Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2009120126011.jpgიძულებითი აუქციონის ჩატარების წესებს სავარაუდოდ, იუსტიციის მინისტრი დაადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით ,,სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ” კანონში ცვლილების შეტანა იგეგმება. დეპუტატ ლაშა თორდიას ინიციატივით, იძულებითი აუქციონის ჩატარების წესი უკვე არა კანონით, არამედ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება. კერძოდ, იუსტიციის მინისტრი დაადგენს იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებს, წესს და მასთან დაკავშირებულ სხვა პროცედურებს. კანონპროექტით, შემოდის იძულებითი აუქციონის ელექტრონული ფორმით, ე.წ. ონლაინ აუქციონის ჩატარების პრინციპი. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა ჯერჯერობით არ დაწყებულა. იხილეთ epn.ge
  2. http://www.epn.ge/wp-content/uploads/images114.jpegაშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ არქიპელაგ პუერტო_რიკოს პოლიტიკური სტატუსის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების კანონპროექტი მიიღო. თუ კანონპროექტს სენატი მიიღებს, პუერტო_რიკოს 4 მილიონიანმა მოსახლეობამ ამ სახელმწიფო წარმონაქმნის პოლიტიკური მოწყობილობა რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყვიტოს. პლებისციტის ჩატარება მეორე ეტაპად იგეგმება. პირველ ტურში ამომრჩევლები პუერტო_რიკოს ახლანდელი პოლიტიკური სტატუსის შეცვლაზე იმსჯელებენ. თუ უმრავლესობა არქიპელაგის ახლანდელ მდგომარეობის შეცვლას მისცემს ხმას, მეორე ტური დაინიშნება. მეორე ეტაპის მსვლელობისას ამომრჩევლებს შესაძლებლობა ექნებათ მომავალი სახელმწიფო მოწყობის მოდელი 4 დან ერთი შეარჩიონ. ესენია: აშშ შემადგენლობაში ავტონომია, აშშ შტატი, აშშ მოკავშირე სუვერენული ასოცირებული სახელმწიფო და დამოუკიდებელი სახელმწიფო. იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის უმეტესობა პუერტო_რიკოს ამერიკის შტატად ყოფნას ამჯობინებს, გადაწყვეტილება დასამტკიცებლად უკვე აშშ კონგრესს გადაეგზავნება. პუერტო რიკო ამერიკის შემადგენლობაში 1898 წლიდან შედის, 1947 წლამდე ის ფაქტიურად კოლონია იყო. 1952 წლიდან პუერტორიკო საკუთარ გუბენატორს ირჩევს თუმცა მართველობის საკითხთა უმრავლესობა მაინც აშშ მთავრობის კომპეტენციაშია. იხილეთ epn.ge
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/201003301225-300x225.jpgოპოზიციის 5 პუნქტიანი მიმართვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილსა და იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს გადაეცა. “ჩვენ ოფიციალურად დაგვიდასტურეს მიმართვისა და თანდართული სამოცკაციანი სიის მიღება. ორივე მათგანმა იცის, რომ სწორედ ისინი არიან ჩვენი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის პასუხიმგებელნი”, – განაცხადა მოძრაობა “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ლიდერმა ეკა ბესელიამ. ოპოზიცია 6 მაისს განმეორებითი აქციის გამართვას გეგმავს. “ჩვენ, 6 მაისს დანიშნულ ხელისუფლების აღლუმს გაცილებით უფრო მაშტაბურ აქციას მივუძღნით”, – განაცხადა ბესელიამ. საზოგადოებრივი მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროში შესვლას ოპოზიციის წარმომადგენლები თუ ვერ შეძლებენ, მაშინ ოპოზიცია და ხალხი იქ შეღწევას ძალით შეეცდება. იხილეთ epn.ge
