Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. სახალხო დამცველის აპარატს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ მიმართა და აცნობა, რომ გეგუთის #8 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ორი პატიმარი უმოწყალოდაა ნაცემი. სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიულ საკითხთა სამინისტრო გეგუთის კოლონიაში პატიმრების ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. სამინისტროში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია პატიმრების დავით კოტორეიშვილისა და დავით ზარანდიას ცემის თაობაზე აბსურდულია და ისინი ამჟამად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სრულიად ჯანმრთელები იმყოფებიან. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატში განაცხადეს, რომ გონივრულ ვადებში გადაამოწმებენ ამ ფაქტს. კომენტარიდან რამდენიმე წუთში კი სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა პრესრელიზი, რომლის მიხედვით, ცნობილი ხდება, რომ ომბუდსმენის აპარატისთვის ცნობილი იყო გეგუთის მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში არსებული ვითარება. როგორც სახალხო დამცველის აპარატი იუწყება, მან 19 მარტს გეგუთის #8 დაწესებულებაში არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით მოპოვებული მასალები შემდგომი რეაგირებისათვის საქართველოს მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას გადაუგზავნა. ომბუდსმენის აპარატის დღეს გავრცელებული ინფორმაციით 2010 წლის 26 თებერვალს მათთვის ცნობილი გახდა, რომ ამ დაწესებულების პატიმრების დიდმა ნაწილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან მესამე დღეს კი მსჯავრდებულებთან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლები მივიდნენ. "მსჯავრდებულთა განმარტებით, მასობრივი შიმშილობის მთავარი მიზეზი კარცერში განთავსებული მსჯავრდებულის გიორგი კვანტრიშვილის გარდაცვალება იყო"– აღნიშნულია პრესრელიზში. სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ დაწესებულებაში მაშინ სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის რამდენიმე ათეული თანამშრომელი შევიდა, რომლებმაც მსჯავრდებულთა საცხოვრებელ კორპუსებში ჩხრეკა ჩაატარეს და შემდეგ საკვების მიღების დრო ამცნეს. როდესაც რამდენიმე პატიმარმა საკვების მიღებაზე უარი განაცხადა, სპეცრაზმის ე.წ. კორიდორის გავლის დროს მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რის შემდეგაც 200 მსჯავრდებული სხვადასხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს. გეგუთის დაწესებულებაში თებერვალში პატიმართა შიმშილობის და შეურაცხყოფის ფაქტების შესახებ დღემდე ცნობილი არ იყო. აქამდე ინფორმაცია არც ომბუდსმენის ოფისის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულა. "ნეტგაზეთს" საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურმა განუცხადა, რომ მათ ომბუდსმენის მასალები მიიღეს და შესწავლაც დაიწყეს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  2. კომპანია Sapphire მა წარმოადგინა თავისი Toxic HD 5800 სერიის კიდევ ერთი ახალი წევრი… ეს ახალი წევრი გახლავთ HD 5850 (2GB მეხსიერებით) როგორც ამ სერიის ყველა ვიდეო დაფას, ამ მოდელსაც აქვს dual-slot Vapor-X ქულერი გარდა მისი 2 GB მეხსიერებისა HD 5850 Toxic ს აქვს 1440 სტრიმ პროცესორები, მისი სიხშირე აწეულია 765Mhz მდე, მეხსიერების სიხშირე კი არის 4500Mhz, ანუ ორიგინალისაგანა განსხვავებით GPU clock აწეულია 40Mhz თი, memory clock კი 500Mhz თი (მას აქვს GDDR5 ტიპის მეხსიერება) Vapor-X ის ქულერს რომელიც ამ მოდელზეა გამოყენებული აქვს ერთი ცენტრალური Fan რომელიც საკმაოდ ჩუმია… ახალ HD 5850 Toxic ს რა თქმა უნდა აქვს DirectX 11 ის მხარდაჭერა, ამ ყველაფრის გარდა მას აქვს ორი Dual-DVI,HDMI და Displayport პორტები… ეს ვიდეო დაფა გაყიდვაში იქნება შემდეგი კვირიდან და მისი სავარაუდო ფასი იქნება €300, ამ კარტის ორიგინალი მოდელი ღირს €280, ასე რომ მგონი ფასსში მგონი დიდი სხვაობა არ არის … http://images.geotorrents.com/images/bcs149i6g8upu5kpkkp.jpg http://images.geotorrents.com/ http://images.geotorrents.com/images/zd4bowrsfm89elshkyf6.jpg http://images.geotorrents.com/images/zuskpvh49a2qyvpvwmh.jpg overclockers.ge
  3. ასუსი ოფიციალურად აანონსებს ახალ HD 5870 Matrix - ს,რომელიც უკვე წარმოდგენილი იყო CeBIT ზე, Asus HD 5870 Matrix ის სავარაუდო GPU სიხშირე იქნება 900Mhz,ხოლო MEMORY clock 4800MHz,(მას ექნება 2GB GDDR5 მეხსიერება) მას აქვს 16 GDDR5 ჩიპი.8 ერთ მხარეს, 8 კი მეორე მხარეს PCB ს უკან. ვიდეო დაფას ექნება 8-pin PCI – express დამაკავშირებელი,ასევე ამ დაფას არ ექნება ეკონომიური ენერგომოხმარება. ახალ HD 5870 matrix – ს ასევე აქვს 8+2VRM და voltage checker, ქულერს აქვს 5 თბოგამტარი მილაკი რომლებც ალუმინისგანაა დამზადებული, Backplate ზე კი განთავსებულია DVI,HDMI და Displayport პორტები + Safe boot ღილაკი. სავარაუდო ფასი და პრეზენტაციის თარიღი ჯერჯერობით არ არის ცნობილი http://images.geotorrents.com/images/f2hg5la0my43h767cmy.jpg http://images.geotorrents.com/ http://images.geotorrents.com/images/v0qafvrgmwilozh2ug4.jpg http://images.geotorrents.com/images/6rvt2q8xsq6hxyn6u3.jpg http://images.geotorrents.com/images/wik98wn7hdeslqnr38w.jpg http://images.geotorrents.com/images/5grcvfjrmx81qzgegdwq.jpg overclockers.ge
