planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ბექა, a.k.a მჩხაპნელი ბლოგიდან Doin.ge “შენ დაუკარ!!!” – რესტორანსა და ღვინის ზემოქმედების ქვეშ ერთდროულად მყოფი ამოჩაჩულღიპიანპერანგიანი ბიძაკაცი “ნიჭიერის” მეოთხე ნახევარფინალმა მინიმუმ ორი ადამიანისათვის მაინც წარმატებულად ჩაიარა და შესაბამისად, ფინალში ამავე რაოდენობის ღირსეული, მაგრამ მაინც მუსიკალური ნომერი გადავიდა. ფინალის “ნოტიზაცია“-ზე ნოტაციის კითხვას აღარ დავიწყებ, რადგან შემდეგ კვირას, მაყურებელი მის პალიტრაში დამატებით ორ განსხვავებულ ფერს შეიტანს, რაც შოუს უფრო მრავალფეროვანს და სანახაობრივს გახდის. http://s56.radikal.ru/i154/1004/29/d2c45c9d49f6.jpg მეოთხე ნახევარფინალს რაც შეეხება. გადავწყვიტე, დღეს მცირე ექსპერიმენტი ჩამეტარებინა და მისი მსვლელობა სხვადასხვა პროფესიისა თუ ხასიათის მქონე ადამიანთა თვალთახედვიდან გადმომეცა. მაშ ასე: ინტრიგანი: “ისე, ჯიბეები გეგასაც აქვს და მაიასაც, მაგრამ “მე ვარ და ჩემი ნაბადიო” პოზიცია კი არ დაუჭერიათ. სხვისი არ ვიცი, მაგრამ როდესაც ამდენი ხალხი ტაშით გეგებება, სულ მცირე ხელები მაინც უნდა გამოაჩინო, კბილები (ღიმილი) თუ არა…” http://i060.radikal.ru/1004/62/b87ff9489bdb.jpg ბერძნული მითოლოგიის მოყვარული: “თიკას დიზაინერი სიზიფეს მაგონებს, რადგან ტანისამოსს ნელ-ნელა, ეტაპობრივად, გადაცემიდან გადაცემამდე ავითარებს. თუმცა, როგორც კი მწვერვალს მიაღწევს, ბრახ და… რაღაც დეტალი ისევ უკან აბრუნებს. წამყვანების ერთადერთ და უმნიშვნელო აქილევსის ქუსლად მათ სიმაღლეებს შორის არსებული სხვაობა შეიძლება მივიჩნიოთ. სწორედ ამიტომ, ამ ვირტუალური ქუსლის ფონზე თიკას ფეხსაცმლის რეალური მაღალქუსლიანობა რაღა საჭირო იყო, ალბათ, ზევსმა იცის…” ისტორიკოსი: “ვანიკოს კოსტუმმა “მაკნატუნა”, ნაპოლეონის პერიოდის არმიის ოფიცერი და პრესტიჟული სასტუმროს მეკარის ლივრეა ერთდროულად მომაგონა. ამ უცნაური სამოსის, კერძოდ კი შემბოჭავი საყელოს გამო წამყვანს კისერი ისევე დაძაბული და გაშეშებული ჰქონდა, როგორც მაგალითად, ჩარლზ პირველს 1649 წლის 30 იანვარს… სანამ თავს მოკვეთდნენ.” http://s45.radikal.ru/i110/1004/32/f11010353b26.jpg ცინიკოსი: “დღეს იმედი გვაქვს, უფალი დაგვეხმარება, რომ ჩვენ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება” - © მაია ასათიანი. ნუთუ, ათიდან “ნიჭიერზე” ჩართული ცხრა ტელევიზორი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ყველაფერში ღმერთი არ ჩავრიოთ და პროექტის ყურება მასაც არ ვთხოვოთ? მათემატიკოსი: ჰო, კონკურსანტებს რაც შეეხება. მომეჩვენა, რომ “Westside Dancer”-ებისთვის მიმატება-გამრავლება საჭირო აღარ იყო, რადგან სიმრავლის გამო, ისინი ერთი სიბრტყის ნაცვლად სივრცეში იყვნენ გაფანტულები და არაპარალელურად მოქმედებდნენ. პირადად მე, მათი ფინალში გასვლის იმედის სხივი, იმ მონაკვეთში ჩამიქრა, როდესაც გეგამ ერთ-ერთ უცნობ წევრს ხელი დააჭირა. მართალია, მოცეკვავეები