planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
liverpoolfc(ფანკლუბი) “ეს სატრანსფერო ჭორი იყო!”
planetanews posted a topic in rss სიახლეები(სპორტი)
http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01566/rafa_benitez_1566010c.jpg ლივერპულის მწვრთნელის, რაფაელ ბენიტესის აგეტმა, მანუელ გარსია ქუილონმა უარყო გავრცელებული ხმები, რაფა ბენიტესის ლივერპულიდან წასვლის შესახებ. მისი თქმით, ეს მხოლოდ სატრანსფერო ჭორი იყო!.. უკვე დიდი ხანია, რაც რაფაელ ბენიტესის გუნდიდან წასვლის შესახებ ხმები გავრცელდა. ზოგ გულშემატკივარს სურდა მისი წასვლა, ზოგი კი იმედოვნებდა, რომ ესპანელი მწვრთნელი კლუბს არ დატოვებდა. ბევრს საუბრობდნენ რაფა ბენიტესის მილანის ინტერში ან მადრიდის რეალში გადაბარგების შესახებ, მაგრამ რაც ახლა, როდესაც მაურინიომ ჩაიბარა “სამეფო კლუბი,” ლივერპულის გულშემატკივრებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ – რაფა გუნდს არ დატოვებს! “არაფერი ვიცოდი ინტერის ინტერესების შესახებ”– განაცხადა რაფას აგენტმა, მანუელ გარსიამ.–”არავინ შემხმიანებია და არც ყოფილა რაიმე შემოთავაზება ინტერისგან. ეს ნამდვილად სატრანსფერო ჭორი იყო!” ასე, რომ რაფა ბენიტესმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო: ამ მძიმე პერიოდში ლივერპულს არ დატოვებს, პირიქით, მხარში ამოუდგება მას!.. წყარო: goal.com View the full article -
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/vashadz-150x150.jpgთბილისის მერობის კანდიდატი დედაქალაქის მოსახლეობას მიმართავს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/vashadze.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/photo26-150x150.jpgირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას ტურისტული სექტორი მოუთმენლად ელის. ირანელი დამსვენებელი მაღალმხარჯველობითა და წესრიგიანობითაა ცნობილი. თუმცა საკითხს პოლიტიკური მხარეც აქვს. დეტალები ნახეთ დავით გოჩიაშვილისა და გიორგი დვალის სიუჟეტში. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/irani.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/kukava-150x150.jpgცესკომ კახა კუკავას მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საარჩევნო კანდიდატთა სიიდან არ მოხსნა. აღნიშნული მოთხოვნით კუკავამ ვაკის საოლქო საარჩენო კომისიას მიმართა და საარჩევნო კოდექსის 54-ე მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად მოითხოვა მისი სახელის გასწვრივ მითითებული ყოფილიყო „არჩევნებიდან მოხსნილია”. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/saganelidze.jpg itvს ლინკი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_post.jpg კარენ დეიანგი პრეზიდენტი ობამა აშშ–ს სტრატეგიული პრიორიტეტების გადახედვის ინიციატივით გამოვიდა და განაცხადა, რომ თუკი შეერთებულ შტატებს მსოფლიოში მომავალშიც სურს წამყვანი როლის შესრულება, მან საკუთარი ეკონომიკური, ზნეობრივი და ინოვაციური სიძლიერე უნდა აღადგინოს. ისევე, როგორც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა ახალი საერთაშორისო წესრიგი და იმ მსოფლიო ინსტიტუტების სისტემა უნდა ჩამოაყალიბოს, რომლებიც 21–ე საუკუნის სინამდვილეს ასახავენ, რომელშიც „ამერიკის დიდება გარანტირებული არ არის“, განაცხადა მან ხუთშაბათს დილით გამოქვეყნებულ 52–ე „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში“. „იმ დროს, როდესაც ჩვენ ომებს ვაწარმოებთ, ამ ომების მიღმა ჰორიზონტს უნდა ვხედავდეთ“, – ნათქვამია დოკუმენტის შესავალ ტექსტში. „იქ მოსახვედრად, ჩვენ ნაციონალური განახლების და მსოფლიო ლიდერობის სტრატეგია უნდა ვაწარმოოთ – სტრატეგია, რომელიც ამერიკის ძალის და გავლენის საფუძვლებს აღადგენს“. ეს ობამას მიერ მომზადებული პირველი ანგარიშია 1986 წლის კანონის შესაბამისად, რომელიც პრეზიდენტს კონგრესისთვის ყოველწლიური სტრატეგიული ანგარიშის წარდგენას ავალდებულებს. წინა ადმინისტრაციები ამ მოთხოვნას არარეგულარულად ასრულებდნენ: ორი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ეროვნულ უსაფრთხოებაზე მხოლოდ ორი ანგარიში გამოაქვეყნა – 2002 და 2006 წლებში. დოკუმენტი მთავრობაში ადმინისტრაციის პრიორიტეტებს განსაზღვრავს და მათ კონგრესს, ამერიკელ ხალხს და მთელს მსოფლიოს აცნობს. ის ასევე ჩარჩო დოკუმენტია სტრატეგიის თაობაზე მოსამზადებელი იმ დოკუმენტებისთვის, რომლებსაც მთავრობის სხვა დანაყოფები ამზადებენ, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიისთვის, რომელსაც პენტაგონი ამზადებს. ობამას ახალი დოქტრინა მთლიანად ემიჯნება ცალმხრივ სამხედრო მიდგომას, რომლის პროპაგანდასაც ეწეოდა მისი წინამორბედი 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ. ბუშმა თავისი ჟინი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვისთვის მოთოკა, მაგრამ ობამას სტრატეგია, როგორც ეს დოკუმენტშია ნათქვამი წარმოადგენს „იმის ფართო გაგებას, რასაც ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება ეფუძნება“. სამხედრო უპირატესობა უნდა შენარჩუნდეს და „შეერთებული შტატები იმ ერთადერთ სახელმწიფოდ რჩება, რომელსაც შორ მანძილზე ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციების წარმოება შეუძლია“, – ნათქვამია ანგარიშში. მაგრამ, „როდესაც ჩვენ ბოროტად ვიყენებთ ჩვენს სამხედრო სიძლიერეს ან არ ვიყენებთ დამატებით ინსტრუმენტებს ან პარტნიორების გარეშე ვმოქმედებთ“, „ჩვენი შეიარაღებული ძალები უკიდურესად დაძაბულია. ამერიკელები მძიმე ტვირთს ატარებენ, ჩვენი ლიდერობა კი ზედმეტად ასოცირდება მხოლოდ ჩვენს სამხედრო ძალასთან“. სტრატეგიაში ნახსენებია ოთხი „მუდმივი ნაციონალური ინტერესი“, რომლებიც ერთმანეთისგან „განუყოფელია“: უსაფრთხოება, განვითარება, ღირებულებები და საერთაშორისო წესრიგი. „ძალიან გვსურს, რომ ეს დოკუმენტი ჩვენ დროის კონტექსტს შეესაბამებოდეს“, – განაცხადა ინტერვიუში სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე ბენჟამინ როუდსმა. იმეორებს რა იმას, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მოქმედების მთავარი საშუალებაა (და სწორედ ამას უსვამდა ხაზს ობამა მისი პრეზიდენტობის 16 თვის განმავლობაში), სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის და გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთგულია. ობამამ დოკუმენტის ელემენტები საზოგადოებას შაბათს წარუდგინა და ვესთ–პოინტის სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულების წინაშე განაცხადა, რომ „ამერიკამ თანამშროლობის ნაკადის მიტოვებით, წარმატებას ვერ მიაღწია“. ღონისძიებათა დაგეგმილი ციკლის პროცესში სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დოქტრინის დიპლომატიურ ელემენტებს საკუთარ გამოსვლაში განიხილავს ხუთშაბათს, იმ დროს როდესაც ობამას მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიმს ჯოუნსი სტრატეგიას უცხოელი კორესპონდენტების (Foreign Press Club) კლუბში გაარჩევს. ოთხშაბათს, ჯონ ბრენანმა, ობამას მაღალჩინოსანმა ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში, სტრატეგიის საშინაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ელემენტები განიხილა, და განაცხადა, რომ დოკუმენტი „არაორაზროვნად აცნობიერებს საფრთხეს, რომელსაც შეერთებულ შტატებს აქ, მის სახლში რადიკალებად ქცეული ადამიანები უქმნიან“. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში გამოსვლისას, ბრენანმა ალ–ქაიდას ტაქტიკის „ახალი ფაზა“ აღწერა, რომლის ფაგლებშიც ის პირები, რომლებიც არ შეეფერებიან „(ტერორისტის) ტრადიციულ პროფილს“ ცდილობენ საკმაოდ მარტივი თავდასხმების განხორციელებას. მან ნიგერიელი უმარ ფარუქ ადბულმუტალაბი ახსენა, რომელიც ეჭვმიტანილია საშობაოდ თვითმფრინავის აფეთქების წარუმატებელ მცდელობაში, და ფაისალ შაჰზადი, პაკისტანული წარმომავლობის ამერიკელი, რომელმაც, როგორც ამტკიცებენ, ამ თვეში თაიმს–სკვერზე ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე ავტომობილი დააყენა. „ვიდრე ჩვენი მტრები საკუთარ ტაქტიკას ცვლიან და აახლებენ, ჩვენც მუდმივი ადაპტაცია და ტაქტიკის შეცვლა გვჭირდება და ეს გიჟურ რეჟიმში კი არ უნდა ვაკეთოთ, რომელსაც შიში განსაზღვრავს, არამედ საფუძვლიანად და მშვიდად, ისე, რომ ამან ჩვენი უსაფრთხოება განამტკიცოს და ჩვენი მტრების ქმედებებს უფრო მეტად დაუკარგოს ლეგიტიმაცია“. ბუშის ადმინისტრაციის ანტიტერორისტული რიტორიკის ირიბი უარყოფით, ბრენანმა თქვა, რომ „ჩვენი მტერი ტერორიზმი არ არის – არამედ სულიერი მდგომარეობაა, და ჩვენ, ამერიკელები შიშში ცხოვრებაზე უარს ვამბობთ“. „ჩვენ ასევე ჩვენს მტრებს ჯიჰადისტებად და ისლამისტებად არ ვახასიათებთ“, – განაცხადა ბრენანამა, რადგან ამ რელიგიური ტერმინების გამოყენება იმის „ყალბ განცდას უწყობს ხელს“, რომ ალ–ქაიდა და მისი პარტნიორები „რელიგიური ლიდერები არინ, რომლებიც წმინდა საქმეს იცავენ, სინამდვილეში კი ისინი უბრალო მკვლელები არიან“. „შეერთებული შტატები ომს აწარმოებს“, თქვა მან. „ჩვენ ვაწარმოებთ ომს ალ–ქაიდას და მისი ტერორისტული დანაყოფების წინააღმდეგ“. ადმინისტრაცია ექსტრემისტებთან „იბრძოლებს“ „ყველგან, სადაც ისინი შეთქმულებებს გეგმავენ და ემზადებიან, ავღანეთში, პაკისტანში, იემენში, სომალიში და სხვა ქვეყნებში“, – განაცხადა ბრენანმა, მაგრამ „(ვაშინგტონი) ძალას გონივრულად გამოიყენებს იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ხშირად არა ჩაქუჩი, არამედ სკალპელი გვჭირდება“. „როდესაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ტერორისტებზე, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობენ, ჩვენ გვაქვს ვალდებულება ვიმოქმედოთ, რათა საკუთარი თავი დავიცვათ, და მომავალშიც ასე ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ბრენანმა. „იმავდროულად, ქმედებები, რომლებიც იწვევს ერთი ტერიტორისტის განადგურებას, მაგრამ იმავდროულად მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოსდევს, ადგილობრივ მოსახლეობას აღაგზნებს, რამაც შეიძლება უფრო მეტი პრობლემა შექმნას – იმავდროულად, ჩვენ შეიძლება ტაქტიკურ წარმატებას მივაღწიოთ, მაგრამ ამას სტრატეგიული მარცხი მოჰყვება“. იმ დროს, როდესაც შეერთებული შტატები შიდა და საერთაშორისო თავდაცვას აძლიერებს, აშშ–ს მთავარ იარაღად ამერიკული ღირებულებები და ცხოვრებისეული სიმტკიცე რჩება, განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა. „ტერორისტები შეიძლება შეეცადონ ჩვენს ქალაქებში სიკვდილის შემოტანას, მაგრამ სწორედ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ როგორ ვიმოქმედოთ – კანონების შესაბამისად თუ პირიქით, ნელ–ნელა დავანგრიოთ ისინი… ბრძნულად ვირეაგიროთ თუ ეფექტურად და დარტყმები მტერს ისე მივაყენოთ, რომ რეგიონეები აღვაგზნოთ და სასტიკი ექსტრემიზმის ცეცხლს ნავთი დავასხათ. ეს ჩვენი არჩევანია. ამ სტრატეგიის დახმარებით… პრეზიდენტი ობამა და ადმინისტრაცია ჩვენს პასუხს გთავაზობთ“. სტრატეგიულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ადმინისტრაცია „შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს საფრთხეების თავიდან ასაცილებლად… მაგრამ ჩვენ ასევე გვესმის, რომ ყველა საფრთხის დაფრთხობას ან მათ თავიდან აცილებას ვერ შევძლებთ. ამიტომ ჩვენ უნდა განვამტკიცოთ ჩვენი სიცოცხლისუნარიანობა – ცვლილებებთან ადაპტირების უნარი, მზად ვიყოთ სტრესებისთვის და შევეწინააღმდეგოთ მათ და სწრაფად აღვიდგინოთ ძალები, თუკი აპრობლემები მაინც შეიქმნება“. დოკუმენტში გამეორებულია ობამას დაპირება, რომ ის დახურავს გუანტანამოს საგამოძიებო იზოლატორს, მაგრამ არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ როდის და როგორ მოხდება ეს. მასში გაჟღერებულია, ადმინისტრაციის განახლებული ვალდებულება, რომ „ტერორისტებს სასამართლოს გადასცემს… კანონის უზენაესობისა და სამართლის მოთხოვნების შესაბამისად“ და გაისმის მოწოდება „ხანგრძლივ სამართლებრივ მიდგომაზე, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებას და ღირებულებებს შეესაბამება“. სტრატეგიაში ხელახლაა დადასტურებული ადმინისტრაციის უკვე ცნობილი სტრატეგია ერაყთან, ავღანეთთან და პაკისტანთან, ასევე ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ „ჩვენი ურთიერთობები ევროპელ მოკავშირეებთან აშშ–ს მსოფლიოსთან ურთიერთქმედების ქვაკუთხედია“. გარდა ამისა, მასში აღნიშნულია ამერიკის მტკიცე პარტნიორობაზე აზიურ სახელმწიფოებთან, მათ შორის იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან და დასავლეთ ნახევარსფეროს მოკავშირეებთან – კანადასა და მექსიკასთან. ანგარიშში მოკლედ არის ნახსენები ისრაელი და ნათქვამია, რომ ამ ქვეყანასთან „მტკიცე პარტნიორული ურთიერთობების“ შენარჩუნება მნიშვნელოვანია. მასში გამოთქმულია ასევე მხარდაჭერა ისრაელის „გრძელვადიან ინტეგრაციაზე“ ახლოაღმოსავლურ სივრცეში. თუმცა, იმავე აბზაცში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები „განაგრძობს ჩვენი საკანძო ურთიერთობების განვითარებას უსაფრთხოების სფეროში“ არაბულ სახელმწიფოებთან, მათ შორის ეგვიპტესთან, იორდანიასთან, საუდის არაბეთთან და სპარსეთის ყურის სხვა სახელმწიფოებთან. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციის სტრატეგიის ცენტრალური ელემენტი გახდება აშშ–ს თანამშრომლობა „გავლენის სხვა ცენტრებთან – ჩინეთთან, ინდოეთთან და რუსეთთან, ასევე იმ სახელმწიფოებთან, რომელთა გავლენაც იზრდება, მაგალითად ბრაზილიასთან, სამხრეთ აფრიკასთან და ინდონეზიასთან“. მასში საუბარია ადრე გახმოვანებულ ძვრაზე „დიდი რვიანიდან“ „დიდ ოცეულამდე“, რომელიც „საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის მთავარ ფორუმად“ გარდაიქმნება. სტრატეგიული ანგარიში ერთგვარ მეოცნებე ნოტაზე სრულდება, აცხადებს რა, რომ შიდა და საერთაშორისო პროგრესი დამოკიდებული იქნება „ფართო და ორპარტიულ თანამშრომლობაზე“, რომლის არარსებობაც, „შეერთებულ შტატებს არასასურველ სტრატეგიულ მდგომარეობაში აყენებს“. მთელი „ცივი ომის“ განმავლობაში, მაშინაც კი როდესაც მოქმედების სხვადასხვა გეგმებთან დაკავშირებით უთანხმოება არსებობდა, ყოველთვის რჩებოდა იმის რწმენა, რომ ამერიკის პოლიტიკურ ლიდერებს საერთო მიზნები აერთიანებთ, იმ შემთხვევაშიც კი თუკი ისინი ამ მიზნების მიღწევას სხვადასხვაგვარად ცდილობდნენ“, – აღნიშნულია დოკუმენტში. „დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში, ორივე პარტიის ქმედებების წყალობით, ნაციონალური უსაფრთხოების ირგვლივ ჩვენს დისკუსიებში ამ საერთო მიზნის განცდა პერიოდულად არ იგძნობა“. ორიგინალი ორიგინალი
