planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
epn.ge - კერვალიშვილმა ინსბრუკის დელეგაცია მიიღო
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
-
http://www.arenabola.com/data/2_7438_Dirk_Kuyt.jpg ლივერპულის მე–18 ნომერმა და ჰოლანდიის ნაკრების ერთ–ერთმა გამორრჩეულმა ფიგურამ, დირკ კუიტმა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, თავისი ქვეყნის შანსებზე ისაუბრა… “საუცხოო გრძნობაა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე გიწევს თამაში. და შენი ქვეყანა მაქსიმალურად გიდგას მხარში. ყველგან ნარინჯისფერი ფიგურირებს.” “კარგად მახსოვს 1988 წლის ჰოლანდიის ნაკრები და ევროპის ჩემპიონატი, სადაც ჩვენმა ქვეყანამ დამსახურებულად მოიპოვა გამარჯვება. მაშინ მხოლოდ 8 წლის ვიყავი. ჰოლანდიაში დიდი თუ პატარა, ყველა ზეიმობდა მათ გამარჯვებას და ყველგან ნარინჯისფერი უცვლელი ფერი იყო.” “მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ჩემი ოცნება იყო და ახლა ვხვდები რომ ოცნება მიხდება.” “ყველას სურს, ითამაშოს მსოფლიო ჩემპიონატზე. ვან პერსის გვერდით თამაში კი უდიდესი სიამოვნებაა.” “რთულია ვთქვა, რომ ჩვენ მოვიგებთ დამდეგ მუნდიალს. პირადად ჩემთვის ესპანეთი, ინგლისი და ბრაზილია არიან ჩემპიონატის ფავორიტები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ისეთი ნაკრებები, როგორებიც არგენტინა, გერმანია და იტალია არიან.” ჰოლანდია ნელ–ნელა ცდილობს დაიბრუნოს სიძლიერე და ეს დასაფასებელია. წელს ჩვენ გვაქვს შანსი, მაგრამ მოვა დრო, როცა ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები ნებისმიერი ქვეყნის გუნდს უპრობლემოდ დაამარცხებს…” წყარო: Liverpoolfc.Tv View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/times2.gif ბარნი ტომპსონი ქალაქ გორის (სტალინის დაბადების ადგილი) ჩრდილოეთით, მტვრიანი გზის ბოლოს განთავსებული ქვიშის ტომრები და საქართველოს დროშა სამხრეთ ოსეთთან საზღვარს აღნიშნავს. 100 მეტრში მოქუფრული ცის ფონზე კიდევ ერთი, რუსული დროშა ფრიალებს. უზარმაზარი, ფორმაში გამოწყობილი მილიციელის თქმით, მხარეები ერთმანეთს არ ეკონტაქტებიან, მაგრამ წელიწადზე მეტია, რაც აღარავინ ისვრის. მიუხედავად ამისა, მის ზურგს უკან მთებში 4 000–ზე მეტი ჯარისკაცი და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის 1 000 მესაზღვრეა დგას, ტანკებით, ჯავშანმანქანებითა და ვერტმფრენებით. დასავლეთით აფხაზეთში კიდევ ერთი, დაახლოებით მსგავსი რაოდენობის დაჯგუფებაა. დღეს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს და აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ის გადარჩენისთვის დაუნდობელ და სასტიკ მტერს ებრძვის. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაკარგვით (ეს უკანასკნელი ქვეყანამ 2008 წლის აგვისტოს ხანმოკლე, მაგრამ კატასტროფული ომის შედეგად დაკარგა) საქართველოს, ტერიტორიის 20% აღარ ეკუთვნის. კრემლი ამ რეგიონებს „ავტონომიურ რესპუბლიკებს“ უწოდებს, ქართველი პოლიტიკოსები კი უპირატესობას ანიჭებენ ტერმინს „ოკუპირებული ტერიტორიები“. „თუკი ქართულ მიწაზე სხვა ქვეყნის არმია დგას, რა შეიძლება ამას უწოდო თუ არა ოკუპაცია?