planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი რუსეთის მიერ პრეზიდენტ კაჩინსკის მკვლელობის შესახებ რუმინული სააგენტო Romanian Global News -ის მიერ გაჟღერებულ ვერსიას ნაკლებ სავარაუდოდ მიიჩნევს, თუმცა არ გამორიცხავს. როგორ პირWელს სესიშვილმა განუცხადა, სააგენტოს მიერ ნახსენები ელექტრომაგნიტური იარაღი, View the full article
-
ხვალ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია საფრანგეთის სენატის წევრებსა და სათათბიროს დეპუტატებს შეხვდება. როგორც პირWელს აფხაზეთის მედია-ცენტრიდან აცნობეს, შეხვედრისას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ვითარებასა და ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრებს. View the full article
-
მოძრაობა თეთრების ლიდერი თემურ შაშიაშვილი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე 17 წლის მოზარდის მკვლელობაში ეჭვმიტანილთა დასჯას მოითხოვს. როგორც პირWელს თეთრების პრეს-სამსახურიდან აცნობეს, რამდენიმე დღის წინ შაშიაშვილმა საზღვარზე არსებული განუკითხაობის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მედიის საშუალებით მიაწოდა. View the full article
-
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა კონკურსის 14 აპრილი - ქართული ენის დღე ფინალისტები დააჯილდოვა. მინისტრმა სასკოლო კონკურსში გამარჯვებულებს პრიზები და სიგელები გადასცა. როგორც შაშკინმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ასეთი კონკურსი ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში წელს პირველად ჩატარდა View the full article
-
დედაენის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა დედაენის ძეგლთან ფოტოგამოფენა ყოველდღიურად დავიცვათ ქართული ენის სიწმინდე გამართა. აქციაზე 50-მდე ფოტოსურათი იყო გამოფენილი, რომელიც სარეკლამო შეცდომებს ასახავდა. როგორც პირWელს პედაგოგთა და მეცნიერთა View the full article
-
ნიუ-იორკის ადგილობრივი საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერით კვირაში ერთხელ ერთსაათიანი ქართულენოვანი საინფორმაციო გამოშვება გადაიცემა, რომელიც იქაური მრავალრიცხოვანი დიასპორის ცხოვრებას ასახავს. აღნიშნული ინფორმაცია დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან View the full article
-
http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01610/messi2_1610821c.jpg კატალონიური კლუბის არგენტინელმა თავდამსხმელმა განაცხადა, რომ კარიერის მანძილზე “ბარსელონადან” წასვლას არსად არ აპირებს, რადგან მისი სურვილია, რომ შევიდეს ამ კლუბის ისტორიაში და, რომ ის არასოდეს არ ითამასებს ინგლისის პრემიერ ლიგაში. “-ვითამაშებ თუ არა ინგლისის პრემიერ ლიგაში? მე უკვე ათასჯერ ვთქვი, რომ ვაპირებ მთელი ჩემი კარიერა “ბარსელონაში” გავატარო. მე ამ გუნდში მანამ [...] სრულად ბარსამანიაზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/matias-iorSi2-150x150.jpgევროკავშირის დელეგაცია დღეს სოხუმს ეწვევა. დელეგაცია ხვალ დილიდან მოლაპარაკებებს ბაღაფშის რეჟიმის მაღალჩინოსნებთან გამართავს. ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელი მათიას იორში ენგურის ცენტრალური ხიდის გავლით აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა. დელეგაციის წევრები გალში დღეს მარიონეტული რეჟიმის ლიდერის სპეციალურ წარმომადგენელს რუსლან ქიშმარიას შეხვდებიან. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/jgufi-frani-150x150.jpgჯგუფი “ფრანი” Tbilisi ivent holy-ში ხვალ კონცერტს გამართავს. “ფრანის” სოლო-კონცერტი 15 აპრილს, სიყვარულის დღეს, 22:00 საათზე დაიწყება. კონცერტის ორგანიზატორია თბილისის მერია. ჯგუფი “ფრანი” ათობით სიმღერისა და ჰიტის ავტორია. მათ შორის, “მე და ღამე”, “დედამიწის ფერია”, “მარტი მოვიდა” და სხვ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/mgzavrebi-jgufi-150x150.pngჯგუფი “მგზავრები” ხვალ ვარკეთილის მცხოვრებთათვის კონცერტს გამართავს. კონცერტი სიყვარულის დღესთან დაკავშირებით იმართება. ღონისძიება ღია ცის ქვეშ ვარკეთილის მესამე მასივში 19:00 საათზე დაიწყება. კონცერტის ორგანიზატორი თბილისის მერიაა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/dakaveb2-150x130.jpgპოლიციამ საჩხერის რაიონის სოფელ ცხუმარეთში მცხოვრები იური მაჩაიძე დააკავა. მაჩაიძე, რომელიც 12 აპრილს აიყვანეს, საკუთარი ძმის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. 