Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili-misha014-150x130.jpg საქართველოს პრეზიდენტი ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოვიდა. გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქართული მხარე აქტიურად მონაწილეობს გლობალური საფრთხის შემცირებაში. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. სამიტზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან აქტიური თანამშრომლობით მოსალოდნელი ინციდენტების თავიდან აცილება მოხერხდა, თუმცა საქართველოში მაინც რჩება რამდენიმე სახიფათო ადგილი, კერძოდ, ოკუპირებულ რეგიონები, სადაც ვერ ხორციელდება საერთაშორისო მონიტორინგი. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მხოლოდ კოლექტიური პასუხისმგებლობით მოხერხდება ამ გლობალური საფთხისგან მომავალი თაობის დაცვა. ვაშინგტონში მიმდინარე ბირთვული უსაფრთხოების სამიტის პარალელურად, გაიმართა მიხეილ სააკაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრაც. განცხადების თანახმად, ბარაკ ობამა მოხარულია, რომ საშუალება მიეცა სამიტის ფარგლებში გასაუბრებოდა საქართველოს პრეზიდენტს. ბარაკ ობამამ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიესალმება მიხეილ სააკაშვილის მისწრაფებას დემოკრატიული რეფორმებისადმი. ამასთან ობამამ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს იმ მნიშვნელოვანი წვლილისათვის, რომელიც ქვეყანას ავღანეთის ოპერაციაში შექვს. ორი ქვეყნის ლიდერებმა ბირთვული მასალების გუვრცელებლობის საკითხში ერთობლივი თანამშრომლობის საკითხზეც იმსჯელეს. სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი პირისპირ ესაუბრა სენატორებს ჰარი რიდს და მიჩ მაკკონელსაც. შეხვედრაზე საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. იხილეთ epn.ge
  2. http://www.epn.ge/wp-content/uploads/misha3-150x150.jpg ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თეთრ სახლში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობები განიხილეს. ბაიდენმა საქართველოს პრეზიდენტს ავღანეთის სამშვიდობო პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და ჰელმანდის პროვინციაში ახალი ქართული ბატალიონის გაგზავნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. ბაიდენმა მაღალი შეფასება მისცა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ და ეკონომიკურ პროცესებსაც. ჯოზეფ ბაიდენის თქმით, ამერიკელი და ქართველი ხალხის მეგობრობა სწორედ დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპებზეა დაფუძნებული. თეთრ სახლში შეხვედრების გარდა, საქართველოს პრეზიდენტმა მოლაპარაკება სენატის წარმომადგენლებთანაც გამართა. სენატორებთან რიჩარდ ლუგართან და ჯონ მაკკეინთან შეხვედრების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი სენატის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის წევრებს გაესაუბრა. მათ შორის იმყოფებოდნენ ილეანა როსლესტინენი და ალისა შვარცი. მოგვიანებით სენატში საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად მიღება გაიმართა, სადაც ქართული ტრადიციის მიხედვით, ამერიკელმა პოლიტიკოსებმა ღვინით სადღეგრძელოებიც შესვეს. იხილეთ epn.ge
