planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/2372.jpg ვულკანური ამოფრქვევის შედეგად ვულკანის კრატერში წარმოქმნილი უნიკალური კრატერული ტბები http://img.youtube.com/vi/8Eq-xBvLqXs/2.jpg ვულკანი რუაპეხუ.ახაი ზელანდია. რუაპეხუ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია მსოფლიოში და ახალ ზელანდიაში უდიდესია . იგი მდებარეობს ტაუპუს ვულკანურ ზონაში.მისი უმაღლესი მწვერვალის სიმაღლეა 2797 მ. http://s019.radikal.ru/i627/1205/b7/2fd5c0b94a96.jpg იაკ ლოუმი. რატანაკირი. კომბოჯა.ტბა წარმოიქმნა დაახლოებით 4000 წლის წინ. იაკ ლოუმის წყალი ძალიან გამჟვირვალეა. ტბას აქვს თითქმის იდეალური მრგვალი ფორმა ,მისი დიამეტრია 0,72 კმ ხოლო სირღმე 48 მ http://s019.radikal.ru/i625/1205/55/7ade307030bd.jpg კეიდი.ისლანდია.ტბა თავისი ზომებით ყველაზე დიდი ვულკანური წარმოშობის ტბაა რეგიონში ,მისი სირღმეა 55 მ. დიამეტრი 270 მ. სიგანე 170მ. კეიდი წარმოიქმნა დაახლოებით 300 წლის წინ .ტბა გრუმტული მინერალების წყალობით არაჩვეულებრივი შეფერილობიაა http://s019.radikal.ru/i620/1205/bc/23eafb52ffe2.jpg ტბა ლიკანკაბური.ჩილე.ტბა მდებარეობს ჩილეს და ბოლივიის საზღვარზე აქტიურ ვულკანურ ძონაში 5400მ სიმაღლეზე მისი სირღმე 90 მ-მდე ახწევს დიამეტრი 400მ.ტბა წლის მეტი ნაწილი ყინულით არის დაფარული ზამთარში აქ ტემპერატურა მინუს 35 გრადუსამდე ეცემა http://s019.radikal.ru/i618/1205/ef/b3b75360dc88.jpg გეოთერმული კრატერული ტბა ვიტი.ასკია.ისლანდია.ასკია სტრატოვულკანია მდებარე დინგოფოლდის მთიანეთში 1510 მ სიმაღლეზე.ეს ადგოლი წვიმის ჩრდილში მდებარეობს ამითომაც აქ მოხვედრა შესაძლოა მხოლოდ წელიწადში 15-20 დღის განმალობაში. ასკიაში 500 მმ ნალექი მოდის წლის განმალობაში ტბა.ვიტი წარმოიქმნა 1875 წლის ვულკანური აფეთქების შედეგად მისი სირღმეა 220 მ. ხოლო სიამეტრი 150მ. http://s019.radikal.ru/i625/1205/2b/28eedf78c0ab.jpg ღვთაებრივი ტბა. პეკტუსანი . ჩინეთი და ჩრდილოოეთ კორეას საზღვარი. წბა წარმოიქმა 969 წლის ვულკანურ ამოფრქვევისას.იგი მდებარეობს 2189 მ. სიმაღლეზე . ტბის სირღმეა 213მ. დიამტრი 384 მ. http://s002.radikal.ru/i198/1205/fb/7dd4a58a9a1e.jpg ვულკან მამაზას კრატერული ტბა.შტატი ორეგონა. აშშ. ტბა ითვლება აშშ-ში ყველაზე ღრმა კრატერულ ტბად მისი სირღმეა 594მ. ტბა იკვებება თოვლის და წვიმის წ####ბით . მას არ აქვს შემდინარე და გამდინარე წყალი . მამაზას ტბა ითვლება ყველაზე სუფთა ტბად მსოფლიოში. http://s019.radikal.ru/i618/1205/c0/043c0b3e60ef.jpg ტბა კილოტოა.ეკვადორი.კილოტოა წარმოიქმნა ვულკანური დეციტური კლდის ჩამორჩვევის შედეგად დაახლოებით 900 წლის წინ. მისი დიამეტრია 3 კმ. სირღმე 250 მ. ტბის ფსკერზე Annom-ის დალექვის შედეგად წყალს მომწვანო ფერი გადაკრავს http://s019.radikal.ru/i620/1205/f8/f23238febbd2.jpg ალბერტინის რიფის კრატერული ტბა , ანუ ვიქტორიას ტბა .აფრიკა.კონგო და უგანდას საზღვარი. ტბა და მისი მიმდებარე ტერიტორია საზღვრის ორივე მხრიდან ნაციონალურ პარკებად არის გამოცხადებული. ტბა ვიქტორია ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ღრმა ტბად , მისი სიღრმეა 1470 მ. http://s019.radikal.ru/i625/1205/39/e8f097001c38.jpg ტბა კელიმუტუ. კუნძული ფლორესი , ინდონეზია.ვულკან კელიმუტუზე სამი საოცარი სხვადასხვა ფერის ტბაა.1 ტივუ ატა მბუტუ ( ძველი ხალხის ტბა) ლურჯი ფერის არის. 2.ტივუ ნუვა კოო ფეი (ახალგაზრდა ქალწულების და ვაჟიშვილების ტბა ) მწვანე ფერისაა. 3. ტივი ატა პოლო ( მოჯადოებული ტბა ) წითელი ფერის არის. მთიანეთში ერთმანეთის გვერდი გვერდ მდებარე ამ სამი ტბის სხვა და სხვა ფერი წარმოქმნის მიზეზი გეოლოგებისთვის დღესაც დაუდგენელია http://s002.radikal.ru/i198/1205/af/ac53ac6d33da.jpg პინაბუტო. ლუსონი. ფილიპინები. ტბა პინობუტო წარმოიქმნა 1991 წლის ვულკან პინობუტოს ამოფრქვევის შედეგად მისი სირღმეა 800 მეტო და ითვლება ფილიპინებში ყველაზე ღრმა ტბად http://s019.radikal.ru/i630/1205/6b/bffa99eb8a78.jpg ტბა ზაო. ხონსიუ . იაპონია. ვულკანი ზაო იაპონიაში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვულკანად ითვლება. ტბა წარმოიქმნა 1720 წელის ამოფრქვევის შედეგად. მისი სირღმეა 60მ დიამეტრი 360 მ. http://s48.radikal.ru/i120/1205/c6/bb3fea454fa2.jpg კატმაი.