Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. Законопроект ушел в Совфед - нет сомнений, что сенаторы его утвердят. Затем документ поступит президенту Путину, который вправе наложить вето. На это сейчас надеются многие правозащитники. Накануне партия власти показала в Думе, что победить ее в честном бою нет никакой возможности, даже "итальянской забастовкой". newsru
  2. http://rustavi2.com/news_photos/06_12/60970.jpg აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონისა და ამერიკული დელეგაციის წევრების ვიზიტის არაოფიციალური ნაწილი ბათუმში გუშინ გვიანობამდე გაგრძელდა. საზღვაო ქალაქის ღირსშესანიშნაობები მათ საქართველოს პრეზიდენტმა თავად დაათვალიერებინა. ამერიკელი სტუმრებისთვის პიაცაზე საგანგებო საკონცერტო პროგრამით ქართული ნაციონალური ბალეტის წევრები, ასევე ცნობილი შემსრულებლები - სოპრანო თეა დვალი და სოფო ნიჟარაძე წარდგნენ. პიაცაზე ჰილარი კლინტონს ის ამერიკელი მოხალისე პედაგოგებიც დახვდნენ, რომლებიც ინგლისური ენის სწავლების პროგრამის ფარგლებში საქართველოში უკვე რამდენიმე თვეა იმყოფებიან. ჰილარი კლინტონი მათ სათითაოდ გაესაუბრა. პროგრამის მიმდინარეობის და მისი მნიშვნელობის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს საქართველოს პრეზიდენტი ესაუბრა. პიაცაზე გამართული კონცერტის შემდეგ მაღალი რანგის ამერიკული დელეგაციის წევრებმა ბათუმის ქუჩებშიც გაისეირნეს ფეხით. მათ აქაც პირადად მიხეილ სააკაშვილი ათვალიერებინებდა ქალაქის ღირსშესანიშნაობებს. სტუმრებმა ბულვარი, ალი და ნინოს ქანდაკება და ანბანის კოშკიც ნახეს. პრეზიდენტი ჰილარი კლინტონს საქართველოში გატარებულ რეფორმებზეც ესაუბრებოდა, მათ შორის ჯანდაცვისა და განათლების სისტემაში, ასევე ინგლისური ენის სწავლების პროგრამის და ამერიკული უნივერსიტეტის შესახებ. პრეზიდენტი სახელმწიფო მდივანს ქვეყნის ტურისტულ პოტენციალსა და სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა. ბათუმში ერთობლივი შეხვედრების დასრულების შემდეგ ჰილარი კლინტონისთვის ოფიციალაური სადილი ქედაში გაიმართა. გზაზე სტუმარს ადგილობრივები ხვდებოდნენ. ღვინის სახლში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს საქართველოს პრეზიდენტი მანსპინძლობდა. მიხეილ სააკაშვილმა ჰილარი კლინტონს პირადად დაათვალიერებინა ქართული საწნახელი და ღვინის მარანი. სადილზე სპეციალურად მაღალი რანგის სტუმრისა და დელეგაციის წევრებისთვის პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა დაუკრა. ჰილარი კლინტონმა ქართველ მუსიკოსს პირადად გადაუხადა მადლობა. ქედის ღვინის სახლში სახელმწიფო მიდვანმა და საქართველოს პრეზიდენტმა სადღეგრძელოები შესვეს. ოფიციალური სადილის ბოლოს ამერიკული დელეგაციის წევრებისთვის პატარა შემსრულებლებმა ბარბარა თათარაძემ და ილია ლომაძემ მუსიკალური კომპოზიცია ოთხ ხელში შესრულეს. სტუმრებისთვის ხატია ბუნიათიშვილთან ერთად, საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა ელისაბედ-რულოვსმაც დაუკრა. ჰილარი კლინტონმა ქედის ღვინის სახლში საპატიო სტუმრების წიგნში სამახსოვრო ჩანაწერიც დატოვა, პატარა ვირტუოზებს მადლობა გადაუხადა და ფოტოებიც გადაიღო. ქედადან ამერიკული დელეგაციის წევრები ისევ ბათუმში გაემგზავრნენ. View the full article
  3. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_post.jpg ბათუმი – სამშაბათს, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა, და სოლიდარობა გამოხატა ამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მიმართ, რომელიც გამოყოფილი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონების დაბრუნებას იმედოვებს. სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ დახმარება უკვე მოიცავს 16.6 მილიონი დოლარის პაკეტს, რომელშიც შედის სარადარო წრთვნა სანაპირო და საჰაერო თავდაცვისთვის, საქართველოს ვერტმფრენთა პარკის მოდერნიზებას იმისთვის, რომ შეძლოს სამხედროების და ტვირთის ტრანსპორტირება, ასევე ოფიცრების წრთვნას საკუთარი თავდაცვის უნარებისა და ნატოს მისიებში მოქმედების გაუმჯობესებისთვის. ამერიკის მთავარი დიპლომატი შეხვდა ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს და მოუწოდა საქართველოს დემოკრატიის და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ. მაგრამ ის არ შეხვდა ოპოზიცონერ მილიარდერ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც Associated Press-ს სატელეფონო ინტერვიუში განუცხადა, რომ ის არ შეხვდება კლინტონს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „ჯაშუშებთან“ ერთად. კლინტონმა შეაქო საქართველო, რომელსაც ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს ავღანეთის საერთაშორისო მისიაში და განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვითუნარიანობის მოდერნიზება „საერთო პრიორიტეტია“. „ამ ძალისხმევით, საქართველო იქნება უფრო ძლიერი საერთაშორისო პარტნიორი, გაუმჯობესებული თავდაცვითი შესაძლებლობებით“, განაცხადა მან სააკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. მაგრამ დღის წესრიგის ცენტრალური თემა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი იყო. ამ ორმა ტერიტორიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც 2008 წელს რუსეთმა საქართველო ხუთდღიან ომში დაამარცხა, თუმცა ისინი მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფომ აღიარა. მათ რუსეთის არმია იცავს. „ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის ოკუპაციას და საქართველოს ტერიტორიის მილიტარიზაციას“, განაცხადა კლინტონმა ქართველ მაღალჩინოსნებთან შეხვედრის შემდეგ. რუსეთის შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ კონფლიქტამდელ პოზიციებზე და დაუშვან ამ პროვინციაში მონიტორები ჰუმანიტარული ორგანიზაციებიდან“. აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და