  3. ამ სათაურით „ახალი 7 დღე“ აქვეყნებს ინტერვიუს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრ მურმან დუმბაძესთან. View the full article
  4. http://www.epn.ge/wp-content/uploads/kvezereli-bakuri2-150x130.jpg ქართველ და გერმანელ მეღვინეებს შორის სექტორის განვითარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით დღეს შეხვედრა გაიმართება. თელავის რაიონის სოფელ კისისხევში, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი Dდღეს ქართველ და გერმანელ მეღვინეებს შორის სექტორის განვითარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით გამართულ შეხვედრას გახსნის. სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, შეხვედრას დაესწრებიან ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი ,,სამტრესტის” თავმჯდომარე ვასილ მანაგაძე და პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის რეგიონში გიორგი ღვინიაშვილი. იხილეთ epn.ge
  5. 14 აპრილს საზოგადოებრივმა საკონსტიტუციო კომისიამ „საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის გავრცობილი კონცეფცია“ წარმოადგინა. წერილს ამის შესახებ ელექტრონული გაზეთი „ახალი 7 დღე“. აქვეყნებს. View the full article
  6. ტურინის "იუვენტუსის" ახალგაზრდა ნახევარმცველი, დიეგო გუნდის ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა. ალბერტო ძაკერონიმ, ბრაზილიელი ფეხბურთელის განაცხადში შეყვანა მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გადაწყვიტა. შეგახსნებთ, რომ დუოს ბარძაყის კუნთზე ჰქონდა პრობლემები. იხილეთ fanebi.com
  7. თბილისის დინამოს ხორვატი ფიზმომზადების მწვრთნელი ივო კატუშიჩი საკმაოდ დიდ და შემზარავ სკანდალში გაეხვა. როგორც დინამოს პრესს–სამსახურის უფროსმა გიგა გვენცაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, კატუშიჩი რამდენი თვის განმავლობაში ინფორმაციას აწვივდა დინამოს უშუალო კონკურენტ ზესტაფონს, კონკრეტულად კი ფეხბურთელების ავ–კარგიანობასა თუ გუნდის თამაშის სტილს. ივო კატუშიჩი ხშირად სწვევია ზესტაფონს და გარკვეულ ხელშეკრულების დადებაზეც ყოფილა საუბარი, ეს ყველაფერი კი იმ ხარჯზე, რომ ხორვატი მწვრთნელი ინფორმაციას მიაწვდიდა დინამოს შიდა სამზარეულოს შესახებ. იხილეთ fanebi.com
  8. დღეს, თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა ოფისში პრესკონფერენცია გამართეს, სადაც საუბარი იყო მოახლოებულ ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალზე, შედგა თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდის პრეზენტაციაც. იხილეთ fanebi.com
  9. გუშინ პრიმერადივიზიონისა და პრემიერლიგის ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართა. რამდენიმე საინტერესო შედეგიც დაფიქსირდა. შეხვედრებისთვის თვალის დევნების საშუალება live.fanebi.com–ზე გქონდათ, ახლა კი ყველა მათგანის მიმიხილვას გთავაზობთ იხილეთ fanebi.com
