Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. საიტის მარჯვენა სვეტში განთავსდა ფილმი-სახელმძღვანელო „კენჭისყრის დღე“. ფილმი განკუთვნილია საარჩევნო კომისიების წევრების, წარმომადგენლების, დაკვირვებლებისათვის. ფილმში დეტალურადაა ნაჩვენები კენჭისყრის დღის პროცედურები. „ალიანსი საქართველოსთვის“ უფლებამოსილ პირებს მივმართავთ თხოვნით, აუცილებლად ნახონ ეს ფილმი. იგი სამი ნაწილისაგან შედგება. View the full article
  2. http://www.epn.ge/wp-content/uploads/gamsaxursia-150x150.jpgცოტნე გამსახურდიას ინიციატივით, პატიმართა უფლებების დამცველი სამეურვეო საბჭო შეიქმნება. ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ დღევანდელ საპროტესტო აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება თავად გამსახურდიას ეკუთვნის, რომელიც ბესელიას მან რამდენიმე დღის წინ, ციხეში შედგარი შეხვედრისას გააცნო. საბჭო ციხეებში უკანონო პატიმართა ინტერესებს დაიცავს. ბესელიას თქმით, საბჭოში შემავალ ადამიანთა ზუსტი სია დღეს შეიქმნება. ორგანიზაცია “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ინიციატივით გამოდის, 21 მაისი პოლიტპატიმართა მხარდაჭერის დღედ გამოცხადდეს. თუმცა, ბესელია იმედს გამოთქვამს, რომ ძალიან მალე ქვეყანაში არც ერთი პოლიტპატიმარი აღარ იქნება და რეჟიმის დამთავრების შემდეგ ამ დღის აღნიშვნა აღარასდროს მოუწევთ. იხილეთ epn.ge
  3. /get_img?NrArticle=1551&NrImage=1 მასმოდა 2010 ”ყოველ წელს მერია ტექნიკურად უზრუნველყოფს „მას მოდას“. ძალიან ბევრი სპონსორი ბარტერის სახით არის შემოსული, მერიაც ყოველ წელს ბარტერით შემოდის, სანაცვლოდ კი რეკლამას იღებს” - ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში თბილისის საკრებულოს პრესმდივანი თამარ ჯინჭარაძე. 2005 წლიდან, როცა ეს ღონისძიება პირველად ჩატარდა და ქართველი ჟურნალისტები პირველად გამოვიდნენ პოდიუმზე, დღემდე იგი ”მას მოდის” ორგანიზატორია. ამჟამად ჯინჭარაძე საკრებულოს პრესმდივანია და „მას მოდის“ ორგანიზებას განაგრძობს. წლევანდელი ჩვენება 15 მაისს ჩატარდა და მასში მონაწილეობა 53–მა ტელეჟურნალისტმა და სხვადასხვა დაწესებულების პრესმდივანმა მიიღო. პრესმდივნები, ძირითადად, ყოფილი ცნობილი ტელეჟურნალისტები იყვნენ. მოქმედი ჟურნალისტებიდან კი, ასევე, ცნობილი ჟურნალისტები აჩვენებდნენ დიზაინერ დადუს (ეკა თადუმაძე) კაბებს, რომელიც 2005 წლიდან „მას მოდის“ დიზაინერია და იდეაც სწორედ მას ეკუთვნის. „მას მოდა“ 2010 -ის სიახლე ნატვრის ხეები იყო. წელს ორგანიზატორებმა დარბაზში, სადაც ჩვენება მოეწყო, 8 სპონსორის ნატვრის ხე დადგეს. მათ შორის თბილისის მერიის ნატვრის ხეც იყო. ”რვავე ნატვრის ხეს ყველა მონაწილემ რაღაც სთხოვა” - ამბობს საკრებულოს პრესმდივანი. ”ეს ნატვრის ხეები კორპორატიული აქსესუარებით იყო მორთული. დაახლოებით ათი დღით ადრე, „პაკაზამდე“, დავარიგეთ ბლანკები ყველა მონაწილესათვის. ეს ბლანკები იყო დანომრილი, მასზე არ იყო დაწერილი სახელი და გვარები. ბევრი ვიფიქრეთ ორგანიზატორებმა, რომ შეიძლება, რომელიმე კომპანია მიკერძოებული ყოფილიყო „ფეისის“ მიმართ, რომ „გაპიარებით“ უფრო კარგად „გაპიარდებოდა“. ეს რომ თავიდან აგვერიდებინა, დავნომრეთ, მეც არ ვიცოდი, ვინ რა ნომერი იყო, მხილოდ მონაწილემ იცოდა”. ორგანიზატორის თქმით, მათ იცოდნენ, რომ სპონსორები ორმოცდაცამეტივე სურვილს ვერ აასრულებდნენ, ამიტომ წინასწარ სთხოვეს სპონსორებს, რომ თითოეულს მინიმუმ ერთი სურვილი მაინც აესრულებინა. „მას მოდის“ მონაწილეებს სურვილი მხოლოდ კომპანია ”ოლიმპიურმა ვარსკვლავმა” არ აუსრულა: ”რა პოზიციაშიც შემოგვთავაზეს მონაწილეობა, თანხით შევეწიეთ, ფინანსური მხარდაჭერა გავუწიეთ“ - აღნიშნა ნეტგაზეთთან საუბარში კომპანიის პრესსამსახურის მენეჯრმა ლელა რაზიკაშვილმა. კომპანია ”ბილაინმა” ჟურნალისტებს კომუნიკაციასთან დაკავშირებული სურვილები აუსრულა. “უმეტესობისთვის მთავარი სურვილი ულიმიტო საუბრის საშუალება იყო. ერთ-ერთი იყო ნათია ბანძელაძის (რუსთავი 2 -ის ჟურნალისტი.რედ.) სურვილი, მან ბაქო-ჯეიჰანზე შეერთებული ტელეფონი ისურვა. მას გადავეცით ჩვენი ნომერი ზედ დარიცხული უფასო წუთებით და მას შეუძლია, ორ თეთრად ყველასთან ისაუბროს, რაც ძალიან კარგი საჩუქარია”. ამბობს „ბილაინის“ წარმომადგენელი თეონა ბაღდავაძე აგვისტოში M Group ერთ -ერთ ჯურნალისტს დაბადების დღეს გადაუხდის რომელიმე რესტორანში. ”ჟურნალისტის სახელი არ მახსოვს, ცნობილი არ არის, 50–ე ნომერი იყო” - ამბობს თაკო ნიბლაძე M Group-იდან. კომპანია ”მითანას” პრიზს მიიღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი რატი მუჯირი და ამავე არხის კიდევ ერთი ჟურნალისტი. ”მათ მოიგეს”მითანას” პრიზი, რომელშიც შედის ჩვენი პროდუქციის თითო ეგზემპლარი. პირველი არხის ჟურნალისტია ეს გოგო, თუ არ ვცდები, სოფო. პირადად არ შევხვედრივარ. მაგრამ რატიმაც რომ მოიგო, ვიცი” - აღნიშნა „მითანას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გეგი ზაქარაიამ. ჟურნალისტების ეკა სამხარაძის (რუსთავი 2) და ლიკა ბერაიას (იმედი) ლოპოტაში წასვლას დააფინანსებს ”პსპ”, „მას მოდის“ გენერალური სპონსორი. იგი ასევე დაასპონსორებს გიგლა თუმანიშვილის ხევსურეთში წასვლას ექვს ჟურნალისტთან ერთად. საბავშო ეტლი თეო ცხომელიძის სურვილი იყო, ქარსითერი კი ნათია ტრაპაიძეს „მას მოდაზევე“ გადაეცა. პამპერსები გადაეცათ „პსპ“ –საგან - დათო ქაშიაშვილს, ნინო გომართელს და ნათია ტრაპაიძეს. თბილისის მერიამ ოთხი მონაწილის სურვილის ასრულება გადაწყვიტა. მათ შორის არიან საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებიც. სწორედ საზოგადოებლივი მაუწყებლის ჟურნალისტის, ქეთი ბოჯგუას სატელევიზიო კომენტარიდან შეიტყო ნეტგაზეთმა თბილისის მერიის საჩუქრის შესახებ: ეს კომენტარი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 16 მაისს მოამბის 4 საათის გამოშვებაში გადსცა. „მას მოდა“ 2010– ის დახურვის ცერემონიალის დროს ქეთი ბოჯგუას მიერ გააკეთებული ამ კომენტარის შემდეგ გახდა ნეტგაზეთისთვის ცნობილი მერიის მიერ ჟურნალისტების თხოვნის ასრულების შესახებ. ქეთი ბოჯგუას, რომელსაც მიაჩნია, რომ 19 მაისს ნეტგაზეთზე გამოქვეყნებული ინფორმაცია მოკლე ამბის მეორე მხარე იყო, ჩავთვალეთ, რომ აუცილებლად უნდა გავსაუბრებოდით. ნეტგაზეთი მას იმის გასარკვევად დაუკავშირდა, აპირებს თუ არა თბილისის მერიისგან საჩუქრის მიღებას: ”ზოგადად ამაში კანონდარღვევა არ არის, მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ წუთას აწარმოებს მოკვლევას, მოხდა თუ არა რაიმე ფორმით საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის დარღვევა, ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, დავკავდებით თუ არა მე და ჩემი მეუღლე გარკვეული საქმიანობით” - აცხადებს ბოჯგუა. ჟურნალისტს მიაჩნია, რომ ”წინასაარჩევნო და არა მარტო წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური დაჯგუფებისგან ან რომელიმე კანდიდატისგან საჩუქრის მიღება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. მაგრამ ეს იყო კონკურსი „მას მოდა“ და მასში მონაწილეობას იღებდა ყველა ჟურნალისტი, ვისაც ამის სურვილი ჰქონდა. დასაწყისშივე ვიცოდით, გარკვეული კითხვარების შევსებისას, რომ, სურვილისამებრ, შეგეძლო რაიმე პრიზი მოგეთხოვა. კითხვარების შევსება ანონიმური იყო. მასში უნდა გაგემარტა, თუ რატომ აირჩიე რომელიმე კონკრეტული სურვილი. ამიტომ განმარტებაში ჩავწერე ის, რაც ჩემს კომენტარში მოისმინეთ. მე მინდა, რომ არჩევნების შემდეგ ორი დღით ჩემს მეუღლესთან ერთად რედისონში დავისვენო. ჩემი სურვილის ასრულება გადაწყვიტა თბილისის მერიამ”. ”იქიდან გამომდინარე, რომ მერია არ არის საარჩევნო სუბიექტი და ჩვეულებრივი მუნიციპალური ორგანოა, პირადად ამ საკითხში დარღვევას ვერ ვხედავ. ჩემს გარდა ამ კონკურსში ძალიან ბევრმა ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა და პრიზებიც გადასცეს, მათ შორის, მერიამაც” - ამბობს ბოჯგუა. კიდევ ერთი ჟურნალისტი, რომელმაც მერიის საჩუქარი დაიმსახურა ტელეიმედის ჟურნალისტი მარიამ კუბლაშვილია: ”ერთადერთი დღეა წელიწადში, როცა ჟურნალისტები ერთად იკრიბებიან და ზეიმს აწყობენ, ეს ერთგვარი დღესასწაულია. ყველაფერს სპონსორები გვთავაზობენ. ისინი ასპონსორებენ „მას მოდას“ და დღესასწაულსაც გვიწყობენ, და ახლა, მათგან ეს ელემენტარული საჩუქარი... ყველა იმისათვის ვმუშოაბთ, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ და მთელი წლის განმავლობაში ერთმანეთის ინტერესები გავითვალისწინოთ. ჩვენ მათ ვეხმარებით, ისინი ჩვენ. ეს საჩუქარი კი იმისთვისაა, რომ რაღაცა სტიმული მოგვეცეს და უფრო გავმხიარულდეთ. ყოველ დღე სტრესში ვართ და განტვირთვა გვჭირდება. ჩემი აზრით, ეს ძალიან ნორმალურია. ეს აბსოლუტურად მათი გადაწყვეტილებაა და ნამდვილად არა მგონია, რომ ცუდი იყოს ამ ყველაფერზე უარის თქმა” - ამბობს კუბლაშვილი. მისივე თქმით, მონაწილეებს რამდენიმე დღით ადრე დაურიგდათ ბუკლეტები, რომლებზეც სპონსორების სახელები ეწერა. თითოეულ მონაწილეს ცხრა ბუკლეტი დაურიგდა(ცხრა სპონსორის ბუკლეტი). „ამ ბუკლეტებში ერთი და იგივე კითხვები იყო, რას ინატრებდი და რატომ. მე პსპ- მ, თბილისის მერიამ და ”მ ჯგუფის” რესტორანმა ამისრულეს სურვილი. ჩვენი სახელი და გვარები იქ არ ეწერა, უბრალოდ, ყველამ საკუთარი ნომერი ვიცოდით. ისინი აბსოლუტურად დამოუკიდებლად წყვეტდნენ, რომელ ნომერს რა სურვილს აუსრულებდნენ. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტი სურვილი მე ამისრულეს. ჩვენების ნებისმიერ მონაწილეს ჰქონდა ამ სპონსორების ბუკლეტები, რომლებიც აბსოლუტურად ყველა ჟურნალისტმა შეავსო”. რატი მუჯირი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, რომელსაც ”მითანა” აუსრულებს სურვილს, ამბობს, რომ პროფესიულ სტანდარტზე სერიოზულად არ დაფიქრებულა: ”მაგისთვის სერიოზულად არც შემიხედავს, ჩვეულებრივი სახალისო ამბავი იყო. მივედით, ვიმხიარულეთ, წამოვედით. არ ჩავღრმავებულვარ მაგ დონეზე”. ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ მერიის მონაწილეობას „მას მოდა“ 2010– ში ჟურნალისტების მოქრთამვა უწოდა. თბილისის მერიის პრესსამსახურს მიაჩნია, რომ ამ ღონისძიების მხარდაჭერით მერია მოდის სფეროს განვითარებას უწყობს ხელს: ”მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მოვალეობა იმ კულტურული ღონისძიებების ხელის შეწყობაა, რაც ქალაქში იმართება. მერია ძალიან ბევრ ღონისძიებას უჭერს მხარს, რომელსაც სპონსორები ჰყავს ხოლმე. ამ შემთვევაში „მას მოდას“ რამდენიმე ტექნიკური მხარდამჭერი ჰყავდა და, უბრალოდ, პრიზები დააწესა. არანაირ ხარჯთან ეს დაკავშირებული არ იყო. მერიის კულტურის სამსახურს საკუთარი ფინანსები გააჩნია. ეს იყო კულტურული ღონისძიება და მოდის სფეროს წახალისება. კულტურის სამსახურის მოვალეობაა, კულტურის განვითარების ხელშეწყობა” - განაცხადა ნეტგაზეთან საუბარში თამუნა დვალმა. რაც შეეხება ჟურნალისტების მიერ საჩუქრების მიღების ფაქტს - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ამ საკითხზე ორშაბათს იმსჯელებს. საბჭომ უნდა იმსჯელოს, დაარღვიეს თუ არა მაუწყებლის ჟურნალისტებმა, ზემოთ მოყვანილი ფაქტების გამო, მაუწყებელთა ქცევის და საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსი. მაუწყებელთა ქცევის კოდექსი ნორმატიული აქტია და ძალაში იგი 2009 წელს შევიდა. 2010 წლის მარტიდან კი ყველა მაუწყებელზე ვრცელდება. ნეტგაზეთმა რამდენიმე კომენტარი ჩაწერა მედიის სამართლის სპეციალისტებთან, მედიის ექსპერტებთან, რომლებიც, ამავე დროს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები არიან, ასევე, ჟურნალისტთან და მედიის ექსპერტთან მათიას ჰუტერთან, რომელიც მუშაობს ორგანიზაციაში ”საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო” : თამარ კორძაია, იურისტი, მედიის სამართლის ექსპერტი: მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 28–ე მუხლი ადგენს სარედაქციო დამოუკიდებლობის პრინციპს. მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის კანონიერი უფლება დაცულია კომერციული, პოლიტიკური და სხვა სახის ზეწოლისა თუ ზემოქმედებისგან, ანუ დადგენილი პირნციპის თანახმად, ნებისმიერი ქმედება, რომელსაც აქვს პოლიტიკური, კომერციული თუ სხვა სახის ზეწოლის ფორმა, მიიჩნევა სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფად. აუცილებელი არ არის, ზეწოლა გამოიხატებოდეს გარკვეულ მძიმე ფორმებში, მას შეიძლება მსუბუქი ეკონომიური ხასიათის გამოვლინებაც ჰქონდეს, თუნდაც, საჩუქრების სახით. ამავე კოდექსის 29–ე მუხლში საუბარია სარედაქციო დამოუკიდებლობისადმი წაყენებულ მოთხოვნებზე, ანუ რა უნდა გააკეთოს მაუწყებელმა და ჟურნალისტმა, რომ მისი სარედაქციო დამოუკიდებლობა დარღვეულად არ ჩაითვალოს. ამ მუხლის მე–7 პუნქტის მიხედვით, ჟურნალისტმა არ უნდა შელახოს მაუწყებლის დამოუკიდებლობა საკუთარი სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ საზოგადოებრივი საქმიანობით და თავიდან უნდა აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი. ეს წესი გულისხმობს: ჟურნალისტმა არ უნდა მიიღოს საჩუქარი (მით უფრო საჯარო დაწესებულებისაგან), არ უნდა მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერ საჯარო ღონისძიებაში, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ჟურნალისტის საქმიანობაზე, რადგან ასეთი ქმედება ზიანს აყენებს ტელევიზიის რეპუტაციას და საზოგადოების თვალში იგი კარგავს დამოუკიდებლობის ხარისხს. პროფესიული სტანდარტი ჟურნალისტს ავალდებულებს, თავი აარიდოს ამგვარ ქმდებებს. იმ ორმოცდაათმა ჟურნალისტმა, რომლებმაც საჩუქრები მიიღეს, გაურკვეველი მიზნით, თავიანთი საქმიანობის დამოუკიდებლობა ნამდვილად ეჭვქვეშ დააყენეს. ჩემი აზრით, ეს არის დამსაქმებელის, კერძოდ, ტელევიზიის სარედაქციო საკითხი, რომელმაც პრობლემა უნდა დაინახოს იმაში, რომ მისი ტელევიზიის ჟურნალისტების საქციელმა ჩრდილი მიაყენა ამ ტელევიზიის საქმიანობას და დამოუკიდებლობას. ქცევის კოდექსის სახელმძღვანელო რეკომენდაციების მე–9 პუნქტი ამბობს: მაუწყებლის თანამშრომლებმა არ შეიძლება მიიღონ საჩუქრები, მგზავრობის ან სხვა ხარჯები, ან სხვა ძვირადღირებული ნივთები ინფორმაციის წყაროსგან, ან იმ პირთაგან, რომლებზეც მაუწყებელი ამზადებს რეპორტაჟს. წინასაარჩევნო პერიოდში, განსაკუთრებით, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისას, როცა ყველა მედია საშუალება მობილიზებულია არჩევნების გაშუქებაზე, მერია არის ის დაწესებულება, რომლის საქმიანობასაც აშუქებს ჟურნალისტი. გარდა ამისა, ჟურნალისტს ყოველთვის აქვს შეხება კონკრეტულ ბიზნესთან და ასეთი საჩუქრების მიღება მაყურებელს ნამდვილად შეუქმნის უარყოფით დამოკიდებულებას დასაჩუქრებული ჟურნალისტების ობიექტურ საქმიანობასთან დაკავშირებით. ეს არის თვითრეგულირების ფარგლებში ჩადენილი დარღვევა და მასზე სათანადო რეაგირება ან პასუხიმსგებლობის დაკისრება უნდა მოახდინოს თავად ტელევიზიამ, რადგან პირველ რიგში მაუწყებლის ინტერესებს მიადგა ზიანი. თუ მაუწყებლების მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ ეს პრინციპები იქნა დარღვეული, მან თავად უნდა გადაწყვიტოს ამ ჟურნალისტებთან სამომავლო ურთიერთობების საკითხი. ხოლო საზოგადოებას, ვფიქრობ, ადეკვატური რეაგირება ექნება მაუწყებლების მეირ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. კახი ყურაშვილი, იურისტი: კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსი: ”ტელევიზია არაფერ შუაში არ არის, სადღაც რესტორანში რაღაცა კაბები ჩაიცვეს, გაიარეს, გამოიარეს და პრიზები აიღეს. მე ვერ ვხედავ კანონდარღვევას, სხვები, შესაძლოა, სხვაგვარად ფიქრობენ”. ლიკა ჩახუნაშვილი, მედიის ექსპერტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი: მე ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის ღონისძიება ქართულ ჟურნალისტიკას და ქართველ ჟურნალისტებს ღირსებას არ მატებს, ჟურნალისტები ყველანაირად უნდა ცდილობდნენ, დისტანცირდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომ ჩრდილი არ მიადგეს მათ პროფესიულ საქმიანობას. როდესაც მერის არჩევნების წინ, მერიის მხარდაჭერით მოწყობილ ღონისძიებაში ჟურნალისტი იღებს მონაწილეობას, თანაც, იმ პირობებში, როდესაც მოქმედი მერი კენჭს იყრის ამ არჩევნებში, ვფიქრობ, კარგი არ არის. ხელისუფლებისგან და სხვა ინტერესთა ჯგუფებისგან ჟურნალისტები საჩუქრებს არ უნდა იღებდნენ, იმიტომ, რომ ეჭვის საფუძველი არ გაჩნდეს მათი ინფორმაციის სიზუსტეზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის 22.8–ე პუნქტი ეხება საჩუქრებსა და შეღავათებს. ჩემი აზრით, ბოჯგუას მიერ საჩუქრის მიღება იმ გამონაკლისებში არანაირად არ ეწერება. ეს არის გამონაკლისი სამსახურებრივი მოვალეობის დროს. ალბათ, იგულისხმება, როდესაც გამოუვალი მდგომარეობაა ან ექსტრემალური პირობები. ისიც უნდა ვთქვათ, რომ დასავლეთში ბევრი მედია საშუალების კოდექსი უფრო მკაცრია, ისინი, ფინჯანი ყავის გარდა, საქმიან სადილებზეც უარის თქმას ითხოვენ თანამშრომლებისგან, უფასო ტრანსპორტის და ბილეთებით სარგებლობის უფლებასაც არ აძლევენ. ვთქვათ, ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთიკის კოდექსი ასეთი მკაცრი არ არის, მაგრამ მგონი არანაირად არ შეიძლება ამ მუხლის ინტერპრეტირება ისე, რომ მისაღები იყოს ამ კონკრეტული ჟურნალისტის საქციელი. გამონაკლისები არის დაშვებული მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, ამ შემთხვევაში, მე არ მიმაჩნია, რომ ეს ჟურნალისტი რაიმე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა ამ ღონისძიებაში მონაწილეობით. ალბათ, ორშაბათს ვიმსჯელებთ, ჩემთვის პირადად საკამათო არაფერი არ არის, მით უმეტეს, რომ ჩემი აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს მოეთხოვება უფრო მაღალი სტანდარტის დაცვა, ვიდრე, ზოგადად, სხვა ჟურნალისტებს, იმიტომ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი უნდა იყოს მაგალითი პროფესიული კეთილსინდისიერების, ღირსების, გნებავთ აღზრდის, გემოვნების და ყველა თვალსაზრისით. ნინო დანელია, მედიის მკვლევარი, სამეურვეო საბჭოს წევრი: ჩემი,როგორც არა მხოლოდ სამეურვეო საბჭოს წევრის, არამედ, როგორც მედიის მკვლევარის მოსაზრება არის ცალსახა და ძალიან სწორხაზოვანი. არავითარ შემთვევაში არ უნდა მიიღონ ეს საჩუქარი, იმიტომ, რომ ეს არის პირდაპირი დარღვევა ჟურნალისტური ეთიკის საფუძვლის, არ მიიღო საჩუქარი მათგან, ვისაც აშუქებ. ეს არის მარტივი, იმდენად მარტივი, რომ მიკვირს, რომ ჩვენ ამ თემაზე გვიწევს საუბარი იმ რეალობაში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. საზოგადოებრივ მაუწყებელს შეუძლია მიიღოს პრიზი, მაგრამ ეს პრიზი უნდა იყოს იაფფასიანი და არა ძვირადღირებული. მაუწყებელთა ქცევის კოდექსში წერია, რომ არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტს შეუძლია მიიღოს პრიზი, თუკი ეს პრიზი არ ლახავს სარედაქციო დამოუკიდებლობას. აქ შეიძლება ჟურნალისტის მხრიდან იყოს არგუმენტი, რომ ის არ ლახავს სარედაქციო დამოუკიდებლობას, მაგრამ მსოფლიოში წამყვანი მედია ორგანიზაციების ეთიკის კოდექსებში და, ზოგადად, პროფესიის