planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/ekonomikuri-150x150.jpgარჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიათა წინასაარჩევნო პროგრამების პრეზენტაცია დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ დაასულა. ნახეთ ოთხდღიანი მარათონის შეჯამება დავით გოჩიაშვილისა და გიორგი დვალის სიუჟეტში. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/ekonomikuri_programa.jpg itvს ლინკი
-
bmw_E46 მომსახურება და რემონტი View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/30532_127728630587649_120200671340445_276169_5613140_n-1.jpg“ალიანსი საქართველოსთვის” საბურთალოს მაჟორიტარმა კანდიდატმა თინა ხიდაშელმა, დღეს თბილისის მერიასთან შემაჯამებელი აქცია გამართა. აქციაზე ხიდაშელმა სიმბოლურად რამდენიმე წერილი წარმოადგინა, რომელიც თბილისელების წუხილსა და პრობლემებს ასახავს. “ჩვენ დღეს აქ მოვიტანეთ ეს წერილები როგორც სიმბოლური ჟესტი იმის რომ დღევანდელ ხელისუფლებას გავატანოთ ეს პრობლემები, დავუტოვოთ ყველა ის წუხილი რომელიც ბოლო ექვსი წლის მანძილზე დაგროვდა და 31 მაისიდან ერთად დავიწყოთ პრობლემების მოგვარება. თბილისელებზე ზრუნვა, სიღარიბის წინაალმდეგ ბრძოლა, უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლა და რაც ყველაზე მთავარია უყურადღებობის წინააღმდეგ ბრძოლა”, – განაცხადა ხიდაშელმა. Share View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/n109575102397802_3562-300x219.jpg“ალიანსი საქართველოსთვის” ირაკლი ალასანიას საგანგებო მიმართვას ავრცელებს, რომელსაც “ჯეოტოპნიუსი” უცვლელად გთავაზობთ. ძვირფასო თბილისელებო, სულ რამდენიმე დღე დარჩა სააბოლო არჩევანის გაკეთებამდე. 30 მაისს გადაწყდება ყველაფერი – ჩვენ ან ერთად გავიმარჯვებთ და მივაღწევთ ცვლილებებს, ან სათითაოდ მოგვიწევს კიდევ რამდენიმე წელიწადი უსამართლობის მოთმენა. მე ბევრი რამის მადლობელი ვარ ცხოვრებაში: ჩემი ოჯახის, იმ შესაძლებლობების, რაც მომეცა. მე ქონდა პატივი მემსახურა ჩემი ქვეყნის ინტერესებისათვის აფხაზეთში როგორც ჯარისკაცს, როგორც დიპლომატს აგვისტოს ომის დროს. დღეს მე მინდა გემსახუროთ თქვენ – თბილისელებს! დრო არ ითმენს. დღეს ვხედავთ შეუსრულებელ დაპირებებს, ხელმიუწვდომელ ჯანდაცვას, სიღარიბეს და უმუშევრობას. დღეს ძალადობამ, შიშმა და ომმა მოქალაქე დაუცველი გახადა. ჩვენ ერთად შევცვლით ამ უსამართლობას და თბილისელებს დავუბრუნებთ მთავარს – ღირსებას! მოგმართვთ მამებისა და შვილების თაობას, დევნილებს, ყველა ეროვნების თბილისელს და განსაკუთრებით იმათ ვინც პირველად მიდის არჩევნებზე. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ისეთი თბილისი, როგორიც ახსოვთ ჩვენს მამებს და უნდათ რომ იყოს ჩვენს შვილებს. ხმა, რომელიც ცვლილებებს სჭირდება ყოველი ჩვენთაგანია. მე ერთი ხმა მაქვს, ისევე როგორც თქვენ, მაგრამ ერთ მუშტად შეკრულნი ის ძალა გვაქვს, რაც გაგვამარჯვებინებს უსამართლობაზე და მოგვიტანს ცვლილებებს. მე მწამს თითოეული მოქალაქის და მჯერა, რომ 30 მაისს ჩვენ ერთად შევცვლით თბილისს და შევცვლით საქართველოს!!! ირაკლი ალასანია Share View the full article
-
რა უნდა უბრალო მეძღვაურს რომელიც შორეული მოგზაურობიდან ჩამოვიდა რათქმა უნდა გართობა და ქალები თანაც ბევრი. View the full article
-
itv პარლამენტის თავმჯდომარის მიმართა მოსახლეობას
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/12361-150x150.jpgარჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოსახლეობას, პარლამენტის თავმჯდომარე მოუწოდებს. პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე, დავით ბაქრაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 30 მაისის არჩევნებში მონაწილეობა აუცილებელია იმდენად,რამდენადაც ამ დღეს განისაზღვრება ქართული სახელმწიფოს მომავალი განვიტარება. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/baqradze.jpg itvს ლინკი -
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/samebaa-150x150.jpgსრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო. ტაძრის სარდაფში საპატრიარქოს სტამბის პრეზენტაცია მოეწყო. სტამბა ერთი წელია დაარსდა და მასში საღვთისმეტყველო, საეკლესიო წიგნები, ასევე ხატების რეპროდუქცია იბეჭდება. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/sameb.jpg itvს ლინკი
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/mpc-hc-2010-03-23-09-19-11-26-600x480-300x221.jpgთბილისის მე-5 სამშობიარო სახლიდან 7 დღეა ახალშობილსა და დედას – 16 წლის ნათია ნ-ს არ უშვებენ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ნათია ნ-ს დედამ ლ. არაბულმა აცნობა, გოგონამ საკეისრო კვეთით იმშობიარა და ექიმები მათგან 950 ლარის გადახდას მოითხოვენ. თანხის გადახდამდე კი სამშობიარო სახლიდან არცერთის გაშვებას არ აპირებენ. “რამდენჯერმე ჩავედით და ვთხოვეთ, რომ ხელწერილს დაგიწერთ და როგორც კი კერძო სამუშაო გამოჩნდება და ცოტა ფულს ვიშოვით, ნაწილს სოფელში შევაგროვებთ, მაშინვე გადავიხდითო, მაგრამ არც დედას გვატანენ და არც ბავშვს. არადა, ყოველდღიურად 50 ლარი ემატება გადასახადი. სოფლის გამგებელსაც მივმართე და დედოფლისწყაროს რაიონის გამგებელსაც, მაგრამ დახმარებაზე უარი მითხრეს, საშუალება არ გვაქვსო. სოფელშიც ჩამოვიარე, მაგრამ ყველა გაჭირვებულია და ვერაფრით დამეხმარნენ. აღარ ვიცი რა ვქნა. ძალიან გაჭირვებული ოჯახი გვაქვს, შეგიძლიათ ადგილზე შეამოწმოთ, მაგრამ სოციალური დახმარება არ გვაღირსეს, რომ პოლისი მაინც გვქონოდა. ღარიბებს ბავშვის ყოლის უფლებაც არ გვქონია“, – ამბობს ლ. არაბული. თბილისის მე-5 სამშობიარო სახლში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლოზ შანშიაშვილის განმარტებით, გამგეობას ადგილობრივი ბიუჯეტის სოციალური პაკეტიდან, ოჯახისთვის მხოლოდ 300 ლარით დახმარება შეუძლია. „პირადად ჩემთან არ ყოფილან და ვის მიმართეს არვიცი. მოვიდეს და 300 ლარით დავეხმარები“, – განაცხადა შანშიაშვილმა. Share View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/sameba-150x150.jpgილია მეორე საპატრარქოს ახალგაზრდულ ცენტრსში შეკრებილ შვილმკვდარ დედებს შეხვდა. მგლოვიარე დედებმა პატრიარქის მისამართით დაწერილი სამადლობელი წერილები წაიკითხეს და აღნიშნავდნენ, რომ არა უწმინდესის უშუალო თანადგომა შესაძლოა მათ ტკივილისათვის ვერც გაეძლოთ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/dedebi-sameba.jpg itvს ლინკი
-
Cars_2 - თამაში მობილურისთვის View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/12/n1773837353_15549_5392814-257x300.jpgსაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქრისტიან-დემოკრატების” საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების ზურაბ გაჩეჩილაძისა და ზაზა გაბუნიას კანდიდატურების მოხსნას ითხოვს. როგორც საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ტელეკომპანიების “იმედისა” და “რუსთავი 2″ – ის 9 მაისის საინფორმაციო გამოშვებების თანახმად, “ნაციონალური მოძრაობის” ვაზისუბნის მე-8 პოლკის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის კანდიდატი ზურაბ გაჩეჩილაძე 9 მაისს თბილისის წულუკიძის ქუჩაზე გამართული მინი-ფეხბურთის ტურნირის ფინალს ესწრებოდა. სიუჟეტის თანახმად, იგი თავად იყო ტურნირის ორგანიზატორი. ასევე, ამავე ტურნირზე გამარჯვებულ პირებს პრიზის სახით 500 ლარი გადაეცათ. გარდა ამისა, ორგანიზაციის განცხადებით, ამავე ტელეკომპანიების 23 მაისის საინფორმაციო გამოშვებების თანახმად, საბურთალოს რაიონში “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა გაბუნიამ ბუკიას ბაღში ეკრანი დაამონტაჟა და ფეხბურთის მოყვარულებს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის ტრანსლაცია შესთავაზა. “საქართველოს საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, საარჩევნო სუბიექტის/სუბიექტობის კანდიდატებსა და მათ წარმომადგენლებს ეკრძალებათ როგორც ნებისმიერი ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათ გადაცემა, მიუხედავად