planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
დავით ოტიაშვილი & ირინა ალექსიძე - მენდრანი დობადონა. კომპოზიტორი: მერაბ მამულაშვილი სრულად
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/dakaveba3-334x5009-150x150.jpg “ეროვნული საბჭოს” წევრი კონსტანტინე გომელაური სამართალდამცავებმა ავტომობილით ბორდიურზე შეჯახების შემდეგ დააკავეს. კონსტანტინე გომელაური წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. წინასწაი ინფორმაციით, მას ჩხრეკისას ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა. გამოძიება 170-ე და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. კონსტანტინე გომელაური დუმილის უფლებას იყენებს. დაკავება გუშინ გვიან ღამით მოხდა, თბილისის მთავარ სამმართველოსთან კი “კონსერვატიული პარტიის” წარმომადგენლები მივიდნენ და ინფორმაციის მიწოდებას ითხოვდნენ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/patriarqi3-150x150.jpgპაატა ბურჭულაძის ფონდ’”იავნანას”’გრანდიოზულ საქველმოქმედო კონცერტს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეც დაესწრება. საღამოს საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი დალოცავს. უწმიდესი და უნეტარესი ილია II ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვან ამბავს ამცნობს საზოგადოებას. თბილისის სპორტის სასახლეში ფონდი “იავნანას”’გრანდიოზული საქველმოქმედო აქცია სპორტის სასახლეში 24 მაისს გაიმართება. როგორც “ექსპრესნიუსს”’ფონდიდან აცნობეს, 24 მაისის საღამო ყველაზე მეტად სტუდენტებსა და ახალგაზრდებს გააერთიანებს, რადგან სცენა მათ საყვარელ შემსრულებლებს – ‘მგზავრებს’, ‘ფრანს’, ნიაზ დიასამიძეს, სალომე კორკოტაშვილს,’ნიკოლშოუს და სუხიშვილების “ასსა ფართის” დაეთმობა. ბილეთის ფასი 5-დან 20 ლარამდეა. აღსანიშნავია, რომ “იავნანამ” უკვე 54 მრავალშვილიანი ოჯახი დააბინავა. ამ აქციების წყალობით 700-ზე მეტი ბავშვი საკუთარ მშობლებთან ერთად ცხოვრობს. ‘ 2008 წლის სექტემბერში “იავნანამ” სპორტის სასახლეში აგვისტოს ომის შედეგად დაობლებული ბავშვებისთვის მიძღვნილ აქციაზე 11 ათასი ადამიანი შეკრიბა. ომში დაღუპულთა პატივსაცემად, მაშინ ათასობით ანთებული სანთლის ფონზე ვერდის’რექვიემი შესრულდა. “იავნანამ”’მრავალ წარჩინებულ სტუდენტსაც გაუწოდა დახმარების ხელი. ერთ-ერთი მათგანი პიანისტი დათო ალადაშვილი ფონდის თანადგომით მსოფლიოში აღიარებულ ჯულიარდის კონსერვატორიაში სწავლობს და ცოტა ხნის წინ კარნეგი – ჰოლშიც გამართა სოლო – კონცერტი. ფონდში აცხადებენ, რომ პაატა ბურჭულაძის მოწოდება, -’”ერთად გადავარჩინოთ მომავალი” უკვე გასცდა მხოლოდ მოწოდების ჩარჩოს და პროექტად იქცა. ‘ “იავნანას”’ტელემარათონების დროს მთელი საქართველო ერთიანდება სიკეთისა და ქველმოქმედების გარშემო და თითო ლარით, ანუ თითო ზარით ნომერზე 30 – 30, ჩვენს თვალწინ სასიკეთოდ იცვლება ათეულობით ბავშვის ცხოვრება,” – აცხადებენ ფონდ “იავნანაში”. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/archevnebi2-150x150.jpgე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის დელეგაცია მთიანი ყარაბაღის ეროვნული კრების არჩევნებს დააკვირდება. დელეგაციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავჯდომარე იური ძიცოითი უხელმძღვანელებს. ძიცოითის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის არჩევნებს 50-მდე დამკვირვებელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან დააკვირდება მთიანი ყარაბაღის ეროვნული კრების არჩევნები 23 მაისს ჩატარდება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/gachechalaze-150x150.jpg მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” ლიდერთა განცხადებით, 21 მაისი შესაძლოა უკანონო პატიმართა მხარდაჭერის დღედ გამოცხადდეს. არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციურ პატიათა ნაწილი დღეს პარლამენტთან პოლიტპატიმართა მხარდამჭერ აქციას გამართავენ. საზოგადოებრივი მოძრაობა “დაიცავი საქართველო”_ს ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, აქციები მანამ გაგრძელდება, სანამ ხელისუფლება მათ მოთხოვნას არ გადაჭრის. “ჩვენ ვუერთდებით პოლიტპატიმართა მხარდამჭერ აქციას, რათა ამ ადამიანებს სრული თანადგომა გამოვუცხადოთ. აქციები მანამ გაგრძელდება, სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება. ხელისუფლებას უკვე კარგა ხანია უკანონო პატიმართა სია გადავეცით და ახლა მათი რეაგირების დროა”_ განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ. მოძრაობის წევრებმა ე.წ უკანონო პატიმარს, ცოტნე გამსახურდიას სოლიდარობა გამოუცხადეს. “მოძრაობის სახელით, სრულ სოლიდარობას და თანადგომას ვუცხადებთ ცოტნე გამსახურდიას. ცოტნე გლდანის ციხეში, პატიმართა მიმართ არსებული დაუნდობელი მოპყრობის გამო უკვე 14 დღეა შიმშილობს”_ განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოგა ხაინდრავამ. მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” ლიდერთა თქმით, ყველა პატიმარი უაღრესად მნიშვნელოვანია, თუმცა პოლიტ პატიმრები, თავიანთი უკანონო სასჯელის გამო განსაკუთრებულ თანადგომას საჭიროებენ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/sameba1-150x150.jpgპოეტ მუხრან მაჭავარიანს საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან დღეს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ. სამებაში დღის მეორე ნახევრიდან სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება. დაკრძალვის ცერემონია ხვალ, 22 მაისს, 13:30 საათზე სამების საკათედრო ტაძრიდან ქართველი პოეტის გამოსვენებით დაიწყება. 15:00 საათზე მას მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ნიკო ნიკოლაძის გვერდით დაკრძალავენ. მუხრან მაჭავარიანი 81 წლის ასაკში 17 მაისს რუსთაველის თეატრის სცენაზე გულის შეტევით პოეტ ფრიდონ ხალვაშის საღამოზე სიტყვით გამოსვლისას გარდაიცვალა. პოეტი 1929 წლის 12 აპრილს საჩხერის რაიონ სოფელ არგვეთში დაიბადა. მან 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. შემდეგ იყო ჟურნალ “პიონერისა” და ჟურნალ “დილის” მთავარი რედაქტორი. 1982 წლიდან კი ალმანახ “საუნჯის” მთავარი რედაქტორი. პირველი ლექსები მუხრან მაჭავარიანმა 1952 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი “ლექსები” – 1955 წელს. 1958 წელს გამოვიდა პოეტის 2 კრებული – “წითელი მზე და მწვანე ბალახი” და “სიჩუმე უშენოდ”. ამ კრებულისათვის მას ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურიატის წოდება მიენიჭა. მუხრან მაჭავარიანის ლექსები ნათარგმნია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ბულგარულ, ჩეხურ და სხვა ენებზე. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/cesko-150x150.jpg წინასაარჩევნო პერიოდი აქტიურ ფაზაში შედის. ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვას იწყებს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 10 დღით ადრე ცესკომ ბიულეტენების ფორმები უკვე მოამზადა. 