planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
20 აპრილს 11:00 საათზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშაკინი თელავის მე-9 საჯარო სკოლას ეწვევა. მის: თელავის №9 საჯარო სკოლა, ჭავჭავაძის გამზირი №1 20 აპრილს 11:00 საათზე პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება. სხდომათა დარბაზი 20 აპრილს, 11:00 საათზე იუსტიციის სასწავლო ცენტრში კერძო აღმასრულებელები სააღსრულებო საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამის ათვისების მიზნით ტრეინინგს გაივლიან. მის: გორგასლის 24, პროკურატურის შენობა. 20 აპრილს, 13:00 საათზე, სასტუმრო „ვერე პალასში“, „ეროვნული ფორუმი“, „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბთან“ ერთად, პროექტის - „ზუსტი საარჩევნო სიების შედგენისა და ხმის მიცემის პროცესის გაყალბებისგან დაცვის მექანიზმები“_ს პრეზენტაციას ატარებს. მის: ქუჩიშვილის ქ. 24/8 20 აპრილს, 13:00 საათზე, მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” ოფისში “ეროვნული საბჭოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. მის: ლვოვის ქუჩა # 56 20 აპრილს 13:00 საათზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ყოველკვირეული ბრიფინგი გაიმართება. 20 აპრილს 14:00 საათზე, პოლიტიკური მოძრაობა “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავს. თემა: კიევი_მინსკი_ვლადიკავკაზი შეხვედრების შედეგები. მის: ღამბაშიძის #4 20 აპრილს 14:00 საათზე საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სხდომა გაიმართება. კომიტეტის სათათბირო ოთახი (№648) იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/smolensk_airport_lichter-150x150.jpgპოლონელებს შესაძლოა, რუსეთის მიერ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის მკვლელობის მტკიცებულებები ჰქონდეთ. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონურ-გერმანული საინფორმაციო სააგენტო “Polskaweb,, ავრცელებს. სააგენტო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პოლონეთმა რუსული მხარის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება გადაწყვიტა, მას ამისთვის ყველა მტკიცებულებები აქვს. გაზეთი “Rzeczpospolita” იუწყება, რომ ტუ-154 10 აპრილს სპეციალური GPS გადამცემის მეშვეობით პოლონეთის სამხედრო დაზვერვის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. გამოცემის თანახმად, ჯერ არ არის ცნობილი, თუ რა ინფორმაციას ფლობს პოლონეთის სადაზვერვო სამსახური ლეხ კაჩინსკის სიკვდილზე, მაგრამ გაზეთი დარწმუნებულია, რომ სულ მცირე, დაფიქსირებული იქნება ფრენის სიმაღლე, სიჩქარე და ადგილი. არ გამოირიცხება ისიც, რომ იწერებოდა ლაინერის პილოტების სხვა თვითმფრინავებთან და საკონტროლო ანძასთან საუბრები. პოლონეთის დაზვერვა დამოუკიდებელი სტრუქტურაა და პროკურატურას არ ექვემდებარება. პრესა ვარაუდობს, რომ ის აუცილებლად უმეთვალყურებდა ლაინერის ფრენას. სააგენტო “Polskaweb” აცხადებს, რომ სმოლენსკის აეროდრომზე კატასტროფამდე 1 საათით ადრე, რუსულმა სამხედროებმა დასაჯდომი ნათურები შეცვალეს, დაშვების გამაფრთხილებელი შუქურები არასწორად იყო განთავსებული და მათი ტრაექტორია სხვა მიმართულებით იყო მიმართული. ასევე, რამოდენიმე ნათურაზე არ იყო ლინზები და არც შესაბამისად გამართული იყო. ამას ერთ-ერთი ბელორუსი ჟურნალისტის მიერ გადაღებული ფოტოებიც ადასტურებენ. ნათურების შესახებ გახმაურებულ ინფორმაციას პოლონეთის მედიის დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრი კითხვაც დაისვა. მათ შორის: შევიდნენ თუ არა შეცდომაში პოლონელი პილოტები დასაჯდომი განათების გადაადგილების გამო. ცნობილია ისიც, რომ ავიადისპეჩერები ლაინერის პილოტებს მოსალოდნელ “ამავალ ნისლზეც” აფრთხილებდნენ. სააგენტო “Polskaweb” აცხადებს, რომ ტუ-154 ავიაკატასტროფაში პასუხისმგებელნი პოლონელები არ იყვნენ. სმოლენსკთან ავიაკატასტორფა 10 აპრილს მოხდა. ტრაგედია პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა განიცადა. უბედურ შემთხვევას პრესიდენტ ლეხ კაჩინსკის, მისი მეუღლის მარია კაჩინსკას და პოლონეთის ელიტის, სართო ჯამში 97 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყნის პირველი პირები, კრაკოვში, ვაველის სასახლის ტაძარში, პოლონელი მეფეების გვერდით დაკრძალეს. გამოძიებას ერთდროულად პოლონური და რუსული მხარეები აწარმოებენ. ამოღებული 3 შავი ყუთიდან 2 ამ დრომდე რუსეთშია. პოლონელებს მხოლოდ მესამე შავი ყუთი აქვთ და ისინი დანარჩენი ორის მათთვის გადაცემას ითხოვენ. რუსულ საგამოძიებო ჯგუფს დიმიტრი მედვედევის გადაწყვეტილებით, რუსეთის პრემიერი ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობს. იხილეთ epn.ge
-
დავით რობაქიძე 11 წლის ასაკში დაინტერესდა ფოკუსებით. უყურებდა სპეციალურ გადაცემებს ტელევიზორსა და ინტერნეტში და მათი მეშვეობით ითვისებდა ახალ-ახალ ნომრებს. ამჟამად უკვე 1000 ფოკუსის საიდუმლოს ფლობს! ნიჭიერამდე მის ფოკუსებს ვიწრო აუდიტორია- მეგობრები, ოჯახის წევრები და ჯგუფელები ეცნობოდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ფართო მაყურებლისათვის გახდა ცნობილი მისი ნიჭის შესახებ, სადაც არ უნდა წავიდეს, ყველგან უწევს თავისი ნიჭის დემონსტრირება და ჯიბეში ყოველთვის აქვს დასტა კარტი დათო დაინტერესებულია ბიზნესით, პოლიტიკით, ფსიქოლოგიით, ფილოსოფიით. დიდი სურვილი აქვს, ფსიქოლოგიის ლექტორი გახდეს. გარდა ამ ყველაფრისა, წერს ლექსებს და ექსკლუზიურად nichieri.ge-სთვის ლექსიც გვაჩუქა: http://nichieri.ge/files/2010/04/robaqi-300x182.jpg მიუხედავად იმისა, რომ მისი ლექსების უმრავლესობა სასიყვარულოა, დათოს გული ჯერ ისევ თავისუფალია (ყველა სიმპათიური, ჭკვიანი და მხიარული გოგოს გასაგონად!). პროექტში გულშემატკივრობდა ავთო გოგეშვილს. ისინი დიდი ხანია მეგობრობენ . როცა ერთად არიან, მათი სალაპარაკო თემა მხოლოდ ფოკუსებია! ახლა გულშემატკივრობს გუგა ჭყონიას და მოზაიკას. ინტერვიუ დათოსთან შეგიძლიათ მოისმინოთ ამ ლინკზე. მხარი დაუჭირეთ დავით რობაქიძეს. დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ ნომერზე 9128. ერთდროულად 5 ხმის მისაცემად აკრიფეთ 91285. http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1570-225x300.jpgდათო რეპეტიციაზე დათოს კასტინგი: nichieri.