planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/bbc_logo.jpg ყოფილი საბჭოთა ქვეყნის, საქართველოს დედაქალაქ თბილისში რელიგიურმა აქტივისტებმა გზა გადაუკეტეს სექსუალური უმცირესობების უფლებებისთვის გამართულ პატარა მსვლელობას გზა გადაუკეტეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობის მპონაწილეებს თავს დაესხნენ, რამაც ჩხუბი გამოიწვია და პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. „ასეთ რამეს ქუჩაში, ბავშვების თანდასწრებით რეკლამას როგორ უკეთებთ?“ განუცხადა მღვდელმა სააგენტო AFP-ს. მსვლელობის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ „ნეგატიურ რეაქციას“ ელოდნენ, მაგრამ ფიზიკურ თავდასხმას არა. მსვლელობის მონაწილეებს ჰომპფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა უნდოდათ. თბილისის სახელმწიფო ფილარმონიის წინ შეკრებილი ოცზე ოდნავ მეტი მონაწილე პარლამენტამდე მსვლელობისთვის ემზადებოდა. მათ დაუპირისპირდნენ პროტესტის მონაწილეები, რომელთა რიცხვში რამდენიმე მართლმადიდებელი მღვდელიც შედიოდა. მსვლელობაში ოცზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. რამდენიმე მღვდელი გვერდით მყოფ პოლიციის ოფიცერს მიუახლოვდა თხოვნით „ეს უღირსობა“ შეეჩერებინათ, მაგრამ ოფიცერმა უპასუხა რომ პოლიცია მათ „(მსვლელობას) არ აუკრძალავდა“, წერს ვებ-გვერდი Civil Georgia: „მაშინ ამის გაკეთება თავად მოგვიწევს“, გავრცელებული ცნობის მიხედვით ასეთი ყოფილა მღვდლის პასუხი. ჩხუბის დაწყების შემდეგ პოლიციაც ჩაერია და როგორც პროტესტის ასევე მსვლელობის მონაწილეები დააკავა. „ეს ამტკიცებს იმას, რომ თბილისი თანამედროვე ევროპული ქალაქი კიდევ დიდი ხანი ვერ გახდება“, განუცხადა ნათია ღვინიაშვილმა, სექსუალური უმცირესობის უფლებების დაცვის ჯგუფის „იდენტობის“ წევრმა AFP-ს. „ნეგატიურ რეაქციას ველოდით, მაგრამ თავდასხმას – არა“. დაპირისპირებისას მღვდელმა სექსუალური უმცირესობის მსვლელობის მონაწილეებს უთხრა „ეს არასწორი ცხოვრების წესის პროპაგანდაა“. მართლმადიდებლური ეკლესია საქართველოს, 4.3 მილიონიანი ქვეყნის, მთავარი რელიგიური ინსტიტუტია. 2000 წლიდან ჰომოსექსუალური სექსი კრიმინალად აღარ ითვლება. სექსუალურ უმცირესობათა უფლებების აქტივისტები ახლა ცდილობენ სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე დისკრიმინაცია უკანონოდ გამოცხადდეს. ორიგინალი ორიგინალი
-
DOMINO‘S PIZZA ...“პიცის მეფე” ტომას მონაგჰენი..ტომას მონაგჰენი დაიბადა 1939 წლის 25 მარტს მიჩიგანის შტატში ქალაქ არაბორში. ოთხი წლის შემდეგ მამა გარდაეცვალა. დედას შვილების რჩენა არ შეეძლო და ბიჭუნა ობოლთა თავშესაფარში ჩააბარა, საიდანაც ხშირად სხვადასხვა ოჯახებში აშვილებდნენ, თუმცა, ისევ უკან აბრუნებდნენ. ერთ-ერთი მათგანი მკაცრი გერმანული ოჯახი იყო, რომელშიც ტომი ფიზიკურ შრომას ... View ucnauri.com
-
აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი ირწმუნება, რომ რამდენიმე წლის შემდეგ აფხაზეთს ჯერ კიდევ შემორჩენილი ქართველებით დასახლებულ გალის რაიონში სულ სხვაგვარი სიტუაცია იქნება. ეს განცხადება აფხაზმა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა გალიდან არჩეულ "დეპუტატებთან", ბეჟან უბირიასთან და ახრა კვეკვესკირთან შეხვედრაზე გააკეთა, თუმცა როდის მოხდება და რას გულისხმობს "სხვანაირ სიტუაციაში", არ დაუკონკრეტებია.აფხაზური პრესის ინფორმაციით, განიხილებოდა გალის რაიონში მიმდინარე სხვადასხვა პროექტ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
