planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ვახუშტი მენაბდის ბლოგი სრული ტექსტი liberali.ge
-
გიორგი კიკონიშვილის ბლოგი სრული ტექსტი liberali.ge
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_post.jpg დენ ეგენი ოპოზიციური კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა საქართველოში, სადაც მთავრობამ მას მოქალაქეობა ჩამოართვა და პოლიტიკურ ხარჯებთან დაკავშირებით მისი მხარდამჭერების დაკითხვა დაიწყო. შესაბამისად, ივანიშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა ბრძოლა ვაშინგტონში გადაიტანეს. როგორც აშშ-ში გამოქვეყნებული მონაცემები ცხადყოფს, ბოლო თვეებში ივანიშვილმა ლობირების კამპანიისთვის, რომელსაც ის ამ შემოდგომაზე, საქართველოში დაგეგმილი გადამწყვეტი საპრალამნეტო არჩევნების წინ აწარმოებს, ერთ მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა. ქართული ოპოზიციის ლობისტური ძალისხმევა ვაშინგტონში მიმართულია იმისკენ, რომ გაზარდოს ეჭვები იმ დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირობებში, რომელსაც შეერთებულ შტატებთან კარგი ურთიერთობა აქვს. ლობირება, უცხოური ოპოზიციური მოძრაობისთვის უჩვეულოდ აგრესიულია, და საეჭვოა, ის შესაძლებელი გამხდარიყო ივანიშვილის – ინვესტორისა და ქველმოქმედის გარეშე, რომლიც ქონებასაც Forbes 6,4 მილიარდ დოლარად აფასებს. ეს იმ ქვეყნის წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით ნახევარია, რომლის ლიდერობისკენაც ის მიისწრაფვის. საქართველოს მთავრობა აშშ-ში, საკუთარ ლობისტურ კამპანიას აწარმოებს, წარმოაჩენს რა ივანიშვილს რუსეთის მარიონეტად, რომელიც ცდილობს უცხოეთში დაგროვილი ქონებით თბილისზე კონტროლის მოპოვებას. სააკაშვილმა მჭიდრო კავშირები დაამყარა ვაშინგტონთან, როდესაც 2003 წელს „ვარდების რევოლუციით“ ხელისუფლებაში მოვიდა და დამატებით განიმტკიცა ის მას შემდეგ, რაც 2008 წელს რუსეთთან სამხრეთ ოსეთის გამო შეტაკება მოუვიდა. „ეს არის ბრძოლა ვაშინგტონის მხრიდან ლეგიტიმაციისთვის“, – მიაჩნია კარნეგის ფონდის პროგრამის „რუსეთი და ევრაზია“ უფროს მეცნიერ თანამშრომელს, თომას დე ვაალს. „გამოდის, რომ ორი საარჩევნო კამპანია წარმოებს – ერთი საქართველოში ქართველებისთვის და მეორე აშშ-ში ვაშინგტონის ლიდერებისთვის“. ერთ დროს კარჩაკელმა ფიგურამ, ივანიშვილმა, რომელმაც საკუთარი ქონების დიდი ნაწილი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განხორციელებული ინვესტიციების წყალობით დააგროვა, შარშან საკუთარი კოალიციური მოძრაობა „ქართული ოცნება“ იმ იმედით დააფუძნა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამაჯვებს. ანგარიშების თანახმად, მან და მისმა წამყვანმა მოკავშირეებმა პარტიიდან „თავისუფალი დემოკრატები“, რამდენიმე ამერიკული ლობისტური კომპანია დაიქირავეს, რომლებიც დღეს ვაშინგტონში მათ ინტერესებს წარმოადგენენ. მათ შორის, ყველაზე მსხვილი კომპანიები არიან Patton Boggs, რომელიც იუწყება, რომ 2012 წლის პირველ კვარტალში, მოქმედებდა რა ივანიშვილის ინტერესებში, 510 000 დოლარი დახარჯა; ფირმამ National Strategies იმავე პერიოდში დახარჯა 160 000 დოლარი; BGR Group-ის და მისი შვილობილი კომპანიების ცნობით, ივანიშვილთან და „თავისუფალ დემოკრატებთან“ გაფორმებული კონტრაქტების ღირებულებამ იანვრიდან მარტამდე 180 000 დოლარი შეადგინა. ეს ციფრები მოყვანილია კონგრესის და იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. მეორე მხრივ, კომპანიების Podesta Group-ის და Orion Strategies ანგარიშების და ოფიციალური პირების თანახმად, ამ წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთავრობის პიარზე და მათი ინტერესების ლობირებაზე 375 000 დოლარი დაიხარჯა. ივანიშვილის ამერიკული გუნდი გაზეთებში მასალებს შესყიდულ მთლიან გვერდებზე აქვეყნებს, ლობირებას ეწევა ობამას ადმინისტრაციაში და მუდმივად მართავს შეხვედრებს კონგრესის წარმომადგენლებთან, ცდილობს რა ყურადღება მიაპყროს მის საქმეს. გასულ თვეში, წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატი კონგრესმენის ჯიმ მაკდერმოტის მიერ წარდგენილი რეზოლუცია გულისხმობს საქართველოსთვის ამერიკული დახმარების შეჩერებას იმ შემთხვევაში, თუკი ოქტომბრის არჩევნები არ იქნება „თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული“. ოფიციალურმა თბილისმა ივანიშვილს მოქალაქეობა შარშან ჩამოართვა, რადგან ის საფრანგეთის მოქალაქეც არის და ორმაგი მოქალაქეობის უფლება მას პრეზიდენტმა უნდა მიანიჭოს. მთავრობამ ასევე დასაკითხად გამოიძახა 100-ზე მეტი ოპოზიციური ლიდერი იმ გამოძიების ფარგლებში, რომელიც Amnesty International-ის შეფასებით „პოლიტიკურად მოტივირებულია და მიმართულია ოპოზიციის აქტიური და პოტენციური მხარდამჭერების დაშინებისკენ“. „ამერიკამ საქართველო უმცროს პარტნიორად აირჩია“, – განაცხადა ივანიშვილმა, ხსნიდა და ახლახანს Der Spiegel -სთვის მიცემულ ინტერვიუში თავის ლობისტურ ინიციატივებს. „შეერთებული შტატები დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი ქმნის დემოკრატიულ საქართველოს, მაგრამ ეს მხოლოდ ფასადია. მე მინდა ამერიკელებს მისი ნამდვილი სახე დავნახო“. ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის კავკასიის ექსპერტს კორი უელტს მიჩნია, რომ ივანიშვილი ცდილობს „საქართველოზე ჩვენთან არსებული ნარატივის შეცვლას“, რომელიც ვაშინგტონში მთლიანობაში პოზიტიური რეპუტაციით სარგებლობს. მაკდერმოტის ერთ-ერთი თანაშემწე ამტკიცებს, რომ კონრესში წარდგენილი რეზოლუცია ნაწილობრივ 2008 და 2010 წელს კონგრესმენის საქართველოში ვიზიტის შედეგია. თავად მაკდერმოტმა საკუთარი წინადადების წარდგენისას აღნიშნა, რომ საქართველოში „ახშობენ პოლიტიკურ თავისუფლებასა და სამართლიან კონკურენციას პოლიტიკურ პარტიებს შორის“. სააკაშვილი და მისი მომხრეები ივანიშვილს რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მაგნატს უწოდებენ, რომელსაც საქართველოს მოქალაქეებში ფართო მხარდაჭერა არ აქვს. აშშ-ში საქართველოს ელჩმა თემურ იაკობაშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ის არც ივანიშვილს და არც „თავისუფალ დემორკატებს“ არ მიიჩნევს „დაბრკოლებად“ პოლიტიკისთვის, რომელსაც მისი ქვეყანა აწარმოებს ვაშინგტონში. „ეს თავისუფალი ქვეყანაა – ყველას შეუძლია დაიქირავოს ის, ვინც უნდა“, – განაცხადა იაკობაშვილმა, ივანიშვილის ლობისტურ კამპანიაზე საუბრისას. „მაგრამ როგორც მე ვხედავ, ისინი არაფერს აკეთებენ, გარდა მოქმედი მთავრობის დემონიზაციისა. ჩვენ გვაქვს კონსტრუქციული პროგრამა – საქართველოს ინტერესების დაცვა, მათ კი, როგორც ჩანს – მხოლოდ ნეგატიური“. ორიგინალი ორიგინალი
-
17:06 17.05.2012 ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. http://4.bp.blogspot.com/-9MvuixI6y-k/T7T-DuGLWMI/AAAAAAAAHLY/3y8KaUwjN8s/s200/156213_414833535205579_100000368089084_1368047_79380915_n.jpgაქციის მონაწილეები მსვლელობას ფილარმონიიდან კოლმეურნეობის მოედნის მიმართულებით აწყობდნენ. თუმცა "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა" და "წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის კავშირის" წარმომადგენლებმა მეტრო "რუსთაველთან" აქციის მონაწილეებს გზა გადაუღობეს და მსვლელობის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. აქციას აპროტესტებდნენ გამვლელი მოქალაქეებიც. მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებს ლოზუნგები დაუხიეს. სიტუაციის გამწვავების შემდეგ ადგილზე საპატრულო პოლიციის ათობით თანამშრომელი მივიდა, რომლებიც დაპირისპირებულებს შორის ჩადგნენ. თუმცა გზის სავალ ნაწილზე ერთ-ერთ გამვლელსა და აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორ ლევან ბერიანიძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ ბერიანიძე სამართალდამცველებმა მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს. შემდეგ, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გვანცა ბერყულაშვილმა, საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადა. ის აცხადებდა, რომ სანამ ლევან ბერიანიძეს არ დააბრუნებდნენ, ტერიტორიას არ დატოვებდა. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა სცადეს მისი გზიდან გადმოყვანა. თუმცა გვანცა ბერყულაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია და ისიც, აქციის კიდევ ერთ მონაწილე მაგდა კალანდაძესთან ერთად, პოლიციელებმა მანქანაში ჩასვეს. თუმცა მოგვიანებით ბერიანიძეც, ბერყულაშვილიც და კალანდაძეც გაათავისუფლეს. ამის შემდეგ სიტუაცია განიმუხტა. ამ დროისთვის აქცია დასრულებულია. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
