Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.epn.ge/wp-content/uploads/filmi1-150x150.jpg ქართული ფილმის განვითარების ფონდი მცირე გრანტებზე კინემატოგრაფიის სფეროში პროექტების დაფინანსების მიზნით, კონკურსს აცხადებს. გრანტები ყოველთვიურად გაიცემა. საკონკურსო ფონდი თვეში ორი ათას ლარს შეადგენს. კონკურსის პრიორიტეტებია: განათლება და პროფესიული დახელოვნება. განაცხადის შემოტანა კვალიფიციურ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ. ფონდში შემოსული განაცხადებს ექსპერტთა საბჭო ყოველი თვის 30 რიცხვში განიხილავს. იხილეთ epn.ge
  2. http://www.epn.ge/wp-content/uploads/liluashvili_davit211-150x1292.jpg უფლება დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანება “ჩვენი უფლებებისათვის” მოუწოდებს არა მარტო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, არამედ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ ხვალ პარლამენტის შენობასთან დაგეგმილ აქციაში. “სოლიდარობა უკანონო და პოლიტპატიმართა მიმართ არის არამარტო უფლებადამცველებისა და პატიმართა ოჯახისწევრების ვალი, არამედ ყველა მოქალაქისა და ესეთი ტიპის ღონისძიებებში უნდა თანამონაწილეობდნენ ყველა კეთილი ნების ადამიანი”,- განაცხადა “ექსპრესნიუსთან” საუბრისასKკოალიცია “ჩვენი უფლებებისათვის” თავმჯდომარე დავით ლილუაშვილმა. მისი თქმით, პარლამენტის შენობიდან მანიფესტანტების მსვლელობა უზენაესი სასამართლოსკენ იქნება იმისი გამოხატულება, რომ სწორედ სააკაშვილის რეჟიმს დაქვემდებარებული სასამართლო სისტემის ბრალია ქვეყანაში მყოფი ასამდე პოლიტპატიმრისა და ათასობით უკანონო პატიმრის არსებობა და სწორედ ამიტომ იქ უნდა ჩატარდეს შესაბამისი საპროტესტო ღონისძიება. პარლამენტის შენობასთან აქცია ხვალ 5 საათზე გაიმართება. იხილეთ epn.ge
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/varskvlavi-150x150.png კინოთეატრ “რუსთველთან” დღეს მსახიობ ლიანა ასათიანის ვარსკვლავი გაიხსნება. ღონისძიების ორგანიზატორის დავით ოქიტაშვილის განცხადებით, მსახიობის ვარსკვალავი მისივე შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამოს შემდეგ გაიხსნება. საღამოზე ნაჩვენები იქნება დოკუმენტური კადრები და ნაწყვეტები ფილმებიდან ლიანა ასათიანის მონაწილეობით. ლიანა ასათიანისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მსახიობები და რეჟისორები მიიღებენ მონაწილეობას. საღამოს ცნობილი პიანისტი ლექსო თორაძეც დაესწრება და რამოდენიმე კომპოზიციას დაუკრავს. იხილეთ epn.ge
  4. http://www.epn.ge/wp-content/uploads/patriarqi2-150x150.jpgდავით გარეჯში დღეს საქართველოს კათაოლიკოს პატრიარქს ელოდებიან. ილია მეორე ტაძარში გარეჯობის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო წირვას აღავლენს. დღესვე ქართული ეკლესია წმინდა ასურელ მამებს იხსენებს. მსგავსი საეკლესიო მსახურება დღეს ყველა მოქმედ ტაძარეში გაიმართება. 12 ასურელ მამასთან ერთად მამა დავით გარეჯელი საქართველოში მართლმადიდებლობის განსამტკიცებლად მე-6 საუკუნეში შემოვიდა. იხილეთ epn.ge
  5. „თუ ცეესკო-ს უნდა, რომ აქტიურობა იყოს მაღალი, ყველა ოჯახს უნდა მიუვიდეს საინფორმაციო ფურცელი, სადაც მითითებული იქნება საარჩევნო უბნის მისამართი, არჩევნების თარიღი და ხმის მიცემის დრო“. - ამბობს სოსო გალუმაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში. View the full article
  6. 21 მაისს 12 საატზე გელათის ტაძარში თავდაცვის სამინისტროს კურსანტები საზეიმოდ დადებენ ფიცს. ფიცის დადების ცერემონიალს თავდავის მინისტრი ბაჩო ახალაიაც დაესწრება იხილეთ epn.ge
  7. 20 მაისს, 10.00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი დევნილებისთვის შპს “მტკვარის” და “საქნათების” შენობების საკუთრებაში გადაცემის ღონისძიებას დაესწრება. მის: გახოკიძის ქ. #6/8 20 მაისს, 11.00 საათზე, საზოგადოებრივი მოძრაობის „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ხელმძღვანელი ეკა ბესელია პრესკონფერენციას გამართავს. მის: გამრეკელის ქ. #19 20 მაისს, 11.00 საათზე, “ქრისტიან-დემოკრატების” მაჟორიტარობის კანდიდატი ჩუღურეთის რაიონში მოსახლეობას შეხვდება. მის: კლდიაშვილისა და ჩუბინაშვილის ქუჩების კვეთა, #29-ე სკოლასთან 20 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” “საქართველოს ბანკისა” და VISA International-ის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: “ახალი პლასტიკური ბარათის გამოშვება”. 