planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/kakabadze-nana2-150x150.jpgალტერნატიული სახალხო დამცველის ასარჩევად არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს კონსულტაციებს გამართავენ. ამის შესახებ “ექსპრენიუსს” არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანთა უფლებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნანა კაკაბაძემ განუცხადა. არასამთავრობოები აცხადებენ, რომ ალტერნატიული სახალხო დამცველის არჩევის საკითხის დღის წესრიგში დაყენება ოფიციალური ობუდსმენის პასიურმა პოზიციამ და არაეფექტურმა მუშაობამ განაპირობა. “არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მუშაობა თავად გაააქტიურონ და ოფიციალურ სახალხო დამცველს სტიმული მისცენ სამუშაო პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის”, – აღნიშნა კაკაბაძემ. ალტერნატიული სახალხო დამცველის არჩევის თემა ამ ეტაპზე იდეის დონეზეა და კონკრეტული კანდიდატურები წამოყენებული არ არის. შეხვედრის ადგილი ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება. ის სავარაუდოდ, დახურულ რეჟიმში წარიმართება. იხილეთ epn.ge
-
nichieri.ge
-
nichieri.ge
-
nichieri.ge
-
nichieri.ge
-
nichieri.ge
-
nichieri.ge
-
nichieri.ge
-
დღევანდელი ნახევარფინალის შედეგად გამოვლინდა ფინალისტების სრული სია! ხალხის არჩევანი: 1. გულნაზი გოლეთიანი 2. ლევან შავაძე 3. მარი და ბაბი 4. ანა ხანჩალიანი 5. მარიამ ფაჩულია ჟიურის არჩევანი: 6. Next Level 7. მარიამ კახელიშვილი 8. გუგა ჭყონია 9. ავთო ნაცარაშვილი 10. დათო რობაქიძე დამატებითი ფინალისტები: 11. პარკური 12. ვერკა და გიორგი ფინალური კონცერტი გაიმართება 3 მაისს. nichieri.ge
-
http://i.ytimg.com/vi/KuTaEEcxJNw/2.jpgVideo: David Imeri - Flames of Rock Added by user: Admini Date: 19.04.2010 (12:54) Description: დავით იმერი<br> სრულად
-
http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S8y1AXRiHyI/AAAAAAAADko/r4xwcVyURLw/s200/3067918660_efb2223650.jpgვულკანურმა ღრუბელმა მიმართულება შეიცვალა და საქართველოს დაშორდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, კოტე თევდორაძემ განუცხადა. "ამჟამად ჩვენთვის უკეთესი მდგომარეობაა. ღრუბელი კავკასიის ქედის გასწვრივ ისევ არის, თუმცა მან მიმართულება შეიცვალა და ჩრდილოეთით გადაიწია. აქედან გამომდინარე, გამაფრთხილებელი ნოტამი მოვხსენით" - განაცხადა თევდორაძემ. მისივე განცხადებით, ვულკანური ღრუბელი საქართველოში მცირე ხნით აფხაზეთის თავზე შეინიშნებოდა, თუმცა დანარჩენ საქართველოზე მისი გავრცელების საფრთხე ამ დროისათვის მოხსნილია. ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევა 14 აპრილს, გამთენიისას დაიწყო. ფერფლი მთელ ევროპაში გავრცელდა. ვულკანური ღრუბელი ევროპის თავზე, შესაძლოა, კიდევ 4-5 დღე დარჩეს. ფერფლის გავრცელების გამო დახურულია ევროპის საჰაერო სივრცე. ფრენების შეჩერების შედეგად აეროპორტებისა და ავიაკომპანიების ზარალმა ერთ მილიარდ ევროს გადააჭარბა.http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif გახდით "ღია ბოქლომი"-ს ფანკლუბის წევრი Facebook-ზე View the full article
-