В муниципальном совете Пресненского района преобладает оппозиция, но некоторые депутаты из-за "внезапных" препятствий попасть на заседание не смогли. Оно было крайне напряженным. Председатель Елена Денисова грозит прокуратурой оппозиционным депутатам, если те узаконят "гуляния". В четверг решение так и не приняли. newsru
-
Возможно, экипаж пытался показать самолет во всей красе и пошел на опасный маневр. "Это была политическая задача", - пишет Time. Эксперты между тем спорят с версий об отключении сигнализации, которая предупредила бы о грозящем столкновении. А блоггер поведал, как сломался другой SSJ-100 и опубликовал ФОТО. newsru
-
"Контрольная прогулка" покажется легкой разминкой", - предупреждает писатель. "Надеемся, что хватит ума не вносить законопроект в повестку", - заявляют в КПРФ и, как ЛДПР со "Справедливой Россией", собираются покинуть зал заседаний в знак протеста. Единороссы призывают коллег не зарываться в землю. newsru
-
Спасатели тем временем сообщили об опознании еще одного погибшего - это журналист местного телеканала. А эксперты раздумывают над новыми версиями крушения. На очередную навело недавнее происшествие с самолетом президента Франции, в который попала молния. Вывод специалиста: "Надо возрождать советский авиапром". newsru
-
http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/1-71.jpg ძეგლები რომლების ეძღვნება მშრომელთა პროფესიებს სანტექნიკების ძელები სანტექნიკი სიმიონიჩი ომსკი რუსეთი http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/1-1.jpg ბრატისლავა http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/1-3.jpg მეოცნებე სანტექნიკი ძერკასი რუსეთი http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/1-4.jpg სთოთგოლმელი სანტექნიკი http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/1-5.jpg მოსკოვი http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/1-6.jpg სანტექნიკი პერმი. რუსეთი http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/1-7.jpg ძია იაშა და შეგირდი .სანტექნიკი კრასნოდარიდან http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/1-8.jpg მეეზოვეების ძეგლები სალვატი. რუსეთი http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/2-1.jpg ეკატერინბურგი.რუსეთი http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/2-2.jpg სოფელი უვატ შვეიცარია http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/2-3.jpg სან-ხისე.კოსტა-რიკა http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/2-4.jpg მშენებლების ძეგლები კიევი.მეტრო მინსსკაია http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/3-1.jpg ნიუორკის მშენებლები http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/3-2.jpg მეთევზეების ძეგლი პეტროზავოდსკი.რუსეთი http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/43.jpg ბერდიანსკი რუსეთი http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/ribaki1.jpg ტრიომსე. ნორვეგია http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/Denkmal-in-Troms.jpg ბერლინი.გერმანია http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/464px-Bundesarchiv_Bild_183-M0410-0003_Berlin_Denkmal_Fischer-Idyll.jpg გონკონგი http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/0_1d86f_bf8e8e60_XL.jpeg ხერსონა http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/0_1ee0f_3650da4d_XL.jpeg მტვირთავების ძეგლები ჰაიდერბერგი გერმანია http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/5-1.jpg სინგაპური http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/5-2.jpg ფოსტალიონების ძეგლები ნიჟნი-ნოვგოროდი.რუსეთი http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/6-1.jpg ელაბუგა.