  4. 1.რა სიმღერა შეასრულა ანა ხანჩალიანმა ნიჭიერის ნახევარფინალში? დაასახელეთ შემსრულებელი და სიმღერის სახელი. Bjork – You only live twice. იმის გამო, რომ ეს სიმღერა ნენსი სინატრას სიმღერის ქავერია, სწორ პასუხად ჩაითვლება ბიორკიც და ნენსი სინატრაც. 2. რამდენი წლის იყო დავით რობაქიძე, როდესაც პირველად დაინტერესდა ფოკუსებით? 11-ს. დათო რობაქიძის ბიო. 3. რა სპორტს მისდევს გუგა ჭყონია? ფეხბურთს. გუგა ჭყონიას ბიო. 4. დაასახელეთ ნიჭიერის ნახევარფინალისტი, რომლის გამოსვლის დროსაც ჟიურის სამივე წევრმა იქსებს დააჭირა ხელი და ნომერი შეწყვიტა. იოსებ გოგია. 5. ვის გულშემატკივრობდა ნინო ჯავახიშვილი “ნიჭიერში”? მოზაიკას. ნინო ჯავახიშვილის ბიო. 6. დაასახელეთ 3 ანსამბლი, რომლებმაც ნიჭიერის ნახევარფინალში ფოლკლორული ნომრები შემოგვთავაზეს. იავნანა, ცაშკიბული, მებონიები, ბერაძეები, ფიცვერცხლი. 7. რომელი ფილმი იყო ფინალში გადასული ტრეისერების (პარკურის) შთაგონების წყარო? იამაკისი. პარკურის ბიო. 8. ვის მისცა ხმა ლევან შავაძემ სმს-ის საშუალებით საკუთარი ნახევარფინალური კონცერტის წინ? მარიამ კახელიშვილს. ლევან შავაძის ბიო. 9. რამდენი ხანია, რაც ვერკა და გიორგი ერთად ცეკვავენ? მესამე წელია. ვერკასა და გიორგის ბიო. 10. ვინ იყო ის 5 კონკურსანტი, რომელსაც ჟიურიმ ფინალში მოსახვედრად მეორე შანსი მისცა? ვერკა და გიორგი, მერაბ კირაკოზაშვილი, კორნელი მაისაშვილი, რამაზ გარშაულიშვილი, პარკური. 11. რომელი საბავშვო სტუდიის მოსწავლე და აქტიური წევრია მარიამ კახელიშვილი? ბზიკების. მარიამ კახელიშვილის ბიო 12. რამდენი წლისაა ნიჭიერის ფინალისტი, მარიამ ფაჩულია? 7 წლის. 13. რომელ ჯგუფში უკრავდა ნიჭიერის ნახევარფინალისტი, გუჯა მჭედლიშვილი? “მძიმე ჯვარში” ილიასა და გუჯას ბიო 14. რას ეძახიან ავთო ნაცარაშვილს ზედმეტსახელად? Blackmore (ბლექმორი) ავთო ნაცარაშვილის ბიო. 15. რამდენი ხანია, რაც არსებობს ჯგუფი “next level”-? ერთი წელია. Next Level – ბიო nichieri.ge
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/parlamenti.jpegმთავრობას საქართველოს საწარმოების სასესხო ფასიან ქაღალდებში ფულის დაბანდების ხელშეწყობა სურს. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტში ,,საგადასახადო კოდექსში” ცვლილებების პროექტი უკვე შესულია. მთავრობის მტკიცებით, კანონპროექტის მიზანია საქართველოს საწარმოებმა სასესხო ფასიანი ქაღალდების გამოშვების და უცხო ქვეყნების საფონდო ბირჟებზე განთავსების გზით, რომელიც ფულადი სახსრების მოზიდვის ერთ-ერთი საშუალებაა, მოახდინონ უცხოური ინვესტორების დაინტერესება და უცხოური კაპიტალის საქართველოში მოზიდვა. აღნიშნული მიზნით კი მთავრობა აპირებს საქართველოს საწარმოების სასესხო ფასიან ქაღალდებზე, რომლებიც უცხო ქვეყნის აღაირებულ საფონდო ბირჟაზე იქნება რეგისტრირებული, საქართველოში გადახდილი პროცენტები არ დაიბეგროს. კერძოდ, საქართველოს საწარმოების მიერ გამოშვებული უცხო ქვეყნის აღაირებულ საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული სასესხო ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული პროცენტები არ დაიბეგრება გადახდის წყაროსთან და აღნიშნული პროცენტის მიმღები პირის მიერ, ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება. პარლამენტს პროექტის განხილვა ჯერჯერობით არ დაუწყია. იხილეთ epn.ge