გაგიკვირდებათ და მეცნიერებმა დაადგინეს რომ მკარონი ნერვული სისტემისთვის ძალიან სასარგებლო საკვებია.ამ პროდუქტის შექმნის ისტორია კი ჩვენს წელტაღრიცვამდე მეოთხე საუკუნეში იდებს საფუძველს.უძველეს ბარელიეფებზე გამოსახულია მაკარონისმაგვარი პროდუქტის დასამზადებელი მოწყობილობებიმარაკონის ნაწარმს იყენებდნენ უძველესი ჩინელებიჩ რომლებიც ძალიან დიდხანს ზელდნენ ცომს იმისთვის რომ ცომის მასა მააგრი გამოსულიყო.მას ხის წნეხში ატარებდნენ და სიმძიმისთვის ზედ ასხდებოდნენ.ჩვენი წელთაღრიცხვით ... View ucnauri.com
-
ალბათ ძნელია სახელურს, ჩაშენებული სკანერით თითის ანაბეჭდისათვის, ტექნოლოგიური აღმოჩენა უწოდო,თუმცა დიზაინერმა დონსაკ სემ თავის ახალ კონცეპტში მათი კონსტრუქციის უფრო მოხერხებულად და ერგონომიულად ქცევა გადაწყვიტა. კონცეპტის სახელია Grabit, ავტორი სკანერის ჩაშენებას უშუალოდ კარის სახელურში გვთავაზობს.სკანერი სახელურის საფუძველშია განთავსებული, მოსაბრუნებელი გულის ზემოთ. კარის გასაღებად მასზე ოთხი თითის მოჭიდებაა საჭირო, როგორც ყოველთვის, მაშინ ... View ucnauri.com
-
<p>http://www.Geonews.ge/uploads/images/3407image1.jpgსასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში საზოგადოებრივი მისაღების თანამშრომელთა ტრენინგი დაიწყო. როგორც "ჯეონიუსს" სამინისტროდან აცნობეს, სასწავლო კურსს კონკურსის საფუძველზე შერჩეული კონსულტანტები გადიან, რომლებიც შემდგომში სრულად ორიგინალი
-
<p>http://www.Geonews.ge/uploads/images/8694p_F%20(1).jpgმოსკოვში, რესტორან "ბაკინსკი ბულვარში" დაუდგენელმა პირებმა, წარმოშობით ქართველი კობა მანაშერაშვილი მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, ნევეროვის ქუჩაზე მდებარე რესტორანში უცნობმა პირმა ცეცხლი დაახლოებით 01:00 საათისთვის გახსნა. სრულად ორიგინალი
-
<p>http://www.Geonews.ge/uploads/images/7852%E1%83%9A%E1%83%90%20%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%92%E1%83%90.jpg ესპანურამა გამომცენლობამ "მარკამ" საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინა. გამომცემლობამ გამოკითხვა ჩატარა. შეკითხვა ასეთი იყო: ვის მიიჩნევთ ლა ლიგის წამყვან ფეხბურთელად? სრულად ორიგინალი
-
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაპატიმრებული ალა ჯიოევას მომხრეების ნათესავები ადგილობრივი მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელს ლეონიდ თიბილოვს მათი განთავისუფლებისათვის ზომების მიღებას სთხოვენ. მიმართვაში, რომელსაც 20 ადამიანი აწერს ხელს ნათქვამია, რომ მოვიდა დრო ჯიოევას მომხრეთა გათავისუფლებისა, რომლებიც დაკავებული და გასამართლებულები იყვნენ იმ პერიოდში, როდესაც ოპოზიციონერი ლიდერი ე.წ. სამხრეთ ოსეთში "საპრეზიდენტო არჩევნებში" საკუთარი გამარჯვების დაცვას ცდილობდა (ჯიოევა ამჟამად ახალ რეჟიმთან თან... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/parlamenti1-300x225.jpgსაპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ფრაქცია „ერთობა სამართლიანობის“ თავმჯდომარემ დავით ლორთქიფანიძემ საქართველო-აზერბაიჯანის პირობით საზღვარზე ჩიჩხიტურის თხემზე განაცხადა. მისი თქმით, საზღვრის 30% არ არის დადგენილი და ამის პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. „ის ფაქტი რომ ჩიჩხიტურის ისტორიულ თხემზე, რომელიც დავით გარეჯის შემადგენელი და განუყოფელი ნაწილია, დავა მიმდინარეობს- არის თუ არა საქართველოს ტერიტორა სირცხვილია.დღევანდელი დღის შემდეგ პარლამენტში დავაყენებ საკითხს რომ შეიქმნას ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს“,- აღნიშნა ლორთქიფანიძემ. მისი თქმით, ამ პრობლემაზე სასულიერო პირები და ისტორიკოეები იმსჯელებენ. „მსჯელობა იქნება იმაზე, რომ უმაღლეს დონეზე იქნას განხილული ეს საკითხი, როგორც გამოწვევა სახელმწიფოს წინაშე. ჯგუფის მუშაობის შედეგებს ჩვენ პრეზიდენტს და მთავრობას წარვუდგენთ“,- განმარტა ლორთქიფანიძემ. საპარლამენტო ფრაქციის „ერთობა სამართლიანობის“ წევრები, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით ჩიჩხიტურის თხემზე იმყოფებოდნენ. მათ რუსი მესაზღვრეებისთვის პალეოგრაფიუკლი და სამეცნოერო კვლევის შედეგები უნდა გადაეცათ, თუმცა აზერბაიჯანელი მესაზღვრეები უკვე მათ ბაზაზე დახვდათ გადასულები და დოკუმენტის გადაცემა ვერ მოახერხეს. რაც შეეხება უდაბნოს მონასტრეს, აქ უკვე ქართულმა მხარემ არ მისცა საშულება მიახლოვებოდნენ ტერიტორიას. მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ ბილიკი დაზიანებულია. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/04/Cagareishvili-300x203.jpgსაპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობის“ წევრი გიორგი ცაგარეიშვილი პირობას დებს, რომ დავით გარეჯის ირგვლივ შექმნილ ტრაგედიაზე ხელისუფლება პასუხს აგებს. ამის შესახებ ცაგარეიშვილმა საქართველო-აზერბაიჯანის პირობით საზღვარზე ჩიჩხიტურის თხემზე განაცხადა. მისი თქმით, როგორც ჩანს ქართველი ხალხის ზურგს უკან ხელისუფლება ქართული მიწა წყლის და წმინდა ადგილების გაჩუქებითაა დაკავებული. „ჩვენ დავადგენთ თუ რას გამორჩა მიხეილ სააკაშვილი და მთავრობა ამ გარიგებით, მესაზღვრეები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ეს არის საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი, თუმცა ფორმალურია თუ არა ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ აქვთ“,- აღნიშნა ცაგარეიშვილმა. მისი განცხადებით, ამ საკითხზე საზღვრის დამდგენი ორმხრივი კომისია მუშაობს, თუმცა კომისიის შემდგებნების ვინაობა ცნობილია არაა და ეს ყველაფერი საეჭვო ხასიათს ატარებს. „რეალურად ჩვენ ის ყველაფერი ვნახეთ, რაც ნინო კალანდაძემ აღნიშნა და ნიკოლოზ რურუუამ დაადასტურა. ეს არის ტრაგიკული რეალობა. მოდით სიმართლეს თვალი გავუსწოროთ, ენა არ მომიბრუნდება რომ ვთქვა ეს ტერიტორიები სამუდამოდ დავკარგეთთქიო, თუმცა ის რაც ვიხილეთ სამწუხარო რეალობაა“,-განაცხადა ფრაქციის წევრმა. საპარლამენტო ფრაქციის „ერთობა სამართლიანობის“ წევრები, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით, ჩიჩხიტურის თხემზე იმყოფებიან. მათ რუსი მესაზღვრეებისთვის პალეოგრაფიუკლი და სამეცნოერო კვლევის შედეგები უნდა გადაეცათ, თუმცა აზერბაიჯანელი მესაზღვრეები უკვე მათ ბაზაზე დახვდათ გადასულები და დოკუმენტის გადაცემა ვერ მოახერხეს. რაც შეეხება უდაბნოს მონასტრეს, აქ უკვე ქართულმა მხარებ არ მისცა საშულება მიახლოვებოდნენ. მესაზღვრეებმა განაცხადებს რომ ბილიკი დაზიანებულია. იხილეთ epn.ge
