Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ალბათ ჩვენი საიტის მეშვეობით შეიტყობდით, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მაისის ბოლოს ავსტრიაში კამერუნის ეროვნულ ნაკრებს შეხვდებოდა. პრაქტიკულად ყველაფერი გადაწყვეტილია და 25 მაისს, ჯვაროსნები ლომებს ამხანაგურად გაეჯიბრებიან. შეგახსენებთ, იმასაც, რომ სპარინგ პარტნიორად სამხრეთ აფრიკის ნაკრებიც განიხილებოდა, თუმცა საბოლოო ჯამში მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ასეა თუ ისე, საქართველოს ეროვნული ნაკრები აფრიკის ერთ–ერთ საუკეთესო გუნდსა და მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის მონაწილე კამერუნის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ აფრიკელთა მეტოქეები მსოფლიოს ჩემპიონატზე, ჰოლანდია, დანია და იაპონია იქნებიან. იხილეთ fanebi.com
  2. უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ, რომელიც უკრაინაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, ფეხბურთის მმართველი ორგანოს ამ ქვეყნის მიმართ არსებული ნდობის ლიმიტის არსებობაზე ისაუბრა. იხილეთ fanebi.com
  3. სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენ“ აქვეყნებს „ალიანსი საქართველოსთვის“ თანათავმჯდომარის დავით უსუფაშვილის კომენტარს შსს მინისტრ მერაბიშვილის ინტერვიუზე: „ამ ინტერვიუთი დადასტურდა, რომ მერაბიშვილი ჩრდილიდან გამოდის და პოლიტიკური სვლებისთვის ემზადება. როგორც გვახსოვს, ის ბევრი მიზეზის გამო წლების განმავლობაში დამალული იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ახლა შიდასახელისუფლებო ძალაუფლების გადანაწილების სქემებში აქტიურად აპირებს მონაწილეობას. ეს არა მხოლოდ ამ ინტერვიუდან გამოჩნდა, არამედ მისი ყველა ბოლოდროინდელი მოქმედებით გახდა აშკარა. მერაბიშვილი სერიოზული პოლიტკური როლისთვის ემზადება“. „როცა სახელმწიფოს წარმომადგენელი და შს მინისტრი ისეთ თემებზე საუბრობს, როგორიცაა ევროპასთან ურთიერთობა, სტალინის ძეგლის აფეთქება, რუსებისთვის ფულების შეთავაზება თუ სხვა, და ისეთ რაღაცებს ამბობს, რასაც მერაბიშვილი „კომერსანტთან“ საუბარში, ნორმალურ ქვეყანაში, სულ მცირე, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დაოყოვნებლივი საფუძველი გახდებოდა“. „ის, რაც მერაბიშვილმა თქვა, სცილდება როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ, ზნეობრივ, მორალურ და ყველანაირ ჩარჩოებს... მერაბიშვილის ინტერვიუს, სამწუხაროდ, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება არ მოჰყვება, რადგან არანორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ“. View the full article
  4. დღეს გაიმართა საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის მორიგი 22-ე ტურის მატჩები.დღის ცენტრალური მატჩი ქუთაისში შედგა.''ტორპედო-2008'' ბათუმის ''დიანამოს'' დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 1-1 დაუზავდა. მატჩის დებიუტში ბათუმელებმა იხეირეს და ანგარიში გახსნენს,თუმცა უკვე მე-17 წუთზე, ქუთათურებმა ქარქუზაშვილის გოლით წონასწორობა აღადგინეს. იხილეთ fanebi.com
  5. ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობმა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელიც დღემდე პოზნანის "ლეხში" გამოდიოდა, გუნდი დატოვა და სავარაუდოდ დორტმუნდის "ბორუსიაში" ჩაირიცხება იხილეთ fanebi.com
  6. "მანჩესტერის" ნახევარმცველი, ლუიშ ნანი თვლის, რომ გუშინ გამართულ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/4 ფინალურ შეხვედრაში "ბაიერნს" ძალიან გაუმართლა და ეს არბიტრის მიერ ახალგაზრდა მცველის, რაფაელის მოედნიდან გაძევებაში გამოიხატა. იხილეთ fanebi.com
  7. ლონდონის "ჩელსის" მცველმა, ეშლი კოულმა გუშინ ვარჯიშები განაახლა და გუნდთან ერთად მსუბუქი მოთელვა გაიარა. იხილეთ fanebi.com
