Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. სერიის ყველა საუკეთესო ტრადიციების შენახვით, Battlefield: Bad Company 2 სთავაზობს თამაშის თაყვანისმცემელთა საყურადღებოთ უამრავ ახალ საინტერესო შესაძლებლობებას. ბრძოლა მოგიწევთ სხვადასხვა პირობებში: დათოვლილ ტყეებში და გაუვლელ ჯუნგლებში, ცხელ უდაბნოებში და შეუვალ მთებში, რაც მოგცემთ სხვადასხვა ტაქტიკის გამოყენების საშუალებას. ასევე მოთამაშეები შეძლებენ უნიკალური ტაქტიკური ილეთების რეალიზებას, და ბრძოლაში ახალი ტიპის ტექნიკის გამოყენებას, ყველგანმავალის ATV და სატრანსპორტო ვერტმფრენის UH-60-ის ჩათვლით. ამის გარდა პროექტში წარმოდგენილია ტექნიკის მოდიფიკაციის შესაძლებლობები, რაც გააფართოვებს იარაღების და საბრძოლო მანქანების არჩევანს. თამაშის უნიკალურ გრაფიკულ ძრავში Frostbite-ში შეტანილი გაუმჯობესებების ხარჯზე, თამაშში გამოყენებულია თანამედროვე ვიზუალური ეფექტები, დაზიანებების რეალისტური სისტემა. View the full article
  2. ხვალ ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქპატენტი მასშტაბურ ღონისძიებას გამართავს. როგორც პირWელს საქპატენტიდან აცნობეს, ღონისძიება ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ღია ცის ქვეშ გაიმართება. ღონისძიებაზე საქართველოში მოღვაწე დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, View the full article
  3. კოდი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ჩამოწოლილ ზვავში მოყოლილი ავტომანქანის ამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ავტომანქანაში თენგიზ ძაბძულიძესთან ერთად სავარაუდოდ, კიდევ ორი ადამიანი იმყოფება. მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური, თუმცა სამუშაოები უამინდობის გამო ამ დრომდე ვერ ხორციელდება. View the full article
  4. საქართველოში ამინდი 28 აპრილიდან კვლავ გაუარესდება. როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში აცხადებენ, დღეიდან საქართველოში ნალექის ინტენსივობა იკლებს და უნალექო ამინდი საქართველოში 3 დღის განმავლობაში შენარჩუნდება. უახლოესი სამი დღის განმავლობაში საქართველოში ამინდის გაუარესება მოსალოდნელი არ არის. View the full article
  5. სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრში დღეს ლალი როსებას პიესის პრემიერა პრემიერა გაიმართება. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია დიმიტრი ხვთისიაშვილი. სპექტაკლში მსახიობები მერაბ ბრეკაშვილი, ლორინა პაპუაშვილი, ლიანა მიქაშავიძე და მარინა სოლომონია მონაწილეობენ. პრემიერა მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მცირე სცენაზე გაიმართება. View the full article
  6. დღეს 142-ე საჯარო სკოლაში ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფრენბურთის ტურნირის დასკვნითი შეხვედრა გაიმართება. როგორც პირWელს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირიდან აცნობეს, ტურნირში თბილისის ხუთივე რაიონის თითო ნაკრები და ბაკურიანის საჯარო სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ. View the full article
