერთი ევროპული ქვეყანა იყო, რომელსაც აწყობილი ჰქონდა რეზერვისტთა სისტემა“. „ვიღაცეებმა ხანდახან, მათ შორის უცხოელმა დიპლომატებმა შეიძლება თქვან, რომ ‘ეს რეზერვისტთა სისტემა მაინც რა ვიცით, კარგად შეისწავლეთ, უფრო დიდხანს განიხილეთ’ და 2008 წელს ჩვენ კარგად დავინახეთ: ჩვენ გვჭირდება შიდა ტერიტორიული დაცვა და არავინ არ გააკეთებს ჩვენს საქმეს ჩვენს გარდა“, – განაცხადა სააკაშვილმა. „ჩვენ დავიწყეთ რეზერვისტთა ახალი სისტემის აწყობა და მივიღეთ ფენომენალური შედეგი – ჩვენს მტერს ეს ძალიან აღიზიანებს და მათ ქართველ აგენტებს, ე.წ. პოლიტიკოსებს ძალიან აღიზიანებთ რეზერვისტები, მაგრამ სოფლებში, სადაც თავდაცვის სამინისტრო შევიდა, ყველა ზრდასრული მამაკაცი ჩაეწერა რეზერვში – გამაოგნებელი შედეგია“, – განაცხადა მან.“ „მტრის აგენტები“, როგორც ჩანს ნახსენები იყო ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური მოძრაობის გასაგონად, რომელიც ამტკიცებს, რომ სააკაშვილი საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების მიზნით „შეიარაღებულ ფორმირებებს“ აყალიბებს. შესაძლოა, ეს შეფასება გაზვიადებულია, თუმცა, როგორც ჩანს სააკაშვილი მართლაც იყენებს შესაძლო რუსულ საფრთხეს შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის. ბოლო დროს, თავდაცვის საკითხებს ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა, როგორც აშშ-საქართველოს ურთიერთობის, ასევე ქვეყნის თავდაცვითუნარიანობის კონტექსტში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მხრიდან განსაკუთრებული საფრთხე არ შეიმჩნევა. წელს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, მომავალ წელს – საპრეზიდენტო, ეს კი ხელისუფლების დროში გამოცდილი ტაქტიკაა, რომლის მიზანიც ყველა სხვა საკითხზე მაღლა თავდაცვის საკითხების დაყენებაა. ეს ხომ არ ხდება დღეს საქართველოში? ორიგინალი ორიგინალი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/10/fp.jpeg საქართველოს ელჩი აპროტესტებს იმას, თუ როგორ წარმოაჩენს მის ქვეყანას თომას დე ვაალი თომას დე ვაალის სტატია „როგორ გვიხსნის გოგოლი პოსტსაბჭოთა ქვეყნების არსს“ (How Gogol Explains the Post-Soviet World, 2012 წლის მარტი/აპრილი) სავსეა შესანიშნავი მეტაფორებით და ლიტერატურული ანალოგიებით. თანამედროვე რუსეთის შედარება გოგოლის „რევიზორთან“, ძალიან ადეკვატურია. თუმცა სტატია, მართლაც შესანიშნავი იქნებოდა, თუკი მასში მეტი ყურადღება დაეთმობოდა რეალურ დეტალებს ჩემს ქვეყანაზე, საქართველოზე. დე ვაალი საბჭოთა კავშირს უწოდებს „მონოლითს“, რომლის ერთიანი ისტორია თხუთმეტ ისტორიად გაიყო მას შემდეგ, რაც ის 15 ცალკეულ სახელმწიფოდ დაიშალა. მაგრამ ეს მცდარი მოსკოვისეული შეხედულებაა. ჩემს ქვეყანას, ისევე როგორც საბჭოთა იმპერიის სხვა ტუსაღ ქვეყნებს, თავისი ისტორია აქვს და ის თითქმის სამ ათასწლეულს ითვლის. დიახ, ჩვენ გვქონდა უცხოელების ბატონობის პერიოდები – მათ შორის უკანასკნელი 1921 წელს, ბოლშევიკების ინტერვენცია გახლდათ. თუმცა, ჩვენ ქართველებმა, ისევე როგორც ჩვენმა დატყვევებულმა თანამოძმეებმა სომხებმა, აზერბაიჯანლებმა, ესტონელებმა, ლატვიელებმა, ლიტველებმა და სხვებმა, პირველი შესაძლებლობისთანავე თავისუფლება ავირჩიეთ. საბჭოთა კავშირს შეიძლება ხალხთა საპყრობილე, ხოლო მათი გათვალისწინებით ვისაც ნაკლებად გაუმართლა, სასაფლაოც კი უწოდო. მაგრამ ის მონოლითი არ ყოფილა. ამას ავტორი მეორე შეცდომამდე მიჰყავს. დოსტოევსკისთან ანალოგიის მცდელობისას, ის ამტკიცებს, რომ თხუთმეტივე ეს რესპუბლიკა („გარდა რუსეთისა“) „მამის მკვლელი“ იყო; მათ „მოკლეს რუსი მამა იმისთვის, რომ თავისუფლება მიეღოთ“. შესანიშნავად ჟღერს, მაგრამ ეს სიმართლე არ არის. საბჭოთა კავშირი მოკლეს რუსმა ბორის ელცინმა, უკრაინელმა ლეონიდ კრავჩუკმა და ბელორუსმა სტანისლავ შუშკევიჩმა, რომლებმაც 1991 წლის დეკმებერში ბელოვეჟის შეთანხმება გააფორმეს. უფრო ზოგადად კი საბჭოთა კავშირი მისმა წინააღმდეგობრიობამ და არაკომპეტენტურობამ მოკლა და არა ქართველებმა ან რომელიმე სხვა „მოსუვენარმა ერმა“, როგორც ჩვენ მაშინ გვახასიათებდნენ. შემდეგ თომას დე ვაალი ამტკიცებს, რომ ქართულ არისტოკრატიას, ეკლესიას და კომუნისტ ლიდერებს რუსეთთან მჭიდრო კავშირები ჩამოუყალიბდათ, რის გამოც გაყრა განსაკუთრებით მტკივნეული იყო. საუკეთესო შემთხვევაში, ეს ისტორიის მხოლოდ ნაწილია. სინამდვილეში, სხვა ქვეყნებს, სხვადასხვა მიზეზების გამო, ჩვენგან განსხვავებით სახელმწიფოებრიობის შექმნა, ბევრად უფრო გაუჭირდათ. რუსეთმა საქართველოს შენარჩუნებისთვის საკუთარი გავლენის სფეროში (მათ შორის 2008 წლის ომის დროს, რომელიც, როგორც ამას პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აცხადებდა, ჩვენი ნატოში გაწევრიანებისთვის დაბლოკვას ისახავდა მიზნად) უზარმაზარი ძალისხმევა გაიღო. თუმცა ეს რუსეთის მისწრაფებებს ასახავს და არა ჩვენსას. არასწორია ისიც, თითქოს რუსეთის და საბჭოთა იმპერიის არსებობის განმავლობაში, საქართველოს მასთან მჭიდრო კავშირები ჩამოუყალიბდა. მეფის რუსეთის დროს, ერთ წარმატებულ ქართველ არისტოკრატზე, 10 რეპრესირებული მოდიოდა, მთელი ჩვენი სამეფო ოჯახის ჩათვლით. რუსებმა გააუქმეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია – მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ეკლესიის ავტოკეფალია, რომელიც გადაურჩა არაბების, მონღოლების, თურქების და სპარსების ბატონობას. თითოეულ ქართველ კომუნისტზე, რომელიც საბჭოთა იერარქიაში მსახურობდა, ათობით ათასი გულაგში განადგურებული ქართველი მოდიოდა. ავტორი საუბრობს ასევე იმ გაცვეთილ იდეაზე, თითქოს საქართველოს „სტალინის კომპლექსი“ აქვს. დიახ, სამწუხაროდ ცნობილი იოსებ ჯუღაშვილი პატარა ქართულ ქალაქ გორში დაიბადა. მაგრამ მთელი ზრდასრული ცხოვრება ბოლშევიზმის საქმეს და არა საქართველოს მიუძღვნა. სხვა ერებს (მათ შორის ქართველებს) ის უკიდურესად მკაცრად ეპყრობოდა: მთელი ძალით ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ „ველიკორუსია“ (და გარკვეული თვალსაზრისით, შოვინისტი), რომელმაც თავისი პროვინციული წარმომავლობა გადალახა. სტალინი დღეს რუსეთში ბევრად უფრო პოპულარულია, ვიდრე საქართველოში. დე ვაალს უფლება აქვს არ დაეთანხმოს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, და მე პირველი ვადასტურებ იმას, რომ ჩვენ გახსნილი ვართ საქმიანი კრიტიკისთვის. მაგრამ ის ამცირებს იმ რეფორმების მნიშვნელობას, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებს: კურუფციასთან და ორგანიზებულ კრიმინალთან ბრძოლას, ასევე ბიზნესისთვის საუკეთესო კლიმატის შექმნას მისი რეგულირების ზომებითა და გამჭვირვალობით და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მიღწეულ იქნა კონსენსუსის გარეშე, ხელისუფლების უკიდურესი თვითდაჯერებულობით საკუთარ სიმართლეში. შემიძლია მხოლოდ ავღნიშო, რომ ჩემი მთავრობა მთელი მისი მმართველობის პერიოდში სარგებლობს დემოკრატიული მანდატით. მე არ ვიცი, არცერთი სხვა ისეთი ქვეყანა, რომელმაც ასეთი ღრმა რეფორმები მთელი საზოგადოების თანხმობით განახორციელა. ჩემი ქვეყნის ლიდერები ამაყობენ იმით, რომ ერთ რიგში დგანან ისეთი ლიდერების გვერდით, როგორებიც არიან კონრად ადენაუერი, მარაგრეტ ტეტჩერი, რონალდ რეიგანი, და მზად არიან მოისმინონ ისტორიის განაჩენი იმ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, რომლსაც ჩვენ მივსდევთ. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ვაალის სტატია საინტერესოა და ადგილებში ინფორმატიულიც, მაგრამ მიმაჩნია, რომ ფაქტები არ უნდა ეწირებოდეს ლიტერატურულ პატივმოყვარეობას. გიორგი ბადრიძე, საქართველოს ელჩი, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო თომას დე ვაალის პასუხი: ელჩ გიორგი ბადრიძის წერილი, რომელსაც მე დიდი ხანია ვიცნობ და პატივს ვცემ, დილემის წინაშე მაყენებს. ჩემი სტატია ტრადიციულ პოლიტიკურ ანალიზს არ წარმოადგენდა, არამედ იმის მცდელობა იყო, რომ ლიტერატურული გზებით გამომეხატა ერთგვარი სიღმისეული სინამდვილე სამ პოსტსაბჭოთა საზოგადოებაზე. მე შემეძლო უფრო დეტალური ანალიტიკური პასუხი გამეცა და აღმენიშნა ის არც თუ სამაგალითო რეალიები და მანკიერი შედეგები თანამედროვე ქართული ელიტის რეფორმებისა, რომლებსაც მე, მიუხედავად ბადრიძის მტკიცებისა, ვაფასებ, განსაკუთრებით კი იმ ქართულ რეფორმებს, რომელიც კორუფციის წინააღმდეგაა მიმართული. მაგრამ ეს არ იქნებოდა ჩემი თავდაპირველი სტატიის სულისკვეთების ადეკვატური. ნება მომეცით კვლავ გავიმეორო, რომ დღევანდელი ქართული ელიტის პროგრამის წინააღმდეგობრივი ხასიათი, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ „რეფორმები“ ხორციელდება შესაბამისი შეკავების და საპირწონეთა დემოკრატიული სისტემის არარსებობის პირობებში – იმ მიზნით, რომ ეს რეფორმები „შეუქცევადი“ გახდეს – არის ის, რასაც აღიარებდა მე-19 საუკუნის ნებისმიერი ჭეშმარიტი რუსი ან ქართველი რადიკალი და რის თვალსაჩინო მაგალითსაც წარმოადგენს დოსტოევსკის ნაწარმოებები. იმას, თუ როგორ განვითარდება ეს ისტორია საქართველოში, ჩვენ ვნახავთ დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, როდესაც მიმდინარე საარჩევნო ციკლი დასრულდება. თუმცა, როგორც მე დავწერე, დღეს სახეზეა, ყველაზე ცოტა, გამაფრთხილებელი ნიშნები იმისა, რომ დემოკრატია მსხვერპლად ეწირება უტოპიურ მიზნებს. აი, თუნდაც ეს ერთი მაგალითი: შეურიგებელ ბრძოლას კორუფციასთან მოჰყვა ის, რომ დღეს ქართული ციხეები გადავსებულია, თანაც ბევრი პატიმრის ციხეში ჩასმა საერთოდ არ იყო საჭირო. შარშან, პატიმრების რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე საქართველომ რუსეთს გაუსწრო და მსოფლიოში მეოთხე ადგილი დაიკავა. აქ არ შემიძლია დოსტოევსკის არ დავეთანხმო, რომელიც წერდა, რომ საზოგადოების ცივილიზებულობის ხარისხის განსჯა მისი ციხეებით შეიძლება. ორიგინალი ორიგინალი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2011/05/atlantic.gif მარკ ბირნესი როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის ფიცს სდებდა, მან ეს დავით აღმაშენებლის საფლავზე გააკეთა, წარსული დროის იმ ლიდერის საფლავზე, რომელიც უფრო სამხედრო წარმატებებით არის ცნობილი, ვიდრე სამშენებლო პროექტებით. მაგრამ მოეკიდა რა ძალიან სერიოზულად მის სახელს, სააკაშვილი ცდილობდა, პირდაპირი მნიშვნელობით, თავიდან აეშენებინა ქვეყანა. ქართველმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისმა ადმინისტრაციამ გასული შვიდი წლის განმავლობაში უფრო მეტი აშეენა, ვიდრე ქვეყანაში გასული „8 საუკუნის განმავლობაში აშენებულა“. ასეც იყო, ნაწილობრივ ქვეყნის ისტორიის გამოისობით – ყოფილმა საბჭოთა ქვეყანამ რუსეთის ოკუპაციის, სამხედრო გადატრიალებების, საარჩევნო გაყალბების და ეკონომიკის სტაგნაციის, ერთის შეხედვით, თითქმის უწყვეტი ნაკადი გადაიტანა. სააკაშვილს ურბანული მშენებლობები ეკონომიკური წარმატებისკენ მიმავალ უადვილეს გზად მიაჩნია და ის შეეცედა ახალი ერის დადგომა თვალში საცემი არქიტექტურით ეუწყებინა. ახალ ნაგებობს ინვესტორებითვის, ტურისტებისთვის და საკუთარი ხალხისთვის ქვეყნის სტაბილურობაზე უნდა მიენიშნებინათ. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ სამთავრობო და კულტურული ნაგებობები ქვეყნის მთავარ ქალაქებში შენდება, ამ მოვლენის ზეგავლენა ჯერჯერობით ძირითადად ზერელეა. „ხიდის აშენება უფრო ადვილია, ვიდრე ეფექტური მთავრობის,“ ამბობს ლინკოლნ მიტჩელი, საქართველოში ნაციონალური დემოკრატიის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, რომელიც ამჟამად კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის მკვლევარია. „სააკაშვილის მთავრობის ნარატივი ასეთია – ჩვენ დაგვხდა ჩამოშლილი ქვეყანა და ჩვენ ის ხელახლა ავაშენეთ. თუმცა ის, თუ რამდენად არის აშენებული ქვეყანა, არაერთმნიშვნელოვანი საკითხია,“ ამბობს ის. საქართველო დღესაც განიცდის ფინანსური რესურსების ნაკლებობას და თუმცა მისი ეკონომიკა 2011 წელს 7 პროცენტით გაიზარდა, მისი მშპ ერთ სულ მოსახლეზე, ქვეყნების ქვედა მეოთხედშია. დღემდე საქართველო ძალიან არის დამოკიდებული უფრო დიდ მოკავშირეების, მაგალითად აშშ-ს პროტექციასა და მხარდაჭერაზე (შეიძლება მოვიხსენოთ რონალდ რეიგანის ახლად დასრულებული ძეგლი იმავე ქალაქში, სადაც ჯორჯ ბუშის ქუჩაც არსებობს). ხოლო ზოგიერთი სამთავრობო ნაგებობის (ისეთების, როგორიც არის შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში) შუშის ფასადები ახლად აღმოჩენილი გამჭვირვალობის სიმბოლოდ იყო ჩაფიქრებული. მაგრამ მიტჩელის აზრით, „ადგილობრივები სახელმწიფო არქიტექტურის „გამჭვირვალობას“ ირონიად მიიჩნევევ და სხვა არაფრად.“ ამ სამშენებლო კამპანიის მიღმა არსებული ენერგია იმ ადგილობრივი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის გულუხვობის შედეგია, რომელიც ახლა პრეზიდენტობის კანდიდატია. ბიძინა ივანიშვილი (რომლის სახლსაც ისეთივე გადარეული არქიტექტურა აქვს, როგორც ყველა სამთავრობო ნაგებობას) აფინანსებდა ყველაფერს, დაწყებული გზებიდან ქალაქებში და დამთავრებული სამხედროების ფეხსაცმლით, აფინანსებდა იმ მთავრობის მაგივრად, რომელსაც ახლაც არ შეუძლია ზოგიერთი ყველაზე საბაზო საჯარო მომსახურების უზრუნველყოფა. სხვა თუ არაფერი, საქართველოს შემდეგი არჩევნები შეიძლება აღმაშენებლების შერკინებად იქცეს. მაგრამ იმ უამრავ პრობლემას, რომელიც ქვეყანაში შემორჩა, მსოფლიოს ყველაზე ბრწყინვალე არქიტექტურული ნიმუშებიც კი ვერ გადაწყვეტენ. ორიგინალი ორიგინალი
-
სათაურში მოყვანილი შეკითხვა მე არ მეკუთვნის, რომელიღაც ინტელექტუალმა ჟურნალისტმა დაუსვა დღეს ბიძინა ივანიშვილს, პარტიის წარდგენის შემდეგ. თუმცა კითხვაც არის და კითხვაც. როდესაც 3 საათი მიმდინარეობს ქართული ოცნების შეკრება, როდესაც 20 წუთი ჟურნალისტების არმია ელოდება ივანიშვილის გამოსვლას, რომ რამე კომენტარი აიღოს, როცა ამ ყველაფრის მერე შენ გეძლევა შანსი, რომ პირველი კითხვა დასვა და ამ ყველაფრის მიუხედავად [...]http://stats.wordpress.com/b.gif?host=bigcrow.ge&blog=187485&post=2289&subd=bigcrow&ref=&feed=1 View the full article
-
ავტორი ნანა ფაჟავა 22:23 18.04.2012 აფხაზეთიდან დევნილი ბადრი ტაბიძის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების შესახებ მისი დაკრძალვის დღეს, 4 მარტს, სათაურით „გაუხსნელი საქმე და მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციელები“ presage.tv უკვე წერდა. მაშინ, ჯერ კიდევ უცნობი იყო ის დეტალები, რომელიც ჭირისუფალს 24 წლის ბიჭის საფლავამდე მიტანისას გადახდა. http://2.bp.blogspot.com/-Fpn0-LgU7E4/T48GSdaDgcI/AAAAAAAAG0E/Z_ykOEdEroE/s200/badri%2Btabidzie.jpg სამგლოვიარო პროცესიას, რომელიც სოფელ ოდიშიდან ზუგდიდის ე.წ. საჯვაროს სასაფლაომდე მიემართებოდა, პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები ოპერატიულ ავტომანქანებთან ერთად იმ „ტაქსებით“ მიაცილებდნენ, რომლის საჭეებთან სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პოლიციელები ისხდნენ. სოხუმის ქუჩაზე მდებარე ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს შენობასთან კი თანამშრომლების დიდი ოდენობით მობილიზება შეინიშნებოდა, ხოლო წინამდებარე, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არსებული ბუჩქებიდან ვითარებას შს სამინისტროს 4 ვიდეოკამერა „აკონტროლებდა“. სწორედ ეს იყო ის ერთადერთი ცენტრალური გზა, სადაც ცხედარი სასაფლაომდე უნდა გაეტარებინათ. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს იმ მიზეზის დადგენა, რის გამოც ბადრი ტაბიძის უკანასკნელ გზას ჭირისუფალთან ერთად პოლიცია ასე „გულდათუთქული“ მიუყვებოდა -სამართალდამცავები ყველა მეთოდით ცდილობდნენ თავიდან აეცილებინათ სამმართველოს შენობის წინ ცხედრის დასვენების ფაქტი, რომელიც ტაბიძის ოჯახს ჰქონდა განზრახული. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ „თადარიგი“ დილიდანვე დაიჭირა და სოფელ ოდიშში „პრევენციული ღონისძიების ფარგლებში“ ოჯახთან და ნათესავებთან ერთად ლამის, მთელი სოფელი დააშინა, პროტესტის გამოხატვის მოლოდინი მაინც არსებობდა. პარალელურად, პოლიცია ჭირისუფალთან „გარიგებასაც“ აწარმოებდა, ცხედრის გასასვენებლად სოხუმის ქუჩის ნაცვლად შემოვლითი და „მიხვეულ-მოხვეული“ გზებით „სარგებლობას სთავაზობდა.“ ბადრი ტაბიძის დედა, ქეთი გადელია ამბობს, რომ პოლიციის შენობის წინ საპროტესტო აქციის გამართვის შემთხვევაში კი, ძალოვანები მასიური დაპატიმრებებითა და ოჯახის განადგურებით იმუქრებოდნენ. მისი თქმით, „განეიტრალების“ ოპერაციას თავად ზუგდიდის პოლიციის უფროსი, ლევან ქირია ხელმძღვანელობდა. სწორედ სხვისი შვილების პოლიციის ძალადობისგან დაცვა გახდა იმის მიზეზი, რომ ქეთი გადელიამ საკუთარი შვილის მკვლელობით გამოწვეული პროტესტის გამოხატვა გადაიფიქრა. თუმცა ეს გრძნობა შვილმოკლულ დედას ბუნებრივია, არ განელებია და მიზეზების გარკვევას დღემდე უშედეგოდ ცდილობს. ქეთი გადელია სამართლის საძებნელად ზუგდიდიდან თბილისამდე ფეხით ჩასვლასაც გეგმავს. ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას შეეცდება და დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი შვილის მკვლელების დასჯაში დაეხმარება. მანამდე კი, ტაბიძის ოჯახი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მოლოდინშია, რომლის შედეგები ქუთაისის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ უნდა გამოაქვეყნოს. ამ შინაარსის წერილის მიღებას ქეთი გადელია 17 აპრილს უშედეგოდ ელოდებოდა. სამაგიეროდ, ცნობილი გახდა, რომ ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც თითქოს შემთხვევის ადგილზე ნაპოვნ „ვარდისფერ ლაქასა“ და ბადრი ტაბიძის სისხლის ანალიზს შორის არსებული იდენტურობა უნდა განესაზღვრა, ზუგდიდის პოლიციაში 13 აპრილს მიიღეს, მაგრამ გამოძიება დაზარალებული მხარისათვის მის გადაცემას არ ჩქარობს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის საბოლოო შედეგის გადმოცემის ზუსტი თარიღი უცნობია ტაბიძეების ადვოკატისთვისაც. ლონდა შამუგია presage.tv-სთან საქმეში არსებულ საეჭვო გარემოებებზე მიუთითებს, თუმცა დეტალების გახმაურებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს. ადვოკატი ამბობს, რომ მომხდართან დაკავშირებით ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში საქმე სსკ-ის 118-ე მუხლით აღიძრა, რაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებას გულისხმობს. დაზარალებული ოჯახისათვის გამოძიების ამ მუხლით მიმდინარეობა მკვლელობის ვერსიაში პოლიციის მონაწილეობის შესახებ არსებულ ეჭვს კიდევ უფრო ამყარებს, ვინაიდან ბადრი ტაბიძე ზუგდიდის სამედიცინო ცენტრში თავის ქალის უმძიმესი ტრავმებით შეიყვანეს, რის შედეგადაც იგი 29 მარტს გარდაიცვალა. ზუგდიდის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რეანიმატოლოგი სულხან ორჟონია presage.tv-სთან ბადრი ტაბიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვრცელ განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით პაციენტის გარდაცვალება ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყო. სულხან ორჟონია, რეანიმატოლოგი: „ბადრი ტაბიძე კომატოზურ მდგომარეობაში შემოიყვანეს. თავის ქალაში დიდი ზომის ეპიდურული ჰემატომა აღმოჩნდა. ნეიროქირურგმა საწრაფო ოპერაცია ჩაატარა, რის შემდეგაც პაციენტი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მართვითი სუნთქვის აპარატზე 27 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. შემდეგი მკურნალობისათვის ტრაქეოსტომული მილის გამოყენებით, პაციენტი ქირურგიულ განყოფილებაში მოათავსეს. დავაზუსტებ, რომ პაციენტის მდგომარეობა შემოსვლიდან გარდაცვალების მომენტამდე იყო უკიდურესად მძიმე. მას ჰქონდა თავის ქალის დახურული ტრავმა, დაჟეჟილობით, შეშუპებით და ეპიდურული ჰემატომით, მაგრამ თუ რით იყო გამოწვეული ეს დაზიანებები, მე ვერ გეტყვით, ეს უკვე სხვა ინსტანციის საქმეა. ოპერაცია გაკეთდა ტრეპანაციითა და ჰემატომის ევაკუაციით. რაც შეეხება ტაბიძის ოჯახის ეჭვს, პაციენტის გაგუდვას, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია და ასეთი რამ არ შეიძლებოდა მომხდარიყო ამ კლინიკაში“. ექიმების ვერსიას დღემდე არ ეთანხმება გარდაცვლილის დედა. ქეთი გადელია, დარწმუნებულია, რომ შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების ძალისხმევით დღითიდღე უმჯობესდებოდა. გარდაცვალების მიზეზად კი იგი გაგუდვას ასახელებს, რომელიც პოლიციის მონაწილეობით, ან მისი უშუალო დაკვეთით განხორციელდა. მისი თქმით, მკვლელმა დრო მაშინ შეარჩია, როცა პალატაში ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ. ქეთი გადელია ამბობს, რომ მისი გაგუდვა ტრაქეოსტომული მილიდან მკვლელს არ გაუჭირდებოდა, რადგან ეს იყო ერთადერთი გზა იმისათვის, რომ ბადრი ტაბიძე არ ალაპარაკებულიყო. „ჩემი შვილი კონტაქტს ცდილობდა. ბოლო დღეებში საკვების ყლაპვაც შეძლო, ყველაფერი ესმოდა და ყველას ცნობდა. ვთხოვდი, ენიშნებინა მიმიკით, ან მოქმედებით დაედასტურებინა ის, რომ მის უბედურებაში პოლიცია მონაწილეობდა. ამის გაგონებაზე მან უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და ხელის მუშტების დაბერვით დამეთანხმა“, -აცხადებს ქეთი გადელია. გარდაცვლილის ოჯახის ვერსიით ბადრი ტაბიძისათვის საბედისწერო აღმოჩნდა ის გაურკვეველი ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები, რომელიც პოლიციელებმა თავში მრავალჯერადი დარტყმით განახორციელეს. ტაბიძის დედის მონათხრობით, ახალი წლის დღეს ბადრი ტაბიძე სოფელ ოდიშში დეიდას სტუმრობდა. შექეიფებულმა ახალგაზრდამ საღამოს 8 საათისათვის ძმის ოჯახის მონახულება გადაწყვიტა და ზუგდიდის გზას ფეხით გაუყვა. მას დეიდა გაეკიდა, რომელიც შინ დაბრუნებას სთხოვდა, თუმცა ნასვამი ბიჭი არ დაემორჩილა და სვლა გააგრძელა. ცოტა ხანში მას ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლები ზუგდიდი-ჩხოროწყუს ცენტრალურ ტრასაზე აჩერებენ, „პიკაპში“ სვამენ და სამმართველოში გადაჰყავთ. იქ კი, სასტიკად სცემენ, მის სიკვდილში რწმუნდებიან, ცხედარი უკან მიაქვთ და იმავე გზაზე აგდებენ. საღამოს 8 საათისათვის კი უგონო მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდა მამაკაცს სოფელ გრიგოლიშის საჯარო სკოლის მანდატური, ზამირა როგავა პოულობს და პოლიციასა და საპატრულო სამსახურს ატყობინებს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავებთან ერთად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მიდის და ბიჭი საავადმყოფოში გადაჰყავთ. სამედიცინო დაწესებულებაში მას, როგორც უცხო მამაკაცს არეგისტრირებენ და მძიმე ოპერაციისთვის ამზადებენ. ექიმები პაციენტის ქურთუკის ჯიბეში პირადობის დამადასტურებელ მოწმობას და ხურდა ფულს პოულობენ. მოწმობაში მხოლოდ გალის რაიონის სოფელი აჩიგვარაა მითითებული, სადაც დაიბადა, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, თბილისი, ნუცუბის პლატოზე მდებარე დევნილთა კომპაქტური ცენტრის მისამართი არსად ჩანს. ექიმები პოლიციას პაციენტის ოჯახის პოვნას უშედეგოდ სთხოვენ. ტაბიძის ნათესავები მომხდარის შესახებ ცნობას მხოლოდ მეორე დღეს, პოლიციიდან განხორციელებული ზარის საშუალებით ღებულობენ. რამდენიმე საათში პოლიციის გამომძიებელი ოჯახის წევრებს ბადრი ტაბიძის პასპორტს ხელწერილით გადასცემს. საერთაშორისო პასპორტში ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართთან ერთად ახლო ნათესავებისა და ოჯახის წევრების ტელეფონის ნომრები დევს. ტაბიძეები პოლიციის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ვინაობის შესახებ ცნობის მიუხედავად ოჯახთან არდაკავშირების მიზეზების გარკვევას ცდილობენ. პასუხად, პოლიცია მათ „უმადურებად“ იხსენიებს და აცხადებს „მადლობის მაგიერია, პასპორტი და ხურდა ფული შევუნახეთო.“ შემთხვევის ღამეს ბადრი ტაბიძის ცნობილი ვინაობა, პასპორტისა და შიგთავსში არსებული სატელეფონო ნომრების გადამალვა გახდა პოლიციის წინააღმდეგ ტაბიძეების მთავარი „სამხილი.“ გარდაცვლილის ოჯახი ვარაუდობს, რომ მომხდარით პოლიცია ისე დაიბნა, რომ ფაქტობრივად გარდაცვლილი ბიჭის გზის პირას დაგდებამდე მის ქურთუკში საერთაშორისო პასპორტის ჩადება დაავიწყდათ. შვილის დაღუპვით გამოწვეული უბედურების შემდეგ ტაბიძეები ახალი უბედურების წინაშეც აღმოჩნდნენ. ზუგდიდის სამედიცინო ცენტრში ბადრი ტაბიძის მკურნალობის საფასურის 24 201 ლარის გადახდა მათ უპირობოდ მოუწევთ. ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, როლანდ ახალაია ადმინისტრაციის მხრიდან დაშვებულ იმ შესაძლო შეღავათზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილის ოჯახს თანხის დაფარვა ეტაპობრივად შეეძლება. ახალაიას განმარტებით, პაციენტი არ ფლობდა ჯანდაცვის დაზღვევის პაკეტს და არც მისი ასაკი იძლეოდა გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას. ქეთი გადელია ამბობს, რომ დავალიანების შესახებ მისთვის ცნობილი იყო, თუმცა ამ რაოდენობით თანხის გადახდას იგი წარმოუდგენლად მიიჩნევს. სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსი ტაბიძეებს შვილის გარდაცვალებამდე აღუდგათ და შემწეობის თანხასა და შესაბამისი სამედიცინო მომსახურების შეღავათებს ისინი აგვისტოს თვიდან მიიღებენ, თუმცა გამორიცხავენ, რომ დავალიანების დაფარვაზე იგი რაიმე გავლენას იქონიებს. ქეთი გადელიამ მკურნალობისათვის საჭირო თანხების მისღებად შვილის სიცოცხლეშივე მიმართა თბილისის მერიასა და ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს, თუმცა ყველა უწყებიდან უარყოფითი პასუხი მიიღო. ქეთი გადელია: „ჩემი შვილს რომ ეცოცხლა, თავდაუზოგავად ვიმუშავებდი, ვითხოვდი, შევაკოწიწებდი და საავადმყოფოში მივიტანდი, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში მუშაობას ვერ შევძლებ, სიცოცხლე არ მინდა და ვისი ხათრით ვაკეთო რამე. ყველაზე ძვირფასი ადამიანის სიცოცხლე წამართვეს და უკვე სულერთია ჩემთვის, ვინ რას დამაკისრებს“. presage.tv http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2011/05/atlantic.gif იაელ ლევინი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავისი ძლევამოსილი მეტოქის წინააღმდეგ სასტიკ ზომებს მიმართავს და ამით ის რისკის ქვეშ აყენებს მის ორ ყველაზე დიდ სამიზნე ჯგუფს: ქართველ ამომრჩევლებს და ამერიკელ პოლიტიკოსებს. უკვე