Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ბათუმის #79 ოლქის #29 უბანზე გაზეთ ბათუმელებმა დააფიქსირა ხუთი ქალბატონი, რომლებიც დგანან უბნის შესასვლელთან და ამომრჩეველს მოუწოდებენ, ხმა მისცენ ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარ კანდიდატს გიორგი კირთაძეს, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეა. ”მე ამ ქალბატონებმა მითხრეს, რომ არიან ნაცმოძრაობის კოორდინატორები. მათთან ერთად იმყოფებოდა გია ლორია, რომელიც უბანზე კომისიის წევრია ნაციონალური მოძრაობიდან. გია ლორია, ძირითადად, უბნის გარეთ იმყოფება და კორდინატორებს უწევს ამ კოორდინირებას”. ჟურნალისტის ინფორმაციით, მან უბნის თავმჯდომარეს აცნობა ამის შესახებ, რომელმაც სთხოვა უბნის შესავლელთან მდგომ ქალებს ტერიტორია დაეტოვებინათ. ამ დროისთვის ეს ქალბატონები სხედან უბანთან ახლოს მანქანებში. სრული ინფო(netgazeti.ge)
  2. დღეს, 19.00 საათზე, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, გაიმართება ევროპის 2011 წლის შესარჩევი ეტაპის მატჩი საქართველოსა და შვეიცარიის 21 წლამდელთა ნაკრებებს შორის. ეს მატჩი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ბიჭებისთვის, რადგან ამ მატჩში მიღწეული შედეგი გვიტოვებს შანს, რომ მოვხვდეთ ევროპის ჩემპიონატზე. გუშინ ეროვნულ სტადიონზე, ორივე გუნდის ფეხბურთელებმა ივარჯეს და აღსანიშნავია, ჩვენი ბიჭების მონდომება და ჟინი და იმედი დავიტოვოთ, რომ ეს განწყობა დღეს დაფასდება. შვეიცარიის ნაკრები, რომელიც ჯგუფის ლიდერი 16 ქულით გახლავთ, პირველ შეხვედრაში დასანანი მარცხი გვაგემეს 1:0. ოთარ გაბელიას შეგირდების სატურნირო მდგომარეობას თუ გადავხედავთ რეალური შანსი გვაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოვხვდეთ. ჯგუფში ყველაზე ცოტა 6 მატჩი გვაქვს ჩატარებული და 8 ქულით მეხუთე ადგილზე ვიმყოფებით, იმედი დავიტოვოთ, რომ დღევანდელი საღამო ჩვენთვის წარმატებული იქნება. იხილეთ fanebi.com
  3. ასპინძის 39 ოლქის, იდუმალის #7 უბანზე 55 წლის ირინა კედელაშვილმა არჩევანი სარეგისტრაციო მაგიდაზე გააკეთა. მან შემოხაზა 5 ნომერი და განაცხადა, რომ სხვა არჩევანი არ აქვს, რადგან ერთი შვილი პოლიციელია, მეორე კი სამხადრო სამსახურშია. და საჭირო იყო, რომ არჩევნი საჯაროდ დაეფიქსირებინა. უბანში არსებულ დამკვირვებლებს მისთვის შენიშვნა არ მიუციათ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  4. ახალციხის #1 საარჩვენო უბნში დილის 7 საათიდან იმყოფება არასაუწყებო დაცვის სამსახურის ორი პოლიციელი, რომლებმაც განაცხადეს, რომ დაცვის უფროსის დავალებით მოვიდნენ უბანში. სრული ინფო(netgazeti.ge)
  5. /get_img?NrArticle=1597&NrImage=1 საარჩევნო კომისიის წევრების სამუშაო პროცესს სამგორის ერთ-ერთ საარჩევნო უბანში დამკვირვებლების გარდა, პოლიციის თანამშრომლებიც აკვირდებოდნენ. ისანი–სამგორის რაიონის #8 უბნის საარჩევნო კომისიის 13–ივე წევრი საარჩევნო უბანზე, რომელიც მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლის „ლამპიონის“ შენობაში მდებარეობს, დაახლოებით, დილის 7–ის ნახევრისთვის შეიკრიბა. საარჩევნო უბნის გახსნამდე, კომისიის წევრების მოსამზადებელ პროცედურას, დაცვის პოლიციის ორი თანამშრომელიც აკვირდებოდა. პოლიციის თანამშრომლები ხმის მიცემის პროცედურას აღარ აკვირდებიან, თუმცა საარჩევნო უბნის შენობაში და უბნის შესასვლელთან დგომას აგრძელებენ. უბნის საარჩევნო სიით განსაზღვრული 1299 ამომრჩევლიდან, 8:30 წუთზე უკვე 59 დააფიქსირა თავის ხმა. ჩუღურეთის რაიონის #7 საარჩევნო უბანი კი 14 წუთის დაგვიანებით (8:15) გაიხსნა. 8 საათზე საარჩევნო უბნის გახსნას ათეულობით ადამიანი ელოდა. საარჩევნო უბანზე კომისიის ერთი წევრი (პარტიის „ჩვენ თვითონ“ წარმომადგენელი) არ გამოცხადდა. მეშვიდე უბნის ამომრჩეველთა ერთიანი სია 1450 ამომრჩევლისგან შედგება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  6. #38 ადიგენის საარჩევნო ოლქის #7 ვარხნის უბანზე ერთმა ამომარჩეველმა 8 საათსა და 15 წუთზე პირადობის მოწმობის გარეშე მისცა ხმა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  7. მთვრალი ქალების სურათები ..სუსტი გულის ხალხმა არ გადმოიწეროთ View the full article