  7. კინოთეატრ ამირანის ლიტერატურულ კაფეში დღეს გამომცემლობა ინტელექტი ზაზა ბიბილაშვილის ახალი კრებულის ჩემი მდოგვის მარცვალი პრეზენტაციას გამართავს. როგორც პირWელს გამომცემლობა ინტელექტიდან აცნობეს, წიგნში 60-მდე ლექსი და ერთი ლირიკული პოემაა შესული. View the full article
  8. ევროსასამართლოში სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვა 27 აპრილს იგეგმება. როგორც პირWელს გირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ განუცხადა, ევროსასამართლომ მოსამართლე ნონა წოწორიას შემცვლელად ქართული მხარის მიერ წარდგენილი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ადეიშვილი დაამტკიცა. View the full article
  9. ხვალ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ საქპატენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. როგორც პირWელს საქპატენტიდან აცნობეს, მემორანდუმს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი View the full article
  10. სახალხო მართმადიდებლური მოძრაობა ევროპის მოედნისთვის სახელის შეცვლის მოთხოვნით გამოდის. როგორც პირWელთან საუბრისას მოძრაობის თავმჯდომარემ მალხაზ გულაშვილმა განაცხადა, ამჟამინდელი ევროპის მოედანი სწორედ ის ადგილია, სადაც 100 000 ქართველი აწამეს, შესაბამისად, მოედანს 100 000 მოწამის სახელი View the full article
  11. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად ემზადება. ევროსაბჭოს ტრიბუნა დებატებისთვის რუსეთ-საქართველოს საკითხების განხილვას სავარაუდოდ, კვლავ დაეთმობა. სხდომის დღის წესრიგის პროექტით 2008 წლის აგვისტოს ომსა და მის შედეგებზე მოსმენა და ჰაიდი ტალიავინის მიერ View the full article
  12. http://www.polity.ge/images/catalog/world/caucasus/armenia_turkey.jpgაშშ–ს მიერ მხარდაჭერილმა სასაზღვრო ხელშეკრულებამ მარცხი განიცადა მას შემდეგ, რაც არცერთმა მხარემ არაფერი არ იღონა შეთანხმების რატიფიკაციისთვის, რომლის მიზანიც არსებული წინააღმდეგობების დაძლევა იყო. polity.ge
  13. http://i.ytimg.com/vi/RT0xEn7-re8/2.jpgVideo: Anri Jokhadze & Ani Siradze - Batumi Added by user: Sando Date: 24.04.2010 (12:17) Description: ანრი ჯოხაძე &ანი სირაძე - ბათუმს სრულად
  14. http://i.ytimg.com/vi/a3_-D7_8Ix4/2.jpgVideo: Nugzar Ergemlidze - Romeli tselia Added by user: Gelka Date: 24.04.2010 (10:58) Description: ნუგზარ ერგემლიძე - რომელი წელია სრულად
  15. http://i.ytimg.com/vi/j3USUR0AvOc/2.jpgVideo: Duet Georgia - Monatreba Added by user: ani2310 Date: 24.04.2010 (10:55) Description: დუეტი ჯეორჯია - მონატრება (ეძღვნება ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას)<br> სრულად
  16. http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S9MWQOttI4I/AAAAAAAADmA/5n86f3VmpZQ/s200/26906_1409796652009_1445260650_31063950_791274_n.jpg“უნიკალური სპეცოპერაცია,” - ასე აფასებს 10 აპრილს სმოლენსკთან მომხდარ ტრაგედიას ანტიტერორიზმის, უსაფრთხოებისა და დაცვის სპეციალისტი, ვასილ გიგოლაშვილი. ნიშანდობლივია, რომ ტერაქტის ვერსიაზე პოლონური გამოძიებაც მუშაობს. ძნელი სათქმელია, ეს ვერსია გამართლდება თუ არა, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ეჭვის საფუძველს აშკარად იძლევა. სხვათა შორის, უცნაურია, რომ ლეხ და