  4. http://www.polity.ge/images/catalog/georgia/army/armory_01.jpgბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი თანმიმდევრულად ზრდიდნენ შეიარაღების ხარჯებს და საერთო ჯამში თავდაცვაზე მათი ხარჯები ხუთჯერ გაიზარდა – ნათქვამია მსოფლიოს პრობლემების შემსწავლელი სტოკჰოლმის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI). polity.ge
  5. "რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა ახალგორში №3 სკოლა დაანგრიეს", – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. სამინისტროს ვებ გვერდზე გავრცელებულ განცხადების მიხედვით " სკოლის დანგრევის მიზეზი ოკუპანტებისათვის საცხოვრებელი სახლის აშენებაა". „აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს რუსი ოკუპანტების მიერ ეთნიკური წმენდისა და დისკრიმინაციის პოლიტიკის გაგრძელებას და კიდევ ერთხელ ნათლად მეტყველებს, რომ რუსეთი იგნორირებას უწევს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს, მათ შორის ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ფუძემდებელ უფლებას - მშობლიურ ენაზე მიიღოს განათლება" – ნათქვამია განცხადებაში. სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას მკაცრი შეფასება მისცეს ზემოხსენებული ფაქტს და აიძულოს რუსეთის მხარე განუხრელად შეასრულოს აღებული საერთაშორისო ვალდებულებები. სამინისტროს ინფორმაციით დანგრეული სკოლის 150 ქართველი და ოსი მოსწავლე სხვა სკოლაში არიან გადაყვანილი. სრული ინფო(netgazeti.ge)
  6. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ვებგვერდი პოპულარული ქართული საიტების რეიტინგში დარეგისტრირებულია კატეგორიებში News, Media, TV, Radio, Newspapers (ახალი ამბები, მედია, ტელევიზია, რადიო, გაზეთები). ამ კატეგორიაში როგორც წესი, დარეგისტრირებულია ქართული მედიასაშუალებების საიტები. სოდ-ის ინტერნეტრესურსი ამ კატეგორიაში არსებულ ვებგვერდებს შორის 58-ე ადგილზე იმყოფება, დღეში საშუალოდ 132 უნიკალური ვიზიტორით. Top.ge-ზე ასევე არსებობს კატეგორია Government, Ministries, Departments(მთავრობა, სამინისტროები, დეპარტამენტები), აქ დარეგისტრირებულია სხვადასხვა სამთავრობო უწყებების ვებგვერდები. წესით სწორედ აქ უნდა სოდი-ის საიტი დაარეგისტრირებული და არა მასმედიის კატეგორიებში. ტოპ.გე–ს ადმინისტრატორმა თემურ ხაინდრავამ "ნეტგაზეთთან" განაცხადა, რომ დამრეგისტრირებელი იღებს გადაწყვეტილებას საიტი რომელ კატეგორიაში დაარეგისტრიროს: " ადმინისტრაცია პერიოდულად ამოწმებს ხოლმე, რამდენად შეესაბამება ვებგვერდის შინაარსი იმ კატეგორიას, რომელშიც ის არის დარეგისტრირებული". ხაინდრავა ამბობს, რომ საიტების სიმრავლიდან გამომდინარე, ისინი მათ შემოწმებას ხშირად ვერ ახერხებენ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  7. საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) www.ifc.org , ნავთობკომპანია BP –სთან, მის პარტნიორებთან და ავსტრიის ფინანსთა სამისტროსთან თანამშრომლობით საქართველოში სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების ახალ პროექტს იწყებს. პროექტი, რომელსაც ხელი დღეს მოეწერა, საქართველოში IFC-ის რეგიონული სტრატეგიის ნაწილია და მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკის, ექსპორტის, ჯანდაცვის გაუმჯობესებას და ინვესტიციების წახალისებას. აგრეთვე სურსათის ადგილობრივ მწარმოებელთა კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. პროექტის მიხედვით, ჩატარდება პილოტური პროგრამები სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის დანერგვის მიზნით, ხელი შეეწყობა სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის გაუმჯობესებას და აგრეთვე კონტროლის საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანას. „საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია კარგა ხანია თანამშრომლობს საქართველოსთან. ძალიან ბევრი პროექტი აქვს განხორციელებული და რეგიონშიც საკმაოდ აქტიურად არის წარმოდგენილი... ამჟამად განსაკუთრებული აქცენტის გაკეთებას ვაპირებთ რეალურ სექტორზე. ეს იქნება ენერგეტიკის სექტორი, ენერგოეფექტურობის, ასევე ინფრასტრუქტურა და სოფლის მეურნეობა“– განაცხადა სნეჟანა სტოილჯკოვიჩმა, IFC-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის დირექტორმა. პროექტის ფარგლებში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ძირითადად სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ითანამშრომლებს. „IFC–ის მონაწილება ამ საქმეში ნამდვილად მნიშვნელოვანია, რადგან ეს ორგანიზაცია არის ორიენტირებული სექტორების გაჯანსაღებაზე. ასევე მათი მიზანია ეკონომიკური სარგებლის მიღება თითოეული სექტორების მონაწილეობით ... ჩვენი მიზანია, სულ უფრო მეტი მსგავსი ორგანიზაცია მოვიზიდოთ ამ სექტორში“ –აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბაკურ კვეზერელმა. ხსენებული პროექტი საქართველოში BP –ის მიერ განხორციელებული სოციალური ინვესტიციების შემადგენელი ნაწილია. რაც შეეხება ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს საგარეო ეკონომიკურ პროგრამას, იგი მიზნად ისახავს მდგრადი ინცესტიციების მხარდაჭერას ეკონომიკური ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნისა და ბიზნესის გარემოს გაუმჯობესების სფეროში. პროექტის მოქმედების ვადა სამი წელია. სრული ინფო(netgazeti.ge)
