Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://saqinform.ge/images/stories/analitics/1ekonomkika-aqtual-2.jpgთბილისი, 4 ივნისი, საქინფორმი.როგორც საქსტატი საქინფორმს ატყობინებს,საქართველოში 2012 წლის აპრილში 2011 წლის აპრილთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ)რეალური ზრდის ტემპმა 5,7% შეადგინა.<span style="font-size: 10pt;" />საქსტატის ცნობით, წინასწარი შეფასებით, 2012 წლის I კვარტალში 2011 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მშპ-ის რეალურმა ზრდამ 6,5 % შეადგინა. საქინფორმი
  2. Сирийское урегулирование является одной из тем встречи в Петербурге. Аналитики не ждут прорывов и советуют не надеяться, что президент РФ изменился по сравнению с двумя первыми сроками. Путин же торопит Европу с отменой виз и жалуется, что там "обидели" журналистов его пула. newsru
  3. http://rustavi2.com/news_photos/06_12/60943.jpg თბილისის მერიის მასშტაბური პროექტის, "თბილისი ინტერნეტ ქალაქის" ფარგლებში, 2012 წლის ბოლომდე დედაქალაქის ყველა უბანი ეტაპობტივად უფასო უსადენო ინტერნეტით დაიფარება. პროექტი თბილისის მერმა ვარკეთილში ადგილობრივ მოსახლეობას და სტუდენტებს გააცნო. გიგი უგულავა მათ ინტერნეტქალაქის მნიშვნელობაზე ესაუბრა. პროექტის დასრულების შემდეგ მსოფლიოს ქალაქებს შორის თბილისი პირველი იქნება უფასო უკაბელო ინტერნეტის მასშტაბურობით. სწრაფი და კომფორტული უფასო უსადენო ინტერნეტით სარგებლობა ქუჩებში, სკვერებში, უმაღლეს საგანმანათლებო დაწესებულებებში, მანქანებსა და მეტროშიც იქნება შესაძლებელი. უფასო ინტერნეტით სარგებლობისთვის საკმარისია მომხმარებელმა მოძებნოს ქსელი სახელწოდებით "თბილისი ლავზ იუ". View the full article
  4. http://rustavi2.com/news_photos/06_12/60942.jpg მიხეილ სააკაშვილი მასაჩუსეტსის ტექნიკური ინსტიტუტის ალფრედ სლუნის ბიზნეს-სკოლის მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს შეხვდა. პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრას 50-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა. სტუდენტთა ჯგუფი საქართველოში სპეციალური ტურით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც ისინი ქვეყანაში ბოლო დროს განხორციელებულ რეფორმებს ეცნობიან. ამ პროგრამით მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სტუდენტებს სხვადასხვა ქვეყანაში გზავნის; საქართველოში ისინი სინგაპურიდან ჩამოვიდნენ. მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრისას ყურადღება საქართველოში წარმატებით გატარებულ რეფორმებზე, ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასა და განათლების სფეროში განხორციელებულ ცვლილებებზე გაამახვილა. პრეზიდენტმა სტუდენტებს ბათუმში მშენებარე ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტიც გააცნო და მის მნიშვნელობაზე ესაუბრა. View the full article
  5. http://rustavi2.com/news_photos/06_12/60939.jpg "ღია მხარდაჭერა საქართველოს სახელმწიფოებრიობის და ქართველი ხალხის მიმართ" - ასე აფასებენ რამდენიმე საათით ადრე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის დაგეგმილ ვიზიტს თბილისში. ქართველი პოლიტიკოსების და ექსპერტების განცხადებით, შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ამ ვიზიტს, როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა აქვს. სახელმწიფო მდივანი საქართველოში კავკასიური ტურნეს ფარგლებში დღეს ჩამოდის, ვიზიტის ოფიციალური ნაწილი კი ხვალ დაიწყება. ჰილარი კლინტონი აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის პლენარულ სხდომას გახსნის. სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტ სააკაშვილსაც შეხვდება. View the full article
  6. 3 ივნისს დაღესტანში დაფიქსირდა რამდენიმე საგანგებო შემთხვევა. სოფელ იშკარათთან აფეთქებულია ცენტრალური ელექტროგადაცემის ანძები. იქვეა აღმოჩენილი მესამე ანძასთან დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც არ ამოქმედდა.იმავე დღეს სერგოკალა-პერვომაისკის ტრასაზე ძალოვნებმა აღმოაჩინეს ასაფეთქებლად გამზადებული მოწყობილობა, რომელიც მობილური ტელეფონით იმართებოდა. ასაფეთქებელი მოწყობილობის სიმძლავრე სპეციალისტების მონაცემებით 6-7კგ ტროტილის ექვივალენტით განისაზღვრა.3 ივნისს ყიზილიურთის რაიო... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  7. 3 ივნისს ბაქსანის რაიონის სოფელ კრემენჩუგ-კონსტანტინოვოსთან ძალოვანმა სტრუქტურებმა ბლოკირება გაუკეთეს სავარაუდო ბოევიკთა ჯგუფს. დანებებაზე უარის თქმის გამო ერთ-ერთი მათგანი მოკლეს, მეორე გაიქცა. ვინაობის დადგენის შემდეგ გაირკვა, რომ მოკლულია ქ.ბაქსანის მცხოვრები, ძალოვანი უწყებების და ადმინისტრაციის თანამშრომლების მკვლელობისთვის 2011 წლიდან ძებნაში მყოფი 24 წლის თიმურ ლიაუჟევი.ოპერაციის ჩატარების დროს დაიჭრნენ მოკლულის მშობლები და ორი პოლიციელი.თ.ლიაუჟევის ახლობლებს აღნიშნულ ინციდენტთა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  8. საინფორმაციო სააგენტო "ობიექტივის" ხელმძღვანელის, ჟურნალისტისა და ადამიანის უფლებათა ცნობილი დამცველის ხედა სარატოვას ცნობით, მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ჩეჩნეთის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ძალაში შევა ხელისუფლების არაოფიციალური განკარგულება ე.წ. "შარიათულ" ფორმაზე გადასვლის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ყველა მოსწავლე გოგონამ და პედაგოგმა ქალმა თავსაფართან ერთად უნდა ატარონ ე.წ. ხიჯაბი, რაც სტანდარტულ კაბას ნიშნავს.ხელისუფლების ეს განკარგულება ოფიციალურად არ გამოცემულა, რადგან ის ა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  9. Исполнитель знаменитых песен "С чего начинается Родина", "На безымянной высоте", "Это было недавно, это было давно", "Я шагаю по Москве" и всемирно-известного хита "Трололо" умер в Российском нейрохирургическом институте имени А.Л. Поленова на 78-м году жизни. В начале апреля артист перенес инсульт. newsru