მარია კაჩინსკების დაკრძალვაზე, დიმიტრი მედვედევის გარდა, პოლონეთში მსოფლიოს არც ერთი გავლენიანი ლიდერი არ ჩასულა. არჩასვლის ოფიციალურ მიზეზად ისლანდიის ვულკანი სახელდება, რომლის გამოც ევროპის საჰაერო სივრცე ჩაიკეტა, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ კატინის ტრაგედიის მიმართ თეთრი სახლი დღემდე დუმს. ამასთან, თვალშისაცემია, რომ ამერიკიდან პოლონეთში ჩასვლა მიხეილ სააკაშვილმა შეძლო. ქართული ანდაზაა, თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევაო, ანუ თუ ბარაკ ობამას დაკრძალვის ცერემონიალზე ჩასვლის სურვილი ჰქონდა, ცხადია, “ვულკანურ ბარიერებს” გადალახავდა და კრაკოვში ჩავიდოდა, თუმცა როგორც ჩანს, ამერიკის პრეზიდენტს ამის სურვილი მაინცდამაინც არ ჰქონდა. რატომ? - ეს რიტორიკული კითხვაა, თუმცა ვასილ გიგოლაშვილი, რომელსაც, სხვათა შორის, ცე-რე-უ-ს, ამერიკის საიდუმლო სამსახურისა და სამხედრო დაზვერვის სკოლა აქვს დამთავრებული და, შესაბამისად, ამერიკული სპეცსამსახურულ მუშაობას კარგად იცნობს, არ გამორიცხავს, რომ კატინის ტრაგედია მხოლოდ “რუსული ძაფებით” არ იყოს მოქსოვილი. თუკი გავყვებით ვერსიას, რომ ლეხ კაჩინსკის ტერაქტი მოუწყვეს, ბუნებრივია, იბადება კითხვა: ვის უშლიდა პოლონეთის პრეზიდენტი ნერვებს და ვის ინტერესში შედიოდა მისი თავიდან მოცილება? ვასილ გიგოლაშვილი ამ კითხვაზე პირდაპირ არ პასუხობს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბოლო დროს კაჩინსკიმ რამდენიმე ანტიამერიკული და ანტიევროპული განცხადება გააკეთა, ანუ პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტი თითქმის ერთადერთი ევროპელი ლიდერი იყო, რომელიც რუსეთს ღიად უპირისპირდებოდა, ანუ შეიძლება ითქვას, რომ კაჩინსკი, თავისი ქმედებებით, მსოფლიოს ახალი გადანაწილების პროცესს აფერხებდა. ეს ვერსია შესაძლოა, გულუბრყვილოა, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ საბედისწერო რეისამდე სიტუაცია ყირგიზეთში აირია. მართალია, უკრაინა არეულობას გადაურჩა, მაგრამ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებით იქ “ყვავილოვანი რევოლუცია” დამთავრდა. სხვათა შორის, პოლონეთი საბჭოთა გავლენის პირველი ქვეყანა იყო, სადაც გასული საუკუნის 80-წლებში ე.წ. ფერადი რევოლუცია პირველად მოხდა და ქვეყნის სათავეში ლეხ ვალენსა მოვიდა... კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელზეც “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას ვასილ გიგოლაშვილი აქცენტს აკეთებს: 1991 წელს რუსეთის იმჟამინდელ მმართველს, ბორის ელცინსა და ჯორჯ ბუშ-უფროსს შორის გაფორმდა საიდუმლო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ამერიკის შეერთებული შტატები იმ რესპუბლიკებზე, რომლებიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში 1938 წლამდე შევიდნენ, უარს ამბობდა. მოგვიანებით, ანუ მაშინ, როცა თეთრმა სახლმა საქართველოში, უკრანაში, შუა აზიასა და სხვაგან ფერადი რევოლუციების მოწყობა დაიწყო, პუტინმა, როგორც გიგოლაშვილი ამბობს, ამერიკელებს სწორედ ზემოხსენებული საიდუმლო ხელშეკრულება გაახსენა... საერთოდ, ამბობენ, რომ ცხოვრებაში და, მით უმეტეს, პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება. აქედან გამომდინარე, 10 აპრილის საბედისწერო რეისიც შესაძლოა, სპეცსამსახურების მიერ კარგად დაგეგმილი ოპერაცია იყო, რომელიც მსოფლიოს ახალ გადანაწილებაში თავის კვალს აუცილებლად დატოვებს. ისე, ალბათ, ყურადღებამისაქცევია, რომ მეოცე საუკუნეში ორივე - პირველი და მეორე მსოფლიო ომი სწორედ პოლონეთის, ასე ვთქვათ, საბაბით დაიწყო.იმას, რომ კატინის წლევანდელი ტრაგედიის კვალი შესაძლოა, ტერქტამდე მივიდეს, რამენიმე გარემოება ამძაფრებს. მაგალითად, საინტერესოა, პოლონეთის მთელი პოლიტიკური და სამხედრო ელიტა ერთი თვითმფრინავით რატომ მგზავრობდა. ამასთან, ვასილ გიგოლაშვილი, ერთი შეხედვით, მარტივ, თუმცა საინტერესო კითხვას სვამს: რატომ ემსახურებოდა პრეზიდენტს თვითმფრინავი “ტუ-154”? ისე, კაჩინსკისთვის ე.წ. საჰაერო ინციდენტები უცხო ნამდვილად არ ყოფილა:2008 წლის ოქტომბერში ლეხ კაჩინსკის ბრიუსელში გამგზავრება ჩარტერული რეისით მოუხდა, რადგან პრემიერ-მინიტრ ტუსკის კანცელარიამ პრეზიდენტს ევროკავშირის სამიტში მონაწილეობის მისაღებად სპეცთვითმფრინავით გაფრენის საშუალება არ მისცა. 2008 წლის 2 დეკემბერს 20-გრადუსიანმა ყინვამ მწყობრიდან გამოიყვანა პრეზიდენტის ტუ-154 ტიპის თვითმფრინავი. იმ დღეს კაჩინსკი, აზიური ტურნეს ფარგლებში, ულან-ბატორიდან ტოკიოში უნდა გამგზავრებულიყო, მაგრამ თვითმფრინავის გაუმართაობის გამო, იძულებულ გახდა, მონღოლეთში შეჩერებულიყო. თვითმფრინავის მართვის მექანიზმის შეკეთება ვერ მოხერხდა და კაჩინსკი ტოკიოში 8-საათიანი დაგვიანებით, ჩარტერული რეისით ჩაფრინდა.იმავე წლის 3 დეკემბერს პოლონეთის მთავრობამ მთავრობისთვის ახალი თვითმფრინავების შეძენის გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ მთავრობა პრეზიდენტისთვის საუკეთესო თვითმფრინავის ყიდვას არ აპირებს და ისეთ თვითმფრინავს შეუძენს, რომლითაც პრეზიდენტის ელემენტარული უსაფრთხოება გარანტირებული იქნება. ერთხელ, კაჩინსკის თვითმფრინავი კორეაში მაღალ ტურბოლენტურობის ზონაშიც მოხვდა. ძლიერი ქარის გამო, მფრინავმა ვერ შეძლო პრეზიდენტის თვითმფრინავის პირველ ცდაზე დასმა და იძულებული გახდა, სიმაღლე აეღო და სეულში დაფრენა მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო. 2009 წლის 14 იანვარს, თვითმფრინავის გაყინვის გამო, პოლონეთის პრეზიდენტი დაგვიანებით გაფრინდა უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსთან დაგეგმილ შეხვედრაზე. 2009 წლის 17 სექტემბერს მწყობრიდან გამოვიდა პოლონეთის სამთავრობო ორივე თვითმფრინავი. იმხანად გავრცელდა ინფორმაცია, რომ 15 სექტემბერს მოსკოვიდან ვარშავაში დაფრინდა ერთ-ერთი თვითმფრინავი, რომელიც რუსეთში ხანგრძლივ რემონტზე იდგა და მოსკოვიდან დაბრუნებისთანავე, მწყობრიდან გამოვიდა. კაჩინსკის ნიუ-იორკში გამგზავრება სარეისო თვითმფრინავით მოუწია. გარკვეული პრობლემები შეექმნა პრეზიდენტის თვითმფრინავს 2008 წლის აგვისტოშიც, როცა ლეხ კაჩინსკი საქართველოში რუსული აგრესიის გასაპროტესტებლად მოფრინავდა. მაშინ თვითმფრინავი აზერბაიჯანში დაჯდა და პოლონეთის პრეზიდენტის თბილისში ავტომობილით ჩამოვიდა. ეს ინციდენტი იმით დამთავრდა, რომ ვარშავაში დაბრუნებულმა კაჩინსკიმ პილოტო დაითხოვა. მოგვიანებით, ანუ 2009 წელს ლეხ კაჩინსკი საქართველოს ისევ ეწვია და