Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე დარწუნებულია, რომ კრემლი საქართველოში ხელისუფლების შეცვლის ყირგიზული ან უკრაინული სცენარის გამოყენებას შეეცდება, თუმცა უშედეგოდ, ხელისუფლების პირდაპირი სამხედრო ჩარევის გზით შეცვლის მცდელობა კი მისი მხრიდან გამორიცხულია. View the full article
  2. რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის შეფასებით, ბირთვული უსაფრთოებისადმი მიძღვნილმა სამიტმა ძალიან წარმატებულად ჩაიარა . სამიტი სრული წარმატებით დასრულდა. მე ვერ ვიხსენებ უფრო უპრობლემო სამიტს, რომლის მონაწილეები მიმდინარე მოვლენების შეფასებაში ასეთი ერთსულოვნები იყვნენ , - განაცხადა მედვედევმა. View the full article
  3. რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ყირგიზეთმა საკუთარ ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. როგორც მედვედევმა ამერიკელ პოლიტიკოსებთან და ბიზნეს-ელიტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რუსეთი ყირგიზეთის ხელისუფლების აღნიშნულ გადაწყვეტილებაში არ ერევა . View the full article
  4. რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის შეფასებით, ყირგიზეთი სამოქალაქო ომის ზღვარზეა . ამაზე პასუხისმგებლობა თავად ყირგიზეთის ხელისუფლებას ეკისრება და ქვეყნის ორ ნაწილად – სამხრეთად და ჩრდილოეთად გაყოფის რისკი რეალურად არსებობს. ძალიან მნიშვნელოვანია, სისხლისღვრა აღვკვეთოთ , - View the full article
  5. ჩინეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 300-მდე ადამიანი გარდაიცვალა, 8 ათასზე მეტი კი დაშავდა. მიწისძვრა, რომლის მაგნიტუდამ 7,1 ბალი შეადგინა, ჩინეთის დასავლეთ პროვინციის ცინხაის დაბა იუიშუში ადგილობრივი დროით, 11:30 საათზე მოხდა. View the full article
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/dedaenis-dge-145x150.jpg14 აპრილი დედაენის დღეა. 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. კრემლის გადაწყვეტილებას მთელ საბჭოთა კავშირში მხოლოდ საქართველო, სომხეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები შეეწინააღმდეგნენ. 1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ. რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია. მთავრობა იძულებული გახდა, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა, რისი პირობაც მათ ცეკას მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ მისცა. შესაბამისად, კონსტიტუციის 75-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ენად ქართული ენა გამოცხადდა. იხილეთ epn.ge
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/medved1-150x130.jpgბირთვული უსაფრთხოების სამიტზე ვაშინგტონში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ზედმეტი, აქტიური პლუტონიუმის უტილიზაციის შესახებ ორმხრივ პროტოკოლს ხელი მოაწერეს. შეთანხმების მიხედვით, ორივე ხელმომწერი სახელმწიფო ვალდებულია 2018 წელს 34 ტონა პლუტონიუმის განადგურება დაიწყოს. ზედმეტი, აქტიური პლუტონიუმი ატომური ელექტროსადგურის საწვავად იქნება გამოყენებული. გარდა ამისა, პლენარულ სხდომაზე რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი 2010 წლის აპრილის ბოლომდე გააუქმებს საკუთარ, აქტიური ურანის გამომმუშავებელ რეაქტორს ქალაქ ჟელეზნაგორსკში. ამის პასუხად ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ეს ფაქტი ხაზს უსვამს რუსეთის ერთპიროვნულ ლიდერობას ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში. შეგახსენებთ, რომ უტილიზაციისთვის გამოყოფილი აქტიური პლუტონიუმის რაოდენობა საკმარისია თითოელ ქვეყანაში 17 ათასი ბირთვული ქობინის დასამზადებლად. იხილეთ epn.ge
