planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.sport.es/vivo/recursos/fotos/foto_431/foto_431559_CAS.jpgმანჩესტერ “სიტის” არგენტინელმა თავდამსხმელმა, კარლოს ტევესმა საკმაოდ საინტერესეო ინტერვიუ მისცა ინგლისურ გამომცელობას, “Daily Mail–ს”. მისი განცხადებით, უენ რუნი და ლეო მესი საუკეთესო ფეხბურთელები არიან. ” მე რომ შემეძლოს “ოცნების გუნდის” შექმნა, რუნის და მესის აუცილებლად ავიყვანდი. რონალდუს,კი არა. არგენტინელი მართლაც საუკეთესოა. როდესაც მას ბურთი აქვს, შეუძლებელია ის წაართვა მას. რაც შეეხება [...] სრულად ბარსამანიაზე
-
14 აპრილს 11:00 საათზე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი 77-ე საჯარო სკოლას ეწვევა და თავისი ახალი კრებულის ,, მოთხობები ბიჭებისთვის ” პრეზენტაციას მოაწყობს. მის: ირბახი ნიკიფორეს ქუჩა #16 (ავლაბრის მეტროსთან) 14 აპრილი 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი წერეთელი საფრანგეთის სენატის წევრებს და ეროვნული სათათბიროს დეპუტატებს შეხვდება. ოთახი N109 14 აპრილი 12:00 საათზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება. კომიტეტის სათათბირო ოთახი 14 აპრილს 12:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვევა და კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს დიპლომებს და პორტატულ კომპიუტერებს გადასცემს. მის: თბილისი, მ.ალექსიძის 1/3, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. 14 აპრილს, 12:00 საათზე რუსთაველის გამზირზე “ეროვნული საბჭოს” მერობის და საკრებულოს კანდიდატები დედაენის დღესთან დაკავშირებით აქციას გამართავენ. 14 აპრილს 12:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. 14 აპრილი 12:30 საათზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი მინაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი თარგამაძე საფრანგეთის სენატის წევრებსა და ეროვნული სათათბიროს დეპუტატებს შეხვდება. საკონფერენციო დარბაზი 14 აპრილს 13:00 საათზე პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება. მის: გურჯაანი, კოსტავას ქ.№26, ახალგაზრდული ცენტრი 14 აპრილს 14:00 საათზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი კონკურსში ”14 აპრილი – ქართული ენის დღე” გამარჯვებულებს პრიზებსა და სიგელებს გადასცემს. მის: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, უზნაძის №52 14 აპრილს 15:00 საათზე საქართველოს პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის სხდომა გაიმართება. პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი 14 აპრილს 16:00 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი 14 აპრილს 16:00 საათზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება. კომიტეტის სათათბირო ოთახი 14 აპრილს, 19.00 საათზე, Gგალა გალერეში ავანგარდისტის, უშანგი ხუმარაშვილის პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით-“100-იანი” გაიმართება. მის: ათონელის 27 იხილეთ epn.ge
-
http://u.goal.com/94100/94105.jpgნეაპოლში მიმდინარე, სასამართლო პროცესების პარალელურად, მილანის "ინტერის" პრეზიდენტი, მასიმო მორატი დამაეჭვებელ განცხადებებს აკეთებს. ბოლოს მიცემულ ინტერვიუში მან მისი მამის მიერ, 60 -იან წლებში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა და კლუბის გაყიდვის იდეის ახსნას შეეცადა. იმ დროს მილანური კლუბი, ისტორიაში ყველაზე რთულ მდგომარეობაში ჩავარდა და ამის უმთავრესი მიზეზი, პრესის კრიტიკა იყო, რომელიც ნაკლები "ნერრააძურებისათვის", არც დღეს არის: " 60 -იან წლებში, "ინტერის" მიმართ, პრესის კრიტიკამ, ზღვარს მიაღწია. ეხლა კი ზეწოლა, რა თქმა უნდა მილიონჯერ დიდია. " აღნიშნა მორატიმ. View the full article