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/ivanishvili211.jpgმრგვალ ბაღში, დღეს საქველმოქმედო ფონდ “სიყვარული ვაკეთოთ” აქციას “სახალხო დემოკრატების” თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილიც შეუერთდა და ბავშვებისთვის ტანსაცმელი მიიტანა. “ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ მსგავს საქველმოქმედო აქციებში და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ფინანსური და ფიზიკური დახმარება გავუწიოთ”, _ განაცხადა ნიკა ივანიშვილმა. საქველმოქმედო ფონდი “სიყვარულით ვაკეთოთ“ ნიკა ივანიშვილის ვაჟისა და მისი მეგობრების მიერაა დაარსებული. ფონდი უკვე 3 თვეა ფუნქციონირებს და ამ დროის მანძილზე მათ უკვე რამდენიმე მსგავსი აქცია განახორციელეს. ამჯერად შემოსულ საჩუქრებს კი ფონდი “ მომავლის სახლის “ ბავშვებს გადასცემს. იხილეთ epn.ge
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/preview11.jpegმსჯავრდებულთა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებით, ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით საპყრობილეს 6 მაისისთვის 18 პატიმარი დატოვებს. შეწყალებულთაგან ერთი ქალბატონია, 2 კი ტუბერკულოზით დავავადებული მსჯავრდებულია. კომისიის წევრის გიორგი მაკასარიშვილის განცხადებით, ისინი უახლოეს დღეებში მიმართავენ სასამართლოს. “უახლოეს დღეებში მივმართავთ სასამართლოს და იმედს გამოვთქვავთ, რომ გიორგობას მსჯავრდებულები სახლში შეხვდებიან”,- განაცხადა მაკასარიშვილმა. ე.წ. უდოს კომისიის წევრი ეკა ხერხეულიძე კი იმედოვნებს, რომ სასამართლო მსაჯვრედბულთა მიმართ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს და ამით მათ გიორგობის დღესასწაულზე ცხოვრების ახლიდან დაწყების შანსი მიეცემათ. ე.წ. უდოს კომისია ხელახლა დაახლოებით 1 თვეში შეიკრიბება. იხილეთ epn.ge
  8. http://www.epn.ge/wp-content/uploads/images112.jpegმოძრაობა “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” წარმომადგენლებმა ეკა ბესელიამ, ირაკლი სესიაშვილმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, სოზარ სუბარმა და კახა კუკავამ ხუთპუნქტიანი მიმართვა შეიმუშავეს, რომელიც პირადად უნდა გადასცენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილსა და იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს. მიმართვა მოიცავს შემდეგ მოთხოვნებს: გათავისუფლდეს ყველა უკანონო პატიმარი, გადაიხედოს ყველა უკანონო პატიმრის საქმე, გამოცხადდეს ფართო ამინისტია ქალებისა და არასრულწლოვანებისთვის, გაუქმდეს სასჯელთა შეკრების პრინციპი და შეიცვალოს შთანთქმის პრინციპით, შეწყალების უფლებით ისარგებლოს ყველა პატიმარმა და შეწყალების კომიისიის მუშაობის პროცესი გახდეს გამჭვირვალე. ამ წუთებში აქციამ პარლამენტის შენობიდან საკრებულოსთან გადაინაცვლა. აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს თავისუფლების მოედანს. გადაკეტილია ყველა მიმდებარე ქუჩა. აქცია დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდება. აღნიშნული მოთხოვნით აქციის გამართვა 6 მაისსაც იგეგმება. იხილეთ epn.ge
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/200912183437.jpgსასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროში ამ წუთებში ე.წ. უდოს კომისიის სხდომა მიმდინარეობს. კომისიის სხდომის დაწყებამდე კომისიის ერთ-ერთი წევრის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, შეტანილ განცხადებებიდან 8 არასრულწლოვანია, 4 კი ქალი. ამასთან დღეს, მსჯელობა როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრედბულთა საქმეებზე იქნება. მსჯავრდებულთა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის დღევანდელ სხდომაზე 139 მსჯავრდებულის, მათ შორის 8 არასრულწლოვანისა და 4 ქალის საქმეს განიხილავენ. იხილეთ epn.ge