რუსეთი http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/6-2.jpg ბუენოს-აირესი http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/0_16c3a_7e8c71dd_L.jpeg მეწაღეების ძეგლები ბავარიელი მეწაღე http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/7.jpg ვიტევსკი. http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/201qtl5.jpg უბნის ინსპექტორის ძეგლი ბრიუსელი.ბელგია http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/0_3d55c_46d3c77f_XL.jpg პეტერბურგი http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/91.jpg ომსკი.რუსეთი http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/0_5b859_52148d67_XL.jpeg გაიშნიკების ძეგლები ბელგოროდი.რუსეთი http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/10.jpg პოლტავას ოლქი http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/10-1.jpg მეძავეების ძეგლები.ესც ხო მშრომელია ამსტერდამი .წითელი ფანრების ქუჩა http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/1110.jpg პრაღა http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/1146918548-2.jpg ვენა.ავსტრია http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/4773948492_0622dc3821.jpg View the full article
-
http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/alcohol_21.jpg სხვადასხვა სახის ალკოგოლური უძვირფასესი სასმელების ჩამონათვალი და ფასების ტოპ ათეული 1.ლუდი Vielle Bon Secours 1 ბოთლი 800 $ ღირს მისი შეძენა შეიძლება ლონდონის ბარ Bierdrome http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/alcohol_10_1.jpg 2. ღვინო ჰერისი 1775წლის მასნდრას კოლეციიდან. ეს ღვინო Sotheby -ის აუქციონზე 43500$ დაიყიდა http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/alcohol_9.jpg 3.იამაიკის რომი 1940 წლის 1 ბოთლი 26 000 £ http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/alcohol_8.jpg 4.ბორდოს ღვინო Chateau Lafite 1787წლის 1 ბოთლი 90 000 $ http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/alcohol_7_3.jpg 5.ტეკილა Spluch 255 000 $ http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/alcohol_6.jpg 6.ფრანგული Heidsieck-ის შამპანრი 275,000$ http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/alcohol_5_1.jpg 7.არაყი Diva 1 060 000 $ http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/alcohol_4.jpg 8.კონიაკი Henri IV Dudognon Heritage 1 ბოთლი 2 000 000 $ http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/alcohol_3.jpg 9.ვისკი Isabella’s Islay 1 ბოთლი 6.2 მილიონი $ http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/alcohol_2.jpg 10.ლიქიორი D’Amalfi Limoncello Supreme 27 მილიონი $ http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/alcohol_1.jpg View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/reuters-150x44.jpg ქართველმა მილიარდერმა ბიძინა (ბორის) ივანიშვილმა თავისი უძრავი ქონების აქტივები რუსულ Bin Group-ს 982.5 მილიონ დოლარად მიჰყიდა, ნათქვამია მისი მმართველი კომპანიის „უნიკორ გრუპის“ ოთხშაბათის განცხადებაში. გარიგება ივანიშვილს და Bin Group-ს შორის, რომლის თანამფლობელებიც BinBank-ის ხელმძღვანელი მიხეილ შიშხანოვია და ძმები – მიხეილ და საიტ-სალამ გუცერიევები არიან, მოიცავს ელიტარულ საცხოვრებელ მიკრორაიონს, სასტუმროებს და ბიზნესცენტრებს. გაიგება სავარაუდოდ 15 აგვისტოსთვის დასრულდება. ამ თვის დასაწყისში ივანიშვილმა მისი რუსული ბანკი „როსიისკი კრედიტი“ კერძო ინვესტორების ჯგუფს 352 მილიონ დოლარად მიჰყიდა. ერთ დროს კარჩაკეტილმა მაგნატმა, რომლის ქონებაც ჟურნალმა Forbes-მა 6,4 მილიარდ დოლარად შეაფასა, საქართველოში საკუთარი პოლიტიკური მოძრაობა შექმნა და შარშან ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილის გადადგომისკენ მოუწოდა. მან ასევე პირობა დადო, რომ გაყიდდა მთელს მის აქტივებს რუსეთში და ამის სანაცვლოდ ფულს ქართულ ეკონომიკაში დააბანდებდა. ორიგინალი ორიგინალი
-
http://www.polity.ge/images/catalog/sport/judo/universiada_2012.jpg{jathumbnail off} 15 მაისს დაიწყო და 12 ივნისამდე გაგრძელდება საქართველოს "უნივერსიადა - 2012", რომლის ორგანიზატორია საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია, მხარდამჭერი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ხოლო შეჯიბრების გენერალური სპონსორი "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმია". polity.ge