მოკლე რადიუსის მქონე პერიმეტრის ფართობზე პოზიციებს ხშირად იცვლიდნენ და ცდილობდნენ, რომ ყველა, ასე თუ ისე, თანაბრად წარმოჩენილიყო, მაგრამ მოგეხსენებათ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ამოცანა გვეკითხება: რამდენად მოსალოდნელი იყო საბოლოო შედეგი, თუ მოცეკვავეებმა სულ შემოსული 26 732 ხმის მხოლოდ 10 % მიიღეს? http://s005.radikal.ru/i211/1004/58/ac7fb35e0ada.jpg პოეტი: “ნიჭიერია”… ჰო, ჯახის და ბრძოლის დილა თენდება. ზოგის გვიმღერის ოჯახი, ზოგიც იშლება ბენდებად. ზოგი დაეძებს ბუკეტებს (მიეცი, ამურ, ძალები) ზოგსაც ხასიათს უკეთებს, მებრძოლი ამორძალები. გულზე მოგიხსნით ანაც ლოდს, ნინო მთელს დარბაზს ახურებს და-ძმა ქეიფის სანაცვლოდ “სკეტჩებს” გვთავაზობს, კახურებს. ზოგს – ჯადოსნური გიტარა, ზოგს – ტონიანი გირები, თავზე თუ გადაიტარა… (მანამდე შევეწირები) სანამ მავანნი სიმს ხრიან, ტანს აწვალებენ ტყუპები… …ბოთლიც თუ გადაიმსხვრია… (მანამდე დავიღუპები) თუმცაღა თვალს კი ართობდი, ვერ დაგაფასეს “ვესტ საიდ” “ნიჭიერს” ორშაბათობით საით წაუხვალ? ვერც საით… http://i073.radikal.ru/1004/5b/5d6d98d5e8e0.jpg ქიმიკოსი: საერთოდ, ნივთიერებათა ნებისმიერი სახის ნაერთი მეტად სახიფათოა, რადგან შეცდომის შემთხვევაში ცუდი და საშიში რეაქციის გამოწვევა შეუძლია. ავთო ნაცარაშვილმა კი ერთი შეხედვით ერთმანეთის შეუსაბამო ელემენტები, ისე გემოვნებიანად დაუკავშირა ერთმანეთს, რომ ნომერს NaCl-იც არ აკლდა. ჰაგიოგრაფი: საზოგადოების წევრთა აზრები ხშირად ისევე “ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა”. ამ შოუმდე ნინო ჯავახიშვილი “სამგზის საწყალობელად” ითვლებოდა და ჯანდაცვის სამინისტროს გაფრთხილებასავით თან სდევდა ფრაზა “ნუ უყურებთ, რამეთუ ნუუკუე მტერმან ვითარცა სრსჳვილმან საძოვარი არ ჰპოვოს თქვენ თანა”. თუმცა, მისი ახალი ნომერი იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ ერის სიწმინდის დამცველთა მიზნის – “მტკიცედ სდგა”- ს სიმტკიცის მიუხედავად, კრიტიკა მაინც ნაკლებად დაიმსახურა, პირიქით შექება თუ არა. http://s61.radikal.ru/i171/1004/31/9e090b549291.jpg აფერისტი: ნიკა აბსოლუტურად გულწრფელი იყო, როდესაც ბერაძეების ოჯახი ამ წელს საუკეთესოდ აღიარა და მათი ნამღერი მთლიანად მოიწონა. ვეთანხმები, კარგად იმღერეს. არც ხმაში მცირე აცდენები ჰქონიათ და არც არაფერი. გამიკვირდა, რომ ვერ გავიდნენ. ლიტერატურის მოყვარული: “ფანტაზიის” ნომერი რაღაცით იმ შემთხვევას ჰგავდა, “ტომ სოიერის თავგადასავლის” წაკითხვას რომ დაასრულებ და პირდაპირ თომას მანზე გადახვალ. რატომღაც გერტრუდ სტაინის ის სიტყვები მახსენდება პირველი მსოფლიო ომის მომსწრე მწერლებს “დაკარგული თაობა” რომ უწოდა და მოკრძალებით დავსძენ, რომ ამ გამოსვლისთვის “დაკარგული ბავშვობა” ასეთივე წარმატებით შეგვეძლო გვეწოდებინდა. ფიზიკოსი: ვასილ ხაჩიძის ნომრის ახსნა ფიზიკის საშუალებით შეუძლებელია, რადგან როდესაც კბილები სიმძიმისა და მიზიდულობის ძალაზე უფრო ძლიერია, აქ საქმე ზებუნებრივ, ესე იგი, მეტაფიზიკურ ნიჭთან გვაქვს. თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ ეს ძალა, ნიუტონის მეორე კანონიდან გამომდინარე, გირის მასისა და უკან გადასროლილი სხეულის აჩქარების ნამრავლით დავადგინოთ. ნუ, ეს მათთვის, ვისაც საქმე არ აქვს და დანარჩენებისთვის მარტივად ვიტყვი, რომ ვასილ ხაჩიძის ფიზიკურმა მონაცემებმა ყველა სხვა ფიზიკურ ძალას გადააჭარბა. http://s006.radikal.ru/i214/1004/a3/3ced5a17adec.jpg პუნქტუაციის მცოდნე: სამყაროს სამართლიანობას კითხვის ნიშანი პირველად მაშინვე დავუსვი, როდესაც ტანმოვარჯიშე ტყუპები ფინალში არც ხალხმა გაიყვანა და ჩემს იმედებს ჟიურიმაც სამი წერტილი დაუსვა. საკმაოდ მძიმე განაჩენია. ისიც გამიკვირდა, რომ დარბაზიდან უკმაყოფილოთა ძახილის ნიშანიც კი არ შეიმჩნეოდა. რომ იცოდეთ რამდენი ვი-ტირე… არქეოლოგი: ანა ხანჩალიანი ჩემთვის უდიდესი აღმოჩენაა, შეიძლება უფრო დიდიც კი, ვიდრე შლიმანისათვის – ტროა, ან, ჰოვარდ კარტერისათვის – ტუტენჰამონის მუმია იყო. ის მუსიკალურად მეტად განვითარებული homo sapiens-ია და მისი ხმის მოსმენისას, ლამისაა ისიც ვიწამო რომ იერიქონის კედლები მართლაც საყვირების ხმით დაანგრიეს. http://i056.radikal.ru/1004/83/f989331e86fd.jpg ბრძნული გამონათქვამების მოყვარული: “შეცდომები რომ არ დაუშვა, ამისათვის გამოცდილებაა საჭირო, მაგრამ გამოცდილების მისაღებად შეცდომები უნდა დაუშვა”. ჰოდა, ანი პავლიაშვილს ახლა ნამდვილად აქვს იმის გამოცდილება, რომ სხვა კონკურსზე ისევ მარტო და ისევ გიტარით ხელში გავიდეს. ასე, მას უფრო დიდი შანსი ექნება.” არიფი წინასწარმეტყველი: მომავალ ორშაბათს საკმაოდ ძლიერი ათეული იკრიბება. ამის გამო, ერთადერთი პროგნოზი, რისი გაკეთებაც ამჟამად შემიძლია არის ის, რომ კვირა დღის შემდეგ აუცილებლად ორშაბათი დადგება და ყველანაირი გათვლებით, ძალიან მაგარი შოუ უნდა გამოვიდეს… nichieri.ge
-
არც თუ ისე დიდი ხნის წინ მსგავსად Asus Ares-ისა ATI Radeon-ის დაფების №1 -მა ბესთსელერმა კომპანია SAPPHIRE-მა წარმოადგინა ახალი მონსტრი -Sapphire Radeon HD 5970 TOXIC Edition რომელის მეხსიერებაც 4GB-ია. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ზუსტად ამ კარტის Review, სადაც იგი შედარებულია Nvidia-ს უახლეს დაფებს როგორებიცაა GTX 470 და GTX 480. ხო.. ვინმეს თუ ამის ყიდვა მოგინდებათ შეფუთვაში მოყვება Dirt II-სა Modern Warfare 2-ის ორიგინალი დისკები და დატკბით. http://www.overclockers.ge/forum/public/style_emoticons/default/D.gif მოდით ბევრს აღარ მივედ მოვედები და დავიწყებ… ამ დაფის პირველივე შეხედვისთანავე თვალში გვხვდება მისი გაგრილების სისტემა, რომელიც 3 ქულერისგან შედგება. სწორედ ესაა მისი სიგრილის, სიჩუმის და მაღალი რაზგონის პოტენციალის მაჩვენებელი. http://image.geotorrents.com/images/kxjgtllck5frgxgy1d.jpg