  10. დღეს "ლა ლიგაში" გაიმართება შეხვედრა სადაც ადგილობრივი ალმერია მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს.სტატიაში შემოგთავაზებთ გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს. იხილეთ fanebi.com
  11. კატალონიის "ბარსელონას" შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ტრავმა სრულად მოიშუშა და დღევანდელ ვარჯიშზე სრული დატვირთვით ვარჯიში შეძლო. იხილეთ fanebi.com
  12. მსოფლი ფეხბურთის უბერებელმა ლეგენდამ რობერტო კარლოსმა განაცხადა,რომ მას ძალიან სურს ბრაზილიის ნაკრებში დაბრუნება და ბოლო მუნდიალის გამართვა. იხილეთ fanebi.com
  13. საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საბერძნეთის ნაკრებთან წააგო. 15 აპრილს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატში ქართველი ფეხბურთელები 0:3 დამაცხდნენ. იხილეთ fanebi.com
  14. დღეს გავრცელდა ინფორმაცია რომლის თანახმადაც მადრიდის "რეალი" სერიოზულად აპირებს დავიდ სილვასთვის ბრძოლას. იხილეთ fanebi.com
  15. ცნბოლი პორტუგალიური გამოცემის "A Bola"-ს ცნობით მადრიდის "რეალმა" უკვე ამოიღო ის 94 მილიონი რაც კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერში იქნა გადახდილი. იხილეთ fanebi.com
  16. მოგეხსენებათ ქართველმა ცხრამეტწლამდელებმა პორტუგალიაში მიმდიანრე ტურნირზე ენით აუწერელი სირცხვილი იწვნიეს და რუს თანატოლებთან 0-3 დამარცხდნენ.ალბათ ,ზედმეტია რამე კომენტარი გააკეთო ამ ფაქტის შესახებ . შესაძლოა, უმჯობესი იყოს დავიწყება , ანაც გვახსოვდეს ვიდრე რირსეულად არ ვიძიებთ შურს... იხილეთ fanebi.com
  17. ცნობილმა ესპანურმა გამოცემა Goal.Com-მა გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელთა სია რომელთა ტრანსფერებმაც არ გაამართლა.("ლა ლიგაში") იხილეთ fanebi.com
  18. http://estaticos.marca.com/marcador/futbol/2009_10/primera/jornada_32/bar_dep/img/05_300x232.jpg 32 ტურში ,,ბარსელონამ” უბურთოდ დატოვა ,,დეპორი” და უბრალოდ გადაუარა. თამაშის საუკეთესო მოთამაშედ ,,ელ მუნდო დეპორტივომ” პედრო აღიარა, 4 ვარსკვლავი მიიღო ასევე ჩავიმ (შეფასებებს ხვალ შემოგთავაზებთ). თამაში ,,ბარსას” უდიდესი უპირატესობით წარიმართა და არაერთი ლამაზი ეპიზოდი ვიხილეთ. დაკარგვისთანავე ,,ბარსა” კოლექტიურად ართმევდა ბურთს ,,დეპორს” და შემდეგ დიდი ხანი უბურთოდ ამყოფებდა. ,,ბარსამ” ამ თამაშში 816 [...] სრულად ბარსამანიაზე
  19. http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S8ZK0zIFLJI/AAAAAAAADjg/vEbRzdBUaps/s200/200912085301.jpgლევან ვარშალომიძე არ არის დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა, ამიტომ ნუ ელით მისგან დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს, – თქვა ჩვენთან საუბრისას რესპუბლიკური პარტიის აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენელმა მურმან დუმბაძემ. იგი მიიჩნევს, რომ ერთი შეხედვით ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებებით ვარშალომიძე, სწორედ, ცენტრალური ხელისუფლების პიარს ემსახურება. იტერნეტინტერვიუს კითხვები ბატონ მურმან დუმბაძისთვის გაზეთის მკითხველების იტერესების გათვალისწინებით მომზადდა. – რამდენად შეზღუდულია გადაწყვეტილებების მიღებისას აჭარის მთავრობა, ანუ რამდენად გამართლებულია ვარშალომიძის მოთხოვნა და პრეტენზიები ცენტრის მიმართ?