Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. Unona___100--2010 წლის ვიდეო კლიპი View the full article
  2. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/archevnebi2010.jpgგურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ჩივიაშვილი არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ჩივიაშვილმა განუცხადა, იგი თბილისშია რეგისტრირებული და დღეს დედაქალაქში ჩასვლას ვერ ახერხებს. „ვაზისუბანში ვარ რეგისტრირებული, თუმცა საარჩევნო უბანი ზუსტად არ მახსოვს“ – განაცხადა ჩივიაშვილმა. 2010 წლის 30 მაისის შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში, გურჯაანში, რამდენიმე კანდიდატი იყრის კენჭს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი გიორგი ჩივიაშვილია; გია თორთლაძის დემოკრატიულმა პარტიამ – ექიმი ლევან ჩოლოყაშვილი წარადგინა; ნოღაიდელის პარტიამ – გურჯაანის რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილე ზაზა ნაცვლიშვილი; მომავლის პარტიამ – ადვოკატი ლევან კობერიძე; Share View the full article
  3. მილანის "ინტერის" გულშემატკივრებმა, ჟოზე მაურინიო მილანიდან გააცილეს, ტიფოზებმა პორტუგალიელს კლუბში გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს და მომავალ (მადრიდულ) კარიერაში წარმატება უსურვეს. იხილეთ fanebi.com
  4. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/31181_123799320983719_100000609564394_179289_1883969_n-300x243.jpg”ეროვნული საბჭოს” მერობის კანდიდატმა, ზვიად ძიძიგურმა N27-ე საარჩევნო უბანზე ხმა მისცა. საარჩევნო უბანზე ზვიად ძიძიგური მეუღლესთან და ხუთ შვილთან ერთად მივიდა. როგორც ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, ხმა მისცა სიმართლეს. “ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია ეხებოდა სიმართლი თქმას”,-აღნიშნა ძიძგურმა და ამომრჩევლებს მიმართა, არჩევანი სიმართლის სასარგებლოდ გააკეთონ. Share View the full article
  5. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/kuti-2008.gifსიღნაღის რაიონში პედაგოგები საარჩევნო უბნებთან ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ აგიტაციას ეწევიან. ამის შესახებ “ჯეოტოპნიუსს” კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მოწოდებული ინფორმაციითვე, ლაგოდეხის N 21 საოლქო კომისიის უზუნთალას საარჩევნო უბანზე კარუსელი ტრიალებს. ”ერთი და იგივე ამომრჩველი საარჩევნო უბანზე რამდენჯერმე შედის”. დაუდგენელი რაიონის ბიულეტენები ჩაყარეს ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის ყარაჯალის N22 საარჩევნო უბანზე და ამით არჩევნები გააყალბეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, კომისიის წევრებმა საარჩევნო ყუთში დაუდგენელი რაოდენობის ბიულეტენები ჩაყარეს. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირველბლის, მარინა ზარდიაშვილის თქმით, იგი შეეცადა დარღვევის აღკვეთას, კომისიის წევრებს ბიულეტენებიც კი წაართვა, თუმცა კომისიის წევრებმა მასზე ფიზიკური ძალა გამოიყენეს, ბიულეტენები დამკვირვებელს ძალით წაართვეს და საარჩევნო ყუთში ჩაყარეს. Share View the full article
  6. Gorillaz - Stylo 2010 წლის ვიდეო კლიპი View the full article
  7. საიას ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები გამოცხადებული ამომრჩევლების ვინაობას ინიშნავენ. ათეულობით უბანია დაფიქსირებული საიას დამკვირვებლების მიერ, სადაც მათივე თქმით, მიმდინარეობს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელების მიერ ამომრჩევლების ვინაობის მონიშვნა. კერძოდ საუბარია რამდენიმე ოლქის ათეულობით უბანზე: კერძოდ: გლდანი, ისანი, ნაძალადევი, ვაკე, ქუთაისი, ბათუმი. სრული ინფო(netgazeti.ge)