2010 წლის არჩევნებისთვის რამდენიმე სახის ბიულეტენები დაიბეჭდება. განსხვავებული იქნება პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნების ჩასატარებლად საჭირო ბიულეტენების ფორმები. “ეს იქნება პროპორციული წესით არჩევნებისათვის ჩასატარებელი ბიულეტენი, სადაც იქნება გამოსახული ნუმერაცია, არჩევნების დასახელება და პარტიის დასახელება. ხოლო რაც შეეხება მაჟორიტარული წესით ჩასატარებელ არჩევნებს აქ ოდნავ განსხვავებული ბიულეტენები იქნება. იქნება დასახელება არჩევნების, ნომერი, სახელი-გვარი კანდიდატის და წარმდგენი პარტიის დასახელება. იდენტური ბიულეტენი დაიბეჭდება მერობის კანდიდატებისათვის, რა თქმა უნდა შეიცვლება სათაური და ასევე პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის,”- განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ჯული გიორგაძემ. საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დღეს დილიდან თბილისის ექვს სტამბაში დაიწყო. პროცესს ცესკო-სა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ადევნებენ თვალყურს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/chanturia.jpeg 1 არხის გენერალურ დირექტორს გია ჭანტურიას დღეს პარლამენტში ელიან. საკანონმდებლო ორგანოში საზოგადოებრივი მაუწყებლის 2009 წლის ანგარიშს მოისმენენ. ანგარიში პარლამენტში რამდენიმე კვირის წინ შევიდა და მასში საუბარია როგორც გაწეულ საქმიანობაზე და ფინანსურ ხარჯებზე, ასევე სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე. ჭანტურია ანგარიშით განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე წარსდგება. დეპუტატები ყურადღებას საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ უცხოეთში მცხოვრები ქართველების, ასევე განათლებისა და კულტურის თემების გაშუქებაზე გაამახვილებენ. მაუწყებლის მიერ წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით, კანონმდებლები საკუთარ წინადადებებსაც წამოაყენებენ. იხილეთ epn.ge
-
Katie Melua - The Flood (Danny Kirsch Remix) + (Mark Jason Video Remix) სრულად
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/monitori1-150x150.jpg ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს”’ ოფისში დღეს, სტუდია “მონიტორის”’მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების ჩვენება გაიმართება. როგორც ”ექსპრენიუსს”’სტუდიიდან აცნობეს, ფილმი 22 წლის გიორგი გევორქიანს ეხება, რომელსაც საქალაქო სასამართლომ ავტომანქანის გაქურდვისთვის 10 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სამართალდამცავებმა გიორგი გევორქიანი 2009 წლის 21 მაისს ვაზისუბნის პირველ მიკრორაიონში დააპატიმრეს და ავტომანქანის სარკეების ქურდობაში დასდეს ბრალი. დაკავების დღესვე მას კიდევ ერთი, 1 თვის წინ მომხდარი ავტომანქანის გაქურდვაც წაუყენეს ბრალად. საქალაქო სასამართლომ სამი პატრულ ინსპექტორის, დაზარალებული მოქალაქეების და მოწმეების ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებზე დაყრდნობით, გევორქიანი დამნაშავედ ცნო. ‘ სტუდია “მონიტორის” მიერ მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში მოწმეები აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა გევორქიანის საწინააღმდეგო მტკიცებულებები დაზარალებულზე და მოწმეებზე განხორციელებული ზეწოლის შედეგად მოიპოვეს. საქმის მასალების მიხედვით, დაკავებისას გევორქიანი ცემეს, რითაც სამართალდამცავები არ დაინტერესებულან. სამართალდამცავებმა არ გამოიკვლიეს ნივთმტკიცებები, არ ჩაატარეს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზები რაც გევორქიანის დამნაშავეობას დაადასტურებდა ან უარყოფდა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/ebralidze2-150x150.jpg“ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესის” პრეზიდენტი ალექსანდრე ებრალიძე 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მისი ორგანიზაციის დამკვირვებლის სტატუსით დარეგისტრირებას ითხოვს. ამ შინაარსის წერილით ებრალიძემ ცესკო-ს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიმართა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ ცესკო ორ დღეში გადაწყვეტს – მიენიჭება თუ არა რუსეთში მცხოვრები ქართველი ოლიგარქის ორგანიზაციას საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსი. აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია სანკტ-პეტერბურგში გამართულ მსოფლიო ხალხთა ფორუმზე დაფუძნდა. ამ ორგანიზაციის ოფიციალური რეგისტრაციისთვის ებრალიძემ გაეროს შესაბამის ორგანოებს სპეციალური დოკუმენტებით მიმართა. ალექსანდრე ებრალიძემ ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესი 2009 წლის თებერვალში დააარსა, რომლის ოფიციალურ მიმართვაში დეკლარირებულია საქართველოს კრიზისული მდგომარეობიდან გაყვანა სტაბილური დემოკრატიული განვითარების გზაზე. კონგრესის წევრები კრიტიკულად აფასებენ მიხეილ სააკაშვილის საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მოღვაწეობას, მოუწოდებენ რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების აღდგენისაკენ. 2009 წლის 14 მაისს ქართველ ხალხთა საერთაშორისო კონფერენციაზე სოჭში ებრალიძემ განაცხადა თავისი სურვილის შესახებ, დაიწყოს ბრძოლა საქართველოს პრეზიდენტის პოსტისათვის. დაგეგმილი აქვს საქართველოს მოქალაქეობის მიღება, ისტორიულ სამშობლოში აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა, მათ შორის გაზეთის გამოშვება, რადიოსადგურისა და ტელევიზიის გახსნა საქართველოში. ებრალიძე 1955 წელს დაიბადა ბათუმში. განათლება მას რუსეთში აქვს მიღებული. ჰყავს ცოლი, ორი ქალიშვილი და სამი შვილიშვილი. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/ludi1-150x150.jpg თბილისში დღეს მსახიობებს შორის ლუდის ფესტივალი-ჩემპიონატი, სახელწოდებით “სიამოვნება ლიტრობით” იხსნება. გასართობი ღონისძიება თბილისის ერთ-ერთ ლამაზ ადგილას გაშენებულ რესტორანში ეწყობა და 4 დღეს გასტანს. ფესტივალის წამყვანი და ორგანიზატორი სამსახიობო ირაკლი ჩოლოყაშვილია იხილეთ epn.ge
-
დღეს რესპუბლიკური პარტიის დაფუძნების დღეა. 32 წლის წინათ, 1978 წლის 21 მაისს საქართველოს რესპუბლიკური პარტია დაარსდა. მისი დამფუძნებლები არიან: ვახტანგ ძაბირაძე, ლევან და დავით ბერძენიშვილები და ვახტანგ შონია. რესპუბლიკელებს ვულოცავთ პარტიის დაბადების დღეს და მოახლოებულ არჩევნებში გამარჯვებას ვუსურვებთ! View the full article
-
/get_img?NrArticle=1549&NrImage=20 სულხან სალაძის ფოტო ბათუმში ამომრჩეველთა რიცხვი, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებიდან დღემდე, 10-ათასამდე ამომრჩევლითაა გაზრდილი. ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების მონაცემები კი ერთმანეთისგან განსხვავებულია. “ბათუმელებმა” ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით დაადგინა, რომ ბათუმის ამომრჩეველთა სიებში 3 ათასამდე გაურკვეველი ამომრჩეველია შეყვანილი. საარჩევნო კომისიების მონაცემებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ამომრჩეველთა რიცხვი ბათუმში სულ ცოტა 9 690-ით არის გაზრდილი. რამდენით გაიზარდა ამომრჩეველთა რაოდენობა და რა არის გაზრდის კონკრეტული მიზეზები, კომისიებში ვერ ასახელებენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი, ჯულია გიორგაძე: "აიღეთ ვებ-გვერდიდან ცესკოს 2008 წლის მონაცემები და შეადარეთ 2010 წლის 9 აპრილს გამოქვეყნებულ მონაცემებს. განსხვავება რაც იქნება, იმდენითაა მატება". ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით, ბათუმში 105 369 ამომრჩეველია, ბათუმის საოლქო კომისიის ინფორმაციით კი – 105 085. 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ცესკოს მონაცემებით ბათუმში 95 908 ამომრჩეველი იყო. მოგვიანებით ცესკომ არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის სტატისტიკაც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა უკვე 95 394-ა. ეს ორივე მონაცემი დღემდე ცესკოს ვებგვერდზეა განთავსებული. 