  8. http://www.epn.ge/wp-content/uploads/bbbbbbbbbbbb-150x150.jpgყირგიზეთის პოლიცია და შეიარაღებული ძალები მთლიანმად დროებითი მთავრობის კონტროლ ქვეშ გადავიდნენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს დროებითი მთავრობის წარმომადგენლმა ბოლოტბეკ შერნიაზოვმა განუცხადა. “პოლიცია ხალხის კონტროლ ქვეშ გადავიდა. მთელი შეიარღებული ძალები და შინაგან საქმეთა სამინისტრო მზადაა, რომ უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება”, – განაცხადა შერნიაზოვმა. შეგახსენებთ, რომ ქვეყანას ამჟამად როზა ოტუნბაევას ხელმძღვანელობით ეროვნული ნდობის საბჭო მართავს. მინისტრთა კაბინეტი კი, მთლიანი შემადგენლობით გადადგა. ოპოზიციამ კონტროლი დედაქალაქ ბიშკეკთან მდებარე საერთაშორისო აეროპორტ `მანასზე დაამყარა, რომლის ტერიტორიაზეც ამერიკის ავიაბაზაა განთავსებული. დემონსტრანტებმა დაარბიეს პარლამენტის შენობა, მთავრობის სახლი და სხვა სახელმწიფო დაწესებულებები, გაძარცვეს ეროვნული მუზეუმი. ქალაქში ძარცვის ფაქტები გახშირდა. იხილეთ epn.ge
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/chamongreuli-korpusi-150x150.jpgნგრევას თორნიკე ერისთავის ქუჩაზე მსხვერპლი არ მოჰყოლია. 3-სართულიანი შენობის ნაწილი, სადაც დევნილები ცხოვრობენ, გამთენისას ჩამოინგრა. შენობა სასწრაფო დახმარების სამსახურ 033-სა და სახანძრო სამსახურს ეკუთნოდა, თუმცა ორგანიზაციებმა შენობა დახლოებით 2 წლის წინ დატოვეს. შემთხვევის ადგილზე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანიც მივიდა და დაზარალებულებს დახმარებას დაპირდა. იხილეთ epn.ge
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/washington-post-150x130.jpgპრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საქართველო დაარწმუნა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ამ პრო-დასავლური ქვეყნის დამოუკიდებლობას. სიმპათიის ეს ჟესტი პრეზიდენტმა ამ კვირაში რუს კოლეგასთან დაგეგმილი შეხვედრის წინ გამოხატა. ამის შესახებ სტატიას გავლენიანი ამერიკული გამოცემა თჰე ჭასჰინგტონ Pოსტ აქვეყნებს. „პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“ – განაცხადა თეთრმა სახლმა, ობამას და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის გამართული სატელეფონო საუბრის კომენტირებისას. სტატიაში ნათქვამია, რომ ობამა რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს ხუთშაბათს პრაღაში შეხვდება, სადაც ლიდერებმა ხელი უნდა მოაწერონ ბირთვული შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმებას. “თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ობამამ და სააკაშვილმა „განიხილეს რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობა, რის გამოც მაპროვოცირებელ ქმედებებს ყველა მხარემ თავი უნდა აარიდოს“,- წერს თჰე ჭასჰინგტონ Pოსტ. ჟურნალისტი ამბობს, რომ გასულ თვეში ამერიკული ფლოტი შავ ზღვაში საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთობლივ წვრთნებს მართავდა. “პარასკევს, პენტაგონი საქართველოს და რუსეთის მოსაზღვრე ბალტიისპირეთის ქვეყნებს სამხედრო პოტენციალის განმტკიცებას და ავღანეთის ოპერაციებისთვის მომზადებას დაჰპირდა. ამ თვეში საქართველო ავღანეთის პროვინცია ჰელმანში საკუთარ ჯარისკაცებს ამერიკელი საზღვაო ქვეითების გვერდით საბრძოლველად აგზავნის,”- ნათქვამია – თჰე ჭასჰინგტონ Pოსტ ის სტატიაში. იხილეთ epn.ge
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/erovnuliforumi2-150x130.jpg“ეროვნული ფორუმის” ლიდერები დღეს სიღნაღის რაიონულ ორგანიზაციას დააფუძნებენ. დამფუძნებელ კონფერენციაზე დღეს “ეროვნული ფორუმის” სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარისა და ბიუროს არჩევაც მოხდება. როგორც “ექსპრესნიუსს” ეროვნული ფორუმიდან” აცნობეს, რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარის პოსტზე ნოდარ კუტიბაშვილია წარდგენილი. დამფუძნებელი კონფერენცია დღეს 12:00 საათზე სიღნაღის რაიონში, დაბა წნორში გაიმართება და კონფერენციას კახაბერ შარტავა, რევაზ შავიშვილი, გუბაზ სანიკიძე და ნოდარ ჯავახიშვილი დაესწრებიან. იხილეთ epn.ge
