planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://s53.radikal.ru/i139/1005/17/469ccdac26af.jpg ეს არის ახალი, ჩემი გაკეთებული ვიდეო, გადაწერეთ და ისიამოვნეთ. გადმოწერა View the full article
-
“ქართული აკადემია” და არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისელებს “ალიანსის საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატის ირაკლი ალსანიას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. “ქართული აკადემიის” წევრებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს თბილისელებს დედაქალაქის საკრებულოს შენობის http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/02/27042009749.jpgმიმდებარე ტერიტორიიდან მიმართეს. “ძვირფასო თბილისელებო, არჩევნებამდე ორი დღით ადრე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მიიღოთ მონაწილეობა 30 მაისის არჩევნებში და სათავე დაუდოთ არსებული პოლიტიკური რეჟიმის შეცვლას, რის გარეშეც საქართველოს მომავალი არ ექნება. ჩვენ, ამ მიმართვის ავტორები კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ თბილისის მერის არჩევნებზე ხმას გამარჯვების ყველაზე რეალური შანსის მქონე ოპოზიციონერ კანდიდატს ირაკლი ალასანიას ვუჭერთ და ამისკენ მოვუწოდებთ თითოეულ თბილისელ ამომრჩეველს. თბილისის მერი – ირაკლი ალასანია, საკრებულო – ოპოზიციური, არც ერთი ხმა “ნაციონალებსა” და მათ კანდიდატებს! მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და შევცვალოთ ანტიეროვნული და ანტიდემოკრატიული რეჟიმი”, – ნათქვამია “ქართული აკადემიის” მიმართვაში, რომელიც დღეს საკრებულოს მოქმედ თავმჯდომარეს ზაალ სამადაშვილსაც გადაეცა. შეგახსენებთ, რომ “ქართულმა აკადემიამ” და 24-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ თბილისის მერის არჩევნებში მხარდაჭერა ირაკლი ალასანიას ადრეც არაერთხელ გამოუცხადა. Share View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/200912113821-300x238.jpgპარტია “ნეიტრალური საქართველოს” ლიდერი, ბიზნესმენ ალექსანდრე ებრალიძესთან დაახლოებული ვალერი კვარაცხელია ერთკვირიანი ვიზიტით რუსეთში მიემგზავრება, სადაც როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე თავად ებრალიძეს შეხვდება. “პირWელი” კვარაცხელიას ინტერვიუს გთავაზობთ, რომელიც ებრალიძის მომავალ გეგმებზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და საქართველოს ხელისუფლების შეცვლისათვის დაგეგმილი აქტივობების შესაძლო ფინანსურ წყაროებზე საუბრობს. - ბატონო ვალერი, ვისთან აპირებთ რუსეთში შეხვედრას და რა იქნება ამ შეხვედრების მთავარი მიზანი? - პირველ რიგში, მინდა, აღვნიშნო, რომ ეს არ იქნება სატელევიზიო შოუ, ამდენად შეხვედრები დახურულია. შევხვდები როგორც სახელისუფლებო, ასევე არასახელისუფლებო პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს. მათთან საუბარი, როგორც ყოველთვის, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებას შეეხება. ჩვენი ხელისუფლება ამ მიმართულებით უუნაროა და პერსპექტივა არ აქვს, ამიტომაც ვინც ამ მიმართულებით აქტიურობს, კარგ საქმეს აკეთებს, თუ, რაღა თქმა უნდა, პირადი კეთილდღეობისთვის არ იყენებს ამას და ქვეყნის ბედი რეალურად ადარდებს. არ შეიძლება რუსეთთან მტრობა, აუცილებელია ურთიერთობების აღდგენა და ამის რესურსები გაგვაჩნია. სხვა შემთხვევაში, ანუ თუ დაპირისპირებას ვეძებთ, მივიღებთ იმას, რაც აქამდე მივიღეთ და ამაში რუსეთი ყველაზე ნაკლებად დაზარალდება, მხოლოდ იმმხრივ, რომ მისთვის საკუთარ საზღვრებთან პარტნიორული და მეზობლური სახელმწიფოს ყოლაა სასურველი, აი, ჩვენ კი ძალიან ბევრი დაგვაკლდება. - რამდენადაც ვიცი, ვიზიტის ფარგლებში ებრალიძესთანაც გეგმავთ შეხვედრას… - დიახ, მოსკოვიდან პეტერბურგში ჩავალ, სადაც სწორედ ბატონ ალექსანდრეს შევხვდები. ჩვენ მოვილაპარაკებთ იმაზე, ვინ შეიძლება, გაერთიანდეს გასულ თვეში შექმნილ “პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა საკოორდინაციო საბჭოში”, ვინ ფიქრობს ქვეყნის გადარჩენაზე და ვინ ცდილობს გარკვეული სკამის და ფინანსური მდგომარეობის შენარჩუნებას, რომელიც დანაშაულებრივი გზით მოიპოვა. ჩვენ ვმუშაობთ და მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ, რათა დავასრულოთ იმ პოლიტიკური ორგანიზაციების მოღვაწეობა, რომლებიც მირაჟით და ინერციით ცხოვრობენ და ასე მიისწრაფვიან ნატო-სკენ. ნატო-ს პოლიტიკა არათუ ჩვენთან, არამედ შტატებშიც კი დამთავრდა და ახლა უბრალოდ დრო გვჭირდება, რომ გონს მოვიდეთ და ეს გავაცნობიეროთ, ხოლო ისინი, ვინც უკვე გამოვფხიზლდით, ვიმუშავებთ იმაზე, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა იმ გეოპოლიტიკური ვითარების ფარგლებში განვახორციელოთ, რომელიც რეალურად გვაქვს. - ხომ არ გქონიათ მოლაპარაკებები საქართველოში მოქმედ ოპოზიციურ პარტიებთან ამ მოძრაობაში გაერთიანების თაობაზე? - არა, კონკრეტულად არავისთან, თუმცა თქვენთვის ცნობილია, რომ აპრილში პეტერბურგში გამართულ ფორუმზე “ეროვნული საბჭოს” ლიდერები კახა კუკავა და კობა დავითაშვილი იყვნენ ჩამოსულები, რომლებიც საბჭოში გაერთიანდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ახალ რეალიებს და საკუთარი პოლიტიკური მიზნების განხორციელების გზებს ეძებენ, ამიტომ მათთან ამის თაობაზე რეალურად შეიძლება საუბარი, თუმცა არიან სხვა პარტიებიც. - ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ იმ პოზიციაში, რომელშიც ისინი იმყოფებიან, რუსეთში სიარულს და კრემლთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს. თქვენი აზრით, რა შედეგის მომტანი შეიძლება, იყოს როგორც თქვენი, ასევე სხვა ოპოზიციონერი ლიდერების მოსკოვური ვოიაჟები იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის მართვის არანაირი სადავე არ გაქვთ? - უკეთესი იქნებოდა, რომ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების რესურსი თავად ხელისუფლებას გააჩნდეს, თუმცა მან მოსკოვთან დიალოგის, დიპლომატიური ურთიურთობების და ზოგადად საუბრის ყველა გზა მოიჭრა, რუსეთის ხელისუფლებას კი რეალურად აქვს საბაბი, უარი თქვას მასთან საუბარზე, თუნდაც იმიტომ, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო და ამას მხოლოდ მე არ ვამბობ, ასე წერია “რუსეთ-საქართველოს ომის მიზეზების დამდგენი საერთაშორისო კომისიის” დასკვნაშიც. რა თქმა უნდა, ოპოზიციურ შეხვედრებს ისეთი ეფექტი ვერ ექნება, როგორიც ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა ველაპარაკოთ და ფარ-ხმალი დავყაროთ. ამის შედეგი ის იქნება, რომ ხალხი გამოფხიზლდება, კონსტრუქციულ და კონსტიტუციურ ფარგლებში გააცილებს სააკაშვილს ხელისუფლებიდან და აირჩევს იმ ძალას, რომელსაც როგორც გარე სამყაროსთან ურთიერთობების დალაგების, ასევე შიდა საკითხების მოგვარების უნარი ექნება. - როგორ შეაფასებთ სხვა ოპოზიციონერი ლიდერების ვიზიტებს მოსკოვში, მათ შორის – ნინო ბურჯანაძის და ზურაბ ნოღაიდელის? თქვენი აზრით, რა მიზანს ემსახურება ვიზიტები ამ კონკრეტული პოლიტიკოსების შემთხვევაში? - ვერ გეტყვით, მათთან პარტნიორული ურთიერთობები არ მქონია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველა შეხვედრა იქნება სასარგებლო. ეს ხალხი მიხვდა, რომ რუსეთთან ამ ვითარებაში ყოფნა საქართველოს ანგრევს. მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები ერთმანეთს მიემატება და შედეგს გამოიღებს – რუსეთი დაინახავს, რომ მას ოკუპანტად არ თვლიან და საქართველოში სხვანაირად მოაზროვნე ადამიანებიც არიან. - რამდენად შესაძლებელია ებრალიძის მიერ შექმნილ საბჭოში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის გაერთიანება? - ვერ გეტყვით… გზა და პოლიტიკური კურსი, რომელიც ალექსანდრე ებრალიძემ და მე ავირჩიეთ, ერთადერთი სწორი მიმართულებაა. თუ ნინო ბურჯანაძე ამ მიმართულებას შემოუერთდება და მაინცდამაინც საპრეზიდენტო ამბიციით არაა შეპყრობილი, ძალიან