  8. წუხელ გვიან ღამით თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ერთ-ერთი პარტიის სარჩელი. გადაწყვეტილების მიხედვით სპეციალურ უბნებზე ამომრჩევლებს მაჟორიტარ კანდიდატებზე ხმის მიცემის უფლება არ ექნებათ. შესაბამისად, არც ერთმა ასეთმა საარჩევნო უბანმა ბიულეტენები მაჟორიტარული კენჭისყრისთვის არ უნდა გახსნას. ბათუმის სპეციალურ უბანზე, სადაც ასეთი ბიულეტენების კონვერტი გახსნეს, მივიდა საოლქო კომისიის თავმჯდომარე, დალუქეს ბიულეტენები და წაიღეს საოლქო კომისიაში. უბნის კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ იცოდა, თუმცა შეეშალა და ბიულეტენები ამიტომ გახსნა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  9. 79-ე საარჩევნო ოლქის 81-ე სპეცუბანზე პირველი საჩივარი უკვე დაწერეს. საარჩევნო უბანი ბათუმში, საპატრულო პოლიციის შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვისაა გახსნილი. უბანზე 568 ამორმჩეველია რეგისტრირებული. საჩივარი ”ალიანსის” წარმომადგენელმა იმის გამო დაწერა, რომ იმ პირის ფირცელზე, რომელიც მაკონტროლებლად აირჩიეს, სკოჩი იყო დაწეპებული. ამის გამო საჩივარს წერს სამართლიანი არჩევნებიც. საარჩევნო უბანზე მიიღეს მაჟორიტ კანდიდატების ბიულეტენებიც, თუმცა ამ წუთებში ისინი საოლქო კომისიისგან ირებენ ინსტრუქციებს, მისცენ თუ არა შსს თანამშრომლებს, რომლებიც სხვადასხვა რეგიონებიდან არიან, მაჟორიტარებზე ხმის მიცემის უფლება და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ დაილუქება თუ არა ეს ბიულეტენები. ამის გამო კენჭისყრა ჯერჯერობით არ დაწყებულა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  10. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/adm-edison-podcasters-300x238.jpgტელეკომპანია “პირველი არხის”, “იმედისა” და “რუსთავი 2″-ის დაკვეთით GfK და Edison Research ატარებს. ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” დაკვეთით, ევროპული კომპანია GfK ეგზიტპოლებს 50 საარჩევნო უბანზე ატრებს. კომპანიის წარმომადგენელები 5-დან 10 ათასამდე ამომრჩეველს გამოკითხავენ. ამომრჩეველები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩევიან და მათი ანონიმურობა დაცული იქნება. შედეგები ყოველი საათის ბოლოს განახლდება. ეგზიტპოლების შესახებ ინფორმაციას პირველი არხი მაყურებლს 12.00, 17.00, 20.00 და 21.00 საათზე მიაწვდის. გარდა ამისა, დღის განმავლობაში დამუშავდება ინფორმაცია ამომრჩეველთა აქტივობაზე, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ კი – წინასწარი და საბოლოო მონაცემები მერობის კანდიდატთა და პარტიების რეიტინგების შესახებ გამოქვეყნდება. ეგზიტპოლების საშუალებით არჩევნების წინასწარ შედეგებს საზოგადოება საარჩევნო პროცესის დასრულებისთანავე ასევე ტელეკომპანიების – “იმედისა” და “რუსთავი 2″-ის ეთერით, საღამოს 20.00 საათზე გაიგებს. არჩევნების დღეს, ხმათა პარალელურ დათვლას, კვლევითი ორგანიზაცია “Edison Research” -ი, ტელეკომპანია “იმედისა” და “რუსთავი 2″-ის დაკვეთით აწარმოებს. ინტერვიუერები არჩევნების დღეს თბილისის 75 საარჩევნო უბანზე იმუშავებენ და 7500 ამომრჩეველს გამოკითხავენ. “Edison Research” – ის თანამშრომელთა მთავარი ატრიბუტი, კითხვარი იქნება, რომელსაც გამოკითხული თავად შეავსებს და სპეციალურ ყუთში მოათავსებს. ტელეკომპანია “იმედისა” და “რუსთავი 2″-ის ინფორმაციით, “Edison Research”-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მაქსიმალური ცდომილება 2 პროცენტს შეადგენს. Share View the full article
  11. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/29664_110691412307131_103396453036627_65102_4406890_n.jpgკრწანისში არჩევნების ჩაშლის საფრთხე არსებობს. როგორც “ჯეოტოპნიუსს” სოფიო ხორგუანის საარჩევნო შტაბიდან აცნობეს, კრწანისის რაიონში, საარჩევნო უბნებზე ამ დრომდე, ბიულეტინები მიტანილი არ არის. “საარჩევნო კოდექსის მიხედვით,უბნებზე ბიულეტენები 29 მისის 20:00 საათამე უნდა ყოფილიყო, თუმცა უკვე ღამის 1 საათია და ბიულეტენები, არამც თუ საარჩევნო უბნებზე, საოლქო კომისიებშიც არ შეუტანიათ გასანაწილებლად”, – აცხადებენ “ალიანსი საქართველოსათვის” კრწანისის მაჟორიტარი კანდიდატის, სოფიო ხორგუანის შტაბში და აღნიშნულ ქმედება, არჩევნების ჩაშლის მცდელობად აფასებენ. Share View the full article
  12. http://image.geotorrents.com/images/o0ron6yiavtar0ewhxp.jpg დღეს ლივერპულის უკვე ლეგენდად ქცეული კაპიტნის, გუნდის უდავო ლიდერის სულის და გულის, ინგლისისა და ლივერპულის ყველა დროის ყველაზე წარმატებული ფეხბურთელის სტივენ ჯორჯ ჯერარდის დაბადების დღეა. მინდა ვუსურვო სტივენს ყველაფერი საუკეთესო მის პირად ცხოვრებასა და საფეხბურთო კარიერაში, იმედია იგი შეძლებს და აღიდგენს თავის იდეალურ ფორმას რომლის წყალობითაც იგი მსოფლიოს უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ხდება. <p style="text-align: left;"> View the full article