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/baramidze4-150x150.jpgნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისია ვიცე პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძის ხელმძღვანელობით დღეს ნატო-ს საკითხებზე საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ”საინფორმაციო ცენტრ ნატო-ს შესახებ” ხელშეწყობით გაიმართა, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის არსებული ინსტრუმენტები და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს. შეხვედრაზე საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებმა თავიანთ სფეროებში ANP-ით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე ისაუბრეს. შეხვედარზე გაიმართა დისკუსია და კომისიის წევრებმა დასმულ შეკითხვას უპასუხეს. შეხვედრის დასასრულს ვიცე პრემიერ-მინისტრმა მოინახულა ”საინფორმაციო ცენტრი ნატო-ს” შესახებ და ცენტრის თანამშრომლებს გაესაუბრა. ვიცე პრემიერ-მინისტრი საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოსთან შეხვედრებს რეგულარულად მართავს. საზოგადოებასთან ეფექტური ურთიერთობისა და აქტიური დიალოგის მიზნით, საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ინიციატივით 2005 წელს შეიქმნა. საბჭო არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და მედიის წარმომადგენლებს აერთიანებს. ის პერიოდულად იკრიბება და მასზე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პრიორიტეტული საკითხები განიხილება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/imagessf.jpegმმართველი გუნდი კადეტთა კორპუსის აღდგენას აპირებს. წინადადების ინიციატორი მთავრობაა. ამის შესახებ ცვლილება ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ კანონში შევა. ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე შევიდა. პროექტი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სამხედრო მოზმადებისა და განათლებასთან დაკავშიებულ საკითხებს არეგულირებს. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის განმარტებით, კადეტთა კორპუსის აღდგენა იგეგმება. პირველ ეტაპზე შეიქმნება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, ხოლო, როდის მოხერხდება მისი რეალიზება, ეს მომავალში გადაწყდება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კორპუსი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის წინადადებით გაუქმდა. იხილეთ epn.ge
-
ნიჭიერის პარკურისტები 2006 წლიდან შეუდგნენ ვარჯიშს. მათი შთაგონების წყარო იყო ფილმი “იამაკისი”. პირველად 16 სართულიანი შენობის მესამე სართულამდე ავიდნენ, ხოლო ცოტაოდენი ვარჯიშის შემდეგ კი უკვე შენობის მეთექვსმეტე სართულამდეც ააღწიეს! თავიდან უყურებდნენ ვიდეოებს და ისე სწავლობდნენ სხვადასხვა ილეთებს. შემდეგ უკვე თავისით დაიწყეს ტრიუკების მოფიქრება. მათმა ხელმძღვანელმა, გივი მაღრაძემ ჩამოაყალიბა პარკურის ფედერაცია, სადაც 7 წევრია გაერთიანებული. ერთი პერიოდი ვარჯიშობდნენ დარბაზში, მაგრამ ვეღარ შეძლეს ქირის გადახდა და ღია ცის ქვეშ გადაინაცვლეს. დიდი იმედი აქვთ, რომ ეს სპორტი პოპულარული გახდება და დაინტერესება გაიზრდება. მათი საყვარელი ფრაზებია: ტრეისერი არ უმტკიცებს თავის სიძლიერეს სხვას, ისინი საკუთარ თავს უმტკიცებენ რაღაცეებს. ყველა ტრეისერი ვალდებულია ასწავლოს სხვას!სამწუხაროდ, გუშინ, რეპეტიციების დროს ერთ-ერთმა მათგანმა,ვატომ, დაზიანება მიიღო, ლავიწის ძვალი გაუტყდა. ამას ძალიან განიცდიან დანარჩენები და თავიანთ დღევანდელ გამოსვლას სწორედ მას მიუძღვნიან! ვატოს ნაცვლად ჯგუფში მათი ერთი მეგობარი დაიმატეს და გუშინ გვიანობამდე ვარჯიშობდნენ. ბიჭები გულშემატკივრობენ დავით რობაქიძეს, მოზაიკას და მარიამ ფაჩულიას. მხარი დაუჭირეთ მათ, დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ ნომერზე 9127. ერთდროულად 5 ხმის მისაცემად აკრიფეთ 91275 http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1566-300x225.jpgსურათი გადაღებულია ვატოს ტრავმის შემდეგ, რის გამოც ის რეპეტიციას ვერ ესწრებოდა პარკური ოპერის სცენაზე, კასტინგი: nichieri.