  10. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/nytimes-150x23.gif დენის კორბოი, უილიამ კორტნი და კენეტ იალოვიცი ამ კვირაში სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტი სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ძალიან დროულია. კავკასია კონფრონტაციის რისკს შეიცავს, რაც შეიძლება ამერიკულ და ევროპულ ინტერესებზე აისახოს, ამიტომ მას რეგულარული და მაღალი დონის ყურადღება სჭირდება. რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში ტერორიზმი და აჯანყებები ვრცელდება. რუსეთის არმიის მიერ აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და საქართველოს მიმდებარე ტერიტორიების ოკუპაცია დაძაბულობას ამძაფრებს. აზერბაიჯანში სომხური ანკლავის მთიანი-ყარაბახის ირგვლივ სომხეთს და აზერბაიჯანს შორის სამხედრო მოქმედებების განახლება სულ უფრო რეალურია. ვითარებას ართულებს რუსეთის პრეზიდენტად ვლადიმერ პუტინის დაბრუნება. ის ცდილობს ყოფილ საბჭოთა მეზობლებზე რუსეთის გავლენის გაზრდას ნატოს და ევროკავშირის მიმზიდველობის საპირწონედ. გასულ თვეში, პუტინი არ დაესწრო „დიდი რვიანის“ სამიტს და სანაცვლოდ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ლიდერები შეკრიბა, ორგანიზაციის, რომლის წევრები არიან ასევე სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. რუსეთი ცდილობს ევრაზიული საბაჟო კავშირის გაფართოვებას, რასაც უკრაინა ეწინააღმდეგება. კრემლი სკეპტიკურადაა განწყობილი საკუთარ საზღვრებთან ისეთი დემოკრატიული პროცესების მიმართ, როგორიც იყო 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“ საქართველოში და მომდევნო წელს მსგავსი მოვლენები უკრაინაში. 2008 წელს რუსეთის ინტერვენციამ საქართველოში დაარღვია დადგენილი ნორმები, შეეცადა რა ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოს საზღვრების ძალით შეცვლას. მოსკოვმა დეკლარაციის დონეზე აღიარა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, მაგრამ ეს რეგიონები ეფექტურად ინტეგრირდებიან რუსეთის შემადგენლობაში. მართალია, შარშან საქართველო დათანხმდა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, თუმცა ურთიერთობა ამ ორ ქვეყანას შორის ძალიან მყიფეა. კრემლი უარს აცხადებს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე და ეკონომიკური კავშირები დიდწილად შეწყვეტილია. გასულ თვეში, ჩიკაგოში მოსკოვის წინააღმდეგობის მიუხედავად, ნატომ ხელახლა დაადასტურა ის, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და ხაზი გაუსვა მის „არსებით წვლილს“ (მათ შორის ავაღნეთში) ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში. საქართველოს მიერ წელს საპარლამენტო და 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნების თავსუფალად და სამართლიანად ჩატარება გავლენას იქონიებს ნატოს დამოკიდებულებაზე ამ ქვეყნის წევრობის მიმართ. 1990-იანი წლების დასაწყისში გაჩაღებული ომის გამო მთიანი-ყარაბახის ირგვლივ, მილიონი ადამიანი დევნილად აქცია და სომხეთმა კონტროლი დაამყარა ანკლავსა და აზერბაიჯანის ტერიტორიის კიდევ 9%-ზე. ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) ცდილობს შუალედური გამოსავლის პოვნას, მაგრამ მოლაპარაკებები დიდი ხანია, რაც ჩიხში მოექცა. მყიფე შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხშირად ირღვევა. რუსეთი აიარაღებს სომხეთს და მის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზა აქვს. აზერბაიჯანი, რომელიც ნავთობით მდიდარია, ამ რესურსს შეირაღების ზრდისთვის იყენებს, მის მოკავშირე თურქეთს კი სომხეთთან საზღვარი ათ წელიწადზე მეტი დროა რაც დაკეტილი აქვს. მთიანი-ყარაბახის კონფლიქტი შეიძლება უმალ გალღვეს. ჩრდილოეთ კავკასიაში გაუცხოების პროცესი და ძალადობა ძლიერდება. გასულ თვეში, პუტინის ინაუგურაციიდან სამ დღეში თავდასხმის შედეგად ოცამდე ჯარისკაცი დაიღუპა. რუსეთისთვის წინააღმდეგობის ჩახშობის ინსტრუმენტები ძალა და ეკონომიკური სუბსიდირებაა, მაგრამ ამ სტრატეგიამ არ იმუშავა. ტერორიზმი რეალური საფრთხეა 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის. მოსკოვმა შეიძლება კვლავ აზერბაიჯანი და საქართველო დაადანაშაულოს ტერორისტების დახმარებაში, როგორ უსაფუძვლოდაც გააკეთა ეს 1999 წელს ჩეჩნეთის შემთხვევაში. როგორ შეუძლია ამერიკას და ევროპას რისკების შემცირება კავკასიაში? მათ უნდა განაგრძონ საქართველოს დამოუკიდებლობის მტკიცე მხარდაჭერა და გააპროტესტონ ამ ქვეყნის ტერიტორიის ერთი-მეხუთედის უკანონო ოკუპაცია. მოსკოვს არ უნდა მიეცეს საქართველოს გავლით კასპიის ენერგორესურსების ექსპორტზე კონტროლის მოპოვების შესაძლებლობა. ევროპა და ამერიკა მუდმივად უნდა არწმუნებდნენ საქართველოს არ გაამწვავოს ანტი-რუსული განწყობები ჩრდილოეთ კავკასიაში. მათ უნდა ითანამშრომლონ რუსეთთან ტერორისტული აქტების პრევენციისთვის ოლიმპიური თამაშების ირგვლივ. ამერიკა და ევროპა ვეღარ შეძელებენ მთიან-ყარაბახთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მეორე პლანზე შენარჩუნებას. ამ მხრივ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ქვეყნის შიგნით ზეწოლის ქვეშაა, რაც მას მოქმედებისკენ უბიძგებს, მაგრამ ევროპამ და ამერიკამ უნდა გააფრთხილონ ის შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე, კერძოდ უფრო ფართომასშტაბიან რეგიონალურ ომზე; ამ ამბავს შეიძლება აზერბაიჯანში ენერგეტიკული ინვესტიციები და ევროპისკენ მიმავალი მთავარი გაზსადენი, „ნაბუქო“, შეეწიროს. ეუთოს წევრებმა დიდწილად შეწყვიტეს რუსეთთან თანამშრომლობა ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ დაძაბულობასთან დაკავშირებით, თუმცა რისკები იზრდება და ეს დაძაბულობა შეიძლება აზერბაიჯანს და საქართველოსაც გადაედოს. წევრებმა უნდა გამოიყენონ ვენის მუდმივი საბჭო იმისთვის, რომ აღნიშნული საკითხები დააყენონ და რუსეთთან დიალოგი დაიწყონ. ამ ვიზიტის დროს, სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა ეს პრობლემები პირველ პლანზე უნდა წამოსწიოს და იმის გარანტიები უნდა გასცეს, რომ დასავლეთი აქტიურად იმუშავებს კონფრონტაციისა და კონფლიქტის პრევენციისთვის. დენის კორბოი – ლონდონის „კინგს კოლეჯის“ მიწვეული მეცნიერი, ევროკომისიის ყოფილი ელჩი სომხეთსა და საქართველოში. უილიამ კორტნი – აშშ -ს ყოფილი ელჩი ყაზახეთსა და საქართველოში და პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი რუსეთის უკრაინის და ევრაზიის საკითხებში. კენეტ იალოვიცი – აშშ-ს ყოფილი ელჩი ბელორუსსა და საქართველოში. ორიგინალი ორიგინალი