http://image.geotorrents.com/images/e0fr3t9wh3k7hfdlcsn1.jpg მოდით ვნახოთ მისი მონაცემები ( GPU და Memory სიხშირეები) და გადავხედოთ GPU-Z სურათს. მის overclocked სიხშირეებთან ერთად თვალში აუცილებლად მოგხვდებოდათ მისი 4GB-იანი მეხსიერება.. ეს რომ ალტაში გაჩითო ხალხს პირი ჩამოუვარდება http://image.geotorrents.com/images/5ahp8uy0t6n81pipkw2.gif მოდით გადავიდეთ ტესტებზე.. სისტემა, რომელზეც დაფა გაიტესტა გამოიყურებოდა შემდეგნაირად: CPU - Intel i7 980X @ 4.2GHZ M/B - ASRock X58 Extreme Memory - 3 X 2GB Kingston Hyper X PSU - Thermaltake 1500W VGA(s) - Sapphire HD5970 Toxic 4GB Sapphire HD5970 2GB Nvidia GTX 480 Nvidia GTX 470 OS - Windows 7 Ultimate 64bit ხოლო დრაივერები კი: Catalist 10.3 ForceWare 197.17 მოდით დავიწყოთ: 3DMark Vantage http://image.geotorrents.com/images/rcym3syn2zpj5omza22.jpg http://image.geotorrents.com/images/s4dgxy1542adi4ad2rp.png BattleForge http://image.geotorrents.com/images/jom9bweq8p5kjwedr20o.jpg http://image.geotorrents.com/images/modttwbhk8bqonhr189.png H.A.W.X http://image.geotorrents.com/images/uz6kp4w5exqpq8j98eo.jpg http://image.geotorrents.com/images/pvpwsvd4tf6zffchmffe.png Far Cry 2 http://image.geotorrents.com/images/tiki0b8u5jgpx7brev2.jpg http://image.geotorrents.com/images/l2r2rw80bn9ypqs8mj0l.png ეხლა კი ვნახოთ ენერგო მოხმარების დონე: Power Consumption http://image.geotorrents.com/images/gme8egjrwattt0dsw5.jpg http://image.geotorrents.com/images/ae0bo2s88svs0t6mi2jl.png უი დამავიწყდა… Nvidia აშკარად არ ჩამორჩება ამხელა ლიმუზინ და ჯაბაზანა მონსტრ კარტას… 1 GPU-იანი კარტაა და სულ ცოტას აკლია რო დაეწოს თამაშებში. ცოტაც და გაედება ATI-ს. overclockers.ge
-
სერხიო ლულს უყვარს "ჰიუსტონ როკერები", გუნდი რომელსაც თავისი უფლება ატლანტის ოკეანის აქეთაც აქვს. სწორედ ამ გუნდს სურს სერხიოს ყიდვა. იხილეთ realmadrid.ge
-
პარლამენტის ქრისტიან-დემოკრატი ვიცე-სპიკერის ლევან ვეფხვაძის შეფასებით, არჩევნები, რომელიც 30 მაისს საქართველოში ტარდება, არა მხოლოდ კომუნალური პრობლემების მოგვარებას უკავშირდება, არამედ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებს გამოკვეთს . ვეფხვაძის აზრით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმია, View the full article
-
http://righthools.net/wp-content/uploads/2008/11/boixos_nois2.jpg “ბარსელონას” გულშემატკივართა რადიკალური დაჯგუფება Boixos Nois-ი მომავალ შაბათს კატალონიურ დერბიში “მონტჟუიკზე” საკუთარ გუნდს ვერ უგულშემატკივრებს და ხუან ლაპორტას სოლიდარობისკენ მოუწოდებს. საქმე იმაში გახლავთ, რომ 2008 წელს “ესპანიოლი”-”ბარსელონას” მატჩისას Boixos Nois-ის წევრებმა მეტოქე გუნდის ინჩასებს პეტარდები დაუშინეს, რასაც ხუთი ადამიანის დაპატიმრება მოჰყვა. ამ ინციდენტის შემდეგ, ასულბლანკოს ხელმძღვანელებმა რადიკალური ფან-კლუბებისთვის ბილეთების მიყადვა აკრძალეს, რასაც [...] სრულად ბარსამანიაზე