  10. „ალიანსი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ლიდერი ირაკლი ალასანია თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა. ირაკლი ალასანიას საარჩევნო დოკუმენტაცია ცესკო-ში თბილისის ალიანსის ლიდერებმა თინა ხიდაშელმა, ზურაბ აბაშიძემ და მამუკა კაციტაძემ წარადგინეს. „ჩვენ დავარეგისტრირეთ როგორც ალიანსის მერობის კანდიდატი, ასევე – პარტიული სია. დღესვე დავასრულეთ მაჟორიტარების სიების შეტანა ყველა რეგიონში. ეს სია ყველაზე უფრო რეალური და გამარჯვებაზე ორიენტირებულია. ვერ მეტყვით ვერც ერთ სხვა დარეგისტრირებულ სიას, რომელშიც საქართველოს მოქალაქეების ინტერესებისთვის მებრძოლი ადამიანების ასეთი ლაშქარი იქნება. ჩვენ გამარჯვებისკენ მივდივართ. 30 მაისს ჩვენ ხელისუფლება უნდა შევცვალოთ, 31 მაისიდან კი – ქვეყანა“, – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის მდივანმა თინა ხიდაშელმა. View the full article
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/images111.jpeg“სახალხო დემოკრატების” ლიდერი და თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ნიკა ივანიშვილი, „ფრიდომ ჰაუსის“ ქართული მედიის თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით ჩატარებულ კვლევას ეხმიანება და მას შემაშფოთებელს უწოდებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ივანიშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს რომ საჭიროა გამოიცეს „პრესის თავისუფლების აქტი“, რომელიც კონსტიტუციაში არსებული ნორმების საკანონმდებლო საფუძველს გააძლიერებს. “სახალხო დემოკრატების” ლიდერი, „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ გამოქვეყნებულ მედიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის შედეგებს საქართველოსთვის კატასტროფულს და შემაშფოთებელს უწოდებს და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. „პასუხისმგებელი ამ შედეგებზე ხელისუფლებაა, რომელმაც არაფერი გააკეთა მედიის თავისუფლებისათვის, არცერთი ინიციატივა და საკანონმდებლო ნაბიჯი არ იქნა გადადგმული პრესაზე ზეწოლის ასაცილებლად. ხელისუფლება მედიის გაკონტროლებისა და დაქვემდებარებისათვის უხეშ ძალადობას ეწევა”_ აცხადებს ივანიშვილი. “სახალხო დემოკრატების” განცხადებით, „ფრიდომ ჰაუსის“ კვლევის ანგარიში სრულად ასახავს ჩვენს ქვეყანაში არსებულ სამწუხარო რეალობას. “მე და ჩემი პარტიის წარმომადგენლები, ადგილობრივი არჩევნების დამთავრებისთანავე ვაპირებთ, საკანონმდებლო ინიციატივით შევიდეთ პარლამენტში „პრესის თავისუფლების აქტით“, რომელიც მედიის გაძლიერებას როგორც პრესის, ასევე ჟურნალისტების უფლებების დაცვას მოემსახურება.“ _ დასძენს ივანიშვილმა. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია “ფრიდომ ჰაუსმა” მედიის თავისუფლების შესახებ მორიგი ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც პრესის თავისუფლების მხრივ საქართველომ ერთი საფეხურით აიწია, თუმცა ის მაინც “ნაწილობრივ თავისუფლად” მოიხსენიება. იხილეთ epn.ge
