Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. 8 ბირთვიანი Xeon პროცესორები Intel Xeon X7560 სერია საკმაოდ ნაყოფიერი იყო Intel, AMD და Nvidia-ს უკანასკნელი თვეები. მათ გამოუშვეს თავისი პროდუქტების რამოდენიმე ოჯახი. და აი Q1 ბოლოს კომპანია ინტელი უშვებს Xeon 7500 სერიის პროცესორებს სერვერული სეგმენტისათვის. მაინც რას წარმოადგენენ ინტელის Xeon 7500 სერიის პროცესორები? დესკტოპ სეგმენტისგან განსხვავებით ინტელი თავის სერვერული სეგმენტის პროცესორებს გარკვეული ლოგიკით ანიჭებს სახელს. მაგალითად პირველი ციფრი გვეუბნება პროცესორი SMP (multi-processor) ჯგუფს მიეკუთვნება თუ არა (3=არა; 5= კი, ორი პროცესორი ერთად; 7=კი პროცესორების რაოდენობა 2-ზე მეტი შეიძლება იყოს), მეორე ციფრი მიუთითებს არქიტექტურას, ხოლო მესამე და მეოთხე ციფრი წარმადობაზე მიგვითითებენ (რაც მეტია ეს ციფრები მით მაღალ სიხშირეზე მუშაობს პროცესორი). პროცესორი X7560 სახელი გვეუბნება რომ მინიმუმ ორი ასეთი პროცესორის ჩართვა შეგვიძლია ერთ დედა დაფაზე და რომ ის 7400 სერიაზე ახალი არქიტექტურით არის აგებული. ინტელმა უკვე დიდი ხანია core 2 არქიტექტურა Nehalem არქიტექტურით ჩაანაცვლა ხოლო მისი სრულყოფით მიღებულ იქნა სერვერული სეგმენტისთვის განკუთვნილი Nehalem EX არქიტექტურა რაც რამოდენიმე პროცესორიანი სერვერული სისტემების აწყობის საშუალებას იძლევა. http://img151.imageshack.us/img151/9350/taskmanagerb733x250.jpg 64 ნაკადი ერთ სისტემაზე ახალი სერიის ტოპ პროცესორებს 8 ბირთვი აქვთ და Hyper Threading ტექნოლოგიით 16 ნაკადად შეუძლიათ მუშაობა http://www.intel.com…ions/343718.htm http://img213.imageshack.us/img213/3945/38983951.jpg AMD-ს უკვე აქვს 12 ბირთვიანი პროცესორები Opteron 6000 სერიის სახით. და 8 ბირთვიანი პროცესორი აღარ ჩანს ისე შთამბეჭდავად, თუმცა ეს უკვე მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა 6 ბირთვიან Xeon 7400 სერიის პროცესორებთან შედარებით. ახალი სერიის ტოპ წარმომადგენელის ფასი 3838 დოლარს შეადგენს !!! overclockers.ge
  2. მადრიდის "რეალის" ბრაზილიელი ნახევარმცველი რიკარდო კაკა რომელიც საკმაო ხნის მანძილზე სპეციალური ვარჯიშებით იყო დაკავებული, მოედანზე ბრუნდება. იხილეთ fanebi.com
  3. http://www.repubblica.it/2006/05/gallerie/calcio/moggi-a-roma/ansa81360321505113511_big.jpgტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა დირექტორმა, ლუჩიანო მოჯიმ სენსაციური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, "ინტერის" რიგებში, მასიმო მორატის მოსვლამდე (1995 წელი) ის "ნერრააძურებს" გულშემატკივრობდა. ინტერვიუს პრესის სააგენტო ANSA, TG2 -ზე დაყრდნობით ავრცელებს. ინტერვიუში მოჯიმ, მოკლედ გასულ სასამართლო მოსმენაზეც ისაუბრა. ... View the full article
  4. როგორც იცით საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ვიქტორ სანიკიძე "ბოლონიაში" თამაშობს, მაგრამ ბევრი საუბარია მისი "სერია ა"-ს დატოვებაზე, რადგან ქართველი თავდამსხმელი ძალიან ბევრ ევროპულ გუნდს სურს, მაგრამ როგორც BallinEurope იუწყება, სანიკიძეთი მადრიდის "რეალის" დამრიგებელი ეტორე მესინაც მოიხიბლა და მისი "ბლანკოსში" ხილვა სურს. იხილეთ realmadrid.ge