-
კარგი განწყობისთვის ნახეთ “მილანის” ლამაზი გოლები. ავტორი: KaUcHa- MILAN acmilan.ge
-
როგორც იცით გუშინ გაიმართა ”მილანისა” და ”პალერმოს” პრიმავერელების შეხვედრა, Tim Cup_ის ფინალის განმეორებითი მატჩი, პირველი შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულა პალერმოში, გუშინ კი ”მილანელმა” ახალგაზრდებმა წარმატებას მიაღწიეს, მათ ანგარიშით 2-0 იმარჯვეს. პირველი გოლი ვერდიმ გაიტანა, რომელმაც რამდენიმე ფეხბურთელი ჩამოიტოვა და ლამაზი გოლიც გაიტანა, მეორე გოლი ზიგონიმ გაიტანა, რომელსაც პასი ვერდიმ გადააწოდა, ვერდიმ კვლავ რამდენიმე ფეხბურთელი ჩამოიტოვა და პასი გაუკეთა ზიგონის, რომელსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია.. გადმოსაწერი ლინკისტატიის ავტორი: Ditvina-Kaka acmilan.ge
-
‘Il giornale” წერს, რომ “რომას” მწვრთნელმა შეიძლება შეცვალოს მარჩელო ლიპი “სკუადრა აძურას” სათავეში მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ. გამოცემა წერს, რომ იტალიის საფეხბურთო ფედერაცია არ გაუხანგრძლივებს ლიპის კონტრაქტს ამ მუნდიალის შემდეგ. რანიერის გარდა, პოსტზე პრეტენდენტები არიან რობერტო მანჩინი, კარლო ანჩელოტი და ჩეზარე პრანდელი, მაგრამ ისინი არ აპირებენ მათი გუნდების დატოვებას. ასევე არის მასიმილიანო ალეგრი, რომელიც უკვე აღარ მუშაობს ყოფილ გუნდში “კალიარიში”. პს:აქვე შემოგთავაზებტ ვიდეოს სადაც იტალიამ ლიპის ხემძღვანელობით თასი აიღო: წყარო ავტორი:KaUcHa- MILAN acmilan.ge
-
http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01117/martin_skrtel_1117731c.jpg მიღებული სერიოზული ტრამვის შემდეგ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მცველი შესაძლოა “ატლეტიკოსთან” მატჩში გამოვიდეს. …ერთისმხრივ ცნობილია, რომ შკრტელის გამოჯანმრთელება სწრაფად მიმდინარეობს და შესაძლოა სლოვაკი აღმოჩნდეს განაცხადში ”ატლეტიკოსთან” მატჩში, რომელიც გაიმართება 22 აპრილს ესპანეთში. წყარო:myliverpool.ru View the full article
-
დიდი ხანია საიტზე არ ხსენებულა სახელი და გვარი ფილიპო ინძაგი, მე მინდა გაგახსენოთ ის და შემოგთავაზოთ მისი გაკეთებული კომენტარები: სკუდეტოზე Studio Sport-თან: “მატჩში “კატანიას” წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ, მაგრამ მაინც გვჯერა, რომ შეგვიძლია მოგება. არც გენუაში იქნება მარტივი თამაში, მხოლოდ მოგების იმედი გვაქვს.” Corriere Dello Sport-თან კალჩოპოლზე: “როგორც ჩანს, კალჩოპოლის ისტორია არასოდეს დასრულდება. ჩვენი აზრები უნდა იყოს მიმართული მხოლოდ და მხოლოდ სერია ა-ზე და ფეხბურთზე, ჩვენ თამაშზე, სერია ა-ს დარჩენი ტურებზე.” წყარო 1 წყარო 2 სტატიის ავტორი: FORZA-MILAN acmilan.ge
-
http://i.ytimg.com/vi/ME-wDUtLFnU/2.jpgVideo: Ani Siradze & Temo Sajaia - Itsode rotsa skhvas sheikvareb Added by user: Sando Date: 15.04.2010 (10:52) Description: ანი სირაძე & თემო საჯაია - იცოდე, როცა სხვას შეიყვარებ სრულად