– 2004 წლის 1–ლ ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საქართველოს კონსტიტუციურ კანონს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის“ შესახებ. მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე გახლდათ ქალბატონი ნინო ბურჯანაძე. მაშინ ხმების დიდი რაოდენობით არჩეულმა და ამით გახარებულმა პრეზიდენტმა თქვა: აჭარას ისეთი სტატუსი დავუწერე, რომ 100 წელი სეპარატიზმი აქ აღარ იქნებაო. მაშინვე მივხდი, რომ სააკაშვილი კომუმიზმის, კომუნისტური სისტემის პირმშო იყო და საქართველოში დიადი კომუნიზმის აშენებას გააგრძელებდა. სტატუსი, რომელიც „მიენიჭა“ აჭარას, არაფრით არ განსხვავდება კომუნისტური აჭარის ავტონომიის მოდელისაგან. აჭარის საოლქო პირველ მდივანს, ამ შემთხვევაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ვარშალომიძეს, ნიშნავს ცკ–ის პირველი მდივანი, ამ შემთხვევაში პრეზიდენტი სააკაშვილი. არც რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს, და არც აჭარის უმაღლეს საბჭოს ამ საქმეში არავინ არაფერს ეკითხება. უფრო მეტიც, თუ აჭარის უმაღლესი საბჭო დაიწუნებს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე, მაშინ პრეზიდენტს აქვს უფლება, დაითხოვოს უმაღლესი საბჭო. დასკვნა მარტივია: ცენტრსა და რეგიონს შორის საკადრო საკითხის კომუნისტური მემკვიდრეობა ამ ნაწილში სახეზეა. ამგვარი წესით ინიშნება აჭარის მთავრობაც, ანუ ის დანიშნულის დანიშნულია, ასე რომ, გადაწყვეტილებას აჭარის მთავრობა ვერ მიიღებს, გადაწყვეტილებას მიიღებს დამნიშნავი, ხოლო დანიშნული იქნება აღმასრულებელი. რაც შეეხაბა პრეტენზიას, პრეტენზიაც გარკვეულწილად გადაწყვეტილებაა, და, რახან გადაწყვეტილებას იღებს ცენტრი–სააკაშვილი, მაშასადამე, ვარშალომიძის პრეტენზია სააკაშვილის ვიზირებულია. – ლევან ვარშალომიძე აჭარის მთავრობის მეთაური 2004 წლიდან არის, აქამდე რატომ არ აწუხებდა მას ეს საკითხი?– ვერ დაგეთანხმებით, რომ აქამდე მას არ აწუხებდა ეს საკითხი. ყველა არჩევნების წინ, მე ვგულისხმობ თვითმმართველობის, რეგიონულ და საპარლამენტო არჩევნებს, ვარშალომიძის პრეტენზია სტანდარტული ტექსტია, თუმცა მოთხოვნის ფორმა ნელ–ნელა „უმჯობესდება“. ეტყობა, დედაქალაქში ამ ტექსტების ავტორები თანდათანობით ვითარდებიან. მაგალითად, 2008 წლის შემოდგომაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინ, არა მარტო სიტყვიერად, არამედ წინასაარჩევნო ნაციონალური ბუკლეტების დონეზე, სიტყვასიტყვით ჩაწერეს ანტიკონსტიტუციური ფრაზა: „აჭარაში უნდა დასაქმდნენ, პირველ რიგში, არა ჩამოსულები, არამედ აჭარის ადგილობრივი მკვიდრები“. ამგვარი პოლიტიკით მართავდა აბაშიძე 13 წლის განმავლობაში აჭარას და ამგვარ პოლიტიკას ვეწინააღმდეგებოდით რესპუბლიკელები. მე მესმის ფრაზა – „აჭარის მკვიდრი“, მაგრამ არ მესმის, რას ნიშნავს ფრაზა „აჭარის ადგილობრივი მკვიდრი“. ამ ფრაზის შერჩევაში, ვფიქრობ, თბილისს შეცდომა მოუვიდა, იგი ანტიკონსტიტუციური განცხადებაა. გუშინწინ ვარშალომიძეს ახალი