planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
„ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარმა კანდიდატმა სამგორში გულიკო ზუმბაძემ პრესრელიზი გაავრცელა: „78-ე საჯარო სკოლა ბოლო 4-5 წლის განმავლობაში „იაკობ გოგებაშვილის“ პროექტის ფარგლებში საფუძვლიანად გარემონტდა და სოლიდური თანხები დაიხარჯა. 2008 წლის 8 აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების განთავსების გამო, განათლების სამინისტროს მიერ #78 სკოლამ სასწავლო პროცესი #160 საჯარო სკოლაში გააგრძელა, ხოლო 2010 წლის ოქტომბერში – #106 საჯარო სკოლაში. იმავე წლის დეკემბერში მასწავლებლებს და მშობლებს გამოუცხადეს, რომ #78 სკოლა ავარიულობის გამო უერთდება #106 საჯარო სკოლას, რამაც გამოიწვია მშობლებისა და მასწავლებლების უკმაყოფილება. საპროტესტო წერილები გაიგზავნა საქართველოს პრეზიდენტთან, ქალაქის მერთან, პროფკავშირულ ორგანიზაციაში და განათლების სამინისტროში, მაგრამ ჯერჯერობით ყურადღება არავის მიუქცევია. ვუერთდები მშობლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლების მოთხოვნას, გამოიყოს კომპეტენტური კომისია, შემოვიდეს კონტროლის პალატა და ჩატარდეს ჟურნალისტური გამოძიება, თუ რამდენად სწორად არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი და გახარჯული თანხები და რამდენად სწორია გარემონტებული სკოლის სრული დემონტაჟი. მიმაჩნია, რომ ადგილი აქვს ხელისუფლების მხრიდან სკოლის ტერიტორიის მიტაცების მცდელობას. სკოლა უნდა შეუნარჩუნდეს დასახლებას, ვინაიდან მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული #82 საჯარო სკოლა მოსწავლეებით ძალიან გადატვირთულია, ხოლო #106 საჯარო სკოლა საკმაოდ მოშორებულია“. View the full article
-
ახმეტაში, სოციალურად დაუცველებს, რომლებიც სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საარსებო შემწეობებს იღებენ, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებას ავალდებულებენ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ალიანსი საქართველოსთვის“ ახმეტის საარჩევნო შტაბიდან აცნობეს, დღეს კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი, რომელიც სახელისუფლებო პარტიის კახეთის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს, ჟალურის უბანში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებსა და ამომრჩევლებს შეხვდა. „შეხვედრამდე ორი საათით ადრე სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურმა აგენტმა თენგიზ იოსებაშვილმა კარდაკარ ჩამოიარა და სოციალურად დაუცველები გააფრთხილა შეხვედრაზე მისულიყვნენ“, - აღნიშნეს „ალიანსი საქართველოსთვის“ საარჩევნო შტაბში. „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიაში სოციალური აგენტის მონაწილეობის შესახებ, სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის განყოფილებაში კომენტარი არ გააკეთეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრი View the full article
-
კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატის საარჩევნო შტაბი პრესრელიზს ავრცელებს. პრესრელიზში საუბარია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის დავით კირთაძის, #04 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ერეკლე მეტონიძის და #04 კრწანისის ადგილობრივ საარჩევნო ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის მერაბ რაფავას მიერ საარჩევნო კოდექსის დარღვევის კონკრეტულ ფაქტზე. სოფიო ხორგუანი რეაგირებას ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან მოითხოვს. View the full article
-
დღეს, 18 მაისს, 11:00 საათზე ფილარმონიაში თბილისის წიგნის მე-12 ფესტივალი იხსნება. ფესტივალი ოთხ დღეს გასტანს და პარასკევს, 21 მაისს 20:00 საათზე დაიხურება. ფესტივალზე 80-მდე მონაწილე იქნება წარმოდგენილი. მათ შორის: ქართული გამომცემლობები, წიგნის მაღაზიები, საერთაშორისო ორგანიზაციები, საელჩოები, მუზეუმები და ბიბლიოთეკები. ღონისძიების მსვლელობის პროცესში, დამთვალიერებელს საშუალება ექნება დაესწროს სხვადასხვა ტიპის აქციებს და პრეზენტაციებს. ფესტივალზე სტუმრები ინფორმაციას მიიღებენ თანამედროვე ავტორების, ლიტერატურული მიმართულებების, საგამომცემლო საქმიანობის შესახებ. View the full article