1942 წელს დაბადებული სერგო მაჩაიძე მისივე ძმამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ, წალდის თავში ჩარტყმით მოკლა. მკვლელობა წყალტუბოს რაიონ სოფელ ჩუნეშში გასულ წელს მოხდა. იური მაჩაიძემ დანაშაულის დაფარვის მიზნით, ძმის გვამი საძოვრზე გადაათრია და მის დაწვას შეეცადა. 2009 წლის 24 ნოემბერს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში დაიწყო წინასწარი გამოძიება საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ს 108 მუხლით, წყალტუბოს რაიონის სოფელ ჩუნეშის საძოვრზე მამაკაცის ამოუცნობი გვამის პოვნის ფაქტზე. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიების შედეგად დადგინდა, რომ ამოუცნობი გვამი სერგო მაჩაიძე იყო. იური მაჩაიძე სამართალდამცავებმა 2010 წლის 12 აპრილს დააკავეს. დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული უკვე აღიარა. ძიებას წყალტუბოს რაიონული სამმართველო აწარმოებს. იხილეთ epn.ge
-
"ალმერიამ" თავისი მესამე სეზონი პრიმერაში საკმაოდ ცუდად დაიწყო, რის შედეგადაც მწვრთნელის პოსტიდან გაანთავისუფლეს უგო სანჩესი. ახალ მწვრთნელად ხუანმა ლილო დაინიშნა , ამჟამად გუნდი ცხრილის შუაში მე-13 ადგილზე იმყოფება. იხილეთ realmadrid.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/gamkrelidze-alasania-150x150.jpg“ალიანსი საქართველოსთვის” დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში კანდიდატურას არ წარადგენს. განცხადება ამის შესახებ ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა. “ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ეს ნაბიჯი სწორად იქნება გაგებული, ჩვენი კოლეგებისა და საზოგადოების მიერ. ოპოზიციურმა ძალებმა ერთმანეთს ხმები არ უნდა წავართვად,” – განცხადა გამყრელიძემ. მან ხალხს მოუწოდა 30 მაისს მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და 2 ნომერი შემოხაზონ – “არჩევანი ცვლილებებისკენ”. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/saganelidze-daviti-150x150.jpg“ალიანსმა საქართველოსთის” ვაკის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად დავით საგანელიძე წარადგინა. ამის შესახებ დავით საგანელიძის შტაბთან გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. საგანელიძე მადლობას უხდის ალიანსს გამოცხადებული ნდობისთვის და გამარჯვების დიდი იმედი აქვს. “მე 35 წელია აქ ვცხოვრობ და ჩემთვის ხალხის პრობლემები ცნობილია. ჩვენ შევცვლით იმას, რაც ხდება თბილისში, მთელ ქვეყანაში და ჩემი გამარჯვება იქნება დასაწყისი სრულიად საქართველოში გამარჯვებისა,” – განცხადა საგანელიძემ. მან შეკრებილ საზოგადოებას მოუწოდა, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და საკუთარი აზრი დააფიქსირონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი შეფასებით, მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებრლია. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/dzagnidze-daviti-150x150.jpgადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება დაახლოებით, 30 ათასამდე საქმეს შეეხება ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ძაგნიძემ განაცხადა. ძაგნიძეს თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით სახელმწიფო დაახლოებით 12 მილიონზე ამბობს უარს. ძაგნიძეს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლაშა თორდიამ დაავალა აღნიშნული მონაცემები დააზუსტოს და პროექტი წარდგენისას პარლამენტის სხდომაზე განაცხადოს, რადგან დეპუტატები ამასთან დაკავსირებით