5 იანვრის კენჭისყრის შედეგების ბათუმის საოლქო კომისიის შემაჯამებელ ოქმში კი, ცესკოს მონაცემებისგან განსხვავებით, ბათუმში ამომრჩეველთა რაოდენობა 98 769-ა, ანუ 3 375-ით მეტია დაფიქსირებული. განსხვავებაა შემაჯამებელ ოქმსა და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ცესკოს ანგარიშებს შორისაც. ოლქის ოქმის მიხედვით, 5 იანვარს არჩევნებში ხმა მისცა 50 432-მა ამომრჩეველმა, ცესკოს მონაცემებით კი – 1 674 ამომრჩევლით ნაკლებმა. ბათუმის საოლქო კომისიაში 2010 წლისთვის ამომრჩეველთა რაოდენობის გაზრდის ერთ-ერთ მიზეზად ხელვაჩაურის სოფლების ქალაქთან მიერთებას ასახელებენ, თუმცა ზუსტ ციფრს ვერ გვაწვდიან. #79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტი, მალხაზ ბოლქვაძე: "ზუსტი ციფრი, თუ რამდენი ამომრჩეველი შემოგვემატა, არ ვიცი, მაგრამ ექვსი ათასზე მეტი რომ არის ხელვაჩაურიდან მატება, ზუსტად ვიცი. ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ბათუმში 97 727 ამომრჩეველმა მისცა ხმა, ამ არჩევნებზე კი ექვსნახევრიანი მატება გვაქვს”. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნინო ლომჯარია: "ამომრჩეველთა რაოდენობა დგინდება სამოქალაქო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე და, შესაბამისად, ამომრჩეველთა სიების დადგენისას, ცესკო ამ მონაცემებს იყენებს. წინა არჩევნების შემაჯამებელ ოქმებს ან ზეპირ დაანგარიშებებს საარჩევნო სიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. სამართლებრივად სანდო წყაროა ცესკოს მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული მონაცემები, რადგან საარჩევნო სიების ფორმულირებაზე ის არის პასუხისმგებელი". #83 ხელვაჩაურის საოლქო კომისიის თავმჯდომარე ომარ ვარშანიძე: "ჩვენი მონაცემებით, ხელვაჩაურის ოლქში 65 501 ამომრჩეველია. ეს ციფრი მივიღეთ გამოკლებული უბნების შემდეგ. დაახლოებით (ზუსტი მონაცემი არ მაქვს) 6 ათასამდე ამომრჩეველი მოგვაკლდა”. ცესკოს პრესსპიკერი ჯულია გიორგაძე: “რამდენი ამომრჩეველი შეუერთდა ხელვაჩაურის ოლქიდან ბათუმს, არ არის დათვლილი. ზუსტი მონაცემი არ მაქვს”. ბათუმის საზღვრების გაფართოების გამო ბათუმში 30 მაისის არჩევნებისთვის დამატებით ხუთი უბანი შეიქმნა, რომლებზეც ხელვაჩაურის ოლქის ყოფილი ამომრჩევლები მიამაგრეს. "ბათუმელებმა" სიები უბნებზე გადაამოწმა. აღმოჩნდა, რომ სიების მიხედვით, ბათუმის ოლქს 5 533 ამომრჩეველი დაემატა, რომლებიც ადრე ხმას ხელვაჩაურის ოლქში აძლევდნენ. ბუნებრივია, ამდენივე უნდა მოკლებოდა ხელვაჩაურის ოლქს. თუმცა ოფიციალური სტატისტიკა სხვაა: 5 იანვრის არჩევნებზე ხელვაჩაურის ოლქში 67 507 ამომრჩეველი იყო. ბათუმის გაფართოების შემდეგ ეს ციფრი 62 ათასამდე მაინც უნდა ჩამოსულიყო და ამას უნდა დამატებოდა ის 1 000 ადამიანი, რომელიც ომარ ვარშანიძის განცხადებით, ამ პერიოდში დემოგრაფიული მატებაა. ანუ ხელვაჩაურში 63 ათასი ამომრჩეველი უნდა იყოს (მოგვიანებით ომარ ვარშანიძემ “ბათუმელებთან” განაცხადა, რომ "ზუსტად არავინ იცის, რამდენი ამომრჩეველი მოგვაკლდა ან დაგვემატა"). ცესკოს მონაცემებით ამჟამად ხელვაჩაურში 66 708 ამომრჩეველია, ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიაში კი აცხადებენ, რომ მათ ხელთ არსებული სიებით 1 207-ით ამომრჩევლით ნაკლები. "ალბათ, ცესკოს ძველი მონაცემები აქვს" – აცხადებს ხელვაჩაურის ოლქის თავმჯდომარე ომარ ვარშანიძე. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებიდან დღემდე ბათუმის ამომრჩეველთა რიცხვი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 9 690-ით გაიზარდა. ამას ხელვაჩაურიდან დამატებული ამომრჩევლების რაოდენობა რომ გამოვაკლოთ, მატება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 4 157 იქნება. მალხაზ ბოლქვაძის განცხადებით კი, ბათუმის ამომრჩეველთა რიცხვი დემოგრაფიულად მხოლოდ 1000 კაცითაა გაზრდილი. არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" იურისტი, თამარ არველაძე: "საარჩევნო სია ზუსტდება სამოქალაქო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით და ეს მონაცემები შემდეგ ოლქებში იგზავნება”. სამოქალაქო რეესტრის მიერ “ბათუმელებისთვის” მოწოდებული ინფორმაციით, 2008-2009 წლებში და მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ბათუმში 3 044 გარდაცვლილია რეგისტრირებული. ინფორმაცია, თუ რამდენს შეუსრულდა ამ პერიოდში 18 წელი, სამოქალაქო რეესტრმა არ მოგვაწოდა. თუმცა აჭარის განათლების სამინისტროს ვებ-გვერდის მონაცემებით, ბათუმის საჯარო და კერძო სკოლებში ყოველწლიურად მე-9 კლასში საშუალოდ 2 300 მოსწავლე (15 წლის) სწავლობს. ბოლო ორ წელიწადშიში კი ბათუმში 4600 მოსწავლეს შეუსრულდებოდა 18 წელი. ანუ, დემოგრაფიული მატება, რაც ამომრჩეველთა რაოდენობაზე აისახებოდა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან დღემდე, სადღაც 1600 თუ იქნება. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ცესკომ მესაკუთრის განცხადების საფუძველზე ბათუმში რეგისტრაციიდან 379 ამომრჩეველი მოხსნა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბათუმში 122 500 ადამიანი ცხოვრობს. ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით კი 105 085 საარჩევნო სიებშია, ანუ მთლიანი მოსახლეობის 86 პროცენტი ამომრჩეველია. გამოდის, რომ ბათუმში 18 წლამდე ასაკის მხოლოდ 17 415 არასრულწლოვანი ცხოვრობს. თუმცა ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, მარტო ქალაქის საჯარო და კერძო სკოლებში 22 568 მოსწავლე (1 აპრილის მდგომარეობით) სწავლობს. ამასთან, ბათუმის მერიის ინფორმაციით ქალაქის ბაგა-ბაღებში დღეს 3 538 ბავშვი ირიცხება. "ბათუმელების" მიერ ზემოაღნიშნული მონაცემების შეჯერებით კი ბათუმში მინიმუმ 26 106 არასრულწლოვანია (და არა 17 415). ამასთან, თუ მოსახლეობის მთლიან რაოდენობას არასრულწლოვანთა რიცხვს გამოვაკლებთ, ბათუმში 96 394 ამომრჩეველს მივიღებთ. თუ იმასაც დავუშვებთ, რომ სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებში არ შედის ხელვაჩაურიდან შემომატებული მოსახლეობა, ბათუმის ამომრჩეველთა რიცხვი 102 000-ს მაინც არ გადააჭარბებს. რაც შეეხება შიდა მიგრაციას, პირი, რომელიც იცვლის მისამართს, კანონით ვალდებულია, ყოველ ექვს თვეში ერთხელ გაიაროს ხელახალი რეგისტრაცია, ამდენად, ასეთი მოქალაქეები აუცილებლად აღმოჩნდებოდნენ სტატისტიკურ მონაცემებში. ბათუმის შემთხვევაში ისიც აღსანიშნავია, რომ შემომატებული ამომრჩევლის ხელახალი პასპორტიზაცია სრულად არ განხორციელებულა, რამაც, შესაძლებელია, სიებში გაორებასაც შეუწყოს ხელი. ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, კახაბერ ჯაიანი: "გამორიცხული არ არის, ხელვაჩაურის ყოფილი ამომრჩევლების დაახლოებით ხუთმა პროცენტმა ხმა ისევ ხელვაჩაურის საარჩევნო უბნებში მისცეს". 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებში ბათუმის საარჩევნო უბნებზე, საუკეთესო შემთხვევაში, სულ ცოტა 3 000 გაურკვეველი ამომრჩეველი მისცემს ხმას. ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა უკვე ამოწურულია. ამომრჩეველს ცვლილებებთან დაკავშირებით სასამართლოსთვის მიმართვის უფლება 18 მაისის 20 საათამდე ჰქონდა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