-
http://1.bp.blogspot.com/_B1JtfOpd85I/SbvaXnDlYgI/AAAAAAAAKig/4OlCqBB1C8k/s400/barcelona%20eric%20abidal%20back.jpgკატალონიის “ბარსელონას” ფრანგმა მცველმა, ერიკ აბიდალმა ვარჯიში დაიწყო. მან ტრავმა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური განმეორებით მატჩის დროს მიიღო, სადაც “ბლაუგრანამ” ლონდონის “არსენალი” 4–1 გაანადგურა. ერიკის თამაში გამორიცხული იყო მილანის “ინტერის” წინააღმდეგ, თუმცა ფრანგმა ტრავმის მოშუშება ვადამდელზე ადრე მოახერხა. ლაზარეთში რჩება ზლატან იბრაჰიმოვიჩი. მან ტრავმის გამო “ელ–კლასიკო” გამოტოვა, თუმცა “ბარსამ” მაინც მოახერხა [...] სრულად ბარსამანიაზე
-
http://u.goal.com/51200/51262.jpg"კალჩოპიოლის" რიგით მეხუთე, სასამართლო მოსმენა ორშაბათს, 20 აპრილს გაგრძელდება. ასეა თუ ისე, პროცესს უმოქმედოდ არ ჩაუვლია და საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. გთავაზობთ goal.com -ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიასა და მცირე ჩანართებს, დიალოგის სახით, რომელიც იგივე წყაროს მხრიდან, ოფიციალურადაა დამოწმებული. ... View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/kalmaxelidze7-150x150.jpgსასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი დღეს კოდაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. ხათუნა კალმახელიძე მოსახლეობას უწყებაში არსებული უფასო იურიდიული მომსახურების შესახებ ესაუბრა. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს კონსულტაცია ადგილზე გაუწიეს. ხათუნა კალმახელიძემ დევნილებს სისხლის სამართლის საქმეებზე, საადვოკატო მომსახურების, სამართლის ნებისმიერ დარგში კონსულტაციებისა და იურიდიული დოკუმენტების შედგენის პროცესში სამინისტროს უფასო დახმარების შესაძლებლობები გააცნო. იურიდიული დახმარების სამსახურის 11 ბიურო და 2 საკონსულტაციო ცენტრი თბილისში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმში, გურიასა და აჭარაში ფუნქციონირებს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/Gurjaanis-mun-150x150.jpgპარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი ხვალ გასვლით სხდომას გურჯაანში ახალგაზრდულ ცენტრში გამართავს. კანონმდებლები ცენტრის მუშაობისა და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციას ცენტრის დირექტორ ვალერი ჯოხაძისგან მოისმენენ. დეპუტატები გურჯაანის მუნიციპალიტეტში სპორტისა და ახალგაზრდულ სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლებისა და სოციალური განვითარების სამსახურის უფროსი ნიკოლოზ ნიჟარაძე მიაწვდის. ამასთან, კანონმდებლები რეგიონში სტუმრობის ფარგლებში გურჯაანის სპორტული ცენტრს მოინახულებენ და სკოლებს შორის გამართულ მოსწავლთა სპარტაკიადას დასწრებიან. იხილეთ epn.ge
-
epn.ge - ევროსაბჭოს დელეგაცია წეროვანში იმყოფება