  8. თბილისში, კულტურის ცენტრ „მუზაში“ სოციალური ინოვაციების პირველი კავკასიური ბანაკი მოეწყობა. მსგავსი პროექტი 2009 წლის სექტემბერში ჩატარდა სლოვაკეთში, ბრატისლავაში. ამ ბანაკის მიზანია თავი მოუყაროს სოციალური მედიის საკითხებში გაცნობიერებულ და უახლესი ვებტექნოლოგიების კარგად მცოდნე ადამიანებს. მათი შესაძლებლობების გაერთიანებით კი უნდა განხორციელდეს ისეთი პროექტები, რომლის საშუალებითაც უმარტივესი პრობლემების მოგვარება უფრო ადვილი იქნება. 8-10 აპრილს გამართულ სამუშაო შეხვედრებზე მოხდება წარდგენილი იდეების დამუშავება და სრულყოფა. ამაში იდეის ავტორებს დაეხმარებიან ვებდიზაინერები, პროგრამისტები, მარკეტინგისა და ბიზნესის სპეციალისტები. იდეა შესაძლოა ეხებოდეს საქალაქო ტრანსპორტის და სხვა მუნიციპალური მომსახურების პრობლემებს, ადამიანის უფლებებს, არჩევნების მონიტორინგს, განათლების საკითხებს, ტურიზმის განვითარებას, ასევე ნებისმიერ სხვა აქტუალურ სფეროსა და საკითხს. იდეების მიღების ბოლო ვადა 31 მარტია. ჟიური 5 აპრილამდე შეარჩევს 6 იდეას, აღნიშნული იდეების განხილვა და დამუშავება კი მოხდება 8-10 აპრილს. იდეა, რომელიც ჟიურისგან ყველაზე დიდ მოწონებას დაიმსახურებს, დაფინანსდება $3 000-ით. თუ იდეა ჟიურის არ მოეწონა, მაგრამ გახდა ბანაკის მონაწილეთა ფავორიტი, ჯილდოდ მიიღებს $1500-ს. პრიზები გადაეცემა კონკრეტული იდეის ავტორს. გამარჯვებული იდეის ავტორს შეუძლია, რომ პროექტზე იმ ადამიანებთან ერთად იმუშაოს, რომლებიც 8-10 აპრილის მანძილზე მას ეხმარებოდნენ ამ იდეის დახვეწა-განვითარებაში. მას ასევე შეუძლია პროექტის განხორციელება სულ სხვა ადამიანებთან ერთად გადაწყვიტოს. სოციალური ინოვაციების ბანაკში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე აზერბაიჯანელი და სომეხი მონაწილეები. სულ 6 საკონკურსო პროექტი შეირჩევა. ბანაკი ტარდება „სოციალური მედია სოციალური ცვლილებისათვის“ კონფერენციის პარალელურად, რომელსაც „პროექტი ჰარმონია“ აწყობს. 8-10 აპრილს კონფერენციის და ბანაკის მონაწილენი ერთად გაატარებენ კულტურულ ცენტრ „მუზაში“. 26 მარტს, ბროსეს 6-ში, GIPA-ს ახალ კლუბში 17 საათზე გაიმართება მინი ბანაკი. დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პიროვნებას. შეხვედრაზე იდეის ავტორებს უპასუხებენ ნებისმიერ კითხვაზე, მათ გააცნობენ სოციალური ინოვაციების მაგალითებს და დაეხმარებიან საკუთარი იდეების უკეთ ჩამოყალიბებაში. მსგავსი შეხვედრა უკვე გაიმართა 19 მარტს. შეხვედრის ორგანიზატორმა, ანა კეშელაშვილმა GIPA-ს კლუბში მისულ ადამიანებს უკვე განხორციელებული სოციალური ინოვაციების პროექტები გააცნო. ერთ-ერთი მათ შორის არის ვებგვერდი fixmystreet.com ეს პროექტი დიდ ბრიტანეთში 2007 წლის 17 თებრვლიდან ხორციელდება. ნებისმიერი მოაქალაქეს, რომელიც დაინახავს ქუჩაში ორმოს, დაზიანებას ან მსგავს პრობლემას, შეუძლია გადაიღოს ფოტო, დაწეროს პრობლემის შესახებ და ფოტო მტკიცებულებასთან ერთად გამოაქვეყნოს fixmystreet.com -ზე. ამავე ვებსაიტზე განთავსებულია რუკა, რომელზეც შესაძლებელია დაზიანებული ადგილის მონიშნვა. აღნიშნულმა პროექტმა წარმატება მალევე მოიპოვა დიდ ბრიტანეთში. მისი საშუალებით ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ოპერატიულად იღებს ინფორმაციას დაზიანებული ქუჩების შესახებ. ასევე ოპერატიულად ხდება მათი შეკეთება. ვებგვერდზე გამოქვეყნებულია იმ პრობლემების სია, რომელიც მუნიციპალიტეტმა მოაგვარა ან ისევ მოუგვარებელია. საქართველოში სოციალური ინოვაციის ბანაკის დამფინანსებლები არიან ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო", "ღია საზოგადოების ინსტიტუტის" ქსელური საინფორმაციო პროგრამა და სომხეთის "ღია საზოგადოების ინსტიტუტი“. პროექტ ახორციერლებენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, "ომედია" სტუდია და საერთაშორისო არასამთავრობო ოგანიზაცია Transitions Online. სრული ინფო(netgazeti.ge)
  9. Sevaswavli arabul enas nebismieri asakis msurvels individualruri programis Sercevit. View the full article
  10. ბეარ გრილსი გასწავლით, თუ როგორ უნდა გადარჩეთ ყველაზე ექსტრემალურ პირობებში და როგორ ხიფათს მალავს ყოველ ნაბიჯზე ბუნება. მას ვერტმფრენიდან, 2000 მეტრის სიმაღლიდან აგდებენ... თან მხოლოდ პარაშუტი, დანა და ცეცხლის ასანთები აქვს. ბეარმა უნდა მოიპოვოს საკვები, წყალი, გაიკვლიოს გზა და იპოვნოს თავშესაფარი... მის გზაზე უამრავი ხიფათია: მორიელები, კობრები, მარტორქები, პირანიები, ზვიგენები, დათვები, ლომები, აგრეთვე აუტანელი სიცივე და ჯოჯოხეთური სიცხე... მოკლე ინფორმაცია გამომშვები: დიდი ბრიტანეთი, Diverse Bristol Ltd / Discovery ხანგრძლივობა: სერია (45წთ) ფაილი ვიდეო კოდეკი: H.264 აუდიო კოდეკი: MP3 2007-2008 წლების ყველა სერია!!!!! View the full article