“ამ გაუთავებლად გაყალბებული სოციოლოგიური გამოკითხვების უკვე აღარავის სჯერა” http://www.ambebi.ge/images/pictures/politika/opozicia/alasania_photo_by_mzia_saganelidze__3__743585927.jpgქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასა და თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შანსზე გვესაუბრება პოლიტიკური გაერთიანება “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია.</p> - ბატონო ირაკლი, ბოლო ხანს ხშირად ლაპარაკობენ, რომ ვიღაც მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების წევრების რელიგიურ საფუძველზე დაპირისპირებას… - ის, რაც ჩვენში ბოლო ხანს ხდებოდა, აშკარაა, რომ მიზანმიმართულად არის პროვოცირებული. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ერთნაირად მიუღებელია უზნეო პუბლიკაციის ამგვარი პროპაგანდით საზოგადოების დიდი ნაწილის რელიგიური გრძნობების შელახვა და ის ძალადობაც, რომელიც სამწუხაროდ, ყველაფერ ამას მოჰყვა. ძალადობას გამართლება არა აქვს, არც მართლმადიდებლობის დაცვის მიზნით. ღრმად მწამს, რომ მართლმადიდებლობა არის ზნეკეთილი ადამიანებისა და სიყვარულის რელიგია, მაგრამ, სამწუხაროდ, არიან ჩვენში ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ ვითარება, რომ თითქოს საზოგადოებაში დაპირისპირებაა რელიგიურ საფუძველზე. განსაკუთრებით არ მსურს, ეს თემა წინასაარჩევნოდ პოლიტიკური განხილვის საგნად იქცეს. საპატრიარქომ თავისი პოზიცია უკვე გამოხატა, რაც ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. ამიტომ პოლიტიკოსებს ვთხოვ, დასრულდეს ამ თემით მანიპულირება. - ბოლო ხანს ბევრს ლაპარაკობენ, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოში პოლიტიკური დასაყრდენის მოძებნას და რომ თითქოს ამ წინასაარჩევნო კამპანიის შედეგად პოლიტიკური ძალები პრორუსულ და პროდასავლურ ძალებად გადაჯგუფდნენ. - დღეს ჩვენს საზოგადოებას სჭირდება პოლიტიკური ძალებისგან მოისმინოს არა ის, ვინ წავიდა მოსკოვში და ვინ – ბრიუსელში, ან რომელი პოლიტიკური ძალა როგორ საგარეო ვექტორს ემხრობა, არამედ ადამიანებისთვის მთავარია, კონკრეტულად რას სთავაზობენ პოლიტიკური ძალები და როგორ აპირებენ მათი პრობლემების გადაწყვეტას. ჩვენ ამ არჩევნებზე დავისახეთ, ვუთხრათ ამომრჩეველს, რა არის ჩვენთვის უმთავრესი ღირებულებები. ეს არის მოქალაქე, რიგითი ადამიანი და მისი უფლებების დაცვა, აგრეთვე, მისი ჯანდაცვის უზრუნველყოფა. ბოლოს და ბოლოს, ადამიანმა ამ ქვეყანაშიც ხომ უნდა შეძლოს და შიშის გარეშე დაგეგმოს თავისი მომავალი?! აი, ამისთვის ვაპირებთ ბრძოლას არჩევნებზე. ჩვენი მთავარი გზავნილი ამომრჩევლისადმი სოციალური პრობლემების გადაჭრის გზებია. ამიტომაც მიმაჩნია, რომ 30 მაისს ბევრი რამ გადაწყდება. ჰოდა, თუ გვინდა, რომ ეს უსამართლობა შეიცვალოს, ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ამ ცვლილებების საწყის წერტილად ეს არჩევნები უნდა ვაქციოთ. მერწმუნეთ, მნიშვნელობა არ აქვს, რას ფიქრობენ მოსკოვში, ბრიუსელსა თუ ვაშინგტონში, მთავარია, რას ფიქრობს ქართველი ხალხი და როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ის. - გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ პოლონეთის ექსპრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველო მზად არის, რუსეთს ყოველგვარი წინა პირობის გარეშე ელაპარაკოს… - სამწუხაროა, რომ ჩვენს ხელისუფლებას – სააკაშვილსა და მის მთავრობას რესურსი არ დარჩათ საქართველოს პოლიტიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობაშიც. აი, მომავალ ხელისუფლებას, რომელიც არჩევნების გზით მოვა ქვეყნის სათავეში, ექნება საშუალება და ბერკეტები, რუსეთთან დიალოგი გამართოს და პრობლემები მოაგვაროს. ნებისმიერი მოლაპარაკება კი საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვით უნდა წარიმართოს. ვგულისხმობ უპირველესად იმას, რომ რუსეთმა უნდა დაიწყოს საერთაშორისო საზოგადოებრიობის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება. რაც შეეხება ოპოზიციის ვიზიტებს მოსკოვში, მიმაჩნია, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გამართვა ოპოზიციის საქმე არ არის, ეს ხელისუფლების საქმეა! დღეს, ფაქტია, რომ სააკაშვილს ქვეყანა მიჰყავს იზოლაციისკენ. რაც უნდა თქვას საგარეო საქმეთა მინისტრმა, თუნდაც პრეზიდენტის დავალებით, ვითარებას ვერ შეცვლის, თუმცა ვისურვებდი, რომ ეს შესაძლებელი იყოს დღესვე… ამის პარალელურად, ვხედავთ, რომ პრეზიდენტი სრულიად არაადეკვატურად იქცევა, ლამის თვეობით მიდის ქვეყნიდან და ამით ამჟღავნებს, რომ ამ ქვეყნის არც მართვა შეუძლია და ამის, მგონი, აღარც სურვილი აქვს. ის სირაქლემას პოზიციას ირჩევს და არ სურს, რეალობას თვალი გაუსწოროს. ამან ქვეყანას შეიძლება მეტად სავალალო შედეგი მოუტანოს. - რას იტყვით ენ-დი-აის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგზე, სადაც თბილისის მერობის კანდიდატთა შორის სახელისუფლებო კანდიდატი საკმაო უპირატესობით ლიდერობს… - საზოგადოებაში ცვლილებების მოლოდინი და მოთხოვნა უზარმაზარია. ამას ყოველდღიურად ვხედავ ჩემს ამომრჩეველთან, რიგით მოქალაქეებთან შეხვედრისას. საზოგადოებას ამ რეიტინგების, ისევე როგორც ხელისუფლების მიმართ, აქვს უნდობლობის განცდა. უკვე აღარავის სჯერა ამ გაუთავებლად გაყალბებული სოციოლოგიური გამოკითხვების. ხელისუფლების მიერ საზოგადოებაში დათესილი ტოტალური შიშის გამო, ადამიანები გულწრფელად არ პასუხობენ კითხვას – ვის უჭერთ მხარს ოპოზიციის თუ ხელისუფლების კანდიდატს? ადამიანებს აზრის საჯაროდ გამოხატვის ეშინიათ, რადგან ამით ისინი ან მათი ახლობლები სამსახურს დაკარგავენ… რეიტინგები გამოჩნდება მაშინ, როდესაც არჩევნებზე, დაცულ გარემოში, ხალხი მისცემს ხმას. რაც შეეხება ჩემს შანსს, დაველოდოთ მომავალ არჩევნებს, მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება გაყალბების უამრავ გზას მიმართავს. ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ არჩევნების დღეს ამომრჩევლის თითოეული ხმა იყოს კონფიდენციური. იმედი მაქვს, როგორი ზეწოლის ბერკეტებიც უნდა გამოიყენოს ხელისუფლებამ, ხალხის შეშინებას ვერ მოახერხებს. ამიტომაც ყველას მოვუწოდებ, მოვიდეს არჩევნებზე! რაც მეტი ადამიანი მოვა, მით მეტი იქნება შანსი, რომ არჩევნები არ გაყალბდეს და ხელისუფლებამ არ გაიმარჯვოს. - ბატონო ირაკლი, ხშირად გსაყვედურობენ, რომ თქვენ მეტად რბილ, არააგრესიულ კამპანიას აწარმოებთ, რაც შესაძლოა, ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდეს. როგორ ფიქრობთ, არის კი საზოგადოება მზად თქვენი ტიპის ლიდერის მხარდასაჭერად? - მოსახლეობასთან ყოველდღიური შეხვედრები მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ხალხი დაიღალა ამ გაუთავებელი ურთიერთბრალდებებითა და აგრესიით, მათ სჭირდებათ მშვიდი, მიზანმიმართული და თანამიმდევრული ლიდერი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით მოვა ხელისუფლების სათავეში. ეს ქვეყანა არაკომპეტენტურობამ, მოუთმენლობამ და წინდაუხედაობამ მიიყვანა დღევანდელ სავალალო მდგომარეობამდე. არჩევნების ბოიკოტის პოზიციას კი ვერ გავიზიარებ, რადგან – როდესაც არსებობს არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შანსი, ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ამ უთანასწორო ბრძოლაში ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ… - და თუ დამარცხდით? - კვლავ განვაგრძობთ ბრძოლას, მშვიდობიანი მეთოდებით. დღეს ძალადობაზე და ყირგიზეთის სცენარზე ფიქრი დაუშვებელია. ამით ქვეყანას კიდევ უფრო დავღუპავთ. ნათია დოლიძე ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე” (გამოდის ხუთშაბათობით) ნახეთ
-