სააკაშვილმა ისაუბრეს მომავალ სამხედრო დახმარებაზე იანვარში, როდესაც საქართველოს ლიდერი ვაშინგტონს სტუმრობდა. კლინტონმა განაცხადა ასევე ინიციატივაზე, რომელიც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მოქალაქეებისთვის საიდენტიფიკაციო ბარათების გაცემას გულისხმობს, რათა მათ უფრო იოლად იმოგზაურონ შეერთებულ შტატებში. მან ამერიკელების ფინანსური დახმარებით გარემონტებული ქართული სანაპირო დაცვის ხომალდები გახსნა. მაგრამ ერთი საკითხი, რომელიც მან პირდაპირ საკუთარ თავზე არ აიღო, სააკაშვილის პერსონალური მომავალია, მიუხედავად იმისა, რომ მან გააკეთა მოწოდება იმის თაობაზე, რომ ამ წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევენები ქვეყნის დემოკრატიული პროგრესის „გადამწყვეტი ინდიკატორი“ იქნება. „ერთადერთი საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც საქართველოს შეუძლია თქვენი უსაფრთოხების, თქვენი კეთილდღეობის, თქვენი დემოკრატიისა და თქვენი საერთაშორისო რეპუტაციის განმტკიცებისთვის – ეს არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რისი შედეგიც გახდება სრულფასოვანი დემოკრატიული გადასვლა“, განაცხადა მან. სააკაშვილის მეორე ვადა ერთ წელიწადში იწურება. მაგრამ ოპონენტები შიშობენ, რომ ის გამოიყენებს კონსტიტუციურ რეფორმებს კულუარული გავლენისთვის, როგორც ეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მისი ოთხწლიანი პრემიერობის პერიოდში გააკეთა. კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ სააკაშვილს, რომელიც ცდილობს მისი ქვეყნის წაყვანას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ და რომელსაც ეკონომიკური და ანტიკორუფციული წარმატებებისთვის აქებენ, იმავდროულად მისი ოპონენტები მედიის თავისუფლების ჩახშობასა და ოპოზიციის შეზღუდვაში ადანაშაულებენ. ის უარყოფს საქართველოს დემოკრატიული მიღწევების ნგრევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ძალისხმევას. „ეს არჩევნები ქართველი ხალხის თავისუფალი ნების გამომხატველი იქნება“, თქვა სააკაშვილმა. მან განაცხადა, რომ იწვევს შეძლებისდაგვარად ბევრ დამკვირვებელს, რათა კენჭისყრა იყოს „მაქსიმალურად გამჭვირვალე, სამართლიანი და სანდო“. მაგრამ მან უარი თქვა გამოერიცხა მომავალში პრემიერ-მინისტრის როლი. კლინტონი იმ რამდენიმე პარტიის ლიდერს შეხვდა, რომლებსაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში წარმატების იმედი აქვთ. მაგრამ ივანიშვილმა, სააკაშვილის სასტიკმა კრიტიკოსმა, რომელმაც საკუთარი ქონება რუსეთში საბანკო და საბითუმო ბიზნესში დააგროვა, უარი თქვა შეერთებოდა ამ ჯგუფს, ადანაშაულებს რა ორი პარტიის ლიდერს იმაში, რომ ისინი ფსევდო-ოპოზიციის ნაწილს წარმოადგენენ და საქართველოს ლიდერის მოკავშირეები არიან. „მე არ მინდა იქ სააკაშვილის ჯაშუშებთან ერთად ყოფნა“, უთხრა AP-ის ივანიშვილმა. მან ინგლისური მეტნაკლებად იცის, მაგრამ დიდწილად თარჯიმანს ეყრდნობოდა. მისი თქმით, ის იმედოვნებს, რომ შემოდგომაზე პრემიერ-მინისტრი გახდება და განამტკიცებს საქართველოს პარტნიორობას ვაშინგტონთან და იმავდროულად აღადგენს ურთიერთობას მოსკოვთან. სააკაშვილი მის მოწინააღმდეგეს კრემლის მარიონეტობაში ადანაშალებს. მაგრამ ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი მმართველობის დროს ქვეყანა თავიდან აიცილებს „სააკაშვილის შეცდომებს“ – იგულისხმა რა 2008 წლის ომი და დღემდე გაყინული ქართულ-რუსული ურთიერთობები. მისი თქმით, ეკონომიკური პროგრესის და სტაბილურობის გზით საქართველო შეძლებს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კეთილგანწყობის დაბრუნებას. Associated Press ორიგინალი ორიგინალი
  4. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/07/le_figaro.gif დღეს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საქართველოს ხელისუფლებას, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების „თავისუფლად და სამართლიანად“ ჩატარებისთვის დემოკრატიული პროცედურების განმტკიცებისკენ მოუწოდა. „ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ კონკურენტუნარიანი კამპანია და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უზრუნველყონ“, განაცხადა კლინტონმა ამერიკელ და ქართველ ჩინოვნიკებთან შეხვედრისას. „ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო ისეთი უნარების და პრაქტიკის გამომუშავებაა, რაც დემოკრატიის განვითარებას შეუწყობს ხელს“, დასძინა მან. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შემოდგომის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ოპოზიციონერი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის პირისპირ აღმოჩნდა. ივანიშვილი, რომელიც ყველაზე მდიდარი ადამიანია საქართველოში და რომლის ქონებასაც ჟურნალი „ფორბსი“ 4.8 მილიარდ ევროდ აფასებს, მთავრობის მუდმივი ზეწოლის ობიექტია მას შემდეგ, რაც 2011 წელს პოლიტიკაში ჩაება. მილიარდერი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს, მარტში 1.25 მილიონი ევროთი დააჯრიმეს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ საკუთარი ოპოზიციური მოძრაობის უკანონო დაფინანსების გამო. პროდასავლელი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პრეზიდენტად მეორე ვადით 2008 წლის იანვარში აირჩიეს მას შემდეგ, რაც 2003 წლის ბოლოს მშვიდობიანი “ვარდების რევოლუციით“ ხელისუფლებაში მოვიდა, საქართველოს სათავეში 2013 წლამდე უნდა დარჩეს. სახელმწიფოს მეთაურის რეპუტაცია ბოლო წლებში შეირყა, ოპოზიცია მას ავტორიტარულ მიდრეკილებებში ადანაშაულებს. ორიგინალი ორიგინალი
