planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/muxran-150x150.jpgპოეტ მუხრან მაჭავარიანს დღეს 13:30 საათზე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ნიკო ნიკოლაძის გვერდით დაკრძალავენ. სამების საკათედრო ტაძარში დღეს წესს სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II აუგებს. მუხრან მაჭავარიანი 81 წლის ასაკში 17 მაისს რუსთაველის თეატრის სცენაზე გულის შეტევით პოეტ ფრიდონ ხალვაშის საღამოზე სიტყვით გამოსვლისას გარდაიცვალა. პოეტი 1929 წლის 12 აპრილს საჩხერის რაიონ სოფელ არგვეთში დაიბადა. მან 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. შემდეგ იყო ჟურნალ “პიონერისა” და ჟურნალ “დილის” მთავარი რედაქტორი. 1982 წლიდან კი ალმანახ “საუნჯის” მთავარი რედაქტორი. პირველი ლექსები მუხრან მაჭავარიანმა 1952 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი “ლექსები” – 1955 წელს. 1958 წელს გამოვიდა პოეტის 2 კრებული – “წითელი მზე და მწვანე ბალახი” და “სიჩუმე უშენოდ”. ამ კრებულისათვის მას ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურიატის წოდება მიენიჭა. მუხრან მაჭავარიანის ლექსები ნათარგმნია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ბულგარულ, ჩეხურ და სხვა ენებზე. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/picture6-150x150.jpgქალაქ მანგალორის აეროპორტში Air India-ს თვითმფრინავის კატასტროფას 169 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ AFP მანგალორის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება. მანგალორის პოლიციის უფროსის მოადგილის რ. რამეშის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ავიაკასტროფაში არავინ გადარჩენილა. თვითმფრინავი ადგილობრივი დროით 06:30 წუთზე ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზი, სავარაუდოდ, მფრინავის შეცდომა გახდა, რომელმაც თვითმფრინავის დაშვება ასაფრენ ბილიკზე გათვლილ წერტილზე 600 მეტრის მოშორებით სცადა. მანგალორის აეროპრტის ასაფრენი ბილიკი 2400 მეტრის სიგრძისაა და ასფრენეად და დასაფრენად ერთ-ერთ უძნელესად ითვლება. თვითმფრინავის პირველი პილოტი რუსი იყო. ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა ის რუსეთის მოქალაქე. იხილეთ epn.ge
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png შაჰინ აბასოვი როგორც EurasiaNet.org–სთვის გახდა ცნობილი, თეთრმა სახლმა ზერბაიჯანში თავის ახალ ელჩად, ამერიკელი დიპლომატი, მთიანი ყარაბახის კონფლიქტის დარეგულირების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ამერიკელი თანათავმჯდომარე, მეთიუ ბრაიზა დანიშნა. ბაქოში აშშ–ს საელჩოს დიპლომატის ცნობით, რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩია, შესაბამისი ოფიციალური განცხადება 21 მაისს თეთრი სახლის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდება. 20 მაისს ამ დანიშვნაზე თეთრმა სახლმა ოფიციალური თანხმობა განაცხადა, დასძინა წყარომ. მეთიუ ბრაიზა, რომლის ბაქოში დანიშვნაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში სხვადასხვა მოსაზრებებისა და ვარაუდების საგანია, დიპლომატიურ სამსახურში 22 წელია მუშაობს. ბოლო პერიოდში ის ამიერკავკასიაში ორი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანის გადაწყვეტაზე მუშაობდა, ესენია მთიანი ყარაბახის კონფლიქტის მოგვარება და იმ ნავთობისა და გაზსადენების პროექტების რეალიზაცია, რომლებიც რუსეთის გვერდის ავლით ბაქოდან შავი ზღვისკენ მიემართება. ბრაიზა, რომელსაც 2005–2009 წლებში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობა ეკავა, შავი ზღვისა და კასპიის რეგიონებში აშშ–ს ენერგეტიკული პოლიტიკის კოორდინირებას ეწეოდა, ასევე აშშ–ს წარმოადგენდა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის მინსკის ჯგუფში და მთიან ყარაბახზე სომხეთ–აზერბაიჯანის 22 წლიანი კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს კურირებდა. პრეზიდენტ ბილ კლინტონის დროს, ის კასპიის ენერგორესურსების სფეროში დიპლომატიის საკითხებში თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა და რეგიონში აშშ–ს ნავთობისა და გაზის მილსადენების ქსელის განვითარების პროგრამაზე მუშაობდა. ბრაიზას კანდიდატურას წინ სენატში დამტკიცება ელის, სადაც მას, როგორც ჩანს, 2008 წლის რუსულ–ქართული კონფლიქტის წინ მის ქმედებებზე დაუსვამენ შეკითხვებს, იმ კონფლიქტზე, რომელიც ზოგიერთი ოპონენტის აზრით, პროვოცირებული იყო საქართველოს არასწორი წარმოდგენით მოვლენების მიმდინარეობის დროს აშშ–ს ჩართვის მზადყოფნაზე. აზერბაიჯანის მთავრობას, მეთიუ ბრაიზას დანიშვნაზე ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. ამერიკის საელჩოს წყაროს ცნობით, აზერბაიჯანის მთავრობას მისი კანდიდატურა რამდენიმე კვირის წინ წარუდგინეს. როგორც ადრე ვარაუდობდნენ, ის, რომ აშშ–ს ბაქოში ელჩი არ ჰყავდა (ეს პოსტი მთელი წელი ვაკანტური იყო) – აზერბაიჯანის მთელი რიგი ჩინოვნიკებისთვის გაღიზიანების წყაროს წარმოადგენდა. მათთვის ეს ფაქტი პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მთავრობის მიმართ უპატივცემულობის გამოხატულება იყო, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც აშშ ხელს უწყობდა თურქეთ–სომხეთის დაახლოებას. ბრაიზას დანიშვნა ვაშინგტონის მხრიდან „პოზიტიური სიგნალია“, რაც აზერბაიჯანთან ურთიერთობის მოგვარების მზადყოფნას ადასტურებს, ვარაუდობს ბაქოს პოლიტიკური კვლევების ცენტრის „ატლასის“ დირექტორი ელჰან შაჰინოღლუ. ბრაიზას, რომლის საქორწინო ცერემონიალს წარმოშობით თურქ ზეინო ბარანთან (საგარეოპოლიტიკური საკითხების ექსპერტი) აზერბაიჯანის საგარეოპოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ელმარ მამედიაროვი და სხვა აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მთავრობის ძველ მეგობრად თვლიან. „მათ დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებთ, იცნობენ მის ხასიათს და რეგიონის საკითხებში კარგ სპეციალისტად მიაჩნიათ“, – აცხადებს შაჰინოღლუ, „ამიტომ რატომაც არ უნდა უხაროდეთ?“ ორიგინალი ორიგინალი