  13. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/observateur.jpg კვირას საქართველოში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ამომრჩევლებს იმის საშუალებას მისცემს, რომ ირიბად საკუთარი აზრი გამოთქვან პრეზიდენტ სააკაშვილის პარტიაზე, რომელმაც ორი წლის წინ ქვეყანა რუსეთთან დამანგრეველ ომში ჩაითრია. მაგრამ ოპოზიცია, რომელიც გასულ წელს სააკაშვილის გადაყენებას შეეცადა, დღეს გახლეჩილია და საზოგადოებრივი კვლევებში, პრეზიდენტის „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან კარგი პოზიციები უკავია. საქართველომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ძლიერი ტრამვა გადაიტანა. რუსეთის არმია ქვეყნის ტერიტორიაზე ღრმად შეიჭრა და კონფლიქტი იმით დასრულდა, რომ მოსკოვმა ორი პრორუსული სეპარატისტული რეგიონის სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ქართველები მხოლოდ მოსკოვის იმპერიალისტურ პოლიტიკას არ ამხელენ, ისინი საკუთარ პრეზიდენტსაც ადანაშაულებენ მისი ავანტიურისტული პოლიტიკის გამო და იმისთვის, რომ მან სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალზე გაუმართლებელი შეტევა წამოიწყო და რუსების ინტერვენციის პროვოცირება მოახდინა. ომის შემდეგ სააკაშვილი ნამდვილ ქარცეცხლში მოექცა. შარშან, გაზაფხულზე კვირეების განმავლობაში ოპოზიცია პრეზიდენტის ხელისუფლებიდან წასვლის მოთხოვნით ქუჩის მანიფესტაციებს აწყობდა. მაგრამ პროტესტი გაილია და მას შემდეგ ოპოზიციურმა ძალებმა ხელახლა გაერთიანება ვეღარ შეძლეს. კვირის არჩევნების ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი დედაქალაქის მერის არჩევნებია, რომელსაც პირდაპირი წესით პირველად აირჩევენ. საქმე ეხება ამ კავკასიური რესპუბლიკის ერთ–ერთ საკვანძო პოლიტიკურ თანამდებობას, რომელიც გამარჯვებულისთვის ერთგვარი ტრამპლინია პრეზიდენტობისკენ, როდესაც 2013 წელს სააკაშვილს მეორე საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება. საზოგადოებრივი კვლევების მიხედვით, მოქმედი მერი და სააკაშვილის მოკავშირე გიგი უგულავა მერობის დანარჩენ 8 პრეტენდენტს დაახლოებით 40%–ით უსწრებს. მისი პოპულარობის მიზეზი ხუთწლიანი მერობის პერიოდში დიდი პროექტების განხორციელება და ქალაქის მიტოვებული უბნების რებილიტაციაშია. უგულავა, როგორც ჩანს, ასევე მასობრივი ინფორმაციის სასუალებების მხარდაჭერითა და ოპოზიციის დაქსაქსულობით სარგებლობს. ორმა ყველაზე პოპულარულმა ადგილობრივმა კერძო ტელეკომპანიამ „სახელისუფლებო პარტიისა და მისი მერობის კანდიდატის მხარდაჭერის დემონსტრირება მოახდინა“, – ნათქვამია ევროპის თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ორგანიზაციის (ეუთო) მაისში გამოქვეყნებულ ანგარიშში. „ეს ორი არხი თანაბრად ფართოდ აშუქებდა და მხარს უჭერდა სახელისუფლებო ორგანოების საქმიანობას კამპანიის კონტექსტის მიღმა“, – ნათქვამია ანგარიშში. „ოპოზიცია არ არის ერთიანი და არანაირი რესურსი არ გააჩნია“, – ამბობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე. „ეს ყველაფერი გამოწვეულია 2009 წლის აპრილის მანიფესტაციის შედეგებით, როდესაც ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ სააკაშვილის გადაყენებას შეძლებდა, მაგრამ ეს არ მოხდა, რამაც ამომრჩევლებში იმედგაცრუება გამოიწვია“. AP ორიგინალი უგულავას მთავრი მეტოქე ირაკლი ალასანიაა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ყოფილი ელჩი, რომელიც დღეს ოპოზიცის ერთ–ერთი ლიდერია, მაგრამ გამოკითხვების მიხედვით ის ათ პროცენტსაც ვერ აგროვებს. ორიგინალი
  14. <p style="text-align: justify; ">http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/balkans.jpg ვლადიმერ სოკორი ამ ბოლო დროს აზერბაიჯანთან, თურქეთთან და სომხეთთან მიმართებაში დაშვებული შეცდომების შემდეგ აშშ-ს პოლიტიკა სამხრეთ-კავკასიაში ახლა საქართველოსადმი ნდობის ეროზიითაც ზარალდება. ამ ბოლო დროს აშშ-ს მეინტსრიმულ მედიაში მოზღვავებულ კომენტარებში ყურადღება მიექცა იმას, რომ რუსეთის პირველ ადგილზე დაყენების გამო, უფრო მეტიც, ისეთი მიდგომის აღიარებით, რომელსაც ”მხოლოდ რუსეთი” – შეიძლება ეწოდოს, ვაშინგტონი და ნატო დე-ფაქტო სტრატეგიულად ეთიშებიან რეგიონს(დევიდ კრამერი ”აშშ რუსეთის მეზობლებზე უარს ამბობს” , Judy Dempsey, “East Europe Feels Ignored by NATO,” New York Times, May 16; Charles Krauthammer, “The Fruits of Weakness,” Washington Post, May 21). ქართველი არასამთავრობო ექსპერტებისთვის ეს ანალიზი ადასტურებს იმ ტენდენციას, რომელსაც ქართველი პოლიტიკოსები უკვე შეშფოთებით ადევნებდნენ თვალს. სულ ბოლოს რუსეთმა აშკარად წინააღმდეგობის გარეშე განაცხადა პრეტენზია უკრაინის კონტროლზე. ამ ფაქტმა კიდევ უფრო გაართულა ქართველების წუხილი იმის თაობაზე, თუ რამდენად შეუძლია ნატო-სა და აშშ-ს უასფრთხოების ვაკუუმის შევსება შავი ზღვისა და სამხრეთ-კავკასიის რეგიონში. 