  5. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/reuters-150x44.jpg არშად მოჰამედი სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა სამშაბათს საქართველოს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა, რომ აშშ არ იღებს ორი ქართული სეპარატისტული რეგიონის რუსულ ოკუპაციას. შავი ზღვის საკურორტო ქალაქში, ბათუმში სტუმრობისას, კლინტონმა ცხადად თქვა, რომ შეერთებული შტატები იმედოვნებს დემოკრატიის განმტკიცებას სააკაშვილის ორი საპრეზიდენტო ვადის შემდეგ, რომელიც სრულდება მომავალ წელს. მიუხედავად იმისა, რომ მან მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ეკონომიკურ რეფორმებსა და ანტი-კორუფციულ ძალისხმევას, აშშ-ს ოფიაციალურ პირებს აშინებთ დომინირება სააკაშვილისა, რომელიც პრეზიდენტად აირჩიეს „ვარდების რევოლუციად“ წოდებული 2003 წლის საპროტესტო გამოსვლების შემდეგ. ეს დომინირება აძნელებს სხვა ლიდერებისთვის ოქტომბრის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ასპარეზზე გამოსვლას. „მიუხედავად იმისა, რომ „ვარდების რევოლუციით“ თქვენ შეცვალეთ ისტორია, მაგრამ უფრო რთული და საბოლოო ჯამში უფრო მნიშვნელოვანი სამუშაო წინ გელით – იმ ჩვევის და პრაქტიკის გამომუშავება, რომელიც შეინარჩუნებს დემოკრატიას დროთა განმავლობაში,“ განაცხადა კლინტონმა გამოსვლაში, სადაც ილაპარაკა შრომით უფლებებზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და მედიის თავისუფლებაზე. „მე მოვუწოდებ ქართველ ლიდერებს კონკურენტული კამპანიის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფისკენ, არა მხოლოდ საარჩევნო დღეს, არამედ წინმსწრებ თვეებში.“ აყვავებული ზღვისპირა ქალაქი ვაშინგტონელ მაღალჩინოსნებს აშფოთებ ის, რომ 44 წლის სააკაშვილმა შეიძლება მიბაძოს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და ძალაუფლების შესანარჩუნებლად პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს, როდესაც მისი საპრეზიდენტო ვადა დასრულდება. სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარმა ჩინოვნიკმა უარი განაცხადა სააკაშვილის გეგმებთან დაკავშირებით კონკრეტული კომენტარის გაკეთებაზე, მაგრამ თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ უთხრეს ხაზგასმით ქართველ პოლიტიკოსებს – „შემდეგი გადაცემა უნდა ჭეშმარიტი იყოს.“ ოპონენტები სააკაშვილს ბრალს სდებენ თავისუფლებათა ალაგმვაში და 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ომში შესვლის გამო, როდესაც ქართული ჯარი ხუთ დღეში დაამარცხეს. მოსკოვმა მალე აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა და ინარჩუნებს კონტინგენტს სეპარატისტულ რეგიონებში. რუსეთის მიერ ამ ორი ტერიტორიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებამ ჩრდილი მიაყენა სააკაშვილის ოცნებას საქართველოს ნატოში და ევროპის კავშირში გაწევრიანების შესახებ, რადგან მათ შეიძლება არ მოინდომონ მოსკოვთან დავაში მყოფი წევრის მიღება. „ჩვენ არ მივიღებთ საქართველოს ტერიტორიების რუსეთის ოკუპაციას და მილიტარიზაციას და ჩვენ მოვითხოვთ რუსეთისგან 2008 წლის საზავო შეთანხმებების შესრულებას, მათ შორის იმას, რომ გამოიყვანოს ჯარი პრე-კონფლიქტურ ზონაში და გახსნას გზა ჰუმანიტარული დახმარებისთვის,“ განაცხადა კლინტონმა. თავის სამდღიანი მოგზაურობისას სამხრეთ კავკასიაში, კლინტონი შეხვდა ოპოზიციის ხუთ წევრს, იმის საილუსტრაციოდ, რომ აშშ-ს სურს კონკურენტული არჩევნები. მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი არ ესწრებოდა შეხვედრას, თუმცა წარმოდგენილი იყო მისი „ქართული ოცნების“ ბლოკი, რომელმაც პირობა დადო, რომ დაამარცხებს სააკაშვილის ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. აშშ-ს მაღალი რანგის ვიზიტი ბათუმში, აყვავებულ ზღვისპირა ქალაქში, სადაც ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები შენდება და უძრავი ქონების ამერიკელი მაგნატი, დონალდ ტრამპი აპირებს ინვესტრებას, ნაწილობრივ მიზნად იმას ისახავდა, რომ ხაზი გაესვა კონტრასტისთვის იზოლირებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან შედარებით. ორიგინალი ორიგინალი
  6. "Итальянская забастовка" оппозиции парализовала Думу на день, но к полуночи закон приняли во втором и третьем чтении. Единороссы свели к минимуму обсуждение поправок. Депутат от КПРФ Сергей Решульский вспомнил, что в Думе ранних созывов "работали и до 2-х, 3-х часов ночи". newsru
  7. რუსმა ოკუპანტებმა გალის რაიონის ოკუპაციის ხაზთან გალის რაიონის ათი მკვიდრი დააკავეს.როგორც "ივერონს" გალის რაიონიდან აცნობეს, დაკავებულებს, ზუგდიდის რაიონიდან ქელეხისთვის საჭირო პროდუქტი გადმოჰქონდათ."დაკავებულებმა წუხანდელი ღამე გალის მილიციაში გაატარეს. 1200 რუსული რუბლით დააჯარიმეს და რამდენიმე საათის წინ გაათავისუფლეს", - განუცხადა "ივერონს" წყარომ.ერთ-ერთი დაკავებული "ივერონთან" საუბარში ე.წ. მილიციაში არსებულ ანტისანიტარიაზე მიანიშნებს და აღნიშნავს, რომ "საკნებში საშინელი სიბ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  8. <img src = "img/multimedia/a9624.jpg" > დევდარიანის განცხადებით, მურთაზ ხურცილავამ ამ თანხის სანაცვლოდ თითქოსდა 5%-იანი წილი აჩუქა, მაგრამ სინამდვილეში ამ წილით გათვალისწინებულ ფართს ვერ იყენებს, რადგან “ჩემპიონი 2004“-ის მთელი ქონება, დავალიანების გამო, ბანკმა წაიღო... droni.ge
  9. http://rustavi2.com/news_photos/06_12/60966.jpg საქართველოს პრეზიდენტისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის შეხვედრას ბათუმის იუსტიციის სახლში წინ უძღოდა ორი ქვეყნის სახელმწიფო დელეგაციების გაფართოებული შეხვედრა, რომელსაც ქართული მხრიდან, პრეზიდენტის გარდა, საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე ზღულაძე, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი თემურ იაკობაშვილი და ვიცე-პრემიერს მოადგილე ელენე ხოშტარია ესწრებოდნენ. ამერიკული მხრიდან შეხვედრაში, ჰილარი კლინტონის გარდა, მისი მოადგილე ფილიპ გორდონი და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ბასი მონაწილეობდნენ. View the full article