ეთიკის კოდექსში ნათქვამია, რომ ჟურნალისტმა არ უნდა მიიღოს პრიზი მათგან, ვისაც აშუქებს. ისე დეტალურად არის ეს გაწერილი, რომ ნათქვამია, როდესაც რესპოდენტთან გაქვს საქმიანი სადილი, უნდა დალიო მარტო წვენი ან ყავა, იმის გამო, რომ არ იგრძნო თავი დავალებულად. ცხადია, მერია არის ისეთი ორგანიზაცია, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი აშუქებს, შეიძლება ამ კონკრეტულ დროს იგი მერიის გაშუქების პროცესში არ იმყოფებოდა, მაგრამ ზოგადად მერია და მერიის წარმომადგენლები არიან ამ ადამიანების რესპოდენტები, აქედან გამომდინარე დაირღვა ეთიკის პრინციპი. მეორე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, საჩუქრის მიღების დროს, ადამიანმა უნდა იფიქროს თავის ორგანიზაციის რეპუტაციაზე და როგორ აღიქმება მისი საქციელი გარედან. საზოგადოებრივ მაუწყებელს სამწუხაროდ აქვს ძალიან დაბალი რეიტინგი, ის საზოგადოების მიერ ჯერ კიდევ არის მიბმული სახელმწიფო ტელევიზიასთან. საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაუჩნდება იმის შეგრძნება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ასე იღებს საჩუქრებს მერიისგან. როდესაც ეს ჟურნალისტი მივა რესპოდენტთან, განსაკუთრებით, პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენელთან, პირველი ასოციაცია, რაც ამ ადამიანებს გაუჩნდებათ, იქნება ორი უფასო ღამე რედისონში, რომელიც ჟურნალისტმა უფასოდ მიიღო მერიისგან. ბუნებრივია, ესეც ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ აყენებს ამ ჟურნალისტის რეპუტაციას და, ზოგადად,საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპუტაციას. ცალსახა არის პასუხი, მე ვფიქრობ, რომ უკვე გვიან არის. საერთოდ „მასმოდა“ რომ ტარდება, თავისთავად ეს მედიის პრობლემაა. მთლიანად ეს მოვლენა არის პრობლემა და არა მხოლოდ ამ ადამიანის ქცევა. ძალიან ბევრი რგოლი არის, როდესაც მას გადაწყვეტილება უნდა შეეჩერებინა: როდესაც იღებს მონაწილეობას ასეთ ღონისძიებაში, როდესაც მერიას თხოვს საჩუქარს და როდესაც იღებს ამ საჩუქარს. ეთიკის კოდექსში პირდაპირ წერია, რომ, როდესაც ჟურნალისტს უჭირს გადაწყვეტილების მიღება, სარედაქციო არხის ხელმძღვანელმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება არხის სასიკეთოდ. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ეს არის მხოლოდ ერთი ჟურნალისტის პასუხისმგებლობის საკითხი. რასაკვირველია, ეს არის საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის პასუხისმგებლობის საკითხი. მე არ ვიცი, მსჯელობენ ამის შესახებ თუ არა, მე თვითონ არ ვარ ჩართული მსჯელობაში. გუშინ ველაპარაკე სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს და მან მითხრა, რომ ის პრობლემას ვერ ხედავს. ამიტომ ძალიან ეჭვი მეპარება, რომ მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, რომ ეს საჩუქარი არ უნდა მიიღონ. მე თავიდანვე ვთქვი, რომ თვითონ ეს ღონისძიება და მასში მონაწილეობის მიღება არის პრობლემა. ჟურნალისტის მთავარი ფუნქცია არის აკონტროლოს ძალაუფლება და ინტერეს ჯგუფები, ნებისმიერი სახის ინტერეს ჯგუფები, როდესაც ჟურნალისტი რაიმე ფორმით იღებს საჩუქარს, ორგანიზაციისგან ან ადამიანისგან, ბუნებრივია, ამ ჟურნალისტს ეზღუდება თავისუფლების ხარისხი, შინაგანად ხდება ასე. მაგრამ, როდესაც ადამიანი გჩუქნის მანქანას, აუზს, სასტუმროში დროის გატარების საშუალებას, ბუნებრივია, კრიტიკის დონე შემცირებული გაქვს. ეს რომ პრობლემა არ იყოს, არავინ არ შეიტანდა ამ ნორმას ეთიკის კოდექსში. მატიას ჰუტერი, ჟურნალისტი, ანალიტიკოსი, ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”: კომპანიების, ორგანიზაციებისა და პოლიტიკისთვისაც კი ჟურნალისტებისთვის დაწესებული ჯილდოები და პრიზები საზოგადოებრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან იარაღად იქცა. ასე ხდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ განვითარებულ მედია ბაზარზეც. მსგავსი შეჯიბრებები არ არის არალეგალური, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ჟურნალისტის პირადი პასუხისმგებლობაა იმის გადაწყვეტა, იქონიებს თუ არა ასეთი პრიზის მიღება გავლენას არა მხოლოდ მის დამოუკიდებლობაზე, არამედ საზოგადოების მხრიდან მისი მუშაობის აღქმაზე. საზოგადოებრივ მაუწყებელში მომუშავე ჟურნალისტები განსაკუთრებულ სიფრთხილეს უნდა იჩენდნენ, რომ არ მიიღონ ისეთი რამ, რაც მათ სარედაქციო დამოუკიდებლობას ჩრდილს მიაყენებს. მსგავსი სიტუაციის შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია. გადაწყვეტილება, არ მიიღოს ნებისმიერი სახის ჯილდო, რომელიც ჟურნალისტის სამართლიანობის შეფასებაზე გავლენას მოახდენს, ღრმად პროფესიონალი და პასუხისმგებლობის მქონე ჟურნალისტის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია. მსოფლიოში საკუთარი სარედაქციო დამოუკიდებლობით მოამაყე ყველა მედიას, როგორიცაა, მაგალითად, New York Times, Economist, BBC, ეთიკის კოდექსები აქვთ. ამ კოდექსების სახელმძღვანელო პრინციპები დეტალურად აღუწერენ მათ ჟურნალისტებს, თუ როგორ მოიქცნენ პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის შემცველ სიტუაციაში. როგორც ჩემთვის ცნობილია, ასეთი სახელმძღვანელო პრინციპები თავისი თანამშრომლებისთვის საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელსაც აქვს. ამ წესების პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია. რადგანაც პოლიტიკოსების ან კომპანიების მიერ დაწესებული პრიზის მიღება ცალკეული რეპორტიორის დამოუკიდებლობაზე ცუდად აისახება, ისევე, როგორც იმაზე, თუ როგორ იქნება საზოგადოების მიერ მაუწყებლის საქმიანობა აღქმული. მგონია, რომ გასულ თვეებში საზოგადოებრივ მაუწყებელში მნიშვნელოვანი პროგრესია საიმისოდ, რომ იგი პოლიტიკურად უფრო დამოუკიდებელი და სამართლიანი მაუწყებელი გახდეს. ამიტომ მენეჯმენტმა და იქ დასაქმებულმა ჟურნალისტებმა ამ მიმართულებით მუშაობა უნდა განაგრძონ. მათ არ უნდა დაუშვან საზოგადოებრივი მაუწყებლის ისე წარმოჩენა, თითქოს მაუწყებელი მთავრობასთან მეგობრობს ან მთავრობის მიერ კონტროლდება, პირიქით, ხელი უნდა შეუწყონ, რომ წარმოჩნდეს ნამდვილ საზოგადოებრივ მაუწყებლად, რომელიც დამოუკიდებლად მოქმედებს და საქართველოს ხალხს, მისთვის გადასახადების გადამხდელებს, ემსახურება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  4. http://www.epn.ge/wp-content/uploads/54-150x150.jpg საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საინიციატივო ჯგუფის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია შეწყდა. როგორც საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა შალვა ხაჭაპურიძემ “ექსპრესნიუს” განუცხადა, ადვოკატები დღევანდელ საარჩევნო კოდექს აუტოდაფეს მოუწყობენ და საჯაროდ დაწვავენ. მისი თქმით, განვითარებული მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ, რადგან მან დაითხოვა პარლამენტი, რათა ადვოკატების მოთხოვნების იგნორირება მომხდარიყო. “ჩვენ კონსტრუქციული ძალა ვართ და არ ვაპირებთ 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებს ხელი შევუშალოთ. თუმცა, არსებული საარჩევნო კანონმდებლობის პირობებში არჩევნების შედეგების პროგნოზირება რთული არაა. ამიტომაც დღეს ვწყვეტთ აქციას, რომელსაც 3 ივნის გავაგრძელებთ,”-განაცხადა ხაჭაპურიძემ. ადვოკატები პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ. პროტესტის აქციები ადვოკატებმა 12 მასს დაიწყეს და პარლამენტთან კარვების გაშლას აპირებდნენ. ხელისუფლებისგან უყურადღებობის შემთხვევაში, ისინი პოლიტიკურ მოთხოვნების წამოაყენებასაც გეგმავდნენ. ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებდა, რომ ხელისუფლების მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილი 28 დეკემბრის ცვლილებები საბოლოო უნდა ყოფილიყო, თუმცა, შემდეგ 8 და 12 მარტს კიდევ შეცვალეს, მაშინ როდესაც პარლამენტი შვებულებაში იყო და ამის იურიდიული ძალა არ ქონდა. “პარლამენტთან დაიდგმება კარვები და არ დავიშლებით, სანამ ჩვენს სამართლიან მოთხოვნაზე არ მივიღებთ თანხმობას,” – აცხადებდა 1 კვირის წინ ხაჭაპურიძე. საარჩევნო კოდექსისითვის მომზადებული ადვოკატთა ცვლილებები 10 პუნქტიანია და ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა 50%-ანი ბარიერის დაწესება, ვიდეო-თვალების საჯაროობა და ყველასთვის ხელმისაწვდომობა, ასევე ჟურნალის შემოღება საარჩევნო უბანზე, სადაც ამომრჩეველი მისვლის დროს დააფიქსირებს. ადვოკატთა აქცია თბილისის მერიაში 10 ივლისამდე იყო სანქცირებული. იხილეთ epn.ge
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili-miXeili-EPN5-150x133.jpg საქართველოს პრეზიდენტი დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშნაარში იმყოფებოდა. ქვეყნის პრველმა პირმა ზეთისხილის ბაღში რამდენიმე ნერგი დარგო და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. ადგილობრივებმა პრეზიდენტს სოფელში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება სთხოვეს. სააკაშვილმა მაშნაარელებს წყლით უზრუნველყოფის პირობა მისცა. Qქვეყნის მეთაური ზეთისხილის კომპანიის საქმიანობითაც დაიტერესდა. ”ყოველი ახალი კომპანია სამუშაო ადგილებს ქმნის. დასაქმება კი ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტია,”- განაცხადა სააკაშვილმა. ქართულ-თურქული კომპანია “ჯეოლაივი” 2009წელს დაფუძნდა. კომპანიის მთავარი მიზანი საქართველოში ზეთისხილის კულტურის პოპულარიზაცია და მისი საწარმოო მასშტაბებით მოშენებაა. ჯეოლაინს მაშნაარში 20 000 ნერგი ზეთისხილი აქვს დარგული. იხილეთ epn.ge