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/images110.jpegსაქართველოს პრემიერ–მინისტრიეს ნიკა გილაურის განცხადებით, კომპანია “ბლოკ ჯორჯიამ ვერ შეასრულა აღებული ვალდებულებები, რის გამოც მთავრობა ამ კომანიასთან წყვეტს ხელშეკრულებას და მას მართვაში გადაცემული საავადმყოფოები ჩამოერთმევა. გილაურმა დღეს, ჯანდაცვის სფეროს სისტემური რეფორმირების შესახებ სახელმწიფოს ხედვა და კონკრეტული გეგმა წარმოადგინა. “აღებული ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო კომპანია “ბლოკ ჯორჯიამ”, რომელსაც უნდა აეშენებინა რამოდენიმე ათეული საავადმყოფო. მთავრობა ამ კომპანიასთან წყვეტს ხელშეკრულებას და ეს კომპანია დაჯარიმდება შეუსრულებელი ვალდებულებების გამო მას ჩამოერთმევა მართვაში გადაცემული საავადმყოფოები თბილისში, ბათუმში და სხვა ქალაქებში. იქ სადაც კომპანიამ შეასრულა პირობები იყო ზუგდიდის საავადმყოფო, რომელიც მას დარჩება მართვაში და ასევე ექნება ვალდებულება ააშენოს ახალი საავადმყოფოები მესტიაში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, აბაშაში, მარტვილში და წყალტუბოში ამ საავადმყოფოებისთვის დაფინანსება კომპანიას უკვე გარანტირებული აქვს. აქაც მშენებლობები დაიწყება უახლოეს თვეებში და დასრულდება 2011 წლის ბოლომდე”,- განაცხადა გილაურმა. ამასთან გილაურის თქმით, ამ დღეებში ისრაელის სამედიცინო საინვესტიციო კომპანია “აიჰოპი” ხელს მოაწერს ეკონომიკის სამინისტროსთან ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით ის საქართველოს 27 რაიონში ააშენებს საავადმყოფოების ქსელს 1000-მდე საწოლით. ეს არის თვისობრივად ახალი ხელშეკრულება, რის მიხედვითაც კომპანიას გადაეცემა უძრავი ქონება მხოლოდ აუდიტორულად დამოწმებული წინასწარ განსაზღვრული ინვესტიციის განხორციელების შემდეგ. “რაც შეეხება თბილისს დედაქალაქი გეოგრაფიულად დავყავით ჰოსპიტალურ კლასტერებად და ზოგან სახელმწიფოს მეშვეობით, ზოგან კი კერძო სექტორის ძალისხმევით მთლიანად მოვიცავთ ქალაქს მაღალი დონის საავადმყოფოებით. ჯანდაცვის რეფორმა და ჰოსპიტალების მშენებლობა არ იქნება დამოკიდებული რომელიმე ერთი კომპანიის წარმატებაზე და დაფინასების მოპოვებაზე 10- მდე სადაზღვეო კომპანია ააშენებს 46 საავადმყოფოს რეგიონებში, “აიჰოპი” 27 რაიონში, “ბლოკ ჯორჯია” უკვე გარანტირებული დაფინანსებით 6 რაიონში ააშენებენ საავადმყოფოებს”,- განაცხადა გილაურმა. მისსივე განცხადებით, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს საავადმყოფოს მშენებლობა ამბროლაურში, ხოლო UშAID აფინანსებს მშენებლობას ახალციხეში, ნინოწმინდაში და ახალქალაქში. გლობალ ფონდის დაფინანსებით აშენდება ინფექციური და შიდსის ცენტრი, სახელმწიფოს დაფინანსდებით რემონტდება რკინიგზა და ჟვანიას საავადმყოფოები, სადაც 14-მდე კლინიკა განთავსდება, კანადელები რესპუბლიკურში, კერძო ინვესტიციები ქართველი ბიზნესმენების ორთაჭალაში, არამიანცში და ა.შ.”,- ნათქვამია განცხადებაში. იხილეთ epn.ge
  13. http://www.epn.ge/wp-content/uploads/images109.jpegსაქართველოს პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს, ჯანდაცვის სფეროს სისტემური რეფორმირების შესახებ სახელმწიფოს ხედვა და კონკრეტული გეგმა წარმოადგინა. გილაურის განცხადებით რეფორმის მთავარი მიზანია მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველოფა, რომელიც მოსახლეობისთვის მისაწვდომი იქნება. “რეფორმის მთავარი მიზანი არის მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა, რომელიც