რამდენიმე წუთში ნიჭიერი იწყება! ეს ბოლო ნახევარფინალია, სადაც გაირკვევა მე-9 და მე-10 ნახევარფინალისტები, კონკურსანტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან დაძაბული და საინტერესო ნახევარფინალი გველის. გარდა ამისა, დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდება – მას შემდეგ, რაც ხალხი და ჟიური გამოავლენს 2 ფინალისტს, ჟიური დაასახელებს 5 კონკურსანტს, რომლებიც ვერ გადავიდნენ ფინალში, მაგრამ ჟიურისაც და ხალხსაც ძალიან დასწყდა გული. ისინი მეორე შანსს მიიღებენ ფინალის საგზურის მოსაპოვებლად – ამჯერად ყველაფერი თქვენზე, მაყურებლებზეა დამოკიდებული, თქვენ გექნებათ 5 წუთი, რომ დაუმესიჯოთ ამ 5-დან მას, ვისი ხილვაც გსურთ ფინალში. ის ორი მონაწილე, რომელიც ამ 5 წუთის მანძილზე ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს, ფინალში მოხვდება! წინ ძალიან საინტერესო სანახაობაა! მოიმარაგეთ სასუსნაოები და ვუყუროთ ერთად! nichieri.ge
-
საქართველოს საჰაერო სივრცეს ვულკანური ფერფლით დაბინძურება აღარ ემუქრება. როგორც ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციაში აცხადებენ, ვულკანურმა ღრუბელმა მიმართულება შიეცვალა და ამ ეტაპზე საქართველოსთვის უკეთესი მდგომარეობაა. ღრუბელი კავკასიის ქედის გასწვრივ ისევაა, თუმცა მან მიმართულება შეიცვალა და ჩრდილოეთით გადაიწია View the full article
-
პოლიტიკური მოძრაობა თეთრების ლიდერი თემურ შაშიაშვილი პრესის ფურცლებზე ყოფილი მაღალჩინოსნების ნინო ბურჯანაძისა და ზურაბ ნოღაიდელის შესახებ დაბეჭდილ კრიტიკულ მასალებს ეხმიანება და მათ დღემდე არდაჭერას თავისებურად ხსნის. რატომ ვერ იჭერენ ბურჯანაძესა და ნოღაიდელს? – მათი დაჭერის შემთხვევაში საქმე ევროპის სასამართლომდე მივა View the full article
-
ხელისუფლება კადეტთა კორპუსის აღდგენას გეგმავს. პარლამენტში ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი შევიდა, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სამხედრო მომზადებასა და განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს. როგორც ამასთან დაკავშირებით თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტში განმარტავენ, დაგეგმილია კადეტთა კორპუსის აღდგენა, View the full article
-
საზღვარგარეთ მცხოვრები ადვოკატი რუსუდან ცერცვაძე თეთრებს მხარს უჭერს და პრეზიდენტ სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მოითხოვს. ხელისუფლების მონა ადვოკატობას, ღირსების დაკარგვას საზღვარგარეთ მსახურად მუშაობა მირჩევნია. მადლობას გიხდით გაზეთ ღირსების გამოშვებისთვის, სადაც შესაძლებელია სიმართლის გაგება. View the full article
-
ეროვნული ფორუმი ხვალ დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბთან ერთად პროექტის ზუსტი საარჩევნო სიების შედგენისა და ხმის მიცემის პროცესის გაყალბებისგან დაცვის მექანიზმები პრეზენტაციას გამართავს. როგორც პირWელს ფორუმელებმა აცნობეს, პროექტი იმ მექანიზმებს მოიცავს, რომლის მეშვეობით ამომრჩევლის რეგისტრაციისა და ხმის მიცემის პროცედურები View the full article
-
მომხმარებელთა ასოციაციის მიერ ლაბორატორიულად შემოწმებული 15 დასახელების ნამცხვრიდან დადგენილი სტანდარტები მხოლოდ სამმა დააკმაყოფილა. სტანდარტებთან შეუსაბამო აღმოჩნდა კერძოდ, დიდი პოპულარობით მოსარგებლე პრიჩუდა , სუდარუშკა და რულეტები ვიბერი მენია . ამის შესახებ დღეს პრაიმ ტაიმის პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე View the full article
-
ალტერნატიული სახალხო დამცველის ასარჩევად არასამთავრობო ორგანიზაციები ხვალ კონსულტაციებს გამართავენ. როგორც პირWელს არასამთავრობო ორგანიზაციის ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანთა უფლებებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა, ალტერნატიული სახალხო დამცველის არჩევის საკითხის დღის წესრიგში დაყენება View the full article
-