-
18 მაისი, სამშაბათი დავით ბერძენიშვილი, თემურ ნერგაძე დაბა ხარაგაული და სოფლები 12:00-20:00ლევან ბერძენიშვილი, ფრიდონ საყვარელიძე 11:00 – გონიო (ხელვაჩაურის რაიონი) თხილნარი (ხელვაჩაურის რაიონი) 13:00ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, სალომე ზურაბიშვილი ოზურგეთი 11:00-12:00 დავით გამყრელიძე ჩოხატაური 11:00-14:00 ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, დავით გამყრელიძე, სალომე ზურაბიშვილი, ლევან ბერძენიშვილი ბათუმის თეატრი 15:00-16:30 დავით უსუფაშვილი, დავით გამყრელიძე ბათუმი-ხელვაჩაური 17:00 დავით ბერძენიშვილი, თემურ ნერგაძე ოკამი 11:00-12:00 ხარაგაული 14:00-18:00 წყალტუბო 19:00 View the full article
-
დღეს, 18 მაისს, 11:00 საათზე ბლოკი „ალიანსი საქართველოსთვის“ კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი სოფიო ხორგუანი ახალი მემარჯვენეების ოფისში (ჟანი კალანდაძის ქ. #1) საარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე ბრიფინგს გამართავს. 14:00 საათზე კი გუდიაშვილის სახელობის სკვერში, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყობა ფოტოგამოფენა „ნამდვილი კრწანისი“, რომელზეც წარმოდგენილი იქნება საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ნანახი, სავალალო მდგომარეობაში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ფოტოზე აღბეჭდილი კრწანისელთა ყოფა-ცხოვრების დღევანდელობა. View the full article
-
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კრწანისში საკრებულოს წევრობის კანდიდატის სოფიო ხორგუანის შტაბის წევრები და მისი მხარდამჭერები 19 მაისს, ავტომანქანების კოლონის საშუალებით შემოივლიან კრწანისის ქუჩებს. ამის თაობაზე სოფიო ხორგუანის შტაბმა გააფრთხილა თბილისის მერია. ვაქვეყნებთ გაფრთხილებისა და რწმუნების ტექსტებს. View the full article
-
Katie @ Belgium TV 25/04/10 სრულად
-
თხევადკრისტალური მონიტორი ანუ თხელი დისპლეი თხევადი კრისტალები-სგან შემდგარი. http://s05.radikal.ru/i178/1005/c2/3b9d50afd738.jpg თხევადი კრისტალები თხევადკრისტალური მონიტორი ასეა მოწყობილი: თითოეული პიქსელი შდგება 2 გამჭვირვალე ელექტროდებს შორის მოთავსებული მოლეკულათა ფენისგან,2 პოლარიზაციული ფილტრისაგან,რომელთა პოლარიზაციის სიბრტყე პერპენდიკულარულია. გაფანტული სხივს რომელსაც ატარებს პირველი ფილტრი,პრაქტიკულად ბლოკავს მეორე ფილტრი. http://s003.radikal.ru/i201/1005/3e/cb8efa9119ca.jpg პოლარიზაციული ფილტრით “დამუშავებული” სურათი აგებულება http://s49.radikal.ru/i125/1005/4d/5a4ad511755b.jpg ელექტროდების ზედაპირი რომელიც კონტაქტშია თხევად კრისტალთან,სპეციალურად მუშავდება მათი საჭირო ორიენტაციისათვის,ანუ მოლეკულები 1 მწკრივად. TN მატრიცაში ესენი ურთიერთპერპენდიკულარულია,მოლეკულები ელ.დენის უქონლობისას ხრახნისებურად ლაგდებიან. დენის მიწოდების შემთხვევაში მოლეკულები სწორხაზოვნად ლაგდებიან ელექტრული ველის წარმოქმნისას,რაც არღვევს მის პირვანდელ სტრუქტურას. ელექტრული ველის მაქსიმუმის მიღწევის შემთხვევაში პრაქტიკულად ყველა მოლეკულა პარალელდება და მონიტორიც გაუმჭვირვალე ხდება. თუ ელექტრული მუხტი ელექტროდთა გარკვეულ უბანზე ზემოქმედებს დროთა განმავლობაში პიქსელები დეგრადირდება(გადაგვარდება) იონთა მიგრაციის გამო, ამის აღმოსაფხვრელად იყენებენ ცვალებად ძაბვას,ან ცვლიან ელ.