planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
საჯარო მოხელეების ნარკოტიკებზე ახალი მეთოდოლოგიით - თმის ღერით გამოკვლევის ინიციატიცის ავტორი, დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე დღეს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის სახელმწიფო ბიუროს ეწვევა და თმის ღერზე გამოკვლევას თავად ჩაიტარებს. ამასთან, დეპუტატი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს View the full article
-
პროექტის დაწყებასთან ერთად ამ ბლოგზე “ინტერნეტ-ნიჭიერის” კონკურსი დაიწყო. მსურველები საკუთარი ნიჭის ამსახველ ვიდეოებს გვიგზავნიდნენ, რომლებიც მოგვიანებით ბლოგზე განვათავსეთ და თქვენ, მკითხველებს მოგეცით საშუალება, გეთქვათ თითოეული მათგანისთვის “კი” ან “არა”. სულ 43 326 ხმა დაფიქსირდა, გამარჯვებულები კი გახდნენ 1. გელა ვარდიძე, 2. ირაკლი ჩიტაძე და მეგობრები, 3. დიმიტრი და ბიძო ჯაფარიძეები. დღეს ინტერნეტ-ნიჭიერში გამარჯვებულების დაჯილდოება შედგა კაფე “ქარავანში”. I ადგილზე გასულმა გელა ვარდიძემ საჩუქრად აიფოდი მიიღო, ირაკლი ჩიტაძემ – ვებკამერა, დიმიტრი და ბიძო კი, სამწუხაროდ, ვერ შემოგვიერთდნენ, ამიტომ მათ კუთვნილ პრიზს მოგვიანებით გავუგზავნით. ინტერნეტ-ნიჭიერში გამარჯვებულებმა პირობა დადეს, რომ ნიჭიერის მეორე სეზონში აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას! გელა ვარდიძე გელა ვარდიძე 15 წლის ასაკიდან დაინტერესდა გიტარით. იგი თვითნასწავლია, მხოლოდ ერთხელ დაესწრო სამ თვიან კურსს ბლუზის შესახებ და ეს იყო ერთადერთი პროფესიონალურ დონეზე მიღებული გამოცდილება. ფართო აუდიტორიის წინაშე იშვიათად გამოსულა, თუმცა იყო რამდენიმე სერიოზული ფესტივალი, სადაც წარმატებას მიაღწია. ასევე მიღებული აქვს მონაწილეობა ერთ-ერთ საქველმოქმედო კონცერტში, რომელშიც ცნობილი ქართული ჯგუფები მონაწილეობდნენ. გიტარაზე დაკვრა ამჟამად ჰობის ხასიათს ატარებს, რადგან დრო არ აქვს და დღეში მხოლოდ 15 წუთით ახერხებს საყვარელ ინსტრუმენტზე დაკვრას. თუმცა როგორც თვითონ ამბობს, 8 საათის მანძილზეც დაუკრავს გადაბმულად… ნიჭიერში, რა თქმა უნდა, ავთო ნაცარაშვილს გულშემატკივრობს. http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1651.jpg გელას კომპოზიცია “ნათება ცაში”, რომელმაც ჩვენი ბლოგის მკითხველების სიმპათია დაიმსახურა: ირაკლი ჩიტაძე და მეგობრები ირაკლიმ ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომელსაც “Last Road” ჰქვია. უკვე ერთი წელია, რაც ერთად უკრავენ სხვადასხვა ინსტრუმენტებზე. ძირითადი ჟანრი როკია. წერენ საკუთარ კომპოზიციებსაც. ფართო მაყურებლის წინაშე არასდროს არ გამოსულან. ინტერნეტ-ნიჭიერი მათთვის ერთგვარი დებიუტი იყო! გამარჯვებული ვიდეო: http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1652.jpg http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1640.jpg http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1648.jpg http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1660.jpg nichieri.ge
-
http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S8HtkdvKl3I/AAAAAAAADhw/x1XtmEFm8jM/s200/imedtan%202%20noemberi%202009.jpgორშაბათს, 26 აპრილს 15 საათზე მოძრაობა "7 ნოემბერი" სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. თემა: ორგანიზაციის სამოქმედო გეგმები. მისამართი: რუსთაველის გამზირი # 14, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ჯაბა ჯიშკარიანი (899 400 850 ; 822 93 14 28)http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
ეს არის ქართულად გახმოვანებული ცნობილი ფილმი გოლი (შტანგა გოლი) ორიგინალისგან განსხვავებით მოქმედება ვითარდება საქართველოში კერძოდ სამეგრელოში ნიჭიერი ჯოტია ოცნებობს დიდი ფეხბურთის თამაშზე , ხვდება დინამოში და ისრულებს ოცნებებს .... View the full article
-