პარტია საქართველოს გზის ლიდერს სალომე ზურაბიშვილს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დედაქალაქში მაჟორიტარობის ორი კანდიდატი ეყოლება. პირWელის ინფორმაციით, ალიანსის საქართველოსთვის სახელით საბურთალოს რაიონში საქართველოს გზის ერთ-ერთი ლიდერი ნათელა მაჭავარიანი იბრძოლებს, გლდანში კი - კახა სეთურიძე. View the full article
-
ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელი მიხეილ თიგიშვილი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თიზ-ში 60-80 ადამიანია დასაქმებული, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არა 80-მდე, არამედ 450 ადამიანია დასაქმებული და მედიასაშუალებებს საკითხის ღრმად გარკვევისკენ მოუწოდებს. View the full article
-
ელენე 28 წლის მოცეკვავეა. უკვე 23 წელია სცენაზე დგას! 12 წლიდან დაიწყო მსოფლიო ხალხური ცეკვების შესწავლა. განსაკუთრებით აღმოსავლურმა ცეკვამ დააინტერესა. მსოფლიო ხალხური ცეკვების ძირითადი ფუნდამენტი ელენე არზუნიანტსმა ასწავლა. შემდეგ საზღვარგარეთ გაემგზავრა სამუშაოდ და პარალელურად ესწრებოდა მასტერკლასებს. ამის შემდეგ უკვე დამოუკიდებლად დაიწყო მეცადინეობა. მუსიკალურ კომოზიციებს თავად ამუშავებს და ამონტაჟებს. ქორეოგრაფიაც საკუთარია. კოსტუმებს თავისი ხელით კერავს, რაც ძალიან დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს. აქსესუარებსაც თვითონ ქმნის, რაშიც მეუღლეც ეხმარება. 11 წლის წინ, რეპეტიციის დროს სერიოზული ტრავმა მიიღო. ექიმებმა ჩათვალეს, რომ ის სიარულსაც კი ვეღარ შეძლებდა! ხერხემლის მძიმე დაზიანება ჰქონდა და სამი თვის მანძილზე საწოლს იყო მიჯაჭვული. ძალიან განიცდიდა, რომ არათუ საყვარელ საქმიანობას – ცეკვას ვერ შეძლებდა, ფეხზეც კი ვეღარ გაივლიდა. თუმცა ერთ დღესაც გადაწყვიტა, რომ არ დანებებულიყო და სცადა ვარჯიშის დაწყება. ნელ-ნელა გამოკეთდა და ფეხზე დადგა! ყველაფერი თავიდან ისწავლა – სიარულიც და ცეკვაც… ახლა ელენეს საკუთარი სტუდია აქვს, სადაც მოსწავლეებს გადასცემს თავის ცოდნას. ძალიან უნდა, რომ საქართველოში პოპულარული გახდეს აღმოსავლური ცეკვები. აქვე, შეგიძლიათ ეწვიოთ ელენის პერსონალურ ვებ გვერდს და მიიღოთ მეტი ინფორმაცია მის შესახებ http://www.elen-oriental.com/ ნიჭიერის ნახევარფინალში შემოგვთვაზებს მოდერნისტულ აღმოსავლურ ცეკვას – Tribal fusion. სხვა მონაწილეებიდან გულშემატკივრობს ანი ხანჩალიანს. მხარი დაუჭირეთ ელენე ჩიხლაძეს. დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ ნომერზე 9130. ერთდროულად ხუთი ხმის მისაცემად აკრიფეთ 91305. http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1548.jpg ელენე ჩიხლაძე კასტინგზე: nichieri.ge
-
პეტრე, იგივე გირო ჩილინგარაშვილს საოჯახო ცირკი ჰქონდა. ცირკში მოღვაწეობდნენ თვითონ, თავისი ილუზიონისტი მეუღლე, ძალოსანი შვილები და ქალიშვილი, რომელიც დამტვრეულ შუშებზე ცეკვავდა კიდეც! სხვადასხვა რეგიონებში მართავდნენ წარმოდგენებს, ძირითადად ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით. 20 წელია, რაც ამ საქმიანობას თავი დაანებეს. შვილები უკვე 13 წელია საფრანგეთში ცხოვრობენ. შვილიშვილები საერთოდ არ უნახავს და სწორედ მათ გამო მიიღო მონაწილეობა ნიჭიერში. უნდა საკუთარ შვილიშვილებს აჩვენოს, რომ მათი ბაბუა ისევ ჯანზეა. გირო საქართველოს ცირკის დამსახურებული ძალოსანია! ამჟამად ცხოვრობს ახალციხეში, სოფელ არალში და სამეურნეო საქმიანობას ეწევა. უგულშემატკივრეთ გიროს, დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ ნომერზე 9129. ერთდროულად 5 ხმის მისაცემად აკრიფეთ 91295. http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1565.jpg გირო კასტინგზე: nichieri.ge