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/mtkirg-150x150.jpgპრეზიდენტისა და მთავრობის ფუნქციები გადაცემულია დროებითი მთავრობისთვის. ამის შესახებ ჟურნალისტებს დროებითი მთავრობის ხელმძღვანელმა როზა ოტუნბაევამ განუცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტ კურმანბეკ ბაკიევს არ სურს თანამდებობის დატოვება და ამ დროისთვის იგი ჩრდილოეთში მოკავშირეების მოძიებითაა დაკავებული. ,,მოქმედი დროებითი მთავრობა იმოქმედებს ნახევარი წლის განმავლობაში. ამ ხნის განმავლობაში მიღებულ უნდა იქნას ახალი კონსტიტუცია, უნდა იქნას შეტანილი ცვლილებიები საარჩევნო კოდექსში. ცვლილებები უნდა იქნას მიღებული აგრეთვე, მანიფესტაციებისა და მინიტინგების მოწყობასთან დაკავშირებითაც,” – განაცხადა ოტუნბაევამ. ყირგიზეთის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მას ეყოლება 4 მოადგილე, რომლებიც იმუშავებენ სხვადასხვა სფეროებზე, კერძოდ, ალმაზბეკ ატამბაევი იქნება პასუხისმგებელი ეკონომიკურ საკითხებზე, ტემირ სარიევი ფინანსებზე და კრედიტებზე, ომურბეკ ტეკებაევი საკონსტიტუციო რეფორმაზე, აზიმბეკ ბეკნაზაროვი კი კურირებას პროკურატურისა და სამართალდამცავი ორგანოების მუშაობას გაუწევს. იხილეთ epn.ge
  13. ივლიანე ხაინდრავას დაბადების დღეს ვულოცავთ! View the full article
  14. მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე ედვინ ვან დერ სარი თვლის, რომ "ბაიერნთან" დაპირისპირების შედეგი არ თამაშს შეესაბამება. "მიმაჩნია, რომ ჩვენ ვიმსახურებით ნახევარფინალის საგზური. მეტოქეს პირველ მატჩში დამატებულ დროში გატანილი გოლის წყალობით გაუმართლა. ჩვენ ვითამაშეთ კაც-ნაკლულებმა , მოწინააღმდეგეს რეალური მომენტები ნაკლებად ჰქონდა, მატჩის შედეგი გადაწყვიტა რობენის საოცარმა გოლმა." - ფიქრობს ვან დერ სარი. იხილეთ fanebi.com
  15. http://www.epn.ge/wp-content/uploads/gamsaxurdia8-150x150.jpgთბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტნე გამსახურდიას საბოლოო განცენი შესაძლოა დღეს გამოცხადდეს. სასამართლო პროცესი მხარეთა კამათის ეტაპზე გადავიდა. დღევანდელ პროცესზე სიტყვას დაცვის მხარე იტყვის. წინა პროცესზე პროკურატურამ, გამსახურდიასთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს 13:00 საათზე განახლდება. საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია, 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. მას მოქალაქე დავით ბაჯელიძის დაჭრაში ადანაშაულებენ. გამსახურდიას ბრალი განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით წაუყენეს, იგი ბრალდებებს უარყოფს. ცოტნე გამსახურდიას ბრალი სსკ-ის 236-ე მუხ I და მე-2 ნაწ, 19,108-ე მუხლით ედება. იხილეთ epn.ge
  16. საინფორმაციო სააგენტო “პირჭელი”. 8 აპრილი. თბილისი. დღეს პრაღაში სტრატეგიული თავდასხმითი შეიარაღების შემცირების შესახებ ახალი ხელშეკრულება გაფორმდება. აღსანიშნავია, რომ რუსეთი სტრატეგიული თავდასხმითი შეიარაღების ხელშეკრულების დატოვებით იმუქრება. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რუსეთს უფლება აქვს, View the full article
  17. თელავის ისტორიული მუზეუმის ქეთევან იაშვილის სახელობის სამხატვრო გალერეაში დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება. გამოფენაზე თელავის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მიერ რელიგიურ თემაზე შესრულებული ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. გამოიფინება ასევე მუზეუმის ფონდებში დაცული XVIII-IX საუკუნეების საეკლესიო ნივთები, ხატები და სასულიერო პირთა ფოტომასალა. View the full article