ალიასკა. კატმაის ნაკრძალი.აშშ . მისი პარამეტრებია 4,3 /3 კმ.კატმაის ტბა წარმოიქმნა 1912 წლის ვულკანური ამოფრქვევის შედეგად http://s018.radikal.ru/i519/1205/f6/286330a3ec85.jpg ტაალი. ლუსონი. ფილიპინები. 140000 წლის წიმ წარმოქმნილი ტბა. ფილიპინების ნატვრის თვალად ითვლება მისი სიგანეა 2 კმ. სირღმე 150 მ. http://s019.radikal.ru/i631/1205/b8/e1b0d79102a5.jpg ტბა დერიბა. ვულკანი მარრა. სუდანი.მარა 3042მ სიმაღლეზე მდებარეობს და წარმოიქმნა დაახლოებით 3500 წლის წინ. მისი დიამეტრი 8 კმ. სირღმე 330 მ. http://s019.radikal.ru/i630/1205/2b/907d70b22d95.jpg View the full article
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 22:58 30.05.2012 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. http://4.bp.blogspot.com/-jhDtFniDnWI/T8ZtG6_UIQI/AAAAAAAAHaM/aSRz20fCiCQ/s200/vladimer%2Bvakhania%2Bvladimer%2Bvaxania.gifდღეს გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლეებმა ნანა ჭიჭილეიშვილმა, თეა ძიმისტარიშვილმა და ნათია ქუთათელაძემ მოსარჩელე მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს და ძალაში დატოვეს ე.წ. „უდოს“ კომისიის დადგენილება. კანონის დამცველების და მოპასუხე მხარის გულცივობამ დარბაზში მყოფი მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია. განსასჯელის დამ ნანული ვახანიამ გადაწყვეტილება გააპროტესტა და დარბაზი დატოვა. აკადემიკოსმა ვლადიმერ ვახანიამ პროცესზე დასწრების სურვილი წერილობით გამოთქვა და სასამართლოს საქმის მასალების გაცნობისთვის დრო სთხოვა, თუმცა მოსამართლეებმა: ჭიჭილეიშვილმა, ძიმისტარიშვილმა და ქუთათელაძემ პატიმარს ამის საშუალება არ მისცეს, გადაწყვეტილება კი დაჩქარებული წესით, 5-წუთიანი თათბირის შემდეგ გამოიტანეს. სასამართლომ ვლადიმერ ვახანიას ადვოკატის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება მტკიცებულებად არ ჩათვალა, რომელიც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებაში პოლიტიკურ მოტივების არსებობას ამტკიცებდა. ვლადიმერ ვახანია: „შედარებითი ანალიზის მეთოდის გამოყენების საფუძველზე აშკარად იკვეთება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის მოტივი, რომელმაც გავლენა იქონია ჩემი კანონიერი უფლების დარღვევაზე. ცოტა არ იყოს, გაუგებარია თუ საერთოდ მიუღებელი არა, მკვეთრად განსხვავებული სამართლებრივი შეფასება საბჭოს მხრიდან, რა დროსაც: დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს მსჯავრდებული გიორგი გორდაძე 1) გასამართლებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის, 2) დასჯილია მკაცრი სახდელით, (კარცერი 5 დღე-ღამით) 3) ჰყავს მეუღლე, ორი შვილი; შეფასების ფორმულით განისაზღვრა საბოლოო ქულა – 3, 5 აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს მსჯავრდებული ვლადიმერ ვახანია 1) იგივე, 2) არ ყოფილა დასჯილი, 3) ჰყავს მეუღლე, სამი შვილი; შეფასების ფორმულით განისაზღვრა საბოლოო ქულა – 7, 5 გაბედულად შეიძლება ითქვას, რომ აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭო მუშაობს ყველაზე უფრო დაბალი სტანდარტით სამართლებრივ საკითხთა გადაწყვეტის დროს, რაც მიანიშნებს სამართლის შერჩევითობაზე“ – წერს ვლადიმერ ვახანია სასამართლოსთვის გაგზავნილ შუამდგომლობაში. პოლიტპატიმრის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სასამართლომ, ისევე, როგორც ე.წ. „უდოს“ კომისიამ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება. ბარათაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ნიშნით პიროვნების დისკრიმინაცია ხორციელდება. ვლადიმერ ვახანიას და, ძმის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს და „უდოს“ კომისიის გადაწყვეტილებას, პატიმარზე ზეწოლის გაგრძელებად აფასებს. ნანული ვახანია: "SOS !!! რუსთავის №6-ე საპყრობილე აგრძელებს ვლადიმერ ვახანიას მოწამვლას!!! მისი ჯანმრთელობის გაუარესება შევნიშნე ჯერ კიდევ მარტში. მაშინვე დამიწყეს პაემანების შეფერხება, არ მაძლევდენ ძმასთან შეხვედრის უფლებას. ბოლოს, როგორც იქნა ვლადიმერს შევხდი. ჩემი ძმა გაცილებით უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ეჭვი, რომ ისევ დაიწყეს ვლადიმერის მოწამვლა, გამართლდა. მკვლელი და ჯალათი