  11. http://s019.radikal.ru/i609/1206/31/635831e86f86.jpg სასაცილო ფოტოთა კრებული http://s019.radikal.ru/i609/1206/5b/53e138f0d68c.jpg http://s019.radikal.ru/i617/1206/1b/b2314189d693.jpg http://s019.radikal.ru/i610/1206/33/da2946e61206.jpg http://i076.radikal.ru/1206/97/41a4338fad49.jpg http://s019.radikal.ru/i615/1206/8b/0139476dc3b2.jpg http://s019.radikal.ru/i603/1206/b2/391faaa14c2e.jpg http://s019.radikal.ru/i609/1206/7b/7a0672ba958b.jpg http://s019.radikal.ru/i621/1206/5b/161e39696b04.jpg http://s019.radikal.ru/i629/1206/be/a55b36322464.jpg http://s57.radikal.ru/i156/1206/00/d85bfe446e25.jpg http://s019.radikal.ru/i619/1206/ec/09f0150ad86a.jpg http://s019.radikal.ru/i641/1206/9a/1fe69e6afeee.jpg http://s013.radikal.ru/i323/1206/07/5bc6429651b5.jpg http://s019.radikal.ru/i640/1206/9e/682a78483487.jpg http://s016.radikal.ru/i337/1206/78/183d515c3198.jpg http://s53.radikal.ru/i140/1206/ac/9677ca4a1cfe.jpg http://s018.radikal.ru/i520/1206/e4/a818a45e32bd.jpg http://s019.radikal.ru/i619/1206/4f/50bcc5f6ece2.jpg http://s019.radikal.ru/i601/1206/eb/63d46674e6d0.jpg http://s59.radikal.ru/i164/1206/ae/cd8fa5446923.jpg http://s003.radikal.ru/i202/1206/af/02492bdcb7fb.jpg http://s019.radikal.ru/i637/1206/11/1c9d5b0bef11.jpg http://s019.radikal.ru/i639/1206/04/f9acc1cae53e.jpg http://s019.radikal.ru/i620/1206/45/b59da883ea63.jpg http://s017.radikal.ru/i417/1206/82/a229e39ad018.jpg http://s15.radikal.ru/i188/1206/ed/df097d575131.jpg http://s017.radikal.ru/i409/1206/c2/ed2f733d5404.jpg http://s019.radikal.ru/i641/1206/d5/1ae7dfdd9792.jpg http://s53.radikal.ru/i142/1206/6b/10e64fcafd60.jpg http://s018.radikal.ru/i507/1206/41/14e7d5d8568e.jpg http://s019.radikal.ru/i608/1206/c1/fae362c42e89.jpg http://s019.radikal.ru/i612/1206/f9/ddc38b280a8b.jpg http://s019.radikal.ru/i600/1206/b0/57e26614f344.jpg http://s019.radikal.ru/i604/1206/7f/2aa555a71e5d.jpg http://s49.radikal.ru/i123/1206/c6/219e644c0338.jpg http://i079.radikal.ru/1206/d7/ec987e334000.jpg http://s019.radikal.ru/i639/1206/29/ce75ec8acf91.jpg http://s017.radikal.ru/i431/1206/2c/e745630c90c1.jpg http://s019.radikal.ru/i638/1206/28/09009b4886dd.jpg http://s019.radikal.ru/i622/1206/c7/84077ffc8fcf.jpg http://s019.radikal.ru/i629/1206/91/64283c84a99b.jpg http://s019.radikal.ru/i622/1206/b5/05bf521c11d4.jpg http://s42.radikal.ru/i097/1206/f4/8122bd34c402.jpg http://i023.radikal.ru/1206/95/9bb548817af6.jpg http://s017.radikal.ru/i401/1206/4f/d0c3730ddbf7.jpg http://s019.radikal.ru/i635/1206/d3/2ea3fd417518.jpg http://s008.radikal.ru/i306/1206/c0/eec8410fc40c.jpg http://s019.radikal.ru/i606/1206/2f/85a50868006e.jpg http://s019.radikal.ru/i604/1206/ec/cbc5cf673052.jpg http://s019.radikal.ru/i634/1206/0f/bf1b094bba71.jpg http://s019.radikal.ru/i616/1206/5c/2db87c761263.jpg http://s019.radikal.ru/i607/1206/0c/ea1a07e29982.jpg View the full article
  12. По предварительным данным, на борту самолета, принадлежащего местной авиакомпании Dana Air, находились 153 человека. Лайнер рухнул на один из кварталов Лагоса - экономической столицы страны. newsru
  13. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/11/historyoftruth.JPG ზაურ შირიევი ნატოს პარტნიორები სამხრეთ კავკასიიდან ჩიკაგოს 20-21 მაისის სამიტზე გნსხვავებული მისწრაფებებითა და გეგმებით ჩავიდნენ, ამას კი წინ უსწრებდა უამრავი საჯარო დისკუსია და სპეკულაცია. საქართველოსთვის ჩიკაგოს სამიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა – თბილისი, მიუხედავად მოსკოვის ღია მუქარისა, არ მალავს ნატოში უსწრაფესად გაწევრიანების წადილს. მას შემდეგ, რას გასული წლის დეკემბერში საქართველო ასპირანტ ქვეყნად გამოცხადდა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, საქართველოს, თუ ის ნატოში გაწევრიანდება, 2008 წლის რუსულ-ქართული ომის განმეორებით დაემუქრა. მაგრამ საქართველო მტკიცედ დგას. 20 მაისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ახალგაზრდა ატლანტისტთა სამიტზე სრულიად პირდაპირ განაცხადა, რომ „თბილისი არ იქნება მოხარული, თუ ჩიკაგოს სამიტი მხოლოდ დაადასტურებს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც საქართველო ერთ დღეს გახდება ალიანისის წევრი.“ ამ თავალსაზრისით, სახელმწიფო მდივნის კლინტონის შენიშვნები ნატოს გაფართოების პოლიტიკის შესახებ მომავალი სამიტისათვის და თბილისის მონაწილეობაზე ასპირატნტი ქვეყნების შეხვედრებში, იმედისმომცემი ინდიკატორებია და 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კამპანიას მნიშვნელოვანი მასალით უზრუნველყოფს. სააკაშვილის სტრატეგიის ნაწილი აქამდე იმაში მდგომარებოდა, რომ ოპოზიცია პრო-რუსულად წარმოედგინა. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ასპირანტი ქვეყნის სტატუსის თვალსაზრისით, ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად სახელდება, მას ჯერ არ დაუწყია მოლაპარაკებები გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე (MAP-ზე), რაც გაწევრიანების იდეალური ვადების თვალსაზრისით თბლისისთვის სერიოზულ ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს. სომხეთისთვის ჩიკაგო სხვა მიზეზთა გამო იყო მნიშვნელოვანი – 6 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სომხეთი სერიოზული საერთაშორისო პრობლემების პირისპირ აღმოჩნდა. პუტინის ინაუგურაციის შემდეგ, მოსკოვი არ მალავს თავის უკმაყოფილებას სომხეთის არჩევნებით და როდესაც სომხეთის პრეზიდენტი დსთ-ს სამიტის დასასწრებად მოსკოვს ეწვია, ის არ შეხვდა პრეზიდენტ პუტინს, მაშინ, როდესაც პუტინი შეხვდა სამიტის დამსწრე სხვა პრეზიდენტებს. საპასუხოდ, ტიგრან სარქისიანმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, იმავე დღეს გამოაქვეყნა სტატია რუსულ გაზეთში „ვედომოსტი“, სადაც წერდა, რომ ვერ მოახერხა პუტინთან შეხვედრა და სომხეთმა ევროპული ინტეგრაციისკენ მიმავალი რეფორმები უნდა წამოიწყოს. მან გაამართლა ევროპის კავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და არა გაწევრიანება საბაჟო კავშირში, რომელშიც ამჟამად რუსეთი ყაზახეთი და ბელორუსია არიან გაერთიანებულნი. ეს ნაბიჯი წინააღმდეგობაში მოდის მოსკოვის ინტერესებთან და შესაბამისად აუქმებს ადგილობრივი ოპოზიციის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ერევნის პოზიცია პრო-რუსულია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ თვალსაზრისით იყო ჩიკაგოს სამიტის წინ გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ სომხეთი არ მიიღებს მასში მონაწილეობას, თუ ნახსენები იქნება აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა; სწორედ ამ მიზეზით არ დაესწრო სომხეთის ხელისუფლება წინა სამიტს ლისაბონში. ჩიკაგოს დეკლარაციის პროექტი შეიცავდა ტექსტს, რომელზეც, ღონისძიების წინ, მათი საგარეო საქმეთა მინისტრების მეშვეობით, წარიმართა მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან და სომხეთთან, ხოლო აზერბაიჯანი შიშობდა, რომ ნატო უკან წაიღებდა თავის სიტყვებს, რათა სარქისიანი სამიტს დასწრებოდა. საბოლოოდ, სომხეთის პრეზიდენტმა უარი თქვა ჩიკაგოს სამიტზე დასწრებაზე იმის საფუძველზე, რომ სამიტის დეკლარაციაში მთიანი ყარაბახის კონფლიქტი, საქართველოს და მოლდოვას გადაუწყვეტელ კონფლიქტებთან ერთად ნახსენები იყო, როგორც გამოწვევები დასავლეთის უსაფრთხოებისთვის. ამით კი სამიტი საყოველთაოდ აღიარებული ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას ისევ ასახელებდა კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის მთავარ პრინციპად. 