-
ესეც დანაპირები, უდიდესი და უსერიოზულესი საჩუქარი GTA IV_ის ფანებს ჩემგან, ეს გახლავთ ჩემს მიერ შეკრებილი და დამუშავებული 4 კუნძულის ტექსტურები, სუყველა ტექსტურა არის HD ხარისხის, დატესტილია ყვეანაირად მოწმდებოდა ერთი თვის განმავლობაში, არ აქ არანაირი პრობლემა არსად არ აკლია ტექსტურა და არც გრაფიკა, ასევე ეს პაჩი გათვალისწინებულია მინიმალური მონაცემების მქონე კომპიუტერისათვის, მაგ: ვიდეო კარტა 512 მბ 9500GT 128bt, ოპერატიული 1.5 ან 2 გბ, და პროცესორი P®4 3.0 GHz (ერთბირთვიანი) ეს მოდი მუსჰავდებოდა დაახლოებით 2 თვე ჩემს მიერ, სამწუხაროდ ფინანსების გამო ვერ მოხერხდა ერთ exe ფაილად ჩამოყალიბება, მაგრამ მომავლისტვის ესეც იქნება, იმედია მოგეწონებათ, არის უმაღლესი ხარისხის გრაფიკა, დაყენების ინსტრუქცია იხილეთ სრულიადში! View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png ჯოშუა კუცერა შარშან, საქართველომ მისი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული (ყოველ შემთხვევაში სააკაშვილის ეპოქის) სამხედრო აღლუმი იმის გამო, რომ ოპოზიციის საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა და დიდი სამხედრო ბუნტიც ახალი მომხდარი იყო, მაგრამ წელს აღლუმი დაბრუნდა Civil.ge იუწყება – “19 მაისს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სამხედრო აღლუმი 26 მაისს რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გაიმართება. „ამ გადაწყვეტილებამ ოპოზიციაში უკმაყოფილება რამდენიმე მიზეზის გამო გამოიწვია. ისინი ამბობენ, რომ რუსეთთან 2008 წლის ომის წაგების შემდეგ, მიზანშეწონილი არ არის სამხედრო აღლუმის ჩატარება და აღლუმის ჩატარება არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე ადმინისტრაციის მხრიდან ძალის დემონსტრირებაა… ტრადიციულად, სამხედრო აღლუმით დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა რვაწლიანი პაუზის შემდეგ, 2004 წლიდან დამკვიდრდა. მას შემდეგ აღლუმები ყოველ დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს იმართებოდა, მაგრამ შარშანდელი წელი გამონაკლისი იყო“. Civil.ge აღნიშნავს, რომ აჯანყებული სატანკო ბატალიონის მეთაურმა, თავის სასამართლო პროცესზე დაგეგმილი აღლუმი, რომელიც წაგებული ომის შემდეგ ტრიუმფით უნდა გამართულიყო, აჯანყების ერთ-ერთ მოტივად დაასახელა. „ბევრი მოწმე (ვინც მუხროვანში მსახურობდა) სასამართლო პროცესზე გამოსვლისას კითხვაზე, თუ როგორ ვხსნიდი მე ჩემს გადაწყვეტილებას დაუმორჩილებლობის შესახებ, პასუხობდა რომ მე სამხედრო აღლუმს ვაპროტესტებდი (რომელიც, იმ დროისთვისაც 26 მაისის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად იგეგმებოდა)“ – განაცხადა გორგიაშვილმა თავის საბოლოო სიტყვაში. „ეს მართლაც იყო ერთ–ერთი მიზეზი, მაგრამ მე სხვა მიზეზებზეც ვესაუბრე შმაგი თელიას და მართალია მან სთქვა, რომ არაფერი გაუგია, სინამდვილეში ყველაფერი კარგად გაიგო და დამეთანხმა“ – სთქვა გორგიაშვილმა. Messenger იუწყება, რომ საქართველოს პოლიტიკური ოპოზიცია აღლუმის უკან პოლიტიკურ მოტივს ხედავს: „ამ გადაწყვეტილებამ ოპოზიციაში უკმაყოფილება რამდენიმე მიზეზის გამო გამოიწვია. ისინი ამბობენ, რომ რუსეთთან 2008 წლის ომის წაგების შემდეგ მიზანშეწონილი არ არის სამხედრო აღლუმის ჩატარება და არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე მისი ჩატარება ადმინისტრაციის მხრიდან ძალის დემონსტრირებაა… სამხედრო ანალიტიკოსი გიორგი თავდგირიძე ფიქრობს, რომ აღლუმი საბჭოთა სტილის ზეიმია და ალტერნატიული წინადადება აქვს, რომ სხვადასხვა სამხედრო დანაყოფები და მათი აღჭურვილობა ქალაქის სხვადასხვა ნაწილში გაიგზავნოს, რომ ხალხმა ამ სამხედრო ტექნიკის ნახვა და მასზე შეხებაც შესძლოს, ოფიცრები და ჯარისკაცები კი ხალხს პირისპირ შეხვდნენ, საკუთარი აღჭურვილობის ისტორია აუხსნან, მათ კითხვებს უპასუხონ და ა.შ. ეს აღლუმზე გაცილებით იაფი დაჯდებოდა და არ იარსებებდა პროცესში მთელი სამხედრო ძალის ჩართვის აუცილებლობაც.“ მხოლოდ საქართველოში შეიძლება გახდეს აღლუმი ასეთი დაპირისპირების საგანი. ორიგინალი ორიგინალი
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_56309-150x150.jpgკახეთში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული მე-12 კლასელები პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოინახულა და დახმარებას დაპირდა. რამდენიმე საათის წინ წნორში ავტოავარია მოხდა. მე-3 საჯარო სკოლის რუსული სექტორის მე-12 კლასის მოსწავლეებს ბოლო ზარი ჰქონდათ, რა დროსაც სოფელ საქობოს გზაზე მანქანით სეირნობისას ავარია მოუხდათ. ოთხი მოსწავლე დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. სკოლის დირექტორის ლელა ფხოველიშვილის განცხადებით, ავარია ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობის გამო მოხდა. “მანქანა სოფელ საქობოს გზაზე უეცრად ამოტრიალდა. ყველა მგზავრი მსუბუქად დაშავდა, მძიმეა მხოლოდ ერთ-ერთის მდგომარეობა. ხვიჩა ჩატიევს ყბის მოტეხილობა აქვს. ბავშვები პრეზიდენტმა მოინახულა და დახმარებას დაპირდა. ახლა ველოდებით კატასტროფის ცენტრს და დაშავებულ ბავშვს თბილისში გადავიყვანთ”, –განაცხადა ფხოველიშვილმა. მანქანას სადაც მოსწავლეები იჯდნენ, 30 წლის მამაკაცი მართავდა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/gamsaxursia1-150x150.jpgცოტნე გამსახურდია, დღეს შექმნილი საზოგადოებრივი საბჭოს ამოქმედებისთანავე შეწყვეტს შიმშილობას. ამის შესახებ, ცოტნე გამსახურდიას ადვოკატმა ქეთი ბექაურმა დღეს უზენაეს სასამართლოსთან გამართულ აქციაზე “ექსპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა. საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს ციხეში პატიმართა მდგომარეობის შესწავლა და მონიტორინგი დაევალება. ბექაურის განცხადებით, ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა გაუარესდა. “ცოტნე ძალიან დასუსტებულია, ფეხები შეშუპებული აქვს. ის უკვე 17 დღეა შიმშილობს”_ განაცხადა ბექაურმა. ადვოკატის თქმით, რამდენიმე დღის წინ გამსახურდიასთვის წართმეული ნივთები, სათვალე, საწერკალამი და ა.