“, – კითხულობს საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ომების შემდეგ საქართველოს 22 000 დევნილისთვის თავშესაფრის ძიება მოუწია. ზოგიერთები ახლა პატარა სახლებში ცხოვრობენ, რომელთა გრძელი რიგი თბილისი–გორის გზის გასწვრივაა გაშენებული. რა თქმა უნდა, ეს კარვებს ჯობია, მაგრამ ვერანაირად ვერ შეედრება იმ სახლებს, საიდანაც ისინი გამოყარეს. „რუსეთისთვის, საქართველო დაუმთავრებელი საქმეა“, – განუცხადა The Times–ს საქართველოს დაზვერვის მაღალჩინოსანმა. აფხაზეთსა და სამხრეთში სამხედრო ყოფნის გარდა, მან ახსენა „ძალიან აქტიური სადაზვერვო საქმიანობა“, ინვესტორების დაშინება, პრორუსული პოლიტიკოსების მხარდაჭერა და კიბერთავდასხმების მუდმივი საფრთხე. 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს, ჰაკერებმა რამდენიმე დღით საქართველოს საბანკო სისტემის პარალიზება შეძლეს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრემლმა შეიძლება ეთნიკურ დაპირისპირებათა პროვოცირება მოახდინოს, შექმნას სამხრეთ ოსეთის ტიპის ახალი კონფლიქტები. საქართველოში ბევრი სომეხი, აზერბაიჯანელი და სხვა ეთნიკური წარმომავლობის ჯგუფი, მათ შორის რუსებიც ცხოვრობენ. „ჩვენ გადარჩენისთვის ვიბრძვით“, – მიაჩნია დაზვერვის წარმომადგენელს. სწორედ ამიტომ მიისწრაფვის საქართველო ნატოში. მთავრობა დასავლეთის დახმარებით მისი შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას ახდენს და ალიანსის ჯარის დასახმარებლად ავღანეთში 900 სამხედროს აგზავნის. თბილისში სამთავრობო დაწესებულებებზე დემონსტრაციულად არამხოლოდ ქართული, არამედ ევროკავშირის დროშებიც ფრიალებს, რაც ამ კლუბში გაწევრიანებაზე ქვეყნის ურყევი გადაწყვეტილების შესახებ მიუთითებს. თუმცა საქართველოს მოთმინება მართებს. ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნატოს ქვეყნები ამ ფეთქებადსაშიშ რეგიონში რუსეთთან კონფლიქტს გარისკავენ. ბევრ პოლიტიკოსს ობამას ადმინისტრაციის მცდელობებიც აშფოთებს მოსკოვთან ურთიერთობებში „ხელი დააჭიროს გადატვირთვის ღილაკს“. „აშშ–ს რუსეთთან ურთიერთქმედების პოლიტიკა აქვს, რომლის საწინააღმდეგოც ჩვენ არაფერი გვაქვს, თუკი ის პოზიტიურ გარდაქმნებს მოასწავებს“, – ამტკიცებს ქალბატონი ტყეშელაშვილი. თუმცა, მთავრობას რუსეთის პროტესტის მიუხედავად, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი საქართველო ნატოში შეიყვანოს. „ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს რუსეთი დღემდე „ახლო საზღვარგარეთს“ უწოდებს, გულისხმობს რა, რომ წარსულში ისინი მის ნაწილს წარმოადგენდნენ და მომავალშიც ასე იქნება, – ამბობს პარლამენტის სპიკერი დავით ბაქრაძე. „ჩვენ მზად ვართ ყველა საკითხზე ვითანამშრომლოთ, მაგრამ გაგვაჩნია წითელი ხაზები: ჩვენ და არა კრემლი წყვეტს ვინ იქნება ჩვენი პრეზიდენტი, და ჩვენ და არა კრემლი წყვეტს შევალთ თუ არა ნატოში“. ამ ეტაპზე კი მთავრობას მიაჩნია, რომ ქვეყნის თავდაცვის განმტკიცების საუკეთესო საშუალება – დემოკრატიის და ეკონომიკის განვითარებაა. პოლიტიკოსები სიამაყით მიუთითებენ ქვეყნის მოდერნიზაციისა და კორუფციის აღმოფხვრის საქმეში მიღწეულ წარმატებებზე, რომლებიც 2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ შდეგად ხელისუფლებაში მოსული მიხეილ სააკაშვილის წყალობით მოხდა. უცხოელი ექსპერტები მათ არ ეთანხმებიან. Transparency International–ის ყოველწლიურ ინდექსში 179 ქვეყნიდან საქართველოს 67–ე ადგილი უკავია, იმავდროულად, მხოლოდ რამდენიმე წლის წინ მას გაცილებით დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა. ქვეყნისთვის