მუხტის პოლარობას პიქსელის თითოეულ ნაწილში. მატრიცაში შესაძლებელია თითოეული პიქსელის ინდივიდუალური მართვა,მაგრამ პიქსელების რაოდენობის გაზრდასთან ერთად მათი თითოეული მათგანის მართვა ძნელდება, რადგან იზრდება ელექტროდთა რაოდენობა. ამისათვის გამოიყენება სამისამართო ბილიკი თითოეული ბილიკისთვის. უჯრედში გამავალი შუქი შეიძლება იყოს ბუნებრივი(არეკლილი ფუძიდან),მაგრამ ხშირად იყენებენ ხელოვნურ განათებას რაც იძლევა გამოსახულების ფერთა სტაბილურობას. ამდაგვარად თხევადკრისტალური მონიტორი შედგება ელექტრონიკისაგან,ბიდეოსიგნალის გარდამქმნელისგან,მატრიცისგან,განათების მოდულისგან,კვების პლოკისგან და ყუთისგან. თხევადკრისტალური მონიტორის განათება: http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c1/Lcd-ccfl.svg/180px-Lcd-ccfl.svg.png LCD მონიტორთა ძირითადი მახასიათებლები: 1)გარჩევადობა,ჰორიზონტალური და ვერტიკალური ზომა პიქსელებში გამოსახული 2)წერტილის ზომა:გაწელილი მეზობელ პიქსელთა ცენტრთა შორის,რაც დაკავშირებულია მის ფიზიკურ განლაგებასთან 3)ფორმატი:სიგრძის სიგანესთან შეფარდება,მაგ:5:4, 4:3, 5:3, 8:5, 16:9, 16:10. 4)დიაგონალი 5)კონტრასტულობა:შეფარდება ყველაზე კაშკაშა და მქრალი პიქსელების 6)სიკაშკაშე,რაც იზომება კანდელებში კვადრატულ მეტრზე 7)დროში პასუხი:მინიმალური დრო რომელიც საჭიროა პიქსელის ნათების შესაცვლელად 8)ხედვის კუთხე,რომლის დროსაც კონტრასტულობა ზღვარს ქვემოთ არაა 9)მატრიცის ტიპი 10)შესავალი წყარო: DVI, D-Sub, HDMI http://upload.wikimedia.org/wikipedia/ru/6/60/3x3_pixel.png ტექნოლოგია: LCD მონიტორი გამოგონილი იქნა 1963 წელს კომპანია RCA-ში,ნიუჯერსის შტატში. ძირითადი ტექნოლოგია LCD მონიტორთა დამზადებისას:TN+film, IPS და MVA.ესენი განსხვავდებიან ზედაპირთა გეომეტრიით,პოლიმერით,მმართველი ფირფიტით და ფრონტალური ელექტროდით. დიდი მნიშვნელობა აქვს სიხშირეს და პოლიმერის ტიპს. “გამოძახილის” დრო LCD მონიტორის SXRD( Silicon X-tal Reflective Display) 5 მილიწამამდეა შემცირებული. Sony, Sharp და Philips იყენებს ტექნოლოგიას PALC (Plasma Addressed Liquid Crystal)ანუ თხევად კრისტალთა პლაზმური მართვა. overclockers.ge
-
18 მაისს, 09:00 საათზე, თსუ-ის II კორპუსში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები დაიწყება. 18 მაისს, 09:00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გორის რაიონის სოფელ ხელთუბნის ახლად გარემონტებულ საჯარო სკოლას დაათვალიერებს. 18 მაისს, 11.00 საათზე, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი თამთა დემურიშვილი ლაღიძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდება. მის: ლაღიძის ქ. #2 18 მაისს, 11:00 საათზე, “ალიანსი საქართველოსთვის“ კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი სოფიო ხორგუანი ბრიფინგს გამართავს. თემა: “საარჩევნო დარღვევები”. მის: ჟანი კალანდაძის ქ. №3, (“ახალი მემარჯვენეების” ცენტრალური ოფისი) 18 მაისს, 11.00 საათზე, ~საქართველოს ბანკის~ გენერალური დირექტორის მოადგილე არჩილ გაჩეჩილაძე და ~აჭარა გრუპის~ გენერალური დირექტორი ივა დავითაია პრესკონფერენეციას გამართავენ. თემა: ”თბილისში სასტუმრო “Holiday Inn”-ს მშენებლობისათვის ~საქართველოს ბანკი~ სესხს გასცემს”. მის: 26 მაისის მოედანი #1 (ყოფილი სასტუმრო “აჭარა”) 18 მაისს, 11.00 საათზე, “ალიანსი საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია და “ალიანსის” სხვა ლიდერები, ოზურგეთის ცენტრალურ პარკში მოსახლეობასთან შეხვედრას და საარჩევნო სიის პრეზენტაციას გამართავენ. 18 მაისს, 12.00 საათზე, “ალიანსი საქართველოსთვის” ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგიტა ჯანგიშერაშვილი და ზურაბ აბაშიძე მოსახლეობას შეხვდებიან. მის: ჭოლა ლომთათიძის #5 (შესახვევი #11-ე სკოლასთან) 18 მაისს, 12:00 საათზე, ნატო-ს საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში საქართველოში ნატოს მოკავშირე ოფიცრის, ზბიგნევ რიბაცკისა და დასავლეთ საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება. 18 მაისს, 12:00 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი საქართველოში სასამართლო სისტემის ხარვეზების შესახებ ინფორმაციას წარმოადგენენ. 18 მაისს, 12:00 საათზე, აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი რუსთავის #2-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შეხვდება. 