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/erovnuli-forumi-150x150.jpg„ეროვნული ფორუმი“, „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბთან“ ერთად, ხვალ, პროექტის „ზუსტი საარჩევნო სიების შედგენისა და ხმის მიცემის პროცესის გაყალბებისგან დაცვის მექანიზმები“_ს პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაციაში მოცემულია ის მექანიზმები, რომლის მეშვეობითაც უნდა განხორციელდეს ამომრჩევლის რეგისტრაციისა და ხმის მიცემის პროცედურა ამომრჩევლის იდენტიფიკაციის ბიომეტრიული მონაცემების მეშვეობით. პრეზენტაციას ექსპერტები: სოსო ცისკარიშვილი, მამუკა არეშიძე, ზაქარია ქუცნაშვილი, გია ხუხაშვილი, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე, ვახტანგ ძაბირაძე, გია ზესაშვილი დაესწრებიან. პროექტის წარდგენაში ასევე მონაწილეობას, პოლიტიკური პარტიებიც მიიღებენ, მათ შორის „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები”, “რესპუბლიკური პარტია”, “ახალი მემარჯვენეები”, “კონსერვატიული პარტია”, “ლეიბორისტული პარტია”, “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო”, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”, ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის”, ”საქართველოს გზა”, `მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს~ მიიღებენ. პროექტის პრეზენტაციაში ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები: ”სამართლიანი არჩევნები”, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, ”ახალი თაობა – ახალი ინიციატივა”, „ქართული აკადემია”, „დაიცავი საქართველო”, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი მონაწილეობს. პროექტს “ეროვნული ფორუმი” საზოგადოებას ხვალ, სასტუმრო „ვერე პალასში“ 13:00 საათზე წარუდგენს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/images8.jpegყვარლის რაიონის სოფელ გავაზში, დაახლოებით ერთი თვის წინ გაუჩინარებული 17 წლის ბექა ალადაშვილი ხაშურში იპოვეს. ოჯახის ახლობლების განცხადებით, ალადაშვილი სამართალდამცავებმა იმ დროს იპოვეს, როდესაც ხაშურიდან ბათუმში მატარებლით გამგზავრებას აპირებდა. მათივე თქმით, ბექამ საკუთარი ცხენი გაყიდა, აღებული თანხით კი ტანსაცმელი შეიძინა და ბათუმში დასასვენებლად მიდიოდა. ბექა ალადაშვილი 24 მარტს, მინდორში საქონლისთვის ბალახის მოსათიბად ცხენით გავიდა, რის შემდეგაც სახლში აღარ დაბრუნებულა. ოჯახის ახლობლები ვარაუდობდნენ, რომ ბექას ცხენი წაართვეს, კვალის დაფარვის მიზნით კი მოკლეს და მდინარე ალაზანში გადააგდეს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashiashvili27-150x150.jpgპოლიტიკური მოძრაობა “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი პრესის ფურცლებზე ბურჯანაძესა და ნოღაიდელზე დაბეჭდილ სტატიებს ეხმაურება. შაშიაშვილის განცხადებით, მიზეზი იმისა, რის გამოც ბურჯანაძესა და ნოღაიდელს ვერ იჭერენ, იმაში მდგომარეობს, რომ მათი დაჭერის შემთხვევაში, საქმე ევროპის სასამართლომდე მივა, ბრალდებულის სკამზე კი საბოლოოდ, შაშვიაშვილის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდება. “ეს ორი კაცია ქვეყანაში, რომლებმაც პრაქტიკულად იციან ყველაფერი რაც ხდებოდა, ფინანსური, პოლიტიკური ავანიტურები, ავანტიურის მწვერვალზე კი სააკაშვილი დგას,”- აცხადებს “თეთრების” ლიდერი. იხილეთ epn.ge