ინფორმაციას ისედაც მოითხოვენ. შეგახსენებთ, რომ ,,ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ’’ კანონპროექტის თანახმად, ჯარიმებისგან და მათზე დარიცხული საურავებისგან თავისუფლდებიან ის ფიზიკური პირები, რომლებმაც ,,ადმინსიტრაციული სამართლადარღვევათა კოდექსით’’ გათვალისწინებული დანაშაული 2009 წლის 15 ივნისამდე ჩაიდინეს. კანონპროექტის მიხევდით, ადმინსიტრაციული სახდელისგან არ გათავისუფლდებიან პირები, რომელთაც ჯარიმები ნარკოდანაშაულისთვის, კულტურული ძეგლების დაზიანებისთვის, გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის დაეკისრათ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/davitaia-papuna.jpegდიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი სექტემბრისთვის ახალ სასწავლო გეგმას შეადგენენ და ადაპტირებული სახელმძღვანელოებით საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებულ ქართულ საკვირაო სკოლებს მოამარაგებს. ამის შესახებ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე უწყების აპარატის 2010 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, უწყების აპარატს 200–მდე სკოლიდან უკვე გამოეხმაურა 60 სკოლა. მინისტრის განცხადებით, ზაფხულში მასწავლებლებისთვის სპეციალური ტრენინგები მოეწყობა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/gabunia-zaza-150x150.jpg,,ქრისტიან-დემოკრატების’’ პრესპიკერი ზაზა გაბუნია დედაქალაქის საკრებულოს პროპორციული სიის მესამე ნომერი იქნება. მოძრაობამ გაბუნია გაუსლ კვირას უკვე დაასახელა საბურთალოში მაჟორიტარ კანდიდატად. რაც შეეხება რამდენიმე დღის წინ ბლოკად ჩამოყალიბებული ,,ქრისტიან-დემოკრატების”, “ჩვენ თვითონს” და ,,ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიის” საარჩევნო ბლოკის პროპორციული სიის სხვა წევრებს, პირველი ნომერი ინგა გრიგოლია იქნება, მეორე ჯაბა სამუშია, ხოლო მეოთხე ნომერი, პარტია ,,ჩვენ თვითონს” წევრი ლიკა ნაღებაშვილი იქნება. შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 30 მაისს ჩატადება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/tv-logo.jpegნიუ–იორკის ადგილობრივი საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერით კვირაში ერთსაათიანი ქართულენოვანი საინფორმაციო გამოშვება გადაიცემა, რომელიც იქაური მრავალრიცხოვანი დიასპორის ცხოვრებას ასახავს. ამის შესახებ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე უწყების აპარატის 2010 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პირველი პრეცედენტია და მისი აპარატი მუშაობს, რომ ქართულ ენაზე საინფორმაციო გამოშვებები ქართველების კომპაქტურად ჩასახლების სხვა ადგილებში, განსაკუთრებით თურქეთსა და კვიპროსში ამოქმედდეს. კომიტეტი სახელმწიფო მინისტრის ანგარიშს გაწული საქმიანობის შესახებ, პერიოდულად მოისმენს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/tofadze-gogi2-150x150.jpgპოლიტიკური პარტია “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” წევრებმა დღეს რკინიგზელთა სახლში გამართულ შეხვედრაზე გოგი თოფაძე თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინეს. გოგი თოფაძემ დღესვე მოსახლეობას სამომავლო გეგმებიც გააცნო. “არ მომწონს შადრევნების, დაბეგვრისა და გამოძალვის ქალაქი. მე სხვა თბილისში მინდა ცხოვრება,”- აღნიშნა თოფაძემ. ლოზუნგი “მოვდივართ საქმით, გპირდებით საქმეს” – გოგი თოფაძის მიზანი და ამოცნაა. “გპირდებით დასაქმებას. აბსტრაქტულ პროექტებზე იხარჯება ათასობით მილიონი დოლარი და მხოლოდ 58 კაცი სარგებლობს ამით. ვგულისხმობ აეროპორტთან დამაკავშირებელ რკინიგზას. ეს არაა გაკეთებული საქმე” – განაცხადა მან. თოფაძის თქმით, კაცი რომელიც ოჯახის საყრდენია და მას სამსახური არ აქვს, მას მორალურ ზიანს აყენებს. “ჩვენი ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში 55 ათასი ოჯახია ისეთი, სადაც არავინ მუშაობს,” – აღნიშნა თოფაძემ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/urani-150x150.jpgმაღალგამდიდრებული