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://www.epn.ge/wp-content/uploads/matias-iorSi1-150x150.jpgვილშაიერი დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად წეროვანში ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს კობა სუბელიანსა და დევნილებს შეხვდნენ. მათიას ეორში დევნილების მდგომარეობას ადგილზე გაეცნო და აღნიშნა, რომ მათ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მსოფლიოს მაგალითი მისცა, თუ როგორ შეიძლება ასეთი პრობლემები მოკლე დროში მოგვარდეს და ათასობით ადამიანი, რომელიც საკუთარი სახლებიდან გამოდევნეს, კარვებში არ ცხოვრობენ და საკუთარი ჭერი გააჩნიათ. როგორც მათიას ეორშმა განაცხადა, თანამედროვე მსოფლიოში ხალხმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს თუ სად იცხოვროს. “ის რაც საქართველოში მოხდა, რომ უამრავი ხალხი იძულებული გახდა საკუთარი სახლები დაეტოვებინა, ყველასთვის ტრაგედია აღმოჩნდა. ის, რაც ჩვენ შეგვიძლია, არის ის, რომ მათ ნორმალურ და ღირსეულ პირობებში იცხოვრონ. მჯერა, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რაც დევნილთა დასახმარებლად საჭიროა” – განაცხადა ეორშმა. დელეგაციამ წეროვანის საჯარო სკოლაც დაათვალიერა. კობა სუბელიანმა ევროპელ სტუმრებს დაწვრილებით გააცნო რა გაკეთდა დევნილი მოსახლეობისთვის, როგორ აშენდა კოტეჯები და რა თანახა დაიხარჯა. სუბელიანის განცხადებით, მთავარი სათქმელი მათი მხრიდან ყოველთვის ის არის, რაც დევნილებისთვის გაკეთდა. “კაპიკ-კაპიკ ყველაფერი დევნილებისთვის დაიხარჯა. ეს პროცესი იყო გამჭირვალე დამატებითი მოტივაცია, რომ დონორებმა დაფინანსება გაზრდონ. დონორი ორგანიზაციები წინა წლებშიც არსებობდნენ მაგრამ მაშინდელი ხელისუპლების დროს მოტივაცია ნაკლები იყო, ქვეყანაში კორუფცია არსებობდა და თანხები გაურკვეველი მიმართულებით იხარჯებოდა. ახლა, როცა საკუთარი თვალით ხედავენ აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილი მოსახლეობისათვის რა გაკეთდა, მეტი მუხტი აქვთ. რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს მიერ აღებული ვალდებულება დევნილების საზოგადოების წინაშე სრულდება. ამას დონორები თავად აღნიშნავენ და თავიანთ ანგარიშებში ასახავენ. ვიზიტის მიზანიც, სწორედ ეს არის, რომ ამ ყველაფერს ანალიზი გაუკეთონ.” – განაცხადა სუბელიანმა. მათიას ეორშიმ ახალგორიდან დევნილ ქალბატონთან – ამალია ბიჭიაშვილთან საუბრისას აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად დევნილების დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს. იხილეთ epn.ge -
http://www.epn.ge/wp-content/uploads/Tavdacvis-saministro-logo5-150x130.jpgპარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ხვალ სამხედრო-საჰაერო ძალების სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფად ქცევის თაობაზე კანონპროექტის განხილვას განაახლებს. კომიტეტი პროექტს მეორე მოსმენით განიხილავს. მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს შეიარაღებული ძალები შედგება სახმელეთო ჯარებისგან და სამხედრო-საჰაერო ძალებისგან. პროექტის თანახმად, კი სამხედრო-საჰაერო ძალები ცალკე ჯარის სახეობა აღარ იქნება და სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფი გახდება. აღსანიშნავია, რომ თავდაცვის უწყების თითქმის ყველა სამხედრო მოსამსახურეს შეიარაღებულ ძალებში მოსამსახურის სტატუსი ექნება – თავდაცვის სამინისტროს, მათ შორის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეები შეიარაღებული ძალების მოსამსახურეებად ჩაითვლებიან. შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის ავტორი თავდაცვის სამინისტროა. ამასთან, კომიტეტი ხვალ, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ კანონპროექტსაც განიხილავს. იხილეთ epn.ge