  8. http://www.epn.ge/wp-content/uploads/tofaze-gogi2-150x150.jpg დედაქალის მერობის კანდიდატმა გოგი თოფაძემ საკუთარი არჩევანი ვაკის #4 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. თოფაძის განცხადებით, მას სანერვიულო არაფერი აქვს, იმ კანდიდატმა უნდა ინერვიულოს, ვინც არჩევნების გაყალბებაზე ფიქრობს. როგორც ჟურნალისტებს თოფაძემ განუცხადა, მისმა პოლიტიკურ პარტიამ საარჩევნო სიებში რამდენიმე მკვდარი სულის შესახებ ინფორმაცია აღმოაჩინა, რისDშესახებაც იგი ინფორმაციას ცენტრალურ სარჩევნო კომისიას მიაწოდებს. იხილეთ epn.ge
  9. ყველასათვის ცნობილი ფილმის მიხედვით სიუჟეტი ისეთივეა როგორც ფილმში სროლები და რბოლა გადარჩენისთვის View the full article
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/inga-grigolia6-150x150.jpg ,,ქრისტიან-დემოკრატების” საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ინგა გრიგოლიამ საკუთარი არჩევანი მთაწმინდის #31 საარჩევნო უბანზე გააკეთა. როგორც ჟურნალისტებს გრიგოლიამ განუცხადა, მან ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, ვისიც თავად სჯერა. გრიგოლიამ მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოება მათ მიერ წარმოებულ საარჩევნო კამპანიას პასუხისმგებლობით მოეკიდება და სწორ არჩევანს გააკეთებს. იხილეთ epn.ge
  11. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/archevnebi139-300x225.jpg“ალიანსი საქართველოსთვის” თბილისში დაფიქსირებულ დარღვევბზე საუბრობს. როგორც ალიანსის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, საბურთალოს რაიონის მე-3 საარჩევნო ოლქის 78-ე და 85-ე საარჩევნო უბნები დაახლოებით 30-40 წუთის დაგვიანებით გაიხსნა, ამასთან, ამ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენების ნაკლებობა შეინიშნება, რაც საარჩევნო კოდექსის დარღვევას წარმოადგენს. მისივე ინფორმაციით, საგანგაშო ფაქტი დაფიქსირდა კრწანისის ოლქის სოფელ ფონიჭალის 30-ე და 31-ე უბნებზე, სადაც საარჩევნო ყუთში დიდი რაოდენობით ბიულეტენები ჩაყრის მცდელობა დაფიქსირდა. Share View the full article
  12. მარნეულის 22–ე საარჩევნო ოლქში კომისიის თავმჯდომარე ხანალიევი დაპატიმრებით და ფიზიკური ზეწოლით ემუქრებოდა "ალიანსი საქართველოსთვის" კომისიის წევრ გასანოვ შახინს – აცხადებს ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველოს" წარმომადგენელი, ოლქში მათ მიერ გაგზავნილ დამკვირვებელზე დაყრდნობით. გასანოვ შახინი ითხოვდა საარჩევნო პროცედურების კანონის შესაბამისად ჩატარებას და ხელს უშლიდა კომისიის თავმჯდომარეს ბატონ ხანალიევს, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები განეხორციელებინა – ამბობს ალექსანდრა კალატოზიშვილი. სრული ინფო(netgazeti.ge)
  13. დედას დააპატიმრებენ გადასახადების გადაუხდელომის გამო და ეხლა მისმა სამმა უნიათო შვილმა უნდა უშველისთქვენი ამოცანაა მოაგროვოთ ფული რათა ციხიდან დაიხსნათ დედა. თამაშში უამრავი საინტერესო თავ შესაქცევი მისიაა View the full article
  14. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/alasaniaxma-4_big.jpg“ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერმა და დედაქალაქის მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ საბურთალოს №14 საარჩევნო უბანში 10:00 საათზე მისცა ხმა. ჟურნლისტებს განუცხადა, რომ ხმა ცვლილებებს და ქვეყნის უკეთეს მომავალს და სახელმწიფოს გაძლიერებას მისცა. ”ფანტასტიკურ განწყობაზე ვარ და ყველაფრის კარგად და მშვიდად დასრულების იმედი მაქვს. არჩევანი ცვლილებების სასარგებლოდ გავაკეთე და ხმა ქვეყნის გაძლიერებას მივეცი. კმაყოფილი ვარ, რომ არჩევნებზე მოსახლეობის აქტიურობა უკვე ფიქსირდება”, – განაცხდა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი ალასანიამ. Share View the full article