18 მაისს, 12.00 საათზე, სასტუმრო `თბილისი მარიოტში~, საქართველოში ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობების დანერგვასთან დაკავშირებით მომზადებული კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართება. 18 მაისს, 12.00 საათზე, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი გიორგი თარგამაძე ბოლნისის მოსახლეობას შეხვდება. შეკრების ადგილი: ბოლნისი, კულტურის სახლი 18 მაისს, 12.00 საათზე, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები გია ჭანტურია და ინგა გრიგოლია პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: “სასამართლო სარჩელი”. მის: თავისუფლების მოედანი #4 18 მაისს, 12:30 საათზე, პარტია “მომავალი საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ლაღიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: “დედაქალაქის პრობლემები, რომელიც სასწრაფოდ მოგვარებას საჭიროებს”. მის: აკ. ხორავას ქ. #9 18 მაისს, 13.00 საათზე, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები გია ჭანტურია, ინგა გრიგოლია და მოძრაობის ლიდერები აეროპორტის დასახლებაში მოსახლეობას შეხვდებიან. შეკრების ადგილი: აეროპორტის დასახლება, ეკლესიასთან 18 მაისს, 13:00 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ყოველკვირეული ბრიფინგი გაიმართება. 18 მაისს, 13.00 საათზე, “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია საკანონმდებლო ინიციატივის პრეზენტაციასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს. თემა: “რელიგიური უფლებები”. პარლამენტი, #302–ე ოთახი 18 მაისს, 13.00 საათზე, “კინოს სახლში” სათემო კავშირი “სტეფანწმინდა” კონფერენციას გამართავს. თემა: `დარიალის კარიბჭე და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხები~. საკონტაქტო პირი: შალვა ელოშვილი, ტელ: 899 676837 18 მაისს, 13.00 საათზე `ლეიბორისტული პარტიის~ ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარტიის ოფისში სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს. თემა: `საგანგებო მიმართვა ოპოზიციას~. 18 მაისს, 13.00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ოზურგეთის №2-ე საჯარო სკოლაში რეგიონის 200-მდე პედაგოგს შეხვდება. მის: გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. №9 18 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: “პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევისა და სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის გამო საიმპიჩმენტო პროცედურის დაწყება”. პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი 18 მაისს, 13:30 საათზე, ფილარმონიაში თბილისის წიგნის XII ფესტივალი გაიხსნება. 18 მაისს, 14.00 საათზე, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი მეფარიძე კრწანისის მოსახლეობას შეხვდება. შეკრების ადგილი: ბააზოვის ქუჩა, “ოპელის” მაღაზიასთან 18 მაისს, 14.00 საათზე, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ჯაფარიძე, სალარო აპარატების ჯარიმებთან დაკავშირებით, პრესკონფერენციას გამართავს. მის: წერეთლის გამზ. #41, ლევან ჯაფარიძის საარჩევნო შტაბი 18 მაისს, 14.00 საათზე, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი და პოლიტიკური გაერთიანება “სახალხო დემოკრატების” სხვა ლიდერები მთაწმინდა–კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენენ. მის: ლესელიძის ქუჩა, სიონისა და ჯვრის მამის ტაძრებს შორის მდებარე სკვერი. 18 მაისს, 14:00 საათზე, #55-ე საჯარო სკოლის წინ საქართველოს კალათბურთის ნაკრების ყოფილი და მოქმედი წევრები ერთმანეთს სტრიტბოლში შეეჯიბრებიან, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს `ნაციონალური მოძრაობიდან~ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვახტანგ ნაცვლიშვილი 18 მაისს, 14.00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში საექსკურსიო ტურის „მოგზაურობა ხელნაწერთა სამყაროში“ პრეზენტაცია გაიმართება. 