  10. სწრაფი სროლის სპეციალური კურსები მიმდინარეობს რუსი ოკუპანტების სამხედრო ბაზაზე ცხინვალის რეგიონში. სწავლებები, რომლებიც 25 ივნისამდე გაგრძელდება, გუშინ ძარცემთან მდებარე პოლიგონზე დაიწყო, - იუწყება რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრეს-სამსახური. მათი მონაცემებით, "სპეციალური კურსი ითვალისწინებს სნაიპერების მიერ СВ-98 სისტემის შაშხანიდან შვიდ წამში 4 სანტიმეტრის დიამეტრის ხუთი სამიზნის განადგურებას 100 მეტრის მანძილზე".ამ საველე შეკრების განსაკუთრებულებას წარმოადგენს ორიენტირების თვისებები... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  11. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/09/national-interest-150x71.png არიელ კოენი გასული კვირის ბოლოს, სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მორიგი ტურნე დაიწყო. ის გეგმავდა დანიაში, ნორვეგიაში, შვედეთში, სომხეთში, საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქეთში სტუმრობას; სკანდინავიაში კლიმატის ცვლილებასთან და ბუნებრივ ენერგეტიკასთან დაკავშირებულ რამდენიმე ფორუმზე დასწრებას. გარდა ამისა შვედეთში ის აპირებდა ინტერნეტის თავისუფლების საკითხის, ასევე ავღანეთსა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაციის განხილვას. თუმცა კავკასიის მთებსა და თურქეთში ჰილარი ნამდვილი გეოპოლიტიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, როგორებიცაა ტერიტორიებისთვის გაჩაღებული სისხლიანი ეთნიკური კონფლიქტები, ხოცვაჟლეტა რელიგიურ საფუძველზე და ბირთვული სახელმწიფოების სტატუსის ზღვარზე მყოფი ქვეყნები, რომლებსაც გლობალური ამბიციები აქვთ. ყველაზე რთული იქნება ტურნეს ბოლო ნაწილი. 4 ივნისს ჰილარი ხვდება სომხეთის პრეზიდენტს, სერჟ სარქისიანს, მეორე დღეს ბათუმში ხსნის სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებულ ამერიკულ-ქართული კომისიის პლენარულ სხდომას და ხვდება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. შემდეგ ის ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან გაემგზავრება. მაჩოებთან შეხვედრა სამ სამხრეთკავკასიელ პრეზიდენტთან შეხვედრა სადავო მთიან-ყარაბახთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობას ქმნის, იმ მოლაპარაკებების, რომელიც სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიის თითქმის ოცწლიანი ოკუპაციის შემდეგ ჩიხში მოექცა. ყარაბახის ოკუპაცია – დენთის კასრია, რომელსაც შეუძლია სამხრეთ კავკასიის აფეთქება. თუკი ეს მოხდა, სომხეთ-აზერბაიჯანის შეიარაღებული კონფლიქტი საფრთხეს შეუქმნის ენერგომატარებლების ტრანზიტს კასპიის ზღვიდან, დაემუქრება საქართველოს (რუსეთმა საკუთარი არმიისთვის შესაძლოა საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტი მოითხოვოს, რომელსაც მოკავშირე სომხეთთის მხარდასაჭერად გაგზავნის) და გაზრდის რეგიონის საქმეებში სომხეთის კიდევ ერთი მოკავშირის – ირანის ჩართულობას. ეს ყველაფერი არ შედის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებში. უმცროსი ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია შეეცადა 2001 წელს მაშინდელი სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის მონაწილეობით მხარეებს მოლაპარაკებები განეხლებინათ, მაგრამ უშედეგოდ. საეჭვოა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ყური დაუგდონ კლინტონის მოწოდებებს კონფლიქტის სამართლიან გადაწყვეტაზე, რაც უნდა გულისხმობდეს ოკუპირებული აზერბაიჯანული მიწების გათავისუფლებას. ბოლოს და ბოლოს, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის (რომელმაც შესანიშნავი ურთიერთობები დაამყარა როგორც ბაქოსთან, ასევე ერევანთან) მრავალწლიან შუამავლობას ამ მიმართულებით, არანაირი გარღვევა არ მოჰყოლია. აზერბაიჯანი და „ევროვიზია“ სახელმწიფო მდივნის კიდევ ერთი პრიორიტეტული ამოცანა – ბაქოში ვიზიტის დროს ამ პატარა, მაგრამ ენერგორესურსებით მდიდარი აზერბაიჯანისთვის და მისი პრეზიდენტისთვის მხარდაჭერის გამოხატვაა ისეთ საკითხში, როგორიცაა ირანის მხრიდან მუდმივი შეთქმულებები და უწყვეტი ტერორისტული საქმიანობა. ახლახანს ცნობილი გახდა ირანიდან მართული მასშტაბური გეგმის შესახებ, რაც მიზნად ისახავდა ბაქოში ამერიკელი და ისრაელელი დიპლომატების, მათი ოჯახის წევრების, ასევე სხვა ადამიანების მკვლელობებს. ირანელი აგენტები დიპლომატების და მათი ახლობლების მოკვლას დანაღმული ავტომობილებით და სნაიპერთა საშუალებით გეგმავდნენ, ასევე აპირებდნენ დარტყმის მიყენებას ამერიკული და ებრაული კომპანიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის. უცხოეთში დაგეგმილი სხვა ანალოგიური ტერაქტები უკვე განხორციელდა ინდოეთში, საქართველოში და ტაილანდში. საქმე ეხება ირანის გლობალური ტერორის კამპანიის ნაწილს, რომლის სამიზნეც ასევე გახდა საუდის არაბეთის საელჩო ვაშინგტონში. მიუხედავად ამისა, ობამას ადმინისტრაციამ დიდი ძალისხმევა გაიღო იმისთვის, რომ ამ შეთქმულებებზე პასუხისმგებლობა ირანის რეჟიმს არ დაკისრებოდა. აზერბაიჯანი, სადაც ახლახანს პოპულარული სატელევიზიო შოუ – „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსი ჩატარდა – მუსულმანური სამყაროსთვის და განსაკუთრებით მეზობელი ირანისთვის უპრეცედენტო ნაციონალური და რელიგიური თმენის ხარისხს ავლენს. ეს მოდელი ქებას იმსახურებს და საჭიროა მისი მხარდაჭერა ისლამური ქვეყნებისადმი მიმართული ამერიკის საჯარო დიპლომატიის ფარგლებში. იმავდროულად, კონკურსთან დაკავშირებული ცნობები, ხშირად თავს იყრიდა ისეთი პრობლემების გარშემო, როგორიცაა კორუფცია და პოლიტიკური რეპრესიის ფაქტები. აზერბაიჯანში ღირს მრავალპარტიული სისტემის და მედიაში პლურალიზმის განვითარება, მმართვის ხარისხის ამაღლება, გამჭვირვალობის გაზრდა და კანონიერების განმტკიცება. თუმცა კლინტონმა ამ საკითხებზე თავშეკავებულად