დღემდე დიდ პრობლემად რჩება უმუშევრობა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად ის 15 %–ს შეადგენს, თუმცა რეალურად ეს ციფრი, როგორც ჩანს უფრო მაღალია, ხოლო საგარეო ინვესტიციების დონე ძველებურად დაბალი. როგორც არ უნდა აკრიტიკებდნენ სააკაშვილს ძალაუფლების სიყვარულის, თავშეუკავებლობისა და მეგობრებისა და მოკავშირეების მიმართ ფავორიტიზმისთვის, რუსეთთან მისი პოზიციის გამო არავინ დაობს. „რაც უფრო მეტად უთმობ რუსეთს, მით მეტი უნდა“, – განუცხადა პრეზიდენტმა ამ კვირაში ჟურნალისტებს. „ერთი მაგალითი მაინც მიჩვენეთ იმის, რომ რუსეთთან მორჩილებას ვინმესთვის სარგებელი მოეტანა“. „თუკი ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის იდეაზე უარს ვიტყვით, როგორც სახელმწიფო ძალიან დავზარალდებით“, – ამბობს ბატონი ბაქრაძე, „ჩვენ (ამ კვირაში) საავიაციო მიმოსვლა აღვადგინეთ, ჩვენს შორის დიპლომატიური ურთიერთობებიც შეიძლება არსებობდეს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში არაფერი შეიცვლება, თუკი რუსეთი საქართველოს ნორმალურ მეზობლად აღქმას არ დაიწყებს“. ორიგინალი ორიგინალი
-
საიტის მთავარი ჰორიზონტალური მენიუს „არჩევნები 2010“ ბლოკში განთავსდა სხვადასხვა საჩივრის შედგენის ფორმა და ინსტრუქცია: საჩივარი პროცედურულ დარღვევაზე პროცედურულ დარღვევაზე საჩივრის შედგენის ინსტრუქცია საჩივარი შემაჯამებელ ოქმზე შემაჯამებელ ოქმზე საჩივრის შედგენის ინსტრუქცია აქ შეგიძლიათ გაეცნოთ და გადმოიწეროთ სხვადასხვა საჩივრის შედგენის ფორმა და ინსტრუქცია. View the full article
-
"ბირმინგემმა" ოფიციალურად დაადასტურა "ვალენსიას" სერბი თავდამსხმელის ნიკოლა ჟიგიჩის შეძენა. იხილეთ fanebi.com
-
30 მაისს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, გაიმართება ევროპის 2011 წლის შესარჩევი ციკლის შეხვედრა საქართველოსა და შვეიცარიის 21 წლამდელთა ნაკრებებს შორის. შეხვედრა 19.00 საათზე დაიწყება და მატჩზე დასწრება თავისუფალი იქნება. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ოთარ გაბელიას განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელები არიან. იხილეთ fanebi.com
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/aglumi4-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა დამოკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გუშინ ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის საზოგადოებისთვის ცნობილ სახეები სხვადსხვა რანგის ორდენებით დააჯილდოვა. ამ ფაქტს ოპოზიციის ნაწილი კრიტიკულად აფასებს. მათი აზრით ქვეყნის პირველ პირს კულტურის სფეროს წარმოადგენელბის პარალელურად როლანდ ახალია და სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები არ უნდა დაეჯილდოვებინა. ნახეთ–ანა ჭეიშვილის სიუჟეტი. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/jildoebi.jpg itvს ლინკი