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/president-1-150x150.jpg საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს უმრავლესობის წევრებს შეხვდება. როგორც “ექსპრესნიუსს” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს შეხვედრა, რომელიც 15:00 საათზე უნდა გამართულიყო გადაიდო. მიზეზი უცნობია. პრეზიდენტისა და უმრავლესობის წევრების შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენციაში დღეს 18:00 საათზე გაიმართება. იხილეთ epn.ge
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/ioseliani-150x150.jpgმიუხედავათ იმ მოვლენებისა, რომელიც 2008 წლის აგვისტოში განვითარდა, როდესაც რუსული ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე მარადიორობდა და მოსახლეობაზე ძალადობას ახდენდა, საქართველოს რუსეთის მიმართ სიძულვილე არ აქვს; უბრალოდ, როგორც სულელი – ეცოდება! ამის შესახებ ქართველმა რეჟისორმა ოთარ იოსელიანმა კანის კინოფესტივალზე სააგენტო GZT.ru-თან ინტერვიუში განაცხადა. კანის 63-ე კინოფესტივალზე ქართველი რეჟისიორის- ოთარ იოსელიანის ნამუშევარის “შანტრაპას” პრემიერა გაიმართა. სურათი კონკუსრსში არ მონაწილეობს. რეჯისიორი საფრანგეთში 15 წლის განმავლობაში ცხოვრობს, რაც მისი თქმით, საშუალებას აძლევს საქართველოში განვითარებული მოვლენები უცხო თვალით შეაფასოს. ოთარ იოსელიანმა თანამედროვე თბილისზეც ისაუბრა. “ბოლო დროის განმავლობაში თბილისი ძალიან დამახინჯდა. რაღაც სასწაული შენობები ააშენეს, ყველაფერი განადგურდა. ქალაქში ლამაზი ადგილი თითქმის არ დარჩენილა,”- განაცხადა რეჟისორმა GZT.ru-თან ინტერვიუში. კანში 2008 წლის ომის თემატიკაზე გადაღებული, გახმაურებული ჰოლივუდური ბლოკბასტერის “GEORGIA” –ს არსაკონკურსო ჩვენებაც გაიმართა. კანის რიგით 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალი წელლს ასევ არასაკონკურსო ფილმმა – “რობინ ჰუდმა” გახსნა. გახსნის ცერემონია ბრიტანელ მსახიობ კრისტინ სკოტ ტომასს მიჰყავდა. წლევანდელ საკონკურსო პროგრამაში 19 ფილმია წარდგენილი. ჟიურის თავმჯდომარე ამერიკელი რეჟისორი და კინოში გოთიკური სტილის ერთ-ერთი დამამკვიდრებელი ტიმ ბერტონია. ბარტონთან ერთად ჟიურიში კეით ბეკინსეილი, ბენისიო დელ ტორო და ინდოელი რეჟისორი და მსახიობი შახარ კაპური შედიან. ჟიურის გადაწყვეტილება 23 მაისს გახდება ცნობილი. ტიმ ბარტონის განცხადებით, მისთვის კანის კონოფეტივალის თავმჯდომარეობა ძალიან საინტერესო და საპასუხისმგებლოა, რადგან ნახავს ისეთ ფილმებს, რომლებსაც თავად არასდროს გადაიღებდა. კანის საერთაშორისო კინოფესტივალი (Festival international du film de Cannes) — ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი მსოფლიოში. პირველად 1946 წლის 20 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე ჩატარდა საკურორტო ქალაქ კანში, საფრანგეთის სანაპიროზე. მას შემდეგ ფესტივალი ყოველწლიურად ტარდება მაისის თვეში. ყველაზე საპატიო პრიზი „ოქროს პალმის რტო“საუკეთესო ფილმს ენიჭება. ოქროს პალმის რტო (Palme d’Or) კანის კინოფესტივალის მთავარი პრემიაა. პრემიას ეს სახელი 1955 წლიდან აქვს. 1946-54 წლებში უმაღლეს ჯილდოს „გრან-პრი“ ((Grand Prix – დიდი პრიზი) ერქვა. ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ კინოს სამყაროში. იხილეთ epn.ge
  8. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/newsweek.jpg ოუენ მეთიუსი, ანა ნემცოვა ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ფერადი რევოლუციების“ ციკლმა პოსტ-საბჭოთა სივრცეში მოსკოვის მხარდაჭერილი მმართველები პრო-დასავლელი ლიდერებით შეცვალა, დღეს კი როგორც სჩანს კრემლი დანაკარგს ინაზღაურებს. მხოლოდ წელს უკრაინის და ყირგიზეთის პრეზიდენტები მოსკოვთან უფრო დამეგობრებულმა პრეტენდენტებმა გააძევეს მართალია რუსეთი უკრაინის არჩევნების და ყირგიზული ბუნტის ერთადერთი არქიტექტორი არ ყოფილა, თუმცა ის ყირგიზულ ოპოზიციას მფარველობდა, უკრაინელ ამომრჩევლებს კი მკაფიოდ აგრძნობინა, რომ ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვების შემთხვევაში მათთან იაფი გაზის და აქტიური სავაჭრო ურთიერთობების ახალი ერა დაიწყებოდა. ამ წლის სტრატეგიულმა წარმატებებმა კრემლი ახლო სამეზობლოში რეჟიმების შემდგომ შეცვლაზე წაახალისა. ნომერ პირველი სამიზნე საქართველო და მისი პრო-ნატოელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. გასული წლიდან კრემლის ლიდერები საჯაროდ ხვდებიან ქართული ოპოზიციის ფიგურებს. 9 მაისს გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ოპოზიციის ლიდერის ნინო ბურჯანაძის გვერდით იდგა. კრემლმა სააკაშვილის მოშორების გზებზე მოლაპარაკებისთვის სხვა ქართველი ოპოზიციონერებიც დაპატიჟა. საქართველოს შემდეგ, სამიზნე შეიძლება ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო გახდეს, რომელმაც რუსული სამხედრო ბაზებისთვის საიჯარო გადასახადი მოითხოვა და საკუთარ ქვეყანაში ყირგიზეთის დევნილი პრეზიდენტი შეიფარა. „რუსეთი ძალიან დაღალა ლუკაშენკომ“ – ამბობს მოსკოვის პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის წარმომადგენელი იგორ ბუნინი. ლუკაშენკო „შეშინებულია მას შემდეგ, რაც დაინახა თუ როგორ შეუძლია რუსეთს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში რევოლუციების მხარდაჭერა“. როგორც სჩანს, ფერადმა ტალღამ მიმართულება შეიძლება რუსეთისკენ შეიცვალოს. ორიგინალი ორიგინალი
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/gilaur1.jpg მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, რაჭაში, ამბროლაურის რაიონში მშენებარე საავადმყოფო მოინახულეს. პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, ამბროლაურში მომავალი წლის შუა პერიოდში ახალი საავადმყოფო აშენდება. “მომავალი წლის შუა პერიოდში ამბროლაურში ახალი მაღალი დონის საავადმყოფო აშენდება. ეს არის მაგალითი ჯანადაცვის რეფორმის, თუ როგორ კეთდება რაიონებში. დრო არ დაკარგულა და ჩვენ ახალი პროექტების განხორციელებას ვიწყებთ”,- განაცხადა გილაურმა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით კი, ახალი საავადმყოფო თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება და მრავალპროფილიანი იქნება. საავადმყოფო 25 საწოლიანი ამბოლატორული ტიპისაა. მთავრობა რაჭის სამივე მუნიციპალიტეტში უახლოეს მომავალში ახალი საავადმყოფოების მშენებლობას გეგმავს. მთავრობის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს, რის შემდეგაც გილაური რაჭაში მშენებარე ჰესებს მოინახულებს. იხილეთ epn.ge
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/malazonia3-150x150.jpg თბილისის საქალაქო სასამართლო გენო მალაზონიასთვის წინასწარი აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობას დღეს დაიწყებს. მალაზონიას ადვოკატები პროცესზე ბრალდებულის გირაოს თავდებში გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებენ. თუმცა, შეთავაზებული თანხა ჯერჯერობით უცნობია. სს `ენერჯი ინვესტის` ხელმძღვანელს გენო მალაზონიას ადვოკატის დავით ხაჟალიას განცხადებით, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისთვის მალაზონიას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მალაზონიას მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს. მალაზონიას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების დამალვაში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში, თაღლითობასა და ხელმძღვანელის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედებოდა, რის შედეგადაც სახელმწიფოს 70 მილიონ ლარზე მეტი ზარალი მიადგა. იხილეთ epn.ge
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/malazonia2-150x150.jpg სს `ენერჯი ინვესტის` ხელმძღვანელსა და პრეზიდენტს გენო მალაზონიას უკანონო სამეწარმეო საქმიანობისთვის ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ამის შესახებ მალაზონიას ადვოკატმა დავით ხაჟალიამ განაცხადა. მალაზონიასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოც იმსჯელებს. მალაზონიას მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს. მალაზონიას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების დამალვაში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში, თაღლითობასა და ხელმძღვანელის უფლება მოსილების ბოროტად გამოყენებაში ედებოდა, რის შედეგადაც სახელმწიფოს 70 მილიონ ლარზე მეტი ზარალი მიადგა. `ენერჯი ინვესტის` ხელმძღვანელობამდე გენო მალაზონია იყო საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსიც. იგი კლუბ “ბამბა-რუმის” ერთ-ერთი მფლობელიცაა. იხილეთ epn.ge