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნების თარიღი უცნობია. პრეზიდენტი სააკაშვილი აშშ-ში უკვე ორ კვირაზე მეტია იმყოფება, თუმცა რატომ არ ამთავრებს ვიზიტს და რატომ არ ბრუნდება საქართველოში, თავად სახელმწიფო სტრუქტურებშიც კი არ იციან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პირWელი პრეზიდენტის პრეს-სპიკერს მანანა მანჯგალაძეს დაუკავშირდა, View the full article
-
ჭერმის წყალსაცავში წყლის დონემ უკვე ერთი მეტრით დაიწია. ამ დროისთვის ველისციხეში სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და შსს მინისტრები იმყოფებიან. აღსანიშნავია, რომ ვანო მერაბიშვილი სიტუაციას პირადად აკონტროლებს. უკვე ამოქმედებულია წყალსაქაჩი სისტემა, რომელიც გამართულად მუშაობს View the full article
-
თბილისის მერიის ინიციატივით, სოციალურად დაუცველი ბავშვები ქართულ ცეკვასა და სიმღერას უფასოდ შეისწავლიან. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა ქაცარავას განცხადებით, სოციალურად დაუცველი ბავშვების სწავლების დაფინანსებას ქალაქის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს. View the full article
-
ახალი მემარჯვენეები ბეჭდვური მედიის თავისუფლად გავრცელების უზრუნველსაყოფად და მედიის დისტრიბუციის სფეროში არსებული საკანონმდებლო ხარვეზების შესავსებად საქართველოს პრესის ასოციაციის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარს უჭერს და ხელისუფლებას მოუწოდებს, ამ კანონპროექტის პროექტად გადაქცევას ხელი არ შეუშალოს. View the full article
-
ალიანსი საქართველოსთვის იმიტირებულ ქრონიკასთან დაკავშირებით გავრცელებულ აუდიო-ჩანაწერების ექსპერტიზის შედეგებს ხვალ წარმოადგენს. როგორც პირWველს ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განუცხადა, იმედის გენერალური დირექტორისა და მისი მოადგილის გიორგი არველაძისა და ეკა წამალაშვილის სატელეფონო საუბრის აუდიო-ჩანაწერს ექსპერტიზა ინგლისში ჩუტარდა. View the full article
-
უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ოპოზიციის ლიდერის იულია ტიმოშენკოს აზრით, უკრაინაში ხელისუფლება მალე შეიცვლება და დენონსირებული იქნება ყველა შეთანხმება, რომელიც უკრაინის ნაციონალურ ინტერესებს ეწინააღმდეგება . ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერმა იულია ტიმოშენკომ უკრაინული ტელეკომპანიის უკრაინას ეთერში განაცხადა. View the full article
-
27 აპრილს სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში ლია ბედოშვილის საბავშვო წიგნის საუფლო ამბების პრეზენტაცია გაიმართება. როგორც პირWელს ახალგაზრდული ცენტრიდან აცნობეს, წიგნი სრულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით დაიწერა. View the full article
-
მიმდინარე წლის 31 მარტის ბოლო მონაცემებით, საქართველოს საგარეო ვალმა 6 მლრდ 160 მლნ 993 ათასი ლარი შეადგინა. როგორც პირWელს ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის ექსპერტმა შოთა მურღულიამ განუცხადა, საგარეო ვალდებულებებიდან ყველაზე მეტი - 4 მლრდ 331 მლნ 566 ათასი ლარი ორმხრივ კრედიტორებზე მოდის. View the full article
-
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი საზოგადოებას 10 აპრილს მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზების შემსწავლელი კომისიის პირველად დასკვნას 28 აპრილს გააცნობს. ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის პრეს-დივანმა პაველ გრასმა განაცხადა. შეგახსენებთ, რომ 10 აპრილს სმოლენსკთან თვითმფრინავ ტუ-154-მა კატასტროფა განიცადა, View the full article
-
თბილისის მერიაში ქალაქის მერის გიგი უგულავას ინიციატივით ოპერატიული თათბირი გაიმართა, რომელსაც ყველა რაიონის გამგებელი ესწრებოდა. თბილისის მერმა გადაუღებელი წვიმების შედეგად ქალაქში არსებული მდგომარეობის შესახებ კონკრეტული ინფორმაციები მოისმინა და შესაბამის სამსახურებს საგანგებო სიტუაციების შექმნის შემთხვევაში პრობლემების ოპერატიულად მოგვარება დაავალა. View the full article
-