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/prezidenti-riye-4_big-300x205.jpgპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს განმუხურსა და ანაკლიაში იმყოფებოდა . პრეზიდენტიმა ახლად აშენებული ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდი გახსნა. ხიდზე პრეზიდენტმა პირველმა გაიარა. იგი ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა. მანამდე კი, პრეზიდენტი სააკაშვილი ანაკლიაში იმყოფებოდა, სადაც პატრიოტთა ბანაკი გახსნა. პატრიოტთა ბანაკი 300 ბავშვზეა გათვლილი. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. IPN Share View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/shalva-150x150.jpg“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი თბილისელებს მოუწოდებს არჩევნებში გიგი უგულავას მხარი არ დაუჭირონ. “სააკაშვილის კრიმინალური ტყუპისცალი “_ ასეთი შეფასება მისცა დღეს ნათელაშვილმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე გიგი უგულავას. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/leiboristebi5.jpg itvს ლინკი
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/leiboristebis_yriloba__3__382527215-1-300x195.jpg“ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე თბილისელებს მოუწოდებს , თვითმმართველობის არჩევნებში გიგი უგულავას მხარი არ დაუჭირონ. როგორც შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მწუხარებას გამოთქვამს, რომ “ლეიბორისტული პარტიის” მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს ოპოზიციური ძალები არ შეუერთდნენ; საზოგადოებას კი, წინასაარჩევნოდ საბოლოო თხოვნით მიმართავს, რომ არავითარ შემთხვევაში მერად გიგი უგულავა არ აირჩიონ. ”გიგი უგულავა სააკაშვილის კრიმინალური ტყუპისცალი და მასზე უარესი არამზადაა, რომლის კისერზეც უამრავი სამარცხვინო დანაშაულია; მაგალითად – ქვეყნის ბიუჯეტიდან მილიონების გაფლანგვა, მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევები, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა და ა.შ”,-აღნიშნა ნათელაშვილმა. როგორც “ლეიბორისტების” ლიდერები აცხადებს, “ყოველივე ეს კარგად არის ცნობილი არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური ძალებისთვისაც, თუმცა გასაკვირია, რომ ყველა მათგანი მაინც პირში წყალს იგუბებს”. Share View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili-misha05-150x130.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ენგურზე ახლად აშენებული ხიდი გახსნა. 360 მეტრიანი ხიდი განმუხურსა და ანაკლიას აკავშირებს და უახლოესი ტექნოლოგიებით აშენდა. პრეზიდენრი ასევე, ანაკლიის პატრიოტთა ბანაკს ეწვია და ბავშვებთან ერთად ფრენბურთი ითამაშა. იხილეთ epn.ge
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/article-1085468-0275f953000005dc-933468x450_big.jpgსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 6 ივნისს ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთს ეწვევა . ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის შეხვდება. მიხეილ სააკაშვილის საფრანგეთში ვიზიტი 8 ივნისამდე გაგრძელდება. საფრანგეთამდე კი, მიხეილ სააკაშვილი რუმინეთს ეწვევა. Share View the full article
-
კატალონიის "ბარსელონამ" ისევ გამოხატა ინტერესი "ლივერპულის" არგენტინელი ნახევარმცველის, ხავიერ მასკერანოს მიმართ, ამის შესახებ El Mundo Deportivo იტყობინება. იხილეთ fanebi.com