20 მაისს, 11:30 საათზე, გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში დიტერ ბოდენი სოხუმის უნივერსიტეტს ეწვევა. 20 მაისს, 11.45 საათზე, “ალიანსი საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია დიდი ლილოს ცენტრში მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს. 20 მაისს, 12.00 საათზე, სპორტის სასახლის წინ “ქრისტიან-დემოკრატების” საარჩევნო ნომრის პრეზენტაცია გაიმართება. 20 მაისს, 12.00 საათზე ედპ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელი გურამ ჩახვაძე წინასაარჩევნო პროცესთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. საქართველოს პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი 20 მაისს, 12.00 საათზე, “საქპატენტის” საკონფერენციო დარბაზში `საქპატენტის~ გენერალური დირექტორი ირაკლი ღვალაძე გამომგონებელებს, პატენტმფლობელებსა და სასაქონლო ნიშნების მფლობელებს საპატენტო სიგელებს გადასცემს. მის: ნინო რამიშვილის ქ. #6 20 მაისს, 12:00 საათზე, `სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების~ (ISFED), `საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის~ (GYLA) და `საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს~ ერთობლივი საარჩევნო მედიაცენტრი გაიხსნება. მის: მარი ბროსეს ქ. #6, II სართ. საკონტაქტო პირი: თამუნა ქაროსანიძე 877 71 91 07, 93 66 43 20 მაისს, 12:00 საათზე, “ალიანსი საქართველოსთვის“ კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი სოფიო ხორგუანი ბრიფინგს გამართავს. მის: ორთაჭალა, გრიშაშვილის ქ. №63 20 მაისს, 12.00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ფოთის №2 საჯარო სკოლაში ქალაქის პედაგოგებთან შეხვედრას გამართავს. მის: ნინო ჟვანიას ქ. №7 20 მაისს, 12.00 საათზე, სასტუმრო ”ამბასადორში”, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგს გამართავს. 20 მაისს, 13.00 საათზე ფილარმონიის ~ივენთ ჰოლში~ წიგნის ფესტივალის ფარგლებში მუხრან მაჭავარიანის ხსოვნის საღამო გაიმართება. 20 მაისს, 13.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება “სახალხო დემოკრატების” თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი და ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გაიოზ ჩარკვიანი მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრას გამართავენ. კინოთეატრ „საქართველოსთან“ მდებარე პარკი 20 მაისს, 13:00 საათზე, კინოთეატრ `ამირანში” პროექტ `5”-ის ავტორები პრესკონფერენციას გამართავენ. მის: კოსტავას ქ. #36 20 მაისს, 13.00 საათზე, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური და პრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ზაზა გოროზია ”სოკარ ჯორჯია გაზის” მიერ ფოთის გაზის ქსელის მშენებლობის პროექტის პრეზენტაციას დაესწრებიან. 20 მაისს, 13:00 საათზე, 16 წლის გიორგი ბასილაშვილი ერთი ხელით აზიდვაში გინესის რეკორდს დააფიქსირებს. მის: უნივერსიტეტის ქუჩა, სპორტული კომპლექსი “სკა” 20 მაისს, 13:00 საათზე, “პრაიმ-თაიმის” პრესკლუბში ჟურნალისტთა შეკითხვებს სანდრო ბრეგაძე უპასუხებს. 20 მაისს, 13.00 საათზე, “ალიანსი საქართველოსთვის” მუხიანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი მოსიძე მუხიანის მეტროს პროექტის პრეზენტაციას გამართავს. მის: მუხიანი, ნონეშვილის ქუჩა, კორპ. #13 20 მაისს, 13.00 საათზე, კოლხური კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, “მომავლის პარტიის” მაჟორიტარობის კანდიდატს მაია კუსიანი-მაჩაბელს მოსახლეობას წარუდგენენ. 20 მაისს, 13.00 საათზე, “ქრისტიან-დემოკრატების” ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ედიშერ კვესიტაძე და პარლამენტის წევრი მაგდა ანიკაშვილი ბრიფინგს გამართავენ. მის: თავისუფლების მოედანი #4, გია ჭანტურიას საარჩევნო შტაბი 20 მაისს, 13.30 საათზე, “ალიანსი საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია ვარკეთილის მეურნეობასთან, მეგობრობის გამზირზე მდებარე ეკლესიასთან დევნილებს შეხვდება. 20 მაისს, 13:30 საათზე, პარტია “მომავალი საქართველოს” ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ლაღიძე დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბაზრობის მოვაჭრეებს შეხვდება. მეტრო “დიდუბის” ცენტრალური შესასვლელი 20 მაისს, 14.00 საათზე, “ქრისტიან-დემოკრატების” მაჟორიტარობის კანდიდატი გლდანში მოსახლეობას შეხვდება. მის: გლდანის მე-7 მ/რ-ნი, ე.