  8. http://www.epn.ge/wp-content/uploads/tbilisi-marioti-150x150.jpgსაერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „დაკრედიტების მდგრადი ზრდა კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ევროკავშირის მოსაზღვრე ქვეყნებში“ ხვალ, სასტუმრო „თბილისი–მარიოტში“ გაიმართება. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კონფერენციაზე მონაწილეები დაკრედიტების შემცირებით გამოწვეულ პრობლემებს განიხილავენ და იმსჯელებენ მათი დაძლევის გზებზე, რათა ორი რეგიონი (კავკასია და ცენტრალურ აზია და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები) დაკრედიტების კრიზისამდელი დონეს დაუბრუნდეს. შეხვედრაზე გაანალიზდება შექმნილი სიტუაცია, საბანკო სექტორში გასატარებელი რეფორმები და სხვადასხვა მიღებული ზომების ეფექტურობა. ასევე ყურადღება დაეთმობა საკრედიტო ბუმისა და ვარდნის ციკლებს შორის მერყეობების მიმართ საფინანსო სექტორის მდგრადობის ასამაღლებლად გასატარებელ რეფორმებს. კონფერენცია საქართველოს ეროვნული ბანკის, რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ორგანიზებით ჩატარდება და მასში მონაწილეობას 12 სახელმწიფოს ფინანსთა სამინისტროსა და ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები მიიღებენ. საქართველოს ეროვნულ ბანკს კონფერენციაზე ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე წარმოადგენს. განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით კონფერენცის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს თელ-ავივის უნივერსიტეტის პროფესორი ლეონარდო ლიდერმანი, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკს ქვეყნის საფინანსო სისტემის ლარიზაციის პროცესში კონსულტაციებს უწევს. კონფერენციის მუშაობაში ასევე მოანაწილობას მიიღებს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების, ქართული საბანკო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები. იხილეთ epn.ge
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/ekon-ganvit-saminintro4-150x150.jpgსაქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო თბილისში ჩხეიძის ქუჩის #8-ში მდებარე შენობა-ნაგებობებს ყიდის. აღნიშნულ შენობაში რამდენიმე ორგანიზაციაა განთავსებული. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიწის საერთო ფართი 9 148 კვ.მეტრს შეადგენს. ობიექტის საწყისი გასაყიდი ფასი 4 მლნ აშშ დოლარია. უქციონში მონაწილეობის მსურველთა განაცხადები ეკონომიკური განვითარების სამინისტროში 7 მაისის მიიღება. ობიექტის პრივატიზების მიზნით აუქციონი იმავე დღეს, 17:00 საათზე გაიმართება. იხილეთ epn.ge
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/ekon-ganvit-saminintro3-150x150.jpgსაქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით, აუქციონი ჩაატარა. სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონზე გავიდა 1 ობიექტის ლიცენზია – წყალტუბოს რ-ნი, სოფ. ჟონეთის ტერიტორიაზე “ჟონეთის” პორფირიტრების გამოვლინება. მათი იფორმაციით, ლიცენზიის გასაყიდი ფასი 11 000 ლ. იყო, ობიექტის ლიცენზია ფიზიკურმა პირმა შეიძინა. იხილეთ epn.ge
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/erovnuli-banki5-150x150.jpgფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №14 აუქციონი ეროვნულ ბანკში დღეს გაიმართება. ფინანსთა სამინისტრო აუქციონზე 10 მლნ ლარის ოდენობის სახაზინო ვალდებულებების გამოშვებას გეგმავს. სახაზინო ვალდებულება არის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული მოკლევადიანი ფასიანი ქაღალდი. ერთი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულებაა 1000 ლარი. იხილეთ epn.ge
  12. გუშინდელ მატჩში ინტერი ფიორენტინას დაუპირისპირდა გასვლაზე და 0-1 გაიმარჯვა.ამ გამარჯვებით შავ-ლურჯი რაინდები იტალიის თასის ფინალში გავიდნენ.მატჩის სრული დეტალები ნახეთ შიგნით. იხილეთ fanebi.com
  13. http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili10-150x150.jpgამერიკის შეერთებული შტატების პრესიდენტ ბარაკ ობამას ნამდვილად სურს საქართველო წარმატებული ქვეყანა იყოს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკულ ტელეკომპანია “Fox News”–სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ტელეკომპანიის ეთერში საქართველოს პრეზიდენტმა იმ მხარდაჭერაზე ისაუბრა, რომელიც ბარაკ ობამამ მასთან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა და აღნიშნა, რომ ამერიკის პრეზიდენტს ნამდვილად სურს საქართველო წარმატებული ქვეყანა იყოს. ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა ბირთვული უსაფრთხოების საკითხებსაც შეეხო. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბირთვული მასალების კონტრაბანდა ქვეყანაში რამდენჯერმე აღკვეთეს და საქართველო საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობას ამ მიმართულებით მომავალშიც გააგრძელებს. შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულიმთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. აშშ-ში მიმდინარე ბირთვული უსაფრთხოების სამიტის პარალელურად, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოხარულია, რომ საშუალება მიეცა, სამიტის ფარგლებში, გასაუბრებოდა საქართველოს პრეზიდენტს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიესალმება სააკაშვილის მისწრაფებას დემოკრატიული რეფორმებისადმი. ამასთან, ობამამ მადლობა გადაუხადა სააკაშვილს იმ წვლილისათვის, რომელიც ქვეყანას ავღანეთის ოპერაციაში შეაქვს. საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში იმყოფება, სადაც ბირთვული უსაფრთხოების სამიტი მიმდინარეობს. იხილეთ epn.ge
  14. დღეს საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებმა პორტუგალიის ოთხთა ტურნირზე პირველი მატჩი რუს თანატოლებთან გამართა და დიდი ანგარიშით 0:3 დამარცხდა. ვლადიმერ გუცაევის შეგირდები მომდევნო მატჩს მასპინძელ პორტუგალიასთან და ბელგიასთან გამართავენ. იხილეთ fanebi.com
  15. http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashkini32-150x150.jpgდღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი კონკურსში ”14 აპრილი – ქართული ენის დღე” გამარჯვებულებს პრიზებსა და სიგელებს გადასცემს. ამ სახის კონკურსი ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში წელს პირველად ჩატარდა და მან მთელი საქართველო მოიცვა. კონკურსის მონაწილე მოსწავლეებს ფორმის, სტილისა და ჟანრის შერჩევაში სრული თავისუფლება ჰქონდათ. მათ ნამუშევრებს შორის იყო მხატვრული თხზულებები, ჩანახატები, ზღაპრები, პუბლიცისტური წერილები, პოეტური ქმნილებები. იხილეთ epn.ge
  16. http://www.epn.ge/wp-content/uploads/qartuli-kaligrafia-150x150.jpgდღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვევა. როგორც “ექსპრესნიუსს” განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესცენტრიდან აცნობეს მინისტრის მოადგილე კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს დიპლომებს და პორტატულ კომპიუტერებს გადასცემს. შეგახსენებთ, რომ კონკურსი ”ქართული კალიგრაფია” ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაცია ”წამის” ორგანიზებით ჩატარდა. იხილეთ epn.ge
  17. http://www.epn.ge/wp-content/uploads/kavkasiuri-saxli.jpegდღეს კავკასიურ სახლში საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია კონცეფციის პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაციაზე არასამთავრობო ორგანიზაციებს და ექსპერტებს საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის გავრცობილ კონცეფციას’და კომისიის მუშაობის ერთწლიან შედეგებს გააცნობენ. კონცეფციაზე მსჯელობისთვის პრეზენტაციაზე მიწვეულები არიან საზოგადოების წარმომადგენლები – ‘ქართული აკადემია’, ექსპერტთა კლუბი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი პირები. მსჯელობა 15 აპრილს, 12:00 საათზეც გაგრძელდება. ამასთან, კონცეფციიის ირგვლივ ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური დისკუსია პოლიტიკური პარტიების ლიდერებთანაც გაიმართება. შეხვედრაზე მიწვეულები არიან როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო პარტიათა წარმომადგენლები. იხილეთ epn.ge
  18. http://www.webdelcule.com/07-08/pinto.jpg საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” მეორე მეკარემ, ხოსე მანუელ პინტომ კლუბთან კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც 34 წლის მეკარე გუნდში 2011 წლის 30 ივნისამდე დარჩება. “-გულწრფელად გახარებული ვარ. მე დავრჩი, რათა ვაჩვენო საუკეთესო თამაში და საჭიროების შემთხვევაში ღირსეულად შევცვალო ვიქტორ ვალდესი.”_ციტირებს უეფას ოფიციალური ვებ გვერდი. წყარო: www.championat.ru სრულად ბარსამანიაზე
  19. როგორც უკვე გაუწყეთ, საქართველოსა და კამერუნის ეროვნულ ნაკრებებს შორის დაპირისპირება 25 მაისს ავსტრიაში შედგებოდა, თუმცა ზუსტი ადგილი თუ რომელ ქალაქში ჩატარდებოდა, ამასთან დაკავშირებით სულ ახლახანს შევიტყვეთ. მატჩი საქართველოსა და კამერუნს შორის ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში გაიმართება. მატჩამდე კი დიდი შანსია, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა ავსტრიაშივე გაიარონ მოსამზადებელი ეტაპი. მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში დიდი შანსია, რომ როლემი სამხრეთ ამერიკულ ან აზიურ გუნდს დავუპირისპირდნენ, თუმცა კონკრეტულად რომელ ნაკრებზე შეაჩერებს არჩევნა ფეხბურთის ფედერაციას ამას რამდენიმე დღეში გავარკვევთ. იხილეთ fanebi.com