ხელისუფლება ძმას მიკლავს და მე ამას დიდი ხანია ვუყურებ და ვერაფრით ვშველი. დავამტკიცე, რომ ვლადიმერის სიცოცხლე საფრთხეშია და ის საპყრობილებში მოწამვლით დაავადდა. ეს პროცესი ისევ გრძელდება! ჩემი ძმის სიცოცლის ხელყოფით და „უდო“-ზე უარის თქმით საქართველოს პრეზიდენტი და მისი ძალოვანი სტრუქტურები ვლადიმერ ვახანიაზე საშინელ ზეწოლას აგრძელებენ, თუნდაც ვლადიმერის სიცოცხლის ფასად!!! მე, ვლადიმერ ვახანიას და, ნანული ვახანია, ვაცხადებ: ვადანაშაულებ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, მის „კუდ“-ს, მის იუსტიციის მინისტრს, მის შინაგან საქმეთა მინისტრს, მის პროკურორებს (საქართველოს და თბილისის მთავარ პროკურორებს), საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს – პატიმრის მიზანმიმართულ ლიკვიდაციაში!!! თქვენზე საჩივარს შევიტან საერთოშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში! მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!“ – ამბობს ნანული ვახანია. შეგახსენებთ, რომ აკადემიკოსი ვახანია ქართველმა სამართალდამცავებმა 2009 წლის მარტში, ზუგდიდში, თითქოს იარაღის უკანონოდ შენახვისა და ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის ხელის შეშლის აბსურდული ბრალდებით დააკავეს. განსასჯელის ადვოკატების მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ გაზეთ „სამეგრელოს ქრონიკას“ ჟურნალისტმა ლელა ხუბულავამ აუდიოფირი, რომელიც დაკავებულის სახლში ჩხრეკის ჩატარების მიზეზი გახდა, ვლადიმერ ვახანიას საკუთარი ნებით გადასცა. დევნილი აკადემიკოსის დამცველების, ოჯახის წევრების და მოწმეების მტკიცებით კი ოჯახში ცეცხლსასროლი იარაღი სამართალდამცავებმა თავად შეიტანეს. 2012 წლის სექტემბერში, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიას პატიმრობიდან 3 წელი და 6 თვე შესრულდება. სწორედ შემოდგომაზე ამოიწურება სასჯელის ვადა და საქართველოს სიყვარულისთვის დევნილი აკადემიკოსი ერის კეთილდღეობისთვის ბრძოლის გაგრძელებას შეძლებს. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
<img src = "img/multimedia/a9574.jpg" > კახა ბექაური რთულ მდგომარეობაშია... droni.ge
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/irish_times_thumb1.jpg დენიელ მაკლაფლინი მდიდრული სასტუმროები, გადატკეცილი საჯარო შენობები და ახალი ქალაქის დაგეგმვა: არის ეს საქართველოს პრეზიდენტის აღმშენებლობა ქვეყნის მომავლისთვის თუ მეგალომანის საქმიანობა? ძველებური საათი ოთახში ინგლისურია, მაგრამ პიანინო ფრანგული, ისევე როგორც შესანიშნავი ფაიფურის ჭურჭელი, რომელიც სასადილო მაგიდაზე დევს რუსულ დანა-ჩანგალთან ერთად. ჭავჭავაძის ოჯახმა ევროპიდან, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან, ყველაფერი საუკეთესო თავის ამ იტალიური ვილაში, საქართველოში ჩამოიტანა და ველური კავკასიის ჩრდილში ის კულტურული საზოგადოების ოაზისად აქცია. აქ, წინანდალში სტუმრად იმყოფებოდა ალექსანდრე დიუმა, ისევე როგორც რუსი პოეტები ალექსანდრე პუშკინი, მიხეილ ლერმონტოვი და ალექსანდრე გრიბოედოვი. ეს უკანასკნელი 16 წლის ნინო ჭავჭავაძეზე დაქორწინდა. ისინი სეირნობდნენ ბაღებში იმ ხეებს შორის, რომლის ნარგავებიც ნინოს მამამ, პოეტმა, სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე ალექსანდრე ჭავჭავაძემ მთელი მსოფლიოდან ჩამოიტანა, და მიირთმევდნენ მათი ვენახების ხრაშუნა თეთრ ღვინოს ვილის აივანზე, რომლიდანაც დაკბილული მთების ხედი მოსჩანს. მაგრამ რუსეთის ამ პერიფერიაზე სიმშვიდე მაცდუნებელი იყო და ქაოსი და ტრაგედია ხშირად არღვევდა წინანდალის ელეგანტურ წესრიგს. 1829 წელს გრიბოედოვი ხალხის გაავებულმა მასამ თეირანში მოკლა, სადაც ის სპარსეთში მეფის ელჩად მუშაობდა. ახალგაზრდა ნინო დაქვრივდა ისე, რომ ქორწინებიდან ერთი წელიც კი არ იყო გასული. მოგვიანებით, დაღესტნის მთებიდან გადმოსულმა მუსულმანმა მებრძოლებმა, რომლებიც მხარს უჭერდნენ კავკასიაში რუსეთთან მებრძოლ შამილს, გაძარცვეს წინანდალი და მოიტაცეს ნინოს ძმის ცოლი, მათი ცხრა შვილი და ფრანგი ძიძა. ოჯახის გამოსყიდვის მცდელობისას დავით ჭავჭავაძემ სახლი დაკარგა, რადგან დაგირავებული წინანდალი რუსული ბანკებისგან ვეღარ გამოისყიდა. დღეს ირანი ისევ ბორგავს სამხრეთში, დაღესტანი თავნებობს კავკასიაში, და წინანდალი კვლავ ძვირფასი სამკაულივითაა ვენახებისა და მთების პირველქმნილი სილამაზით გარშემორტყმული. ცხოვრება იცვლება აქ, თანაც სწრაფად – მუშები ღვინის სარდაფებს აღადგენენ და შთამბეჭდავი ახალი შენობაც ფორმას იძენს. ის 2014 წელს გაიხსნება, როგორც „რედისონის“ 100 ნომრიანი სატუმრო, იუწყება „სილქ-როუდ ჯგუფი“, რომელიც ამ პროექტში €15 მილიონის ინვესტიციას ახორციელებს და მანამდე ისტორიული ვილა და ბაღები აღადგინა. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პერსონალურად „დალოცა“ პროექტი. ბოლო ვიზიტის დროს წინანდალში, მან ხაზი გაუსვა იმ როლს, რომელიც რეგიონულმა განვითარებამ უნდა ითამაშოს იმ ქვეყნის ეკონომიკის წახალისებაში, რომელიც ხანმოკლე, მაგრამ დამაგრეველ ომში დამარცხდა რუსეთთან 2008 წელს. ეს ბიძგს მისცემს ინვესტიციების შესვლას და სამუშაო ადგილების გაჩენას თბილისისგან მოშორებულ ადგილებში, სადაც უკვე უამრავი მდიდრული სასტუმროა, ახალი საჯარო შენობები და შადრევნებიანი მოედნები, რომელიც სააკაშვილის ამერიკელმა სტუმარმა დონალდ ტრამპმა გასულ თვეში ბათუმის შავი ზღვის სანაპიროზე ნახა. მათ წარმოადგინეს €200 მილიონიანი 47 სართულიანი Trump Tower-ის გეგმა, საცხოვრებელი კომპლესის, რომელსაც ასევე აშენებს „სილქ როუდ ჯგუფი“. კომპანიის წარმომადგენლების თქმით კომპლექსი გახდება ორიენტირი სუბტროპიკულ ზონაში დამსვენებელთათვის, რომელსაც ამერიკელმა მილიარდერმა „რეგიონის მონტე კარლო“ უწოდა. „ვფიქრობ თქვენ გაქვთ უამრავი საინვესტიციო შესაძლებლობა საქართველოში“, განაცხადა ტრამპმა ვიზიტის დროს. „საოცრებაა რაც ხდება. ეს მართლაც ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ადგილია მსოფლიოში დღეისთვის“. სააკაშვილი უდაოდ დაეთანხმებოდა მას, ისევე როგორ ის უცხოური კომპანიები, რომლებმაც საქართველოში დაახლოებით €770 მილიონის ინვესტიცია განახორციელეს 2011 წელს, რაც 20%-ით მაღალი მაჩევენებლია წინა წელთან შედარებით. პრეზიდენტი დაახლოებით €500 მილიონის ინვესტიციის მოზიდვას იმედოვნებს, რომელიც მას ახალი სანაპირო ქალაქის, ლაზიკას შექმნისთვის სჭირდება. ლაზიკა ჭაობზე, ბათუმიდან ჩრდილოეთით უნდა აშენდეს. სააკაშვილის თქმით, ლაზიკა ათი წლის განმავლობაში ნახევარმილიონიანი ქალაქი გახდება, რაც მას თბილისის შემდეგ სიდიდით მეორე ქალაქად აქცევს. ახლა საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი ქუთაისია. ის თბილისს და სანაპირო ზოლს შორის მდებარეობს. შაბათს იქ პარლამენტის პირველი სიმბოლური სესია გაიმართა ახალ შენობაში, რომელიც ჯერ არ დასრულებულა და რომლის მშენებლობის ღირებულებაც €60 მილიონია. დეპუტატები იქ სისტემატიურად იმუშავებენ მას შემდეგ, რაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. სააკაშვილის ოპონენტები (ათობით ათასი ადმიანი, რომელიც კვირას თბილისში გამართულ დემონსტრაციაში მონაწილეობდა) ამ გეგემებს განდიდების მანიით დაავადებული ადამიანის პატივმოყვარეობის პროექტებს უწოდებს. ისინი ვერ ხვდებიან ვინ შეიძლება იცხოვროს იმ უზარმაზარ Trump Tower-ში, წარმოდგენა არ აქვთ ვინ არის ლაზიკას ის 500,000 სავარაუდო მცხოვრები; და პოლიტიკურ მაქინაციებს ხედავენ პარლამენტის თბილისიდან გადატანაში. ისინი ჩივიან ასევე, რომ საქართველოს მოქმედი ინფრასტრუქტურა სასწრაფო განახლებას საჭიროებს, რასაც ადასტურებს ამ თვეში თბილისში მომხდარი წყალდიდობის დროს ძველი სახლების ნგრევა და ხუთი ადამიანის დაღუპვა. საქართველოს მოდერნიზებასთან ერთად, სააკაშვილი იმედოვნებს, რომ რეგიონული განვითარება დაეხმარება მას აფხაზეთის, რუსეთის მხარდაჭერილი სეპრატისტული რეგიონის დაბრუნებაში. ლაზიკა აფხაზეთის და ბათუმის გვერდით იქნება, და ჩინოვნიკებს სჯერათ, რომ იქ მზარდი კეთილდღეობის საგანგებო ხაზგასმა დაარწმუნებს აფხაზებს, რომ თბილისის მმართველობის ქვეშ ისინი თავს უკეთ იგრძნობენ. პარლამენტის ქუთაისში გადატანა იგივე პროგრამის ნაწილია. „ქუთაისის [საქართველოს] მეორე დედაქალაქად გარდაქმნა, როგორც ეს იყო დიდი მეფე დავით აღმაშენებლის დროს, ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტია დასავლეთ საქართველოს სრული კონტროლის აღდგენის დაწყებისთვის“, თქვა სააკაშვილმა. „ჩვენ აფხაზეთი ქუთაისიდან უნდა დავიბრუნოთ“. დავით აღმაშენებელმა საქართველო მე-12 საუკუნეში გააერთიანა, და სააკაშვილი ხშირად ავლებს პარალელებს თავის მმართველობასა და შუა საუკუნეების მეფის მმართველობას შორის. კავკასიიდან შავ ზღვამდე, მშენებლობის ღრჭიალი სააკაშვილის პრეზიდენტობის საუნდრეკია. მაგრამ რას აშენებს ის? სოლიდურ ფუნდამენტს საქართველოს მომავლისთვის თუ ძვირადღირებულ პოტიომკინის ფასადებს? თუკი მისი მიღწევები გაუძლებს დროის ქარტეხილებს ისევე როგორც ჭავჭავაძეების ვილა წინანდალში, მაშინ ის საქართველოს შფოთიან ისტორიაში მყარ ადგილს დაიმკვიდრებს. ორიგინალი ორიგინალი