წ. ბროწეულის ძეგლთან 20 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება. კომისიის სათათბირო ოთახი (№ 139) 20 მაისს, 14:30 საათზე, თბილისის წიგნის XII საერთაშორისო ფესტივალზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის სპეციალური პრეზენტაცია გაიმართება. მის: მელიქიშვილის ქ. #1, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი 20 მაისს, 15.00 საათზე, “ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერი გიორგი თარგამაძე გორში მოსახლეობას შეხვდება. მის: ქ. გორი, ერთობის ქუჩა, ახალგაზრდობის კულტურის ცენტრი 20 მაისს, 15.00 საათზე, “ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერები დიდუბის რაიონში მოსახლეობას შეხვდებიან. მის: ცაბაძის ქ. #4, სანაპიროზე, 16-სართულიანებთან 20 მაისს, 15.00 საათზე, “ვეტერანთა კავშირის” თავმჯდომარე გია ყარყარაშვილი ვაკის პარკის ცენტრალურ შესასვლელთან პრესკონფერენციას გამართავს. 20 მაისს, 15:00 საათზე, სასტუმრო ,,თორში’’ კონფერენცია გაიმართება. თემა: ,,ონკოლოგიური და რევიზიული პროტეზირება”. მის: ჭანტურიას ქ. #8 20 მაისს, 15.00 საათზე, ალიანსი საქართველოსთვის თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდება. 20 მაისს, 15:00 საათზე, “პრაიმ-თაიმის” პრესკლუბში ჟურნალისტთა შეკითხვებს სოსო ცინცაძე უპასუხებს. 20 მაისს, 17.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება “სახალხო დემოკრატების” თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი და სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი მაკა ივანიშვილი 31–ე ქარხნის მუშებს შეხვდებიან. მის: ბოგდან ხმელნიცკის #181, 31–ე ქარხნის ეზოში 20 მაისს, 17.00 საათზე, “ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერები ვარკეთილში მოსახლეობას შეხვდებიან. მეტრო “ვარკეთილის” ტერიტორია, “პროკრედიტ ბანკთან” 20 მაისს, 17.30 საათზე, “ქრისტიან-დემოკრატების” მაჟორიტარობის კანდიდატი მანანა ნოდია მოსახლეობას შეხვდება. მის: საირმის გორა, მე-5 კორპუსის უკან სკვერში 20 მაისს, 18.00 საათზე, ჩუღურეთის რაიონში შუალედურ არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატი კახა ბასილია წიგნის პრეზენტაციას გამართავს. “სპორტ-კაფე”, “დინამოს” სტადიონის უკან 20 მაისს, 19.00 საათზე, ორგანიზაცია “ტფილისის ჰამქარის” ორგანიზებით, დედაქალაქის სატრანსპორტო პრობლემებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართება. მის: ტაბიძის ქ. #20, “კავკასიური სახლი” 20 მაისს, 20:00 საათზე, კლუბ `ტრიუმფში~ სტუდენტური მეჯლისი „ყვავილების დედოფალი 2010“ გაიმართება. მის: წერეთლის გამზ. #116, “დიდუბე პლაზა”, „კლუბი ტრიუმფი“ იხილეთ epn.ge
  8. საარჩევნო კამპანია ფინიშს უახლოვდება. თბილისსა და მთელ საქართველოში მნიშვნელოვანი ცვლილებების დაწყებამდე 11 დღე დარჩა. ახლა მთავარია ყველანი მივიდეთ არჩევნებზე. ბლოკი „ალიანსი საქართველოსთვის“ კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი ამომრჩევლებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, აქტიურობისკენ მოუწოდებს. სოფიო ხორგუანმა და მისი საარჩევნო შტაბის წევრებმა დღეს მანქანებით მსვლელობა მოაწყვეს. კოლონამ საქართველოს და ალიანსის დროშებით კრწანისის უბნები შემოიარა. „გინდათ უკეთესობისკენ შეცვალოთ ცხოვრება? ნუ დარჩებით სახლში, მოდით არჩევნებზე! ხმა მიეცით ალიანსს და სოფიო ხორგუანს! ჩვენ შევცვლით!“ – ასეთი იყო ლოზუნგების შინაარსი. View the full article
  9. მარიკა თხელიძე & სოსო თოლორაია - ქვეყანა აირია (არეული დარეული) სრულად
  10. სოსო თოლორაია - ფული, ფული სრულად
  11. http://epn.ge/wp-content/uploads/shinagan-saqmeta-saministro-LOGO-150x150.jpgსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც რუს ოკუპანტებს მშვიდობიან მოსახლეზე თავდასხმაში ადანაშაულებს და მოუწოდებს რუს ოკუპანტებს შეწყვიტონ მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმა. განცხადების მიხედვით, ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირში, ამავე სოფლის მკვიდრი, 26 წლის ვახტანგ ქოქოშვილი თავის კუთვნილ ხეხილის ბაღში, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს მდებარეობს, აგროვებდა ფიჩხს. შეგროვებისას მან ბაღში დამონტაჟებული ხელყუმბარა შეამჩნია, თუმცა, გამორიდება ვერ მოასწრო და აფეთქების შედეგად სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს მშვიდობიან მოსახლეზე თავდასხმის ფაქტს და რუს სეპარატისტთა მხრიდან მსგავსი ქმედებების შეწყვეტას მოითხოვს. იხილეთ epn.ge
  12. სოსო თოლორაია - მაიმუნი და კაცი სრულად
  13. სოსო თოლორაია - აღარ გიცდი სრულად
  14. http://epn.ge/wp-content/uploads/shashiashvili35-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის გზით თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა „თავისუფალი აზრის სახლში“ საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას „ალიანსი საქართველოსთვის“,„თოფაძე მრეწველების“,„ეროვნული საბჭოს“, მოძრაობა „თეთრების“ ლიდერები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ოპოზიციურ პატიათა ლიდერების განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარდაჭერას ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველო“ და შალვა ნათელაშვილის “ლეიბორისტული პარტიაც” უცხადებს. შეხვედრის მონაწილეთა განცხადებით, საკითხის პოლიტიკური განხილვა უკვე დაიწყო და უახლოეს ხანში მათი მხრიდან სპეციალური წარმომადგენლობა ევროპაში გაემგზავრება, სადაც ცნობილ ქართველ და უცხოელ იურისტებთან შეხვედრები გაიმართება. მოძრაობა “თეთრების” ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, აუცილებელია მოსახლეობამ რეფერენდუმის გზით ახალი კონსტიტუცია მიიღოს, რადგან ეს პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა. მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანო ფუნქციადაკარგულია, ხოლო ამ მოცემულობაში საზოგადოების ხსნა დემოკრატიულ პროცესში უნდა იყოს. “კონსტიტუციაში აუცილებლად უნდა იყოს ასახული ის გარემოება, რომ მისი მიღებიდან 6 თვის შემდგომ ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება”_ აცხადებს თემურ შაშიაშვილი. როგორც დღევანდელ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფი მორიგ შეხვედრას 21 მაისს 14.00. საათზე სასტუმრო „სიმპათიაში“ გამართავს. იხილეთ epn.ge
  15. http://epn.ge/wp-content/uploads/cagar221-150x150.jpgოპოზიციონერი დეპუტატის გია ცაგარეიშვილის მტკიცებით, არჩევნებთან დაკავშირებით CSA-ს კვლევების შედეგების მიზანია მხოლოდ საზოგადოების მოტყუება. როგორც ჟურნალისტებს ცაგარეიშვილმა განუცხადა, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2”-სა და ,,იმედის” მიერ დაკვეთილ კვლევებს, საზოგადოების ხელისუფლებისთვის სასურველი შედეგისთვის შეგუების მცდელობაა. მისი თქმით, კვლევები შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკვეთილი და მის მიერვე შესრულებულია. დეპუტატი ინტერესდება კვლევების დამკვეთთა შორის რატომ არ იყო ტელეკომპანია ,,რეალ TV”. ცაგარეიშვილის მტკიცებით, პარტიებისა და მერობის კანდიდატების რეალური რეიტინგები, 30 მაისს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას გამოჩნდება. შეგახსენებთ, რომ ფრანგული კომპანია CSA-ს კვლევების ჩატარება ტელეკომპანიებმა ,,რუსთავი 2’’ -მა და ,,იმედმა’’ დაუკვეთეს. კვლევების თანახმად, მერის პოსტზე წარდგენილი კანდიდატებიდან მმართველი გუნდის კანდიდატი ლიდერობს. იხილეთ epn.ge
  16. http://epn.ge/wp-content/uploads/lagidze6-150x150.jpgპარტია ,,მომავალი საქართველოს” ლიდერი, მერობის კანდიდატი, გიორგი ლაღიძე და საკრებულოს თვმჯდომარეობის კანდიდატი, გელა ჩივაძე ვერის პარკში ამომრჩევლებს შეხვდნენ. მათ მოსახლეობას საკუთარი პროგრამა გააცნეს და მათი პრობლემებიც მოისიმინეს. მოსახლეობის ძირითადი პრობლემა უმუშევრობა და კომუნალური გადასახადები აღმოჩნდა. ლაღიძე ამომრჩევლებს მაქსიმალურ დახმარებას დაპირდა. მისი თქმით, ყველა ის დაპირება, რომელიც მათ წინასაარჩევნო პროგრამაში წერია ეტაპობრივად აუცილებლად შესრულდება. ,,ჩვენს დედაქალაქში მოსახლეობის უპირველესი პრობლემაა დასაქმება, ასევე სოციალური დონე არის ძალიან დაბალი. ჩვენ მათ გავაცანით ჩვენი ხედვა, თუ როგორ მოხდება წინასაარჩევნო პროგრამის შესრულება. მე მიმაჩნია, რომ ახლად არჩეულ მერს შეეძლება ამ პრობლემების გადაწყვეტა, რაც მათ აწუხებთ”,- აღნიშნა ლაღიძემ. ლაღიძეს თქმით, მართალია, იგი კომუნალური გადასახადების გაუქმებას ვერ შეძლებს, მაგრამ დაბალანსებას აუცილებლად მოახერხებს. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გელა ჩივაძემ კი აღნიშნა, რომ ის აუცილებლად დააყენებს საკითხს აშენდეს სარეაბილიტაციო დაწესებულებები ნარკომანებისათვის, რადგან ნარკომანია ეს არის დაავადება და იგი განკურნებადია. მოსახლოება, პარტია ,,მომავალი საქართვლოს” წევრებს, არჩევნებზე მისვლას და მხარდაჭერას დაპირდა. იხილეთ epn.ge
  17. http://epn.ge/wp-content/uploads/logocsk-150x150.jpgმიუხედავად გასაჩივრების ვადის დარღვევებისა, ცენტრალურ საარჩევნო კომისია საჩივრებში მითითებული გარემოებების შესწავლას საკუთარი ინიციატივით მოახდენს. საჩივარი “ეროვნულმა საბჭომ” ცესკოში ა.წ. 14 მაისს შეიტანა, რომლის მიხედვით ლენტეხის #46 და ყვარლის #16 საარჩევნო ოლქში ეროვნული საბჭოს კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვდა. ცესკომ, განხილვის შემდეგ გამოარკვია, რომ სარჩელი გასაჩივრებისათვის საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლით დადგენილი 2 დღიანი ვადის დარღვევით იყო შემოტანილი, რის გამოც საჩივრები განუხილველად იქნა დატოვებული. მიუხედავად გასაჩივრების ვადის დარღვევებისა, ცესკო საკუთარი ინიციატივით მოახდენს საჩივრებში მითითებული გარემოებების შესწავლას. იხილეთ epn.ge
  18. რათქმაუნდა ცალი თვალით ბრმების გარდა ყველამ იცით, თუ რა არის ნივთის სამ განზომილებაში აღქმა. როდესაც გაქვს ორი თვალი, შეგიძლია მათი მოძრაობით მოახდინო სხვადასხვა მანძილზე მდებარე ამა თუ იმ ობიექტის “ფიქსაცია”, მოახდინო მასზე ფოკუსირება და ტექნიკური ენით რომ ვთქვათ, მიიღო ინფორმაცია მისი ფარდობითი მანძილის შესახებ. აი ასე: http://images.geotorrents.com/images/62wf0i385engufxf0.jpg რათქმაუნდა სამგანზომილებიანი აღქმა საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ არამხოლოდ მანძილი, არამედ ფორმაც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. მაშინ, როდესაც არ გაქვს სამგანზომილებიანი ხედვა, საჭირო ხდება სხვადასხვა მინიშნებები იმისთვის, რომ მიხვდე, რასთან გაქვს საქმე. მაგალითად, ეტალონური საზომის მოყვანა გვეხმარება გარემოს ზომის აღქმაში: http://media.bestofmicro.com/3d-blu-ray-home-theater-3d-tv,1-E-247586-13.jpg სურათზე რომ ციყვი არ იყოს (რა საყვარელია http://www.overclockers.ge/forum/public/style_emoticons/default/126fs2276621.gif ) გაგიჭირდებოდათ განგესაზღვრათ, სურათზე კლდე და უზარმაზარი ქვის ფილებია თუ პატარა აგურები და რიყის ქვები… პერსპექტივის ეფექტიც გვეხმარება სიშორის აღსაქმელად, პერსპექტივის კანონების მიხედვით ხომ რაც უფრო შორსაა ნივთი, მით პატარა ჩანს: http://media.bestofmicro.com/3d-blu-ray-home-theater-3d-tv,1-R-247599-13.jpg სიღრმის შეგრძნება და ჩრდილები: http://media.bestofmicro.com/3d-blu-ray-home-theater-3d-tv,1-I-247590-13.jpg როდესაც სურათზე ერთი ობიექტი მეორეს ფარავს, ხვდებით, რომ ის უფრო ახლოსაა, ვიდრე მის მიერ დაფარული… გარდა ამისა, ჩრდილების მეშვეობით შეგიძლიათ განსაზღვროთ, რომ ესა თუ ის სხეული ბრტყელი კიარა, გარკვეული ფორმის მქონეა… პარალაქსი: http://media.bestofmicro.com/3d-blu-ray-home-theater-3d-tv,1-A-247582-13.png http://media.bestofmicro.com/3d-blu-ray-home-theater-3d-tv,1-B-247583-13.png http://media.bestofmicro.com/3d-blu-ray-home-theater-3d-tv,1-C-247584-13.png როდესაც სივრცეში რამდენიმე სხეულია გაბნეული, მათ მიმართ მოძრაობისას, უფრო ახლოს მყოფი უფრო სწრაფად იცვლის თქვენი ხედვის არისადმი მდგომარეობას (როგორც წინა პლანზე არსებული კუბი და სფერო). გარდა ზემოაღნიშნულისა, შორს მდებარე ობიექტები ჰაერის სიმჭიდროვის, დაბინძურების თუ სხვადასხვა მიზეზების გამო უფრო ბუნდოვანია, გარდა ამისა როდესაც ახლომდებარე ობიექტზე ვახდენთ ფოკუსირებას, უკან მყოფი გადღაბნილი მოჩანს და ა.შ. მოკლედ, საკუთარ თვალებს კარგად იცნობთ და მეტის თქმა აღარ არის საჭირო… ————————————————————– ახლა სტერეოსკოპიას მივხედოთ. სტერეოსკოპია, ანუ მოცულობითი აღქმა ემყარება ფიგურის ორი სხვადასხვა კუთხიდან გადაღებას და შემდეგ ამ ორი კადრის ერთად ჩვენებას. წარმოიდგინეთ კამათელი, რომელსაც ორი ერთმანეთისგან ოდნავ დაშორებული კამერით ვიღებთ: http://media.bestofmicro.com/3d-blu-ray-home-theater-3d-tv,1-S-247600-13.png ორივე თვალი (და კამერაც) კამათლის სხვადასხვა ნაწილს აღიქვამს: http://media.bestofmicro.com/3d-blu-ray-home-theater-3d-tv,1-T-247601-13.png ბოლოს კი, ხდება ორივე კადრის ერთდროულად ჩვენება ისე, რომ სათვალის დახმარებით თითოეული თვალი მხოლოდ მისთვის განკუთვნილ გამოსახულებას აღიქვამდეს: http://media.bestofmicro.com/3d-blu-ray-home-theater-3d-tv,1-U-247602-13.png ცალ-ცალკე სურათებს თვალები ხედავს, აღიქვამს სამ განზომილებაში და ჩნდება ობიექტის რეალურობის განცდა. სათვალის მოქმედების ახსნა არ მომთხოვოთ, თავად დაძებნეთ, ყველაფერს მზამზარეულს ხომ ვერ მოგაწვდით. სულ გაზარმაცდა ეს ხალხი რა http://www.pic4ever.com/images/129fs4468377.gif რათქმაუნდა სტერეო კადრის გადასაღებად გჭირდებათ ან ორი კამერა, ან ერთი კამერა ორი ობიექტივითა ორი ჩამწერი ფირით, ჩიპით, “ორარხიანი” გამოსახულების მატარებლით ან კიდევ სხვა რამით… ისეთი, როგორიც სურათზეა: http://media.bestofmicro.com/3d-blu-ray-home-theater-3d-tv,2-I-247626-13.jpg ადამიანის თვალებს შორის მანძილი საშუალოდ 2.5 დუიმია, ამიტომ ობიექტივებს შორის ოპტიმალური მანძილიც სწორედ ამდენივეა, მაგრამ Panasonic AG-3DA1(სურათზე)-ს რეგულირებადი დისტანცია აქვს. საბედნიეროდ, თუკი ფილმის მაგივრად მულტფილმს იღებთ, სულ არ დაგჭირდებათ 3D კამერა, შეგიძლიათ ორი ვირტუალური კამერით დაარენდეროთ გამოსახუელბა 3D-რედაქტორში, რომელშიც ქმნით თქვენს მულტფილმს. ————————————————————– გამოსახულების კოდირება. რათქმაუნდა, კინოფირით ყველაფრის ჩვენება მარტივია, აიღებ ორ პროექტორს და მარჯვენათი მარჯვენა გამოსახულებას გაუშვებ, მარცხენათი – მარცხენას… ან ისეთივე “ორთვალა” პროექტორი გექნება, როგორიც კამერა იყო… მაგრამ ჩვენ ხომ კომპიუტერშიც გვინდა 3D აღვიქვათ? ამისათვის საჭიროა გამოსახულების კოდირება… რათქმაუნდა, ყველაზე მაღალი ხარისხის გამოსახულება გამოდის ორი Full HD გამოსახულების ერთად გადაცემით. ამ დროს კადრი 1920×2205 ზომისაა და შეიცავს ორ 1920×1080 გამოსახულებას, თითოს თითო თვალისთვის: თითოს თითო თვალისთვის: http://media.bestofmicro.com/,1-F-247587-3.png სამწუხაროდ ეს საკმაოდ “ტევადი” მეთოდია, HDMI 1.4 მაინც სჭირდება და BD ფორმატი (3D BD-ებში მართლაც იყენებენ მას). ეს არის კოდირება შეკუმშვის გარეშე. მეორე ვარიანტია მარჯვენა და მარცხენა თვალით აღსაქმელი გამოსახულების სიგანეში შეკუმშვა ისე, რომ მივიღოთ ერთი Full HD ფორმატის კადრი, რომელსაც შემდეგ სათვალით სრულ ზომაში აღვიქვამთ: http://media.bestofmicro.com/3d-blu-ray-home-theater-3d-tv,1-4-247576-13.png თითო თვალისათვის გამოსახულება 960×1080 გაფართოებისაა. მესამე გზა: “დაწნული” (interlaced) კოდირება. გამოსახულებას თანაბარი ზომის ზოლების სახით აკლდება ვერტიკალური გაფართოება: http://media.bestofmicro.com/3d-blu-ray-home-theater-3d-tv,1-2-247574-13.png თითო თვალისთვის კადრი გამოდის 1920×540 პიქსელი ზომის. “ზევით/ქვევით” მეთოდი დაწნულის მსგავსია, ოღონდ აქ გამოსახულება მთლიანი და ვერტიკალურად შეკუმშულია: http://media.bestofmicro.com/3d-blu-ray-home-theater-3d-tv,1-3-247575-13.png კი დაგპირდით, სათვალეზე არაფერს გეტყვით-მეთქი, მაგრამ ცოტას შეგიბრალებთ… აი, ეს არის ანაგლიფური სათვალე: http://media.bestofmicro.com/3d-blu-ray-home-theater-3d-tv,0-V-247567-13.jpg სათვალე ფილტრავს გამოსახულებას და კონკრეტული თვალისთვის არასაჭირო გამოსახულების სპექტრს აკავებს, არ უშვებს თქვენამდე. ასე რომ მარჯვენა თვალი თავის გამოსახულებას ხედავს, მარცხენა – თავისას. სათვალე ყოველთვის შესაფერისი კუთხით არ არის განთავსებული ეკრანის მიმართ, ამიტომ გვერდითი მოვლენები – გამოსახულების გაორმაგება, გაწელვა, გადღაბნა, ფერების არევა (როგორც სურათზეა ნაჩვენები), ჩვეულებრივი მოვლენაა: http://media.bestofmicro.com/3d-blu-ray-home-theater-3d-tv,0-W-247568-13.jpg ————————————————————– რათქმაუნდა სამგანზომილებიანი გამოსახულების აღსაქმელად არანაკლებმნიშვნელოვანია სპეციალური “სამგანზომილებიანი” დისპლეი. თანამედროვე დისპლეი ყველა ფერის შესაქმნელად წითელი, ლურჯი და მწვანე სინათლის სხვადასხვა კომბინაციას იყენებს. იმის მიუხედავად, რომ სინათლე დისპლეიდან თქვენს თვალამდე პირდაპირ მოძრაობს და ვრცელდება, შესაძლებელია მისი პოლარიზება. მდაბიური ენით რომ ვთქვათ, პიქსელიდან წამოსული სხივი “ბრუნავს” საკუთარი ღერძის გარშემო ან მარცხნივ: http://media.bestofmicro.com/3d-blu-ray-home-theater-3d-tv,1-O-247596-13.png ან მარჯვნივ: http://media.bestofmicro.com/3d-blu-ray-home-theater-3d-tv,1-W-247604-13.png დისპლეიზე განთავსებულია სპეციალური საპოლარიზაციო ფილტრი, რომელსაც განივი (ან თუ გნებავთ, გრძივი) საპოლარიზაციო ზოლები დაჰყვება: http://media.bestofmicro.com/3d-blu-ray-home-theater-3d-tv,1-M-247594-13.png სამწუხაროდ, ასეთ დისპლეიზე, როგორც შეამჩნიეთ, მხოლოდ “დაწნული” კოდირებით შეიძლება ფილმის ჩვენება და ნებისმიერი კოდირების მეთოდით შენახული ფილმი ხელახლა გადაკოდირდება იმისთვის, რომ დისპლეიზე სამ გამნზომილებაში აღვიქვათ. რათქმაუნდა პოლარიზებულ დისპლეისთან ერთად პოლარიზებული სათვალის გამოყენებაც მოგვიწევს მთელი მისი გვერდითი მოვლენებითაც უნდა “დავტკბეთ”. ალბათ დამეთანხმებით, რომ დიდი ვერაფერი სიამოვნებაა უყურო სამ განზომილებაში რამეს დამახინჯებული ფერებით, ან ფორმით, ამიტომ გამოიგონეს ახალი ტექნოლოგია, რომლის წყალობითაც მარჯვენა და მარცხენა თვალისთვის გამოსახულება არა ერთდროულად, არამედ ცალ-ცალკე, ერთიმეორის შემდეგ პროეცირდება. ამისათვის საჭირო გახდა 120-ჰერციანი განახლებადობის მქონე დისპლეის შექმნა (ანუ წამში 60 ჰერცი მარჯვენა თვალისთვის, ხოლო 60 – მარცხენასთვის). ასეთ დისპლეის მიმდევრობითკადრიანი, ან ალტერნატიულკადრიანი (Frame sequential/alternate frame displays) ეწოდება. ასეთ დისპლეიზე რამის საყურებლად “აქტიურჩამკეტიანი” (Active Shutter) სათვალე დაგჭირდებათ, მაგალითად Nvidia 3D Vision-ის სათვალე: http://media.bestofmicro.com/3d-blu-ray-home-theater-3d-tv,1-D-247585-13.jpg ამ სათვალეს ორივე ლინზა ერთი ფერის აქვს, მაგრამ პოლარიზებული. დისპლეიდან წამოსულ სიგნალს ინფრაწითელი სენსორი აღიქვამს და რიგ-რიგობით, წამში 60-ჯერ ხან მარჯვენა თვალის წინ ახდენს პოლარიზებით გამოსახულების სრულად ჩახშობას, ხან კი – მარცხენა… მოკლედ ჩათვალეთ, რომ წამში 60-ჯერ თქვენი თვალის წინ ფარდა ჩნდება და ქრება… თქვენ ამას ვერც კი ამჩნევთ. სამაგიეროდ ფერადი ლინზებით მიღებული გვერდითი მოვლენა არსადაა! რათქმაუნდა ენვიდია სულაც არ არის ასეთი სათვალეების წარმოების მონოპოლისტი, ამიტომ აქტიურჩამკეტიანი სათვალეების მეშვეობით ტელევიზორით 3D-ტელეგადაცემების ყურებაცაა შესაძლებელი. ეს შემდეგნაირად ხდება: თავდაპირველად იღებენ მარჯვენა და მარცხენა თვალისთვის სრული ზომის ორ გამოსახულებას, რომელიც შემდგომში ტელევიზიით HDMI 1.3 სტანდარტის შესაბამის ხარისხში გადაეცემა: http://media.bestofmicro.com/3d-blu-ray-home-theater-3d-tv,1-1-247573-13.png მიღებული გამოსახულება დეკოდირდება, კვლავ იქმნება ცალ-ცალკე მარჯვენა და მარცხენა სურათები და პროეცირდება ეკრანზე. რათქმაუნდა გამოსახულების ნახევარი იკარგება, მაგრამ ეს დიდი პრობლემა არ არის (იმედია http://www.overclockers.ge/forum/public/style_emoticons/default/D.gif). ტექნოლოგიას Digital Light Processing (DLP) ეწოდება. http://media.bestofmicro.com/3d-blu-ray-home-theater-3d-tv,0-X-247569-13.png მეცნიერები (თუ ინჟინრები) კიდევ უფრო წინაც წავიდნენ და გვთავაზობენ ავტოსტერეოსკოპულ ეკრანებს, რომლებიც 3D გამოსახულებას სათვალის გარეშე გვაჩვენებენ. სამწუხაროდ მათ შესახებ ბევრი ვერაფერი მოვიძიე, უბრალოდ აღნიშნავენ, რომ სპეციალური ლინზები თვალ-ყურს ადევნებენ ცალკე მარჯვენა და ცალკე მარცხენა თვალს და მათ შესაბამისად აჩვენებენ კადრებს, თუმცა როგორ ხდება ეს, მე არ მაინტერესებს და თავად იპოვეთhttp://www.overclockers.ge/forum/public/style_emoticons/default/chojinfc.gif . ——————————————————————– http://media.bestofmicro.com/3d-blu-ray-home-theater-3d-tv,0-Z-247571-1.png ბლუ-რეი 3D ახალი ბლუ-რეი ფორმატია, რომელიც ბლუ-რეის ასოციაციამ შექმნა. სტანდარტის შესაბამისად, ამ ფორმატის ფილმის ჩვენებისას საჭიროა 2x სიჩქარის მქონე BD-დრაივი, შესაფერისი დისპლეი და კოდეკი MVC (Multi-video Codec), რომელიც Advanced Video Codec (AVC, იგივე H.264)-ის ბაზაზეა შექმნილი. MVC კოდეკით კოდირებული ვიდეოფაილის გამტარობა 60MB/s-ის ტოლია მაშინ, როდესაც ჩვეუელბრივი ბლუ-რეი ფილმის გამტარობა 40MB/s-ს უდრის. Blu-ray 3D ფორმატის ფილმებიტ ტკბობა ახლავე შეგიძლიათ, მთავარია გქონდეთ ბლუ-რეი პლეერი და დისპლეი 120Hz განახლების სიხშირითა და HDMI 1.4 კონექტორით. სხვათა შორის 3D ბლუ-რეის ყურება კომპიუტერითაც შეგიძლიათ. მაგრამ საამისოდ ან Core i3/i5/i7 პროცესორი დაგჭირდებათ, რომელსაც ორარხიანი ვიდეოგამოსახულების დეკოდირება ძალუძს, ან ამავე ფუნქციის მქონე Nvidia GeForce GT240, GT340, GT330, GT320, GTX470, GTX480 ვიდეოდაფის შეძენა მოგიწევთ. ATI-ც გვპირდება, რომ ახლო მომავალში ჩანერგავს Blu-ray 3D-ს დეკოდირებას თავის მეხუთე სერიის ვიდეოდაფებში, მაგრამ ჯერ-ჯერობით არაფერს აკეთებს… overclockers.ge