  15. ბათუმის 79–ე ოლქის 29-ე უბანზე "გაზეთმა ბათუმელებმა’’ დააფიქსირა ფაქტი, როცა ამომრჩეველთა უმრავლესობა უბანზე მოდის მოსაწვევით. მოსაწვევზე გამოსახულია "ნაცმოძრაობის" ლოგო, სლოგანი – ,,გასაკეთებელი კიდევ ბევრია’’, უბნის ნომერი და მისამართი. ამავე უბანზე 13 საათისთვის დაფიქსირდა 2 ფაქტი, როცა ამომრჩევლის სახელის და გვარის გასწვრივ დაფიქსირებულია, რომ ის იმყოფება უცხოეთში. აღნიშნული მოქალაქეები აცხადებენ, რომ ისინი არასდროს არ ყოფილან უცხოეთში. ამ მოქალაქეებს არ მიეცათ ხმის მიცემის უფლება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  16. ინფორმაცია წყალტუბოს 62-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში ერთდროულად დიდი რაოდენობის ბიულეტენების ჩაყრის შესახებ არ დასტურდება. თავდაპირველად განცხადება ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის წევრმა გააკეთა, რომელიც ამ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრია. ამ ფაქტის გადასამოწმებლად მივიდნენ ”ახალი გაზეთის” წარმომადგენლები. ია ბობოხიძე, გაზეთის მთავარი რედაქტორი აცხადებს, რომ ჩანაწერთა წიგნში ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ არის და არც საჩივარია დაწერილი. იგი ამბობს, რომ კომისიის წევრი რესპუბლიკური პარტიიდან ახლა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას ბიულეტენების ჩაყრის შესახებ. მას ნეტგაზეთიც გაესაუბრა და ჩვენთან საუბარშიც ასევე უარყოფს თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციას. სრული ინფო(netgazeti.ge)
  17. სამცხე–ჯავახეთის რეგიონში ერთი საარჩევნო უბანი დაიხურა. ორგანიზაცია "მრავალეროვანი ასქართველო" აცხადებს, რომ საარჩევნო უბნის დახურვის მიზეზი ხმის მიცემის პროცესის დასრულებაა. ორგანიზაციის წარმომადგებლის, ალექსანდრა კალატოზიშვილის თქმით, ეს ინფორმაცია ორგანიზაციას დამკვირვებელმა მიაწოდა. საარჩევნო უბანი სოფელ იხტილში, რომელიც დილის 8 საათზე გაიხსნა, დილის 11 საათის მონაცემებით, დახურულია. "მრავალეროვანი არჩევნები" საქართველოში ორ ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონს აკვირდება – სამცხე–ჯავახეთს და ქვემო ქართლს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  18. http://www.joshuakearney.com/wp-content/uploads/2009/07/smai-hyypia-001.jpg გერმანულმა საფებურთო ჟურნალმა ”11 მეგობარი” გამოაქვეყნა ინტერვიუ ლივერპულის ყოფილ კაპიტანთან სამი ჰიუპიასთან, რომელიც ამჟამად ”ბაიერ ლევერკუზენის” ღირსებას იცავს. liverpoolfc.ge გთავაზობთ ჰიუპიასთან საუბრის მეორე ნაწილს… - ” არსებობს თუ არა გერმანიაში, რაღაც სრულიად განსხვავებული, რომელიც არ არის ინგლისში?” - ” მე გამიკვირდა ის ფაქტი, რომ პირველ თამაშის შემდეგ, გასახდელში ფეხბურთეები ხმას არ იღებდნენ და არ განიხილებოდა თამაში. ლივერპულში ჩევნთან ყოველთვის კეთდებოდა ეს. ჩვენ აქტიურად განვიხილავდით თამაშს, თავიანთ შთაბეჭდილებას ხატავდნენ მოთამაშეები და დებატების დროს ყოველთვის იბრძოდნენ ის ფეხბურთელები, რომლებიც პარტნიორის როლს არსულებდნენ. ჩვენ ეს მოგვწონდა, რაადგან დებატების შემდეგ, უკვე მომავალ თამაშში ფეხბურთელები უფრო მოტივირებულნი გამოდიოდნენ მინდორზე. აქ კი სრულიად არაფერს ამბობენ და არ განიხილავენ მატჩს, თამაშის შემდეგ ყველა დუმილით იღებს შხაპს, იკეთებენ ყურსასმენებს, მანქანებში ჯდებიან და სახლისკენ მიემართებიან.” - ” როგორ რეაგირებს თქვენზე ეს ფაქტი?” - ” ვკითხე ჩემს თავს, შეიძლება შევცვალოთ, რამე თამაშში. მე არ მქონდა ნათამაშები პირველი ტაიმი და ჩემთან ერთად იყვნენ სათადარიგოს რამდენიმე ფეხბურთელი, გასახდელში მე მანუელ ფრიდრიხს ვთხოვე: მანუელ ეს ნორმალურია, რომ აქ არავინ არ კამათობს და მატჩს არ განიხილავენ? მან მიპასუხა: ”დიახ ეს ნორმალურია.” - ” მაშინ მე ვფიქრობდი, რომ არ იყო ეს სწორი საქციელი და ჩვენ აუცილებლად უნდა გველაპარაკა ერთმანეთთან, რათქმაუნდა მე შევხვდი მწვრთნელს და ვფიქრობბ, რომ ბევრი, რამ შეიცვალა, ჩვენ ერთმანეთს მხარში უნდა ამოვუდგეთ და უნდა ვიცოდეთ ჩვენი შეცდომების აღიარება. - ‘‘ თქვენი გუნდში მოსვლისას სიჩუმის ტრადიცია დაირღვა?” - ” მე არ ვიცი ადრე, როგორ იყო, მაგრამ ის ფაქტი, რომ ჩვენ ერთმანეთთან დაკავშირებულნი ვართ და მატჩს შემდომ განვიხილავთ – ეს მართალია.” http://i.dailymail.co.uk/i/pix/2009/05/24/article-1187036-051392DD000005DC-722_468x255.jpg - ” თქვენ ბოლო დროს გიწევთ ბევრი მუშაობა, რათა ფეხბურთში მიაღწიოთ კვლავ წარმატებას, როგორც ჩანს ახლა უფრო ადვილია პირველ გუნდში მოხვედრა, ვიდრე ადრე.” - ” დიახ, ასეც არის. ახალგაზრდა ფეხბურთელები ისე აღარ ჭირდებათ. - ” თქვენ თუ შეამჩნიეთ ახალგაზრდების უპატივცემულობა, უფროსების მიმართ?” - ” მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ახალგაზრდები არ იქცევიან ყოველთვის პატივისცემით, უფროსების მიმართ, მე ისე გავიზარდე, რომ უფროსების უთანხმოებას ბევრჯერ შევსწრებულვარ, მე არ მგონია, რომ ეს იყოს სწორი, მაგრამ ზოგჯერ არსებობს სიტუაციები, როცა მას რაიმე საკითხში არ ეთანხმებით. ჩემი ახალგზრდობა იყო უფრო განსხვავებული, როგორც იტყოდნენ პატივისცემა მოხუცების მიმართ 10 წლის წლინ უფრო იყო.” - ” თქვენ საჩუქრად 23.000 ფუნტამდე გაუკეთეთ ლივერპულში ერთ-ერთ საავადმყოფოს, თქვენი თანაგუნდელები, ცდილობდნენ გაეგოთ თუ რატომ მოიქეცით თქვენ ასე ?” - ” არა. ყველა აკეთებს, იმას რასაც საჭიროდ თვლის და ბიჭებს ეს კარგად ესმით. ამ საავადმყოფოში ბევრი, რამ მაკავშირებს – სწორედ მანდ აიბადა ჩემი შვილი. - ” ერთხელ, როდესაც მე ვარჯიშს მოვრჩი, და წასვლას ვაპირებდი, ყური მოვკარი რადიოში სადაც ამ საავამდყოფოზე საუბრობდნენ, იქ ბავშვებს სისხლის უსხავდნენ, ბევრი ოჯახი ჩამოვიდა ქალქაში, ხოლო ვისაც არ შეეძლო სისხლის გადასხმა, გაიხსნა ფონდი, სადაც ირიცხებოდა თანხა და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი წვლილი შევიტანე ამ საქმეში. - ” მეორე დღეს გაზეთებში იწერებოდა, რომ სამიმ საავადმყოფოს ფული შესწირა, სტივ ჯერარდმა კი მხოლოდ საფეხბურთო ფორმების კომპლექტი.” - ” მე წავიკითხე, ამის შესახებ და მინდა გითხრათ, რომ სტივი უკვე ჩართული იყო ასეთ საქმიანობაში. პირადად ჩემთვის ეს იყო, რაღაც განსაკუთრებული, ეს საავადმყოფო ცემს რაიონთან მდებარეობდა, მე მათთვის აუცილებლად უნდა გამეწვდინა დახმარების ხელი. http://www.premierleague.com/javaImages/25/6c/0,,12306~5925925,00.jpg - ” გერმანიის გულშემატკივრები განსხვავდებიან ინგლისელებისგან? ” - ” ისე, რომ ძნელია შედარება, არ მგონია, რომ დიდი განსხვავება იყოს. გერმანიაში გულშემატკივრები დაინტერესებულნი არაიან სპორტის მარავალი სახეობით, ინგლისში კი ფეხბურთი მათთვის პირველ ადგილზე დგას. ანგლისში არის ძალიან ბევრი კლუბი და ხალხი სუნთქავს ფეხბურთით. ” - ” ინგლისში