-
http://image.geotorrents.com/images/zjdfcgmz3a2p6vpyqxcl.jpg ხავიერ მასკერანო გამოტყდა რომ მისი კერპი მაკელელეა, და იგი მას თითქმის ყველაფერში ბაძავს. როგორც მასკერანო აცხადებს, მისი კერპი მაკელელეა, იგი ცდილობს ყველაფერში მას მიბაძოს. რაც შეეხება მაკელელეს მან რეალთან ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ჩელსთან ერთად კი ორჯერ შეძლო ინგლისის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის პრემიერლიგის მოგება. ხავიერ მასკერანო თვლის რომ მასზე დაკვირვებით იგი ისწავლის იმ შესანიშნავ მოქმედებებს რაც ჩამლელ ფეხბურთელს უნდა გააჩნდეს. მასკერანო:”ნუ მკითხავთ იმას მინდა თუ არა მისავით თამაში ის ჩემი კერპია ამით ყველაფერი ნათელია, მინდა იმას ვფიქრობდე სტადიონზე რასაც ის ფიქრობდა, მინდა იმას ვგრძნობდე რასაც მაკელელე გრძნობდა, მე მას მუდმივად ვაკვირდები”. ”მე მომიწია რამდენჯერმე მის წინააღმდეგ თამაში და ვხვდები რომ იგი საუკეთესოა საუკეთესოთა შორის თავის პოზიციაზე”. ”როდესაც მე ნაკრებში ვარჯიში დავიწყე მაშინ სხვეს ვაღმერთებდი ალმეიდას და სხვებს, მათ ახლაც უდიდეს პატივს ვცემ”. ”არიან ბევრნი რომლებსაც პატივს ვცემ, მე ბედნიერი ვიქნები მაკელელე მწრთვნელად თუ მომევლინება, სიამოვნებით ვიმუშავებ ამ ადამიანთან”. ”მე ვიცი ჩემი გზა, მე უნდა ვიმუშავო და გავაუმჯობესო რადგანაც დავეხმარო კლუბს, არ მინდა სუსტი წერტილი ვიყო და კლუბი დავაზარალო”. ”ერთ რაღაცას ყოველ დღე ვფიქრობ როდესაც ვდგები, ვივარჯიშო მაქსიმალურად და გავუმჯობესდე”. ინფორმაციის წყარო:liverpoolfc.tv View the full article
-
„ალიანსი საქართველოსთვის“ სხვა ლიდერებმა ირაკლი ალასანიამ, დავით გამყრელიძემ, სალომე ზურაბიშვილმა და დავთ ბერძენიშვილმა პოლონეთში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვეს. ირაკლი ალასანიამ საქართველოში პოლონეთის ელჩს და საელჩოს წარმომადგენლებს მიუსამძიმრა: „ამ კატასტროფამ მთელი მსოფლიო შეძრა. განსაკუთრებით ქართველმა ხალხმა მიიღო ეს სამწუხარო ფაქტი, როგორც პირადი ტრაგედია. პრეზიდენტი კაჩინსკი იყო საქართველოს პირადი მეგობარი. მან უმძიმეს დროს გაგვიწია ძალიან დიდი თანადგომა და სწორედ ამიტომაც ეს ჭრილობა ისეთივე მძაფრია ჩვენთვის, როგორც პოლონელი ხალხისთვის. პოლონელ ხალხს სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ“. დავით გამყრელიძე: „ლეხ კაჩინსკი არ იყო რიგითი პოლიტიკოსი საქართველოსთვის, ის იყო საქართველოს მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტი და ამიტომ წუხს ქართველი ერი ასე ძალიან მის გარდაცვალებით“. სალომე ზურაბიშვილი: „ის ფაქტი, რომ ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი მოდის იმისათვის, რომ გამოხატოს მწუხარება ლეხ კაჩინსკის, მისი მეუღლისა და პოლონეთის პოლიტიკური ელიტის დაღუპვის გამო, მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად გულთან ახლოს მიიტანა ქართველმა ხალხმა ეს ტრაგედია“. View the full article
-