“ამ გაუთავებლად გაყალბებული სოციოლოგიური გამოკითხვების უკვე აღარავის სჯერა”http://www.ambebi.ge/images/pictures/politika/opozicia/alasania_photo_by_mzia_saganelidze__3__743585927.jpgქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასა და თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შანსზე გვესაუბრება პოლიტიკური გაერთიანება “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია.</p>- ბატონო ირაკლი, ბოლო ხანს ხშირად ლაპარაკობენ, რომ ვიღაც მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების წევრების რელიგიურ საფუძველზე დაპირისპირებას… - ის, რაც ჩვენში ბოლო ხანს ხდებოდა, აშკარაა, რომ მიზანმიმართულად არის პროვოცირებული. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ერთნაირად მიუღებელია უზნეო პუბლიკაციის ამგვარი პროპაგანდით საზოგადოების დიდი ნაწილის რელიგიური გრძნობების შელახვა და ის ძალადობაც, რომელიც სამწუხაროდ, ყველაფერ ამას მოჰყვა. ძალადობას გამართლება არა აქვს, არც მართლმადიდებლობის დაცვის მიზნით. ღრმად მწამს, რომ მართლმადიდებლობა არის ზნეკეთილი ადამიანებისა და სიყვარულის რელიგია, მაგრამ, სამწუხაროდ, არიან ჩვენში ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ ვითარება, რომ თითქოს საზოგადოებაში დაპირისპირებაა რელიგიურ საფუძველზე. განსაკუთრებით არ მსურს, ეს თემა წინასაარჩევნოდ პოლიტიკური განხილვის საგნად იქცეს. საპატრიარქომ თავისი პოზიცია უკვე გამოხატა, რაც ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. ამიტომ პოლიტიკოსებს ვთხოვ, დასრულდეს ამ თემით მანიპულირება. - ბოლო ხანს ბევრს ლაპარაკობენ, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოში პოლიტიკური დასაყრდენის მოძებნას და რომ თითქოს ამ წინასაარჩევნო კამპანიის შედეგად პოლიტიკური ძალები პრორუსულ და პროდასავლურ ძალებად გადაჯგუფდნენ. - დღეს ჩვენს საზოგადოებას სჭირდება პოლიტიკური ძალებისგან მოისმინოს არა ის, ვინ წავიდა მოსკოვში და ვინ – ბრიუსელში, ან რომელი პოლიტიკური ძალა როგორ საგარეო ვექტორს ემხრობა, არამედ ადამიანებისთვის მთავარია, კონკრეტულად რას სთავაზობენ პოლიტიკური ძალები და როგორ აპირებენ მათი პრობლემების გადაწყვეტას. ჩვენ ამ არჩევნებზე დავისახეთ, ვუთხრათ ამომრჩეველს, რა არის ჩვენთვის უმთავრესი ღირებულებები. ეს არის მოქალაქე, რიგითი ადამიანი და მისი უფლებების დაცვა, აგრეთვე, მისი ჯანდაცვის უზრუნველყოფა. ბოლოს და ბოლოს, ადამიანმა ამ ქვეყანაშიც ხომ უნდა შეძლოს და შიშის გარეშე დაგეგმოს თავისი მომავალი?! აი, ამისთვის ვაპირებთ ბრძოლას არჩევნებზე. ჩვენი მთავარი გზავნილი ამომრჩევლისადმი სოციალური პრობლემების გადაჭრის გზებია. ამიტომაც მიმაჩნია, რომ 30 მაისს ბევრი რამ გადაწყდება. ჰოდა, თუ გვინდა, რომ ეს უსამართლობა შეიცვალოს, ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ამ ცვლილებების საწყის წერტილად ეს არჩევნები უნდა ვაქციოთ. მერწმუნეთ, მნიშვნელობა არ აქვს, რას ფიქრობენ მოსკოვში, ბრიუსელსა თუ ვაშინგტონში, მთავარია, რას ფიქრობს ქართველი ხალხი და როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ის. - გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ პოლონეთის ექსპრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველო მზად არის, რუსეთს ყოველგვარი წინა პირობის გარეშე ელაპარაკოს… - სამწუხაროა, რომ ჩვენს ხელისუფლებას – სააკაშვილსა და მის მთავრობას რესურსი არ დარჩათ საქართველოს პოლიტიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობაშიც. აი, მომავალ ხელისუფლებას, რომელიც არჩევნების გზით მოვა ქვეყნის სათავეში, ექნება საშუალება და ბერკეტები, რუსეთთან დიალოგი გამართოს და პრობლემები მოაგვაროს. ნებისმიერი მოლაპარაკება კი საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვით უნდა წარიმართოს. ვგულისხმობ უპირველესად იმას, რომ რუსეთმა უნდა დაიწყოს საერთაშორისო საზოგადოებრიობის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება. რაც შეეხება ოპოზიციის ვიზიტებს მოსკოვში, მიმაჩნია, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გამართვა ოპოზიციის საქმე არ არის, ეს ხელისუფლების საქმეა! დღეს, ფაქტია, რომ სააკაშვილს ქვეყანა მიჰყავს იზოლაციისკენ. რაც უნდა თქვას საგარეო საქმეთა მინისტრმა, თუნდაც პრეზიდენტის დავალებით, ვითარებას ვერ შეცვლის, თუმცა ვისურვებდი, რომ ეს შესაძლებელი იყოს დღესვე… ამის პარალელურად, ვხედავთ, რომ პრეზიდენტი სრულიად არაადეკვატურად იქცევა, ლამის თვეობით მიდის ქვეყნიდან და ამით ამჟღავნებს, რომ ამ ქვეყნის არც მართვა შეუძლია და ამის, მგონი, აღარც სურვილი აქვს. ის სირაქლემას პოზიციას ირჩევს და არ სურს, რეალობას თვალი გაუსწოროს. ამან ქვეყანას შეიძლება მეტად სავალალო შედეგი მოუტანოს. - რას იტყვით ენ-დი-აის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგზე, სადაც თბილისის მერობის კანდიდატთა შორის სახელისუფლებო კანდიდატი საკმაო უპირატესობით ლიდერობს… - საზოგადოებაში ცვლილებების მოლოდინი და მოთხოვნა უზარმაზარია. ამას ყოველდღიურად ვხედავ ჩემს ამომრჩეველთან, რიგით მოქალაქეებთან შეხვედრისას. საზოგადოებას ამ რეიტინგების, ისევე როგორც ხელისუფლების მიმართ, აქვს უნდობლობის განცდა. უკვე აღარავის სჯერა ამ გაუთავებლად გაყალბებული სოციოლოგიური გამოკითხვების. ხელისუფლების მიერ საზოგადოებაში დათესილი ტოტალური შიშის გამო, ადამიანები გულწრფელად არ პასუხობენ კითხვას – ვის უჭერთ მხარს ოპოზიციის თუ ხელისუფლების კანდიდატს? ადამიანებს აზრის საჯაროდ გამოხატვის ეშინიათ, რადგან ამით ისინი ან მათი ახლობლები სამსახურს დაკარგავენ… რეიტინგები გამოჩნდება მაშინ, როდესაც არჩევნებზე, დაცულ გარემოში, ხალხი მისცემს ხმას. რაც შეეხება ჩემს შანსს, დაველოდოთ მომავალ არჩევნებს, მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება გაყალბების უამრავ გზას მიმართავს. ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ არჩევნების დღეს ამომრჩევლის თითოეული ხმა იყოს კონფიდენციური. იმედი მაქვს, როგორი ზეწოლის ბერკეტებიც უნდა გამოიყენოს ხელისუფლებამ, ხალხის შეშინებას ვერ მოახერხებს. ამიტომაც ყველას მოვუწოდებ, მოვიდეს არჩევნებზე! რაც მეტი ადამიანი მოვა, მით მეტი იქნება შანსი, რომ არჩევნები არ გაყალბდეს და ხელისუფლებამ არ გაიმარჯვოს. - ბატონო ირაკლი, ხშირად გსაყვედურობენ, რომ თქვენ მეტად რბილ, არააგრესიულ კამპანიას აწარმოებთ, რაც შესაძლოა, ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდეს. როგორ ფიქრობთ, არის კი საზოგადოება მზად თქვენი ტიპის ლიდერის მხარდასაჭერად? - მოსახლეობასთან ყოველდღიური შეხვედრები მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ხალხი დაიღალა ამ გაუთავებელი ურთიერთბრალდებებითა და აგრესიით, მათ სჭირდებათ მშვიდი, მიზანმიმართული და თანამიმდევრული ლიდერი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით მოვა ხელისუფლების სათავეში. ეს ქვეყანა არაკომპეტენტურობამ, მოუთმენლობამ და წინდაუხედაობამ მიიყვანა დღევანდელ სავალალო მდგომარეობამდე. არჩევნების ბოიკოტის პოზიციას კი ვერ გავიზიარებ, რადგან – როდესაც არსებობს არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შანსი, ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ამ უთანასწორო ბრძოლაში ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ… - და თუ დამარცხდით? - კვლავ განვაგრძობთ ბრძოლას, მშვიდობიანი მეთოდებით. დღეს ძალადობაზე და ყირგიზეთის სცენარზე ფიქრი დაუშვებელია. ამით ქვეყანას კიდევ უფრო დავღუპავთ. ნათია დოლიძე ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე” (გამოდის ხუთშაბათობით) ნახეთ