-
http://a.pix.ge/e/hts4u.jpg გერმანულმა საფეხბურთო ჟურნალმა ”11 მეგობარი” გამოაქვეყნა ინტერვიუ ლივერპულის ყოფილ კაპიტანთან სამი ჰიუპიასთან, რომელიც ამჟამად გერმანული “ბაიერ ლევერკუზენის” ღირსებას იცავს. ის ლივერპულის ლეგენდაა. მან გუნდი 2009 წელს დატოვა, მისი წასვლით კლუბმა ბევრი დაკარგა – არამარტო დაცვის სფეროში. მიუხედავად მისი ასაკისა (36 წელი) იგი ყოველდღიურად ხდება ფენომენალური ფეხბურთელი. სეზონის ბოლოს იგი დაასახელეს ბუნდესლიგის საუკეთესო მცველად. ახლანდელ ბაიერ ლევერკუზენში იგი ბრწყინავს და ძალიან დიდი შთაბეჭდილებას ახდენს მის თანაგუნდელებზე. მადლობა მის არჩვეულებრივ ინდივიდუალურობას, მან დაიპყრო მარავალი ფეხბურთის მოყვარულის გული გერმანიაში. ყველა ლივერპულის გულშემატკვივარი არის შეწუხებული, მაღალი ფინელი ბიჭის წასვლით, რომელიც არასდროს იქნება მარტო. - ” სამი თქვენ ცხოვრობდით ლივერპულში წლების განმავლობაში, თქვენი აზრით ნამდვილად არის ”განქსტერული” ქალაქი? ” - ” ერთხელ, როდესაც მე პირველად ჩამოვედი ლივერპულში, კრისტიან ციგე, სანდრ ვესტერველდი და მე ვისხედით ქალაქის ერთ-ერთ რესტორანში, უცბად მოულოდნელად გავიგეთ თოფის გასროლის ხმა, რათქმაუნდა შეგვეშინდა. მახსოვს რესტორანში იყო ორი შესასვლელი, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავდით რა ხდებოდა, მოგვიანებით გავიგეთ, რომ ზოგიერთი ადამიანი მოწოდებულია დემონტაჟისთვის და ამიტომაც ესროლა ბიჭმა ფეხში. ჩვენი კვება იქვე დასრულდა.” http://i.dailymail.co.uk/i/pix/2009/10/22/article-0-06ECB664000005DC-960_468x346.jpg - ” ლევერკუზენი პირიქით, წყნარი ქალაქია?” - ” დიახ ეს ასეა, მაგრამ მე აქ სათამაშოდ და სავარჯიშოდ ჩამოვედი.” - ” ღამის ცხოვრებით რით განასხვავებდით ლევერკუზენს და ლივერპულს?” - ” ჩემთვის ეს ნამდვილად არ არის საქმე. ჩემთვის მნიშვნელოვანია პირობები. ღამის ცხოვრება არასოდეს მიზიდავდა.” - ” ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც თქვენ პროფესიონალური ფეხბურთის ეტალონს გიწოდებენ?” - ” მე ვარ ის ვინც ვარ. რათქმაუნდა მეც ვყოფილვარ წვეულებებზე და ღამის კლუბებში, მაგრამ ჩემს პროფესიას მე სერიოზულად ვუყურებ, ჩემს კარიერას ყველაფერი შვწირე, რომ გავმხდარიყავი ის, ვინც ახლა ვარ.” - ” თქვენი 36 წლის შესრულებისას, მრავალი ბრიტანული მედია დარწმუნებული იყო, რომ თქვენ უარს არ განცხადებდით შემოთავაზებაზე და გახდებოდით, გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელი. ეს არის უჩვეულო გადაწყვეტილება თქვენი მხრიდან, მოცემულია ის ფაქტი, რომ ლივერპული ბავშვობიდან თქვენი ცხოვრების პირველ რიგში იდგა და რატომ უარი? ” - ” რადგან, როგორც ფეხბურთელი მე უფრო ბევრი გზა მაქვს, მე არანაირად არ მიკვირს ის ფაქტი, რომ ყველას უპირობოდ სჯერა გაზეთების, მაშინაც კი, თუ ისინი წერენ მტკნარ სიცრუეს.” - ” ესეიგი ეს სიცრუეა?” - ” შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნახევარი. მე მქონდა შეხვედრები ლივერპულის ბოსებთან კონტრაქტის გაგრძელებაზე, მაგრამ მე გადავწყვიტე ჩემს ცხოვრებაში რაიმე შემეცვალა, ამიტომ წავედი გერმანიაში. მე უბრალოდ მინდა ფეხბურთის თამაში, როგორც მწვრთნელი მე ჯერ კიდევ მაქვს დრო, 40-დან 50 წლამდე. - ” ერთხელ მარკუს ბაბელმა მოყვა, რომ მან გნახათ თუ როგორ ტიროდით გასახდელში 2001 წელს ლესტერ სიტისთან დამარცხების შემდეგ…” - ” ზოგჯერ ემოციების მოთოკვა ძალიან რთულია, ზოგჯერ ამ ემოციებს უბრალოდ იმის გამო ხატავ, რომ გუნდს ვერ დაემხარე, ის, რომ მე გასახდელში შჰევედი და ვტიროდი იმის გამო, რომ გუნდმა წააგო, ეს სამარცხვინო ნამდვილად არ არის. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩემს ცხოვრებაში ფეხბურთი ძალიან ბევრს ნიშნავს.” - ” ნებისმიერი ლივერპულის გულშემატკივარი ალბათ ყველაფერს გაიღებდა იმისთვის, რომ ენახა თუ როგორ ტირის გასახდელში ლივერპულის ყოფილი მცველი…” - ” არ მგონია. ჩვენ ყველა განსხვავებულები ვართ და ჩემ ცხოვრებაში ფეხბურთი მთავარია. მრავალი ფეხბურთელისთვის ფეხბურთი – ეს მხოლოდ გარკვეულ ასპექტში არის მათი ცხოვრება, როგორც უბრალოდ გატაცება, ძირითადად მათთვის მთავარი არის რაღაც სხვა, მე ასე არ ვფიქრობ.” -” საკვანძო სიტყვა – ემოციების. 2001 წელს თვქნე გუნდის კაპიტანი გახდით, მაგრამ საკმაოდ მალე ატარებდით ვიცე კაპიტნის სტატუსს და ბოლო წლებში მესამე კაცი იყავით გუნდში. არსებობს მრავალი აზრი ამ სიტუაციის, მათ შორის ისეთი, რომ დაკარგო პროფესიონალიზმი, რაც შემდგომში გავლენას ახდენს თქვენს თამაშზე. შემდგომ თქვენ გაწვებოდათ ნაკლები ტვირთი პასუხისმგებლობისა, რას იტყვით თქვენ ამ ფაქტზე?” - ” მე ყოველთვის ვიყავი ადამიანი, რომელიც ცნობს ყველა ჩავარდნას და გულთან ახლოს მიაქ ეს პრობლემები, მაგრამ მე ყოველთვის ვგრძნობდი პასუხისმგებლობას. შემსუბუქება – ეს არის სიტყვა, რომელიც ეხება ჩემს მდგომარეობას. მე უფრო დარწმუნებული ვარ ჩემს თავში მინდორზე. - ” როგორ მოგიხაადათ მწვრთნელმა ბოდიში, როცა გითხრათ, რომ კაპიტნის სამკლაურს სტივენ ჯერარდს გადასცემდა?” - ” ერთხელ ჯერარდ ულიემ მიმიწვია თავის ოფისში და გამაცნო თავის გადაწყვეტილება. მახსოვს ძალიან გვიანი იყო და ყველა სახლში წავიდა. მეორე დღეს მე მივედი სტივენთან და ვუთხარი, რომ მას ყოველთვის შეეძლო ჩემი იმედი ჰქონოდა, საჭიროების შემთხვევაში. ულიესთან საუბრის დროს, სტივი აღშფოთდა და გაბრაზდა, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ ეს ყველაფერი გუნდის საკეთილდღეოდ და სასარგებლოდ ხდებოდა.” - ” ერთხელ თქვენ დაკარგეთ კაპიტნის სამკლაური, თქვენ გახდით გუნდის მდუმარე ლიდერი, როგორც ჩანს ლივერპულმა თქვენი სახით ბევრი რამ დაკარგა, არა მხოლოდ დაცვის ხაზში.” - ” როდესაც მე ვთამაშობდი ლივერპულში, ხშირად ვუსვამდი საკუთარ თავს შეკითხვას, მოვენატრები თუ არა გუნდს როცა წავალ ? მე ვეკონტაქტები ლივერპულის ფეხბურთელებს და ჩემთვის ნამვილად ვერ შეცვლის ბაიერი ლივერპულს.” http://www.ifotka.ru/images/u7gqit448hgv88ej0wz.jpg -” სემი, მოდით ვისაუბროთ 2005 წლის ფინალზე. გაგვიმხილეთ თქვენი საიდუმლო და ბოლოს და ბოლოს გვითხარით, რა მოხდა იმ 15 წუთში?” -” ეს დღე გუშინდელივით მახსოვს. როდესაც ჩვენ ვაგებდით 0-3 -ს და დამთავრდა პირველი ნახევარი, ბენიტესი აბსოლიტურად წყნარად იყო, არ ყვიროდა, არავის აკრიტიკებდა. მან მხოლოდ გვითხრა, რომ გვქონდა 45 წუთი, სადაც უნდა დაგვენახებინა გულშემატკივრებისთვის, თუ რამდენს ნიშნავდნენ ისინი ჩვენთვის. ის ფანები, რომლებიც წითელ მაისურებსა და კაშნებს აფრიალებდნენ. ჩვენ დავისახეთ გამარჯვება. კარგად მახსოვს, როგორ გვგულშემატკივრობდნენ შეძახილებით პირველ ტაიმში, შესვენებაზე კი მათი სიმღერაც კარგად გვესმოდა. “ -” მეორე ნახევარში რომელმა ითამაშა უდიდესი როლი, გულშემატკივრებმა თუ დიდი ჰამანმა?” -” ჩვენ შევცვალეთ ოდნავ ტაქტიკა. არ ვამტკიცებთ, რომ ამან დიდი როლი ითამაშა გამარჯვებაში, თუმცა გარკვეულილად შევალა მთლიანი კურსი. მერწმუნეთ, მაშინ არავითარი იღბალი, “ჯადოქრობა” ჩვენს მხარეს არ იყო. მილანის კარში ჩვენი პირველი გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ მეორე ნახევარში გავედით მხოლოდ ერთი მიზნით – მოგვეპოვებინა ხალხის ავტორიტეტი.” -” უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, თქვენ გახდით “ლივერპულის” სასწაულმოქმედი. “იუვენტუსთან” მატჩი, რომელიც მიეძღვნა 20 წლის წინ მომხდარ “ეიზელის” ტრაგედიას, იყო განსხვავებულად მნიშვნელოვანი თქვენთვის? იტალიელი ფანები თქვენს დასახვედრა ხომ განსაკუთრებულად ემზადებოდნენ.” -” მატჩის წინ სტივმა მიიღო ტრამვა და კაპიტნის სამკლაურის მორგება მე მომწია. მაშინ ალესანდრო დელ პიეროსთან ერთად წავიკითხე დაღუპული ხალხის სახელები და გვარები. ეს ძალიან ემოციური იყო. სიმართლე გითხრათ, მე არ მაქვს კარგი დამოკიდებულება მსგავს ღონისძიებებთან, თუმცა იმ მომენტში ვიცოდი, რომ მე ვალდებული ვიყავი წარმომედინა ლივერპულის სახელი. - ” ახლა თქვენ ბაიერში ხართ ყველაზე უფროსი, სხვებისთვის როგორც მამა. გუნდთან ადაპტაცია გაგიჭირდათ?” - ” თავდაპირველად ეს იყო რთული, მაგრამ მე ვარ უბრალო ადამიანი და ეს დამეხარა გუნდთან ადაპტაციაში. http://images.icnetwork.co.uk/upl/liverpoolecho/may2009/8/7/sami-hyypia-before-the-2005-european-cup-final-in-istanbul-460-631318565.jpg View the full article
-
itv ნაციონალების კოორდინატორთა სამოქმედო გეგმა
planetanews posted a topic in პოლიტიკა და საზოგადოება
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/paliko-150x150.jpgუფასო ტრანსპორტით მომსახურება ამომრჩევლებისთვის და კოორდინატორების მიერ მხარდამჭერების აღრიცხვა - ასეთია ხვალინდელ არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორთა სამოქმედო გეგმა, რომელიც დღეს პავლე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს გააცნო. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/palik.jpg itvს ლინკი -
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/photo25-150x150.jpgშეკითხვაზე - რომელი ხელისუფალის მსგავს პრეზიდენტს ისურვებდით ყველაზე მეტად - გამოკითხულთა უმრავლესობამ უპასუხა, რომ რონალდ რეიგანს. პირველ სამეულში მოხვდნენ საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა. ბოლო სამი ადგილი კი, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშილს, ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს და რუსეთის პრემიერ ვლადიმერ პუტინს ერგოთ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/gamokitxva.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/kukava-saganelidze-da-erovnuli-sabcho-150x150.jpgეროვნული საბჭოს წევრები არჩევნებამდე ერთი დღით ადრე პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და ამომრჩეველს მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/erovnuli-sabw.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/ivanishvili-150x150.jpg„სახალხო-დემოკრატები” საარჩევნო კამპანიას არ წყვეტენ.დღეს 24 საათიდან და ხვალ 30 მაისს,არჩევნების დღეს, კანონმდებლობის სრული დაცვით იმოქმედებენ ,ხოლო 31 მაისის დილიდან რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის იწყებენ მზადებას. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/ivanisvili.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/araamtavroboebi-150x150.jpg„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს”, „სამართლიანი არჩევნებისა” და „საიას” წარმოამდგენლებმა 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის დაკვირვების შესახებ დოკუმენტი არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გამოაქვეყნეს. წინასწარი მონიტორინგის შედეგებში არსებული პროცესების დადებითი და უარყოფითი მხარეებია ასახული. 30 მაისის არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, განცხადებაში ნათქვამია, რომ საარჩევნო სიის გადამოწმებისას გამოვლენილი ხარვეზები სრულად არ აღმოფხვრილა. არასამთავრობოთა წარმომადგენლების თქმით ისინი მომავალშიც გააგრძელებენ საარჩევნო მონიტორინგს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/arasamtavrobo.jpg itvს ლინკი
-
http://www.whoateallthepies.tv/fernando%20torres%20euro%202008%20spain%20germany.jpg ლივერპულის და ესპანეთის მე–9 ნომერმა, ფერნანდო ტორესმა, თავისი ქვეყნის ნაკრებზე და დამდეგ, 2010 წლის მუნდიალზე ისაუბრა… ესპანეთის ეროვნული ნარები განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც Euro 2008-ის დამსახურებული გამარჯვებული გახდა. 2 წლის წინ, 2008 წლის 29 ივნისს ესპანეთმა გერმანიას მინიმალური ანგარიშით 1:0 სძლია ფერნანდო ტორესის წყალობით, მერე იყო კონფედერაციის თასის გათამაშება, სადაც ესპანეთი ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაუმსახურებლად დამარცხდა და ფინალის საგზური დაკარგა. მე–3 ადგილისთვის აფრიკელებთან მოუწია ბრძოლა და დამატებით დროში ნანატრი გამარჯვებაც მოიპოვა. ცოტა ხნის წინ ფერნანდომ ერთ–ერთ ინტერვიუში განაცხადა: “ჩვენ ისეთივე შემართებით ვართ ახლა, როგორც ეს 2008 წელს ევროპის ჩემპიონატის წინ იყო. ერთი განსხვავებაა: ჩვენ ახლა უფრო დავიხვეწეთ და უფრო სანახაობრივ ფეხბურთს ვთამაშობთ. ყველამ კარგად იცის, რომ არც თუ ისე კარგად ვიასპარეზეთ კონფედერაციის თასზე. ჩვენ ახლა წარმატება გვწყურია. ეს ჩვენი შანსია, რომელსაც გამოყენება სჭირდება. მინდა ესპანეთის ნაკრებს ისე იცნობდნენ, როგორც მსოფლიო ჩემპიონს. ახლა მსოფლიო ჩემპიონატის “ციებ–ცხელებაა” და ზოგი გულშემატკივარი ჩვენ ფავორიტებად მიგვიჩნევს. საამაყო და სასიამოვნოა, როცა ვიღაცას შენი სჯერა და გენდობა. მსოფლიო ჩემპიონატი სულ სხვაა. მუნდილაზე ყოველთვის თამაშობენ ისეთი საოცარი გუნდები, როგორებიც გერმანია, იტალია და არგენტინა არიან. უდაოა, რომ ბრაზილია ფავორიტია, რაც შეეხება ინგლისს, ახლა ის ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე რამოდენიმე წლის წინ…” წყარო: liverpoolfc.tv View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/qdm7-150x150.jpgქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა არჩევნების დღეს საკუთარ მხარდამწერებს მიკროავტობუსებით მოემსახურებიან. მოძრაობის წევრები საპატრულო პოლიციას კორექტულობისაკენ მოუწოდებენ და იმედოვნებენ, რომ მიკროავტობუსების მძროლებს დაბრკოლებებს არ შეუქმნიან. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/qdm8.jpg itvს ლინკი