კარგი, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტულად რაიმეს თქმა არ შემიძლია. - თუ არც ხელისუფლება ვარგა და არც ოპოზიციის დიდი ნაწილი, როგორც თქვენ ამბობთ, ამასთან, არც თქვენი პარტნიორი ებრალიძეა შეპყრობილი საპრეზიდენტო ამბიციით, ვის მოიაზრებთ საქართველოს მომავალ პრეზიდენტად? - იმას, ვინც გამოკვეთილი ლიდერი და ყველა იმ ღირსების მატარებელი იქნება, რომელიც პრეზიდენტობას სჭირდება. მერწმუნეთ, ასეთები არიან ჩვენში! - ისეთ გამოკვეთილ ლიდერად საზოგაოდების და თავად ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ირაკლი ალასანიას მოიაზრებს… - პირადად მე ალასანიას ჯერჯერობით არათუ პრეზიდენტად, პოლიტიკოსადაც კი ვერ მოვიაზრებ. გუშინ მან არაადექვარტური განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ებრალიძეს პოლიტიკოსად ვერ მოიაზრებს. მე გაცილებით დიდ პოლიტიკოსს, ვაჟკაცს და პატრიოტს ვხედავ ებრალიძეში, ვიდრე ალასანიაა. - თუმცა თავად ქართულ საზოგადოებაში ებრალიძის ფიგურა პოპულარობით მაინცდამაინც ვერ სარგებლობს, ყოველ შემთხვევაში – ჯერჯერობით. როგორ ფიქრობთ, რამდენად წარმატებულად იმუშავებს ებრალიძის საბჭო საქართველოში? - არჩევნების შემდეგ ქართული საზოგადოების ცნობიერებაში დიდი და რადიკალური ცვლილება მოხდება: ის შეეჯახება კედელს, რომლის დანგრევა არ შეუძლია. დიახ, ჯერ დიდი გამოხმაურება არ ყოფილა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს მოსახლეობის 40% ქვეყნიდან გასულია, საქართველოში დარჩენილები კი გასულების სარჩენი არიან, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საბჭო დიასპორებთან მუშაობით შედეგს აუცილებლად მიაღწევს. ისე კი, გამოხმაურება სად უნდა ისმოდეს, როცა ტელევიზიები მთლიანად ხელისუფლების ხელშია, მათ შორის – აქუბარდიას “ჯიხურიც”, რომელიც ამერიკიდან იმართება?! საბჭო თუნდაც იმიტომ იმუშავებს, რომ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს. ეს არის ძალა, რომელიც მოვა საქართველოს ხელისუფლებაში და მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებებს, რომ აღარ განმეორდეს ის, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა. - თქვენს პარტიას ებრალიძე აფინანსებს? - დაფინანსებაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. ადამიანმა უნდა დააფინანსოს ის, რაც აქტიურია და ფართომასშტაბიანი, ჩვენთან კი ჯერ დასაფინანსებელი არაფერია. თუ გაჩნდება მოქმედების არეალი და უფრო გავაქტიურდებით, ტყუილად აქვს იმედი ამ ხელისუფლებას, რომ რადგან ებრალიძე რუსეთში ცხოვრობს და რუსული კაპიტალი გააჩნია, ვერ დაგვაფინანსებს. თუ პირდაპირ ვერა, შემოვლითი გზებით მოხდება დაფინანსება იმ მოძრაობის, რომელიც გაჩაღდება. ისე კი, მერწმუნეთ, აქაც მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც გააცნობიერებენ, რომ ეს ერთადერთი ძალაა, რომელიც ხელისუფლებაში მოვა და უშურველად დააფინანსებენ მას. - ებრალიძის მიერ ნოღაიდელის დაფინანსებაზეც ვრცელდებოდა ინფორმაცია. თქვენ თუ გსმენიათ ამის შესახებ? - არ ვიცი, არ მგონია. ნოღაიდელს სხვისი დასაფინანსებელი არაფერი სჭირს, თუმცა თუ იქნება საჭირო, არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბატონი ალექსანდრე. მე უფრო ახლოს ვარ მასთან იდეალებით, ვიდრე ნოღაიდელი, თუმცა დაფინანსებაზე საუბარი ჯერჯერობით არ ყოფილა. ლევან სულაშვილი საინფორმაციო სააგენტო “პირWელი” Share View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/200905292425-150x150.jpg„ქრისტიან-დემოკრატები” საზოგადოებას მოუწოდებენ, „ოცდამეერთე საუკუნის პოლიტიკა აირჩიოს და ხმა არა ლიდერებს, არამედ საარჩევნო პროგრამებს მისცეს”. წინასაარჩევნო განცხადებები გიორგი თარგამაძემ, თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებმა გია ჭანტურიამ და ინგა გრიგოლიამ დღეს გაზეთ “პრაიმ-თაიმის” პრეს-კლუბში გააკეთეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/qdm5.