-
აპრილის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია PowerColor-ის ახალი მონსტრის შესახებ რომელსაც 12 DisplayPort აქვს. Facebook-ზე გავრცელებული სურათებით შეგივძლია ვმსჯელოთ თუ როგორია ვიდეო კარტა შესახედავათ. ვიდეოს უკვე დაუყენეს გაგრილების სისტემა რაც იმის მიმანიშნებელია რომ მალე ეს მონსტრი გაყიდვაში გამოვა. სავარაუდოთ მას ხალხი Computex 2010-ზე იხილავს რომელიც ივნისის დასაწყისში ჩატარდება. http://www.overclockers.ru/images/news/2010/05/20/eyefinity_01.jpg მეორე 6 პორტიანი პანელი შეიძლება მოვხსნათ სურვილის მიხედვით და დავზოგოთ 1 სლოტი. http://www.overclockers.ru/images/news/2010/05/20/eyefinity_02.jpg სავარაუდოთ კარტას ექნება 2×2GB GDDR5 ტიპის მეხსიერება. ერთადერთი შეფერხება რაც შეიძლება იყოს, ისაა რომ ამ მოდელისთვის არ არსებობს შესაფერისი დრაივერები. საქმე იმაშია რომ უახლეს Catalyst აქვს მხოლოდ 8 მონიტორის მხარდაჭერა საიდანაც მხოლოდ 6 შეიძლება განაგდეს ერთად. overclockers.ge
-
გაზიარება http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S_WCeiR3yBI/AAAAAAAADqg/ndrQKi-AUqY/s200/energo%20pro.gifრატომ დააკავებდნენ ს.ს. „ენერჯი ინვესტის“ პრეზიდენტს, ორივე ხელისუფლების (შევარდნაძისა და სააკაშვილის) ფავორიტს, ინვესტიციებისა და სილამაზის ექსპერტს, გენო მალაზონიას? გულუბრყვილო მოქალაქე გვიპასუხებს: იმიტომ, რომ მალაზონიამ კანონი დაარღვია, ჩვენი ხელისუფლება კი კანონის დარღვევას „თავისიანებსაც“ არ აპატიებს. ნაკლებად გულუბრყვილოები (რაც არ ნიშნავს ნაკლებად პატიოსანს) მალაზონიას დაპატიმრებას არჩევნებს დაუკავშირებენ და შეკითხვას ამგვარად შემოგვიბრუნებენ: მალაზონიამ დააშავა ის, რომ ზედმეტად გულმოდგინედ აფინანსებდა უგულავას თუ დააშავა ის, რომ თავისი ბიზნესი უგულავას ყულაბად არ აქცია? ეს უკვე, ფაქტობრივად, ვერსიებია. გუშინ ღამით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სააქციო საზოგადოება „ენერჯი ინვესტის“ პრეზიდენტი, გენო მალაზონია დააკავა, რასაც პროკურატურა ოფიციალურად ადასტურებს. როგორც ცნობილია, მალაზონიას ბრალდება ოთხი მუხლით წაუყენეს. კერძოდ, დაკავებულს ბრალად ედება: განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების დამალვა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, თაღლითობა და უფლებების ბოროტად გამოყენება. მალაზონიამ სახელმწიფოს ამ ქმედებების შედეგად 70 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. სააქციო საზოგადოება “ენერჯი ინვესტი" დაფუძნდა 2004 წელს; 2005 წელს შეისყიდა რუსთავის "აზოტი". 2006 წელს დაასრულა აირტურბინული ელექტროსადგურის მშენებლობა ქალაქ გარდაბანში. “ენერჯი ინვესტის" მმართველ გუნდში შედიან: გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ალექსეი ბელოვსკი, გენერალური დირექტორის მოადგილე ეკონომიკასა და ფინანსებში კირილ ვანდიშევი, გენერალური დირექტორის მოადგილე კომერციის საკითხებში ოლეგ ჟილინი და მთავარი ინჟინერი ალექსანდრე ხმიადაშვილი. ინტერნეტში, საინფორმაციო ვებგვერდებზე, გვხვდება ინფორმაცია, რომ მალაზონიას მთავარი ფინანსური დონორი რუსული “ვნეშტორგბანკია” (მალაზონია „გაერთიანებულ ქართულ ბანკში“ მუშაობდა). 2009 წლის 19 აგვისტოს უკრაინული საიტი “energoline.com” იუწყებოდა, რომ მალაზონია ოდესის პორტისპირა ქარხნის გასაყიდად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა. საიტი აქვე აღნიშნავდა, რომ ქართველი ბიზნესმენის პროექტების მთავარი ფინანსური დონორი რუსული “ვნეშტორგბანკი” იყო. გენო მალაზონია, "ენერჯი ინვესტში" მუშაობის დაწყებამდე, რამდენიმე მაღალ სახელმწიფო თანამდებობაზე მუშაობდა: 1996-1997 წლები მალაზონია “საქართველოს გაერთიანებული ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი იყო. 1997-1999 წლები - შავი ზღვის საერთაშორისო კომერციული ბანკის ვიცეპრეზიდენტი. 1999-2000 წლები - საქართველოს სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე. 2000-2001 წლები - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დანაშაულის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2001 წელი - საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი. 2001-2002 წლები – საქართველოს მრეწველობის, ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე. 2002-2003 წლები - საქართველოს ქონების მართვის მინისტრის მოადგილე. 2003-2004 წლები - საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ფინანსებისა და ეკონომიკის საკითხებში. 2004 წელი - სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დარგში. 2004 წლიდან სააქციო საზოგადოება “ენერჯი ინვესტის” გენერალური დირექტორი, აგრეთვე, როგორც ცნობილია, გენო მალაზონია თბილისში პოპულარული გასართობი კლუბის „ბამბა რუმის“ ერთ–ერთი დამფუძნებელია. წერილის შესავალში, გულუბრყვილო მოქალაქის რეპლიკაში, გაიჟღერა სიტყვებმა „თავისიანი“. აი, სწორედ, აქ არის ძაღლის თავი დამარხული: „ვისიანია“ გენო მალაზონია? გენო მალაზონია არის ძმებ კოდუებთან ძალიან დაახლოებული ადამიანი, "ქართული ავიახაზების" გენერალური დირექტორის, გიორგი კოდუას მეჯვარე. კოდუების „მრავალფეროვანი“ ბიოგრაფიიდან გაზეთმა „ალიამ“ – თემურ შაშიაშვილის დახმარებით –ამოატივტივა ერთი ფაქტი, რომელიც ნიკა ლომინაძის მკვლელობას ეხება: თემურ შაშიაშვილის განცხადებით, გარდაცვლილ(?) ნუგზარ გვიშიანს ჰყავდა უნიკალური ავტომანქანა, 2003 წელს გამოშვებული „მერსედეს–ბენცი 320“. ერეკლე კოდუას ძმამ, გვიჩიანის დედას ხელიდან გამოგლიჯა ამ მანქანის გასაღები და მას შემდეგ ამ მანქანას ვერ პოულობენ. მალაზონიასა და კოდუების ურთიერთობის სიახლოვის ნათელი დადასტურებაა გიორგი კოდუას მეუღლის, თეონა ჩარკვიანის ერთ–ერთი ინტერვიუ, სადაც იგი აცხადებს:http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S_WCm7jDbiI/AAAAAAAADqo/q6zm1j3QnDM/s200/1274359299_kaci.jpg „გიორგი (კოდუა) პირველად ჟურნალ "პლეიბოის" პრეზენტაციაზე ვნახე. ერთმანეთი მისმა მეგობარმა, გენო მალაზონიამ გაგვაცნო, რომელიც "მის საქართველოში" ჩემი მონაწილეობისას ჟიურის წევრი იყო. ჩვენ ჯვარი დღემდე არ დაგვიწერია, არც ხელი მოგვიწერია, ახლო მომავალში ვაპირებთ. მეჯვარეები ჩემი ბიძაშვილი და გენო მალაზონია იქნებიან.“ გუშინ სოციალურ ქსელ „facebook“-ზე, მომხმარებელმა „ენერჯი ინვესტმა“ გაავრცელა ს.ს. „ენერჯი ინვესტის“ 3000–კაციანი კოლექტივის ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტისადმი. მიზანშეწონილად მიგვაჩნია ამ წერილის სრული ტექსტის მკითხველისთვის მიწოდება: ბატონო პრეზიდენტო! დიდი ხანია, ვისმენთ თქვენი და თქვენი გუნდის წინასაარჩევნო დაპირებას ახალი საწარმოების გახსნასთან და ახალი სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით, ძალიან გვინდა, დავიჯეროთ ეს ყოველივე, მაგრამ ის მოვლენები, რომლებიც ვითარდება ბოლო პერიოდში ჩვენს საწარმოში, არ გვაძლევს ამის საშუალებას. თქვენ საქართველოს პრეზიდენტი ბრძანდებით და დარწმუნებულები ვართ, გეცოდინებათ იმის შესახებ, როგორ შეინარჩუნა ეს საწარმო აქ წლობით და ოჯახებით მომუშავე ადამიანებმა უხელფასობის, უშუქობის, უგაზობის და დიდ ჭირ–ვარამით დატვირთულ პერიოდში, რომელიც გამოვიარეთ ჩვენ ერთად და ერთმანეთის გვერდში დგომით, მაშინ, როცა თქვენ და თქვენი გუნდის წევრები, საზღვარგარეთ განათლების მისაღებად წასულები, იქ ფუფუნებაში ცხოვრობდით. იქნებ, აგვიხსნათ რას ნიშნავს ფინანსთა სამინისტროს საგადამხდელოსამსახურის და კრიმინალური პოლიციის შემოჭრა ჩვენს საწარმოში? ყოველივე ეს იწვევს აქ მომუშავე პერსონალის სტრესულ მდგომარეობას, ეტყობა თქვენ (თუ საქმის ვითარებაში გარკვეული ხართ) და ასევე აქ შემოსულ ადამიანებს წარმოდგენა არ გაქვთ, რას ნიშნავს ქიმიური ქარხანა, თუ რა დიდია რისკის ფაქტორი - აფეთქების საშიშროება. ყოვლად დაუშვებელია აქ მომუშავე ადამიანები იმყოფებოდნენ მსგავს სტრესულ მდგომარეობაში, ეს არის ადამიანის უფლებების ენითაღუწერელი დარღვევა, რასაც „ენერჯი ინვესტის„ მრავალათასიანი კოლექტივი არ დაუშვებს, ეს გახლავთ ერთადერთი მსხვილი საწარმო არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს ამიერკავკასიაში, რომლის წარმოებული პროდუქტი არის უაღრესად საჭირო, რომ არაფერი ვთქვათ ზემოთ აღნიშნულ მიზეზზე, სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით.მოგმართავთ თხოვნით, არ დაუშვათ უხეში ჩარევა საწარმოს საქმიანობაში და მოგვეცით მშვიდად მუშაობის საშუალება. ბოლო ინფორმაციით, დაუდგენელია ს.ს. „ენერჯი ინვესტის“ დირექტორის მოადგილის კობა დიმიტრიშვილის ადგილსამყოფელი. მისმა თანამშრომლებმა არ იციან, დემეტრაშვილი სამართალდამცავებმა დააკავეს, თუ დაკითხვაზე იმყოფება. [გიგა ჭკადუა, ეკა კვირკველია, "ახალი 7 დღე"]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
გაზიარება http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S_WASSxey-I/AAAAAAAADqY/fXw7IAgjz38/s200/misha.gifსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის მერის გიგი უგულავას სურათს გულის ჯიბით ატარებს. თბილისის მერის 9X13-ზე გადაღებილი ფოტო სააკაშვილმა დღეს ჟურნალისტებს რიყეზე გვირაბის გახსნისას წარუდგინა. პრეზიდენტი გვირაბთან თეთრი “BMW”-თი მივიდა, ჟურნალისტებს უგულავას ფოტო აჩვენა და იკითხა - უნახავთ თუ არა ამ ქალაქში ასეთი კაცი?. “გიგიმ მშენებლობაც იცის, ეს გვირაბიც მან ააშენა და პურის ცხობაც ეხერხება. ერთადერთია თუ არა ეს კაცი თბილისში, არ ვიცი, ეს ხალხმა უნდა განსაზღვროს. ბევრი გაკეთდა, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ჩვენ ახლა ამ გვირაბს გავივლით და უნდა წავიდეთ ახლად გახსნილ აუზზე, სადაც წყალბურთში უკრაინა-საქართველოს ჩემპიონატი იმართება”, - განაცხადა პრეზიდენტმა გვირაბის დათვალიერებისას. გვირაბი ბარათაშვილის ხიდიდან ორთაჭალჰესამდე არსებულ მონაკვეთს აერთიანებს. მისი სიგრძე 1270 მეტრია. გვირაბის საშუალებით განიტვირთება საავტომობილო მოძრაობა და რიყეზე არსებული 8-ჰექტარი ტერიტორია მთლიანად ფეხით მოსიარულეებს დაეთმობა; მოეწყობა თანამედროვე დიზაინის დასასვენებელი პარკი, ღია კაფე-ბარებითა და ამფითეატრებით. ტერიტორია გამწვანდება ათეულობით სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეებითა და ბუჩქებით; დასასვენებელ პარკში დამონტაჟდება შადრევანი, რომელსაც ღამე სხვადასხვა შეფერილობა ექნება. შადრევანი “3D” გამოსახულების ფუნქციით არის აღჭურვილი, რაც შესაძლებლობას იძლევა, მასზე ნებისმიერი სახის პანორამა გამოისახოს. გვირაბის ზედა ტერიტორია სრულად იქნება ათვისებული, გამწვანდება და დასასვენებელი პარკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახდება.[წყარო: "ინტერპრესნიუსი"]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
ზუმბა - ნატვრისთვალი სრულად
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/die_welt2.jpg 80 000 ევრო სამი გაზეთისა და სამი რეპორტიორისთვის აღმოსავლეთ-ევროპაში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის განვითარებისთვის, ჰამბურგის ყოველკვირეულმა გამოცემა Die Zeit-მა ბუცერიუსის სახელობის პრემიიით სულ შვიდი ჟურნალისტი და მედია-საშუალება დააჯილდოვა. ფონდის განცხადებით, სამ გაზეთს, სამ ჟურნალისტს და ინტერნეტ-ტელევიზიას ისეთი ქვეყნებიდან როგორებიცაა რუსეთი, ბელორუსი, საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი სულ 80 000 ევრო გადაეცათ. ცერემონიის დროს, ჰამბურგის სენატორმა კულტურის საკითხებში კარინ ვონ ველკმა (უპარტიო) განაცხადა, რომ ჟურნალისტები „ყოველდღიურ ცხოვრებაში დემოკრატიისა და თავისუფალი სიტყვის დამკვიდრებისთვის“ დაჯილდოვდნენ. რუს პოლიტიკოსს და „ხიმკინსკაია პრავდას“ ჟურნალისტ მიხეილ ბეკეტოვს 2008 წელს თავს დაესხნენ და იგი იმდენად დაშავდა, რომ ჟურნალისტად მუშაობას დღემდე ვერ ახერხებს. ბეკეტოვი მოსკოვი-სანკტ-პეტერბურგის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობის გამო ხიმკის ტყის განადგურების წინააღმდეგ გამოდიოდა. ბეკეტოვს ჯილდოს სახით 10 000 ევრო გადასცეს. ყოველკვირეულმა რუსულმა გაზეთმა „არსენიევსკიე ვესტი“-მ (არსენიევი, პრიმორსკის ოლქი), კორუფციისა და კონტრაბანდის თემებზე გამოქვეყნებული რეპორტაჟების გამო 15 000 ევრო მიიღო. ბელორუსის რეგიონალური გამოცემა „ბორისოვსკიე ნოვოსტი“ (მინსკი) პოლიტიკაზე გამოქვეყნებული კრიტიკული პუბლიკაციებისთვის 15 000 ევროთი დაჯილდოვდა. ისეთ თემების, როგორებიცაა არჩევანის თავისუფლება და აფხაზეთის კონფლიქტი, დახვეწილი განხილვისთის 10 000 ევრო გადაეცა ქართულ ჟურნალ „ლიბერალს“ (თბილისი). ბაქოელი ჟურნალისტი შაჰვალად ჩობანოღლუ (აზერბაიჯანი) მთავრობაზე მამხილებელი ცნობებისა და კრიტიკული სვეტების გამოქვეყნებისთვის 10 000 ევროთი დაჯილდოვდა. ასევე 10 000 ევრო მიიღო აზერბაიჯანულმა ინტერნეტ-ტელევიზიამ „ANTV Online TV“ (ბაქო), ისეთი მასალების გამოქვეყნებისთვის, რომელთა ჩვენებაც სახელმწიფო არხებზე შეუძლებელია. ერევნელი ჟურნალისტი, ჟურნალ Hetq-ის გამომცემელი და კრიტიკული ჟურნალისტური გაერთიანების დამფუძნებელი ედიკ ბაგდასარიანი (სომხეთი) 10 ათასი ევროთი დაჯილდოვდა. რუსი მწერლის ვიქტორ ეროფეევის თქმით, კრიტიკული ჟურნალისტი პოსტ-საბჭოთა სივრცეში ახალი როლია. სახელმწიფოს დანაშაულის გაკრიტიკება დღემდე მიუღებელია. თქვენ შეგიძლიათ ყველაფრით აღშფოთდეთ, მაგრამ „რეჟიმი“ ხელშეუხებელია. ეროფეევი – „რეჟიმის ხსენებაზე, მომენტალურად ვარდები სისტემიდან, რომელიც კრიტიკას ვერ იღებს“. ასეთ დროს ხელისუფლების რეაქცია არაპროგნოზირებადია. Die Zeit ბუცერიუსის პრემიით 2000 წლიდან აჯილდოვებს იმ ჟურნალისტებს და მედია-საშუალებებს, რომლებიც მხარს უჭერენ პრესის თავისუფლებას და ლიბერალურ სამოქალაქო საზოგადოებას. ორიგინალი ორიგინალი
-
თეატრალური კვარტეტი & ლელა თელია - წყლის ნაპირზე სრულად
-
21 მაისს, 10:00 საათზე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი შიდა ქართლში, სოფელ ხურვალეთში დევნილ მოსახლეობას შეხვდებიან. 21 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სასწავლო გემ “აკადემიას”’მოინახულებს, კურსანტებს შეხვდება და მათ პრაქტიკურ მეცადინეობას დაესწრება. მის: ბათუმი, რუსთაველის ქ. №53(ბათუმის საზღვაო აკადემია) 21 მაისს, 11:00 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკრაინული მონიტორინგის ჯგუფი ‘”პრომოვა”’ შუალედურ ანგარიშს წარმოადგენს. 21 მაისს, 11:00 საათზე, სადამკვირვებლო ორგანიზაციების მედიაცენტრში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია’ საარჩევნო დარღვევაზე ბრიფინგს გამართავს. მის: მარი ბროსეს ქ. #6, II სართ. 21 მაისს, 12.00 საათზე, სასტუმრო “თბილისი მარიოტში”’ეროვნული საბჭო’ საკუთარი ეკონომიკური ხედვის პრეზენტაციას გამართავს. 