და მეგობრულად უნდა ისაუბროს. ბოლოს და ბოლოს აზერბაიჯანმა შეერთებული შტატების მხარე დაიკავა ისეთ საკითხებში, როგორიცაა ავღანეთი, ირანი, ერაყი და რუსების მიერ მეზობელი საქართველოს ტერიტორორიების ოკუპაციის არაღიარება. რთული ამოცანები სომხეთში კლინტონმა უნდა მოითხოვოს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება მინსკის ჯგუფის ეგიდით, რომელშიც რუსეთი და აშშ თანათავმჯდომარეები არიან. ამ მოლაპარაკებების მიზანი, რომელიც ეუთოს 1996 წლის ლისაბონის დეკლარაციას და 2007 წლის მადრიდის პრინციპებს ეფუძნება, არის იმის მიღწევა, რომ სომხეთმა გაიყვანოს ჯარები აზერბაიჯანის ტერიტორიიდან და ასობით ათასი დევნილი სახლში დაბრუნდეს. სახელმწიფო მდივანმა ასევე უნდა მოუწოდოს ერევანს იმის აღიარება, რომ თეირანთან მჭიდრო კავშირები შეუთავსებელია კარგ ურთიერთობებთან აშშ-სთან (და ამერიკულ დახმარებასთან). საქართველოში, კლინტონმა უნდა განაცხადოს ამერიკის მხრიდან ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ და მოუწოდოს მოლაპარაკებებისკენ, რომელმაც ბოლო უნდა მოუღოს რუსეთის მხრიდან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას და დააბრუნოს ეს რეგიონები საქართველოს შემადგენლობაში ამა თუ იმ ფორმით. სახელმწიფო მდივანს განსაკუთრებით გაუჭრიდება საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტი ღელავს რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვაზე“. და მიუხედავად ამისა, მას შეუძლია მაისში, ნატოს ჩიკაგოს სამიტზე წარმოთქმული სიტყვების გამეორება, როდესაც მან განაცხადა, რომ „ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება გავაფართოვოთ ალიანსი – ჩვენი მისიის და ჩვენი თანამეგობრობის საკვანძო ელემენტია“. აზერბაიჯანს კლინტონმა უნდა შესთავაზოს ანტიტერორისტული თანამშრომლობის გაფართოებული პროგრამა, რომელიც უნდა მოიცავდეს აზერბაიჯანის სპეცსამსახურების და სპეცდანიშნულების რაზმის მომზადებას და აღჭურვას, ასევე სადაზვერვო მონაცემების ურთიერთგაცვლას გარკვეულ დონეზე, რაც არ დააყენებს დარტყმის ქვეშ ამერიკის ინფორმაციის წყაროებს. იმავდროულად, სახელმწიფო მდივანმა ხაზი უნდა გაუსვას იმას, რომ ამერიკა მხარს უჭერს მართვის, დემოკრატიზაციის, ადამიანის უფლებების ხარისხის და ტრანსფარენტულობის გაზრდას აზერბაიჯანში, რომელიც დღეს ნავთობით და გაზით რეკორდულ შემოსავლებს იღებს. ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს ასევე აზერბაიჯანელი სტუდენტების, მეცნიერების და ჩინოვნიკების ხელმისაწვდომობის გაზრდა ამერიკულ განათლებაზე (როგორც სრულფასოვანი სამეცნიერო ხარისხის მიღებაზე, ასევე ხანმოკლე სასწავლო პროგრამებზე). თურქეთში კლინტონი სიტყვით გამოვა ტერორიზმთან ბრძოლისადმი მიძღვნილ მინისტრთა თათბირზე. თურქეთმა წამყვანი როლი იკისრა სირიის მმართველის, ალავიტი ბაშარ ასადის სუნიტური ოპოზიციის მხარდაჭერის საქმეში. თუმცა, ზომიერი ოპოზიცია დღეს დაბნეულია და დამასკიში მოქმედი მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ სულ უფრო დიდ როლს თამაშობენ ისლამისტი სუნიტი-ექსტრემისტები, მათ შორის „ძმები მუსულმანები“ (რომელსაც მხარს უჭერს თურქეთის მმართველი პარტია) და „ალ-ქაიდას“ წარმომადგენლები. ანკარა ეწინააღმდეგება ირანის წინაარმდეგ სანქცებს, ანტიისრაელური კურსი აქვს და მხარს უჭერს „ძმებ მუსულმანებს“ მთელ ახლო აღმოსავლეთში. ეს ცხადყოფს ობამას დროს დაწყებული ამერიკულ-თურქული „თაფლობის თვის“ შეზღუდულ ხასიათს. მიუხედავად ამისა, კლინტონმა უნდა აღიაროს ანკარას წამყვანი როლი სირიაში შექმნილ სიტუაციაში მოლაპარაკებების გზით გამოსავლის პოვნის საქმეში. თუმცა, იმავდროულად მან უნდა მოითხოვოს, რომ თურქეთმა სოლიდარობა გამოხატოს თავისი ნატოელი მოკავშირეების მიმართ, სრულად დაუჭიროს რა მხარი ამერიკულ და ევროპულ სანქციებს ირანის წინააღმდეგ, შეწყვიტოს „ძმები მუსულმანების“ მხარდაჭერა ახლო აღმოსავლეთში და გააუმჯობესოს ურთიერთობა ისრაელთან და კვიპროსთან. ეს უკანასკნელი უნდა გულისხმობდეს კვიპროსის გამორჩეულ ეკონომიკურ ზონაში გაზის საბადოებთან დაკავშირებული რიტორიკის შემსუბუქებას. ნაწყენი მეგობრები, უდრეკი მტრები შესაძლოა, ნოემბრის არჩევნების შემდეგ კლინტონს წასვლა მოუწიოს. ასეთ შემთხვევაში ობამას ადმინისტრაცია ასეთ სტრატეგიულ პეიზაჟს დატოვებს: სერიოზულად ნაწყენ , მეგობრებს და უდრეკ მტრებს, რომელთა გულის მოგებაც მრავალი მცდელობის მიუხედავად, მაინც ვერ მოხერხდა. თავისი, შესაძლო უკანაკნელი რეგიონული ტურნეს პროცესში, სახელმწიფო მდივანმა მსგავსი რეზულტატი უნდა აღკვეთოს. ორგინალი ორიგინალი
  12. ბექა დავითულიანის ბლოგი სრული ტექსტი liberali.ge
  13. ЕР торопится, чтобы отлавливать нарушителей на оппозиционном "Марше миллионов" 12 июня можно было уже по новым правилам. Единороссы в одиночку утвердили повышение штрафов, наказание обязательными работами, внесли поправку о запрете "гуляний". Эсеры стали затягивать принятие закона: принялись закидывать его сотнями поправок. newsru
  14. "Самый продвинутый в истории" военный корабль DDG-1000 в Пентагоне называют "суперневидимой серебряной пулей". Он сможет незаметно двигаться вдоль берега, в том числе на отмелях, бить по целям противника из электромагнитных рельсовых пушек и при этом обманывать вражеские радары. Пентагон как раз готовится перебросить 60% своего флота к берегам Китая. newsru
  15. http://www.polity.ge/images/catalog/position/opinion.pngსაზოგადოების კრიტიკის ობიექტი ქართული დემოკრატია ჩვეულ რეჟიმში ყოველდღიურად ხდება.მაგრამ დემოკრატიის მოქილიკეთ ხშირად ერთი რამ ავიწყდებათ - ვინ არის საზოგადოებრივი პროგრესის მამოძრავებელი ღერძი დემოკრატიული მმართველობისას? ეს, რიგითი მოქალაქეა. polity.ge