20 მაისს, სომხურ დიასპორასთან შეხვედრისას, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედვარდ ნალბანდიანმა, რომელიც წარმოადგენდა სომხეთს სამიტზე, ხაზი გაუსვა, რომ ნატოს „შემაშფოთებელი“ რიტორიკა მთიან ყარაბახთან მიმართებაში, წინააღმდეგობაში მოდის აშშ-ს, საფრანგეთისა და რუსეთის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ შექმნილ სამშვიდობო გეგმასთან.“ იმის გავითვალისწინებით, რომ რუსეთის პრეზიდენტიც არ მონაწილეობდა სამიტში და რუსეთს ყოველთვის აღიზიანებდა სომხეთის ურთიერთობანი ნატოსთან, სომეხი ექსპერტები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ეს ნაბიჯი „მოსკოვისთვის პატარა საჩუქარს წარმოადგენდა.“ აღსანიშნავია, რომ სომხური საინფორმაციო გამოშვებები ნატოს სამიტს ისე აშუქებდნენ, როგორც „დიპლომატიის მარცხს“ და „ჩოკაგოს არეულობას“, ხოლო სომხეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვარდან ვოსკანიანმა ერევანის სტრატეგია, როგორც „თვითიზოლაციისკენ მიმავალი უმოკლესი გზა“, გააკრიტიკა. ყველაზე კმაყოფილი ქვეყანა რეგიონში აზერბაიჯანი აღმოჩნდა – მან ჩიკაგოს სამიტის კომიუნიკე ისე აღიქვა, როგორც მისი ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის აშკარა მხარდაჭერა და კონფლიქტების საერთაშორისო სამართლის საფუძველზე გადაჭრის ხაზგასმა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერის, ელან აბდულაევის თქმით, „ის ფაქტი, რომ განცხადებას ხელი მოაწერეს მთავარმა მსოფლიო მოთამაშეებმა, ერთ რამეზე მიუთითებს – აზერბაიჯანის მტკიცე მხარდაჭერას მთიანი ყარაბახის კონფლიქტში.“ საბოლოოდ, ისე ჩანს, რომ საქართველოს ჩიკაგოს სამიტმა არ მოუტანა საიმედო სიცხადე მათი გაწევრიანების თვალსაზრისით. ეს იყო დარტყმა მთავრობისათვის, განსაკუთრებით ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, მაგრამ ხელისუფლებამ სიტუაცია ჭკვიანურად გამოიყენა. სამიტის წინ ქვეყნის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ მოელიან ცხად გზავნილს გაწევრიანებასთან დაკავშირებით და იმედგაცრუებულნი დარჩებიან, თუ ასეთ გზავნილს არ მიიღებენ. თუმცა სამიტის განმვალობაში მათ საკუთარი რიტორიკის ტრაექტორია შეცვალეს და ასპირანტის სტატუსის მიღება მიღწევად გამოაცხადეს. სომხეთისთვის ჩიკაგოს სამიტმა ბევრი ნეგატიური მომენტი მოიტანა. პრეზიდენტის არდასწრებამ პრობლემები შექმნა; ეს ვერ გამოასწორებდა ურთიერთობებს რუსეთთან; და ბოლოს, უკმაყოფილებამ იმით, რომ ნატოს ფინალურ დეკლარაციაში ნახსენები იყო აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა, შელახა სომხეთის პოლიტიკური რეპუტაცია (როგორც ნატოსთან ინტეგრაციის, ასევე მთიანი ყარაბახის კონფლიქტის გადაწყვეტის თალსაზრისით). აზერბაიჯანის თვალთახედვით, სომხეთის მარცხი ბაქოს ტრიუმფია, მაგრამ საბოლოოდ ჩიკაგომ მხოლოდ status quo დაადასტურა. რეალურად, ჩიკაგოს სამიტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ აზერბაიჯანის მიდგომა ნატოში ინტეგრაციისადმი განსხვავდება მისი მეზობლების მიდგომებისგან – ის არ არის დაკავშირებული სამხედრო ბლოკთან, კერძოდ კი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან სომხეთივით და არც ისე მტკიცედ უნდა გაწევრიანება, როგორც ეს საქართველოს სურს. შარშან ბაქო გაწევრიანდა მოძრაობაში, რომელიც კრძალავს მონაწილეობას ნებისმიერ სამხედრო ბლოკში. ბაქოს ურთიერთობა ნატოსთან ეფუძნება წმინდა წყლის პრაგმატიზმს, რაზეც მიუთითებს კიდეც ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა, რომელზეც ნატო და აზერბაიჯანი გასული წლის დეკემბერში შეთანხმდნენ. ორიგინალი ორიგინალი
  14. Президент Сирии обвинил в конфликте иностранные государства и террористы. Власти, по его словам, должны противостоять ему. Накануне Кофи Аннан заявил, что страна скатывается в гражданскую войну. newsru
  15. На несогласованном митинге оппозиции на Триумфальной площади Рынска публично оскорбила полицейского, после чего на интернет-сайте в живом журнале разместила его фотографии и сообщения, призывающие отомстить. newsru
  16. სუსტი გულის პატრონებს ვთხოვთ თავი შეიკავოთ ვიდეოს ყურებისაგან . http://img.youtube.com/vi/-9h7xuDBOgs/2.jpg View the full article
  17. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/10/fp.jpeg ქრისტიან კერილი არსებობს ვარაუდი, რომ დიქტატორები – ბრიყვები, ყოველ შემთხვევაში, შერეკილი ხალხია. მუამარ კადაფი სერიოზული გიჟი იყო, რომელსაც მოდაზე არანორმალური შეხედულებები ჰქონდა; კიმ ჩენირს – უცნაური ვარცხნილობა და მიდრეკილება სიურეალისტური ლოზუნგების გამოგონებისკენ. ხოლო ბირმის გენერლები ნამდვილი ცხოველები იყვნენ – ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე რჩევას მკითხავებს ეკითხებოდნენ და ადამიანებს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ხვრეტდნენ. თუმცა ამ კარიკატურული სახეების უკან (ეს ადამიანები კი სწორედ კარიკატურები არიან) – თანამედროვე ცხოვრების ზოგიერთი უსიამოვნო ფაქტი იმალება. კადაფი 41 წელი მართავდა ქვეყანას, სადაც მანამდე განხეთქილებები და მტრობა ყოველდღიურობა იყო. კიმ ჩენ ირი 17 წლიანი მმართველობის შემდეგ საკუთარ საწოლში გარდაიცვალა – მიუხედავად იმისა, რომ თავისი პოლიტიკით მან ჩრდილოეთ კორეა დამაცირებელი სიღატაკისთვის გაწირა სწორედ იმ დროს, როდესაც მისი მეზობლები სიმდიდრის და კეთილდღეობის სულ უფრო მაღალ მწვერვალებს იპყრობდნენ. ბირმის გენერლები? ეს ადამიანები ხელისუფლებაში 1962 წელს მოვიდნენ, და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს თავიანთი მარწუხები ოდნავ მოადუნეს, ისინი მაინც ყველაფერს განაგებენ ამ ქვეყანაში. ყველა ზემოთჩამოთვლილმა დიქტატორმა ხელისუფლება იმაზე დიდხანს შეინარჩუნა, ვიდრე თავად ან მისი ხალხი წარმოიდგენდა. დიახ, ეს ბოროტება იყო, აქ ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ ბრიყვებს მათ ვერ უწოდებ. თავიანთი კრიტერიუმებით ისინი საკმაოდ წარმატებული ადამიანები იყვნენ. სწორედ ეს უნდა გავითვალისწინოთ, თუკი გადაწყვეტილი გვაქვს დავეხმაროთ მსოფლიოში თავისუფლების ძალთა გამარჯვებას. და სწორედ ამას გვასწავლის უილ დობსონის შესანიშნავი ახალი წიგნი „The Dictator’s Learning Curve: Inside the Global Battle for Democracy“ . დობსონი ადრე Foreign Policy-ის რედაქტორად მუშობდა, ახლა ის – სახელმწიფო სამსახურშია. მოსაზრებები, რომელიც წიგნის ფურცლებზე გადაიტანა, რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა, როდესაც ის ერთ-ერთ თამაშში მიიწვიეს რამდენიმე დემოკრატ აქტივისტთან ერთად, რომლებიც საკუთარ სამშობლოში ავტორიტარული რეჟიმის შერყევას ცდილობდნენ. როდესაც დობსონმა იკითხა, შეიძლებოდა თუ არა მას დიქტატორის როლი ეთამაშა, მის თხოვნას არაფრისმთქმელი სახეებით შეხვდნენ. „ჩვენ არ ვასწავლით ხალხს სხვა ადამიანების ჩახშობას“ – უპასუხეს მას. რა თქმა უნდა, პრობლემა ის არის, რომ თქვენ საეჭვოა შეძლოთ დესპოტის დამარცხება, თუკი ვერ გაიგებთ, რა ჩანაფიქრი აქვს მას. თავის წიგნში დობსონი ცდილობს ამ შეცდომის გამოსწორებას და აანალიზებს ხუთ მოქმედ ავტორიტარულ რეჟიმს და ხელისუფლების შენარჩუნების მათ სტრატეგიას. ის წერს ინტერვიუებს ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრებთან და რუს დისიდენტებთან; თან ახლავს მალაიზიის ოპოზიციურ ლიდერს ანვარ იბრაგიმოვს წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ დაძაბულ დღეს, როდესაც ვლინდება ერთიანი ოპოზიციის შექმნის სირთულე ამ ქვეყანაში, რომელსაც ეთნიკური წინააღმდეგობები ტანჯავს. ვენესუელაში დობსონი ესაუბრება უგო ჩავესის ყოფილ მაღალჩინოსან მოკავშირეს, რომელიც ახლა პატიმარია. საოცარი დადასტურება რეჟიმის სიმახინჯისა (ან მისი დაუნდობელი მოხერხებულობისა). და მართალია ის ეგვიპტეზე ძირითადად მუბარაქის რეჟიმის დამხობამდე წერს, მისი გონივული ანალიზი იქ ძალთა თანაფარდობის შესახებ გამორჩეულად ინფორმაციულია. საკვანძო დასკვნა, რომელსაც დობსონი საკუთარი კვლევების საფუძველზე აკეთებს, ის არის, რომ დღევანდელი ავტოკრატები სულაც არ არიან იდიოტები. ისინი წინამორბედთა შეცდომებზე სწავლობენ. პუტინი სტალინი არ არის, ხოლო ჰუ ძინტაო – მაო ძედუნი. დობსონი წერს, რომ ხშირ შემთხვევაში თანამედროვე დიქტატორებს ესმით, რომ მათ ინტერესებში შედის დემოკრატიული ნორმების ფორმალური არსებობა, თუნდაც ამ ნორმებს არაფრად აგდებდნენ. მაგალითად, ჩავესს უყვარს არჩევნების ჩატარება, და კენჭისყრის დღეს ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი ხმა ვისაც უნდათ იმას მისცენ. ის ფაქტი, რომ ვენესუელელთა უმრავლესობა საბოლოო ჯამში პრეზიდენტს აძლევს ხმას, ასახავს იმ კოლოსალურ ძალისხმევას, რასაც ჩავესი არ იშურებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, სასამართლოებით და ბიუროკრატიით მანიპულირებისთვის ყოველდღიურად. „არჩევნების დღე – პრობლემა არ არის“, – უთხრა დობსონს ვენესუელის საარჩევნო კომისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა. „მთელი ზიანის მიყენება – ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით, ფულის, საქონლის, მედიისა მასობრივი კომუნიკაციების გამოყენებით – ამ დღემდე ხდება“. დობსონი აღნიშნავს, რომ ჩავესმა იმდენად ოსტატურად დანერგა ვენესუელის პოლიტიკურ კულტურაში ეს შავი მაგია, რომ დღეს რთული წარმოსადგენია, როგორ გაუწევს მას კონკურენციას ოპოზიცია (ახალი მხარდაჭერის მიღების პირობებშიც). პრეზიდენტი იმდენად ოსტატურად აკონტროლებს ეთერს, რომ ფაქტობრივად არ დაზარალებულა პოლიტიკურად სწრაფად მზარდი ინფლაციისა და მკვლელობების რიცხვით. აბსოლუტურად შესაძლებელია, მხოლოდ ბუნება – კიბოს სახით, რომლითაც დაავადებულია დღეს ლიდერი, ბოლოს მოუღებს ჩავიზმს. გაცილებით გონივრულია დობსონის დაკვირვებები ჩინეთში. ის ასკვნის, რომ ჩინელი კომუნისტები ყველაზე ნაკლებად კეთილგანწყობილნი არიან თანამედროვე დიქტატორების მიმართ. ისინი აქტიურად და ყურდღებით სწავლობენ და აანალიზებენ ყოფილი დიქტატორული რეჟიმების მარცხებს – ჩაუშესკოდან დაწყებული სუხარტოთი დამთავრებული. ისინი ბეჯითად მუშაობენ შესაბამის დასკვნებზე და გაკვეთილებზე და მნიშვნელოვანი წარმატებებიც აქვთ. როგორც ავტორი აღნიშნავს, იმ რეპორტიორების უმრავლესობა, რომელიც 1989 წელს ტიანანმენის მოედნის მოვლენებზე და მის შედეგებზე წერდა, შოკს მიიღებდნენ მაშინ მათთვის რომ ეთქვათ, რომ კომუნისტური პარტია არათუ დარჩებოდა ხელისუფლებაში, არამედ ჩვენს დღეებშიც შესამჩნევ წარმატებებს მიაღწევდა. „ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გაცნობიერებული აქვს საკუთარი ხარვეზები და მოწყვლადი ადგილები“, მითხრა ახლახანს დობსონმა. „ამ სახელმწიფოს არ სჭირდება არავის ლექციები იმის თაობაზე, თუ რა უნდა აშფოთებდეს და აღელვებდეს ღამღამობით“ (ინფორმაციისთვის: სიის სათავეში – კორუფცია და უთანასწორობაა). რაც შეეხება პუტინს, დობსონი აღიარებს, რომ ამ ადამიანმა გაიაზრა, როგორ უნდა შეინარჩუნოს ძალაუფლება და კონტროლი ისე, რომ არ მიმართოს საბჭოთა სტილის უკიდურესობებს. XXI საუკუნეში რუსებს თავისუფლად შეუძლიათ უცხოეთში მოგზაურობა, ინტერნეტით სარგებლობა, იმ ყველაფრის კითხვა და ყურება, რაც მათ გაეხარდებათ. საქმე ის არის, რომ პუტინს ესმის: მოქალაქეების სრული იზოლაცია გარე სამყაროსგან ის თამაშია, რომელსაც სულ უფრო ნაკლები შედეგი მოაქვს. ამის ნაცვლად, მან ჩავესის მსგავსად, თავისი ყურადღება მთლიანად მასობრივი ინფორმაციის ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებების კონტროლს მიაპყრო (ნაციონალურ ტელემაუწყებლებს) და აკურატულად მანიპულირებს კანონებით, ხრის რა ძალთა თანაფარდობას სახელმწიფოს სასარგებლოდ. და ჯერჯერობით ამ ამოცანას წარმატებით უმკლავდება ისე, რომ ადამიანების საკონცენტრაციო ბანაკებში ჩაყრა არ სჭირდება. დობსონის თქმით, პუტინი, იმასაც აცნობიერებს, რომ ნებისმიერ ავტოკრატიას ყველაზე სერიოზული საფრთხე იმ მომენტში ექმნება, როდესაც ის კარგავს კავშირს საზოგადოებრივ განწყობასთან. როგორ უნდა მოიქცე, როდესაც პარლამენტი იმდენად მოათვინიერე, რომ ვერ იგებ მისგან სასარგებლო და სარწმუნო