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/22222.jpegამერიკელი პოლიტოლოგი არტურ გერმანი პოლონეთის პრეზიდენტის ლაინერის ავიაკატასტროფასა და ყირგიზეთში მომხდარ გადატრიალებაში რუსეთს ადანაშაულებს. გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა New York Post-მა დღევანდელ ნომერში ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგის სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ექსპერტი გახმაურებულ ორივე შემთხვევაში რუსეთს თითქმის ღია ტექსტით ადანაშაულებს. გერმანის თქმით, “ტუ-154”-ის კატასტროფა საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის-რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახის მიერ და პუტინის ბრძანებით იყო დაგეგმილი. “თვითმფრინავის ავიაკატასტროფამ, რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი და 95 მაღალჩინოსანი დაიღუპა, რუსეთის მისწრაფება ჰეგემონიისკენ, აღმოსავლეთ ევროპაში გააძლიერა,” – აცხადებს პოლიტოლოგი. ექსპერტის თქმით, ობამას უსუსური საგარეო პოლიტიკა რუსეთს ძალაუფლების გაფართოების საშუალებას აძლევს. “ზოგი რუსეთის სიტყვებს იმის თაობაზე, რომ ლაინერის პილოტი თავისი პრეზიდენტის და ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებდა და სმოლენსკის ავიადისპეჩერების გაფრთხილებების მიუხედავად ლაინერის დაშვებას მაინც ცდილობდა, დაუჯერებს. ზოგი კი, რუსეთს არ დაუჯერებს და გაიხსენებს, რომ ლეხ კაჩინსკი პუტინის რუსეთის უსასტიკესი მტერი იყო,”-აცხადებს გერმანი. ამერიკელი პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ უახლოვეს მომავალში კრემლის პოლიტიკის გასატარებლად, რუსეთი პოლონეთზე ზეწოლას განახორციელებს და ამას შესაძლოა, პოლონეთმა ვერ გაუძლოს. ექსპერტმა იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ რუსეთ-აშშ-ს შეთანხმების ხელმოწერის დღეს ყირგიზეთში გადატრიალება მოხდა და აღნიშნა, რომ ყირგიზეთი ავღანეთში აშშ ჯარების საჰაერო მომარაგების ძალიან მნიშვნელოვანი ხაზია. შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთის დროებითი მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ტერიტორიაზე აშშ საჰაერო ბაზა 2010 წლის ივლისში დაიხურება. ექსპერტი აღნიშნავს, რომ პოლონეთის პრეზიდენტი აშშ ავიაბაზის განთავსებას მხარს უჭერდა. “სანამ “შავი ყუთი” რუსეთის ხელში დარჩება, ჩვენ პოლონეთის პრეზიდენტის ავიალაინერის კატასტროფაზე სიმართლეს ვერ გავიგებთ,”- აცხადებს გერმანი. იხილეთ epn.ge
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/amirani-150x150.jpgახალი ქართული ფილმის “ოცნების ქალაქის” პრემიერა დღეს კინოთეატრ ამირანში გაიმართება. ფილმის რეჟისორია დავით იმედაშვილი. რეჟისორს ეკუთვნის იდეა გახმაურებული ჰოლივუდური ფილმისა “georgia”, რომელიც რეჟისორმა რენი ჰარლინმა გადაიღო. ფილმში მთავარ როლებს მსახიობები არჩილ სოლოღაშვილი და ნანკა კალატოზიშვილი თანაშობენ. ”ოცნების ქალაქი” კინოგაქირავებაში დღეიდან ჩაეშვება. იხილეთ epn.ge
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/vashalomidze1-150x150.jpgმოძრაობა ~სამართლიანი საქართველოსთვის~ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ აჭარის მთავრობის მეთაური ლევან ვარშალომიძე ცენტრალურ ხელისუფლებასთან დაპირისპირების იმიტაციას ახდენს. ამის შესახებ ზურაბ ნოღაიდელის აჭარელმა თანაპარტიელებმა მამუკა კაკალაძემ, ჯუმბერ კობალაძემ და დიმიტრი ჭეიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. როგორც მათ აღნიშნეს, რომ ორი დღის წინ ლევან ვარშალომიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დაპირისპირების მორიგი სცენა გაითამაშა. მათი თქმით, ეს მეთოდი მოსახლეობის მოსატყუებლად აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს ადრეც გამოუყენებია. “სამართლიანი საქართველოსთვის” წევრებმა საზოგადოებას შეახსენეს, რომ ვარშალომიძემ გილაურს ~პრეტენზიები~ ორი წლის წინ, 2008 წლის 7 აპრილის მთავრობის სხდომაზეც წაუყენა და სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ადგილობრივი