-
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში საზოგადოებრივი მისაღების თანამშრომელთა ტრენინგი დაიწყო. სასწავლო კურსს კონკურსის საფუძველზე შერჩეული კონსულტანტები გადიან, რომლებიც შემდგომში საზოგადოებრივ მისაღებში მოქალაქეებს მოემსახურებიან. სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალური სასწავლო პროგრამა მომზადებას ეფექტურ კომუნიკაციასა და მომსახურების მაღალ ხარისხს ითვალისწინებს. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა საზოგადოებრივი მისაღების დაარსებით მოქალაქეებთან ურთიერთობის სრულიად ახალი მიდგომები დანერგა, რომლის მიზანია, სასჯელაღსრულების დაწესებულების ნებისმიერმა ვიზიტორმა მიიღოს სწრაფი და მაღალკვალიფიციური მომსახურება კომფორტულ გარემოში. ტრენინგი ასევე პატიმრობასთან დაკავშირებულ საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს მოიცავს. აღნიშნული საკითხების ცოდნა საზოგადოებრივ კონსულტანტებს მნიშვნელოვნად დაეხმარება მოქალაქეებს მაღალკვალიფიციური და ხარისხიანი სერვისი შესთავაზონ. პირველი საზოგადოებრივი მისაღები ხალხის სამსახურში გლდანის №8 და №18 დაწესებულებებთან ამოქმედდა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/05/manjawidze-300x199.jpg„წინააღმდეგობის მოძრაობის“ ლიდერი სოსო მანჯავიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ გაათავისუფლა. მას 100 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა. მედია-კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელის ირმა ინაშვილის განცახდებით, „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ოფისი რუსთაველის გამზირზე მდებარეობს. სოსო მანჯავიძე და „წინააღმდეგობის მოძრაობის“ სხვა წევრები გზად შეესწრნენ ამ აქციას და აღმოჩნდნენ ამ გაუგებრობაში, როგორც უბრალო გამვლელები და არა როგორც – პროცესის მონაწილეები. მანჯავიძის დაკავება სწორედ ამ ინციდენტს უკავშირდება. „სოსო მანჯავიძეს ადმინისტრაციული სამართწარმოების კოდექსის თანახმად 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს. გაუგებარია სასამართლოს მსვლელობის მიზანი, არსი და ა. შ. გაუგებარია, როცა ადამიანებს აპატიმრებენ ისე, რომ არც განუმარტავენ, რაშია მისი ბრალეულობა. ჩვენ მოგვიანებით გავაკეთებთ განცხადებას“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა. კინოს სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მანჯავიძე სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა პირებმა მაშინ აიყვანეს, როდესაც ის მოძრაობის ოფისში შედიოდა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/qartuliocnebalogo1-300x193111.jpg“ქართული ოცნების” 27 მაისის აქციას მერიის წარმომადგენელიც დაესწრება. მათი