-
<img src = "img/multimedia/a9572.jpg" > მედია–კავშირი „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, რომელიც ჟურნალისტ მაკა რაზმაძეს მიჰყავდა, სტუმრად მიწვეულ ბეჟან ნათელაშვილს მაყურებელმა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით უცენზურო კითხვა დაუსვა droni.ge
-
17:00 30.05.2012 მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადება http://3.bp.blogspot.com/-YrzjOOseB-w/T8YgodrxhfI/AAAAAAAAHZ8/oRXUsxrJrLk/s200/irma%2Binashvili.jpgგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით. სისტემატური ხასიათი აქვს ჩვენი ოფისის წინ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა „მორიგეობას“. „ობიექტივის“ წამყვანისა და წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის სოსო მანჯავიძისა და „ობიექტივის“ კიდევ ერთი წამყვანის კოტე ინაშვილის საცხოვრებელ კორპუსებთან მუდმივად დგანან „კუდის“ ავტომანქანები და ადგილი აქვს სრულიად უსაგნო და, რაც მთავარია, უკანონო თვალთვალსა და სატელეფონო მოსმენას. მე, მედია-კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელს ირმა ინაშვილს, „ღამის სტუდიის“ დასრულების შემდეგ (ღამის 00.3 საათიდან 03.30-ის ფარგლებში) სახლის სადარბაზომდე სისტემატურად მაცილებს უნომრო, დაბურულმინიანი ავტომანქანა. წინააღმდეგობის მოძრაობის თავმჯდომარეს და „ობიექტივის“ წამყვანს დავით თარხან-მოურავს ძალოვანი სტრუქტურებიდან ემუქრებიან დაპატიმრებით, თუ საქართველოს არ დატოვებს. 2012 წლის 18 მაისს სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე მუხლით გაასამართლეს წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და „ობიექტივის“ წამყვანი სოსო მანჯავიძე. ჟურნალისტი კოტე ინაშვილი, რომელიც პირობითი მსჯავრდებულია, მოულოდნელად დაადანაშაულეს საჯარიმო გადასახადის პროკურატურისთვის გადაუხდელობაში. გადასახადი „ლიბერთი ბანკში“ ერთი წლის წინაა შეტანილი, მაგრამ (თურმე) კოტე ინაშვილის ბრალია, რომ ბანკმა ეს გადასახადი პროკურატურის ანგარიშზე არ გადარიცხა. ინაშვილი გუშინ, 2012 წლის 29 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასამართლეს. მორიგი სასამართლო პროცესი 2012 წლის 17 ივლისაა დანიშნული. ჩვენი ინფორმაციით, 17 ივლისს კოტე ინაშვილის დაპატიმრებაა დაგეგმილი, რომელსაც პირობით სასჯელს „გაუცოცხლებენ“. მედია-კავშირ „ობიექტივის“ დამფუძნებელი და წამყვანი მამუკა გობეჩია ცოტა ხნის წინ გაასამართლეს, ავტობუსის გამყოლთან შელაპარაკების გამო და, გირაოს სახით, 2000 ლარი შეატანინეს სახელმწიფო ბიუჯეტში. გობეჩიას საქმე დღემდე დახურული არაა და მომავალ სასამართლო პროცესზე ემუქრებიან დაპატიმრებით. ასევე, მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა. „ობიექტივის“ ოფისის წინ, კინოს სახლის მიდებარე ტერიტორიაზე, სისტემატურად აზიანებენ „ობიექტივის“ წამყვანებისა და სტუმრების ავტომანქანებს. გუშინ, 2012 წლის 29 მაისს, ჟურნალისტ მაკა რაზმაძეს საკუთარი ავტომანქანა დაზიანებული დახვდა. „ობიექტივის“ დამწყებ ჟურნალისტებს ხელისუფლების წარმომადგენლები ემუქრებიან, რომ თუ ისინი „ობიექტივს“ არ დატოვებენ, მათი ოჯახის წევრებს დააპატიმრებენ. შექმნილი ვითარებისა და ინფორმაციის სარწმუნოობიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ სხვადასხვა წყაროებიდან ვფლობთ, ვაცხადებთ: 1.მედია-კავშირ „ობიექტივისა“ და წინააღმდეგობის მოძრაობის ხელმძღვანელობა არ აპირებს არც საქართველოს დატოვებას და არც რეჟიმის წინააღმდეგ (ჯერ კიდევ 9 წლის წინ დაწყებული) ბრძოლის შეწყვეტას. 2.ვერანარი ზეწოლა და დაშინება ვერ გამოიწვევს ჩვენს დემორალიზაციას და „ობიექტივის“ საქმიანობის შეჩერებასა, თუ შეფერხებას. 3.