პრეტენზია ათქმევინა სააკაშვილმა, ამდაგვარ რეგიონულ, მაგრამ შედარებით დახვეწილ სტილში: დამატებითი უფლებამოსილებების დელეგირება მოითხოვა, უფრო სწორედ, მოათხოვინეს! ასე რომ, წინასაარჩევნოდ, ნაცვლად იმისა, რომ სისტემურ ცვლილებებზე იფიქრონ, მაგალითად, საკანონმდებლო სტატუსის დონეზე, ასეთი უღიმღამო პიარკამპანიით არიან დაკავებულები. – რამდენად სახიფათოა აჭარის მთავრობის მიერ დეცენტრალიზაციის გაფართოების მოთხოვნა, იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც თბილისსა და ბათუმს შორის არსებობდა რამდენიმე წლის წინ?– გითხარით და გიმეორებთ, საქართველოს სახელმწიფომ ვერ დაძლია უმძიმესი კომუნისტური მემკვიდრეობა. საბჭოთა საქართველო მკაცრად ცენტრალიზებული იყო, სააკაშვილის საქართველოც მკაცრად ცენტრალიზებულია. შესაბამისად, სახელმწიფოს მართვის სტილი მაშინაც და ახლაც აბსოლუტურად იდენტურია. იტყვის სააკაშვილი, რომ ბათუმში უნდა აშენდეს ოპერის თეატრი, დაიწყება ოპერის თეატრის მშენებლობა, და, მართლაც, გამოიკრა ბულვარის შესასვლელში შესაბამისი ბანერი, გავიდა რამდენიმე თვე და სააკაშვილმა გადაიფიქრა თეატრის მშენებლობა, ჩამოხსნეს შესაბამისად ბანერი. ბანერის ჩამოკიდება და მშენებლობის დაწყების პომპეზურად აღნიშვა სახელმწიფოს 35 ათასი დოლარი დაუჯდა. ვინ არის პასუხისმგებელი ამ თანხის უყაირათო ხარჯვაზე? დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს ინსტიტუციურ დონეზე და არა ვარშალომიძის იმიტაციური ბრიფინგებით. რაც შეეხება თბილისსა და ბათუმს შორის მაშინდელ დაძაბულობას, მაშინაც მჯეროდა და ახლა მით უმეტეს მჯერა, რომ ის ისეთივე იმიტაციური იყო, როგორც გუშინისწინდელი ვარშალომიძის ბრიფინგი. გაიხსენეთ აღორძინების კავშირისა და მოქალაქეთა კავშირის შეუღლებები წინასაარჩევნო პერიოდებში, როგორ ინაწილებდნენ ხმებს ჩოლოქგადაღმა და ჩოლოქგადმოღმა საქართველოში. –როგორი პოლიტიკური ქვეტექსტები იკითხება გილაურ-ვარშალომიძის დაპირისპირების მიღმა?–არც გილაური და არც ვარშალომიძე არ წარმოადგენენ რაიმე კლასის პოლიტიკურ ფიგურებს საქართველოში. უნდა გითხრათ, რომ სააკაშვილის დარჩენილი ხელისუფლება მონოლითურია. ვარშალომიძის ამ განცხადებით, გილაურს, ანუ სააკაშვილს, რამე საფრთხე რომ შექმნოდა, მაშინ ამ ბრიფინგს სააკაშვილის ტელევიზიები საერთოდ არ აჩვენებდნენ, აქედანაც მტკიცდება, რომ ვარშალომიძეს ტექსტი დაუწერეს დედაქალაქში, მან კი ძლივსძლივობით წაიკითხა. მე აქამდე ვიცოდი, რომ მან ლაპარაკი არ იცოდა, დააკვირდით მის უმარტივეს ფრაზებს, უმარტივესი წინადადებებით, 6 წლის განმავლობაში არ ყოფოლა არცერთი ინტერვიუ, ცხადია, რამდენიმეწამიანი (იმიტომ, რომ მისთვის რამდენიმეწუთიანი ინტერვიუ ალბათ საუკუნედ მოეჩვენება), რომ არ ეხმაროს სიტყვა – „მართლაც“ და შემდეგ ტექსტს აგრძელებს. ეს იმიტომ მოსდის, რომ მისი სიტყვებისაც არ ჯერა და მის ნათქვამს ამ „მართლაცით“ ამაგრებს. გარწმუნებთ, ვარშალომიძე სააკაშვილის გარეშე მის ქვემდგომსაც და, მითუმეტეს, მის ზემდგომს ვერასოდეს დაუპირისპირდება. – რა ტიპის ლიდერია ვარშალომიძე? რითი ჰგავს და განსხვავდება იგი აჭარის ყოფილი ლიდერისგან?