-
„ალიანსის საქართველოსთვის“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ალიანსის კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი სოფო ხორგუანი წარადგინა. სოფო ხორგუანმა წარდგენისას განაცხადა: „პირობას ვდებ, რომ კრწანისის რაიონის თითოეული მაცხოვრებლის ღირსეული ცხოვრებისთვის ვიბრძოლებ და თითოეული მათგანის ინტერესების დამცველი ვიქნები. ჩემი მთავარი პრიორიტეტი ადამიანი და მისი ღირსეული ცხოვრება იქნება და ამისთვის ბრძოლას ახლავე ვიწყებ. ვიცი, რომ შესაძლებელია სასიკეთო ცვლილებების განხორციელება, რასაც თითოეული მოქალაქე იგრძნობს. ჩვენ შეგვიძლია რეალური ცვლილებების მოტანა ქვეყანაში და ამას გავაკეთებთ. მე კრწანისის თითოეული მაცხოვრებლის დასაქმების, სოციალური ვითარების გაუმჯობესებისა და ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფის პასუხისმგებლობას ვიღებ“. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/vuklani-150x150.jpgმეცნიერებმა დღეს ისლანდიის ვულკანის აქტივობის კლებაზე გამოაცხადეს. ველკანური ფერფლი სამ კილომეტრზე ზემოდ აღარ ადის. განმარტება ისლანდიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა გააკეთეს. აქტივობამ იკლო, თუმცა მეცნიერები და მეტეოროლოგები ამბობენ, რომ ვულკანური ფერფლის გავრცელება ევროპაზე მაინც გაგრძელდება. წინა დღეებში ვულკან ეიიაფიატლაიოკუდლი ფერფლს და ლავას ცაში 6-7 კილომეტრზე ისროდა. ფერფლის ღრუბელი დასავლეთზე გავრცელდა, ევროპის ტერიტორია დაფარა და ავიაგადაზიდვების პარალიზება გამოიწვია. რუსეთის ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემო მონიტორინგის ფედერალური სამსახურის ცნობით, ვულკანის აქტივობის შემცირების მიუხედავად, ვულკანური ფერფლის გავრცელება ევროპაზე გაგრძელდება. პროგნოსის მიხედვით, ფერფლი სამხრეთ ევროპას არ შეეხება, ხოლო დიდ ბრიტანეთზე, საფრანგეთზე და გერმანიაზე კვლავ შენარჩუნდება. ჰიდრომეტეოროლოგების ვარაუდით, დღეს საღამოს ვულკანური ფერფლი პოლონეთის, სლოვაკეთის, რუმინეთის, ბელორუსეთის და მოსკოვის საჰაერო სივრცესაც დაფარავს. ველკანური ფერფლი ავიანავიგაციისთვის სერიოზულ საფრთხეს ქმნის, რის გამოდაც 15 აპრილს ევროპის ტერიტორიაზე ყველა ავიარეისი გადაიდო, რამაც ავიაკომპანიები მილიარდი დოლარით აზარალა. ავიამიმოსვლის ნაწილობრივ აღდგენის შესახებ დღეს შვეიცარიამ, ავსტრიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, ესპანეთმა, საფრანგეთმა, ლატვიამ, ლიტვამ, ბულგარეთმა, რუმინეთმა და ნორვეგიამ გამოაცხადეს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/222.jpeg,,ქრისტიან-დემოკრატების’’ წევრის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, 30 მაისის არჩევნებთან დაკავშირებით რეალური რეზულტატისთვის ამომრჩეველთა სიების ჩასწორება, მათი გამოქვეყნების შემდეგაც უნდა იქნეს შესაძლებელი. როგორც ჟურნალისტებს ვეფხვაძემ განუცხადა, ჩასწორებული სიები უბნებზე არჩევნებამდე არა ორი დღით ადრე, არამედ ერთი კვირით ადრე უნდა გამოქვეყნდეს, რომ პარტიებს მათი ადგილზე გადამოწმების საშუალება ჰქონდეთ. მისი თქმით, ოპოზიციამ სიების მონტირორინგი