მიხეილ სააკაშვილმა რუსებიგან ოკუპირებულ ახალგორში წაიყვანა. პრეზიდენტების ესკორტზე თავდასხმა მოხდა. “ახალგორის ინციდენტს” კაჩინსკის დაცვის უფროსი შეეწირა - მას თანამდებობა დაატოვებინეს. როგორც ვასილ გიგოლაშვილი “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას ამბობს, სახელმწიფო დაცვის ხელმძღვანელების შეცვლა შემთხვევით არ ხდება. ყოველ შემთხვევაში, როგორც ისტორია მოწმობს, მსოფლიოს თითქმის ყველა ლიდერის საეჭვო გარდაცვალებას წინ სწორედ დაცვის შეცვლა უძღვოდა. გიგოლაშვილის თქმით, სტალინს დაცვა გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე შეუცვალეს. დაცვის “როტაცია” ინდირა და რაჯივ განდების, ჯონ კენედის მკვლელობების წინაც განხორციელდა. ასევე, დაცვა შეიცვალა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებამდეც. ამასთან, გიგოლაშვილის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში პრესიდენტს რამოდენიმეჯერ შეეცვალა დაცვის უფროსი და დაცვის თანამშრომლები... საერთოდ, დაცვის სამსახური, ვასილ გიგოლაშვილის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი რგოლია, რომელზეც პოლიტიკური მოვლენები პირდაპირ აისახება. ამ კონტექსტში, ალბათ, გასახსენებელია, რომ “ვარდების რევოლუციის” წინ ედუარდ შევარდნაძის დაცვა გამოიცვალა, რასაც უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის, ნუგზარ საჯაიას ბურუსით მოცული თვითმკვლელობაც მოჰყვა... ყველაფერი კი “ვარდების რევოლუციით” დამთავრდა. “დაცვის სამსახური სისტემა ნაძვის ხის პრინციპითაა აწყობილი და თუ ღერო მოიშალა, ყველაფერი ხუხულასავით იშლება. ღეროს მოშლა კი 4-5 პიროვნების მოცილებითაა შესაძლებელი”, - ამბობს გიგოლაშვილი...წესით და რიგითი, ქვეყნის მეთაური დაცვის სამსახურის უფროსს ემორჩილება, თუმცა პრეზიდენტს აქვს უფლება, სამსახურის უფრსი და დაცვის წევრიც გამოცვალოს. ასეთ გადაწყვეტილებას, როგორც ვასილ გიგოლაშვილი ამბობს, პირველი პირები “ვიღაცის” წაფითილებით იღებენ. ეს “ვიღაც” კი შესაძლოა, სრულიად არაპოლიტიკური ფიგურა იყოს, რომელიც “დასაცავ ობიექტთან”, უბრალოდ, დაახლოებულია და მასზე გავლენის მოხდენა შეუძლია...ზემოხსენებული ვიღაცეები “პირველების” გვერდით, როგორც წესი, მრავლად არიან ხოლმე... მოკლედ, მსოფლიოს ახალი გადანაწილება გადამწყვეტ ფაზაში შედის! ["ქართული სიტყვა"]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif გახდი "ღია ბოქლომი"-ს ჯგუფის წევრი Facebook-ზე View the full article
  17. http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S9MNmzsAfkI/AAAAAAAADl4/DZDCclmN1j0/s200/20467_1154877323513_1575116286_30338628_4761015_n.jpgქართული მისტიკური ტრილერი “სპამი“ ბოლო დროს საქართველოში გადაღებული ფილმებისგან მკვეთრად განსხვავდება. პირველ რიგში ჟანრობრივად, რადგან მსგავს ჟანრს ქართველი რეჟსორები ერიდებიან. რეჟისორმა ერთის მხრივ სარისკო ნაბიჯი გადადგა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს მისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ნამუშევარია. ფილმში უხვადაა გამოყენებული რეალური სპეცეფექტები, რაც ძლიერ ზემოქმედებას მოახდენს მაყურებელზე.