21 მაისს, 12.00 საათზე, ‘ალიანსი საქართველოსთვის’ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგიტა ჯანგიშერაშვილი მოსახლეობას შეხვდება. მის: ნინუას ქ. #2 (ყოფილი ტრიკოტაჟის ფაბრიკის ტერიტორია, მეტრო ელდეპოსთან’) 21 მაისს, 12:00 საათზე, ‘ალიანსი საქართველოსთვის’ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფიო ხორგუანი ბრიფინგს გამართავს. მის: ვერცხლის ქ. №21 21 მაისს, 12:00 საათზე, ‘ხალხის პარტიის’ ლიდერი კობა დავითაშვილი ბრიფინგსგამართავს. მის: აფრიკა, ჭიჭინაძის #1, (88-ე საარჩევნო უბანთან) 21 მაისს, 12:00 საათზე, ცესკო – ს თავმჯდომარე ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისის წევრებს შეხვდება. 21 მაისს, 12:30 საათზე, პარტია ‘მომავალი საქართველოს’ თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ლაღიძე წინასაარჩევნო კვლევებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. მის: აკაკი ხორავას ქ. #9 21 მაისს, 13:00 საათზე, ‘ქართული აკადემიის’ ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: ‘თბილისის მერის არჩევნები და ოპოზიციის პასუხისმგებლობა’. მის: ზუბალაშვილების ქ. #45 21 მაისს, 13.00 საათზე, `საქართველოს დემოკრატიული პარტიის’ თავმჯდომარე გია თორთლაძე სოფელ კაზრეთის ცენტრში მოსახლეობას შეხვდება. 21 მაისს, 13.00 საათზე, `თორთლაძე – დემოკრატიული პარტიის’ საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი მარინე კოლხიდაშვილი დიღომში მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს. მის: გიორგი ბრწყინვალის ქ. #21 21 მაისს, 13.00 საათზე, ‘ეროვნულ – დემოკრატიული პარტიის’ ვაკის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი გოგოლაძე, ედპ-ის ლიდერებთან ერთად, ვაკის რაიონის ამომრჩევლებთან შეხვედრას გამართავს. მის: ნუცუბიძის IV მ/რ-თან, სოფელი თხინვალა 21 მაისს, 14.00 საათზე, `საქართველოს დემოკრატიული პარტიის’ თავმჯდომარე გია თორთლაძე ბოლნისის ცენტრში მოსახლეობას შეხვდება და მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს. მის: ბოლნისის ცენტრი (პარკში, 9 აპრილის მემორიალთან) 21 მაისს 14:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი მარიამ გერსამია და ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე ახლად შეძენილი კვლევითი აპარატურის პრეზენტაციას გამართავენ. მის: ფურცელაძის ქ. №1 21 მაისს, 14.00 საათზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით, ნატო-სთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ელჩი გეგა მგალობლიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. თემა: ‘საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი, ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია და სხვა აქტუალური საკითხები’. მის: გუდიაშვილის ქ. #7(‘საინფორმაციო ცენტრი ნატო-ს შესახებ’) 21 მაისს, 14.00 საათზე, ‘ალიანსი საქართველოსთვის’ თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია ‘ვიციპედიაში’ შეხვედრას გამართავს. მის: ჯანაშიას ქ. #11ა 21 მაისს, 14:00 საათზე, სამხატვრო აკადემია საკონკურსო პროექტში ‘წლის ნამუშევარი’, გამარჯვებულ სტუდენტებს დააჯილდოებს. მის: გრიბოედოვის ქ. #22 21 მაისს, 14:00 საათზე, სასტუმრო “სიმპათიაში”’ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. მის: დარასელიას ქ. №4 (საბურთალოს ყოფილი ბაზრის მიმდებარე ტერიტორია) 21 მაისს, 14:00 საათზე, ახალგაზრდული ტურნირი მინი – ფეხბურთში `კავკასიის თასი 2010′ გაიხსნება. მის: ჭავჭავაძის გამზ. #37 ა. სპორტ-კომპლექსი `ირაო’. საკონტაქტო პირი: ქეთევან ლომაია 8 99 508355 21 მაისს, 15:00 საათზე, ‘ალიანსი საქართველოსთვის’ სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გულიკო ზუმბაძე სადგური-ველის მოსახლეობას შეხვდება და განცხადებას გააკეთებს. მის: სამგორი, სოფელ გაჩიანის ხიდთან 21 მაისს 15:00 საათზე ამბროლაურში საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება. 21 მაისს, 15:00 საათზე, თბილისის მერიასთან ახალგაზრდული მოძრაობა ‘”შეცვალე”’ საპროტესტო აქციას გამართავს. თემა: ‘ადგილობრივი არჩევნები’. საკონტაქტო პირი: 8 95 30 27 87 21 მაისს, 15:00 საათზე, სასტუმრო “თბილისი მარიოტში”’ ჩერქეზთა ტრაგედიის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო, სახელწოდებით – ‘XIX საუკუნის კავკასიის ისტორიის ფურცლები’ გაიმართება. მის: რუსთაველის გამზ. #13 21 მაისს, 15.00 საათზე, მოძრაობა ‘სოციალ – დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის’ ლიდერი გია ჟორჟოლიანი, მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მის: ი. ჭავჭავაძის #19, ბინა #.29 საკონტაქტო ტელ: 22 36 35; 8 99 64 43 36 21 მაისს, 16:00 საათზე, ‘ალიანსი საქართველოსთვის’ ვარკეთილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით კერესელიძე მოსახლეობას შეხვდება. მის: III მასივი, VIII კვარტალი, I კორპუსის მიმდებარე ტერიტორია 21 მაისს, 17:00 საათზე, ‘ალიანსი საქართველოსთვის’ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა კაციტაძე მოსახლეობას შეხვდება. მის: ნუცუბიძის III მ/რ(ასახვევთან სკვერში) 21 მაისს, 17:00 საათზე, პარლამენტის წინ ე.წ. უკანონო პატიმართა სოლიდარობის აქცია გაიმართება. 21 მაისს, 17.00 საათზე, ‘ალიანსი საქართველოსთვის’ თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია ბუკიას ბაღში შეხვედრას გამართავს. 21 მაისს, 17:00 საათზე, კინოთეატრ ‘რუსთაველი’-ს ფოეში დიდ სამამულო ომში გამარჯვების 65-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კინოფესტივალის ორგანიზატორები პრესკონფერენციას გამართავენ. 21 მაისს, 18:00 საათზე, თბილისელ სომეხთა ასამბლეა 30 მაისის არჩევნებთან დაკავშირებით სომეხთა სათვისტომოს წარმომადგენლობით კრებას ჩაატარებს. მის: მაჩაბლის ქ. #11 (საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი) 21 მაისს, 18:00 საათზე, `მირზაანი’-ს ახალი რესტორანი `თბილისი ცენტრალში’ გაიხსნება. მის: ვაგზლის მოედნის ტერიტორია, ახალი სავაჭრო ცენტრი ‘თბილისი ცენტრალი’. საკონტაქტო ნომრები: 877 505513; 897 557580 21 მაისს, 18.30 საათზე, ‘ალიანსი საქართველოსთვის’ თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია ვაშლიჯვარის მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს. მის: კვანტალიანის ქუჩა იხილეთ epn.ge
-
„ალიანსი საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ ვარკეთილის მეურნეობაში, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების საცხოვრებელი პირობები დაათვალიერა. ირაკლი ალასანიას განცხადებით, ეს ადამიანები გარდა კომუნალური და დასაქმების პრობლემებისა სახლმწიფოს მიერ მოტყუებულნი არიან. „ეს ხალხი მოატყუა მერიამ და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებმაც. ამ ადამიანებს წინა არჩევნებზე უთხრეს, რომ მათი შენობები დაკანონებული იყო. სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ შენობები სადაც დევნილები ცხოვრობენ დღემდე არ არის დაკანონებული და ისინი ნებისმიერ დროს შეიძლება გამოასახლონ“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მისივე თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, ვიდრე ეს ადამიანები საკუთარ სახლებში – აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაბრუნდებიან, შეუქმნას მათ უსაფრთხო, ელემენტარული საცხოვრებელი პირობები. „მე პირობას ვდებ, რომ დევნილები მერიის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან, რადგან ცენტრალურმა ხელისუფლებამ მთლიანად მოიხსნა მათზე პასუხისმგებლობა. როცა ვამბობთ, რომ ჩვენ შევცვლით, პირველ რიგში სწორედ თანამოქალაქეებისადმი გულგრილი დამოკიდებულების შეცვლა იგულისხმება“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. ნახეთ