ღირებულებისა, ასევე ამგვარი ქმედების განხორციელება სხვა პირების მეშვეობით. საქართველოს მოქალაქისთვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა, აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს და იგი საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია, მიუხედავად იმისა, რომ სუბიექტი ამ ქმედებას უშუალოდ თუ თავისი წარმომადგენლის, ან მის სასარგებლოდ მოქმედი ნებისმიერი სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მეშვეობით ახორციელებდა, ასევე იმისდა მიუხედავად, რამდენად მაღალი იყო გადაცემული ნივთების ღირებულება”, – ნათქვამია საიას განცხადებაში. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ მაჟორიტარული კანდიდატების ზემოაღნიშნული ქმედებები წინასაარჩევნო აგიტაციის წესების დარღვევას წარმოადგენს, რაც მათი რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განცხადებით უკვე მიმართა და აღნიშნული ფაქტების შესწავლა მოითხოვა. პირWელი Share View the full article
-
ანიმაციები სურათები და კიდევ ბევრი რამ სასაცილო 16 წლამდე ასაკისთვის არ არის რეკომენდირებული View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/7359-300x250.jpgსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ მოსახლეობას, 30 მაისს არჩევნებზე მისვლისკენ და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდა. “თქვენი ხმა ამ არჩევნებში ნიშნავს იმას, რომ თქვენ მონაწილეობთ ამ ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღის მშენებლობაში, მონაწილეობთ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის კიდევ უფრო გაუმჯობესებაში. გახსოვდეთ, რომ არჩევნებზე მისვლით ხმას აძლევთ საქართველოს მომავალს და ხვალინდელ დღეს”, – განაცხადა ბაქრაძემ და განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, თითოეულ ამომრჩეველს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა. დავით ბაქრაძის განცხადებითვე, არჩევნები სამართლიანად და დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს, რადგან ეს არჩევნები იქნება იმის განმსაზღვრელი, როგორ გააგრძელებს საქართველო მომავალ განვითარებას. Share View the full article
-
ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატი ზურაბ გაჩეჩილაძე (შონზო) ამბობს, რომ პრიზები საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებულებს, როგორც „ფეისმა“ (ცნობილი სახე) ისე გადასცა. მისივე თქმით, კანდიდატმა ოქროს, ვერცლის და ბრინჯაოს მედლით საფეხბურთო ტურნირში გამარჯვებულები დააჯილდოვა. საიამ კი 9 მაისს, აღნიშნული ფაქტის გამო, რომელიც ტელეეთერშით გაშუქდა, ცესკოში საჩივარი შეიტანა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკითხის განხილვას ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან მოითხოვს. დარღვევების დადასტურების შემთხვევაში, საიამ სასამართლოში მიმართვა და კანდიდატებისთვის რეგისტრაციის გაუქმება მოითხვა. საიას განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზურაბ გაჩეჩილაძემ საარჩევნო კოდექსის ის მუხლი დაარღვია, რომლის მიხედვითაც საარჩევნო სუბიექტის/სუბიექტობის კანდიდატებსა და მათ წარმომადგენლებს ეკრძალებათ, როგორც ნებისმიერი ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა, ასევე, ამგვარი ქმედების განხორციელება სხვა პირების მეშვეობით. საიაში აცხადებენ, რომ სიუჟეტის თანახმად (რომელიც ორი ტელეკომპანიის– რუსთავი 2–ისა და იმედის ეთერში გავიდა),ზურაბ გაჩეჩილაძე, ვაზისუბნის მაჟორიტარი კანდიდატი, ერთ–ერთი საფეხბურთო ტურნირის ორგანიზატორი იყო, რომლის გამარჯვებულებსაც 500 ლარის ოდენობის პრიზი გადაეცათ. საჩივარი საიამ კიდევ ერთ მაჟორიტარ კანდიდატზე შეიტანა. „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაზა გაბუნიას რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. მიზეზი აქაც საარჩევნო კოდექსის იგივე მუხლის დარღვევაა. საქმე ეხება 22 მაისს ბუკიას ბაღში დამონტაჟებულ ეკრანს, რომელზეც ჩემპიონთა ლიგის ფინალის ტრანსლაცია მიმდინარეობდა. საბურთალოს მაჟორიტარმა კანდიდატმა გაბუნიამ, ტელეკომპანიების –იმედისა და რუსთავი 2–ის 2010 წლის 23 მაისის საინფორმაციო გამოშვებების თანახმად, ბუკიას ბაღში ეკრანი დაამონტაჟა. ფეხბურთის მოყვარულებს კი ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის ტრანსლაციის ყურება შესთავაზა. ზაზა გაბუნია ამბობს, რომ ღონისძიება, რომელიც საიას საჩივრის მიზეზი გახდა, არ ყოფილა მის მიერ ორგანიზებული. მისი თქმით, ჩემპიონთა ლიგის ფინალის სანახავად ბუკიას ბაღში შეკრებილ ადამიანთა შორის, თავადაც მიწვეული სტუმარი იყო. „ჩემი მხარდამჭერი კლუბის ორგანიზებით (რომელიც ზაზა გაბუნიას მაჟორიტარად წარდგენიდან მეორე დღეს დაარსდა), ბუკიას ბაღში დაიდგა ეკრანი, რომელსაც მეც დავესწარი. არც ჩემი საარჩევნო ფონდიდან და შტაბიდან არ დაფინანსებულა ეს ღონისძიება.“ რაც შეეხება ფინანსებს, რომლებიც 22 მაისს დაიხარჯა, გაბუნია ამბობს, რომ უხერხული იყო, მათთვის ეკითხა, თუ რამდენი დახარჯეს. „მადლობის მეტი არაფერი მეთქმოდა, მაგრამ არა მგონია ბევრი დამჯდარიყო“,–ამბობს გაბუნია. ცესკოში აცხადებენ, რომ საკითხის მოკვლევას დრო სჭირდება. თუმცა დროის სიმცირის გამო, არ არის გამორიცხული, ცესკომ აღნიშნული საკითხის განხილვა ვერ მოასწროს. „განცხადება შემოსულია ცესკოში და განვიხილავთ ამ საკითხს, გვიან შემოიტანეს სამწუხაროდ, ყველანაირად ვეცდებით, რომ განვიხილოთ“,–ამბობს ჯული გიორგაძე, ცესკოს პრეს მდივანი. რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ცესკოს ქალაქ თბილისის მერობის ორი კანდიდატის – ზვიად ძიძიგურის და ირაკლია ალასანიას– საკითხის განხილვა და შემდგომი რეაგირება მოსთხოვა. ამ შემთხვევაშიც, საარჩევნო კოდექსის 73–ე მუხლის მე–9 პუნქტის დარღვევაზეა საუბარი. საიას განცხადებაში ნათქვამია, რომ ძიძიგურის და ალასანიას მხრიდან ადგილი ჰქონდა საარჩევნო კოდექსის დარღვევას. ალასანიას შემთხვევაში, კანდიდატი სასწავლო ცენტრ „ვიციპედიაში“ კონკურსში გაამრჯვებული ბავშვების დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდა, რომელზეც ბავშვებს საჩუქრები გადაეცათ. ირაკლი ალასანიას ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, ფონდი “მომავალს ვქმნით დღეს” ირაკლი ალასანიას პარტიასთან არსებულ ფონდს წარმოადგენს და ბიზნესმენების შემოწირულობებით ფუნქციონირებს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, „მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ალასანიას პირადად არ გადაუცია გამარჯვებული ბავშვებისთვის მატერიალური ფასეულობის მქონე ნივთები, ეს განხორციელდა მის პარტიასთან არსებული ფონდის მეშვეობით, რაც წინააღმდეგობაში მოდის საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებთან.“ 9 მაისს ზვიად ძიძიგურის მიერ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ქალბატონისთვის ყვავილების და ღვინის მირთმევა, საჩივრის მიზეზი გახდა. „ მიუხედავად გადაცემული საჩუქრის სიმბოლური ხასიათისა, ზვიად ძიძიგურის ქმედება ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებს, რომელიც კრძალავს საქართველოს მოქალაქეებისთვის საჩუქრის გადაცემას, მიუხედავად მათი ღირებულებისა.“–ნათქვამია საიას განცხადებაში. ცესკოში აცხადებენ, რომ საის საჩივრების განხილვა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/056B4561-23A0-4A04-A9FD-D7975B4EFD23_w527_s-300x216.jpg“ევროვიზია 2010″-ის ქართველი კონკურსანტი, სოფო ნიჟარაძე 27 მაისს ჩატარებული ნახევარფინალის საუკეთესო ათეულში მოხვდა. ფინალი ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში 29 მაისს ჩატარდება და მას აზერბაიჯანელი კონკურსანტი გახსნის. ”ევროვიზია 2010″-ის გამარჯვებულს მაყურებელთა ხმების უმრავლესობა და ჟიური გამოავლენს. Share View the full article
-
თქვენი რკინის ცხენით მოგიწევთ სხვადსხვა მისიების შესრულება ან იპოვოთ რამე არქიფაქტი ან გაანადგუროთ მონსტრები ძალიან მარტივი და საინტერესო თამაშია View the full article