  20. ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ორი გრანდი მადრიდის "რეალი" და კატალონიის "ბარსელონა" დიდი ხანია აკვირდება ბრემენის "ვერდერის" თურქ ფეხბურთელ მესუთ ოზილს . იხილეთ fanebi.com
  21. მადრიდის "რეალის" უბერებელმა ლეგენდამ და ვიცე კაპიტანმა ხოსე მარია გუტიერესმა განაცხადა,რომ ის გუნდის დატოვებას არ აპირებს და ის რაც პრესაში იწერებოდა ჟურნალისტების მოგონილი ჭორია. იხილეთ fanebi.com
  22. http://images.geotorrents.com/images/96uflgmnx3xak4395ojk.jpg18 აპრილს დაიწყება კონკურსი და დასრულდება 10 მაისს, როდესაც დაიხურება პრემიერ ლიგა. გთავაზობთ კონკურსის წესებს და შეფასების სისტემას. მატჩამდე ერთი დღით ადრე დაიწერება პოსტი სახელად “სასტარტო შემადგენლობა – კონკურსი” და თითოეულ დარეგისტრირებულ წევრს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა. ერთ მომხმარებელს აქვს მხოლოდ ერთი ვარიანტის გაკეთების უფლება. თქვენი ვარიანტის მოსაფიქრებლად და დასაწერად საკმაოდ დიდი დრო გექნებათ. ერთი დღით ადრე, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე გამოქვეყნდება პოსტი და დაიხურება მატჩის დაწყებამდე 02:30 საათით ადრე (ორსაათ ნახევრით). გაფრთხილება: პოსტზე არ უნდა დაიწეროს თემისგან გადახვეული სიტყვა, ან რაიმე სხვა. წინააღმდეგ შემთხვხვევაში მომხმარებელი იმ მატჩს გამოეთიშება და დაკარგავს ქულებს. უნდა დაიწეროს მხოლოდ ის თერთმეტი ფეხბურთელი და ბონუს ქულებისთვის მოსაგროვებელი სხვა ინფორმაცია, რასაც ახლა შემოგთავაზებთ. ———————————————————————————————————————————— << ქულების დაწერის სისტემა >> - ძირითადი 11 ფეხბურთელის დამთხვევის შემთხვევაში, მომხმარებელი მიიღებს 10 ქულას.[/font] - თითო-თითო ფეხბურთელის შეცდომის შემთხვევაში დაიწერება 6-1. მაგალითად: თუ მხოლოდ დაემთხვა 9 ფეხბურთელი, მაშინ დაიწერება 4 ქულა (6-1-1)[/font] ბონუსი [/font]- ვინ შემოვა შეცვლაზე? (არ არის სავალდებულო) > სწორი პასუხის შემთხვევაში დაემატება მომხმარებელს 4 ქულა.[/font] !!! ყოველი პირველი ვარიანტის დასახელების არ დამთხვევის შემთხვევაში, არ იქნება საჯარიმო ქულა, ხოლო მეორე და მესამე ვარიანტის არ დამთხვევის შემთხვევაში დაიწერება -2 ქულა (მინუს ორი)[/font]. (შესაძლებელია მხოლოდ 3 ცვლილების დაწერა!) მაგალითად - შეცვლაზე შემოვლენ: აკვილანი, ბაბელი, ბენაიუნი. თუ არცერთი არ დაემთხვა, საჯარიმო ქულა იქნება 4.[/font] ——————————————–სულ ეს არის——————————————- მაგალითი, თუ როგორ უნდა შეავსოთ თქვენი “ბილეთი”. - სავარაუდო შემადგენლობა: რეინა, ჯონსონი, კარაგერი, აგერი, ინსუა, მასკერანო, ლუკასი, კიუიტი, ჯერარდი, მაქსი, ტორესი. - ბონუსი: აქკვილანი. “” სხვა არაფერი არ უნდა დაიწეროს!!! View the full article
  23. "ასტონ ვილას" ნახევარმცველი ჯეიმს მილნერი "ევერტონთან" დღეს გასამართ შეხვედრაში მოედანზე იქნება, ამის შესახებ Daily Mail იტყობინება. იხილეთ fanebi.com
  24. http://i073.radikal.ru/1004/52/453636e2282b.jpg ლივერპულის მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი დარწმუნებულია, რომ ალბერტო აკვილანის ჯერ კიდევ აქვს შანსი, სეზონის ბოლომდე გახდეს წითლების ძირითადი მოთამაშე. … მიუხედავად იმისა, რომ ლივერპული მოიაზრება “აუთსაიდერად” მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში, გუნდს კიდევ აქვს სათამაშო ევროპის ლიგის ნახევარფინალის მატჩი. ბენიტესის აზრით, სწორედ ამ მატჩში შეუძლია თავი გამოიჩინოს იტალიელმა, იგი უფრო მეტად დარწმუნებული გახდა საკუთარ თავში. “ის არის პროფესიონალი, ის რაც მას აკლდა იყო საკუთარი შესაძლებლობების დაჯერება და წარმოჩენა, როცა იგი შეძლებს საკუთარი ძალების რეალიზებას , შესანიშნავი თამაში გამოუვა. ამ სეზონში მას ჰქონდა უამრვი სირთულე, მე დარწმუნებული ვარ , რომ მომდევნო სეზონში იგი უკეთესად ითამაშებს.” წყარო:liverbird.ru View the full article
×
×
  • შექმენი...