  16. Суровый приговор россиянам стал крайне неприятным сюрпризом для Москвы, которую уверяли, что их вообще судить не будут. Дипломаты РФ отмечают подозрительные странности процесса и готовят апелляцию. Но добиться пересмотра дела будет очень сложно, объясняют СМИ. А пользователи интернета нашли "доказательства", что россияне были не просто инженерами. newsru
  17. Госвизит президента РФ проходит на фоне потрясений на мировых финансовых рынках, усиления нажима на Москву и Пекин по вопросу Сирии и Ирана со стороны Запада и растущими рисками для безопасности двух держав в связи с возможностью поспешного вывода войск НАТО из Афганистана. Перед поездкой Путин написал для китайцев статью, а Западу приготовил "сенсацию". newsru
  18. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/09/national-interest-150x71.png თომას დე ვაალი აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ამ კვირას სომხეთს, საქართველოს და აზერბაიჯანს ეწვევა. ეს ვიზიტი სამივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით – საქართველოსთვის. 2003 წლის იმ სადავო არჩევნების შემდეგ, რომელმაც „ვარდების რევოლუცია“ და ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დაცემა გამოიღო შედეგად, საქართველო პირველად შედის პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე კრიტიკულ ფაზაში. უკვე 20 წელია პოსტ-საბჭოთა საქართველომ თავისი ბედი მჭიდროდ დაუკავშირა შეერთებულ შტატებს. ეს ნაწილობრივ მისი ბოლო ორი პრეზიდენტის პირადი კავშირების შედეგია. 1992 წლის გაზაფხულზე შევარდნაძე, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე თავისი საქმიანობის გამო, იმ დროს ვაშინგტონისთვის საყვარელი პერსონა, სამოქალაქო ომით მოცულ ქვეყანაში დაბრუნდა. მან ქვეყანა ჭაობიდან დიდწილად ვაშინგტონისა და ბერლინის და დიდი საგარეო ფინანსური დახმარების მეშვეობით ამოიყვანა. მაგრამ მხარდაჭერა უპირობო არ ყოფილა. 2003 წლის არჩევნები შევარდნაძის ხელისუფლებისთვის ლაკმუსის ქაღალდად აღიქმებოდა. იმავე წლის ივლისში აშშ-ს მთავრობამ შევარდნაძეს მისი მეგობარი ჯეიმს ბეიკერი გამოუგზავნა, რათა არჩევნების ჩატარების წესებზე მოლაპარაკებოდა. მოგვიანებით შეთანხმება ჩაიშალა და საქართველოს მოქალაქეებმა შეძლეს იმის დანახვა, რომ პასუხისმგებლობა ამის გამო ძირითადად შევარდნაძეს ეკისრებოდა. აღქმა იმისა, რომ აშშ ისე აღარ უჭერს მხარს, გადამწყვეტი მომენტი გახდა, როდესაც შევარდნაძემ 2003 წლის ნოემბერში, მას შემდეგ, რაც არჩევნები, როგორც არალეგიტიმური დაგმეს, გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. როდესაც 2004 წელს ამერიკაში განათლებამიღებულმა მიხეილ სააკაშვილმა თანამდებობა დაიკავა, ის კვლავ ვაშინგტონს მიუბრუნდა და იქაც მოწადინებული მფარველი, პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დახვდა. მათ შორის ზედმეტად პირადი, ზედმეტად ახლო ურთიერთობა ჩამოყალიბდა. როდესაც 2005 წელს, თბილისის თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ხალხს პრეზიდენტმა ბუშმა განუცხადა, „თავისუფლების გზა, რომელიც თქვენ აირჩიეთ, არ არის იოლი, მაგრამ ამ გზას თქვენ მარტო არ გაივლით“, ძალიან ბევრმა ქართველმა სიტყვა-სიტყვით გაიგო. იმავე ვიზიტისას, ბუშმა სააკაშვილს პრივატულ საუბარში ტეხასურ ყაიდაზე მოკლედ მოუჭრა, რომ თუ ის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო ომს დაიწყებდა, „აშშ-ს კავალერია ჰორიზონტზე არ გამოჩნდებოდა.“ ასეთი იყო აშშ-ს გზავნილი პირად საუბრებში ბოლომდე და იგივე მოხდა კონდოლიზა რაისის ვიზიტისას 2008 წლის ივლისში – ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე. მაგრამ, როგორც ჩანს, საჯაროდ გამოთქმული მხარდაჭერა იმდენად მტკიცე იყო, რომ სააკაშვილისა და მისი გუნდის რწმენით, ისინი, ალბათ, მიიღებდნენ გულმოწყალებას თუ რომელიმე სეპარატისტული ტერიტორიის მიმართულებით სამხედრო ნაბიჯებს გადადგამდნენ. სააკაშვილმა ეს ფაქტი ასე თუ ისე აღიარა ბოლო დროს, ომის შესახებ გადაღებულ BBC-ის დოკუმენტურ ფილმში, როდესაც მას 2008 წლის 7 აგვისტოს სამხრეთ ოსეთზე შეტევის გადაწყვეტილების შესახებ კითხვა დაუსვეს, „ ჩვენ ვფიქრობდით, ხომ გესმით, რომ, როგორც მინიმუმ, შევძებდით დროის მოგებას, შევაკავებდით რუსებს გარკვეული დროით და იმედი გვქონდა, რომ საერთაშორისო საზოგადოება გამოიღვიძებს და დაინახავს – ჩვენ ძალების კონცენტრირებას ვახდენთ, და ჩვენ გარკვეულწილად შევაბრუნეთ სიტუაცია.“ დრამის ტერიტორია ობამას ადმინისტრაციამ ძალიან ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ საქართველოსთან ურთიერთობა ნაკლებად პერსონალიზებული და უფრო მეტად პროფესიული და ინსტიტუციური გახდეს. სააკაშვილი ნაკლებ ყურადღებას იღებდა და როდესაც, ბოლოს და ბოლოს, წელს, იანვარში შეხვდა აშშ-ს პრეზიდენტს, ობამამ ცხადად მიანიშნა, რომ „ძალაუფლების ოფიციალური გადაცემა, რომელსაც ადგილი ექნება საქართველოში, ჩემი აზრით, განამტკიცებს ბევრ, უკვე გატარებულ რეფორმას.“ მაგრამ საქართველო მუდმივი დრამის, სპექტაკლებისა და წარმოუდგენელი პერსონალიების ტერიტორიაა, ხოლო პოლიტიკურ სცენას ახლა ერთის ნაცვლად, ასეთი ორი ადმიანი ჰყავს. მეორე ტიტანი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია, რომლის პოლიტიკურმა დებიუტმა შარშან შემოდგომაზე უეცრად შესძინა ენერგია ქართულ ოპოზიციას. ივანიშვილი ენერგიულად იბრძვის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, რაც თითქმის გარდაუვალია, ქართული პოლიტიკის მეორე არენაზე – ვაშინგტონში. მან საკუთარი თავისა და მისი „ქართული ოცნების“ მოძრაობის რეპრეზენტაციისთვის ლობისტური ფირმები დაიქირავა. და მოხდა ის, რაც უპრეცედენტოა პატარა, ღარიბი ქვეყნისთვის, რომლის მოსახლება 4 მილიონს შეადგენს – ვაშინგტონის „პოდესტა გრუპი“ (საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი) დღეს „პეტონ ბოგსს“ (ივანიშვილის წარმომადგენელს) ეომება. სამწუხაროა, რომ ქართული პოლიტიკა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის ველად რჩება. მეორე მხარე მხოლოდ ოპონენტი კი არ არის, არამედ მოსისხლე მტერი. ორივე მხარე უკვე წინასწარმეტყველებს თავის გამარჯვებას ოქტომბრის არჩევნებში და ამბობს, რომ ქვეყანა მეორისგან უნდა გათავისუფლდეს. 