-
http://i.ytimg.com/vi/xZIZ6Mn3PEw/2.jpgVideo: Paata Burchuladze - Don Carlo - Ella giammi m'amo Added by user: Sando Date: 15.04.2010 (10:48) Description: G. Verdi DON CARLO Paata Burchuladze (Filippo) სრულად
-
http://news.xinhuanet.com/english/2009-11/30/xin_35211063009597651190857.jpgტურე იყო ის 16-ე ფეხბურთელი წლევანდელი სეზონში, რომელმაც მოახერხა გოლის გატანა “ბარსას” რიგებში. “ლა ლიგაში” ძალიან ბევრ ფეხბურთელს აქვს თავი გამოჩენილი “ბარსელონას” მხრიდან. სერხი ბუსკეტსი ერთ-ერთი გამონაკლისია, რომელსაც ესპანეთის ჩემპიონატში გოლი არ უზეიმია. სამაგიეროდ სერხიომ მოახერხა თავის გამოჩენა “საკლუბო მუნდიალზე”, როდესაც “ატლანტას” კარი დალაშქრა. წლევანდნელ სეზონში არიან ფეხბურთელები, რომლებმაც პირველი გოლები [...] სრულად ბარსამანიაზე
-
ალბათ ყველას კარგად გახსოვთ 10 აპრილი... დღე როდესაც მანუელ პელეგრინის თავკაცობით ყველამ ”სანტიაგო ბერნაბეუზე” დიდი სუნი დააყენა. საქმე მადრიდის ”რეალს” ეხება თორე ”ბარსელონამ” თავისი ქნა და დასახულ მიზანსაც მიაღწია. ჩვენი საიტის დამფუძნებელი და მთავარი ადმინისტრატორი GioMMM აღნიშნულ შეხვედრას დაესწრო და რამოდენიმე სურათიც გადაიღო. შეიძლება დიდი არაფერია მაგრამ ვფიქრობ რომ მაინც უნდა დამედო საიტზე. იხილეთ realmadrid.ge
-
http://image.geotorrents.ge/images/i4zso14btw5ejtjrvtcu.jpgგრძელდება ვიქტორინა " გამოიცანი სასტრტო შემადგენლობა " სადაც თქვენ უნდა გამოიცნოთ თუ რომელი ფეხბურთელები დაიწყებენ ალბერტო ძაკერონის გადაწყვეტილებით მატჩს პირველივე წუთიდან . ყველაფერთან ერთად თქვენ გაქვთ საშუალება გამოიცნოთ გამოცდილი სპეციალისტის შესაძლო ცვლილებები თამაშის მსვლელობის დროს . მე - 2 ტური საკმაოდ საინტერესო გამოდგა შემადგენლობის 60 - 70 % აბსოლიტურად ყველამ გამოიცნო , აქედან სულ რამდენიმემ დაამთხვია ცვლილებებიც რითაც დამატებითი ბონუს ქულები ჩაიწერეს . ძირითადათ ამ ეტაპზე შეცდომები დაცვის ხაზის განლაგებაში იყო , რამდენიმეს ეგონა რომ სასტარტოში ლეგროტალიე - კიელინის დუეტი იქნებოდა თუმცა ძაკერონიმ უპირატესობა რელიგიაში გადავარდნილ ლეგროს გამოცდილი კანავაროს მიანიჭა . ამასთანავე აღსანიშნავია რომ აბსოლიტურად არავინ არ ელოდა თუ მოედანზე ერთდროულად იასპარეზებდნენ ფაბიო გროსო და პაოლო დე ჩელიე . რატომღაც ხშირად ფირურირებდა სასტარტო შემადგენლობაში მომო სისოკო რომელიც საერთოდ არ იყო განაცხადში შეყვანილი ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ძაკერონის მიერ გამოცხადებულ ფეხბურთელებს რომელიც ჩვენ საიტზე მუდმივად იდება , ამავე სტატიაშიც კი იხილავთ ამ ბმულს . მოკლედ გისურვებთ წარმატებებს წინ მესამე ტურია ... View the full article
-
http://image.geotorrents.com/images/9zc4n5rr2gqss30ggyj.jpg გამოკითხვა,რომელიც რამოდენიმე დღის წინ ჩავატარე საუკეთესო გოლის არჩევაზე დასასრულს მიუახლოვდა.სრულიადში კი გთავაზობთ გამარჯვებულს. View the full article