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/200905292425-150x150.jpg„ქრისტიან-დემოკრატები” საზოგადოებას მოუწოდებენ, „ოცდამეერთე საუკუნის პოლიტიკა აირჩიოს და ხმა არა ლიდერებს, არამედ საარჩევნო პროგრამებს მისცეს”. წინასაარჩევნო განცხადებები გიორგი თარგამაძემ, თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებმა გია ჭანტურიამ და ინგა გრიგოლიამ დღეს გაზეთ “პრაიმ-თაიმის” პრეს-კლუბში გააკეთეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/qdm5.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/qartuli-akademia2-150x150.jpg“ქართული აკადემია“ თბილისელებს 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლისა და ირაკლი ალასანიას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/qartuli-akademia3.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/qartuli-akademia2-150x150.jpg“ქართული აკადემია“ თბილისელებს 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლისა და ირაკლი ალასანიას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/qartuli-akademia3.jpg itvს ლინკი
-
Lady_GaGa_Poker_Face View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/NewsImg.aspx2-300x210.jpg“ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერები საარჩევნო აქტივობისკენ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ. მათ საზოგადოებას შეახსენეს, რომ დასაქმებასა და დაბალ ტარიფებთან დაკავშირებით დაპირება რეალურია და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დენის, გაზისა და წყლის ტარიფის შემცირება სექტემბრისთვის იქნება შესაძლებელი. ”ქრისტიან- დემოკრატიული მოძრაობის” ლიდრებმა დღეს საკუთარი წინასაარჩევნო კამპანია შეაჯამეს და განაცხადეს, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში, მოსახლეობის სოციალური პირობები მკვეთრად გაუმჯობესდება. Share View the full article
-
წარმატებული, მაგრამ უიმედოთ მარტოხელა გოგონა – ხელოვნებათმცოდნე ბეტი მიემგზავრება რომში თავისი უმცროსი დის ქორწილში. ტრევის შადრევანში ის ხედავს იშვიათ და ამის გამო ძვირფასს მონეტებს. ბეტი მოიპარავს ამ მონეტებს და ამის შემდეგ გახდება რამოდენიმე მამაკაცის დევნის ობიექტი... რადგან მამაკაცებმა რომლებმაც ჩააგდეს ეს მონეტები შადრევანში, ახლა მასზე შეყვარებულები არიან... View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/10/zviadi.jpg“ეროვნული საბჭოს” თბილისის მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური “ალიანსის საქართველოსთვის” დედაქალაქის მერობის კანდიდატის ირაკლი ალასანიას სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს. როგორც “პირWელს” “კონსერვატიული პარტიის” პრეს-სამსახურში განუცხადეს, ძიძიგური გუშინ გავრცელებულ შესაბამის ინფორმაციას ჭორად მიიჩნევს და კატეგორიულად უარყოფს. ამასთან, ძიძიგურის მიერ კანდიდატურის შესაძლო მოსხნას გამორიცხავს “კონსერვატორი” ბიძინა გუჯაბიძეც. “ძიძიგური ალასანიას სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს, თუმცა თუ ამას ალასანია დააპირებს, “კონსერვატორები” მის გადაწყვეტილებას მხოლოდ მიესალმებიან” – აღნიშნა მან. შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზვიად ძიძიგური თბილისის მერის არჩევნებში ალასანიას სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნას აპირებს, ინტერნეტ-ფორუმებზე მას შემდეგ გავრცელდა, რაც “კონსერვატიული პარტიის” ვაკის მაჟორიტარობის კანიდატმა კახა კუკავამ კანდიდატურა ალიანსის წარმომადგენლის დავით საგანელიძის სასარგებლოდ მოხსნა. აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიებს შორის ჩატარებული შიდა პრაიმერის შედეგად იქნა მიღებული. აღსანიშნავია, რომ კანონით განსაზღვრული ვადების მიხედვით, არჩევნებში მონაწილე სუბიექტები საკუთარ კანდიდატურებს იურიდიულად ვეღარ მოხსნიან. Share View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/04/P1030848.JPGმოძრაობის “დაიცავე სიცოცხლე” წარმომადგენელმა იური ვაზაგაშვილმა დღეს ჟურნალისტებს მისი ვაჟის – ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ანგელა მერკელისგან მიღებული წერილის შინაარსი გააცნო. ვაზაგაშვილის განცხადებით, მერკელი წერს, რომ “გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ყურადღებით აკვირდება საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას, ერთის მხრივ, ეხმარება ქვეყნის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებს, მეორეს მხრივ კი გარკვეული წვლილი შეაქვს პოლიციისა და სისხლის სამართლებრივი დევნის ორგანოებს ამ კუთხით განათლების დონის ამაღლებაში”. “ვაზაგაშვილის საქმე ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ საქართველო-ევროკავშირის დიალოგის საგანია. გერმანია კვლავ სისტემატიურად მიუთითებს საქართველოს მთავრობას, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში დაფიქრდეს, განსაკუთრებით – პოზიციისა და იუსტიციის ორგანოების საქმეთა სფეროში და შეახსენებს იმ ვალდებულებებს, რომელიც საქართველოს ეკისრება” – ნათქვაია, ვაზაგაშვილის განცხადებით, მერკელის წერილში. პირWელი Share View the full article
-
/get_img?NrArticle=1578&NrImage=1 წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ ”ნაციონალურმა მოძრაობამ” 3000-მდე ტაქსისტს კომპანია ”ჯეოსელთან” უშუამდგომლა, რომელმაც მძღოლებს უპრეცედენტოდ შეღავათიანი ტარიფი დაუწესა. მომხმარებელს საგანგებო ფასდაკლებას ბიზნესსექტორი წინასაარჩევნო კამპანიის ძალაში შესვლამდე და მას შემდეგაც აქტიურად სთავაზობს. ”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიაჩნია, რომ ”ჯეოსელის” აქცია ამომრჩევლის მოსყიდვაა. ”ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო კამპანიაში ბიზნესის ირიბად ჩართულობაზე სხვა ფაქტებიც მიუთითებს. სარეკლამო რგოლებში ორი ფერის (წითელი და თეთრი) ხუთიანები მომრავლდა. 15 აპრილს ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში, ”ქრონიკის” 14.00 საათის გამოშვებაში, ”ჯეოსელის” უპრეცედენტო ტარიფის შესახებ რეპორტაჟი გავიდა. ერთწუთიანი სიუჟეტი ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ჯეოსელის” ერთობლივ აქციას მიეძღვნა. მედიისთვის გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ოფიციალური განცხადებები გაკეთდა. ”ქრონიკის” წამყვანმა გადმოსცა: ”დღეიდან სამარშრუტო და კერძო ტაქსის მძღოლები დაბალი სატელეფონო ტარიფებით ისარგებლებენ. ისინი ერთმანეთს წუთში 2 თეთრად დაუკავშირდებიან. მძღოლებს დაბალ ტარიფს კომპანია ”ჯეოსელი” სთავაზობს. მობილური ოპერატორისა და ასოციაცია ”დაცული მოძრაობის” ინიციატივა 2000-მდე აბონენტზე გავრცელდება”. ამ ტექსტს სამი კომენტარი მოჰყვა:”ჯეოსელის” გენერალური დირექტორი ოსმან თურანი: ”დაცულმა მოძრაობამ” გააერთიანა ეს ხალხი, ჩვენ გაგვიჩნდა საშუალება, რომ შეგვეთავაზებინა მათთვის უპრეცედენტო ტარიფი. გარდა ამისა, ჩვენ მათ გადავეცით სიმბოლური საჩუქრები ჯეოსელის ემბლემით”. ოსმან თურანის განცხადებას მოჰყვა ტაქსის მძღოლის კომენტარი: ”მადლობლები ვართ ”ჯეოსელის” და ”ნაციონალური მოძრაობის” და ასევე კმაყოფილები ვართ ამ აქციის”. შემდეგ იყო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის - დავით მესხიშვილის კომენტარი. დავით მესხიშვილი ამჟამად ”დაცული მოძრაობის“ წევრია. ყოფილი მაღალჩინოსანი თავისი კომენტარით აძლიერებს პოზიციას, რომ ”ჯეოსელის” უპრეცედენტო შეთავაზება ”ნაცმოძრაობის” დამსახურებაა: ”ნაცმოძრაობამ” შუამდგომლობით მიმართა ”ჯეოსელს” და ასოციაციის 3000 წევრი - როგორც კერძო, ასევე მარშრუტკის მძღოლები, ისარგებლებენ კორპორაციული მომსახურებით”. რეპორტაჟი 15 აპრილს ნაციონალური არხებიდან მხოლოდ ”იმედზე” გავიდა. ამ დროს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები პრეზიდენტს უკვე დანიშნული ჰქონდა, ანუ ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია ძალაში ოფიციალურად შესული იყო. საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტი: ”არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია ამომრჩევლისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრების და სხვა მატერიალურ ფასეულობათა (მიუხედავად მათი ღირებულებისა) გადაცემა, შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ საქონლის მიწოდება ან გავრცელება; ამომრჩევლისათვის ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირება~. 