  11. დასახელება: Crazy Talk PRO v6 ვერსია: v6 შემქმნელი: Reallusion აღწერა: პროგრამის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ აალაპარაკოთ სურათები. თქვენ ირჩევთ მხოლოდ თვალებისა და პირის წერტილებს, ადებთ ხმას ხოლო დანარჩენზე ზრუნავს პროგრამა, რომელსაც გააჩნია კიდევ სხვა მრავალი ფუნქცია, ეფექტი, ფილტრები და ძალზედ მარტივი ინტერფეისი რათა მოახერხოთ ამ ყველაფრის გაკეტება სწრაფად, პრობლემების გარეშე. არქივში მოყვება პროგრამის ინსტრუქცია… View the full article
  12. დასახელება: Microsoft Office 2003 ვერსია: 2003 შემქმნელი: Microsoft გამოშვების წელი 2003 აღწერა: ყველასათვის ნაცნობი ტექსტთან მუშაობის პროგრამა! ეს არის 2003 წლის ვერსია, რომელშიც შესულია მთლიანი ნაკკრები. ასევე მოყვება დამატებითი აფდეიტი Word 2007, Excel 2007 და PowerPoint 2007 ფორმატებთან სამუშაოდ! სერიული ნომერი უკვე გაწერილია პროგრამაში ამიტომაც მისი შეყვანა არ დაგჭირდებათ! View the full article
  13. <ul class="socials"> <li class="sexy-facebook"> Share this on Facebook <li class="sexy-myspace"> Post this to MySpace <li class="sexy-twitter"> Tweet This! <li class="sexy-mail"> Email this to a friend? <li class="sexy-printfriendly"> Send this page to Print Friendly <li class="sexy-comfeed"> Subscribe to the comments for this post? <li class="sexy-delicious"> Share this on del.icio.us <li class="sexy-digg"> Digg this! <li class="sexy-yahoobuzz"> Buzz up! <li class="sexy-stumbleupon"> Stumble upon something good? Share it on StumbleUpon <li class="sexy-technorati"> Share this on Technorati <li class="sexy-google"> Add this to Google Bookmarks <li class="sexy-yandex"> Add this to Yandex.Bookmarks <li class="sexy-memoryru"> Add this to Memory.ru http://cosmopolitan.ge/?ak_action=api_record_view&id=1486&type=feed View the full article
  14. პრეზიდენტის სტიპენდიის გარეშე დარჩენილი სტუდენტები განაგრძობენ სწავლას უცხოეთის უნივერსიტეტებში. ზოგიერთ სტუდენტს დაფინანსების პრობლემა მოეხსნა, თუმცა ზოგიერთი სტუდენტი კვლავაც ელოდება განათლების სამინისტროსგან თანხის ჩარიცხვას. ერთ-ერთი საჯარო სივრცე, სადაც აღნიშნულ საკითხზე შესაძლებელია საინტერესო ინფორმაციის მიღება ”ფეისბუქია.” ამ სოციალურ ქსელზე გასულ კვირას ახალი ჯგუფი შეიქმნა სახელწოდებით ”შეწყვიტეთ უცხოეთში სასწავლებლად გამგზავრებული სტუდენტების ღირსების შელახვა!”. მასში ათასამდე ადამიანი გაწევრიანდა და ცდილობს აქტიურად მიადევნოს თვალი მოვლენების განვითარებას და მხარი დაუჭიროს სტუდენტებს. ვირტუალურ საუბრებში განათლების სამინისტროს წარმომადგენელიც ჩაერთო. ”განვითრებისა და რეფორმების ფონდი” პრეზიდენტის დადაგენილებით 2010 წლის 28 იანვრიდან განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა. თამარ ონოფრიენკო, სამაგისტრო პროგრამების სამმართველოს თანამშრომელი აცხადებს, რომ სამინისტრო გააგრძელებს ქართველი მაგისტრანტების დაფინანსებას. თუმცა, მაგისტრანტებმა აუცილებლად განცხადებით უნდა მიმართონ სამინისტროს. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი ქართველი სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გადახდა. მისი თქმით, 2010 წლის თებერვალიდან სუდენტების ნაწილმა განაცხადებით მიმართეს სამინისტროს. შესაბამისად, თანხა ჯერ გადაერიცხებათ პირველ ეტაპზე შემოსული განცხადების ავტორებს. როგორც ცნობილი გახდა, გასული ოთხშაბათიდან განახლდა სტუდენტების ანგარიშზე თანხის დარიცხვა. ანა გაგოიძე და მარიამ ნასყიდაშვილი იმ სტუდენტებს შორის არიან, ვისაც სწავლის საფასური უკვე ჩაერიცხათ. თუმცა, სტუდენტების ნაწილი ჯერ კიდევ გაურკვევლობაშია. ნინო აბრამიშვილს დღემდე არ დარიცხვია ანგარიშზე თანხა. იგი ახლა ამერიკაშია სტუდენტურ შეჯიბრებაზე. როგორც თამარ ონოფრიენკო აცხადებს, მთავარი მიზეზი, რის გამოც სტუდენტებს ვერ გადაერიცხათ აქამდე თანხა, არის გაურკვევლად და არასრულად შევსებული მონაცემები, რის გამოც, ბევრი გადარიცხვა არ დაჯდა ანგარიშზე და უკან დაბრუნდა. არასრული ინფორმაციის მქონე სტუდენტებს შორის ნინო აბრამიშვილიც იყო დასახელებული. ნინა აბრამიშვილის მეგობარმა თამარ ღონღაძემ ”ნეტგაზეთთან” საუბარში თქვა, რომ მათ სამინისტროდან სხვა რამ განუცხადეს. ნინომ გასულ პარასკევსაც დარეკა განათლების სამინისტროში. სამინისტრომ განუცხადა, რომ საღამოს მის ანგარშზე ფული დაირიცხებოდა. ამასთან, არავითარი გაუგებრობა მის რეკვიზიტებთან დაკავშირებით არ ყოფილა. ნინო აბრამიშვილი ისე გაემგზავრა სტუდენტურ შეჯიბრებაზე, რომ თანხა მის ანგარშზე არ ჩარიცხულა. აბრამიშვილი თვენახევარია ელის სწავლის საფასურის დარიცხვას. მსგავსი პრობლემა აქვს ნინუცა თანდილაშვილსაც. მან 2009 წლის ივნისში გამართლ კონკურში გამარჯვების შემდეგ ფონდისგან დაფინანსება მოიპოვა და ამსტერდამში გამგზავრებამდე დაერიცხა სწავლის საფასური. მისი თქმით თებერვლამდე რაიმე წინაღობა არ შექმნია. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ფონდი განათლების სამინისტროს დაექვემდებარა, მას კუთვნილი თანხა არ დარიცხვია. ნინუცა ამბობს, რომ: ”თითქმის თვენახევარია ველოდებით სტიპენდიას და დღემდე არ მიმიღია. პარასკევს (19 მარტს) დავრეკე (სამინისტროში) და ერთ-ერთმა უფლებამოსილმა პირმა მითხრა, რომ ჩემს საბანკო მონაცემებთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს და თანხა უკვე წამოსულია. მე მაქვს ჰოლანდიური საბანკო ანგარიში გახსნილი, სადაც თანხის გადმორიცხვას 24 საათი სჭირდება. სამწუხაროდ 24 საათზე მეტი გავიდა, მაგრამ ჯერ კიდევ არ ჩანს ჩემი სტიპენდია.” ახალგაზრდა იურიდსტთა ასოციაციის ადვოკატი თამარ გურჩიანი აცხადებს, რომ სულ ხუთმა სტიპენდიანტმა მიმართა მას დახმარებისთვის, მაშინ როცა სტუდენტების რიცხვი 120-ს აღწევს. მისი ინფორმაციით, ამ სტუდენტებიდან ყველას არ შექმნია ასეთი პრობლემა. სტიპენდიანტებს ინდივიდუალურად ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება ფონდთან. ”განვითარებისა და რეფორმების ფონდი” სტუდენტებს უფინანსებს ცალკე სწავლის საფასურს, ცალკე საცხოვრებლის გადასახადს. შეთანხმების მიხედვით, დაფინანსება ერიცხებოდათ ან კვარტლურად, ან ყოველთვიურად. გურჩიანის განცხადებით, კვარტალში დაფინანსებულ სტუდენტებს ნაკლებად ან საერთოდ არ შეხებიათ ასეთი პრობლემა, ყოველთვიურად დაფინანსებულ სტუდენტებს კი შეექმნათ. თუმცა, ნინუცა თანდილაშვილს ”განვითარებისა და რეფორმების ფონდი” კვარტლურად აფინანსებს. რაც შეეხება სამართლებრივ ბერკეტებს, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა სასამართლოში იჩივლონ. თამარ გურჩიანის თქმით, ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ დროულად და სრულად ურიცხავს ფონდი თანხას. ეს იურისტს ბუნდოვან განსაზღვრებად მიაჩნია. თუმცა, რადგანაც არსებობს დაფინანსების ორი წესი - კვარტლური და ყოველთვიური, მაინც არის შესაძლებელი დასაფინანსებელი ვადის განსაზღვრა. გურჩიანი ადასტურებს, რომ ინდივიდუალური განცხადების შემდეგ არის შესაძლებელი დაფინანსების მიღება. სტუდენტებს განცხადება აუცილებლად უნდა შეევსოთ. თუმცა, ნაკლებსარწმუნოდ მიაჩნია სამინისტროს არგუმენტები: "ერთი, სტიპენდიანტების რეკვიზიტების პრობლემა არ არის ვალიდური, მაშინ, როცა მანამდე სტუდენტებს პრობლემა არ შექმნიათ ამ საკითხში. მეორე, სწორად ვერ ავსებენ განაცხადის ფორმას, რომელიც აქამდეც აქვთ შევსებული?". ადვოკატი არ მოელის საქმის სასამართლომდე მისვლას. გამორკვეულია, რომ უფლებამონაცვლე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემდეგ არის განათლების სამინისტრო. "სამინისტროს წარმომადგენლები კი ცდილობენ მათ ხელთ არსებული ბერკეტებით დაეხმარონ სტუდენტებს, რაც იმედს მაძლევს, რომ ეს არეულობა ორშაბათისთვის მაინც მოგვარდება,-ამბობს თამარ გურჩიანი. რაც შეეხება, თავად ”განვითარებისა და რეფორმების ფონდს”, იგი 2004 წელს შეიქმნა პრეზიდენტის ინიციატივით, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ფონდმა 2005 წლიდან დაიწყო სტუდენტების დაფინანსება მსოფლიოს წამყვან უნივერისტეტებში სამაგისტრო პროგრამების დაუფლების მიზნით. აღნიშნულმა პროგრამამ ასობით ადამიანი დააფინანსა დღემდე. 2010 წლის 28 იანვრიდან კი პრეზიდენტის ბრძანებულებით, ფონდი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში შევიდა. ცვლილების გამო სტუდენტებს მოუწიათ ხელახლა დაეწერათ განცხადება სამინისტროს სახელზე დაფინანსების გაგარძელების მოთხოვნით. ყოველივე ამან კი დამოიწვია გაურკვევლობა, რომელიც დღემდე არ დასრულებულა. ”ფეისბუქზე” შექმნილი ჯგუფის წევრები საუბრობენ იმაზეც, რომ პრობლემის მოგვარების შემდეგ ჯგუფი არ გაუქმდეს, შეიცვალოს დანიშნულება და უცხოეთში მყოფი ქართველი სტუდენტების ცხოვრებაზე წეროს. თუმცა სანამ პროფილის შეცვლაზე დაფიქრდება ჯგუფის შემქმნელი, მანამდე სტუდენტების დაფინანსების საკითხი ჯერ კიდევ გადასაწყვეტია. სრული ინფო(netgazeti.ge)
  15. ჰიტები რუსული ფილმებიდან. თუ იქნება კომენტარები დაემატება. ვიდეოები იხილეთ სრულიადში... View the full article
  16. “იმედი” ბოლოს კი არა, პირველი უნდა კვდებოდეს (ც) ლევან17 არც ვიცი, პოსტის წერა როგორ დავიწყო, ისე ვარ გაბრაზებული. ორი წუთის წინ შემოვდგი სახლში ფეხი, “იმედის” წინ გამართულ აქციაზე ვიყავი. მათთვის, ვინც სხვა სამყაროში ცხოვრობს და არ იცის, რა ხდებოდა – “იმედზე” დღეს, 8 საათზე “იმიტირებული ქრონიკა” გავიდა, ოღონდ ის, რომ იმიტირებული იყო… პრინციპში საერთოდ არ ჩანდა. არანაირი წარწერა, არაფერი. კოკოითი დაჭრილია, ქართული და რუსული ჯარები ახალგორთან არის, ხალხი სააკაშვილის გადადგომას მოითხოვს, მედვედევი აცხადებს, რომ სააკაშვილი უნდა შეაჩეროს და ა.