განახორციელა და ცენტრალური საარჩევნო კომისია შენიშვნების გათვალისწინების პირობას იძლევა, თუმცა ისე არ უნდა მოხდეს, რომ უბნებზე ჩაუსწორებელი სიები გამოაქვეყნონ, რისი პრაქტიკაც ქვეყანაში წინა არჩევნების დროს იყო. ,,სამწუხაროა, რომ სიების მონიტორინგის პროცესში ოპოზიციამ კოორდინირება ვერ მოახერხა, რის გამოც, ერთი და იმავე უბანზე სია რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ გადაამოწმა. ის ფაქტი, რომ თქვათ ზუგდიდიდან არ არის შენიშვნები არ ნიშნავს, რომ იქ არ არის შენიშვნები. უბრალოდ იქ არ იქნა შემოწმებული უბნები სათანადოდ’’, – განაცხადა ვეფხვაძემ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/festivali2-150x130.jpgთელავში ხვალ, 20 აპრილს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი იწყება. ფესტივალის ჩასატარებლად თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 5 000 ლარი გამოიყო. ანიმაციური ფილმების ფესტივალი 3 დღეს გაგრძელდება. ფესტივალის მიზანი მსოფლიო ანიმაციის სამყაროში ქართველი კინემატოგრაფისტების ინტეგრაციაა. ფესტივალის ორაგიზატორი ანიმაციის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი არჩილ დიასამიძეა. ანიმაციური ფილმების პირველი საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში, 2008 წელს ბათუმში ჩატარდა. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის ინფორმაციით, ანიმაციური ფილმების ფესტივალის გარდა თელავში დაგეგმილია ბავშვთა სამუსიკო სკოლების და ქართული ხალხური ცეკვების ფესტივალის ჩატარებაც. ასევე, აღდგება ფესტივალი „ვაზის ყვავილობა“ და კამერული მუსიკის ფესტივალი „ქება ვაზისა“, რომელიც ტრადიციულად შემოდგომაზე ჩატარდება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010021111237-150x150.jpgგურჯაანში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრები ხვთისიაშვილების ოჯახი 24 წლის არჩილ ხვთისიაშვილს უშედეგოდ ეძებს. ახალგაზრდის უგზო – უკვლოდ გაუჩინარების ფაქტზე შს გურჯაანის სამმართველოში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, თუმცა ხვთისიაშვილები პოლიციას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. დაკარგულის მამა აკაკი ხვთისიაშვილი აცხადებს, რომ არჩილი 2007 წლის 9 აპრილის შემდეგ აღარ უნახავთ და მასთან არც კონტაქტი ჰქონიათ. „გაჭირვებული ოჯახი გვაქვს. მეც და ჩემი შვილიც მუშებად ვმუშაობდით, დღიურ ანაზღაურებაზე, მაგრამ პურის ფულს ძლივს ვშოულობდით. არჩილმა გადაწყვიტა პასპორტი აეღო და სამუშაო საზღვარგარეთ მოეძებნა. პასპორტი აიღო. 2007 წლის 9 აპრილს სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა“, – ამბობს დაკარგულის მამა. ოჯახს ეჭვი აქვს, რომ მათი შვილი ან საზღვარგარეთ გავიდა და ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა, ან მოკლულია. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/images7.jpegგლდანში, ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II –ის კურთხევით და თბილისის მერიის ინიციატივით დაწყებული პროგრამის ,,დარგე შენი ხე, გაამწვანე თბილისი“ ფარგლებში ხვალ 350 ნეკერჩხლის ხეს დარგავენ. აქციაში მონაწილეობას საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ვალერი ცერცვაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი შავლიაშვილი და სასამართლოს აპარატის თანამშრომლები მიიღებენ. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზაციულ მხარეს უზრუნველყოფს თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი ქორქაშვილი. იხილეთ epn.ge
