Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. 25 მაისს მოსკოვში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ადამიანის უფლებათა დამცველი ცენტრის "მემორიალის" თავმჯდომარემ ოლეგ ორლოვმა განაცხადა, რომ დაღესტანში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ერთნაირად უშლიან ხელს როგორც სახელმწიფო ძალოვანი სტრუქტურები, ისე ბოევიკები.მხარეებს შორის დაწყებული მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესი შეაჩერა 3 მაისს მაჰაჩკალაში მომხდარმა ტერაქტმა, რომლის დროსაც დაიღუპა 13 და დაიჭრა ასამდე სამართალდამცავი. ამ გამოწვევას ძალოვნებმა რეპრესიებით და კანონის შემდგომი დარღვევებით უპა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  2. Как полагают эксперты, Путин намеренно создает в своем окружении такую систему, что возникают структуры с дублирующими функциями и пересечения сфер влияния разных людей. Похожая схема "сдержек и противовесов" опробована им и во власти. newsru
  3. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/die_welt2.jpg ყველაზე დიდი აქცია 2009 წლის შემდეგ ათაობით ათასი ადამიანი გამოვიდა საქართველოს დედაქალაქის ქუჩებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. დემონსტრანტებს შორის უმრავლესობა ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანის ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი იყო. ივანიშვილი პოლიტიკაში შარშან ჩაება. იგი, თავის ოპოზიციურ ალიანსთან „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში, სააკაშვილს უპირისპირდება. ღონისძიება ივანიშვილის საარჩევნო კამპანიის დაწყებას აღნიშნავდა. ეს იყო 2009 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ოპოზიციური დემონსტრაცია თბილისში. „ეს ბრძოლა ჩვენი გამარჯვებით დასრულდება“, განუცხადა ივანიშვილმა აღფრთოვანებულ ხალხის მასას, იუწყება AFP-ს კორესპონდენტი. მისი ქონება ამერიკული ჟურნალის Forbes-ის თანამხად 4.8 მილიარდი ევროა და როგორც პოლიტიკოსი ქართველებს პირდება სიღატაკის აღმოფხვრას და ევროკავშირსა და ნატოში წევრობას. თუმცა, კვლევების თანახმად დღეს ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება“ რეიტინგით სააკაშვილის მმართველი პარტიის რეიტინგს ჩამორჩება. სააკაშვილი ხელისუფლებაში 2004 წელს მოვიდა, ეგრედწოდებული „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ. პრო-დასავლელ პრეზიდენტს ოპონენტები ავტორიტარიზმში ადანაშაულებენ. ორიგინალი ორიგინალი
  4. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/20min.jpg ათობით ათასი ქართველი შეიკრიბა კვირას დედაქალაქის, თბილისის ცენტრში, იმ ოპოზიციური კოალიციის მხარდასაჭერად, რომლის სათავეშიც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი დგას, რომელმაც პირობა დადო, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველ პარტიას ხელისუფლებიდან გაისტუმრებს. მამაკაცები და ქალები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ. ისინი ქართულ დროშებს აფრიალებდნენ და ბლოკ „ქართული ოცნების“ ფერის ლურჯი მაისურები ეცვათ. კოალიცია „ქართული ოცნების“ მიზანი არჩევნებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიასთან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბრძოლაა. კოალიცია სააკაშვილთან, რომელიც ხელისუფლებაში 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგაა, დაპირისპირებულ რამდენიმე პარტიას აერთიანებს. მისი ლიდერები პრეზიდენტს თავისუფლებების შეზღუდვასა და ქვეყნის რუსეთთან ომში ჩაბმაში ადანაშაულებენ, ომში, რომელიც ქართვლების მძიმე მარცხით დასრულდა. Reuters ორიგინალი ორიგინალი
  5. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_times2.gif ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა კვირას დედაქალაქში გამართულ აქციაში – ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა დაიწყო საარჩევნო კამპანია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველი პარტიის წინააღმდეგ. არჩევნების ჩატარება წელს მოგვიანებით იგეგმება. მილიარდერი მაგნატის და დღეს ოპოზიციური ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ალიანსის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თბილისის თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ გულუხვად ორგანიზებული მიტინგისთვის, რომლის მიზანიც ოქტომბრის არჩევნების წინ ძალის დემონსტრირება იყო. „ეს ბრძოლა ჩვენი გამარჯვებით დასრულდება“, განაცხადა ივანიშვილმა, მას შემდეგ რაც მას ხალხის უზარმაზარმა მასამ, რომელმაც დედაქალაქის მთავარი გამზირი გაავსო, გმირის დახვედრა მოუწყო და „ბი-ძი-ნა! ბი-ძი-ნა!“-ს სკანდირებდა. „სააკაშვილი მხდალია, მას არ აქვს არგუმენტი გარდა ტყუილისა და ძალადობისა“, – თქვა მან და პირობა დადო, რომ ამ პატარა კავკასიურ სახელმწიფოს ევროკავშირსა და ნატოში გააწევრიანებს და სიღატაკიდან ამოიყვანს. 2009 წლის შემდეგ ეს იმ ოპოზიციის მიერ გამართული ყველაზე დიდი დემონსტრაცია იყო, რომელიც გააცოცხლა ბიზნესმენის მიერ სააკაშვილის გამოწვევის გადაწყვეტილებამ, თუმცა სოციოლოგიური კვლევების თანახმად, მისი ალიანსის რეიტინგი მმართველი პარტიის რეიტინგს ჩამორჩება. ორიგინალი ორიგინალი
  6. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/der-standard150-39.jpg პროტესტისკენ მოქალაქეებს მილიარდერმა ივანიშვილმა და მისმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ მოუწოდა საქართველოში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამართულ აქციაში დაახლოებით 80 000 ადამიანი მონაწილეობდა. დედაქალაქში საპროტესტო აქციისკენ მოქალაქეებს მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ მოუწოდა. ამ ღონისძიებით სექტემბრის ბოლოს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ კამპანია დაიწყო. სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, კვირას, საპროტესტო აქციაში პარლამენტის ყოფილი სპიკერი და მთავრობის ცნობილი ოპონენტი ნინო ბურჯანაძეც მონაწილეობდა. სააკაშვილმა ამას დემონსტრაციულად მშვიდად უპასუხა. ყოველთვის იარსებებს ათობით ათასი ადამიანი, რომელიც რეფორმებით უკმაყოფილოა, განაცხდა მან. ოპოზიცია პრეზიდენტს ავტორიტარულ ტენდენციებში ადანაშაულებს და შიშობს, რომ სააკაშვილს, რომელსაც ორი ვადის გასვლის შემდეგ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის დაყენება აღარ შეუძლია, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება სურს. წელიწადნახევრის წინ, პარლამენტმა სადაო საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო და სახელმწიფოს მეთაურის მნიშვნელოვანი უფლებები პრემიერ-მინისტრს მიანიჭა. APA ორიგინალი ორიგინალი
  7. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/die_welt2.jpg დაახლოებით 80 000 ადამიანმა გამოხატა პროტესტი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. დედაქალაქში აქციის გამართვისკენ მოქალაქეებს ქართველმა მილიარდერმა და მისმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მოუწოდა. ამ ღონისძიებით სექტემბრის ბოლოს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ კამპანია დაიწყო. პრეზიდენტ სააკაშვილის რეაქცია დემონსტრაციულად მშვიდი იყო. ყოველთვის იარსებებს ათობით ათასი ადამიანი, რომელიც რეფორმებით უკმაყოფილოა, განაცხადა მან. ოპოზიცია სახელმწიფოს მეთაურს ავტორიტარულ ტენდენციებში ადანაშაულებს. ორიგინალი ორიგინალი
  8. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_post.jpg ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა კვირას საქართველოს დედაქალაქის ქუჩებში, რათა გამოეხატა თავისი პროტესტი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ – ეს ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე ფართომასშტაბიანი ანტისამთავრობო დემონსტრაცია იყო. პროტესტს განიხილავდნენ, როგორც ოპოზიციის საზოგადობრივი მხარდაჭერის ტესტს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ. ეს ასევე პოლიტიკური დებიუტი იყო აქციის ორგანიზატორის, ბიძინა ივანიშვილისთვის, ქართველი მილიარდერისთვის, რომელიც საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანი და ცნობილი ქველმოქმედია. მან პოლიტიკაში ოქტომბერში შეაბიჯა, განაცხადა რა რომ პოლიტიკურ პარტიას ქმნის, რომლის მიზანი საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და საბოლოო ჯამში პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებაა. სააკაშვილის მეორე და ბოლო საპრეზიდენტო ვადა იანვარში სრულდება და მისი სამომავლო გეგმები ბუნდოვანია. მან არ გამორიცხა ის, რომ პრემიერ-მინისტრი გახდება – თანამდებობა, რომელსაც 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმის თანახმად ძალაუფლება ემატება. სააკაშვილის ოპონენტების თქმით, ეს საკონსტუტუციო რეფორმა იმისთვის გატარდა, რომ პრეზიდენტობის დატოვების შემდეგ სააკაშვილს პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნების შესაძლებლობა ჰქონდეს. მაგრამ ეს უსიამოვნო ანალოგიებს გააჩენს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრად მუშაობდა, რათა მორგებოდა ორზე მეტ საპრეზიდენტო ვადასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ აკრძალვას. ორგანიზატორების ვარაუდით კვირას გამართულ აქციაში 110, 000 ადამიანი მონაწილეობა, მაშინ როდესაც პოლიციის შეფასებით დემონსტრანტების რიცხვი დაახლოებით 30, 000 იყო. დემონსტრანტები, რომლებმაც მსვლელობა სამი პუნქტიდან მოაწყვეს, რათა ბოლოს თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციას შეერთებოდნენ, ქართულ დროშებთან ერთად ევროკავშირის და ნატოს დროშებს აფრიალებდნენ, იმის ნიშნად, რომ სააკაშვილის დროს განსაზღვრული მიზნებისადმი მხარდაჭერა, კერძოდ საქართველოს დასავლურ ორგანიზაციებში გაწევრიანება, კვლავ ძლიერია. აქციის მონაწილეებმა ასევე დაწერეს თავიანთი „ოცნებები“ ბარათებზე და ჩაყარეს ის ტომრებში, რომელზეც ივანიშვილის ახალი პარტიის „ქართული ოცნების“ სახელწოდება იყო ამობეჭდილი. „ჩემი ოცნება ყოველთვის იყო ძლიერი და ერთიანი საქართველო, სადაც ადამიანები ცხოვრობენ თავისუფლად და დამსახურების მიხედვით“, უთხრა შეკრებილთ ივანიშვილმა. „მე ველოებოდი, რომ საქართველო ძლიერი და ერთიანი გახდებოდა, მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გარდამავალი პერიოდი გაჭიანურდა და ამ რეჟიმთან ბრძოლის დაწყება გადავწყვიტე“. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად მოიპოვა და დაიწყო დასავლეთთან დაახლოება როდესაც 2004 წელს სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა. მას მიაწერენ მთელი რიგი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას, თუმცა მან ასევე მიიყვანა ქვეყანა დამანგრეველ ომამდე რუსეთთან 2008 წელს, რომელიც საქართველოს ორი გამოყოფილი რეგიონის ირგვლივ გაჩაღდა და რომლებიც დღეს თბილისის კონტროლის მიღმა არიან და მთლიანად მოსკოვთან არიან დაკავშირებულნი. 2009 წელს სააკაშვილმა გაუძლო ოპოზიციის დემონსტრაციებს, რომელიც კვირეების განმავლობაში გრძელდებოდა. მაშინ დანაწევრებულმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა კოორდინირება ვერ შეძლეს და პროტესტი მინელდა. ივანიშვილმა რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან ერთად კოალიცია ჩამოაყალიბა, მაგრამ უარი თქვა სხვებთან, მათ შორის ოპოზიციის ვეტერანი ლიდერის, ნინო ბურჯანაძის პარტიასთან მუშაობაზე. კვირის აქცია გახსნა კახა კალაძემ, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, რომელიც ცხრა სეზონის განმავლობაში „მილანში“ თამაშობდა. აქცია დასრულდა ივანიშვილის უმცროსი ვაჟის, რეპ მუსიკოსის ბერას პერფორმანსით. Associated Press ორიგინალი ანალოგიური ბმული Independent ორიგინალი
  9. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/bbc_logo.jpg ათობით ათასმა ადამიანმა გაავსო საქართველოს დედაქალაქის ქუჩები, რათა დასწრებოდნენ პოლიტიკურ მიტინგს, რომლის ორგანიზატორიც იყო ქართველი მილიარდერი და ოპოზიციის ლიდერი. ბიძინა ივანიშვილი, ქვეყნის უმდიდრესი კაცი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო კამპანიას ატარებს. ეს იყო უდიდესი ანტისამთავრობო დემონსტრაცია წლების განმავლობაში. პრემიერ-მინისტრის მიხეილ სააკაშვილის მეორე და ბოლო საპრეზიდენტო ვადა 2013 წლის იანვარში იწურება. მიუხედავად იმისა, რომ მისი სამომავლო გეგმები ცხადი არ არის, მას არ გამოურიცხავს პრემიერ-მინისტრად გახდომა. ივანიშვილი პოლიტიკაში გასულ ოქტომბერს მოვიდა და განაცხადა, რომ აყალიბებს პოლიტიკურ პარტიას საპარლამენტ არჩევნებში გამარჯვებისა და პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების მიზნით. მან თავისი ქონება ოპოზიციის გაერთიანებისა და საარჩევნო კამპნიის დაფინანსებისათვის გამოიყება. მიმართავდა რა შეკრებილ მასებს, მან განაცხადა: „ოქტომბრისთვის დანიშნული არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის ყოფნა-არყოფნის საკითხს წარმოადგენს”. „ჩვენ უეჭველად გავიმარჯვებთ, თუმცა მხოლოდ სურვილი გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის“. ივანიშვილის მხარდამჭერები პეზიდენტ სააკაშვილს ავტორიტარიზმში დებენ ბრალს და ამბობენ, რომ მან საკმარისი არ გააკეთა სიღარიბისა და უმუშევრობის დასაძლევად. თუმცა ბევრი ქართველი ამომრჩეველი ეჭვით უყურებს ივანიშვილს, რომელმაც ქონება რუსეთში 1990-იან წლებში შეიძინა. BBC-ის კორესპონდენტი თბილისში, დემიან მაკგინესი ამბობს, რომ დემონსტრაცია დღეს თბილისში ისე აღიქმება, როგორც ოპოზიციის საზოგადოებრივი მხარდაჭერის ტესტი. ოპოზიციის განცხადებით, მიტინგზე 300,000 კაცი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილის მმართველ პარტიას უფრო მეტი ექნება საბრძოლველი, ვიდრე ეს ადრე იყო მოსალოდნელი. გასულ წელს ოთხი ადამიანი დაიღუპა, როდესაც პოლიციას შეტაკება მოუვიდა აგრესიულ დემონსტრანტებთან კიდევ ერთი ოპოზიციური გამოსვლის დროს. სანამ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდოდა, 2003 წლის ვარდების რევოლუციამდე, საქართველო თითქმის არშემდგარი ქვეყანა იყო, კიმინალის მაღალი მაჩვენებლით. ჩვენი კორესპონდენტის განმარტებით, არსებობს შიში, რომ ხელისუფლების შეცვლა ქვეყანას იმ წარსულთან მიაბრუნებს. ორიგინალი ორიგინალი
  10. http://www.polity.ge/images/catalog/position/expert/abashidze_z_03.jpgსაერთაშორისო საკითხების ექსპერტისა და პოლიტოლოგის, ზურაბ აბაშიძის შეფასებით, ივანიშვილმა ხელისუფლებას აუსრულა იმის სურვილი, რომ ძლიერი ოპოზიცია ჰყოლოდა. polity.ge
  11. http://www.polity.ge/images/catalog/georgia/politics/persons/ivanishvili_b_18.jpgოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკური ბრძოლა "მმართველი რეჟიმის" შესაცვლელად „ღირსების“ საკითხია და ეს პროცესი შეუქცევად ხასიათს მიიღებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე. polity.ge
  12. <img src = "img/multimedia/a9515.png" > ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთმა აგრესიულმა აქტივისტმა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ინტერნეტ-ტელევიზია itv-ს ჟურნალისტს, ნინი ობგაიძეს (არსებობს ვიდეო-კადრები)... droni.ge
  13. Франция распространила в Совбезе проект заявления, в котором потребовала от правительства Сирии "немедленно прекратить применение тяжелого вооружения в населенных пунктах". России документ не нравится - сначала надо собрать всестороннюю информацию о трагическом инциденте. newsru
  14. ვახუშტი მენაბდის ბლოგი სრული ტექსტი liberali.ge
  15. ავტორი ნინო მიქიაშვილი 13:06 05.05.2012 პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით სავსე იყო. ფრიალებდა „ქართული ოცნების“, ხუთჯვრიანი და სამფეროვანი დროშები. „ქართული ოცნების“ აქტივისტებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით: „სწორი გადაწყვეტილებები შრომით და ცოდნით“, „მოქალაქის თავისუფლება - ქვეყნის თავისუფლება“, „ქვეყანა შენთვის“, „წარსულის გამოცდილებით და მომავლის ხედვით“. http://4.bp.blogspot.com/-mJymFYrNL-E/T8JFpmnFSaI/AAAAAAAAHYA/f8JZbpuaM-w/s200/27%2Bmaisi%2B2012%2Bceli.jpg„ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ჯერ გამოჩენას და შემდეგ სიტყვით გამოსვლას ხალხი ოვაციებითა და ტაშით შეეგება, მაგრამ სკანდირება „ბი-ძი-ნა, ბი-ძი-ნა“ არ ყოფილა. 27 მაისს რუსთაველის გამზირზე, არც ერთი ფორმიანი პოლიციელი არ გამოჩენილა. საერთოდ, ამ დღეს საპატრულო პოლიციის მანქანები ქალაქში არ ჩანდნენ. ორს აკლდა 15 წუთი თავისუფლების მოედანზე, რომ მივედით და ამ დროისთვის იქაურობა ხალხით სავსე იყო. ქალაქის სხვადასხვა კუთხიდან წამოსული კოლონები ჯერ მოსული არ იყო, მაგრამ ხალხი უწყვეტ ნაკადად მოდიოდა, ისე, როგორც 9 აპრილს დაწყებულ სამთვიან აქციებზე - შემართული, საბრძოლო განწყობით, სიახლის მოლოდინში. კინოს სახლთან ადვოკატები ორ საათზე შეიკრიბნენ და აქციაზე ერთად მივიდნენ. რუსთაველის გამზირზე, ოპერამდე იდგა „ტოიოტას“ თეთრი ფერის „პიკაპები“ წარწერით „ქართული ოცნება“, რომლებზეც ხმის გამაძლიერებლები და დიდი ეკრანები იყო დამონტაჟებული. რუსთაველის გამზირზე ჩართული იყო გოგი დოლიძის შესრულებით, პოეტ თინათინ მღვდლიაშვილის პატრიოტულ ლექსებზე, კომპოზიტორ ზურაბ მჟავიას მიერ დაწერილი სიმღერები. დროდადრო მამუკა ჩარკვიანის, ჯანსუღ კახიძის და „ცისფერი ტრიოს“, „ქართული ხმებისა“, თემურ თათარაშვილისა და ნანი ბრეგვაძის შესრულებული სიმღერებიც ისმოდა. 14.06 წუთზე ზვიად ძიძიგურმა გამოაცხადა, რომ ავლაბრიდან მომავალი კოლონა, რომელსაც წინ მოუძღვოდნენ: კახი კალაძე, სოზარ სუბარი, ელისო ჩაფიძე, ირაკლი ალასანია, თინა ხიდაშელი, პაატა ზაქარეიშვილი, გუგული მაღრაძე, კახა შარტავა და დათო მაღრაძე, თავისუფლების მოედნის მიმართულებით დაიძრა. პატარა გოგო-ბიჭები „ქართული ოცნებისა“ და ხუთჯვრიან დროშებს არიგებდნენ. პირველ სკოლასთან ჩოხოსნები იკრიბებოდნენ, რომლებიც იური ვაზაგაშვილის თაოსნობით „დაიცავი სიცოცხლეს“ წარმომადგენლებთან ერთად სამი ნახევარზე გაემართნენ თავისუფლების მოედნისკენ. მათ დიდი პლაკატი ეჭირათ, წარწერით - „ერთობა სამართლიანობისათვის“. შედარებით მცირე ზომის პლაკატზე ეწერა - „თბილისი ბობოქრობს, ჯერი რეგიონებზეა“. „ქართული ოცნების“ მიერ თბილისის საკრებულოს წინ დამონტაჟებულ სცენაზე ზვიად ძიძიგურს ნინელი ჭანკვეტაძე ჩაენაცვლა და 14.35 წუთზე მან გვამცნო, რომ ავლაბრიდან წამოსული კოლონა თავისუფლების მოედანზე მყოფებს შეუერთდა. „ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“, - განაცხადა ჭანკვეტაძემ. რუსთაველის გამზირზე, ისევე, როგორც სხვა აქციების დროს, უკლებლივ ყველა მაღაზია და სახელმწიფო მუზეუმი ღია იყო. ყოფილი პარლამენტარი სანდრო ბრეგაძე თავისუფლების მოედანზე „ჰელსინკის ჯგუფის“ სხვა წევრებთან ერთად, სამფეროვანი დროშებით მოვიდა. 14.45 წუთზე გამოაცხადეს, რომ ვაკისა და დიდუბის კოლონები შეერთდნენ, რომელსაც თავისუფლების მოედნისკენ მოუძღვოდნენ: გოგლა ჟვანია, ეკა ბესელია, გუბაზ სანიკიძე, ირაკლი სესიაშვილი, დათო ბერძენიშვილი. საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისათვის“ სრული შემადგენლობით (დიმიტრი ლორთქიფანიძე, თამაზ დიასამიძე, კარლო კოპალიანი...) თავისუფლების მოედნისკენ მიემართებოდა. აქციის მონაწილეთა შორის დავინახეთ: ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი; კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი; მსახიობები: გია აბესალაშვილი, ბაადურ წულაძე, ლალი ბადურაშვილი, ზაზა პაპუაშვილი; უცნობი, იგივე გია გაჩეჩილაძე; „ჯიპას“ ხელმძღვანელი გოგი მარგველაშვილი; კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა; მედია-კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი; „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე შვილებთან ერთად; კავშირ „ჩვენი ფეხბურთის“ დამფუძნებელი ლევან ყიფიანი; „წინააღმდეგობის მოძრაობიდან“ დავით თარხან-მოურავი, სოსო მანჯავიძე, მამუკა გობეჩია; „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი გია გაჩეჩილაძე; ეკონომიკის ყოფილი მინისტრი (შევარდნაძის მმართველოს დროს) დავით იაკობიძე; მონარქისტული მოძრაობა „სამეფო გვირგვინის“ მეურვე ია ბაგრატიონ-მუხრანელი. აქციაზე 15-მდე სასულიერო პირიც დავთვალეთ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრები აქციაზე დაკვირვებას, იგივე მონიტორინგს ახორციელებდნენ. აქციაზე დიდი პლაკატით მოვიდნენ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრის „ერთობა“ წარმომადგენლები და ბიძინა ივანიშვილის ფეისბუქელი მეგობრები. რესპუბლიკის მოედნის მხრიდან რუსთაველზე ყველაზე დიდი კოლონა 15.30 წუთზე შემოვიდა. კოლონას ბიძინა ივანიშვილი, ცოლ-შვილთან ერთად მოუძღვოდა. უზარმაზარ ლურჯ ფონიან პლაკატზე თეთრად ეწერა “ჩვენ ვიწყებთ“. ხალხის ივანიშვილს ტაშითა და ოვაციებით შეეგება. აქა-იქ უსტვენდნენ. 15.45 წუთზე “თავისუფლება დღეს ჩვენი“ მომღერალმა ნატო მეტონიძემ ცოცხლად შეასრულა. შემდეგ სიტყვით ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა. აქციის მონაწილეებს სთხოვა წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ რუსთაველის გამზირზე - გასული წლის 26 მაისსა და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულების ხსოვნისთვის. შემდეგ ივანიშვილმა თავისი გამოსვლა გააგრძელა და იქ შეკრებილ საზოგადოებას დაპირდა, რომ ხალხის ნდობას აუცილებლად გაამართლებს: „...დღეს ჩვენ ვიწყებთ, რომ ხვალ საქართველოს მოსახლეობის ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ. მე დღეს დავრწმუნდი, რომ ქართველი ხალხის დაშინება ძალიან რთულია. ხალხს სააკაშვილის კი არ ეშინია?! ეს უნდობლობაა, ამიტომ პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, თქვენი ნდობა უნდა მოვიპოვოთ... ჩემი ოცნებაა თითოეული ადამიანი იყოს წელგამართული, დაცული იყოს მათი უფლებები, ქვეყანაში დაცული იყოს სიტყვის თავისუფლება, მედიის დამოუკიდებლობა, ბიზნესის ხელშეუხებლობა, სასამართლოს თავისუფლება...“. რუსთაველის გამირზე „ქართული ოცნების“ თეთრ მაისურებში გამოწყობილი გოგონები, ლურჯი ფერის ნაჭრის ჩანთებით, ოცნებებს აგროვებდნენ - დადიოდნენ და აქციის მონაწილეებს ეკითხებოდნენ - „ოცნებები გაქვთ?“ ისინი, ვისაც ფურცელზე ამავე პოლიტიკური ორგანიზაციის ბუკლეტის სპეციალურ ფურცელზე ჰქონდა ჩამოწერილი თავისი ოცნებები, გოგონები ართმევდნენ და ლურჯ ჩანთებში აგდებდნენ. აქციაზე სიტყვით გამოსვლები ხუთის 15 წუთზე დასრულდა და შემდეგ ისევ პატრიოტული სიმღერები ჩართეს. ხალხი რეპუბლიკის მოედნისა და კოლმეურნეობის მოედნის მიმართულებით დაიშალა. ისინი სკანდირებდნენ „სა-ქართ-ვე-ლო, სა-ქართ-ვე-ლო“. http://4.bp.blogspot.com/-SNMIVL3T-8A/T8JDZ9kQZTI/AAAAAAAAHXc/lhARCQEQtqk/s400/27%2Bmaisi.jpg | 27 მაისი, 2012 წელი. | http://2.bp.blogspot.com/-1syF79ngUsU/T8JDZakAtQI/AAAAAAAAHXQ/rg3lAWGkT2w/s400/27%2Bmaisi%2B2012.jpg http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
  16. Журналистам удалось пообщаться с задержавшим Петра Иванчикова полицейским - подполковником Сергеем Павловым. Тот объяснил, что яблочники общаются не по заявленной теме, и это не нравится жителям Москвы. newsru
  17. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/afp_logo.jpg თორნიკე თუთბერიძე ქუთაისი, საქართველო – საქართველოს ქარიზმატული ლიდერი შაბათს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა, პარლამენტი დედაქალაქიდან ძველ, პროვინციულ ქალაქში გადაიტანა და თავის მტერს, რუსეთს სამხედრო პარადი დაუპირისპირა. „პარლამენტის ეს ახალი შენობა ახალი საქართველოს სიმბოლოა,“ განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის ახალი, ულტრათანამედროვე შენობის ოფიციალურ გახსნაზე, ექს-საბჭოთა ქვეყნის მეორე ქალაქში, ქუთაისში. ათასობით სამხედრომ ჩაირა პარლამენტის წინ. ეს იყო დრმონსტრაცია საჩვენებელი ტანკების, საბრძოლო თვითმფრინავების და საქართველოში პირველად დამზადებული სამხედრო აღჭურვილობის, მათ შორის: უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატების, სატყორცნი დანადგარების და საბრძოლო ტრანსპორტის. პრო-დასავლურმა საქართველომ გამანადგურებული მარცხი განიცადა თავის გიგანტურ მეზობელთან რუსეთთან 2008 წლის ომში და სააკაშვილმა თავის სიტყვაში განაცხადა, რომ მოსკოვს ჯერ კიდევ სურს „თავისი სანუკვარი ოცნების განხორციელება – საქართველოს მთავრობის დამხობა“. „მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი დადგება საქართველოს დამოუკიდებლობის სადარაჯოზე,“ განაცხადა მან. პირველი სხდომა ქუთაისში მხოლოდ სიმბოლური იყო, რადგან სამშენებლო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა და საკანონმდებლო ორგანო სხდომებს თბილისში განაგრძობს. „ახალი საქართველოს მშენებლობა ჯერ კიდევ შორსაა დასრულებამდე,“ აღიარა სააკაშვილმა, ამბიციური $83 მილიონიანი მშენებლობის ინიციატორმა. ეს ნაგებობა, საქართველოს სამრეწველო ქალაქის (ქალაქის მოსახლეობა 186,000-ია) ნიადაგიდან წამოჭიმულ მინის ბუშტს ჰგავს. „საქართველო, დემოკრატიის კონტექსტში, რა თქმა უნდა, დაუსრულებელი პროექტია,“ დასძინა მან. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა განცხადებაში, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს მიუძღვნა, აღნიშნა, რომ ვაშინგტონი, საქართველოს მთავარი მოკავშირე განაგრძობს თავისი პატარა კავკასიელი მოკავშირის მხარდაჭერას. „შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკური კავშირების გაღრმავებას და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას, და ჩვენ კვლავინდებურად ურყევად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას,“ განაცხადა კლინტონმა. რუსეთმა აღიარა საქართველოს ორი ტერიტორიის დამოუკიდებლობა და აქ პერმანენტულად ჰყავს დაყენებული ჯარი. ოპონენტები პარლამენტის გადატანას გაღატაკებულ ქვეყანაში ფულის უაზრო ხარჯვად მიიჩნევენ. „სააკაშვილი ყველა წესსა და კანონს თავისი პირადი სურვილების მიხედვით ცვლის,“ უთხრა AFP-ს მაია ფანჯიკიძემ, მილიარდერი მაგნატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიციის „ქართული ოცნების“ სპიკერმა. თუმცა სააკაშვილის მხარდამჭერების თქმით, პარლამენტის გადატანა ხელს შეუწყობს პოლიტიკის განვითარებას და ქუთაისის აღორძინებას, რადგან ქუთაისი დაკნინდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. „ჩვენი ქალაქი დავიწყებული იყო და ახალ სიცოცხლეს იძენს. ამაზე ბედნიერები უბრალოდ, ვერ ვიქნებოდით,“ უთხრა AFP-ს დისახლისმა ნანუკა მაისურაძემ შაბათის დემონსტრაციაზე. „ქუთაისი საქართველოს მეორე დედაქალაქი ხდება,“ განაცხადა მასწავლებელმა სერგი გაბუნიამ. წამოწყებამ თავიდანვე წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება გამოიწვია, რადგან 2009 წელს, როდესაც მუშებმა ააფეთქეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტი ახალი პარლამენტისთვის ადგილის გასაწმენდად, ნამსხვრევებმა ქალის და მისი პატარა ქალიშვილის სიცოცხლე შეიწირა. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თვითონ ხელმძღვანელობდა ამ მონუმენტის შემცვლელის დადგმას მოსკოვში და განაცხადა, რომ ორიგინალის დეკონსტრუქცია წარმოადგენდა “სახელმწიფო ვანდალიზმის სამარცხვინო აქტს”. საქართველოს დამოუკიდებლობის დღით აღინიშნება საქართველოს გათავისუფლება რუსეთის იმპერიისგან 1918 წელს. კომუნისტურმა წითელმა არმიამ 1921 წელს დაიბრუნა კონტროლი ქვეყანაზე და მოსკოვის მმართველობისგან ხელახალი გათავისუფლება მხოლოდ 1991 წელს მოხერხდა. 2011 წელს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა შეილახა, როდესაც პოლიციის სპეცრაზმებმა ძალა გამოიყენეს იმ ოპოზციური დემონსტრაციის წინააღმდეგ, რომელსაც მიზნად ჰქონდა სამხედრო პარადის აღკვეთა და ამ ადგილიდან მიმავალმა მანქანებმა ორი ადამიანი მოკლეს. ორიგინალი ორიგინალი
  18. http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/127.jpg რეტრო-ფოტოსურათების კრებული სსრკ-ს საავტომობილო რბოლების ისტორიიდან http://s019.radikal.ru/i602/1205/ae/b10a5293b658.jpg http://s019.radikal.ru/i636/1205/4b/ae95c980a92d.jpg http://i082.radikal.ru/1205/ed/0b604377e5ea.jpg http://s019.radikal.ru/i606/1205/e7/35d72cebe50b.jpg http://s018.radikal.ru/i512/1205/4d/ca375c6161de.jpg http://s019.radikal.ru/i644/1205/23/3066b902cfba.jpg http://s005.radikal.ru/i210/1205/87/903465548fe4.jpg http://s019.radikal.ru/i613/1205/6e/ff8120663a3e.jpg http://s45.radikal.ru/i107/1205/d9/5ed685b29acb.jpg http://s019.radikal.ru/i623/1205/e2/5f1251f2897e.jpg http://s019.radikal.ru/i623/1205/d1/292f9ae80bed.jpg http://s019.radikal.ru/i610/1205/81/009a45144930.jpg http://s019.radikal.ru/i616/1205/e8/511829944fe4.jpg http://s019.radikal.ru/i619/1205/f0/31ceaf0a6a75.jpg http://s60.radikal.ru/i170/1205/fb/abd10e3ec375.jpg http://s019.radikal.ru/i608/1205/d4/505dcda7e9f1.jpg http://s019.radikal.ru/i608/1205/07/fb504f6fb8c4.jpg http://s04.radikal.ru/i177/1205/f7/2fa83f0b91a1.jpg http://s019.radikal.ru/i611/1205/7e/74b38323ace3.jpg http://s019.radikal.ru/i600/1205/23/80e395895858.jpg http://s013.radikal.ru/i325/1205/35/ab14fbfbca46.jpg http://s019.radikal.ru/i600/1205/fb/e8f35884fbd8.jpg http://s43.radikal.ru/i102/1205/7d/6147aa5f4564.jpg http://s019.radikal.ru/i638/1205/74/2af0acc95eb3.jpg http://s018.radikal.ru/i512/1205/26/0c58c03e1919.jpg http://s019.radikal.ru/i608/1205/53/f35064e6c6cb.jpg http://s019.radikal.ru/i630/1205/f7/a08312db527c.jpg http://s019.radikal.ru/i643/1205/11/5256f961d5ad.jpg http://s019.radikal.ru/i635/1205/1e/3e64bade0ba2.jpg http://s019.radikal.ru/i616/1205/29/74511a0b4d89.jpg http://s019.radikal.ru/i640/1205/84/e9e0463b5c98.jpg http://s019.radikal.ru/i631/1205/76/3069fd177d46.jpg http://s019.radikal.ru/i643/1205/d9/3e1fb06d02fc.jpg http://i022.radikal.ru/1205/81/9ec3f3c3aec8.jpg http://s019.radikal.ru/i609/1205/6c/e880033053cc.jpg http://s005.radikal.ru/i209/1205/15/d6e2601dcbfa.jpg http://s017.radikal.ru/i434/1205/de/035d87b265f0.jpg http://s019.radikal.ru/i637/1205/64/7c4398ebd930.jpg http://s019.radikal.ru/i612/1205/3f/f82d8b9691d2.jpg http://s47.radikal.ru/i117/1205/7e/9ffb0773a062.jpg http://s61.radikal.ru/i171/1205/7f/3fbad4126c93.jpg http://s005.radikal.ru/i212/1205/a4/403880571b5f.jpg http://s019.radikal.ru/i630/1205/76/4337f48ddfb5.jpg http://s004.radikal.ru/i206/1205/c4/46b4b6da798c.jpg http://s013.radikal.ru/i323/1205/6f/831bd0942838.jpg http://s019.radikal.ru/i614/1205/9d/e36776cc8838.jpg http://s019.radikal.ru/i622/1205/5e/9136eb51e1f6.jpg http://i009.radikal.ru/1205/8e/11fd89b6707d.jpg http://s59.radikal.ru/i164/1205/fc/2272f89447d8.jpg http://s019.radikal.ru/i603/1205/bc/f1e52ebe251d.jpg http://s019.radikal.ru/i622/1205/ea/8e53a24f81d0.jpg http://s019.radikal.ru/i636/1205/c5/caeb7c2853cb.jpg http://s019.radikal.ru/i633/1205/be/36cdd8353988.jpg http://s019.radikal.ru/i639/1205/26/f10110714868.jpg http://s019.radikal.ru/i622/1205/59/db1d8233d78f.jpg http://s019.radikal.ru/i622/1205/a5/ee706204f022.jpg http://s005.radikal.ru/i211/1205/6e/5b4f0fbcda04.jpg http://s017.radikal.ru/i424/1205/f5/e4e0e03eccd1.jpg http://s017.radikal.ru/i424/1205/9b/77ab142ae71a.jpg http://i057.radikal.ru/1205/5b/555f9d16c23c.jpg http://i057.radikal.ru/1205/4f/c1bb42a27fdc.jpg http://s019.radikal.ru/i631/1205/76/9cc8859af376.jpg http://s019.radikal.ru/i627/1205/f4/07bbdb740165.jpg http://s019.radikal.ru/i608/1205/f1/08333c8eca11.jpg http://i057.radikal.ru/1205/bc/9545ec63c150.jpg http://s016.radikal.ru/i335/1205/7b/6d0c19dec160.jpg http://s019.radikal.ru/i610/1205/26/0051eedddee5.jpg http://s019.radikal.ru/i600/1205/bd/05d0261aa1ac.jpg http://s019.radikal.ru/i636/1205/ed/20fe2ccb0201.jpg http://s018.radikal.ru/i516/1205/15/724dd1630dd8.jpg http://s017.radikal.ru/i424/1205/18/586991e9766f.jpg http://s019.radikal.ru/i632/1205/e4/88cd7e442382.jpg http://s019.radikal.ru/i631/1205/8f/df0c4005fd1f.jpg View the full article
  19. В "стоп-листе" упоминаются вице-премьер Владислав Сурков, основатель "Наших" Василий Якеменко, глава ЦИКа Владимир Чуров и генпрокурор Юрий Чайка. Путина там нет. Глава МИД Великобритании как раз едет в Москву - правда по другому вопросу. newsru
  20. http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/yahooeu_ru_153.jpg ცხოველების ულამაზესი ფოტოები http://s019.radikal.ru/i616/1205/3b/ab55611bce96.jpg http://s009.radikal.ru/i307/1205/d7/ab4466baff89.jpg http://s019.radikal.ru/i612/1205/5a/b1edf04c6a6b.jpg http://s019.radikal.ru/i616/1205/bc/420f19ba66eb.jpg http://i070.radikal.ru/1205/c3/14adfe47e54b.jpg http://s019.radikal.ru/i603/1205/80/3928a07718a4.jpg http://i015.radikal.ru/1205/1f/67b31ecea196.jpg http://s019.radikal.ru/i600/1205/0d/368a7efcd36b.jpg http://s018.radikal.ru/i510/1205/9c/d20267023f04.jpg http://s019.radikal.ru/i642/1205/84/b9d15de8695d.jpg http://i017.radikal.ru/1205/d1/148eb176f7a5.jpg http://s019.radikal.ru/i644/1205/6c/2b63e8951e28.jpg http://i017.radikal.ru/1205/7d/e3afa96323f0.jpg http://s019.radikal.ru/i613/1205/82/da1dcada99c4.jpg http://s57.radikal.ru/i155/1205/95/627bd090adcc.jpg http://s019.radikal.ru/i636/1205/e7/ca17937c6c4a.jpg http://s019.radikal.ru/i626/1205/dd/dbdfbb846602.jpg http://s019.radikal.ru/i636/1205/8f/2e2c07bd7f84.jpg http://s015.radikal.ru/i331/1205/4c/5c34ec75db71.jpg http://s018.radikal.ru/i523/1205/b5/ddf13b1a61e1.jpg http://i073.radikal.ru/1205/9b/e2d2a33d225c.jpg http://s019.radikal.ru/i629/1205/6b/f4ca5aa0195f.jpg http://s019.radikal.ru/i611/1205/f3/996bd1888eb6.jpg http://s019.radikal.ru/i627/1205/ee/540626b5f8eb.jpg http://s019.radikal.ru/i608/1205/8f/5e3ed99f32b1.jpg http://i054.radikal.ru/1205/3e/c8c60748fe12.jpg http://s019.radikal.ru/i608/1205/76/4f5c2291c389.jpg http://s019.radikal.ru/i619/1205/6a/763365ee5b9f.jpg http://s019.radikal.ru/i623/1205/53/26c5422e3076.jpg http://i074.radikal.ru/1205/a1/d2c6bb5d6f76.jpg http://s019.radikal.ru/i624/1205/6c/5a91508fb41b.jpg View the full article