-
ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების წინა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის შედეგები შეაჯამეს. სამი ორგანიზაციის - ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს”, ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” და ”საქართველოს - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” დასკვნის საფუძველზე რამდენიმე პრობლემა გამოიკვეთა. ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების ოფიციალურ თარიღი საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კანონით დადგენილი ვადის ამოწურვის ზუსტად ბოლო დღეს გამოაცხადა. საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების თარიღს არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა პრეზიდენტი ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა კანონით დადგენილ ვადებში მოქმედებდა, არასამთავრობო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ არჩვნების ოფიციალური თარიღი პოლიტიკური ოპონენტებისათვის უფრო ადრე უნდა ყოფილიყო ცნობილი. ,,არჩევნების თარიღს წინასაარჩევნო კამპანიაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. პოლიტიკურ პარტიებს საშუალება ეძლევათ, თანაბარი სასტარტო პირობები ჰქონდეთ. ამიტომ აუცილებებლია, თარიღი მათთვის უფრო ადრე იყოს ცნობილი”,- განაცხადა ეკა სირაძემ, ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ხელმძღვანელმა. ,,როდესაც არჩევნები დაინიშნა, ხელისუფლებას უკვე ჰქონდა გაზრდილი ადგილობრივი ბიუჯეტი, იყო დაგეგმილი სხვადსხვა სახის სოციალური პროგრამები. თუკი შევადარებთ წინასაარჩევნო და არაწინასაარჩვენო პერიოდს, აშკარა სხვაობაა სოციალური პროგრამების მასშტაბებს შორის. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ხდებოდა ადგილობრივი რესურსების წინასაარჩევნოდ გამოყენება”,-ამბობს ვახტანგ კობალაძე, ,,საერთაშორისო გამწვირვალობა- საქართველოს” აღმასრულებებლი დირექტორი. 30 მაისის ადგილობრივი არჩევნებისათვის, საქართველოში საარჩევნო კოდექსში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. არასამთავრობო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ ცვლილებებს იმის თაობაზე, რომ ხმის მიცემისა და ხმების დათვლის დროს გამოვლენილი დარღვევების გასაჩივრების ვადა ერთიდან ორ დღემდე გაიზარდა, საუბნო საარჩევნო კომისიებში მდივნების დანიშვნის პრეროგატივა ოპოზიციურ პარტიებს მიენიჭათ, ასევე, მათი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცვლილება, რომლის თანახმადაც, თბილისის მერი პირდაპირი წესით აირჩევა. თუმცა ორგანიზაციები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის თაობაზე, რომ მერის არჩევა პირდაპირი წესით სხვა ქალაქებში არ მოხდება. 2009 წლის პრეზიდენტის მიერ გაეროში გაკეთებული განცხადების მიუხედავად (მან თქვა, რომ პირდაპირი წესით აირჩეოდა ყველა ქალაქის მერი ), ეს ცვლილება კანონში არ შევიდა. ,,მისასალმებელია ის ფაქტი, რომ პოლიტიკურ პარტიებს მიეცათ საშუალება (კანონით განისაზღვრა)საარჩევნო სია თავად გადაემოწმებინათ და აღმოჩენილი ხარვეზები წარედგინათ ცესკოში. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, დაახლოებით 100 000 მეტი ხარვეზი იქნა ჩასწორებული, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ სიებში არსებული ხარვეზები მთლიანად ვერ გადამოწმდა და შესაბამისად არ გასწორდა”,_ ამბობს სირაძე. არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ საარჩევნო სიებზე მუშაობა არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე უნდა დაიწყოს. ამომრჩეველს მუდმივად უნდა შეეძლოს მისი შემოწმება და უწყვეტ რეჟიმში უნდა ახლდებოდეს. მონიტორინგის შედეგებში საარჩევნო ადმინისტარაციის მუშაობეზეცაა საუბარი. შედეგებში ნათქვამია, რომ ცესკოს ხელმძღვანელობა ცდილობს, მათი მუშაობა მაქსიმალურად გამჭვირავალე იყოს და საარჩევნო საქმიანობაში არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები ჩართოს. NGO-ები მიუთითებენ, რომ ცესკოდან საჯარო ინფორმაციის მიღება ამ ხნის განმავლობაში მათთვის რთული იყო. საოლქო საარჩევნო კომისიებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია კი ხშირად განსხვავებული იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციისაგან. საუბნო და საოლქო კომისიებიდან ინფორმაციის მიღება კიდევ უფრო ჭირდა. ორგანიზაციის წარმომადგენლები კიდევ ერთ ფაქტზე ამახვილებენ ყურადღებას. მათი ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს შორის ის ხალხი მოხვდა, რომელიც, წინა არჩევნების დროს დაშვებული შეცდომებისა და დარღვევების გამო, ,,საქართველოს იურისტთა ასოციაციისა” და ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” მიერ შედგენილ ,,შავ სიაში’’ მოყვა. მათ ეს სია ცესკოს საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებამდე მიაწოდეს. ანგარიშში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ადგილობრივ ხელისუფლებაში დასაქმებულ პირთა რაოდენობა, როგრც თბილისში, ისე რეგიონებში. წინასაარჩევნო პერიოდში 1000-ზე მეტი საჯარო მოხელე გავიდა შვებულებაში, რადგან საქართველოს კანონმდებლობა საჯარო მოხელეებს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვას უკრძალავს. მიუხედავად ამისა, ,,წინასაარჩევნო მონიტორინგის პროცესში გამოიკვეთა მართველი პარტიის კამპანიაში საჯარო მოხელეების აქტიური მონაწილეობა”,_წერია დასკვნაში. ვახტანგ კობალაძე ამბობს, რომ კანონდარღვევის ფაქტები წინასაარჩევნო პერიოდში იმაზე მეტი გამოვლინდა, ვიდრე მათ მონიტორინგშია ასახული. კობალაძე განმარტავს, რომ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ მომსწრენი იყვნენ ზეწოლის ფაქტებისა, ხშირად ამაზე საუბარი არ სურდათ. თამარ ხიდაშელი, საიას თავჯდომარე კი აღნიშნავს რომ ცესკოს მუშაობა, დარღვევებზე რეაგირების მხრივ, შედარებით სუსტი იყო. ,,ცენტრალური საარჩევნო კომისია ხშირად ელოდებოდა საჩივრებს და თავად არ რეაგირებდა დარღვევების ფაქტებზე. ასევე პასიურობით გამოირჩეოდა საჩივრების განხილვის პროიცესიც”,_ამბობს ხიდაშელი. არასამთავრობოები შედარებით კარგად აფასებენ უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მუშაობას, თუმცა დარღვევებზე რეაგირება არც მათი მხრიდან ყოფილა აქტუალური. ხიდაშელი მხოლოდ ერთ შემთხვევას იხსენებს, როდესაც დამნაშავე დაისაჯა. ხულოს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებებლი წინასაარჩევნო აგიტაციის გამო თანამდებობიდან განთავისუფლდა. არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფს, რომ ანგარიშები, თავიანთი საქმიანოს შესახებ, ქართულ ენაზეც იყოს ხელმისაწვდომი, რადგან საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლოს მისი ნახვა. დასკვნის სახით NGO-ები ცესკოს მუშაობას აფასებენ მცდელობად იმისა, რომ 30 მაისის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებმა საერთაშორისო საზოგადოების დადებითი შეფასება მოიპოვოს. ,,თუმცა კვლავ ბუნდოვანი რჩება მართველი პარტიის წინასაარწევნო კამპანიისა და ხელისუფლების საქმიანობის გამყოფი ხაზი”,- ნათქვამია მონიტორინგში. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/briuseli-150x150.jpgჟურნალისტთა კავშირი „ობიექტივის” დამფუძნებელი ირმა ინაშვილი და მოძრაობა „7 ნოემბრის” ლიდერი ჯაბა ჯიშკარიანი ბელგიაში საქართველოს ელჩისგან და კონსულისგან საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/briuseli1.jpg itvს ლინკი
-
http://s60.radikal.ru/i168/1003/b7/23cb594d4af1.jpg ფანკლუბის გუნდის საყურადღებოდ!!!ამიერიდან ჩვენი საიტის გუნდი ამკაცრებს გუნდში მოხვედრის და ზოგადად გუნდის პირობებს.. 1) საიტზე შეიქმნება ორი გუნდი..ძირითადი ფანკლუბის გუნდი და მისი სარეზერვო (სადაც იქნებიან შედარებით დაბალი დონის მოთამაშეები და ასაკობრივად შედარებით პატარები) 2) თითოეული გუნდი იქნება 12 კაციანი.. შესაძლებელია ძირითად გუნში სარეზერვოდან იქნეს აყვანილი მოთამაშეები საჭიროების შემთხვევაში, როგორც ეს სინამდვილეში ხდება ხოლმე… და პირიქით, ძირითადიდან ზოგჯერ გადაყვანილი იქნება მოთამაშე სათადარიგოთა გუნდში.. 3) ძირითადი გუნდის მოთამაშეები არიან: Liverpool-G, Asata_Merseysidel, Tevdoor, Jeje, Shele, ENGLAND, Gabi, ER, Nikusha, Miro, Gode, George. — შესაძლოა დაემატოს 2-3 მოთამაშე.. ძირითადი გუნდის ვარჯიშები იქნება ძირითადად შაბათ-კვირას საღამოს საათებში.. ვინც გააცდენს ვარჯიშს მკაცრად დაისჯება გუნდის მიერ... უკლებლივ ყველა არააქვს მნიშვნელობა ვინ, არასაპატიო მიზეზების გამო ვარჯიშის გაცდენისათვის , შესაძლოა გამოტოვოს შემდეგი თამაში.. , ან საერთოდ წავიდეს გუნდიდან!!! ეს ყველაფერი კეთდება ისევ თქვენთვის და სამართალისთვის!.. 4) რაც შეეხება სარეზერვო გუნდს: ჯერჯერობით სარეზერვო გუნდი არ არის ბოლომდე შექმნილი, ამიტომ მომავალში ვისაც გსურთ საერთოდ ამ საიტის გუნდში მოხვედრა, შეუერთდით ჩვენს სათადარიგო გუნდს და ივარჯიშეთ მათთან ერთად. თუ ძირითადი გუნდის კაპიტნებს, რომელიმე მოთამაშე მოეწონება სათადარიგოდან, ის აყვანილი იქნება ძირითად გუნდში.. რათქმაუნდა სარეზერვო გუნდსაც ჩვეულებრივ ექნება თავისი ვარჯიშები და ჩაატარებს თავის თამაშებს..ზოგჯერ გაიმართება ამხანაგური თამაში სარეზერვო გუნდსა და ძირითადს შორის.. სარეზერვო გუნდის ვარჯიშები ასევე იქნება ძირითადად შაბათ-კვირას. დრო და ადგილი იქნება გამოცხადებული საიტზე სიახლით და აქაც მკაცრად იქნება განსაზღვრული გუნდში მოხვედრის პირობები… რამოდენიმე სიტყვით ვისაც გსურთ გუნდში მოხვედრა (ძირითადებამდე სარეზერვოში) დაუკავშირდით ბექას მისი სკაიპია–> bero_bero… <— და ის გაცნობებთ ყველაფერს მომავალ ვარჯიშებზე და შეხვედრებზე… ეს ყველაფერი თავისთავად ეხება იმათ ვინც იცის, რომ საკმაოდ კარგად თამაშობს ფეხბურთს და ყოველთვის მოიცლის გუნდისათვის და ვარჯიშებისათვის… წინააღმდეგ შემთხვევაში არავის არ ეწყინოს… ეს რაც შეეხებოდა სარეზერვო გუნდს, ახლა კი რაც შეეხება ძირითად გუნდს..იქითა შაბათ-კვირას იგეგმება თამაში მანჩესტერის ქართული ფანკლუბის გუნდთან..(manunited.ge) ეს ჩვენ ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იქნება, უკვე დიდი ხანია ძირითადი გუნდი სრული შემადგენლობით არ შეკრებილა , ამიტომ იქითა შაბათ-კვირამდე შედგება 1 ან 2 ვარჯიში და უკლებლივ ყველა ძირითადი გუნდის წევრი უნდა გამოცხადდეს.. გამოუცხადებლობის შემთხვევაში არავის არ ეწყინოს თუ მან გამოტოვა ეს შეხვედრა… ძირითადი გუნდის ყველა მოთამაშემ(სხვა არავინ) დამამატოს სკაიპში ვისაც არ ვყევარ.. : Levan777777 <– და ჩამაწერინეთ თქვენი მუდმივი საკონტაკტო ტელეფონები.. View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/manjgi-150x150.jpgსატელეფონო საუბარი მიხეილ სააკაშვილსა და დევიდ ქემერონს შორის გვიან ღამით შედგა. ბრიტანეთის პრემიერმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველსო ტერიტორიულ მთლიანობას. პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით სააკაშვილი-ქემერნის შეხვედრა შესაძლოა უახლოეს მომავალში შედგეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/manjgaladze4.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/konservatoria-150x150.jpg30 მაისის შემდეგ ერთიანი ახალგაზრდული მოძრაობა “წინ” პერმანენტული აქციების მოწყობას გეგმავს. “წინ” ხელისუფლებისგან “კავკასიის” ინციდენტთან დაკავშირებით დაპატიმრებული ლიდერებისა და წევრების გათავისუფლებას მოითხოვს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/konservatoria.jpg itvს ლინკი
-
ვისაც სურს მოიგოს Ipad და თანაც კარგად გამოსდის მატჩის შედეგების გამოცნობა,სწორედ მათ დააინტერესებს ეს სიახლე... იხილეთ fanebi.com
-
მოგეხსენებათ, ხვალ, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 19.00 საათიდან სტარტს აიღებს საქართველოსა და შვეიცარიის ახალგაზრდულ ნაკრებთა შორის დაპირისპირება. როგორც ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, მატჩს პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია "მზე" განახორციელებს, ხოლო მატჩისადმი მიძღვნილი ეთერი, ერთი საათით ადრე დაიწყება და საუბარი იქნება სწორედ, ევროპის 2011 წლის შესარჩევ ციკლში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თამაშზე. იხილეთ fanebi.com
-
გამოვიდა ყვალასათვის საყვარელი ანიმაციური ფილმის მეოთხე ნაწილი.. მას შემდეგ რაც მწვანე გოლიათმა იხსნა პრინცესა, დაქორწილდა და ეყოლა სამი შვილი, შრეკი გახდა ძალიან მეოჯახე. იმისთვის რომ დაიბრუნოს კაციჭამიას იმიჯი, შრეკი მოილაპარაკებს რუმპელშტილცხენთან. მოლაპარაკება ეშმაკ ჯუჯასთან ისე არ განვითარდება როგორც მოლაპარაკებული იყო, შრეკს მოუწევს იხილოს სამეფო შორი-შორს ისეთი სახით როგორიც იქნება სამეფო რომ შრეკს არ ეარსება.. View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/nzz.gif მარკუს აკერეტი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობა წაგებული ომისთვის ახალ სტრატეგიას ეძებს – ოპოზიციას ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ფაქტობრივი დაკარგვის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნაგირზე მყარად ზის. მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებს მთავრობა იგებს, რადგან ოპოზიცია უფრო დამაჯერებელი კონცეფციის დეფიციტს განიცდის. საქართველოს დედაქალაქ თბილისში გზებზე არსებული ხვრელები რამდენიმე კვირაში ასფალტის საფარით იფარება. მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს ახალი მაგისტრალი სოლიტერივით კვეთს ქალაქის საცხოვრებელ კორპუსებს და მწვანე საფარს. მან ქალაქის ცენტრში საცობები უნდა განტვირთოს, თუმცა ბევრ ადამიანს ეჭვი ეპარება, რომ ასეთ მოკლე დროში აგებული კონსტრუქცია პრაქტიკაში გაამართლებს. თუმცა პოლიტიკოსების ყველაზე ხილული სიამაყე მშვიდობის ხიდია. ბრჭყვიალა ლურჯი შეფერილობის ფუტურისტული ნაგებობა, გრეხილი მინის სახურავით, რომელიც ძველი ქალაქის განახლებულ მხარეს მდინარის მარცხენა, უფრო ჩამორჩენილ ნაწილთან აკავშირებს და არქიტექტურული თვალსაზრისით ქალაქის ლანდშაფტს მთლიანად ეწინააღმდეგება. გზავნილი მკაფიოა: საქართველო, ყველა მარცხის მიუხედავად, მთელი ძალით ცოცხლობს. დემოკრატიის ტესტი თბილისის სატრანსპორტო პრობლემების გადაწყვეტას და კეთილმოწყობას სწორედ ახლა, უფრო მნიშვნელოვანი საფუძველი გააჩნია. მაისის ბოლოს საქართველოში მუნიციპალური არჩევნებია, რომლის დროსაც ამომრჩევლები პირველად აირჩევენ მერს პირდაპირი წესით. ეს ოპოზიციისადმი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დათმობაა. მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მოქმედი მერი გიგი უგულავაა, რომელსაც საგზაო პროექტებით მოქალაქეებისთვის იმის ჩვენება სურს, თუ როგორ ეფექტურად წყვეტს ის ქალაქის პრობლემებს. 36 წლის უგულავა ამბიციურია. ზოგიერთები მასში სააკაშვილის შესაძლო მემკვიდრეს ხედავენ, რომელიც თავის მხრივ ასევე სულ უფრო მეტად ხედავს მასში სერიოზულ კონკურენტს. მსგავსი განცდა აქვს მერის პოსტისთვის მებრძოლ ოპოზიციურ კანდიდატს და წარსულში პრეზიდენტის დიდი ხნის მოკავშირეს ირაკლი ალასანიას. ალასანია, რომელიც საქართველოს ნიუ–ორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში წარმოადგენდა მანამდე, ვიდრე ის მთავრობის მოწინააღმდეგეთა ბანაკს შეუერთებოდა და საკუთარ პარტიას „ჩვენი საქართველო – თავისუფალ დემოკრატებს“ დააფუძნებდა, ბევრი სასოწარკვეთილი ქართველის იმედად იქცა. 36 წლის ალასანია დახვეწილი დიპლომატიურობით გამოირჩევა. ამერიკული ინგლისურით ის ოთხი ოპოზიციური პარტიის კოალიციის „ალიანსი საქართველოსთვის“ ფერად გეგმებზე საუბრობს. ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა მისთვის განსაკუთრებული გამოწვევაა. ეს საუკეთესო საშუალებაა მოქალაქებს ემსახურო. მას სურს ჯანდაცვის ხარჯების შემცირება, წარმოების განვითარება დაბალპროცენტიანი კრედიტების საშუალებით, და ამომრჩევლებისადმი ანგარიშვალდებულების გაზრდა. თუმცა ბევრი რამ გაურკვევლად და დიდწილად პოპულისტურად ჟღერს. ოპოზიციამ ვერ შეძლო ერთიან კანდიდატზე შეთანხმება, შესაბამისად მთავრობის მოწინააღმდეგეთა ხმები რამდენიმე კანდიდატზე გადანაწილდება. მართალია ალასანია გამარჯვებაში დარწმუნებულია, თუმცა მან იცის, რომ უგულავა უპირატესობით სარგებლობს. ის პირდაპირ აცხადებს, რომ „საქართველო პოლიციური სახელმწიფოა“. ამიტომ არჩევნების წინ ჩატარებული კვლევების მიმართ ფრთხილი დამოკიდებულებაა საჭირო. დამოუკიდბელი დამკვირვებლებიც ადასტურებენ იმას, რომ სააკაშვილის ოპონენტების მხარდაჭერა კომფორტული არ არის. მხოლოდ რამდენიმე კომპანიაა, რომელიც ბედავს საჯაროდ იმის თქმას, რომ ოპოზიციის მომხრეა; ალასანია ამბობს, რომ მათ საგადასახადო პოლიციის მხრიდან ზეწოლა ემუქრებათ. თბილისში ერთ–ერთი სკოლის სასადილოს გახსნისას სააკაშვილმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მსგავსი პროექტები მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ ხელისუფლების ყველა დონეზე ერთი პოლიტიკური ძალა იქნება – არაორაზროვანი რეკომენდაცია არჩევანისთვის. მთავრობის წარმომადგენლები გავლენის მოხდენის მცდელობებსა და პრობლემების არსებობას არ უარყოფენ, თუმცა ამბობენ, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პროცესი უფრო გამჭვირვალე იყოს. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილე და საქართველოს ყოფილი ელჩი ბერლინში ლევან დუჩიძე, ამომრჩეველთა სიების რეფორმაზე მიუთითებს. ის ვინც დღეს გაყალბებაზე საუბრობს, მხოლოდ ნიჰილიზმს თესავს და არჩევნების ჩაშლა სურს, მიაჩნია 32 წლის დუჩიძეს, რომელიც გერმანულად შესანიშნავად საუბრობს. სააკაშვილი პოზიციებს ინარჩუნებს იმ ადამიანებშიც კი, ვინც მთავრობით უკმაყოფილოა, უგულავას მიმართ ერთგვარი ლოიალური განწყობა აქვთ. თუმცა მათ იმ პროექტებზეც ეცინებათ, რომლებმაც ნახევარი თბილისი სამშენებლო მოედნად გადააქცია. და მაინც, უგულავა გამოცდილია და იცის ქალაქი როგორ უნდა მართოს. პოლიტოლოგს და იმავდროულად ოპოზიცური რესპუბლიკური პარტიის აქტიურ წევრ პაატა ზაქარეიშვილს ეს არ უკვირს. ქართველები დიდწილად კონსერვატიულები არიან და არჩევანს ხელისუფლების სასარგებლოდ აკეთებენ, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც მათ გამოსავალი აღარ რჩებათ. ცხოვრების პირობების გაუარესების შიში უფრო ძლიერია, ვიდრე სიახლეზე წასვლის სურვილი. გარდა ამისა, ოპოზიცია არაფერს რადიკალურად განსხვავებულს მათ არ სთავაზობს. როდესაც საუბარი 2008 წლის აგვისტოს ომზეა, ისინი აკრიტიკებენ არა ომს, არამედ იმას, თუ როგორ წარმოებდა ეს ომი. ზაქარეიშვილის ანალიზი – იმ კითხვაზე პასუხის ნაწილია, თუ რატომ არ უნდა ინერვიულოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს საკუთარ ძალაუფლებაზე. სააკაშვილის პოლიტიკური სიცოცხლე თითქოს ბეწვზე ეკიდა: ბოლოს და ბოლოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ქვეყანაში ინტეგრაციის ნაცვლად, მან ეს რეგიონები ცუდად მართულ ომში ძალიან დიდი ხნით (და შესაძლოა სამუდამოდაც) დაკარგა. თავდაპირველად რუსული არმიის საფრთხის პირისპირ, ოპოზიცია ხელისუფლების მიმართ სოლიდარული აღმოჩნდა, თუმცა ერთიანი ფრონტი მალე დაიშალა და უკმაყოფილებამ პიკს ერთი წლის წინ მიაღწია, როდესაც მთავრობის მოწინააღმდეგეებმა თბილისის ცენტრი კვირეების განმავლობაში გადაკეტეს. იმ დროს, ხელისუფლების შეცვლის განწყობამ დიდხანს ვერ გაძლო. ოპოზიციაში იმედგაცრუებამ იმატა, როდესაც დემონსტრანტების რიცხვი მტკიცედ განწყობილ აქტივისტთა ჯგუფამდე შემცირდა. ის, რომ სააკაშვილის მოწინააღმდეგეებმა მაშინ მოსახლეობის მობილიზება ვერ შეძლეს, ასევე არასწორი წარმოდგენის შედეგი იყო, ფიქრობს პოლიტოლოგი ჰანს გუტბროდი, კავკასიის რესურსების ცენტრის (თბილისი) რეგიონალური დირექტორი და საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე დიდი ხნის დამკვირვებელი. სააკაშვილის მიმართ არსებული საყოველთაო უკმაყოფილების გამო ოპოზიცია მისი დამხობის ან იძულებით ვადამდელი არჩევნების მიაღწევაზე მუშაობდა, თუმცა მან ფაქტიურად არ გაითვალისწინა ის, რომ ხელისუფლების ნებისმიერი გზით შეცვლისთვის მხოლოდ უმცირესობა იყო მზად. ზომიერი ოპოზიციონერები ამაზე უარს დღესაც აცხადებენ. პოლიტილოგ და პოლიტიკოს ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ საზოგადოებამ უნდა ისწავლოს, რომ თავისი ხმა 5 წლით გაიღო და მოთმინება გამოიმუშაოს, ოპოზიცია კი ახლა უკვე 2013 წლის არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს. სააკაშვილმა ერთი წლის წინ მისი მოწინააღმდეგეები სიცარიელეში გაუშვა. გუტბროდს მიაჩნია, რომ მთავრობამ, რომელიც რეგულარულად არასწორ ნაბიჯებს დგამდა, საკუთარ შეცდომებზე ისწავლა. შესაძლოა არასტაბილურ, მაგრამ მშვიდ სიტუაციაშიც მას სწრაფად შეეძლო წონასწორობის დაკარგვა. ის, რომ დინამიკის დემონსტრირებისთვის ისინი ზედმეტად სწრაფად მოქმედებდნენ, ამას მხოლოდ გუტბროდი არ ფიქრობს. არ არსებობდა მკაფიო სტრატეგია არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკაში. მოსკოვში მსვლელობები სააკაშვილმა რეფორმატორის შარავანდი დაკარგა. იმან, რომ აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში ის შეერთებულ შტატებში კვირეების განმავლობაში დარჩა ისე, რომ იქ მაღალი რანგის ჩინოვნიკებს არ შეხვედრია და შემდეგ კოსტა–რიკას პრეზიდენტის ინაუგურაციასაც კი დაესწრო, საქართველოში ქილიკი და ბრაზი გამოიწვია. თუმცა, სავსებით შესაძლებელია, რომ სააკაშვილი რუსულ მოდელს მისდევს და 2013 წელს პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე გადაინაცვლებს. საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც მთავრობის ხელმძღვანელის პოსტს აძლიერებს, ბევრს უბრალო დამთხვევად არ მიაჩნია. მაგრამ იმის გამო, რომ რეალური ალტერნატივა დღეს არ არსებობს, მოსახლეობაში უიმედობამ დაისადგურა. იმავდროულად არსებობს პლატფორმებზე დისკუსიის მოთხოვნილება, რასაც ჰენრიხ ბიოლის სამხრეთ კავკასიის თბილისის ოფისი რეგულარულად წარმატებით მართავს. უმუშევრობა – ძალიან აქტუალური თემაა. თუკი საქართველომ ის თანხა, რომელიც ომის შემდეგ, ევროპისა და ამერიკისგან მიიღო, გახარჯა, ეს გარკვეული შეშფოთების საფუძველს ქმნის. სოციალური დაძაბულობის ზრდა მოსალოდნელია, რაც პოლიტიკურ უკმაყოფილებას ახალ სახეს მისცემს. მოსახლეობას რუსეთთან ურთიერთობის საკითხი პრაგმატულად მიაჩნია – ის კრემლს არ ენდობა, თუმცა თვლის, რომ მოსკოვთან ეკონომიკური ურთიერთობის ნორმალიზება აუცილებელია და სავაჭრო კავშირების აღდგენას, საზღვრის გადალახვის შესაძლებლობით დასაქმებას და კეთილდღეობას იმედოვნებს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც ღიად მოგზაურობენ მოსკოვში და რუსეთის ხელმძღვანელებს ხვდებიან, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ. სააკაშვილის დიდი ხნის თანამებრძოლს და პარლამენტის ყოფილ სპიკერს ნინო ბურჯანაძეს და ზურაბ ნოღაიდელს, ერთ დროს სააკაშვილის მთავრობის ხელმძღვანელს, მოსახლეობისგან უმნიშვნელო მხარდაჭერა აქვთ. მათი მოტივაციები, სპეკულაციის თემაა. ზაქარეიშვილი ასეთ ქმედებებს თავხედურს, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით შესაძლებელს უწოდებს: მათ იმედი ჰქონდათ, რომ მოსახლეობის განწყობა შეიცვალა. თუმცა პოლიტოლოგს ეჭვი ეპარება, რომ ეს ადმიანები საქართველოს ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ. რუსეთი საქართველოში დემოკრატიას არ მოიტანს. არადა სწორედ დემოკრატიული სახელმწიფოა ერთადერთი გზა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ხელახლა დაბრუნებისთვის. ზაქარეიშვილს, რომელიც კონფლიქტური რეგიონების ერთ–ერთი საუკეთესო სპეციალისტია, იმედოვნებს, რომ დემოკრატიას მიზიდულობის ეფექტი აქვს და რომ ფორმალურად დამოუკიდებელ რეგიონებში რუსეთზე დამოკიდებულების გამო იმედგაცრუება დაისადგურებს. ტერიტორიებზე უარი გამორციხულია რუსეთთან ომის შემდეგ ორი წელი გავიდა და საქართველო შორსაა იმისგან შეეგუოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაკარგვას. მთავრობის პოლიტიკა მათი დაბრუნებისკენაა მიმართული და ხშირად მისი დისკურსი ომის შემდგომი გერმანიის ან კვიპროსისას ჰგავს. შესაბამისად, ამიტომაა ასეთი პრინციპული საკითხი ის, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას ევროპული ქვეყნები არ აღიარებენ. იმავდროულად ის, რომ გაერთიანების გზა გრძელია და ძალა პრობლემას ვერ გადაწყვეტს, როგორც ჩანს მთავრობამ გააცნობიერა. ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ ახალ სტრატეგიაში, რომელიც მან ზამთარში წარადგინა, გათვლა „რბილ ძალაზე“ კეთდება, გვიხსნის მთავრობის ხელმძღვანელის მოადგილე და რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი. საუბარია ორმაგ ინტეგრაციაზე: ქვეყნის მხრიდან და მოსახლეობის ჯგუფებს შორის. ადამიანები ამ სტრატეგიის ცენტრში არიან. გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის კონტაქტები უნდა გააქტიურდეს. პირდაპირი მოლაპარაკებები რეგიონის ხელმძღვანელებთან, მეორეხარისხოვანია. პაატა ზაქარეიშვილი დოკუმენტის არა „სოციალურ“, მაგრამ პოლიტიკურ ნაწილს აკრიტიკებს, რომელიც არ ითვალისწინებს ისეთ ფაქტორს, როგორიც ადგილობრივი ხელისუფლება და თავად რეგიონებში არსებული ნებაა. ბევრი რამ დაგვიანებულია. მსგავსი წინადადებით ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ გამოვედით, ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ალასანია, რომელიც მაშინ აფხაზეთის მთავრობასთან შუამავალი გახლდათ. თუმცა, მანამდე, ვიდრე რუსეთი და საქართველო ერთმანეთთან უშუალოდ არ საუბრობენ, არაფერი შეიცვლება. ამ მხრივ იაკობაშვილის პოზიცია მკაფიოა: სიტუაცია შეიცვლება, თუკი რუსეთი შეიცვლება; საქართველოს სურს მასთან კარგი ურთიერთობა, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად. თუმცა იზოლაციასაც და რუსეთისგან მტრის ხატის კულტვაციასაც თავის ფასი აქვს. საეჭვოა, რომ მოსახლეობის ხანგრძლივი დროით დაინტერსება, მხოლოდ თბილისის კეთილმოწყობით იყოს შესაძლებელი. ორიგინალი ორიგინალი
-
როგორც იცით დღეს გაიმართა ამხანაგური შეხვედრა ესპანეთსა და საუდის არაბეთს შორის რომელიც მასპინძლებმა 3-2 მოიგეს.სტატიაში შემოგთავაზებთ ამ მატჩში გასულ ყველა გოლს. იხილეთ fanebi.com