მისაწვდომი იქნება მოსახლეობისთვის. ანუ, ერთის მხრივ უნდა არსებობდეს თანამედროვე სტანდარტების კლინიკები და საავადმყოფოები, დაკომპლექტებული მაღალკვალიფიციური ექიმებით, მეორეს მხრივ უნდა გვყავდეს კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ დაზღვეული მოსახლეობა, ხოლო შუაში უნდა იყოს ძლიერი, დამოუკიდებელი მედიატორის სამსახური, რომელიც შეძლებს დაზღვეული მოსახლეობის, საავადმყოფოების და სადაზღვეო კომპანიებს შორის წარმოქმნილი დავების მოგვარებას”,- განაცხადა გილაურმა. გილაურის თქმით, ერთ-ერთი კომპონენტი ჯანდაცვის რეფორმაში იყო 100 საავადმყოფოს პროგრამა, რომელიც ვერ განხორციელდა და ფინანსური კრიზისის შედეგად ვერ იქნა მოძიებული შესაბამისი თანხები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან. გილაურის თქმით, ამ პროგრამის ჩავადრნა არ ნიშნავს იმას, რომ ამ სფეროში არაფერი გაკეთებულა. “საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა და ბევრ წარმატებულ პროექტს ჩაეყარა საფუძველი. სამი წლის წინ სულ 40 000 ადამიანი იყო დაზღვეული საქართველოში, დღეს ეს ციფრი 1.5 მლნ-მდეა გაზრდილი და მათ შორის დაზღვეულია 900 000-მდე ყველაზე უმწეო მოქალაქე, ყველა მასწავლებელი, პოლიციელი და ა.შ. უკანასკნელი ცვლილებების მიხედვით სადაზღვევო პაკეტში შევიდა ყველაზე ფართოდ მოხმარებული წამლების თანადაფინასების კომპონენტი”,- განაცხადა გილაურმა. გილაურის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში გადამზადდა 1200 ექიმი და 1300 ექთანი, აშენდა ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საავადმყოფოები, ჩამოყალიბდა მედიატორის სამსახური, შევიდა ძალაში წამლის კანონი, რომელმაც გაზარდა კონკურენცია წამლის ბაზარზე და შეამცირა ფასები წამლებზე. “თუმცა ის რაც გაკეთდა არ არის საკმარისი და ამ ეტაპზე აუცილებელი იყო უფრო მეტი თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფოს აშენება რეგიონებში და დედაქალაქში. ამიტომაც სახე ვუცვალეთ 100 საავადმყოფოს პროგრამას და ახალი ტენდერი ჩავატარეთ სადაზღვეო კომპანიებს შორის. აქამდე სადაზღვეო კომპანიები თითო-თითო წლით აზღვევდნენ 900 000 ყველაზე უმწეოს და ამაში სახელმწიფოდან იღებდნენ თითო დაზღვეულზე შესაბამის პრემიუმს. ორი პრობლემა არსებობდა – არ იყო საკმარისი რაოდენობა კარგი საავადმყოფოების და სადაზღვევო კომპანიები საკმაოდ დიდ ფულს ხარჯავდნენ ყოველწლიურად ე.წ. აკვიზიციაზე – ანუ მოსახლეობის მოზიდვაზე, რეკლამაზე. ახალი ტენდერის მიხედვით, რომელიც 10 დღის წინ ჩატარდა და უკვე გვაქვს შესაბამისი შედეგები, ეს ხარჯები განულდა ყოველ რაიონს ეყოლება შესაბამის გამარჯვებული კომპანია, რომელიც დააზღვევს იმ რაიონში მცხოვრებ ყველა უმწეოს 3 წლით. გამარჯვებული შეირჩა აუქციონის გზით. გამარჯვებულ კომპანიებს აქვთ ვალდებულება რაიონულ ცენტრებში ააშენონ ახალი, თანამედროვე საავადმყოფოები, რომლებიც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნიან რაიონებში”,- განაცხადა გილაურმა. ჯამში ამ პერიოდში, სადაზღვევო კომპანიების მიერ აშენდება 46 საავადმყოფო 1100 ზე მეტი საწოლით. ასევე სახელმწიფომ უკვე განსაზღვრა საავადმყოფოების მინიმალური სტანდარტი და 2011 წლის 31 დეკემბრიდან ვერცერთი საავადმყოფო, რომელიც ამ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, ვერ მიიღებს სახელმწიფოს მიერ დაზღვეულ პაციენტს. იხილეთ epn.ge