-
http://www.tuttosport.com/images/34/C_3_Media_1034734_immagine_l.jpgსამწლიანი დისკვალიფიკაციის განაჩენის გამოტანის შემდეგ, მოჯის ეძლევა შანსი სასამართლომ გამართლებულად გამოაცხადოს. "იუვენტუსის" ყოფილი დირექტორი, კრიტიკის მიღებაზე უარს აცხადებს და "კალჩოპიოლის" სკანდალის, ახალ მტკიცებულებებს იშველიებს: " "კალჩოსთვის", საცოდავი ცხვარი არასოდეს ვყოფილვარ, ამ სიტუაციაში კი მე შემიტყუეს, როცა სხვები იქ დატოვეს, სადაც იყვნენ და იმის გაკეთების უფლება მისცეს, რასაც ადრე აკეთებდნენ. ჩემი გუნდი იმიტომ დაადანაშაულეს, რომ ის იგებდა, იგებდა იმიტომ რო უძლიერესი იყო. რამდენიმე შეხვედრა რომ წაგვეგო, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა. ამ პროცესებისგან ბევრ ტყუილს ველოდები, მათ შორის კი სატელეფონო ზარების შესახებაც. მათი დალუქვა, სიმართლის გამორკვევის შანსს დაგვიკარგავს, სიმართლე კი, სწორედ იქაა. " -აცხადებს მოჯი. View the full article
-
http://image.geotorrents.ge/images/zndz7wnwdqturvtamn7.jpgინტერთან მატჩისთვის ტურინის იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ალბერტო ძაკერონიმ 22 ფეხბურთელს უხმო . ამ მატჩი მონაწილეობის მიღება შეეძლებათ სისოკოს და დიეგოს რომლებმაც სხვადასხვა მიზეზების გამო გამოტოვოს ბიანკონერის ბოლო შეხვედრა . ტრავმების გამო კი დერბი დ' იტალიას ტრეზეგე , გრიგერა , ჯიოვინკო და კიმენტი გამოაკლდებიან . კასერესი კი ჯერ ჯერობით არ არის ბოლომდე მზად რათა მოედანზე გამოვიდეს . View the full article
-
http://u.goal.com/60900/60914.jpgინგლისის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ აღიარა, რომ გამორიცხული არ არის, სანაკრებო მოღვაწეობის შემდეგ, ის კლუბურ კარიერას დაუბრუნდეს. შეგახსენებთ, რომ იტალიელ სპეციალისტს, ინგლისთან კონტრაქტი, 2012 წლის, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ეწურება: " ჩემი მხრივ, პრობლემები ინგლისის ნაკრებთან, არ მაქვს. 2012 წლის შემდეგ, როგორც ეს ადრე ხდებოდა, სამწვრთნელო მომავლის შესახებ კომენტარს გავაკეთებ. საინტერესო და ხიფათიანი თავგადასავლები, ყოველთვის მიზიდავდა. ეროვნული ნაკრების შემდეგ, კლუბის გაწვრთნა სრულიად განსხვავებული რამაა, მაგრამ ამას, არ გამოვრიცხავ. " -აცხადებს კაპელო. View the full article
-
http://i.thisislondon.co.uk/i/pix/2009/03/cup-415x317.jpgპარასკევს ჩემპიონთა ლიგის თასს მადრიდში ჩაიტანენ. საზეიმო ვითარებაში “ბარსელონას” პრეზიდენნტი ჟუან ლაპორტა გადასცემს თასს “უეფას” დელეგაციას. ეს თასი 22 მაისამდე მადრიდში იქნება, ხოლო შემდეგ მას “ჩემპიონთა ლიგის” 2009/10 წლის გამარჯვებული დაეფლება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ “ბარსელონას” წელსაც აქვს შანსი დაეუფლოს 2009/10 წლის სეზონის ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის თასს. ბლაუგრანა 1/2 ფინალშია, [...] სრულად ბარსამანიაზე