კადრების დანიშვნის (დამლაგებლების დონეზე) უფლებამოსილება მოითხოვა. ამ ~პროტესტის~ შედეგი კი ის იყო, რომ ბათუმის სანიტარული დასუფთავების უფროსად ლევან ვარშალომიძემ საკუთარი მეგობარი დანიშნა. “ეს ფაქტი კარგად ახსოვთ აჭარაში და ვარშალომიძის გუშინწინდელი სვლაც ძველი სცენარის უნიჭო გაგრძელებად შეფასდა, _ აღინიშნა პრესკონფერენციაზე. მოძრაობა ~სამართლიანი საქართველოსთვის’’ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელები აჭარის მოსახლეობას გააქტიურებისკენ მოუწოდებენ, რათა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ქვეყნის მართვის მოძველებული, მანკიერი სტილი, ერთხელ და სამუდამოდ, ჩაბარდეს წარსულს. იხილეთ epn.ge
  8. http://s57.radikal.ru/i156/1004/5b/033af58bd496.jpg “ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი იმედოვნებს, რომ ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი ოდესღაც კატალონიურ გუნდში დაბრუნდება და “ბარსაში” ითამაშებს. “ფაბრეგასის გულში “არსენალია”, სისხლში – “ბარსელონა”. მას სურს ტიტულების მოგება. ვფიქრობ, ის ამას “ბარსელონაში” შეძლებს. ზუსტად არ ვიცი ეს როდის მოხდება, მაგრამ ვფიქრობ ის ჩემი თანაგუნდელი კვლავ გახდება. დარწმუნებული ვარ, რომ არსენ ვენგერსა და ფაბრეგასს [...] სრულად ბარსამანიაზე
  9. http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2009/11/2/1257162243026/Fernando-Torres-001.jpgფერნანდო ტორესის ტრავმა უმნიშვნელო აღმოჩნდა. ვრცლად სრულიადში… ოფიციალური ვებგვერდის მტკიცებით, პირენეელი თავდამსხმელი თავისი ყოფილი კლუბის, “ატლეტიკოს” წინააღმდეგ აუცილებლად ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ მარჯვენა მუხლის ტრავმის გამო ტორესმა გასულ კვირას “ფულემთან” შეხვედრა გამოტოვა. არადა, იანვარში მან სწორედ მარჯვენა მუხლზე გაიკეთა ოპერაცია, რის შემდეგაც სარეაბილიტაციო კურსი ერთი თვე გაუგრძელდა. ამჯერად საფუძვლიანი გამოკვლევის ჩასატარებლად ესპანელი ბარსელონაში ჩავიდა. საქვეყნოდ ცნობილი ქირურგის, რამონ კუგატის თქმით, ტორესის ტრავმა უმნიშვნელოა, თუმცა სავარაუდო გართულებების თავიდან აცილების მიზნით ფეხბურთელს 5 დღით დასვენება ურჩია. “მცირე დაზიანებაა, მაგრამ მას მცირე ხნით დასვენება სჭირდება. ნორმალური პირობების შექმნის შემთხვევაში, ფერნანდო მოედანზე გასვლას ხუთ დღეში შეძლებს. საბოლოო გადაწყვეტილება კი, “ლივერპულის” მწვრთნელებმა და კლუბის მედიკოსებმა უნდა მიიღონ”, – კუგატმა ეს კომენტარი Daily Mirror-ის ჟურნალისტთან საუბრისას გააკეთა. “წითლებს” “ატლეტიკომდე”, ინგლისის ჩემპიონატში, “ვესტ ჰემთან” უწევთ თამაში. ტორესი კი, კუგატის მითითებით, ამ მატჩამდე მხოლოდ ერთი დღით ადრე შეძლებს ვარჯიშის განახლებას. ამდენად, ჯერ უცნობია, ითამაშებს თუ არა ესპანელი ფორვარდი “ჩაქუჩებთან” დაპირისპირებაში. ბრიტანელი მიმომხილველების აზრით, რაფაელ ბენიტესი მას მოედანზე მეორე ტაიმში, რამდენიმე წუთით შეუშვებს… ტორესს მიმდინარე პრემიერლიგაში ჩატარებულ 22 შეხვედრაში 18 გოლი აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლით მნიშვნელოვნად უსწრებს დანარჩენ თანაგუნდელებს. View the full article