http://www.fc-arsenal.com/files/images/pl.jpgროგროც მოგეხსენებათ 14 აპრილს გაიმართება ჩრდილო ლონდონური დერბი.ტოტენჰემი – არსენალი ეს იტორიული დაპირისპირებაა.ეს ორი გუნდი ერთმანეთისთვის “მოსისხლე” მტრები არიან.სატურნირო მდგომარეობა ძალიან დაძაბულია.ორივე გუნდს თავისი მიზნები აქვთ რის შესასრულებლადაც სულ რაღაც 5 ტური დარჩა.არსენალი ჩემპიონობისათვის იბრძვის,ხოლო ტოტენჰემს დიდ ოთხეულში შესვლა და ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური უნდა.არსენალი 33 მატჩის შემდეგ მესამე ადგილზე 71 ქულითაა და გამარვების შემთხვევაში მანჩესტერ იუნაიტედს გადაასწრებს რომელიც არსენალის კონკურენტია ჩემპიონობაზე.ტოტენჰემი 32 მატჩის შემდეგ მეხუთე ადგილზეა 58 ქულით.ტოტენჰემის კონკურენტები არიან:სიტი,ლივერპული და ასტონ ვილა.ხოლო არსენალის ჩელსი და მანჩესტერი.პირველი მატჩი ამ სეზონში ემირეითსზე არსენალის დამაჯერებელი გამარჯვებით 3-0 დასრულდა.ეს კი ბოლო 10 მატჩი ტოტენჰემსა და არსენალს შორის ტოტენჰემის მოედანზე (WHITE HART LANE): 1999/00 ტოტენჰემი – არსენალი 2-1 2000/01 ტოტენჰემი – არსენალი 1-1 2001/02 ტოტენჰემი – არსენალი 1-1 2002/03 ტოტენჰემი – არსენალი 1-1 2003/04 ტოტენჰემი – არსენალი 2-2 2004/05 ტოტენჰემი – არსენალი 4-5 2005/06 ტოტენჰემი – არსენალი 1-1 2006/07 ტოტენჰემი – არსენალი 2-2 2007/08 ტოტენჰემი – არსენალი 1-3 2008/09 ტოტენჰემი – არსენალი 0-0 როგორც ხედავთ მუდმივად დაძაბული მატჩი მიმდანარეობს ამ ორ გუნდს შორის.ამ მატჩში მამლებს ვერ დაეხმარებიან შემდეგი ფეხბურთელები:კინგი,კრანჩარი,ჯენასი,ლენონი,ვუდგეიტი,კუდიჩინი და პალასიოსი.ხოლო მეთოფეებს ვერ დაეხმარებიან:ფაბრეგასი,არშავინი,გალასი,რამსი,გიბსი,და ჯურუ. ამ მატჩს 23:00 საათზე პირდაპირ ეთერში გვთავაზობს ტელეკომპანია Спорт 1 და საიტი livetv.ge View the full article
-
http://www.sport.es/vivo/recursos/fotos/foto_431/foto_431568_CAS.jpgხვალ “ბარსელონას” ელის ესპანეთის ჩემპიონატის 32- ე ტურის მატჩი. სატურნირო ცხრილის ერთპიროვნულ ლიდერს “კამპ ნოუზე” “დეპორტივო” დაუპირისპირდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გვარდიოლამ კვლავ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ 3 ქულით ლიდერობა ჯერ არაფერს ნიშნავს. გვარდიოლამ თავისი მატჩისწინა პრესკონფერენცია, სწორედ “ბერნაბეუზე” მოპოვებული გამარჯვებით დაიწყო. “ბერნაბეუზე” ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. კვლავ დავიბრუნეთ ლიდერობა სატურნირო [...] სრულად ბარსამანიაზე
-
http://image.geotorrents.ge/images/amkir8340vz381ccbxmt.jpgდღეს დილით ნეაპოლის სასამართლოში დაიწყო კიდევ ერთი მოსმენა კალჩიოპოლის საქმეზე. დარბაზში იმყოფებოდნენ ტურინის იუვენტუსის ტიფოზები თუმცა პრესის მხრიდან საკმაოდ დიდი ინტერესისა მათ მოსთხოვეს დაეტოვებინათ შენობა ... ( სტატია იხილეთ სრულიადში ) View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/teatri1-150x150.jpgათონელის თეატრში დღეს სპექტაკლის “მაკროპოლუსის საიდუმლო” პრემიერა გაიმართება. დღევანდელ პრემიერას თეატრი მსახიობ ნიკო გომელაურის ხსოვნას უძღვნის. ნინო ლიპარტიანის ახალ წარმოდგენაში, რომელიც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაიდგა, რუსთაველის თეატრის ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ. სპექტაკლში ერთ-ერთი მთავარი როლი თავად გომელაურს უნდა ეთამაშა, თუმცა ავადმყოფობის გამო ის ბოლო რეპეტიციებსაც ვეღარ დაესწრო. პრემიერა ათონელის თეატრში 19:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ პოეტი და მსახიობი ნიკო გომელაური დღეს, გამთენიისას 5 საათზე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 39 წლის ასაკში გარდაიცვალა. იხილეთ epn.ge
