planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
საერთაშორისო ორგანიზაციამ „ფრიდომ ჰაუსმა“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც მსოფლიოში მედიის თავისუფლების შეფასებას ისახავს მიზნად. ანგარიში, სახელწოდებით „პრესის თავისუფლება 2010“, ასახავს მსოფლიოს 196 ქვეყნის მდგომარეობას 2009 წლის მონაცემებზე დაყრდნობით. საქართველო, „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის მიხედვით, მართალია, ერთი ქულით დაწინაურდა, მაგრამ ის მაინც რჩება ქვეყნად, სადაც მედია მხოლოდ „ნაწილობრივ“ არის თავისუფალი. ეს ანგარიში გამოქვეყნდა ზუსტად ორი დღის შემდეგ, რაც სააკაშვილმა 27 აპრილს ლოს ანჟელესში მილკენის ინსტიტუტის ყოველწლიური გლობალური კონფერენციაზე განაცხადა: „რაც შეეხება პრესის თავისუფლებას[თან დაკავშირებულ პრეტენზიებს], ეს სრული სისულელეა; ეს [ბრალდებები] ძირითადად გულუბრყვილო უცხოელებისთვის კეთდება; ეს არის კლიშე, რომელიც კარგად საღდება, მათ შორის თქვენი [რადიო] სადგურისთვისაც“, - მიმართა მან რადიო „თავისუფლების“ პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს ჯეფრი გედმინს. გედმინი კონფერენციის იმ ნაწილის მოდერატორი იყო, რომელზეც სააკაშვილი გამოდიოდა სიტყვით. მილკენის ინსტიტუტის ყოველწლიური გლობალური კონფერენცია ლოს ანჟელესში 27 აპრილს გაიმართა. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/f5bc58b1427e24d64108c5be7f25b562-150x150.jpg3 – 4 მაისს, თელავში, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში შვეიცარული და ქართული მუსიკის დღეები გაიმართება. როგორც “ექსპრესნიუსს” თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა მიხეილ დაღუნდარიძემ განუცხადა, შვეიცარიიდან კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მუსიკოსები ელენე შუტჰესი და თომას ჰოიზერმანი. ასევე კონცერტში მონაწილეობას მიიღებს თელაველი ვოკალისტი მამუკა მანჯგალაძე. კონცერტი 3 მაისს 15:00 საათზე, ხოლო 4 მაისს 19:00 საათზე.დაიწყება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/images97.jpegჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონ ქალებს თამარ ხმიადაშვილს, ბელა ხოტენაშვილს, ლელა ჯავახიშვილსა და ქეთი წაწალაშვილს დღეს, თელავში შეხვედრას უწყობენ. შეხვედრა ნიკო მუსხელიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში 13:00 საათზე დაიწყება. როგორც “ექსპრესნიუსს” თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურის უფროსმა მიხეილ ლაღუნდარიძემ განუცხადა, ოთხივე ჩემპიონი თელაველია. შეხვედრის შემდეგ გაიმართება კონცერტი, რის შემდეგაც ჩემპიონები მოჭადრაკე ბავშვებს ეთამაშებიან. გამგეობა ჩემპიონებს სამახსოვრო საჩუქრებსაც გადასცემს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/images96.jpegსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს კიდევ ერთი ახალგარემონტებული ოფისი დღეს გურჯაანში გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჯაბა ებანოიძე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გურჯაანის ტერიტორიული სამსახური ქალაქის ცენტრში, იოსებ ნონეშვილის გამზ. №13-ში განთავსდა. „ახალი ოფისი, კომფორტული გარემოთი, წაახალისებს თანამშრომლებს და გაზრდის მათ შრომისუნარიანობას, რაც, თავის მხრივ, ასახვას ჰპოვებს მოსახლეობის მომსახურებაზე“, – აღნიშნა პრეზენტაციაზე ჯაბა ებანოიძემ. ამ დრომდე გურჯაანში საპასპორტო და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურები სხვადასხვა შენობაში იყო განთავსებული. ამიერიდან მოქალაქეები ერთსა და იმავე ადგილზე მიიღებენ დაბადებისა და პირადობის მოწმობებს, პასპორტებს და სხვა დოკუმენტებს. გიორგი ვაშაძე: „ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურების ამ ცენტრში მოქალაქეებს დოკუმენტების მიღება მარტივად შეუძლიათ. გურჯაანის ოფისის სარემონტო სამუშაოების დაფინანსებისთვის მინდა მადლობა გადავუხადო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და გაეროს განვითარების პროგრამას (USAID)“. ვაშაძის თქმით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო სხვადასხვა რაიონების მოსახლეობას სულ უფრო გამარტივებულ და კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს. ოფისის სარემონტო სამუშაოები ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამსახური აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და ავეჯით. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გურჯაანის სამსახური, ქალაქთან ერთად, 23 სოფელს ემსახურება. ამ სამსახურში დაცულია 11 საეკლესიო წიგნი, მათ შორის უძველესი 1900 წელს არის შედგენილი. კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე გიორგი სიბაშვილი: „მე მახსენდება ის დრო, როდესაც გურჯაანელები რიგებში იდგნენ ამა თუ იმ დოკუმენტის მისაღებად, ფიზიკურად არ იყო იმის საშუალება, რომ ხალხს ნორმალური მომსახურება მიეღო. დღეს ეს პრობლემა აღარ არსებობს“, – განაცხადა სიბაშვილმა. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 83 ტერიტორიული სამსახური აქვს, აქედან 46 უკვე გარემონტებულია. ტერიტორიული ოფისების მოდერნიზაცია დონორი ორგანიზაციების, მათ შორის: აშშ-ის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლობის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საბერძნეთის მთავრობების მხარდაჭერით მიმდინარეობს. იხილეთ epn.ge
-
„ალიანსი საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ ნაძალადევის მე-3 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ირაკლი ანდღულაძე წარადგინა. ირაკლი ალასანიას განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ ამ რაიონს ჰყავდეს ძლიერი და პატიოსანი წარმომადგენელი საკრებულოში, რომელიც მერთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებებს პირველივე წელს ახალი 50 000 სამუშაო ადგილი შექმნისათვის. „მინდა ხალხს შევპირდე, რომ იმ ფინანსებით რომელიც დღეს მუნიციპალიტეტშია, ჩვენ რეალურად შევძლებთ შევცვალოთ ხალხის ცხოვრება 30 მაისის შემდეგ და ცვლილებები გავაგრძელოთ მთელი საქართველოს მასშტაბით“. - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. http://iraklialasania.com/?p=553 View the full article
-
„ალიანსი საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ ნაძალადევის 1-ელ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ზაზა პეტრიაშვილი წარადგინა. როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ ნდობით, რომლითაც ზაზა პეტრიაშვილი სარგებლობს ნაძალადევის რაიონში, ის იქნება უბნის ღირსეული კანდიდატი საკრებულოში. „რაც მთავარია, ჩვენ ერთად გადავწყვიტავთ საკრებულოში ყველაზე მწვავე პრობლემებს რაც საზოგადოებას გააჩნია, ხელისულების დამოკიდებულებას მოქალაქეების მიმართ. სწორედ ეს იქნება ხელისუფლება, რომელიც დაადასტურებს, რომ ის დაპირებები, ის სიტყვები, რაც მისცა საზოგადოებას არჩევნებამდე იქნება შესრულებული, განსხვავებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“.- განაცხადა ირაკლი ალასანიამ. http://iraklialasania.com/?p=543 View the full article
-
რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი ირაკლი ბათიაშვილი ბაბუა გახდა. ამის თაობაზე ამბები.გე იტყობინება. View the full article
-
http://i.ytimg.com/vi/0nMittppmw8/2.jpgVideo: Commercial - Georgia is waiting for friends Added by user: Admini Date: 29.04.2010 (15:09) Description: Реклама Грузии на украинском телевидении - Грузія чекає на друзів. (Грузия ждёт друзей)<br> სრულად
-
http://i.ytimg.com/vi/8XADozQS0fU/2.jpgVideo: VIA 75 - Odela Added by user: Gelka Date: 29.04.2010 (9:48) Description: ვია 75 - ოდელა<br> სრულად
-
http://i.ytimg.com/vi/ttefVVcDZEE/2.jpgVideo: Mariam Tevzadze & Giorgi Makharashvili - Angelozad mokhval Added by user: Gelka Date: 29.04.2010 (9:45) Description: მარიამ თევზაძე & გიორგი მახარაშვილი."ანგელოზად მოხვალ" /ალექსანდრე ბასილაია/ სრულად
-
http://i.ytimg.com/vi/DcJ9QU2dmUw/2.jpgVideo: Lado Janelidze - Just a Gigolo Added by user: Gelka Date: 29.04.2010 (9:42) Description: ლადო ჯანელიძე სრულად
-
http://i.ytimg.com/vi/2pc3w00NUm4/2.jpgVideo: Rusudan Mumladze & Giorgi Tsiklauri - Imedi Added by user: Gelka Date: 29.04.2010 (9:40) Description: რუსუდან მუმლაძე & გიორგი წიკლაური."იმედი"./ალექსანდრე ბასილაია/ სრულად