შ. ვისაც გაინტერესებთ, აი პირდაპირი ლინკი და დატკბით. საზოგადოებაში ამან სრული პანიკა გამოიწვია. იძახებდნენ სასწრაფოებს, გარდაიცვალა ერთი ქალბატონი. შესაბამისად, გასაგებია ის რეაქცია, რაც ყველას ჰქონდა მას შემდეგ, რაც საბოლოოდ გაირკვა, რომ ეს ყველაფერი ‘იმიტაცია’ იყო. მე არ მჯერა, რომ “იმედმა” არ იცოდა, რას გამოიწვევდა ეს ყველაფერი ხალხში. იმ კოშმარის ახლიდან განცდა, რაც ხდებოდა თბილისში 2008 წლის აგვისტოს – თან ასე რეალურად განცდა. ასევე არ მჯერა, რომ უფრო “ზემოთ” არ იცოდნენ ამ ‘იმიტაციის’ შესახებ. ფეისბუქზე სრული ისტერია იყო, ფორუმ.გეს სერვერი გადატვირთვისგან საერთოდ დაეკიდა და ფაქტიურად შეუძლებელი იყო შესვლა. ყველა “ტკბილად” მოიხსენიებდა იმედს, არველაძეს და ყველა იმედში მომუშავეს, განსაკუთრებით მათ, ვინც ამ გადაცემასთან შეხება ჰქონდა. ფეისბუქზევე გავრცელდა ინფო, რომ 22:00-ზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იმედთან მისვლას აპირებდა. მეც წავედი – საკუთარი პოზიციის გამოსახატად, თუმცა უფრო მაინც იმისთვის, რომ მობილურით შევსულიყავი იქიდან ფბ-ზე და გამეგებინებინა ონლაინ მყოფი ხალხისთვის, რა ხდებოდა. მეგონა, რომ 10-20 კაცი ვიქნებოდით მხოლოდ, ცივა, ბნელა, სველა და დაეზარებათ-მეთქი ყველას, ასე ონლაინ მაგრები ვართ ლანძღვაში, ტაკოს აწევა მაინც ყველას გვეზარება. ამიტომ მაგრად გამიკვირდა, ლუბლიანას ქუჩაზე მთელს ჩაყოლებაზე ორივე მხარეს ჩამწკრივებული მანქანების დანახვა. პატრულიც იქვე იყო და არეგულირებდა მოძრაობას. “იმედის” ეზოშიც ბლომად ხალხი დამხვდა, შეუძლებელია ვთქვა, რამდენნი იყვნენ, 300-500. ცალკე მხარეს იდგნენ მღვდლებიც. ყველა გაბრაზებული იყო, ერთმანეთს უყვებოდნენ, რა იგრძნეს, რა იფიქრეს და როდის მიხვდნენ, რომ ‘შაყირი’ იყო. ყველას ნალაპარაკევი ერთმანეთს ჰგავდა და აგვისტოს ომის დროინდელი ემოციები მახსენდებოდა სულ. ოპოზიციამ, რა თქმა უნდა, შანსი ხელიდან არ გაუშვა და უხვად წარმოგვიდგა, ასე ვთქვათ. თუმცა მთავარი ფიგურა ბურჯანაძე იყო. ჩემი მეგობარი, რომელიც იქ დამხვდა, საერთოდ გამოეცალა და ცდილობდა მოშორებით დამდგარიყო, მაგ ქალის გვერდით არ ვიქნებიო. თუმცა მისნაირი, სამწუხაროდ, იმ აქციაზე ცოტა აღმოჩნდა. რაღაც მომენტში ღობის მეორე მხარეს აღმოვჩნდი, ბურჯანაძე კი იქით ინტერვიუს აძლევდა “ჩვენი ხალხი… ბლა ბლა”. ძალიან გავბრაზდი, ყელში მომიჭირა ბრაზისგან და გადავძახე: “წადი რუსეთში, რა!” და აქ დაიწყო ყველაზე საინტერესო ნაწილი, რომელზეც უფრო მეტად ვარ გაბრაზებული, ვიდრე “იმედის” იმბეცილიზმზე. ჩემ გვერდით ხალხი მომიტრიალდა და რატომ ამბობ მაგასო, შემიტიეს. მე ვეცადე ამეხსნა, მე აქ ვარ “იმედის” წინააღმდეგ, მაგრამ არა ბურჯანაძის გვერდით, მისნაირების გვერდით მე არასდროს ვიქნები და ნუ იყენებს ამ ფაქტს, ამ ხალხს, თითქოს მას დაუჭირა ვინმემ მხარი. გამოხტა ერთი ქალი წიოკით: “პროვოკატორო, პროვოკატორო! მიშას მოგზავნილო აგენტო!!! გემჩნევა შენ ვინც ხარ!” ვინ ვარ-მეთქი, თქვენნაირად მოსული “იმედის” დღევანდელი საქციელის გასაპროტესტებლად, აი ეს ქალი კი ნაღდად რუსეთის აგენტია და იქვე უნდა წავიდეს-მეთქი. თუმცა კლიმაქსმოპარული ქალები ისევ ქოთქოთებდნენ და “წადი, წადი აქედან, პროვოკატორო!”-ს იძახდნენ, მოგვასმენინე, რას ამბობს ბურჯანაძეო. მე აბსოლუტურად გავოგნდი, რომ ჩემს, ჩემი აზრით, სწორ განცხადებას – იმას, რომ ახლა მე იმედის წინააღმდეგ ვდგავარ აქ და არა ბურჯანაძის გვერდით, ამხელა ჩოჩქოლი მოჰყვა. შენ ვინ ხარო, რომ მკითხეს, აქ შევცდი, ჟურნალისტი ვარ-მეთქი, რამ მათქმევინა, არ ვარ და არასდროს ვიქნები, მაგრამ სანამ ბლოგერს ავხსნიდი… და უცებ გამომიხტა ერთი ახალგაზრდა რიჟა ბიჭი, მერე ჟურნალისტი რომ ხარო, არ უნდა იცოდე, რისთვის წავიდა ბურჯანაძე რუსეთშიო? მოსალაპარაკებლადო! აყვა ეს ბრბო, ხოო ხოო, ჩვენ გვინდა მოლაპარაკება, აბა ომი გვინდა? რუსეთთან უნდა ვიმეგობროთ! აქ მე უკვე არ ვიცი, რა დონის გამოლეღვებული ვარ გაოგნებისგან, თან ვიღაც გოგომ ლამის ცხვირზე მომადო მობილური და სურათი გადამიღო (თუ სადმე შეგხვდათ ონლაინ ჩემი ფოტო წარწერით “პროვოკატორი”, გამარჯობა :ხელისდაქნევა, გაოცებული, რომ ეს ხალხი ვერ იაზრებს, ამათ ისევ 37 მანეთიანი ფრენები უნდათ ყველაფრის ფასად… და რომ მეგონა, რომ არავის უნდა იქ ბურჯანაძის გვერდით დგომა, ის უბრალოდ მოეხეტა და შემოეკვეტა… ტყუილად მეგონა თურმე. ისე გავბრაზდი, მეტის ღირსები ხართ, გაგიმარჯოთ თქვენს გზაზე რუსეთისკენ-მეთქი და გამოვედი. გარეთ დამხვდა მეგობარი, რომელმაც მითხრა, აგერ წეღან, სანამ იქ იყავი ნტვ-ს ჟურნალისტი ინტერვიუს იწერდა ვიღაც ქალისგან და ის ქალი ამბობს, “ნაროდ პროწივ სააკაშვილიო”. ძალიან გაბრაზდნენ და იმ ჟურნალისტს ელოდებოდნენ მერე, როგორც გავიგე, წაუთაქეს კიდეც. ჰო, ძალიან გაბრაზებული ვარ, ოღონდ რაზე უფრო – “იმედზე” თუ იმ ბრბოზე – არ ვიცი. ნახეთ დოდკა ჯიზე