11 მაისს თეთრმა სახლმა კონგრესს განუცხადა, რომ რუსულ-ქართული კონფლიქტი ”აღარ საჭიროებს ხელისშემშლელ ფაქტორად განხილვას“ 2008 წლის რუსულ-ამერიკული ბირთვული თანამშრომლობის შეთანხმების რატიფიცირების პროცესში. აქამდე ის ფაქტი, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის ინკორპორირება და მილიტარიზაცია განახორციელა, სწორედ ამგვარ ხელისშემშლელ ფაქტორად განიხილებოდა. თეთრ სახლს შეეძლო განეცხადებინა, რომ საქართველო და ბირთვული შეთანხმება არსებითად არ უკავშირდება ერთმანეთს და მოითხოვს განცალკევებულ მიდგომას, თუმცა საქართველოს (და კონფლიქტით გამოწვეული ბევრი სხვა პრობლემის) გამო რუსეთთან არსებული უთანხმოება ძალაში რჩება. ამის ნაცვლად თეთრმა სახლმა, როგორც სჩანს არჩია განმარტებების გარეშე შეეცვალა პოზიცია, რომელიც საქართველოს გამო რუსეთთან სერიოზულ უთანხმოებას გულისხმობდა და საკითხის გვერდზე გადადება გადაწყვიტა. ამ ბოლოდროინდელ ”სამთავრობო საათზე” რუსეთის დუმაში, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საკმაოდ თვითდარწმუნებული იყო საიმისოდ, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია არად ჩაეგდო, როგორც უმოქმედო დოკუმენტი და აშშ-ს წარსული პოლიტიკის რელიქტი (Interfax, 13 მაისი). სიტუაცია ნატო-საქართველოს კომისიაშიც მსგავსი ინტონაციით უნდა აღიწეროს. კომისიამ, რომელიც 2008 წლის შემოდგომაზე „ღია კარის“ პოლიტიკის დასტურად შეიქმნა (თუ გაწევრიანების ტერმინებში არა, სულ ცოტა მფარველობის თვალსაზრისით მაინც), ვერ შესძლო იმ პროგრამების, ამოცანებისა და განრიგის დადგენა, რომელიც მომავალში საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივას შეუქმნიდა. ეს ინდიფერენტულობა კონტრასტში მოდის საქართველოს ქმედებებთან – მან ავღანეთში აშშ-სა და ნატო-ს ოპერაციებში მონაწილეობისთვის 1 000 სამხედრო გააგზავნა, ეს კი ყველა სხვა სახელმწიფოსთან შედარებით, ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, ყველაზე დიდი კონტინგენტია. გარდა ამისა, საქართველოს თავისი კონტინგენტისთვის არავითარი შეზღუდვები არ დაუწესებია. ამ დროს კი ჯარი, რომელიც ქვეყნის შიგნით რჩება და რომელმაც სამშობლო უნდა დაიცვას, შეუიარაღებელი და გაუწვრთნელია. იმ დროს, როდესაც საფრანგეთის მიერ რუსეთისთვის საბრძოლო ხომალდის მიყიდვას ნატო-სგან წინააღმდეგობა არ შეხვედრია, საქართველოს თავდაცვით იარაღზე აშშ-მ და ნატო-ს ქვეყნებმა დე-ფაქტო ემბარგო დაუწესეს. ამას ემატება ის, რომ საქართველო თავს დაუცველად გრძნობს, ისე თითქოს გარკვეული დროით ის დაუცველობის ნაცრისფერ სივრცეში დატოვეს. მიუხედავად ამისა, მთავრობა ყველაფერს ევრო-ატლანტიკური სივრცისადმი ერთგულებით პასუხობს. მანამდე სანამ ვითარება შეიცვლება, თბილისი უსაფრთხოების მუდმივი რისკებისგან თავის დასაზღვევად, უფრო აქტიურ რეგიონალურ პოლიტიკაში ჩაერთო. 17 მაისს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში თურქეთის პრემიერ-მინისტრს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს უმასპინძლა. ეს მოხდა ირანის, თურქეთისა და ბრაზილიის მიერ ბირთვული საწვავის ხელშეკრულების ხელმოწერიდან ერთი დღის შემდეგ, რამაც გააუქმა აშშ-ს სწრაფვა ირანის წინააღმდეგ დაეწესებინა ეკონომიკური სანქციები. თურქეთის მთავრობა დიდი ხანია ეწინააღმდეგებოდა სანქციებს და სწორედ მან შეასრულა მთავარი შუამავლის როლი ბირთვული საწვავის ხელშეკრულების დადების პროცესში, მანვე იკისრა ამ ხელშეკრულების შესრულებაზე თანაპასუხისმგებლობა. სააკაშვილმა ერდოღანს „დიპლომატიური გმირობის ისტორიული აქტისთვის“ სახელმწიფო ჯილდო (ოქროს ვერძის ორდენი) გადასცა. „ჩვენ ყველა ვღელავთ, რადგან ჩვენი ბედი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მოხდება ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. ბრაზილიის პრეზიდენტი ლულა (და სილვა) და ერდოღანი მრავალი თვის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ არსებობს მოლაპარაკებების შანსი, მაგრამ მათი არ სჯეროდათ. მიუხედავად ამისა, ისინი ჩავიდნენ თეირანში, ეფექტურად მოაგვარეს და შემოაბრუნეს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული სიტუაცია. ეს ირანისთვის, ევროპისთვის, ამერიკისთვის, ისევე როგორც თურქეთისთვის დიდი დიპლომატიური გამარჯვებაა და ეს რა თქმა უნდა საქართველოში მშვიდობას უკავშირდება“ (”იმედი” ტვ, 17 მაისი). ასე რომ თბილისმა თეირანში ერდოღანის მისიის შემდეგ შვებით ამოისუნთქა. საქართველოსთვის თურქულ-ბრაზილიურმა შუამავლობამ (ცოტა ხნით მაინც) შეაჩერა გაერო-ს უშიშროების საბჭოში ირანის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებთან დაკავშირებული ვაჭრობა. სწორედ ეს იყო აშშ-ს პრობლემების მიზეზი – ის ამ რეგიონში თავის გრძელვადიან სტრატეგიულ ინტერესებს ირანის წინააღმდეგ სანქციებისთვის რუსეთის მხარდაჭერის მოპოვებას სწირავდა. (ნომერ პირველი პუნქტი თხოვნების იმ სიაში, რომელიც აშშ-სა და ნატო-ს მოსკოვიდამი ჰქონდა). სანამ რუსეთი სანქციებთან დაკავშირებით წინააღმდეგობებს ქმნიდა და ვაჭრობდა, აშშ-მ და ნატო-მ სამხრეთ-კავკასიაში პრაქტიკულად უარი სთქვეს აქტორობაზე უსაფრთხოების სფეროში, რაც სულ უფრო ხშირად განიხილებოდა იმ წინმსწრებ იმპლიციტურ დათმობად, რომელიც მოსკოვს შეეძლო სრულ თავისუფლებად მიეჩნია და გამოეცადა კიდეც (Georgian Daily, 20 მაისი). მსგავს შეშფოთებას ნატო-ს შიგნით და გარეთ ბევრი ქვეყანა იზიარებდა, მაგრამ საქართველო ყველაზე მეტად დაუცველია ირანთან და კიდევ იმ სხვა კონფლიქტებთან მიმართებაში, რომელიც აშშ-სა და ნატო-ს პრობლემებს უქმნის. მაგრამ ერდოღანის ვიზიტმა სულ უფრო მზარდ კავშირებს საქართველოსა და თურქეთს შორის უფრო ოპტიმისტური ხასიათი შესძინა. რუსეთის ეკონომიკური ბლოკადის შემდეგ შექმნილი სიცარიელე თურქეთმა შეავსო და ის საქართველოს ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორად იქცა. თურქეთმა ააშენა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები (უკანასკნელს საქართველო და თურქეთი ერთად მართავს) და ახლახანს დაასრულა ”შერატონის” სასტუმროს მშენებლობა ბათუმში. 2009 წელს ორ სახელმწიფოს შორის საზღვარი ორივე ქვეყნის დაახლოებით ორმა მილიონმა მოქალაქემ გადაკვეთა, ხოლო 2010 წელს ამ ქვეყნებს შორის მიმოსვლისას საპასპორტო მოთხოვნების გაუქმებაა დაგეგმილი (”რუსთავი 2”, Civil Georgia, 17, 18 მაისი). თურქეთი, რომელიც დაინტერესებულია ევროპის ქვეყნებში კასპიის ზღვის ნავთობის დამატებითი მოცულობების ტრანსპორტირებით, საქართველოს სატრანზიტო მარშრუტზეა დამოკიდებული. თურქეთი და აზერბაიჯანი აშენებენ და აფინანსებენ ყარსი-ახალქალაქი-თბილისი-ბაქოს სარკინიგზო ხაზს, რომელიც საქართველოს თურქეთზე გავლით ევროპასთან დააკავშირებს. აზერბაიჯანის მთავრობა, მას შემდეგ რაც აშშ-ს მთავრობამ დაუთმო სომხეთის ინტერესების დამცველ ჯგუფებს და პროექტიდან Eximbank-ი გამოიყვანა, რკინიგზის ქართულ სექციას შეღავათიანი სესხით აფინანსებს. ორიგინალი ორიგინალი
  15. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/03/logo_forumi-300x155.jpg“ეროვნული ფორუმის” ლიდერები ხვალისთვის დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლას არ აპირებენ. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი მელაშვილმა განაცხადა. “ფორუმის” არც ერთი ლიდერი და წარმომადგენელი არჩევნებზე მისვლას და ხმის მიცემას არ აპირებს”, – აღნიშნა მელაშვილმა. შეგახსენებთ, რომ არჩევნებს ბოიკოტი ოფიციალურად “ლეიბორისტებმაც” გამოუცხადეს Share View the full article
  16. http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/12/7635-300x250.jpgსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხვალისთვის დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარ არჩევანს ლესელიძის #15-ში მდებარე მე-4 საარჩევნო უბანზე დააფიქსირებს. შეგახსენებთ, რომ ხვალ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. დედაქალაქის მოსახლეობამ არჩევანი თბილისის მერობის 9 კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს Share View the full article
  17. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/img.php2.jpgთბილისის მოქმედი მერი და მერობის სახელისუფლებო კანდიდატი გიგი უგულავა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმას ძმები ზუბალაშვილების #48-ში მდებარე 15-ე საარჩევნო უბანზე მისცემს. რაც შეეხება თბილისის მერობის სხვა კანდიდატებს, მოძრაობა “სოლიდარობის” კანდიდატი თამაზ ვაშაძე ხმას დიღმის მასივის I კვარტალში, 14-ე მუსიკალურ სკოლაში გახსნილ 38-ე უბანზე მისცემს, “მრეწველების” ლიდერი გოგი თოფაძე ჭავჭავაძის #36-ში, 4-ე უბანზე, პარტია “მომავალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ლაღიძე სოფელ ყარაჯალაში, გარდაბნის 59-ე უბანზე, “თორთლაძე – დემოკრატიული პარტიის” თბილისის მერობის კანდიდატი დავით იაკობიძე კი სამტრედიის #38-ში, 19-ე უბანზე. ცსკ-ის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი კი საკუთარ არჩევანს აღმაშენებლის 174-ში, მე-18 საჯარო სკოლაში გახსნილ 19-ე უბანზე გააკეთებს. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის “დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან გაჩეჩილაძე ჭავჭავაძის #50-ში, 10-ე უბანზე მისცემს ხმას. Share View the full article
  18. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/pr-media.jpgსაარჩევნო მედია-ცენტრი ხვალ ყოველ ერთ საათში პრესკონფერენციებს გამართავს. როგორც “ჯეოტოპნიუსს” მედია-ცენტრიდან აცნობეს, ხვალ, 10:00 საათზე ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. 12:00 პრესკონფერენციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” გამართავს, 14:00 საათზე – “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, 15:00 საათზე – “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, 16:00 საათზე – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, 17:00 საათზე -”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, 18:00 საათზე – “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, 21:00 საათზე კი კვლავ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ამასთან, 31 მაისს 11:00 საათზე პრესკონფერენციას “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” გამართავს, 14:00 საათზე კი – “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”. შეგახსენებთ, რომ ხვალ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება Share View the full article
  19. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/archevnebi2010.jpgხვალ საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით ახალ ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოებს აირჩევენ. ეს არის პირველი არჩევნები, როდესაც თბილისელ ამომრჩეველს დედაქალაქის მერის პირდაპირი წესით არჩევის შესაძლებლობა ეძლევა. ამასთან, ხვალ, ჩუღურეთის, გურჯაანისა და ოზურგეთის ოლქებში შუალედური საპარლამენტო არჩევნები ტარდება. 30 მაისის არჩევნებში მონაწილეობას 17 პოლიტიკური პარტია და საარჩევნო ბლოკი იღებს. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებში მოსახვედრად ბრძოლას აპირებს: – “თორთლაძე – დემოკრატიული პარტია”, პოლიტიკური პარტია “მომავალი საქართველო”, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” (ედპ), პოლიტიკური მოძრაობა “სოლიდარობა”, “ივანიშვილი – “სახალხო დემოკრატები”, პოლიტიკური პარტია “ჩვენი ქვეყანა”, “სრულიად საქართველოს სახალხო ალიანსი”, “სრულიად საქართველოს რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალური პარტია”, პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლება”, პოლიტიკური გაერთიანება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “მომავლის პარტია”, ძალოვანი ვეტერანების, პატრიოტთა და პენსიონერთა პოლიტიკური მოძრაობა “მამულიშვილი”, “საქართველოს სპორტსმენთა კავშირი”, “თოფაძე-მრეწველები”, “ალიანსი საქართველოსთვის”, “ეროვნული საბჭო” და “გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია – ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება”. აღსანიშნავია, რომ თბილისის საკრებულო ახალი წესითა და შემადგენლობით აირჩევა. მასში ამიერიდან 50 წევრი იქნება, რომელთაგან 25 პროპორციული, ხოლო 25 მაჟორიტარული წესით იქნება არჩეული. თავად თბილისის მერობაზე პრეტენზიას კი ცხრა კანდიდატი აცხადებს. ესენი არიან: ნიკა ივანიშვილი (ივანიშვილი – სახალხო დემოკრატები), დავით იაკობიძე (თორთლაძე-დემოკრატიული პარტია), ზვიად ძიძიგური (ეროვნული საბჭო), გიგი უგულავა (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა), გიორგი ლაღიძე (მომავალი საქართველო), გოგი თოფაძე (თოფაძე- მრეწველები), გია ჭანტურია (გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია – ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანება), თამაზ ვაშაძე (სოლიდარობა) და ირაკლი ალასანია (ალიანსი საქართველოსთვის). რაც შეეხება პარლამენტის შუალედურ არჩევნებს, იგი მხოლოდ სამ საარჩევნო ოლქში – ჩუღურეთში, გურჯაანსა და ოზურგეთში ტარდება. ჩუღურეთის რაიონიდან პარლამენტში მოსახვედრად იბრძოლებენ: “თორთლაძე-დემოკრატიული პარტიის” დეპუტატობის კანდიდატი ლანა გალდავა, “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” წარმომადგენელი ლევან როინიშვილი, “ქრისტიან-დემოკრატების” კანდიდატი კახა ბასილია, “ივანიშვილი-სახალხო დემოკრატების” მიერ წარდგენილი გიორგი გაჩეჩილაძე, ხოლო მათ “ნაციონალური მოძრაობიდან” ანდრო ალავიძე უპირისპირდება. გურჯაანში გადეპუტატებას სულ ოთხი კანდიდატი – “თორთლაძე- დემოკრატიული პარტიის” მიერ დასახელებული ლევან ჩოლოყაშვილი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი გიორგი ჩივიაშვილი, “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ნაცვლიშვილი და “მომავლის პარტიის” წევრი ლევან კობერიძე შეეცდებიან. პარლამენტში შესასვლელად ოზურგეთის საარჩევნო ოლქში ერთმანეთს კონკურენციას მაია ორჯონიკიძე (თორთლაძე-დემოკრატიული პარტია), ილია კალანდაძე (მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის) და გოჩა შანიძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) გაუწევენ. ქვეყნის მასშტაბით სულ 76 საარჩევნო ოლქია რეგისტრირებული. მათ შორის არჩევნები სამ ოლქში – ლიახვში, კოდორსა და ახალგორში არ ტარდება. არჩევნებისთვის 3 624 საარჩევნო უბანი მუშაობს, რომელიც ხვალ, 07:00 საათზე გაიხსნება, ხოლო უშუალოდ კენჭისყრა 08:00 საათზე დაიწყება. დღეიდან კი, კანონით დადგენილი აკრძალვის შესაბამისად, ყოველგვარი წინასაარჩევნო კამპანია, ფასიანი თუ უფასო საარჩევნო რეკლამის სატელევიზიო და რადიოს ეთერით ტრიალი შეწყდება. 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებს რამდენიმე ათეული ადგილობრივი სადამკვირვებლო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი დააკვირდება. კერძოდ, ცსკ-ის ინფორმაციით, არჩევნებს 36 ადგილობრივი და 28 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია დააკვირდება. საარჩევნო პროცესს მონიტორინგს სულ 10 ათასზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლი გაუწევს. ამასთან, 30 მაისის გაშუქების მიზნით აკრედიტებულია 36 მედია-საშუალება, სულ 600-მე მეტი ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტი. შეგახსენებთ იმასაც, რომ ხვალინდელი არჩევნები ერთგვარად ვადამდელია, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010 წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარებულიყო. გასული წლის აპრილ-მაისის ანტისამთავრობო აქციების დროს მმართველმა გუნდმა პოლიტიკურ ოპონენტებს ადგილობრივი არჩევნების კანონით დადგენილ დროზე ექვსი თვით ადრე ჩატარება და თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევა შესთავაზა. ოპოზიციის ერთ ჯგუფსა და მმართველ პარტიას შორის შემდგარი ეს პოლიტიკური შეთანხმება მოგვიანებით საარჩევნო კანონშიც აისახა. ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტების ერთმა ჯგუფმა 30 მაისის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. იმ პარტიათა შორის, რომელთაც ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს არიან: “ლეიბორისტები”, “ეროვნული ფორუმი” და ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური გაერთიანება.ხვალ საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით ახალ ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოებს აირჩევენ. ეს არის პირველი არჩევნები, როდესაც თბილისელ ამომრჩეველს დედაქალაქის მერის პირდაპირი წესით არჩევის შესაძლებლობა ეძლევა. ამასთან, ხვალ, ჩუღურეთის, გურჯაანისა და ოზურგეთის ოლქებში შუალედური საპარლამენტო არჩევნები ტარდება. 30 მაისის არჩევნებში მონაწილეობას 17 პოლიტიკური პარტია და საარჩევნო ბლოკი იღებს. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებში მოსახვედრად ბრძოლას აპირებს: – “თორთლაძე – დემოკრატიული პარტია”, პოლიტიკური პარტია “მომავალი საქართველო”, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” (ედპ), პოლიტიკური მოძრაობა “სოლიდარობა”, “ივანიშვილი – “სახალხო დემოკრატები”, პოლიტიკური პარტია “ჩვენი ქვეყანა”, “სრულიად საქართველოს სახალხო ალიანსი”, “სრულიად საქართველოს რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალური პარტია”, პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლება”, პოლიტიკური გაერთიანება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “მომავლის პარტია”, ძალოვანი ვეტერანების, პატრიოტთა და პენსიონერთა პოლიტიკური მოძრაობა “მამულიშვილი”, “საქართველოს სპორტსმენთა კავშირი”, “თოფაძე-მრეწველები”, “ალიანსი საქართველოსთვის”, “ეროვნული საბჭო” და “გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია – ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება”. აღსანიშნავია, რომ თბილისის საკრებულო ახალი წესითა და შემადგენლობით აირჩევა. მასში ამიერიდან 50 წევრი იქნება, რომელთაგან 25 პროპორციული, ხოლო 25 მაჟორიტარული წესით იქნება არჩეული. თავად თბილისის მერობაზე პრეტენზიას კი ცხრა კანდიდატი აცხადებს. ესენი არიან: ნიკა ივანიშვილი (ივანიშვილი – სახალხო დემოკრატები), დავით იაკობიძე (თორთლაძე-დემოკრატიული პარტია), ზვიად ძიძიგური (ეროვნული საბჭო), გიგი უგულავა (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა), გიორგი ლაღიძე (მომავალი საქართველო), გოგი თოფაძე (თოფაძე- მრეწველები), გია ჭანტურია (გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია – ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანება), თამაზ ვაშაძე (სოლიდარობა) და ირაკლი ალასანია (ალიანსი საქართველოსთვის). რაც შეეხება პარლამენტის შუალედურ არჩევნებს, იგი მხოლოდ სამ საარჩევნო ოლქში – ჩუღურეთში, გურჯაანსა და ოზურგეთში ტარდება. ჩუღურეთის რაიონიდან პარლამენტში მოსახვედრად იბრძოლებენ: “თორთლაძე-დემოკრატიული პარტიის” დეპუტატობის კანდიდატი ლანა გალდავა, “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” წარმომადგენელი ლევან როინიშვილი, “ქრისტიან-დემოკრატების” კანდიდატი კახა ბასილია, “ივანიშვილი-სახალხო დემოკრატების” მიერ წარდგენილი გიორგი გაჩეჩილაძე, ხოლო მათ “ნაციონალური მოძრაობიდან” ანდრო ალავიძე უპირისპირდება. გურჯაანში გადეპუტატებას სულ ოთხი კანდიდატი – “თორთლაძე- დემოკრატიული პარტიის” მიერ დასახელებული ლევან ჩოლოყაშვილი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი გიორგი ჩივიაშვილი, “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ნაცვლიშვილი და “მომავლის პარტიის” წევრი ლევან კობერიძე შეეცდებიან. პარლამენტში შესასვლელად ოზურგეთის საარჩევნო ოლქში ერთმანეთს კონკურენციას მაია ორჯონიკიძე (თორთლაძე-დემოკრატიული პარტია), ილია კალანდაძე (მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის) და გოჩა შანიძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) გაუწევენ. ქვეყნის მასშტაბით სულ 76 საარჩევნო ოლქია რეგისტრირებული. მათ შორის არჩევნები სამ ოლქში – ლიახვში, კოდორსა და ახალგორში არ ტარდება. არჩევნებისთვის 3 624 საარჩევნო უბანი მუშაობს, რომელიც ხვალ, 07:00 საათზე გაიხსნება, ხოლო უშუალოდ კენჭისყრა 08:00 საათზე დაიწყება. დღეიდან კი, კანონით დადგენილი აკრძალვის შესაბამისად, ყოველგვარი წინასაარჩევნო კამპანია, ფასიანი თუ უფასო საარჩევნო რეკლამის სატელევიზიო და რადიოს ეთერით ტრიალი შეწყდება. 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებს რამდენიმე ათეული ადგილობრივი სადამკვირვებლო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი დააკვირდება. კერძოდ, ცსკ-ის ინფორმაციით, არჩევნებს 36 ადგილობრივი და 28 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია დააკვირდება. საარჩევნო პროცესს მონიტორინგს სულ 10 ათასზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლი გაუწევს. ამასთან, 30 მაისის გაშუქების მიზნით აკრედიტებულია 36 მედია-საშუალება, სულ 600-მე მეტი ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტი. შეგახსენებთ იმასაც, რომ ხვალინდელი არჩევნები ერთგვარად ვადამდელია, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010 წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარებულიყო. გასული წლის აპრილ-მაისის ანტისამთავრობო აქციების დროს მმართველმა გუნდმა პოლიტიკურ ოპონენტებს ადგილობრივი არჩევნების კანონით დადგენილ დროზე ექვსი თვით ადრე ჩატარება და თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევა შესთავაზა. ოპოზიციის ერთ ჯგუფსა და მმართველ პარტიას შორის შემდგარი ეს პოლიტიკური შეთანხმება მოგვიანებით საარჩევნო კანონშიც აისახა. ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტების ერთმა ჯგუფმა 30 მაისის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. იმ პარტიათა შორის, რომელთაც ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს არიან: “ლეიბორისტები”, “ეროვნული ფორუმი” და ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური გაერთიანება. პირWელი Share View the full article
  20. 3d sex villa 2010 ეროტიკული სიმულატორის ბოლო ვერსია 18 წლამდე ასაკისთვის არ არის რეკომენდირებული View the full article
  21. რუსული ესტრადის ყველა დროის საუკეთესო ვიდეო კლიპები View the full article
  22. ფილ კატასტროფა -ტემპერატურის მოულოდნელმა ზრდან შესაძლოა ლოს-ანჟელესი უდაბნოდ გადააქციოს. კეიტ ჯენსენმა უნდა იჩქაროს, რათა კატასტროფა აარიდოს ქალაქს... View the full article
  23. ვიდეო პრიკოლების კრებული მობილურისთვის View the full article
  24. პოტაპ და ნასტასია კამენსკიხ ვიდეო კლიპების სრული კრებული View the full article
  25. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/newsimgaspx-150x150.jpgცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დღეს რამდენიმე შემაჯამებელი შეხვედრა გამართა, მათ შორის საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და არასამთავრობო ორგანიზაცეიბთან. ხვალ არჩევნებს 2000-მდე უცხოელი დამკვირვებელი დააკვირდება. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/cesko4.jpg itvს ლინკი
×
×
  • შექმენი...