ინფორმაციას მოქალაქეების საჭიროებებსა და შიშებზე? პუტინის შემთხვევაში გამოსავალი მოიძებნა ახალი ორგანოს „საზოგადოებრივი პალატის“ შექმნით, რომელიც ერთგვარი ფართომასშტაბიანი საკონსულტაციო კომისიაა და მოიცავს ნამდვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ეს პალატა გასცემს „რეკომენდაციებს, რჩევებს, ასევე ხშირად გამოთქვამს კრიტიკულ მოსაზრებებს, რისი გაკეთებაც უუნარო დუმას არ შეუძლია“. მაგრამ მას არანაირი ძალაუფლება არ აქვს. რა თქმა უნდა, სწორედ აქ ექმნებათ პრობლემები თანამედროვე დიქტატორებს. ავტორიტარული რეჟიმები იძულებულნი არიან იმოქმედონ ისე, თითქოს მართლაც ყურს უგდებენ ამომრჩევლებს. ეს ცხადყოფს იმას, თუ რამდენად განუყოფელი გახდა ჩვენი ცხოვრებისა და სისტემისთვის დემოკრატიული ნორმები. შემთხვევითი არ არის ის, რომ სამოქალაქო პროტესტის ახალი რუსული ტრადიცია არჩევნების გაყალბების შედეგად წარმოიქმნა. დღეს რუსები იმედოვნებენ, რომ მათ ხმებს გაითვალისწინებენ და მათ შეხედულებებს მნიშვნელობას მიანიჭებენ. ამიტომ დღეს არჩევნების მარტივი პროფანაცია უკვე საკმარისი არ არის. ხოლო მაილიაზიელებში, იმავდროულად ნამდვილი არჩევნები, რელური კენჭისყრით უკვე მრავალი წლის განმავლობაში ტარდება. მაგრამ დღეს ახალ ტენდენციას სულ უფრო ბევრი რამ ამტკიცებს: ადამიანებს სურთ, რომ მათ ხმებს მეტი წონა ჰქონდეს, ვიდრე უბრალო შტემპელს, რომელიც ავტომატურად აკანონებს გულმოწყალე, თუმცა მაინც – დესპოტურ სახელმწიფოს. და პოლიტიკური ლანდშაფტიც შესაბამისად იცვლება. ასე რომ ყველაზე გონებაგახსნილი დიქტატორებისთვისაც რთული დღეები დგება. დობსონი, ცივად აფასებს რა დღევანდელი არადემოკრატიული რეჟიმების შედარებით მოხერხებულობას, დარწმუნებულია, რომ დემოკრატიული ძალები აღმასვლას განიცდის. „არაბული გაზაფხული – ეს მხოლოდ მცირე გაელვებაა“, ამბობს იგი. „მდინარებამ მიმართულება შეიცვალა და ახლა თავისუფალი და პლიურალისტული საზოგადოებებისკენ მიმემართება“. ინფორმაციის ელვისებური გავრცელების გამო სახლემწიფოებს სულ უფრო უჭირთ ძალაუფლების საკუთარ ხელში კონცენტრირება, რაც კლავს თავად ავტორიტარიზმის არსს. ხელისუფლების არამართლზომიერმა ქმედებებმა ჩინეთის ერთ რაიონში შეიძლება უმალ გამოიწვიოს არეულობა სხვა რეგიონებში, რომლებიც არეულობის ეპიცენტრიდან ათასობით კილომეტრითაა დაშორებული. „მინის დინასტია მსგავს პრობლემებს ვერც კი წარმოდგენდა“, – აღნიშნავს დობსონი, „ამიტომ იძულებულნი ვართ ვაღიაროთ, რომ იმ ამოცანების მიღწევა, რომელიც მოქმედ რეჟიმების აღელვებთ, გაცილებით გართულდა“. ვფიქრობ, დობსონი აბსოლუტურად მართალია. მაგრამ ეს არ აძლევს დემოკრატებს გამარჯვებულების პოზაში ყოფნის არც საფუძველს და არც უფლებას. ჯერჯერობით მსოფლიოში უამრავი დიქტატორია და ისინი ყველაფერს სწრაფად ითვისებენ. ორიგინალი ორიგინალი
  18. http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/06/nick-vujicic21.jpg ადამიანები რომლებმაც ოცნება აისრულეს Nick Vujicic ადამიანი ხელ-ფეხის გარეშე.ნიკი დაიბადა მელბურნში ( ავსტრალია) ნიკს თანდაყოლილი იშვიათი დავადება ტეტრამელია ქონდა. ამ უიშვიათესი ავანტყოფობით დაავადებულებს ჯერ კიდე დედის საშოსი არ უნვითარდებათ კიდურები http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/06/nick_vujicic-1.jpg მძიმე დაავადების მიუხედავად ნიკმა 21 წლის ასაკში დაამთავრა კოლეჯი სპეციალობით: ფინანსური დაგეგმარება http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/06/1249553528_super_00.jpg დღეს დღეობით ნიკი ითვლება ავსტრალიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფინანსისტად აქვს საკუთარი აუდიტორული ფირმა , თვითონ ეხმარება უამრავ ინვალის ადადმიანს ყავს ოჯახი და აქტიურ ცხოვრებას ეწევა http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/06/NickVujicicKanae.jpg http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/06/nick-vujicic2.jpg Jessica Cox პირველი უხელო მფრინავი.ჯესიკა უხელოდ დაიბად დანარჩენით გოგონა ჩვეულებრივი ჯანმრთელი გოგონა იყო http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/06/images.jpeg http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/06/Jessica-Cox-08.jpg ინვალიდობის მიუხედავად ჯესიკამ სკოლა წარმატებით დაამთავრა კოლეჯში ფსიქოლოგია შეისწავლა , უხელოდ ატარებს მანქანა , დაცურავს , მიიღო შავი ქამარი ტაი კვან დოში, უხელოდ წერს და ბეჭდავს კომპიუტერზე http://s001.radikal.ru/i196/1206/57/ba162eeccd6b.jpg http://s019.radikal.ru/i621/1206/07/c25e179e266b.jpg http://s019.radikal.ru/i626/1206/8a/487558a722f0.jpg http://s019.radikal.ru/i635/1206/1d/d997b2ad3087.jpg ჯესიკამ შეისწავლა თვითმფრინავის მართვა ,მისთვის სპეციალურად გადააკეთეს პატარა თვითმფრინავი რითაც მან 90საათი საფრენი დორო გაიარა http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/06/Jessica-pilot-plane.jpg Sean Swarner უიმედოდ დაავადებული ალპინისტი.შონს 13 წლის ასაკში ექიმებმა დაუსვეს დიაგნოზი: ბოროტთვისებიანი ლიმფომატოზი თანაც აღმოაჩნდა ფილტვების კიბო. შონს ექიმებმა ოპერაცია გაუკეთეს ,მაგრამ მას ცოტა ხნის სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს.მაგრამ როგორც კი ოდნავ გამოსწორდა მდგომარეობა შონი ევერესტის დასაბყრობლად გაემართა და მიიღო მონაწილეობა სპორტულ ტურნირ Ford Ironman World Championship. http://s019.radikal.ru/i615/1206/01/e69506c6469b.jpg http://s019.radikal.ru/i639/1206/a4/051d65b03f22.jpg http://s43.radikal.ru/i099/1206/d7/b0693e66a754.jpg http://s019.radikal.ru/i632/1206/8d/f601fc767411.jpg http://s019.radikal.ru/i639/1206/1f/eaf7b1bf8178.jpg დღეს დღეობით შონი მსოფლიოს თითქმის ყველა მწვერვალზეა ნამყოფი .მან ჩამოაყალიბა კიბოთ დაავადებულთა დახმარების საზოგადოება , იგი მოგზაურობს მთელ მსოფლიოში და ეხმარება ონკოლოგიურ ცენტრებს და მათ პაციენტებს http://s57.radikal.ru/i158/1206/33/2d7a8f8a8bb7.jpg Liz Murray უსახლკარო გოგონა.ლიზა დაიბადა 1980 წლის 28 სექტემბერს ნიორკში ნარკომანების ოჯახში.15 წლის ასაკში გოგონა დარჩა ქუჩაში.ლიზის დედა შიდჩისგან გარდაიცვალა ,მამას კი მხოლოდ ნარკოტიკები აინტერესებდა შემდგომში ლიზის მამა მოათავსეს უსახლ-კაროთა სახლში.