  17. “იმედი” ბოლოს კი არა, პირველი უნდა კვდებოდეს (ც) ლევან17 არც ვიცი, პოსტის წერა როგორ დავიწყო, ისე ვარ გაბრაზებული. ორი წუთის წინ შემოვდგი სახლში ფეხი, “იმედის” წინ გამართულ აქციაზე ვიყავი. მათთვის, ვინც სხვა სამყაროში ცხოვრობს და არ იცის, რა ხდებოდა – “იმედზე” დღეს, 8 საათზე “იმიტირებული ქრონიკა” გავიდა, ოღონდ ის, რომ იმიტირებული იყო… პრინციპში საერთოდ არ ჩანდა. არანაირი წარწერა, არაფერი. კოკოითი დაჭრილია, ქართული და რუსული ჯარები ახალგორთან არის, ხალხი სააკაშვილის გადადგომას მოითხოვს, მედვედევი აცხადებს, რომ სააკაშვილი უნდა შეაჩეროს და ა.შ. ვისაც გაინტერესებთ, აი პირდაპირი ლინკი და დატკბით. საზოგადოებაში ამან სრული პანიკა გამოიწვია. იძახებდნენ სასწრაფოებს, გარდაიცვალა ერთი ქალბატონი. შესაბამისად, გასაგებია ის რეაქცია, რაც ყველას ჰქონდა მას შემდეგ, რაც საბოლოოდ გაირკვა, რომ ეს ყველაფერი ‘იმიტაცია’ იყო. მე არ მჯერა, რომ “იმედმა” არ იცოდა, რას გამოიწვევდა ეს ყველაფერი ხალხში. იმ კოშმარის ახლიდან განცდა, რაც ხდებოდა თბილისში 2008 წლის აგვისტოს – თან ასე რეალურად განცდა. ასევე არ მჯერა, რომ უფრო “ზემოთ” არ იცოდნენ ამ ‘იმიტაციის’ შესახებ. ფეისბუქზე სრული ისტერია იყო, ფორუმ.გეს სერვერი გადატვირთვისგან საერთოდ დაეკიდა და ფაქტიურად შეუძლებელი იყო შესვლა. ყველა “ტკბილად” მოიხსენიებდა იმედს, არველაძეს და ყველა იმედში მომუშავეს, განსაკუთრებით მათ, ვინც ამ გადაცემასთან შეხება ჰქონდა. ფეისბუქზევე გავრცელდა ინფო, რომ 22:00-ზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იმედთან მისვლას აპირებდა. მეც წავედი – საკუთარი პოზიციის გამოსახატად, თუმცა უფრო მაინც იმისთვის, რომ მობილურით შევსულიყავი იქიდან ფბ-ზე და გამეგებინებინა ონლაინ მყოფი ხალხისთვის, რა ხდებოდა. მეგონა, რომ 10-20 კაცი ვიქნებოდით მხოლოდ, ცივა, ბნელა, სველა და დაეზარებათ-მეთქი ყველას, ასე ონლაინ მაგრები ვართ ლანძღვაში, ტაკოს აწევა მაინც ყველას გვეზარება. ამიტომ მაგრად გამიკვირდა, ლუბლიანას ქუჩაზე მთელს ჩაყოლებაზე ორივე მხარეს ჩამწკრივებული მანქანების დანახვა. პატრულიც იქვე იყო და არეგულირებდა მოძრაობას. “იმედის” ეზოშიც ბლომად ხალხი დამხვდა, შეუძლებელია ვთქვა, რამდენნი იყვნენ, 300-500. ცალკე მხარეს იდგნენ მღვდლებიც. ყველა გაბრაზებული იყო, ერთმანეთს უყვებოდნენ, რა იგრძნეს, რა იფიქრეს და როდის მიხვდნენ, რომ ‘შაყირი’ იყო. ყველას ნალაპარაკევი ერთმანეთს ჰგავდა და აგვისტოს ომის დროინდელი ემოციები მახსენდებოდა სულ. ოპოზიციამ, რა თქმა უნდა, შანსი ხელიდან არ გაუშვა და უხვად წარმოგვიდგა, ასე ვთქვათ. თუმცა მთავარი ფიგურა ბურჯანაძე იყო. ჩემი მეგობარი, რომელიც იქ დამხვდა, საერთოდ გამოეცალა და ცდილობდა მოშორებით დამდგარიყო, მაგ ქალის გვერდით არ ვიქნებიო. თუმცა მისნაირი, სამწუხაროდ, იმ აქციაზე ცოტა აღმოჩნდა. რაღაც მომენტში ღობის მეორე მხარეს აღმოვჩნდი, ბურჯანაძე კი იქით ინტერვიუს აძლევდა “ჩვენი ხალხი… ბლა ბლა”. ძალიან გავბრაზდი, ყელში მომიჭირა ბრაზისგან და გადავძახე: “წადი რუსეთში, რა!” და აქ დაიწყო ყველაზე საინტერესო ნაწილი, რომელზეც უფრო მეტად ვარ გაბრაზებული, ვიდრე “იმედის” იმბეცილიზმზე. ჩემ გვერდით ხალხი მომიტრიალდა და რატომ ამბობ მაგასო, შემიტიეს. მე ვეცადე ამეხსნა, მე აქ ვარ “იმედის” წინააღმდეგ, მაგრამ არა ბურჯანაძის გვერდით, მისნაირების გვერდით მე არასდროს ვიქნები და ნუ იყენებს ამ ფაქტს, ამ ხალხს, თითქოს მას დაუჭირა ვინმემ მხარი. გამოხტა ერთი ქალი წიოკით: “პროვოკატორო, პროვოკატორო! მიშას მოგზავნილო აგენტო!!! გემჩნევა შენ ვინც ხარ!” ვინ ვარ-მეთქი, თქვენნაირად მოსული “იმედის” დღევანდელი საქციელის გასაპროტესტებლად, აი ეს ქალი კი ნაღდად რუსეთის აგენტია და იქვე უნდა წავიდეს-მეთქი. თუმცა კლიმაქსმოპარული ქალები ისევ ქოთქოთებდნენ და “წადი, წადი აქედან, პროვოკატორო!”-ს იძახდნენ, მოგვასმენინე, რას ამბობს ბურჯანაძეო. მე აბსოლუტურად გავოგნდი, რომ ჩემს, ჩემი აზრით, სწორ განცხადებას – იმას, რომ ახლა მე იმედის წინააღმდეგ ვდგავარ აქ და არა ბურჯანაძის გვერდით, ამხელა ჩოჩქოლი მოჰყვა. შენ ვინ ხარო, რომ მკითხეს, აქ შევცდი, ჟურნალისტი ვარ-მეთქი, რამ მათქმევინა, არ ვარ და არასდროს ვიქნები, მაგრამ სანამ ბლოგერს ავხსნიდი… და უცებ გამომიხტა ერთი ახალგაზრდა რიჟა ბიჭი, მერე ჟურნალისტი რომ ხარო, არ უნდა იცოდე, რისთვის წავიდა ბურჯანაძე რუსეთშიო? მოსალაპარაკებლადო! აყვა ეს ბრბო, ხოო ხოო, ჩვენ გვინდა მოლაპარაკება, აბა ომი გვინდა? რუსეთთან უნდა ვიმეგობროთ! აქ მე უკვე არ ვიცი, რა დონის გამოლეღვებული ვარ გაოგნებისგან, თან ვიღაც გოგომ ლამის ცხვირზე მომადო მობილური და სურათი გადამიღო (თუ სადმე შეგხვდათ ონლაინ ჩემი ფოტო წარწერით “პროვოკატორი”, გამარჯობა :ხელისდაქნევა, გაოცებული, რომ ეს ხალხი ვერ იაზრებს, ამათ ისევ 37 მანეთიანი ფრენები უნდათ ყველაფრის ფასად… და რომ მეგონა, რომ არავის უნდა იქ ბურჯანაძის გვერდით დგომა, ის უბრალოდ მოეხეტა და შემოეკვეტა… ტყუილად მეგონა თურმე. ისე გავბრაზდი, მეტის ღირსები ხართ, გაგიმარჯოთ თქვენს გზაზე რუსეთისკენ-მეთქი და გამოვედი. გარეთ დამხვდა მეგობარი, რომელმაც მითხრა, აგერ წეღან, სანამ იქ იყავი ნტვ-ს ჟურნალისტი ინტერვიუს იწერდა ვიღაც ქალისგან და ის ქალი ამბობს, “ნაროდ პროწივ სააკაშვილიო”. ძალიან გაბრაზდნენ და იმ ჟურნალისტს ელოდებოდნენ მერე, როგორც გავიგე, წაუთაქეს კიდეც. ჰო, ძალიან გაბრაზებული ვარ, ოღონდ რაზე უფრო – “იმედზე” თუ იმ ბრბოზე – არ ვიცი. Filed under: Just, რა http://feeds.wordpress.com/1.0/comments/dodka.wordpress.com/1722/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/dodka.wordpress.com/1722/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/dodka.wordpress.com/1722/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/dodka.wordpress.com/1722/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/dodka.wordpress.com/1722/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=dodka.ge&blog=551227&post=1722&subd=dodka&ref=&feed=1 ნახეთ დოდკა ჯიზე