– აჭარის ახლად არჩეული დეპუტატი ვიყავი 2004 წელს და აბაშიძეზე ვთქვი: ის იყო კარგი მეურნე, სად რა აგური იდო, ის იცოდა–მეთქი. ახლაც ასე ვფიქრობ. აბაშიძეს პოლიტიკური კონკურენცია რომ დაეშვა, ცხადია, რეგიონულ დონეზე, მისგან ძლიერი მმართველი დადგებოდა. სამწუხაროდ, მას არ ესმოდა პოლიტიკური კონკურენციის არსი. სხვათა შორის, ესეც საბჭოური სკოლის შედეგია. სწორედ, ეს გახდა მისი ბანკროტობის მიზეზი. წარმოიდგინეთ აბაშიძის რეგიონი პოლიტიკური კონკურენციის პირობებში. უზარმაზარი ფულადი ნაკადების შემოდინება მეზობელი თურქეთიდან, კონკურენცია ვაჭრობაში, ამას დაემატებოდა კონკურენცია საკადრო პოლიტიკაში და ამ დროს სხვა რეგიონები სულს ღაფავენ, იქ კაპიტალიზმი არ არის. ამას დაემატებოდა არც თუ უმნიშვნელო მისი გადაწყვეტილება აფხაზ ძმებთან ომში არ ჩართვისა და მივიღებდით აჭარის სინგაპურს. სამწუხაროდ, მოიმკო ის, რაც დათესა. რაც შეეხება ვარშალომიძეს, მას არანაირი თვისება ლიდერისა არ აქვს. მგონია, რომ აჭარის მთავრობების ისტორიაში ვარშალომიძე–მახარაძის დუეტი ყველაზე უნიჭო დუეტია. სწორედ, მათი უმოქმედობა, უნიათობა და, რა თქმა უნდა, უნიჭობაც მიზეზია იმისა, რის შედეგსაც პირდაპირი საპრეზიდენტო მმართველობა ჰქვია აჭარაში. – ვინ არის მისი გარემოცვა და ვის აქვს ყველაზე დიდი გავლენა აჭარის ლიდერზე?– რახან ამ კაცს ლიდერის თვისებები არ აქვს, ბუნებრივია მისი გავლენებიც შეზღუდულია. ისე კი, უნდა გითხრათ, რომ მასზე გავლენას ახდენს მამა – გურამ ვარშალომიძე. ეს აშკარად ჩანს, აჭარაში მაღალ თანამდებობეზე დასაქმებულ ადამიანთა ბიოგრაფიებს თუ დავაკვირდებით, თუმცა შეთანხმება ამ შემთხვევებშიც საააკშვილთან უნისონშია. მაგალითად, ქალაქის დღევანდელი მერი, ჩოლოქიტლოკნია რობერტ ჩხაიძე, რომელიც სააკაშვილს თავის დროზე არ უშვებდა აჭარაში, ადმინისტრაციული საზღვრის შიგნით, გურამ ვარშალომიძის კადრია, მასთან მუშაობდა სტატისტიკის დეპარტამენტში და ასრულებდა მაშინდელი აჭარის ხელისუფალის დავალებებს, დღეს კი სააკაშვილიტლოკნიაა. ასეთი მაგალითების მოტანა უამრავი შეიძლება. – როგორია ოპოზიციის აქტივობები აჭარაში? რა არის ის განსხვავებული მოთხოვნები, რომლებიც მხოლოდ აჭარის ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს აქვს? – აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილია ე.წ. ოპოზიციური ფრაქცია თარგამაძის ქრისტიან–დემოკრატებით. ქრისტიან–დემოკრატები ჰქვია, სინამდვილეში აღორძინების კავშირია, სამივე მათგანი აღორძინების ცნობილი წევრი იყო აბაშიძის უმაღლეს საბჭოში. არც მათი ქრისტიანობისა მჯერა და, მით უმეტეს, არც მათი დემოკრატობისა. 2004 წელს, აბაშიძის ხელისუფლების დასრულების შემდეგ, როცა დროებითი საბჭოს წევრი ვიყავი, გავაუქმეთ ასლან აბაშიძის შვილზე, გიორგი აბაშიძეზე, საკუთრების უფლება 3500 ჰექტარ მიწაზე ხელვაჩაურის რაიონში. ეს დაახლოებით დღევანდელი 2 ბათუმის ფართობის ტერიტორიაა. ეს ტერიტორია გიორგი აბაშიძეს სწორედ ამ ხალხმა დაუკანონა. მიუხედავად მათი ძალიან უხერხული პოლიტიკური წარსულისა, ქრისტიან–დემოკრატებს გარკვეული ამომრჩეველი ჰყავს. თუ ისინი მოინანიებენ უგუნურ წარსულს, დღევანდელობით მათი საქმიანობა ვფიქრობ პოზიტივში ჩაითვლება. დანარჩენი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები სათვალავში არ არიან ჩასათვლელნი. აქ არ ვგულისხმობ ლეობორისტებს. კარგად დაიწყო ეროვნულმა ფორუმმა მუშაობა, მაგრამ დღეს ისინიც აღარ ჩანან. – როგორია რესპუბლიკური პარტიის და „ალიანსის“, რომლის წევრებიც ხართ, შანსები ადგილობრივ არჩევნებში?