26 მაისს, პარლამენტის სესიაზე გამოსვლისას, სააკაშვილმა ივანიშვილთან დაკავშირებით ასეთი რამ განაცხადა, „წარსულის ბნელი ძალები, რამდენი ფულითაც არ უნდა იყვნენ ისინი შეიარაღებულნი, როგორ ტყუილებსაც არ უნდა ამბობდნენ… ისინი ვერ შეაჩერებენ ქართველი ხალხის დაჩქარებულ სვლას პროგრესისაკენ.“ სააკაშვილის მაცდუნებელი გზავნილი თავის დასავლელ თანამოსაუბრეებთან ასეთია – მისი მთავრობის ინგლისურენოვანი, 30 წლის წევრები შეუცვლელი პარტნიორები არიან, მაშინ, როდესაც ივანიშვილის გამარჯვება საქართველოს კურსს შეუცვლის და დააბრუნებს რუსეთისკენ მიმავალ გზაზე. თავის მხრივ, ივანიშვილმა მხარდამჭერებს თბილისის 27 მაისის მასობრივ დემონსტრაციაზე განუცხადა, რომ სააკაშვილი „დასცილდა ტრადიციებს და რეალობას.“ მან მტკიცე ნაბიჯი გადადგა იმ ამომრჩევლებისკენ, რომლებიც სააკაშვილის პოლიტიკით გაუცხოებულ სოციალურ სეგმენტს შეადგენენ, ესენია: სოფლის ღარიბი მოსახლეობა, ღვთისმოსავი მართლმადიდებლები და ქალაქის ინტელიგენცია. მისი გზავნილი დასავლეთისთვის ასეთია – საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება, მაგრამ საქართველოს სჭირდება უფრო პროგნოზირებადი და წარმომადგენლობითი მთავრობა, რომელსაც ის ჩაუდგება სათავეში. აშშ-ს როლი დღეს ახლა უკვე ჰილარი კლინტონის ჯერია – მან უნდა ჩაიტანოს ვაშინგტონის ბოლო გზავნილი. მას, ალბათ, არ სურს არბიტრის როლი, მაგრამ ბოლოდროინდელი ისტორია იმის ვარაუდს აჩენს, რომ არჩევანი არა აქვს: ქართველებს სურთ იმის მოსმენა, თუ რას იტყვის მათი ამერიკელი პატრონი მომავალ არჩევნებზე. კარგი გზავნილის საკვანძო ელემენტების შემუშავება მართლაც იოლია: უნდა დაფასდეს მთავრობის მიერ ჩატარებული პოზიტიური რეფორმები; სააკაშვილს უნდა შეახსენონ, რომ საქართველო მეტი რამაა, ვიდრე მხოლოდ სააკაშვილი; ხაზი უნდა გაესვას თანაბარი პირობების შექმნის აუცილებლობას არა მხოლოდ საარჩევნო დღეს, არამედ წინმსწრებ თვეებში; მეგობრულად უნდა ურჩიონ ოპოზიციას, რომ თუ არჩევნები ასე თუ ისე სამართლიანად ჩატარდება, შედეგები უნდა აღიარონ. (რამდენიმე ექსპერტი ვარაუდობს, რომ ისინი უმრავლესობას მიიღებენ, საუკეთესო შემთხვევაში, მათ რეალურად პარლამენტში მანდატების კარგი რაოდენობის მოპოვების იმედი უნდა ჰქონდეთ). აღსანიშნავია, რომ ჯეიმს ბეიკერის და კონდოლიზა რაისის გამოცდილება ასეთ ვარაუდს აჩენს – აუდიტორია ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად გზავნილი. თუ ვაშინგტონს სჯერა, რომ მხარს უჭერს პროცესებს საქართველოში და არა პიროვნებების გუნდს, ქართველმა ხალხმა უნდა მოისმინოს ახალი გზავნილი აშშ-დან, ცხადი და გაუფილტრავი. ორიგინალი ორიგინალი
  19. http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/06/1338548174_naydi_sem_otlichiy_01.jpg 2 http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/06/1338548160_naydi_sem_otlichiy_02.jpg სწორი პასუხები სრულადში http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/06/1338548178_naydi_sem_otlichiy_01s.jpg http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/06/1338548151_naydi_sem_otlichiy_02s.jpg View the full article
  20. http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/06/11.jpg 11-13 მაისში საფრანგეთის ქალაქ ლე კასტელლეტში ჩატარდა ტრადიციული MINI-ის მოყვარულთა კლუბის გამოფენა 30000 მდე MINI-ს ფანატი ჩავიდა საფრანგეთში.ფესტივალში ახალ და ძველი მანქანები იღებდნენ მონაწილეობას ,ასევე ბევრი იყო ტუნინგური და ექსკლუზიური MINI http://s019.radikal.ru/i604/1206/de/0f9f658109c3.jpg http://s019.radikal.ru/i614/1206/c3/1ed29b7a2195.jpg http://s40.radikal.ru/i090/1206/d8/997839e6a85c.jpg http://s09.radikal.ru/i182/1206/df/1c449f13d4b2.jpg http://s019.radikal.ru/i608/1206/28/10a4db9ef834.jpg http://s019.radikal.ru/i641/1206/7c/b8c906898f26.jpg http://s019.radikal.ru/i622/1206/82/8fa38e80c696.jpg http://s019.radikal.ru/i622/1206/c1/34277eb8f59a.jpg http://s019.radikal.ru/i627/1206/32/031d0856c796.jpg http://s019.radikal.ru/i622/1206/2e/a833cdaf6c7b.jpg http://i047.radikal.ru/1206/dc/600d52c29d4d.jpg http://s019.radikal.ru/i624/1206/db/5655fe192a67.jpg http://s019.radikal.ru/i609/1206/a9/59ca9f89c35d.jpg http://s019.radikal.ru/i631/1206/4f/48e0c111f7f9.jpg http://s019.radikal.ru/i603/1206/0f/6c9775dfcce7.jpg http://s001.radikal.ru/i195/1206/e8/1426c10e2129.jpg http://s019.radikal.ru/i642/1206/21/5cbd8b599fb2.jpg http://i074.radikal.ru/1206/87/7fa2feabd8de.jpg http://i058.radikal.ru/1206/7b/b60aac7a021a.jpg http://s017.radikal.ru/i430/1206/70/11cdfeca2ce4.jpg http://s019.radikal.ru/i617/1206/a7/6ba8f0208aea.jpg http://s017.radikal.ru/i430/1206/01/7f9c03545e42.jpg http://i058.radikal.ru/1206/e1/56b21b3666c0.jpg http://s019.radikal.ru/i621/1206/cb/9c362f364ec1.jpg http://s019.radikal.ru/i635/1206/f1/2e9e84afe5d6.jpg http://s019.radikal.ru/i629/1206/9c/68fdd030c639.jpg http://s55.radikal.ru/i148/1206/f2/025954283d2a.jpg http://s019.radikal.ru/i611/1206/ff/71985e1bd9b7.jpg http://s019.radikal.ru/i604/1206/c6/052272cb6186.jpg http://s019.radikal.ru/i624/1206/8e/ce6e6d61e9cf.jpg http://s019.radikal.ru/i624/1206/74/1de86cc887c9.jpg http://img.youtube.com/vi/hNpTFloREUo/2.jpg http://img.youtube.com/vi/9BuSzWO3_OU/2.jpg