-
16 აპრილს 11:00 საათზე, საქართველოს განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სომხეთის განათლების მინისტრს არმენ აშოტიანს შეხვდება. მის: უზნაძის ქ. №52 (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო) 16 აპრილს 11:30 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგაცია ეწვევა. 16 აპრილს 12:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის მოადგილე გოგიტა ჭეჟია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველოში მოქალაქეთა მომსახურების ელექტრონული პროგრამის პრეზენტაციას გამართავს. მის: ქ. ბათუმი, ვახტანგ გორგასლის #126 16 აპრილს 12:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი სხდომა გაიმართება. კომიტეტის სათათბირო ოთახი 16 აპრილს 13:00 საათზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება. ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი 16 აპრილს 13.00 საათზე, ‘ფოლკსვაგენის’ ცენტრში, საფეხბურთო სკოლების ‘საბურთალოსა’ და ‘ოლიმპის’ გაერთიანების შესახებ, პრესკონფერენცია გაიმართება. მის: დავით აღამაშენებლის ხეივანი, მე-9 კილომეტრი 16 აპრილს 13:00 საათზე, თსუ – ს იაპონიის ელჩი მასაიოში კამოჰარას მეუღლე ჯუნკო კამუჰარა ეწვევა. უნივერსიტეტის V კორპუსი, III სართული, აუდიტორია #306 16 აპრილს 14:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია ‘ახალი თაობა – ახალი ინიციატივის’ ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება, რომელზეც ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ჩაჩავა მედიის წარმომადგენლებს წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს გააცნობს. მის: თაბუკაშვილის ქ. #17, 16 აპრილს 14:00 საათზე, სასტუმრო `ქორთიად მარიოტში’ `ქართული აკადემიის’ ინიციატივითა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებან დაკავშირებულ საკითხებზე დისკუსია გაიმართება. 16 აპრილს 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება. პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი 16 აპრილს 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი 16 აპრილს 15:00 საათზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საერთაშორისო ექსპერტს მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩს შეხვედება. მის: უზნაძის ქ. №52(განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო) 16 აპრილს 16:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ თენგიზ კიკაჩეიშვილის 70 წლის იუბილე აღინიშნება. თსუ-ის V კორპუსი, #313-ე აუდიტორია იხილეთ epn.ge
-
დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე მადრიდის "რეალი" სტუმრად დაუპირისპირდება "ალმერიას", ამ მატჩის პირდაპირ ეთერში ყურება შეგეძლებათ ტელეკომპანია "ntv football"–ზე და საიტზე Live.goal.ge... იხილეთ realmadrid.ge