-
http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/BIGPIC10.jpg [/url] http://s019.radikal.ru/i618/1205/e8/9bcfe326deee.jpg http://s019.radikal.ru/i628/1205/96/b524b93ce3a6.jpg http://i028.radikal.ru/1205/e8/cd9ff77208b2.jpg http://s019.radikal.ru/i623/1205/70/55c7fbeaa5d4.jpg http://s019.radikal.ru/i602/1205/bb/a84d1f60161a.jpg http://s019.radikal.ru/i623/1205/6d/4682e9cb5fe0.jpg http://i028.radikal.ru/1205/40/d71d92c26ff3.jpg http://s019.radikal.ru/i623/1205/b8/13f279b3b102.jpg http://s019.radikal.ru/i601/1205/54/9379418c416c.jpg http://s019.radikal.ru/i640/1205/1f/ab134821673e.jpg http://s019.radikal.ru/i633/1205/e0/c9c385714431.jpg http://s009.radikal.ru/i308/1205/44/edf433199906.jpg http://s019.radikal.ru/i601/1205/e7/d583f2405e85.jpg http://s019.radikal.ru/i635/1205/45/99ede85a9312.jpg http://s019.radikal.ru/i602/1205/d8/6fc7a993f78a.jpg http://img.youtube.com/vi/HfOUhwhdUV0/2.jpg View the full article
-
http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/BIGPIC65.jpg დედამიწაზე მცხოვრები ხმელეთის გიგანტური ცხოველების ათეული აფრიკულ სპილო საშუალო წონა 8500კგ. მაქსიმალური მასა 13000კგ.საშუალო სხეულის სიგრძე 6,66 მ http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/animals01.jpg აზიური სპილო საშუალო მასა 4200კგ. მაქსიმალური მასა 5200კგ. სხეულის სიგრძე 5,94 მ. http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/animals02.jpg თეთრი მარტორქა საშუალო მასა 2350კგ. მაქსიმალური მასა 3850კგ. სხეულის სიგრძე 3,81 მ http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/animals03.jpg ჰიპოპტანი საშუალო მასა 2500კგ. მაქსიმალური მასა 3400კგ. სხეულის სიგრძე 3,35მ. http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/animals04.jpg გური საშუალო მასა 1600კგ. მაქსიმალური მასა 1800 კგ. სხეულის სიგრძე 2,99მ http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/animals07.jpg ჟირაფი საშუალო მასა 1400კგ. მაქსიმალური მასა 2150კგ. საშუალო სიმაღლე 4,69მ http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/animals05.jpg ძღვის ლომი საშუალო მასა 1200 კგ. მაქსიმალური მასა 2150 კგ. სხეულის სიგრძე 3,35მ http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/animals06.jpg შავი მარტორქა საშუალო მასა 1150კგ. მაქსიმალური მასა 1900კგ. სხეულის სიგრძე 3,43მ http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/animals08.jpg ზღვის ნიანგი საშუალო მასა 785კგ. მაქსიმალური მასა 1600კგ. სხეულის სიგრძე 6,1 მ http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/animals09.jpeg ველური აზიური წყლის კამეჩი საშუალო მასსა 770კგ. მაქსიმალური მასსა1259კგ. სხეულის სიგრძე 3,48მ http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/animals10.jpg View the full article
-
http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/big_pagani_huayra_02.jpg ფირმა Pagani ჯერ ახალბრდაა საავტომობილო ბაზარზე, მაგრამ საკმაოდ დიდი სახელი აქვს http://s019.radikal.ru/i603/1205/df/da6b67c9a1cb.jpg ახალი Pagani Huayra ახჭურვილია Mercedes-AMG M158 -ს 700ც.ძ ძრავით http://s019.radikal.ru/i614/1205/cf/1562326ce112.jpg ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარეა 370კმ/სთ http://s019.radikal.ru/i623/1205/6d/fc360ba17dbe.jpg აჩქარება 0-დან 100კმ/სთ-მდე 3,3 წმ http://s019.radikal.ru/i613/1205/ac/7ef55673bc69.jpg http://img.youtube.com/vi/_YU739eKzzE/2.jpg http://s019.radikal.ru/i613/1205/c4/f3b6eba251d6.jpg http://img.youtube.com/vi/La1Vixg_AuM/2.jpg http://s019.radikal.ru/i617/1205/78/6a2095166387.jpg http://s019.radikal.ru/i621/1205/8f/34f030826857.jpg http://s019.radikal.ru/i643/1205/3f/ae6c709a8496.jpg http://img.youtube.com/vi/SRgjSpY35ds/2.jpg http://i018.radikal.ru/1205/0a/accf8d4d3b8f.jpg http://img.youtube.com/vi/mRBCbMy_Tw0/2.jpg http://s019.radikal.ru/i626/1205/0f/c50c23b6b5d5.jpg http://s019.radikal.ru/i635/1205/b8/c6cd7001f13c.jpg http://s011.radikal.ru/i318/1205/d4/00b0abedc388.jpg http://img.youtube.com/vi/_kNLDogve8A/2.jpg http://s50.radikal.ru/i130/1205/98/854e7ccb1e36.jpg http://s019.radikal.ru/i643/1205/8f/8b612d4319b0.jpg http://s019.radikal.ru/i626/1205/52/da7e9e6d6883.jpg View the full article