73-ე მუხლის მე-9 პრიმა მუხლის დამრღვევი საარჩევნო სუბიექტი ცესკომ რეგისტრაციიდან უნდა მოხსნას (ის არჩევნებში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას) თუ დარღვევას სასამართლო დაადასტურებს. ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენლის, ნინა ხატისკაცის შეფასებით, ”ნაციონალური მოძრაობის” ნებისმიერი ფორმით მონაწილეობა ასეთი ტიპის ღონისძიებაში - ეს იქნება უბრალო დაპირება, თუ ნებისმიერი შეღავათის შეთავაზება წინასაარჩევნო პერიოდში, არის მოსყიდვა. მოსყიდვისთვის კი კანდიდატი იხსნება არჩევნებიდან”. ”დაცული მოძრაობის” შესახებ ”იმედზე” კიდევ ერთი რეპორტაჟი 7 მაისს ”ქრონიკის” დასასრულს გავიდა. დავით მესხიშვილი ბრიფინგზე ამჯერად ”ვისოლის” გენერალურ დირექტორთან, ვასილ ხორავასთან და სხვა მძღოლებთან ერთად გამოჩნდა, კიდევ ერთი უპრეცედენტო შეღავათის დაპირებით. ამჯერად ბრიფინგზე ერთი პირობა იქნა დასახელებული - ”კომპანია ”ვისოლის” და ”დაცული მოძრაობის” ერთობლივი ინიციატივით ტაქსებისა და მარშრუტკების მძღოლებისთვის ფასდაკლების ახალი სისტემა ამოქმედდა. იმისათვის, რომ მძღოლებმა ფასდაკლებით ისარგებლონ, 25 მაისამდე რეგისტრაცია ”დაცულ მოძრაობაში” უნდა გაიარონ”. კომპანია ”ვისოლის” გენერალურმა დირექტორმა სიუჟეტში თქვა, რომ ახალ სისტემაში ჩართვის შემდეგ მძღოლები ყოველთვიურად 150-200 ლარს დაზოგავენ. ვასილ ხორავას და მადლიერი მძღოლის _ ნიკოლოზ კაჭკაჭურის ინტერვიუ წამყვანის ტექსტს მოჰყვა: ”ეს არის ძალიან კარგი, მძღოლი გააკეთებს ეკონომიას დაახლოებით დღეში 3-5 ლარის ოდენობით (07.05.2010, ”იმედი”. ”ქრონიკა”, 17 სთ. 44 წთ.). ამ რეპორტაჟში ”ნაციონალური მოძრაობა” არ უხსენებიათ. მთავარი მესიჯი ის იყო, რომ ვისაც შეღავათებით სარგებლობა სურს, 25 მაისამდე უნდა გაერთიანდეს ”დაცულ მოძრაობაში”. ამ ასოციაციამ ხალხის ყურადღება ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში მიიქცია. მაშინ, როდესაც პარლამენტის წინ ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა და რუსთაველის გამზირი ”საკნებით“ იყო გადაკეტილი, 50-მდე ტაქსის მძღოლი ”დაცული მოძრაობის” სახელით პარლამენტის შენობასთან გამოჩნდა და გზის გახსნა მოითხოვა. ინტერნეტტელევიზია- ITV-ის რეპორტაჟის თანახმად, ”ამ აქციაში გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის წევრები და გლდანის ბაზრობის დირექტორი ნიკა რუსიშვილი მონაწილეობდნენ. ”დაცული მოძრაობის” ერთ წევრს წამოსცდა, რომ ის ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელია” (07.06.2009წ.). რუსიშვილი ასოციაციის დამფუძნებელია. კიდევ ერთი დეტალი, ეს რეპორტაჟი 7 ივნისს არის მომზადებული, ასოციაცია კი 18 ივნისს შეიქმნა. ასოციაციის ოფიციალურ ვებ გვერდზე (წწწ.საფედრივინგ.გე) განმარტებულია, რომ ეს არის მძღოლთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია. ვებსაიტის მთავარ გვერდზე ყურადღებას იქცევს ზურა გაჩეჩილაძის - შონზოს (`ნაციონალური მოძრაობის~ დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატი ვაზისუბანში) სარეკლამო ფოტო-სლაიდი -`შონზო” ყვითელი ავტობუსის საჭესთან; კერძო ტაქსის საჭესთან; შონზო საჭით პარკში, ტბაზე და ასე შემდეგ (სულ ცხრა ფოტოსლაიდი). ვებ გვერდზე ასევე განთავსებულია ერთ-ერთი ბრიფინგის ვიდეოჩანაწერი. ”დაცული მოძრაობის” წევრებს ტექდახმარება - 0010 უფასო მომსახურების ბარათს და