  12. გაზიარება http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S_Zvi7ZFsbI/AAAAAAAADrQ/fFGs9s7drOc/s200/luara+qiria.gif"საქართველს დამსახურებული არტისტი", "საერთაშორისო და რესპუბლიკური ფესტივალების ლაურეატი", "ხალხური სიმღერის დედოფალი", მრავალი ჯილდოს და დიპლომს მფლობელი, მეგრული, ქართული, ლაზური სიმღერებისა და ლექსების ავტორი - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ დამსახურებული აღიარებებიდან, რაც ქალბატონმა ლუარა ქირიამ მოიპოვა. წალენჯიხის რაიონში დაბადებული და გაზრდილი ერთი თავმდაბალი და მორცხვი გოგონა მოულოდნელად დიდ სცენაზე აღმოჩნდა და დიდმა აუდიტორიამ მალევე აღიარა. მას შემდეგ ის სცენას არ მოშორებია. ერთმანეთის მიყოლებით გადადიოდა სცენიდან სცენაზე, ქალაქიდან ქალაქში და ხალხმა გაიცნო როგორც ცნობილი ჰიტების საყვარელი შემსრულებელი. თუ ერთხელ მაინც მოგისმენიათ, დამეთანხმებით რომ მას გააჩნია ღვთიური ძალა, რომელსაც უხვად გადასცემს მაყურებელს. მისი მუდმივი თანამგზავრი ფანდურია. ქართული ხალხური კულტურის შემოქმედის, მომღერლისა და არტისტის გულს დღეს დარდი ახრჩობს... სიბერის ჟამს მის ფანდურს ცრემლები ეთამაშება და იმედგაცრუებული კვნესის. "მოდით, მოგვიყევით, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი?" - ეს ცნობილი ტელეწამყვანის მაია ასათიანის ცნობილი სიტყვებია, რომელსაც ის თავის გადაცემაში ყველა სტუმარს უსვამს და მონაყოლს ბოლომდე ისმენს. სხვა შემთხვევა აღმოჩნდა იგივე ტელევიზიის ახალი პროექტი "ნიჭიერი", სადაც მაია ჟიურის ამპლუაში მოგვევლინა და სამწუხაროდ მან ამჯერად რესპონდენტს ჩვეული შეკითხვა კი დაუსვა, მაგრამ პასუხი არ მოისმინა. ავბედითი წითელი ღილაკის მსხვერპლი მეგრელი ლუარა ქირია გახდა, რომელიც დღეს "ღია ბოქლომის" სტუმარია და მომხდარს ასე იხსენებს: ლუარა ქირია, მომღერალი: როგორც ყოველთვის ისე მაშინაც სცანაზე სიხარულით გავედი და ფანდურის რამდენიმე ჩამოკვრაც ვერ მოვასწარი სამივე წითელი ღილაკი ერთდრუოლად აინთო _ სახეზე ღიმილიც ჯერ კიდევ შემრჩენოდა. მოულოდნელობისაგან გაოგნებულმა კულისამდე ძლივს მივაღწიე, იქვე კედელს მივეყრდენი და იმ წუთში ჩემს თვალწინ მთელმა ჩემმა განვლილმა ცხოვრებამ გადაირბინა. სულ რაღაც ერთი წამის წინ ამ სცენაზე დავტოვე ის წარმატებები და აღიარებები რაც აქამდე მომიპოვებია. მხოლოდ სამმა ადამიანმა განსაზღვრა მთელი ჩემი ბედი. რეალურ სამყაროს მოწყვეტილი ვიდექი კულისებში და არსებული მდგომარეობიდან გარკვევას ვცდილობდი, თუმცა ამაოდ... –ქალბატონო ლუარა, თქვენ არ ხართ ერთადერთი მონაწილე, რომელიც წითელი ღილაკის მსხვერპლი გახდაზ. რა პრეტენზია გაქვთ ჟიურის მიმართ?http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S_ZvMLjQaaI/AAAAAAAADrA/f06XcOq-Jug/s200/luara+2.jpg–შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე, ჩემს სამშობლოს და ჩემს ხლხს ვენაცვალე. წლების მანძილზე თქვენი სიყვარულით ვმღეროდი, თქვენი სატკივარი მტკიოდა და თქვენი სიხარული მახარებდა. ადრეული ასაკიდან ვიყავი განებივრებული ჯილდოებით და სიგელებით, მაგრამ მოპოვებულმა წარმატებებმა კი არ გამათამამა, არამედ პირიქით, უფრო შეუმჩნეველი გამხადა. სიბერის ჟამს ჩემი გადაწყვეტილება –მონაწილეობა მიმეღო "ნიჭიერში" ცუდი რით იყო? ქართველები ყველანი ნიჭიერები არ ვართ? სხვა თუ არაფერი ერთმანეთის სიყვარული ხომ ვიცით, პატივისცემა და ერთგულება ვიცით, ეს ყველაფერი ნიჭი არ არის? მე არ მაქვს პრეტენზია გავმხდარიყავი პროექტის გამარჯვებული, მაგრამ ცინიკური ღიმილის ღირსი ნამდვილად არ ვიყავი. მხოლოდ სამმა ადამიანმა რატომ გადაწყვიტა ჩემი ბედი და არა მაყურებელმა?! მე მაქვს პრეტენზია ჟიურის მიმართ, რომლებმაც პატივი არ სცეს არც ჩემს ასაკს და არც ქართულ კულტურას. სიმღერა დაწყებული არ მქონდა რომ შემაწყვეტინეს. დავუშვათ, რომ მათი საკადრისი ვერ ვიმღერე, მაგრამ თუ ბოლომდე არა, ნახევრად მაინც მოესმინათ, ეს ელემენტარული კულტურის საკითხია. –რომელი სიმღერა შეასრულეთ და ვინ გირჩიათ?–პირველი შესარჩევი ტური ზუგდიდში ჩატარდა და ჟიური მხოლოდ ორი მონაწილესგან შედგებოდა. მათთან ერთად იყო "რუსთავი 2" - ის სამეგრელოს კორესპოდენტი. მამღერეს დაახლოებით ათამდე სიმღერა და მათ მერჩიეს მომდევნო ტურში მემღერა "ო შანტე". ჯერ მამღერეს და როცა სიმღერა დავასრულე ერთხმად ბრავო-ბრავო მეძახეს. http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S_ZvZ4Cx99I/AAAAAAAADrI/k2JDN16v9YM/s200/lika+da+luara.jpg –როგორ ფიქრობთ, თქვენი ამ წარუმატებლობის მიზეზი რა იყო?–რაც თავი მახსოვს სულ სცენაზე ვდგავარ და რომ გითხრათ მაშინ დავიბენითქო არ იქნება მართალი. უფრო დიდ სცენაზეც მიმღერია და ათასობით მაყურებლის გული დამიპყრია. მაშინაც ჩვეულებრივი დღე იყო ჩემთვის, თუმცა არაჩვეულებრივი შედეგით დასრულებული. სცენიდან გამოსული თავზარდაცემული ვიყავი და ამ ყველაფერს სახელს ვერ ვუძებნიდი. ვფიქრობდი რა პასუხი გამეცა სამეგრელოში ჩამოსულს იმ ხალხისთვის ვინც მგულშემატკივრობდა. იმ ჩანაწერს ხომ ყველა ნახავდა და არ მინდოდა "თითით საჩვენებელი" გავმხდარიყავი. ამ სიბერის ჟამს როგორ შევრცხვიმეთქი. მდგომარეობიდან გამოსვლა გამიჭირდა, თვითმკვლელობაზეც ვიფიქრე, მაგრამ როგორც იტყვიან "ყოველ აღმართს დაღმართი მოსდევს" და ჩემს კარიერაში ეს იყო ის მცირე დაღმართი, რომელიც მალავე გავიარე. არ ვაპირებ ამის გამო თავჩახრილმა ვიარო. პირიქით, მე ჩემს ხალხს ვჭირდები, ჩემს სამეგრელოს და მეგრელებს კიდევ ათასი სიმღერა უნდა მივუძღვნა. ჟურნალი "ღია ბოქლომი" ქალბატონ ლუარას საუკეთესო სურვილებით დაემშვიდობა. [ლია შამათავა, "ღია ბოქლომი" 11 (15)]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  13. გაზიარება http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S_Zvi7ZFsbI/AAAAAAAADrQ/fFGs9s7drOc/s200/luara%20qiria.gif"საქართველს დამსახურებული არტისტი", "საერთაშორისო და რესპუბლიკური ფესტივალების ლაურეატი", "ხალხური სიმღერის დედოფალი", მრავალი ჯილდოს და დიპლომს მფლობელი, მეგრული, ქართული, ლაზური სიმღერებისა და ლექსების ავტორი - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ დამსახურებული აღიარებებიდან, რაც ქალბატონმა ლუარა ქირიამ მოიპოვა. წალენჯიხის რაიონში დაბადებული და გაზრდილი ერთი თავმდაბალი და მორცხვი გოგონა მოულოდნელად დიდ სცენაზე აღმოჩნდა და დიდმა აუდიტორიამ მალევე აღიარა. მას შემდეგ ის სცენას არ მოშორებია. ერთმანეთის მიყოლებით გადადიოდა სცენიდან სცენაზე, ქალაქიდან ქალაქში და ხალხმა გაიცნო როგორც ცნობილი ჰიტების საყვარელი შემსრულებელი. თუ ერთხელ მაინც მოგისმენიათ, დამეთანხმებით რომ მას გააჩნია ღვთიური ძალა, რომელსაც უხვად გადასცემს მაყურებელს. მისი მუდმივი თანამგზავრი ფანდურია. ქართული ხალხური კულტურის შემოქმედის, მომღერლისა და არტისტის გულს დღეს დარდი ახრჩობს... სიბერის ჟამს მის ფანდურს ცრემლები ეთამაშება და იმედგაცრუებული კვნესის. "მოდით, მოგვიყევით, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი?" - ეს ცნობილი ტელეწამყვანის მაია ასათიანის ცნობილი სიტყვებია, რომელსაც ის თავის გადაცემაში ყველა სტუმარს უსვამს და მონაყოლს ბოლომდე ისმენს. სხვა შემთხვევა აღმოჩნდა იგივე ტელევიზიის ახალი პროექტი "ნიჭიერი", სადაც მაია ჟიურის ამპლუაში მოგვევლინა და სამწუხაროდ მან ამჯერად რესპონდენტს ჩვეული შეკითხვა კი დაუსვა, მაგრამ პასუხი არ მოისმინა. ავბედითი წითელი ღილაკის მსხვერპლი მეგრელი ლუარა ქირია გახდა, რომელიც დღეს "ღია ბოქლომის" სტუმარია და მომხდარს ასე იხსენებს: ლუარა ქირია, მომღერალი: როგორც ყოველთვის ისე მაშინაც სცანაზე სიხარულით გავედი და ფანდურის რამდენიმე ჩამოკვრაც ვერ მოვასწარი სამივე წითელი ღილაკი ერთდრუოლად აინთო _ სახეზე ღიმილიც ჯერ კიდევ შემრჩენოდა. მოულოდნელობისაგან გაოგნებულმა კულისამდე ძლივს მივაღწიე, იქვე კედელს მივეყრდენი და იმ წუთში ჩემს თვალწინ მთელმა ჩემმა განვლილმა ცხოვრებამ გადაირბინა. სულ რაღაც ერთი წამის წინ ამ სცენაზე დავტოვე ის წარმატებები და აღიარებები რაც აქამდე მომიპოვებია. მხოლოდ სამმა ადამიანმა განსაზღვრა მთელი ჩემი ბედი. რეალურ სამყაროს მოწყვეტილი ვიდექი კულისებში და არსებული მდგომარეობიდან გარკვევას ვცდილობდი, თუმცა ამაოდ... –ქალბატონო ლუარა, თქვენ არ ხართ ერთადერთი მონაწილე, რომელიც წითელი ღილაკის მსხვერპლი გახდაზ. რა პრეტენზია გაქვთ ჟიურის მიმართ?http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S_ZvMLjQaaI/AAAAAAAADrA/f06XcOq-Jug/s200/luara%202.jpg–შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე, ჩემს სამშობლოს და ჩემს ხლხს ვენაცვალე. წლების მანძილზე თქვენი სიყვარულით ვმღეროდი, თქვენი სატკივარი მტკიოდა და თქვენი სიხარული მახარებდა. ადრეული ასაკიდან ვიყავი განებივრებული ჯილდოებით და სიგელებით, მაგრამ მოპოვებულმა წარმატებებმა კი არ გამათამამა, არამედ პირიქით, უფრო შეუმჩნეველი გამხადა. სიბერის ჟამს ჩემი გადაწყვეტილება –მონაწილეობა მიმეღო "ნიჭიერში" ცუდი რით იყო? ქართველები ყველანი ნიჭიერები არ ვართ? სხვა თუ არაფერი ერთმანეთის სიყვარული ხომ ვიცით, პატივისცემა და ერთგულება ვიცით, ეს ყველაფერი ნიჭი არ არის? მე არ მაქვს პრეტენზია გავმხდარიყავი პროექტის გამარჯვებული, მაგრამ ცინიკური ღიმილის ღირსი ნამდვილად არ ვიყავი. მხოლოდ სამმა ადამიანმა რატომ გადაწყვიტა ჩემი ბედი და არა მაყურებელმა?! მე მაქვს პრეტენზია ჟიურის მიმართ, რომლებმაც პატივი არ სცეს არც ჩემს ასაკს და არც ქართულ კულტურას. სიმღერა დაწყებული არ მქონდა რომ შემაწყვეტინეს. დავუშვათ, რომ მათი საკადრისი ვერ ვიმღერე, მაგრამ თუ ბოლომდე არა, ნახევრად მაინც მოესმინათ, ეს ელემენტარული კულტურის საკითხია. –რომელი სიმღერა შეასრულეთ და ვინ გირჩიათ?–პირველი შესარჩევი ტური ზუგდიდში ჩატარდა და ჟიური მხოლოდ ორი მონაწილესგან შედგებოდა. მათთან ერთად იყო "რუსთავი 2" - ის სამეგრელოს კორესპოდენტი. მამღერეს დაახლოებით ათამდე სიმღერა და მათ მერჩიეს მომდევნო ტურში მემღერა "ო შანტე". ჯერ მამღერეს და როცა სიმღერა დავასრულე ერთხმად ბრავო-ბრავო მეძახეს. http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S_ZvZ4Cx99I/AAAAAAAADrI/k2JDN16v9YM/s200/lika%20da%20luara.jpg –როგორ ფიქრობთ, თქვენი ამ წარუმატებლობის მიზეზი რა იყო?