  18. გადავეჩვიე აქ წერას. წეღან აღწერაც შევუცვალე ბლოგს, ზემოთ, სათაურთან “ეს ის ბლოგი აღარ არის” დავაწერე. კომენტარები რომ გავუთიშო, რა მოხდება, დიალოგიდან მონოლოგში რომ გადავიტანო. ცუდია, სამსახურ(ებ)ზე ვერ ვწერ, არაეთიკურია, პირადზე ვე(ღა)რ, იმიტომ, რომ, როგორც facebook იტყოდა – It’s Complicated. სხვა ბლოგებზე ვეღარ ვწერ, დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს. ხოდა ეს ის ბლოგი აღარ არის. ვილიმ დღეს მაგრად დამღალა, ერთი წამით არ გაჩერებულა, ბზრიალებდა, თუ ყურადღებას არ მივაქცევდი – ფეხების ბაკუნს იწყებდა და მერე ჭიჭყინებდა. ბოლოს ჩაის ჭიქა გადმოაპირქვავა მაგიდაზე, მუხლებზე რომ მეჯდა და ჩემი ლეპტოპი სულ სულ ოდნავ გადარჩა. რაც იზრდება, ჩემი კომპიუტერის ნორმალური არსებობის შანსები მცირდება და მცირდება. ყველა ერთმანეთს შორდება, რა უბედურებაა. ან იქნებ – რა ბედნიერებაა. ნახეთ დოდკა ჯიზე
  19. გადავეჩვიე აქ წერას. წეღან აღწერაც შევუცვალე ბლოგს, ზემოთ, სათაურთან “ეს ის ბლოგი აღარ არის” დავაწერე. კომენტარები რომ გავუთიშო, რა მოხდება, დიალოგიდან მონოლოგში რომ გადავიტანო. ცუდია, სამსახურ(ებ)ზე ვერ ვწერ, არაეთიკურია, პირადზე ვე(ღა)რ, იმიტომ, რომ, როგორც facebook იტყოდა – It’s Complicated. სხვა ბლოგებზე ვეღარ ვწერ, დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს. ხოდა ეს ის ბლოგი აღარ არის. ვილიმ დღეს მაგრად დამღალა, ერთი წამით არ გაჩერებულა, ბზრიალებდა, თუ ყურადღებას არ მივაქცევდი – ფეხების ბაკუნს იწყებდა და მერე ჭიჭყინებდა. ბოლოს ჩაის ჭიქა გადმოაპირქვავა მაგიდაზე, მუხლებზე რომ მეჯდა და ჩემი ლეპტოპი სულ სულ ოდნავ გადარჩა. რაც იზრდება, ჩემი კომპიუტერის ნორმალური არსებობის შანსები მცირდება და მცირდება. ყველა ერთმანეთს შორდება, რა უბედურებაა. ან იქნებ – რა ბედნიერებაა. Filed under: Just, რა http://feeds.wordpress.com/1.0/comments/dodka.wordpress.com/1720/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/dodka.wordpress.com/1720/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/dodka.wordpress.com/1720/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/dodka.wordpress.com/1720/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/dodka.wordpress.com/1720/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=dodka.ge&blog=551227&post=1720&subd=dodka&ref=&feed=1 ნახეთ დოდკა ჯიზე
  20. <ul class="socials"> <li class="sexy-facebook"> Share this on Facebook <li class="sexy-myspace"> Post this to MySpace <li class="sexy-twitter"> Tweet This! <li class="sexy-mail"> Email this to a friend? <li class="sexy-printfriendly"> Send this page to Print Friendly <li class="sexy-comfeed"> Subscribe to the comments for this post? <li class="sexy-delicious"> Share this on del.icio.us <li class="sexy-digg"> Digg this! <li class="sexy-yahoobuzz"> Buzz up! <li class="sexy-stumbleupon"> Stumble upon something good? Share it on StumbleUpon <li class="sexy-technorati"> Share this on Technorati <li class="sexy-google"> Add this to Google Bookmarks <li class="sexy-yandex"> Add this to Yandex.Bookmarks <li class="sexy-memoryru"> Add this to Memory.ru http://cosmopolitan.ge/?ak_action=api_record_view&id=1461&type=feed View the full article
  21. ერთ-ერთი პირველი რუსული საშინელებათა ფილმი View the full article
  22. აელჩოს თანამშრომელი და ამერიკის საიდუმლო აგენტი შემთხვევით ერთმანეთს ხვდებიან პარიზში. მათი მისიაა ეს ქალაქი დაიცვან ტერორისტების თავდასხმისაგან View the full article
  23. მოგესალმებით ყველას: გაიხსნა ახალი MuOnline სერვერი სახელად VIPMu გთავაზობთ ყველაფერ კარგს და საუკეთესოს !!! სერვერის სტატუს ! ! ! Exp:_500 Drop:_70% /+Season 2 /+VIPSERVER /+WEBSHOP /+Castle-Siege /+MuOnline + 24/24 online /+WeB-SitE WwW.VIPMu.WEBZEN.GE View the full article
  24. ბევრი ადამიანის ბედი შეყვარებულის და მარტოსულის გადაიჯაჭვება ვალენტინის დღის მოლოდინში... View the full article
  25. რეიზო – ერთერთი ყველაზე სახიფათო მკველი–ნინძაა მსოფლიოში. ჯერ კიდევ ბავშვობაში ის პროფესიონალ მკვლელად აქციეს კლანის "ოზუნუს" წევრებმა – საიდუმლო ორგანიზაციის, რომლის არსებობა დღემდე ზოგჯერ მითად ითვლება. რეიზო, რომელსაც სინდისი სტანჯავს თავისი მეგობრის ოზუნუს კლანით დაუნდობელი მკვლელობის გამო, გაიქცევა თავისიანებისგან... მაგრამ საიდუმლო კლანები ასე უბრალოდ არ უშვებენ არავის... View the full article
×
×
  • შექმენი...