ექვსი თვეა, რაც საქართველოს ერთადერთმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ განაცხადა, პარტიის, რომელიც, მისი თქმით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების უმრავლესობას მოიპოვებს, რასაც შემდეგ მოქმედი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტისთვის გამოიყენებს. ივანიშვილის პერსონალური ქონება, რომელმაც ფული ლითონის და საბანკო ბიზნესში იშოვა, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის ნახევარს უტოლდება. ოქტომბრამდე მისი ცხოვრება განდეგილისას გავდა, თუმცა ის აფინანსებდა წამყვან საჯარო პროექტებს და ათასობით ქართველის შემოსავალს. სააკაშვილმა, რომელმაც, როგორც ჩანს, ივანიშვილის ფაქტორის საფრთხე გააცნობიერა, ამას იმით უპასუხა, რომ მას პირადპირ მოქალაქეობა ჩამოართვა. ივანიშვილმა, რომელმაც მოულოდნელად ლეგალურად პარტიის შექმნა ვერ შეძლო, განაცხადი ნატურალიზაციის გზით მოქალაქობის მიღებაზე შეიტანა, რამდენიმე ცნობილი ოპოზიციური ჯგუფი თავისი დაგეგმილი პარტიის „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“ ირგვლივ შემოიკრიბა, თავის პოპ-მუსიკოს შვილს, ბერას კამპანიის ჰიმნის შექმნა დაავალა, და ვაშინგტონში სააკაშვილის საწინააღმდეგო კამპანიის წარმოებისთვის ლობისტები დაიქირავა. მაგრამ ამერიკის დედაქალაქი სააკაშვილის გავლენის სფეროა – მან, როგორც პრო-ამერიკელმა დემოკრატმა კავკასიის არასტაბილურ რეგიონში და პუტინის რუსეთის წინააღმდეგ აღმართულმა ბასტიონმა, რუსეთისა, რომელთანაც 2008 წელს ხანმოკლე ომი ჰქონდა, მთელ რიგ პოლიტიკურ ლიდერებთან, განსაკუთრებით რესპუბლიკური პარტიიდან, ახლო ურთიერთობები დაამყარა. ეს ომი შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კამპანიის საგარეოპოლიტიკურ თემად იქცა; გუბერნატორმა სარა პეილინმა მაშინ მოწოდება გააკეთა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობა უნდა მიეცეს (რაც ფორმალურად შეერთებულ შტატებს რუსეთისთვის ომის გამოცხადებას აიძულებდა), ხოლო სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა: „ჩვენ ყველანი ქართველები ვართ“. 2008 წლის აგვისტოს ომამდე, ვაშინგტონის შებრუნება მისი ფავორიტი სახელმწიფოს მეთაურის წინააღმდეგ, ნებისმიერი ადამიანისთვის, მათ შორის მილიარდერისთვისაც, ფაქტობრივად წარმოუდგენელი იყო. თუმცა იმან, თუ როგორ მოქმედებდა საქართველო ამ ომში, სააკაშვილის მიმართ ენთუზიაზმი გაანელა. მისი მიმდინარე კამპანია, რომელიც ხელისუფლების შენარჩუნებისკენაა მიმართული, იმის საფრთხეს ქმნის, რომ მან შეიძლება ვაშინგტონში თავისი მთავარი გადარჩენილი რესურსი, დემოკრატის რეპუტაციაც დაკარგოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი სააკაშვილს საქართველოში გამარჯვება სურს, ის შეიძლება ამით შეერთებულ შტატებში დამარცხდეს. 4 აპრილს, საქართველოს მთავრობას ივანიშვილის მიერ მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებულ განაცხადზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიეღო. ამავდროულად, ამ დღიდან საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად ექვსი თვე რჩებოდა. სამოქალაქო რეესტრმა მისი მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით უარყოფითი რეკომენდაცია გასცა და განმარტა, რომ განაცხადი ორმაგ მოქალაქეობაზე უნდა გაკეთებულიყო, რადგან ის საფრანგეთის მოქალაქეცაა (ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს პოლიტიკური პარტიების შექმნის უფლება არ აქვთ). მაგრამ ივანიშვილი ვერ შეძლებდა საფრანგეთის მოქალაქეობის დატოვებას ხელახალ ნატურალიზაციამდე, რადგან ასეთ შემთხვევაში ის მოქალაქეობის არქმონე უკანონო პირად რჩებოდა, ასე რომ, სააგენტოს განმარტება საეჭვოა. მოქალაქეობა ოფიციალურად გაიცემა პრეზიდენტის განკარგულებით, მაგრამ სააკაშვილი არ მიანიშნებს, დაადასტურებს თუ უარყოფს სააგენტოს რეკომენდაციას. თებერვალში ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ქართველების 70%-მა განაცხადა, რომ მათი აზრით ივანიშვილს მოქალაქეობა უნდა დაუბრუნდეს. სააკაშვილმა თავი კუთხეში მოიმწყვდია. თუკი ის სააგენტოს რეკომენდაციის საწინააღმდეგოდ ივანიშვილს მოქალაქეობას მიანიჭებს, გამოვა, რომ სააგენტოს თავდაპირველი გადაწყვეტილება მხოლოდ პიარ ფანდი იყო, რომელიც სააკაშვილს იმის შესაძლებლობას აძლევდა, რომ მას მტკიცედ და გულმოწყალედ ებოძა მისი მეტოქისთვის მოქალაქეობა. სააგენტოს გადაწყვეტილების მხარდაჭერით კი გამოჩნდებოდა, რომ ის შეშინებულია და მზადაა ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ძალაუფლებით ბოროტად ისარგებლოს. სააკაშვილი ივანიშვილის მოქალაქეობის დაბლოკვით, ალბათ, პოლიტიკურად დაზარალდება და გაზრდის ივანიშვილის ისედაც სერიოზულ პოპულარობას. სახელმწიფოს მიერ ინიცირებულ უსამართლობას შეუძლია ოლიგარქის იმიჯი გამოასწოროს ისეთ ქვეყანაშიც კი, სადაც ისინი არ უყვართ, ხოლო ივანიშვილს მისი ქველმოქმედის რეპუტაცია განსაკუთრებით პოზიტიურად წარმოაჩენს. უცხოეთში, სააკაშვილის არადემოკრატიული საქციელი შეუმჩნეველი არ დარჩება, განსაკუთრებით რუდუნებით შეგროვილ მის დასავლელ მოკავშირეებში. სააკაშვილისთვის საშიშია ის, რომ ამ შიდა და საერთაშორისო რექციებმა შეიძლება ერთმანეთი განამტკიცოს. ეს პირველი დაბრკოლება არ არის, რომელიც სააკაშვილის სახელმწიფომ ივანიშვილს შექუმნა. საქართველოს პარლამენტმა უმალ შეცვალა პოლიტიკური კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონი, როგორც კი სუპერ მდიდარმა ივანიშვილმა პოლიტიკაში ჩართვის შესახებ განაცხადა. მას შემდეგ კონტროლის პალატა (აუდიტორული სააგენტო) თავის გაზრდილ ძალაუფლებას იყენებს იმისთვის, რომ დააჯარიმოს ის და მისი მხარდამჭერები დაკითხოს. ეს და სხვა დარღვევები ჩამოთვლილია კანონპროექტში „საქართველოს რესპუბლიკის დემოკრატიის აქტი 2012“, რომელიც 26 მარტს აშშ-ს კონგრესში იქნა წარდგენილი. კანონპროექტის თანახმად, შეერთებული შტატების საქართველოსადმი დახმარება 2013 წელს დამოკიდებული უნდა გახდეს იმაზე, ჩატარდება თუ არა საპარალამენტო არჩევნები „თავისუფლად და სამართლიანად“ და მოითხოვს ანგარიშს იმის შესახებ „შეძლებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია „ქართული ოცნება“ არჩევნებში მონაწილეობას, და თუ არა, რატომ ვერ შეძლებს. ახალი კანონპროექტი, მიუხედავად იმისა, რომ საეჭვოა ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის განხილვის საგანი გახდეს (კანონპროექტების უმრავლესობასთან დაკავშირებით ასეც ხდება), მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დასავლეთში მზარდი შეშფოთების ტენდენციის ნაწილია. ამის შესახებ საუბრობენ, როგორც ამერიკის მოქმედი ელჩი საქართველოში და მისი მემკვიდრე, ასევე ნატოს გენერალური მდივანი ანდერს რასმუსენი. შეერთებული შტატების უკმაყოფილება უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ დახმარებას – მას ქართული საზოგადოებრივი აზრის ფორმირება შეუძლია. ნდობა, რომელიც სააკაშვილს შინ გააჩნია, დიდწილად ეფუძნება მისი, როგორც ისეთი ლიდერის იმიჯს, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს დასავლეთში ინტეგრაციას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებით და ნატოში გაწევრიანებით. მისი დიდი ამბიცია რუსეთის ორბიტიდან საქართველოს მაქსიმალური დაშორებაა. ეს გაცილებით გართულდება, თუკი იგი დაიწყებს გაუცხოვებას იგივე დასავლელი ლიდერებისგან, რომლებთან დაახლოებაზეც მან ამდენი დრო დახარჯა, და ქართველებმა ეს იციან. შეერთებული შტატების ურთიერთობა საქართველოსთან საკმაოდ მტკიცე იყო 2008 წლამდე და სააკაშვილს გაუჩნდა იმედი, თუმცა ცრუ იმედი, რომ შეერთებული შტატები მხარს დაუჭერდა მას რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ იმ დამღუპველი ომის შემდეგ ურთიერთობები ძველებურად უღრუბლო აღარ გამხდარა. ნაწილობრივ სააკაშვილით აშაკარა იმედგაცრუების, ნაწილობრივ კი თითქოს იმ განცდის გამო, რომ რუსეთთან გადატვირთვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დემოკრატიის ხელშეწყობა რუსეთის განაპირა ქვეყანაში, შეერთებული შტატების თანამშრომლობა მაღალ დონეზე საქართველოსთან შეიზღუდა. სააკაშვილი ობამასთან ოვალურ კაბინეტში, მხოლოდ წელს, იანვარში მისი საპრეზიდენტო ვადის მესამე წელს მიიწვეს. შეხვედრა, რომლის შემდეგაც, სააკაშვილის თქმით, ურთიერთობა „ახალ საფეხურზე“ ავიდა, შედგა რამდენიმე კვირაში მას შემდეგ, რაც ობამამ თავდაცვის შესახებ 2012 წლის იმ კანონპროექტის მიღება, რომელიც საქართველოსთვის შეიარაღების მიყიდვის პროცესის ნორმალიზებისკენ მოუწოდებდა, არასავალდებულო გახადა. მართალია, კონგრესი სტაბილურად განაგრძობს ბუტბუტს საქართველოს მხარდაჭერაზე, თუმცა პერიდოულად ეს თითქოს რუსოფობიით უფროა გამოწვეული, ვიდრე ქართველოფილიით. ქართული სახელმწიფო ტელევიზიების მიზანი, თითქოს ქართველებში სააკაშვილისადმი რწმენის შენარჩუნებაა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა „საქართველოს დემოკრატიის აქტი 2012“ წარმოაჩინა ივანიშვილის მოღალატეობრივი კამპანიის შედეგად, რომლის ამოცანაც საქართველოსთვის ამერიკული დახმარების დასრულებაა. თუმცა, ივანიშვილს აქვს იმის რესურსი, რომ სააკაშვილის არადემოკრატიული ქმედებები საყოველთაო ყურადღების საგნად აქციოს – როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მის გარეთ. რაც უფრო დაეცემა სააკაშვილის რეპუტაცია საერთაშორისო საზოგადოების თვალში, მით უფრო დაეცემა ის ადგილობრივი საზოგადოების თვალში. თუკი ის არაპოპულარული გახდება შინ, შესაძლოა პროტესტის პირისპირ აღმოჩნდეს. თუკი ის ამ პროტესტს ძალადობრივად ჩაახშობს, როგორც ეს მომხდარა უახლოეს წარსულში, ამას დასავლეთიდან ამჯერად კიდევ უფრო მეტი კრიტიკა მოჰყვება. სააკაშვილი საქართველოს კვლავ დემოკრატიის ბასტიონად წარმოუდგენს დასავლეთის ლიდერებს და შინ ქართველთა მისდამი რწმენით ტრაბახობს. მაგრამ არადემოკრატიული ნაბიჯების გადადგმის მისეული მზაობა ასეთ ვარაუდს აჩენს – მან იცის, რომ დასავლეთში მისი პოზიცია შესუსტებულია. მართალია, საერთაშორისო პრესაში ის რეკლამას უკეთებს „საოცრად კარგ“ მიღებას ოვალურ კაბინეტში, თუმცა როგორც ჩანს, სააკაშვილმა დახურულ კარს მიღმა უფრო გრილი მოპყრობა იგრძნო. რადგან სააკაშვილი ვეღარ ხედავს დემოკრატიული საქართველოს იმიჯის პროეცირების საჭიროებას, ეს იმის ვარაუდს აჩენს, რომ მან იცის, თუ რა ცოტა აქვს დასაკარგი. ორიგინალი ორიგინალი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/weekly-standard-item.jpg დენიელ ჰალპერი სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ბიძინა ივანიშვილმა, მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა კაცმა, რომელსაც $6.5-ის ქონება აქვს, ვაშინგტონში PR კონსულტანტების და ლობისტების პატარა არმია დაიქირივა. ამ არმიაში სულ ცოტა 7 ყველაზე ცნობილი ვაშინგტონური ფირმა შედის. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი ბიზნეს-იმპერია ვლადიმერ პუტინის რუსეთში შექმნა, ის, მოცემული მომენტისთვის, უსამშობლოოდ არის დარჩენილი – მან უარი თქვა საფრანგეთის და რუსეთის მოქალაქეობაზე, ხოლო საქართველოში მას მოქალაქეობა ჩამოართვეს, რადგან იქ ორმაგი მოქალაქეობა აკრძალულია. დღეს Politico იუწყებოდა, რომ ფირმები, რომლებიც მუშაობენ მილიარდერზე (Patton Boggs, National Strategies, Downey McGrath და სხვები) – არ დარეგისტრირებულან უცხოური სააგეტოების რეგისტრაციის აქტის შესაბამისად, ანუ იმ კანონის შესაბამისად, რომელიც 1938 წლიდან არეგულირებს უცხოური პოლიტიკური პარტიის, ან მთავრობის სახელით აშშ-ს პოლიტიკაზე ზემოქმედების ძალისხმევას. ამ ფაქტმა მთელი რიგი სამართლებრივი კითხვები გააჩინა ლობისტურ კამპანიასთან დაკავშირებით. უფრო მეტ კითხვას ბადებს მილიარდერის ვაშინგტონური აქტივობის მიზნები. გასულ თვეს კონგრესმენმა ჯიმ მაკდერმოტმა, დემოკრატმა ვაშინგტონიდან, რომელიც ერაყში აშშ-ს ინტერვენციის წინა დღეებში მხარში ედგა სადამ ჰუსეინს, რეზოლუცია წარადგინა. ეს რეზოლუცია აღსავსე იყო ივანიშვილის ქებით და აბუჩად იგდებდა საქართველოს ამჟამინდელ ”რეჟიმს”, რომელიც უსაზღვროდ პრო-ამერიკულია და იმით ამაყობს, რომ ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი კონტიგენტი ჰყავს ავღანეთში აშშ-ს ჯარებთან ერთად. ივანიშვილის ბიზნესინტერესებმა შესაძლოა ამბის ნაწილი მოგვითხრონ. მილიარდერი ერთადერთი უდიდესი კერძო ინვესტორია რუსულ სახელმწიფო კომპანიაში, გაზის გიგანტ ”გაზპრომში”. ამავდროულად, ის ფლობს რუსეთის ნავთობკომპანიის ”ლუკოილის” მსხვილ აქციებს. მას აქვს ბანკი და დიდი უძრავი ქონება რუსეთში. არ არის გასაკვირი, რომ ივანიშვილმა პუტინი და ”დემოკრატიის” მისეული ვერსია შეაქო. ივანიშვილის პარტნიორები საქართველოში კიდევ უფრო მკვეთრად ითხოვენ იმას, რომ ქვეყანამ შეწყვიტოს ნატოში გაწევრიანების მცდელობები და თავისი პოზიციების განმტკიცება დასავლური დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობაში. კომპანიებს, რომლებიც ჩართულნი არიან ამ ძალისხმევაში, საძაგელ რეჟიმებთან მუშაობის გამოცდილება აქვთ, მათ შორის Patton Boggs-საც, რომელიც ვაშინგტონში პეკინის ინტერესებსაც წარმოადგენს. მაგრამ ცალკე უნდა გამოვყოთ ერთი ფირმა, როგორც უცნაური არჩევანი. კომპანია Peter Mirjianian Public Affairs, რომელსაც თავისი დემოკრატი ლობისტის სახელი ჰქვია, კარგად არის ცნობილი იმით, რომ ქალაქში სომხეთის ინტერესებს წარმოადგენს, მათ შორის, ამერიკის სომხური ეკლესიისა და აშშ-ს სომხეთის ნაციონალური კომიტეტის ინტერესებს. ივანიშვილის კოალიციას საქართველოში მკვეთრად გამოხატული ანტი-სომხური განწყობები აქვს. გუბაზ სანიკიძემ, ეროვნული ფორუმის ლიდერმა, ივანიშვილის ”ქართული ოცნების” კოალიციის პარტნიორმა განაცხადა, რომ ”სომხური ეკლესია საქართველოს გარეთ გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ქართული ეკლესია და თუ მას შიგნით ისეთივე სტატუსი ექნება, ჩვენ სომხები გადაგვივლიან“. ივანიშვილის პარტიის ერთ-ერთმა წევრმა და თანადამფუძნებელმა, მანანა კობახიძემ ახალი მოძრაობის ანტი-ამერიკული, ანტი-ლიბერალური ფილოსოფია აიტაცა, როდესაც მან (he) დაგმო საქართველოს მთავრობა იმისთვის, რომ ”ის ცდილობს ასიამოვნოს ამერიკას უმცირესობების დაცვით… ჩვენი ისტორიულ-მართლმადიდებლური ეთნოფსიქიკის, ზნეობის განადგურებით დემოკრატიის შენებას თუ ცდილობს ვინმე– ასეთი დემოკრატია ვის რად უნდა?” თუ ივანიშვილი და მისი ლობისტები წარმატებას მიაღწევენ ქართულმა დემოკრატიამ და საქართველოს უმცირესობებმა შეიძლება კიდევ ერთი მძიმე უკუსვლა განიცადონ. ორიგინალი ორიგინალი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/09/national-interest-150x71.png ნიკოლას გვოზდევი პრემიერ-მინისტრის რანგში თავის ბოლო გამოსვლაში, პრეზიდენტად ინაუგურაციის წინა დღეს, ვლადიმერ პუტინმა თავისი მესამე ვადისთვის „ხუთი პრიორიტეტი“ მონიშნა. მეხუთე პუნქტი მოიცავდა ევრაზიულ სივრცეში თანამშრომლობის გაძლიერებას, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების შემდგომი ინტეგრაციის გზით რუსეთის საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებას. გასულ ოთხშაბათს, პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, პუტინმა განაცხადა: „საბაჟო კავშირის და ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნა, ჩემის აზრით, და ჩემი რწმენით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პოსტსაბჭოთა სივრცეში უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და ინტეგრაციული მოვლენაა“. რუსეთი უკვე არის საბაჟო კავშირის წევრი ყაზახეთთან და ბელორუსთან ერთად, ასევე დიდი ხანია რაც ცდილობს საერთო ეკონომიკურ სივრცეში უკრაინის ჩართვას. რუსეთის გაწევრიანებამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შეიძლება ხელი შეუწყოს ზოგიერთი იმ ბარიერის მოხსნას, რომელიც უკრაინის მონაწილეობას უშლიდა ხელს. გარდა ამისა, მოსკოვში ახლახანს გამართულ „ევრაზეს“-ის სამიტზე, საბაჟო კავშირში გაწევრიანებულმა ქვეყნებმა, ასევე ამ შემადგენლობის წევრმა სხვა ცენტრალური აზიის სახლმწიფოებმა მოილაპარაკეს, რომ ევრაზიის კავშირთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაზე მუშაობას 2015 წლისთვის დაასრულებენ. მთელი თავისი საპრეზიდენტო ვადის და პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუშაობის განმავლობაში, პუტინს მკაფიო „ევრაზიული ხედვა“ გააჩნდა, განიხილავდა და რუსეთს რეგიონის ცენტრად. ევროატლანტიკური ინსტიტუტების აღმოსავლეთით ექსპანსიის დასრულების და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისადმი ჩინეთის პრიორიტეტული დამოკიდებულების ფონზე, მოსკოვი გრძნობს, რომ მას აქვს „ახალი“ ევრაზიის კონსოლიდაციის შესაძლებლობა. ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიის ევროპულ და აზიურ „გავლენის სფეროებად“ „დანაწევრების“ ნაცვლად, რუსეთს შეუძლია ხელახლა იქცეს მსოფლიო არენაზე ისეთ ზესახელმწიფოდ, რომელიც დასავლეთში ევროკავშირის, აღმოსავლეთში კი აზიის (ჩინეთის ხელმძრვანელობით) საპირწონე გახდება. სსრკ-ს აღორძინება? თუმცა ასეთი ამბიციები, ყოველთვის შეშფოთების საგანი იყო. ხომ არ ცდილობს პუტინი, რომელმაც ერთხელ სსრკ-ს დაშლას მასშტაბური გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდა, კვლავ საბჭოთა კავშირის შექმნას? დუმაში გამოსვლის დროს პუტინმა თავად განაცხადა, რომ პოსტსაბჭოთა პერიოდი დასრულდა. რუსეთის მოუსვენარი საშუალო კლასის სულ უფრო მზარდი მოთხოვნების გათვალისწინებით, პუტინს აღარ სურს რესურსების ხარჯვა ერთიანი მთლიანი სახელმწიფოს შენარჩუნების მიზნით: ცენტრალური აზიის და კავკასიის მცხოვრებლების განათლების და ჯანდაცვის დაფინანსების განსაკუთრებული სურვილი არ არსებობს. მაგრამ პუტინი ისურვებდა საბჭოთა (და იმპერიული) პერიოდის ბევრი კავშირის აღდგენას, პერიოდის, როდესაც ვაჭრობა, რესურსები და სამუშაო ძალა რუსეთის და მისი მეზობლების ტერიტორიების ფარგლებში გადაადგილდებოდა. ეს მოსკოვს რეგიონის ეკონომიკური ცენტრის სტატუსს შეუნარჩუნებდა და აღარ დაინახავდა იმას, თუ როგორ სულ უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება ცენტრალური აზია სამხრეთ აზიაზე, ხოლო საბჭოთა კავშირის დასვლეთის რაიონები, სულ უფრო ებმებიან ევროპულ ორბიტას. რეგიონალური ეკონომიკური წესრიგი რუსეთის ხელმძღვანელობით, რუბლს რეგიონალურ ვალუტად ინარჩუნებს, ხოლო რუსული ენა რეგიონში ფაქტობრივად ბიზნესის ენად რჩება, რაც დიდ ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ინტეგრაციას უწყობს ხელს, განსაკუთრებით რუსულ, ყაზახურ და უკრაინულ კომპანიებს შორის. მსგავსი ეკონომიკური კავშირების შექმნა, თავის მხრივ, ქმნის პოლიტიკურ კავშირებს, რომელიც ამცირებს იმის შესაძლებლობას, რომ რუსეთის მეზობლები ისეთ ბლოკში ან ჯგუფებში გაწევრიანდნენ, რომელიც რუსეთს გამორიცხავს. ევრაზიული კავშირის პროექტის პოლიტიკური შედეგების შეფასებისას, აზამატ სეიმოვი აღნიშნავს: „ევრაზიული კავშირის იდეის რეალიზაცია მთავარი პუნქტია პუტინის ჩანაფიქრის განხორციელებაში, კერძოდ ის ცდილობს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გაერთიანებას, რათა გააძლიეროს რუსეთის პოზიცია გეოპლიტიკურ კონკურენციაში აშშ-სთან, ევროკავშირთან და ჩინეთთან… (ევრაზიული კავშირის) შექმნის ბოლო ვადის 2015 წელს განსაზღვრა, შესაძლოა დაკავშირებული იყოს მოსკოვის რწმენასთან იმასთან დაკავშირებით, რომ იმ დროისთვის აშშ კვლავ მიაპყრობს თავის ყურადღებას ევრაზიას, რადგან იმ დროისთვის ვაშინგტონი უკვე გათავისუფლდება ერაყთან დაკავშირებული ვალდებულებებისგან და მნიშვნელოვნად შეამცირებს სამხედრო ძალების რაოდენობას ავღანეთში, ხოლო ფერადი რევოლუციების სერია არაბულ სამყაროში დასრულებული იქნება. ამიტომ 2015 წლისთვის, ვაშინგტონს ექნება სამხედრო და დიპლომატიური შესაძლებლობები იმისთვის, რომ თავისი ყურადღება ევრაზიის რეგიონს მიაპყროს. გარდა ამისა, იმ მომენტისთვის აშშ-ს ცენტრალურ ევროპაში უკვე ექნება რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ბაზები“. ამიტომ, როგორც ჩანს, პუტინი დაინტერესებულია იმით, რომ მსოფლიო ფაქტის წინაშე დააყენოს: ვიდრე ევროპა საკუთარი ეკონომიკური პრობლემებითაა დაკავებული, აშშ კვლავაც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებშია ჩაბმული, ხოლო ჩინეთი ფოკუსირებულია შიდა ტრანსფორმაციაზე, ის ევრაზიულ კავშირზე გეგმებს ხორცს შეასხამს. ევრაზიული სკეპტიციზმი ეს ავტომატური პროცესი არ არის. ბევრ ევრაზიულ ქვეყანას რუსეთთან სურს უფრო ახლო კავშირები და დაინტერესებულნიც არის იმ სიკეთეებით, რომლის შეთავაზებაც მათთვის რუსეთს შეუძლია, მაგალითად იაფი ენერგორესურსებით და საკუთარი ნამატი სამუშაო ძალის რუსეთში „ექსპორტის“ შესაძლებლობით (როგორც შინ დაძაბულობის შემცირების, ასევე იმისთვისაც, რომ ისარგებლონ ფულადი გადარიცხვების მუდმივი ნაკადით). მაგრამ რუსეთის მეზობლებს სულაც არ სურთ სუვერენიტეტის დაკარგვა. მართალია, ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო კვლავ სერიოზულად არის რუსეთზე დამოკიდებული, თუმცა ეს არ ამცირებს მის ენთუზიაზმს ევრაზიის კავშირის ფარგლებში ისეთი სტრუქტურების არსებობას შეუწყოს ხელი, რომელიც მკაცრად დაიცავს ეროვნულ სუვერენიტეტს. (მასაც და სხვა ეჭვიან ევრაზიელ ლიდერებსაც, მეზობელი ევროკავშირის ევროსკეპტიკოსებმა ამის უამრავი მიზეზი მისცეს). ახლახანს გამართულ სამიტზე, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ის მხარს არ უჭერს იმას, რომ ნებისმიერი „გადაწყვეტილება კავშირის დონეზე“ წყდებოდეს, რაც შესაძლოა სავალდებულო გახდეს გაერთიანებაში შემავალი ქვეყნებისთვის. მისი აზრით, ევრაზიის კავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების რატიფიცირება უნდა ხდებოდეს ადგილობრივ პარლამენტებში, ხოლო ეროვნულ მთავრობებს უნდა ჰქონდეთ კავშირის გარკვეულ გადაწყვეტილებაზე უარის თქმის შესაძლებლობა. ლუკაშენკოს ევრაზიულ სკეპტიციზმს უხმოდ იზიარებენ რეგიონის სხვა ლიდერებიც. ისინი მზად არიან რუსეთთან გარკვეულ დათმობებზე წასვლისთვის, მაგრამ მზად არ არიან იმისთვის, რომ ასე რთულად მოპოვებულ დამოუკიდებლობაზე უარი თქვან. თავის მხრივ, რუსეთს არ სურს იქცეს გერმანიის ევრაზიულ ექვივალენტად – რეგიონალურ ფულის ტომრად, რომელიც ინტეგრაციის პროცესის გარანტია და ნაკლებად დიდი სახელმწიფოების ხარჯებს ფარავს. პუტინმა ჯერჯერობით ევრაზიული კავშირის შექმნაზე მხოლოდ სურვილი გამოთქვა. თუმცა ამის განხორციელება შეიძლება იმაზე რთული ამოცანა აღმოჩნდეს, ვიდრე ის ფიქრობს. ორიგინალი ორიგინალი
-
http://www.polity.ge/images/catalog/georgia/politics/persons/saakashvili_m_33.jpgთბილისი, საქართველო – საქართველოს სტუმრებს იმის დასანახად, თუ როგორ იცვლება ამ პატარა ქვეყნის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში, უფრო შორს წასვლა, ვიდრე ქვეყნის ყველაზე დიდი სათხილამურო კურორტი გუდაურია, არ სჭირდებათ. polity.ge
-
http://www.polity.ge/images/catalog/georgia/politics/persons/ivanishvili_b_16.jpg ივანიშვილის პარტია 21 აპრილს დაფუძნდება; კოალიციამ "ქართული ოცნება" ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 46 ოფისი გახსნა; კოალიცია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებას მაისიდან გეგმავს. ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 17 აპრილს განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს „ნელ–ნელა უკან დახევა“ უწევს და მისი კოალიციის აქტიურობით სიტუაციის გარდატეხა მოხერხდება. polity.ge
-
http://www.polity.ge/images/catalog/culture/religion/saqartvelos_patriarqi_07.jpg სააღდგომო ეპისტოლე უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II polity.ge
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_times2.gif ლიუკ კოფი საქართველო რკინის ლედის მიერ პოპულარიზებულ დემოკრატიულ თავისუფლებებს ავითარებს 1987 წელს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი მოსკოვს და თბილისს ეწვია. მან ეს მოგზაურობა მისი პრემიერ-მინისტრობის „ყველაზე შთამბეჭდავ და ყველაზე მნიშვნელოვან ვიზიტად“ აღწერა. რკინის ლედის ვიზიტმა სრულად ცხადყო საბჭოთა სისტემის ბზარები და საბოლოოდ გადააწყვეტინა მას პრეზიდენტ რეიგანთან ერთად კომუნიზმის ტირანიის დანგრევისთვის ეღვაწა. დღეს, 25 წლის შემდეგ თანამედროვე საქართველო ავითარებს რეფორმებს, რომელიც დემოკრატიაზე, თავისუფალ ბაზარზე, ძლიერ თავდაცვასა და თავისუფლებზე ქ-ნი ტეტჩერის რწმენას ეფუძნება. პრეზიდენტი სააკაშვილი ხელისუფლებაში 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოვიდა და მთელი თავისი ყურადღება ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მიღწევისკენ მიაპყრო. მართალია საქართველოს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი, თუმცა ის სერიოზულ პროგრესს აღწევს. მისი ჩრდილოელი მეზობელი რუსეთი მისი ანტიპოდია. იქ დემოკრატიული თავისუფლებების მხრივ რეგრესია; გაბატონებულია კორუფცია და მომავალი ბნელია. ვლადიმერ პუტინის რუსეთი ისეთივე ბზარებს ცხადყოფს, როგორიც 25 წლის წინ საბჭოთა კავშირში შეიმჩნეოდა. ვიდრე, ქ-ნი ტეტჩერი ხელისუფლებაში მოვიდოდა, ბრიტანეთს ევროპის სნეულ ქვეყნად მიიჩნევდნენ. დღეს, მსოფლიოში სნეული თავად ევროპაა. თუმცა სწორედ ტეტჩერის პროგრამის (ეკონომიკის ლიბერალიზაციის, ბიუროკრატიის შეზღუდვისა და კორუფციასთან ბრძოლის) წყალობით, საქართველოში სერიოზული ეკონომიკური პროგრესია. მაგალითად, თუკი 2010 წელს ბიუჯეტის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6,6%-ს შეადგენდა, 2011 წელს ის 3,7 %-მდე შემცირდა. წელს მშპ-ს 5,5 %-მდე გაზრდაა მოსალოდნელი. Heritage Foundation-ის მიერ გამოქვეყნებული 2012 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, საქართველო 184 ქვეყნიდან 34-ე ადგილზე მოხვდა – მკვეთრი გაუმჯობესება 2003 წელთან შედარებით, როდესაც ის 113-ე ადგილზე იყო. საქართველო ეკონომიკური თავისუფლების მხრივ 26 ევროპულ სახელმწიფოს, მათ შორის საფრანგეთს, ესპანეთს და ბელგიას უსწრებს. საქართველომ უდიდეს წინსვლას მიაღწია ასევე კორუფციასთან ბრძოლის საქმეში. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2010 წლის კორუფციის გლობალურ ბარომეტრში საქართველო მსოფლიოში პირველ ქვეყნად დასახელდა ამ ფრონტზე პროგრესის მხრივ. საქართველო ახორციელებს მნიშვნელოვან სამხედრო რეფორმებს, რათა გარანტირებულად შეძლოს ეფექტური მოქმედება ნატოს გვერდით – მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ ალიანსის წევრი არ არის. მეტიც, საქართველო თავისი მშპ-ს დაახლოებით 4 %-ს ხარჯავს თავდაცვაზე – ინვესტიციის მისაბაძი დონე ნატოს წევრებისთვის, რომლებიც ამ მიზნით საშუალოდ მხოლოდ 1,6 %-ს ხარჯავენ. მაშინ როდესაც, ნატოს ბევრმა წევრმა ქვეყანამ 2012 წლისთვის ავღანეთში საკუთარი დანაყოფების შემცირების შესახებ განაცხადა, საქართველო წელს მისიაში დამატებით სამხედროებს აგზავნის – აორმაგებს კონტრიბუციას ჰელმანდის პროვინციაში. ეს საქართველოს ISAF-ის მისიაში ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდ კონტრიბუტორ ქვეყნად აქცევს, რაც მოულოდნელი არ არის. როდესაც 2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ის ერაყში თავისი წილით მეორე ქვეყანა იყო და მხოლოდ შეერთებულ შტატებს ჩამორჩებოდა. როდესაც საქმე თავდაცვას ეხება, საქართველო სერიოზული მოთამაშეა. სააკაშვილი საქართველოს რთულ ურთიერთობებს რუსეთთან პასუხისმგებლობით და პრაგმატულად მართავს. მან ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართ „ძალის გამოუყენებლობის“ შესახებ პირობა დადო – ის რასაც, რუსეთი არ აკეთებს. იცის რა გლობალური ეკონომიკის უპირატესობის ფასი, საქართველო პასუხისმგებლობით მოეკიდა ახლახანს მიღწეულ შეთანხმებას, რომლითაც გზა გაეხსნა რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. დასავლეთს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია იმისთვის, რომ გაამხნევოს საქართველო რეფორმების შენარჩუნების გზაზე. ევროპულმა ქვეყნებმა ოფიციალურად უნდა აღიარონ რუსეთის მხრიდან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ოკუპაცია, ოკუპაციად. თუკი ის, რომ 10 000 რუს სამხედროს პერმანენტულად აქვს დაკავებული საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპაცია არ არის, მაშინ რა ჰქვია ამას? დღემდე, ევროპული ქვეყნების უმრავლესობა დუმს. დიდი ბრიტანეთი და სხვა ევროპული ქვეყნები უნდა შეუერთდნენ საფრანგეთის და შეერთებულ შტატების განცხადებებს და არაორაზროვნად დაგმონ რუსეთის უკანონო ოკუპაცია. დასავლეთმა ასევე უნდა მიჰყიდოს თბილისს თავდაცვითი ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღება. საქართველომ უსაფრთხოების საქმეში სანდო პარტნიორად წარმოაჩინა თავი ბალკანეთში, ერაყსა და ახლა ავღანეთში. მისი არმია იმსახურებს ყველა საჭირო თავდაცვით შეიარაღებას. ქართველები, როგორც ჩანს საგონებელში ჩავარდნენ, როდესაც დაინახეს, რომ ლიბიელი აჯანყებულები (რომელთაგან ზოგიერთი ალ-ქაიდასთან კავშირშია ეჭვმიტანილი) უახლესი ტანკსაწინააღმდეგო დანადგარებით იყვნენ შეიარაღებულნი, მაშინ როდესაც დასავლეთი განაგრძობს თბილისისთვის აუცილებელ შეიარაღებაზე უარის თქმას. მეტიც, ნატოს 20-21 მაისის ჩიკაგოს სამიტზე, ალიანსმა კვლავ უნდა დაადასტუროს მისი მხარდაჭერა ამ ორგანიზაციაში საქართველოს შესაძლო წევრობის მიმართ. საქართველოს გრძელი გზა აქვს გასავლელი თავისი ევროატლანტიკური ამბიციების ხორცშესხმისთვის, თუმცა რეალური პროგრესი მიღწეულია. პრინციპები, რომელსაც მარგარეტ ტეტჩერი განასახიერებდა, როდესაც ის სტუმრობდა თბილისს 1987 წელს, დღესაც რეალისტურად ჟღერს. შეერთებული შტატების პოლიტიკა რუსეთის მიმართ არ შეიძლება ეფუძნებოდეს გადატვირთებს და სურვილების რეალობად წარმოჩენას. თუკი საქართველო ევროპის ხალხთა ოჯახში ინტეგრაციის ნაცვლად რუსულ ორბიტას დაუბრუნდება, დასავლეთი ამაში საკუთარი თავის გარდა ვერავის დაადანაშაულებს. ორიგინალი ორიგინალი
-
13:42 13.04.2012 დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება. http://3.bp.blogspot.com/-HVsMTbrKtTs/T4f08MpVgYI/AAAAAAAAGv8/Bqlswr8B1jk/s200/citeli%2Bparaskevi.jpgდიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და ჩვეულებრივ, შუადღის ორ საათზე აღევნილება, რადგან იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა. მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი - "საფლავი", საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე, დააბრძანებენ გარდამოხსნას, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილს, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული. გარდამოხსნას უწმინდესი სასულიერო პირებთან ერთად საკურთხევლიდან გამოაბრძანებს. მოხდება ტაძარში სამჯერ შემოტარება და მას ტაძრის შუაგულში სადგამზე დააბრძანებენ. შესრულდება საგალობლები, რომლებიც იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. ამის შემდეგ, სამღვდელოება და მლოცველები გარდამოხსნის წინაშე დიდ მეტანიას ასრულებენ და მას ეამბორებიან. გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში. დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა და მოძღვრის კურთხევით, მორწმუნეთაგან ზოგი მთელი დღის განმავლობაში არაფერს იღებს, ზოგი კი - მხოლოდ პურსა და წყალს. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
21:28 11.04.2012 [b][i]უფლებადამცველი და მედია–კავშირ "ობიექტივის" წამყვანი კოტე ინაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ღია ბოქლომი" უცვლელად გთავაზობთ:[/i][/b] [url="http://4.bp.blogspot.com/-2zh21cp2wxY/T4W-4YNnjDI/AAAAAAAAGuQ/JdvE_mYYsQ4/s1600/kote%2Binashvili.jpg"][img]http://4.bp.blogspot.com/-2zh21cp2wxY/T4W-4YNnjDI/AAAAAAAAGuQ/JdvE_mYYsQ4/s200/kote%2Binashvili.jpg[/img][/url]მედიაკავშირი „ობიექტივის“ და წინააღმდეგობის მოძრაობის ადვოკატთა ჯგუფმა იმდენად „შეაწუხა“ სასჯელაღსრულების დაწესებულებების ადმინისტრაცია და მაღალჩინოსნობა, რომ ზოგიერთი (თითქმის ყველა) მათგანი ცდილობს პრობლემები შეუქმნას ადვოკატთა ჯგუფს, რომლებიც უანგაროდ ემსახურებიან პატიმრებს. სასჯელაღსრულების N 17 დაწესებულების დირექტორს ლაშა ბრეგვაძეს, რომელიც პატიმრებს შიშისზარს სცემს და ცუდი რეპუტაციით სარგებლობს, გამოირჩევა პატიმრების ცემით, ღირსების შემლახავი ფაქტებით, მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობით. პატიმართა საჩივრების საფუძველზე „ობიექტივის“ და წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთმა ადვოკატმა ჯუმბერ მილორავამ აღწერა პატიმრების საჩივარი და პროკურატურას მიმართა. რათქმაუნდა პროკურატურა ჩვეულებისამებრ ასეთი სახის თემებზე არ რეაგირებს. სწორედ ასეთი „ზურგის“ იმედად N 17 დაწესებულების დირექტორი ლაშა ბრეგვაძე კიდევ ერთხელ არღვევს კანონს და ადვოკატ ჯუმბერ მილორავას ციხეში შეშვებაზე უარს აცხადებს. 2 თვიანი ბრძოლის შედეგად „ობიექტივმა“ გაიმარჯვა და ჯუმბერ მილორავამ კვლავ შეაღწია ციხის N17 დაწესებულებაში და განაგრძო საქმიანობა... მალე ლაშა ბრეგვაძე მზაკვრული ჩანაფიქრის განხორციელებას შეუდგა, კერძოდ ციხის დირექტორმა ამავე ციხეში მსხდომ პატიმრებს – ვალერიან ფუტკარაძეს (დაბ. 27.04.1962 წ.) და იაგო ცაგურიშვილს (დაბ. 20.09.1958 წ), რომლებსაც მილორავა ემსახურებოდა, ალბათ ძალდატანებით დააწერია საჩივარი და მედია–კავშირ „ობიექტივისა“ და „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ხელმძღვანელობის სახელზე გააგზავნა იმ იმედით, რომ მილორავას სამსახურიდან დაითხოვდნენ. წერილებში პატიმრები ი. ცაგურიშვილი და ვ. ფუტკარაძე ადვოკატის არაკვალიფიცირებულობაზე ამახვილებენ ყურადღებას და მას მატყუარას უწოდებენ. თუმცა პატიმარ ფუტკარაძეს ალბათ დაავიწყდა ან გამორჩა ის ფაქტი, რომ N17 დაწესებულების მთავარი ექიმი ზურაბ აფციაური სწორედაც ადვოკატ მილორავას განცხადების საფუძველზე უტარებს სამედიცინო გამოკვლევებსა და შესაბამისად მკურნალობას. N17 დაწესებულების მთავარი ექიმი მილორავას წერილობით პასუხობს:–“ თქვენი 26.10.2011 წ–ის განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ მსჯ–ლი ვალერიან ფუტკარაძე არის ქრონიკული ავადმყოფი. დასმული დიაგნოზებიდან გამომდინარე (შაქრიანი დიაბეტი, II ტ. ინსულინ მომხმარებელი, გ.ი.დ. არტერიული ჰიპენტენზია I ხ.) ამჟამად მსჯ–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. პათოლოგიების გამწვავებას ადგილი არა აქვს. აყვანილია ჩვენი დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მუდმივ (ყოველდღიურ) ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ“. და ა. შ... ანალოგიურად ადვოკატ მილორავას მომსახურება გაეწია პატიმარ ცაგურიშვილასც. ასე რომ N 17 დაწესებულების – ციხის დირექტორს ლაშა ბრეგვაძეს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა... მზაკვრული გეგმა გაშიფრულია, შურისძიება კი მხილებული. და როგორც ქართულ ზღაპარში ამბობენ, – ჭირი იქა ლხინი აქა... [b]კოტე ინაშვილი | 11.04.2012 [/b] [url="http://boqlomi.blogspot.com/"][img]http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png[/img][/url] [img]https://blogger.googleusercontent.com/tracker/2907431438646605030-2701828899551149117?l=boqlomi.blogspot.com[/img] [url=http://boqlomi.blogspot.com/2012/04/n17.html]View the full article[/url]