ფილმის რეჟისორია რამაზ ჩაჩანიძე. მთავარ როლებს ასრულებენ: დავით ქაცარავა, ირაკლი სანაია, მირიან ჯეჯელავა, გვანცა კორშია, სოფი მაიერი, სოფია სებისკვერაძე, სალომე თათარაშვილი.ეპიზოდებში იხილავთ გამოცდილ და პროფესიონალ მსახიობებს – ლაშა ოყრეშიძეს და ნინო თარხან-მოურავს. ფილმს საფუძვლად უდევს მე-19 საუკუნეში ერთ-ერთ ქართულ სოფელში მომხდარი პარანორმალური ამბავი. მოქმედება თანამედროვეობაში ხდება. ელექტრონული ფოსტის სპამი-ს განყოფილებაში ერთ-ერთი მთავარი გმირის მიერ წაკითხული შეთავაზება საბედისწერო აღმოჩნდება ფილმის გმირებისთვის. ახალგაზრდები ამ შეთავაზების მიხედვით მიდიან უიქენდზე კოჯორში, მიტოვებულ სახლში დროის გასატარებლად. თუ რა მოხდება იქ, ამას კინოთეატრში მისული მაყურებელი ნახავს. გადაღებების ნაწილი მართლაც კოჯორში მიმდინარეობდა. ფილმი დატვირთულია სხვადასხვა სახის ემოციებით. მხოლოდ შიში არაა თანმდევი ლეიტმოტივი. მაყურებელი იხილავს როგორც საშიშ სცენებს და ბევრ სისხლს, ასევე ულამაზეს ეროტიკულ სცენებს და თქვენ წარმოიდგინეთ იუმორსაც კი. ფილმის ბიუჯეტია – 120 000 ლარი. ეს მართლაც არაორდინალურად დაბალი ციფრია, ხოლო მიღებული შედეგი თავად განსაჯოს მაყურებელმა.გადამღები ჯგუფის უმაღლესი დონის პროფესიონალიზმმა დანაპირობა გადაღებების გეგმიური დასრულება და რა თქმა უნდა პროდუქტის მაღალი ხარისხი. ასევე კომფორტი გადასაგებ მოედანზე მსახიობებისთვის, რომლებიც სრულმეტრაჟიან ფილმში პირველად მონაწილეობდნენ. სპამ-ის ოფიციალური ტრეილერი უკვე ტრიალებს კინოთეატრების ეკრანზე. სხვა ფილმებზე მისული მაყურებელი უკვე დიდი ინტერესით ელის ფილმის პრემიერას. რეაქციებიც ძალიან საინტერესო და დაძაბულია ჯერ მხოლოდ ტრეილერის ნახვისას. პრემიერა შედგება 5 მაისს კინოთეატრბში “რუსთაველი” და “ამირანი.” 5 მაისს “ამირანში” მისულ სტუმრებს საინტერესო სანახაობა ელის. გაიმართება “სპამი” –ს სცენარის მიხედვით დაწერილი წიგნის პრეზენტაცია. ასევე საშინელებათა ჟანრის მხატვარ ლაზარე გუგუშვილის გამოფენა. ფილმის შინაარსისა და მოქმედი გმირების, ასევე გადამღები ჯგუფის შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია იხილოთ საიტზე - www.tbilifilm.com საიტზე შექმნილია ფორუმი, სადაც ნაბისმიერ ვიზიტორს შეუძლია საკუთარი აზრის დაფიქსირება. პირველივე გვერდზე ნახავთ უკუსვლის საათს, რომელიც პრემიერამდე დღეებს, საათებს, წუთებს, წამებს და მილიწამებს ითვლის. [ წყარო: presa.ge]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif გახდით "ღია ბოქლომი"-ს ფანკლუბის წევრი Facebook-ზე View the full article
  18. http://epn.ge/wp-content/uploads/aversi_Logo1-150x125.jpg შიდა ქართლის გუბერნატორის ლადო ვარძელაშვილის ინიციატივით ,,ავერსის კლინიკა” ხვალ გორის რაიონის სოფელ ტყვიავში მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაატარებს. კლინიკის თერაპევტი, კარდიოლოგი, ოფთალმოლოგი,ნევროლოგი, პედიატრი, სტომატოლოგი და ექოსკოპისტი სოფლების ტყვიავის, ტირძნისის, ერგნეთის, ბროწლეთის, თერგვისის და მეღვრეკისის მოსახლეობის გასინჯვებს მოახდენენ. კლინიკის კვალიფიციური სპეციალისტები ულტრათანამერდოვე აპარატურით მოსახლეობას ოფთალმოლოგიურ და ექოსკოპიურ დიაგნოსტირებას ჩაუტარებენ და 7 000 ლარის ღირებულების მედიკამენტებს უფასოდ გადასცემენ. მსგავსი აქცია კლინიკის ექიმებს დაგეგმილი აქვთ გორის და ქარელის რაიონის სხვა სოფლებშიც. იხილეთ epn.ge