-
http://www.polity.ge/images/catalog/blog/nino_kakulia/irma-ratiani-siesta.jpgქართული ენის დაცვის ლოზუნგით საყოველთაო გამოსვლები ლიტერატორებისთვის ტოტალიტარული მარწუხებისგან ლიტერატურული ღირებულებების გადარჩენისთვის ბრძოლის ტოლფასი იყო, რადგან ქართული ენის დაცვასთან ერთად მოსაპოვებელი იყო ის თავისუფლებაც, რაც იმ პერიოდში შეზღუდული მხატვრული აზროვნებისთვის აუცილებელ საკვებს წარმოადგენდა. polity.ge
-
შოთა რუსთაველის ბარელიეფის დაზიანებასთან დაკავშირებით გამოძიების დაჩქარებისა და დამნაშავის დასჯის თხოვნით ისრაელის მხარეს საქართველოს პარლამენტიც მიმართავს. ქნესეთში შესაბამის მიმართვას პარლამენტის ისრაელთან მეგობრობის ჯგუფის წევრები გააგზავნიან. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა განაცხადა, View the full article
-
პოლონეთის პროტესტანტული ეკლესიის მეთაურის მოადგილე მეჩისლავ სისლარი პრეზინდეტ კაჩინსკის დაკრძალვის ცერემონიალიდან დაბრუნების დროს ავტოკატასტროფაში დაიღუპა. 60 წლის სისლარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული 96 ადამიანის, მათ შორის პოლონეთის არმიის ევანგელური ეკლესიის კაპელანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებებიდან ბრუნდებოდა, View the full article
-
საპარლამენტო და არასამთავრობო სექტორის კვოტით პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის შემადგენლობაში (ე.წ. უდოს კომისია) მუშაობის ვადა შესაძლოა, გადაიხედოს. სამთვიანი ვადის გახანგრძლივების ინიციატივით ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილი გამოვიდა, View the full article
-
გორში ამორტიზებული ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით, ასფალტის საფარის მოწყობა ქალაქის ყველაზე მეტად დაზიანებულ 32 ქუჩაზეა გათვალისწინებული, რომელთა საერთო ფართობი 29 433 კვადრატულ მეტრს შეადგენს. როგორც პირWელს გორის მუნციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურიდან აცნობეს, View the full article
-
სოხუმის თეატრის მსახიობს მიხეილ ქვაჭრელიშვილს ხვალ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში დაკრძალავენ. მსახიობს ყვარელში დღეს, 16:30 საათზე გადაასვენებენ. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გამოძიებას თბილისის პროკურატურა აწარმოებს. შეგახსენებთ, რომ მიხეილ ქვაჭრელიშვილის ცხედარი 16 აპრილს თბილისში, View the full article
-
მთაწმინდა-კრწანისის მომსახურების ცენტრში ახალი ელექტრონული სერვისის პრეზენტაცია გაიმართა. ამიერიდან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია საგადასახადო კოდექსის სხვადასხვა დებულებასთან დაკავშირებით. ამასთან, ელექტრონული სერვისის მეშვეობით გადამხდელებს საგადასახადო კოდექსის View the full article
-
პრაიმერისტები ხვალ ლაგოდეხში საერთო კანდიდატს გამოავლენენ. პრაიმერი ამჯერად კონსერვატიული პარტიისა და მოძრაობის სამართლიანი საქართველოსთვის კანდიდატებს შორის იმართება. როგორც პირWელს რადიო ჰერეთიდან აცნობეს, პრაიმერში „კონსერვატიული პარტიიდან - დავით დავითულიანი, ხოლო ნოღაიდელის მოძრაობიდან გიორგი მჭედლიშვილი მიიღებენ მონაწილეობას. View the full article