–რაც თავი მახსოვს სულ სცენაზე ვდგავარ და რომ გითხრათ მაშინ დავიბენითქო არ იქნება მართალი. უფრო დიდ სცენაზეც მიმღერია და ათასობით მაყურებლის გული დამიპყრია. მაშინაც ჩვეულებრივი დღე იყო ჩემთვის, თუმცა არაჩვეულებრივი შედეგით დასრულებული. სცენიდან გამოსული თავზარდაცემული ვიყავი და ამ ყველაფერს სახელს ვერ ვუძებნიდი. ვფიქრობდი რა პასუხი გამეცა სამეგრელოში ჩამოსულს იმ ხალხისთვის ვინც მგულშემატკივრობდა. იმ ჩანაწერს ხომ ყველა ნახავდა და არ მინდოდა "თითით საჩვენებელი" გავმხდარიყავი. ამ სიბერის ჟამს როგორ შევრცხვიმეთქი. მდგომარეობიდან გამოსვლა გამიჭირდა, თვითმკვლელობაზეც ვიფიქრე, მაგრამ როგორც იტყვიან "ყოველ აღმართს დაღმართი მოსდევს" და ჩემს კარიერაში ეს იყო ის მცირე დაღმართი, რომელიც მალავე გავიარე. არ ვაპირებ ამის გამო თავჩახრილმა ვიარო. პირიქით, მე ჩემს ხალხს ვჭირდები, ჩემს სამეგრელოს და მეგრელებს კიდევ ათასი სიმღერა უნდა მივუძღვნა. ჟურნალი "ღია ბოქლომი" ქალბატონ ლუარას საუკეთესო სურვილებით დაემშვიდობა. [ლია შამათავა, "ღია ბოქლომი" 11 (15)]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  14. http://www.epn.ge/wp-content/uploads/sazo.jpeg საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ახალი სეზონიდან პრიორიტეტული შემეცნებითი პროგრამები და დოკუმენტური ფილმები იქნება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტების დღევანდელ გაერთიანებულ სხდომაზე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ განაცხადა. მისი თქმით, ყველა დაგეგმილ პროექტში შემეცნებითი_საგანმანათლებლო ხაზი იქნება გათვალისწინებული. ჭანტურიას ინფორმაციით, მაუწყებელს უკვე შეძენილი აქვს ,,BBჩ” –ს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ახალგაზრდების ჩართულობას მთელი საქართვლოს მასშტაბით. კერძოდ, კონკურსის წესით შერჩეულ თემატიკაზე გადაცემას ახალგაზრდები გააკეთებენ, ხოლო თემატიკა, იქნება ფართო _ გლობალური დათბობიდან, ქართულ პოეზიამდე და იგი გამოხატვის კულტურის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ამასთან, ჭანტურიას განმარტებით, შემეცნებითი გადაცემები და დოკუმენტური ფილმები ნათარგმნი იქნება ოთხ ენაზე, რათა გასაგები იყოს საქართველოს ყველა რეგიონის მოსახლეობისათვის. იხილეთ epn.ge
  15. http://www.epn.ge/wp-content/uploads/3RIA-413492-Preview-150x150.jpg გამოცემა The Huffington Post-ტ –ს სტატია სათაურით “ობამას ღალატს საქართველოსადმი გარკვეული აზრი აქვს”, რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ფავორიტმა პიარ-კომპანია “თანამედროვე განვითარების ინსტიტუტმა” დაუკვეთა. ამის შესახებ “ექსპრესნიუს” ექსკლუზიურად მოსკოვიდან ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. წყაროს ცნობით, პიარ-კომპანიამ ანალოგიური შინაარსის სტატიის შეკვეთა რამდენიმე მსხვილ გამოცემაშიც სცადა, თუმცა, სარედაქციო კოლეგიებისგან უარი მიიღო. “ექსპრესნიუსის” წყარო მოსკოვიდან ვერ აკონკრეტებს თანხას, თუ რამდენი გადაიხადა “თანამედროვე განვითარების ინსტიტუტმა” სკანდალურ სტატიაში. “ექსპრესნიუსმა” ჟურნალ “Newsweek” –ის რუსული გამოცემის საშუალებით, პიარ-კომპანია “თანამედროვე განვითარების ინსტიტუტის” შესახებ ინფორმაცია მიიღო. კომპანიას, ალექსანდრ ბუდბერგი ხელმძღვანელობს, რომელსაც მედვედევთან ახლო მეგობრობა აკავშირებს. სწორედ “თანამედროვე განვითარების ინსტიტუტის” რჩევით გამოაცხადა მედვედევმა ბრძოლა ალკოჰოლის მომხმარებელთა წინააღმდეგ. ამავე პიარ-კომპანიის იდეით გამოცხადდა კორუმპირებული სახელმწიფო უწყებების რეფორმები. აღნიშნული რეფორმების “გასაპიარებლად” კომპანიამ რამდენიმე გამოცემაში სოლიდური თანხაც გადაიხადა. ჟურნალისტ საიმონ შუსტერის წერილი სათაურით – “ობამას ღალატს საქართველოსადმი გარკვეული აზრი აქვს”, – გავლენიანმა გაზეთმა თჰე Hუფფინგტონ Pოსტ -მა გამოაქვეყნა. ავტორი ამბობს, რომ საქართველოს გაცვლა რუსეთზე თეთრი სახლის ოფიციალურ პოლიტიკად იქცა. სტატიის თანახმად, 10 მაისს კონგრესისადმი მიმართულ განცხადებაში ობამამ ცხადყო, რომ მოსკოვთან უკეთესი ურთიერთობის გამო, ის საქართველოს ემიჯნება. იმ დღეს მან კონგრესს რუსეთთან ბირთვული ხელშეკრულების მხარდაჭერა სთხოვა და განაცხადა, რომ ”სიტუაცია საქართველოში აღარ უნდა განიხილებოდეს ხელისშემშლელ ფაქტორად ამ ხელშეკრულებისთვის”. აქვე მოყვანილია ბუშის ადმინისტრაციის ყოფილი ჩინოვნიკის, ევროპასა და ევრაზიის საქმეების გამგებლის, დევიდ კრამერის წერილიც, სადაც გამოცემის თანახმად ის ამბობს: ”ადმინისტრაციამ არსებითად მიატოვა ქართველები და რუსეთს მათი საზღვრების გასწვრივ შემდგომი პროვოკაციული ქმედებებისთვის მწვანე შუქი აუნთო”,- The Huffington Post. იხილეთ epn.ge
  16. გაზიარება http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S_Zqucajp7I/AAAAAAAADqw/FojZ2Va5KWA/s200/fexmidime%20misha.gifსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამორიცხავს ისეთი სცენარის განხორციელებას, რომლითაც 2013 წლის შემდეგ ის ხელისუფლებაში დარჩება, - ამის შესახებ სააკაშვილმა “კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ჟუანალისტის შეკითხვაზე: „რა შეიცვლება რუსულ-ქართულ ურთიერთობებში 2013 წლის შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება სააკაშვილთან რაიმე სახის ურთიერთობას არ აპირებს“, საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა, რომ დღევანდელი იდეოლოგია 2013 წლის შემდეგაც უცვლელი დარჩება. "დიახ, მე საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს აღარ ვიყრი. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის იდეოლოგია, რომელსაც მე წარმოვადგენ, მომავალშიც საქართველოს მოსახლეობისთვის პრიორიტეტული არ იქნება. არ იქნება სააკაშვილი, იქნება ვინმე სხვა, მაგრამ კურსი იქნება იგივე. მეორეც, უნდა გაიგონ, რომ პირადულობა ცხადია მნიშვნელოვანია, მაგრამ იდეოლოგია უკვე შექმნილია, ეს თაობა უკვე არსებობს და ამას ვერაფრით შეცვლი. ჩვენთან იყო მიტინგები, დემონსტრაციები, მაგრამ ჩემი კურსის მხარდამჭერები მოსახლეობის 50 პროცენტზე ნაკლები არ ყოფილან. დღეს მხარდაჭერა 70 პროცენტი და კიდევ მეტია. საქართველო კონსოლიდირებულია. ჩვენი კურსია ლიბერალური ეკონომიკა, დემოკრატია, ამით კი თავისუფალი და ღია საზოგადოება მხოლოდ უფრო გამყარდება", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტის სიტყვები „არ იქნება სააკაშვილი იქნება ვინმე სხვა, მაგრამ კურსი იქნება იგივე“ ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. როგორც ჩანს სააკაშვილი ასი პროცენტით დარწმუნებულია, რომ მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ხელისუფლებას ჩაიბარებს ისეთი პიროვნება, რომელიც მისი იდეოლოგიის მომხრე იქნება. მთავარსარდლის ეს დაუფიქრებელი განცხადება საზოგადოებაში ეჭვს ბადებს, რომ 2013 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ მიშას ამჟამინდელი მთავრობის წევრებით იქნება დაკომპლექტებული. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ შესაძლებელია სააკაშვილმა უკვე ჩრდილში მყოფმა 2013 წლის შემდეგაც მართოს სახელმწიფო. „კომერსანტში“ გამოპქვეყნებული ინტერვიუს შეფასება „ღია ბოქლომმა“ საპარლამენტო უმცირესობის წევრს „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს ლევან ვეფხვაძეს სთხოვა. –“არ იქნება სააკაშვილი, იქნება ვინმე სხვა, მაგრამ კურსი იქნება იგივე“ როგორ ფიქრობთ რას გულისხმბდა მიხეილ სააკაშვილი ამ სიტყვებში?–ამ სტატიაში გამოქვეყნებული ციტატების წაკითხვა შესაძლებელია ორნაირი ინტრპრეტაციით. პირველი რაც შეგვიძლია ვიფიქროთ ის არის, რომ სააკაშვილი თავისი გუნდიდან შეარჩევს, მემკვიდრეს და მას გადასცემს ძალაუფლებას. მეორე ინტერპრეტაციით შეიძლება გავიგოთ, რომ ახალ ხელისუფლებაში იქნება ის ლიდერი, რომელიც ნატოსთან და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს გააგრძლებებს, რაც ბუნებრივია მისაღები ვარიანტია, თუ ის საშინაო პოლიტიკურ კურსს გულისხმობს, ნამდვილად არ გვჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც საკითხებს ისე განიხილავს, როგორც სააკაშვილის ხელისუფლება და ხალხი იმ უბედურებაში და სიღატაკეში ეყოლება, რომელშიც დღეს არის. თუმცა საგარეო პოლიტიკაშიც არსებობს სერიოზული ხარვეზები, მაგალითად არასწორი აქცენტები გაკეთდა უკრაინის არჩევნებზე და დავდივართ მაკკეინის სანომრე ნიშნებით. ღმერთმა დაგვიფაროს პრეზიდენტი გახდეს ის პიროვნება, რომელიც ამ ტაქტიკურ შეცდომებს გაიმეორებს. რაც შეეხება მემკვიდრის საკითხს, მე ვფიქრობ, რომ მას გაუჭირდება მემკვიდრის დასახელება, რადგან ეს ყველაფერი ხელისუფლების შიგნით დაარღვევს ბალანსს და კრახით დასრულდება სააკაშვილის მმართველობა. –ბატონო ლევან, საეჭვოდ არ გეჩვენებათ, მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ახალი პრეზიდენტი ამჟამინდელი ხელისუფლების იდეოლოგიის დამცველი იქნება და საგარეო და საშინაო პოლიტიკური კუსი არ შეიცვლება?–გააჩნია რა გაგებით სთქვა. თქვენ გახსოვთ მისი გამოსვლა პარლამენტში, როდესაც აღნისნა, 150 ან 200 წელი ვიქნებით ხელისუფლების სათავეშიო. თუ მიშა თვითონ აპირებს ფრანკებნშტეინობას ცალკე თემაა. მე მგონია, რომ სააკაშვილის ძალაუფლება დასრულდება მაშინ, როდესაც დაიწყებს ფიქრს თუ ვინ იქნება მისი შემცვლელი საკუთარი სახელისუფლებო გუნდიდან. [დაჩი კვიკვინია, "ღია ბოქლომი" 11 (15)]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  17. http://www.epn.ge/wp-content/uploads/funjebi_1.png თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დღეს საკონკურსო გამოფენა “წლის ნამუშევრების” გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. პირველი ადგილი სტუდენტმა ანდრია დოლიძემ მიიღო და მას საჩუქრად ციფრული ფოტო აპარატი გადაეცა. კონკურსში გამარჯვებულები სამხატვრო აკადემიის თვითმართველობისგან სიგელებით დაჯილდოვდნენ. ორმა მათგანმა კი ვებ-სტუდია “სოლოსტუდიოსგან” სპეციალური ჯილდო მიიღო. საჩუქრის სახით, მათ ვებ-გვერდებს დაუმზადებენ. სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში “აკადემია ჰოლში” 14 მაისიდან გამოფენილი იყო 87 სტუდენტის ნამუშვრები. მათ შორის: ფერწერა, კოლაჟი, გრაფიკა, ქანდაკება. კონკურსი სამხატვრო აკადემიის დაბადების თარიღს 14 მაისს მიეძღვნა და იგი ამიერიდან ყოველწლიურად ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაა. იხილეთ epn.ge