შ. ციხის ადმინისტრაციას მისთვის ამ დრომდე არ დაუბრუნებია. “მე მიუხედავად იმისა, რომ მისი ადვოკატი ვარ 2 ჯერ არ მომეცა მასთან შესვლის საშუალება. მივმართეთ კალმახელიძეს თუმცა ამან არანაირი შედეგი არ გამოიღო, სანამ საქმეში პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე არ ჩაერია. მასთან მხოლოდ ბაქრაძის წერილობითი მითითებით შემიშვეს”_ განაცხადა ბექაურმა. შეგახსენებთ რომ ცოტნე გამსახურდიამ შიმშილობა 17 დღის წინ პატიმრის, ვინმე ტარიელ საყვარელიძის ცემის შემდეგ დაიწყო. მანამდე ცოტა ხნით ადრე კი გამსახურდია 64 დღის განმავლობაში შიმშილობდა და მხოლოდ წყალს იღებდა. 64 დღიანი შიმშილობა მან მხოლოდ პატრიარქის თხოვნის შემდეგ შეწყვიტა. იხილეთ epn.ge
-
22 მაისს, 08:00 საათზე, ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე თბილისის ბოტანიკურ ბაღში აქციას „ბაღის ფრინველთა საათი“ დაესწრება. 22 მაისს, 10.00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ბათუმის #10 და #12 საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდება და აღნიშნული სკოლების გაერთიანებისა და მისთვის ფიზიკა-მათემატიკური სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებას გააკეთებს. მის: ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. №66 (#10 საჯარო სკოლა) 22 მაისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება. მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #32; A კორპუსი, #101-ე აუდიტორია 22 მაისს, 11.00 საათზე, არჩევნების მედიაცენტრში `საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის~ წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება. მის: მარი ბროსეს ქ. #6 (NDI-ის ყოფილი ოფისი) 22 მაისს, 11:30 საათზე, არჩევნების მედიაცენტრში `სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების~ მეოთხე საარჩევნო ბიულეტენის _ `საარჩევნო სიახლეების~ _ პრეზენტაცია გაიმართება. მის: მარი ბროსეს ქ. #6 (NDI-ის ყოფილი ოფისი) 22 მაისს, 12.00 საათზე, პარლამენტის საკონფერენციო დარბაზში, ინტერფრაქციული ჯგუფის თავმჯდომარე გურამ ჩახვაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “საგანგებო განცხადება მესტიაში მომხდარი ინციდენტის შესახებ”. 22 მაისს, 13.00 საათზე, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან” გიორგი გოგოლაძე ამომრჩევლებთან შეხვედრას გამართავს. მის: ნუცუბიძის ფერდობი, I მ/რ, IX კორპუსის წინ მდებარე სკვერი 22 მაისს, 13.00 საათზე, “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში, პარტიის აღმასრულებელი მდივანი პაატა ჯიბლაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “კრიმინალი ჯარში”. მის: ჯავახიშვილის ქ. #88 22 მაისს, 13.30 საათზე, თბილისის მერობის კანდიდატი, პარტია “მომავალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ლაღიძე მეტრო “სარაჯიშვილთან” ამომრჩევლებს შეხვდება. მის. მ. სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორია 22 მაისს, 16:00 საათზე, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის ბიბლიოთეკაში, გიორგი გორაშვილის წიგნის `ეთნიკურ-სეპარატისტული ტერორიზმის განვითარების საფრთხე საქართველოში და მისი პროფილაქტიკის გზები~ პრეზენტაცია გაიმართება. 22 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში `აუტიზმის ცენტრის” პრეზენტაცია გაიმართება. მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #32; A კორპუსი, #101-ე აუდიტორია 22 მაისს, 17:00 საათზე, ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში თეატრალიზებულ-მუსიკალური ღონისძიებები გაიმართება. 22 მაისს, 18:00 საათზე, ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი მუსიკალურ კარნავალ-წარმოდგენას „ოჩოპინტრე“ გამართავს. 22 მაისს, 19:00 საათზე, ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტი გაიმართება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_6487-150x150.jpgროგორც ყველაზე კარგად ორგანიზებიულ და წამყვან პოლიტიკურ ძალას საქართველოში, ჩვენ ორმაგი პასუხისმგებლობა გვაქვს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რეზიდენციაში უმრავლესობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. პრეზიდენტი ამბობს, რომ საარჩევნო კამპანია საბოლოო სტადიაში შედის. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მმართველი პარტიის ერთი პასუხისმგებლობა ის არის, რომ არსებული კურსი აღმშენებლობის და რეფორმების კურსი, ყველა სიძნელისა მიუხედავად მაქსიმალურად შეინარჩუნოს და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს. “ეს არჩევნები სამაგალითოდ უნდა ჩატარდეს და ვერავინ ვერაფერზე უნდა მოგვდოს შარი და ვერ დავგვდოს საფუძვლიანი ბრალი. ამას როგორც შიდა პოლიტიკური, ისე საგარეო პოლიტიკური უსაფრთხებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს”, _ განაცხადა პრეზიდენტმა. იხილეთ epn.ge
-