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/minashvili_akaki-150x150.jpgსაპარლამენტო უმრავლესობის წევრის აკაკი მინაშვილის შეფასებით, ნიკარაგუასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ შეთანხმების გაფორმება, არასერიოზული თამაშია. როგორც ჟურნალისტებს მინაშვილმა განუცხადა, აღნიშნულ ფაქტს არავითარი სერიოზული შეფასება არ უნდა მოჰყვეს. ,,ყველამ იცის, რომ მსოფლიოს 99% ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. სეპარატისტებსა და ნიკარაგუას შორის შეთანხმების გაფორმება, არასერიოზული თამაშია. საქართველო გააგრძელებს, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ განვითარებას’’, – განაცხადა მინაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ნიკარაგუამ და ე.წ. სამხრეთ ოსეთმა დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ შეთანხმება გააფორმეს. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ცხინვალის რეჟიმის საგარეო საამეთა მინისტრმა, მურატ ჯიოევმა და ნიკარაგუას საგარეო საქმეთა მინისტრმა, სამუელ სანტოს ლოპესმა, რომელიც ცხინვალში დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ასევე, გაფორმდა ოქმი მხარეთა შორის კონსულტაციების შესახებ. იხილეთ epn.ge
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/darchiashvili-davit012-150x130.jpgევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი კანონმდებლობაში ,,შეცდომაში შემყვანი რეკლამის” ტერმინის შემოღების ინიციატვით გამოდის. როგორც კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დარჩიაშვილმა განაცხადა, უნდა მომზადდეს ,,რეკლამის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილებეების პროექტი, რომელიც კანონში ახალი ტერმინის ,,შეცდომაში შემყვანი რეკლამის” შეტანას გაითვალისწინებს. დარჩიაშვილის თქმით, კანონმდებლობაში უნდა არსებობდეს ,,შეცდომაში შემყვანი რეკლამის” განმარტება, რაც იქნება რეკლამა, რომლის მეშვეობითაც რეკლამის დამკვეთს, მწარმოებელს, გამავრცელებელს განზრახ შეჰყავს შეცდომაში რეკლამის მომხმარებელი და რომელსაც შეუძლია დააზიანოს კონკურენტი. დეპუტატის განცხადენით, აღნიშნული ცვლილებები განისაზღვრება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ შეცდომაში შემყვანი რეკლამების რეგულაციებისა და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის შესახებ დირექტივების შესაბამისად. იხილეთ epn.ge
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/qartuli-kaligrafia1-150x150.jpgგანათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინიციატივით ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. გამარჯვებულთა შორის, რომელთა დაჯილდოვებაც დღეს გაიმართა, 12 მოსწავლე ქვემო ქართლის სხვადასხვა რაიონების სკოლებიდან არიან. რუსთაველი მოსწავლის დათა მაისურაძის ნამუშევარმა ყველაზე მაღალი შეაფასება მიიღო, რომელიც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ საპატიო სიგელით და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა. როგორც კირკიტაძემ “ექსპრესნიუსს” განუცხადა, მსგავსი კონკურსების ჩატარება მნიშვნელოვანია ენის პოპულარიზაციისთვის. “ვისურვებდი, რომ დღემდე მოსული ჩვენი ენა უფრო გაძლიერდეს და ძალიან მიხარია რომ, ამ კონკურსში აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმაც მიიღეს მონაწილეობა”, – აღნიშნა პრეზიდენტის რწმუნებულმა. დაჯილდოვების ცერემონია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა და მას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძეც დაესწრო, რომელმაც კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს საჩუქრად დიპლომები და პორტატული კომპიუტერები გადასცა. როგორც სეფერთელაძემ განაცხადა, მრავალი ქარტეხილის მიუხედავად ქართული დამწერლობა და ქართული ენა დღემდე ბრწყინავს და იარსებებს ყოველთვის. იხილეთ epn.ge