  14. http://www.epn.ge/wp-content/uploads/nika1-150x150.jpgპოლიტიკური გაერთიანება “სახალხო დემოკრატების” ლიდერმა და თბილისის მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ნიკა ივანიშვილმა, “შეზღუდული შესაძლებლობების პირთა სოციალური რეაბილიტაციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამა” წარმოადგინა. ივანიშვილი ხელისუფლებას შეზღუდული პასუხისმგებლობის პირთა დისკრიმინაციაში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ მათ მიმართ სახელმწიფოსა და საზოგადოების მიდგომა დაუყონებლივ უნდა შეიცვალოს. ამის შესახებ მან დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების პირთა რაოდენობა 240 000 აჭარბებს, თუმცა მიუხედავად მათი რიცხოვნობისა მათი მოთხოვნილებები და საციცოცხლო ინტერესები უგულებელყოფილია. “შშპ დღეს ვერ სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მიწისქვეშა თუ მიწისზედა გადასასვლელებით. მათთვის შეუძლებელია ნებისმიერ ორგანიზაციაში შესვლა რადგან არ არსებობს სპეციალური პანდუსები, რის დახმარებითაც ისინი შენობაში შევიდოდნენ”, _ აცხადებს ივანიშვილი. ივანიშვილი უფრო მეტი თვალსაჩინოებისათვის ინვალიდის ეტლით ჭავჭავაძის გამზირზე გავიდა და ქუჩაზე გადასასვლელ ხიდთან მივიდა, რომელზე ასვლაც ეტლით პანდუსების არ ქონის გამო ვერაფრით მოახერხა. მისი თქმით, ასეთი პრობლემა ინვალიდებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ექმნებათ. მერობის კანდიდატს შემუშავებული აქვს შშპ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის პროგრამა, რომლის ერთ ერთი მთავარი ნაწილი მათი დასაქმებაა. “მე ვპირდები საზოგადოებას, რომ ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, პირველ ეტაპზე მერიის სხვადასხვა სამსახურებში დავასაქმებ შშ მქონე 15 ადამიანს, მოგვიანებით კი მათ რაოდენობას ყოველთვიურად გავზრდი”, _ აცხადებს ივანიშვილი. ივანიშვილი ამ პროგრამის განხორციელების შემთხვევაში შშპ სპეციალური ავტობუსის დანიშვნას გეგმავს, რომელიც მათ სახლიდან სამსახურში და უკან მიიყვანს. იხილეთ epn.ge
  15. http://www.epn.ge/wp-content/uploads/images108.jpegმაღალი ძაბვის გამანაწილებელ ქვესადგურ “ორხევში” კომპანია “თელასის” მიერ პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით მიმდინარე წლის 3 და 4 მაისს 10 საათიდან 17 საათამდე სამგორის რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. “თელასის” ინფორმაციით 3 მაისს შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, „ალექსეევკის” დასახლების, ჭიჭინაძის ქუჩის (ნაწილობრივ), გუმათჰესისა და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს. ელექტროენერგია შეუწყდება სამგორის რაიონის დასუფთავების სამსახურს და თბილისის მერიის ავტოფარეხს. რაც შეეხება 4 მაისს სარემონტო სამუშაოების გამო ელექტროენერგია გაეთიშება კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების, მოსკოვის გამზირის, თვალჭრელიძის ქუჩის (ნაწილობრივ), ჭიჭინაძისა და ქიზიყის ქუჩების მაცხოვრებლებს. ელექტრომომარაგება შეეზღუდება კომპანია „სანტეს” რძის კომბინატს და მეტროპოლიტენის მექანიკურ ქარხანას. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ გათიშულ აბონენტებს ელექტრომომარაგება დაუყოვნებლივ აღუდგებათ. იხილეთ epn.ge