18 მაისს, 14.00 საათზე, “ალიანსი საქართველოსთვის” ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პრესკონფერენციას გამართავენ. მის: ჟანი კალანდაძის #3 (~ახალი მემარჯვენეების~ ოფისი) 18 მაისს, 15.00 საათზე, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი გიორგი თარგამაძე მარნეულის მოსახლეობას შეხვდება. შეკრების ადგილი: მარნეული, კულტურის სახლი 18 მაისს, 15.00 საათზე, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები გია ჭანტურია, ინგა გრიგოლია და მოძრაობის ლიდერები მოსკოვის გამზირის მოსახლეობას შეხვდებიან. მის: მოსკოვის გამზ. #45 18 მაისს, 15.00 საათზე, “ალიანსი საქართველოსთვის” ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვიქტორ დოლიძე წმინდა მიხეილის საავადმყოფოში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდება. 18 მაისს, 15.00 საათზე, “ალიანსი საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია და “ალიანსის” ლიდერები ბათუმის თეატრში შეხვედრას გამართავენ. 18 მაისს, 15.00 საათზე, პარტია “მომავალი საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ლაღიძე ვერის მოსახლეობას შეხვდება. მის: აკ. ხორავას ქ. #10 18 მაისს, 16.00 საათზე, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა გაბუნია თეთრხალათიანთა აქციას გამართავს. თემა: “სოციალური და ჯანდაცვის პაკეტი სტუდენტებისთვის”. შეკრების ადგილი: რესპუბლიკური საავადმყოფო 18 მაისს, 16.00 საათზე, ინტერფრაქციული ჯგუფი სამთავრობო უწყებათაშორის ჯგუფს შეხვდება. თემა: “წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას არსებული დარღვევები”. პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი 18 მაისს, 16.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსთაველის თეატრსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. # 32 18 მაისს, 17.00 საათზე, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები გია ჭანტურია, ინგა გრიგოლია და მოძრაობის ლიდერები ვაზისუბნის მოსახლეობას შეხვდებიან. შეკრების ადგილი: ვაზისუბანი, ცხრა ყრმა კოლაელთა სახელობის ტაძართან 18 მაისს, 17.00 საათზე, კულტურის სამინისტროს სააქტო დარბაზში, მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი გამოფენას გამართავს. მის: სანაპიროს ქ. #4 18 მაისს, 18.00 საათზე, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები გია ჭანტურია, ინგა გრიგოლია და მოძრაობის ლიდერები ჩუღურეთის მოსახლეობას შეხვდებიან. მის: უზნაძის ქ.#4 18 მაისს, 19.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება “სახალხო დემოკრატების” თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი და ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ჭელიძე მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრას გამართავენ. მის: ჭავჭავაძის გამზირი, ვაკის საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორია 18 მაისს 19:00 საათზე, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში კახეთის რეგიონის შესახებ ფოტო-გამოფენა გაიმართება. მის: თავისუფლების მოედანი #2 18 მაისს, 19.00 საათზე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში საბჭოთა ხელისუფლების მიერ რეპრესირებული ქართული ხალხური შემოქმედების წარმომადგენელთა ფოტოგამოფენა გაიმართება. მის: დავით აღმაშენებლის გამზ. #68 იხილეთ epn.ge
-
ა/წ 17 მაისს ირაკლი ალასანიამ დავით აქუბარდიას გადაცემა “სპექტრ”-ში (ტელევიზია კავკასია) ისუბრა თავის წინა საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესახებ Click here to view the embedded video. ნახეთ
-