  18. http://www.epn.ge/wp-content/uploads/cesko-www.newalliance.info_8-150x150.jpg უკრაინულმა კომპანია “pro.mova” მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიში წარმოადგინა, რომლის’ შეფასებითაც, აპრილში ქართული სატელევიზიო არხები ბალანსის დაცვას ცდილობდნენ, თუმცა თუმცა ვერ ახერხებდნენ. როგორც ”pro.mova”-ს წარმომადგენელმა, ვიქტორია ბრენზამ ცესკო-ში, მედიამონიტორინგის შუალედური დასკვნის პრეზენტაციისას განაცხადა, სატელევიზიო არხების უმეტესობა, მიუხედავად იმისა, რომ მერობის კანდიდატები აპრილში დარეგისტრირებული არ ყოფილან, მაინც ახერხებდენ მათზე დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდებას ქართველი ამომრჩევლისთვის. “იყო შემთხვევა, როცა ერთ კანდიდატს ჰქონდა საშუალება, უშუალოდ მიემართა ამომრჩევლისთვის. მეორე შემთხვევაში კი, სხვა კანდიდატის ნაცვლად, ამომრჩეველს მიმართავდა ჟურნალისტი. ეს, რა თქმა უნდა, არ არის სამართლიანი ბალანსი. თუმცა, მედიამონიტორინგისას გამოჩნდა, რომ ამ მხრივ პროგრესი შეინიშნება. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს დადებითი ტენდენცია არჩევნების დღესაც შენარჩუნდება”’, – აღნიშნა ბრენზამ. მედია-მონიტორინგს განსახორციელებლად ცესკომ უკრაინულ კომპანია “pro.mova”-სთან ერთად, სამი ქართული კომპანია: “ბისიჯი” “აიპიემი” და “პრაიმ-ტაიმი” დაიქირავა. მონიტორინგი 30 მარტიდან დღემდე ხორციელდება და პირველადი შუალედური ანგარიში’”პრო.მოვა”-მ 11 მაისს წარმოადგინა, სადაც მონიტორინგის პერიოდში განთავსებული ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების წუთობრივი ანგარიში იყო წარმოდგენილი. მონიტორინგი 2010 წლის არჩევნებისთვის ხორციელდება და საბოლოო შედეგები არჩევნებიდან რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ქართული კომპანიები რაოდენობრივ და საბაზისო თვისობრივ მონიტორინგზე მუშაობენ. უკრაინული კომპანია კი, შემაჯამებელ, რაოდენობრივ დასკვნით ანგარიშს ამზადებს. როგორც ცესკოში განმარტავენ, მონიტორინგის მეთოდოლოგია შემუშავებულია საერთაშორისო სტანდარტებისა და საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით. იხილეთ epn.ge
  19. http://www.epn.ge/wp-content/uploads/iusticiaa1-150x150.jpgსაქართველოს იუსტიციის სამინისტროში ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) მიერ მომზადებული საქართველოს მონიტორინგის მეორე რაუნდის ანგარიშის პრეზენტაცია მოეწყო. პრეზენტაცია OECD-ის ექსპერტებმა ინეს გაიკამ და დანიელ თელესკლაფმა წარმოადგინეს. პრეზენტაციას იუსტიციის, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების, კონტროლის პალატის და საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. OEჩD- ის მონიტორინგის მეორე რაუნდის ანგარშში ასახულია საქართველოს მიერ გადადგმული პროგრესული ნაბიჯები და დადებითად არის შეფასებული კორუფციის წინააღმდეგ ეფექტურად ბრძოლის მიზნით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები.OECD-ის შეფასებით, 2006 წლის პირველ ანგარიშში მოცემული 21 რეკომენდაციიდან 6 მთლიანად შესრულებულია, 12 – უმეტესწილად და მხოლოდ 2 – ნაწილობრივ. გარდა წინა რეკომენდაციების შერულების მდგომარეობისა, ანგარიშში წარმოდგენილია OECD-ის ახალი რეკომენდაციები, რომლებიც თავიანთი შინაარსობრივი დატვირთვით სამ კატეგორიად არის დაყოფილი: ანტი-კორუფციული პოლიტიკა, კორუფციის კრიმინალიზაცია და კორუფციის პრევენცია. იხილეთ epn.ge
  20. გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს ინტერვიუს „საქართველოს გზის“ ლიდერ სალომე ზურაბიშვილთან. ინტერვიუში სათაურით - „რამდენსაც მეტს ვასწორებთ, იმდენჯერ გაყალბებული მონაცემები შემოაქვთ / როგორ აპირებს ოპოზიცია საარჩევნო სიის გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლას“ - იგი ამბობს: „ჩვენთვის არც გადამოწმებული სია მოუცია ცესკო-ს, არც დუბლირებული მონაცემები, რაც გვარწმუნებს, რომ მოხდება კარუსელების გამოყენება. ცესკო-დან მხოლოდ 170 „მკვდარი სულის“ შესახებ მოგვივიდა პასუხი, რომ ისინი ცოცხლები არიან, ამის გადამოწმების საშუალება კი არ გვაქვს. სიების დიდი ნაწილი არ შეასწორეს... ჩვენ მიერ გაწეული სამუშაო ძალიან შრომატევადი იყო. დავრწმუნდი, რომ სიებზე მონიტორინგი იყო არა პიარაქცია, არამდე სერიოზული სამუშაო. ჩვენ მოვითხოვთ, რომ სამაგიდო სიებზე ხელი მიუწვდებოდეს ყველა ოპოზიციურ ძალას. ამით გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ მიერ შეტანილი ცვლილებები შეტანილია სიებში“. „სამაგიდო სიები პრობლემას არ წარმოადგენს და ხელმისაწვდომი იქნებაო, აცხადებდა ცესკო-ს თავმჯდომარე. მერე კი იმაზე დაიწყო საუბარი, რომ შეიძლება ძნელი აღმოჩნდეს მისი გაკონტროლება, რაც აბსურდია. ოპოზიციის მოთხოვნა გადავეცით ყველა უცხოელ დამკვირვებელსა და ორგანიზაციას, კიდევ ერთხელ შევხვდით და წარვუდგინეთ ის სიები, რომლებშიც დარღვევები იყო და არ გაასწორეს. რატომღაც ვერ ვხედავთ შუალედურ სიებში ყველა ის ცვლილება იქნება შეტანილი, რომელიც მოვითხოვეთ? ჯერჯერობით ცესკო-მ არ მოგვცა განმარტება იმის შესახებ, რატომ არ მოახიდენას შესწორებებების შეტანა იმ სიებში, სადაც არის დარღვევები“. „ჩვენ ვაწარმოებთ ბრძოლას ხელისუფლების წინააღმდეგ. რომელიც მუდმივად აყალბებს არჩევნებს. რამდენსაც მეტს ვასწორებთ, იმდენჯერ გაყალბებული მონაცემები გემოაქვთ. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს ილუზიები, რომ მთლიანად შევძლებთ სიების გასწორებას, მაგრამ რაღაც პროცენტს მაინც გავასწორებთ. ჩვენ მიერ აღმოჩენილ დარღვევებს გადავცემთ ჩვენი კომისიის წევრებს, რომ შეძლონ მათი გაკონტროლება. თუ ხელისუფლებას და ცესკო-ს იმედი ჰქონდა, თუკი ბოლომდე არ შეგვისწორებდა ჩვენს მიერ გასწორებულ სიებს, ამის შემდეგ ავჯანყდებოდით და ვიტყოდით, რომ არ მივიღებთ ამ არჩევნებში მონაწილეობასო, გპირდებით, რომ მათ ამ იმედს გავუცრუებთ. ამ არჩევნებში ბოლომდე ვიბრძოლებთ. 2008 წელს გაყალბებების მიუხედავად გავიმარჯვეთ თბილისში. ის, რომ გაყალბება მოხდება გარკვეულწილად ეს ცხადია, მაგრამ ჩვენ ვიქნებით მზად, რომ უბნებზე ვიყოთ ფხიზლად, არ მივცეთ გაყალბების საშუალება, ყველა იყოს გაფრთხილებული და ბოლომდე იბრძოლონ ამ სიების გასასწორებლად“. . „ერთ რამეში ვეთანხმები „ფორუმს“, რომ გაყალბების საბოლოოდ გამოსასწორებლად ბიომეტრიული პასპორტის შემოღებაა საჭირო, რომელიც ამ არჩევნებში არ მოესწრება. კარდაკარის პრინციპით მონიტორინგის შემდეგ გაყალბებული სიების რაოდენობა შევამცირეთ, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავწყნარდეთ და ნდობა აღდგეს. როგორც ხარატიშვილი აცხადებს, მთავარია ნდობის აღდგენა. ნდობა აღდგება მაშინ, როდესაც იქნება ბიომეტრიელი პასპორტი, რომელიც მოგვცემს გარანტიას, რომ ადამიანს ერთი ხმა ექნება და არა ათი. დღეს არ არის საარჩევნო გარემო კარგი, მაგრამ წინა არჩევნებთან შედარებით სიები გასწორებულია. არ უნდა შეგვეშინდეს დღევანდელი პირობების. გაყალბების წინააღმდეგ მთავარი ბერკეტი არის ხალხის აქტიურობა. შიში და ინდიფერენტულობა არის დანაშაული. იმის ფუფუნება არ გვაქვს, ვიფიქროთ, რომ ვიღაცებმა აირჩიონ რა უნდა მომავლისთვის - ეს არის არჩევანი და ამაზე ყველამ უნდა გასცეს პასუხი სწორად. საზოგადოება პასუხისმგებელი იქნება რა მოხდება მერე“. ]სემნები არაფერს შეგვპირებია. მათ შეგნებული აქვთ, რომ ეს არჩევნები იქნება მძიმე პოლიტიკური დატვირთვის, ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ გამოგზავნონ დამკვირვებლები, რაც არ ხდება ადგილობრივი არჩევნების დროს. ძალიან დაინტერესებული არიან ევროკავშირის წარმომადგენლები და სემნები ამ არჩევნებით და ასევე ამერიკელები. მთელი საეთაშორისო ორგანიზაციები დაინტერესებული არიან არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად. არჩევნების შედეგის მიხედვით განისაზღვრება ის დახმარებები, რაც არჩევნების შემდეგ უნდა წამოვიდეს საქართველოში“. „ის იყო დასავლეთის და ამერიკის ადმინისტრაციის არჩევანი სტაბილურობასა და დემოკრატიას შორის. ამიტომ იმის დაბრალება დასავლეთზე და თუნდაც დამკვირვებლებზე, რომ ისინი იყვნენ ტენდენციური არჩევნების დროს, არ არის სწორი. დასკვნით, რომელიც უცხოელებმა დადეს, არჩევნების დროს უბნებში ერთი მესამედი იყო დარღვევები. უცხოელი დამკვირვებლების დაბალანსებული შეფასებები გაყალბების ნაწილია - ისინი ვერ აფასებენ კარუსელის სისტემას და მეორეა არჩევნების პოლიტიკური შეფასება, რომელიც არასწორია და დანაშაული. მეტიუ ბრაიზას მიერ გაკეთებული განცხადებები არჩევნების მეორე დღეს არის პოლიტიკური დანაშაული და არა მგონია, დღეს ჩვენს საზღვარგარეთელ მეგობრებს შორის არსებობდეს ისეთი განწყობა ამ ხელისუფლების მიმართ, რომ თუ შეამჩნიეს ისეთ დარღვევებზე დახუჭონ თვალები, როგორც მაშინ დახუჭეს“. View the full article