ქუჩაში მარტო დარჩენილ ლიზამ საქველმოქმედო სასწავლებელ Humanities Preparatory Academy-ში ჩააბარა,რომელის ექსტერნად ორ წელიწადში დაამთავრა . http://s56.radikal.ru/i151/1206/2c/a84f8abc4641.jpg http://i048.radikal.ru/1206/98/6b0dec95b380.jpg ლიზამ New York Times პრემია მიიღო ,როგორც აშშ-ს საუკეთესო სტუდენტმა .2000 წელს ლიზამ ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩააბარა სამ წელიწადში მამის მოვლის საშუალება რო ქონოდა კოლუმბიის უნივერსიტეტში გადავიდა.2006 წელს ლიზის მამა გარდაიცვალა.2008 წელს ლიზა ჰარვარდს დაუბრუნდა http://s019.radikal.ru/i616/1206/c1/01207506dbd1.jpg დღეს ლიზა Washington Speakers Bureau თანამშრომელია და დამატებით ლექციებს კითხულობს ჰარვარდის უნივერსიტეტში ამასთა ლიზა უსახლკაროთა დახმარების ფონდის თანათავჯდომარეა http://s016.radikal.ru/i336/1206/bf/b60432adfd48.jpg http://s019.radikal.ru/i600/1206/63/e8f08d5a8a97.jpg http://s019.radikal.ru/i610/1206/9e/49be8785826c.jpg Patrick Henry Hughes კოჟლი და ბრმა მუსიკოსი.პატრიკი დაიბადა თვალების გარეშე და დეფორმირებული კიდურებით.მძიმე ავატმყოფობის მიუხედანად პატრიკმა მუსიკის ნიჭი უკვე 1 წლის ასაკში გამოავლინა http://s017.radikal.ru/i402/1206/c8/5de26db1cea0.jpg 5 წლის ასაკში პატრიკმა University of Louisville School of Music Marching and Pep Bands ჩააბარა რის დამთავრების მერე Cardinal Marching Band -ის შტატური მუსიკოსი გახდა. http://s019.radikal.ru/i640/1206/da/8d471b610fe7.jpg http://s004.radikal.ru/i205/1206/f9/19d21fd1af08.jpg http://s019.radikal.ru/i626/1206/60/013a553da8a0.jpg ეხლა პატრიკი ვირტუზი პიანისტია უამრავი კონკურსების და ფესტივალების ლაურიატი http://s019.radikal.ru/i634/1206/b0/163d48568b20.jpg Buster Martin ყველაზე ხანდაზმული მარათონელი და დაქირავებული მუშა. ბასტერი 102 წლის არის იგი მუშაობს სანტექნიკად ლონდონის ერთ-ერთ კომპანიაში და მარათონულ გარბენებში იღებს მონაწილეობს http://s019.radikal.ru/i628/1206/65/981659f3cc52.jpg http://s019.radikal.ru/i615/1206/bf/f8b3a70e7db2.jpg http://s017.radikal.ru/i444/1206/64/2d87a73eac03.jpg http://s019.radikal.ru/i628/1206/46/f635e8cd9ab1.jpg http://s019.radikal.ru/i635/1206/bd/7a2950bfa7eb.jpg http://s019.radikal.ru/i621/1206/d1/056710f39cb8.jpg Winifred Pristell ძლიერი ბებო.ხანში შესული ქალბატონი რომელიც მძიმე ატლეტიკით არის დაკავებული.70 წლის ასაკში მან დაწოლილმა 70კგ. და ფეხზე მდგარმა 120კგ. ასწია http://s019.radikal.ru/i633/1206/a0/d5971bcdd7d9.jpg http://s019.radikal.ru/i610/1206/d5/8347c6fa2085.jpg http://s019.radikal.ru/i628/1206/32/e6316e5c1b87.jpg http://s019.radikal.ru/i628/1206/ab/8de29c4b1af8.jpg http://s019.radikal.ru/i609/1206/61/420d3c125b43.jpg Jennifer Figge ქალი რომელმაც ატლატინკის ოკეანე გადაცურა. 60 წლებში გოგონამ თვითმფრინავით ატლატიკის ოკეანეს გადაუფრინა, მაშინ მას გაუჩნდა აზრი შესძლებდა თუ არა გოგონა ოკეანის გადაცურვას .2011 წელს უკვე სოლიდური ასაკის ქალბატონი კუნძულ კაპე-ვერდედან ცურვით ბაჰამის კუნძულებისკენ გაემართა ,მაგრამ ქარმა და წყალქვეშა დინებამ მარშუტს ააცილა და მოცურავე ერთი თვის შემდეგ ტრინედადის კუნძულებთან მიცურა http://s019.radikal.ru/i629/1206/c4/5aa992114a69.jpg http://s019.radikal.ru/i615/1206/36/c6072a3b7fe7.jpg http://s019.radikal.ru/i635/1206/15/b4cb53ad7074.jpg http://s019.radikal.ru/i604/1206/3c/766ab0bdebf6.jpg http://s017.radikal.ru/i439/1206/70/c0a2e59a1779.jpg http://s019.radikal.ru/i640/1206/5e/d96a96bae579.jpg View the full article
  19. მაჰაჩკალაში პოლიციელის თავხედური მკვლელობა მოხდა. საგზაო-საპატრულო სამსახურის ინსპექტორი საგუშაგოზე - შამილის პროსპექტზე მორიგეობის დროს მოკლეს. 1 ივნისს დილის 9 საათზე მან საბუთების შემოწმების მიზნით ავტომანქანა გააჩერა - და ამ დროს ცეცხლი გაუხსნეს. ერთ-ერთი ვერსიით, ინსპექტორი სნაიპერის ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა. მიმდინარეობს გამოძიება.ხოლო დღეს ძალოვანებს - შეიარაღებული იატაკქვეშა მოძრაობის სავარაუდო წევრი ჩაბარდა. 20 წლის ნურმაგომედ ხირაევი, რომელიც ფედერალურ ძებნაში ითვლებოდა, დილით ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  20. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/iwpr_thumb1.jpg ნანა ყურაშვილი საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება და ქართველი მილიარდერი ოპოზიციონერი მაგნატის პოპულარობა იზრდება. ქართველმა ოპოზიციონერმა მილიარდერმა 27 მაისს მისი კოალიციის “ქართული ოცნების” მხარდასაჭერ დემონსტრაციაზე ათობით ათასი ადამიანი მიიზიდა, რაც იმის ვარაუდს აჩენს, რომ მას ოქტომბრის საპრალამენტო არჩევნებზე წარმატების მიღწევის სერიოზული შანსები აქვს. ამ არჩევნებს განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რადგან ის თვეებით უსწრებს წინ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადის ამოწურვას 2013 წლის იანვარში. შესაბამისად ამ არჩევნებმა შეიძლება გავლენა იქონიოს იმაზე, თუ ვინ შეცვლის მას. მილიარდერი ივანიშვილი პოლიტიკაში 2011 წლის შემოდგომაზე მოვიდა და ქართულ ოპოზიციაში ახალი დინამიზმი შეიტანა. სულ რაღაც 7 თვის წინ მისი ფოტოსურათის შოვნაც კი შეუძლებელი იყო. ქართველები ერთმანეთს უყვებიან ამბებს მისი ქველმოქმედების შესახებ მის მშობლიურ სოფელში, ჭორვილაში, რომელიც ქვეყნის დასავლეთით მდებარეობს. დაახლოებით 80,000-დან 100,000 ადამიანამდე დაესწრო დემონსტრაციას თბილისის თავისუფლების მოედანსა და მის მიმდებარე ქუჩებზე. “მე აქ იმიტoმ ვარ, რომ სააკაშვილი ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს. ღმერთმა ბატონი ბიძინას სახით მხსნელი გამოგვიგზავნა. ეს არჩევნები გადამწყვეტი იქნება”, განაცხადა 56 წლის უმუშევარმა დავით შალამბერიძემ. განსხვავებით ბევრი სხვა ოპოზიციური შეკრებებისგან საქართველოში, რომელიც საათების განმავლობაში გრძელდებოდა და სააკაშვილის გადადგომას ითხოვდა, ეს მხოლოდ ერთ საათს გაგრძელდა და შედარებით ზომიერი პოლიტიკური რიტორიკით წარიმართა. “ეს საარჩევნო კამპანიის დასაწყისი იყო და არა საპროტესტო აქცია. ასეთი რამ საქართველოში აქამდე არასდროს მომხდარა,” განაცხადა თინათინ ხიდაშელმა, ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიიდან, რომელიც “ქართული ოცნების” ბლოკში შედის. “თბილისელები უპრეცედენტოდ აქტიურები იყვნენ. ამდენი ადამიანი ერთად არასდროს მინახავს”. ივანიშვილი იყო ერთადერთი წამყვანი პოლიტიკოსი, რომელიც დემონსტრაციაზე სიტყვით გამოვიდა. ის იქ თავის მეუღლესთან და ვაჟთან, რეპერ ბერასთან ერთად მივიდა. ბერამ რამდენიმე საპროტესტო მუსიკალური