კორპორატიულ სერვისს სთავაზობს. კადრში ასოციაციის დამფუძნებლის ნიკოლოზ რუსიშვილის გვერდით სწორედ ზურა გაჩეჩილაძე დგას (ამ დროისთვის არჩევნების ჩატარების შესახებ უკვე გამოცხადებულია, თუმცა ოფიციალურად დანიშნული არ არის). ”დაცულ მოძრაობას” ხუთწევრიანი საბჭო მართავს. საბჭოს კიდევ ერთი პოლიტიკოსი დამფუძნებელი ჰყავს - პარტია `მომავალი საქართველოს~ თავმჯდომარე გიორგი ლაღიძე. გიორგი ლაღიძეც თბილისის მერობის კანდიდატია. მან გაზეთ ”ბათუმელებთან” განაცხადა, რომ ფორმალურად რჩება ამ ასოციაციაში. `ბათუმელების” კითხვაზე _ რა საერთო აქვს ამ ასოციაციას `ნაცმოძრაობასთან~, ლაღიძე გვირჩევს, რომ ეს საკითხი დამფუძნებელთან, ნიკოლოზ რუსიშვილთან გავარკვიოთ. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით `ბათუმელებმა“ კითხვები ნიკოლოზ რუსიშვილს ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა. პასუხებიც იმავე ფორმით მივიღეთ. რუსიშვილი ადასტურებს, რომ ორგანიზაციის წევრები შეღავათებით უკვე სარგებლობენ: ”უფასო იურიდიული კონსულტაცია, უფასო საადვოკატო მომსახურება, 24-საათიანი ცხელი ხაზი, კორპორაციული სატელეფონო მომსახურება, შიდა 2-თეთრიანი ტარიფით. ნებისმიერი სახის საწვავზე უპრეცედენტო დისკაუნთი ”ვისოლის ქსელში” (ანუ ნაციონალური მოძრაობის დახმარებით ჯეოსელის მიერ დაწესებული ”უპრეცედენტო ტარიფი” უკვე ძალაშია). დამფუძნებელი გვწერს, რომ მოძრაობას საწევრო შესატანიდან არც ერთი თეთრი არ აქვს მიღებული. კითხვაზე, რა გზით ახერხებს ორგანიზაცია მისთვის საჭირო ფინანსური სახსრების მოძებნას? - გვპასუხობს: ”არანაირ რესურსებს და სახსრებს ჩვენ არ ვეძიებთ. არსებობს ბიზნესისთვის კორპორაციული მომსახურების ხელსაყრელი პირობები”. ასოციაციის ხელმძღვანელი ”ბათუმელებთან” იმასაც ადასტურებს, რომ ასოციაციის წევრთა რაოდენობა 7 მაისის შემდეგ (მოწოდება - თუ გსურთ შეღავათებით სარგებლობა, 25 მაისამდე გაერთიანდით ”დაცულ მოძრაობაში”) ყოველდღიურად იზრდება. ”მათ შორის 7 მაისის შემდეგაც და ეს რიცხვი შეადგენს 3000 წევრზე მეტს”. დამფუძნებელს ასოციაციის სხვა წევრების საკონტაქტო ინფორმაციაც ვთხოვეთ (მათთან გასაუბრების მიზნით), მაგრამ უარი მივიღეთ. ორი კვირის განმავლობაში დავით მესხიშვილთანაც ვცდილობდით დაკავშირებას (მობილურის ნომერი მის გარემოცვასთან დავადგინეთ), მაგრამ ვერ მოვახერხეთ, რადგან ტელეფონი გამორთული იყო. ბიზნესი და ხუთიანის შეფარული რეკლამა წინასაარჩევნო პერიოდში კერძო კომპანიების საეთერო რეკლამებში `ნაციონალური მოძრაობის” შეფარული რეკლამის ფაქტები მომრავლდა. მაგალითად, ჯეოსელის სახე - დუტა 8 ციფრს შორის 5-ს ირჩევს: ”ლაი-ლაის ახალი ტარიფი - 5 თეთრია” და რეკლამაში ისმის ფრაზა: ”ეს თქვენი არჩევანია”. ციფრი ხუთი წითელ და თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი; ბათუმში ხუთვარსკვლავიანი ალკოჰოლური ”სასმელის” – ”ივერიონის” პლაკატებს, ძირითადად, იქ შეხვდებით, სადაც საარჩევნო სუბიექტების პლაკატებია გამოკრული (ივერიონი - 5 ლარად). მას შემდეგ, რაც ბათუმში ”ნაცმოძრაობის პარტიული და მაჟორიტარული სიების პრეზენტაცია გაიმართა და ცნობილი გახდა სლოგანი - ”ახალი მშენებლობები და საწარმოები ახალი სამუშაო ადგილებისთვის”, ქალაქში უკლებლივ ყველა მშენაბარე ობიექტის სარეკლამო ბილბორდზე გაჩნდა წარწერა: ”დასაქმებულია 250 ბათუმელი”; ”დასაქმებულია 70 ბათუმელი” - ეს წარწერა იმ მშენებარე სახლის ბილბორდზე წერია, რომელსაც ”ანაგი” აშენებს. არის შემთხვევებიც, როცა მსგავსი შინაარსის ბილბორდი ან მერიის დამზადებულია ან `ნაციონალური მოძრაობის~. ახლახან ნაციონალურ ტელეარხებზე გამოჩნდა ლუდის რეკლამა: `საქართველოში ბევრი ლუდი დაილია და დასალევი კიდევ ბევრია”. ამ ფონზე, უკვე მეორე დღეა, ნაციონალურ სატელევიზიო არხებზე პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის ვიდეორგოლიც ტრიალებს. გილაური რიგით მოქალაქეებს და განსაკუთრებით ჩინოვნიკებს აფრთხილებს: ”არჩევნებში