http://s019.radikal.ru/i604/1206/8b/8e39fbbcd291.jpg http://s43.radikal.ru/i102/1206/d0/48e61811d8d5.jpg http://s019.radikal.ru/i611/1206/86/a29d9ee922dc.jpg http://s019.radikal.ru/i600/1206/e7/b26b78e11d8a.jpg http://s43.radikal.ru/i102/1206/b7/9ae1d0aa7276.jpg http://s019.radikal.ru/i639/1206/7d/38585e73f58c.jpg http://s019.radikal.ru/i639/1206/6a/68d7b3c17fc3.jpg http://s019.radikal.ru/i634/1206/59/ea9773658563.jpg http://s002.radikal.ru/i200/1206/91/a0c3b1400e59.jpg http://s019.radikal.ru/i600/1206/54/b36ded078b57.jpg http://s019.radikal.ru/i629/1206/cd/e93b00780325.jpg http://s08.radikal.ru/i181/1206/c9/caf2ba00624d.jpg http://s019.radikal.ru/i637/1206/e6/a612164efefb.jpg http://s019.radikal.ru/i629/1206/6b/1a581b7ce16b.jpg http://s019.radikal.ru/i634/1206/3d/cce5eace9217.jpg http://s019.radikal.ru/i617/1206/09/6bbf02411a49.jpg http://s019.radikal.ru/i639/1206/d4/a5d24b0319b3.jpg http://s50.radikal.ru/i129/1206/71/37bed87c97ed.jpg http://s002.radikal.ru/i200/1206/85/009179a47452.jpg http://s019.radikal.ru/i612/1206/af/b95b8f22ff89.jpg http://s017.radikal.ru/i420/1206/9d/868ffed67153.jpg http://s002.radikal.ru/i200/1206/09/61d44a482f82.jpg http://s002.radikal.ru/i200/1206/53/47fac60f27fc.jpg http://s019.radikal.ru/i603/1206/a2/e55218c0bf92.jpg http://i052.radikal.ru/1206/4c/f56a1b2d7ae3.jpg http://s019.radikal.ru/i607/1206/f2/c331a0a6a125.jpg http://s019.radikal.ru/i606/1206/05/ca5f86773d42.jpg http://i078.radikal.ru/1206/5f/d3072fe86e22.jpg http://s019.radikal.ru/i627/1206/3c/5996e8ed5500.jpg http://i078.radikal.ru/1206/70/67f2a84c6831.jpg http://i078.radikal.ru/1206/c7/5f4ba8ac9282.jpg http://i066.radikal.ru/1206/58/243dc8ea63ef.jpg http://s58.radikal.ru/i160/1206/7c/4d4ff5388c45.jpg http://s017.radikal.ru/i419/1206/ac/057045dd611b.jpg http://s017.radikal.ru/i419/1206/21/967cd82cf98a.jpg http://s019.radikal.ru/i606/1206/0f/cb7883bc4818.jpg http://s58.radikal.ru/i160/1206/26/ae68af7aca6e.jpg http://s019.radikal.ru/i606/1206/0d/87e3c8bdb3fa.jpg http://s55.radikal.ru/i148/1206/8b/caecfb01518c.jpg http://s017.radikal.ru/i415/1206/86/3d3e38594e4e.jpg http://s017.radikal.ru/i419/1206/21/a1e14b69707b.jpg http://s019.radikal.ru/i618/1206/69/c670fa625032.jpg View the full article
  21. http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/06/13.jpg 50-იანი წლების შვედეთის სექს სიმბოლო Kerstin Anita Marianne Ekberg Kerstin Anita Marianne Ekberg დაიბადა 1931 წლის 29 სექტემბერს მალმე შვედეთი Anita Ekberg ცნობილია ,როგორც მსახიობი და ასევე ფოტომოდელი http://s019.radikal.ru/i604/1206/ca/9f79fb7a1ab2.jpg http://s005.radikal.ru/i210/1206/3a/456eec4c28c3.jpg http://s019.radikal.ru/i631/1206/fb/154faa9a1851.jpg http://s019.radikal.ru/i617/1206/97/59589ad299f9.jpg http://i058.radikal.ru/1206/91/60c3c9e684f0.jpg http://s019.radikal.ru/i635/1206/5d/cbf8fa5859e9.jpg http://s56.radikal.ru/i151/1206/f4/d3089d9a7f1b.jpg http://i028.radikal.ru/1206/48/284a42cd2432.jpg http://i044.radikal.ru/1206/4c/1b290944cc32.jpg http://s019.radikal.ru/i639/1206/1c/8382056bbc6d.jpg http://s019.radikal.ru/i642/1206/19/c054230eeb83.jpg http://s019.radikal.ru/i611/1206/3b/0da3bb47c5dd.jpg http://s019.radikal.ru/i631/1206/84/67cf229396b4.jpg http://s59.radikal.ru/i166/1206/78/3761030e9d17.jpg http://i062.radikal.ru/1206/68/cec44704ad67.jpg http://s019.radikal.ru/i628/1206/1b/eb56b414cf42.jpg http://i062.radikal.ru/1206/32/1d1105cc67f6.jpg http://s019.radikal.ru/i628/1206/91/1fbf8a0cffae.jpg http://s019.radikal.ru/i628/1206/37/47d60dfa2f26.jpg http://s019.radikal.ru/i603/1206/04/0e079bb7c7fd.jpg http://s019.radikal.ru/i613/1206/0a/a88dc2d7af02.jpg http://s019.radikal.ru/i606/1206/07/83bfedf5f449.jpg http://s50.radikal.ru/i130/1206/ef/356116039a82.jpg http://s019.radikal.ru/i614/1206/fb/84cb2d5a42ac.jpg http://s49.radikal.ru/i123/1206/f7/55dc61d8c262.jpg http://s019.radikal.ru/i612/1206/63/a61975201af2.jpg http://s019.radikal.ru/i614/1206/cf/11e600411eda.jpg http://s019.radikal.ru/i612/1206/09/807511df435c.jpg http://s019.radikal.ru/i620/1206/81/aa560bfb04ba.jpg http://s50.radikal.ru/i130/1206/7d/95e58bfeb175.jpg http://s018.radikal.ru/i517/1206/f8/9766466a5413.jpg http://s019.radikal.ru/i638/1206/88/0a94ad87c81a.jpg http://s019.radikal.ru/i638/1206/f6/1eede887abbe.jpg http://i074.radikal.ru/1206/b6/f90cf2f8b953.jpg http://s019.radikal.ru/i626/1206/80/3ca4af966614.jpg http://s019.radikal.ru/i603/1206/c8/71b2257c5fd8.jpg დღეს ეს ულამაზესი ქალბატონი ასე გამოიყურება http://s019.radikal.ru/i619/1206/82/198f06df5f12.jpg http://s019.radikal.ru/i627/1206/a3/d9adef52f5d8.jpg http://s019.radikal.ru/i624/1206/e6/9bc55876ebd5.jpg http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/06/12.jpg View the full article
  22. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/hilari_klinton-300x235.jpgამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოშია. სახელმწიფო მდივანს ბათუმის აეროპორტში დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე დახვდა. დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე, აჭარის მთავრობის მეთაური ლევან ვარშალომიძე, აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი და საქართველოს ელჩი აშშ-ში თემურ იაკობაშვილი. იხილეთ epn.ge
×
×
  • შექმენი...