ნომერი შეასრულა. ივანიშვილმა მხარდამჭერებს განუცხადა, რომ მთავრობა ვერ შეაჩერებს მათ სვლას გამარჯვებისკენ. “საპარლამენტო არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,” განაცხადა მან. ივანიშვილი, რომლის ქონებაც ჟურნალ “ფორბსის” 2012 წლის მარტის შეფასებით 6.4 მილიარდი დოლარია, ხელისუფლებას 2011 წლის ოქტომბერში დაუპირისპირდა, როდესაც განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილის ადმინისტრაციის დამარცხებას გეგმავს. თითქმის მაშინვე, ივანიშვილს ჩამოართვეს საქართველოს მოქალაქეობა იმის საფუძველზე, რომ ის საფრანგეთის მოქალაქეც არის. ეს ფაქტი ზოგიერთმა ისე აღიქვა, როგორც მისი პოლიტიკიდან ჩამოშორების მცდელობა. მაგრამ 2012 წლის მაისის საკონსტიტუციო ცვლილებებმა, გარკვეული ტიპის არამოქალაქეებს კარი გაუღო პოლიტიკაში მონაწილეობისთვის და ეს ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს. “ქართული ოცნება” ქუთაისში, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში, ასეთივე დემონსტრაციის ჩატარებას გეგმავს. მიუხედავად თბილისის დემონსტრაციის მრავალრიცხოვნებისა, მმართველი პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ამბობენ, რომ ვერ აღიქვამენ ამ შეკრებას შეშფოთების მიზეზად. “საქართველო დემოკრატიული ქვყანაა, სადაც მიტინგები და საპროტესტო აქციები პოლიტიკური ცხოვრების ნაწილს შეადგენს. “ქართული ოცნების” მიერ ჩატარებული აქცია, გამონაკლისი არ არის,” განაცხდა პეტრე ცისკარიშვილმა, მთავრობის მოკავშირეთა ლიდერმა პარლამენტში. მაგრამ პოლიტოლოგები ამბობენ, რომ დემონსტრაციის მასშტაბი ივანიშვილის პოპულარობის ზრდაზე მიუთითებს და მთავრობის ცვლას შესაძლებელს ხდის. “27 მაისის შემდეგ ივანიშვილი უკვე სხვა პიროვნებაა. მისი, როგორც ოპოზიციური ფიგურის ლეგიტიმაციის ხარისხი ქვეყანაში გაიზარდა,” ამბობს ია ანთაძე, ჟურნალისტი და პოლიტიკური კომენტატორი. რამაზ საყვარელიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და პოლიტოლოგი ამბობს, რომ გამოსვლის მასშტაბებმა სააკაშვილისთვის გაფრთხილების ფუნქცია უნდა შეასრულოს. “მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რამდენი ადამიანი გამოვა გარეთ, თუ ისინი არჩევნების შედეგებით უკმაყოფილონი იქნებიან და რამდენად უჭერს ქართული საზოგადოება, განსაკუთრებით კი თბილისში, მხარს ივანიშვლს,” განაცხადა მან. ვასილ ჭყოიძე, ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის დირექტორი, დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს გამოსვლას და ამბობს, რომ ის ბლოკის პოპულარობაზე მცდარ წარმოდგენას ქმნის. “ვერ იტყვით, რომ ყველა, ვინც გამოვიდა “ქართულ ოცნებას” უჭერს მხარს. იქ ბევრი იყო ისეთი, რომელიც უბრალოდ ინტერესის გამო იყო იქ. როგორც პოლიტიკურ გუნდს, მას არ აქვს განსაკუთრებული პოლიტიკური წონა ან იდეები,” განაცხადა ჭყოიძემ. “განსხვავებით სხვა ოპოზიციური პარტიებისგან, მათ ბევრი ფული აქვთ და მათი მიმზიდველობაც ფულიდან გამომდინარეობს”. “გარდა ამისა, დემონსტრაციამ ფოკუსის დეფიციტი გამოამჟღავნა,” დასძინა მან. “დემონსტრაციაზე არ გაისმა კონკრეტული პოლიტიკური მესიჯი, იქ სულ რამდენიმე პოლიტიკოსი იყო. დემონსტრაციას ძირითადად ძველი თაობის მწერლები და პოეტები ესწრებოდნენ და კიდევ მსხაიობები. რაც იმის მაჩვენებელია, რომ მოძრაობა არ არის მთლიანად პოლიტიკური; ეს ძალა ეყრდნობა ერთი ადამიანის სიმდიდრეს და ეს ადამიანი მოქმედებს როგორც კოორდინატორი.” გია ნოდია, განათლების ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ დემონსტრაციის მშვიდობიანი ხასიათი ქართული საჯარო პოლიტიკის სიმწიფის ნიშანია. წინათ, ამბობს ის, ასეთი მოვლენა ძალაუფლების ხელში ჩაგდების კამპანიის ნაწილი იქნებოდა და მთავრობის მყისიერი გადადგომის მოთხოვნებსაც წამოაყენებდნენ. “ახლა კი ოპოზიციის მხარდამჭერებს ეუბნებიან, რომ მათ შეუძლიათ შეცვალონ მთავრობა არჩევნებით,” განაცხადა მან. “ივანიშვილმა მოახერხა ოპოზიციურად გამწყობილი ელემენტების გაერთიანება და ის ფაქტი, რომ ეს ხალხი არ ითხოვდა მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომას, არამედ უბრალოდ საარჩევნო კამპანია დაიწყეს, ძალიან პოზიტიურია”, განაცხადა მან. ორიგინალი ორიგინალი
  21. ამერიკის შეერთებული შტატები სამხედრო სტრატეგიას ცვლის. აშშ-ის თავდაცვის მდივან ლეონ პანეტას თქმით, ამერიკულ სამხედრო-საზღვაო ფლოტში შემავალი გემების დიდი ნაწილი წყნარ ოკეანეში განთავსდება.ბალანსის შეცვლის შესახებ ლეონ პანეტამ სინგაპურში, უსაფრთხოების რეგიონალურ კონფერენციაზე ისაუბრა.გამოსვლისას მან ხაზი იმასაც გაუსვა, რომ გადაწყვეტილების მიზეზი სტრატეგიული აქცენტის აზიაზე გადატანა გახდა.მისი თქმით, შეერთებული შტატები ახლა განსაკუთრებულ ყურადღებას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონს უთმობს.... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  22. На фоне дежурных заявлений о поддержании стабильности из уст главы Центробанка Игнатьева прозвучало главное: если нефть будет падать, с ней будет падать и рубль. Только уже "более умеренными" темпами. То, что происходит сейчас, называется в Центробанке "ситуацией под контролем". newsru
  23. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 13 თებერვალს, თბილისში ისრაელის საელჩოსთან ტერაქტის მცდელობის უკან უცხოურ კვალს ხედავს. ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.“შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის 13 თებერვალს მომხდარი აფეთქების მცდელობის ფაქტის გამოძიებას აგრძელებს. მცდელობის უკან აშკარად უცხოური კვალი იკვეთება”, - ნათქვამია განცხადებაში.შეგახსენებთ, რომ 13 თებერვალს უცნობი ტერორისტები საქართველოსა და ინდოეთში ისრაელის საელჩოების შენობებთან ბომბების აფე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  24. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი აფხაზეთის შემდეგ ცხინვალის რეგიონს ესტუმრა.რუსულმა დელეგაციამ დღეს ცხინვალში მშენებარე ობიექტები მოინახულა, ასევე ¹5 სკოლაში მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკო და ეწვია ადგილს, სადაც 2008 წლის აგვისტოში რუსი სამშვიდობოები დაიღუპნენ. ისინი ცხინვალში მდებარე მე-4 რუსული საოკუპაციო სამხედრო ბაზის მონახულებასაც აპირებენ.აღსანიშნავია, რომ ცხინვალის რეგიონში ნურგალიევი ჩავიდა აფხაზეთიდან, სადაც აგრეთვე მოინახულა რუსული ბაზები დ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
×
×
  • შექმენი...