  19. http://www.epn.ge/wp-content/uploads/CESKO3.jpgცესკოში რეგისტრაციიდან მოხსნილი პირების არჩევნებში მონაწილეობის საკითხი წყდება. ჯერ კიდევ არ არის ცნობილი საბოლოო გადაწყვეტილება თუ როგორ და სად მიიღებს, თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას, რეგისტრაციიდან მოხსნილი ის 12 ათასი პირი, რომლებიც ბინის მესაკუთრის მოთხოვნის საფუძველზე იქნენ რეგისტრაციიდან მოხსნილი. ამასთან დაკავშირებით ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პოლიტიკური პარტიებთან კონსულტაციებს მართავს. ზურაბ ხარატიშვილის თქმით, აღნიშნულ პირებს უნდა მიეცეთ საშუალება მიიღონ მონაწილეობა თბილისის მერის არჩევნებში, ბოლო რეგისტრაციის მიხედვით. რასაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან და მოითხოვენ ამ პირების საარჩევნო სიიდან ამოღებას და ხმის მიცემის უფლების მინიჭებას მხოლოდ ხელახალი რეგისტრაციის შემდეგ. იხილეთ epn.ge
  20. http://www.epn.ge/wp-content/uploads/gilauri7-150x150.jpg2%-იანი ზრდის ნაცვლად, 2010 წელს ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 5 %-მდე იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ასევე გადაიხედება ყველა იმ ინვესტორის გადავადებული ვალდებულებები, რომელიც კრიზისის გამო ვერ შესრულდა. “პირველი კვარტლის შედეგი 17 % ზრდა არის, თვითონ შიდა პროდუქტს აქ ჩვენ საწყისი ციფრი ჩადებული გვქ 2 %-იანი ზრდა, თუმცა, სავარაუდოდ, ბევრად უფრო მაღალი იქნება და 2010 წელს ზრდა 3-5% იქნება”,- განაცხადა გილაურმა. იხილეთ epn.ge
  21. http://www.epn.ge/wp-content/uploads/gilauri6-150x150.jpgპრემიერ მინისტრი ნიკა გილაური დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოში სტიქიისგან გამოწვეულ პრობლემებს შეეხო. მისი თქმით, ადგილზე იმყოფებიან მინისტრების, რომლებიც სიტუაციას აკონტროლებენ. “სერიოზულ პრობლემა შეექმნა მოსახლეობას, ევაკუირებულია 600-მდე ოჯახი. იქ იმყოფებიან მინისტრები, რეგიონალური განვითარების მინისტრი, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი და შესაბამისად ისინი აკონტროლებენ სიტუაციას”,- განაცხადა გილაურმა მთავრობის სხდომაზე. იხილეთ epn.ge
  22. http://www.epn.ge/wp-content/uploads/timoshenko1-150x150.jpgუკრაინაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ყველა ეროვნული ინტერსის საწინააღმდეგო ხელშეკრულება გაუქმდება. ამის შესახებ უკრაინის ოპოზიციის ლიდერმა იულია ტიმოშენკომ კიევსა და მოსკოვს შორის დადებული ხელშუკრულების შავი ზღვის ფლოტის ყირიმში დარჩენის ვადის შესახებ კომენტირებისას გააკეთა. ”როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონსტიტუციით დადგენილ ვადებში მოხდება, უკლებლივ ყველა გარიგება, რომელიც უკრაინის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება დენონსირებული იქნება”,- განაცხადა ტიმოშენკომ. რუსეთსა და უკრაინას შორის ხელშეკრულება ყირიმში შავი ზღვის ფლოტის ბაზირების ვადის 25 წლით გაგრძელების შესახებ ხელშეკრულებას ორშაბათს ხარკოვში მოეწერა ხელი. იხილეთ epn.ge
×
×
  • შექმენი...