-
http://lajme.parajsa.com/images/kielini_juve1.jpgტურინის "იუვენტუსის" მცველმა ჯორჯო კიელინიმ განაცხადა, რომ მუნდიალის შემდეგ მას სურს ახალი ხელშეკრულების გაფორმება ტურინულ კლუბთან. "ჯორჯო გუნდის ნამდვილი ლიდერია. იგი არამარტო იცავს, არამედ შეტევაშიც გადადის ხშირად და გოლებსაც იტანს. იმედი მაქვს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, რადგანაც ჩემს კლიენტს თავად სურს "იუვეში" დარჩენა. მას არ აინტერესებს არც ესპანური და არც ინგლისური კლუბები."-განაცხადა კიელინის აგენტმა დავიდ ელიპიმ.{jcomments on} View the full article
-
http://img196.imageshack.us/img196/3027/gun1235400495sagna23022.jpg ბაკარი სანიას აგენტმა დაადასტურა ცნობა მილანის ინტერის დაინტერესების შესახებ. ბოლო დროს მილანელთა მცველის მაიკონის სახელს სულ უფრო და უფრო აქტიურად უკავშირებენ მადრიდის რეალს. ნერიაძური აქედანვე იზღვევს თავს რათა ბრაზილიელის წასვლის შემდეგ, გუნდის მარჯვენა ფლანგი ღირსეულად იქნას დაცული. ბაკარი სანია კი სწორედაც ასეთ დამცველად ევლინება იტალიელებს. “იმ შემთხვევაში თუ მაიკონი წავა, ინტერი შეეცდება სანიას შეძენას. ამას არ გამოვრიცხავ. სავარაუდოთ ყველაფერი მუნდიალის შემდეგ გაირკვევა. ჩემი კლიენტი ბედნიერია ლონდონში, თუმცა ფეხბურთი ბიზნესია და ყველაფერია მოსალოდნელი.” – განაცხადა ფრანგის აგენტმა კრისტოფე მონგაიმ. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/jaba_jishkariani1-150x150.jpgმოძრაობამ “7 ნოემბერი” თანაგუნდელ ლევან გოგიჩაიშვილს, რომელიც სასჯელს გლდანის მე-8 საპყრობილეში იხდის, დაბადების დღე რუსთაველის გამზირიდან მიულოცა. როგორც დღეს პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა, გოგიჩაიშვილს დღეს 29 წელი შეუსრულდა. “გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვუცხადოთ მას სოლიდარობა და ვუთხრათ, რომ ჩვენ სულ მის გვერდით ვართ. ამასთან, კიდევ ერთხელ მოვითხოვთ ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას, რომელიც ამ ხელისუფლების ტყვეა”, – განაცხადა ჯიშკარიანმა. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მოძრაობა “7 ნოემბრის” წევრს ლევან გოგიჩაიშვილს თავისუფლების 7 წლით აღკვეთა მიუსაჯა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/tugushi-giorgi5-150x150.jpgსახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ზურაბ ხარატიშვილს შეხვდნენ. შეხვედრაზე 2010 წლის 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებში ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის, ეროვნული უმცირესობებისთვის საარჩევნო მასალების თარგმნის, მიწოდებისა და არჩევნებში ეროვნული უმცირესობების სრულფასოვნად ჩართულობის საკითხი განიხილეს. საბჭოს წევრებმა გაიხსენეს წინა არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევები და იმედი გამოთქვეს, რომ 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნები გაცილებით უკეთესად იქნება ორგანიზებული. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეთნიკური უმცირესობების ენებზე ითარგმნება საარჩევნო მასალები, ბროშურები, პლაკატები, ასევე არჩევნებისთვის მომზადებული საინფორმაციო კლიპები ითარგმნება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და გადაიცემა რეგიონალური ტელევიზიების მეშვეობით. სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს საქმიანობა გაეროს განვითარების პროგრამისა და უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება. იხილეთ epn.ge