ფეხბურთი არის ძალიან სწრაფი, გერმანიაში როგორი თამაშია თქვენი აზრით?” - ” რათქმაუნდა პრემიერ ლიგა ყველა ჩემპიონატისგან განსხვავდება, ის საუკეთესოა. იქ ძალიან სწრაფი თამაშია და ფიზიკურად ძალიან ძლიერი უნდა იყო, რომ პრემიერ ლიგაში წარმატება მიაღწიო. - ” და როგორ ფეხბურთს თამაშობენ ბუნდესლიგაში?” - ” ეს იმას არ ნიშნავს, რომ გერმანიაში ცუდ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ EPL მსოფლიოში უძლიერესი ლიგაა, ამაში დარწმუნებული ვარ. საუკეტესო ფეხბურთელებს მსოლიოში ინგლისის ჩემპიონატში თამაში სურთ, არც ესპანეთის ჩემპიონატშია ცუდი თამაშის სტილი, მაგრამ ძალიან განსხვავდენა ინგლისისგან. ესპანეთში ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ შესაძლებელია მათ ვერ ითამაშონ კარგად ინგლისში.” - ” ბუნდესლიგაში ამ სეზონში თამაშისას, მე დავინახე ბევრი კარგი გუნდი და ფეხბურთელები. გერმანიის ჩემპიონატს ინგლისს ნამდვილად ვერ შევადარებ აქ უფრო რბილი თამაშია.” - ” ბუნესლიგაში მოთამაშე, რომელ ფეხბურთელს შეუძლია პრემიერ ლიგაში თავის კარგად წარმოჩენა?” - ” ედინ ძეკო. ის საუკეთესო და ნებისმიერი სტილის თამაში შეუძლია, როცა მე აქ მოვდიოდი ჩემს თავს ვუსვამდი შეკითხვას მოვერგებოდი თუ არა ბუნდსლიგას, მაგრამ მე ვიყავი დარწმუნებული, რომ ადაპტაცია არ გამიჭირდებოდა და არც გამიჭირდა. - ” როგორ ახასიათებთ გერმანულ ფეხბურთს?” - ” ფიზიკურად ძლიერი. გუნდში თითოეულ ფეხბურთელს სხვადსხვა გამძლეობა აქვთ. მე ვფიქრობ, რომ ტიპიური გერმანული ფეხბურთი ეს არის მანქანა, რომელსაც დაუსერულებლად შეუძლია მუშაობა.” View the full article
  19. დარღევევები, რომლებიც ორგანიზაცია "მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს" დამკვირვებლებმა სამცხე–ჯავახეთის საარჩევნო უბნებში გამოავლინეს, რამდენიმე სახის არის. ერთი საჩივარი, რომელიც ორგანიზაციამ დააფიქსირა, საარჩევნო უბნის დაგვიანებით გახსნას ეხება, სხვა შემთხვევაში კი ამავე უბანზე ადგილი ჰქონდა, ოჯახის წევრის სანაცვლოდ, ხმის მიცემის მცდელობის ფაქტს. ორგანიზაცია ასევე საუბრობს ბიულეტინების რიცხვის რაოდენობაზე. მათი თქმით, სოფელ დილისკის საარჩევნო უბანზე ბიულეტენების რაოდენობა არ შეესაბამებოდა ამომრჩეველთა რაოდენობას. ასევე ადგილი ჰქონდა საარჩევნო ურნაში ერთდროულად ორი კონვერტის ჩაგდების ფაქტსაც. სარეგისტრაციო ჟურნალი არ იყო ნამდვილი (არ შეესაბამებოდა ს.ს.კ მიერ დამტკიცებულ ეგზემპლარს) ახალქალაქის მეორე საარჩევნო უაბანზე. ასევე კომისიის წევრებს არ ჰქონდათ უფლებამოსილების დამადასტურებელი საიდენტიფიკაციო ნიშნები. სოფელ ვაჩიანში ერთ ამომრჩეველს მისცეს 8 ბიულეტენი და შესაბამისად ერთი ამომრჩეველი 8 ბიულეტენს აგდებდა საარჩევნო უბანში, ამბობს ორგანიზაციის წარმომადგენელი. სოფელ გულიკამის საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის გარეშე მიმდინარეობს. ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართელო" არჩევნებს აკვირდება საქართელოში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ორ რეგიონში – სამცხე–ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონში. სრული ინფო(netgazeti.ge)
  20. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ხმა კრწანისის რაიონის მე-14 საარჩევნო უბანზე მისცა. შევარდნაძის თქმით, მან ხმა დემოკრატიას… ლინკი მედიანიუსზე
  21. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ხმა კრწანისის რაიონის მე-14 საარჩევნო უბანზე მისცა. შევარდნაძის თქმით, მან ხმა დემოკრატიას… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...