-
http://zvigena.files.wordpress.com/2012/05/geo-hol-u17.jpg?w=700 ნახევარფინალის დროც მოვიდა. მეტოქედ ჰოლანდიის ძლიერი ნაკრები გვყავდა. მატჩის საწყისი წუთებმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და ფინალის საგზურისთვის ბრძოლა მართლაც რომ მიუღწეველ მიზნად არ მოჩანდა. მაგრამ დადგა მე–15 წუთი, როცა მსაჯმა თავის მოქმედებით აშკარად გაგვწირა. ჭანტურიამ მეტოქის სიჩქარეაკრეფილ ფეხბურთელს ფეხი დაუდო – ჰოლანდიელი არ წაქცეულა, კარში მაინც დაარტყა, მაგრამ მსაჯმა მცველის ეს მოქმედება ჯარიმად შეაფასა, თან მცველიც გააყვითლა. რეფერიმ ჭანტურიას იქვე მეორე ყვითელი ბარათიც უჩვენა და მოედნიდან გააგდო, როცა ჰოლანდიელიები აღნიშნულ ჯარიმას ასრულებდნენ და ნიკამ დროზე ადრე დაარღვია დასაცავი დისტანცია – ასეთ მომენტში ხშირად მხოლოდ სიტყვიერად აფრთხილებენ ფეხბურთელს (თან იმასაც ითვალიწინებენ თუ კაცს უკვე აქვს ყვითელი მიღებული) და უბრალოდ ჯარიმას ხელმეორედ არტყმევინებენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი შეხვედრის არბიტრმა ზედმეტი პრინციპულობა გამოიჩინა და თითქმის მთელი მატჩი კაცნაკლული დაგვტოვა. მოგვიწია უკან ჩაჯდომა, მაგრამ ეს არ იყო ყრუ დაცვა, როცა გუნდი მხოლოდ მეტოქის შეტევის მოგერიებაზეა – როგორც კი ბურთს მოვიხელთებდით, გასატანად წინ ვცდილობდით წასვლას. მაგრამ მინუს ერთი კაცით ყოფნა ჩვენს შეტევას თავის დაღს ასვამდა და შეხვედრის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ თუ დავარტყით ჰოლანდიელთა კარის მიმართულებით. პირველ ტაიმში არც ჩვენ კართან შექმნილა რაიმე სახიფათო. მეტოქემ საქმეს ხელი მეორე ტაიმში მოკიდა, ნელნელა სულ უფრო დაცხა ჩვენს საჯარიმოში. ერთხელ ადამიამ გვიხსნა – ერთი–ერთზე გასულ ჰოლანდიელს ფეხით კარგად აუღო, ერთხელაც ხარიხამ. კიდევ იყო რამოდენიმე ნახევარმომენტი. მიუხედავად ყოველივე ამისა, ამასობაში დრო იწურებოდა და მატჩის შემდგომ თერთმეტმეტრიანების დანიშვნის მოლოდინში იყო ყველა, სადაც კაცმა არ იცის რომელი გუნდი უფრო ივარგებდა. თუმცა ჰოლანდიელებმა ბოლოსკენ იგრძნეს, რომ მეორე სართულზე ბრძოლაში საკმაოდ გვიჭირდა, ჩვენი ერთადერთი ტანმაღალი მცველი დვალიც სამწუხაროდ ამ შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო არ იყო, მეტოქემ საჯარიმოში ჩაწოდებებს მიყო ხელი. ბურთს რის ვაივაგლახით ვიგერიებდით. დადგა საბედისწერო მატჩის ბოლოსწინა წუთი და ჰოლანდილებმა გაიხარეს – მორიგ ჩაწოდებისას მეორე სართულზე მეტოქემ კვლავ გვაჯობა და რბილი თავურით გოლი გაგვიტანა. იქვე მთელი ჩვენი გუნდი მატჩის გადასარჩენად წინ წავიდა და კონტრიერიშზე მეორეც გაგვიტანეს. ასე დასრულდა ქართული ოცნება ფინალზე. უეფას ვებგვერდმა კი ასეთი სათაურით გამოაქვეყნეს სტატია: the Netherlands beat a brave ten-man Georgia team 2-0. მართლაც რომ მთელი ტურნირი ჩვენი ნაკრები ვაჟკაცურად იბრძოდა და არაფერს არ უთმობდა ბევრად უფრო დალაგებულ–დაწყობილ ქვეყნის შვილებს (აფრიკული წარმომავლობის ჯანიანი ბიჭებით გაჯერებულებს). მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის! ასეთი გუნდის თამაშის შემხედვარე ჩვენი გული ხარობდა და სიამაყით ივსებოდა. ადამიანურად შეგეცოდებოდა ტრიბუნაზე მჯდომი ჭანტურია – თვალები ცრემლით რომ ქონდა ავსებული, გულში ალბათ თავის თავს აბრალებდა გუნდის წარუმატებლობას – არადა მსაჯს რომ ასე მკაცრად არ განესაჯა ჯერაც ყმაწვილი ბიჭი, რაიცი იქნებ სულ სხვა ხასიათის სტატია დამეწერა ახლა. http://feeds.wordpress.com/1.0/comments/zvigena.wordpress.com/496/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/zvigena.wordpress.com/496/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/zvigena.wordpress.com/496/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/zvigena.wordpress.com/496/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/zvigena.wordpress.com/496/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/zvigena.wordpress.com/496/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/zvigena.wordpress.com/496/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=zvigena.wordpress.com&blog=6944496&post=496&subd=zvigena&ref=&feed=1 სრულად ზვიგენას ბლოგი