დღეს, 17 მაისს, ბლოკი „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა კრწანისის ოლქში სოფიო ხორგუანმა საკუთარი სარეკლამო პლაკატების გაკვრის აქცია სიმბოლურად, ზემო ფონიჭალიდან, იმ ადგილიდან დაიწყო, სადაც მისი ოფიციალური წარდგენა მოხდა. სოფიო ხორგუანის თქმით, „დღისით, მზისით პლაკატების გაკვრა არის მისი წინასაარჩევნო კამპანიის გამჭვირვალობის, კანონმორჩილების დადასტურება. ჩვენ არ ვიყენებთ აკრძალულ მეთოდებს და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც მხოლოდ კანონიერი გზით ვაპირებთ ჩვენი საარჩევნო დაპირებების შესრულებას“. რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა სოფიო ხორგუანის პლაკატები ჩამოხიეს. ქალბატონებმა ეს ფაქტი ტელეკამერების წინაც დაადასტურეს. ნაცმოძრაობის წარმომადგენლები გამომწვევად იქცეოდნენ, სიტუაციის დაძაბვასა და პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბრძოლა წესების გარეშე გრძელდება. თუმცა სოფიო ხორგუანი პოზიციას არ ცვლის და გამარჯვებას მხოლოდ კანონის დაცვითა და წინასაარჩევნო პროგრამით ცდილობს. View the full article
-
დღეს დავით ბერძენიშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჯორჯიაშვილები და ჩხიკვთა - იმყოფებოდა და ამომრჩევლებს ხვდებოდა. View the full article
-
ალიანსის ლიდერები დავით ბერძენიშვილი და სოზარ სუბარი ახალციხესა და ბორჯომში იმყოფებოდნენ და ამომრჩევლებს შეხვდნენ. ქალაქ ახალციხეში, სოფელ აგარაში (ახალციხის მუნიციპალიტეტი), ახალდაბასა და ჭონიხევში (ბორჯომის მუნიციპალიტეტი) მათ ალიანსის დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს და მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნეს. View the full article
-
http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S_E3mqKbtrI/AAAAAAAADqI/GpTATW0l0lA/s200/25328_101035443267052_100000817912291_27792_6536981_n.jpgდღევანდელ ნომერში თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". თეა ასათიანისთვის მიცემულ ინტერვიუში თუთბერიძე გახმაურებულ ინციდენტთან დაკავშირებით მადლობას უიხდის ტელეკომპანია "კავკასიას" და გამოთქვამს იმედს, რომ საქართველოში მორწმუნეთა რიცხვი მალე შემცირდება. "დღეს ძალიან მაღალია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის რეიტინგი. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ ვარ, რომ ეს ვერ იქნება მუდმივად ასე. მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც დღეს დადის ეკლესიაში ძალიან მალე აღარ ივლის... ..."კავკასიამ" მოახერხა ის, რაც "თავისუფლების ინსტიტუტმა" ამდენი ხანი ვერ შეძლო". – აცხადებს თეა თუთბერიძე. ინტერვიუ იხილეთ "ასავალ-დასავალის" ამ კვირის ნომერში!http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif გახდი "ღია ბოქლომი"-ს ჯგუფის წევრი Facebook-ზე View the full article
-
თბილისის მერობის კანდიდატმა აღნიშნა, კრწანისის მოსახლეობას, ისევე როგორც ძველი უბნების მოსახლეობის უმეტესობას, აწუხებს სახლების ავარიული მდგომარეობა, მოუწესრიგებელი გზები, მოძველებული საკომუნიკაციო სისტემა. დღის წესრიგში დგას, ასევე, ძველი ქალაქის იერსახის შენარჩუნების პრობლემაც. ირაკლი ალასანიას განცხადებით, „ალიანსი საქართველოსთვის“ პროგრამები დაეხმარება თბილისის მოსახლეობას, ღირსეულად იცხოვროს, ჰქონდეს ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, დასაქმდეს გაცილებით მეტი ადამიანი. გარდა ამისა, პენსიონერებს, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ადამიანებსა და დევნილებს დედაქალაქში ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრების პირობები. ნახეთ
-
დღეს „ალიანსი საქართველოსთვის“ გლდანის 10/24 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ნუგზარ გაბუნია VII მ/რ 69-ე სკოლასთან ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა. დევნილები უმძიმეს ვითარებაში ცხოვრობენ. შენობა ფაქტობრივად წყალში დგას, კედლები დანესტილია და მოსახლეობას არა აქვს კანალიზაცია. დევნილებს ყურადღებას არ აქცევს არც ქალაქის, არც რაიონის ხელისუფლება და არც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო. ნუგზარ გაბუნია დევნილებს მათი პრობლემების ხელისუფლებამდე მიტანას, ხოლო „ალიანსის“ გამარჯვების შემთხვევაში ყველა პრობლემის უმოკლეს ვადაში მოგვარებას დაპირდა View the full article