ურანის დაკავების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ 2010 წლის მარტში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უცხოელ მოქალაქეთა ჯგუფი დააკავა, რომელთაც მცირე რაოდენობით მაღალგამდიდრებული ურანი აღმოაჩნდათ. ქართულმა მხარემ აღნიშნულის შესახებ უკვე შეატყობინა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს. ამოღებული რადიოაქტიური ნივთიერება უსაფრთხო ადგილას არის შენახული. დამატებითი ინფორმაცია გამოძიების დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება. ამჟამად მიმდინარეობს საქმის გამოძიება. იხილეთ epn.ge
-
"სეზონი 16 მაისს მთავრდება, ამიტომ ჩვენ ბოლო მატჩამდე ვიბრძოლებთ ჩემპიონობისთვის"-თქვა პელეგრინიმ. იხილეთ realmadrid.ge
-
http://i027.radikal.ru/1004/a7/cb40b344c370.jpg ბარსელონა ლონდონის არსენალის 27 წლის მცველის, ბაკარი სანიას გადაბირებით დაინტერესდა, ამის შესახებ ესპანური პრესა იტყობინება. აღსანიშნავია, რომ მეთოფეების უკანახაზელის საკუთარი გუნდის რიგებში ხილვა მილანის ინტერის ხელმძღვანელობასაც სურს. ოსერის აღზრდილმა ფეხბურთელმა ამ სეზონში არსენალის შემადგენლობაში 30 მატჩი ჩაატარა, თუმცა გატანილი გოლით თავი არ გამოუჩენია. View the full article
-
“მილანის” ნახევარმცველმა მეთიუ ფლამინიმ, რომელიც გადმოვიდა “არსენალიდან” 2008 წელს უნდა, რომ მისი კარიერა გააგრძელოს იტალიურ კლუბში. ფრანგი ფეხბურთელის სიტყვებით მან უარი განაცხადა “მანჩესტერ სიტიში” გადასვლაზე და ის ყოველთვის ოცნებობდა ეთამაშა იტალიაში- იტყობინება “СЭ” ”La Gazzetta dello Sport”-ზე დაყრდნობით. “მილანში” გადმოსვლის შემდეგ მე ავისრულე ჩემი იცნება. მე მქონდა სხვა შემოთავაზებებიც ჩემი კარიერის გაგრძელებასთან დაკავშირებით “არსენალიდან” წასვლის შემდეგ, მაგრამ მე ჩემი არჩვენაი “მილანურ” კლუბზე შევაჩერე. დღეს ჩემით დაინტერესებულები არიან სხვადასხვა კლუბები, მაგრამ ჩემი მთავარი ამოცანაა დავრჩე გუნდში და შევძელოთ სკუდეტოს მოგება. მე არ ვიცი თუ, რატომ ვატარებ ასე ცოტა დროს მოედანზე. უკეთესია ეს კითხვა მწვრთნელს დაუსვათ. მე ბოლომდე ვიხარჯები ვარჯიშებზე. “მილანის” ახალი სისტემის ტაქტიკა უნდა ერგებოდეს ჩემს ამპულას მოედანზე. ჩვენ ამის მსგავსი სქემით ვთამაშობდით “არსენალში” და თამაში აწყობილი იყო ძირითადად ორ ნახევარმცველზე. ჩემზე და ფაბრეგაზე და ჩვენზე დიდი როლი იყო დაკისრებლუი მოედანზე. მე მომწონს ამ პოზიციაზე თამაში”- განაცხადა ფლამინიმ. წყარო ავტორი: KaUcHa- MILAN acmilan.ge
-
http://i061.radikal.ru/1004/9e/085ee5fd86f8.jpg არსენალის თავდასხმელმა ედუარდომ აღიარა, რომ როცა იქნება იგი ტავის კარიერა ძალიან სურს რომ გააგრძელოს და დაბრუნდეს თავის მშობლიურ ბრაზილიაში. თავდასხმელი ბრაზილიიდან ხორვატიის ნაკრებში გადავიდა და იქ გამოდის ხორვატიის სახელით. მაგრამ ედუარდოს გული ყოველთვის მის მშობლიურ ბრაზილიაშია. ედუარდოს არსენალთან კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს, მაგრამ მას მისი კარიერის დასრულება ბრაზილიის ჩემპიონატში სურს დასრულება. “არსენალთან კონტრაქტი 2014 წლამდე მაქვს და ძალიან მოხარული ვარ ლონდონში ყოფნით. ვფიქრობ, რომ აქ დავრჩები, მაგრამ კარგი ვარიანტი იქნებოდა ბრაზილიის კლუბში თამაშიც. ჩემი ოცნებაა ვითამაშო ვასკო და გამაში. ბავშვობაში მახსოვს რომარიოს საუკეთესო თამაშები ამ გუნდში, ის იყო ჩემი იდეალი ფეხბურთელი და ამიტომ გადავწყვიტე, რომ გავმხდარიყავი თავდასხმელი. ბრაზილიური ფეხბურთი უნიკალურია. მაგრამ მე ევროპული ფეხბურთით ვტკბები, ასე რომ მეთუ ბრაზილიაში დავბრუნდი ბევრის შეცვლა მომიწევს. ჩემი ოჯახის წევრები ცხოვრობენ ბრაზილიაში. მინდა ვთქვა, რომ მე მიყვარს ჩემი სამშობლო. მაგრამ მე ამ დროისთვის კონცენტრირებული ვარ ტოტენჰემთან პრემიერლიგის შეხვედრაზე. ტოტენჰემთან მოგებით ჩვენ კვლავ დავრჩებით ტიტულისთვის ბრძოლაში და ჩვენ ამ დავალებისთვის მზად ვართ.” – განაცხადა ედუარდომ. View the full article