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/jimart-150x150.jpgახალი ქართული ბრენდის „ჯი.მარტის“ რიგით მეორე სუპერმარკეტი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. „ჯი.მარტი“ ქართული კაპიტალით შექმნილი ქსელია, რომელშიც 400–ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. დეტალები ნახეთ მაია არაბიძისა და ივანე აბრამიშვილის სიუჟეტში. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/jmarti.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/media-centri-150x150.jpgარჩევნების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენელთა ვარაუდით, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების შენაერთებში ყაზარმულ მდგომარეობაში მყოფი პირების ხმების საშუალებით შესაძლოა სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლის სასარგებლოდ გაყალბება მოხდეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/archevnebiiii.jpg itvს ლინკი
-
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კიდევ 6 თვით აკრძალა წყლის სიღმეში ოფშორული ბურღვა. 20 აპრილიდან მოყოლებული მექსიკის ყურეში ათასობით ბარელი ნავთობი ჩაიღვარა. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა თეთრი სახლის „კრიტიკულ დამოკიდებულებას“ მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრასთან დაკავშირებით. აკრძალვა მანამდე გაგრძელდება, სანამ კომისია სრულად არ გამოიძიებს ნავთობის ჩაღვრის შეჩერების ახლანდელ მდგომარეობას. კომპანია BP ცდილობს აღკვეთოს მექსიკის ყურეში ნავთობის ჟონვა, რომელიც 20 აპრილს გაზის გადამყვანი აღჭურვილობის აფეთქებას მოჰყვა. ნავთობის ჩაღვრის პროცესის შესაჩერებლად, რომელიც ამჟამადაც მიმდინერეობს, ამერიკის შეერთებული შტატები კომპანიას ე.წ. თოფ ქილ (Top kill) პროცედურის ჩატარებას სთავაზობს. ნავთობის დენის შეჩერების BP-ს წინა მცდელობა, წარუმატებლად დამთავრდა. კომპანიისგან მკაცრად მოითხოვენ, რომ ამჯერად ოპერცია წარმატებით განახორციელოს. დაღვრილ ნავთობთან დაკავშირებით ანგარიში ჯერ არ გამოქვეყნებულა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტმანეტის ანგარიშში საუბარია იმის შესახებ, თუ რა დასკვნების გამოტანა შეიძლება ამ გაკვეთილიდან. პარასკევს ბარაკ ობამა მეორედ ეწვევა მექსიკის ყურეს. BP-ს წარმომადგენელმა BBC–ს განუცხადა, რომ მათი აზრით, ნავთობის გახეთქილი ჭაბურღილიდან ტალახი მოჟონავდა და არა ნავთობი, თუმცა, შესაბამისი სინჯების აღების შეუძლებლობის გამო, ტალახოვანი მასის შემადგენლობის სიზუსტეში ისინი დარწმუნებულები არ არიან. 20 აპრილიდან, როდესაც გაჟონვა დაიწყო, მექსიკის ყურეში ათასობით ბარელი ნავთობი ჩაიღვარა. კალიფორნიაში ყოფნის დროს პრეზიდეტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მთელ თავის რესურსს გამოიყენებდა ნავთობის ზღვაში ჩადინების შესაწყვეტად. ამ შემთხვევამ მექსიკის ყურეში 11 მუშის სიკვდილი და შვიდი მილიონი გალონი (26,5 მილიონი ლიტრი) ნავთობის ჩაღვრა გამოიწვია. ასევე საფრთხეშია ვარხვები – ფრინველები, რომლებიც საკვების მოსაპოვებლად ზღვაში ღრმად შედიან და ყვინთავენ. თუ მათი ფრთები ნავთობით ერთმანეთს მიეწება, შეიძლება ჩაიძირონ. ვარხვები გადაშენების საფრთხის წინაშე მდგარი სახეობიდან ექვსი თვის წინ ამოიღეს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
:Dan Balan - Chica Bomb ვიდეო კლიპი View the full article
-
პოლიტიკური კარიკატურები View the full article
-
გერმანული "ჰამბურგის" ახალი მთავარი მწვრთნელი "ვოლფსბურგის" ყოფილი დამრიგებელი, 49 წლის არმინ ფეხი გახდა, ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება. იხილეთ fanebi.com