შესაბამისი თხოვნის საფუძველზე მერიამ უფლებამოსილ წარმომადგენლად მალხაზ კუნელაური დაასახელა. შეხვედრაზე, სადაც კუნელაური წარადგინეს, “ქართული ოცნების” 27 მაისის აქციის ორგანიზატორი, “კონსერვატიული პარტიის” თავმჯდომარე, ზვიადი ძიძიგური, კოალიციის იურიდიული სამსახურის უფროსი ზაქარია ქუცნაშვილი და მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელიც იმყოფებოდნენ. “შეხვედრაზე კოალიციის წარმომადგენლებმა, აქციაში მონაწილების მიღების მსურველ პირთა რაოდენობის გათვალისწინებით, დააყენეს შემდეგი საკითხები: თავისუფლების მოედანზე სცენის მოწყობისთვის სათანადო დროის გამოყოფა (2012 წლის 27 მაისის 01.00 საათიდან) და შესაბამისი პირობების შექმნა (სამუშაოების წარმოებისათვის გზის გადაღობვა); ელექტროგახმოვანებისთვის ელექტროენერგიის წყაროებსა და რადიოფიცირების სისტემაზე დაშვების საკითხი; ჟურნალისტთა პროფესიულ საქმიანობაში ხელშეწყობისთვის ამაღლებული სცენების და დაცული ადგილების შექმნა; სხვადასხვა ტექნიკური საკითხები”, – აცხადებს ზვიად ძიძიგური. კოალიციის წარმომადგენლებმა ასევე მოითხოვეს შეხვედრა თბილისის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან, რათა 27 მაისს მანიფესტაციისა და შეკრების ჩატარებისას, ქუჩების დროებით გადაკეტვის გამო, მაქსიმალურად იქნას არიდებული ე.წ. საცობები, წინასწარ განისაზღვროს და მიეწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია საზოგადოებრივი თუ კერძო ტრანსპორტის მოძრაობის ალტერნატიული მარშუტების შესახებ. “შეკრებებისა და მანიფესტაციების” შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” 1 მაისს, მერიას წარუდგინა გაფრთხილება და, ამავე კანონის მე-10 მუხლის მიხედვით, 27 მაისის აქციასთან დაკავშირებით უფლებამოსილი წარმომადგენელის გამოყოფა მოსთხოვა. იხილეთ epn.ge
-
ოკუპირებული აფხაზეთის "პრეზიდენტ" ალექსანდრე ანქვაბისა და ადგილობრივი საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის საიდ ტარკილის შეხვედრაზე განიხილებოდა არსებული სიტუაცია საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე. რომელიც შეიქმნა სასაზღვრო მდინარე ფსოუზე ახალი ხიდის გახსნის გამო. საუბრისას ტარკილმა განაცხადა, რომ ახალი გამშვები პუნქტის გახსნის შემდეგ სიტუაცია საგრძნობლად გაუმჯობესდა და გამოთქვა იმედი, რომ საზღვრის გადაკვეთა უფრო გაადვილდება აფხაზეთის მხრიდან ტერმინალის მშენებლობის დასრულები... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
რუსეთის სვერდლოვის ოლქში 8 წელი მიუსაჯეს ერთ-ერთი თავდაცვითი საწარმოს თანამშრომელს ალექსანდრე გნიტეევს, რომელსაც ბრალი ედება სარაკეტო კომპლექს "ბულავის" შესახებ ინფორმაციის გაცემა. ამის შესახებ იტყობინება სვერდლოვის საოლქო სასამართლოს პრეს-სამსახური.მსჯავრდებული სასჯელს მოიხდის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. სასჯელი ასევე ითვალისწინებს ჯარიმას 100 ათასი რუბლით და თავისუფლების შეზღუდვას ერთი წლის ვადით. ეს ნიშნავს, რომ კოლონიიდან გათავისუფლების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში გნიტეევი ვერ შეძლებს ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე