planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg ამომრჩეველთა სიების 10% უკვე გადამოწმებულია - ასეთია ამ ეტაპზე სიების დაზუსტების კომისიის მუშაობის შედეგი. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ პრესკლუბ `პრაიმ-ტაიმში` გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. კომისიამ `კარდაკარის` პრინციპით ამომრჩეველთა სიების დაზუსტება 24 აპრილს დაიწყო. გეგმის მიხედვით, პირველი აგვისტოსთვის გადამოწმებული სიების სრული ვერსია უნდა გამოქვეყნდეს. კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, სიებში ცვლილების შეტანა არჩევნებამდე ორი კვირით ადრეც იქნება შესაძლებელი. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/05/samartlianiar4evnebi-300x202.jpg“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ “სამართლიანი არჩევნები” წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს საქართველოს 73 საარჩევნო ოლქში გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს. პირველი შუალედური ანგარიში 2012 წლის 1 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, აგრეთვე მოვლენებს, რომელთა განვითარებაც 1 აპრილამდე დაიწყო, მაგრამ მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა. „”სამართლიანი არჩევნების” დაკვირვებით, მონიტორინგის პერიოდში დაფიქსირდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ისეთი ფაქტები, როგორიცაა სამსახურიდან გათავისუფლების 10, მუქარის 10, ბიზნესზე/კერძო მესაკუთრეებზე პოლიტიკური მოტივით ზეწოლის 6, ჟურნალისტების საქმიანობისთვის ხელის შეშლის 3 შემთხვევა. “სამართლიანი არჩევნების” შეფასებით, მონიტორინგის პერიოდში გამოვლენილ ცალკეულ შემთხვევებში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები“,– ნათქვამია განცხადებაში. ანგარიშში საუბარია, ასევე, საყურადღებო ტენდენციებზე, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევებს. ანგარიში, ასევე, მოიცავს ინფორმაციას პოლიტიკური პარტიების მიერ განხორციელებული საჯარო შეხვედრებისა და მოქალაქეთათვის პარტიების მიერ მიცემული დაპირებების თაობაზე. ანგარიშში არ აისახა ისეთი ფაქტები, რომელთა თაობაზეც მხარეებმა საჯაროდ საუბრისგან თავი შეიკავეს”, – ნათქვამია დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში. “სამართლიანი არჩევნები” იმედს გამოთქვამს, რომ ანგარიშში მოყვანილი ფაქტები არ დარჩება შესაბამისი ორგანოების სათანადო შესწავლისა და რეაგირების გარეშე. ანგარიში გამოქვეყნებულია ორგანიზაციის ვებგვერდზე: www.isfed.ge. ორგანიზაცია აგრძელებს წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს და მაისის თვის ანგარიშს ივნისის შუა რიცხვებში წარმოადგენს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/05/CD9FB7A9-FA99-44E4-886C-984AE02C177B_mw800_s-300x225.jpg„მეცხრე არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი თამარ რუხაძე, მანქანით ფეხით მოსიარულე ორ მამაკაცს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, დაახლოებით პირველის ნახევარზე, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, „ლაგუნე ვერესთან“ მოხდა. რიხაძე მანქანას აფსოლუტურად ფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. რაც შეეხება ფეხით მოსიარულეებს, ისინი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ერთ- ერთი მათგანი უვნებელი გადარჩა, ხოლო მეორე მამაკაცს დაზიანებები აქვს მიღებული. როგორც ექიმები ამბობენ, დაზარალებულის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია. შემთხვევის ადგილიდან თამარ რუხაძე და მის მანქანაში მჯდომი ორი ჟურნალისტი ნარკოლოგიის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მათ ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარდათ. მიუხედავად ნარკოტესტის პასუხებისა, რამდენიმე მედია საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუხაძე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ რუხაძის მანქანაში მჯდომი „მეცხრე არხის“ 2 თანამშრომელი, ნარკოლოგიურმა ტესტმა მათ მხოლოდ მსუბუქი თრობა დაუდგინა. ადგილზე, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, კამერებია დამონტაჟებული. თვითმხილველების თქმით, რუხაძე მანქანას 40-50 კმ სიჩქარით მართავდა, რა დროსაც გზაზე მოულოდენლად ორი ნასავამი ადამიანი გადმოვიდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლაგუნასთან გადასასვლელი არ არის, შუქნიშანი ქვეითებისთვის არ მუშაობს, ხოლო თუ შუქნიშანთან არ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, იქ გადასვლა მით უმეტეს არ შეიძლება. იხილეთ epn.ge
-
Официальный Баку опроверг информацию о том, что в рамках международного песенного конкурса "Евровидение-2012" будет организован гей-парад. Об этом заявил представитель администрации президента Азербайджана Али Гасанов. Он называл гей-парад, слухи о проведении которого появились в начале года, "несуществующим вопросом". lenta.ru
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1qardava-aqtual-3.jpgთბილისი, 21 მაისი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს „ქართული ოცნების“ პრესსამსახურიდან აცნობეს, კოალიციის ხობის რაიონული შტაბის ხელმძღვანელ მამუკა ქარდავას წუხელ ნოჯიხევის სარკინიგზო გადასასვლელთან 4 დაუდგენელი პირი თავს დაესხა.<span style="font-size: 10pt;" />თავდამსხმელები მას ავტომანქანაში ჩაუხტნენ. ხელკეტებით უმოწყალოდ ნაცემი ქარდავა ხობის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციისთვის ცნობილია მომხდარის შესახებ, ამ დრომდე არ მომხდარა ქარდავას დაზარალებულის სტატუსით დაკითხვა. საქინფორმი
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/1ksniscixe-samarTali-2.jpgთბილისი, 21 მაისი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“აცნობებს, არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმიანება ორგანიზაცია “სოლიდარობა უკანონო პატიმრების” მიერ გაკეთებულ განცხადებას ქსნის საპყრობილეში პატიმარზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ წამება და არაადამიანური მოპყრობა აკრძალულია და მიუღებელია დემოკრატიული საზოგადოებისათვის. საქინფორმი
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/1gruzin-pobedil.jpgთბილისი, 21 მაისი, საქინფორმი. „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო ცენტრში გაიმართა საქართველოს რუს ქალთა კავშირ „იაროსლავნას“ თავმჯდომარე ალა ბეჟენცევას ბრიფინგი, რომელიც სლავური დამწერლობის დღეს და კავშირ „იაროსლავნას“ 10 წლისთავს მიუსადაგეს. თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის მცირე დარბაზში ამ ორი თარიღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა, რომელზეც ქართველი შემსრულებლები რუსულ სიმღერებს მღეროდნენ. „იაროსლავნამ“ ფონდ „რუსკი მირის“ ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში სლავური დამწერლობის დღისადმი მიძღვნილი რიგი ღონისძიებები ჩაატარა. საქინფორმი
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/05/img-1-300x202.jpg„დაბრკოლება, რომელიც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში ბოლო დღეების მანძილზე იყო მოხსნილია“,- ამის შესახებ განცხადება ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონახულებისას გააკეთა. ვაჩეიშვილმა კომპლექსის ის ნაწილი მოინახულა, სადაც 6 მაისიდან მსურველთათვის შესვლა შეუძლებელი იყო. მისი თქმით, კომპლექსში მოსვლა და დათვალიერება ამ დროისთვის ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. „ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს ტურისტს, დამკვირვებელს, მოყვარულს, ყველას და ნახოს დაწყებული წამებულის კომპლექსიდან, მთელი უდაბნოს ხიდი გადაიაროს და ეს შესანიშნავი ფრესკები და მთლიანად გენიალური ბუნება იხილოს, მოვიდეს და დატკბეს აქაურობით“ , – აღნიშნა ვაჩეიშვილმა. იხილეთ epn.ge
-
Вау - с этой стороны мы Уилла Смита еще не знали! Всякий в Голливуде вам скажет, что Уилл - милейший парень, но потерять терпение может каждый. На московской премьере фильма «Мужчины в черном 3» украинский журналист проявил к актеру излишнюю нежность и попытался поцеловать его в губы! Уилл такого не вынес и ударил репортера прямо по лицу. Смотрите видео!
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/05/post-77-1320147575.jpgბათუმში, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა აქცია გამართეს და მოქალაქეებს საჯარო რეესტრისა და გაზეთ „24 საათის” ერთობლივი პროექტი გააცნეს. აქციები რეგიონებში, საჯარო რეესტრისა და გაზეთ „24 საათის” ერთობლივი პროექტის საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, რომელიც ორიგინალურობით და სისტემატური ხასიათით პროექტის წარმატებას განაპირობებს. ბათუმში განხორციელებულმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა ხელი შეუწყო ამ რეგიონში უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურებას. 2011 წელს უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობის მიხედვით, ბათუმი ტოპ-ხუთეულის მეორე ადგილზეა თბილისის შემდეგ (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, გარდაბანი, ქუთაისი). ვინაიდან ბათუმში უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურად ვითარდება, საჯარო რეესტრმა მიიღო გადაწყვეტილება რეგიონის მოსახლეობას გააცნოს ახალი პროექტი, რომელიც 8 თვის წინ დაიწყო და მომხმარებლებში უკვე დიდი ინტერესით სარგებლობს. სერვისის შესახებ: მოქალაქეებს, რომლებსაც უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება ან დაგირავება სურთ, საშუალება აქვთ სრულიად უფასოდ გამოაქვეყნონ განცხადება გაზეთ „ საჯარო რეესტრში” და ვებგვერდზე www.eproperty.ge. საჯარო რეესტრმა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის, გაქირავების, აუქციონების შესახებ გაზეთის გამოცემა სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო და ის მომხმარებლებში უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობს. საკუთარი განცხადების განსათავსებლად საჯარო რეესტრს ყოველდღიურად ასობით მოქალაქე უკავშირდება. შესაბამისად, ყველაზე მეტი ახალი განცხადება სწორედ ამ გაზეთში იყრის თავს. გაზეთი მოიცავს საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფელს და მისი ფასი მხოლოდ 20 თეთრია. გაზეთს ასევე თან ახლავს ინგლისურენოვანი ჩანართი ,,Public Registry”, რომელიც საუკეთესო საშუალებაა საქართველოში სასწავლებლად, საქმიანი თუ ტურისტული ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქებისთვის. გაზეთის ინგლისურენოვანი ჩანართის მეშვეობით, უცხოელი მოქალაქე მარტივად და კომფორტულად, მათთვის გასაგებ ენაზე შეძლებს მოიძიოს საოჯახო ტიპის სასტუმროები, ბინები და სხვა გასაქირავებელი უძრავი ქონება საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში, ტურისტულად აქტიურ ზონებში. მოქალაქის სურვილის შემთხვევაში, საჯარო რეესტრი უსასყიდლოდ უზრუნველყოფს განცხადების ტექსტის ინგლისურ ენაზე თარგმნას. საკურორტო სეზონის მოახლოებასთან ერთად იზრდება ქართველი და უცხოელი ტურისტების ინტერესი საკურორტო რეგიონებში არსებული გასაქირავებელი ბინების მიმართ (დღიური ან თვიური გაქირავება). საჯარო რეესტრმა ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად მოამზადა ასევე გაზეთის სპეციალურ დანართი „დაისვენე”, სადაც თავმოყრილი იქნება განცხადებები საქართველოს რეგიონებში არსებული ბინების, საოჯახო ტიპის სასტუმროების გაქირავების შესახებ. გარდა იმისა, რომ გაზეთი „საჯარო რეესტრი” კომფორტულია მოქალაქეებისთვის, ის ასევე ხელს შეუწყობს ქვეყანაში მცირე ბიზნესის განვითარებას. იმ სეგმენტს, რომელსაც რეკლამირების ფინანსური საშუალებები შეზღუდული აქვთ, შეძლებენ უფასოდ განათავსონ თავიანთი გასაქირავებელი უძრავი ქონების შესახებ დეტალური ინფორმაცია და პირდაპირი კავშირი დაამყარონ მომხმარებელთან, რაც კლიენტების მოზიდვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. გაზეთში გარდა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისა, განთავსებულია სხვადასხვა ტიპის ინფორმაციებიც. მაგ: ინფორმაცია მომსახურების, მოძრავი ნივთების ყიდვა-გაყიდვის, აუქციონების, ვაკანსიების, ავტომობილების შესახებ. მოქალაქეებს გაზეთში ინფორმაციის განსათავსებლად შეუძლიათ აირჩიონ მათთვის ყველაზე მოსახერხებელი მომსახურება: დარეკონ ტელ: 29 111 29 ან საინფორმაციო ცენტრ 09-ში და ოპერატორს უკარნახონ განცხადების შინაარსი. ან შეავსონ განცხადება საჯარო რეესტრის ოფისში, ან საქართველოს ფოსტის პრესის გამავრცელებელ ნებისმიერ ჯიხურში და აქვე მოათავსე ნარინჯისფერ ყუთში. ასევე შეუძლიათ განცხადება დატოვონ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში. განცხადება მიწოდებიდან 3 დღეში , გაზეთის 4 ნომერში ზედიზედ განთავსდება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/05/473548vashakidze-300x189.jpgნიკოლოზ ვაშაკიძის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხი მაშინ გადაწყდება, როდესაც საზღვარი საბოლოოდ იქნება დელიმიტირებული. ამის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ, დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. „დელიმიტაციის ამომავალ პრინციპად აღებულია საბჭოთა კავშირის დროინდელი ადმინისტრაციული საზღვარი.დავით გარეჯის უდიდესი ნაწილი, 98 პროცენტი, ამჟამად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა არის გარკვეული პრობლემური მონაკვეთები“,– აღნიშნა ვაშაკიძემ. მინისტრის მოადგილის შეფასებით, საზღვრის საკითხი ძალიან მტკივნეული და ფაქიზი თემაა როგორც საქართველოსთვის, ასევე მეზობლებისთვის. „აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, საბოლოო დელიმიტაციამდე ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით გამოირიცხოს პოლიტიკური აჟიოტაჟი“,– განაცხადა ვაშაკიძემ როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, სადელიმიტაციო კომისიის სხდომა ყოველ წელს რეგულარულად იმართება, თუმცა წელს ჯერ არ გამართულა და კომისია უახლოეს მომავალში შეიკრიბება. იხილეთ epn.ge
-
Каждый новый день в Молдавии нас встречает хорошими новостями. Координационный совет уже разобрался с проблемами плюрализма у молдавских телевещателей, отозвав лицензию у одного из самых рейтинговых, а вдобавок еще и оппозиционных в отношении власти телеканала.
-
Вне зависимости от того, изменится ли ситуация Тимошенко до начала турнира или нет, свидетелями чего-то подобного, как бойкот чемпионата, мы не станем. Под бойкотом я подразумеваю отсутствие команд и болельщиков. Мы имеем сейчас дело лишь с заявлениями некоторых политиков о том, что они не планирует посещать матчи, которые будут разыгрываться на Украине.
-
Соцсеть Facebook провела вечером 17 мая IPO по верхней границе ценового диапазона, разместив 421,23 миллиона акций по цене 38 долларов за ценную бумагу. Активы компании оценены примерно в 104 миллиарда долларов.
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1qomagi--samarT-1.jpgთბილისი, 21 მაისი, საქინფორმი. კონტროლის პალატამ საქველმოქმედო ფონდი „ქომაგის“ ანგარიშები დააყადაღა, მოაქცია რა ეს ორგანიზაცია მონიტორინგის ქვეშ ოპოზიციურ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ კავშირის მოტივით.<span style="font-size: 10pt;" />„კონსერვატიული პარტიის“ წევრმა ბიძინა გიორგობიანმა17 მაისს ფონდის ანგარიშზე 90 ათასი ევრო გადარიცხა, რომელიც, მისივე საჯარო განცხადებებით, მჭიდროდაა დაკავშირებული „ქართული ოცნების“ გეგმებთან. ეს განაცხადა კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 18 მაისს. საქინფორმი
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1gela-samarT-3.jpgთბილისი, 19 მაისი, საქინფორმი. როგორც „ქართული ოცნების“ პრესსამდივნო საქინფორმს აცნობებს, კოალიცია ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის დაკავებისა და მასზე განხორციელებული ფიზკური ზეწოლის ფაქტს გმობს.<span style="font-size: 10pt;" />„კოალიცია „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ჟურნალისტის დაკავებისა და მასზე ძალადობის ფაქტი მედიის საქმიანობისათვის ხელის შეშლის აშკარა გამოხატულებაა, რაც მიუღებელია დემოკრატიული საზოგადოებისათვის“, – ნათქვამია განცხადებაში. საქინფორმი
-
Наверное, Владимир Путин считает, что ему хватает проблем на московских улицах и что беспокоиться о демонстрантах за пределами страны ему не следует. Если так, то пусть подумает еще раз. На этой неделе протестующие в Стамбуле, Нью-Йорке, Брюсселе и других городах мира взяли под прицел его вожделенный проект: зимнюю Олимпиаду 2014 года.
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1abdulaev-politika-2.jpgთბილისი, 21 მაისი, საქინფორმი. აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო „Trend“ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერ ელმან აბდულაევზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ბაქოსა და თბილისს შორის ურთიერთობაში რაიმე სადავო საკითხი არ არსებობს. მისი თქმით, დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის სასაზღვრო ტერიტორიასთან დაკავშირებული საკითხი სუფთა იურიდიული საკითხია, რომელიც დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე მომუშავე ორმხრივი კომისიის ფარგლებში იქნა განხილული.<span style="font-size: 10pt;" />აბდულაევმა, ასევე, განაცხადა, რომ, როგორც მოსალოდნელია, ამ საკითხს საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩიკაგოში ნატოს სამიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ. საქინფორმი
-
"ბუინაკს-არაკანი"-ს მაგისტრალის 30-ე კილომეტრზე, ტყის მასივიდან 20 მეტრის დაშორებით, ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა აღმოაჩინეს ვაზ-21073 მარკის დამწვარი ავტომანქანა, რომელშიც მამაკაცის გვამი იყო. ამის შესახებ "РИА Дагестан"-ი რესპუბლიკის შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაღუპულის ვინაობა დადგენილია - იგი აღმოჩნდა მაჰაჩკალის 34 წლის მკვიდრი, რომელიც 2012 წლის 16 მაისიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულად იყო გამოცხადებული.დაზუსტებულ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე