Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. რეგიონებში ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საარჩევნო პროცესი მათთვის არათანაბარ პირობებში მიმდინარეობს. რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი, „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარი კანდიდატი ვლადიმერ ნაკაშიძე (ქუთაისი) ამბობს: „პირობების თანაბრობაზე საუბარიც კი უხერხულია. ოფისის დაქირავებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შემექმნა, რომელსაც მართლა ვერ წარმოვიდგენდი. ქირას ვიხდიდი, ფართზე შეთანხმებული ვიყავი და მოულოდნელად მესაკუთრისგან მტკიცე უარი მივიღე. მიზეზი იყო, რომ უკვე გააქირავა. ვლადიმერ ნაკაშიძის განმარტებით, სინამდვილეში აღნიშნული ფართი დღემდე გაუქირავებელია. ისევე როგორც, დაკავებულია ის სარეკლამო ფართები, რომელზეც ბილბორდის გაკვრას „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარი კანდიდატი მთელი კვირის გამნავლობაში უშედეგოდ ცდილობდა. „ადმინისტრაციულ სამსახურშიც და არქიტექტურაშიც მეუბნებოდნენ, რომ არ იციან, ვინ არის ამ ბიზნესის მესაკუთრე ქუთაისში. ერთი სამსახურიდან მეორეში მაგზავნიდნენ... სამაგიეროდ, მმართველი პარტიის წამომადგენლებისთვის ეს საკითხი უპრობლემოდ გახდა ხელმისაწვდომი“, - ამბობს ნაკაშიძე. წერილი სრულად View the full article
  2. http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_4102-copy1-150x150.jpg პოლიტიკურმა გაერთიანება “სახალხო დემოკრატებმა” ნაძალადევის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გაიოზ ჩარკვიანი წარუდგინეს. მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას, პარტიის ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა ივანიშვილმა დღეს წარუდგინა. მერობისა და მაჟორიტარების კანდიდატები ნაძალადევის მოსახლეობას შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს. როგორც გაიოზ ჩარკვიანმა “ექსპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, მისი როგორც ადვოკატის პრიორიტეტი, მოსახლეობის ინტერესებისა და უფლებების დაცვა იქნება. “მე მოსახლეობას ვპირდები რომ ყოველთვის ვიზრუნებ მათზე და მათ უფლებებს დავიცავ. მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ თუ უნდათ შეაჩერონ თბილისის ნგრევა შემოხაზონ 25,”_ განაცხადა გაიოზ ჩარკვიანმა. ჩარკვიანმა ასევე მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემები და სოციალური სფეროს საკითხები განიხილა, რის მოგვარებაშიც კანდიდატი ამომრჩევლებს დახმარებას და თანადგომას დაჰპირდა. “ჩვენი პარტიის მთავარი ამოცანა და პრიორიტეტი ადამიანის უფლებებია, გაიოზ ჩარკვიანი არის ადამიანის უფლებადამცველი და დარწმუნებული ვარ შეძლებს ღირსეულად ემსახუროს ამ რაიონის მოსახლეობას და იზრუნოს მათზე”_ განაცხადა პარტიის ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა ივანიშვილმა “ექსპრესნიუსთან” საუბრისას. გაიოზ ჩარკვიანი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია. მის წარდგენას პარტიის წევრების გარდა, რამდენიმე ცნობილი ადვოკატი, მათ შორის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი – ზაზა ხატიაშვილი და გელა ნიკოლაიშვილიც ესწრებონენ. იხილეთ epn.ge
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/Malashxia-Shota1-150x150.jpgეთნოწმედის ფაქტების სრული აღნუსხვა მომავალი ორი წლის მანძილზე დასრულდება და საერთაშორისო სასამართლოებში ამის შემდეგ გადაინაცვლებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხიამ განცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ნაწილობრივ მოხდა და მომავალი 2 წლის მანძილზე სრულად დასრულდება იმ ფაქტების აღნუსხვა, რაც 1992-2008 წლებში მომხდარ ეთნოწმენდას ასახავს. მალაშხიას მტკიცებით, ფაქტების წარდგენის შემდეგ, ჩადენილი დანაშაულის გამო საქართველო რუსეთს არა მარტო პასუხს, არამედ კომპენსაციასაც მოსთხოვს. მალაშხიას კომისიაში საანგარიშო პერიოდში – 2008 წლის ივნისი – 2010 წლის მაისი – გაწეული მუშაობის ანგარიშის პროექტის განხილვა მიმდინარეობს. იხილეთ epn.ge
  4. http://www.epn.ge/wp-content/uploads/lagidze7-150x150.jpg პარტია “მომავალი საქართველოს” ლოდერი, მერობის კანდიდატი გიორგი ლაღიძე, დიდუბის ბაზრობის გარემოვაჭრეებს შეხვდა. ლაღიძემ მათ საკუთარი პროგრამა გააცნო და მათი პრობლემებიც მოისმინა. გარემოვაჭრეებისათვის ძირითადი პრობლემა ადგილების უქონლობა აღმოჩნდა. მათი განცხადებით, მათ ბაზრობის დირექცია არ აძლევს საშუალებას დადგნენ ადგილებზე და პროდუქცია გაყიდონ, რადგან ადგილების სანაცვლოდ დიდ თანხას თხოულობენ. გარემოვაჭრეები ძირითადად რაიონიდან ჩამოსული ხალხია, რომლებიც საკუთარ ოჯახებს მხოლოდ აქ შემოსული თანხით არჩენენ. მერობის კანდიდატმა გიორგი ლაღიძემ მათ დახმარება აღუთქვა. “მათ აქვთ ძალიან ბევრი პრობლემა. საქართველოში აუცილებელია დაწესდეს ფიქსირებული გადასახადები გარემოვაჭრეებისათვის ასევე სახელმწიფომ არ უნდა მოსთხოვოს მათ სალარო აპარატების ხმარება. ჩვენი არჩევის შემთხვევაში მათ მიზერული ფიქსირებული გადასახადები დაუწესდებათ. ასევე გამოიყოფა სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი თანხები რათა ამ ადამიანებმა ოჯახების რჩენა შეძლონ” – აღნიშნა ლაღიძემ. დიდუბის ბაზრობის გარემოვააჭრეებმა გიორგი ლაღიძეს არჩევნებზე წასვლას და მხარდაჭერას დაპირდნენ. იხილეთ epn.ge
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/bregaze1-150x150.jpg რუსეთი არ აპირებს ფსონის დადებას არც ერთ პოლიტიკოსზე, ვინც თითქოსდა მოლაპარაკებებისათვის რუსეთში დადის. ის აქცენტს გააკეთებს ისეთ ადამიანზე, ვინც დღეს ჩრდილშია, მას მხოლოდ გვარი ექნება ქართული და არ იქნება ქართველი. განცხადება ამის შესახებ პარტია “თავისუფლების” წევრმა სანდრო ბრეგაძემ დღეს პრეს-კლუბ “პრაიმ-ტაიმში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჟურნალისტებთან ბრეგაძემ საქართველო– რუსეთის ურთიერთობაზე ისაუბრა. კონსტანტინე გამსახურდიას თანაგუნდელი ამბობს, რომ რუსეთი მხოლოდ ხელისუფლების შეცვლით არ შემოიფარგლება. ბრეგაძის პროგნოზით საქართველო შეიძლება გუბერნიებად დაიყოს და ისინი ხელისუფლებას არ დაექვემდებარონ. მისი განმარტებით, ამ პროცესებში მონაწილეობას განაწყენებული კრიმინალური სამყაროც მიიღებს. “დიდი ვალი დაეკისრება ამ შემთხვევაში კრიმინალებს, რადგან ისინი განაწყენლებულნი არიან და აუცილებლად მიიღებენ საქართველოს დანაწევრებაში მონაწილეობას. რუსეთის სცენარია, რომ აქ არ დალაგდეს სიტუაცია. რუსეთმა მოაწყო პროვოკაცია, რომელსაც საქართველო წამოეგო. ამის შემდეგ კი ომი დაიწყო. რუსეთის სპეცსამსახურებს არ გაუჭირდებათ, რომ პროვოკაცია მოახდინონ საქართველოში,”- განაცხადა ბრეგაძემ. მისი თქმით, შარშან რუსეთის შეთავაზებას, გაკეთებულიყო ეროვნული პარტია, მისი პარტია არ დაეთანხმა. პარტია “თავისუფლების” წევრი 26 მაისის აღლუმსაც გამოეხმაურა. იგი მიიჩნევს, რომ კარგი იქნება თუ ხელისუფლება აღლუმს არ ჩაატარებს, ვინაიდან, ბრეგაძის შეფასებით, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოში სამხედრო აღლუმები არ უდა ტარდებოდეს. „ჩვენი ძალა არ არის არმიაში. ჩვენი ძალა არის სიმართლეში და ზეიმების გამართვაში თავშეკავებულები უნდა ვიყოთ. 26 მაისს დაგეგმილი აღლუმი ყვარყვარეს აღლუმს ჰგავს. დამოუკიდებლობის დღე შეიძლება კონცერტით ბანკეტით და ა.შ. აღინიშნოს. ხელისუფლება დიდ დარტყმას აყენებს ეკლესიას. გიგი თევზაძე რუსეთის დასმულია და არა “კაგებესი”. ამიტომაც გაიმართა ილია ჭვჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში ასეთი წიგნის პრეზენტაცია,“ – განაცხადა ბრეგაძემ. იხილეთ epn.ge
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/liluashvili_davit211-150x1295.jpgგია კრიალაშვილზე, ლევან ამირიძესა და კობა ოთანაძეზე ხელისუფლებამ უსასტიკესი ანგარიშსწორება მოახდინა. განაცხადება ამის შესახებ, “ექსპრესნიუსთან” საუბრისას კოალიცია “ჩვენი უფლებიბისთვის” თავმჯდომარემ დავით ლილუაშვილმა გაკეთა. მისი თქმით, სისხლიანი სპეცოპერაციის დროს დაიღუპა გია კრიალაშვილი და მრავლობითი ჭრილობებით ლევან ამირიძე და კობა ოთანაძე დაიჭრნენ. “ხელისუფლებამ და სპეცსამსახურებმა მათ მიმართ ჯერ ბინძური სპექტაკლი დადგეს მუხროვანის ე.წ. ამბოხისა, ხოლო შემდეგ მათზე უსასტიკესი ანგარიშსწორება მოახდინეს,”- განაცხადა ლილუაშვილმა. მუხროვანის ამბოხიდან დღეს ერთი წელი შესრულდა. იხილეთ epn.ge
  7. განაცხადეს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრებმა დავით რაზმაძემ (გორი) და ხათუნა თათანაშვილმა (კასპი). ეს განცხადებები მათ ცესკოს თავმჯდომარესთან ზურაბ ხარატიშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთეს. ზურაბ ხარატიშვილი გორში პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და საარჩევნო უბნების წარმომადგენლებს შეხვდა. „ის ადამიანები, ვინც 60 ლარს იღებს, მზად იყვნენ, აღნიშნული ფაქტი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის თანდასწრებით ეთქვათ, თუმცა ხარატიშვილმა მათ გარანტია ვერ მისცა და, შესაბამისად, საჯაროდ ამის თქმა ვეღარ მოახერხეს“. - აცხადებს ხათუნა თათანაშვილი. რეგიონის არჩევანი, 20 მაისი, 2010 წერილი სრულად View the full article
  8. http://www.epn.ge/wp-content/uploads/chaxvadzeguram.edp_5-150x150.jpg საარჩევნო მონიტორინგის ინტერფრაქციულ ჯგუფში დარღვევების ახალი ფაქტები ფიქსირდება, თუმცა ეს ფაქტები განმეორებითი და მასიური ხასიათის არაა. ამის შესახებ ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა გურამ ჩახვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჩახვაძის თქმით, პრეზიდენტის ნორმატიული აქტის საფუძველზე 9 მაისის აღსანიშნავად დიდი სამამულო ომის ვეტერანები მედლებით დაჯილდოვდნენ და რიგ რაიონებში ამ მედლებს მხოლოდ მმართველი გუნდის წარმომადგენლები არიგებდნენ, რაც ადმინისტრაციული ხარჯების უკანონო გამოყენებად უნდა ჩაითვალოს. ჩახვაძის ინფორმაციით, ბათუმში, ბაღდათში, ლენტეხში და ხულოში გამოვლინდა შემთხვევები, როცა სოციალურად დაუცველ ოჯახებს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ თუკი ისინი სახელისუფლებო კანდიდატს არ დაუჭერენ მხარს, მოეხსნებათ სოციალური დახმარებები. დეპუტატი მოსახლეობას შეახსენებს, რომ სოციალურ დახმარებებს არა ადგილობრივი, არამედ ცენტრალური ხელისუფლება მართავს, რომელიც იძლევა გარანტიას, რომ ასეთი მუქარა პრაქტიკაში არ განხორციელდება. ჩახვაძემ ბრიფინგზე სხვა დარღვევების ფაქტებზეც ისაუბრა და მოუწოდა ხელისუფლებას, თითოეულ დარღვევაზე გამოძიება მოხდეს გონივრულ ვადებში, რათა მოსახლეობის მოლოდინი გამართლდეს. საპარლამენტო და სამთავრობო მონიტორინგის ჯგუფების მიერ, თბილისში მნიშვნელოვანი დარღვევები არ ფიქსირდება. თბილისისათვის ამ ეტაპზე მხოლოდ პლაკატების ჩამოხევაა დამახასიათებელი. იხილეთ epn.ge
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/xetaguri-150x1406.jpgენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური და პრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ზაზა გოროზია დღეს, ”სოკარ ჯორჯია გაზის” მიერ ფოთის გაზის ქსელის მშენებლობის პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ. ფოთის გაზის ქსელის მშენებლობა 2010 წელს დაიწყება. აშენდება 158 კმ სიგრძის გაზსადენი. აღნიშნული სამუშაოების დამთავრების შემდეგ გაზის ქსელში ჩართვის საშუალება ექნება 21000 პოტენციურ აბონენტს, ამასთან ერთად გაზიფიცირებული იქნება 174 სხვადასხვა დანიშნულების ობიექტი. საქართველოს ეკომომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს ”სოკარ ჯორჯია გაზს”- შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანიამ განახორციელა რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებები საქართველოს სხვა და სხვა რეგიონებში გაზიფიცირების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ჩასატარებლად. აშენებულია გაზსადენები საგარეჯოს რაიონის სოფელ იორ-მუღანლოში, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ნინიგორში, მცხეთის რაიონის სოფელ წეროვანში, ზესტაფონის რაიონის სოფელ ცხრაწყაროში, დმანისის რაიონის სოფელ ტნუსში, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში, გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში, მცხეთის რაიონის სოფელ ჩარდახში, დაბა სურამში, ქალაქების ზუგდიდის, დუშეთის, ხაშურის, ახმეტის, ქარელის, ლანჩხუთის ქუჩების გაზის ქსელები და სხვა. ქვეყნის გაზიფიცირების მიზნით შპს ”სოკარ ჯორჯია გაზმა” საქართველოში შეიძინა 30 გაზგამანაწილებელი კომპანია, რომელიც მარაგდება აზერბაიჯანული ბუნებრივი აირით. იხილეთ epn.ge
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashkini395-150x150.jpg განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ფოთის მეორე საჯარო სკოლაში ქალაქის 200-მდე პედაგოგს განათლების სფეროში მიმდინარე პროცესები და 2010-2011 წლებში დაგეგმილი სიახლეები გააცნო. კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარე შეხვედრისას დიმიტრი შაშკინმა პედაგოგების მხრიდან პრობლემები მოისმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა მასწავლებელთა სერტიფიცირებაზე, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, დამამთავრებელი კლასებისათვის სავალდებულო 10 გამოცდაზე, უსაფრთხო სკოლაზე, ეროვნული სასწავლო გეგმის დახვეწაზე, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე. ასეთი შეხვედრების შედეგად, მინისტრი და სამინისტროს წარმომადგენელნი პირადად აცნობენ პედაგოგებს სისტემაში არსებულ მდგომარეობას, მათთან ერთად აფასებენ რეფორმის მიმდინარეობას და სიახლეების დანერგვის ახალ გზებს მასწავლებლებთან კონსულტაციების შედეგად განიხილავენ. ქალაქ ფოთში 14 სკოლაა, მათ შორის 11- საჯარო, 3 – კერძო; 600 მასწავლებელი და 6 500 მოსწავლეა; წელს ქალაქს 5 ოქროსა და 19 ვერცხლისმედალოსანი ჰყავს; 2006-2009 წლებში მეგაპროგრამა ,,იაკობ გოგებაშვილის” ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა – 2 საჯარო სკოლას, ნაწილობრივი – 9 საჯარო სკოლას; 2006-2010 წლებში: ”ირმის ნახტომის” პროგრამის ფარგლებში ფოთის სკოლებში 270 კომპიუტერი, 8 ნოუთბუქი და 10 პროექტორია შეტანილი. იხილეთ epn.ge
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/xulo-150x150.jpg ხულოს რაიონის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მიზეზი დარღვევა გახდა, რომლის თანახმადაც სკოლაში წინასაარჩევნო კამპანია და აგიტაცია ჩატარდა. განცხადება ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაავრცელა. პოლიტიკური პარტიების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებისთვის საჯარო სკოლების გამოყენებასთან დაკავშირებულ დარღვევებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა ირაკლი ანდრიაშვილმა ბრიფინგი გამართა. სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა ჩაატარა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ხულოს რაიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში საარჩევნო აგიტაცია ჩატარდა და ამ პერიოდში სასწავლო პროცესი შეწყდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მითითების დარღვევის გამო, საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი განთავისუფლებული იქნა თანამდებობიდან. საარჩევნო კამპანიის დაწყებისას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ყველა საჯარო სკოლის დირექტორს მკაცრი მითითება მისცა, რათა მათ პოლიტიკური პარტიების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესის დროს არ დაეშვათ. დარღვევის შესახებ სამინისტროს არასამთავრობო ორგანიზაციებმა – ”ახალი თაობა ახალი ინიციატივა” და ”საზოგადოება ბათუმელი” აცნობეს. განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექცია კვლავ გააგრძელებს მონიტორინგს და ყველა მსგავსი ფაქტის გამოვლენისას მკაცრ რეაგირებას მოახდენს. იხილეთ epn.ge
  12. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ბლოკი „ალიანსი საქართველოსთვის“ სოფიო ხორგუანმა მისი ოლქი კარდაკარის პრინციპით შემოიარა და მოსახლეობის პრობლემებს დეტალურად გაეცნო. რომ არა ხელისუფლების ვუმოქმედობა, ზოგიერთი საკითხი აქამდეც უნდა მოგვარებულიყო, - მიაჩნია მას. სოფიო ხორგუანმა დღევანდელ ბრიფინგზე ძველი ხარფუხის პრობლემებზე ისაუბრა: გრიშაშვილის ქუჩა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, თუმცა პრობლემები აქაც ისეთივეა, როგორც გარეუბნებში. 12 ოჯახი ბუნებრივ აირს ვერ იღებს, თვეზე მეტია ქუჩაში ქვიშა დაყარეს, მაგრამ ასფალტი დღემდე არ დაუგიათ, ბორდიურები კი იმდენად მაღალია, მეპატრონეებს მანქანები ეზოებში ვერ შეყავთ. ამავე უბანს ეკუთვნის ბექა ოპიზარის ქუჩა, რომლის 7 ნომერში 18 ოჯახი ცხოვრობს და, როგორც ამბობენ, ღამით ქოლგებით სძინავთ. სახლის სახურავი ისეთი ძველია, რომ შინ და გარეთ ერთნაირად წვიმს. ამ სახლს უკანა მხრიდან დემირელის სახელობის სკოლა ესაზღვრება, საიდანაც მოსწავლეები ხშირად სახურავზე გადადიან და კიდევ უფრო აზიანებენ. პრობლემებია ქუჩაზეც, სადაც წყალკანალის სამსახურის მიერ მილების გამოცვლამ გზა კიდევ უფრო დაანგრია. მუშებმა ასფალტი აყრილი დატოვეს. ცურტაველის ქუჩის 22 ნომერში კი ოთხი ოჯახი ბარაკული ტიპის ნახევრადსარდაფში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. საერთო მოუწყობელი ტუალეტიდან საშინელი სუნი მთელ ქუჩაზე ვრცელდება. აქ მცხოვრები, ხელისუფლებისგან მიტოვებული ადამიანები მხოლოდ ყოველდღიურ საკვებზე ფიქრობენ. ახალგაზრდები დაუსაქმებელი არიან, ასაკოვანი ადამიანები კი პენსიის სიმცირეს უჩივიან. ქუჩაზე განათების ბოძები კი დგას, თუმცა არ ანათებს. დანგრეულ გზაზე არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს და განსაკუთრებით ხანდაზმულებს გრიშაშვილის ქუჩამდე ფეხით უჭირთ ჩასვლა“. კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი სოფიო ხორგუანი მოსახლეობას თანადგომას და ქალაქის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში უფრო ქმედით დახმარებას პირდება. View the full article
  13. http://www.epn.ge/wp-content/uploads/chaxvadzeguram.edp_4-150x150.jpg ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელი გურამ ჩახვაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, გონივრულ ვადებში დასრულდეს გამოძიება იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რაც საჯარო მოხელეების მხრიდან წინასაარჩევნოდ დაფიქსირდა. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჩახვაძემ განაცხადა, ყველაზე ტოტალურ ზეწოლას საარჩევნო კანდიდატებზე, ადგილი ჰქონდა მესტიაში, რის გამოც სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორს ზაზა გოროზიას შვებულებაში წასვლა ურჩიეს და საარჩევნო კომპანიას ჩამოაშორეს. ჩახვაძის თქმით, საზოგადოებაში მოლოდინია, რომ ყველა დარღვევასთან დაკავშირებით მოხდება გამოძიება და საჯარო მოხელეები სათანადოდ დაისჯებიან, რაც გაზრდის საზოგადოების ნდობას არჩევნების მიმართ. შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მესტიაში საარჩევნო კანდიდატებზე ზეწოლას პირადად ზაზა გოროზია, მისი მოადგილე ერეკლე ჯაფარიძე და აფხაზეთის პოლიციის სამმართველოს უფროსი ანზორ მარგიანი ახორციელებდნენ. რის შედეგადაც ოპოზიციური პარტიების კანდიდატებს 3 მაისს, ღამით, გამგეობის შენობაში, დააწერინეს განცხადება კანდიდატურების მოხსნის შესახებ. ჩახვაძის თქმით, ყველა კანდიდატის უფლება აღდგენილია, მხოლოდ ერთერთმა მათგანმა განაცხადა უარი, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. იხილეთ epn.ge
  14. http://www.epn.ge/wp-content/uploads/gvalaze-150x150.jpg “საქპატენტის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ღვალაძემ პატენტმფლობელებს, გამომგონებელებს და სასაქონლო ნიშნების მფლობელებს საპატენტო სიგელები გადასცა. დღესვე შედგა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტთა კიდევ ერთი ჯგუფის საავტორო უფლების ობიექტების დეპონირების დამადასტურებელი მოწმობების გადაცემაც. “საქპატენტის” განცხადებით, ინტელექტუალური საკუთრების სხვა ობიექტებისგან განსხვავებით, საავტორო უფლებების წარმოშობა არ არის დაკავშირებული რეგისტრაციის ფაქტთან. ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის დეპონირება, შესანახად გადაცემა, “საქპატენტში” განახორციელოს. დეპონირების დამადასტურებელ მოწმობაში მითითებული პირი მიიჩნევა ნაწარმოების ავტორად _ საავტორო უფლების მფლობელად, თუ არ არსებობს ამ ფაქტის რამე საწინააღმდეგო დასაბუთება. იხილეთ epn.ge
  15. http://www.epn.ge/wp-content/uploads/prokuratura5-150x150.jpgმთავარმა პროკურატურამ ,,ენერჯი ინვესტის~ გენერალური დირექტორის გენო მალაზონიას დაკავებასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა. პროკურატურის ინფორმაციით, მალაზონია ეჭვმიტანილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების დამალვაში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში, თაღლითობასა და ხელმძღვანელობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რის შედეგადაც სახელმწიფოს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზარალი მიადგა. სს ,,ენერჯი ინვესტის~ ხელმძღვანელების მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს. იხილეთ epn.ge
  16. ახმეტის რაიონის სოფელ აწყურში, ხოდაშენის მე-9 საუბნო საარჩევნო კომისია და „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბი ერთ შენობაშია განთავსებული. სახელისუფლებო პარტიიდან სოფელში კენჭს აწყურის საჯარო სკოლის დირექტორი ბელა ბახბახიშვილი იყრის. სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ წითელაური მასწავლებლებს „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ აგიტაციის გაწევას ავალდებულებს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს რესპუბლიკური პარტიიდან ხოდაშენის მე-9 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა ლეილა ჯავახიშვილმა აცნობა. მისი თქმით, სკოლაში ოპოზიციასაც ჰყავს რამდენიმე მხარდამჭერი, თუმცა მათ ყოველგვარი აქტივობა ეკრძალებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლიდან გათავისუფლებით ემუქრებიან. „მას შემდეგ, რაც აღნიშნულთან დაკავშირებით პროტესტი გამოვთქვი, ზაურ წითელაურმა გამაფრთხილა, რომ ჩუმად ვიყო, თორემ სამსახურთან დაკავშირებით პრობლემები მეც შემექმნება“, - აღნიშნა ლეილა ჯავახიშვილმა. უნდა აღინიშნოს, რომ აწყურის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ წითელაური ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის უფროსის ივერი წითელაურის მამაა. ივერი წითელაური შვებულებაშია გასული და „ნაციონალური მოძრაობის“ ახმეტის საარჩევნო შტაბში მუშაობს. კახეთის საინფორმაციო ცენტრი View the full article
  17. http://www.epn.ge/wp-content/uploads/dgeobebi-150x150.jpg ყვრალის რაიონის ერთ-ერთ უდიდეს სოფელ შილდაში დღეს და ხვალ მაისობა-კოხიაობას აღნიშნავენ. ამ დღეს მთელი სოფელი ერთად იკრიბება და სხვადასხვა ღონისძიებებს მართავენ. დღეს შილდაში დოღი, შეჯიბრი ჭიდაობაში, ქართული ცეკვები, გამოფენები და სხვა უამრავი სანახაობაა დაგეგმილი. სოფლის დღესასწაული ორ დღეს გრძელდება. გადმოცემის თანახმად, სოფელი დღეობას უკვე ორი საუკუნეა აღნიშნავს, ლეკების შემოსევის და მათზე გამარჯვების ნიშნად. დღესვე სოფლის დღესასწაულს, ძელიცხოვლობას ზეიმობს ლაგოდეხის რაიონის სოფელი მაწიმი. სალოცავი, რომელიც ძელიცხოვლის სახელობისაა ამჟამად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სოფელ მაწიმჩაის მახლობლად მდებარეობს. მომლოცველებს, რომელთაც სალოცავში მოსალოცად წასვლა სურთ, აზერბაიჯახის სახელწიფო საზღვარი-საბჟო უნდა გადაკვეთონ. მოქალაქის პასპორტის წარდგენის გარეშე ადგილობრივებს სალოცავში არ უშვებენ. მაწიმში ძელიცხოვლობას რამდენიმე ათეული წელია აღნიშნავენ. იხილეთ epn.ge
  18. „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარი კანდიდატი სამგორის მე-4 საარჩევნო ოლქში გულიკო ზუმბაძე პრესრელიზს ავრცელებს: „წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში ამომრჩევლებში შევიძინეთ საკმაოდ დადებითი რეიტინგი. ამის საპირისპიროდ ნაციონალური მოძრაობა მიმართავს ჩვეულ უმსგავსო არაადამიანურ ქმედებებს. 18 მაისს „აფრიკის“ დასახლებაში ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები მოსახლეობაში არიგებდნენ გაზეთს, რომელშიც დაიბეჭდა სამოქალაქო უპასუხისმგებლობით გამოწვეული ცილისმწამებლური სტატია. მოვუწოდებ ნაციონალურ მოძრაობასა და მის კანდიდატს ირაკლი შიხიაშვილს თავი დაანებონ ასეთი მდაბიო მეთოდების გამოყენებას და გამიწიონ ჯანსაღი კეთილსინდისიერი კონკურენცია“. View the full article
  19. http://www.epn.ge/wp-content/uploads/wignebiiiiiiiiiiiiiiii-150x150.jpgთბილისის წიგნის XII საერთაშორისო ფესტივალზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის პრეზენტაცია გაიმართება. გამომცემლობა უნივერსიტეტის შემადგენელი ნაწილია და მისი მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის სამეცნიერო, სასწავლო და საგანმანათლებლო საქმიანობის წარმატებით განხორციელებას. თსუ-ის გამომცემლობაში მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოიცემა ქართული და ნათარგმნი მხატვრული ლიტერატურა, სამეცნიერო ტექსტები, საუნივერსიტეტო და სასკოლო სახელმძღვანელოები, სხვადასხვა ტიპის ლექსიკონები, მონოგრაფიები. ფესტივალზე უნივერსიტეტის გამომცემლობის გარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საგამომცემლო პროგრამა „ლოგოსი“ წარმოადგენს. საგამომცემლო პროგრამა ლოგოსი 1996 წელს დაარსდა. იგი თსუ–ს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ბაზაზე ფუნქციონირებს. ამჟამად, “ლოგოსში” ენციკლოპედია „ანტიკური კავკასია“ გამოსაცემად მზადდება. იხილეთ epn.ge
  20. http://www.epn.ge/wp-content/uploads/malazonia-150x150.jpg კომპანია “ენერჯი ინვესტის” გენერალური დირექტორი და პრეზიდენტი გენო მალაზონია სამართალდამცველებმა ფინანსური მაქინაციებისა და გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით დააკავეს. დაკავება საწარმოში ჩატარებული ფინანასური შემოწმების საფუძველზე მოხდა. საწარმო უკვე დაყადაღებულია. კომპანიის პრეზიდენტის დაკავების შესახებ მთავარი პროკურატურა დღეს განცხადებას გაავრცელებს. ამ თანამდებობამდე გენო მალაზონია იყო საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსიც. იხილეთ epn.ge
  21. „ალიანსის საქართველოსთვის“ კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი სოფიო ხორგუანი ბრიფინგს გამართავს. 12:00 – ორთაჭალა, გრიშაშვილის №63. დავით უსუფაშვილი, ირინა იმერლიშვილი წინასაარჩევნო შეხვედრებს გამართავენ. ლენტეხი 12:00-14:00 ცაგერი 15:00-19:00 ლევან ბერძენიშვილი და ფრიდონ საყვარელიძე წინასაარჩევნო შეხვედრებს გამართავენ. თერჯოლა 14:00 View the full article
  22. http://www.epn.ge/wp-content/uploads/wigni-150x150.jpg გამომცემლობა “დიოგენე” წიგნის მოყვარულებს 21 მაისის ჩათვლით წიგნის ფესტივალზე ეპატიჟება. ფესტივალის ფარგლებში “დიოგენე” მკითხველს განსაკუთრებული ფასდაკლების სისტემას – “დიდი ფასდაკლება ათ წუთს” სთავაზობს. ფასდაკლების განსაკუთრებული სისტემა ნიშნავს, რომ ყოველი კენტი საათის ბოლო ათი წუთის განმავლობაში, “დიოგენეს” წიგნები მსურველებს შეუძლიათ 20%-დან 70%-მდე ფასდაკლებით შეიძინონ. წიგნის გამოფენა – გაყიდვა 18 მაისს ფილარმონიაში გაიხსნა და 21 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. იხილეთ epn.ge
  23. http://www.epn.ge/wp-content/uploads/ludi-150x150.jpgთბილისში 21 მაისს მსახიობებს შორის ლუდის ფესტივალი-ჩემპიონატი, სახელწოდებით “სიამოვნება ლიტრობით” იხსნება. გასართობი ღონისძიება თბილისის ერთ-ერთ ლამაზ ადგილას გაშენებულ რესტორანში ეწყობა და 4 დღეს გასტანს. ფესტივალის წამყვანი და ორგანიზატორი სამსახიობო ირაკლი ჩოლოყაშვილია. იხილეთ epn.ge
  24. http://www.epn.ge/wp-content/uploads/archevnebi-150x150.gif დღეიდან 30 მაისის არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების ერთიან სიაში ცვლილებების შეტანა იკრძალება. საარჩევნო კოდექსის თანახმად, ეს პროცესი სწორედ კენჭისყრამდე არა უგვიანეს მეათე დღეს წყდება. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, 19 მაისს სიებში სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე განხორციელებული ცვლილებების შეტანის ვადა ამოიწურა. შესაბამისი მონაცემები დამუშავდება და ამომრჩეველთა ზუსტი რაოდენობა უკვე 25 მაისისთვის გახდება ცნობილი. ამ დღეს ცესკო სათანადო მონაცემებს ინტერნეტითა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოაქვეყნებს. 30 მაისს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის თბილისის მერისა და პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. იხილეთ epn.ge
×
×
  • შექმენი...