-
http://www.arsenal.com/assets/_files/images/apr_10/gun__1271164523_vanpersie_trainb.jpgდღეს არსენალის ოფიციალურ საიტზე მეტად სასიხარულო ამბავი ოფიციალურად დადასტუდა.საქმე იმაშია,რომ რობინ ვან პერსიმ დღეს გუნდთან ერთად კიდევ ერთი ვარჯიში ჩაატარა რა თქმა უნდა სრული დატვირთვით.შეგახსენებთ რომ პერსი ნოემბერში დაიმყტვრა და იმის მერე არცერთ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.მან 6 თვემდე გამოტოვა.არსენ ვენგერმა განაცხადა,რომ პერსის აკლია მხოლოდ სათამაშო პრაქტიკა და ფიზიკურად იგი 100% მზადაა სათამაშოდ. P.S სურათი ახალია,არსენალის ბოლო ვარჯიშზეა გადაღებული View the full article
-
http://www.sport.es/vivo/recursos/fotos/foto_431/foto_431057_CAS.jpgმოგესალმებით ძვირფასო ბარსამანელებო! უპირველეს ყოვლისა ყველას გილოცავთ “ელ-კლასიკოში” გამარჯვებას, ღმერთმა სულ ასე გამარჯვებული დაგვტოვოთ, აწ და მარადის… რამოდენიმე ხნის განმავლობაში საიტზე არ ვჩანდი, რაც სუბიექტური მიზეზების და გამო მოხდა. სულ რაღაც 15 წუთია თბილისში დავბრუნდი და მინდა იმ საერთო საქმეს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ერთი აგური დავამატო და კარიკატურები შემოგთავაზოთ, იმედია [...] სრულად ბარსამანიაზე
-
იუვენტუსის ფან კლუბი- ბლანი ბენიტესის აგენტს შეხვდა
planetanews replied to planetanews's თემა in rss სიახლეები(სპორტი)
http://images.icnetwork.co.uk/upl/ldp2/mar2009/7/9/rafa-benitez-460-280865332.jpgTuttosport -ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის "იუვენტუსის" პრეზიდენტი, ჟან კლოდ ბლანი ინგლისური "ლივერპულის" თავკაცის, რაფაელ ბენიტესის აგენტს შეხვდა და მასთან, სამომავლო ურთიერთობები განიხილა. მანუელ გარსიასა და ბლანის შეხვედრა, მილანში შედგა და საუბარი, როგორც ჩანს, სატრანსფერო გეგმებსაც შეეხო. ბენიტესის მოთხოვნა "ვოლფსბურგელი" ედინ ძეკოსა და ფერნანდო ტორესის ტრანსფერია. ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეთანხმების მიღწევით, ჯონ ელკანიც დაინტერესებულია და ტურინული გრანდის ბოსი, ამისთვის არც დამატებით ფინანსებს დაიშურებს. იგივე წყაროს მტკიცებით, "იუვენტუსში" ფინანსური პრობლემები არაა და გუნდი მომავალ, ხელშეკრულებაში 80 მილიონი ევროს დაბანდებას აპირებს, ყოველი მიღწეული მიზნისთვის კი, ესპანელი სპეციალისტი ბონუსის სახით 4 მილიონ ევროს მიიღებს. View the full article -
იუვენტუსის ფან კლუბი- ჯოვინკოსთვის სეზონი დასრულდა
planetanews replied to planetanews's თემა in rss სიახლეები(სპორტი)
http://image.geotorrents.com/images/sxbwq9vqemovgn235o6u.jpg გრიგერას რიგით 64-ე ტრამვის შემდეგ დღეს შუადღით გახდა ცნობილი, რომ დაიმტვრა სებასტიან ჯოვინკოც.მიუხედავათ იმისა, რომ სებამ "კალიარისთან" მხოლოდ 15 წუთი ჩაატარა მან მაინც მოასწრო ტრამვის მიღება.დღეს დილით იტალიელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომელმაც აჩვენა, რომ "ატომურ ჭიანჭველას" მარცხენა ფეხზე აქვს პრობლემები და იგი 40-45 დღე იუქმებს.აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ სებასტიანისთვის სეზონი უკვე დასრულებულია. View the full article