მონაწილე კანდიდატებზე ზეწოლა კანდიდატურის მოხსნის მიზნით; ამომრჩევლის ხმის ნაცვლად გასამრჯელოს დაპირება; ამომრჩევლის მოტყუება, თითქოს ხმის მიცემის ფარულობა არ იქნება დაცული და გადამოწმდება, ვინ ვის მისცა ხმა; ხელმძღვანელების მიერ თანამშრომლებზე მუქარა ან ზეწოლა რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ; ამომრჩევლების ხმების სანაცვლოდ მათი ახლობლების საპატიმროებიდან გამოშვების დაპირება და არჩევნების შედეგების, საარჩევნო დოკუმენტების რაიმე ფორმით გაყალბება ან საარჩევნო პროცესის ჩაშლა, ისჯება კანონით”. პრემიერ გილაურის მიმართვა ტელეეთერში 29 მაისამდე გავა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნინო ლომჯარია: ”ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ეწინააღმდეგება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პრინციპს და ამას ანგარიშებშიც ავსახავთ. საერთაშორისო ორგანიზაციები დიდი ხანია იძლევიან რეკომენდაციას, გაიმიჯნოს პარტიული და ადმინისტრაციული საქმიანობა ერთმანეთისგან. საარჩევნო კოდექსი ამას არ არეგულირებს, თუმცა ქართული კანონი სხვას ამბობს, საერთაშორისო სტანდარტი კი - სხვას”. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
განთქმული ტელესერიალ The x Files -ის მიხედვით . უამრავი თავგადასავლრბი და ეროტიკული სცენები 18 წლამდე ასაკისთვის არ არის რეკომენდირებული View the full article
-
javascript/scribite_editors/xinha/plugins/ExtendedFileManager/demo_images/abano/.resized_200x150_abano.jpgjavascript/scribite_editors/xinha/plugins/ExtendedFileManager/demo_images/abano/.resized_200x150_abano_3.jpg 2005 წლის 27 ივნისს აბანოთუბანში „წვიმის მუსიკოსების“ სახელით ცნობილმა შემსრულებლებმა და მწერლებმა დავით მაღრაძემ, დათო ტურაშვილმა, ბასა ჯანიკაშვილმა, სერგი გვარჯალაძემ, არჩილ გულედანმა და სხვებმა კონცერტი გამართეს. საღამოს მიზანი იმ ადამიანების თავმოყრა იყო, რომელთაც სურთ, ქალაქის მერი თავად აირჩიონ. javascript/scribite_editors/xinha/plugins/ExtendedFileManager/demo_images/abano/.resized_200x150_abano_2.jpgაი რას ამბობდა იმ საღამოს ერთერთი ინიციატორი დავით მაღრაძე: „არსებობს ხალხი, ვისაც სურს, აირჩიოს საკუთარი ქალაქის მერი, ჩვენ კი საკრებულოს არჩევნებზე გვიშვებენ. ჩვენი იარაღი არის სიტყვა. თუ ხელისუფლებას აქვს სმენის და გაგონების უნარი, ამას მიხვდება, თუ ბავშვივით ჯიბრში ჩაგვიდგება, ეს მათთვის ძალიან დიდი პრობლემა იქნება. ხელისუფლება უნდა შეეგუოს, იარსებოს ქართული საზოგადოების არსებობს ფონზე. ამ საზოგადოებას კი მერის არჩევა თავად სურს“. ამ დღეს, 27 ივნისს რესპუბლიკური პარტიის მე-11 ყრილობა გაიმართა. ყრილობიდან რესპუბლიკელები პირდაპირ აბანოთუბანში გაემართნენ. მათ ხელმძღვანელობდა ახლად არჩეული თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელმაც რესპუბლიკელთა სახელით მხარი დაუჭირა საზოგადოების ინიციატივას. მერის პირდაპირი არჩევნების საკითხის გადაწვეტას ხუთი წელი დასჭირდა. აბანოთუბანი ის ადგილია, სადაც ეს საკითხი საზოგადოებამ ფართოდ გაახმაურა. View the full article
-
javascript/scribite_editors/xinha/plugins/ExtendedFileManager/demo_images/Alliance/.resized_160x113_Copy_of_5_new.jpgირაკლი ალასანია და „ალიანსი საქართველოსთვის“ დღეს, 27 მაისს, 18:00 საათზე გეპატიჟებათ წინასაარჩევნო შეხვედრაზე აბანოთუბანში. დღეს ალიანსი საკუთარ ამომრჩევლებს და მხარდამჭერებს ძალზე საინტერესო გრანდიოზულ ღონისძიებაზე იწვევს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ აქამდე ორგანიზებული ღონისძიებებისგან აბსოლუტურად განსხვავებული იქნება. „ამ ღონისძიებაზე შეიკრიბება ალიანსის ყველა ლიდერი და საზოგადოებისთვის ბევრი ცნობილი სახე. გადამწყვეტ სიტყვას სწორედ დღეს ვეტყვით საზოგადოებას“, - აცხადებენ ალიანსში. ღონისძიება 18:00 საათზე აბანოთუბანში გაიმართება. View the full article