  16. http://www.epn.ge/wp-content/uploads/images107.jpegსაგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნული ელჩი საქართველოში ორთვინ ჰენიგი მიიღო. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც მხარეებმა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებული როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი ურთიერთობები განიხილეს და მათი სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გრიგოლ ვაშაძემ მადლობა გადაუხადა ელჩს გერმანიის მიერ საქართველოს მიმართ გამოჩენილი იმ დამხარებისა და მხარდაჭერისათვის, რომელსაც საქართველო ყოველთვის გრძნობდა გერმანული მხრიდან და წარმატებები უსურვა მის მომავალ საქმიანობაში. ელჩმა კი კიდევ ერთხელ დაადასტურა, გერმანიის უცვლელი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და გამოხატა მზადყოფნა ხელი შეუწყოს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას. იხილეთ epn.ge
  17. http://www.epn.ge/wp-content/uploads/dakaveba5110-150x150.jpgშინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მარტვილის რაიონის სოფელ კურზუში მცხოვრები ამირან ფიჩხაია დააკავეს. დაკავებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნაჯახის თავში ჩარტყმით მოკლა მეუღლე მარუსია თოლორდავა. დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 108-ე მუხლით. გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო იხილეთ epn.ge
  18. http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashiashvili-11-150x150.jpgპოლიტიკური მოძრაობა “თეთრები” მაისის შუა რიცხვებისთვის მხილების მუზეუმს გახსნის. ამის შესახებ თეთრების ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა დღეს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მხილების მუზეუმში წამოდგენილი იქნება ის მასალები, რომლებიც ამხელენ ხელისუფლებას სიყალბეში, ტყუილებსა და კორუფციაში. როგორც თემურ შაშიაშვილმა განაცხადა, სერიოზული პრობლემები იქმნება დარბაზთან დაკავშირებით და შესაძლოა “მხილების მუზეუმი” საველე პირობებში გაიხსნას. “მხილების მუზეუმის” ფარგლებში 40-მდე ბანერზე გამოიფინება ხელისუფლების სხვადასხვა დანაშაულში მამხილებელი მასალები. აღნიშნული მუზეუმის გაცნობის საშუალება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც იქნება შესაძლებელი. დღევანდელ ბრიფინგზე შაშიაშვილმა მხილების მუზეუმიდან “თანამედროვე საქართველოს ნაციონალური ფორმულები” წარმოადგინა. პირველი ეს არის “აყვავებული საქართველო” და სიცოცხლის გადასარცენად საქართველოდან წასული 1,5 მილიონი ადამიანის ბედი და მეორე: ”დემოკრატიული საქართველო” და პოლიტპატიმრებით, პოლიტდევნილებითა და პოლიტემიგრანტებით სავსე ქართული ცხოვრება. “ლუკმა-პურის საშოვნელად საქართველოდან მილლიონ ნახევარი ადამიანია წასული და გაუსაძლისია მათი ყოფნა საზღვარგარეთ, ამასთან ერთად საქართველო სავსეა პოლიტპატიმრებით, პირადი ანგარიშწორების გამო უამრავი ადამიანია ქვეყნიდან გაქცეული და ამ პირობებში თუ სააკაშვილი ხედავს დემოკრატიულ და აყვავებულ საქართველოს, მაშინ მე მინდა მივმართო მას, ჩვენც დაგვანახოს ის”, – განაცხადა შაშიაშვილმა. საგანგებო ბრიფინგზე თემურ შაშიაშვილმა მასმედიას კოდუა-გელბახიანისა და კოდუა-გაბუნიას შეხვედრების ამსხაველი ვიდეო მასალაც დაურიგა და მოუწოდა მედიის წარმომადგენლებს დაინტერესდნენ ამ მასალებით და გააცნონ საზოგადოებას ამ ჩანაწერების ორიგინალური ვარიანტი. იხილეთ epn.ge
×
×
  • შექმენი...