ბუხაიძის ქუჩაზე 8 სართულიანი შენობის უკანა საყრდენი კედელის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მოსანახულებლად შემთხვევის ადგილზე თბილისის მერი გიგი უგულავა მივიდა. მისი თქმით, არსებობდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც იგეგმებოდა დაზიანებული შენობის რესტავრაცია, თუმცა კრიზისის შედეგად პროექტი შეჩერდა. View the full article
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ოფიციალური ვიზიტით ხვალ თურქეთს ეწვევა. როგორც პირWელს სამინისტროში განუცხადეს, ვაშაძე ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს 27 აპრილიდან დაიწყებს. კერძოდ, საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი 27 აპრილს ანკარაში თურქეთის პრეზიდენტს აბდულაჰ გიულის შეხვდება. გარდა ამისა, დაგეგმილია ასევე შეხვედრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან აჰმედ დავუთოღლუსთან. View the full article
-
ხვალ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ერთდღიანი ვიზიტით იორდანიაში გაემგზავრება. გილაური იორდანიას სავარაუდოდ, ეკონომიკურ გუნდთან ერთად ეწვევა. ვიზიტის მიზანს, მასპინძელი ქვეყნისთვის საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოს გაცნობა და საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენს. View the full article
-
ალიანსის საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატად პარტია საქართველოს გზის ერთ-ერთი ლიდერი ნათელა მაჭავარიანი წარადგინა. როგორც ალასანიამ მოსახლეობისთვის მაჭავარიანის წარდგენისას განაცხადა, ბოლო წლების განმავლობაში ნათელა მაჭავარიანი ქართულ პოლიტიკაში აქტიურად იყო ჩართული . View the full article
-
არმაზისხევთან საავტომობილო გზის მონაკვეთი ჩაინგრა. როგორც ტრანსპორტის სამსახურში აცხადებენ, შექმნილი სიტუაციის მიუხედავად მცხეთა–თბილისის გზის მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა არ შეიზღუდება. არსებული ინფორმაციით, საავტომობილო გზის დაზიანება ჯებირის ჩამოშლამ განაპირობა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. View the full article
-
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის აზრით, ირანთან დაკავშირებული სამომავლო ნაბიჯები სხვა ექვსეულ შუამავალთანაც უნდა იყოს შეთანხმებული. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, ამის შესახებ ლავროვსა და კლინტონს შორის View the full article
-
ცხვარიჭამიაში მეწყერის ჩამოწოლას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მცხეთა-მთიანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილის გივი ამირხანაშვილის განცხადებით, მეწყერმა მთა მოწყვიტა და სამი სახლი ჩაიტანა. მეწყერის ჩამოწოლისას ერთ-ერთ სახლში ხანდაზმული ცოლ-ქმარი იმყოფებოდა. სამწუხაროდ, შვილებმა მხოლოდ დედის გადარჩენა მოახერხეს , - განაცხადა ამირხანაშვილმა. View the full article
-
უკრაინელი სტუდენტების მიერ გურიაში გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია 30 აპრილს თბილისში, საბავშო ქალაქ მზიურში გაიმართება. ამის შესახებ პირWელს ფილმის რეჟისორმა ირინა პავილამ განუცხადა და აღნიშნა, რომ უკრაინის კინიხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომლებიც ჩოხატაურში რამდენიმე დღეა იმყოფებიან, View the full article
-
ცხინვალში დისლოცირებულ მეოთხე რუსულ სამხედრო ბაზაზე ბატალიონის ტაქტიკური სწავლება ჩატარდა. როგორც სააგენტო რესი იუწყება, სწავლებას ბაზის მეთაური ალექსანდრე შუშუკინი ხელმძღვანელობდა და მასში სატანკო, მოტომსროლელთა ქვედანაყოფები და არტილერია იყო ჩართული. პოლიგონზე დაახლოებით 80 ერთეული საბრძოლო ტექნიკა იყო გაყვანილი. View the full article
-
მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1 მლრდ 359 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. როგორც პირWელს სტატისტიკის დეპარტამენტიდან აცნობეს, აღნიშნული მაჩვნებელი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 15%-ით მეტია. მისივე ინფორმაციით, იანვარ-მარტში ექსპორტი - 339 მლნ აშშ დოლარზე, იმპორტი კი 1 მლრდ 020 მლნ აშშ დოლარზე დაფიქსირდა. View the full article