– 2006 წლის თვითთმმართველობის არჩევნებში რესპუბლიკელებმა კონსერვატორებთან ერთად, სააკაშვილის ოქმების მიუხედავად, ბათუმში 26 პროცენტი მივიღეთ. აჭარის ყველა რაიონში რესპუბლიკელებს გვყავს დეპუტატები ადგილობრივ საკრებულოებში. დღევანდელი ალიანსის შანსები კიდევ უფრო მაღალია. მე კმაყოფილი ვიქნებოდი, ამ არჩევნებში ალიანნს რაიონებში ჰყავდეს ფრაქციები, ხოლო ბათუმში სოლიდური ჯგუფი. გვაქვს შანსები ბათუმში მაჟორიტარული ოლქების მოგებისაც. – არსებობს თუ არა წინასწარი სოციოლოგიური გამოკითხვები და როგორია მათი მაჩვენებლები აჭარის რეგიონში?– პირდაპირ გეტყვით. ბათუმში ყველა გამოკვლევით, „ალიანსი საქართველოსთვის“ მეორე პოლიტიკური გაერთიანებაა ნაციონალების შემდეგ. მზად ვართ, შევცვალოთ არსებული ხელისუფლება. – როგორია მედიის თავისუფლების ხარისხი აჭარაში? რომელი ტელეკომპანიები და გაზეთები აძლევენ ეთერს ოპოზიციას?– აჭარის უსტატუსო ტელევიზიაზე ლაპარაკი არ ღირს. ის იმ მთავრობის ტელევიზია იყო და არის, რომელი მთავრობის დროსაც უწევდა მუშაობა. აქ საკანონმდებლო დონეზეა მოსაწესრიგებელი მათი სტატუსის საკითხი. ჟურნალისტები, იშვიათად, მაგრამ როცა ინტერვიუს იღებენ ჩემგან, თვალებში არ მიყურებენ, რცხვენიათ, ამ სამთავრობო ტელევიზიაში რომ მუშაობენ. ამ რეგიონში გაზეთ „ბათუმელებს“ ყველაზე მეტი მკითხველი და „ტელეარხ 25–ს“ ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს. – ცნობილია აჭარის აღმშენებლობის გეგმა, რომლის განხორციელებითაც ხშირად იწონებს თავს საქართველოს ხელისუფლება. რას იტყვით ამ გეგმასა და მის შედეგებზე?– გზების დაგებას ნახევრად მკვდარი საბჭოთა ლიდერი ჩერნენკოც ახერხებდა. თუმცა ამ მხრივაც ბათუმს სერიოზული პრობლემა აქვს. გადათხრილია თითქმის მთელი ბათუმი მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების გამო. ვარშალომიძემ თქვა, რომ 1–ლი მარტისათვის დაიწყებოდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები, შემდეგ თქვა, რომ 1–ლ აპრილს დაიწყებდა, როგორც ჩანს, საპირველაპრილო ხუმრობა იყო. არჩევნების წინა ხანებში კოლექტიური, დამკვრელური ბრიგადები დაიწყებენ ალბათ ბათუმის მოწესრიგებას. ღმერთმა ქნას. ისე კი, მირჩევნია, სააკაშვილამა არ იჩქაროს გადათხრილი გზების მოასფალტება, ბოლომდე დაასრულოს მიწისქვეშა სამუშაოები. აჭარის აღმშენებლობით აბაშიძეც ტრაბახობდა, ტრაბახობს სააკაშვილიც. არა მარტო სააკაშვილი უნდა შევცვალოთ , არამედ მართვის სტილიც და შედეგი აუცილებლად დადგება. ["ახალი7დღე"]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  20. http://cache.daylife.com/imageserve/0c1G3Q8azVbqQ/610x.jpg1:0 ბოიანი 2:0 პედრო 3:0 ტურე სრულად ბარსამანიაზე
×
×
  • შექმენი...