  13. http://www.epn.ge/wp-content/uploads/afetqeba-sac-sax-150x150.jpgლილოს დასახლებაში მდებარე საცხოვრებელ სახლში მომხდარ აფეთქებას 14 წლის ელიზა სპიროვა ემსხვერპლა. აფეთქების დროს სახლში 16 წლის გოგონა და მისი ბებია იმყოფებოდნენ. შემთხვევის დროს მეზობლებმა სახლიდან ბებიის გამოყვანა მოახერხეს, თუმცა გოგონა ვეღარ გადაარჩინეს. ერთ-ერთი ვერსიით სახლში გაზი აფეთქდა. როგორც თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ “ექსპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მიმდინარეობს წინასწარი საგამოძიებო სამუშაოები. აფეთქება ლილოს დასახლების I კვარტლის 23-ე კორპუსში დღეს, დაახლოებით, 13.00 საათზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო 6 სახანძრო მანქანა. იხილეთ epn.ge
  14. "ბარსელონასთან" უპრინციპულესი მატჩის წაგების შემდეგ, ესპანეთში და კერძოდ მადრიდში მთავარი თემა გახლავთ დატოვებს, თუ არა გუნდს პელეგრინი. ჟურნალისტები და მით უფრო "რეალის" პროტეჟე გამოცემები "მარკა" და "ასი" ირწმუნებიან, რომ ჩილელი სპეციალისტი გუნდს დატოვებს და ამასთან შესაძლო შემცვლელებსაც ასახელებენ, რომელთა შორის არიან მაურინიო, ბენიტესი, კაპელო და არსენ ვენგერი.... იხილეთ realmadrid.ge
  15. http://thetactician.files.wordpress.com/2009/03/benitez2_1363317c1.jpgინგლისური "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის, რაფაელ ბენიტესის აგენტის, მანუელ გარსია კულონის განცხადებით, "იუვენტუსის" ხელმძღვანელობასთან არანაირი შეხვედრა არ შემდგარა. ამასთან აგენტი არც ტურინული მხარის ინტერესს უარყოფს და არც ესპანელი სპეციალისტის, სამუშაო ადგილის შეცვლის პერსპექტივას გამორიცხავს. "ლივერპულთან" ერთად, კარგ სეზონს არც "ბებერი ქალბატონი" ატარებს და ალბერტო ძაკერონის ნომერ პირველ შემცვლელად, დღემდე სწორედ რაფაელ ბენიტესი სახელდებოდა: " "იუვენტუსის" წარმომადგენლებს არასოდეს შევხვედრივარ. ამ პერიოდის მანძილზე მე აქ, მადრიდში ვიყავი, რადგან სააგენტოს ოფისი, ესპანეთშია. ვიმეორებ, ჩემს კლიენტს "ლივერპულთან" ოთხწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, რომელიც რეალურად იმას ნიშნავს, რომ ის ინგლისში დარჩება, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდება თუნდაც ერთი თვის შემდეგ. " -აცხადებს აგენტი. View the full article
  16. როგორ ესპანური გამოცემა, კერძოდ Marca გვამცნობს, ფლორენტინო პერესი მზადაა კიდევ ერთი ხმაურიანი ტრანსფერის განსახორციელებლად, ამჯერად მისი მიზანი დევიდ სილვაა... იხილეთ realmadrid.ge
  17. http://www.epn.ge/wp-content/uploads/erovnuli-banki6-150x150.jpgფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე დღეს 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. როგორც “ექსპრესნიუსს” ეროვნული ბანკიდან აცნობეს, აუქციონში მონაწილეობა 2 კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 30 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური, მაქსიმალური და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 5.450%–ით განისაზღვრა. იხილეთ epn.ge
  18. http://www.mcalcio.com/wordpress/wp-content/uploads/2009/01/trezeguet_udinese.jpgდავიდ ტრეზეგემ, "იუვენტუსის" ტრავმირებულ ფეხბურთელთა სია, კიდევ ერთით გაზარდა. Tuttosport -ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 32 წლის ფორვარდმა, გუშინდელი ვარჯიში, თეძოსთან დაკავშირებული პრობლემების გამო, დროზე ადრე დატოვა. სავარაუდოდ, პრობლემა მხოლოდ, კუნთების გადაღლაშია, მაგრამ ზუსტი დიაგნოზის დადგენა, მხოლოდ სამედიცინო ტესტების ჩატარების შემდეგ იქნება შესაძლებელი. "ექს-მონაკოელის" გამოკლებისა და "ატომური ჭიანჭველას" ტრავმის შემდეგ, ალბერტო ძაკერონის გუნდი, წინა ხაზში, მხოლოდ ვინჩენცო იაკინტას, კარვალიო ამაურისა და ალესანდრო დელ პიეროს ამარაღა რჩება. View the full article