გაზიარება http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S_aurlIjXJI/AAAAAAAADrY/jdGN8KoNZ0o/s200/musika+atavisuflebs..gif26 მაისს 18:00 საათიდან 23:00 საათამდე, ზუგდიდის მთავარ მოედანზე დევნილების მხარდასაჭერად მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავებისა და ქართველი მუსიკოსების კონცერტი გაიმართება. ამავე დღეს, 17:30-ზე, მოეწყობა სოლიდარობის მსვლელობა ენგურის ხიდის მიმართულებით. მსვლელობის მიზანია საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა დევნილების საკითხისადმი. მსვლელობის მონაწილეები ენგურის ბლოკპოსტთან გააჟღერებენ გზავნილს - „მუსიკა ათავისუფლებს!“ კონცერტის ყველა მონაწილემ, მათ შორის ისეთმა ცნობილმა შემსრულებლებმა, როგორებიც არიან: Youssou N' Dour, MC Solaar, Jane Birkin, Youssoupha, Grace, Maia.K. ჰონორარზე უარი თქვეს. ცნობილი ვარსკვლავების ვიზიტი საქართველოში 25 მაისიდან 28 მაისამდე გაგრძელდება. მათი ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოში დევნილების მხარდაჭერაა. კონცერტის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „კოალიცია სამართლაინობისათვის“ და ” Alter Vision Group“. ვერა ქობალია, არასამთავრობო ორგანიზაციის „კოალიცია სამართლაინობისათვის„ ხელმძღვანელი: „ჩვენი მიზანი პრობლემების აქტუალიზაცია და ლტოლვილების საკითხის გარშემო საერთაშორისო საზოგადოების და მედიების ყურადღების კონსოლიდაციაა. საქართველოში 350, 000-მდე დევნილია. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც რუსეთ- საქართველოს ომის, აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტების შედეგად იძულებით დატოვეს მშობლიური კერა. ღონისძიების დღეებში საქართველოს 150 სტუმარი ეწვევა. მათ შორის იქნებიან ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, ოფიციალური პირები, საფრანგეთის არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები წამყვანი მედიასაშუალებებიდან. სტუმრები საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაცია „კოალიცია სამართლიანობისათვისა“ და ორი ფრანგული არასამთვარობო ორგანიზაციის : SOS Rasizm და UEJF-ის მოწვევით ჩამოდიან, მსოფლიო მნიშვნელობის ვარსკვლავები კი – „ALTER VISION GROUP”–ის მოწვევით. ღონისძიების დაგეგმვასა და ორგანიზაციას „ ALTER VISION GROUP” ახორციელებს. ირაკლი ნადარეიშვილი, ”Alter Vision Group–ის“ წარმომადგენელი: ”Alter Vision Group“ იზიარებს და მხარს უჭერს პროექტის მთავარ მიზანს და მიმართულებას. საერთაშორისო და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო მედიის კონსოლიდაცია ამ საკითხის გარშემო იმის წინაპირობაა, რომ პროექტი განსაკუთრებულად წარმატებული იქნება“. ღონისძებამდე, რომელიც 2010 წლის 26 მაისს ქალაქ ზუგდიდში ჩატარდება, ქართველი მუსიკოსები გამართავენ პრომოკონცერტებს სენაკსა (16 მაისი) და ქუთაისში (22 მაისი). ქართველი მომღერლები და პროექტის ორგანიზატორები მოუწოდებენ ქართულ საზოგადოებას, ზუგდიდში გამართულ კონცერტში მონაწილეობით, კიდევ ერთხელ გაუწიონ თანადგომა დევნილებს. [ილია ჩაჩიბაია, "ახალი 7 დღე"]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
გაზიარება http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S_aurlIjXJI/AAAAAAAADrY/jdGN8KoNZ0o/s200/musika%20atavisuflebs..gif26 მაისს 18:00 საათიდან 23:00 საათამდე, ზუგდიდის მთავარ მოედანზე დევნილების მხარდასაჭერად მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავებისა და ქართველი მუსიკოსების კონცერტი გაიმართება. ამავე დღეს, 17:30-ზე, მოეწყობა სოლიდარობის მსვლელობა ენგურის ხიდის მიმართულებით. მსვლელობის მიზანია საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა დევნილების საკითხისადმი. მსვლელობის მონაწილეები ენგურის ბლოკპოსტთან გააჟღერებენ გზავნილს - „მუსიკა ათავისუფლებს!“ კონცერტის ყველა მონაწილემ, მათ შორის ისეთმა ცნობილმა შემსრულებლებმა, როგორებიც არიან: Youssou N' Dour, MC Solaar, Jane Birkin, Youssoupha, Grace, Maia.K. ჰონორარზე უარი თქვეს. ცნობილი ვარსკვლავების ვიზიტი საქართველოში 25 მაისიდან 28 მაისამდე გაგრძელდება. მათი ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოში დევნილების მხარდაჭერაა. კონცერტის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „კოალიცია სამართლაინობისათვის“ და ” Alter Vision Group“. ვერა ქობალია, არასამთავრობო ორგანიზაციის „კოალიცია სამართლაინობისათვის„ ხელმძღვანელი: „ჩვენი მიზანი პრობლემების აქტუალიზაცია და ლტოლვილების საკითხის გარშემო საერთაშორისო საზოგადოების და მედიების ყურადღების კონსოლიდაციაა. საქართველოში 350, 000-მდე დევნილია. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც რუსეთ- საქართველოს ომის, აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტების შედეგად იძულებით დატოვეს მშობლიური კერა. ღონისძიების დღეებში საქართველოს 150 სტუმარი ეწვევა. მათ შორის იქნებიან ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, ოფიციალური პირები, საფრანგეთის არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები წამყვანი მედიასაშუალებებიდან. სტუმრები საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაცია „კოალიცია სამართლიანობისათვისა“ და ორი ფრანგული არასამთვარობო ორგანიზაციის : SOS Rasizm და UEJF-ის მოწვევით ჩამოდიან, მსოფლიო მნიშვნელობის ვარსკვლავები კი – „ALTER VISION GROUP”–ის მოწვევით. ღონისძიების დაგეგმვასა და ორგანიზაციას „ ALTER VISION GROUP” ახორციელებს. ირაკლი ნადარეიშვილი, ”Alter Vision Group–ის“ წარმომადგენელი: ”Alter Vision Group“ იზიარებს და მხარს უჭერს პროექტის მთავარ მიზანს და მიმართულებას. საერთაშორისო და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო მედიის კონსოლიდაცია ამ საკითხის გარშემო იმის წინაპირობაა, რომ პროექტი განსაკუთრებულად წარმატებული იქნება“. ღონისძებამდე, რომელიც 2010 წლის 26 მაისს ქალაქ ზუგდიდში