  21. გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს ინტერვიუს „საქართველოს გზის“ ლიდერ სალომე ზურაბიშვილთან. ინტერვიუში სათაურით - „რამდენსაც მეტს ვასწორებთ, იმდენჯერ გაყალბებული მონაცემები შემოაქვთ / როგორ აპირებს ოპოზიცია საარჩევნო სიის გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლას“ - იგი ამბობს: „ჩვენთვის არც გადამოწმებული სია მოუცია ცესკო-ს, არც დუბლირებული მონაცემები, რაც გვარწმუნებს, რომ მოხდება კარუსელების გამოყენება. ცესკო-დან მხოლოდ 170 „მკვდარი სულის“ შესახებ მოგვივიდა პასუხი, რომ ისინი ცოცხლები არიან, ამის გადამოწმების საშუალება კი არ გვაქვს. სიების დიდი ნაწილი არ შეასწორეს... ჩვენ მიერ გაწეული სამუშაო ძალიან შრომატევადი იყო. დავრწმუნდი, რომ სიებზე მონიტორინგი იყო არა პიარაქცია, არამდე სერიოზული სამუშაო. ჩვენ მოვითხოვთ, რომ სამაგიდო სიებზე ხელი მიუწვდებოდეს ყველა ოპოზიციურ ძალას. ამით გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ მიერ შეტანილი ცვლილებები შეტანილია სიებში“. „სამაგიდო სიები პრობლემას არ წარმოადგენს და ხელმისაწვდომი იქნებაო, აცხადებდა ცესკო-ს თავმჯდომარე. მერე კი იმაზე დაიწყო საუბარი, რომ შეიძლება ძნელი აღმოჩნდეს მისი გაკონტროლება, რაც აბსურდია. ოპოზიციის მოთხოვნა გადავეცით ყველა უცხოელ დამკვირვებელსა და ორგანიზაციას, კიდევ ერთხელ შევხვდით და წარვუდგინეთ ის სიები, რომლებშიც დარღვევები იყო და არ გაასწორეს. რატომღაც ვერ ვხედავთ შუალედურ სიებში ყველა ის ცვლილება იქნება შეტანილი, რომელიც მოვითხოვეთ? ჯერჯერობით ცესკო-მ არ მოგვცა განმარტება იმის შესახებ, რატომ არ მოახიდენას შესწორებებების შეტანა იმ სიებში, სადაც არის დარღვევები“. „ჩვენ ვაწარმოებთ ბრძოლას ხელისუფლების წინააღმდეგ. რომელიც მუდმივად აყალბებს არჩევნებს. რამდენსაც მეტს ვასწორებთ, იმდენჯერ გაყალბებული მონაცემები გემოაქვთ. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს ილუზიები, რომ მთლიანად შევძლებთ სიების გასწორებას, მაგრამ რაღაც პროცენტს მაინც გავასწორებთ. ჩვენ მიერ აღმოჩენილ დარღვევებს გადავცემთ ჩვენი კომისიის წევრებს, რომ შეძლონ მათი გაკონტროლება. თუ ხელისუფლებას და ცესკო-ს იმედი ჰქონდა, თუკი ბოლომდე არ შეგვისწორებდა ჩვენს მიერ გასწორებულ სიებს, ამის შემდეგ ავჯანყდებოდით და ვიტყოდით, რომ არ მივიღებთ ამ არჩევნებში მონაწილეობასო, გპირდებით, რომ მათ ამ იმედს გავუცრუებთ. ამ არჩევნებში ბოლომდე ვიბრძოლებთ. 2008 წელს გაყალბებების მიუხედავად გავიმარჯვეთ თბილისში. ის, რომ გაყალბება მოხდება გარკვეულწილად ეს ცხადია, მაგრამ ჩვენ ვიქნებით მზად, რომ უბნებზე ვიყოთ ფხიზლად, არ მივცეთ გაყალბების საშუალება, ყველა იყოს გაფრთხილებული და ბოლომდე იბრძოლონ ამ სიების გასასწორებლად“. . „ერთ რამეში ვეთანხმები „ფორუმს“, რომ გაყალბების საბოლოოდ გამოსასწორებლად ბიომეტრიული პასპორტის შემოღებაა საჭირო, რომელიც ამ არჩევნებში არ მოესწრება. კარდაკარის პრინციპით მონიტორინგის შემდეგ გაყალბებული სიების რაოდენობა შევამცირეთ, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავწყნარდეთ და ნდობა აღდგეს. როგორც ხარატიშვილი აცხადებს, მთავარია ნდობის აღდგენა. ნდობა აღდგება მაშინ, როდესაც იქნება ბიომეტრიელი პასპორტი, რომელიც მოგვცემს გარანტიას, რომ ადამიანს ერთი ხმა ექნება და არა ათი. დღეს არ არის საარჩევნო გარემო კარგი, მაგრამ წინა არჩევნებთან შედარებით სიები გასწორებულია. არ უნდა შეგვეშინდეს დღევანდელი პირობების. გაყალბების წინააღმდეგ მთავარი ბერკეტი არის ხალხის აქტიურობა. შიში და ინდიფერენტულობა არის დანაშაული. იმის ფუფუნება არ გვაქვს, ვიფიქროთ, რომ ვიღაცებმა აირჩიონ რა უნდა მომავლისთვის - ეს არის არჩევანი და ამაზე ყველამ უნდა გასცეს პასუხი სწორად. საზოგადოება პასუხისმგებელი იქნება რა მოხდება მერე“. ]სემნები არაფერს შეგვპირებია. მათ შეგნებული აქვთ, რომ ეს არჩევნები იქნება მძიმე პოლიტიკური დატვირთვის, ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ გამოგზავნონ დამკვირვებლები, რაც არ ხდება ადგილობრივი არჩევნების დროს. ძალიან დაინტერესებული არიან ევროკავშირის წარმომადგენლები და სემნები ამ არჩევნებით და ასევე ამერიკელები. მთელი საეთაშორისო ორგანიზაციები დაინტერესებული არიან არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად. არჩევნების შედეგის მიხედვით განისაზღვრება ის დახმარებები, რაც არჩევნების შემდეგ უნდა წამოვიდეს საქართველოში“. „ის იყო დასავლეთის და ამერიკის ადმინისტრაციის არჩევანი სტაბილურობასა და დემოკრატიას შორის. ამიტომ იმის დაბრალება დასავლეთზე და თუნდაც დამკვირვებლებზე, რომ ისინი იყვნენ ტენდენციური არჩევნების დროს, არ არის სწორი. დასკვნით, რომელიც უცხოელებმა დადეს, არჩევნების დროს უბნებში ერთი მესამედი იყო დარღვევები. უცხოელი დამკვირვებლების დაბალანსებული შეფასებები გაყალბების ნაწილია - ისინი ვერ აფასებენ კარუსელის სისტემას და მეორეა არჩევნების პოლიტიკური შეფასება, რომელიც არასწორია და დანაშაული. მეტიუ ბრაიზას მიერ გაკეთებული განცხადებები არჩევნების მეორე დღეს არის პოლიტიკური დანაშაული და არა მგონია, დღეს ჩვენს საზღვარგარეთელ მეგობრებს შორის არსებობდეს ისეთი განწყობა ამ ხელისუფლების მიმართ, რომ თუ შეამჩნიეს ისეთ დარღვევებზე დახუჭონ თვალები, როგორც მაშინ დახუჭეს“. View the full article
  22. ძველ თბილისში იმდენად საგანგაშო მდგომარეობაა, რომ „ალიანსის“ კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი არჩევნების დასრულებას არ ელოდება და ხელისუფლებას სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს. სოფიო ხორგუანმა დღეს, 21 მაისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ქალაქის ისტორიული უბნის პრობლემებზე ისაუბრა: „ვერცხლის ქ. #21-ში შენობის დანგრევის შედეგად დარჩენილი ნაგავი იქვე, #19 კერძო სახლის კედელთან არის მიყრილი და თითქმის ერთ სართულს ფარავს. ამის შედეგად სახლი დაინესტა და ზიანდება. სახლის პატრონმა საკუთარი ხარჯით გაამაგრა კედელი, მაგრამ თუ ნაგავი სასწრაფოდ არ გაიტანეს, შესაძლოა ჩამოინგრეს. ასეთივე პრობლემაა ვერცხლის ქ. #35-ის და #37-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ვერცხლის ქუჩის I-ელ შესახვევში დანგრეული სახლის ნარჩენებია დაყრილი. ნაკაშიძეების (ყოფილი ავლევის) ქ. #26-ში ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ნუნუ პოღასოვას სახლი თავზე ენგრევა. ორი ოთახიდან მხოლოდ ერთით სარგებლობა შეუძლია და ისიც დაბზარული და გადახრილია. სარდაფი ერთადერთ საყრდენ ბოძზე დგას. ხუთი წელია პოღოსოვა სხვადასხვა ინსტანციებში დახმარებას ითხოვს, ბოლო წერილი გამგეობაში სამი თვის წინ გაგზავნა და პასუხს დღემდე ელოდება. ნაკაშიძეების (ყოფილი ავლევის) 26 ნომერში ტატევოსიანების საცხოვრებელი სახლი 200 წლის წინ არის აგებული და ისეა დანგრეული, არანაირ გამაგრებას არ ექვემდებარება. პრაქტიკულად სახლს საძირკველი გამოცლილი აქვს და როგორც ტატევოსიანები ამბობენ, „ჰაერზე დგანან“. ნაკაშიძეების (ყოფილი ავლევის) 12 ნომერში ორსართულიანი აგურით ნაშენები სახლი შუაზეა გადახსნილი. მოსახლეობა საკუთარი ძალებით შეეცადა მის გამაგრებას, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია. მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. განცხადებებით რამდენჯერმე მიმართეს რაიონულ გამგეობას, საიდანაც სტანდარტული პასუხი მიიღეს, როცა საშუალება იქნება, მაშინ დაგეხმარებითო. ნაკაშიძეების (ყოფილი ავლევი) #33-ის წინ, #31-ში, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს დანგრეულ სახლში ერთი ოჯახი ცხოვრობს. სახლს კედელი საერთოდ არ აქვს და მის ფუნქციას ცისფერი ცელოფანი ასრულებს. შენობა აგურ-აგურ ინგრევა და რაც ყველაზე საშიშია, ამ სახლის უკან ბავშვები ცხოვრობენ. ახლახანს გადმოვარდნილმა კედელმა მეზობლის მანქანა დააზიანა. პრობლემები #33 სახლის ეზოში სხვაც ბევრია. მართალია საკანალიზაციო და წყლის მილები გამოცვალეს, მაგრამ ბინებამდე არ მიიყვანეს. ერთ-ერთი ისრაელში წასული მეზობლის სახლში გახეთქილი მილიდან წყალი სარდაფში ჩადის. მცხოვრებლებმა წყალკანალს და გამგეობასაც მიმართეს, თუმცა პასუხს უშედეგოდ ელოდებიან“. კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა სოფიო ხორგუანმა ამომრჩევლების პრობლემებზე წერილობით მიმართა ადგილობრივ გამგეობებს და ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს. ვიდრე ხელისუფლება საარჩევნო პიარით არის დაკავებული, შესაძლოა ძველი თბილისის ისტორიული უბანი ისტორიის საკუთრება გახდეს. View the full article
  23. ეუთოს სადამკვირვებლო მისია პანკისის ხეობაში მონიტორინგს არ განახორციელებს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის გახდა ცნობილი, „ხეობაში არსებული საფრთხის გამო“, ეუთოს გადაწყვეტილებით, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მონიტორებს პანკისის ხეობაში შესვლა ეკრძალებათ. პანკისის ხეობის საარჩევნო უბნებში კენჭისყრას მხოლოდ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები დააკვირდებიან. 30 მაისს პანკისის ხეობაში იმუშავებს ადამიანის უფლებათა ცენტრის მობილური ჯგუფიც, რომელიც იურისტებითა და ჟურნალისტებით არის დაკომპლექტებული. კახეთის საინფორმაციო ცენტრი View the full article
  24. „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მეოთხე საარჩევნო უბანში ჯემალ ჯიჯავაძემ საკუთარი კანდიდატურა „ალიანსი საქართველოსთვის“ სასარგებლოდ მოხსნა. რამდენიმე დღით ადრე ჩაქვში ასევე ქრისტიან-დემოკრატმა მოხსნა კანდიდატურა ალიანსის სასარგებლოდ“. - იუწყება ტვ25. View the full article
×
×
  • შექმენი...