  19. http://epn.ge/wp-content/uploads/parlamenti3-150x150.gifდევნილთა კატეგორიებად დაყოფის კრიტერიუმები, დოკუმენტში უკვე ასახულია და მისი განხილვა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებაში მიმდინარეობს. ამის შესახებ, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტების დღევანდელ გაერთიანებულ სხდომაზე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე თამარ მარტიაშვილმა განაცხადა. როგორც სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, ევროკავშირი დაინტერესებულია იმ დახმარების შესახებ, რასაც ორგანიზაცია დევნილებისათვის გამოყოფს. კერძოდ, თუ რა სახით ხდება კრიტერიუმების განსაზღვრა – ვინ უნდა მიიღოს ფულადი კომპენსაცია და ვინ საცხოვრებელი ფართი. მარტიაშვილის განმარტებით, უწყებაში არსებული სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამუშავებულია კრიტერიუმების განმსაზღვრელი დოკუმენტი და მისი შეთანხმება ხდება არასამთაბრობო ორგანიზაციებთან და საზოგადოებასთან. ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ კრიტერიუმების განსაზღვრაში, მხოლოდ სახელმწიფო არ ღებულობს გადაწყვეტილებას და მასში აქტიურად არიან ჩართული საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები. იხილეთ epn.ge
  20. http://epn.ge/wp-content/uploads/shashkini45-150x150.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა თბილისის 43-ე საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასკოლო სასადილო გახსნეს. პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ახალი პროექტი, რომელიც უსაფრთხო და ჯანსაღი სკოლის ფარგლებში ხორციელდება პილოტირებას თბილისის 55-ე და 43-ე საჯარო სკოლებში გადის. საპილოტე სკოლების სასადილოები კომპანია ”გოგლი-მოგლმა” კეთილმოაწყო და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა. 14 მაისს 55-ე საჯარო სკოლაში ახალი სასადილო საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. დიმიტრი შაშკინის განცხადებით, გარდა იმისა, რომ ბავშვები ახალი და ჯანსაღი პროდუქტით იქნებიან უზრუნველყოფილნი, ძალზე მნიშვნელოვანია, სასკოლო გარემოდან ნაღდი ფულის ამოღება. 43-ე სკოლის ახალი ტიპის სასადილოში ისევე, როგორც 55-ე საჯარო სკოლაში, ანგარიშსწორება ,,ტაოპრივატბანკის’’ მიერ უსასყიდლოდ დამზადებული ელექტრონული ბარათებით მოხდება. პრეზენტაციაზე 43-ე სკოლის მოსწავლეებმა სტუმრების თანდასწრებით პირადი ელექტრონული ბარათებით სკოლის სასადილოში პირველი შენაძენი გააკეთეს. სკოლის დირექტორის ბესარიონ სიხარულიძის თქმით, ახალ ინიციატივას უკვე მოჰყვა მშობლების დადებითი გამოხმაურება და სხვა საჯარო სკოლების წარმომადგენელთა დაინტერესება. ახალი სასწავლო წლიდან პროექტი უსაფრთხო და ჯანსაღი სკოლის კონცეფციის ფარგლებში, ყველა საჯარო სკოლაში დაინერგება. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა განაცხადა, მიმდინარე თვის ბოლოს გამოცხადდება ტენდერი კომპანიებზე, რომლებიც პირველ ეტაპზე 88 საჯარო სკოლაში ასეთივე ტიპის სასადილოს გახსნიან. იხილეთ epn.ge
  21. http://epn.ge/wp-content/uploads/nikoleishvili_gela_advokati_1-150x130.jpgსაქართველოს უზენაესმა სასამართლომ ლევან გოგიჩაიშვილისა და გიორგი ალხაზიშვილის საქმე დაუშვებლად სცნო. როგორც “ექსპრესნიუსს” გიორგი ალხაზიშვილის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა, საქმე სტრასბურგის სასამართლოში უკვე გადაგზავნილია. “ჩვეულებრივ უზენაეს სასამართლოს პასუხის გასაცემად ვადა 6 თვე ეძლევა, მაგრამ ამჯერად მათ პასუხი 2 თვეში უკვე მზად ჰქონდათ”,- განაცხადა ნიკოლაიშვილმა. სააპელაციო სასამართლომ ლევან გოგიჩაიშვილის და გიორგი ალხაზიშვილის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა. გოგიჩაიშვილს 7-წლიანი და ალხაზიშვილს 4-წლიანი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. მათ ბრალი ხულიგნობაში და განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებაში დაედოთ მსჯავრი. გოგიჩაიშვილი და ალხაზიშვილი 2009 წლის ზაფხულში დააკავეს. იხილეთ epn.ge
  22. http://epn.ge/wp-content/uploads/xachize8-150x150.jpgგარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე სამეგრელოს რეგიონს ესტუმრა. მინისტრი ნაპირსამაგრი სამუშაოების დაწყებამდე არსებულ ვითარებას გაეცნო. „საქართველოს თითქმის ყველა რაიონში მდინარეები და წყალდიდობები დიდ პრობლემებს ქმნის. საკმაოდ დიდი თანხა სჭირდება ამ პრობლემების სრულად გადაჭრას. ვცდილობთ საკუთარი თვალით ვნახოთ და შევაფასოთ, სად შეიძლება განხორციელდეს სამუშაოები,” – განაცხადა გოგა ხაჩიძემ. მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე 150 მეტრის სიგრძეზე დატბორვის საწინააღმდეგო მიწის დამბა აღდგება. აღდგენითი სამუშაოები მაისის ბოლოდან დაიწყება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 240 ათასი ლარი დაიხარჯება. სამუშაოები სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება. აბაშის რაიონში სოფელ კეთილარში მდინარე რიონი წლების განმავლობაში საცხოვრებელ სახლებს ტბორავდა. იხილეთ epn.ge
×
×
  • შექმენი...