  19. http://www.epn.ge/wp-content/uploads/pololikashvili-zura2-150x130.jpgეკონომიკური განვითარების მინისტრის ზურაბ პოლოლიკაშვილის შეფასებით, რეგიონებს რაც უფრო მეტი დელეგირება ექნებათ, მით უფრო უკეთესი იქნება. როგორც პოლოლიკაშვილმა დღეს, მთავრობის კანცელარიაში სამუშაო შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, 10 დღის წინ ის ბათუმში ლევან ვარშალომიძეს შეხვდა და ყველა საკითხი დეტალურად განიხილეს. “ჩვენ დღეს მზად ვართ კიდევ ერთხელ მოვუსმინოთ მას. თუმცა, ბათუმში 10 დღის წინ გამართულ 2 საათიან შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ ყველაფერი და შევთანხმდით,” – განაცხადა პოლოლიკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის წევრები დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ლევან ვარშალომიძეს მოუსმენენ. ლევან ვარშალომიძე აჭარისთვის ადმინისტრაციული უფლებამოსილების დელეგირებას ითხოვს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ აჭარის სამინისტროები ვერ იღებენ უმარტივეს ტექნიკურ გადაწყვეტილებებს და ელოდებიან თბილისელი ბიუროკრატის მიერ მისთვის უცნობ საკითხზე ხელმოწერას. ვარშალომიძე აცხადებს, რომ ამ პრობლემების მოსაგვარებლად პრემიერ მინისტრს 2009 წლიდან წერილებს უგზავნის, თუმცა ისინი ნიკა გილაურის მხრიდან უპასუხოდ რჩება. შეხვედრას დღეს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური არ დაესწრება. საკითხების გარკვევა დღეს მინისტრთა კაბინეტში მოხდება. იხილეთ epn.ge
  20. ლა ლიგის 32-ე ტურის შეხვედრას ”ალმერიასა” და მადრიდის ”რეალს” შორის, პერეს ლასი განსჯის. იგი 42 წლის გამოცდილი მსაჯია, რომელიც რაღა დაგიმალოთ და ”სამეფო კლუბისთვის” მეტად არასასიამოვნო პიროვნებაა. იხილეთ realmadrid.ge
  21. http://barcamania.ge/wp-content/uploads/2010/04/sprot-savar-deportan-150x150.jpgსურათზე: დღეს ხოსეპ გვარდიოლა 70-ჯერ გაიყვანს თავის გუნდს ესპანეთის ჩემპიონატის თამაშში. მწვრთნელის შედეგები ასეთია: 52 მოგება (75%), 11 ფრე და 6 წაგება. ,,ესპანიოლთან” (რომელიც უკვე გამალებით ემზადება და მხოლოდ დერბიზე ფიქრობს) და ,,ინტერთან” თამაშის წინ შემადგენლობაში ბევრ ცვლილებებს ელიან. დღეს შეიძლება ითამაშონ: მარკესმა, ჩიგრინსკიმ, ჟეფრენმა. ბოიანს კი თითქმის განაღდებული აქვს სასტარტოში [...] სრულად ბარსამანიაზე
  22. საქართველოს მწვანეთა პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. აღნიშნული გადაწყვეტილება 13 აპრილს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე იქნა მიღებული. საქართველოს მწვანეთა პარტიის პოილიტიკური დევნა გრძელდება. ჩვენ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას უკვე მეორეჯერ არ გვაძლევენ. View the full article
  23. აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოხარულია, რომ ვაშინგტონში გამართული სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან გასაუბრების საშუალება მიეცა. როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას . View the full article
  24. აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა კახეთში მცხოვრები 16 წლის ახმედ გაურგაშვილი მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მესაზღვრეებმა გაურგაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მოკლულს ტყვია თავის არეში აქვს მოხვედრილი. როგორც თვითმხილველები განმარტავენ, გაურგაშვილი საქონელს უვლიდა, რა დროსაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მას გაუფრთხილებლად ესროლეს, View the full article
×
×
  • შექმენი...