ჩატარდება, ქართველი მუსიკოსები გამართავენ პრომოკონცერტებს სენაკსა (16 მაისი) და ქუთაისში (22 მაისი). ქართველი მომღერლები და პროექტის ორგანიზატორები მოუწოდებენ ქართულ საზოგადოებას, ზუგდიდში გამართულ კონცერტში მონაწილეობით, კიდევ ერთხელ გაუწიონ თანადგომა დევნილებს. [ილია ჩაჩიბაია, "ახალი 7 დღე"]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/cinema-150x150.jpgკინოთეატრ “რუსთაველში” დიდ სამამულო ომში გამარჯვების 65-ე წლისადმი მიძრვნილი კინოფესტივალი “გამარჯვება, ერთია ყველასათვის” დღეს გაიხსნა. დღესვე კინოფესტივალის ფარგლებში კინოთეატრ “რუსთაველში” რეზო ჩხეიძის ფილმი “ჯარისკაცის მამა” იქნება ნაჩვენები. ღონისძიების ორგანიზატორია სააქციო საზოგადოება “სოვექსპორტფილმი”. კინოფესტივალი დსთ-ის მონაწილე ქვეყნების ჰუმანიტარული თანამშრომლობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ორგანზიატორების თქმით, მათი მთავარი სურვილი ამ საღამოს რეზო ჩხეიძისადმი მიძღვნილა იყო, თუმცა თავად კინორეჟისორმა გაუარესებული ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო დღეს გამართული მისივე ფილმის ჩვენებაზე მოსვლა. ღონისძიება 24 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. მის ფარგლებში ასევე ნაჩვენები იქნება “მიფრინავენ წეროები”, “ერთი, ორი მიდიან ჯარისკაცები”, “მე ბავშვობიდან მოვდივარ”, “ენძელები და ედელვაისები”, “სიკვდილი არ არსებობს, ბიჭებო” და “სიმღერა მანშუკზე”. ფილმების ჩვენებებზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისვლა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/eurovision-150x150.jpgნორვეგიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროვიზიის მონაწილეთა საუკეთესო ხუთეული დაასახელა, რომელთა შორის არის საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზიის კონკურსზე სოფო ნიჟარაძე. დასახელებულთა შორის არიან გერმანიის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და შვედეთის წარმომადგენლები. ამასთან დაკავშირებით, 23 მაისს ოსლოს მერიაში გაიმართება გრანდიოზული მიღება, რომელზეც ევროვიზიის ქართველ მონაწილეს გადაეცემა სპეციალური სიგელი. სოფო საღამოზე საკონკურსო სიმღერას „შჰინე” შეასრულებს. სოფო ნიჟარაძე ტელენორის არენაზე მეორე ნახევარფინალურ საღამოზე, 27 მაისს მე-16 ნომრით იმღერებს. ის სცენაზე ქართველი ბექვოკალისტებისა და ფრანგი მოცეკვავეების თანხლებით გამოვა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/sofo-nijaradze-150x150.jpgსოფო ნიჟარაძე რამდენიმე დღეა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში იმყოფება და ევროვიზიის ფინალური კონკურსისთვის ემზადება. ოსლოს საკონცერტო დარბაზში მან უკვე დაიწყო რეპეტიციები. ევროვიზიის ქართველი კონკურსანტი სიმღერას “შჰინე” შეასრულებს. პირველი რეპეტიციის შემდეგ, მან უკვე გამართა პრესკონფერენცია და მედიის შეკითხვებს უპასუხა. ჟურნალისტებთან საუბრისას, სოფო ნიჟარაძემ ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობა თავისი კარიერის მნიშვნელოვან, წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. ოსლოში სპეციალურად, სოფოსთან ერთად იმყოფება ფრანგი რეჟისორი რედა ბენტეიფორი. მას სიმღერის “შჰინე” სასცენო ვერსია ეკუთვნის. მსოფლიოში ცნობილი რეჟისორი რედა ბენტეიფორი მუშაობდა ისეთ მეგავარსკვლავებთან, როგორებიც არაინ: მაიკლ ჯექსონი, შერი, ელტონ ჯონი, დაიანა როსი, ვანესა პარადისი. ევროვიზიის ფინალური კონკურსი 29 მაისს გაიმართება და საზოგადოებრივი მაუწყებელი მას პირდაპირ ეთერში უჩვენებს. საქართველომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობა პირველად 2007 წელს მიიღო, როდესაც სოფო ხალვაშმა მე-12 ადგილი დაიმსახურა. 2008 წელს ქვეყანა ევროფესტივალზე დიანა ღურწკაიამ წარადგინა. გასულ წელს, საქართველოს შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებული ჯგუფი “სტეფანე და 3G” გახდა. მოგვიანებით, ქართულმა მხარემ კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/ciskarishvili3-150x130.jpgპრეზიდენტისა და მმართველი გუნდის შეხვედრისას საუბარი არჩევნებს, სამომავლო გეგმებს, პოლიტიკურ საკითხებსა და იმ გადაწყვეტილებებს შეეხო, რომელიც პარლამენტში საკანონმდებლო კუთხით, მთავრობაში კი, აღმასრულებელი თვალსაზრისით არის მისაღები. ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრისას მრავალი და საინტერესო საკითხები განიხილეს. ცისკარიშვილი ამბობს, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები პერმანენტულ ხასიათს ატარებს და მიზანად აზრებისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლას ითვალისწინებს. “ვისაუბრეთ განათლების რეფორმაზე, რომელიც სწრაფად უნდა განხორციელდეს, რომ რეზულტატი მალე მივიღოთ. ასევე, საუბარი შეეხო ჯანდაცვის რეფორმას. აღნიშნული კუთხით ბოლო დროს პრობლემები გვქონდა, რაც ეკონომიკური კრიზისით იყო გამოწვეული. თუმცა, ახლა დავიწყეთ რეფორმის ფაქტიურად მეორე ტალღა და ჩვენი სურვილია, რომ მოსახლეობაზე ეს სწრაფად და ეფექტურად აისახოს,”- განაცხადა ცისკარიშვილმა. მისი თქმით, პრეზიდენთან შეხვედრისას ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხზე- ეკონომიკაზეც ისაუბრეს. კერძოდ, – რა პერსპექტივები და სირთულეები არსებობს ამ კუთხით. თავის მხრივ პრეზიდენტმა უმრავლესობას მისი აშშ-ში და ცენტრალურ ამერიკაში ვიზიტის შედეგები გააცნო. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/shewkdes-dacherebi-150x130.jpg უზენაესი სასამართლოს შენობის წინ პოლიტმატიმართა მხარდამჭერი საპროტესტო აქცია უკვე დასრულდა. აქციის მონაწილეებმა ორგანიზატორთა ინიციატივით შექმნილ პოლიტპატიმართა მხარდამჭერ ქარტიას ხელი მოაწერეს. დღესვე პატიმართა უფლებების დამცველი სამეურვეო საბჭო შეიქმნა. საბჭოს წევრები ადვოკატები, ყოფილი პოლიტპატიმრები და პოლიტიკოსები არიან. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ეკა ბესელიამ “ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, კომისიას ციხეებზე მონიტორინგი დაევალება. “შევისწავლით ციხეებში არსებულ ძალადობის ფაქტებს, სამედიცინო მომსახურების ხარისხიანობას. იქიდან წამოღებულ ინფორმაციას კი, საბჭო დაამუშავებს და სამართლიანად შეისწავლის,”- განაცხადა ბესელიამ. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამეურვეო საბჭოში ადვოკატები შედიან, ვინაიდან, მათ უშუალოდ ციხეში შესვლის უფლება აქვთ. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, უზენაესი სასამართლოს შენობა მოქალაქეებისთვის სამართლიანობის გარანტი უნდა იყოს, თუმცა მისი თქმით, ე.წ. მოსამართლეები პატიმართა ჯალათებად არიან ქცეულნი და პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გამოტანილ ნებისმიერ განაჩენს ხელს აწერენ. ბესელია ამბობს, რომ 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნების დასრულებამდე ისინი საპროტესტო აქციებს წყვეტენ და ივნისის პირველი ნახევრიდან კვლავ გააქტიურდებიან. მანამდე კი, მათ უზენას სასამართლოს შენობასთან წარწერა- “ ჩვენ დავბრუნდებით!” დატოვეს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/gabashviligoka011-150x130.jpgჩვენ ყალბ დაპირებებს არ ვიძლევით და რასაც გპირდებით, ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა, პრეზიდენტთან მმართველი გუნდის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრისას პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებით ხალხის აზრითა და ძირითადი პრობლემებით დაინტერესდა. “ჩვენ ვუთხარით პრესიდენტს, რომ ყველგან არის ერთი და იგივე პრობლემები. ეს არის სამუშაო ადგილები, დასაქმება, საწარმოების რაც შეიძლება მეტად დახმარება, ბიზნესის გაფართოებისთვის რომ სამუშაო ადგილები შიქმნას. ეს არის მთავარი და ძირითადი, რაზეც ხალხი საუბრობს. ასევე გაზიფიკაცია და ინდივიდუალური მრიცხველების დაყენების საკითხები”- განაცხადა გაბაშვილმა. მისი თქმით, ის აქცენტები, რომელიც მმართველ გუნდს აქვს, არის აფსოლუტურად სწორი და გასაკეთებელი კიდევ ბევრია. პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ სააკაშვილთან უმრავლესობის შეხვედრა უკვე დასრულდა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/83852-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში ადგილობრივი არჩევნები აუცილებლად სამაგალითოდ უნდა ჩატარდეს. ამის შესახებ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე განაცხადა. “ამ ხნის განმავლობაში ბევრი გაკეთდა, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ეს არჩევნები აუცილებლად სამაგალითო უნდა იყოს. ვერავინ უნდა დაგვდოს საფუძვლიანი ბრალი~, – აღნიშნა პრეზიდენტმა. სააკაშვილის თქმით, ამ არჩევნებს აქვს როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკური მნიშვნელობა. ~ეს არჩევნები მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით. მიუხედავად საქართველოს დანგრევისმოსურნე ძალის ხელმძღვანელობის მცდელობისა, არჩევნებს ჩავატარებთ ორგანიზებულად და მშვიდობიანად~, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. სააკაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” ორმაგ პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღმშენებლობისა და რეფორმების კურსი უნდა შენარჩუნდეს და ბოლომდე მივიდეს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_56333-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში არჩევნები ჩატარდება სამაგალითოდ და ამისთვის პოლიტიკურ პარტიებს მეტი პასუხისმგებლობა მართებს. ამის შესახებ სააკაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციაში საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრისას განაცხადა. “პასუხისმგებლობლობისკენ მოვუწოდებ პარტიებს, გარდა იმ პარტიებისა რომლებიც საქართველოს მტრებთან თანამშრომლობენ. დარწმუნებული ვარ, მათ ხალხი ვერდიქტს გამოუტანს”, – განაცხადა სააკაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების დაპირებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიები კომუნიზმის აყვავებას გვპირდებიან. “ყველაფერს გვთავაზობენ უფასოდ. ესენი აპირებენ კომუნიზმის აყვავებას უმაღლეს რანგში. ჩვენ გვყავს გაჭირვებული. მაგრამ მოაზროვნე საზოგადოება. რომელსაც ტყუილების აღარ სჯერა. იაპონიის ბიუჯეტი რომ გაამრავლოთ, ისიც კი არ ეყოფა ამათ დაპირებებს”, – აღნიშნა სააკაშვილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ზოგი პოლიტიკური ძალა რადიკალიზმით აპირებს ხელისუფლებასთან დაპირისპირებას, თუმცა, სააკაშვილის თქმით, რადიკალიზმი მოდაში აღარ არის. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/poliklinika-estetska-kirurgija06-150x150.jpgთელავის ბავშვთა პოლიკლინიკას, პირველად კახეთში, რეაბილიტაციის ახალი სერვისი ექნება. სერვისი, როგორც ჯანმრთელი ,ისე უნარშეზღუდული ბავშვების სამედიცინო მოსახურებას გულისხმობს. კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტომ გრანტის სახით, თელავის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის,ბავშვთა რეაბილიტაციის განყოფილების რეკონსტრუქციისა და აღჭურვის პროექტის დაფინანსება მოიპოვა. რეაბილიტაცია ლიხტენშტეინის მთავრობის მხარდაჭერით, საერთაშორისო ფონდ “მედიკორისა” და არასამთავრობო ორგანიზაცია “თემი და გარემოს” ხელშეწყობით ხორციელდება. P პროექტის პრეზენტაცია 23 მაისს,14 საათზე, ბავშვთა პოლიკლინიკაში შედგება. მისი ღირებულება 197.831 ლარია. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლკლინიკის თანამშრომლები და ბავშვების მშობლები დაესწრებიან. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/extradition-150x150.jpgრუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი, მერაბ ფიფია დღეს საქართველოში გადაიყვანა. ამის შესახებ რუსეთის შსს პრესსამსახური აცხადებს. სამართალდამცავთა ინფორმაციით, ფიფია 3 ჯერ იყო ნასამართლები და 19 წელი ციხეში გაატარა. მერაბ ფიფია 2010 წლის 8 აპრილს მოსკოვში დააკავეს, საქართველოში კი დღეს კიევის გავლით გადმოიყვანეს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/ratom-150x150.jpg მოძრაობამ “რატომ” მერიის პროექტები დღეს თბილისის მერიის შენობის წინ გააპროტესტა. მოძრაობის წევრებმა რიყეზე მინის ხიდის მშენებლობა, ვერეს ხეობასა და გმირთა მოედანზე მიმდინარე მშენებლობები და პროექტზე ”მე მიყვარს თბილისი” გააპროტესტეს. მოძრაობის წევრებსა და მერიის დაცვის თანამშრომლებს შორის დღეს ინციდენტიც მოხდა. მერიის თანამშრომლებმა ”რატომის” მიერ შენობაზე საპროტესტო სტიკერების გაკვრა გააპროტესტეს და ჩამოხიეს. მოძრაობა გიგი უგულავას მოუწოდებს, კანდიდატურა მოხსნას და პროკურატურაში მივიდეს, რათა თბილისის ბიუჯეტს თავისი წინასაარჩევნო კამპანიისთვის იყენებს. ”რატომის” წევრის მერაბ ჭიქაშვილის თქმით, რიყეზე ხიდის მშენებლობა 80 მილიონი ლარი დაჯდა. ჭიქაშვილი ამბობს, რომ, მათ დოკუმენტი მოიპოვეს, რომლის მიხედვითაც, რიყის ტერიტორია, სადაც მინის ხიდი შენდება, შპს ”რიყეს” ეკუთვნის, რომლის მფლობელებიც ფრანგული გვარის პირები არიან. ჭიქაშვილი ამბობს, რომ კომპანიის შესახებ ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტშიც შეეცადნენ, თუმცა, ამ კომპანიას საიტიც კი არ აღმოაჩნდა. იხილეთ epn.ge
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg გია ნოდია 30 მაისის მუნიციპალურ არჩევნებამდე ორი კვირა დარჩა და ამ დროს დისკუსიების მთავარ თემად საქართველოში რელიგიური ექსტრემიზმი იქცა და ამას ნამდვილად აქვს გარკვეული ლოგიკა. აღარავინ იწუხებს თავს შეკითხვით, თუ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, რადგან ცხადია რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” სერიოზული კონკურენტი არ ჰყავს და მისი გამარჯვება საზოგადოების რეალური განწყობის ამსახველი გახდება. საინტერესო კითხვა ერთია – მოხდება თუ არა არჩევნებთან დაკავშირებით რაიმე სახის არეულობა – დიდი ან მცირე მასშტაბის. სხვა რომ არაფერი, ზოგიერთმა რადიკალურმა პოლიტიკურმა ფიგურამ (ძირითადად იმ ბანაკიდან, ვინც სულ უფრო რეგულარულად დადის მოსკოვში და ვინც ე.წ. ”ეროვნულ საბჭოშია” გაერთიანებული) პირობა დადო, რომ ”(ახალ) ბიშკეკს გამართავს”, რაც იმას გულისხმობს რომ გაიმეორებენ ისეთ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს, რომელთა მსგავსიც გასულ თვეს ყირგიზეთის პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის დამხობით დასრულდა. როგორ მოახერხებენ ისინი ამას? ელექტორატის დიდი მასის დარწმუნება იმაში რომ არჩევნები გაყალბდება ძალიან რთულია. მთავრობის წაქეზება ისე, რომ მათ რაიმე სისულელე გააკეთონ თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ხელისუფლებამ წარსული შეცდომებისგან მართლა მიიღო გამოცდილება. მაგალითად ის რომ 6 მაისი წმინდა გიორგის ხსენების დღე რომელსაც საქართველოში ეთაყვანებიან, პოლიციის დღედ გამოაცხადეს და გრანდიოზული აღლუმი ჩაატარეს, უკვე მცირე მასშტაბის სისულელე იყო. რადიკალებმა საპროტესტოდ თავისი მხარდამჭერების მობილიზება სცადეს, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ პატარა შეტაკებებისა და ქვების სროლის პროვოცირება მოახერხეს, ხალხი მასობრივად ქუჩაში არ გამოვიდა. ერთ-ერთმა რადიკალურმა ლიდერმა გოგა ხაინდრავამ ხმამაღლა განაცხადა რომ ”თბილისელებმა ჩაისვარეს” და დემონსტრანტებს დაშლისკენ მოუწოდა. ეკლესიისკენ შემობრუნება როდესაც პოლიტიკა რელიგიას გადაკვეთს, ხალხის ემოციების მობილიზების შანსი უფრო დიდია. ბევრ ქვეყანაში, რომელსაც მოდერნიზაციის სწრაფი ტემპები აქვს და ამას დასავლური კულტურის ინტერვენციაც ემატება, მსგავს პროცესებს ტრადიციების დაცვისა და განსაკუთრებით რელიგიური ტრადიციების დაცვის სახელით უკურეაქცია მოჰყვა. პოლიტიკოსები ყველგან ცდილობენ ეს მისწრაფებები თავის სასარგებლოდ გამოიყენონ, საქართველოში ამ მხრივ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. სააკაშვილის რეჟიმი ამ კონტექსტში თავის მოწყვლადობას გრძნობს და ყველა ძალას მიმართავს, რათა ეკლესიისადმი რომელსაც გულუხვად აფინანსებენ, თავისი ლოიალობა დაადასტუროს. გარდა ამისა, ხელისუფლება თვალს ხუჭავს ისეთი ჯგუფების ექსტრემისტულ ქმედებებზე, რომელთაც ეკლესიასთან კავშირები აქვთ. ასეთია მაგალითად მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, რომელიც ორჯერ გაექცა პასუხისმგებლობას მაშინ, როდესაც ჰელოუინის აღნიშვნის მოსურნე ახალგაზრდები სასტიკად დაარბია. ჰელოუინს მმკ სატანისტურ რიტუალად მიიჩნევს. შედეგად კი ბოლო ორი წლის განმავლობაში რელიგიური ექსტრემიზმი გაძლიერდა. ამის გამო ლიბერალები ხელისუფლებას აკრიტიკებენ, მაგრამ მთავრობამ ცივად განსაჯა – ლიბერალებს წასასვლელი არსად აქვთ, ხოლო ეკლესიასთან უსიამოვნებები სახიფათოა. ჟურნალისტმა და პოლიტიკურმა საქმოსანმა მალხაზ გულაშვილმა (ეს ის კაცია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მალევე შეხვდა) ამ ტენდენციის მეშვეობით პოლიტიკური კაპიტალის მოხვეჭა გადაწყვიტა. ორი თვის წინ მან სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა დააფუძნა. მასში რამდენიმე ცნობილი ადამიანი შედის (სააკაშვილისადმი განსაკუთრებულად მტრულად განწყობილი ადამიანების ჯგუფი), მაგრამ მისი წევრების უმეტესობა და მთავარი მამოძრავებელი ძალა ახალგაზრდები არიან. კავშირის პირველი აქციის