ყველა პროექტი, რომელსაც „ობიექტივი“ საქართველოში და ევროპაში, კონკრეტულად, ბრიუსელში, პარიზსა და სტრასბურგში ახორციელებს, ავტომატურ რეჟიმში განაგრძობს მოქმედებას, თუ მოახდენენ დავით თარხან-მოურავის, ირმა ინაშვილის, ან სოსო მანჯავიძის დაპატიმრებას. „ობიექტივის“ პროექტებს ხელისუფლება ვერ გააჩერებს. სასარგებლო იქნება, თუ უფლებადაცველი ორგანიზაციები, დამოუკიდებელი მედია-საშუალებები გამოხატავთ სოლიდარობას და მიმართავთ თქვენს საერთაშორისო პარტნიორებს. თავის მხრივ, „ობიექტივი“ ამ განცხადების ტექტს უგზავნის ყველა საერთაშორისო ჟურნალისტურ ორგანიზაციას, რომელთა დიდი ნაწილიც ჩვენი პარტნიორი და მეგობარია. | ირმა ინაშვილი მედია-კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელი 2012 წლის 30 მაისი. თბილისი. | http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg ნინო თარხნიშვილი, ნიკო ნერგაძე დაახლოებით ათი წლის განმავლობაში მაია მიმონიშვილი სამაგალითო, არაკორუმპირებული საჯარო მოხელის რეპუტაციით სარგებლობდა. მისი ნოვატორული საგანმანათლებლო რეფორმები საყოველთაო ქების საგანი იყო, როგორც პროფესიონალების და არასამთავრობო სექტორის, ასევე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. შესაბამისად შოკი გამოიწვია იმან, რომ 28 მაისს განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მიმინოშვილი უცერემონიოდ მოხსნა სამინისტროს ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან. ცენტრი უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ და სკოლებში საატესტატო გამოცდების პროცესს მართავს. სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მოკლე განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმინოშვილის შეხედულებები რეფორმების კურსთან დაკავშირებით „ფუნდამენტურად განსხვავდებოდა“ სამინისტროს ხედვებისგან. უმალ, საგამოცდო ცენტრის თანამშრომლებმა მიმინოშვილის დასაცავად სააკაშვილს ღია წერილით მიმართეს და ამტკიცებენ, რომ სინამდვილეში მისი თანამდებობიდან გათავისუფლება მის შვილს ლაშა ყანჩაველს უკავშირდება, რომელიც 27 მაისს ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. 29 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე საგამოცდო ცენტრის 60 თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები დაწერეს და რომ კიდევ 90 ადამიანი (ფაქტობრივად მთელი საკადრო შემადგენლობა) უახლოეს მომავალში იგივეს გააკეთებს. მინისტრი: ბრალდებები „იდიოტურია“ „რადიო თავისუფლების“ ქართულ ბიუროსთან ინტერვიუში, 51 წლის მიმინოშვილმა ინფორმაციაზე, თითქოს მისი მოხსნის ფაქტი კვირას გამართულ ოპოზიციურ აქციაში მისი ვაჟის მონაწილეობას უკავშირდებოდა, ასე ირეაგირა: „ეს არის ის, რასაც ყველა იუწყება. მე არ შემიძლია 100%-ით ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ [ჩემი მოხსნის] მიზეზი სწორედ ეს არის, თუმცა თუკი ეს მართლაც ასეა, არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი აღშფოთება“, – განაცხადა მიმინოშვილმა. „მე ვადასტურებ იმას, რომ ჩემი ვაჟი ესწრებოდა აქციას. ის ზრდასრული ადამიანია. ჰყავს საკუთარი ოჯახი, ცხოვრობს ცალკე და დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს. ასე იყო მაშინაც, როდესაც ერთად ვცხოვრობდით – და მე ყოველთვის პატივს ვცემდი მის გადაწყვეტილებებს, ვეთანხმებოდი მათ თუ არა. და ასე იქნება მომავალშიც“. დამატებით, მიმინოშვილის ძმამ, ცნობილმა მუსიკოსმა ჯგუფიდან „შინი“, 26 მაისს „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, რომ ის აქციის წინა დღეს ტელეფონით ესაუბრა „ქართული ოცნების“ პრესსპიკერს, მხარდაჭერა აღუთქვა მას და უთხრა, რომ გერმანიაში პროფესიული ვალდებულებების გამო ვერ ახერხებდა ღონისძიებაზე დასწრებას. თავად მიმინოშვილი ივანიშვილს 29 მაისს შეხვდა, რათა აეხსნა მისი სამსახურიდან გათავისუფლების დეტალები. როდესაც ჟურნალისტებმა განათლების მინისტრ შაშკინს ჰკითხეს, იყო თუ არა მოხსნა პოლიტიკურად მოტივირებული, მან მოკლედ უპასუხა „შეწყვიტეთ ეს იდიოტიზმი“. „ქართული ოცნების“ გაზეთების თანახმად, არსებობს სხვა შემთხვევებიც, როდესაც პედაგოგებს და განათლების სამინისტროს სხვა თანამშრომლებს მსგავსი ქმედებების გამო სამსახურიდან ათავისუფლებენ. სამინისტროს ერთი თვე აქვს ამ მასობრივ გადადგომებზე რეაგირებისთვის. თანამშრომლებმა პირობა დადეს, რომ ისინი განაგრძობენ სტუდენების და პედაგოგების გამოცდების პროცესის ადმინისტრირებას და დამუშავებას. „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში, მიმინოშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცენტრი განაგრძობს ამ დატვირთულ სეზონში მუშაობას. „ახლა ნაადრევია ჩემი მხრიდან იმაზე საუბარი, თუ რას გავაკეთებ მომავალში. ჩემთვის მთავარ პრობლემას დღეს წარმოადგენენ აბიტურიენტები და ის პედაგოგები, რომლებსაც ივლისში გამოცდების ჩაბარება უწევთ“, თქვა მან. „ჩემი ერთადერთი მიზანი, მთავარი მიზანი არის ის, რომ ჩვენ ყველანი – ჩემი კოლეგები და მე – პატივს ვცემთ იმ საქმეს, რომელსაც აგურ-აგურ ვაშენებდით მთელი ამ ათი წლის განმავლობაში, რის შედეგადაც შევძელით საკმაოდ ღირსეული სისტემის შექმნა“. პიონერი რეფორმატორი დაახლოებით ათი წელია, რაც მიმინოშვილი საქართველოს ყველაზე წარმატებული რეფორმატორული ძალისხმევის ავანგარდშია. განათლების სამინისტროს საგამოცდო ცენტრის დირექტორის რანგში, მიმინოშვილი ხელმძღვანელობდა საატესტატო, მისაღებ და პედაგოგთა სერტიფიცირების გამოცდებს, რასაც კორუფციის აღმოფხვრა მოჰყვა. განათლების განვითარების საერთაშორისო ცენტრის მკვლევარი სტეფანი კიმი წერს, რომ მიმინოშვილის გამოცდები სკოლებში კორუფციის შესაძლებლობას ზღუდავს. კიმის თანახმად, მათ შექმნეს „სამართლიანი სათამაშო მოედანი“ სტუდენტებისთვის, რაც ეფუძნება მათ დამსახურებას და არა „მათ შესაძლებლობას განახორციელონ უკანონო გადახდები“. სამი წლის წინ, თავად სააკაშვილმა გამოაჭენა მიმინოშვილი ტელევიზიით (მიუხედავად იმისა, რომ მიმინოშვილს ამან აშკარა დისკომფორტი შეუქმნა), რომ ის იმდენად არაკორუმპირებული იყო, რომ მისმა შვილმაც კი ვერ ჩააბარა სამაგისტრო გამოცდა და ჩაიჭრა. ია ქუთათელაძე, საჯარო მოხელე, რომელიც 29 მაისს გადადგა, ამბობს, რომ მიმინოშვილის მოშორება სერიოზული რეგრესია საქართველოს ყველაზე წარმატებული რეფორმის განხორციელების გზაზე. „ეს გახლდათ ძალიან მაღალი კლაისის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და ამ გუნდს მაია მიმინოშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც იყო ყველა მნიშვნელოვანი ინოვაციის ინიციატორი, იდეების გენერატორი და იმავდროულად გუნდური მუშაობის პრინციპის მხარდამჭერი“, თქვა მან. „ამ ქალბატონს უზარმაზარი ამაგი აქვს განათლების სიტემაზე ზოგადად და კერძოდ შეფასების თანამედროვე მოდელების დამკვიდრების საქმეში საქართველოში. ახლა თქვენ განსაჯეთ, იმსახურებდა თუ არა ის მსგავს მოპყრობას“. ორიგინალი ორიგინალი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/spiegel1.jpg ბოლოს სამი წლის განმავლობაში ეს ყველაზე დიდი ანტისამთავრობო დემონსტრაცია იყო: თბილისში ათი ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ პროტესტი გამოეთქვა. მასობრივი თავშეყრის ორგანიზატორი საქართველოს უმდიდრესი ადამიანი გახლდათ – ამით მან თავისი საარჩევნო ბრძოლა დაიწყო. რიცხვები 40 000 და 80 000 შორის მერყეობდა, თუმცა ერთი უდავოა: კვირას საქართველოში პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკის საწინააღმდეგო მასობრივი დემონსტრაცია ჩატარდა. ეს ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ანტისამთავრობო დემონსტრაცია იყო, რომელსაც ორგანიზება ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა გაუკეთა. ამერიკული ბიზნეს ჟურნალის „ფორბსის“ თანახმად, ივანიშვილის ქონება 4,8 მილიარდ ევროს შეადგენს და ის საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანია. წარსულში მან არა ერთხელ გააკრიტიკა სააკაშვილი ოპოზიციის დათრგუნვისა და ავტორიტარული მმართველობის გამო. გასული წლის ოქტომბერში ის პოლიტიკაში წავიდა: დააარსა პარტია „ქართული ოცნება“, სურს მოიგოს საპარლამენტო არჩევნები და გახდეს პრემიერ-მინისტრი. თბილისში გამართული ღონისძიება მისი საარჩევნო ბრძოლის დასაწყისი იყო. „ჩემი ოცნება ყოველთვის იყო ძლიერი და ერთიანი საქართველო, სადაც ადამიანები თავისუფლად იცხოვრებდნენ და ყველა თავისი სამუშაოს საზღაურს მიიღებდა“, უთხრა ივანიშვილმა დემონსტრანტებს თავისუფლების მოედანზე. იგი ძალიან დიდხანს ელოდა ამას, თუმცა მას შემდეგ რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა და გარდამავალი პერიოდი ძალიან გაჭიანურდა, გადაწყვიტა დაეწყო ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ. სააკაშვილის რეაქცია მასობრივ ღონისძიებაზე დემონსტრატიულად ზერელე იყო. მისი თქმით, ყოველთვის იქნება ათიათასობით ადამიანი, რომლებიც რეფორმებით უკმაყოფილონი არიან. მომავალ იანვარს მისი პრეზიდენტობის მეორე და ბოლო ვადა იწურება. ამის შემდეგ რას აპირებს, უცნობია. ქართველები ახალ პარლამენტს ოქტომბერში აირჩევენ. გამოკითხვების თანახმად, ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება“ ამ დროისათვის ჩამორჩება სააკაშვილის პარტიას, რომელიც 2004 წელს ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ მოვიდა ხელისუფლებაში. ორიგინალი ორიგინალი
-
В интервью телеканалу РЕН-ТВ Владимир Колокольцев заявил, что если сравнить методы реагирования российских полицейских на митингах протеста с мерами, применяемыми их коллегами к зачинщикам беспорядков в "демократических государствах", то сравнение будет явно не в пользу последних. Но Данила Линдэле нашел видеоопровержения. newsru
-
Донорами стали 11 бизнесменов и 5 представителей общественности, они уже перечислили 4,4 млн рублей. Все бизнесмены участвуют в проекте как частные лица, а не как представители своих фирм. Ранее у некоторых из них возникли "проблемы" с ФСБ - как считают, именно из-за поддержки блоггера-активиста. newsru
-
Комитет гражданских инициатив под руководством экс-министра финансов через депутатов-эсеров внес в госдуму свои поправки к закону о митингах, призванные облегчить жизнь организаторам и участникам протестов. Кудрин считает инициативу партии власти попыткой ограничить политическую активность, а не навести порядок. newsru
-
გოგი ლორთქიფანიძის ბლოგი სრული ტექსტი liberali.ge
-
ლელა რეხვიაშვილის ბლოგი სრული ტექსტი liberali.ge
-
По словам журналиста, неизвестный позвонил ему на домашний телефон и попросил выйти в подъезд поговорить. Когда Асланян вышел, мужчина с "внешностью татарина" набросился на него и стал бить ножом, крича о его нелюбви к Аллаху. Между тем московский имам объяснил нападение: ведущего, который обижал Мухаммеда, покарал бог. newsru
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/voiceof-america.jpg ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, რათა გამოეხატა მხარდაჭერა ოპოზიციისათვის, რომლის მიზანია მომავალი არჩევნებით მიხეილ სააკაშვილის მმართველი პარტიის ხელისუფლებიდან ჩამოშორება. კვირის დემონსტრაცია ორგანიზებული იყო ოპოზიციური მოძრაობის, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მიერ, მოძრაობისა, რომელსაც სათავეში უდგას მილიარდერი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი. დემონსტრაცია, რომელიც თავისუფლების მოედანზე დასრულდა, აღიქმებოდა, როგორც ოპოზიციის მხარდაჭერის გამოხატულება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ. ივანიშვილს ამჯერად ამჯერად არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს, რადგან მთავრობამ გასულ წელს მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა იმიტომ, რომ ის ამავე დროს საფრანგეთის და რუსეთის მოქალაქე იყო. სააკაშვილის მოკავშირეები მას იმაში სდებენ ბრალს, რომ ის საქართველოში რუსეთის პოლიტიკურ მიზნებს უჭერს მხარს. თუმცა პარლამენტა მიიღო ცვლილებები, რომელთა თანახმად ევროკავშირის საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებს შეუძლიათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადა 2013 წლის იანვარში სრულდება და არ არის ცხადი, მოისურვებს თუ არა ის პრემიერ-მინისტრობას. კვირის დემონსტრაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მასობრივი იყო. ორიგინალი ორიგინალი
-
Единороссы заблокировали бюджетную инициативу правительства Дмитрия Медведева. Глава бюджетного комитета Макаров решил напомнить, что законы принимают депутаты, а не чиновники. Фракция большинства блокирует принятие налоговых поправок ценою в сотни миллионов долларов в пользу крупных компаний. newsru