-
http://www.polity.ge/images/catalog/culture/religion/udabnos-kompleqsi.png6 მაისის შემდეგ, დავით გარეჯში, მონასტერ უდაბნოში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დავით გარეჯის მონასტრის მღვდელმონაზონმა კირიონმა განუცხადა. მისივე თქმით, 6 მაისს, გიორგობას, როდესაც ბერები წირვაზე იმყოფებოდნენ, მომლოცველებისგან შეიტყვეს, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ისინი უდაბნოს მონასტერში აღარ შეუშვეს. polity.ge
-
http://zvigena.files.wordpress.com/2012/05/georgia-iceland-1-0-u17.jpg?w=700 როგორ ჟღერს?! – საქართველოს ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა! ჯგუფში ბოლო შეხვედრა გავმართეთ და მეტოქე ისლანდია აშკარად დავჯაბნეთ. იქით გერმანელებმა ჩვენი საქმე გააკეთეს, ფრანგებს 3–0 მოუგეს და აი ესეც, აქამდე არნახული წარმატება – საქართველოს ნაკრები ევროპულ ოთხ საუკეთესო ნაკრებთა შორის მოხვდა. შეხვედრა ჩვენებურების უპირატესობით დაიწყო და შეხვედრის განმავლობაში რამოდენიმე გასატანი მომენტი შევქმენით. ჯერ მზევაშვილის კარგი თამაში იყო – მეტოქის მცველს დაუსხლტდა და შორეულ კუთხეში დაარტყა – ბურთი კარს მცირედით აცდა. შემდეგ საქმეს ხელი პაპუნაშვილმა მოკიდა და ისლანდიელთა კარი შორეული დარტყმებით დაბომბა. მისი პირველი ცდა მეტოქის კარის ცხრიანს მცირედით აცდა, მეორე ცდაზე ბურთს ისლანდიელი მცველი გადაეფარა და ლამის გასასვენებელი შეიქმნა, შემდეგი დარტყმა კი მეკარემ გაჭირვებით მოიგერია. ასეთი დაყენებული დარტყმა ალბათ ბევრ ჩამოყალიბებულ ფეხბურთელს არ აქვს. ტაიმის მიწურულს კი ისევ მზევაშვილმა გაიწია გასატანად – საჯარიმოში მახვილი კუთხიდან შევიდა, კარგადაც დაარტყა, მაგრამ ისლანდიელი მეკარე ისევ მოწოდების სიმაღლეზე იდგა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. ყოველივე ამის საპასუხოდ მეტოქემ მხოლოდ ერთხელ შეგვაწუხა, როცა შორიდან საკმაოდ უხერხულად დაურტყეს ჩვენ მეკარე ადამიანს. მან კი მოიგერია ბურთი, მაგრამ ასხლეტილზე დიდი იყო შანსი მეტოქეს დაემატებინა, მოკლედ გადავრჩით. მეორე ტაიმი თითქმის ანალოგიური სცენარით წარიმართა. ჩვენები უპირატესობას ფლობდნენ, გოლის გატანას კი ძირითადად შორეული დარტყმებით ვცდილობდით. კიდევ ერთხელ გაისროლა პაპუნაშვილმა, ლამაზ შორეულ დარტყმულს მეტოქის მეკარე ასევე ლამაზ ნახტომში გადაეღობა. ისლანდია ამის საპასუხოდ ყველა ჯარიმიდან ბურთს საჯარიმოში კიდებდა და ასე მეორე სართულზე ცდილობდა უპირატესობის მოპოვებას. ჩვენს კარის მახლობლად მოწოდებულ აუტსაც ანალოგიურად საჯარიმოში აგდებდნენ და იქ შექმნილი არეულობის იმედად იყვნენ მერე. ამასობაში კი გერმანია–საფრანგეთის თამაში სასურველი ანგარიშით მიმდინარეობდა და ჯგუფიდან გასვლას მხოლოდ ერთი გატანილი გოლი გვაშორებდა. არადა შეხვედრა უკვე ნელნელა დასასრულისკენ მიდიოდა. დადგა 73–ე წუთი – ბურთი ფლანგზე კარგად გავითამაშეთ, ახვლედიანმა ეფექტურად ქუსლით ითამაშა. მერე სამხარაძემ დაბალი ჩაკიდა, მეტოქის მცველი მას აცდა, დარციმელიამ კი კარგი რეაქცია გამოავლინა და უხერხულ ბურთს მეტოქის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. ეს გამარჯვება იყო და ლამის მთელი გუნდი სიხარულისგან ჭკუაზე გადავიდა! ლამის იქვე დავისაჯეთ, როცა ქართველი მცველები მაღალ ბურთს არ მიყვნენ, მეკარემაც საპასუხოდ კარი დროზე არ დატოვა და ასე მეტოქის თავდამსხმელი ბურთთან მარტოდ მივატოვეთ. კიდევ ხომ მახვილი კუთხე იყო და ბოლო წამს ისევ მეკარემ ივარგა და დარტყმული კუთხურზე მოიგერია.. ამ უსიამოვნო წამებმა გადაიარა, მერე მსაჯმაც მალე ჩასტვინა და წინ ნახევარფინალია!!! წარმოგიდგენიათ რამხელა წარმატებაა?! უნდა გამოვარჩიოთ აბურჯანიას კარგი, დალაგებული თამაში – მოედნის სიღრმიდან პასებს კარგად ანაწილებდა. პაპუნაშვილი – რომელიც შანს არ უშვებდა