  18. თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში დღეს ავე მარიას ქართული ვარიანტის პრეზენტაცია გაიმართება. ავე მარიას ახალი ვარიანტის ავტორი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეა. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაგეგმილ კონცერტში იანო ალიბეგაშვილი, გიორგი იაშვილი, ფოლკლორული ანსამბლები მართვე და ბიჭები , View the full article
  19. პროკურატურა საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიასთვის თავისუფლების 11 წლით აღკვეთას მოითხოვს. სასამართლო პროცესი დღეს, 13:00 საათზე გაიმართება. როგორც პირWელს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, ამ დროისთვის სასამართლო მხარეთა კამათის ეტაპზეა. პროცესზე სიტყვას დაცვის მხარე იტყვის. View the full article
  20. გუანტანამოს ციხის სამი ყოფილი პატიმრის საქართველოში გადმოყვანასთან დაკავშირებით რეჟისორი ზაზა სვანაძე და წინააღმდეგობრივი მოძრაობა შემოგვიერთდი დღეს ამერიკის საელჩოსთან საპროტესტო აქციას გამართავენ. როგორც პირWელს სვანაძემ განუცხადა, აქციის ფარგლებში დემონსტრანტები ამერიკის საელჩოს წარმომადგენლობასთან პროკლამაციებს და მიმართვას გაავრცელებენ. View the full article
  21. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისია დღეს სხდომას რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან თემურ იაკობაშვილთან ერთად გამართავს. კომისიის წევრები სახელმწიფო მინისტრთან ერთად იმ სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ, რომლის საფუძველზეც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მიღებული სტრატეგიული დოკუმენტი უნდა ამოქმედდეს. View the full article
  22. საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში დღეს თბილისური საწარმოების პროდუქციის გამოფენა PRODUCED IN TBILISI გაიხსნება. ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება თბილისში დარეგისტრირებულ ყველა საწარმოს შეუძლია. გამოფენაში მონაწილეობა უფასოა. თბილისურ საწარმოებს და კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, 6 კვ.მ ფართობზე განთავსდნენ View the full article
  23. დღეს პარიზში წმინდა ნინოს ქართული ორთოდოქსული ეკლესიის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. ეტიენ პერნეს დარბაზში დაგეგმილ შეხვედრას მიტროპოლიტი ემანუელი და მამა არჩილი გახსნიან. ქართველი და უცხოელი პროფესორები, ასევე სასულიერო პირები წმინდა ნინოს ეკლესიის, IV საუკუნეში საქართველოში ქართული ეკლესიის დაარსების ისტორიის, View the full article
  24. http://www.epn.ge/wp-content/uploads/kirgizeti-150x150.jpgსისხლიანი შეტაკებები, რომელიც ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, აიძულა ყირგიზეთის ხელისუფლება გადადმდგარიყო. გადადგომის შესახებ, განცხადება დაწერეს ძალოვანი უწყებების მინისტრებმა და ყირგიზეთის პრემიერ მინისტრმა. დღეს დილით, ცნობილი ხდება, რომ წუხანდელი შეტაკებების შედეგად 68 ადამიანი გარდაიცვალა და 527 დაშავდა, თუმცა ქვეყნის ოპოზიციის მონაცემებით, დაღუპულია 100 მეტი ადამიანი. ყირგიზეთში ვითარებას ოპოზიცია აკონტროლებს. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ომურბეკ ტეკებაევმა, მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ოპოზიცია არ დაუშვებს ქვეყანაში არეულობის გაგრძელებას. იხილეთ epn.ge
  25. http://www.epn.ge/wp-content/uploads/TSU012-150x132.jpgთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს 9 აპრილის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს. 1989 წლის 9 აპრილის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ფოტოგამოფენას მოაწყობენ. გამოავლენენ ასევე, ესსების კონკურსის გამარჯვებულებსაც. იხილეთ epn.ge
×
×
  • შექმენი...