-
12:54 10.04.2012 "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, ირაკლი ალასანია, წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ საქმიანობას სამეგრელოში გააგრძელებს. http://3.bp.blogspot.com/-i0RuIHD9GOE/T4VGT2_UWQI/AAAAAAAAGts/kVnA1avuHz4/s200/irakli%2Balasanias%2Bfoto.gif"ვაპირებ ზუგდიდში გადასვლას, იქ იქნება ჩემი ოფისი", - აცხადებს ოპოზიციონერი ლიდერი გაზეთ "ყველა სიახლესთვის" მიცემულ ინტერვიუში. როგორც ალასანია აღნიშნავს, გადაწყვიტა წინასაარჩევნოდ დიდი დრო რეგიონებში გაატაროს, განსაკუთრებით კი სამეგრელოში, რადგან მიიჩნევს, რომ ამ კუთხეში მოსახლეობას ყველაზე მეტი მხარდაჭერა სჭირდება, რადგან იქ ყველაზე ძლიერია ავტორიტარულ-რეპრესიული რეჟიმი. "ვაპირებ შემოვიარო ყველა სოფელი, ადამიანებს პირადად გავაცნო სოფლის განვითარების ჩვენეული პროგრამები. სამეგრელოს უნდა მიეცეს საშუალება, ჩიხიდან გადაიქცეს ხიდად, რომელიც დაგვაკავშირებს აფხაზეთს... ყველა უკანონო ქმედებაზე ხელისუფლება მიიღებს შესაბამის სამართლებრივ პასუხს, მიიღებს სამოქალაქო საზოგადოების იმგვარ ორგანიზებას, რისი შედეგიც არჩევნებში ხელისუფლების დამარცხება იქნება", - აცხადებს ალასანია. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ცნობით, რეგიონებში გადასვლას და იქ აქტიურობას "ქართული ოცნების" სხვა ლიდერებიც გეგმავენ. როგორც ალასანია აღნიშნავს, ის ხშირად ამბობს, რომ არჩევნებს თბილისის ოფისიდან ვერავინ მოიგებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დედაქალაქი უყურადღებოდ დარჩება. "თბილისი არის საქათველოს დედაქალაქი და პოლიტიკური ცენტრი, ბევრი რომ ეცადოს სააკაშვილი თბილისის პოლიტიკურად გაშიშვლებას – პარლამენტისა თუ სხვა სახელმწიფო დაწესებულებების რეგიონებში გადატანას, თბილისი ყოველთვის იქნება საქართველოს გული და პოლიტიკური ეპიცენტრი", - აცხადებს ირაკლი ალასანია. "ინტერპრესნიუსი" http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
http://www.polity.ge/images/catalog/georgia/politics/parlamenti_01.jpgპარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილების წინადადება წარედგინა, რომელიც, დამტკიცების შემთხვევაში, საშუალებას მისცემს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ბიძინა ივანიშვილს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოქალაქეობის მიღების გარეშე იყაროს კენჭი. polity.ge
-
Чиновники департамента шоссейных дорог Эстонии компенсируют расходы на две командировки, которые их начальство признало "сомнительными". По данным Минэкономики республики, госслужащие за счет бюджета отдохнули на горнолыжных курортах Швейцарии и Швеции. Чиновники утверждают, что отдыхали в свободное от работы время. lenta.ru
-
ვაკეში ჩვენმა ნაკრებმა მეორე შეხვედრა გამართეს ინგლისელ თანატოლებთან. ბრიტანელებს საკმაოდ კარგი გუნდი ყავთ და შეხვედრაში დომინირებდნენ კიდეც. ჩვენს გუნდს ელემენტარული მეტოქის მოედანზე გადასვლა უჭირდათ და მთელი ტაიმის მანძილზე მხოლოდ წილოსანის სუსტი დარყმა იყო, რაც ჩვენს შევძელით. თავიდან არც ინგლისელებს ჰქონიათ ბევრი საგოლე მომენტი, სულ ორჯერ იყო რომ გატანა მართებდათ. ჯერ ბრიტებმა საჯარიმოში გრძელი პასით მოამარაგეს თავიანთი თავდამსხმელი, ვინაც მცველის შეცდომით ისარგებლა და ბურთს ერთი შეხებით გზავნიდა კარებში – ჩვენმა მეკარემ ივარგა. მერე კი უკვე ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი მიუვიდა ეულად მდგარ ინგლისელს, მაგრამ დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა. დაიწყო მეორე ტაიმი და მეტოქის მცველების შეცდომით წილოსანი გავიდა ერთი ერთზე. გასატანი პოზიციიდან დარტყმული მეკარემ აიღო და არც დამატებაზე გაატანინა ჩვენებურს. მერე ინგლისელები მოგვაწვნენ, თამაშის ტემპმა აიწია, ორთაბრძოლებმა იმატა. ყოველი კუთხური თუ ჩაწოდება საფრთხეს ქმნიდა ჩვენ კართან, ხან მეკარე ყოჩაღობდა, ხანაც მცველები. წინა მატჩივით კარგი იყო დვალი დაცვაში. ერთი მომენტში ინგლისელებს ასპროცენტიანი გასატანი ჰქონდათ, ისევ ადამიას (ჩვენი მეკარის) სასწაულმა რეაქციამ გვიხსნა. ჩვენ თუ რამე შევქმენით, მეტოქის მცველების შეცდომის ხარჯზე იყო. შუა ტაიმში კიდევ ერთხელ ავაწაპნეთ ინგლისელებს ბურთი, მაგრამ საჯარიმოში შესულმა თავდასხმელმა სუსტად თუ გაკრა ბურთს ფეხი და მომენტი განიავდა. გუნდი ისევ მალე დაიღალა, გაძლებაზე წავიდა თამაში. მაგრამ მოხდა მცირე სასწაული. დამატებული დროც იწურებოდა, საჯარიმოში ჩავკიდეთ. ბურთი მცველმა უყურადღებოდ აუტში მოიგერია. თამაში აუტიდან განვაახლეთ და ბურთი ელემენტარულ კედელით კარგად გავათამაშეთ, ჩვენებური დასარტყმელ პოზიციაზე დარჩა და 11–12 მეტრიდან გამარჯვების გოლიც შეაგდო! სტადიონზე მისული შვიდ–ათასამდე გულშემატკივარი სიხარულისგან ლამის ჭკუიდან გადავიდა!! ამ დროს ესპანეთ–უკრაინამ 2:2 ითამაშა და ბოლო შეხვედრა თუ მოვიგეთ, პირველი ადგილს ვერავინ შეგვეცილება. წარმატებები! http://feeds.wordpress.com/1.0/comments/zvigena.wordpress.com/480/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/zvigena.wordpress.com/480/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/zvigena.wordpress.com/480/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/zvigena.wordpress.com/480/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/zvigena.wordpress.com/480/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/zvigena.wordpress.com/480/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/zvigena.wordpress.com/480/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=zvigena.wordpress.com&blog=6944496&post=480&subd=zvigena&ref=&feed=1 სრულად ზვიგენას ბლოგი
-
В Амурской области во время учебно-тренировочных занятий погиб командир батальона связи майор Сергей Солнечников. Офицер закрыл собой солдата, после того как брошенная военнослужащим граната упала на бруствер окопа. Сразу после случившегося Солнечников был доставлен в больницу, где через полтора часа скончался. lenta.ru
-
Семья Ли Чжэ Чена - племянника главы Samsung Ли Гон Хи - подала иск в отношении руководителя корпорации с требованием вернуть акции и средства, якобы принадлежащие им по наследству. Ранее аналогичные иски подали брат и сестра Ли Гон Хи. Всего родственники в настоящее время требуют от него 880 миллионов долларов. lenta.ru
-
Министерство обороны РФ уволило главу департамента жилищного обеспечения Ольгу Харченко, которая занимала этот пост с июля 2011 года. Ее предшественник Михаил Колычев был уволен через два месяца после назначения, а его предшественница Ольга Лиршгафт лишилась поста из-за провала программы обеспечения офицеров жильем. lenta.ru
-
В Париже на 76-м году жизни умер художник Эдуард Штейнберг. Его причисляют ко второй волне русского авангарда. Штейнберг был одним из лидеров неофициального искусства 1960-1980-х годов. В 1970-х он входил в художественное объединение "Сретенский бульвар", к которому также принадлежал Илья Кабаков. lenta.ru
-
Жителю города Белинский Пензенской области предъявили обвинение в убийстве шести человек. Молодой человек признался в девяти убийствах, однако следователи полагают, что он может себя оговаривать. При обыске в доме юноши нашли вырезки из статей про Андрея Чикатило, а также литературу про Адольфа Гитлера. lenta.ru
-
Координатор "Левого фронта" Сергей Удальцов оштрафован на 1000 рублей за нарушение правил проведения массовых мероприятий. Штраф был назначен за митинг, состоявшийся 5 марта на Пушкинской площади в Москве. Этот митинг закончился жестким разгоном его участников полицией и массовыми задержаниями. lenta.ru
-
Общий ущерб, нанесенный в 2011 году мировой экономике природными и антропогенными катастрофами, составил 370 миллиардов долларов, подсчитали в швейцарской Swiss Re. В декабре прошлого года страховая компания оценивала потери мировой экономики в результате катастроф в 350 миллиардов долларов lenta.ru