  21. http://zvigena.files.wordpress.com/2012/05/georgia-turkey-1-31.jpg?w=700 ნაკრებმა წელს მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და გვარიანად გადახალისებულ თურქეთთან 1–3 წააგო. პირველ ტაიმში ორი ბურთი გავუშვით, ორივე მცველების ცუდი თამაშის შედეგად. დაცვის ცენტრი და ფლანგზე მოთამაშე ლობჟანიძე აშკარად არ იდგა მოწოდების სიმაღლეზე. წინ კი ვერაფერი შევქმენით. კვლავ ეფექტის გარეშე ირჯებოდა ჩვენი ცენტრფორვარდი დვალიშვილი. ჩვენი ნაკრების შემხედვარე იყო შიში დიდი ანგარიშითაც წაგვეგო. მაგრამ საბედნიეროდ მეორე ტაიმში ცვლილებებმა შედეგი გამოიღო და გუნდმა გაცილებით კარგი თამაში აჩვენა. ლობჟანიძის თამაში აშკარად არ პასუხობს ნაკრების დონეს – მეორე ტაიმში მის ნაცვლად კაშია დადგა დაცვის მარჯვენა ფლანგზე, ხოლო საყრდენი პოზიციიდან დაცვის ცენტრში გადაინაცვლა ხიზანიშვილმა (სადაც ჩემი აზრით ბევრად პროდუქტიულია ეს კაცი), საყრდენად კი დაუშვილი გამოვიდა. ეფექტის გარეშე მებრძოლი დვალიშვილი მჭედლიძემ ჩაანაცვლა, ვინც გაამწვავა კიდეც შეტევაში თამაში. შედეგი მალევე ვნახეთ, როცა გელაშვილის პასი კანკავამ გონივრულად გაატარა და თარგამაძე ფაქტიურად მეკარეს შეატოვა, მანაც დაბალ კუთხეში გაიტანა და ანგარიში 1–2 გახადა. იქვე ანგარიშის გაქვითვის ძაან რეალური შანსი მოგვეცა – სტანდარტულიდან ამისულაშვილის დარტყმა მეკარემ ცუდად მოიგერია, დამატებაზე კი მჭედლიძემ ითამაშა, მაგრამ ძლიერი დარტყმული მეტოქის კიპერს სახეში მოხვდა და ბურთი კუთხურზე გადავარდა. შემდეგ ბურთზე კონტროლი ისევ თურქებმა იგდეს ხელთ და მსაჯის ცოტა არ იყოს საეჭვოდ დანიშნული პენალტის წყალობით სხვაობა ისევ ორ ბურთამდე გაზარდეს. შეხვედრის ბოლო საინტერესო მომენტი კი შეცვლაზე შემოსულმა ოქრიაშვილმა შექმნა, როცა საჯარიმოს გარედან ჰაერში აწეულ ბურთს ლაზათიანად ამოცხო და ლამაზი ტრაექტორიით კარისკენ გაგზავნა – თითქოს ბურთი ცხრიანში უნდა შეფრენილიყო და ულამაზეს გოლს წინ აღარაფერი ეღობებოდა, მაგრამ ასევე შეცვლაზე შემოსულ მეკარემ (მჭედლიძის დარტყმულის სახით მოგერიება, ძირითად კიპერს ნოკაუტად დაუჯდა) ლამაზი ნახტომით დიდებული სეივი გააკეთა. მეორე ტაიმით თუ ვიმსჯელებთ, გუნდი ნორმალურ ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ ასეთი თამაში მთელი 90 წუთის მანძილზეა საჭირო და არა ეპიზოდურად, თუ რამის მიღწევა გვსურს. აშკარად გამოჩნდა, რომ დღეს მჭედლიძე ჩვენი #1 ფორვარდია, იმედია მისი ტრამვიანობა წარსულს ჩაბარდა. პრობლემურია დაცვის მარჯვენა ფლანგი, ლობჟანიძე აშკარად არაა სათანადო კადრი. და კიდევ კითხვა – ნაკრები უკვე იაშვილი–კობიაშვილის გარეშე უნდა წარმოვიდგინოთ, თუ ჯერ კიდევ გააკეთებს ქეცბაია მათზე აქცენტს. უთამაშებლობის გამო ნაწყენი დარჩა ყენია, მისი ინტერვიუდან ისე ჩანდა, შეიძლება პრობლემა გახდეს მისი შემორიგება. ასევე საკმაო რიცხვია ფეხბურთელების, ვინც ქეცბაიამ უკვე მოიმდურა. ეს ყველაფერი კი საკმაოდ დიდ პრობლემად დაგროვდა და გამოსავლის პოვნაა საჭირო. წინ კი მხოლოდ ლუქსემბურგთან დარჩენილი ერთი ამხანაგური მატჩია და მერე მძვინვარე მეტოქეებთან ჭიდილი ესპანეთ–საფრანგეთის სახით. არის კი დრო და რესურსი იმისთვის, რომ ნაკრები ღირსეულად დაუხვდეს ასეთ მეტოქეებს?! დღეს როგორც მოჩანს, ამის იმედი ნაკლებად უნდა გვქონდეს ქომაგს. http://feeds.wordpress.com/1.0/comments/zvigena.wordpress.com/504/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/zvigena.wordpress.com/504/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/zvigena.wordpress.com/504/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/zvigena.wordpress.com/504/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/zvigena.wordpress.com/504/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/zvigena.wordpress.com/504/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/zvigena.wordpress.com/504/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=zvigena.wordpress.com&blog=6944496&post=504&subd=zvigena&ref=&feed=1 სრულად ზვიგენას ბლოგი
  22. 13:06 26.05.2012 კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან. http://4.bp.blogspot.com/-Z1lte-1XJw4/T8C9Z2AmtuI/AAAAAAAAHWM/2IDG2hgooOQ/s200/alasania%2Bquchashi.jpgდღესვე, ალასანია, ზუგდიდის ლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, 2011 წლის 26 მაისის მოვლენებისას დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ტაძარში შეკრებილები იმ ადამიანების სულებზე ილოცებენ, რომლებიც ერთი წლის წინ, 26 მაისს, უსამართლობას და ძალადობას შეეწირნენ. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
×
×
  • შექმენი...