საბაბად მანამდე უცნობი ახალგაზრდა მწერლის, ერეკლე დეისაძის წიგნი ”საიდუმლო სირობა” იქცა. წიგნის პრეზენტაცია თბილისში, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში შედგა, ეს უნივერსიტეტი კი პრო-დასავლური, პრო-სამთავრობო ლიბერალების ბუდედ ითვლება. პირველად გულაშვილის კავშირმა უნივერსიტეტის მთავარ შენობასთან გამართა პროტესტი და რექტორის გადადგომა მოითხოვა. მათ კამპუსში ასევე ითხოვეს მართლმადიდებლური ეკლესიის გახსნაც. ტაქტიკური შეცდომა საპროტესტო გამოსვლამ პრატქიკულად შეუმჩნევლად ჩაიარა – სხვა თუ არაფერი ხალხი საპროტესტო გამოსვლებს მუდმივად აწყობს, მაგრამ მოვლენებმა დრამატული სახე მეორე დღეს, 6 მაისს მიიღო, როდესაც სტუდენტებისა და უნივერსიტეტის თანამშრომლების პატარა ჯგუფი ბანერებით ხელში გამოხატვის თავისუფლების დასაცავად გამოვიდა. გულაშვილის აქტივისტები ”ლიბერასტებს” (ასე უწოდებს ოპონენტებს გულაშვილი) თავს დაესხნენ. პოლიცია პროცესებს თვალს ადევნებდა, მაგრამ არ ერეოდა. 7 მაისს ტელეკომპანია ”კავკასიამ” ორივე მხარე პირდაპირ ეთერში დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. გულაშვილის ბანაკმა დიდი ტაქტიკური შეცდომა დაუშვა, ძალით შეიჭრა სტუდიაში და ჟურნალისტებს სცემა, მათ შორის ტლეკომპანიის მთავარ წამყვანს დავით აქუბარდიასაც. თავის დაუსჯელობაში დარწმუნებულები, ისინი არამხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციასაც დაუპირისპირდნენ, არადა „კავკასიაც“ და აქუბრადიაც ოპოზიციის რუპორები არიან. 8 აქტივისტი დააპატიმრეს, ერთი მათგანი მოგვიანებით გაათავისუფლეს. დანარჩენი 7 სასამართლო პროცესს ელოდება. არც ერთ ასე თუ ისე მნიშვნელოვან პოლიტიკოსს მათი გათავისუფლების მოთხოვნით არ უშუამდგომლია. რაც შეეხება გულაშვილს – მან ჯერ გაავრცელა განცხადება, სადაც ამბობდა რომ მის ვაჟს გაუპატიურებით დაემუქრნენ და მერე ცხინვალში გაიქცა, თუმცა დაპატიმრებით არავინ დამუქრებია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მემარჯვენე ექსტრემისტებმა მარცხი განიცადეს, მაგრამ პრობლემა არსად გამქრალა. ისევ აღმოსავლეთ-დასავლეთის დაპირისპირება? როგორია ძალთა ბალანსი საქართველოში ლიბერალ-მოდერნიზატორებსა და იმ ანტი-დასავლელ კონსერვატორებს შორის, რომელთაც მართლმადიდებლური ღირებულებების დაცვა სურთ? აქვს რელიგიურ ექსტრემიზმს სერიოზული არეულობის პროვოცირების რაიმე შანსი? რამდენად შორს აპირებს ხელისუფლება ეკლესიასა და რელიგიურ ლობისთან დათმობებზე წასვლას? მაგალითად, როგორ მოახდენენ ისინი რეაგირებას პატრიარქის მოთხოვნაზე, რომლის თანახმადაც მიღებულ უნდა იქნას საკანონმდებლო ცვლილებები, რათა მორწმუნეები დაცულები იყვნენ მათი რწმენის ნებისმიერი სახით შეურაცხყოფისაგან. ასეთი ცვლილებებით აიკრძალებოდა დეისაძის მსგავსი წიგნების გამოცემა. ყველა არსებულ დემოკრატიულ ქვეყანას გადაუტანია ამ პრობლემასთან დაპირისპირება და პროცესი არასდროს ყოფილა მსუბუქი, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში პრობლემას დამატებითი, გეოპოლიტიკური განზომილებაც ეძლევა. ანტი-დასავლური განწყობა საქართველოში რეალურად პრო-რუსული სიმპათიების სინონიმია, ამიტომ საქართველოში ბევრი ორთოდოქსალური ჯგუფების გააქტიურებას უფრო დიდი ამოცანის, პრო-რუსული პოლიტიკური მოძრაობის შექმნის ნაწილად მიიჩნევს. რუსი კომენტატორი მაქსიმ შევჩენკო, რომელიც ცნობილია თავისი იმპერიალისტური აზროვნებით, დემონსტრატიულად მიემხრო გულაშვილს. მან განაცხადა, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს საქმე და რუსეთს, უკრაინის მართლმადიდებლებსა და მუსლიმებსაც კი, მათ ”ვისთვისაც ქალწული მარიამი და ქრისტე მნიშვნელოვანია ამ საკითხის სერიოზული შესწავლა და საკუთარი აზრის გამოთქმა” მოსთხოვა. ჩვენ უკვე ვიცით, როგორ ”გამოხატავს თავის აზრს” გულაშვილის რაზმი. ამ ყველაფერს ორთოდოქსალურ-მუსლიმური ჯიჰადის სუნი ასდის, ჯიჰადის რომელიც მიმართულია ყველასკენ, ვინც დასავლეთსა და მის ”მარიონეტს” სააკაშვილს მიემხრობა. ორიგინალი ორიგინალი
-
თქვენ უკვე ნახეთ, რომ ნიჭიერის სცენაზე დაუჯერებელი ამბები ხდება! თქვენ უკვე იცით, რომ ნიჭს არ აქვს საზღვარი. თქვენ უკვე დარწმუნდით, რომ ადამიანის შესაძლებლობები შეუზღუდავია! ახლა უკვე თავად გახდით ამ ყველაფრის მონაწილე!!! თუ თქვენ თვლით, რომ გაქვთ ნიჭი, რომლის დემონსტრირებაც შესაძლებელია სცენაზე და რა თქმა უნდა, სურვილი, რომ ყველაზე რეიტინგული შოუს მონაწილე გახდეთ, მაშინ აუცილებლად მოგვწერეთ. იმისათვის, რომ გახდეთ ქასთინგის მონაწილე არსებობს რამოდენიმე გზა: 1.თქვენ შეგიძლიათ მოგვიტანოთ თქვენი განაცხადი ვაჟა ფშაველას 45-ში, სადაც დაგხვდებათ სპეციალური საფოსტო ყუთი ნიჭიერისთვის. 2. ან გამოგვიგზავნეთ თქვენი მონაცემები იმეილზე kastingi@rustavi2.com ან casting@nichieri.ge წერილში მიუთითეთ თქვენი სახელიგვარიასაკისაცხოვრებელი ქალაქი/რაიონიმოკლედ მოგვიყევით თქვენი ნიჭის შესახებსაკონტაქტო ნომერი!( სასურველია, თუ თქვენს პირად ნომერთან ერთად მოუთითებთ თქვენი ოჯახის წევრის ან მეგობრის ნომერსაც, რომ ჩვენ ყველა შემთხვევაში და ადვილად შევძლოთ თქვენთან დაკავშირება.)3. რა თქმა უნდა, აპლიკაციის ფორმა მოქმედებს ჩვენს ბლოგზეც. ნიჭიერს, რომელიც ახლა ჩვენს ბლოგს კითხულობს და აქვს სურვილი “ნიჭიერის” მონაწილე გახდეს , შეუძლია ახლავე და მარტივად შეავსოს აპლიკაცია და დაელოდოს ჩვენს ზარს. აპლიკაციის შესავსებად დაკლიკეთ ამ სურათზე, ან მთელი კასტინგების პერიოდის განმავლობაში აპლიკაციის ბანერი განთავსებული იქნება საიტის მარჯვენა ზედა კუთხეში.http://nichieri.ge/files/2010/05/aplikacia1.jpg გახსოვდეთ, ნიჭიერის კარი ისევ ღიაა აბსოლუტურად ყველა ასაკის და შესაძლებლობის ადამიანისთვის! ენდე შენს ნიჭს! ნიჭიერის მეორე სეზონის ქასთინგი დაიწყო!!! nichieri.ge