ხელიდან და სახიფათო დარტყმებით ისლანდიელ მეკარეს სისხლს უშრობდა და რათქმაუნდა დარციმელია, ვინც ასე საჭირო გოლი გაიტანა! წარმატებები და ასე მადამოსულებს უკვე ფინალიც არ გვეჩვენება მიუღწეველ მწვერვალად! http://feeds.wordpress.com/1.0/comments/zvigena.wordpress.com/490/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/zvigena.wordpress.com/490/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/zvigena.wordpress.com/490/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/zvigena.wordpress.com/490/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/zvigena.wordpress.com/490/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/zvigena.wordpress.com/490/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/zvigena.wordpress.com/490/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=zvigena.wordpress.com&blog=6944496&post=490&subd=zvigena&ref=&feed=1 სრულად ზვიგენას ბლოგი
-
http://www.polity.ge/images/catalog/world/persons/viktor-orban.jpgმთელი მსოფლიოს დესპოტები, უნგრეთიდან და ყაზახეთიდან დაწყებული პუტინის რუსეთით დამთავრებული, ბრიტანელებში პიარის შავი ხელოვნების ოსტატებს ხედავენ. polity.ge
-
http://zvigena.files.wordpress.com/2012/05/1794148_w2.jpg?w=700 ჩვენმა ახლაგაზრდა ფეხბუთელებმა მორიგი შეხვედრა გამართეს ევროპის ჩემპიონატზე და ფრანგებთან ჭიდილში საკმაოდ სასურველ ფრეს მიაღწიეს. შეხვედრა მეტოქის ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, მაგრამ პირველმა ტაიმმა ფაქტიურად მომენტების გარეშე ჩაიარა. ერთი ეგ არის მსაჯი ორჯერ შეცდა ოფსაიდის დაფიქსირებისას ჩვენს სასარგებლოდ. მსაჯმა კიდევ ერთი საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო ჩვენს სასარგებლოდ, როცა ჯიქია გაუძვრა მცველს და მანაც წააქცია. ჯარიმა იყო, მაგრამ დარღვევა საჯარიმოს გარეთ უფრო მოჩანდა – მსაჯმა კი თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა. ჭეჭელაშვილმა კარგად შეირგო საჩუქარი და პენალტი გოლად აქცია 1–0. დაიწყო მეორე ტაიმი და ქართველთა კართან დაცხა. ჩვენი მეკარე უშანსოდ იყო, როცა ფრანგმა ახლო მანძლიდან გაისროლა – საბედნიეროდ ბურთი ხარიხას მოხვდა. შემდეგ პაპუნაშვილმა ივარგა – შორიდან კარგად დაარტყა, ბურთი მიწაზე დავარდა და დიდი იყო შანსი მეკარეს ვეღარ გაეთვალა ბურთის ტრაექტორია – ფრანგთა კიპერმა მაინც მოახერხა და ურთულესი ბურთი კუთხურზე მოიგერია. ამის მეტი ჩვენ ვეღარც შევქმენით რაიმე სახეირო, ბურთიც და უპირატესობაც ფრანგებმა იგდეს. მათ ნაკუთხურალზე თავით გაგვიტანეს კიდეც, მაგრამ ამჯერად მსაჯმა სამართლიანად დააფიქსირა ოფსაიდი და გოლიც გაუქმდა. ფრანგებს კიდევ ჰქონდათ გასატანი მომენტები, მაგრამ ჩვენი მეკარე ყოჩაღობდა. მაგრამ 67–ე წუთზე მეტოქემ მაინც მოახერხა და შორეული დარტყმით ლამაზი გოლი გაგვიტანა 1–1. შეხვედრაც ასე მიიწურა. http://zvigena.files.wordpress.com/2012/05/1794148_w2-1.jpg?w=700 ჯგუფიდან გასვლის შანსი მაინც შევინარჩუნეთ – ამისთვის ჩვენ ისლანდიას უნდა მოვუგოთ და თავის მხრივ გერმანიამ ფრანგებთან არ წააგოს. მინდა საქებარი სიტვები არ დავიშურო ქართველი ბიჭების მისამართით – მათ ბრძოლის სურვილი და ჟინი არ დაეწუნებათ, გულიანად თამაშობენ და ობიექტურად ბევრად ძლიერ მეტოქეებთან შიშს და რიდს არ იჩენენ, რაც უდაოდ დასაფასებელია. იმედია ეს მონდომება სასურველ შედეგს მოგვიტანს ტურნირის ბოლო მატჩში. http://feeds.wordpress.com/1.0/comments/zvigena.wordpress.com/482/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/zvigena.wordpress.com/482/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/zvigena.wordpress.com/482/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/zvigena.wordpress.com/482/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/zvigena.wordpress.com/482/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/zvigena.wordpress.com/482/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/zvigena.wordpress.com/482/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=zvigena.wordpress.com&blog=6944496&post=482&subd=zvigena&ref=&feed=1 სრულად ზვიგენას ბლოგი